Soso<Barjakuzu>მე სცენარზე ტყუილად არ გკითხე. ანიმაციას რომ თავად აკეთებ, ეგ ვიცოდი.
კრიტიკას მეც ვაპირებდი, მაგრამ აქ ისეთი ქარცეცხლი დაგატეხეს, რომ აღარაფერს დავწერ. მხოლოდ ერთს გეტყვი - ადამიანი არ შეიძლება ერნაირად ნიჭიერი იყოს დიზანშიც, კომპიუტერულ ანიმაციაშიც და მწერლობაშიც... ისიც გასაგებია, რომ დღეს ენუზიაზმზე არავინ იმუშავებს, მაგრამ ჯობს 1-2 ძმაკაცი დაიხმარო, ვინც იუმორთან ახლოს დგას.
ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ანიმაციის შექმნა და რამდენი შრომა სჭირდება. ამიტომაც უნდა მიქცეს დიდი ყურადღება სცენარს და დიალოგებს, თორემ ამდენი შრომა წყალში ჩაგეყრება...
აი, მაგალითი აიღე "დარდუბალადან" ("ჩვენს ეზოს" სპეციალურად არ ვახსენებ). ნახატები და ანიმაცია ძაან პრიმიტიულია, მაგრამ სამაგიეროდ დიალოგები და პრიკოლებია გემრიელი. პირველი სერიები არაფრად ვარგოდა, მერე კი გონს მოვიდნენ, ცოტა ჭკუას ძალა დაატანეს და ისეთი სიუჟეტები გამოაცხვეს, დღემდე დიდი სიამოვნებით ვუყურებ...
კიდევ ერთი - შენს ბარჯაკუზუს და ყველა სხვა პერსონაჟს თავისი გამოკვეთილი სტილი უნდა ჰქონდეთ. ეს აუცილებელია. რა სტილი იქნება ეს, ვინ იქნება - ძველი ბიჭი, გენიოსი თუ იდიოტი, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ეს ერთხელ და სამუდამოდ იყოს განსაზღვრული და თავისი როლი კარგად შეასრულოს. გაიხსენე იგივე "დარდუბალა". ან მაგალიად ავიღოთ "Beavis and Butthead". ორივე პერსონაჟი ოფიციალური იდიოტია, მაგრამ ისე გემრიელად იდიოტობენ, ცქეტით ვერ გაძღება კაცი
ერთი ეგაა, მაგათი პრიკოლები რომ დაამუღამო, ინგლისური კარგად უნდა იცოდე... ასევევე "სიმფსონებში"და საერთოდ, ყველა სერიალში პერსონაჟების ხასიათი მკვეთრადაა განსაზღვრული. ამასთან ერთად, კარგი სცენარი აუცილებელია - რაც არ უნდა ცუდი გრაფიკა-ანიმაცია იყოს, კარგი სიჟეტის ხათრით ყველა გაპატებს, მაგრამ თუ პირიქით იქნა, მაშინ - ოოოო.....
და ერთიც - განსაზღვრული უნდა გქონდეს, ფილმი რა აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. თუ 5-7 წლის ბავშვებისთვის აკეთებ, მაშინ სხვაა, მაგრამ თუ დიდებისთვის, მაშინ უკვე სერიოზულად მოგიწევს სცენარზე მუშაობა.