forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (8) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სლენგი & ჟარგონი, დავყაროთ ქართული და უცხოური სლენგის ნიმუშები და თარგმანები
miunhauzen
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3536
წევრი No.: 2833
რეგისტრ.: 8-October 03

გამოგზავნილია: 28 Jul 2004, 09:33  #575641      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
QUOTE
გადაგპარჭყავ ღობეებზე

აი ეგ უკვე სუფტა ოსიაურული სლენგია... ჩვენი მამაპაპური


--------------------
Regards,
Baron Karl Fridrikh Ieronim fon Miunhauzen
nino23
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 119
წევრი No.: 5157
რეგისტრ.: 17-May 04

გამოგზავნილია: 28 Jul 2004, 13:10  #576039      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გადაგპარჭყავ არა, ბოლოში ,,ვ,, რო იყოს რა უჭირს კიდე, გადაგპარჭყან- ს ამბობენ, საერთოდ ,,ნ,,_ით აბოლოვებენ ზმნებს.
mamasaxlisi
Princე of Beijing


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2313
წევრი No.: 2005
რეგისტრ.: 1-April 03

გამოგზავნილია: 28 Jul 2004, 17:42  #576470      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq · yim
საქართველოში ჟარგონი რუსეთიდან შემოდის.


--------------------
ვოტ (c) ნათელა დეიდა
[L]0R[D]
WCG07 Champ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2356
წევრი No.: 5727
რეგისტრ.: 15-July 04

გამოგზავნილია: 28 Jul 2004, 19:11  #576601      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · yim · msn
QUOTE (mamasaxlisi @ 28 Jul 2004, 18:42 )
საქართველოში ჟარგონი რუსეთიდან შემოდის.

no.gif amashi namdvilad ver dagetanxmebi!


--------------------
esc what
esc.ge )
humanoidi
ერმონიული


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 37766
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04

გამოგზავნილია: 7 Nov 2007, 03:46  #7235264      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
საქართველოში ჟარგონი რუსეთიდან შემოდის.

ახლა უკვე ინგლისურიდანაც შემოსული სიტყვებიც ძაან ქულია. biggrin.gif


--------------------
No alarms and no surprises, please...
lelu
clumsy


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1168
წევრი No.: 29641
რეგისტრ.: 9-February 07

გამოგზავნილია: 7 Nov 2007, 12:09  #7236980      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim · msn
humanoidi
QUOTE
ახლა უკვე ინგლისურიდანაც შემოსული სიტყვებიც ძაან ქულია.


აუუუ "დამიმისდქოლე" რიაა biggrin.gif


--------------------
lady of the dancing water
xachapuridze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2529
წევრი No.: 35832
რეგისტრ.: 2-June 07

გამოგზავნილია: 7 Nov 2007, 12:10  #7236984      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჟარგონი (არგო, სლენგი) არის თავისებური სიტყვები ან გამოთქმები, რომელსაც ხმარობენ რაიმე პროფესიულ ჯგუფში, წრეში და სხვ. ; პირობითი ენა, რომელიც გასაგებია მხოლოდ ადამიანთა გარკვეული ჯგუფისათვის (უცხო სიტყვათა ლექსიკონი). მართლაც არსებობს ექიმების ჟარგონი, მუსიკოსების, ალპინისტებისა და მრავალი სხვა. მაგრამ აქ ჩვენ ე. წ. ქუჩის ჟარგონზე ვმსჯელობთ. როგორც ზემოთ წავიკითხე, ხშირად აღრევა ხდება. მაგ., ბოზი,რომელიც ვეფხისტყაოსანში გვხვდება, აგრეთვე გენიტალიების სახელები და სქესობრივი აქტის აღმნიშვნელი სახელები, რომელიც სულხან-საბას აქვს განმარტებული, ჟარგონი არ არის. ესენი ტაბუირებული, ანუ აკრძალული სიტყვებია და საზოგადოებაში მათი წარმოთქმა და დაწერა ოდითგანვე მიუღებელი იყო.არც "გადაგპარჭყავ ღობეებზეა" ჟარგონი. ეს უბრალოდ გამოთქმაა. ჟარგონი ოდითგანვე შემოდიოდა სხვადასხვა ენიდან. თანაც ესა თუ ის სიტყვა თავის ენაში ჟარგონი არ იყო და ჟარგონად აქ იქცეოდა. მაგრამ არის ნამდვილი ჟარგონიც, რომელიც პირდაპირ შემოდიოდა, მაგ., პატიმრებს შემოჰქონდათ რუსული ციხეებიდან და ბანაკებიდან. ასეთია, მაგალითად, ზემოხსენებული "პონტი". აგრეთვე არ არის ჟარგონი , მაგ.,ზემოხსენებული "ქული " ეს ბარბარიზმია, ისევე, როგორც ცნობილი "საპოჟნიკი უგლაოში პოლსაპოჟკებს აპაჩინკებს".
უუუფ, დავიღალე. რამხელა ლექცია გამომივიდა!
aureliano
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 371
წევრი No.: 28199
რეგისტრ.: 12-January 07

გამოგზავნილია: 7 Nov 2007, 12:13  #7237029      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1)სახეს მიგისექსავ
2)ჩვენში მელოტის დედა შევეცი
3)შიგა გაქვს და გარეთ ეძებ
4)შყო რააა
5)მამაჩემის ბოზი ვიყო შებრუნებული ვერსიაა ჩემი დედა მო##ანის
6)ზეხერი ბაზარი=რიჟას
7)თავების დამარხვა
8)გნიდა
9)ნი ზა ხუი
10)დაყლეპროჭაობ
როგორ გენერლის ბეჭებს პაგონი ისე ამშვენებს ენას ჟარგონი! lol.gif lol.gif


--------------------
cogito ergo sum!
patriciia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16099
წევრი No.: 35185
რეგისტრ.: 21-May 07

გამოგზავნილია: 7 Nov 2007, 23:13  #7248718      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Neo
QUOTE
მარიაჟი

პრეფერანსიდან არის შემოსული. ქორწინების გარდა ნიშნავს შერჩევას, დაწყვილებას, შეფერებას, შეხამებას
ძალიან ბევრი სლენგი ივრითიდან და იდიშიდან უნდა იყოს შემოსული, განსაკუთრებით, რუსულში, მაგალითად, ხალიავა ივრითულად ხალიავ _ ნიშნავს რძეს. შაბათობით ებრაელები არც ვ აჭრობენ არც მუშაობენ, მაგრამ ძროხებს წველიან, რძემ რომ არ შეაწუხოს და რძეს გარეთ დგამენ, რათა ვინმემ წაიღოს. უფასოს, მუქთას ნიშნავს. ასევე ივრითულიდანაა, თუ არ ვცდები, გოიმი და იგივეს ნისნავს, რაც გიაური, ურჯულო, უცხო, არა ჩვენიანი. ებრაელებს აქვთ ასევე ძალზე საინტერესო სიტყვა _ შიბოლეტ. დერიდას აქვს პატარა საინტერესო ნაწარმოები ამ სათაურით, რაც იგივეა, რაც გოიმი, ნუ, არაებრაელი, რა.


--------------------
It seems in after-dinner talk
Across the walnuts and the wine.

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დავიყვანთ ამ თემას საყოფაცხოვრებო ტუტუცობების განხილვამდე, რაც ტონობით მოიძებნება ორივე მხრიდან; ვინაიდან ადამიანის ბუნება უნივერსალურია და პოლიტიკური პლატფორმის კუთვნილებას არ შეესაბამება. (c) ფირალი
Neo
Elon 🚀


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15638
წევრი No.: 3604
რეგისტრ.: 14-November 03

გამოგზავნილია: 8 Nov 2007, 01:33  #7251089      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
patriciia
დიიიდ მადლობა განმარტებისთვის wink.gif


--------------------
LiveForum Firefox - https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/liveforum/
LiveForum Chrome - https://chrome.google.com/webstore/detail/liveforum/ndgkajmambbiknophepokfnnangenaab
SCHIZOPHRENIA
ამსირჩაიჟღვანტალე


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1773
წევრი No.: 64766
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 25 Nov 2008, 13:25  #11644477      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ადრე ვნახე რომელიღაც ფორუმზე,გადმოვწერე და როცა ვერ ვარ ხასიათზე ვკითხულობ და ვმხიარულდები givi.gif


აბაროტის აღება _ ნაცვლის მიგებად მცდელობა
აბიჟნიკი _ წყენის მთესველი
აეწელა _ ფიცხად წინა აღუდგა
ავარდნა _ ჟინთ აშლა
აიწია _ ფრიად განკვირდა
ამტუტება _ წესთ აღრევა
ანტიფრონცკი _ ზმანითა მოამაყე, გინა კოხტაპრუწა
არიფი _ ჰარიფთან ნახე
არღნის ჩიტი _ მუდმივ სტუმრობისა და ცეკვა-თამაშის მოყვარულს დიაცზედ იტყვიან
ატაშოლი _ ძმადნაფიცისა ძმობითგან განზიდვა
აუდე _ წარსვლისათვის უკმეხი მოწოდება
აწევა _ თანა წარსაღებად თუ წარსაყვანად მობოჭვა
ახევა _ წართმევა მძლავრისაგან
ახვევა _ წარსლვა უპატიურისა



ბაზარი _ სიტყუა-პასუხი
ბაზრის შეყვანა _ რა პირისა მოსაშინჯად სიტყუა განფინო, დაბაზრებასთან ნახე
ბაზარში წამოიკიდა _ საუბრითა მტყუვან-ჰყო
ბათქი _ ურთიერთ საშუღლო პაემანი
ბაიანი _ ნემსიანი ჭურჭელი
ბაითი _ ებრაელთა ენით: საყოფელი საბინადრო
ბაირამობა _ აწ: შუება ხორციელი
ბალამუტი _ აღრევის მოწადინეთა ხმიანობა
ბანძი _ ცუდუბრალო
ბასიაკი _ მდაბალი მემთვრალე
ბაცანა _ ლაწირაკი
ბაცნობა _ უწვერულთ ყრმათა ლაღობა
ბესპონტაობა _ საქნელთ ვერ-მოპოება
ბესპრიდელი _ წესთ თაკილობა
ბირჟა _ ესე ოდეს ყმანი საფიხვნოდ შეიყრებიან, უშვერებენ და ამპარტავნებენ
ბლატავი _ გულ მაღლად საუბარი
ბლატი _ ამა ქუეყნის უაღრესისა მარგებლად ყოლა
ბოი-ფრენდი _ ენგლიზელთა ენაზედ კუროსა ჰქვიან, სიძვით მტრფიალებელი
ბოლი _ თრიაქთ წვისა მშრალი ნისლი
ბოლო პასადკა _ დასკუნა რაიმესი; კვალად უწოდენ, ოდეს მეძავი გათხოვდეს



გააბლატავა _ თვისზედ უმცროსსა მედიდურებისათვის მწედ ეყო
გაბაზრება _ ზურგთ-უკან რაიმესი მხელა, გამსკდართან ნახავ
გაბლატავდა _ გული მოიცა

გაგება _ წესი, მოძღურება, რომელ არს: გაგება ქურდული, გინა შავი, ანუ წესი ავაზაკთა; გაგება ქალაქური; გაგება ძველი, ანუ ამპარტავანთ შეჯიბრება;
გაგება კაცური, გინა ვაჟკაცური, მრავალ ქურდულ დოგმატთაგან განწმენდილ;
გაგება ქუჩური, ბირჟის კვრისა წესი; ესრეთ მოვალს გაგებისა კვალად მრავალი სახელი, აქა ესე ვიკმაე

გადაახტა _ თავზედო, ამბობენ, ესე ვითარ არა ნიშნეულ ჰყო;
გადირკვა _ ვისიმე ფეხებ შუა ბურთისა გაძვრინება
გაედო _ შარში ჩავარდა
გათევზდა _ რა მცირეს პირობასა გარდახდეს სხუათა უზიანებლად
გალუბოი _ სხუათა ენაა, ცისფერთან ნახე

გამაზვა _ თვისის ჰაზრის სისწორისა თავდებობა. რა ორთა გამმაზავთა შორის ერთი გამტყუვნდეს, გამტყუვნებულმან ფულითა გინა სხვითა ზღოს; გამაზვა სხუა არს პონტისაგან მოკლება; არს ოდესმე გამაზვა ქრთამის მიცემაცა

გამსკდარი _ ურთიერთას თქმული, ამბავზედ იტყვიან, ხოლო განიყოფებიან ესე ვითარ: გაბაზრებული, რაიცა არს ჩუმად გამხელილი და გახეთქილი, რაიცა არს გამხელილი შფოთითა

განაბი _ ქურდთაგან ბაძის ამღები
გასაღება _ ქირით მოკლვა
გასრიალდი _ შენს მალ წარსვლას ვლამი
გარეკილი _ ჭკვა მხიარული
გასროკვა _ სროკზედ წარგზავნა
გატანა _ ჭერ-ქუეშ ცარცვა
გატისკვა _ უპატიური წურთნა
გატყდომა _ წყენასავით
გატეხილშია _ ხასიათ შემუსვრილია
გაუჩალიჩა _ ავი შემართა
გაფრენა _ ჭკვითგან გარდასლვა
გაჩითვა _ ჩუმი გაშინჯვა
გაჩითვა _ წარმოჩენა
გაჩხერა _ ძარღუთა შიგან ნემსისა წიაღყოფა
გაცვეტება _ რაიმესი გამოწულილვით განხილვა. ხოლო გაცვეტებანი ესრეთ განიყოფიან: უკეთუ კაცი რასმე ვინმესაგან საუბრით შეიმეცნებს, გაფაიზაღებად იწოდების;
ოდეს თუალითა თვისით ჰნახავს, გინა გონებითა მიჰხვდების, გაიასნებად უხმობენ.
გაწელვა _ ბაითისა; ბაითი გაწელაო დიდის სახლის მაშენებელზედ ამბობენ
გახეთქვა _ გამხელასავით, გამსკდართან ნახე
გახურება _ შუღლთ საბაბისა ძიება
გოიმი _ კაცი მცირის დაბითგან ქალაქსა ჩასული, გარნა მუნ მკვიდრობისა ვერ-შემშუვინებელი
გრევი _ უსრული პადაგრევისაგან
გრეხი _ კაცის მიმართ შენაცოდი რაიმე;
განჰყოფენ საქციელთა, რაიც გრეხია და რაიც არ არის; ესრეთს გრეხსა გაგებაში ჩაჭრად უწოდენ, უკეთუ მძიმეა შეცოდებაი და ტეხავსო იტყვიან, ოდეს მცირედი შესცოდა
გულავი _ თვისისა სურვილისამებრ დროის გატარება,



დააბრეხვა _ როყიო სათქუმელი თქუა
დააგოიმა _ შეტყუილის დაჯერება აქმნია
დაამუღამა _ მუღამეულ-ჰყო
დააცმევინა _ განაძო
დაახეთქა _ ულოდნელი ისიტყუა რაიმე
დაბმა _ ერთმან რომ მეორე რაიმეზედ დაიყოლიოს

დაბაზრება _ ტკბილმოუბარობით პირის მოშინჯვა, რომელ არს:
ბაზრის შეყვანა, როს დამბაზრებელი სათქმელის თქმულობას შეპარვით განაძლიერებს; ბაზრის შეგდება, თუ რომ იგივესა დაკვრით იქმს

დაბოლება _ ბოლით დაბანგვისათვის მეცადინეობა
დაბოლილი _ ბოლითგან დაბანგული
დაბრედა _ ამა სოფლითგან მიფარვა
დაგინება _ ბილწითა ენითა აღკრძალვა რაიმესი; გინა ბილწი ფიცილი
დაგრუზვა _ გუემით ფიქრმეტყუილება
დადება _ დატევებაზედ ამბობენ:
იქმან დადებასა, ოდეს ერთმან მეორე დაუტევოს თავისა თვისისა ანაბარად;
იქმან დადებასა, ოდეს ერთი მიჯნური მეორესა დასცილდეს;
ხოლო ერთი მეორესა რა შეჰპირდეს, გარნა ბოროტ განზრახულებით უპიროდ დასტოვოს, ესე ვითარს დადებასა ჰქვიან გადაგდება

დავასება _ თუალ შევარდნით სიამე
დაზაგაჟნიკება _ მოზაგაჟნიკება გასწავლის
დაიადა _ თვისს კერძოდ ჰყო
დაიზეთა _ უარისათვის საბაბი შეუჭირდა
დაიწვა _ ვერ დაფარულ ეყო
დაკიდება _ საფიქრალითგან განდევნა
დალივერება _ თუალ-თუალის ყოფა
დაპადაგრევება _ პადაგრევისა მიძღუნა

და რამე _ რაიც მისთანა; ყოველთა შემდგომად ესრეთ მოვალს: დაინახა და რამე, მიესალმა და რამე, უერთგულა და რამე და სხუანიცა

დაუაბგონა _ უკანა კერძად ჰყო
დაუადა _ მცირედი ძღუენი მიართუა
დაურტყა _ ულოდნელი საქციელი უქმნა
დახვოსტვა _ კუდში მოლალეობა
დერსკობა _ ამაყთ წარბ მაღლობა
დილიხორი _ გამხელილი ხუაშიადი
დობრად _ ძალთ უტანებელად




ეე! _ ესრეთ იზრახვიან ჟამსა განკვირვებისასა, ანუ გახარებისასა, ანუ იმედის გაცრუებისა გინა გარდაწურვისასა; გარნა სხუაი არს ოდეს ესე ვითარად უამურს მოუწოდებდნენ ვისმე




ვაზვრატი _ არა გამოსასყიდი, რომელ არს წარტაცებულის სულიერის მოყუანებისათვის მოთხოვნილი, არამედ ნაცარცვის მოქცევისა სასყიდელი

ვალის დადება _ მცირედის მადლისა ყვედრება
ვაჟნი _ ცუდმედიდი
ვაფშე _ ყოვლით კერძო
ვეში _ ესე არს ავეჯი სახლისა და ჭურჭლეული, რაგინდრა (გლეხურად); კვალადვე ვეშად იწოდების თვითეული ცალკე უსულო საგანი, ესრეთ, რომ უკეთუ რამე მოსწონთ, ამბობენ: მაგარი ვეშიაო.
ვზროსლი _ წამოზრდილი, ესრეთ უმცროსნი ჰასაკითა თვისზედ უფროსს იხსენიებენ




ზაპოი _ ესე ქართულად ანკანაკებაი არს, ზედიზედ ნადიმსა და სიმთვრალეს ნიშნავს
ზახოდი _ მსხდომთაგან წრეში მოსატარებლად სამყოფელი რამ
ზონა _ ავაზაკთ შესაწყუდეველი
ზუბი _ ფარული ჯავრი




თალია _ უწინ ძაძის ტომარას ერქუა, გარნა აწ სათულელი არს უწყაო: ესე ვითარ ერთი თალია იტირა ანუ ბევრი უტირნია
თესი _ მიმალვა მეყუსეული
თირვა _ ქუეშით ცქერა
თომარი _ სიტყვით შექცევა



იაზვა _ მწარედ მსიტყუელი
იასნი _ თუალითა დანახული
იზმენა _ რისამე ვერ-ყოფისათვის გულისა ძრწოლა
იდეინი _ ჰაზრით მაცხოვნე
იპარავს _ სახელკეთილის დიაცის ქუეშ-ქუეშ ტყნაურობაზედ იტყვიან
ისპალნიტელი _ ავისა გამეტებულად მოქმედი
ისტაბლიშმენტი _ ერთობა დამკვიდრების მოსურნეთა
იუზგარი _ ზნე-კეთილი



კაიფი _ სიამე აღმატებული; გინა მიუმხუდარისა დაცინვა
კატაობა _ ნარნარად სრბოლა
კიმარი _ გაბრუებულის კაცისაგან თავის კანტურზედ იტყვიან
კიშკაობა _ მომეტებულის საჭმლისა შექცევა
კლიჩკა _ სხუათა ენაა: ცხოველთ საწოდებელი
კონტრა _ მომტერე, მეშუღლე
კუში _ ფულად მისაღები



ლ _ ესე ბგერა, ზედა კბილთ თანა ენის წუერვალის მიტანისა შემდგომ საშუალ ენით წარმოთქმული, არს ნიშანი მდაბიორობისა
ლაწირაკი _ ერთი წვრილფეხა გოგო ბიჭთაგანი
ლევი _ არმად ნაშოვნი



მაზი _ უსრული მაზიანისაგან
მაზიანი _ გამაზვისა ქმნა
მაიაკი _ ნიშან-ყოფა
მანაგუა _ თრიაქის ფაფა
მანდრაჟი _ სულთ ფორიაქი
მარიაჟი _ თვისის პეწისა დია მოყვარული
მასტერკა _ პლანი თითისებრ გახვეული (მოსაწევად)
მასტი _ რისამე თანხუედრად კეთილი
მაყუთი _ ნაღდი ფული
მესნი _ ამა ადგილთა მობინადრე
მეშჩანი _ ფუყე სვეტი
მიირთვა _ ცთომილება ჰყო, ჭამასთან ნახე
მოზაგაჟნიკება _ თადარიგად ქონა
მოზგი _ ბევრისა მცოდნე, თუმც არა-ბრძენი
მოკეტვა _ მყუდროდ შთენა
მოკრახვა _ სიძუნწითა მალვა
მოსმა _ ვინმესთვის სახელის საჯაროდ შემწიკულა; მოსმადვე იწოდების, ოდეს ერთმან მეორეს მკაცრად მისი ადგილი მიუჩინოს
მოტყდომა _ მოხევასთან ნახე
მოქესტვა _ ნაჩქარობისათვის რაიმესი ვერ-სრულად დამალვა
მოღუნვა _ მაყუთის დასქელება
მოყომარება _ შეგონებით დარწმუნება
მოწვა _ ზრახვასა მიუხვდა

მოხევა _ სრბოლად სწრაფვა; კვალად: თვისი ან სხუისი მოშორება თუალსაწიერითგან; მოხევადვე სახელდებენ ვინმესგან ულოდნელად მჭევრის სიტყვის მბობასა

მოხსნა _ სათავისოდ გაიხადა
მუღამი _ გულისთქმისა პასუხი




ნაკოლი _ ერთს ცარცვათაგანზედ წაქეზება
ნარკუშა _ საკურნებელთა ავად მხმარებელი
ნაროდი _ ხალხი მდაბიორი, ვიეთნი სბროდად უხმობენ
ნასედკა _ ავთა მსტოვარი
ნაშა _ დიაცი წვრილფეხა, გარნა პირკეთილი და ტანკენარი
ნახალკის შეტენვა _ უბრალოზედ ცოდვის შეთხზვა
ნივიჟუს დარტყმა _ შეხუედრისას პირისა მორიდება






პაბეგშია _ მალვით სუფევს
პადაგრევი _ არა მცირედი ძღუენი
პადიეზდი _ სადარბაზოსავით, გარნა დია უწმინდური
პადლიზა _ პირ-მოთნე
პალაჟენია _ უფროს-უნცრობისა რიგი
პაცანა _ ბაცანასთან ნახე

პიარი _ ხალხთ დარწმუნების მეცადინობა:
შავი პიარი არს სხუათა ბიწისა მუდმივ ჩინება;
თეთრი პიარი თვისის კეთილობისა სხუათათვის ჩიჩინია;
ყვითელი პიარი არს თითხვნა ჭორთა

პლანაქეში _ თრიაქისა გარდამეტებით მწეველი
პლანი _ ესრეთ ითქმის რა ნორჩნი კანაფისა გაახმონ და დაფქუან;
პლეტი _ იჩქითი განრიდება გინა ოტება შეშინებულისა
პოზდნი _ ხანის დამზმელი
პონტი _ უცაბედი საქნარი
პრავი _ მართალი მარწმუნებელი
პრაკოლი _ ვენაზედ ნემსით განახურეტი
პრეტენზიული _ აჯისა ბრძანებად მომაქცეველი
პრიკოლი _ უნდილ საღრეჭი
პრიკუპი _ ქაღალდის თამაშისას ერთის წრიულის მოხვეჭა







რიჟა _ მრუდე, გინა პირუმტკიცი
როჟა _ კაცი უამური
როჟის კერვა _ მწუთხის სახისა შეკუÀთა



საიმი _ გეშის აღება

სანქციის დება _ ესრეთ იტყვიან, ოდეს ვინმე ხატითა თვისითა გინა საქციელით თვისს ნაჩუმათევს თუალ-საჩინოდ ჰყოფს

სასტავი _ მოყუასთ ერთობა
საჩკაობა _ თავისა მოზანტება
სეკა _ ესე ციფრად ოც და ერთი, რაიც ნიშნავს ტოლნი ვართო, ანუ ბარი-ბარში
სვეტი _ ცარიელ დარბაისლობისა მოიმედე
სვეცკი _ სვეტთაგან ამოდ შესატკბობი
სვოი _ ჩუენ კერძო
სიაფანდი _ არ-საღირებელს უსულო საგანზედ ამბობენ; გინა ცრუსა კაცზედ
სიმონ! _ ქალაქური მოწოდება
სიმპო _ უსრული სიმპატიურითგან, რაიცა არს ამოდ სახილველი
სიტყვის აღება _ თვისივე დაგინებისა მოშლა
სიტყვის მოხსნა _ სიტყვის აღებავე
სიფათი _ სახე უშვერი
სიცო _ ნაკუეთი სიცოცხლითგან

სკოლსკობა _ ხასიათთ ავად მოქნილობა, ხოლო სკოლსკისა უნდოსა და ორპირს კაცზედ იტყვიან

სპონტამ _ ერთი არს კნინღა, გინა იქვე, ითქუას თუ: სპონტამ გავაკეთებდიო ესე იგი არღარა მიკლდა გაკეთებას, უკეთუ მსუროდაო; მეორე არა ცარიელად ჰყოფისათვის: სპონტამ ყოფნა, სპონტამ დარჩენა და ესე ვითარნი

სროკი _ დილეგს საყოფელთ ჟამთა საზომი
სტოპრო _ ასნი მეასედთაგანნი, რომელ ნანდვილსა ნიშნავს
სტოსის წაყვანა _ საგანთ და საქნელთ ხელერთპირი გარიგება
სტრელი _ პაემანის-ყოფა
სუტენიორი _ მეურვე მეძავთა
სხადნიაკი _ ქურდთ შეყრილობა



ტეხავს _ აუგია
ტრუხა _ ამაო, ფუტუროსავით



უსწორდება _ ამოდ უჩნს



ფანი _ გარდარეული მოთაყვანე
ფაიზაღი _ ნამდვილ სარწმუნო
ფაქტი _ თრიაქთა და ესე ვითართა მცირე რამ შეკვრა
ფუფლო _ პირობას გარდასრული



ქაჩავს _ ძალ-უცს
ქაჯი _ მეტის მეტი ტეტია
ქელანი _ ერთად მოცემული, მაყუთზედ იტყვიან
ქეში _ პლანაქეშისგან მოკლებით
ქეში _ სხუათა ენაა, მაყუთთან ნახე
ქსივა _ ძუელად: ტუსაღთ უსტარი; აწ: ჯიბეს საქონი მცირე რამ საბუთი მარწმუნებელი



ღადავი _ თომარზედ აღმატებული



ყამა _ იარაღი მკუეთელი, მტკაველის ოდენა და უდიდესი
ყიყინი _ კეთილი მოაჯეობა




შავი _ ავაზაკთ მოძღუარი
შალა _ პლანთ-კეთილობა
შანს-პეპელა _ შემთხუევის მნე
შარაფი _ ქეიფი ღრეობა¬ზედ უმცირესი
შატალო _ შეგირდთ უმოძღურო ხეტიალი
შეახვია _ დააბასავით
შებმა _ დაბმისა მზგავსი არს, დაბმასთან ნახე
შეკეთება _ დაფქვილის პლანისა მასტერკად განმზადება
შეყენება _ ქუჩაში ცარცვა

შეწერა _ დაგინებისა ურიდველობა
შეწერვა _ ახევისა მზგავსი, გარნა იხილეთ აქა, თუ ვითარ განიყოფებიან:
ოდეს თაღლითები იქმან, არს შეწერვა ტეხნიკური,
ოდეს ძალითა წაერთმის, არს დაწერვა გინა ახევა,
ოდეს მიჩუმათებითა წაერთმის _ პარვა;
კვალად შეწერვა არს დაზანგებისა მგვანი, ოდეს ერთმან მეორესა რაიმე დაავალოს, გარნა არა პირველად

შიპიტი _ გულისა შუღლად აშუშხუნება
შმონი _ სავანეთა და საცმელთ განჩხრეკა
შმოტკისტი _ ზმანთ მოთაყვანე
შუხური _ ჩოჩქოლი და შუღლი დია ხმამაღალი




ჩააკატავა _ ზერელედ განასრულა
ჩალიჩი _ ქმნად მიდგომა
ჩალიჩმეისტერი _ ჩალიჩისა ნატიფად მქნელი
ჩამიჩი _ ჟამ გარდასრული დიაცი
ჩამშვები _ მაბეზღარი
ჩანგლის თხრა _ ხასიათისა აღზუავება
ჩაშვება _ ჩამშვებთ მოღუაწება
ჩაჭრა _ გაგებასა შიგან დამარცხება
ჩესნი _ არმისა გარე-მიმაქცეველი
ჩისტა _ მხოლოდ თუ: ჩისტა რაიმესთვის, ჩისტა ოქროსი და მისთანა ყოველთა ზედა
ჩმორი _ ვერ-მძლე



ცუმბუშა _ დაჯაბნილი ხელქვეშე



ძალად _ ნართაული, რაიცა არს მოსურნე გარნა ვერ შემძლე: მაგარისა წილ ძალად მაგარი, კარგისა წილ ძალად კარგი, ნაშისა წილ ძალად ნაშა და ესე ვითარნი




წველა _ ნებსით ფასისა ხშირი რთმევა
წიკი _ ნერვთა გზნებით აკვიატებული რამ





ჭამა _ ცთომილება, რაიცა არს ძმობაში ჭამა, გინა უქონელისა კადრება; ხოლო მეორე, რა ვინმემ ტყუილი დაიჯეროს

ჭერა _ თვისს სახედ ყოფა: ძველის ჭერა, როჟის ჭერა, ვაჟნის ჭერა და ესე ვითარნი ფრიად უმრავლესნი, გარნა არა ყოველთა სიტყუათათვის, რომელ არს მქონე: ბაითის ჭერა, ვერ-მქონე: მოკეტვა: კბილის ენაზედ ჭერა, თავისა ალაგმვა: და ზოგნი კიდევ სხუანი, სიმრავლისათვის ვერ შევუდექ





ხავერა _ სავანე ბაითზედ უმცირესი და უპატიურად შენახული
ხატა _ ესე ხავერა არს, მასზედ ფართე და უკეთესი ნაპატრონები. ამათ ორივესა ხავერასა და ხატასა უწესო მოღუაწებისათვის ჰქონობენ ხოლმე
ხევძმარის ბაყაყი _ დიაცი გაუთხოვარი, ხატად უგვანო, ბოხ-ხმიანი და ხარხარით მოცინარი
ხიპიში _ შფოთი
ხრამჰესის ია _ დიაცი გაუთხოვარი, მეოჯახე საქებელი, საქციელითა სრულ, ხატითა კეთილ. გოიმის მამისა დია საყუარელი და საამაყო, თუცა ლ-ს მაძახებელი (ლ-სთან ნახე)



ჯაგა _ ბარბაროზი
ჯიგარი _ უცხოთა გულისწადილისა მიმხუდომი



ჰარიფი _ უცდელზედ ითქმის[B][/B][B]

This post has been edited by SCHIZOPHRENIA on 25 Nov 2008, 13:27


--------------------
ასდასჰდგასჯდჰსჯჰსდფკაჰსდსაჯკჰლააა

ყველაფერს ფორუმზე ვერ გაარჩევ,სხვა დანარჩენისთვის მუშტები არსებობს (c) FinaLLe
NelichKa
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 68221
რეგისტრ.: 26-July 08

გამოგზავნილია: 25 Nov 2008, 15:35  #11646130      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საერთოდ აღმოსავლეთსაც დიდი წვლილი მიუძღვის. აი "ბაითი" მაგალითად წმინდა ებრაულია, სახლს ნიშნავს ებრაულადაც.
"მაყუთი" - ჩვენში დიდ ფულს, ებრაულში კი წვრილ ფულს.
"თოხლი", "თოხლაობა" - იქაც ჭამაა,
"ახვარი" ებრაულად -ახბარ - ვირთხაა..
კიდევ თუ გამახსენდა დავწერ
♫♫♫
Re:member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 742
წევრი No.: 71255
რეგისტრ.: 17-October 08

გამოგზავნილია: 25 Nov 2008, 18:06  #11648216      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მაგალითად შეიძლება ამ პონტში:
"ჩემი დედა მო....ნ 100 წელი, სიმონ!" ინგლისურად ალბათ იქნება ასე: "ფ..ქ მაი მაზერ ჰანდრიდ იერს, საიმონ"  ეს ხუმრობით. 
შეგვიძლია ავხსნათ რას ნიშნავს სიტყვები: პიჟონი, მარიაჟი, ბაითი, გორსალა და ა. შ.? ვიცი, რომ ასეთ ტერმინოლოგიებზე ენათმეცნიერთა ნაწილი მუშაობს... 


უკეთესი იქნება გაგებაზე იმუშავონ და მერე სხვამ თარგმნოს სიტყვები boli.gif


--------------------
იღიღინე :)
strawberrous
 


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1967
წევრი No.: 70824
რეგისტრ.: 12-September 08

გამოგზავნილია: 25 Nov 2008, 18:13  #11648305      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გაედო _ შარში ჩავარდა


biggrin.gif




--------------------
:puke:
strixnina
Пилите, Шура, пилите!


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1719
წევრი No.: 58585
რეგისტრ.: 16-April 08

გამოგზავნილია: 25 Nov 2008, 18:34  #11648623      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SCHIZOPHRENIA
QUOTE
გააბლატავა _ თვისზედ უმცროსსა მედიდურებისათვის მწედ ეყო

QUOTE
შატალო _ შეგირდთ უმოძღურო ხეტიალი

ვიღაცას აქვს დაცემა იუმორი. უძლიერესი. კრეატივ!
Enter your Name

გამოხმაურება:


იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და აქ დაუწკაპუნეთ



ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
Post Options  Enable emoticons?
 
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (8) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0430 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]