forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მაინტერესებს აფხაზების საკითხი, თუ ვინმემ ზუსტად იცის იქნებ მომეხმაროთ
SAMSAMSO
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 707
წევრი No.: 23197
რეგისტრ.: 14-September 06

გამოგზავნილია: 16 Aug 2017, 02:24  #51154614      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,

ძალიან მაინტერესებს ერთხელ და საბოლოოდ გავარკვიო რამოდენიმე საკითხი, ვინც დანამდვილებით იცის რამე, ოღონდ გაგონილი კი არა, არამედ რაიმე სანდო წყაროზე დაყრდნობით, მადლობელი ვიქნებოდი თუ მხოლოდ ის მომეხმარებოდა ეხლა. ან ლინკს თუ დადებთ სადაც შეიძლება ამის შედარებით მოკლედ და სანდო ვერსიიდან გარკვევა.

აი ეს ოთხი კითხვა მაქვს :

1. ვინ არის ის ხალხი, ვინც ახლა აფხაზეთში გამოყოფის შემდეგ ცხოვრობენ და თავს აფხაზებს უწოდებენ?
2. სად გაქრნენ აფხაზები, ვინც ისტორიიდან ვიცით, ("მეფე აფხაზთა") ან არის მათი ნაწილი იმ ხალხში , რომლებიც 1 პუნქტშია მოყვანილი? თუ მხოლოდ ესენი დარჩნენ იმათგან : ანჩაბაძე, შერვაშიძე და ასე.შ
3. აფსუები, აბაზგები თუ მართლაც მე16 - მე 19 საუკუნეში გადმოსახლდნენ ჩრდილო კავკასიიდან, რატომ უგავთ სახელწოდება აფხაზებისას ? დამთხვევაა?
4. მეგრული და სვანური გვარებით რომ არიან აფხაზეთში დღეს იქაურები, ესენი ვიღა არიან

დიდი მადლობა წინასწარ

This post has been edited by SAMSAMSO on 16 Aug 2017, 02:32
mtiuli...
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16

გამოგზავნილია: 16 Aug 2017, 04:12  #51154798      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1. აფხაზები

2. არ გაქრნენ, ნაწილი ისევ იქაა, ნაწილი თურქეთში, ნაწილი აჭარაში და თბილისში.
მეფე აფხაზთა, ქართველთა, კახთა... ტიტულებია, აფხაზეთის სამეფოს, ქართველთა (ტაო-კლარჯეთის) სამეფოს, კახეთის სამეფოს და ა.შ. აქ აფხაზთა იგულისხმება დას.საქართველო და არა საკუთრივ აფხაზეთი.

3. აფსილები და აბაზგები 1-2 საუკუნეებიდან იხსენიებიან აფხაზეთში, სავარაუდოდ კოლხეთის სამეფოს დაცემის შემდეგ უნდა შემოჭრილიყვნენ. აფსუა აფხაზს ნიშნავს აფხაზურად.

4. აფხაზები არიან (გალში მეგრელები). ე.წ. აფხაზური გვარები ბა-თი დაბოლოვებული ძირითადად გუდაუთა-გაგრის მონაკვეთიდან არიან წარმოშობით, წვინარია, გოგუა და ა.შ. მე-17 საუკუნის შემდეგ გააფხაზებული მეგრელები არიან.
ingfari
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 970
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16

გამოგზავნილია: 16 Aug 2017, 12:37  #51155888      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SAMSAMSO
1.აფსუები, რომლებიც გვიან შუა საუკუნეებში ჩამოსახლდნენ აფხაზეთში(ახალი ათონიდან-ენგურამდე).

2.აფხაზი არ ერქვა რომელიმე ეთნოგრაფიულ ჯგუფს, ის რასაც გულისხმობდა "მეფე აფხაზთა" მოიცავდა ზოგადად ყველა დასავლეთ ქართველს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ყველა ქართველსაც, ანუ კრებითი ეთნონიმი იყო. არსად არ გაქრნენ. ან ასიმილირდნენ ჩამოსახლებულ აფსუებში, ან დატოვეს აფხაზეთი და საქართველოს სხვა რეგიონებში დასახლდნენ.

3.არ უგავთ, თავიანთ თავს ეგენი აფსუებს უწოდებენ, ქართველები მათ შუა საუკუნეებში უწოდებდნენ არა აფხაზებს(ეს ქართველების სახელწოდება იყო როგორც ზევით დავწერე), არამედ აფსარებს, აფხაზს და აფსარს შორის დიდი სხვაობაა.

4.ერთი სიტყვით მანქურთები, ორი სიტყვით გააფსუებული ქართველები.
RiVAi
ტონი აიომი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 549
წევრი No.: 234061
რეგისტრ.: 23-July 17

გამოგზავნილია: 16 Aug 2017, 13:36  #51156227      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif


--------------------
Fifteen men on a dead man's chest
...Yo ho ho and a bottle of rum
Drink and the devil had done for the rest
...Yo ho ho and a bottle of rum
SAMSAMSO
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 707
წევრი No.: 23197
რეგისტრ.: 14-September 06

გამოგზავნილია: 17 Aug 2017, 01:10  #51160229      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mtiuli...
ingfari


დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, მაგრამ მაინც პარადოქსული ინფორმაციაა ცოტა და ბოლომდე გაურკვეველი რჩება მაინც ბევრი რამ.

თუ 1, 2 საუკუნეში მოხსენიებული აფსუაც არის აბხაზი. მაშინ რატომ მოიხსენიებენ იქაურ აბხაზებს, ანუ აფსუებს გვიან გამოდსახლებულ ადიგეური წარმოშობის ტომებად, რომელთაც არ აქვთ უფლება ილაპარაკონ აბხაზთა სახელით ?

გაუგებარია და ძნელი დასაჯერებელია ასევე, რომ აბხაზი იმ დროის კრებითი სახელია დასავლეთით მცხოვრები ქართველების. როცა მესხები, იმერლები და ასე.შ ფიგურირებენ, თან ქართველებთან ერთად მოიხსენიებენ ტიტულატურაში.

QUOTE
ან ასიმილირდნენ ჩამოსახლებულ აფსუებში, ან დატოვეს აფხაზეთი და საქართველოს სხვა რეგიონებში დასახლდნენ.


აი ეს ან ... ან არის სწორედ საინტერესო smile.gif
QUOTE
აფსილები და აბაზგები 1-2 საუკუნეებიდან იხსენიებიან აფხაზეთში, სავარაუდოდ კოლხეთის სამეფოს დაცემის შემდეგ უნდა შემოჭრილიყვნენ. აფსუა აფხაზს ნიშნავს აფხაზურად.
QUOTE
აფსუები, რომლებიც გვიან შუა საუკუნეებში ჩამოსახლდნენ აფხაზეთში


რომელია სწორი smile.gif



RiVAi

biggrin.gif მესმის იუმორი, მარა არაა ადვილი ეს თემა. ყველა წერს და ამბობს სხვადასხვა რამეს.

ქართლის ცხოვრებაში აბხაზები ნამდვილი ქართველები არიან, ისევე როგორც იმერლები და მესხები და კახელები და მაინტერესებს საბოლოოდ, რატომ და სად გაქრა ეს ხალხი ? ან თუ იქ არიან , როგორ ასიმილირდნენ იმ დონეზე მეჩვიდმეტე საუკუნის მერე, რომ თავს ქართველებად საერთოდ აღარ იაზრებენ ? დაუჯერებელია და არარეალურია ცოტა ეს, ესეიგი რაღაც მიგრაცია მოხდა იქიდან, სწორედ მეჩვიდმეტე საუკუნის მერე, რადგან ლევან დადიანი, სამეგრელოდან ეომებოდა აბხაზებს და შესაბამისად მეგრელები იქამდე ვერ იქნებოდნენ იქ ბევრნი.

მეორეს მხრივ აფსუა თუ აბხაზს ნიშნავს , როგორც ზემოთ თქვით და ისინი თავს ისტორიულ აბხაზებათ თვლიან, მაშინ რა არგუმენტი აქვთ ჩვენ მეცნიერებს, რომ ამბობენ რომ ისინი არ არიან ასევე აბხაზები?

ქართული ტაძრების განადგურების მცდელობებზე რომაა კიდევ იქ საუბარი, რომ კვალი დაფარონ, თუ ეხლანდელი აფსუები თავს მემკვიდრეებად ცნობენ ისტორიული აბხაზეთის, მაშინ ხომ უნდა ამბობდნენ რომ ეს მათი აშენებულია, ხოდა ხომ პირიქით ხდება , ლოგიკა სადაა ?

მოკლედ დიდი მალდობა ყველას, მარა ერთი რაიმე წყარო რომ იყოს კონკრეტული არ იქნებოდა ცუდი , ცოტა გაუგებარია მაინც და ასე მგონია თქვენ თქვენ პირად მოსაზრებას წერთ, რაც უმნიშვნელოვანესია, მარა ურთიერთგამომრიცხავია ცოტა

This post has been edited by SAMSAMSO on 17 Aug 2017, 01:24
mtiuli...
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16

გამოგზავნილია: 17 Aug 2017, 18:12  #51164229      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პირველ საუკუნეში პლინიუსი ახსენებს აფსილებს, სოხუმის მიდამოებში. მე-2 საუკუნეში არიანე ახსენებს აფსილებს და მათ ჩრდილო-დასავლეთით აბაზგებს.
აფსილეთი ლაზიკის შემადგენლობაში შევიდა მალევე, შემდეგ აბაზგებმა დაიპყრეს, რომლებმაც შემდეგ მთლიანი დას საქართველო გააერთიანეს.

ინგფარი იმას გულისხმობს რო კოდორის სამხრეთ-აღმოსავლეთით შემოიჭრნენ მე-17 საუკუნის შემდეგ. სოხუმის ჩრდ-დასავლეთით მინიმუმ 2000 წელია ცხოვრობენ.

აფხაზი კრებითი სახელი იყო უცხოელებისთვის, იმიტო რო დას. საქართველოს ერქვა აფხაზთა სამეფო, სადაც აფხაზებთან ერთად ცხოვრობდნენ, მეგრელები, სვანები და დანარჩენი ქართველები. თამარს და რუსუდანს არაბები მოიხსენიებენ როგორც აფხაზთა დედოფალს.

ingfari
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 970
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16

გამოგზავნილია: 17 Aug 2017, 18:46  #51164410      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
2 ფაქტი:
იმ ტერიტორიის რასაც დღეს აფხაზეთი ქვია დაახლ. 1/3 XVII-XVIII ს.ს. მიჯნამდე დასახლებული იყო ქართველებით, აფხაზები იქ შემდეგ გადმოსახლდნენ.
იმ ტერიტორიის რასაც დღეს აფხაზეთი ქვია დაახლ. 1/3 XIV-XVI საუკუნეებამდე დასახლებული იყო ქართველებით, აფხაზები იქ შემდეგ გადმოსახლდნენ.
დარჩენილი 1/3 ე.ი. გაგრა, გუდაუთა და სოხუმის ჩრდილოეთ ნაწილი შესაძლოა ყოფილიყო აფხაზების კომპაქტური განსახლების არეალი, ყოველთვის ასე იყო თუ რამდენიმე ათასი წლის წინ მოხდა ეს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი.
ფაქტია რასაც დღეს აფხაზეთი ქვია მის 2/3 ტერიტორიაზე დღევანდელი აფხაზები XIV-XVIII საუკუნეებში მოსული კოლონისტები არიან და ეს ქართული მიწებია.
abrek
not bad boy


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1716
წევრი No.: 193232
რეგისტრ.: 30-October 14

გამოგზავნილია: 18 Aug 2017, 12:36  #51168014      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ingfari @ 17 Aug 2017, 18:46 )
2 ფაქტი:
იმ ტერიტორიის რასაც დღეს აფხაზეთი ქვია დაახლ. 1/3 XVII-XVIII ს.ს. მიჯნამდე დასახლებული იყო ქართველებით, აფხაზები იქ შემდეგ გადმოსახლდნენ.
იმ ტერიტორიის რასაც დღეს აფხაზეთი ქვია დაახლ. 1/3  XIV-XVI საუკუნეებამდე დასახლებული იყო ქართველებით, აფხაზები იქ შემდეგ გადმოსახლდნენ.
დარჩენილი 1/3 ე.ი. გაგრა, გუდაუთა და სოხუმის ჩრდილოეთ ნაწილი შესაძლოა ყოფილიყო აფხაზების კომპაქტური განსახლების არეალი, ყოველთვის ასე იყო თუ რამდენიმე ათასი წლის წინ მოხდა ეს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი.
ფაქტია რასაც დღეს აფხაზეთი ქვია მის 2/3 ტერიტორიაზე დღევანდელი აფხაზები XIV-XVIII საუკუნეებში მოსული კოლონისტები არიან და ეს ქართული მიწებია.

ქართველები ვერ გადაახტებოდნენ მეგრელებს და სვანებს და აფხაზეტში ვერ დასახლდებოდნენ
ქართველების მიგრაზია ლაზიკა (ეგრესში) იწყება არაბობას იბერიიდან და იქიდან მოაქვთ ქართული (იბერიული) ენა და ქართული (იბერიული) თვითშეგნება. ახდენენ სვანური მოსახლეობის ნაწილის ასიმილაცია-გაქართებას, ზანური მოსახლეობის დიდი ნაწილის ასიმილაცია-გაქართებას, გათიშვას.
რაც შეეხება აფხაზებს, აფხაზური და ადიღური ენები დაიშალა სადღა 7-6 საუკუნეში ჩვ. წ. აღ.
არავითარი ადიღური ტომები აფხაზები (იგივე აფსუები) ვერ იქნებიან.
აფხაზების უახლოესი ნათესავები აბაზები მართლა ცხოვრობენ ჩრდილო კავკასიაში, მარა მიღებული ვერსიით ორ ტალღაც მოხდა აბაზების ანუ ბიზანტიურ წყაროებში აბაზგების მიგრაცია ჩრდილო კავკასიაში და ჩამოყალიბდა ორი შტო ორი დიალექტით. ერთი უფრო ახლოსაა თანამედროვე აფხაზურთან, ვიდრე მეორე.

დიდი ვარაუდით, ჩრდილოდასავლური კავკასიური ტომების აბაზების, უბიხების მოწოლა და გადმოსვლა სამრეთ კავკასიის კალთებზე, სადაც სამხრეთდასავლურ კავკასიური აბორიგენი სვანური და ზანური მოსახლეობი ბინადრობდა კოლხეთის დაბლობ-მაღლობში, ხდება ანტიკურ და უფრო ადრინდელ დროში. უბიხების გადმოსვლას დაჟე ბერძნული წყაროები აფიქსირებენ. ხოოოდა, მარა იმავე ლოგიკით ქართველებს ხევი, თუშეთი, პირიქითა ხევსურეთი, ჰერეთი, კახეთის დიდი ნაწილი ანტიკური ხანიდან-ადრე ფეოდალურ ხანაში აქვთ ათვისებული.
ამ ლოგიკით, აფხაზებს შეგვიძლია აღმოსავლეთ ტერიტორიებზე ვედავოთ. ნუ თქვენ ქართები, თვარა ზანებმა რო მოვინდომოთ ქე ჩავალთ ყირიმამდე user.gif

This post has been edited by abrek on 18 Aug 2017, 12:40


--------------------
Islam is cool

nu maginebt nakurtxi var
Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5727
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

გამოგზავნილია: 18 Aug 2017, 13:38  #51168358      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პაპასქირი – „უმეცრობის ფართი-ფურთი“

♥ აფხაზეთი-Abkhazia
Зураб Папаскири: ПАРАД НЕВЕЖЕСТВА

https://iberiana.wordpress.com/afxazeti/z-papaskiri/


--------------------
"ალბათ ქართველებზე ცუდათ არავინ იცი საკუთარი ქვეყნის ისტორია" - პავლე ინგოროყვა

გრიგოლ რობაქიძე - მიმართვა ქართველ ახალგაზრდობას:
"ენდეთ თქვენს ფესვებს !!! და ვერ დაგამარცხებთ ბოლშევიზმის დემონური ძალაც კი "
http://www.link.ge/file/323931/Revaz–Gabasvili.rar.html
Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5727
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

გამოგზავნილია: 18 Aug 2017, 13:45  #51168403      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ზურაბ პაპასქირი
„უმეცრობის ფართი-ფურთი“
ანუ ცნობილი ფალსიფიკატორის მორიგი გამოხდომა

აღნიშნული პოლემიკური წერილი დაიწერა 1992 წლის ნოემბერში სოხუმში გამომავალი ქართული გაზეთის „აფხაზეთის ხმის“ მთავარი რედაქტორის, ბატონ თამაზ ჩოჩიას შეკვეთით და გამოქვეყნდა 1992 წ. 21, 26 ნოემბერს (#150, #151).
სტატიის შემოკლებული ვარიანტი დაიბეჭდა აგრეთვე გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ (#25, 26; 24 ივნისი, 1 ივლისი, 1994 წ.).

მოგვიანებით წერილი დაიბეჭდა წიგნში: ზურაბ პაპასქირი. აფხაზეთი საქართველოა (თბილისი, 1998, გვ. 76-101 – https://www.academia.edu/29437456/Afxazeti_...s_Georgia_.pdf).
გარდა ამისა, სტატია გამოქვეყნდა რუსულადაც: «Парад невежества. Или очередной вымысел известного фальсификатора» (იხ. გაზეთი: «Демократическая Абхазия»,
26 თებერვალი, 3 მარტი, 7 მარტი, 1993 წ. იგივე პუბლიკაცია
იხ. აგრეთვე წიგნში: Зураб Папаскири. Моя Абхазия. Воспоминания и размышления. Тбилиси, 2012, გვ. 241-264
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/2...ia_Abxazia.pdf).

ელექტრონული ვერსია იბეჭდება უცვლელად, მხოლოდ ზოგიერთი უმნიშვნელო (ტექნიკური ხასიათის) ჩასწორებით.

მიმაგრებული სურათი
10_15_zurabi_.jpg
ingfari
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 970
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16

გამოგზავნილია: 18 Aug 2017, 15:15  #51168941      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
abrek
შენ ადრე ზულუსი არ იყავი? თან ბრაზიანი..... biggrin.gif
იქამდე გურული, უფრო იქამდე ჯავახი, შუალედში აფხაზიც ბრძანდებოდი მახსოვს ვიღაც კეთილშობილი სეპარის სურათი გეყენა და კირილიცათი გვებაზრებოდი "გრუზინებს". lol.gif


meruemi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5851
წევრი No.: 189382
რეგისტრ.: 28-July 14

გამოგზავნილია: 18 Aug 2017, 16:16  #51169341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ingfari @ 18 Aug 2017, 15:15 )
abrek
შენ ადრე ზულუსი არ იყავი? თან ბრაზიანი..... biggrin.gif
იქამდე გურული, უფრო იქამდე ჯავახი, შუალედში აფხაზიც ბრძანდებოდი მახსოვს ვიღაც კეთილშობილი სეპარის სურათი გეყენა და კირილიცათი გვებაზრებოდი "გრუზინებს". lol.gif

არადა დარწმუნებული ვარ აცერთი არ არის!
lol.gif
mtiuli...
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16

გამოგზავნილია: 18 Aug 2017, 18:29  #51170166      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
abrek
მეგრელები და სვანები ქართველები არიან მე-10 საუკუნიდან. ისევე როგორც ყველა დანარჩენი, ქართველი არ ნიშნავს იბერიელს. ნიშნავს იბერიელი+ზანი+სვანი.
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12436
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 19 Aug 2017, 14:25  #51174264      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მატყუარა პაპასქირის წიგნების და სტატიების დება რას შველის საქმეს?
......
საქმე იმაში გახლავთ რომ ზ.ანჩაბაძის მიერ მოგონილი ცნობები სადაც აფსილებს თავდაპირველად გალის რნი ეკავათ და აბაზგებს - ოჩამჩირის დღEმდე იბეჭდება ქართული სამეცნიერო ლიტერატურაში.
აფსილები (ჯერ არაა დამტკიცებული რომ აფხაზური ტომი იყო) სახლობდნენ მდ.ასტელეფის და ტრაქეის შორის ანუ მდ.დღამიშის და ახ.ათონს შორის. რის საფუძველზე ამ გამყალბებელმა ანჩაბაძემ განათავსა ეგენი გალის რნში? საეჭვოა რომ ქართველი მეცნიერები იმდენად უსწავლურები იყვნენ რომ პასუხის გაცემა გაუჭირდად. პლინიუსი არ წაუკითხავთ?


--------------------
Везде, где еще процветает невежество, грубость нравов и суеверие, где торговля хромает, земледелие влачит жалкое существование, а мистика могущественна, там встречаем мы и национальный костюм. 

Ницше
SAMSAMSO
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 707
წევრი No.: 23197
რეგისტრ.: 14-September 06

გამოგზავნილია: 19 Aug 2017, 16:00  #51174666      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mtiuli...
ერთადერთი თქვენი ნაწერი გავარჩიე , რისი თქმა გინდოდათ smile.gif დიდი მადლობა, თუმცა ეს საკითხი რჩება ჩემთვის მაინც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. რაც მთავარია რამოდენიმეჯერ გაიმეორეთ, რომ აფხაზები იყო კრებითი სახელი ადრე ქართველების. მესმის, გეთანხმებით ნაწილობრივ, მაგრამ პარალელურად ხომ იყო სახელწოდება ქართველებიც ?
"მეფე აფხაზთა, ქართველთა" ..... მაშინ იბადება კითხვა რა სხვაობა იყო ამათ შორის ?


ingfari
მადლობა პასუხზე, მაგრამ ვერ გავიგე რას გულისხმობდით 1/3 ში , რადგან სხვადასხვა დროები გაქვთ მოყვანილი, დანარჩენი 2/3 ვინ იყვნენ აბა... მთავარია, რომ როგორც მივხვდი თქვენ გულისხმობთ, რომ სიტყვა აფხაზი დღეს აღარ უდრის ქართველს, ის უდრიდა მას მე14 საუკუნემდე. ანუ ამ ლოგიკით ყველა ვინც ამჟამად თავს აფხაზს კიდევ უწოდებს უნდა იყოს გვიან ჩამოსახლებული? და ვერ გავიგე კიდევ ერთი: ქართველი, ვინც მე12 საუკუნეში ვთქვათ ამბობდა რომ აფხაზია, იმიტომ ამბობდა ამას თქვენი აზრით, რომ იქ ცხოვრობდა უბრალოდ ?

უფრო კონკრეტულად ჩამოვაყალიბებ კითხვას : ის ქრისტიანი, საქართველოს სამეფო კართან ტოლერანტულად განწყობილი ქართველი აფხაზები, ვინც საქართველოს მე11 , მე 12- მე 13 საუკუნეების სამეფო კარზე პირველად არის ნახსენები ტიტულატურაში ეხლა სად არიან ? smile.gif))

abrek
QUOTE
ქართველები ვერ გადაახტებოდნენ მეგრელებს და სვანებს და აფხაზეტში ვერ დასახლდებოდნენ

ეტყობა არასწორ ადგილას შემოვედი biggrin.gif ან თქვენ ქართლელებს გულისხმობთsmile.gif)

თემიდან გავდივარ, დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის, გავაგრძელებ ძიებას დამოუკიდებლად smile.gif პასუხებს შევხედავ რათქმაუნდა თუ იქნება

This post has been edited by SAMSAMSO on 19 Aug 2017, 16:44
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.4349 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]