forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (24) « პირველი ... 9 10 [11] 12 13 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მაინტერესებს აფხაზების საკითხი, თუ ვინმემ ზუსტად იცის იქნებ მომეხმაროთ
ingfari
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1168
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16

გამოგზავნილია: 9 Sep 2017, 14:05  #51299372      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
butkuj
ქართულენოვანი მოსახლეობით ზანურ და სვანურენოვანთან ერთად, ასე უფრო სწორი იქნება. ამაში პრობლემური არაფერი, მითუმეტეს არცერთი წყარო საპირისპიროს არ ამბობს. ნუ ახლა პროვინციალებისთვის/სექტანტურ რწმენაში გადავარდნილებისთვის, გასაგებია ეს რთული მისაღებია.
პროკოფის ეგ წყარო მშვენიერია, ხშირად გადაიკითხე ხოლმე როცა ქართიზაციაზე ნოსტალგია მოგეძალება ცივი შხაპივით იქნება wink.gif
"ბიოლოგიურ ტრანსგენდერზე" მახარხარე, ჩაგეთვალა biggrin.gif
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12681
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 9 Sep 2017, 14:11  #51299404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ingfari

სად წერია რომ იქ ცხოვრობდნენ ქართულენოვანები ?
წყარო დადე )


--------------------
Везде, где еще процветает невежество, грубость нравов и суеверие, где торговля хромает, земледелие влачит жалкое существование, а мистика могущественна, там встречаем мы и национальный костюм. 

Ницше
gimmelle
ადგილობრივი მცხოვრები


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7284
წევრი No.: 33544
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 9 Sep 2017, 14:14  #51299417      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
butkuj
QUOTE
სად წერია რომ იქ ცხოვრობდნენ ქართულენოვანები ?

ლაზები ქუთაისს ქუთაისს ეძახდნენო. ე, შენი წყარო. ქუთაისი ქართული დასახელებაა. დადექი და უყარე ახლა კაკალი.


--------------------
Nihil nobis metuendum est, praeter metum ipsum.
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12681
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 9 Sep 2017, 14:27  #51299508      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gimmelle

კარგა ხნით წინათ გაუკეთეს მას ანალიზი)
ს.ცაიშს რომელიც ლამბერტის რუკაზე და ქართულ წყაროებში "ცაიში" ქვია დღეს მეგრელები "ცეშ/ცეიშ"-ს ეძახიან ალბათ აქაც ქორთუებს ეცხოვრათ ?)
ესაა მეგრული ენის თვისებები ანუ დროთა განმავლობაში მოხდა სახეცვლილება.
მნაცაკანას აქვს დადებული უფრო დაწვრილებითი განმარტება სპეციალურად ჰომოგეურგიკისათვის)
gimmelle
ადგილობრივი მცხოვრები


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7284
წევრი No.: 33544
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 9 Sep 2017, 14:37  #51299558      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
butkuj
QUOTE
ს.ცაიშს რომელიც ლამბერტის რუკაზე და ქართულ წყაროებში "ცაიში" ქვია დღეს მეგრელები "ცეშ/ცეიშ"-ს ეძახიან ალბათ აქაც ქორთუებს ეცხოვრათ ?)

კი, სულ ფონეტიკის ამბავია. ქოთანს ეგრე სჭირდება.
ildamusa



******
ჯგუფი: Members
წერილები: 8033
წევრი No.: 91059
რეგისტრ.: 10-May 09

გამოგზავნილია: 9 Sep 2017, 15:28  #51299848      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im
gimmelle
QUOTE
მესხების და იბერიელების მთებში მოდის ფაზისიო.
ფაზისზე იყო გარჩევა და მოვისმინე რომ ფაზისის სათავე რომაელ ბერძნებისთვის ყვირილა იყო
yes.gif ეს დადასტურებული ფაქტია...

ანუ არგვეთში იბერებთამ ერტად მესხებიც ცხოვრობდნენ ან ბორჯომი ხაშურის ტერიტორია იგულისხმება, მანდ ისე გადადის სოფლები რომ ახლაც კი მოსახლეობა იმერელია თუ ქართლელი არ იცის. მეგობარი მყავს მაქაური
* * *
გურიის ტოპონიმიკაზე და და ქგურულ დიალექტზე მქონდა ნარკვევები და იქაური ზანიხზმები მეგრულთან კი არა უფრო ლაზურთან დგას ახლოსო. ეს ძალიან ისე ხაზგასმული იყო და მაგალიტებიც იყო მოყვანილი ლექსიკური, იმდენად აშკარა ლაზური კვალია რომ ეს სადაო არცაა.

მოკლედ რომ ვტქვა მეგრული მხოლოდ ერთერთი დიალექტია ძველი ეგრის ლაზიკის ენის. როგორც კახურს და მესხურს შორის არის სხვაობა ისე იყო იქაც...


თუ გურიაში ზანები არ იქნებოდნენ მისული იბერები იქ ვერავისგან გადმოიღებდნენ ტოპონიკიკას რომელიც სუფტა ლაზურია.
დაჟე დედ მამის აღმნიშვნელი და ძმის აღმნიშვნელიც კი ზანურია გურულში. და კიდევ დაა და ჩათვალეთ ეგაც ზანურია

* * *
QUOTE (gimmelle @ 9 Sep 2017, 14:14 )
butkuj
QUOTE
სად წერია რომ იქ ცხოვრობდნენ ქართულენოვანები ?

ლაზები ქუთაისს ქუთაისს ეძახდნენო. ე, შენი წყარო. ქუთაისი ქართული დასახელებაა. დადექი და უყარე ახლა კაკალი.

ეს ძალიან მარტივი ასახსნელია....


ბავშობაში 14-15 წლის ვიქნებოდი რომ ვიღაც სვანი ავტორის წიგნს ვკითხულობდი "ვინ იყვნენ ეგრო სუანები/სუანო კოლხები"?

მოკლედ წერდა რომ -იში ზე დამტავრებული ტოპონიმები სვანურიაო...
მეგრულშიო ცოტააოო...

ბავშობაში მეც შემჩნეული მქონდა რომ ყველა ყანას , ტყეს ბორცვს თუ სოფელს უმეტესობას დაბოლოება -იშიზე უმტავრდება სვანეთში.

ქართლში კიდევ -ისიზე
თბილისი, მანგლისი, წავკისი, შინდისი, ფხვენისი, ქსოვრისი, და ასე სემდეგ...

ეს სვანური, ქართული ან მეგრული კი არა საერთო ქართველურია.
უბრალოდ ზანურ სვანური -შ- ქართულში -ს- ა. ეს აღიარებული ბგერათშესატყვისობებია.

ბერძნები რომ შ-ს არ ხმარობდნე მათვის ქუთაიში იქნებოდა ქუთაისი
მაგ:2 შორაპანი-სარაპანისი
შუანი, შონი და ბერძნული სოანი/სუანი. ქართულადაც სუანია იმიტომ რომ ქართულში რაც მეგრულ სვანური შ-ა ის ქართულში ს-ა. ბგერათშესატყვისობების ამბავია
ბერძნული აფსილი და მეგრული აფშილი>>>გვარი აფშილავა

This post has been edited by ildamusa on 9 Sep 2017, 17:10


--------------------
– ვისაც ჩვენ არ ვებრალებთ, ჩვენ შავიბრალოთ რისადა?! სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა!
მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა.
"Прощай немытая Россия, страна рабов" - Лермонтов
gimmelle
ადგილობრივი მცხოვრები


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7284
წევრი No.: 33544
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 9 Sep 2017, 15:48  #51299988      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ildamusa
QUOTE
გურიის ტოპონიმიკაზე და და ქგურულ დიალექტზე მქონდა ნარკვევები და იქაური ზანიხზმები მეგრულთან კი არა უფრო ლაზურთან დგას ახლოსო. ეს ძალიან ისე ხაზგასმული იყო და მაგალიტებიც იყო მოყვანილი ლექსიკური, იმდენად აშკარა ლაზური კვალია რომ ეს სადაო არცაა.

ზანიზმებს გურულში არავინ უარყოფს, აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი: პროკოფი იძახის ფაზისის სამხრეთით ლაზები არ ცხოვრობდნენო, ფაზისიდან არქეოპოლისამდე არცერთი სერიოზული ლაზური დასახლება არ გვხდებაო, პეტრა ფაზისის მარცხნივააო (ასეთ შემთხვევაში ფაზისი გამოდის სუფსა, პროკოფის მიხედვით, რასაკვირველია), ფაზისის მარჯვნივ აფსილები ცხოვრობდნენო, იმის ჩრდილოეთით აბასგებიო, ფაზისიდან ლაზებამდე 2 ტომი ცხოვრობსო, ისინი ლაზებს ემორჩილებიან, მაგრამ ლაზები არ არიანო, ფაზისი იბერიიდან და სამცხიდან მოედინებაო. ამ ყველაფერს რუკაზე თუ დავხაზავთ, ფაქტობრივად ისევ დღევანდელ სიტუაციას მივიღებთ დაახლოებით.
QUOTE
უბრალოდ ზანურ სვანური -შ- ქართულში -ს- ა. ეს აღიარებული ბგერათშესატყვისობებია.

არამარტო სვანურში, არამედ მეგრულშიც, გენეტივს აწარმოებს -შ და საკმაოდ მრავლადაა მეგრულშიც. ზუსტად ის ვთქვი, რომ ქუთაისი ქართული ფორმაა და მეგრულად ქუთეში იქნებოდამეთქი (ბერძნულად კუტეს)
butkuj
QUOTE
ს.ცაიშს რომელიც ლამბერტის რუკაზე და ქართულ წყაროებში "ცაიში" ქვია დღეს მეგრელები "ცეშ/ცეიშ"-ს ეძახიან ალბათ აქაც ქორთუებს ეცხოვრათ ?)
ესაა მეგრული ენის თვისებები ანუ დროთა განმავლობაში მოხდა სახეცვლილება.
მნაცაკანას აქვს დადებული უფრო დაწვრილებითი განმარტება სპეციალურად ჰომოგეურგიკისათვის)

ახპერ, ლამბერტი სადაც განსხვავებული გამოთქმებია, უპირატესობას ყველგან ქართულ ფორმას ანიჭებს, არა იმიტომ, რომ მან სასაუბრო მეგრული იცოდა, მას ეყოლებოდა წყარო, ვინმე ადგილობრივი მწიგნობარი ან წარჩინებული, რომელიც ქართულ სალიტერატურო ნორმებს მიჰყვებოდა და არა მეგრულ გამოთქმებს. წალწნჯიხაც წალენჯიხად აქვს მოხსენიებული, მაგალითად და არა წენდიხად.

This post has been edited by gimmelle on 9 Sep 2017, 16:07
ildamusa



******
ჯგუფი: Members
წერილები: 8033
წევრი No.: 91059
რეგისტრ.: 10-May 09

გამოგზავნილია: 9 Sep 2017, 16:10  #51300139      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im
QUOTE
არამარტო სვანურში, არამედ მეგრულშიც, გენეტივს აწარმოებს -შ და საკმაოდ მრავლადაა მეგრულშიც. ზუსტად ის ვთქვი, რომ ქუთაისი ქართული ფორმაა და მეგრულად ქუთეში იქნებოდამეთქი.

ქუთეში კი არა ქუთაიში. და ბერძნები დაწერდნენ ქუთაისი იმიტომ რომ შ ბგერა არ აქვთ და არც წერენ. ქურთულს გავს და ქმნის შთაბეჭდილებას რომ ქართულია.

ელემენტარულად ზესტაფონი ტყიბული, ბაღტათი და მტელი იმერეთი სავსეა ზანიზმებით. 5 ზანიზმი მაინც მანახე გორში კი არა თუნდაც ხაშურში ზედ ლიხზე

აშკარაა რომ იბერიელები მერე არიან გადასულები სხვანაირად მეგრულ სიტყვებს იმერეთში რა უნდა? რატომ კახეთში არაა ან ყაზბეგში?
gimmelle
ადგილობრივი მცხოვრები


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7284
წევრი No.: 33544
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 9 Sep 2017, 16:20  #51300215      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ildamusa
QUOTE
აშკარაა რომ იბერიელები მერე არიან გადასულები სხვანაირად მეგრულ სიტყვებს იმერეთში რა უნდა? რატომ კახეთში არაა ან ყაზბეგში?

როგორც წარმოგიდგენია, საიდან გადავიდნენ, ლიხზე თუ სამცხიდან ავიდნენ? რა თქმა უნდა, ქართლში ზანიზმები არ იქნება, ვერ ვხვდები, რაზე ვკამათობთ? მოსაზღვრე ტერიტორიებზე შერეული ტოპონიმების არსებობა ვის უკვირს? აგე, პროკოფი იძახის, შორაპანი გაჭირვებით ეჭირათ ლაზებს, რადგან აქ არანაირი საკვები არ მოიპოვებოდაო. ახლა ეს წარმოიდგინე რეალობაში როგორ იქნებოდა. სულ რამდენი იყო მაშინ მოსახლეობა, როგორ წარმოგიდგენია? შენი აზრით მთელი დას. საქართველო ლაზებით იყო მჭიდროდ დასახლებული?

This post has been edited by gimmelle on 9 Sep 2017, 16:21
ildamusa



******
ჯგუფი: Members
წერილები: 8033
წევრი No.: 91059
რეგისტრ.: 10-May 09

გამოგზავნილია: 9 Sep 2017, 16:32  #51300300      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im
ეს გურული სიტყვები
ბაბა - მამა

მეგრ.-ჭან. ბაბა

ნენა - დედა

მეგრ.-ჭან. ნანა

დადე - ახალგათხოვილი ქალის მომვლელი

მეგრ.-ჭან. დადე

ჯუმადია - ბიძა, დეიდის ქმარი

მეგრ.-ჭან. ჯუმადი

ძღაბი - გოგო

მეგრ. ძღაბი

კუტა, კუტულა - ბიჭი

ჭან. კუტა, კუტულა

ჩარბი - ტუჩი

ჭან. ჩარბი

ფაწალა - ტყირპი, ელენთა

ჭან. ფანწალა / ფაწალა

მანგალი - ნამგალი

ჭან. მანგალი

გიდელი - ყურძნის საკრეფი კონუსისებრი კალათი

ჭან. გუდელი

პწკალა - კიბე

ჭან. პწკალა

კარანჩხა - პატარა კალათა

მეგრ. კარანჩხა

ხოლოხი - თევზის საჭერი ხელის ბადე

ჭან. ხულეხი

რაგვი - ჩიტის ერთგვარი მახე

მეგრ.-ჭან. რაგი

ირენჭკა - ჩიტის მახე

ჭან. ირეკი

სხაპი - ჩიტის მახეა ძაფით მოწყობილი

მერგ. სხაპი

ორჩხუში - ქვევრის სახეხი ფუჩეჩი

მეგრ. ორჩხუჩი

ჩამური - ღომის საცეხვი მოწყობილობა

მეგრ.-ჭან. ჩამური

როფი - ღრმა ხის ჭურჭელი წყლისათვის

მეგრ. როფი

ნალია - სასიმინდე

ჭან. ნალია

ჯარგვალი - მრგვალი ხეებისგან აშენებული სახლი

მეგრ. ჯარგვალი

ბეღელი - მარცვლეულის შესანახი სათავსო

მეგრ.-ჭან. ბაღუ

მოჭვა - კრუხი

მეგრ.-ჭან. მოჭვა / მონჭვა

ჩიჩხინაკი - ჩიტის სახელი

ჭან. ჩიჩხინა

ღაჭო / ღაჯო - ჩიტის სახელი

ჭან. ღაჭო, მეგრ. ხაჟო

ლუკუმფხა - მცენარის სახელი

ჭან. ლუკუმხა

ხაპი - გოგრა

ჭან. ხაპი

ბჟოლა - თუთის ხე ან ნაყოფი

ჭან. ბჟოლი
* * *
gimmelle
QUOTE
რა თქმა უნდა, ქართლში ზანიზმები არ იქნება, ვერ ვხვდები, რაზე ვკამათობთ?
რატომ? აბა იმერეთში თუა? ან გურიაში?
QUOTE
შენი აზრით მთელი დას. საქართველო ლაზებით იყო მჭიდროდ დასახლებული?

ქრისტეშობამდე პერიოდში დასავლეთ საქართველოში ლაზების გარდა სვანები, ჰენიოხები და მარგველები ჩანან. შანიძის აზრით მარგველების ენა დიალექტი ქართულ და ლაზურს შორის გარდამავალი იყო და მათ სამოსახლო ტერიტორიაზე -ევ- სუფიქსიანი ტოპონიმიკაააო.აღმოსავლეტ იმერეთში ცხოვრობდაო ეს ტომი... თუმცა -ევ- სუფიქსიანი ტოპონიმები დასავლეთ შიდა ქართლშიცაა

ისე მარგვი იგივე არგვი მ-არგ-ალს ნამეტანი გავს lol.gif lol.gif მ- სადაურობის ფორმანტია

This post has been edited by ildamusa on 9 Sep 2017, 16:49
ingfari
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1168
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16

გამოგზავნილია: 9 Sep 2017, 17:37  #51300708      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (butkuj @ 9 Sep 2017, 14:11 )
ingfari

სად წერია რომ იქ ცხოვრობდნენ ქართულენოვანები ?
წყარო დადე )

მაგას წყარო არ უნდა, ქართულენოვანები იქ ისედაც არიან, ეს შემდგარი ფაქტია.
თუ ამტკიცებ რომ ქართიზაცია მოხდა მაშინ მაგის დამამტკიცებელი წყარო უნდა დადო.
7 წელია ამ წყაროს უიმედოდ ველით შენგან..... user.gif
ildamusa



******
ჯგუფი: Members
წერილები: 8033
წევრი No.: 91059
რეგისტრ.: 10-May 09

გამოგზავნილია: 9 Sep 2017, 17:39  #51300717      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im
.......................................................................................................................................................................................................

This post has been edited by ildamusa on 9 Sep 2017, 17:49
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12681
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 9 Sep 2017, 20:20  #51301568      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პროკოპის შეცდომით ორ ადგილას ჭოროხი ფაზისად აქვს მოხსენებული. და როდესაც წერს "ბოა"-ზე ეს ჭოროხის ზემო დინების სახელია რომელს სომხებმა ბოლომდე ხმარობდნენ -ვოჰ. ამიტომ წერს რომ სათავეს იღებსო სომხეთში)
პროკოპი განიმარტავს რომ გურიაში ლაზებს ქ.პეტრას გარდა არცერთი სხვა მნიშვნელოვანი დაბა ან ციხე არ გააჩნიათო.
ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს რომ მანდ უდაბნო იყო რაც საეჭვოა.
გურიაში საკმაო რაოდენობით ადრეფეოდალური ნაგებობების ნაშტოა აღმოჩენილი. უბრალოდ იქ დიდი ციხე-სიმაგრე ლაზებს არ ქონდათ.
მესხების შემთხვევაში ესენი ლაზების განაპირა მხარეს სახლობენო ლაზებს და იბერებს შორისო ანუ მესხებს ის იბერებად არ თვლის.
ინგფარივით რომ ჩა#ლახი ვიყო ეხლა დავიწყებდი საუბარს ზნაჩიტ მესხური და ქართული სხვადასხვა ენა ყოფილა)
მაგრამ მისგან განსხვავებით მასხარაობა ჩემი პროფესია არაა.


* * *
ესაა მნაცაკანის დაწვრილებითი სრულყოფილი ახსნა:






მეგრული ქუთეში მომდინარეობს ქუთა-იშ-იდან. თანამედროვე მეგრულში "აი" მიმდევრობა რეგრესიული ასიმილაციით იძლევა ეე/ე-ს და აქედან გვაქვ ქუთეში. ეს რომ უკიდეგანოდ ძველი მოვლენა არაა, ზოგიერთი მეგრული ტოპონიმის ქართულში დაცული ძველებური ფორმებიდან ჩანს. იხ. ცაიში (მეგრ. ცეში), ჯიხაიში... მეგრულს დღესაც და ისტორიულადაც ფუძის უკვეცობა ახასიათებს. უწინ ა-ფუძიანი სახელი -იშ ნათესაობითი ნიშნის დართვისას გვაძლევდა -ა-იშ- მიმდევრობას. ამჟამად იკვეცება ნათესაობითი ბრუნვის ნიშნის ან ხმოვანი და გვრჩება -შ (-ა-იშ>-ა-შ), ანდა - -შ თანხმოვანი და გვრჩება -ჲ (-ა-იშ>-ა-ჲ). მაგ. გოლა-ჲ/გოლა-შ (მთის, გოლა - მთა), დიდა-ჲ/დიდა-შ (დედის, დიდა - დედა), ჯიხა-ჲ/ჯიხა-შ (ციხის, ჯიხა - ციხე) და მისთ.
სამაგიეროდ -ა-ფუძიან სახელთა კვეცა ძველქართულშივე დასტურდება და ახალქართულსაც გადმოჰყვა.

პროკოპი კესარიელისეული Κουτατίσι- "კუტატისი" და აგათია სქოლასტიკოსისეული Κοταιςι- "კოტაისი" მეგრული ფორმების ბერძნული ტრანსლიტერაცია უნდა გახლდეთ. მოგეხსენებათ, შ-ს უქონლობის გამო ბერძნულში მას ს-თი გადმოსცემდნენ.
რაც შეეხება ქუთათისს. გავიმეორებ უწინდელ გზავნილს: რა გვარის იყო სამეფო დინასტია (post #41819693)

*QUOTE*
ქუთ-ათ-ის-ში -ათ უფრო მეგრულ წყაროზე მიანიშნებს, ვიდრე ქორთულზე. -ათ მეგრულ-ჭანური ტოპონიმური სუფიქსი ქართული -ეთ-ის კანონზომიერი შესატყვისია. მეგრული ელფერისვეა ქუთაისელის აღმნიშვნელი "ქუთათური". საქმე ის გახლავსთ, რომ მეგრულში გახუნდა განსხვავება ადამიანთა და არაგონიერთა კლასის წარმომავლობის წარმოებაში და -ურ სუფიქსი ადამიანის წარმოშობის აღსანიშნავადაც იხმარება. შდრ. ზუგდიდარი (ზუგდიდელი) და ზუგდიდური (ზუგდიდური/ზუგდიდელი) და მისთ. თუმცა, თანამედროვე მეგრულში, მხოლობითში სწორედ -ურ ფორმას ენიჭება უპირატესობა. მაგრამ მრავლობითში შენარჩუნებულია -არ. ზუგდიდარი/ზუგდიდური (ზუგდიდელი) - ზუგდიდარეფი (ზუგდიდელები). ასევე, ქუთეშური ქუთაისურსაც ნიშნავს და ქუთაისელსაც. ერციტყვით, "ქუთათური" კანონზომიერი მეგრული შესატყვისია "ქუთათელ"-ისა.
სხვათა შორის, მეგრულში მომხდარი ეს გახუნება აისახა გურულშიც, რომელსაც მეგრულის თვალსაჩინო კვალი ეტყობა. მაგ. "ლანჩხუთელი" გურულად კაცზეც შეიძლება ითქვას და სიმინდზეც.


ingfari
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1168
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16

გამოგზავნილია: 9 Sep 2017, 21:45  #51302088      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (butkuj @ 9 Sep 2017, 20:20 )

ინგფარივით რომ ჩა#ლახი ვიყო ეხლა დავიწყებდი საუბარს ზნაჩიტ მესხური და ქართული სხვადასხვა ენა ყოფილა)



ჩათლახი მეტისმეტად კარგი სიტყვა იქნება შენზე, ასეთს მე შენი შეფასებისას არ გავიმეტებდი.
wink.gif

სანამ ინგფარზე დაილაპარაკებ პირი გამოირეცხე მჟორა, შენი "განათლების" და "გონების" გათვალისწინებით პასუხს რომ ვცემ შენ ნაჩხაპნს ეგეც დიდი პატივია შენთვის.
რაზეც მიგითითე ყველგან წყაროებით და ლოგიკური მსჯელობით.
დუჟის ფრქვევა, თემის აყროლება და ისტერიკები არახალია შენგან, თუმცა როცა სხვა სათქმელი არაფერი გაქვს, გასაკვირი არცაა.


ხოლო საუბარი იმის დაიწყე რისიც გინდა მჟორა, შენც ახლა ერთბაშად იმაზე მეტი სისულელე არ თქვა რაც აქამდე გითქვამს типа-"ჯოჯიკი შუშანიკის ძმა", "მწერალი გრიგოლ ხანცთელი" და ა.შ. "სიბრძნეები" lol.gif

This post has been edited by ingfari on 9 Sep 2017, 21:46
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12681
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 9 Sep 2017, 22:21  #51302340      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ingfari

გურია-იმერეთის ქართების საცხოვრისად მიჩნევა იმ ფონზე როდესაც არცერთ ქართველ მეცნიერს ეჭვიც არ ეოარებოდა და არ ეპარება რომ ეს მხარეები ზანებით იყო დასახლებული რას ემსახურება თუ არა მეგრელების წარსულის ძალით მიჩმორებას ?
ხო ,ჩვენ ერთ სახელმწიფოში დავიბადეთ მეგრლები და ქორთუები და ეს სახელმწიფო ჩვენი მემკვიდრეობაა . სანამ იქითა მხრიდან ისმის ხმები მეგრელების მცდელობაზე ვითომ ჩვენ ენის და თვითშეგნების დაცვას ვაპირებთ ,თბილისიდან გვადანაშაულობენ ვითომ ჩვენ ამით ღობის გავლას ვცდილობთ ჩვენ შორის. ამავდროულად თქვენი მხრიდან ცდილობთ ჩვენი ისტორიული წარსულის განახევრება და ღობის გავლა არა ლიხის ქედზე არამედ ცხენის-წყალზე.
ტოესწ , დაეტიეთო იქ და ცხვირს ნუ ყოფთ აქეთო. ამით გვიმზადებთ ნიადაგს აყალბებთ წარსულს ვითომ მეგრელს არაფერი ესაქმებოდა ცხენისწყლის იქით.
ამას ჰქვია ზუსტად ჩათლახობა !

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (24) « პირველი ... 9 10 [11] 12 13 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0288 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]