Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > დასაქმება უცხოეთში


Posted by: Pharshevangi_ 24 Mar 2017, 12:05
ვთქვათ, რომელიღაც კომპანიამ გამოაცხადა ვაკანსია USA/CA/Europe რომელიმეში.
პირობად აქვთ, რომ მუშაობის უფლება გქონდეს ამ ქვეყანაში.
დავუშვათ ვაკანსიის ყველა პირობას ვაკმაყოფილებ, ონლაინ გასაუბრება და ა.შ. წარმატებით გავიარე.

შემდეგი ეტაპი რა არის? სამუშაო ვიზა თუ რაცაა როგორ უნდა ავიღო(უფლება იმ ქვეყანაში მუშაობის)?
კარგი იქნება რამე ოფიციალურ წყაროსაც თუ მომაწვდით.

Posted by: DORO 24 Mar 2017, 12:45
Pharshevangi_
QUOTE
შემდეგი ეტაპი რა არის? სამუშაო ვიზა თუ რაცაა როგორ უნდა ავიღო(უფლება იმ ქვეყანაში მუშაობის)?
კარგი იქნება რამე ოფიციალურ წყაროსაც თუ მომაწვდით.

დაგუგლე

ამერიკაში ესაა HB 1 ტიპის ვიზა
სხვა ქვეყნებში სხვანაირად იქნება
http://www.workpermit.com/immigration/usa/us-h-1b-visa-specialty-workers

Posted by: Bijo 29 Mar 2017, 16:32
ლიტვაში ვის უნდა სამსახური?
ლიტვაში სამკერვალო საწარმოში სამუშაოდ გვესაჭიროება 20 მკერავი და 4 გამომჭრელი.
საქართველოს მოქალაქეობა და გამოცდილება აუცილებელია.
პირობები:
საწყისი ხელფასი 750 ევროდან.
უფასო საცხოვრებელი;
სამუშაო ვიზა;
მგზავრობის საფასურის ანაზღაურება.
https://www.irakly.info/post748755.html#p748755

Posted by: jinshera 29 Mar 2017, 16:53
ამსტერდამში არა დასაქმება boli.gif boli.gif boli.gif

Posted by: Roy 29 Mar 2017, 17:28
Pharshevangi_
Work permit გჭირდება სამსახური რო დაიწყო ევროპაში.

შემდეგი საბუთები გჭირდება

1: job offer/pre contract agreement
2: proof of accommodation
3: ზოგ შემთხვევაში აპოსტილიანი და შესაბამის ენაზე თარგმნილი ნასამართლეობის ცნობა
4: passport
5: 2x photo

Posted by: MariAmiram 20 Apr 2019, 15:35
გამარჯობათ, მაინტერესებს საზღვარგარეთის ვაკანსიები სად შემიძლია ვნახო და რა ფორმით უნდა დავუკავშირდე დამსაქმებლებს?

Posted by: LOLZ 20 Apr 2019, 16:36
MariAmiram
სადაც აქ კითხულობ ელემენტარულს, შანსი არაა შენით გააკეთო რამე და სჯობია ისევ ვინმე იპოვო, ვინც შენს მაგივრად დახარჯავს დროს და ენერგიას სამუშაოს მოსაძებნად, საბუთების მოსამზადებლად და ა.შ. გადაუხადო $3-20000-ის ფარგლებში და მოგიგვარებს ყველაფერს.

Posted by: zukiii4a 20 Apr 2019, 23:38
LOLZ
QUOTE
სადაც აქ კითხულობ ელემენტარულს, შანსი არაა შენით გააკეთო რამე და სჯობია ისევ ვინმე იპოვო, ვინც შენს მაგივრად დახარჯავს დროს და ენერგიას სამუშაოს მოსაძებნად, საბუთების მოსამზადებლად და ა.შ. გადაუხადო $3-20000-ის ფარგლებში და მოგიგვარებს ყველაფერს.

ეგრე რომ უხდიან და მერე ხან ისეა და ხან ასეა ჩემის აზრით ჯობია ისევ თვითონ იწვალოს ისწავლის მაინც რა და როგორ უნდა გააკეთოს ....
ვიდრე ვიღაცას ანდო 2 ან 3K )) ასერომ ეს ჩემი აზრია მხოლოდ ....
ეგრე ვაპირებდი წასვლას ირლანდიაში მელოდებოდა სამუშაო მაგრამ რაღაცა ტყჭპრღრ ტურისტულმა გაგიკეთებთ 5000 K $ - შიო და 2 თვის მერე უარი მითხრეს მერე ვიღაცის და შემეფეთა იქვე და მე გაგიჩალიჩებ 10კ შიო იძიწი ვ ჟოპუ თქო რა და წამოვედი ))
რეალური არ არსებობს ჩემი აზრით ჯობს ისევ შენით იწვალო და რაღაცა გამოვიდეს ვიდრე ფული კარგო ტყუილად სადაა დასაკარგი ფულები როცა მე მინდა წასვლა იქ სამუშაოდ და ფული საშოვნელად მივდივარ და აქაური დედის ერთა ბოროტი სული რო მატყუებს და ამ ნასესხებ ფულსაც იტაცებს და გარბის მე რაღა მრჩება ერთადერთი ფიქრი რო ამ ქვეყნის დდდდცც და თვითმკვლელობა სუიციდური ფიქრები .... ერთმანეთის მტრები ვართ ყველა ვინც არ ვეხამრებით ხელს არ ვუწყობთ და ვუჩალიჩებთ ისევ ჩვენიანებს .... არააა სანდოო არავინ დღეს და მითუმეტეს ქართველი ! ბლიადსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს

Posted by: LOLZ 21 Apr 2019, 00:56
zukiii4a
კი, თეორიულად უკეთესია რომ თვითონ გააკეთოს. მაგრამ როცა ადამიანს შეუძლია ინფორმაციის მოძიება, წერა-კითხვა და წაკითხულის გააზრება, და ამის მიუხედავად მაინც კითხულობს "რა ვქნაო", იქ დამთავრებულია ყველაფერი. არ არის ის არც საკმარისად მოტივირებული, არც ფსიქოლოგიურად მზად უცხოეთში დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, არც საქმის ბოლომდე მიმყვანი. თავისით არ იზამს, თუ (1) ფული არ დახარჯა - ამ შემთხვევაში უჩნდება ვალდებულების გრძნობა, და ენანება გადახდილი ფულის დაკარგვა. (2) ვინმემ წამდაუწუმ არ უძახა და უბიძგა, მიდი ეს საქმე მიიყვანე ბოლომდეო. ცოდოა ის "ვინმე" იმიტომ, რომ ნახევარი ცხოვრება, ნერვები და უზომოდ დიდი ენერგია უნდა შესწიროს არამოტივირებულ, ზარმაც და უპერსპექტივო ადამიანს. ამიტომ სჯობია პირდაპირ გადაიხადოს და ისე გააკეთოს საქმე, თუ გამოვიდა, რა თქმა უნდა.
* * *
ისე 2 თვეში შენც თავისუფლად მოაგვარებდი საბუთებს, რამ შეგიშალა ხელი? rolleyes.gif სირბილი და ცოტა თავის შეწუხება კი დაგჭირდებოდა .
* * *
QUOTE
როცა მე მინდა წასვლა იქ სამუშაოდ და ფული საშოვნელად მივდივარ და აქაური დედის ერთა ბოროტი სული რო მატყუებს და ამ ნასესხებ ფულსაც იტაცებს და გარბის მე რაღა მრჩება ერთადერთი ფიქრი რო ამ ქვეყნის დდდდცც და თვითმკვლელობა სუიციდური ფიქრები ....

facepalm.gif
რა სუიციდური ფიქრები, ღადაობ? ჯერ ერთი, შენს ფულს რატომ ანდონ "ბოროტ სულებს" smile.gif რასაც სხვას უხდი, იმის მეათედის დახარჯვაც არ მოგიწევს შენით რომ გააკეთო. ელემენტარულია რომ თუ არ იცი დაგუგლო. თუ იცი კიდევ შეხვიდე კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლობის საიტზე საქართველოში, ნახავს საბუთების ჩამონათვალს, მოამზადებ, შეიტან და დაელოდები პასუხს. თუ სირბილი და თავის შეწუხება არ გინდა, მაშინ კეთილი ინებე და გადაიხადე. გააფორმე ხელშეკრულება ოფიციალურად, თუ გადაგაგდო უჩივლე და დადგება შესაბამისი სამართლებრივი შედეგიც.

Posted by: zukiii4a 21 Apr 2019, 04:59
LOLZ
QUOTE
რა სუიციდური ფიქრები, ღადაობ? ჯერ ერთი, შენს ფულს რატომ ანდონ "ბოროტ სულებს"  რასაც სხვას უხდი, იმის მეათედის დახარჯვაც არ მოგიწევს შენით რომ გააკეთო. ელემენტარულია რომ თუ არ იცი დაგუგლო. თუ იცი კიდევ შეხვიდე კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლობის საიტზე საქართველოში, ნახავს საბუთების ჩამონათვალს, მოამზადებ, შეიტან და დაელოდები პასუხს. თუ სირბილი და თავის შეწუხება არ გინდა, მაშინ კეთილი ინებე და გადაიხადე. გააფორმე ხელშეკრულება ოფიციალურად, თუ გადაგაგდო უჩივლე და დადგება შესაბამისი სამართლებრივი შედეგიც.

შენ ჩემო მეგობარო საუბრობ ჩვეულებრივ ვკიზის ამბებს და კარგი ცხოვრებით ვინც ცხოვრობს იმის წასვლის თემას ... მე ვსაუბრობ როცა სამსახური არ გაქვს არც სტაბილური შემოსავალი და გინდა უბრალოდ არალეგალად თუ ტოლვილად წასვლა და მუშაობა იქ რომ აქ შენიანებს რაღაცა გამოუგზავნო ან შენ იქ შეაგროვო და წამოხვიდე ისევ შენს ქვეყანაში . რაც არ უნდა ვილაპარაკოთ სხვას რომ ფული არ უნდა ანდო ეგ ერთია მეორე შენით რაც არ უნდა მოიძიო მაინც იცი რომ უარს ჩაგირტყამენ მაგალითად თანხა გინდა საბანკო ანგარიშზე გინდა ასევე ამონაწერი 6 თვის ჩარიცხვების რომელიც არ არის სამსახურიდან ცნობა რომ წახვალ და ჩამოხვალ და ნამდვილად მიგიგიღებს ისევ ის სამსახური სადაც მუშაობ და ვიზის ჩალიჩს არუნდა ცოტა ფული ... და მე რაც შემეხება მე ირლანიდაში მინდოა წასვლა რომელიც შენგენის ქვეყანა საერთოდ არ არის და ძალიან ძნელია შესვლა sad.gif
სუციდურ ფიქრებს რაც შეეხება ეს ფსიქოლოგიური და ცხოვრებისეული პრობლემებისგან გამომდინარეობს , და ადამიანს პრობლემა რომ გაქვს ათი ათასაი დაგინდა წახივდე სადღაც და იმუშაო იქ მაინც რომ რაღაცა გამოასწორო სიტუაცია და იქაც რომ ვერ მიდიხარ გზები ძაან მცირდება რომელსაც მიყავხარ ძალიან ცუდი ფიქრებისკენ იმიტომ რომ აქ რომ სულ შუაზე გაიხე 1000 ლარიან სამსახურსაც კი ვერ ნახავ თუნდაც გამოცდილებით და +++ სქილებით არვიცი ძმაო სხვადასხვა ქვეყანაში ხომ არ ვცხოვრობთ ? :/ რომ ამბობ უჩივლეო და დადგება შესაბამისი სამართლებრივი შედეგიცო < ამ ყველაფრის გჯერა შენთვითონ ? :დ ქვეყანაში ცხოვრობ სადაც არაფრით არ ხარ დაცული და არაფრისგან რავიცი :

Posted by: LOLZ 21 Apr 2019, 15:12
zukiii4a
მე ვსაუბრობ იმ ხალხის წასვლის თემას, ვისაც შეიძლება საარსებოდაც არ ჰყოფნის შემოსავალი. ამის მიუხედავად რომ პოულობენ ძალას და მოტივაციას - დაიწყონ საზღვარგარეთ წასვლის რთული და ხაგრძლივი პროცესი, ეს უკვე ძალიან კარგია. მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც თავის ფულს ანდობენ საეჭვო პირებს, და უფრო უარესია როდესაც შედეგს ვერ იღებენ.

QUOTE
მეორე შენით რაც არ უნდა მოიძიო მაინც იცი რომ უარს ჩაგირტყამენ

რატომ ხარ დარწმუნებული? ჩემით ვარ რამდენჯერმე წასული, არც ერთი უარი არ მქონია. პირადად ვიცნობ ძალიან ბევრს, ვინც თავისით გააკეთა უპრობლემოდ. თუ გგონია რომ "მაინც უარს ჩაგირტყამენ" მაშინ საერთოდ რატომ იწყებ პროცესს, რატომ ხარჯავ დროს და ენერგიას უაზროდ. გადაერთე აქ ისეთ რაღაცაზე, სადაც უფრო მეტ შედეგს მიიღებ.
რა მნიშვნელობა აქვს შენგენის ზონაა თუ არა, ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ვიზის პროცედურებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი შეგიძლია ნახო ინტერნეტში, ოფიციალურ ვეგვერდებზე, ქართულად. მერე გააკეთო ამ მოთხოვნების შესაბამისად, დროზე შეიტანო და დაელოდო პასუხს. სხვა რას გაგიკეთებს განსხვავებულს, ან როგორ შეუძლია მოგცეს ვიზის აღების 100%-იანი გარანტია? უშუალოდ კონსულს თუ აძლევ ქრთამს, ეგ ცალკე სისხლის სამართლის დანაშაულია. სადაც ქრთამის ფულს სესხულობ და აგროვებ, 4-5ჯერ ნაკლები დაგეხარჯება შენით რომ გააკეთო ნორმალურად და ვის რაში უხდი? არ მესმის რა. 6 თვის ამონაწერის გაკეთებაც არაა პრობლემა, ცეცხლისკიდება ხომ არაა რომ მაინცდამაინც 2 დღეში შეიტანო. თუ გადაწყეტილი გაქვს წასვლა, ყოველთვიურად რაღაც თანხა შეიტანე და გამოიტანე რეგულარულად და გააკეთებ მაგასაც. ან დაგროვებითი ანგარიში გააკეთე, ან მოიფიქრე სხვა რამე. ერთხელ არ გამოვა, მეორედ სცადე......
* * *
ვაჰ, ან რას დავწერე ამდენი smile.gif) როცა შესაძლებლობების მაგივრად ყველგან პრობლემებს ხედავ, იქ დამთავრებულია ყველაფერი. წარმატებები მაინც.

Posted by: MariAmiram 17 Jun 2019, 19:42
QUOTE (LOLZ @ 20 Apr 2019, 16:36 )
MariAmiram
სადაც აქ კითხულობ ელემენტარულს, შანსი არაა შენით გააკეთო რამე და სჯობია ისევ ვინმე იპოვო, ვინც შენს მაგივრად დახარჯავს დროს და ენერგიას სამუშაოს მოსაძებნად, საბუთების მოსამზადებლად და ა.შ. გადაუხადო $3-20000-ის ფარგლებში და მოგიგვარებს ყველაფერს.

შეგიძლია ეგ ელემენტარული განმიმარტო? საიტი ან რაიმე თუ მოიძებნება სადაც შეიძლება სამუშაოს პოვნა ლეგალურად

Posted by: jinshera 17 Jun 2019, 19:52
ელექტრიკს ვერ დამასაქმებთ ვერსად?
---------------------------------------------

Posted by: LOLZ 17 Jun 2019, 20:02
MariAmiram
შემიძლია მაგრამ არ მიღირს დროის და ენერგიის დახარჯვა ადამიანზე, რომელსაც საკუთარი კეთილდღეობისთვის დაგუგვლაც კი ეზარება.

Posted by: zukiii4a 17 Jun 2019, 20:10
LOLZ
დაგუგლულით შენ თუ საზღვარგარეთ დადიხარ საღოლ ძმაო :დ
QUOTE
ვაჰ, ან რას დავწერე ამდენი ) როცა შესაძლებლობების მაგივრად ყველგან პრობლემებს ხედავ, იქ დამთავრებულია ყველაფერი. წარმატებები მაინც.

ბევრი ნიუანსია რომელსაც შენ ან ვერ ხედავ და ვერ ითვალისწინება ან კიდევ უბრალოდ არ ხედავ :დ ეგრე მარტიდავ არ არის საქმე შეიტანე გამოიტანე ის ქენი ეს ქენი და გამოგივა ყველაფერი ეგ შენ რასაც წერ და მეუბნები მუშაობს კი მაგრამ გარკვეულ კატეგორიებზე და არა ყველაზე , ასერომ ერთ-ერთ ნიუანსად განვიხილოთ და პლიუსიც დავუწეროთ რომ რაღაც მხრივ კი ეგრეა მაგრამ როცა ადამიანს გააჩნია შესაბამისი რესურსები .

Posted by: LOLZ 17 Jun 2019, 20:30
zukiii4a
დაგუგვლით იპოვი ყველა ინფორმაციას, რაც შეიძლება დაგჭირდეს. ხელიც უნდა გაანძრიო რომ მიზნამდე მიხვიდე, აბა ერთ ადგილას ჯდომით და ვიშვიშით "ვაი რა ცუდ სიტუაციაში ვარ" წინ ვერ წაიწევ. არავისთვის არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ. ფაქტია რომ მონდომების შემთხვევაში ყველაფერი გამოდის. მალე მასე გუგლით ნაპოვნი შესაძლებლობით მორიგ ვიზას ავიღებ. დეტალებს არ დავწერ. დანარჩენი თვითონ იცით რას იზამთ - კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დაიწყებთ თუ "არაფერი გამოდის" მიდგომით გააგრძელებთ ცხოვრებას.

Posted by: zukiii4a 18 Jun 2019, 02:56
LOLZ
QUOTE
დაგუგვლით იპოვი ყველა ინფორმაციას, რაც შეიძლება დაგჭირდეს. ხელიც უნდა გაანძრიო რომ მიზნამდე მიხვიდე, აბა ერთ ადგილას ჯდომით და ვიშვიშით "ვაი რა ცუდ სიტუაციაში ვარ" წინ ვერ წაიწევ. არავისთვის არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ. ფაქტია რომ მონდომების შემთხვევაში ყველაფერი გამოდის. მალე მასე გუგლით ნაპოვნი შესაძლებლობით მორიგ ვიზას ავიღებ. დეტალებს არ დავწერ. დანარჩენი თვითონ იცით რას იზამთ - კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დაიწყებთ თუ "არაფერი გამოდის" მიდგომით გააგრძელებთ ცხოვრებას.

ძალიან დიდი თემააა აი ძაან რო დავიწყო ალბათ წერით დავიღლები შესაბამისად მეც არ დავიწყებ არაფრის მტკიცებას უბრალოდ გეტყვი რომ ძალიან ცდები იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში რეალურ ცხოვრებაში სხვანაირად ხდება სიტუაციების 90% ვიდრე ვირტუალურ სამყაროში წერია თანაც გუუგლში , ამიტომ სანამ სადმე წახვალთ და თუ წახვალთ უნდა მოიპოვოთ შესაბამისი მონაცემები ამთუიმქვეყანაზე და მარტო გუუგლს არ მიენდოთ ეს არის და ეს ! მე შენ აქამდე იმას გიხსნიდი უბრალოდ რომ
მაგალითიც მოგიყვანე რომ მინდოდა ირლანდიაში წასვლა და ისიც აღვწერე რა პრობლემებს გადავაწყდი ანუ ჩემთვის რაღაც მხრივ რთულია იქ წასვლა და ვერანაირი გუგლი ამაში ვერ დამეხმარება ! ავრცელებ ინფორმაციას რომელიც არასწორია მეგობარო მეტი რაგითხრა ? მონდომებას რაც შეეხება მონდომება მარტო არაფერია თუ ამის შესაძლებლობა სანაცნობო საახლობლო ან ვინმე ადამინები არ გყავს ვინც დაგეხამრებია სხვადასხვა სიტუაციებში !!! მონდომებით შეიძლება რაღაც ეტაპზე როცა ხარ მოინდომო და გააკეთო სასურველი მაგრამ ისიც როცა ამის რაღაცა შანსები ამინც გაქვს .... და უაზრო მონდომებამ კიდე შეიძლება ძალიან ცუდ დღეში ჩგაგაგდოს და ვეღარც ამოგიყვანოს იქიდან სადაც ჩავარდები , რეალისტურად უნდა გამოიყენო ეგ მონდომებაც და არა ფუჭად ეცადო და ხალასტოი ხოდით გუგლო სხვადასხვა ინფორმაციები . თან თემა გადაგაქვს ვაფშე სხვა რამისკენ ვაი რა ცუდად ვარ და წინ ვერ წავიწევ რაშუაშია თემა არის ის რომ საქართველოში გარკვეულ ტიპებს უჭირს უბრალოდ ცხოვრება იმიტომ რომ აქ არ არის გასაქანი შესაბამისი სიტუაცია ხელფაასი გრაფიქიკი და უამრავი ასეთი პრობლემა ამიტომ უნდა ხალხს რომ სადმე წავიდეს იშრომოს დაუფასდეს და ოჯახი ნორლაურ დონეზე მოიყვანოს ადამიანებს რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ სამუშაოდ წასვლა დამიჯერე აქ ნამდვილად არ ულხინთ , ანუ საგულაოდ თუ მიდიხარ 1 კვირით აქ გაქვს სამსახური კარგი ხელფასი ერთი საოჯახო ბიზნესიც მაშინ წახვალ მეგობარო დაისვენებ იგულავებ და ჩამოხვალ ვიზაზეთ არ მოგიწევს დაჟე სირბილი ყველაფერს გაგიკეთებენ ამაზე არაა აქ საუბარია ვინც არიცის როგორ მოიქცეს და უნდა რომ გაუზიარონ გამოცდილება და შენ გამოდიხარ და გუუგლი მოგყავს მაგალითად ერთი ლინკი მაინც ჩააგდე რომელიმე მაინც სად წერია რაანაირად წახვიდე რანაირად ნახო სამუშაო და რანაირად იცხოვრო რომელიმე ევროპის ქვეყანაში ? ყვველაფერს თავი რო დაანებო 10 000 ლარი იხარჯება ტყდება და იპარება ამ საქმეზე დღესაც იხდიან ისევ ეს საცოდავი ხალხი რომ რამენაირად წავიდნენ სადმე იმუშაონ ნორმალურ ანაზღაურებაზე ! შენ რა ჩემს ფეხებს წერ აქ რო ყველაფერი იმაზე მარტივია ვიდრე ჩვენ გგვონია და გუუგლის გამოყენება კიდე მარტო შენ შეგიძლია ? მეკაიფები თუ რა არის ?
დავწერ პოლონეთზე რომ ვინმემ არ შეიქმნას რაიმე ილუზია !
გადაწყდა, რომ ჯერ მე წავიდოდი, იამზე ხარაბაძეს 1350 დოლარი მივეცით, ამ თანხაში უნდა შესულიყო პოლონეთში საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა და ოფიციალური სამუშო. ასევე უნდა ავეყვანე ე.წ. აღრიცხვაზე და პოლონური ბარათიც გაეკეთებინა, მაგრამ იამზეს დაპირებები დასრულდა პოლონეთის სადგურში, როცა უცხოეთში ჩასულს მიმითითა რომელ გაჩერებაზე უნდა ჩამოვსულიყავი და მიმატოვა.

მარტო მე არ ვიყავი ასეთი, იამზესთან ერთად, პოლონეთში 10-კაციანი ჯგუფი წავედით. ამ დროს ქუთაისში უბედური შემთხვევა მოხდა, იამზეს მიერ ერთ-ერთ დასაქმებულს შვილი დაეღუპა და გვითხრა, ამ კაცის საქართველოში წამოსაყვანად ფული მჭირდებაო და დამატებით 200 დოლარი გამოგვართვა, თუმცა, როგორც შემდეგ გავიგეთ, ეს კაცი საქართველოში საკუთარი ხარჯებით გამოფრინდა და ეს ფულიც გამოგვძალა.

პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში ჩასულებმა არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა, შემდეგ იქ მცხოვრები ქართველების დახმარებით ვიპოვეთ ქარხანა, სადაც უნდა გვემუშავა, ჩვენით ვიპოვეთ საცხოვრებელიც... საშინელი პირობები იყო - 12 საათიანი სამუშაო გრაფიკისას მხოლოდ ერთხელ გვაჭმევდნენ, ხელფასსაც არ გვიხდიდნენ, იქ ჩასულებს კიდევ 40 ქართველი დაგვხვდა იგივე პრობლემებით, ზოგიერთი მათგანი ჩემთან ერთად წამოვიდა საქართველოში, ზოგმა შეიცვალა სამუშაო ადგილი, ზოგი კი ქვეყნიდან დეპორტაციით გამოუშვეს. მე ვერ ვბრუნდებოდი საქართველოში, რადგან გზის ფულიც არ მქონდა. არ მინდოდა პასპორტი გამეფუჭებინა და ჩემმა ოჯახმა ნასესხები ფული გამომიგზავნა.

იამზე არ გვეკონტაქტება, ვურეკავთ, სოციალურ ქსელშიც ვწერთ, მაგრამ არ გვპასუხობს, მინდა, როგორმე ჩემი ნასესხები თანხა მაინც დამიბრუნოს. არ მინდა, რომ დააკავონ, რადგან უამრავი ადამიანის ფული დაიკარგება, სამართალდამცავებს ვთხოვ ისე მოახერხონ, რომ ამ ქალბატონმა ჩვენი ფული დაგვირუნოს.

ვთხოვ საზოგადოებას, ხელისუფლებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩერეთ ეს ვითომ დამსაქმებლები ერთხელ და სამუდამოდ, ვიდრე ვინმეს იმსხვერპლებენ ან თვითონ ემსხვერპლებიან გამწარებულ ადამიანს.
იამზე ხარაბაძესაც დაუკავშირდა, მისი განცხადებით ის არ არის თაღლითი და ამ პრობლემების შემდეგ თავი დაანება ხალხის საზღვარგარეთ გაგზავნას.

"კი, ბატონო, გიორგი ლომიძე დასაქმებით გავუშვით, მე ყველაფერი დასაბუთებული მაქვს. დასაქმებით ხალხი დასაქმდა, მერე რა პრობლემები შეექმნათ, ეგ უკვე მე არ მეხებოდა. ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა გამოიკვლიოს. არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ვინმეს ატყუებდეს...

თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, პირიქით ბევრი ადამიანისთვის იქით მაქვს მოსათხოვი, რადგან არაადამიანურად მოიქცნენ. მინდოდა, ადამიანებს გვერდში დავდგომოდი, ყველას დიდ პატივს ვცემ... მე არ ვარ თაღლითი. როცა საქმე ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო, საერთოდ დავანებე თავი ხალხის საზღვარგარეთ გაშვებას", - განაცხადა ჩვენთან საუბარში იამზე ხარაბაძემ და კიდევ ერთხელ გაგვიმეორა რომ ამ საკითხზე ის გამომძიებელსაც ესაუბრა და თავს დამნაშავედ არ გრძნობს. პ.ს. ეს არის დაკოპირებული ერთ ერთი სტატიიდან !!!!
--------------
1) პოლონეთი არ იბარებს ქართველებს და არის სრული ილუზია 0% კი იმედი არ გქონდეთ!
2) პოლონური ფირმები ქართველებს არ აგზავნიან სამუშაოდ ნორვეგიაში, ავსტრალიაში თუ ლიტვაში და არის სრული ბლეფი და ნუ გაეხვევით ავანტურაში და ჩავარდებით ვალებში
3) პოლონური "კარტა პობიტუს" მუშაობის უფლებით აკეთებს თვითონ დამსაქმებელი რომელიც ოფიციალურად ღირს 415 ზლოტი და არა ( 900 ევრო ) და რაც მთავარია ამ კარტით მხოლოდ ამ დამსაქმებელთან შეგიძლიათ იმუშაოთ და არა გერმანიაში და ავსტრალიაში
* * *

4) ლეგალური დასაქმება პოლონეთში პირდაპირ დამსაქმებლის ან დამსაქმებელთა შუამავალი ფირმის მიერ ხდება რომლებიც 150 ევროს იღებენ მომსახურების საფასურად და არა 1700 ევროს და ნუ დაბოლდებით
5) სამუშაო ვიზა 60 ევრო ღირს ოფიციალურად პოლონეთის საკონსულოში და ბილეთი და დაზღვევა თქვენთვითონ შეიძინეთ და ნუ გადაიხდით ორმაგს
6) მინიმუმი ანაზღაურება უცხოელებზე საათი 10 - 16 ზლოტია გააჩნია კვალიფიკაციას და არა 10 ევრო!
7) დამსაქმებელმა რომ ცნობა გასცეს თქვენი სამუშაოდ მიღების შესახებ 12 სამუშაო დღე სჭირდება რომლის საფუძველზეც ხდება ვიზაზე განაცხადის შევსება ან კარტა პობიტუზე საბუთების შეტანა ამიტომ ორდღეში ვერავინ დაგასაქმებთ და ხანგრძლივი პროცესია.


Posted by: LOLZ 18 Jun 2019, 05:31
zukiii4a
რა არის არასწორი? ის რომ ყველა ინფორმაცია, რაც დამჭირდა გუგლით ვიპოვე? ყველაფერი გავაკეთე, ბოლომდე მივიყვანე საქმე და მივიღე გრძელვადიანი ვიზებიც. სავიზო პროცედურები რომ დაგუგლო იპოვი, სავიზო მოთხოვნებიც იქვეა, ყველა ქვეყნის შესახებ, ნებისმიერი ტიპის პროგრამის შესახებ, იქნება ეს სწავლა, მუშაობა, გაცვლითი თუ სხვა რამ. ჩაწერ "სამუშაო ვიზა ჩინეთში" და ამოგიყრის უამრავ მასალას, ოფიციალურ საიტებსაც და პირად გამოცდილებებსაც. ათასი ფეისბუქის ჯგუფია, ხალხი კონკრეტულ გვარებს და ფირმებს წერს, ვისი ნდობა შეიძლება და ვისი არა. ლინკებს არ დავდებ, სხვის მაგივრად არ მოვძებნი. ვისაც აინტერესებს თვითონ შეიწუხოს თავი, დახარჯოს დრო და გაიგებს ყველაფერს. ანალოგიურად, რომ დაგეგუგლა თავის დროზე, პოლონეთში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დასაქმების პროგრამა შეიძლებოდა გეპოვა და ვიღაცის თაღლითობის მსხვერპლი არ გამხდარიყავი. ან დროზე გარკვეულიყავი საიმიგრაციო კანონებსა და პროცედურებში, გუგლის რუკაზე გენახა ქარხნის ადგილმდებარეობა, დაზღვევის მიზნით მაინც გაგერკვია სადგურიდან ქარხნამდე ტრანსპორტი და ა.შ. რატომ ხდება თაღლითობის და ტრეფიკინგის ფაქტები? იმიტომ რომ ვიღაცის იმედზე მარტივად და თავის აუტკივებლად უნდა ხალხს სწრაფი შედეგი..... გაჭირვებით ვის აკვირვებ ამ ქვეყანაში, ყოველ მეორე ოჯახი შიმშილობს და აქედან გაქცევა უნდა. მთავარია ამ გაჭირვებას მოტივატორად გამოიყენებ თუ ბარიერად. გაჭირვება არ გავალდებულებს რომ სადაც გეტყვიან თავჩაღუნული უნდა გაჰყვე, ან ერთ ადგილზე გაიყინო. კითხვების დასმა და ძიებაც უნდა შეგეძლოს. ჩემს და შენს შორის განსხვავება ის არის, რომ მე მირჩევია თვითონ გავიგო და ოფიციალურ წყაროებთან გადავამოწმო ინფორმაცია, შენ ამ ყველაფერს სხვას ანდობ. მე თუ რამე არ გამომივიდა, ის მიზეზი გამოვასწორე, შემდეგ კიდევ ვცადე, შენ კი ჩაკეტილი ხარ შესაძლებლობებისათვის. შენი ცუდი გამოცდილება არ ნიშნავს რომ ყველა უნდა დაფეილდეს და მოატყუონ.... შენი ფეხები და სხვა ორგანოებიც არ მაინტერესებს. საერთოდ აღარ დამტაგო... არსად არ მიდის შენთან დიალოგი და აღარ მიღირს დროის დაკარგვა.

Posted by: gigaloz 18 Jun 2019, 18:33
https://www.facebook.com/hey.go.work/?modal=admin_todo_tour

დასაქმება სახლიდან გაუსვლელად

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)