forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (41) « პირველი ... 39 40 [41]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სუბფებრილური (37,1-37,2) ტემპერატურა, "დაბალი სიცხის" მიზეზები
კატო
Super Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2462
წევრი No.: 1353
რეგისტრ.: 23-October 02

გამოგზავნილია: 3 Jul 2019, 00:31  #54912228      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BadSector
ბანალური ნევროზი, თუმცა ასეა. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ანტიდეპრესანტები შეგიძლიათ სცადოთ, ექიმის კონსულტაციით ცხადია.
MARI-MARI-MARI
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 252098
რეგისტრ.: 9-August 19

გამოგზავნილია: 9 Aug 2019, 20:17  #55091048      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით მეგობრებო! მინდა ჩემი ამბავი მოგიყვეთ, იქნებ ჩემი გამოცდილებით ვინმეს დავეხმარო. 2018 წლის დეკემბერში აღმოვაჩინე, რომ მქონდა დაბალი სიცხეები. დილით, როცა ვიღვიძებდი სიცხე არ მაწუხებდა, მაგრამ დაახლოებით ერთ საათში მეწეოდა 37,4 -მდე. დღის განმავლობაში სიცხე მერყეობდა 37,1-დან 37,4-მდე, მეტი ზემოთ არ წასულა. საღამოს 10 საათისთვის სციცხე თავისით ჩამოდიოდა ქვემოთ. ამ დროს, არც სურდო მქონდა, არც ყელი მტკიოდა, მოკლედ არაფერი მაწუხებდა, გარდა იმისა, რომ თვალებში მქონდა უცნაური შეგრძნება (სიცხის დროს რომ იცის). მივედი ოჯახის ექიმთან. ჩავაბარე სისხლის საერთო ანალიზი და შარდი. ყველაფერი წესრიგში იყო. გადამიღო რენდგენი და მითხრა, რომ მქონდა ფილტვების ანთება. დამინიშნა ანტიბიოტიკები, მაგრამ უშედეგოდ არაფერმა მიშველა. სიცხეები ისევ ისე მაწუხებდა. წავედი ინფექციურში სხვა ექიმთან, გამსინჯა. ვაჩვენე რენდგენი, რომელიც მანამდე გადავიღე და მითხრა, რომ არანაირი ანთება არ მქონია და ტყუილად მიმიღია ანტიბიოტიკები. გამაკეთებინა CRP, აქაც ყველაფერი ნორმაში იყო. არაფერი დამინიშნა, მითხრა ფარისებრი გამოიკვლიეო. მოკლედ მას შემდეგ გამოვიკვლიე ფარისებრი, ჩავაბარე ჰორმონებზე ანალიზი, გადავიღე მუცლისღრუს ეხოსკოპია, გადავიღე სახის წიაღების რენდგენი, ჩავაბარე მონონუკლეოზზე ანალიზი, განმეორებით გადავიღე ფილტვებზე, გამოვიკვლიე გინეკოლოგია, ვიყავი ყელ-ყურის ექიმთან. მოკლედ ექიმი არ დამიტოვებია. ბოლოს ტუბ ცენტრშიც გამიშვეს, მაგრამ არსად არაფერი მქონდა. ყველა მეუბნებოდა ჯანმრთელი ხარო. სამი თვის განმავლობაში სამჯერ გავიკეთე სისხლის საერთო და შარდის ანალიზი, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ნორმაში იყო. რამის ჭკუიდან გადავედი, რაღაცას ხომ უნდა გამოეწვია ეს სიცხეები. აღარ ვიცოდი რა მექნა, სიცხის გაზომვაზე უკვე ცუდად ვხდებოდი. საოცარი ის იყო, რომ მხოლოდ დღის განმავლობაში მქონდა სიცხე. ხან იმუნიტეტის გასაძლიერებელი ვსვი და ხან რა, მაგრამ ამოად. გადავატრიალე ინტერნეტი, პასუხი ვერსად ვიპოვე. ამ დროს აღმოვაჩინე, თურმე ჩემსავით უამრავი ადამიანი იტანჯება. ასე გაგრძელდა 4 თვე. ბოლოს ბავშვის პედიატრთან ვთქვი ჩემი პრობლემის შესახებ. მან მითხრა საერთოდ გადააგდე ეგ თერმომეტრი, ნერვების ბრალია ეგ ყველაფერიო. მთავარია ჯანმრთელი ხარ, მეტი რა გინდაო. მოკლედ მივედი ნერვოპათოლოგთან. დამინიშნა ანტიდეპრესანტი. ვსვი გარკვეული პერიოდი და სიცხეებიც თავისით გაქრა. უკვე თითქმის 2 თვეა რაც აღარ მქონია. მთელი ცხოვრება მადლერი ვიქნები იმ პედიატრის (პაატა ნემსაძის), ის რომ არა ალბათ უკვე ტომოგრაფიების გადაღებას დავიწყებდი. სამწუხაროდ მანამდე არცერთ ექიმს მოსვლია აზრად, რომ შეიძლება ნევროზული ყოფილიყო ეს ყველაფერი. ასე, რომ დამშვიდდით!!! ნერვიულობით თურმე უარესს ვშვებით. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!
Tornike Alashvili
Iberi


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5455
წევრი No.: 28213
რეგისტრ.: 12-January 07

გამოგზავნილია: 10 Aug 2019, 02:56  #55092504      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (Natuka NGN @ 3 Oct 2006, 19:02 )
killer
ხუთი წელი ვერ გამიგეს რატომ მქონდა სიცხე და 5 წლის თავზე დადგინდა რომ ეპშტეინ-ბარის ვირუსის გამო მქონია. ასე ძნელი სათქმელია. 5 წელი ექიმებმა შემიკლეს სანამ ჩემი ექიმი პაატა წიკლაური არ გავიცანი.
ასე რომ მიზეზი იქნება, უბრალოდ სწორი დიაგნოსტიკა უნდა და იმის დაფიქსირება როდიდან დაიწყო ეს სიცხეები.

ებშტეინ-ბარის ვირუსზე ანტისხეულები შენს ასაკში 80% აქვს.

ნერვებს და ნაღვლის ბუშტს უნდა მიხედო და გაივლის დაბალი სიცხეები

This post has been edited by Tornike Alashvili on 10 Aug 2019, 03:00


--------------------
საქრთველო –ევრაზიის შუაგული, ოქროს კვეთაა
NLNL
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 213
წევრი No.: 149130
რეგისტრ.: 18-May 12

გამოგზავნილია: 13 Aug 2019, 18:33  #55106559      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

მოგესალმებით.
დაბალი ტემპერატურა რა ნიშნულიდან იწყება? 36,7-36,8 ითვლება სიცხედ? ამ ბოლო დროს ვუფიქსირებ 14 წლის ბავშვს.
DarkHousee
Newbie


*
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5
წევრი No.: 253191
რეგისტრ.: 13-October 19

გამოგზავნილია: 27 Nov 2019, 12:10  #55528860      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან დაბალი სიცხე,რისი ბრალი შეიძლება იყოს?
ღამე მაღვიძებს შინაგანი კანკალი,გაყინული ვარ ხოლმე მკვდარივით(35.3-35.5)
turatura
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1678
წევრი No.: 66451
რეგისტრ.: 3-July 08

გამოგზავნილია: 8 Dec 2019, 19:51  #55569825      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (MARI-MARI-MARI @ 9 Aug 2019, 20:17 )
დილით, როცა ვიღვიძებდი სიცხე არ მაწუხებდა, მაგრამ დაახლოებით ერთ საათში მეწეოდა 37,4 -მდე. დღის განმავლობაში სიცხე მერყეობდა 37,1-დან 37,4-მდე, მეტი ზემოთ არ წასულა. საღამოს 10 საათისთვის სიცხე თავისით ჩამოდიოდა ქვემოთ.


სამწუხაროდ მანამდე არცერთ ექიმს მოსვლია აზრად, რომ შეიძლება ნევროზული ყოფილიყო ეს ყველაფერი. ასე, რომ დამშვიდდით!!! ნერვიულობით თურმე უარესს ვშვებით. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

კიმაგრამ ნევროზული თუ იყო საღამოს 10 საათის მერე არ გქონდათ ნევროზი? rolleyes.gif


--------------------
ნებისმიერ ცხვარს მწყემსი გენიოსი ჰგონია,
ხოლო ძაღლი – ფარის დამცველი,
თუმცა პატრონიც და ძაღლიც მგლებზე მეტ ცხვარს ჭამენ.
<ფრანკლინი>


გაიღვიძა საქმე ვერ ნახა და გახდა ესქპერტი..
Kaifistka
I'm tired of monkeyin' around


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11706
წევრი No.: 28567
რეგისტრ.: 18-January 07

გამოგზავნილია: 15 Dec 2019, 03:39  #55594269      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი

მოკლედ საქართველოში ბევრს ჭირს იშვიათი რევმატიზმის ფორმა რომელიც არის პერიოდული ხმელთაშუაზღვის ცხელება. მეც მჭირს.

20% პაციენტებში გამოვლინება არის მარტო სიცხე.
სიცხის დროს როე თუ გაქვთ მაღალი ეს გაქვთ შეიძლება. ჩაიტარეთ ამ სიცხის დროს სისხლის ანალიზი.
ასევე გენეტიკური ტესტი უნდა გაკეთდეს და მოხდეს რევმატოლოგთან კონსულტაცია.

ამ დაავადებას გაეცანით კიდე აქ.
ინგლისურად
https://en.wikipedia.org/wiki/Familial_Mediterranean_fever
ქართულად
https://www.aversi.ge/cnobari/728/perioduli-daavadeba
ოღონდ ინგლისურ ენაზე ინტერნეტში ბევრად უფრო ზუსტი ინფორმაციები იძებნება.

ეს ჭირთ კიდე ხალხს რომელსაც აქვს თურქული, სომხური, ებრაული და არაბული წარმომავლობა.
შეიძლება შორი წინაპარიც კი რომელიც არ იცით.


MARI-MARI-MARI

რა დაავადებაზეც დავწერე ახლა მაგან იცის სტრესის დროს რეციდივი.
შენს ადგილას არ დავწყნარდებოდი და რევმატოლოგთან მივიდოდი.


--------------------
იმ დღეს მ******ნ დამდგენელი აქ რო დავრეგისტრირდი და კიდე ზემოდან ბეზდელნიკობას ამ ყ**ს დოღში მეც რომ ვპოსტავ © metro123

http://ninaiverieli.wordpress.com/ <ჩემი პერსონალური ბლოგი

C'est la vie!
Natuka NGN
მეოცნებე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23811
წევრი No.: 8805
რეგისტრ.: 17-February 05

გამოგზავნილია: 18 Dec 2019, 12:07  #55606828      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zumaiko გააქტიურეთ რეგისტრაციისას მითითებულ მაილზე მოსული ბმული, რომ შეძლოთ აქ დაწერა, სვაგვარად ვერ დაგეხმარებით


--------------------
http://natalimade.wordpress.com/
http://psiqea.wordpress.com
https://www.facebook.com/TrendyHandmadeBeadsByNatalie
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (41) « პირველი ... 39 40 [41]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0279 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]