ბულგარეთის რესპუბლიკა
დედაქალაქი სოფია( 42°41′N 23°19′E)
ჰიმნი: Мила Родино
დევიზი: Съединението прави силата
დროშა
გერბი
ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: რუმინეთი, თურქეთი, საბერძნეთი, მაკედონია, სერბია და მონტენეგრო.
ეტიმოლოგია: - წარმოსდგება ეთნონიმ „ბულგარისაგან“. სიტყვა Bulg თურქულ ენაზე „შერეულს“ ნიშნავს.
ფართობი - 110.910 კვ.კმ.
ტერიტორიის დიდი ნაწილი ბალკანეთის მთიანეთს და როდოპის მთებს უჭირავს, უმაღლესი წერტილი მთა მუსალა 2.925 მ.
* სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.
* სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი Georgi PURVANOV (2002).
* მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი Sergey Stanishev (2005).
* საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი სახალხო კრება (240 წევრი).
* ადმინისტრაციული დაყოფა : 8 ოლქი და დედაქალაქი.
*
მოსახლეობა - 7.538 ათასი (2003), მათ შორის ბულგარელები 84%, თურქები 9%, ბოშები 4%.
*
სახელმწიფო ენა : ბულგარული.
*
რელიგია - მართლმადიდებელი ქრისტიანობა.
*
დედაქალაქი - სოფია (1.089, აგლ. 1,183 ათასი).
*
ქალაქები - პლოვდივი (338 ათასი), ვარნა (312), ბურგასი (192), რუსე (161), სტარა ზაგორა (143).
* რესურსები - ბოქსიტები, სპილენძი, ტყვია, თუთია, ქვანახშირი, საშენი ხე-ტყე.
* ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, კვების პროდუქტები, ღვინო, თამბაქო, ტექსტილი.
* ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 1.790 $.
* ვალუტა – ბულგარული ლევი (BGL).
ისტორიათურქებისაგან დამოუკიდებელი გახდა 1908 წელს. საბჭოთა ჯარები შევიდნენ ოკუპირებულ ბულგარეთში 1944 წელს, მონარქია დაეცა და დამყარდა კომუნისტური ორიენტაციის სახალხო რესპუბლიკა. პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა 1987 წელს. 1991 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია. პირველი არაკომუნისტური მთავრობა ჩამოაყალიბა ფილიპ დიმიტროვმა. 90-იანი წლების პირველი ნახევარში გრძელდებოდა პოლიტიკური არასტაბილურობა და გაფიცვები. კომუნისტები დიდ გავლენას ინარჩუნებდნენ, რომლებაც თავის პარტიას სოციალისტური უწოდეს. რეფორმების პროცესი რთულად მიმდინარეობდა. 2001 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ყოფილმა მეფემ სიმეონ მე-2-მ, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა. 2002 წლის ნოემბერში ბულგარეთმა მიწვევა მიიღო ნატოში გაწევრიანებისათვის.
მემკვიდრეობა * სოფია - წმ. სოფიის (VI ს.), ალექსანდრე ნეველის (XIX ს.), ბოიანას (XIII ს.) ტაძრები, არქეოლოგიური მუზეუმი;
* კაზანლაკის და სვეჩტარის თრაკიული სამარხები;
* მადარა ჰორსემანი;
* ნესებარი - ძველი ქალაქი (V ს.);
* პირინის ეროვნული პარკი;
* რილას მონასტერი (XIX ს.);
* სრებარნას ნაკრძალი;
* ბაჩკოვო - პეტრიწონის მონასტერი;
* რუსულ-ბულგარული მეგობრობის მონუმენტი შიპკის უღელტეხილზე (XIX ს.).
ცნობილი ბულგარელები * მწერალი - ივან ვაზოვი;
* მომღერლები - ლილი ივანოვა, ფილიპ კირკოროვი;
* სპორტსმენები : ხრისტო სტოიჩკოვი (ფეხბურთი),
მაგდალინა მალეევა (ჩოგბურთი);
* პოლიტიკოსები - ხრისტო ბოტევი, გიორგი დიმიტროვი, ტოდორ ჟივკოვი;
* სხვები - ვანგა (ნათელმხილველი).
არ ჩანს სურათებიდან ცუდი
სოფია
ოქროს ქვიშები და რამე
ინფოები უმეტესად ვიკიპედიადანააა აღებული
იმედია ამ თემაში იქნება სათანადო და ჯიგარი საუბარი ამ ქვეყანაზე
თემა გაიხსნა ერთერთი იუზერის (tamuniku) თხოვნით
თხოვნა მოდერს ან ვინმეს ვისაც შეუძლიააბა დავქოქეთ თემა
ჰო კინაღამ დამავიწყდა კაი საიტის ლინკი
http://gallery.guide-bulgaria.com/