არ დაგიწყებთ მომაბეზრებელი ისტორიებით თავის შეწუხებას, უბრალოდ გეტყვით, რით არის ეს კლუბი გამორჩეული და რატომ უნდა არსებობდეს მისი თემა აქ.
უპირველეს ყოვლისა, როგორც მოგეხსენებათ
, სვონზი სითი უელსური კლუბია, რაც მის ინგლისურ პრემიერ ლიგაში ასპარეზობას დამატებით ხიბლს სძენს.
ამას დავუმატოთ ისიც, რომ კლუბი წინა სეზონში გამოირჩეოდა თამაშის განუმეორებელი სტილით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პასებზე თამაშობდნენ; აი, ბარსელონასავით და არსენალივით. სწორედ ამის გამო უწოდეს ამ კლუბს ის მეტსახელი, რაც თემის სახელში დავწერე. ალბათ ეს მრავალჯერ გახდება სიცილის და დაცინვის საბაბი, მაგრამ ნუ ვიქნებით მაინც იმდენად პრიმიტიულები, რომ "რა უელსური ბარსელონა, ლოოოოლ" პოსტები დავწეროთ. ჯერ არც მე მინახავს ამ გუნდის თამაში. ერთად ვნახოთ, შევაფასოთ და მერე ჩვენით მივხვდებით, რამდენადაა ღირსი სვონზი ამ ტიტულის ტარებისა.
ეს საინტერესო სტატისტიკა წინა სეზონიდანაა:
ახლა მცირეოდენი სტანდარტული/ბანალური/მოსაბეზრებელი ინფორმაცია:
დაარსდა 1912 წელს ქალაქ სვონზიში, უელსის სამხრეთით (სხვათა შორის, ზღვისპირა ქალაქია, მზეე ზღვაა და ა.შ.)
სტადიონი - Liberty Stadium (თავისუფლების სტადიონი)
ფეხბურთელები:
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
ფორმის საინტერესო პრეზენტაცია ჰქონდათ, სადღაც ბუნებაში...
სულ ეს არის, რისი წაკითხვაც ამ ეტაპზე ღირდა. დღეს სვონზი თავის პირველ მატჩს გამართავს პრემიერ ლიგაში. მოწინააღმდეგე - მანჩესტერ სითი.