აგროჰაბში იყიდება ე.წ ,,ზღვის კალმახი" დავინტერესდი ამ კალმახით და დეტალებში გამოვიკითხე ამბავი, მოკლედ როგორც ამიხსნა გამყიდველმა ეს არის ეგეოსის ზღვაში მოშენებული კალმახი, ანუ ეს თევზი ეგეოსის ზღვაში ბინადრობს დიდი ფართობებზე სპეციალურ დაცულ ბადეებში და იკვებება ზღვის ბუნებრივი საკვებით.
ინტერესიდან გამომდინარე შევიძინე რამოდენიმე ცალი, მოვამზადეთ ოჯახში (შევწვით, მოვხარშეთ) და მე მეჩვენება თუ რა მჭირს არ ვიცი, მართლაც განსხვავებული გემო აქვს იმ კალმახისგან რაც თბილისის ბაზრებში/მაღაზიებში იყიდება. ანუ ,,ზღვის კალმახი" ბევრად უფრო გემრიელი მეჩვენება
ხომ არ გქონიათ ამ კალმახთან რომელიმე თქვენთაგანს შეხება? მაინტერესებს გამოხმაურებები