DC Extended Universe - ამერიკული მედია ფრენჩაიზი და საერთო ფიქციონალური სამყაროა, რომელიც აერთიანებს Warner Bros. Pictures-ს მიერ გამოშვებულ სუპერგმირულ ფილმებს. მოცემული ფილმები დაფუძნებულია DC Comics-ის პერსონაჟებზე. საერთო სამყაროში, კავშირი იქნება ძირითადად ისევე, როგორც ორიგინალ კომიქსებში : სიუჟეტის ელემეტებით, პერსონაჟებითა და მსახიობებით.
თავად DC Comics დაარსდა 1934 წელს. მან გვაჩუქა ყველასათვის ცნობილი სუპერგმირები, მათ შორის: სუპერმენი, ბეტმენი, ქალი საოცრება, ფლეში, მწვანე ფანარი და ა.შ.
უკვე 50-იან წლებში გამოდიოდა ტელე-სერიალები ბეტმენისა და სუპერმენის თავგადასავლების შესახებ
1967 წელს DC Comics შეიძინა Warner Bros-მა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა გვეხილა მასშტაბური მაღალბიუჯეტიანი ფილმები.
პირველი მათგანი გამოვიდა 1978 წელს. ეს იყო რიჩარდ დონერის
Superman. რომელიც დადებითად იყო შეფასებული კრიტიკოსებისა და მაყურებლების მიერ. მოაგროვა 300 მილიონი დოლარი მსოფლიოს მასშტაბით და მიიღო ოსკარი განსაკუთრებული მიღწევებისთვის (Special Achievement Academy Award).
90-იან წლებში ახალგაზრდა და პერსპექტიული ტიმ ბარტონის რეჟისორობით გამოვიდა დილოგია ბეტმენის შესახებ
Batman და
Batman Returns. რომელმაც მაყურებლების სიყვარული დაიმსახურა, მაგრამ სამწუხაროდ რეჟისორის შეცვლის შემდეგ სიტუაცია გაუარესდა და საჭირო გახდა რებუთი, რომელიც მოხდა მხოლოდ 2005 წელს.
2005 წელს გამოსულმა ფილმმა
Batman Begins საფუძველი ჩაუყარა ტრილოგიას, რომელმაც მოახერხა რამდენიმე ოსკარის აღება და 2 მილიარდი დოლარის მოგროვება მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ამ ტრილოგიაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. შეგიძლიათ იხილოთ მისი თემა ფორუმზე:
The Dark Knight Trilogy» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბნელი რაინდის ტრილოგიის დამთავრების შემდეგ DC-მ გადაწყვიტა შეექმნა თავისი კინოსამყარო DCEU (DC Extended Universe)
DCEU-ს პირველი ფილმია 2013 წელს გამოსული Man of Steel
ამჟამად გამოსული DCEU ფილმებია:
1) Man of Steel (2013) (რეჟისორი - ზაკ სნაიდერი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2 )Batman v Superman: Dawn of Justice (2016) (რეჟისორი - ზაკ სნაიდერი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
3) Suicide Squad (2016) (რეჟისორი - დევიდ ეირი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
4) Wonder Woman (2017) (რეჟისორი პეტი ჯენკინსი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
5) Justice League (2017) (რეჟისორი ზაკ სნაიდერი/ჯოს უიდონი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
6) Aquaman (2018) (რეჟისორი ჯეიმს ვანი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
7) Shazam! (2019) (რეჟისორი დევიდ სანდბერგი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
8) Birds of Prey (2020) (რეჟისორი ქეთჰი იანი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
9) Wonder Woman 1984 (რეჟისორი პეტი ჯენკინსი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
10) The Suicide Squad (რეჟისორი ჯეიმს განი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დაგეგმილი ფილმები:
1) Black Adam (გამოსვლის თარიღი: 21 ოქტომბერი, 2022 )
2) Shazam! Fury of the Gods (გამოსვლის თარიღი: 21 დეკემბერი, 2022)
3) Aquaman and the Lost Kingdom (გამოსვლის თარიღი: 17 მარტი, 2023 )
4) The Flash (გამოსვლის თარიღი: 23 ივნისი, 2023 )
///////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
ფილმები რომლებიც DCEU-ში არ შედის:
1) The Joker
R რეიტინგის მქონე ფილმა რომლის შემოსავალიც 1 მილიარდს აჭარბებს გაიამრჯვა არაერთ საერთაშორისო კონკურსზე და ნომინაციებში.
მთავარი როლის შემსრულებელმა ხოაკინ ფენიქსმა კი ოსკარი მიიღო.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2) The Batman (რეჟისორი მეთ რივზი)
დაქენსებული ფილმები:
1) Batgirl
///////////////////////////////////////////////
ახალი დიქტატორი David Zaslav
Zack Snyder's Justice League (2021)
წინა თემები:
1)
DC Comics2)
DC Comics3)
DC Comics4)
DC Comics5)
DC Comics
"It's a funny thing, when you talk to God, you're religious, but when he talks to you, you're a psychopath"
- Peter Steele
"You don't get it, son. This isn't a mudhole. It's an operating table... and I'm the surgeon"
- The Dark Knight Returns