Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > კონტურული მაკიაჟი


Posted by: Keso 20 Feb 2008, 17:56
მაინტერესებს კონტურული მაკიაჟი სად კეთდება თბილისში ყველაზე კარგად და ვინმეს თუ გაგიკეთებიათ კმაყოფილი ხართ თუ არა?

ტუჩზე მინდა გავიკეთო
* * *
არავის გაქვთ გაკეთებული კონტურული მაკიაჟი?

ან გინდათ გაიკეთოთ?

ან გსმენიათ რამე?

ან ვარგა

ან არ ვარგა

არაფერი?

Posted by: tamunia_ch 21 Feb 2008, 10:39
Keso
სურვილი არ გამჩენია გამეკეთებინა და სიმართლე გითხრა არც არავიზე მინახავს რეალში.

რავიცი აბა რა გითხრა rolleyes.gif

კონკრეტული სურათები ხო არ გაქვს რომ დადო wink.gif

Posted by: menak 21 Feb 2008, 11:38
ტუჩზე და თვალზე კარგი იქნებოდა მაგრამ რავიცი აბა.

http://net.site.ge

Posted by: bacila 21 Feb 2008, 14:46
ნაცნობმა გაიკეთა გია გვარამიასთან, მეტი არაფერი ვიცი.........

Posted by: TT+ 21 Feb 2008, 16:58
menak
QUOTE
თვალზე კარგი იქნებოდა

თვალზე ცოტა საშიში ხომ არ იქნება?

Posted by: menak 21 Feb 2008, 17:09
TT+

QUOTE
თვალზე ცოტა საშიში ხომ არ იქნება?


თუკი აკეთებენ არამგონია საშიში იყოს.

Posted by: Keso 21 Feb 2008, 17:50
bacila
QUOTE
ნაცნობმა გაიკეთა გია გვარამიასთან, მეტი არაფერი ვიცი.........


კმაყოფილია?

მე მინდა გავიკეთო ტუჩზე და რაღაც ვერ ვრისკავ, არავინ ვიცი გაკეთებული რომ ქონდეს
დედაჩემის მეგობარს აქვს ოღონდ იმან მოსკოვში გაიკეთა და იავი აბა?
* * *
revolucioneri
QUOTE
შენ პერმანენტ მაკიაჟზე ამბობ მუდმივად რომ გაქვს


ნუ იცი როგორი რაღაცაა? მე მაგალითად პატარა ტუჩები მაქვს და მუდმივად ვიკეთებ კონტურს, ანუ ზუსტად ვიცი რომ კონტური ყოოოოველთვის მჭირდება და პრობლემა კიდევ ის არის, რომ ტუჩები, ისევე როგორ სახე, ძალიან მიწამს მაკიაჟს და ზალიან მალე გადამდის, ანუ სადმე რომ ვარ დატანჯული ვარ და
ამიტომ ერთხელ რომ გავიკეთო კონტური ტუჩზე დავისვენებ და ზუსტად ვიცი რომ არასოდეს არ მომინდება მოშორება, ისევე როგორ შავი ფანქრის წვრიიილი წვრილი ხაზი თვალზე

თანაც დროთა განმავლობაში თავისით მაინც გადადის

Posted by: revolucioneri 21 Feb 2008, 17:50
Keso
შენ პერმანენტ მაკიაჟზე ამბობ მუდმივად რომ გაქვს? მინახია და არ მომეწონასავიტ, და რომ აღარ გინდოდეს, რას შვრები მერე? მოიშორებ რომ? ეგებ, მერე სხვნაიარდ გინდა დახატვა, რას იზავ?

Posted by: menak 21 Feb 2008, 17:55
revolucioneri

QUOTE
მინახია და არ მომეწონასავიტ


sad.gif

QUOTE
რომ აღარ გინდოდეს, რას შვრები მერე?



ძაან კი არ უნდა გაიკეთო ოდნავ რომ სიმკვეთრე შესძინოს ტუჩს ან თვალს smile.gif

QUOTE
მერე სხვნაიარდ გინდა დახატვა, რას იზავ?


ჩვეულებრივი საშუალებებით გადაახატავ smile.gif

ისე ვისზეც ნახე როდის ქონდა გაკეთებული და რამე დამატებითი ინფორმაცია არ გაქვს?

ან ფორუმის გზა მიასწავლე შემოვიდეს smile.gif

Posted by: revolucioneri 21 Feb 2008, 18:10
QUOTE (Keso @ 21 Feb 2008, 17:50 )
მე მაგალითად პატარა ტუჩები მაქვს და მუდმივად ვიკეთებ კონტურს, ანუ ზუსტად ვიცი რომ კონტური ყოოოოველთვის მჭირდება და პრობლემა კიდევ ის არის, რომ ტუჩები, ისევე როგორ სახე, ძალიან მიწამს მაკიაჟს და ზალიან მალე გადამდის, ანუ სადმე რომ ვარ დატანჯული ვარ და
ამიტომ ერთხელ რომ გავიკეთო კონტური ტუჩზე დავისვენებ და ზუსტად ვიცი რომ არასოდეს არ მომინდება მოშორება, ისევე როგორ შავი ფანქრის წვრიიილი წვრილი ხაზი თვალზე

თანაც დროთა განმავლობაში თავისით მაინც გადადის

უი, მეც მაგის გამო ვფიქრობდი ერთ დროს გამეკეტებინა, პატარა ტუჩები არ მაქვს, მაგრამ უფერული, ხოდა შენი არ იყოს, კონტურს სულ ვიკეტებ ფერი რომ მისცეს, მერე ალუბლის ბალზამს ვისვამ და ძაან ბუნებრივი ფერი ხდება და მეც შევღონდები ხოლმე, ხოდა, მეც ვიფიქრე , ეგებ, გავიკეტო მეთქი, ხოდა ერტს რომ ვუნახე წარბები მოიხატა წვრილი ზაფივიტ და გული შემიღონდა, ხოდა ვიფიქრე, ნოუ ვეი, მაგას არ ვიზავ არაა მეთქი! არადა, როგოც მახსოვს, იმან თქვა, ტუ არარ მინდა აშორებენო, არ მახსოვს ზუსტად, კაი 6 წლის წინ იყო.

menak
ასე რომ, მანდ არ ვარ რამე მიგასწავლო ად აქაური , აბა, რატ გინდა.
აჰა, ინფო, დავაგოოგლე, http://www.google.com/search?hl=en&sa=X&oi=spell&resnum=0&ct=result&cd=1&q=permanent+make+up&spell=1

Posted by: TT+ 21 Feb 2008, 18:14
არა უშნოდ ნამდვილად არ ჯდება
მე მაქვს ნანახი მამიდაჩემის დაქალმა გაიკეთა ხარკოვში
ძაან გოგჩოა და მაგრადაც მოუხდა
ძალიან ბუნებრივად ზის
თუ მოგბეზრდება ტონალური გადაისვი და ეგაა

აი თვალზე მეც გავიკეთებდი მაგრამ მეშინიასავით smile.gif

Posted by: bacila 21 Feb 2008, 19:51
QUOTE
კმაყოფილია?

მე მინდა გავიკეთო ტუჩზე და რაღაც ვერ ვრისკავ, არავინ ვიცი გაკეთებული რომ ქონდეს დედაჩემის მეგობარს აქვს ოღონდ იმან მოსკოვში გაიკეთა და იავი აბა?

Keso, იმასაც ტუჩზე აქვს გაკეთებული, შენნაირი პრობლემა ჰქონდა - წვრილი ტუჩები.
ე.ი. მე ვნახე მას მერე, როცა პირველი სეანსი ჰქონდა ჩატარებული მხოლოდ, ცოტა აქერცლილი ჰქონდა დამუშავებული კანი. მე მგონი 1 თვის (ან 2 კვირის) პერიოდით 3 სეანსი იყო საჭირო. ეფექტი ნამდვილად ჰქონდა, თან ძალიან ბუნებრივი. დახატულ წარბს ნუ შეადარებთ, ტუჩის კონტური ბევრად უფრო ბუნებრივად ჯდება.

მართალია საბოლოო შედეგი არ მინახავს, მაგრამ ვიცი რომ კმაყოფილია yes.gif

Posted by: STEELHEART 21 Feb 2008, 23:12
მეც მინდა გაკეთება და მეც ტუჩზე smile.gif როგორც ვიცი ფემინაში აკეთებენ spy.gif არ გავსულვარ მაგრამ ვაპირებ. რამეს თუ გავიგებ დავწერ..

Posted by: P_s_y_c_h_e 21 Feb 2008, 23:53
TT+
QUOTE
აი თვალზე მეც გავიკეთებდი მაგრამ მეშინიასავით 


თვალზე მეც მიანტერესებს და რამდენად უსაფრთხოა ნეტა?
კოსმეტეოლოგმა მითხრა თვალია და მაინც მოერიდეო
არადა ყოველდღიურად ფანქარის წასმაც არ არის სახარბიელო თვალის კანისთვის

QUOTE
რომ აღარ გინდოდეს, რას შვრები მერე


პერმამენრული მაიკიაჟი არის 6თვიანი, 1წლიანი და ა.შ. მგონი ღირს რომ 6 თვიანი მოისინჯოს და თუ გაამართლებს მერე წლიანი გაკეთდეს

Posted by: bachi24 22 Feb 2008, 00:04
აუ მეც მინდა ეგ,წარმოიდგინეთ რა მაგარია ბასეინიდან ამოდიხარ ან ტირიხარ და სახე ფორმაში გაქsmile.gifმინდა

Posted by: P_s_y_c_h_e 22 Feb 2008, 00:42
bachi24
QUOTE


აუ მეც მინდა ეგ,წარმოიდგინეთ რა მაგარია ბასეინიდან ამოდიხარ ან ტირიხარ და სახე ფორმაში გაქმინდა

up.gif

მითუმეტეს, რომ ყოველ დილას არ გეხარჯება დრო წასაწმელად და საღამოს მოსაშორებლად smile.gif

Posted by: revolucioneri 22 Feb 2008, 02:15
QUOTE (P_s_y_c_h_e @ 22 Feb 2008, 00:42 )
bachi24
QUOTE


აუ მეც მინდა ეგ,წარმოიდგინეთ რა მაგარია ბასეინიდან ამოდიხარ ან ტირიხარ და სახე ფორმაში გაქმინდა

up.gif

მითუმეტეს, რომ ყოველ დილას არ გეხარჯება დრო წასაწმელად და საღამოს მოსაშორებლად smile.gif

მოკლედ, ზარმაც ქართველზე ზედგამოჭრილია gigi.gif yes.gif

Posted by: GIMME 23 Feb 2008, 22:22
მეც ძაან მაინტერესებს ეს საკითხი და ფასებიც თუ ვინმემ იცის რა ჯდება ეს სიამოვნება იქნებ დაწეროოს smile.gif

Posted by: P_s_y_c_h_e 24 Feb 2008, 14:59
ფასებიიი, ფასები გვაინტერესებს:
მაგალითად ტუჩის კონტურის, წამწამებთან შავი კონტურის

გვარამიასტან წამწამების დაგრძელებას აკეთებენ?

Posted by: თებზი 24 Feb 2008, 15:31
აი ეს განსხვავებაა მდე-და მერეsmile.gif ვისაც უხდება და მოწონს რატომაც არ უნდა გაიკეთოს smile.gif

http://www.123.ge/

http://www.123.ge/

Posted by: Deamanu 24 Feb 2008, 16:20
ტუჩზე მაგარია,ლივ ტაილერს აქვს 'lOrd Of the rings'ში : P რO წარმOვიდგენ რა კაი რამეა ...


ვინმეს არ უნდა გაიგOს რა ღირს ? : )

Posted by: Evilchik 24 Feb 2008, 22:48
ეგ არ შორდევბა ხო? .... და სხვანაირად თუ მოგინდათ დახატვა და მერე რა უნდა ქნათ?.....

Posted by: Keso 24 Feb 2008, 23:10
QUOTE
აუ მეც მინდა ეგ,წარმოიდგინეთ რა მაგარია ბასეინიდან ამოდიხარ ან ტირიხარ და სახე ფორმაში გაქმინდა

მითუმეტეს, რომ ყოველ დილას არ გეხარჯება დრო წასაწმელად და საღამოს მოსაშორებლად



აუ, ამაზე არ მიფიქრია და ეხლა რომ დავფიქრდი რა მაგარიაააააა
მე დავრეკავ ხვალ Fემინაში და გვარამიასთან, იმედია ტელ. მეტყვიან ?

Posted by: Deamanu 24 Feb 2008, 23:42
Keso
რა კარგი ხარ 2kiss.gif

დაგვიწერე მერე რა,ტუჩზეც კითხავ იმედია ...

Posted by: სხვანაირა 8 Apr 2008, 14:09
Keso
QUOTE
მე დავრეკავ ხვალ Fემინაში და გვარამიასთან, იმედია ტელ. მეტყვიან ?

ხო არ დაგირეკია?

Posted by: baikela 8 Apr 2008, 14:22
მეც ზალიან მაინტერესებს ტუცების პრობლემა მაქვს

Posted by: n_j 8 Apr 2008, 15:47
revolucioneri
QUOTE
ალუბლის ბალზამს ვისვამ და ძაან ბუნებრივი ფერი ხდება

აუ ეს რა არის? დავინტერესდი

Posted by: ANGELofDEATH 8 Apr 2008, 21:03
medishic xom aketeben konturul makiajs . davreke erti ori tvis win mindoda (magram sakmeebi gamomichnda da zapxulistvis gadavde eg sakme, bareb zagari da ambebi... givi.gif ) xoda ese mitxres 300 lari girso konturuli makiaji tuchzeo... sheperilobas shegirchevto kanis tmis tvalis peris mixedvito... da tu ginda konturi da mtlianad tuchis peris shecvlao 500 lario... ogond xangrdzlivoba ar maxsovs mgoni 1 weli chups.gif love.gif sashualo zomis tuchebi makvs magram minda upro didi. sad.gif

Posted by: bachi24 8 Apr 2008, 21:29
QUOTE
xoda ese mitxres 300 lari girso konturuli makiaji tuchzeo

რა ამბავია! თAნაც ერთ წლიანი,მაგ ფასად ტუჩს დაიბერავს კაცი boli.gif

Posted by: NAT414 8 Apr 2008, 22:41
აუ მეც მინდა თვალზე sad.gif

აი ესე მომწონს sad.gif

user posted image

user posted image

user posted image

user posted image


Posted by: menak 21 Apr 2008, 22:47
აუ მინდა ტუჩზე მაგრამ ეჰ.........................


user.gif

Posted by: sevaida 22 Apr 2008, 14:21
თვალზე უფრო მომწონს, ტუჩზე დიდად არა..

Posted by: Coco Mademoiselle 22 Apr 2008, 22:20
300 ლარი რა მაბავია?
ძვირი არ არის??????

Posted by: საფრთხობელა 22 Apr 2008, 22:34
ეს კონტურული მაკიაჟი რაღაა ნეტა? biggrin.gif

ტატუა იგივე biggrin.gif

მოდით ჰა ნემსი და ტუში მეც მაქვს და მთელი ციხე მასე იხატება, და მოდიტ 30 ლარად მოგხატავთ, 300 ლარი რა უბედურებაა? biggrin.gif

Posted by: mari_angel_ge 30 Apr 2008, 00:07
მგონი ძაან მაგარი საშუალებაა ეგ, პროსტო როგორ გაგიკეთებენ აქ, თორემ ვიცი რომ ძალიან ბევრია კმაყოფილი!

Posted by: S_H_I_N_Y 30 Apr 2008, 00:41
QUOTE
მგონი ძაან მაგარი საშუალებაა ეგ, პროსტო როგორ გაგიკეთებენ აქ, თორემ ვიცი რომ ძალიან ბევრია კმაყოფილი!


yes.gif
თვალზე მომინდაააა, მაგის ფასი არავინ იცის?

თან აქ როგო აკეთებენ ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი user.gif

Posted by: baikela 30 Apr 2008, 10:23
გუშინ დავრეკე მედიში და მითხრეს რომ 230 ლარიდან 300 ლარამდე ჯდება ორივე ტუჩიო და 2 საატი უნდება გაკეთებასო

Posted by: margusha 30 Apr 2008, 10:29
QUOTE (S_H_I_N_Y @ 30 Apr 2008, 00:41 )
QUOTE
მგონი ძაან მაგარი საშუალებაა ეგ, პროსტო როგორ გაგიკეთებენ აქ, თორემ ვიცი რომ ძალიან ბევრია კმაყოფილი!


yes.gif
თვალზე მომინდაააა, მაგის ფასი არავინ იცის?

თან აქ როგო აკეთებენ ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი user.gif

მე რაც ვნახე გაკეთებული, ჯობია არ მენახა ანუ გაწოვა რომ დაიწყო ამ საღებავმა ტუჩიდან, გაიშალა ტუჩების ირგვლივ და გადაიდღაბნა ისე, თითქოს ხელით რომ მოიშორებ პომადას და ნარჩენები აქეთ იქით გადადისbiggrin.gif

Posted by: S_H_I_N_Y 30 Apr 2008, 12:30
margusha

დედაააააა, აღარ მომინდა drug.gif

აქ ყველაფერი უნდა გადაამოწმო, თორენ ისეთს გაგიკეთებენ, რომ .......

Posted by: kikito 30 Apr 2008, 12:32
დედაჩემმა გაიკეთა თუჩზე და თვალზე და კიდე წარბები ხოდა რავი მემგონი პატარა ასაკში არ ღირს ტან იმან ვინც გაუკეთა უთXრა რო პარტარებს არ ურჩევო tongue.gif თავიან ძალიან ეტყობოდა და არაბუნებრივი იყო და თან თვალები და თუცები ქონდა გასიებული საშინლად biggrin.gif ეხლა ბუნებრივარ გამოიყურება

Posted by: Meguna 30 Apr 2008, 13:40
bachi24
QUOTE
აუ მეც მინდა ეგ,წარმოიდგინეთ რა მაგარია ბასეინიდან ამოდიხარ ან ტირიხარ

აუზში მაკიაჟით არც უნდა ჩახვიდე smile.gif

Posted by: baikela 30 Apr 2008, 15:00
kikito
ვინ გაუკეთა და თვივთონ თუ არის კმაყოფილი

Posted by: kikito 30 Apr 2008, 16:43
baikela
მოსკოვში გაიკეთა იქ ცხოვრობს mo.gif

Posted by: baikela 1 May 2008, 14:06
ხალხო კონტურული მაკიაჯის გაკეთება მინდა და ვისტთAნ გავიკეთო მირჩიეს წოPეს გოგო თქვენ რას მირჩევთ

Posted by: POMPADOUR MADAM DE 5 May 2008, 19:53
რა ამბავია 300 ლარი რა თან რამდენხნიანია ეს კონტურული მაკიაჟი? ვაპირებდი თვალებზე გამეკეთებინა მაგრამ მართლაც რომ ღორობა გამოდის, რა პლასტიკური ოპერაციაა თუ რის გამო ღირს 300 ლარი

ახ..ტ ბლ..ა რა!!

Posted by: LIKA@LIKA 14 Jun 2008, 14:51
აუ მეც მინდა ფანქარი თვალზე! ხომ არ იცით რა ჯდება? მარტო თვალზეც არის ალბათ 6 თვიანი? ჯერ ამას ვცდიდი და მერე ვნახოთ. ან სად აკეთებენ უფრო კარგად

Posted by: bachi24 15 Jun 2008, 13:29
QUOTE
bachi24

QUOTE
აუ მეც მინდა ეგ,წარმოიდგინეთ რა მაგარია ბასეინიდან ამოდიხარ ან ტირიხარ


აუზში მაკიაჟით არც უნდა ჩახვიდე 

ვიცი,მაგრამ მთელი მუღამიც ამაშია,რომ კონტურული მაკიაჟით ჩახვალ და ფორმაშიც იქნებიsmile.gif

Posted by: lilu777 15 Jun 2008, 14:06
LIKA@LIKA

აუ თვალზე ფანქარი მეც მინდა მაგრამ რაღაც მეშინია

მე როგორც ვიცი 6 თვიანიც არის და 1 წლიანიც . ადრე რომ შემოვიდა რაღაც ბუმი იყო მაკა ასათიანი და მთელი მაგის სამეგობრო იკეთებდა TV შიც იყო smile.gif
* * *
წეღან დავრეკე 212 - 312 ზე გვარამიას ცენტრში, თვალზე 2დან 5წლამდე ვაკეთებთო 150 ლარიდან თუ არ ვცდები და მე მაქვს ძაან კმაყოფილი ვარო ოპერატორმა მითხრა smile.gif) თავიდან 2 დღე ცოტა შესიებული გაქვს ვადის გასვლის პერიოდში კი უბრალოდ ფერმკრთალდებაო smile.gif

Posted by: LIKA@LIKA 15 Jun 2008, 14:59
lilu777
მერე საშიში რამდენად არის ნეტა? 2 წელი ბევრია იქნებ აღარ მომინდეს 1 წელი კიდე მოჟნა

Posted by: lilu777 15 Jun 2008, 15:06
LIKA@LIKA

არვიცი შეიძლება 1 წელიც შესაძლებელია დარეკე აბა, ისე მეც მეშინია ცოტა დეიდაჩემი ექიმია და სასტიკად გამიპროტესტა რავიცი აბა თუ დამარტყა თავში შეიძლება მაინც გავიკეთო smile.gif
ვისაც გაუკეთებია იმის რეალური კრიტიკული აზრი მაინტერესებს

Posted by: LIKA@LIKA 15 Jun 2008, 16:15
lilu777

ხოო, ეხა მოვა ჩემთან დაქალი ახლობელმა გაიკეთაო მითხრა და კაიაო და ვკითხავ აბა თუ არ დამავიწყდა რა დაუჯდა და სად გაიკეთა. ]

Posted by: lizofobi 17 Jun 2008, 17:29
ისა და...მტკივნეულია კონტურული მაკიაჟის გაკეთება? ან რამე ალერგიული რეაქცია თუ აქვს?

Posted by: bakako6 15 Nov 2009, 21:55
მე გავიკეტე და ზალიან კმაყოფილი ვარ

Posted by: GlamourGirl 21 Dec 2009, 17:04
bakako6
ვისთან გაიკეთე და რისი, თვალის? რა დაგიჯდა შეგიძლია დაწერო? chups.gif

Posted by: bochita 21 Dec 2009, 17:35
bakako6
იქნებ მოახერხო და სურათი დაგვიდო რაsmile.gif

Posted by: bakako6 21 Dec 2009, 22:00
ტუცებზე გავიკეთე ირინასთან მედიში 600 ლარი მივეცი თავის რასტუსოვკით

Posted by: butterfly616 26 Dec 2009, 16:39
ესთეტიკ სერვისში აკეთებენ ტუჩზეც და თვალზეც, 365-007

Posted by: თებზი 26 Dec 2009, 16:49
გავრისკო-არ გავრისკო
გავრისკო-არ გავრისკო biggrin.gif

Posted by: NITSA_144 26 Dec 2009, 18:32
QUOTE
bakako6
იქნებ მოახერხო და სურათი დაგვიდო რა


+1000000000000000000000


თებზი
QUOTE
გავრისკო-არ გავრისკო

sa.gif


war.gif

ზოგი რა მოცლილია..

ღმერთ ებარებოდეთ







gigi.gif

Posted by: GlamourGirl 18 Feb 2010, 12:44
ვინმეს ამ ბოლო დროს ხომ არ გაგიკეთებიათ კონტურული მაკიაჟი? ფასები მაინტერესებს დაახლოებით რა ღირს და სად კეთდება კარგად?

Posted by: Keso 2 Mar 2010, 02:11
მდააააააააა

მაინც ვერ გავიკეთე, მეშინია და რა ვქნა ? biggrin.gif

Posted by: paradise_seeker 2 Mar 2010, 11:33
წამწამებსაც რამეს უშვებიან პახოდუ თუ ემთხვევა რომ პოსლე ფოტოებში დატუშული აქვთ ?
მე მინდა დიდი წამწამები )))

Posted by: FCB-87 3 Mar 2010, 00:55
რა ღირს ტუჩებსზე კონტური? . ელზა ვარ ახალი წევრი ვარ ზაან დამაიტერესა თკვენმა თემებმა

Posted by: MALI 5 Apr 2010, 08:46
ვინმეს თუ შეგიძლიათ მითხრათ სად კეთდება კონტურული მაკიჟი?
ვარიანტები მინდა კლინიკების

წარბებზე იმედია აკეთებ ,,,,,,,,,,,,,

Posted by: butterfly616 7 Apr 2010, 11:49
MALI
ესთეტიკ სერვისში აკეთებენ ვიცი, ტელევიზიის წინ არის.

Posted by: Sopho* 7 Apr 2010, 12:24
paradise_seeker
QUOTE
წამწამებსაც რამეს უშვებიან პახოდუ თუ ემთხვევა რომ პოსლე ფოტოებში დატუშული აქვთ ?
მე მინდა დიდი წამწამები )))


წამწამებს ვერაფერს უშვრებიან ჯერჯერობით. ანუ დაგრძელებაზე ვამბობ. უბრალოდ წერტილებს სვამენ წამწამებს შორის - ფერების არჩევანი უამრავია და ზუსტ ფერს შეგირჩევენ - რაც ლამაზ ეფექტს იძლევა, უფრო ხშირ წამწამებს გიჩენს.
Keso
ტუჩების კონტური მინახია, მაგრამ .... მე პირადად ტუჩებს დავიბერავდი, ვიდრე კონტურს გავიკეთებდი. თან ერთ გოგოზე ვნახე, მე მგონი კონტური ქონდა გაკეთებული და რაღაც არ მომეწონა, თუმცა ალბათ მნიშვნელობა აქვს როგორ გაგიკეთებენ, ფერი უნდა შეარჩიონ ზუსტად და წვრილად უნდა გაგიკეთონ რომ შესამჩნევი არ იყოს.

Posted by: Keso 7 Apr 2010, 14:53
MALI
QUOTE
წარბებზე იმედია აკეთებ ,,,,,,,,,,,,,


ეგ როგორ? spy.gif

Sopho82
ეხლა კონტური აღარ მინდა, ეხლა იცი რა მინდა? smile.gif გელით რომ ბერავენ ოოოდნავ ტუჩების ზედა კონტურს იმის გაკეთება მინდა. დაახლოებით 700 ლარამდე ჯდება კუზანოვთან (თუ არ ვცდები) და ერთი წელი გყოფნის

Posted by: Sopho* 7 Apr 2010, 16:49
Keso
QUOTE
ეხლა იცი რა მინდა?  გელით რომ ბერავენ ოოოდნავ ტუჩების ზედა კონტურს იმის გაკეთება მინდა.

ა, ვიცი, ძალიან ლამაზი რაღაცაა... მაგრამ მე ბუნებრივად მაქვს smile.gif
QUOTE
დაახლოებით 700 ლარამდე ჯდება კუზანოვთან (თუ არ ვცდები) და ერთი წელი გყოფნის

მე მგონი ღირს 700 ლარის გადახდა user.gif

Posted by: MALI 7 Apr 2010, 17:51
:*
QUOTE
QUOTE
წარბებზე იმედია აკეთებ ,,,,,,,,,,,,,


................................ენ smile.gif))))
ეგ როგორ? 


Posted by: tamotamo1 27 Aug 2010, 13:55
სამი თვის წინ გავიკეთე კონტური ტუჩებზე, პირველი სამი დღე ჩემი თავის მეშინოდა, ძალიან მუქად მქონდა, ჩემი შეყვარებული გადაირია რომ დამინახა, კინაღამ დამშორდა smile.gif; მაგრამ ერთ კვირაში ისე მაგრად დამაჯდა რო ... დამშორდა კი არა გუშინ ისე ჭიკჭიკებდა მგონი ცოლობა უნდა მთხოვოს. რაღაც მაგარ სიურპრიზებს მპირდება და ვნახოთ, ვნახოთ... გაგაგებინებთ ამბებს smile.gif

Posted by: natianatia12 27 Aug 2010, 14:38
tamotamo1
გილოცავ! სად გააკეთე და რა დაგიჯდა? ძალიან მინდა ოღონდ მხოლოდ ზედა თუჩზე თუ შეიძლება, ისე ფერი დაემთხვა? ჩანს თუ არა რო კონტური გაქ?

Posted by: tamotamo1 1 Sep 2010, 18:31
natianatia12მედიში გავიკეთე კოსტავაზე კაზინო ევროპის პირდაპირ როა, 600 ლარი დამიჯდა დატუშვით, ანუ მარტო კონტურს კი არ გიხაზავენ ტუჩებსაც გიფერავენ ოდნავ და ბუნებრივად ჯდება. ირინა გორგოძე იკითხე ექიმი, ყველაზე მაგარი და გამოცდილი კოსმეტოლოგია თბილისში. ფერსაც ზუსტად დაგიმთხვევს. მოკლედ ძაალიან კმაყოფილი ვარ მე პირადად smile.gif

Posted by: თებზი 7 Sep 2010, 14:25
მაინტერესებს აქ თუ პოსტავს ისეთი ვინმე, ვისაც აქვს გაკეთებული კონტურული მაკიაჟი თვალებზე.
ფორმის შეცვლა მინდა ოდნავ biggrin.gif
არანაირი ლასტოჩკები და ზედმეტი ფერები, მხოლოდ თვალის კონტურის შეცვლა biggrin.gif
ხოდა ვის მირჩევთ smile.gif

Posted by: BAKUSA 7 Sep 2010, 16:45
თვალის კონტურიი მეც მინდაა, მაინტერსებს ვინმეს თU აქვს გაკეთევული, სად და რამდენად..ველიი პასუხეეეებს

Posted by: aranormaluri 7 Sep 2010, 16:49
tamotamo1
იცი რა მაინტერესებს? რამდენ ხანს გყოფნის დატუშვა? და კონტურის გარეშე თუ შეიძლება დატუშვა? ანუ კონტური რომ არ გავიკეთო ისე.
* * *
300 ლარი მშვენიერი ფასია, მაგრამ 600 უკვე ოოოო. არ მინდა, არ მიღირს.

Posted by: ანესთეზია 7 Sep 2010, 21:38
და ეგ პერმანენტული მაკიაჟიც თუ ისევე კეთდება როგორც ტატუ, 2-5 წელიწადში რანაირად გადადის? biggrin.gif

Posted by: butterfly616 10 Sep 2010, 14:10
ანესთეზია
ტატუ საღებავით კეთდება, კონტური მცენარეული პიგმენტით რომელიც იწოვება,

Posted by: kikito 17 Sep 2010, 15:17
...............................................................

Posted by: BAKUSA 17 Sep 2010, 15:36
ბავშვებო სად გავიKეთო მირჩიეთ რა , არ მინდა კონტურივით მეტყობოდეს, ოდნავ გადასეული მინდა ტუჩის კონტურიდან, ვიზუალი რომ გამიზარდოს, რა ჯდება და სად აკეთებენ კარგად???

Posted by: BAKUSA 24 Sep 2010, 14:25
მირჩIეთ რაა სად ხაართთ??.................................

Posted by: butterfly616 24 Sep 2010, 14:37
BAKUSA
წინა გვერდები გადაგეკითხა ისე smile.gif მე სადაც დავდივარ იქ აკეთებენ როგორც ვიცი. ესთეტიკ სერვისში. დარეკე და მიდი კონსულტაციაზე, მე არ მაქვს გაკეთებული და დეტალები არ ვიცი

Posted by: KEIDI_13 25 Sep 2010, 13:29
არაა, რაღაც არ მინდა. კონტურს საერთოდ არ ვხმარობ ტუჩზე. თვალის ფანქარს კიდევ ხან ზევიდან ვისმევ ხან ქვევიდან biggrin.gif
არაა საჩემო საქმე კონტური.

Posted by: პარიჟანი 14 Oct 2010, 13:54
butterfly616

ხომ არ იცი წამწამების და წარბების ტუშირების დროს გაუტკივერებას როგორ აკეთებენ, და რამდენად უსაფრთხოა თვალისთვის?

Posted by: butterfly616 15 Oct 2010, 14:47
პარიჟანი
მგონი რაღაც გამაყუჩებელ მაზს უსვამენ, ტუჩის კორექციაზე ეგრე აკეთებენ და ალბათ კონტურზეც. დარეკე და კონსულტაციაზე გაიგებ ყვლეაფერს. უსაფრთხოების რა გითხრა, ექიმი თუ პროფესიონალია და კარგად გააკეთა არაფერი არ მოგივა biggrin.gif

Posted by: kroshkatamunia 21 Oct 2010, 00:04
მაგარი რამეა, თვალზე მინდა გავიკეთO, ოდნავ წვრილი ხაზი, წამწამებთან ახლოს, რომ ისე ხაზივით არ ჩანდეს. ჯერ პარიზში ნაყიდი ბობი ბრაუნის თვალის ფანქარი ჩავამთავრო , თორემ თუ გამიხმა - ხომ გამისკდა გული!

Posted by: BAKUSA 22 Oct 2010, 10:18
გოგოებო გელით სად ბერავენ ყველაზე კარგად? რა ჯდება?

Posted by: butterfly616 23 Oct 2010, 12:50
BAKUSA
ჩემმა დაქალებმა ესთეტიკ სერვისში დაიბერეს და კარგად აქვთ. მე არ გამიკეთებია, ისედაც დაბერილივით მაქ biggrin.gif 1 გრამი 210 ლარი ღირს გააჩნია რამდენი გინდა

Posted by: BAKUSA 23 Oct 2010, 13:10
butterfly616
ალბათ მეყობა ერთი გრამი, ლოქოსავით არ მინდა მქონდეესsmile.gif))ესეიგი ბუნებრივად ჯდება ხომ?

Posted by: butterfly616 29 Oct 2010, 13:41
BAKUSA
თვითონ ექიმიც გირჩევს, ამათმა დაიმატეს მერე 2 გრამი, ეუბნებოდა არ გინდათო მარა არ დაუჯერეს და დადიან ეხლა კვატებივით biggrin.gif თავიდან 1 გაიკეთე და თუ დაგჭირდა მერე ერთ თვეში დაიმატებ

Posted by: სერაფიტი 28 May 2011, 14:42
გოგოებო, იქნებ მირჩიოთ:
ბიკინის ზოლზე (ვგულისხმობ იმ ნაწილს, რომელიც საცვლის გარეთ ექცევა) ვიკეთებ ცვილის ვაქსს. მრჩება რაღაც წითელი ლაქები, რომლებიც მერე ყავისფერი ხდება და კარგა ხანს მაქვს. ხანდახან მიბრუნდება თმა და ისიც იწვევს. რამე მალამო ან ხალხური საშუალება თუ არის, რომ ეს ლაქები გამიქროს? იქნებ ვინმეს გამოცდილი ჰქონდეს და რამე კარგი მალამო იცოდეს. მომენატრა ჩემი კრიალა კანი smile.gif

Posted by: an_u_ka 28 Jul 2011, 03:52
ცოტა ძველი თემაა მაგრამ თუ კიდევ ვინმეს აინტერესებს კეკელიძეზე ჯავახიშვილების სალონში აკეთებენ თბილისში ყველაზე კარგად თან ძვირიც არ ღირს თუ არ ვცდები 100 $ დან იწყება ფასი. ტუჩის და წარბის კონტურები მაქვს მათი გაკეთებული რამდენიმე ნანახი და ძალიან მომწონს.

Posted by: charlota 8 Sep 2011, 13:54
http://gvaramia.com/makiaj.php


გვარამიასთან ტუჩზე კონტურული მაკიაჟი ხომ არ იცით რა ღირს... ????

Posted by: Keso 16 Sep 2011, 22:56
an_u_ka
QUOTE
ტუჩის და წარბის კონტურები მაქვს მათი გაკეთებული


შენ გაიკეთე ტუჩი ?

Posted by: an_u_ka 2 Oct 2011, 00:07
Keso
მე არ მაქვს, მაგრამ ჩემს გარშემო ძალიან ბევრმა გაიკეთა მანდ და ძალიან კმაყოფილები არიან

Posted by: kroshkatamunia 5 Oct 2011, 23:21
გაკეთებული მაქვს ტუჩის ტატუაჟი - რასტუშოვკით კონტური მინდოდა - არ მინდოდა წვრილი ხაზი ყოფილიყო , და ტუჩის ფერზე დავასმევინე, ბუნებრივი ტუჩის კონტურს ოდნავ გადავაცილე და გამოვიდა უფრო ფუმფულა ტუჩები. ხოდა აქ ბევრს აინტერესებდა თვალზე. თვალზეც მაქვს გაკეთებული, ოყონდ ტატუაჟია ესეც . ანუ წესით 5 წელზ მეტი უნდა მეყოს. თვალი უფრო არასასიამოვნო იყო ვიდრე ტუჩები. საზიზღარი გრძნობა იყო თვალზ კეთების პროცესი, მერე თვალები დასიებული მქოდა, მერე ეს ქუცები მომახმა და ამდზვრა, ამ დროს სულ სპეციალურ მალამოს ვისვამდი , რომ დროზე ადრე არ ამდზვრალიხო , თორემ შეიძლებოდა დაზანებულიყო კონტური, თვალზე ოდნავ გავიკეთე, მაგრამ საკმაოდ მიხდება, მომწონს ძალიან და კმაყოფილი ვარ. ასე რომ ვისაც გინდათ გაიკეთეთ, არ ინანებთ, და თანაც ამ ფანქრით თვალის წვალება არ დაგჭირდებათ მუდმივად.

Posted by: parikutini 6 Oct 2011, 00:29
BAKUSA

ესთეთიკში გავიკეთე მეც smile.gif კმაყოფილი ვარ მაგრამ 1 გრამი თითქმის არც ემჩნევა... პირველი 2 კვირა კი მაგრამ მერე ეს გელი ეტYობა უკეთ ნაწილდება და ეხლა თითქმის არც მემჩნევა.... თითო ტუჩს სადღაც გრამ ნახევარი 2 გრამი სჭირდება ჩემი აზრით რომ განსხვავება შენიშნო ძველ და ახალ ტუჩს შორის.... smile.gif
ვაპირებ დამატებას თითო თითო გრამის ზევითაც და ქვევითაც smile.gif

Posted by: ქეთუ 6 Oct 2011, 10:20
kroshkatamunia სად გაიკეთე და რა დაგიჯდა?

ტუჩზე შეგიძლია დადო სურათი მანამდე და გაკეთების მერე?
აი რაც ფაწერე ეგ მიდა მეც და ვიცოდე მიახლოებით რა გამოვა biggrin.gif

Posted by: charlota 6 Oct 2011, 15:14
QUOTE
ტუჩზე შეგიძლია დადო სურათი მანამდე და გაკეთების მერე?
აი რაც ფაწერე ეგ მიდა მეც და ვიცოდე მიახლოებით რა გამოვა


მეც ზუსტად ეს მინდა.. : D ტუჩის ფერიი, ისე რომ არ მეტყობოდეს.. უბრალოდ კონტური გამოკვეთილი....

Posted by: kroshkatamunia 7 Oct 2011, 19:38
ხალხნო ძველი სურათი მანამდე არ მაქვს - ისე რომ მკვეთრად ჩანდეს სხვაობა, დხეს საღამოს დავდებ რაც გამოვიდა

Posted by: ქეთუ 7 Oct 2011, 23:54
kroshkatamunia იყოს ის რაც გამოვიდა smile.gif რა დაგიჯდა?

Posted by: kroshkatamunia 8 Oct 2011, 16:39
თვალის ტატუაჟი
თხლად მინდოდა, რომ ძალიან არ ყოფილიყო, და მეტი სიმკვეთრე თუ მინდა ლაინერს უსმევ ზევიდან და მშვენიერია http://pixs.ru/?r=3111898
* * *
ეგ ტუჩის, მაგრამ ცუდად ჩანს, და ამიტომ დიდი ვერაფერი გამოვიდა, თან კონტურის გარეშე არ გინახავთ და ვერ გამოიტანთ დასკვნას, ნუ ფაქტია რომ ასე უფრო მკვეთრია http://pixs.ru/?r=3111905

Posted by: charlota 8 Oct 2011, 17:13
kroshkatamunia


სურათში რაც ჩანს ტუჩზე არც გეტყობა თუ გაკეთებულია.. ბუნებრივად არის და მეც ეგრე მინდა...

სად და რამდენად გაიკეთე თუ საიდუმლო არ არის.. )) :*

Posted by: დოლორეს 8 Oct 2011, 18:22
an_u_ka
QUOTE
წარბის კონტურები

parikutini
გოგოებო,თქვენც გვანახეთ რა ფოტოები.

kroshkatamunia
მტკივნეული იყო? პროცედურა როგორია,შეგიძლია აღწერო?
მე მგონი ტუჩი დატუშულიც გაქვს ხომ?
როგორ კეთდება ეგ,როგორი ფორმაც გინდა ისეთ ფორმას აზლევ თუ მხოლოდ ტუჩის ბუნებრივ ხაზს ამკვეთრებენ?
ლამაზია და ბუნებრივი,არ გეტყობა.
ჩემს ნატესავს აქვს მე მგონი გაკეტებული,არ ამხელს givi.gif არადა მაგრად ეტყობა ტუჩზე შემოხაზული biggrin.gif უშნოდ აქვს.
შენ კი ძალიან კარგად გქვს გაკეთებული.


გოგოები წერდნენ ადრე ამ თემაში შორენა ბეგაშვილის წარბებზე,გაკეთებული აქვს ტატუაჟიო.ძალიან ლამაზი წარბები კი აქვს ბეგაშვილს baby.gif

Posted by: narkozeli 8 Oct 2011, 18:44
QUOTE
გოგოები წერდნენ ადრე ამ თემაში შორენა ბეგაშვილის წარბებზე,გაკეთებული აქვს ტატუაჟიო.ძალიან ლამაზი წარბები კი აქვს ბეგაშვილს baby.gif


როცა არააქვს დაწვრილებული ლამაზია,მაგრამ ზოგჯერ ზედმეტად იწვრილებს და არ მომწონს ეგ ზედმეტად დაწვრილებული,პროვინციულ სახეს აძლევს((

Posted by: kroshkatamunia 8 Oct 2011, 19:50
დოლორეს
ტუჩები ჩემი აზრით ძალიან მტკივნეული არ იყო - უფრო არასასიამოვნო, აი თვალეეეები რთული ასატანი იყო, საშინელებააა, მე გამიჭირდა პირადად. მაგრამ საკმაოდ სერიოზულად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ეს კიდევ გაყუჩებული მქონდა მეტ ნაკლებად, ტუჩებზ რასტუშოვკა მაქვს, მართალი ხარ, ფორმას დიდად ვერ შეიცვლი ჩემი აზრით- უშნო იქნბა. ჩემს შემთხვევაში რამდენიმე მილიმეტრით გადასულია ტუჩის ბუნებრივ კონტურს, და მერე რასტუშოვკით ტუჩის შუამდე შემოსული. ფერზე დიდი ხანი ვაჩალიჩე, ხან რა ფერი ვამატებინე ხან რა, მერე მაჯის შიგნითა მხრიდან მისმევდა და ფერს უყურებდით.

Posted by: ქეთუ 8 Oct 2011, 19:56
kroshkatamunia აუ რა ბუნებრივია ორივე და კარგიიი. სად გაიკეთე?

Posted by: parikutini 8 Oct 2011, 22:33
დოლორეს
ბუნებრივი ტუჩით biggrin.gif

http://www.radikal.ru

ეს უკვე დუტი biggrin.gif tongue.gif

ხედავთ რამე განსხვავებას? rolleyes.gif

http://www.radikal.ru

ჩემი შვილის ტუჩებს დააკვირდით რომ მბაძავს biggrin.gif

Posted by: დოლორეს 9 Oct 2011, 04:07
kroshkatamunia
აჰა,გასაგებია.ფერიც ლამაზი გაქვს ტუჩების,კარგად შეგირჩევია.
მე როგორც ზემოთ არვნიშნე ბეგაშვილის წარბები მომწონს.მე თვითონ ღია ფერის წარბები მაქვს,ფორმას არ ვუჩივი და გამუქების თვალსაზრისით გავიკეტებდი ტატუაჯს,ორონდ ამას დიდი ყოყმანი უნდა ჯერ რომ გადავწყვიტო.არ მინდა მიხატულივით დამეტყოს წარბები biggrin.gif

parikutini
QUOTE
ხედავთ რამე განსხვავებას

კი,კი,როგორ არა.ძალიან მოგიხდა.ქვედა ტუცზე გაქვს თუ ორივეზე გაკეთებული?
ბავშვი შენი ასლია? biggrin.gif

Posted by: parikutini 9 Oct 2011, 11:19
დოლორეს
QUOTE
კი,კი,როგორ არა.ძალიან მოგიხდა.


bis.gif მადლობააა

QUOTE
ქვედა ტუცზე გაქვს თუ ორივეზე გაკეთებული?


ზედაზე 1 გრამი მაქვს შეყვანილი, ქვედაზე ნახევარი... იმ კვირაში უნდა დავიმატო... ზედა ტუჩზე პროცედურის დროს სისხლი ჩამექცა ცალ მხარეს, ეს სისხლჩაქცევა რომ გაიწოვა ცალ მხარეს ნაკლებად მაქვს ამობერილი ტუჩი და უნდა გავისწორო თან ცოტას კიდე ავაწევინებ ტუჩს ზევით... ვნახოთ რა გამოვა, მერე კიდე დავდებ სურათს....

QUOTE
ბავშვი შენი ასლია?


აქ კიდე მაკიჟი მაქვს ცოტა და იმდენად არ მგავს მაგრამ ისე კოპიოა... მე თითონ მიკვირს ხან და ხან იმხელა მსგავსებაა... biggrin.gif

Posted by: valentinee 9 Oct 2011, 14:36
QUOTE
ავაწევინებ ტუჩს ზევით... ვნახოთ რა გამოვა, მერე კიდე დავდებ სურათს....

შეგიძლია მითხრა, რა ჯდება ეგ ყველაფერი?

Posted by: charlota 9 Oct 2011, 14:41
parikutini


შეგიძლია რომ გვითხრა, სად და რამდენად გაიკეთე...???

Posted by: parikutini 9 Oct 2011, 16:55
valentinee
charlota

ესთეთიკ სერვისში გავიკეთე თინიკოსთან.

ერთი გრამი გელის ღირებულებაა 210 ლარი.

Posted by: valentinee 9 Oct 2011, 17:08
QUOTE
ესთეთიკ სერვისში გავიკეთე თინიკოსთან.

ერთი გრამი გელის ღირებულებაა 210 ლარი.

რამდენი ხანი გექნება? smile.gif)) ჰოდა კიდევ,კარგად გემჩნევა ,,მაქსიმუმ რამდენი გრამის შეყვანა შეიძლება?

Posted by: parikutini 9 Oct 2011, 19:42
valentinee
QUOTE
რამდენი ხანი გექნება?


3-5 წლამდე ეწერა ხელშეკრულებაში... მოკლედ ფასის ამბავია თორე ეს მასალა რაც მე შევიყვანე მაინც სილიკონია, თავისუფალი სილიკონი... არასინთეზური ნაერთია... მე არ მეშინია და გავიკეთე... მეტის საშვალება არ მქონდა მაშინ... ხო ისიც უნდა გაითვალისწინოთ რომ ამ გელს რომ სეიყვანთ სხვა გელს ვერ დაიმატებთ, სულ ეს უნდა დაიმტოთ თუ დამატება გინდათ.

QUOTE
ჰოდა კიდევ,კარგად გემჩნევა


მადლობა smile.gif

QUOTE
მაქსიმუმ რამდენი გრამის შეყვანა შეიძლება?


არ ვიცი biggrin.gif მე გოგო მყავს ნანახი რომელმაც ზედა ტუჩზე 4 გრამი შეაყვანინა და ქვედაზე 3 მაგრამ ძაან შოშია გაიჩითა... biggrin.gif tongue.gif

ძაან საყვარელი გოგოა და მოიხდინა მაგრამ ყველას მგონი არ მოუხდება მაგხელა ტუჩი biggrin.gif მე მაგხელა ტუჩებით ვიქნები კოშმარი მაგრამ იმას უხდება smile.gif


Posted by: kroshkatamunia 9 Oct 2011, 21:31
ჩემი ტატუაჟი საქართველოში არ გამიკეთებია, ამიტომ ფასის და აგილის თქმას აზრი არ ააქვს.
ტუჩები დაბერვას რაც ეხება - გოგოებო დრთხილად იყავით, მასალები გაიკითხეთ, ინტერნეტში დაძებნეთ. რამდენადაც ვიცი თბილისში ყველაზე ხშირად ბიოპოლიმერის ჰელს იყენებენ, ან სილიკონისას. არც ერთი თავისით არ იწოვება, ბიოპოლიმერი კი წლების მერე ხშირად გართულებებს იძლევა გრანულირების სახით, რისი მოშორებაც მხოლოდ ქირურგიული მეთოდით და ისიც ყველა ექიმი არ მოკიდებს ხელს იმიტომ რომ რამდენიმე საათიანი საიუველირო საქმეა. მესმის რომ ხიბლი დიდია რომ ლამაზები ვიყოთ, მაგრამ წარმოგიდგენიათ 5 წლის მერე რომ ეს ტუჩები დაიღრიცოს, ან დაფორმირდეს, ან ერთი მხარე უფრო დიდი იყოს მეორეზე. - პასუხი კიდევ დავამატებ ინიექციას - არაა გამოსავალი იმიტომ რომ ის არ იყოვება, და რაღაცა 10 წელიწადში მივიღბთ გამოუვალ მდგომარეობას. ასე რომ გისურვებთ იყოთ ყველანი ძალიან ლამაზბი და მოვლილები, მაგრამ ჰელებთან ძალიან ფრთხილები. ერთადერთი რისი შეყვანაც მიზანშეწონილია და მოწინავე ქვეყვებში მიღებული ესაა ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული ჰელები, რომლებიც მაქსიმუმ 2 წელი რჩება ორგანიზმში და მერე უკვალოდ იწოვებააა. აბა წარმატებები ყველას smile.gif
* * *
parikutini
არ დაიმატო არაფერი, 4,5თვის მერე უფრო დაგებერება ტუჩები - იმიტომ რომ სილიკონის(ან ბიოპოლიმერის) მოლეკულების გარშემო კოლაგენი გაგიჩნდება, რის შედეგადაც ტუჩები უფრო გაგეზრდება.

Posted by: parikutini 9 Oct 2011, 21:59
kroshkatamunia
QUOTE
თბილისში ყველაზე ხშირად ბიოპოლიმერის ჰელს იყენებენ, ან სილიკონისას. არც ერთი თავისით არ იწოვება, ბიოპოლიმერი კი წლების მერე ხშირად გართულებებს იძლევა გრანულირების სახით, რისი მოშორებაც მხოლოდ ქირურგიული მეთოდით და ისიც ყველა ექიმი არ მოკიდებს ხელს იმიტომ რომ რამდენიმე საათიანი საიუველირო საქმეა. მესმის რომ ხიბლი დიდია რომ ლამაზები ვიყოთ, მაგრამ წარმოგიდგენიათ 5 წლის მერე რომ ეს ტუჩები დაიღრიცოს, ან დაფორმირდეს, ან ერთი მხარე უფრო დიდი იყოს მეორეზე. - პასუხი კიდევ დავამატებ ინიექციას - არაა გამოსავალი იმიტომ რომ ის არ იყოვება, და რაღაცა 10 წელიწადში მივიღბთ გამოუვალ მდგომარეობას. ასე რომ გისურვებთ იყოთ ყველანი ძალიან ლამაზბი და მოვლილები, მაგრამ ჰელებთან ძალიან ფრთხილები. ერთადერთი რისი შეყვანაც მიზანშეწონილია და მოწინავე ქვეყვებში მიღებული ესაა ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული ჰელები, რომლებიც მაქსიმუმ 2 წელი რჩება ორგანიზმში და მერე უკვალოდ იწოვებააა. აბა წარმატებები ყველას


აბსოლიტურად გეთანხმები ყველაფერში....
ამიტომ ავღნიშნე ზუსტად
QUOTE
მოკლედ ფასის ამბავია თორე ეს მასალა რაც მე შევიყვანე მაინც სილიკონია, თავისუფალი სილიკონი... არასინთეზური ნაერთია... მე არ მეშინია და გავიკეთე... მეტის საშვალება არ მქონდა მაშინ... ხო ისიც უნდა გაითვალისწინოთ რომ ამ გელს რომ სეიყვანთ სხვა გელს ვერ დაიმატებთ, სულ ეს უნდა დაიმტოთ თუ დამატება გინდათ.

აი ეს!

QUOTE
არ დაიმატო არაფერი, 4,5თვის მერე უფრო დაგებერება ტუჩები - იმიტომ რომ სილიკონის(ან ბიოპოლიმერის) მოლეკულების გარშემო კოლაგენი გაგიჩნდება, რის შედეგადაც ტუჩები უფრო გაგეზრდება.


ამ რჩევისთვის დიდი მადლობა ჩემო კარგო 2kiss.gif მაგრამ მე მომიწევს დამატება მაინც იმიტომ რომ ზედა ტუჩზე პროცედურის დროს სისხლჩაქცევა განვითარდა, რამდენიმე დღეში გაიწოვა და აღმოჩნდა რომ ცალი მხარე შესამჩნევად პარაა ვიდრე მეორე მხარე, ასე რომ უნდა გავისწორო sad.gif

Posted by: kroshkatamunia 9 Oct 2011, 22:11
parikutini
არ გაშინებ, და გისურვებ რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს, აი ს ინფო გადაიკითხე, ბევრი რამე წერია,
http://plastic-surgeon.ru/forum/showthread.php?t=1839http://plastic-surgeon.ru/forum/showthread.php?t=1839

http://www.woman.ru/beauty/plastic/thread/3865566/2/

Posted by: parikutini 9 Oct 2011, 22:51
kroshkatamunia

ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე help.gif help.gif help.gif help.gif

Posted by: valentinee 18 Oct 2011, 16:13
ჰეიი გოგოები, ძალიან საინტერესო თემაა, ახლა გადავიკითხხე თქვენი კომენტარები და იცით რა მაინტერესებს? თბილისში სად აკეთებენ სილიკონს, სხვა პროცედურები ტუჩის გაზრდასთან დაკავშირებით მოკლევადიანი და არაეფექტურია თითქოს, ხოდა იქნებ მირჩიოთ ვისთან გავიკეთო სილიკონი?

Posted by: kroshkatamunia 22 Oct 2011, 11:25
valentinee
სანამ სილიკონს გადაწყვეტდი გირჩევდი გადაიკითხო
http://www.woman.ru/beauty/plastic/thread/3865566/2/

http://plastic-surgeon.ru/forum/showthread...read.php?t=1839

და მე პირადად გირჩევდი მოკლევადიანს, 2 წელი რომ ჩერდება და მერე უკვალოდ იწოვება, ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებულ ჰელებით კორექციას, გინდა ტუჩის ფორმის და გინდა ცხვირ ტუჩის ნაოჭის ამოვსებას

Posted by: misskleptomani 26 Oct 2011, 17:28
და რამდენი ხანი ძლებს? მეც მინდა გავიკეთო თვალზე

Posted by: YOUR-სEX-GIRLFRIEND 26 Oct 2011, 20:42
ფარის ლისთი შეუძლია ვინმეს დადოს ??

გავრამიას გარდა კიდევ სად აკეთებენ??

ვინემემ ცადა ?? რაიმე უკუჩვენებები ქონდა ?? rolleyes.gif

Posted by: kikisa 7 Nov 2011, 20:51
ბოლო ხანებში პერმანენტული მაკიაჟი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაინტერესებს ვინმეს ხომ არ აქვს გაკეთებული, სად და როგორ?

Posted by: parikutini 7 Nov 2011, 21:10
http://forum.ge/?f=99&showtopic=33823781

ასეთი თემა არსებობს... გადახედე smile.gif

Posted by: solomoni84 9 Nov 2011, 17:54
ძალიან ლამაზია მაგრამ საშიში, შეიძლება პრობლემები მოყვეს

Posted by: shoko123 13 Nov 2011, 16:59
საქართველოში არ გამიკეთებია არა მგონია მაგის სპეციალისტები იყვნენ.

Posted by: ninia55 9 Jul 2012, 14:24
მეც მინდა თანაც ძალიან მაგრამ ცოტა ძვირი ჯდებააsad.gif

Posted by: ekahelga 30 Jul 2012, 03:53


თვალზე მინდა და რა ეღირება? ............

Posted by: MissFrance 14 Aug 2012, 15:30
შაინში ფასდაკლებაა
ტუჩზე კონტურული მაკიჯი 105 ლარი ჯდება.
როგორ აკეტებენ არ ვიცი, ,აგრამ ძალიან იაფია

Posted by: Windmühle 15 Aug 2012, 12:12
ჩემს ბიძაშვილს აქვს გაკეთებული,მაგრამ მე რაღაც ვერ ვიკეთებ,თან მინდა და თან არა

Posted by: ekahelga 8 Sep 2012, 17:57
parikutini


მარტო ტუჩები გაიკეთე თუ თვალიც? თვალები ლამაზად გაქვს.....
მე ეხლა ვაპირებ თვალზე მაკიაჟის გაკეთებას და მაგიტომ გეკითხები

Posted by: parikutini 8 Sep 2012, 19:13
ekahelga

მარტო ტუჩები და უფრო მებერება და ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე biggrin.gif biggrin.gif რა ჯანდაბა მჭირს ნეტა biggrin.gif

Posted by: narkozeli 20 Mar 2013, 22:26
upppp




..................................

Posted by: Miss_Miakoo 28 Mar 2013, 20:57
narkozeli
მეც ძალიან მაინტერესებს ვაპირებ ტუჩის კონტურს, მაგრამ არ მინდა მიხატულივით მქონდეს და სად მივიდე ვეღარ გადამიწყვეტია. rolleyes.gif

Posted by: sonata 29 Mar 2013, 00:00
QUOTE
ძალიან ლამაზია მაგრამ საშიში, შეიძლება პრობლემები მოყვეს

რა არის საშიში?

მე გავიკეთე, ზაფხულის პერიოდი იყო, ზუსტად არ მახსოვს, თვალიც და ტუჩიც, მედიში გავიკეთე. ტუჩზე ფერი მაგრად დამისვეს, ზუსტად ჩემი ტუჩის ფერია (მე კონტური გავიდიდე, ფერის შეცვლა არ მინდოდა) ერთადერთი ბევრჯერ მიმიყვანეს, პიგმენტი ზოგ ადგილას არ ჯდებოდა, და პროპორციის დაცვაც უჭირდა ცოტა იმ გოგოს, ვასწორეთ და ვასწორეთ, რაც უფასო იყო, მაგრამ ისეთი ტკივილი იყო, უკვე აღარ შემეძლო. ბოლოს რაღაც ადგილებში (ტუჩზე) პიგმენტი მაინც არ ჩაჯდა, მაგრამ დიდად არ ემჩნევა. საბოლოო ჯამში კმაკოფილი ვარ, უბრალოდ დისკომფორტია ის რომ ძალიან მტკიოდა და უამრავი სისხლი მომდიოდა, ტუჩები სისხლჩაქცევებისაგან მოშავო მქონდა და საოცრად დასიებული, სახლამდე პირბადით მივედი და ერთი სამი დღე ოჯახში დამცინოდნენ რას გავხარო, მაგრამ მერე ჩამიცხრა და ძალიან ბუნებრივად დაჯდა, რაც შეეხება თვალებს, უბრალოდ მეორე დღეს იცის შესიება, რაღაც მაზს ვისმევდი და დაახლოებით 3 დღეში ჩამიცხრა.

Posted by: Miss_Miakoo 4 Apr 2013, 16:02
sonata

მე გუშინ გავრისკე და გავიკეთე, ფერი არ შემიცვლია, ზედა ტუჩზე გავიდიდე ოდნავ კონტური, ჯერჯერობით საკმაოდ მუქია ბუნებრივ ფერთან შედარებით და გული მისკდება... vis.gif შენ რამდენ დღეში ჩაგიჯდა ფერი დაახლოებით?

Posted by: sonata 4 Apr 2013, 16:54
QUOTE
მე გუშინ გავრისკე და გავიკეთე, ფერი არ შემიცვლია, ზედა ტუჩზე გავიდიდე ოდნავ კონტური, ჯერჯერობით საკმაოდ მუქია ბუნებრივ ფერთან შედარებით და გული მისკდება...  შენ რამდენ დღეში ჩაგიჯდა ფერი დაახლოებით?

გაგიღიავდება, ნუ ნერვიულობ, მეც ძალიან მუქი მქონდა, ალბად ერთ კვირაში, მაგრამ ყოველ დღე ცოტ ცოტა გაღიავდება. სად გაიკეთე? და რა დაგიჯდა?

Posted by: Miss_Miakoo 4 Apr 2013, 22:00
sonata
დერმაში გავიკეთე ირინა გორგოძე მირჩიეს, 500 ლარი დამიჯდა.

მადლობა ცოტა დავმშვიდდი smile.gif) ხო გუშინდელთან შედარებით ღიაა მაგრამ ბუნებრივი ტუჩის ფერისგან ძალიან განსხვავდება მაინც.

Posted by: sonata 5 Apr 2013, 02:17
QUOTE
მადლობა ცოტა დავმშვიდდი ) ხო გუშინდელთან შედარებით ღიაა მაგრამ ბუნებრივი ტუჩის ფერისგან ძალიან განსხვავდება მაინც.

ახლგაკეთებულზე მე ისე მქონდა გული უსკდებოდათ ოჯახში biggrin.gif ყოველდღე შეატყობ როგორ ფერმკრთალდება, მე ზუსტად ჩემი ტუჩის ფერი დამიჯდა.

Posted by: Miss_Miakoo 8 Apr 2013, 22:17
sonata

რა მაინტერესებს იცი?? კორექტირების შემდეგაც ისეთი საშინელი შესახედი იქნება, როგორც პირველ დღეს? smile.gif)

Posted by: tamunia-amunia1990 9 Apr 2013, 17:10
დიდი ტუჩები მაქვს და მინდა კონტურის გაკეტება მარა ვერ ვრისკავ

რო არ მომიხდეს biggrin.gif
თან ჩემები მეუბნებიან შენ რისთვის გინდაო
biggrin.gif

Posted by: sonata 9 Apr 2013, 18:45
QUOTE
რა მაინტერესებს იცი?? კორექტირების შემდეგაც ისეთი საშინელი შესახედი იქნება, როგორც პირველ დღეს? )

მე უფრო ნაკლებად მქონდა კორექტირების შემდეგ, მაგრამ მაინც ცუდი შესახედი იყო sad.gif ძალიან ვულგარულად მქონდა biggrin.gif

Posted by: elen7 9 Apr 2013, 19:58
კარგი თემაა ეს გოგოებო,მაკიაჟის გაკეთების დროს ჩემთვის ყველაზე დიდი დრო მიაქვს თვალზე ლაინერის წასმას,თუ გავიკეთებდი კონტურს თვალზე ცუდი არ იქნებოდა smile.gifმინდაა

Posted by: narkozeli 20 Apr 2013, 00:49
ამ ბოლო პერიოდში ტუჩების კონტურული მაკიაჟი ან ტუშირება ხომ არ გაგიკეთებიათ ვინმეს? რაღაც მინდა გკითხოთ smile.gif
* * *
sonata
Miss_Miakoo

გოგოებო PM ნახეთ



Posted by: niunia 12 Jul 2013, 10:12
ვინმეს ხომ არ გაგიკეტებიატ ტვალზე,,, მედიში მინდა გავიკეთო და ცოტა არ იყოს მეშინია სპეციალისტიც არ ვიცი ვინ არის ყველაზე კარგი, შეგიძლიათ მირჩიოთ

Posted by: Leo woman 10 Aug 2013, 21:39
თვალი აის ტანჯვა ჩემთვის ხოდა თვალზე სიამოვნებით გავიკეთებდი

Posted by: likaka 14 Oct 2013, 16:25
მე ვაპირებ ტუჩის კონტურის გაკეთება ნატალიში. აქცია აქვთ და 100ლარად აკეთებენ. სქელი ტუჩები მაქვს დ ა კონტური არ მაწყენდა smile.gif

Posted by: mshvildosani anu qali-kentavri 11 Nov 2013, 13:09
მეც მინდა თვალზე,ვინც გაიკეთეთ რამდენად კმაყოფილები ხართ??

Posted by: Blur 14 Nov 2013, 11:24
mshvildosani anu qali-kentavri
QUOTE
მეც მინდა თვალზე,ვინც გაიკეთეთ რამდენად კმაყოფილები ხართ??

+1 დაწეროს რა ვინმემ ვინც გაიკეთა თვალზე, ან ფასი, ან რამდენად ივარგა.
მართლა 5 წელი ძლებს?
ცოტა ბევრია 1-2 წელი რომ იყოს კარგი იქნება

Posted by: chipmunck 29 Dec 2013, 15:55
NT medicalshi გაუკეთეს ჩემს ნაცნობს ტუჩების კონტური და დაფერვაც, ძალიან მომეწონა love.gif ფასები ზუსტად არ ვიცი, სადღაც 1 ან 2 წელი ძლებს...

Posted by: narkozeli 29 Dec 2013, 17:09
პროფესიონალურ მაკიაჟს მიკეთებდა ქეთი გოგიშვილი და რომ ვუთხარი კონტურული მაკიაჟი მინდა ტუჩზე თქო სამუდამოდ გადამაფიქრებინა givi.gif
ეს მაშინ უნდა გაიკეთო როცა არის მკვეთრი ასიმეტრია ან როცა ფორმის შეცვლა გინდაო,შენ კიდევ ისეთი ფორმის ტუჩები გაქვს ხელის მოკიდება არ გაბედოო biggrin.gif
მოკლედ გადამაფიქრებინა,არადა ძალიან მომწონს სხვაზე...

Posted by: Hahnne 26 Jan 2014, 14:02
გამარჯობა გოგოებო,
ტუჩის კონტურის გაკეთებას სად მირჩევდით?
და ფასები თუ იცით იქნებ დაწეროთ? (აქ კი რაღაცეები ვნახე, 250 ლარი დაახლოებით, მაგრამ ვერ მივხვდი ერთი ტუჩი იგულისხმება თუ ორივე)

Posted by: likable 23 Feb 2014, 20:57
მე ძალიან მომწონს თვალზეც და ტუჩზეც, ოღონდ ძაან მკვეთრად რომ აქვთ არაა
ისე სად აკეთებენ ხო არ იცით?

Posted by: ninano12 1 Apr 2014, 03:19
likable
გვარამიას კლინიკაში და ლოტუსში გამიგია რომ კარგად აკეთებენ smile.gif

Posted by: likable 2 Apr 2014, 20:45
ninano12
ძალიან დიდი მადლობა შენ გაკეთებული გაქვს რამეე?

Posted by: happy dreamer91 2 Apr 2014, 21:38
ტუჩებზე მინდა ძალიან, ფული რომ მექნება გავიკეთებ, ჯერ მაგისთვის ვერ ვიმეტებ. მკვეთრი არ მინდა, ტუჩის კონტურები რომ გამოიკვეთოს მხოლოდ მაგიტომ.

Posted by: ninano12 3 Apr 2014, 00:10
likable
არა მე არაფერი არ მაქვს გაკეთებული . smile.gif

Posted by: likable 6 Apr 2014, 19:38
ninano12
გასაგებია !! მე მინდა და ცოტა მეშინია biggrin.gif

Posted by: ninano12 6 Apr 2014, 21:25
likable
რისი გეშინია რომ არ მოგეწონოს??

Posted by: likable 7 Apr 2014, 20:03
ninano12
ხოო რომ არ მომეწონოს და ცუდად რომ გამიკეთონ biggrin.gif

Posted by: kerilyn 8 Apr 2014, 23:41
likable
ხო ეგ ცუდია უნდა გაარკვიო სად აკეთებენ კარგად და ისე უნდა მიხვიდე biggrin.gif

Posted by: ninano12 15 Apr 2014, 01:41
likable
უბრალოდ უნდა იცოდე ვისთან მიხვიდე

Posted by: likable 15 Apr 2014, 18:47
kerilyn
ninano12
ხოო უნდა გავარკვიო კარგად თორე ძალიან ბევრი მინახავს საშინლად გაკეთებული რომ აქვთ

Posted by: ninano12 15 Apr 2014, 23:34
likable
ხო გეთანხმები ძალიან ბევრია ეგეთი

Posted by: likable 16 Apr 2014, 19:38
ninano12
ამიტომ მინდა რომ საუკეტესოსტან გავიკეთო biggrin.gif და ჯერ ვერ ვრისკავ !!

Posted by: Bloomy 18 Apr 2014, 08:45
ტუჩის ძალიან მინდა. მთლიანად დატუშვა... დედაჩემის დაქალმა გაიკეთა და ძალიან ლამაზად აქვს, ალბათ მეც ზაფხულამდე გავიკეთებ


Posted by: ninano12 22 Apr 2014, 03:00
likable
ხოო კარგად გაარკვიე და ისე მიდი biggrin.gif

Posted by: likable 22 Apr 2014, 20:42
ninano12
ხოოო ეგრე ვაპირებ smile.gif

Posted by: ninano12 22 Apr 2014, 22:52
likable
აბა შენ იცი დაწერე მერე როგორ გექნება თუ გადაწყვიტავ smile.gif

Posted by: likable 23 Apr 2014, 21:18
ninano12
კი აუცილებლად დავწერ როგორც კი გადავწყვიტავ მადლობა საყვარელო

Posted by: ninano12 24 Apr 2014, 02:22
likable
არაფრისს რისი მადლობაა smile.gif

Posted by: kerilyn 27 Apr 2014, 03:46
likable
მეც მინახავ ამიტომ მართალი ხარ კარგად გაარკვიე ყველაფერი

Posted by: likable 27 Apr 2014, 20:58
kerilyn ხოო მადლობაა .. smile.gif

Posted by: kerilyn 27 Apr 2014, 22:59
likable
არაფრის რისი მადლობა საყვარელო smile.gif

Posted by: voice of amerika 11 May 2014, 20:52
ერთადერთი მომწონს ტუჩზე ისიც ძალიან მკვეთრი არა
დიდსიამოვნებით გავიკეთებდი love.gif

Posted by: ავგაროზი 16 May 2014, 16:05
QUOTE
ტუჩზე გავიკეთებდი

ბუნებრივ ვარდისფერს, მკვდარივით რომ უფერო რომ აღარ იყოს

Posted by: lilu777 2 Jan 2015, 14:45
აუუუ თვალის ზედა ქუთუთოსი და წარბის მაგრად მინდა მაგრამ ნეტავ მართლა კარგად კეთდება?

Posted by: незабудка 4 Jan 2015, 04:45
ავგაროზი
QUOTE
ბუნებრივ ვარდისფერს, მკვდარივით რომ უფერო რომ აღარ იყოს

ოდნავ მუქ ფერში... sad.gif კუბოდან პერერივზე ამოსულის ფერზე მაქვს ძირითადად და მიკარგავს მოცულობას, არადა ფორმითაც კმაყოფილი ვარ და ზომითაც, მაგრამ თან გაფითრებული ვარ ისედაც, ეს ტუჩებიც გაფითრებული და იკარგება რა თუ არ წავისვი რამე...

სად აკეთებენ კარგად და რამე უკუჩვენებები ხო არ აქვს ალერგიული ხალხისთვის...
თან მითხრეს აფუჭებსო და რამდენად მართალია? user.gif

Posted by: maggie 6 Jan 2015, 20:17
ძალიან მინდა ტუჩზე და თვალზე მაგრამ ვერ ვრისკავ sad.gif

Posted by: rebelrebel 6 Jan 2015, 21:48
კონტურული მაკიაჟი მუდივია ხოო?

Posted by: happy dreamer91 17 Jan 2015, 23:50
ავიკვიატე და აუცილებლად გავიკეთებ ტუჩზე და მაინტერესებს, ვისაც გაგიკეთებიათ სად მირჩევთ? მე მედის ვფიქრობ, ახლა ლოტუსის ფასდაკლება ვნახე 99 ლარად და ნეტა კარგია?

Posted by: keeper 18 Jan 2015, 18:48
happy dreamer91
მედიში კარგად აკეთებენ როგორც ვიცი მე არ გამიკეთებია მაგრამ გამიგია

Posted by: happy dreamer91 19 Jan 2015, 18:32
keeper
ხო მეც მედიში გავიკეთებ, გადავწყვიტე.

Posted by: keeper 19 Jan 2015, 19:03
happy dreamer91
დაწერე მერე როგორ გექნება love.gif

Posted by: remedios the beauty 5 Mar 2015, 20:33
მე მინდა ზედა ქუთუთოს და ტუჩის გაკეთება, დაწერეთ რა ვინ აკეთებს კარგად, სად, რამდენად

Posted by: KeP 6 20 Mar 2015, 11:41
happy dreamer91

მეც მაინტერესებს როგორი იქნება, თან არ ვიცი მაგ. მედიში კონკრეტულად ვინ აკეთებს კარგად - არ ვიცი არაფერი.
ვფიქრობ თვალი და წარბი გავიკეთო
წარბები მაქვს სხვადასხვა ფორმის და თხელი, იმედია ფორმას მიცემენ და უფრო შეავსებენ (როგორც ფანქრით კეთდება ისე)
ტუჩზეც ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი მეშინია არაბუნებრივი არ გამოვიდეს

Posted by: შენიანი 20 Mar 2015, 11:53
rebelrebel
QUOTE
კონტურული მაკიაჟი მუდივია ხოო?

არა ინდივიდუალურია მაგრამ დაახლოებით 2 წელი ძლებს როგორც ვიცი..

მე ვაპირებ გაკეთებას ტუჩზე.
ერთადერთი რაც მაბრკოლებს დროის ფაქტორია. 2-3 დღე გარეთ ვერ გამოვალ.
არადა შვებულებამდე შორია smile.gif

Posted by: magi_ 2 Sep 2016, 11:16
ვისაც გაგიკეთებიათ კონტურული მაკიაჟი რომელ ესთეტიკის ცენტრს მირჩევთ... თვალზე მინდა გავიკეთო.

რომ არ მომეწონოს გადავირევი... ((

ტოტალ შარმი, გვარამია, მედი აქ დავრეკე და რომელთან მივიდე აღარ ვიცი.... ან კონკრეტულად რომელიმე სპეციალისტს ხომ ვერ მირჩევთ...

Posted by: Miss_Miakoo 9 Sep 2016, 14:52
magi_

მე მქონდა ტუჩზე გაკეთებული კონტური და ნაწილობრივი დაფერვა დერმაში, ძალიან კმაყოფილი დავრჩი, 3 წელი გამიძლო ))

Posted by: magi_ 9 Sep 2016, 17:33
Miss_Miakoo

გუშინ გავიკეთე გვარამიას კლინიკაში თვალის კონტური. სასტიკად მეტკინა და ეხლაც ნიტოდ ვარ...

შედეგი მგონი კარგი უნდა იყოს...

ტუჩი კიდევ უფრო მტკივნეულიაო. გამაყუჩებელი იხმარე რამე? ძაან მომწონს ეგეც. (ზარმაცი ვარ მაკიაჟის გაკეთებაში biggrin.gif)

Posted by: lilu777 13 Sep 2016, 17:37
magi_


აუუ მე მინდა როგორ. ძაან გეტკინა?


მოკლედ ტკივილის გარეშე არაფერი არაა რა.

თვალის ზედა ქუთუთოზე რომ გავიკეთო მარტო რა ღირს? რამდენი გადაიხადე? smile.gif

Posted by: magi_ 13 Sep 2016, 18:05
lilu777

ხო რა ტკივილის გარეშე არაფერია... მიყუჩებდა, მაგრამ მაინც მეტკინა (( ნუ გაუძლებ რაა...

210 ზედა ქუთუთო...

ეხლა მოშუშების პერიოდშია... ეს ფუფხებიც რომ მოძვრება ვნახოთ, კორექციაზე მივალ მერე ცოტა გასქელება დამჭირდება სავარაუდოდ... (კორექციაც შედის ფასში)

Posted by: Miss_Miakoo 15 Sep 2016, 14:50
magi_

მიყუჩებდა პერიოდულად რაღაც გელით, მტკივნეული არის, მაგრამ გაძლებადი.

უბრალოდ 3-4 დღე იქერცლები და უსიამოვნო შესახედია + შესიებული biggrin.gif

Posted by: magi_ 15 Sep 2016, 15:49
Miss_Miakoo

კარგად გაქვს კონტური???

ვაფშე აღარ მეტყობა მგონი, გული მიწუხდება??? კორექციაზე იყავი???

Posted by: Miss_Miakoo 22 Sep 2016, 12:03
magi_
როდის გაიკეთე? კორექციაზე არ ყოფილხარ?

კარგად მქონდა, მესამე წელია და გადამივიდა უკვე,

ორჯერ მივედი კორექციაზე, ადგილ-ადგილ სითეთრეების დაფერვაზე იწვალა ))

Posted by: სიყვა 30 Sep 2016, 15:55
გოგოებო წარბებზე ვის გაქვთ გაკეთებული, საშინლად მეშინია არ გამიფუჭონ, ვერაფრით დავფარავ ცუდი თუ გამოვა.. დაწერეთ რა ვისაც გაქვთ გაკეთებული

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 15:40
მედიში საკმაოდ კარგად აკეთებენ და მწარედაც sad.gif
გამოცდილი მაქვს

Posted by: tsisakura 30 Oct 2016, 19:41
აუ ტუჩზე მინდა თან დაფარვა მაგრამ მეშინია weep.gif რამე გამამხნევებელი დაწერეთ ხალხო რა weep.gif ისეთი ფეთიანი ვარ შეიძლება ავდგე და გამოვიქცე უცერემონიალოდ facepalm.gif

Posted by: merciamercia 9 Jan 2017, 21:30
ტუჩის კონტური ვის გაქვთ გაკეთებული და სად აკეთებენ ყველაზე კარგად არ Iცით,? მტკივნეულია? user.gif

Posted by: nia4u 10 Jan 2017, 00:03
ახლახანს ვუყურებდი TLC-ზე, როგორ იფუჭებენ სახეს ამ კონტურული მაკიაჟით და როგორ ცდილობენ მერე მოშორებას...
და ვერ იშორებენ...
sad.gif
საშინელებაა...

Posted by: narkozeli 10 Jan 2017, 00:11
merciamercia

მე ძალიან კარგმა და გამოცდილმა ვიზაჟისტმა ქეთი გოგიშვილმა გადამაფიქრებინა,თავის დროზე ძალიან მომწონდა.პიგმენტი ალაგ-ალაგ ისე ჯდება რომ ძნელი მოსაშორებელია და საწვალებელია წლების მერეცო.
ჩემს ბიძაშვილს ჰქონდა და უხდებოდა ძალიან,მაგრამ ერთი 3-4 წელი გავიდა და ეხლაც აქ შემორჩენილი უშნოდ,პომადის გარეშე ვერ გამოდის გარეთ biggrin.gif

არადა როგორი კომფორტულია,თვალზეც გავიკეთებდი სიამოვნებით sad.gif

Posted by: nia4u 10 Jan 2017, 00:22
QUOTE
პიგმენტი ალაგ-ალაგ ისე ჯდება რომ ძნელი მოსაშორებელია და საწვალებელია წლების მერეცო.

კი, ტატუა ჩვეულებრივი, მტკივნეულიც არის და შეუძლებელია სრულად მოშორება
და იძულებული ხარ,განმეორებით გაიკეთო
ან რაღაცნაირად დაფარო კვალი...
მოკლედ, არ ღირს, ჩემი აზრით...

Posted by: merciamercia 10 Jan 2017, 01:13
narkozeli
QUOTE
merciamercia

მე ძალიან კარგმა და გამოცდილმა ვიზაჟისტმა ქეთი გოგიშვილმა გადამაფიქრებინა,თავის დროზე ძალიან მომწონდა.პიგმენტი ალაგ-ალაგ ისე ჯდება რომ ძნელი მოსაშორებელია და საწვალებელია წლების მერეცო.
ჩემს ბიძაშვილს ჰქონდა და უხდებოდა ძალიან,მაგრამ ერთი 3-4 წელი გავიდა და ეხლაც აქ შემორჩენილი უშნოდ,პომადის გარეშე ვერ გამოდის გარეთ

არადა როგორი კომფორტულია,თვალზეც გავიკეთებდი სიამოვნებით

მე შენ გადამაფიქრებინე აგერ ერთი Pოსტით biggrin.gif givi.gif
user.gif მინდოდა user.gif

Posted by: narkozeli 10 Jan 2017, 09:36
nia4u

კი,ნამდვილად მტკივნეული იყოო და გაყუჩება მაგისი ტუფტა ბაზარია biggrin.gif ანესთეტიკს ვერ შეგიყვანს,ფორმას შეუცვლის ტუჩს (გაბუჟების შედეგად) და ვერ გაავლებ სწორ კონტურს ტატუაჟის დროს.


merciamercia

რავიცი აბა user.gif მეც მინდოდა მაგრამ რომ ავწონ-დავწონე მგონი არ მიღირს :შ

Posted by: merciamercia 10 Jan 2017, 20:09
narkozeli
QUOTE

რავიცი აბა  მეც მინდოდა მაგრამ რომ ავწონ-დავწონე მგონი არ მიღირს :შ

სხვებზე ძაან მომწონს user.gif
ზაფხულამდე მოვიფიქრებ Kიდე user.gif

Posted by: lionelisa 11 Jan 2017, 14:32
QUOTE (bacila @ 21 Feb 2008, 19:51 )
QUOTE
კმაყოფილია?

მე მინდა გავიკეთო ტუჩზე და რაღაც ვერ ვრისკავ, არავინ ვიცი გაკეთებული რომ ქონდეს დედაჩემის მეგობარს აქვს ოღონდ იმან მოსკოვში გაიკეთა და იავი აბა?

Keso, იმასაც ტუჩზე აქვს გაკეთებული, შენნაირი პრობლემა ჰქონდა - წვრილი ტუჩები.
ე.ი. მე ვნახე მას მერე, როცა პირველი სეანსი ჰქონდა ჩატარებული მხოლოდ, ცოტა აქერცლილი ჰქონდა დამუშავებული კანი. მე მგონი 1 თვის (ან 2 კვირის) პერიოდით 3 სეანსი იყო საჭირო. ეფექტი ნამდვილად ჰქონდა, თან ძალიან ბუნებრივი. დახატულ წარბს ნუ შეადარებთ, ტუჩის კონტური ბევრად უფრო ბუნებრივად ჯდება.

მართალია საბოლოო შედეგი არ მინახავს, მაგრამ ვიცი რომ კმაყოფილია yes.gif

მე მაქვს გაკეთებული ტუჩის კონტური, ვიზუალრად ტუჩი უფრო დიდი ჩანს და წვალებაც არ გჭირდება ყოველ დღე და ყოველ საათში კონტურის წასასმელად, ფერს რაც შეეხება, ნებისმიერ ცერზე დაგისვამენ რაც გინდა, ჩემი ტუჩის ფერისგან ოდნავ განსხვავდება, ანუ დავასმევინე ოს ფერი რა პომადასაც ყველაზე ხშირად ვიყენებ, საკმაოდ ბუნებრივად ზის

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)