ომარა იყო დიდი აკადემიკოსი და ბიძაჩემი.
მთვრალმა ბულბულმა გზა გაიგნო ბაღისკენ ღამით,
ჰპოვა ვარდი და ლალის ღვინით მღიმარე ჯამი,
ჩემად მოიქცა და მითხრა რომ წარსულ დღეთაგან
კვლავ უკან აღარ დაბრუნდება არც ერთი წამი.
* * *
მაგის ნათარგმნი არ წაიკითხოდ საერთოდ, მაგარი ბანძი თარგმანები აქვს. კოტეტიშვილს აქვს ძან ძლიერად ნათარგმნი, ამბაკოსაც ნორმალური აქვს. (მაგალის 2 აქვს მგონი წესიერი მხოლოდ
)
მახსოვს, ერთ ღამეს არ უხილავთ ძილი ჩემ თვალთა
მესმა, ფარვანამ მოლაპლაპე სანთელს მიმართა:
მე ვიწვი მწვავენ სიყვარულის ცეცხლის ალები
შენ რა გატირებს, რისთვის იწვი შეუბრალებლივ.
გასცა პასუხი: სიხარული ჩემი გაფრინდა,
განმშორდა თაფლი, მეგობარი ტკბილი და წმინდა
გაქრა შირინი, დავრჩი მარტოდ და უიმედოდ
და როგორც ფერჰადს უქრობელი ცეცხლი მომედო.
ამბობდა ამას მოკრძალებით, სიტყვებით წყნარით,
ყვითელ ლოყებზე მოსდიოდა ცრემლების ღვარი,
ტრფობა და წვანი საქმე შენი როგორ იქნება,
შენ არც ძალა გაქვს საამისო არც მოთმინება,
შენ გეშინია ცეცხლის ალის და მინავარდობ,
მე ვიწვი , ვდგავარ სანამ ცეცხლი მთლად არ დამადნობს.
შენ სიყვარულის ცეცხლი მოგწვდა მხოლოდ ფრთებამდე,
მე შემომხედე, შემომენთო თავით ფეხამდე.
ვნახე, როდესაც ერთი წილი ღამის გავიდა,
ფერიის სახე შემოვიდა, ჩააქრო მშვიდად
ამბობდა, წვერით ასდიოდა ცისფერი ბოლი:
შეყვარებულთა ასეთია იცოდე ბოლო.
გსურს გამოსცადო სიყვარულის გულით ტარება ?
არის დაწვაში სიხარული და ნეტარება.
ნუ სტირი სატრფოს საფლავს შენი ცრემლი ნუ ერთვის,
იმხიარულე იმას უკვე მფარველობს ღმერთი.
ვისაც, ო, გულში მისწრაფების ცეცხლი უღვივის
არ ეშინია იმას ქვების არც ისრის წვიმის,
ზღვად ნუ შედიხარ და თუ ბედი შეგაგდებს ზღვაში
თავი ზღვის ტალღებს და ქარიშხალს მიანდე მაშინ !
* * *
elizaveta