Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ეს ვიზა ლიბერალიზაცია გასაგებია


Posted by: GOVEN 29 Mar 2017, 12:05
რა მაინტერესებს.

ეს ვიზა ლიბერალიზაცია თავისი არსით იმაზე მნიშვნელოვანია ნაცების დროს რომ "მაპზე უკეთესი" მოგვცეს?

Posted by: dega 29 Mar 2017, 12:12
ნამდვილად უფრო მნიშვნელოვანია
გუშინ დილით კოპენჰაგენში ვიყავი
დღეს ოზურგეთში ვარ
საღამოს პრაღაში ვიქნები
ზეგ დილით ურეკში
მეტი რაღა გინდათ

Posted by: Worldwide 29 Mar 2017, 12:24
dega
QUOTE
ნამდვილად უფრო მნიშვნელოვანია
გუშინ დილით კოპენჰაგენში ვიყავი
დღეს ოზურგეთში ვარ
საღამოს პრაღაში ვიქნები
ზეგ დილით ურეკში
მეტი რაღა გინდათ

თქვენი ხარჯით მოგზაურობთ?

Posted by: zipo-zipo 29 Mar 2017, 12:28

37 ევროდ გადაფრინდები, იგულავებ და ჩამოფრინდები...

უფრო სწორად, ქეჩოში ჩაგავლებენ ხელს და გამოგადეპორტებენ და 3000 ევრო ჯარიმასაც ზედ მოგარჭობენ smile.gif



Posted by: wolf-larsen 29 Mar 2017, 12:32
QUOTE
გუშინ დილით კოპენჰაგენში ვიყავი
დღეს ოზურგეთში ვარ
საღამოს პრაღაში ვიქნები
ზეგ დილით ურეკში


მაიცა და ოზურგეთის უბნებს ახლა ეგ სახელები ქვია?

მოიდანახე გადაკეთდა კოპენჰაგენად? givi.gif

Posted by: Aleqs26 29 Mar 2017, 12:36
zipo-zipo

QUOTE
37 ევროდ გადაფრინდები, იგულავებ და ჩამოფრინდები...


facepalm.gif facepalm.gif

რა 37 ევროდ ეგე გუშინ პირველი რეისი ყოფილა ბუდაპეშტზე და მარტო ბილეთი 900 ლარი ღირდა და ყველა ბილეთი გაყიდული იყო facepalm.gif რაც ტყუილი იყო და აიფასიანი პროპაგანდა,არა აქვს ბევრს ამის შაშუალება რომ მარტო ბილეთში მოისროლოს 900 ლარი,+ დაღზვევა,სასტუმროს ჯავშანი და ყოველ დღიური სახარჯოდ მინიმუმ 50 ევრო,და რის გამო რომ ჩაფრინდე უბრალოდ ნახო უნგრეთი და უკან ჩამოხვიდე?

Posted by: dega 29 Mar 2017, 12:36
Worldwide
QUOTE
თქვენი ხარჯით მოგზაურობთ?

არა რათქმაუნდა
ამ ღირსესანიშნავ დღესთან დაკავშირებით ოცნების რამოდენიმე წევრინ დაგვაფინანსა ორგანიზაციამ
ევროპა ჩვენი სახლია
თან მოგზაურობას ვერ დავარქმევ
უფრო საქმიანი ვიზიტებია
wolf-larsen
QUOTE
მოიდანახე

არა კაცო
სწორია მოედანახე smile.gif

Posted by: zipo-zipo 29 Mar 2017, 12:48

Aleqs26
QUOTE
მარტო ბილეთში მოისროლოს 900 ლარი,+ დაღზვევა,სასტუმროს ჯავშანი და ყოველ დღიური სახარჯოდ მინიმუმ 50 ევრო

და ამის შემდეგ კიდევ არ იცი შეგიშვებენ თუ აეროპორტიდანვე გამოგაბრუნებენ smile.gif



Posted by: Accept 29 Mar 2017, 12:51
QUOTE
და ამის შემდეგ კიდევ არ იცი შეგიშვებენ თუ აეროპორტიდანვე გამოგაბრუნებენ 


ეს რამდენად მართალია ?

Posted by: Worldwide 29 Mar 2017, 13:00
dega
QUOTE
არა რათქმაუნდა
ამ ღირსესანიშნავ დღესთან დაკავშირებით ოცნების რამოდენიმე წევრინ დაგვაფინანსა ორგანიზაციამ
ევროპა ჩვენი სახლია
თან მოგზაურობას ვერ დავარქმევ
უფრო საქმიანი ვიზიტებია

სამთავრობო დელეგაციები, ვიზალიბერალიზაციამდეც უპრობლემოდ დადიოდნენ.

Posted by: GOVEN 29 Mar 2017, 13:01
wolf-larsen
QUOTE
მოიდანახე გადაკეთდა კოპენჰაგენად?

ბასრა გახდა ბარსელონა biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 29 Mar 2017, 13:02
მაგარია ბიჭები ვაპირებთ ბავარიაში პივის დასალევად ჩარბენას

Posted by: zipo-zipo 29 Mar 2017, 13:03

Accept
QUOTE
ეს რამდენად მართალია ?

100%-ით მართალი. ისრაელიდან როგორც აპანღურებენ ხალხს, ეგრე იქნება.



Posted by: Accept 29 Mar 2017, 13:07
QUOTE
100%-ით მართალი. ისრაელიდან როგორც აპანღურებენ ხალხს, ეგრე იქნება.


გამოპანღურების თავიდან აცილების გზებზე არ უნდა ვინმეს რო ისაუბროს ?

Posted by: dega 29 Mar 2017, 13:11
QUOTE
ბასრა გახდა ბარსელონა

კი
და
ლიხაური ლიხტენშტეინია

Worldwide
QUOTE
სამთავრობო დელეგაციები, ვიზალიბერალიზაციამდეც უპრობლემოდ დადიოდნენ.

არასამთავროზე მაქვს საუბარი

Posted by: Worldwide 29 Mar 2017, 13:12
dega
QUOTE
არასამთავროზე მაქვს საუბარი

ოცნება აღარაა მთავრობაში? wink.gif

QUOTE
ამ ღირსესანიშნავ დღესთან დაკავშირებით ოცნების რამოდენიმე წევრინ დაგვაფინანსა ორგანიზაციამ


Posted by: wolf-larsen 29 Mar 2017, 13:44
ისედაც არალეგალად არის ნახევარი საქართველო ევროპაშიც და სხვაგანაც.

ახლა ვითომ რა შეუშლის ხელს 3000 ევროს შიში?

ამიტომაც გლეხიკაცითვინ მე მგონი არაფერი შეიცვლება, პანღური საზღვრიდან და ეგაა,

არც არავინაა ვალდებული აუხსნას რატომ, ეგრე უნდა იმ სასაზღვრო აგენტს თუ რაც ქვია და მორჩა.....

Posted by: Harry Potter 29 Mar 2017, 13:49
ძაან მნიშვნელოვანია. აგერ ივნისში მინდა ბერლინში 5-7 დღით გადაფრენა და ყველანირი ტვინის ტყვნის გარეშე, ორი გზა 79 ევრო მიჯდება. ვენებს რო იჭრიან, ვინც დადიოდა ისევ ის ივლიიიიიის :დ წავა ხალხი, ნახავს ქვეყანას, ნახავს ევროპას და მიხვდება, რო კისილიოვი აბოლებს, რო სინამდვილეში მახაჩკალაში ცხოვრება არავის არ გვინდა და ცოტა აზრზე მოვა.

ეს არის რუსეთი კულტურული ექსპანსიის დასასრული, მეგობრებო! biggrin.gif

Posted by: სიცოცხლის_ხე 29 Mar 2017, 13:50
QUOTE
ისრაელიდან როგორც აპანღურებენ ხალხს, ეგრე იქნება.

ისრაელი და შენგენის ქვეყნები ბევრი რამით განსხვავდებიან ერთმანეთისგან smile.gif

Posted by: dola86 29 Mar 2017, 13:54
Aleqs26
QUOTE
და რის გამო რომ ჩაფრინდე უბრალოდ ნახო უნგრეთი და უკან ჩამოხვიდე?

არადა ადრე სულ სხვანაირად იყო , მოიკიდებდი ზურგზე და წამოიღებდი
რა ქვეყანა დაანგრიეს

Posted by: chemisaqartvelo 29 Mar 2017, 14:06
ბიჯო, აი ნაღდად არ მესმის იმ ხალხისა ვინც რო ბოღმას ანთხევს, არ ვარგა ეს ვიზალიბერალიზაციაო...

ჯერ ერტი ვარგა და ძალიანაც ვარგა!

ვინ როგორ და რაში გამოიყენებს იმაზეა დამოკიდებული.

ყველასთვის ყველაფერი აპრიორი სასარგებლო ვერ იქნება, კომპიუტერი მაგალითად ზოგს პორნოს საყურებლად უნდა, ზოგს ჭორის გასავრცელებლად და ზოგსაც პროგრამის დასაწერად.

მასე იქნება ეს ვიზალიბერალიზაციაც.

არ გინდათ ბიძია? კი არავინ გახევთ კალთებს, დაეტიეთ სადაც ხართ და აკეთეთ თქვენი საქმე.

ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია, აღარ დამჭირდება დედამოტყბულ საკონსულოებსა და სავიზო ცენტრებში შაბათის მათხოვარივით დგომა და მოწყალების ლოდინი, წავალ და პირდაპირ აეროპორტშ ჩამირტყამს ვიზას მესაზღვრე!

პლიუს ამას ფულის ეკონომიაა, 35 დან 60 ევრომდე ჯდებოდა ვიზა, გააჩნია სად და როგორ იღებდი.

ისე დაემთხვა რომ მე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი ევროპაში საქმეზე, მაგრამ მეუღლე არა., რომ ამეღო საგზური და წავსულიყავი 120 ევრო მარტო სავიზო მოსაკრებელი უნდა გადამეხადა. პლიუს ის ამაზრზენი და საზიზღარი პროცედურა საელჩოში/

120 ევროდ უპრობლემოდ ვიყიდი ქუთაისიდან ბილეთებს ევროპის მიმართულებით.

ასე რომ ერთმნიშვნელოვნად კარგია და ამ ზაფხულს უკვე დაგეგმილი მაქვს მცირე ვოიაჟი ძვირფას მეორე ნახევართან ერთად.

მადლობა იმათ ვინც ამ საკითხზე ამდენი წელი იმუშავა!

dola86
QUOTE
არადა ადრე სულ სხვანაირად იყო , მოიკიდებდი ზურგზე და წამოიღებდი
რა ქვეყანა დაანგრიეს



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

არად რაზე ვირევი იცი?

ვინმე დაპირდა ამ ხალხს მაგ სიკეთეს? biggrin.gif


Posted by: maxvili 29 Mar 2017, 14:17
იცინის ის,ვინც ბოლოს იცინის.
მთავარია,ამ ამბის ბოლო იყოს კეთილი ...

Posted by: Dickens 29 Mar 2017, 14:30
ფსბ-შნიკები და რუსეთუმეები უკვე პანიკებს თესენ

ნუ დაარღვევთ წესებს და არც არავინ გამოგაპანღურებთ და არც დაგაჯარიმებთ

ვისაც არ მოსწონს წაეთრეს თავის ყროლ რუსეთში...

Posted by: GOVEN 29 Mar 2017, 14:37
chemisaqartvelo
QUOTE
ბიჯო, აი ნაღდად არ მესმის იმ ხალხისა ვინც რო ბოღმას ანთხევს, არ ვარგა ეს ვიზალიბერალიზაციაო...

თემის ავტორს თუ მგულისხმობ გეტყვი რომ მივესალმები ვიზა ლიბერალიზაციას და ცემთვისაც კომფორტია უვიზო მიმოსვლა.

უბრალოდ ნაცები "მაპზე უკეთესს" აღნიშნავდნენ დიდი ზარზეიმით და ეს ამბავი არ ახარებთ და მაგიტომ გავხსენი თემა yes.gif

Posted by: ტერა 29 Mar 2017, 14:39
GOVEN
QUOTE
ეს ვიზა ლიბერალიზაცია თავისი არსით იმაზე მნიშვნელოვანია ნაცების დროს რომ "მაპზე უკეთესი" მოგვცეს?


ნაცებმა ეგ ჩვენი დამსახურებააო (ევროკომისიის ვებ გვერდზე წერია, რომ 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო დიალოგი ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ), ასე რომ მაპზე უკეთესზე უკეტესიცაა და გაზპრომისთვის ტრაკის მიცემაზე მაგარიც ერთდროულად.

Accept
QUOTE
გამოპანღურების თავიდან აცილების გზებზე არ უნდა ვინმეს რო ისაუბროს ?


პადაზრიწელნი არ უნდა იყო.

სხვათა შორის, ვიზაც რომ გქონდეს, მაინც აქვთ უფლება დაგაპაშოლონ, უბრალოდ ახლა მეტი შანსია.

თუ გაქვს ფული და გამოიყურები, როგორც ჩვეულებრივი ტურისტი, არ უნდა იყოს პრობლემა.

Posted by: Dickens 29 Mar 2017, 14:41
GOVEN
რა გაუტრაკეთ ამ ნაცებსაც საქმე, აღარ არიან 5 წელია...



პს, ისე რომ იცოდე მაგათ უდიდესი წვლილი მიუძღვით ამ ლიბერალიზაციის საქმეში

Posted by: chemisaqartvelo 29 Mar 2017, 14:55
GOVEN
QUOTE
თემის ავტორს თუ მგულისხმობ გეტყვი რომ მივესალმები ვიზა ლიბერალიზაციას და ცემთვისაც კომფორტია უვიზო მიმოსვლა.


არა, შენ არ მიგულისხმიხარ smile.gif

შემდეგი პოსტები ვიგულისხმე

Posted by: zrzbrb 29 Mar 2017, 14:56
Worldwide
ერთ კარგ რჩევას მოგცემ, ინტერნეტში რაღაცას რომ წერენ, პირველი დაშვება ყოველთვის ის უნდა იყოს რომ იტყუებიან, ხუმრობენ, ტროლაობენ, მოკლედ რომ ვთქვათ არ იძახიან სიმართლეს. თბილისის ფორუმზე განსაკუთრებით gigi.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 29 Mar 2017, 14:57
Aleqs26
QUOTE
არა აქვს ბევრს ამის შაშუალება რომ მარტო ბილეთში მოისროლოს 900 ლარი,+ დაღზვევა,

დაზღვევა 1 ლარია დღეში. smile.gif
* * *
chemisaqartvelo
QUOTE
ბიჯო, აი ნაღდად არ მესმის იმ ხალხისა ვინც რო ბოღმას ანთხევს, არ ვარგა ეს ვიზალიბერალიზაციაო...

ჯერ ერტი ვარგა და ძალიანაც ვარგა!

ჰმ!
ბათუმის ნაცვლად ხალხი ხმელთაშუა ზღვაში მოინდომებს ბანაობას. ბათუმში სიხალვათე იქნება და ადგილობრივებს საოჯახო სასტუმროების მოსაწყობად აღებული ბანკის სესხები შეეტენებათ. ნახევარი ბათუმი ბანკების ხელში გადავა.
ევროპაში სამოგზაუროდ ევროებია საჭირო. ევროებს აქ იყიდიან, გაიზრდება მოთხოვნა ევროვალუტაზე და გაძვირდება.
გაძვირებული ევრო იმპორტირებულ საქონელს და ნავთობპროდუქტებს გააძვირებს. მათ ტრანსპორტირება და ადგილობრივი საქონლის ფასებიც აყვება...
ვაი, ვაი, ვაი....
/ციკლიდან: ბოროტი კაცის ბლოგი./

Posted by: DruGeo 29 Mar 2017, 15:16
მთავარია ეხლა პირველ ნაკადმა არ ჩააჯვას და დარჩენები არ იყოს მასიური .. თორე მერე ჩვენც გაგვიჭირდება დასასვენებლად 1 კვირით ჩამსვლელელბს მაგათ ხარჯზე..

Posted by: nikato-nikato 29 Mar 2017, 15:35
Aleqs26
QUOTE
რა 37 ევროდ ეგე გუშინ პირველი რეისი ყოფილა ბუდაპეშტზე და მარტო ბილეთი 900 ლარი ღირდა და ყველა ბილეთი გაყიდული იყო  რაც ტყუილი იყო და აიფასიანი პროპაგანდა,არა აქვს ბევრს ამის შაშუალება რომ მარტო ბილეთში მოისროლოს 900 ლარი,+ დაღზვევა,სასტუმროს ჯავშანი და ყოველ დღიური სახარჯოდ მინიმუმ 50 ევრო,და რის გამო რომ ჩაფრინდე უბრალოდ ნახო უნგრეთი და უკან ჩამოხვიდე?


შენც ეხლა პირველ თვითმფრინავს თუ არ მიაჭერი კაი კინოს პრემიერასავით ისე არ გამოვა?
ძალიან ბევრი მეგობარი გადაფრენილა ბუდაპეშტშ 30-40 ევროდ.


Posted by: GOVEN 29 Mar 2017, 15:47
Dickens
QUOTE
ევროკომისიის ვებ გვერდზე წერია, რომ 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო დიალოგი ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ

აქედან 4 თვეში გადავარდნენ და ამის მერე ყველაფერს აკეთებენ ხელის შესაშლელად. ბაქრაძე და კანდელაკი ყველაფერს ჩვენს პროწივ აძლევენ ხმას.

ასე რომ მინიმალური ღვაწლიც კი არ აქვთ ამ შემთხვევაში. wink.gif

Posted by: Dickens 29 Mar 2017, 15:57
DruGeo
QUOTE
მთავარია ეხლა პირველ ნაკადმა არ ჩააჯვას და დარჩენები არ იყოს მასიური .. თორე მერე ჩვენც გაგვიჭირდება დასასვენებლად 1 კვირით ჩამსვლელელბს მაგათ ხარჯზე..

ეგ არი რა
ქურდები და ბოგანოები გვიჯვავენ ყოველთვის საქმეში
არადა ეს რომ დახურონ, წერტილი აქვს ქვეყანას დასმული სამუდამოდ...

GOVEN
მაგათ რომ შეუქცევადი რეფორმები არ განეხორციელებინათ, ახლა სად ვიქნებოდით ვინ იცის, ესენი რომ არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ და იმათ დათესილს ჭამენ დღესაც, ვერ ხედავ?


Posted by: ცერცვა 29 Mar 2017, 16:06
QUOTE (nikato-nikato @ 29 Mar 2017, 15:35 )
Aleqs26
QUOTE
რა 37 ევროდ ეგე გუშინ პირველი რეისი ყოფილა ბუდაპეშტზე და მარტო ბილეთი 900 ლარი ღირდა და ყველა ბილეთი გაყიდული იყო   რაც ტყუილი იყო და აიფასიანი პროპაგანდა,არა აქვს ბევრს ამის შაშუალება რომ მარტო ბილეთში მოისროლოს 900 ლარი,+ დაღზვევა,სასტუმროს ჯავშანი და ყოველ დღიური სახარჯოდ მინიმუმ 50 ევრო,და რის გამო რომ ჩაფრინდე უბრალოდ ნახო უნგრეთი და უკან ჩამოხვიდე?


შენც ეხლა პირველ თვითმფრინავს თუ არ მიაჭერი კაი კინოს პრემიერასავით ისე არ გამოვა?
ძალიან ბევრი მეგობარი გადაფრენილა ბუდაპეშტშ 30-40 ევროდ.

ტყუილად უხსნი ან საზღვარგარეთ არ არის ნამყოფი ან პუტინისტია... yes.gif



Dickens

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა 2013-ში მოგვცეს...
ევროასოცირებაში გეშლება, რომელიც ნაცმოს დაწყებულია... yes.gif

Posted by: DavidBrent 29 Mar 2017, 16:11
GOVEN

ნუ კითხვას რომ წაიკითხავს კაცი ახსნის სურვილი ქრება..

Posted by: Dickens 29 Mar 2017, 16:27
QUOTE
ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა 2013-ში მოგვცეს...
ევროასოცირებაში გეშლება, რომელიც ნაცმოს დაწყებულია... 

კარგია, ყველას ყველაფერს ვუფასებ და საკრიტიკებელს ყოველთვის ვაკრიტიკებ
მაგრამ ყველგან წესია არსებული ხელისუფლების კრიტიკა და არა ქება, როგორც რუსეთში ან ჩრდ. კორეაში...
თავისთავად ახალი ხელისუფლება წინაზე უკეთესი უნდა იყოს
ამისთვის ჯობია წინა აქო და არსებული აძაგო, ვიდრე პირიქით...

Posted by: Aleqs26 29 Mar 2017, 16:29
nikato-nikato

QUOTE
ძალიან ბევრი მეგობარი გადაფრენილა ბუდაპეშტშ 30-40 ევროდ.


ხო მეც მინახია ესეთი პასები ვიზეირზე უბრალოდ გუშინ რა იყო ეგ? 900 ლარი და ყველა ბილეთი გაყიდული თითქოს ბუდაპეშტში ევროებს ურიგებენ და დასწრებაზე იყო,ზუსტად ტყუილი და პროპაგანდა ის იყო ამდენმა რომ 900 ლარი გადაიხადა როცა შენი თქმის არ იყოს 30-40 ევროდ არის ხოლმე ბილეთები

Posted by: dola86 29 Mar 2017, 17:41
chemisaqartvelo
QUOTE
არად რაზე ვირევი იცი?

ვინმე დაპირდა ამ ხალხს მაგ სიკეთეს

გადაირევი აბა რა იქნება, უვიზოდ მივდივართ ევროპაში და ზოგიერთები ამაშიც უარყოფითს ეძებენ...



პ.ს...რუსის დედასაც ჯეკ, რუსის ნაშაზე ვიგოდნიკი არსება არ დადის დედამიწის ზურგზე.წაით ბიძია ევროპაში და გაიგებთ ნამდვილი ქალის გემოს.,პოლონეთში, შვედეთში , საფრანგეთში...კონდომები მოიმარაგეთ ოღონდ smile.gif))
* * *
ცერცვა
QUOTE
ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა 2013-ში მოგვცეს.

რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოგვცეს.გავა დრო და ნაცებიც და ქოცებიც ისტორიას ჩაბარდებიან...ნაცებით არ დაწყებულა საქართველო და არც ქოცებით დამთავრდება
მთავარია, რომ საშვილიშვილო საქმე გაკეთდა. მადლობა იმას, ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის

Posted by: Worldwide 29 Mar 2017, 17:56
zrzbrb
QUOTE
ერთ კარგ რჩევას მოგცემ, ინტერნეტში რაღაცას რომ წერენ, პირველი დაშვება ყოველთვის ის უნდა იყოს რომ იტყუებიან, ხუმრობენ, ტროლაობენ, მოკლედ რომ ვთქვათ არ იძახიან სიმართლეს. თბილისის ფორუმზე განსაკუთრებით 

მადლობა რჩევისთვის....
drug.gif boli.gif

Posted by: Aleqs26 29 Mar 2017, 21:01
http://www.palitravideo.ge/yvela-video/skhvadaskhva/84690-qkhalkhi-moglejvith-mirbis-aeroportebiskenq-kidev-erthi-sharzhi-vizaliberalizaciis-shesakheb.html

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: LEVANY-M 29 Mar 2017, 21:17
DavidBrent
QUOTE
ნუ კითხვას რომ წაიკითხავს კაცი ახსნის სურვილი ქრება

მაინც ახსნა სჯობია, არა კითხვის ავტორისთვის, არამედ ზოგადად

ვიზალიბერალიზაცია და ასოცირება არის 2 პრაქტიკული ნაბიჯი ევროპასთან დაახლოებისთვის, ამის გარდა დღეს საქართველოს მოქალაქეობას ბევრად მეტი ფასი აქვს, რაც სამომავლოდ აფხაზებთან სალაპარაკოდ წონიანი არგუმენტი იქნება

Posted by: kataxxl 29 Mar 2017, 21:20
ეგ რეკლამა იყო

3000 ლარი მაინც გინდა რამე რომ გაატურისტო

სხვა კურსია სულ სხვა ფასებია. 37 ევროდ ვერც გაკუებ რაზეა ბაზარი საერთოდ.

ორმა ადამიანმა კარგად რომ დაისვენოს 8000 ლარი უნდა

Posted by: levani169 29 Mar 2017, 21:33
kataxxl
QUOTE

ორმა ადამიანმა კარგად რომ დაისვენოს 8000 ლარი უნდა

თუ პრემია-დანამატი არ გერგება 8000 ლარის შოვნას რაც ჭაპან წყვეტა უნდა სამი წელი შეზლონგზე წოლა უნდა რეაბილიტაციას,თვალში სინათლე რომ ჩაგიდგეს კაცს!

Posted by: Dickens 29 Mar 2017, 21:36
kataxxl
გააჩნია მოთხოვნილებებს
ეკონომიურად, მაგრამ არამათხოვრულად რომ იმოგზაურო, €100-€120 ჭირდება 1 ადამიანს დღეში თავის გზიანად

Posted by: Brock 5 Apr 2017, 01:04
ბილეთებზე რა ისმის? არავის შეუძლია ინფორმაციის მოწოდება მაგ საკითხთან მიმართებაში? ისევ ის ფასებია რასაც ვუყურებ და რომელ თვიდან დაიწყება გაიაფება ბილეთების? ან თუ მოხდება ეგ... ვიზალიბერალიაცია, ვიზალიბერალიზაციო და ჰე მივიღებ და აბა შეღავათიან ფასიანი ბილეთები სად არის? დაიდოს ბლინ...

Posted by: matemana 5 Apr 2017, 01:13
მართლა მაგარია ვიზა ლიბერალიზაცია. 3 დღეში სტამბული-სოფია-ბუქარესტი-სოფია-სტამბული მარშრუტით ვიარე. ბეზპრაბლემ გადავდიოდ გადმოვდიოდი საზღვრებზე.

ისე სერბეთის დედას რომ შე****. ბერლინში მინდოდა წასვლა და ბულგარეთიდან უნგრეთში არ გამატარეს.

Posted by: jangula 30 Jul 2021, 09:02
რუსული ვინამაც იცით, უყურეთ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)