simohayaრათქმაუნდა მესმის, ბაზარი საერთო ჯამში ან მაღლა აწევს ფასს, ან დაბლა. მაგრამ... უშუალოდ თანხის დადების მომენტში, შეიძლება ცოტა ხანი დაბლა ჩამოვიდეს, ფასმა კორექცია გააკეთოს. დიდი ბიუჯეტის და ტრეიდინგში გამოწვრთნილი ფსიქიკის შემთხვევაში იმუშვებს სტრატეგია, მაგრამ პატარა ბიუეტის შემთხვევაში... თან აქ რასაც ვუყურებ, სულ დამწყებები სვამენ შეკითხვას. ნებისმიერი გამოცდილი ტრეიდერი იტყვის 99,99% სიზუტით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ის ხალხი, რომელიც აქ კითხულობს თუ როგორ იშოვოს მსგავს სიტუაციაში ფული ბირჟაზე (იმიტომ რომ გაუგიათ, კიზისის დროს ფული რომ იშოვება ბაზრებზე) - ეგ კატეგორია მარტინგეილით წააგებს. უფრო მეტსაც დავამატებ - ცუდი იქნება თუ მოიგებს, იმიტომ რომ მოგების შემთხვევაში შეყვება მარტინგეილით და გრძელვადიან პერსპექტივაში გარანტირებულად წააგებს, თან იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე წარმოიდგენდა.
მე უფრო ანტიმარტინგეილს მივაწვებოდი ამ სიტუაციაში, ისიც დახვეწილ სტრატეგიებს ანტიმარტინგეილის. ზოგადადაც, ეგ სისიტემა ნამეტანი მოძველებულია, უბრალოდ დამწყებებისთვის ,,ყავლი არ გადის" სიმარტივის ილუზიიდან გამომდინარე