გამარჯობათ
მოკლედ და გასაგებად რომ გითხრათ, მინდა საიტის აწყობა მარტივი რომ იყოს რამოდენიმე გვერდი კომპანიის შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია და სიახლეები, და რაც მთავარია მინდა ამ საიტზე ინტეგრირებული რომ იყოს გადახდების სისტემა, კერძოდ რაღაც მომსახურება მაქვს მონაცემთ ბაზაში და მსქლ-ში მაქვს მონაცემები უნიკალური კოდის მიხედვით და მინდა კონკრეტულ უნიკალურ კოდზე რომ მოხდეს ძიება და გადახდა, როგორც პლასტიკური ბარათით ასევე სწრაფი გადახდის აპარატით, ინტერნეტში რაც მოვიძიე ინფორმაცია მგონი ყველაზე მარტივად pay.ge-ს აქვს მორგებული მერჩანტებისათვის ეს სისტემა რადგან ცალკე რომელიმე პროვაიდერთან რომ ავაწყოთ რაღაც კავშირი დამატებით პროგრამული იდეებისა და რესურსების ხარჯებს მოითხოვს და ჩემი მხრიდან რაც უფრო მარტივი იქნება მით უფრო ხელსაყრელი გამოვა ჩემთვის.
ანუ მაგალითად:
მინდა მოვიძიო 00001 რესურსი და გადავიხადო რაღაც თანხა, და ეს თავისთავად დაშბორდში და ინფო პანელში რომ გამოჩნდეს ვინ რამდენი გადაიხადა და როდის, ეგ მე მგონი როგორც ვნახე pay.ge- აწარმოებს ამ ინფორმაციას და მათ მარტივად აქვთ დალაგებული და პლიუს ამას სწრაფ გადახდის აპარატებშიც აქვთ ინტეგრირებული.
ასე რომ დამატებითი შეკითხვებისათვის მომწერეთ და ფასიც მომიყოლეთ
რაც უფრო იაფი იქნება ჩემთვის უფრო მისაღები იქნება
ველოდები გამოხმაურებას