forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (10) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კონკურსის გამოცხადების პირობები, ტენდერის ფორმა დამკვეთისთვის
DESOLDIER
Branding Specialist


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 424
წევრი No.: 33577
რეგისტრ.: 22-April 07

  გამოგზავნილია: 18 Feb 2010, 15:19  #18045572      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
მოგესალმებით მეგობრებო,

ჩემი ჰობია გრაფიკული დიზაინი და საკმაოდ ინტენსიურად ვარ ჩართული ამ სფეროში.

უმეტესი თქვენთაგანი ამ განყოფილებაში რათქმაუნდა დაკავებულია კომპ. გრაფიკით და ვფიქრობ ყველას დააინტერესებს ეს თემა.

ფასების ომი?

ჩემი აზრით ამ სფეროში შრომის დაუფასებლობას, შეუფასებლობას, თუ გაუფასურებას იწვევს ფასების ომი. ეს არის გამოწვეული ორი მიზეზით, პირველი - დიზაინერის არაპროფესიონალიზმი ან "ძალითდიზაინერი" და მეორე - დიზაინერი, რომელიც მზად არის გააკეთოს ესა თუ ის დიზაინი, მიზერულ თანხებში იმ შემართებით, რომ - "100 ლარიც, ხომ ფულია", ამასობაში კი მსგავსი სამუშაოს ღირებულება შეადგენს მინიმუმ 600ლარს.
ამ შემთხვევაში მესამე პირი ცდილობს უფრო ნაკლებ ფასში გააკეთოს, კლიენტის მოსაზიდად - ეს კი ნიშნავს სრულ ფიასკოს.

ეს ფაქტორები მოქმედებს ამ სფეროს განვითარებაზე და ხელს უშლის მას, ყველამ თუ არ გაიაზრა ეს და არ მივყევით ერთიან საფასო პოლიტიკას, არაფერი არ გამოვა. ისევ გაგრძელდება - "დამეხმარეთ, უფასოდ ლოგო მინდა", "50ლ. - ტენდერი პოსტერზე" და ა.შ.

ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ამაზე მსჯელობა არის საჭირო....




--------------------
George Mickaia
©GOOD CAN'T BE CHEAP
www.logodesign.ge
Настоящая слава - это когда ваше имя ценится больше, чем ваша работа.
Andronix
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 447
წევრი No.: 12831
რეგისტრ.: 15-September 05

გამოგზავნილია: 18 Feb 2010, 21:41  #18053147      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
განსასჯელი არაა ამ თემაში არაფერი თორე... რაც წერია სიმართლე არს, მაგრამ მაგით სამწუხაროდ არაფერი შეიცვლება (


--------------------
Ohaider
Roy!
Royal Design


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11586
წევრი No.: 38387
რეგისტრ.: 17-July 07

გამოგზავნილია: 18 Feb 2010, 22:38  #18054404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · yim · msn
DESOLDIER

მაშინ მაღალი დონის ლოგო დიზაინერებმა თავისი მაღალი ხარისხი უნდა წამოწიონ წინაპლანზე და ასე გაუსწრონ შედარებით ქვემოთ არსებულ დიზაინერებს. შექმენი რამე ისეთი რომ დამკვეთს უღირდეს მასში 1000 ების გადახდა smile.gif და ნუ მოსთხოვ ერთიბეწო კომპანიას 600 ლარის გადახდას მისთვის სრულიად უმნიშვნელო ლოგოში smile.gif ყველა ბაზარს თავისი კლიენტი ყავრს და ყველა თავის სფეროში უნდა იყოს smile.gif არ შეილება მაგ. ჯეოსელმა და "თამაზას ტაბურეტკების სამყარომ" ერთნაირი ფასი გადაიხადოს ნამუშევრში smile.gif


--------------------
ის ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს
ტატო
Random


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1463
წევრი No.: 71843
რეგისტრ.: 22-October 08

გამოგზავნილია: 18 Feb 2010, 22:38  #18054411      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სანამ ყველა ოღრაშს შეეძლება ნებისმიერი პროგრამის უფასოდ დაინსტალება, მანამდე გაგრძელდება ასეთი განუკითხაობა.

მომხრე ვარ, რომ გაუქმდეს საქართველოში ყველა ვარეზ საიტი და პროგრამების ლიცენზირებაზე იყოს მოთხოვნა!


--------------------
less is more.
alex_noza
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5210
წევრი No.: 90329
რეგისტრ.: 2-May 09

გამოგზავნილია: 18 Feb 2010, 22:46  #18054589      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტატო
საქართველოში მაშინ ყველა კომპანია დაიხურება ....
Roy!
Royal Design


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11586
წევრი No.: 38387
რეგისტრ.: 17-July 07

გამოგზავნილია: 18 Feb 2010, 22:46  #18054609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · yim · msn
ტატო

QUOTE
სანამ ყველა ოღრაშს შეეძლება ნებისმიერი პროგრამის უფასოდ დაინსტალება, მანამდე გაგრძელდება ასეთი განუკითხაობა.

მომხრე ვარ, რომ გაუქმდეს საქართველოში ყველა ვარეზ საიტი და პროგრამების ლიცენზირებაზე იყოს მოთხოვნა!


Creative Suite 4 ის სერია საკმაოდ კომფორტულია და მასზე ყველას მიუწვდება ხელი, ასე რომ თუ გული გულობს პირადტულად მანდაც მშვენივრად დახატავს "ვოღრაში" რამეს biggrin.gif
ტატო
Random


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1463
წევრი No.: 71843
რეგისტრ.: 22-October 08

გამოგზავნილია: 18 Feb 2010, 23:21  #18055372      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
alex_noza
QUOTE
საქართველოში მაშინ ყველა კომპანია დაიხურება ....

ნორმალური კომპანიები არ დაიხურება! და დასახური უნდა დაიხუროს! biggrin.gif

QUOTE
Creative Suite 4 ის სერია საკმაოდ კომფორტულია და მასზე ყველას მიუწვდება ხელი

რომ მიუწვდება მეც მაგას ვამბობ რომ არ უნდა იყოს ყველაფერი ასე მარტივად.
kazaka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2507
წევრი No.: 24663
რეგისტრ.: 21-October 06

გამოგზავნილია: 19 Feb 2010, 00:18  #18056734      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მერე ბევრი ნიჭიერი პიროვნება ვერ განვითარდება ) და განვითარდება ვისაც ფული აქ ის )) მე მაგალითად 10 კლასში ვერ ვიყიდიდი ლიცენზირებულ adobes )


--------------------
High Rich Frequency - © ReachAD
Z1DANE
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1247
წევრი No.: 63285
რეგისტრ.: 2-June 08

გამოგზავნილია: 19 Feb 2010, 00:45  #18057323      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kazaka
+1

სწორს ამბობს ეს კაცი!


--------------------
A Musical Oasis Awaits Us
ForbiddenX6
Precursor


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 313
წევრი No.: 38720
რეგისტრ.: 23-July 07

გამოგზავნილია: 19 Feb 2010, 00:58  #18057619      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Roy!
QUOTE
მაშინ მაღალი დონის ლოგო დიზაინერებმა თავისი მაღალი ხარისხი უნდა წამოწიონ წინაპლანზე და ასე გაუსწრონ შედარებით ქვემოთ არსებულ დიზაინერებს. შექმენი რამე ისეთი რომ დამკვეთს უღირდეს მასში 1000 ების გადახდადა ნუ მოსთხოვ ერთიბეწო კომპანიას 600 ლარის გადახდას მისთვის სრულიად უმნიშვნელო ლოგოშიყველა ბაზარს თავისი კლიენტი ყავრს და ყველა თავის სფეროში უნდა იყოსარ შეილება მაგ. ჯეოსელმა და "თამაზას ტაბურეტკების სამყარომ" ერთნაირი ფასი გადაიხადოს ნამუშევრში

გეთანხმები!

ტატო
QUOTE
სანამ ყველა ოღრაშს შეეძლება ნებისმიერი პროგრამის უფასოდ დაინსტალება, მანამდე გაგრძელდება ასეთი განუკითხაობა.

მომხრე ვარ, რომ გაუქმდეს საქართველოში ყველა ვარეზ საიტი და პროგრამების ლიცენზირებაზე იყოს მოთხოვნა!

არ გეთანხმები და აი რატომ:
alex_noza
QUOTE
საქართველოში მაშინ ყველა კომპანია დაიხურება ....


ტატო
QUOTE
ნორმალური კომპანიები არ დაიხურება! და დასახური უნდა დაიხუროს!

და მერე ვინ განსაზღვრავს, თუ რომელი კომპანიაა დასახური? მისი აღმატებულება საეჭვო გზით ნაშოვნი ფული?

კარგი, დაგიჯერეთ და ბაზარზე დარჩა რამოდენიმე ბობოლა კომპანია - დიზაინერებს საიდან აიყვანენ, როცა დიზაინერისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი პროგრამები?

იქნებ გაქვს ილუზია, რომ კაპიტალის ჩამდები ფულიანი ძია თავად დაიწყებს დიზაინერობას?

დიზაინერობა ხომ მარტო პროგრამების ცოდნა არაა!

პროგრამები მხოლოდ ინსტრუმენტია დიზაინერისათვის - აუკრძალო დიზაინერს პროგრამის გამოყენება, იგივეა რომ ფერმწერს საღებავები და ფუნჯები წაართვა... და აშუშუ...

DESOLDIER
QUOTE
ჩემი აზრით ამ სფეროში შრომის დაუფასებლობას, შეუფასებლობას, თუ გაუფასურებას იწვევს ფასების ომი. ეს არის გამოწვეული ორი მიზეზით, პირველი - დიზაინერის არაპროფესიონალიზმი ან "ძალითდიზაინერი" და მეორე - დიზაინერი, რომელიც მზად არის გააკეთოს ესა თუ ის დიზაინი, მიზერულ თანხებში იმ შემართებით, რომ - "100 ლარიც, ხომ ფულია", ამასობაში კი მსგავსი სამუშაოს ღირებულება შეადგენს მინიმუმ 600ლარს.ამ შემთხვევაში მესამე პირი ცდილობს უფრო ნაკლებ ფასში გააკეთოს, კლიენტის მოსაზიდად - ეს კი ნიშნავს სრულ ფიასკოს.


ვთქვათ, გაიჩითა ლოგოს დაკვეთა:

1. უნდა მკაფიოდ განსაზღვრო კომპანიის პროფილი...
2. უნდა შეაფასო კომპანიის გაქანება...
3. უნდა მიუსადაგო სიმბოლოები...
4. უნდა შეარჩიო უამრავი შრიფტი და მათი ტანჯვით გამოიყვანო გრაფიკული მონახაზი...
5. უნდა გაითვალისწინო დომინანტი საფირმო ფერები...
6. უნდა შექმნა ვარიაციები და გაითვალისწინო სხვადასხვა ფორმატში მათი ვარგისიანობა...
7. უნდა დარწმუნდე, რომ ლოგო იქნება ადვილად აღქმადი-დამახსოვრებადი...
8. უნდა დარწმუნდე, რომ ასეთი ლოგო უკვე არა აქვს რომელიმე ბრენდს...
9. უნდა გაითვალისწინო, რომ გურჯი დამკვეთი სულის სიღრმეში მაინც შენზე უკეთესი დიზაინერია, პროსტო პროგრამები არ იცის და არც სცალია, რომ თავად იჩალიჩოს ლოგოს დამზადებაზე...
10. უნდა შეიმუშავო ფსიქოლოგიური სტრატეგია, რომ დამკვეთმა ის ვარიანტი შეარჩიოს, რომელიც შენ ყველაზე მეტად მოგწონს...
11. უნდა იყო მზად უდრტვინველად აიტანო დიადი გურჯი დამკვეთის გენიალური შენიშვნები და საკუთარ ნამოღვაწარს დედა უნდა უტირო...
12. უნდა იყო მზად კიდევ ბევრი უსიამოვნო უნდასათვის...

ჰოდა, ამდენი დღნაურის მერე დამკვეთი ამჯობინებს ვინმე კუდრაჭა დიზაინერის შეთავაზებას, რომელიც სინამდვილეში დამზადებულია კი არა და, გადმოტანილია რომელიმე საიტიდან...

მაგალითად: იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბლატნოი სარეკლამო კომპანია და სურვილი ჰქონდა საკუთარი ლოგო გაეუმჯობესებინა, რადგანაც მათი ლოგო შექმნილი იყო იმ ეპოქაში, როცა Pentium100Mh ჯერ კიდევ არ იყო პროექტში... და ჰყავდა ამ კომპანიას შტატში 5 იმისდედავატირე პროფესიონალი დიზაინერი, რომელთაც ერთობლივად და ცალ-ცალკეც ბევრი შრომა ჩააქსოვეს ახალი ლოგოს შექმნას, მაგრამ ვერ მოიგეს დიადი მფლობელის გული...
შეიცვალა უმფროსობა და მოვიდნენ ახალი დიზაინერები - პროფესიონალები და რამე... თავიანთი დონე კრეატივ-დირექტორით... ორი თვე პახაობდა მთელი გუნდი, რომ დასავლეთში ძაან ფრეზენთ ფესტივალზე მაგარი დასტო ლოგოთი გაჩითულიყო კომპანიის წარმომადგენელი...
და იყო ამ დიზაინერთა გარდა იქვე ერთი კუდრაჭა ნორჩი დიზაინერი, რომელიც შემჩნეული კი იყო ინტერნეტით ბოროტად სარგებლობაში, მარა... პატრონს მოეწონა მის მიერ შეთავაზებული ლოგო და სამარიაჟო პროდუქციაც ჩაეშვა წარმოებაში...

და იჩითება კომპანიის წარმომადგენელი დასავლეთის ძაან ძაან ფესტზე ახალი ლოგოთი ხელდამშვენებული... და ჰოი საოცრებავ! - ზუსტად ისეთივე ლოგო იმ დარგის უცხოურ ბრენდსა აქვს ბარე 30 წელი და მათი გამოსახულებით გადაჭრელებულია იქაურობა...

ამ წარმომადგენელმა სულ კბილების ღრჭიალითა და სანაქებო უტიფრობით დაარიგა თავისი ბალახი, ხოლო როცა ჩამოვიდა, კარგა ხანს კიდევ იგინებოდა...

არის ლოგოები, რომელთა შექმნაშიც იმხელა თანხებია გადახდილი, გურჯ დამკვეთს რომ სიტყვა გადაუკრა, ცემით გაგხევს....

გამოსავალი: საერთოდ დავიკიდე გურჯი დამკვეთი ლოგოსიც, რებრენდინგისაც და ანიმაციისაც...
ჩემთვის ვერთობი და საიტებზე ვაგზავნი - იქ დასავლეთის ძაან ძაან უცხოური კომპანიების ზარმაცი დიზაინერები ყიდულობენ ვედრას მანეთად...

ჭირი აქა, ლხინი იქა... ეგრეა რა...
beberi_kaci
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4756
წევრი No.: 19240
რეგისტრ.: 12-April 06

გამოგზავნილია: 19 Feb 2010, 01:13  #18057853      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
კარგი, დაგიჯერეთ და ბაზარზე დარჩა რამოდენიმე ბობოლა კომპანია - დიზაინერებს საიდან აიყვანენ, როცა დიზაინერისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი პროგრამები?

ხალხო, დიზაინერი და კომპ გრაფიკოსი სხვადასხვა რამეა და ვინმეა და ნუ ურევთ ერთმანეთში, დიზაინერს კომპიუტერი არ სჭირდება. ის Fანქრითაც , ნახშირით ან საწერკალმითაც შექმნის ლოგოს, დიზაინერისთვის კომპიუტერი და გრაფიკული პროგრამა ისეთივე ინსტრუმენტია როგორც კულმანი და ვატმანი, ასე რომ კიდევ გეუბნებით, დიზაინერი მშვენივრად გაართმევს თავს თავის ამოცანას კომპიუტერის გარეშე, აი კომპგრაფიკოსი კი რომელიც დიზაინერობას ჩემულობს და ფანქრის ჭერა არ იცის ვერაფერს ვერ იზავს.


--------------------
1მე ვარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური ჩემი მშობელი საქართველოსი.
2. ჩემი სამშობლოს მტერი ჩემი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, ჩემი პირადი მეგობარი.
3. ყველაფერი, რაც მაქვს და მექნება, ჩემი სიცოცხლეც კი, ჩემს მამულს ეკუთვნის. მე ვარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
ტატო
Random


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1463
წევრი No.: 71843
რეგისტრ.: 22-October 08

გამოგზავნილია: 19 Feb 2010, 01:17  #18057934      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ForbiddenX6
QUOTE
და მერე ვინ განსაზღვრავს, თუ რომელი კომპანიაა დასახური? მისი აღმატებულება საეჭვო გზით ნაშოვნი ფული?

ამას შემდეგ თავად ბაზარი განსაზღვრავს და არა "ვინმე".

QUOTE
პროგრამები მხოლოდ ინსტრუმენტია დიზაინერისათვის - აუკრძალო დიზაინერს პროგრამის გამოყენება, იგივეა რომ ფერმწერს საღებავები და ფუნჯები წაართვა... და აშუშუ...

ის ფერმწერიც ყიდულობს ფუნჯებს, საღებავებს, ფურცლებს და ბევრ აქსესუარს, ასევეა გრაფიკული პროგრამებიც. თუ სწავლა და განვითარება გადაწყვიტე, უნდა იყიდო.

kazaka
QUOTE
მერე ბევრი ნიჭიერი პიროვნება ვერ განვითარდება ) და განვითარდება ვისაც ფული აქ ის )) მე მაგალითად 10 კლასში ვერ ვიყიდიდი ლიცენზირებულ adobes )

არც ისეთი კატასტროფული თანხა არ ღირს, მითუმეტეს თრიალ ვერსია არსებობს რომ შენი თავი გამოცადო და თუ დაინახავ შენში წინსვლას, ალბათ შეიძენ ხო? smile.gif

...
nikala1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4454
წევრი No.: 38026
რეგისტრ.: 10-July 07

გამოგზავნილია: 19 Feb 2010, 12:51  #18062292      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
CODE
და ნუ მოსთხოვ ერთიბეწო კომპანიას 600 ლარის გადახდას მისთვის სრულიად უმნიშვნელო ლოგოში


რას ნიშნავს სრულიად უმნიშვნელო ლოგო ?? იმ ლოგოთი სახელი სურს დაიმკვიდროს და ერთერთი მარკაა რომლითაც საკუთარი ბიზნესი უნდა განავითაროს. რა კომპანია შეიძლება იყოს რომ 600 ლარი არ უღირს იმაში რო საკუთარი ბიზნესი წინ წამოწიოს 600 ლარს ერთ თანამშრომელს უხდიან 1 თვეში ეგ არ ემეტება რო ერთი ნაბიჯით წინ წაწიოს საკუთარი პროდუქცია იქნება ეს თუ საქმიანობა??

ეგრეა მართალია პოსტის ავტორი და ვეთანხმები 100%
Roy!
Royal Design


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11586
წევრი No.: 38387
რეგისტრ.: 17-July 07

გამოგზავნილია: 19 Feb 2010, 13:40  #18063112      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · yim · msn
nikala1

ტექსტს ბოლომდე რატო არ გაუკეთე ციტირება? შენი აზრით "თამაზას ტაბურეტკების ამყაროს" რომლის თვიური ბრუნვა არ აღემატება თვეში 1500 ლარს უღირს გადაიხადოს ლოგოში 600 ლარი?

და ვისაც მართლა უნდა სერიოზული ლოგოს შექმნა ის არ დაწერს ფორუზმზე ფრილანსში 100 ლარად ლოგო მინდაო, არამედ წავა სტუდიაში და "პროფებს" დაუკვეთავს ლოგოს smile.gif

----


საერთოდ მსგავსი გამოძახილებით საქმე არ მოგვარდება, ყველაფერს თვითონ ბაზარი დააბალანსებს smile.gif

This post has been edited by Roy! on 19 Feb 2010, 14:02
nikala1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4454
წევრი No.: 38026
რეგისტრ.: 10-July 07

გამოგზავნილია: 19 Feb 2010, 15:00  #18064789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Roy!

600 ლარი თუ არა მინიმუმ 300 ლარი მაინც უნდა გადაიხადოს და არა 30 ლარი და სტუდიებს რაც შეეხება დარწმუნებული ვარ რომ საქართველოში სტუდიებშიც \ზუსტად ისეთივე დიზაინერები მუშაობენ როგორებიც აქ ამ ფორუმში არიან დაჟე აქ უფრო აზრზეა ხალხი ვიდრე სტუდიებში მე ჯერჯერობით ქართული არც რეკლამა მაქვს ნანახი მაგ სტუდიების გაკეთებული და არც საიტი სიმართლე რო გითხრა ნაღდად მაღალი დონის ასე რომ... biggrin.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (10) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0261 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]