#51740612 · 27 Nov 2017, 22:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
ერთ საკითხში ვერ გავერკვიე კარგად, როგორც ვიცი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ჩაბარებას მაღაზიაში ჭირდება ვეტერინარული მოწმობა ფორმა №2
ესენია ძირითადად:
საქონლის ხორცი ღორის ხორცი ფრინველების ხორცი თაფლი კვერცხი
QUOTE | საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის, ცხოველური პროდუქტების გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ვეტერინარული მოწმობების: ფორმა №1-ისა და ფორმა №2-ის თანხლებით, რომლებსაც გასცემენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები. ვეტერინარულ მოწმობაზე მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს გამცემი ვეტერინარი სპეციალისტის ხელმოწერა და ბეჭდის ანაბეჭდი, რომლითაც მოწმდება ვეტერინარული მოწმობა.
|
ამასთან მითითებულია რომ
QUOTE | ცხოველური პროდუქტების ვეტერინარული მოწმობების: ფორმა №1-ისა და ფორმა №2-ის გარეშე გადაადგილება დასაშვებია:
|
QUOTE | ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქტების − თუ მათი წარმოება, გადამუშავება ან დისტრიბუცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის მიერ
|
QUOTE | ნედლ რძეზე, თევზზე (ახალი, გაგრილებული, გაყინული, დამარილებული, შებოლილი, გამოყვანილი), სასურსათო კვერცხზე, მეფუტკრეობის პროდუქტებზე
|
ანუ როგორც სასურსათო მაღაზიას, შემიძლია ჩავიბარო მოწმობის გარეშე - კვერცხი, თევზი და თაფლი? მაგრამ არა ხორცი და ფრინველი?
სწორად ვმსჯელობ?
--------------------
მიუხედავად იმისა, რომ ზღარბებს სტკიოდათ და ტიროდნენ, მაინც აგრძელებდნენ კაკტუსის ჭამას.
|