Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > ფილერი თუ ბოტოქსი


Posted by: inertiacreeps11 6 Sep 2016, 11:33
ე.ი ვინც ერკვევით, ცხვირთან ნაოჭის გასწორება რომლით უფრო რეკომენდირებულია? ვაპირებ და მირჩიოთ იქნებ smile.gif

Posted by: libertad 9 Sep 2016, 03:01
inertiacreeps11
ბოტოქსი ადუნებს ("აშეშებს" biggrin.gif) კუნთს,ასე ვთქვათ დროებით უკარგავს კუნთს ფუნქციას და ამის ხარჯზე ხდება ნაოჭების გასწორება
ფილერი ანუ შემავსებელი ჩაღრმავებებს ავსებს და უფრო ღრმა ნაოჭებისთვის გამოიყენება
ჩემი აზრით,ფილერი ჯობია ყველა ვარიანტში,რომელიც რაღაც დროის მერე გაიწოვება და დაგიბრუნდება ზუსტად ისეთივე სახე,როგორიც გქონდა მანამდე. რაც შეეხება ბოტოქსს,გინახავს ფოტოები როგორი მოდუნებული და საშინელო სანახავი სახის კუნთები აქვთ მათ,ვინც ბოტოქსს წლების განმავლობაში პერმანენტულად იყენებს? თან ბოტოქსს ძირითადად შუბლის,წარბებშორის და თვალების ირგვლივ ზონებში იყენებენ,რაც შენ გინდა ვფიქრობ ფილერი იდეალური ვარიანტია.
ლოტუსს აქვს 10 და 11სექტემბერს აქცია ინექციურ პროცედურებზე და ნახე აბა

Posted by: unusual 9 Sep 2016, 16:00
ფილერზეც ისევე შეშდება სახე მიმიკების დროს, როგორც ბოტოქსის შემთხვევაში?

და მეზოთერაპიაზე რა აზრის ხართ? რითი განსხვავდება მეზოთერაპია მაგ ორისგან?

Posted by: libertad 9 Sep 2016, 17:05
unusual
არა ფილერი არაფერს არ "აშეშებს"
მხოლოდ ვიზუალურად ავსებს ნაოჭებს,კუნთთან შეხება არ აქვს
QUOTE
მეზოთერაპია

მეზოთერაპიის არსი არის აღდგენითი პროცესების დაჩქარება,სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და უჯრედული ცვლის გააქტიურება.
ამის ხარჯზე ხდება წვრილი ნაოჭების გაქრობა(და არა ვიზუალურად ამოვსება)
ზოგადად კანის მდგომარეობა უმჯობესდება,ნაოჭების გარდა აშორებს პიგმენტურ ლაქებს,ნაწიბურებს,კანი უფრო ელასტიური ხდება(აღარ არის მოშვებული),ფერიც ერთიანი აქვს და უფრო ჯანსაღი ხდება,უფრო ახალგაზრდის ვიდი აქვს რა))
ოღონდ აქ ერთი პროცედურა არ არის საკმარისი,დაახლოებით 10-12 ინექციისგან შედგება კურსი,1კვირიანი ინტერვალებით

Posted by: unusual 9 Sep 2016, 17:39
libertad
QUOTE
დაახლოებით 10-12 ინექციისგან შედგება კურსი,1კვირიანი ინტერვალებით

12 კურს რომ ჩავიტარებ, დაახლოებით რამდეხი ხანი აღარ დამჭირდება განმეორებითი 12 კურსის ჩატარება?
სად აკეთებენ კარგად თუ იცი?
და კიდევ არის მეზოთერაპია ნემსით და უნემსოდ, რა განსხვავებაა. და რომელი უკეთესია, თუ იცი?

Posted by: libertad 9 Sep 2016, 18:55
unusual
მაგას ექიმი თვითონ გეტყვის რამდენი ინექცია დაგჭირდება
ჩემ ირგვლივ ვინც გაიკეთა 5პროცედურაზე უკვე იდეალური შედეგი ქონდათ,ძალიან სავალალო მდგომარეობა თუ არ არის,მეტი არც არის საჭირო,ინდივიდუალურია რა.
წელიწადში ერთხელ ერთი კურსი სრულიად საკმარისია smile.gif

უნემსოს პლიუსი ის არის,რომ ტრავმას არ აყენებ კანს ჩხვლეტით,არც ინფექციის შეჭრის საშიშროებაა და არც ადგილობრივი გაუტკივარება ჭირდება. შედეგი თითქმის იდენტურია ინექციურის და უნემსოს დროს,მთავარია პროდუქტი იყოს ხარისხიანი და ექიმი თავისი საქმის მცოდნე,ამის მერე დიდი მნიშვნელობა არც აქვს რომელს გაიკეთებ

მე პირადად მედიქალ გრუფს ვენდობი 1000%ით

ოღონდ ისიც გაითვალისწინე,როგორც კი შეწყვეტ მეზოთერაპიის კურსის ჩატარებას(ვთქვათ 1-2წელი ჩააგდე) ისევ დაიწყებს სახის კანი გაუარესებას

Posted by: gramatikikina 9 Sep 2016, 19:46
libertad
QUOTE
არა ფილერი არაფერს არ "აშეშებს"
მხოლოდ ვიზუალურად ავსებს ნაოჭებს,კუნთთან შეხება არ აქვს

სამაგიეროდ სახეს ასუქებს და კიდევ მინახავს აცდენილი ფილერი :დ
ქართველ შოუბიზნეს ფრაუებს ვაშლებივით რომ აზით ლოყები, ეგაა ფილერი. ია ფარულავა, შორენა, ჟორჟოლიანი, პროფილის ქალი


ბოტოქსის გაშეშებას რაც შეეხება, ის აშეშებს იმ ადგილებს, რომლებიც ახალგაზრდებსაც გაშეშებული აქვთ.
ანუ მე რომ მეჭმუჭნება თვალთან კანი, ან შუბლზე ემოციის დროს, ეგ კანი ახალგაზრდობაში უმოძრაო იყო.
საერთოდ, ბოტოქსი კეთდება თვალებთან და შუბლზე
ფილერი კეთდება ტუჩებთან და ღაწვებზე. ჩამოკიდებული დაჭმუჭნული კანი შეივსება და აიწევა.
მანდ არჩევანი არცაა. შუბლთან და თვალთან ზედმეტი ამობურცულობა არ იქნება ლამაზი და ტუჩების გარშემო კიდევ მიმიკის გაშეშება წარმოუდგენელია.


Posted by: libertad 9 Sep 2016, 20:21
gramatikikina
QUOTE
საერთოდ, ბოტოქსი კეთდება თვალებთან და შუბლზე
ფილერი კეთდება ტუჩებთან და ღაწვებზე. ჩამოკიდებული დაჭმუჭნული კანი შეივსება და აიწევა.
მანდ არჩევანი არცაა. შუბლთან და თვალთან ზედმეტი ამობურცულობა არ იქნება ლამაზი და ტუჩების გარშემო კიდევ მიმიკის გაშეშება წარმოუდგენელია.

კი,მეც ეგ დავწერე
გეთანხმები
QUOTE
ბოტოქსის გაშეშებას რაც შეეხება, ის აშეშებს იმ ადგილებს, რომლებიც ახალგაზრდებსაც გაშეშებული აქვთ.
ანუ მე რომ მეჭმუჭნება თვალთან კანი, ან შუბლზე ემოციის დროს, ეგ კანი ახალგაზრდობაში უმოძრაო იყო.

არა,უმოძრაო კი არ იყო,უბრალოდ ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს ელასტიურობას და ჩნდება მიმიკური ნაოჭები
ბოტოქსი ადუნებს კუნთს,იწვევს მის დროებით "დამბლას",შედეგად, ვეღარ ხდება მისი შეკუმშვა(ძალიანაც რომ გინდოდეთ) და კანი გლუვი ხდება.
QUOTE
სამაგიეროდ სახეს ასუქებს და კიდევ მინახავს აცდენილი ფილერი :დ
ქართველ შოუბიზნეს ფრაუებს ვაშლებივით რომ აზით ლოყები, ეგაა ფილერი. ია ფარულავა, შორენა, ჟორჟოლიანი, პროფილის ქალი

ფილერი არის შემავსებელი
შესაბამისად მისი მთავარი ფუნქციებია შეავსოს ჩაღრმავებები და გაზარდოს მოცულობა
რასაც შენ გასუქებას ეძახი,ზოგი მაგაში ფულს იხდის,ფილერით რომ მოიპუტკუნონ ლოყები და ყვრიმალები გამოიკვეთონ biggrin.gif
აცდენილ ფილერს რაც შეეხება,ეგ უკვე იმაზეა დამოკიდებული რამდენად პროფესიონალთან მიხვალ თორემ მასეთი რისკ ფაქტორებით რომ ვიმსჯელოთ,ვაი თუ ბოტოქსი აუცდა ვინმეს))აი მერე მართლა სავალალოა მდგომარეობა

Posted by: gramatikikina 10 Sep 2016, 01:09
libertad
QUOTE
რასაც შენ გასუქებას ეძახი,ზოგი მაგაში ფულს იხდის,ფილერით რომ მოიპუტკუნონ ლოყები და ყვრიმალები გამოიკვეთონ

მოსწონთ ხო givi.gif facepalm.gif ალბათ
ან ერთმანეთს ბაძავენ, ან იმედი აქვთ, თვითონ უფრო მოუხდებათ და დადიან გასიებული სახეებით
QUOTE
მასეთი რისკ ფაქტორებით რომ ვიმსჯელოთ,ვაი თუ ბოტოქსი აუცდა ვინმეს))აი მერე მართლა სავალალოა მდგომარეობა

ბოტოქსი მე გამიკეთებია და პირველ მისვლაზე ყოველთვის სხვავასხვანაირ თვალებს მიკეთებენ
მერე მივდივარ, ასწორებენ
ეხლა თუ თვალში გაგიკეთა, მაგას ვეღარ გამოასწორებ:დ

Posted by: inertiacreeps11 12 Sep 2016, 04:03
ეფექტი ფილერის ყველაზე ხანგრძლივი რამდენი თვე ??

Posted by: libertad 12 Sep 2016, 04:12
inertiacreeps11
6 თვიდან 2 წლამდე

Posted by: unusual 12 Sep 2016, 11:18
libertad
QUOTE
ოღონდ ისიც გაითვალისწინე,როგორც კი შეწყვეტ მეზოთერაპიის კურსის ჩატარებას(ვთქვათ 1-2წელი ჩააგდე) ისევ დაიწყებს სახის კანი გაუარესებას

ანუ დაუბრუნდება რეალურ კანს როგორიც უნდა მქონდეს თუ იმაზე მეტად გამიურასებს?

ვაიმე ეს "აცდენები" მეზოთერაპიასაც ხომ არ ახასიათებს? biggrin.gif


QUOTE
ბოტოქსი მე გამიკეთებია და პირველ მისვლაზე ყოველთვის სხვავასხვანაირ თვალებს მიკეთებენ

რა საშინელებაა help.gif
ერთიც და ვეღარ შეასწორონ, biggrin.gif


ვითომ ხომ არაფერი, ელემეტარული რამეა რომ იკითხო, მაგრამ რამხელა რისკებია... სხვადასხვა თვალით რომ გამოვიდე biggrin.gif weep.gif

Posted by: gramatikikina 12 Sep 2016, 12:43
unusual
აღარ უნდა გაიცინო 6 თვე, თუ ვერ შეასწორეს givi.gif
ბოტოქსი ადვილი შესასწორებელია. ანუ ერთ მხარეს უწევს ძალიან ცოტას დამატება და ეგაა. თანხის მხრივ, ესე 10 ლარის დამატება შეიძლება მოგიწიოს
ერთხელ შუბლზე გავიკეთე და წავედი ეგრევე სამსახურში. უფროსთან ვზივარ, ვკისკისებ იმის ხუმრობებზე
ხოდა ეს კაცი უცბად უცნაურად შემომხედავს რამდენჯერმე, მეთქი რა ხდება. წავედი ვიყურები სარკეში და თურმე ჩემს ჭკვიან კოსმეტოლოგს მოუფიქრებია, რომ თუ წარბის შიდა ნაწილზე გაუკეთებდა ბოტოქსს და ბოლოებში არა, მაშინ წარბების ბოლოები აიწეოდა. მე კიდევ წარბებს ვამოძრავებდი და თურმე შიდა ნაწილი მიწებებულივით რჩებოდა შუბლზე და ბოლოები აკეთებდნენ საოცარ მოძრაობას ზემოთკენlol.gif ფრთებივით
რომ მივედი მერე დამიმაგრე თუძმა ხარ ეს ბოლოებიც მეთქი, ეწყინა :დ
ფილერს ვერ ვბედავ, არ ვიცი მაგის შესწორება როგორ მოხდება. ნაკლები თუ მოუვა არაუშვს და ზედმეტს რას უზამენ არ ვიცი

Posted by: unusual 12 Sep 2016, 13:05
gramatikikina
QUOTE
ბოლოები აკეთებდნენ საოცარ მოძრაობას ზემოთკენ ფრთებივით
რომ მივედი მერე დამიმაგრე თუძმა ხარ ეს ბოლოებიც მეთქი, ეწყინა :დ

biggrin.gif თანაც რომ ეწყინა biggrin.gif

შენ არ დაფიქრებულხარ მეზოთერაპიაზე? ეგ არ ჯობია ამათ? თუ ძალიან ღრმა ნაოჭი არ გაქვს, ვფიქრობ რომ უმჯობესია.თან მგონია რომ ნაკლები რისკებია, მხოლოდ შეყავთ სასარგებლო ნივთიერებები (ვიტამინები, თუ რაც არის) და სახეს ალამაზებს და აახალგაზრადვებს. (პირადად არავინ მინახავს რომ შემეფასებინა, მაგრამ რასაც ვკითხულობ ლამაზად დაწერილს ,ცუდი არ უნდა იყოს. biggrin.gif )


Posted by: gramatikikina 12 Sep 2016, 13:25
unusual
მეზოთერაპიაზე უკეთებენ სახეში უამრავ ნემსს. ხოდა ეგ ნანემსრები ყველა დამილურჯდა :დ გამაფრთხილა კიდეც, რაც დალურჯდება იმაზე წაისვი რაღაც კრემი, რომ მალე გაგიაროსო. აფთიაქში იყიდეო. ანუ ჩემი კანის ბრალი არ ყოფილა ეგ.
ტონალურის ყიდვაც მირჩია, სილურჯეებს დაფარავსო
არც იმ ტონალურმა დაფარა არაფერი და ესე კვირანახევარი სახლში ვიმალებოდი
მედიში გავიკეთე კოსტავაზე
მეტჯერ არ მივსულვარ და ამიტომ არ ვიცი სახის კანს რამე კარგს უშვრება თუ არა
უნემსო ალბათ უფრო უსაფრთხო იქნება
ბევრი რამე გამიკეთებია სახეზე და კოსმეტიჩკასთან მასაჟს რომ იკეთებ და ნიღბებს და ნახევარ საათში გამოდიხარ თან დასვენებული თან შედეგით, ესეთი კარგი სხვა არაფერი მინახავს. ნუ ბოტოქსი მიყვარს კიდევ givi.gif
QUOTE
თანაც რომ ეწყინა

ხო, თავისი ნოუხაუ რომ არ მოეწონათ, ეწყინა :დ

Posted by: roamer 20 Sep 2016, 14:54
ყველას 12 პროცედურა სჭირდება? და თითო რა ღირს?

Posted by: sexi-bicola 30 Jun 2018, 01:43
ტუჩზე ფილერი გიცდიათ ?
............................

Posted by: magi_ 30 Jun 2018, 14:11
QUOTE
ტუჩზე ფილერი გიცდიათ ?


მოკლედ სხვა თემაშიც დავპოსტე და აქაც დავპოსტავ...



revofil ultra არავინ გაიკეთოთ. მე არ ვიცოდი ასეთი შედეგი თუ იქნებოდა მითუმეტეს ძალიან ,,მაგარ" კლინიკაში გავიკეთეთ დიდი კონსულტაციების შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა. ერთი წელია შეშუპება გვემართება პერიოდულად. როდემდე გაგრძელდება ეს საშინელება არ ვიცით.

თუ აპირებთ გაკეთებას ვინმე გადაქექეთ ფორუმები დ აწაიკითხეთ რევიუები ისე არ გაეკაროთ არაფერს.


ვინმეს თუ გქონიათ ამ პრეპარატთან შეხება, გამოცდილება გამიზიარეთ.

Posted by: tamuniko_3 16 Jul 2018, 14:39
ფილერიიიი.... ჯერ ერთი რომ ყველანაირი მიმიკა გინარჩუნდება. უპატარესი ნემსით კეთდება 6-8 თვეში გიწევს განახლება. დღეს მსოფლიოს მაშტაბით ყველაზე ტრენდულია ჰიალურონის ფილერები....

Posted by: tat_025 23 Aug 2018, 19:05

მეგობრებო რომელ კლინიკას მირჩევთ? ბოტოქსი ან ფილერი, ერთერთი უნდა გავიკეთო რომელსაც მირჩევენ, წარბებს შუა მინდა ნაოჭის გასწორება. ოღონდ ვერ გაადვწყვიტე სად მივიდე. ვის სად გაგიკეთებიათ და კმაყოფილი თუ ხართ?

Posted by: ფისტაჩიო 24 Aug 2018, 17:46
ფილერი და ბოტოქსი ხომ სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება

Posted by: tamuniko_3 27 Aug 2018, 02:35
მე ფილერს გირჩევდი.

...........................

Posted by: RetroFuture 11 Oct 2018, 00:05
ვერ გავიგე ბოტოქსით ტუჩის მოცულობაც იზრდება? თუ მარტო ნაოჭების კორექცია ხდება

Posted by: gramatikikina 11 Oct 2018, 23:26

მოცულობა იზრდება ფილერით
ფილერი ნიშნავს ავსებას
ბოტოქსი ადამბლავებს კუნთს სახეზე და ამით მიმიკური ნაოჭები აღარ ჩნდება
საშინლად კი ჟღერს, მაგრამ ესე არაა
ფილერი ცვლის სახეს, ბოტოქსი აბრუნებს ახალგაზრდულ იერს
ახალგაზრდობაში ხალხს არ ეჭმუჭნება სახე ემოციების დროს. ისეა ესეც.

Posted by: Хельга 16 Nov 2018, 09:54
QUOTE (gramatikikina @ 9 Sep 2016, 19:46 )
  ფრაუებს 




ფრაუები რომ იყვნენ რა უჭირთ biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)