Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > თმის ქიმიური დახვევა


Posted by: snowqueen 14 Feb 2012, 15:55
რას ფიქრობთ თმის ქიმიურ დახვევაზე ? ვის რა გამოცდილება გაქვთ? სად აკეთებენ კარგად და რა ღირს საშუალოდ ეს პროცედურა?????

პ.ს. მემგონი არ უნდა იყოს მსგავსი თემა smile.gif

Posted by: seturi888 14 Feb 2012, 16:06
სად არის ხალხი მეც მაინტერესებს ეგ თემა, თმების დახვევაა მინდაა

Posted by: kikisa 14 Feb 2012, 17:35
მე მგონი ეხლა მოდაში აღარ არის თან ძვირი ღირს კარგ სალონში დაახლოებით 120დან-170 ლარამდე ჯდება. თვით სიტყვა ქიმია თმაზე უკვე მაშინებს punch.gif

Posted by: eel 14 Feb 2012, 18:11
მე გავიკეთე 1 თვის წინ. მომწონს ძალიან. არც თმა დამწვია. გრძელი თმა მაქვს და 70 ლარი გადავიხადე.

Posted by: ivani 14 Feb 2012, 20:59
eel
რითი უვლი დახვეულ თმას? ფერი შეიცვალა დახვევის შემდეგ?

Posted by: eel 14 Feb 2012, 21:53
ivani
ბალზამს ვხმარობ და მასკას. არ შემცვლია, ზუსტად ისე მაქვს თმა ოღონდ დახვეული smile.gif

Posted by: eleele 14 Feb 2012, 22:03
eel, სად დაიხვიე? მსხვილად გაქვს ?

Posted by: ivani 14 Feb 2012, 22:46
eel
QUOTE
ბალზამს ვხმარობ და მასკას

რომელი ფირმის?

QUOTE
არ შემცვლია

ზოგის თმა ხუნდება, სტილისტის უვიცობის გამო (წამლის დიდხანს გაჩერებით) გაგიმართლა.

დახვევა მინდა მობილიზებული მინდა ვიყო chups.gif chups.gif

Posted by: eel 15 Feb 2012, 00:01
eleele
QUOTE
სად დაიხვიე? მსხვილად გაქვს ?


პლეხანოვზე დავიხვიე "კარინაში" . თავიდან თითქოს არ მომეწონასავით, მაგრამ 2 დაბანაში ისე ლამაზად დაჯდა მოწონს ყველას.


ivani
QUOTE
რომელი ფირმის?

ლონდა. თვითონ სალონში ვიყიდე. უი ხო კიდე მუსს (ხვეული თმისთვის) ვისმევ დაბანის შემდეგ რომ არ ავფუვდე smile.gif

QUOTE
ზოგის თმა ხუნდება, სტილისტის უვიცობის გამო (წამლის დიდხანს გაჩერებით) გაგიმართლა.

დახვევა მინდა მობილიზებული მინდა ვიყო


აჰაა გეთანხმები, ჩემს დაქალს დაუწვეს თმა.გააჩნია სად იკეთებ.

Posted by: snowqueen 15 Feb 2012, 10:30
eel
სულ მთლიანად დაიხვიე? მე ბოლოებისკენ მინდა სიმართლე გითხრა, ბუნებრივი ეფექტი რომ ქონდეს უფრო. რომ ვიკითხე სალონებში რავი გაგიკეთებთ ასეო და ცოტა არ იყოს ვყოყმანობ, ისე რომ არ გამოვიდეს როგორც მინდა

Posted by: nina1992 15 Feb 2012, 12:22
ფილარმონიის გვერდიტ ნატალიში ვიხვევხი მთელი სამი წელი...
ძალიან კმაყოფილი ვიყავი, არც თმა არ დამზიანებია და კარგადაც აკეთებენ...

მაგრამ მთელი დღე იქ უნდა იყო...ისე ბოლოს 90 ლარი გადავიხადე, საუკეთესო წამალია და გაძვირდაო
ეს სადღაც 4წლის წინ იყო, ეხლა არ ვიცი.

მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ძალიან თხელი თმა მაქვს და დასვენებული ვიყავი.

Posted by: eel 15 Feb 2012, 18:55
snowqueen
არა მარტო ბოლოებს არ გირჩევ, არ გექნება კარგად. საშუალო ან სქელი ჯოხებით დაიხვიე მთლიანად. თავიდან ოდნავ სწორად წამოვა და მერე დაიხვევა.
როგორ კარგად აგიხსენი smile.gif

Posted by: snowqueen 16 Feb 2012, 09:56
niana
მეც თხელი თმა მაქვს smile.gif ნატალიში არ მიკითხავს სიმართლე გითხრა, დავრეკავ დღესვე აუცილებლად. შენ რომელთან იკეთებდი ?

eel
აჰაა, ანუ მთლიანად ჯობია, გასაგებია. "ჩოლკაც" დახვეული გქონდა?

Posted by: seturi888 16 Feb 2012, 13:25
eel
Super Member

ძალიან ჩახვეული გაქვს? ანუ ლომის ფაფარივით არ მინდა
****

Posted by: eel 16 Feb 2012, 14:09
snowqueen
არა ჩოლკა არ მაქვს დახვეული.

seturi888
ლომის ფაფარივით გექნება თუ ძაალ წვრილით დაიხვევ smile.gif

რომ მოვახერხებ გადავიღებ და დავდებ სურათს smile.gif

Posted by: snowqueen 16 Feb 2012, 16:38
eel
ვაიმე რაღაცნაირად მომაწოდე რა სურათი გთხოვ smile.gif) მალე მინდა რომ გავიკეთო smile.gif

Posted by: ivani 16 Feb 2012, 17:05
სურათები სურათები სურათები დადეთ რა სანამ გავიკეთებ chups.gif chups.gif chups.gif

Posted by: cheese1 19 Feb 2012, 14:07
აუ მეც მაინტერესებსს, ადვილია მერე მოვლა თუ ლოლიავი უნდა???..... მე მინდა რო დავიბან, გავიშრო და მეტი არაფერი არ უნდოდეს smile.gif)))

Posted by: ivani 20 Feb 2012, 14:27
cheese1
თუ თმის მოვლა არ გინდა არ დაიხვიო. ორმაგი დატვირთვა მოგიწევს მერე

Posted by: Miss Pop 20 Feb 2012, 16:32
eel
დადე რა სურათი როგორ გაქვს? მე მნდა დახვევა და ვერ ვრისკავ.

Posted by: eel 20 Feb 2012, 19:13
სანამ ჩემს სურათს ავტვირთავ აი დაახლოებით ასეა, ნუ ამაზე ოდნავ წრილად.

http://www.radikal.ru

Posted by: cheese1 21 Feb 2012, 21:02
ivani
აუ რატო?? რისი გაკეთება დამჭირდება??

Posted by: ivani 21 Feb 2012, 21:26
cheese1
რისი და მუსის, ან ზეტის, დახვევის მერე თმა ზიანდება და ჭირდება ის აღდგენითი ვიტამინები რასაც კარგავს დახვევის დროს. გაუფრთხილებლობამ შეიძლება თმის ცვენა გამოიწვიოს

Posted by: cheese1 21 Feb 2012, 23:06
ivani
აა,... ხო რო ზიანდება ვიცი... ვინმემ სურათები დადეთ რააა smile.gif

Posted by: ashley judd 2 Mar 2012, 00:10
eel
ასე ან ამაზე მსხვილად შეიძლება?

Posted by: Kate789 2 Mar 2012, 05:55
ქიმია მქონდა მე 6 წლის წინ. ხოდა ძალიან იცის თმის ცვენა.


ხოდა რამე სხვა მეთოდი არ არის რამე??? მინდა დახვევა.

Posted by: ashley judd 2 Mar 2012, 19:05
მე ისეც მცვივა ცოტა, დახვევის მერე უფრო გამცვივა? sad.gif
რამე სხვა მეთოდი არაა დახვევის? ბიგუდებით და სხვა რაღაცეებით ერთ დღესაც ვერ მიძლებს, სწორი თმა მაქვს ძაან

Posted by: aanuka 2 Mar 2012, 20:11
მქონდა ძალიან ჯანმრთელი და სქელი თმა,2ჯერ დავიხვიე და გამიოხრდა მთელი თავი.აი საშინელებაა,მცვივა,შემითხელდა და მოკლედ არ ღირდა რა და არ გირჩევთ არავის.4 თვეში ან უფრო ადრე ამოგივათ სწორი ძირები და ცუდად დგება მერე თმა

Posted by: fernanda 16 Mar 2012, 20:42
მინდა ძააან მაგრამ არ მიდნა დამცვივდეეს, ძლივს აგავიზარდე წელამდე თმააააა.არადა ძან სწორი მაქვს და რომ ვიხვევ ბიგუდებით 10 წთში აღარ მაქვს

Posted by: britney 16 Mar 2012, 22:11
დახვევის მერე ვეღარ გავიზარდე თმა წესიერად,რამდენიმე თვესჰი სულ აიბურდადა იძულებული ვიყავი მოკლედ შემეჭრა(თუმცა კარგად ვუვლიდი და წესიტ არ უნდა აბურდულიყო).ბობ მარლივით ვიყავი biggrin.gif სჰევიჭერი და დავიწყე გაზრდა სწორი თმის მაგრამ ისეთი ხარისხის თმა აღარ მაქვს როგორიც დახვევამდე მქონდა......
თუ გადაწყვეტთ დაიხვიოთ,აუცილებლად კარგ სპეციალისტთან მიდით თორემ დიდხანს არ გაგრძელდება კულულა თმით სიამოვნებაsmile.gif)))))))

Posted by: NatiaGull 16 Mar 2012, 22:42
დაინდეთ ხალხო თმები რას ერჩით. რაც არ უნდა ხარისხიანად დაიხვიოთ მაინც შოკია თმისთვის

Posted by: mari_mariami 16 Mar 2012, 23:30
მე 4-ჯერ გავიკეთე უკვე.მაგის გარეშე აღარც მახსოვს ჩემი თმა...ვინ თქვა 150დან 170 ლარამდეო საშუალოდ? 100ლარი ღირს ყველაზე ძვირი რომელიც თმას არ წვავს...საშუალოდ 60-80...ხვეულ თმას რა ჯობია...დიდად არც დავარცხნა უნდა არც 1საათი სარკესთან ტრიალი

Posted by: cheese1 16 Mar 2012, 23:57
mari_mariami
პირველად ვიღაცამ რაღაც კაი თქვა... smile.gif მომიბრუნდა ისევ გული smile.gif

Posted by: tamotamo1 18 Mar 2012, 17:58
მეც ძალიან მინდა თმის დახვევა, თან მეშინია, და მეც სულ ზედა ძირიდან არ მინდა დახვევა, არ გამოვა ეგრე?

Posted by: moli-si 18 Mar 2012, 18:14
snowqueen
მე დავიხვიე შარშან თებერვალში, უფრო სწორედ ჯერ დეკემბრის ბოლოს გავიკეთე ქიმია და ისე საშინლად დამიხვია თმა რომ მერე თებერვალშითავიდან გავიკეთე.

ცუდი ის არის რომ მე მინდოდა მსხვილი კულულები და ვერ გამიკეთეს sad.gif ანუ რაზეც მითხრეს მსხვილიაო მაინც წვრილი გამოვიდა.

მერე სადღაც 3 თვეში უკვე ისეთი იყო როგორიც მინდოდა.

თმას მაინც აფუჭებს, ანუ ჩემი თმა რომ წამოვიდა ძალიან დიდი განსხვავება იყო ბზინვარებასა და სირბილეში

Posted by: buka79 18 Mar 2012, 20:45
აუ ისე მინდა თმის დახვევა მაგრამ ვერ ვრისკაავ sad.gif((( ვიცი რომ ძალიან გამიპუჭებს და გამიუხეშებს თმას sad.gif(

Posted by: basti-bubuuu 19 Mar 2012, 03:03
მე მქონდა რამოდენიმე წლის წინ დახვეული და არ დამწვია ნამდვილად.ეხლა კიდე მინდა დახვევა მაგრამ იცით რა მაინტერესებს-მერე ჩემი თმა რომ წამოვა-ზემოთ სწორი მექნება და ქვემოთ ხვეული?ვერ დამიხვევენ მარტო ზემოთ?აღარ მახსოვს მაშინ როგორ მქონდა

Posted by: nutsiko 21 Mar 2012, 11:31
მე მქონდა თმა ქიმიურად დახვეული რამდენიმე წლის წინ (თუმცა ისედაც ხვეული თმა მაქვს, მაგრამ მაინც...). სამი თვით დავიხვიე თმა, თუმცა გაცილებით დიდხანს მქონდა, თან რაც უფრო გაიზარდა თმა სიგრძეში, კიდევ უფრო ლამაზი იყო ეს კულულები. მე ძალიან დახვეული არ მქონდა, თუმცა კარგი იყო. სანამ ბოლომდე არ ავიჭერი თმა, სულ მქონდა დახვეული. ეგაა, რომ სიგრძე ყველა შემთხვევაში გჭირდება, ისედაც მოკლდება, როცა იხვევ (მაშინ კარგი სიგრძის თმა მქონდა).

გადასახალისებლად ცუდი არაა. ეგაა, რომ კარგ სპეციალისტთან უნდა მიხვიდეთ, რომ თმა არ დაწვან. მე მაშინ გამიმართლა. smile.gif

Posted by: KITSUNE 23 Mar 2012, 00:21
მე 2ჯერ მქონდა დახვეული თმა ქიმიურად . პირველად დაახლოებით 4-5 წლის წინ, ზაფხულში. მერე 1 წელზე ცოტა მეტი დავისვენე და ზამთარში ისევ დავიხვიე. პირველი კარგი იყო, მიუხედავად იმისა რომ მეორე დღეს უკვე ზღვაში დავასველე თმა ))) მეორეჯერ კი ცუდად დამეხვა, ახალი წამალი იყო და არ ვარგოდა ალბათ, ან ზამთარი რომ იყო მაგიტომ არ გამოვიდ, რავიცი. user.gif ორივეჯერ პლეხანოვზე დავიხვიე, კათარზისთან რომაა სალონი მანდ. მგონი30-40 ლარამდე გადავიხადე, არ მახსოვს ზუსტად.
ეხლა ისე ძალიან მინდა ისევ დავიხვიო, რომ უკვე ყოველ ღამე მესიზმრება biggrin.gif მაგრამ კარგ სალონში ძვირი ღირს cry.gif

სურათებს ითხოვდნენ გოგოები წინა გვერდებზე, გადავქექე კომპიუტერი და ძლივს აღმოვაჩინე რამდენიმე, თან ცუდი ხარისხის, მაგრამ მაინც გაგიზიარებთ.

ეს სავარაუდოდ მეორეჯერ დახვეული თმაა user.gif პირველად უფრო კარგი კულულები მქონდა/
http://www.radikal.ru

ეს მომწონს ძალიან , მაგრამ არ ვიცი, მომიხდება თუ არა sad.gif

user posted image

Posted by: Miss Pop 23 Mar 2012, 10:19
KITSUNE
მოგიხდება თან ძაან მაგრად.სახის ფორმა გაქვს ისეთი რო კარგად დაჯდება უბრალოდ შენ სურათზე რა ფერის თმაც ჩანს შეიძლება არ მოუხდეს მუქი ფერი უხდება ესეთ კულულებს.კონიაკის ფერი,შავი ან რიანას რა ფერიც აქვს

Posted by: KITSUNE 23 Mar 2012, 18:01
QUOTE (Miss Pop @ 23 Mar 2012, 10:19 )
KITSUNE
მოგიხდება თან ძაან მაგრად.სახის ფორმა გაქვს ისეთი რო კარგად დაჯდება უბრალოდ შენ სურათზე რა ფერის თმაც ჩანს შეიძლება არ მოუხდეს მუქი ფერი უხდება ესეთ კულულებს.კონიაკის ფერი,შავი ან რიანას რა ფერიც აქვს

user.gif user.gif


ხო, ამ ფერს ძალიან უხდება, მაგრამ შეღებვა არ მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერი ძალიან მომეწონა user.gif

ისე ცოტა გამიმუქდა ეხლა თმა და იქნებ უკეთესი გამოვიდეს... მოკლედ არ ვიცი, ჯერჯერობით ფინანსურად ვერ ვქაჩავ იმ სალონში დახვევას,სადაც დავდივარ. ცოტა ხანიც მოვითმენ და მერე ვნახოთ. chups.gif

user posted image

ესეც მომწონს love.gif

Posted by: anioo 26 Mar 2012, 01:13
ძალიან მინდა თმის დახვევა, მაგრამ ვერ ვრისკავ sad.gif თან თმის გაფუჭების მეშინია და თან იმის, რომ ცუდად არ გამიკეთონ. ჩემ დაქალს საერთოდ ვერ დაუხვიეს sad.gif

ფასს რაც შეეხება შედარებით ნორმალურ ფასიანი არ გამიგია. მელანჟში 80-120 ლარი მითხრეს, მაგრამ თმაზე რომ დამხედა შენ უფრო მეტი დაგიჯდება სიგრძის გამოო biggrin.gif

იქნებ დაწეროთ სალონის სახელი სადაც თავადაც გამოცდილი გაქვთ ან ნანახი გაქვთ რომ კარგ შედეგს იძლევიან.

Posted by: maiami001 26 Mar 2012, 11:06
ძალიან მინდა მეც დახვევა,მაგრამ მეშინია თმა არ გამიფუჭონ.ადრე დავიხვიე და დამიწვეს.ცოცხის ღერებივით მქონდა.

Posted by: eel 26 Mar 2012, 16:50
გოგოებო წადით "კარინაში" მარჯანიშვილზე smile.gif
არ დამწვია თმა საერთოდ,კარგად აკეთებენ.

Posted by: chupa82 27 Mar 2012, 12:45
5-6 წელია რაც ყოველწლიურად ვიხვევ თმას, ძალიან ცხიმიანი თმა მაქვს და ქიმია მიშრობს, ვისვენებ იმისგან რომ ყოველ მეორე დღეს თავი აღარ მაქვს დასაბანი. ,,ფეშენ" სალონებშიც დამიხვევია და უბრალოშიც , ძვირიანი მასალითაც და რუსული ,,ლოკონი"-თაც. მინდა ვთქვა, რომ ბოლო 3 წელია 30 ლარი მიჯდება რუსული მასალით დახვევა და აღარც გადავყრი ამდენ ფულს, შედეგი მაინც ერთია. თმა ოდნავ იწვება და ფერს იცვლის, (ოდნავ ღიავდება) მინუსი ის აქვს რომ დილით დასველება სჭირდება, ისევ კარგი ფორმა მიიღოს, ცუდ ამინდში კი ნოტიო თმით შმეტი შანსია გაცივდე. ხო კიდევ შენი თმა რომ ამოდის უკვე ფერთა სხვაობას იძლევა, ეგ არის და ეგ. პერიოდულად ბოლოები უნდა მოიჭრა რომ გაახლდეს თმა ( ნუ ეს ქიმიის გარეშეც ეგრეა) ხო 6 თვიანს რომ ეძახიან, 6 კიარა სანამ არ მოვიჭი მანამდე დახვეული მაქვს.

Posted by: nan_nanuka 27 Mar 2012, 14:19
chupa82

და სად გაიკეთე?ისეთი თხელი თმა მაქვს გამოსავალს მხოლოდ თმის დახვევაში ვხედავ

Posted by: bebek 27 Mar 2012, 15:48
QUOTE (chupa82 @ 27 Mar 2012, 12:45 )
5-6 წელია რაც ყოველწლიურად ვიხვევ თმას, ძალიან ცხიმიანი თმა მაქვს და ქიმია მიშრობს, ვისვენებ იმისგან რომ ყოველ მეორე დღეს თავი აღარ მაქვს დასაბანი. ,,ფეშენ" სალონებშიც დამიხვევია და უბრალოშიც , ძვირიანი მასალითაც და რუსული ,,ლოკონი"-თაც. მინდა ვთქვა, რომ ბოლო 3 წელია 30 ლარი მიჯდება რუსული მასალით დახვევა და აღარც გადავყრი ამდენ ფულს, შედეგი მაინც ერთია. თმა ოდნავ იწვება და ფერს იცვლის, (ოდნავ ღიავდება) მინუსი ის აქვს რომ დილით დასველება სჭირდება, ისევ კარგი ფორმა მიიღოს, ცუდ ამინდში კი ნოტიო თმით შმეტი შანსია გაცივდე. ხო კიდევ შენი თმა რომ ამოდის უკვე ფერთა სხვაობას იძლევა, ეგ არის და ეგ. პერიოდულად ბოლოები უნდა მოიჭრა რომ გაახლდეს თმა ( ნუ ეს ქიმიის გარეშეც ეგრეა) ხო 6 თვიანს რომ ეძახიან, 6 კიარა სანამ არ მოვიჭი მანამდე დახვეული მაქვს.

gehvecebi mithari sad aketeb. mec adre gavcherde da vaketebdi 25 lariani, adabsoluturad getanhmebi - sul ertia rogori sostavi - shedegi ertia, magram chemi masteri cavida da ver vnahe normalurs. magitom vedzeb ehla mara jer jerobit ver vnahe. tu arginda aq tkma me shemedzlia mogce chemi e-maili tuk.gif

Posted by: chupa82 27 Mar 2012, 17:44
bebek
nan_nanuka
პირადში მოგწერთ რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს.

Posted by: cheese1 27 Mar 2012, 22:10
chupa82
მეც მომწერე რაა გთხოვვ smile.gif

Posted by: buka79 29 Mar 2012, 12:09
მეც მაინტერესებს და მომწერეთ გთხოვთ თუ არ შეწუხდებით:-):-)

Posted by: anioo 29 Mar 2012, 13:52
QUOTE (eel @ 26 Mar 2012, 16:50 )
გოგოებო წადით "კარინაში" მარჯანიშვილზე smile.gif
არ დამწვია თმა საერთოდ,კარგად აკეთებენ.

"კარინა"-ში დახვევა რა ღირს?

და შეგიძლია ფოტო დადო? user.gif

Posted by: eel 29 Mar 2012, 15:37
anioo
მე გრძელი თმა მაქვს და 70 დამიჯდა.
აი სურათი, წარმოდგენა შეგექმნება როგორ მაქვს.
სხვა ვერ ვნახეე sad.gif
http://www.radikal.ru

Posted by: maiami001 29 Mar 2012, 15:39
eel

გმადლობ ჩემო კარგოოოოოოოოო

Posted by: Sofia_sofka 30 Mar 2012, 13:26
აუუუუ სულ ვიხვევდი ხოლმე და ეხლაც მინდა smile.gif აღმაშენებელზე მყავდა ერთი მარინა და ისე მაგრად მიხვევდაააააა, არავის ეგონა ქიმია,არასოდეს მეწვებოდა და ვიღებავდი კიდევაც და ფენითაც ვიშრობდი და უთოთიც ვისწორებდი,მაგრამ თმა ისევ ისე იყო,ძალიან მაგრად მიკეთებდა რაააააააააა.....თან გაბუებული კი არ ვიყავი,სულ დაყრილი კუწუწუნები მქონდა ხოლმე jump.gif ხოდა წინა წელს მივაკითხე და სადღაა ჩემი მარინა weep.gif საზღვარგარეთ წასულა sad.gif ვიღაც ქალი დამხვდა მე ვასწავლე მარინასო, მაგრამ მოსწავლე უფრო კარგი გამოსულა, მაინცდამაინც არ მომეწონა იმის გაკეთებული no.gif
* * *
აქვე დავამატებ რომ 25 ლარზე მეტი არ მიმიცია არასოდეს wink.gif ბოლოს მარტო ნახევარი თმა დავიხვიე, ყურებიდან ქვემოთ ანუ და უფრო ლამაზი გამოვიდა,ვიდრე მთლიანი ქიმია jump.gif

Posted by: vasi74 20 May 2012, 16:04
25 ლარი მარტო მასალა ღირს,რათქმაუნდა თუ wella ან loreal ის მასალას ხმარობს პარიკმახერი, ისე ლორეალი 25 ლარზე ძვირი ღირს მარტო მასალა, ამერიკულ ფირმა lanza ს აქვს ქიმიური დახვევა რომელიც პირიქით აღადგენს თმას,ქიმიურ დახვევამდე თმას აჯანსაღებენ კერატინით და მერე აკეთებენ ქიმიურ დახვევას,ისე ეს ფირმა რაიმე პროცედურის დაწყებამდე,თმის დაზიანების მიხედვით ჯერ აჯანსაღებენ და მერე ან ღებავენ ან აღიავებენ და ა.შ. ესეც კარგია,ყოველ შემთხვევაში რუსეთში აქებენ.
http://www.joicoeurope.com/brands-and-products/joico-k-pak-waves/alkaline-wave/

Posted by: KITSUNE 2 Jun 2012, 23:16
მეც ადრე აღმაშენებელზე დავიხვიე, კათარზისთან არის სალონი. ოოდნავ დამეწვა, ცუდად არ მქონდა, მაგრამ ამჯერად მინდა ნატალიში ან ვიზაჟში დავიხვიო. რამდენი დამიჯდება ვინმემ ხომ არ იცით?

Posted by: vasi74 5 Jun 2012, 00:23
QUOTE
5-6 წელია რაც ყოველწლიურად ვიხვევ თმას, ძალიან ცხიმიანი თმა მაქვს და ქიმია მიშრობს, ვისვენებ იმისგან რომ ყოველ მეორე დღეს თავი აღარ მაქვს დასაბანი. ,,ფეშენ" სალონებშიც დამიხვევია და უბრალოშიც , ძვირიანი მასალითაც და რუსული ,,ლოკონი"-თაც. მინდა ვთქვა, რომ ბოლო 3 წელია 30 ლარი მიჯდება რუსული მასალით დახვევა და აღარც გადავყრი ამდენ ფულს, შედეგი მაინც ერთია. თმა ოდნავ იწვება და ფერს იცვლის, (ოდნავ ღიავდება) მინუსი ის აქვს რომ დილით დასველება სჭირდება, ისევ კარგი ფორმა მიიღოს, ცუდ ამინდში კი ნოტიო თმით შმეტი შანსია გაცივდე. ხო კიდევ შენი თმა რომ ამოდის უკვე ფერთა სხვაობას იძლევა, ეგ არის და ეგ. პერიოდულად ბოლოები უნდა მოიჭრა რომ გაახლდეს თმა ( ნუ ეს ქიმიის გარეშეც ეგრეა) ხო 6 თვიანს რომ ეძახიან, 6 კიარა სანამ არ მოვიჭი მანამდე დახვეული მაქვს.

და მაგ რუსულ მასალას სახელი არ აქვს? ან ძვირიანი რომელი იყო?

Posted by: mariami1987 11 Jul 2012, 14:15
აუ მეც ძააააააააან მინდა დახვევაა დ ავრე გადამიწყვეტია sad.gifsad.gifsad.gif ხომ არ იცით ნატალიში რა ჯდება დახვევა?????????

მე მაქვს მხრებამდე კარე და მინდა დავიხვიო ძაააააააააან smile.gif smile.gif ხო ვერ მეტყვით ვინმე რა ჯდება ნატალიში? smile.gif

Posted by: KITSUNE 17 Oct 2012, 15:36
ვინმეს ხომ არ გიყიდიათ 'hotsale'-ზე ფასდაკლება crystal-ში? მაინტერესებს, კარგად ახვევენ თუ არა თმას. smile.gif

Posted by: MrsT 20 Oct 2012, 12:12
http://www.radikal.ru
ასე სადმე დამიხვევეეენ? sad.gif

Posted by: KITSUNE 20 Oct 2012, 19:02
დავიხვიე კრისტალში და ძალიან მომწოოონს . ისე ვინერვიულე , მეგონა არ გამოვიდოდა , მაგრამ კარგად დამეხვა ძააააალიან. jump.gif
კიდევ კარგი ფასდაკლება ვიყიდე hotsale-ზე, თორემ 150 ლარამდე დამიჯდებოდა ჩემი საშინლად სქელი თმა. ფასდაკლებითაც 35 ლარის ნაცვლად 62 ლარი დამიჯდა user.gif დასამატებელი ექნა სითხე.. ორჯერ.... user.gif

Posted by: MrsT 20 Oct 2012, 19:47
KITSUNE
სურათი დადე თუ შეგიძლია რა

Posted by: Makulatura 20 Oct 2012, 20:47
ქირურგიული დახვევა კი არა, ე.ი. მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გადავწყვიტე შოტლანდიური ნაწნავი გამეკეთებინა
ჰოდა რამოდენიმე დღის შემდეგ დაშლა რო გადავწყვიტე ერთმანეთში ამერია და რაღაც დრედის პონტი გამოვიდა biggrin.gif

ჰოდა როგორ დავშალო მირჩიეთ რამე

Posted by: MrsT 20 Oct 2012, 22:53
QUOTE
ქირურგიული დახვევა

როგორ გამაცინე lol.gif

Posted by: გობალა 21 Oct 2012, 20:11
QUOTE (KITSUNE @ 23 Mar 2012, 18:01 )
QUOTE (Miss Pop @ 23 Mar 2012, 10:19 )
KITSUNE
მოგიხდება თან ძაან მაგრად.სახის ფორმა გაქვს ისეთი რო კარგად დაჯდება უბრალოდ შენ სურათზე რა ფერის თმაც ჩანს შეიძლება არ მოუხდეს მუქი ფერი უხდება ესეთ კულულებს.კონიაკის ფერი,შავი ან რიანას რა ფერიც აქვს

user.gif user.gif


ხო, ამ ფერს ძალიან უხდება, მაგრამ შეღებვა არ მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერი ძალიან მომეწონა user.gif

ისე ცოტა გამიმუქდა ეხლა თმა და იქნებ უკეთესი გამოვიდეს... მოკლედ არ ვიცი, ჯერჯერობით ფინანსურად ვერ ვქაჩავ იმ სალონში დახვევას,სადაც დავდივარ. ცოტა ხანიც მოვითმენ და მერე ვნახოთ. chups.gif

user posted image

ესეც მომწონს love.gif

ასეთი შEდეგი შეიძლება ჰქონდეს ქიმიურ დახევევას? როგორც ვიცი წვრილად იხვევა თმა
თუ ეგეთი მსხვილი კულულებიც კეთდება, ხვალევე გავრბივარ დასახვევად biggrin.gif

Posted by: KITSUNE 25 Oct 2012, 19:10
Mrs T
სიამოვნებით დავდებდი. უბრალოდ არც ერთში არ ჩანს კარგად.
აი აქ შედარებით ნორმალურია biggrin.gif

http://www.radikal.ru


პ.ს უკეთ მაქვს დახვეული ვიდრე ჩანს. user.gif user.gif

Posted by: izida_88 10 Nov 2012, 12:39
გოგოებოო დამეხმარეთ რააა...თმის დახვევა მინდა ანუ ქიმია ბოლოები ყურებიდან და ისედაც მცვივი თმა სანამ მოკლედ შემიჭრია მინდა ვცადო ერთხელ,სწორი თმა მაქ და ძან მინდა დახვევა და გარდა იმისა რო ბოლოები დამეწვება ცვენაზე იმოქმედებს ძაან??? დაწერეთ რა ვისაც დაგიხვევიათ??? წინასწარ დიდი მადლობათ.

Posted by: gvantsaaa 11 Nov 2012, 23:55
აუ მეც მინდა დახვევა.ოღონდ მე ხვეული თმა მაქვს ისედაც,რომელმაც რაღაც ფორმა დაკარგასავით და მინდა რომ ფორმა აღუდგეს და იქნებ დახვევამ უშველოსთქო ვფიქრობ. და შეგიძლიათ მეც მითხათ ეგ 30 ლარიანი დახვევა სად არის?

Posted by: qetidolche 16 Nov 2012, 18:28
გოგოებო გამარჯობა,მირჩიეთ ვინმემ ვისაც ჩემნაირი პრობლემა გაქვთ.ეი. ძალიან თხელი, ცხიმიანი და ძალიან სუსტი თმა მაქ. ვფიქრობ დავიხვიო, მაგრამ მეშინია, ძალიან.თან ისე ვარ უკვე შეწუხებული ამ თმებით ზოგჯერ მინდა გავიქცე და გავიკეთო. თითქმის გადავწყვიტე და რა მაინტერესებს, რისიც მეშინია ისაა რო ახალი თმა რო წამოვა ჩემი, რო წარმოვიდგინე რა საშინლად იქნება სხვაობა. აი მასეთ დროს რა უნდა ქნა?ფერს არაუშავს, ბოლო-ბოლო სანამ ახალი ამოვა გადაიღებავ მაგრამ ფორმა?აბა მითხარით რა უნდა უყო??????

Posted by: nia4u 17 Nov 2012, 00:32
qetidolche
შეგიზლია დაამატო დახვევა ანუ საკმარისად რომ წამოიზრდება კიდევ დაიხვევ smile.gif

Posted by: qetidolche 17 Nov 2012, 12:09
nia4u
ანუ ეგრე შესაძლებელია,იმ ადგილას დაემატება ხო?მშვენიერი, ეგ მაინტერესებდაsmile.gifმადლობა!!! და იქნებ ისიც მირჩიოთ კარგად სად გამიკეთებენ იაფად და კარგად.smile.gif)))),ისეთი ვინმე ვინც ამ 2 ღეთ თმას ამიფუმფულებს და მაგასაც არ დამაკარგვინებსbiggrin.gif ვიგაცა ჩერდა 30 ლარად ვიკეთებ და კმაყოფილი ვარო?აბა მისამართი მომწერეთ რა და ნომ. თუ ვინმემ იცით, აქ ან პირადში.

Posted by: may 29 17 Nov 2012, 13:29
გამარჯობათ, ის მე არ დამიწერია, მაგრამ მეც 30 ლარად ვიხვევ თმას სანზონაში, ეხლაც ვაპირებ. 3ჯერ მქონდა დახვეული არცერთხელ არ დამწვია.. ოღონდ მარტო ერთთან ვიხვევ, სხვები არ ვიცი რას როგორ აკეთებენ, მაგ სალონში ქიმიის გულისთვის მივდივარ ხოლმე მარტო.

QUOTE
შეგიზლია დაამატო დახვევა ანუ საკმარისად რომ წამოიზრდება კიდევ დაიხვევ 


ეგ შეიძლება? მე სანამ თმა მეზრდება მანამდე ის დახვეულიც იშლება და კარგად გადადის ხოლმე, თავიდან სწორი, მერე ტალგოვანი და ბოლოში დახვეული, თუმცა მერე მაინც ვიჭრი, თმის ცვენის გამო..

Posted by: qetidolche 17 Nov 2012, 14:03
QUOTE
ეგ შეიძლება? მე სანამ თმა მეზრდება მანამდე ის დახვეულიც იშლება და კარგად გადადის ხოლმე, თავიდან სწორი, მერე ტალგოვანი და ბოლოში დახვეული, თუმცა მერე მაინც ვიჭრი, თმის ცვენის გამო..

ეტყობა ინდივიდუალურია, თმის ტიპის მიხედვით.
როგორი თმა გაქვს შენ? და რა მაინტერესებს, გრძელი თმა მაქვს და 30 დამიჯდება ნეტა თუ მეტი?აბა შენც დამიცერე მისამართი, სად იკეთებ.მადლობა გამოხმაურებისთვის ...

Posted by: may 29 19 Nov 2012, 11:12
მე მშრალი თმა მაქვს, მაგრამ თხელი და სუსტი, ნიღბებით ვაცოცხლებ. ქიმიური დახვევისთვის ჯობია დასაბანი თავით მიხვიდე, ნაკლებად დაზიანდება თმა. სიგრძეს არამგონია მნიშვნელობა ქონდეს.. თუ გინდა ნომერს მოგცემ და უკეთ აგიხსნიან. მისამართი პმ ში მოგწერე.

Posted by: astridi 19 Nov 2012, 13:26
სალამი smile.gif მე სამჯერ მქონდა დახვეული ქიმიურად თმა. პირველად დავიხვიე 8 წლის წინ, სადღაც გლდანში გაოხრებულ სალონში მიმასწავლეს, ერთი რუსის ქალი ახვევდა. 15 ლარად დამიხვია, არაჩვეულებრივად არც დამწვია და ლოკონებად მეყარა თმები. ერთი წლის მერე იმ ქალმა სასტიკად დამწვა თმები. მერე დიდი ხანი აღარ შევხებივარ თმებს და ბოლოს ნატალიში დავიხვია 4 წლის უკან 70 ლარად, საერთოდ არ დამეხვა, ჩამომეშალა, უბრალოდ დაიტალღა .თუმცა ,,პარიკმახერმა,, მითხრა რომ ციკლის დროს თმები არ იხვევაო მე კიდე გავჯიქდი და მაინც დავიხვიე (საბოლოოდ წაგებული მე დავრჩი). ახლა ვეძებ სადმე კარგ სპეციალისტს, რომ არ გამამელოტებს და არც გამყვლეფს ისეთს და თუ იცით იქნებ მომწეროთ მისამართი ან მისამართები smile.gif

Posted by: anikaaa 20 Nov 2012, 17:24
ხვეული თმისთვის რომელ მუსს ხმაროობთ? რომელს მირჩევთ?

Posted by: basti-bubuuu 4 Dec 2012, 02:24
ამ სიგრძის თმას ზუსტად ესე ქიმიურად დამიხვევენ სადმე თბილისში?
* * *
http://www.radikal.ru

Posted by: chixuaxua 5 Dec 2012, 11:16
მეც კრისტალში დავიხვიე და არ მაქვს მანცინდამაინც კარგი კულულები, დაშლილივითაა.
არადა, პირველ ჯერზე კარგი იყო sad.gif

ისა, ვისაც დახვეული გაქვთ ივარცხნით?

Posted by: nia4u 6 Dec 2012, 01:47
chixuaxua
არ უნდა დაივარცხნო მშრალი და არ უნდა მიიკარო ფენი!
მხოლოდ სველი ან შამპუნიანი, დაბანისას შეგიძლია დაივარცხნო.
ჯობია ყოველ დილით დაიბანო და დაბანისას დაივარცხნო,
იმიტომ, რომ ძილში ითელება და ისე ეფექტური აღარაა.

Posted by: chixuaxua 6 Dec 2012, 10:38
nia4u
QUOTE
ჯობია ყოველ დილით დაიბანო

spy.gif გინდოდა გეთქვა დილაობით, ხო? biggrin.gif
ისედაც არ მაქვს კარგი კულულები და რომ დავივარცხნო მეშინია სულ არ დამეშალოს sad.gif

Posted by: nia4u 7 Dec 2012, 17:41
chixuaxua

QUOTE
გინდოდა გეთქვა დილაობით, ხო?


ყოველ დილით-მეთქი,მინდოდა მეთქვა და ეგრეც ვთქვი smile.gif
თუ არ დაივარცხნი, ისე მოგეთელება, შეჭრის გარდა არაფერი გიშველის!
სველი თმის დავარცხნა კი არ დაშლის, გააახლებს კულულებს! smile.gif

Posted by: foreveryours 8 Dec 2012, 16:00
QUOTE (anioo @ 29 Mar 2012, 13:52 )
QUOTE (eel @ 26 Mar 2012, 16:50 )
გოგოებო წადით "კარინაში" მარჯანიშვილზე smile.gif
არ დამწვია თმა საერთოდ,კარგად აკეთებენ.

"კარინა"-ში დახვევა რა ღირს?

და შეგიძლია ფოტო დადო? user.gif

მითხარით რა სადააა ეს კარინა სალონი და რა ღირს დახვევა? ძალიან მინდა.
* * *
QUOTE (KITSUNE @ 20 Oct 2012, 19:02 )
დავიხვიე კრისტალში და ძალიან მომწოოონს . ისე ვინერვიულე , მეგონა არ გამოვიდოდა , მაგრამ კარგად დამეხვა ძააააალიან. jump.gif
კიდევ კარგი ფასდაკლება ვიყიდე hotsale-ზე, თორემ 150 ლარამდე დამიჯდებოდა ჩემი საშინლად სქელი თმა. ფასდაკლებითაც 35 ლარის ნაცვლად 62 ლარი დამიჯდა user.gif დასამატებელი ექნა სითხე.. ორჯერ.... user.gif

საბურთალოს ქუჩაზე რო კრისტალია იკ დაიხვიე?? და დიდი კულულები გაქვს თუ პატარა? მითხარი რა თმა გრძელი გაქვს . მითხრეს რო მოკლდებაო დახვევის დროსო.ძალიან მინდა დახვევა ხვეულები თმები მაქვს და შეღებვამ დამიშალა სულ

Posted by: KITSUNE 9 Dec 2012, 20:56
foreveryours

კი საბურთალოს ქუჩაზეა. რავიცი, ძალიან "ჩახუჭუჭებულიც" არ მაქვს. უფრო ბუნებრივად გამომივიდა, სხვანაირად ჩემი თმა არ დაიხვეოდა. ნახე აბა აქ. >>

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


პ.ს შენ უფრო დახვეული გენდომება ალბათ. და თუ არ გაქვს სქელი თმა , მაშინ კარგად გამოგივა yes.gif

Posted by: foreveryours 14 Dec 2012, 12:17
ვიყავი უამრაბ სალონში და გაღიავებულ თმებზე არ ვახვევთო. ბოლოებშI კიდე მაქვს შემორჩენილი სხვა ფერის და უარი მითხრეს.

Posted by: chixuaxua 14 Dec 2012, 12:48
nia4u
არა, ყოველ დილით ნამდვილად ვერ დავიბან თავს, ზამთარში biggrin.gif და დავარცხნით დავივარცხნე სველზე და მართლაც უკეთესად გამოიყურებოდა მეორე დღეს

Posted by: narkozeli 14 Dec 2012, 18:37
nia4u

ყოველ დილით თმის დაბანა არც ისე სასურველია smile.gif

QUOTE
არ უნდა მიიკარო ფენი!

ე.ი. ყოველ დილით უნდა დაიბანო თავი (ზამთარში) და დაელოდო როდის გაშრება ბუნებრივად? დავიწყოთ იქიდან რომ ნესტი მაინც დარჩება თმის ძირებში და ეს საკმაოდ საშიშია.
chixuaxua
QUOTE
ყოველ დილით ნამდვილად ვერ დავიბან თავს, ზამთარში biggrin.gif


არც უნდა დაიბანო და მითუმეტეს ფენის გარეშე ვერც გაიშრობ სრულყოფილად.

Posted by: COPACABANA 14 Dec 2012, 20:51
ზოგიერთ ფენს მოყვება დასამაგრებელი თავი-დიფუზორი , ხვეული თმის გაშრობისთვისაა განკუთვნილი და ეგ ცადეთ.
http://www.youtube.com/watch?v=4jpIjFc5JaM
http://pix.ge/

Posted by: nia4u 15 Dec 2012, 00:06
chixuaxua
narkozeli

smile.gif

მე ვამბობ, რომ
-ქიმიურად დახვეული თმა ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, უნდა დაივარცხნო მხოლოდ აქაფებული ან სველი!
სპეციალური სავარცხლით! (წინა პოსტში დამავიწყდა ამის აღნიშვნა)
-ქიმიურად დახვეული თმის მშრალ მდგომარეობაში დავარცხნა არ შეიძლება!
-ძილის წინ დაბანილი და დავარცხნილი თმა ძილში მოითელება და ისე ლამაზი აღარ იქნება!
-ქიმიურად დახვეული თმა აუცილებლად უნდა დაივარცხნო, როდესმე მაინც, თორემ მოითელება და იძულებული გახდები, რომ შეიჭრა!
-ქიმიური დახვევა მხოლოდ ზამთარში არ კეთდება! და ეს რჩევები წელიწადის ყველა დროისთვის არის!
-გაციება, მენინგიტი და ფილტვების ანთება მეც მაქვს გაგონილი!


QUOTE
ყოველ დილით თმის დაბანა არც ისე სასურველია


ძალიანაც სასურველია, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც ჰაერი ზედმეტად არის დაბინძურებული, რაც თმასაც აბინძურებს!


ახლა თქვენ როგორც გინდათ, ისე გაიგეთ და როგორც გინდათ, ისე მოიქეცით!
2kiss.gif

Posted by: narkozeli 15 Dec 2012, 00:11
nia4u
QUOTE
ეს რჩევები წელიწადის ყველა დროისთვის არის!


გასაგებია მაგრამ:

QUOTE
ძალიანაც სასურველია


ზამთარში არც ისე სასურველია smile.gif ხვეული თმის მოვლისთვის კარგია მაგრამ ჯანმრთელობა ხომ არ უნდა შევწიროთ სილამაზეს?

QUOTE
ახლა თქვენ როგორც გინდათ, ისე გაიგეთ და როგორც გინდათ, ისე მოიქეცით!


რათქმაუნდა ყველა ისე მოვიქცევით როგორც სწორად მიგვაჩნია yes.gif
მე სამედიცინო კუთხით აღვნიშნე რომ არ არის სასურველი ზამთარში სველი თმით სიარული,მითუმეტეს დილას თავის დაბანა და ფენის გამოყენების უგულებელყოფა და ნამდვილად არ არის ეს თემა საკამათო ჩემი მოკრძალებული აზრით,რაც არ უნდა დიდ ქალაქებში ვცხოვრობდეთ smile.gif
რომ გენახა ერთი-ორი ნევრიტიანი პაციენტი,რომლის გამომწვევი მიზეზიც ზუსტად ის მიზეზი იყო რაზეც ახლა ჩვენ ვკამათობთ,მერე ნამდვილად აღარ დაწერდი რომ სასურველია smile.gif

Posted by: nia4u 15 Dec 2012, 00:33
narkozeli
QUOTE
ზამთარში სველი თმით სიარული

QUOTE
-ქიმიური დახვევა მხოლოდ ზამთარში არ კეთდება! და ეს რჩევები წელიწადის ყველა დროისთვის არის!


* * *
QUOTE
-გაციება, მენინგიტი და ფილტვების ანთება მეც მაქვს გაგონილი!

ნევრიტიც!

Posted by: narkozeli 15 Dec 2012, 00:51
nia4u
QUOTE
-გაციება, მენინგიტი და ფილტვების ანთება მეც მაქვს გაგონილი!

ნევრიტიც!


ძალიან კარგი თუ გაგონილი გაქვს smile.gif


ნუ გვეჩხუბები ოღონდ biggrin.gif


Posted by: ბუსკოპე 18 Dec 2012, 15:53
QUOTE
 თმის ქიმიური დახვევა


ჩემი აზრით საშინელებააა.... ჩვეულებრივი თმის უთოთი ჯობია ყოველ დილით დახვევა. მოსაბეზრებელია მაგრამ ქიმიური დახვევა კოშმარია.
1. არამოდურია
2. თმას ასაზიზღრებს

Posted by: chixuaxua 18 Dec 2012, 16:03
nia4u
QUOTE
-ქიმიურად დახვეული თმა ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, უნდა დაივარცხნო მხოლოდ აქაფებული ან სველი!
სპეციალური სავარცხლით!

როგორი სავარცხელი? ჩვულებრივი, თხელი არ გამოდგება?
narkozeli
QUOTE
მე სამედიცინო კუთხით აღვნიშნე რომ არ არის სასურველი ზამთარში სველი თმით სიარული,მითუმეტეს დილას თავის დაბანა და ფენის გამოყენების უგულებელყოფა

ჰო, მეც ეგრე ვფიქრობ. არადა, იმ დღის დაბანილი თმა მართლა ისე ლამაზად დგას love.gif

ბუსკოპე
არამოდური რას ნიშნავს biggrin.gif და არც თმას არ ასაზიზღებს, თუ ჩვეულებრივად მოუვლი. ყოველ დილით თმის გასწორება/დახვევა უფრო წვავს, იმჰო

Posted by: ბუსკოპე 18 Dec 2012, 16:11
chixuaxua
არამოდურია ანუ ცუდად გამოიყურება. ეტყობა რომ ქიმიურადაა დახვეული. ნუ მე არ მომწონს , ჩემს გოგოს ქონდა და საშინლად მაღიზინებდა. ხარისხიც დაუკარგა თმას.

Posted by: missmarikuna 19 Dec 2012, 15:51
5 წლის წინ გავიკეთე biggrin.gif ხოდა ახლა ყველას ვურჩევ თუ ოდნავ მაინც უყვარს საკუთარი თმა არ გაბედოს!! 1თვე კარგად მქონდა და მიხაროდა არ გამიფუჩდათქო, მაგრამ მერე ისე გამისაზიზღრდა, როდის მოვიშორებდი საბოლოოდ ერთი სული მქონდა, ახლა თქვენი გადასაწყვეტია wink.gif

Posted by: nia4u 21 Dec 2012, 13:53
narkozeli
არ გეჩხუბებით 2kiss.gif

chixuaxua
QUOTE
როგორი სავარცხელი?


კბილები უნდა ქონდეს შორ-შორს.იყიდება თითქმის ყველგან smile.gif

Posted by: chixuaxua 21 Dec 2012, 14:06
nia4u
მადლობა, ვიყიდი smile.gif

Posted by: italiashka 22 Dec 2012, 00:14
დედაჩემი ატარებს ქიმიურად დახვეულ თმას აგერ უკვე მერვე წელია და არც არაბუნებრივად დგას და არც გაფუჭებული არ აქვს თმა smile.gif)
მელანჟში იხვევს, ძაან მაგრად აკეთებენ მართლა, ქიმიას ქიმიაზე ადებენ ხოლმე და დამწვარი არ აქვს თმა საერთოდ <3

Posted by: ErykaBadu 22 Dec 2012, 03:29
italiashka

ვაკეში იხვევს ? და რა ჯდება მანდ და რამდენ ხანს ძლებს? smile.gif

მე ისი პარიში ვიკეთებ ხოლმე, მაგრამ ის გოგო წავიდა რუსეთში და აღარ ვიცი სად დავიხვიო, არადა ძალიან მინდა sad.gif
* * *
narkozeli
QUOTE
-გაციება, მენინგიტი და ფილტვების ანთება მეც მაქვს გაგონილი!

ნევრიტიც!


ძალიან კარგი თუ გაგონილი გაქვს smile.gif


ნუ გვეჩხუბები ოღონდ biggrin.gif


smile.gif


missmarikuna
QUOTE
ხოდა ახლა ყველას ვურჩევ თუ ოდნავ მაინც უყვარს საკუთარი თმა არ გაბედოს!! 1თვე კარგად მქონდა და მიხაროდა არ გამიფუჩდათქო, მაგრამ მერე ისე გამისაზიზღრდა, როდის მოვიშორებდი საბოლოოდ ერთი სული მქონდა, ახლა თქვენი გადასაწყვეტია wink.gif


გააჩნია სად გაიკეთე, ვინ გაგიკეთა, როგორი ქიმიით გაგიკეთეს smile.gif

მე 4 ჯერ მაქვს გაკეთებული და კიდევ ვაპირებ, იყო ბუნებრივი ყოველგვარი დამწვრობის გარეშე yes.gif yes.gif smile.gif

Posted by: ashley judd 20 Jan 2013, 00:20
მსხვილ კულულებს აკეთებენ ხოლმე თმის ქიმიურად დახვევისას? ანუ მაშით დახვეულის მსგავსად

Posted by: chixuaxua 20 Jan 2013, 00:25
ashley judd
QUOTE
მსხვილ კულულებს აკეთებენ ხოლმე თმის ქიმიურად დახვევისას? ანუ მაშით დახვეულის მსგავსად

არა smile.gif

Posted by: ashley judd 20 Jan 2013, 00:44
chixuaxua
სხვა საშუალებაც არაა არაფერი ეგრე რომ დავიხვიო და ცოტა დიდხანს რო გამყვეს?

Posted by: COPACABANA 20 Jan 2013, 01:03
QUOTE (ashley judd @ 20 Jan 2013, 00:20 )
მსხვილ კულულებს აკეთებენ ხოლმე თმის ქიმიურად დახვევისას? ანუ მაშით დახვეულის მსგავსად

მე ვიკითხე რამოდენიმე სალონში და უარი მითხრეს. ზოგს მსხვილი ზომის ჯოხი არ ქონდა, ზოგმა არ აქვს შედეგიო მასეთ დახვეულსო და ტყუილად უნდა გადაყარო ფულიო.
მე დავიხვიე საშუალოთი.

Posted by: ashley judd 20 Jan 2013, 02:48
რა ცუდია, მაშით დახვეულიც არ მრჩება დიდხანს sad.gif

Posted by: chixuaxua 21 Jan 2013, 11:11
ashley judd
ჰო რას ვიზამთ, ეგრეა sad.gif ერთი საღამო გექნება და სანამ არ დაიბან, ალბათ. იმასაც გააჩნია, რამდენად მალე გეშლება ვარცხნილობები

Posted by: narkozeli 22 Jan 2013, 00:56
chixuaxua
QUOTE
იმ დღის დაბანილი თმა მართლა ისე ლამაზად დგას love.gif


ხოო love.gif თან უფრო ლამაზად პრიალებს და ბზინავს love.gif


Posted by: nia4u 22 Jan 2013, 16:28
ashley judd
სცადე, აბა, მაშით დახვევის წინ მუსი წაისვი, ოღონდ ნაწილ-ნაწილ...

Posted by: ashley judd 23 Jan 2013, 02:07
chixuaxua
მალე მეშლება კი.

nia4u
მადლობა, ეგრეც ვცდი აბა smile.gif

მაგრამ დავიჯერო არაფერი სხვა საშუალება არაა?

Posted by: chixuaxua 23 Jan 2013, 10:29
ashley judd
მაშით დახვევის წინ მუსის წასმა მგონი ძალიან გაანადგურებს თმას user.gif მაგას სჯობია, რომ დაიბან მუსი წაისვა სველ თმაზე და ბიგუდები გაიკეთო, ღამე დაიტოვო. მე არ მიცდია ეგრე, მაგრამ ბევრმა მირჩია smile.gif
narkozeli
მე ავიღე თავზე ხელი და დილით ვიბან თავს მაგის გამო givi.gif მართალია, შვიდ საათზე ვდგები და ორი საათი ვიშრობ, მაგრამ ღირს user.gif

Posted by: ashley judd 28 Jan 2013, 04:00
დღეს "ნატალის" მივწერე, ვნახოთ რას მიპასუხებენ biggrin.gif დავიჯერო ვერსად აკეთებენ? რა ოპერაციას აღარ აკეთებენ დღეს და თმის დახვევა რაღაა
* * *
გუშინ მივწერე "ნატალის"
gamarjoba, minda tmis kimiuri daxveva, ogond minda iseti kululebi rogoric gamodis mashit daxvevis dros. shesadzlebelia tu ara es kimiurad daxvevis shemtxvevashi? aseve mainteresebs tu sheidzleba daxveva naxevari sigrdzidan?

და მიპასუხეს:
Gamarjobat

Ra tkma unda yvaleferi shesadzlebelia rac tkven axsenet cerilshi, gtxovt dagvikavshirdet nomerze 2365757

Didi madloba

Posted by: COPACABANA 2 Feb 2013, 22:09
მას შემდეგ რაც ის პრუჟინები ოდნავ დამეშალა ძალიან მომწონს ჩემი ხვეული თმა love.gif
1 თვე გავიდა და ბევრად ბუნებრივი ხვეულები მაქვს ვიდრე პირველი კვირა.

Posted by: khatia88 2 Feb 2013, 23:53
ashley judd
სალომე კოკუაშვილის ინტერვიუ წავიკითხე. ამბობს რომ ქიმიურად დაივია თმა და თან ბევრი სურათი იყო დართული.
ერთ-ერთი ესაა. გავგიჟდი ისე მომეწონა. ასე თუ სადმე დაახვევენ აუცილებლად გავიკეთებ მეც.
მოვძებნე ფეისბუზე და მივწერე. ვთხოვე მითხარი სად გაგიკეთეს მეთქი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერს მწერს sad.gif

http://www.radikal.ru

Posted by: Shine22 7 Feb 2013, 22:49
QUOTE
მე გავიკეთე 1 თვის წინ. მომწონს ძალიან. არც თმა დამწვია. გრძელი თმა მაქვს და 70 ლარი გადავიხადე.

ანუ არ დაგეწვა ხო? მე მინდა დიდი ხანია თმის დახვევა და მეშინიასავით რომ არ დამეწვას.. თან ძალიან სქელი თმის ღეროები მაქვს და მეუბნებიან, რომ არ დამეხვევა კარგად.. sad.gif

Posted by: ილონენ 8 Feb 2013, 12:24
მეც დახვეული მაქვს ახლა მე2ედ უკვე, არც თმა არ დამწვია და ისედაც ადვილი მოსავლელია biggrin.gif ცხიმიანი თმა მაქვს ძალიან ყოველ მე2 დღეს თავი რომ არ დამებანა მე3 დღეს სახლიდან ვერ გავდიოდი

და ამ ქიმიამ გამომიშრო თმა და მთელი კვირაც რომ არ დავიბანო მგონი კარგად მექნება მაინც biggrin.gif

Posted by: izida_88 9 Feb 2013, 09:00
გამარჯობათ,იცით რა მაინტერესებს,თმის დახვევა მინდა ქიმია და ვაპირებ მაგრამ რა მაფერხებს იცით მაქ ძალიან ცხიმიანი ძირები და ნაგარი მშრალი ბოლოები,ყოველ მეორე დგეს თმა მაქ ისეთი გაზთხული თუ არ დავიბანე და ბოლოები ისეთი მშრალი რო რავი და ნამეტანი რო დამეწვას თან დახვევა მთლად ძირებიდან არ მინდა მირჩიეთ რა რამე? sad.gif sad.gif

Posted by: xatushkebiii 9 Feb 2013, 23:25
miss_ylonen
QUOTE
მეც დახვეული მაქვს ახლა მე2ედ უკვე, არც თმა არ დამწვია


და სად დაიხვიე ვერ მეტყვი?
მეც მინდა და ვერ ვრისკავ არ მინდა რო დამეწვას

Posted by: COPACABANA 9 Feb 2013, 23:37
QUOTE (izida_88 @ 9 Feb 2013, 09:00 )
გამარჯობათ,იცით რა მაინტერესებს,თმის დახვევა მინდა ქიმია და ვაპირებ მაგრამ რა მაფერხებს იცით მაქ ძალიან ცხიმიანი ძირები და ნაგარი მშრალი ბოლოები,ყოველ მეორე დგეს თმა მაქ ისეთი გაზთხული თუ არ დავიბანე და ბოლოები ისეთი მშრალი რო რავი და ნამეტანი რო დამეწვას თან დახვევა მთლად ძირებიდან არ მინდა მირჩიეთ რა რამე? sad.gif sad.gif

ბოლოები თუ ძალიან მშრალი გაქვს ეს ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნით ყოველდღიური დაბანის გამო იქნება. ჯერ თმა გააჯანსაღე, ანუ ბოლოებზე (და არა ძირებზე ) დაბანისას ბალზამი გადაივლე და კვირაში 2-ჯერ მაინც მაიონეზის ნიღაბი წაისვი.
ისე კონსულტაციაზე მიდი სალონში და იქ უფრო გეტყვიან რამეს. ოღონს გამოცდილთან მიდი

Posted by: ილონენ 9 Feb 2013, 23:58

xatushkebiii
მიცკევიჩზე ერთ ერთ სალონში, ფასებიც კარგი აქვთ და მომსახურებასაც არაუშავრს
დაწვით არა მარა ბოლოები სულ გაფუცჰებული მაქვს, დახვევამდეც და ახლაც sad.gif(

Posted by: xatushkebiii 10 Feb 2013, 00:03
miss_ylonen
ბოლოები ეხლა მეც გაფუჭებული მაქვს ისედაც უნდა შევიჭრა და იქნებ ძალიან არ დამიწვან. ასე 6წლის წინ მქონდ დახვეული მაშინ კმაყოფილი დავრჩი მაგარმ ეხლა ისევ მეშინია... მინდა რაც შეიძლება მსხვილად დამიხვიონ უფრო ბუნებრივს რო გავდეს კარგად გამიკეთებენ?

Posted by: ილონენ 10 Feb 2013, 00:17
xatushkebiii
მსხვილად არ ვიცი ნაღდა როგორ მარა ნუ რო არ დაგიწვავენ ვიცი biggrin.gif მე რომ დავიხვიე და სახლში მოვედი ცოფებს ვყრიდი biggrin.gif რაც მიგავს მეთქი თავი და მერე მივხვდი რომ ფენით გამიშრო და კულულები დაშლილი იყო biggrin.gif მე-2 დაბანაზე უკვე კარგად მქონდა


Posted by: ashley judd 11 Feb 2013, 03:43
khatia88
არ მოგწერა? biggrin.gif

Posted by: khatia88 12 Feb 2013, 12:23
ashley judd
არა, არ მოუწერია sad.gif

Posted by: jurnalistka 16 Feb 2013, 01:31
მე რა მაინტერესებს - სალონში ვთქვი რომ ალერგიული ვარ და გადაიჭრეს ვენები, არ შეიძლებაო...
მართლა არ შეიძლება? ვინც ცნობილ სალონებში იხვევთ ხშირად, იკითხეთ რა smile.gif

Posted by: vivavika 16 Feb 2013, 23:30
jurnalistka
რამდენად ალერგიული ხარ? საღებავზე გქონია ალერგია? შეგიძლია სთხოვო მკლავზე,სადაც იკეცება,ვერ ვიხსენებ რა ქვია,იდაყვის შიდა მხარეზე გაგიკეთონ ტესტი,ან მაჯის შიდა მხარეზე(იდაყვზე ჯობია) წაგისვან და 30 წუთი დაელოდე,თუ არაფერირეაქცია ესეგი ნორმალურად მიიღებ.თუ გაწითლდა,დაიფოთლა,ამოიბურცა და ა. შ თავს შეიკავებ

Posted by: jurnalistka 18 Feb 2013, 00:37
vivavika

ალერგიული საკმაოდ ვარ, მთელი ცხოვრება ხან რა მწყენს, ხან რა, მაგრამ აი, თმის საღებავს არასოდეს არ უწყენია ))

მადლობა რჩევისთვის smile.gif

Posted by: ashley judd 19 Feb 2013, 22:15
http://www.hotsale.ge/index.php?option=com_sobi2&sobi2Task=sobi2Details&sobi2Id=3459&Itemid=1&lang=ka

აქ ნახეთ აბა, ფასდაკლებაა თმის დახვევაზე. კარგი კულულები ჩანს rolleyes.gif

ვინმეს ხო არ დაგიხვევიათ ამ სალონში?

Posted by: COPACABANA 19 Feb 2013, 23:54
ashley judd
მაგ სურათში ქიმიურად დახვეული თმა არ ჩანს, მაშებითაა დახვეული ჩემი აზრით

Posted by: Kate789 22 Feb 2013, 17:41
italiashka
QUOTE
დედაჩემი ატარებს ქიმიურად დახვეულ თმას აგერ უკვე მერვე წელია და არც არაბუნებრივად დგას და არც გაფუჭებული არ აქვს თმა )
მელანჟში იხვევს, ძაან მაგრად აკეთებენ მართლა, ქიმიას ქიმიაზე ადებენ ხოლმე და დამწვარი არ აქვს თმა საერთოდ <3

ანუ მელანჟში კარგად აკეთებენ???
რომელ მელანჟში??? მისამართი მითხარი რა.




მე მშრალი თმა მაქვს და იმედია უარესად არ გაფუჭდება.

Posted by: annita*soñador 11 Mar 2013, 17:21
ცოტა სუსტი თმა მაქვს და ვერ ვრისკავ დახვევას . არადა ზალიან მინდა ვინმეს თუ დაგიხვევიათ. მოგწონთ? ხომ არ დაგეწვათ?

Posted by: narkozeli 11 Mar 2013, 23:49
annita*soñador
აი შენს ზემოთ რომ დაწერა Kate789-მა დაიხვია და საერთოდ არააქვს დამწვარი smile.gif

Posted by: Kate789 12 Mar 2013, 00:28
კი მე დავიხვიე და საერთოდ ერთი ღერი არ მაქვს დამწვარი.
იდეალურად მაქვს.
ძალიან, ძალიან მომწონს love.gif

Posted by: annita*soñador 12 Mar 2013, 09:38
Kate789
QUOTE
კი მე დავიხვიე და საერთოდ ერთი ღერი არ მაქვს დამწვარი.
იდეალურად მაქვს.
ძალიან, ძალიან მომწონს



მისამართი დაიწეროს smile.gifbiggrin.gif აუ იცი რამდენი წელია მინდა და ვერ ვრისკავ... სად დაიხვიე

Posted by: tamuna_bebe 17 Mar 2013, 12:41
Kate789

მისამართი მომწერე სად დაიხვიე. რამდენი ხანია მინდა დახვევა და მეშინია არ დამიბუგონ სიმწრით გაზრდილი თმა. smile.gif

Posted by: Kate789 18 Mar 2013, 01:17
annita*soñador
შენ უკვე მოგწერე პმ-ში.


tamuna_bebe
შენ ახლა მოგწერ.

Posted by: ErykaBadu 18 Mar 2013, 18:12
jurnalistka
QUOTE
მე რა მაინტერესებს - სალონში ვთქვი რომ ალერგიული ვარ და გადაიჭრეს ვენები, არ შეიძლებაო...
მართლა არ შეიძლება? ვინც ცნობილ სალონებში იხვევთ ხშირად, იკითხეთ რა smile.gif


6 ჯერ მაქვს ქიმია გაკეთებული და არასდროს არ უკითხავთ თავისი ინიციატივისთ. ანუ თმის საღებავებზე ალერგია გაქვს? მაშინ ალბათ არ იქნება სასრუველი, იმიტომ , რომ ქიმია მეტნაკლებად შუბლზე ხვდება რაც არ უნდა ფრთხილად გაგიკეთონ და შეიძება მაგას გართულება მოყვეს .

ცოტა ხარიხსიან და ძვირადღირებულ ქიმიას თუ გაიკეთებსთ არაფერიც არ წვავს თმას smile.gif

Posted by: jurnalistka 22 Mar 2013, 19:29
ErykaBadu
QUOTE
ანუ თმის საღებავებზე ალერგია გაქვს?


თმის საღებავზე არა, ზოგადად, ცხოვრებაში ვარ ალერგიული smile.gif

Posted by: Pepela88 25 Mar 2013, 12:40
თმის ქიმიური დახვევა თმას აფუჭებს ძაან, მე დავიხვიე და საშინელი ცვენა დამეწყო.
მაგრამ რა მაინტერესებს აი თმები ქიმიურად ძირებში რომ დაიხვიო და ნუ ბოლომდე არა, ანუ კანს რომ არ შეახო ის წამალი იგივენაირად გააფუჭებს თმაას?

Posted by: Miss_Miakoo 26 Mar 2013, 14:38
Pepela88
მეც ეგ მაინტერესებს ძირებიდან არ მინდა და რამდენად შესაძლებელია...

Kate789
აუ სად დაიხვიე? smile.gif) მეც მომწერე რა 2kiss.gif დახვევა მინდა, მაგრამ ვერ ვრისკავ არ მინდა უთმოდ დამტოვონ სადმე biggrin.gif

Posted by: felooon 16 Apr 2013, 02:15
გამარჯობათ,ბევრი ვიკვლიე თმის ქიმიურ დახვევაზე.მაგრამ,ვერაფერი სანდო ვერ გავიგე.წავიკითხე:არუნდა სვავდეთ ჰორმონალურ წამლებსო.ამ წამლებში კონტრაცეპტივი(კერძოდ,იმპლანტი) იგულისხმება ნეტავ??ჩემი ხვეეული კულულები,რომელიც ბუნებრივად ხვეულიიყო.ეხლა საშინლად აბურდულ მდგომარეობაშია.სიზმარშიც ისევ ის კულულები მესიზმრება.(არა და რა ხერხით არ ვცდილობდი დამესწორებინა როგორმე.არც დასწორდა და დარჩა აბურდული).საქართველოში რომ ჩამოვალ ვაპირებ დავიხვიო.არსებობს ნეტავ რაიმე სხვა,არა ქიმიური საშუალება??მაგალითად რგორც კერატინით (ბუნებრივკომპონენტებზეა დამზადებულიოო) თმის დასწორებაა.ასეთი რაიმე არ არსებობ?
ასე გამოიყურებოდა,(ბევრად უკეთესად საქართველოში იყო,მერე ბელგიაში როგორც ფოტოზეა ესე გამიხდა.ვიფიქრე ჯანდაბას იყოს ესე ავიტანთქო.მაგრამ ეხლასაფრანგეთში სულ ამებურდა და საშინელებაა help.gif help.gif .მე უფრო ვაბრალებ წყალს) ყოველგვარი მუსის,ზეთის,ახალი დაბანის და ყველაფრის გარეშე.ასეთი იყო სულ.საქართველში ბევრად ლამაზი კულულები მქონდა.ლამისაა გული გამისკდეს.ჩემზე მეტად ჩემი ქმარი წუხს, თორემ მარტო ჩემს წუხილს რამენაირად ავიტანდი.რას მირჩევთ??კომპეტენტური რჩევა მჭირდება.მანდ მიდი სტილისტ-კოსმეტოლოგთანო არ მითხრათ.1 წლის წინ თმა შევიჭერი უბრალოდ და 56 ევრო გადავიხადე.რომ ვუთხარი რაც მაწუხებდა .გადმომიღო შამპუნი(50 მლლ) ლორეალის,99 ევრო ღირდაა.ეს გიშველისო.ოღონდ სულ ამით უნდა დაიბანოვო.კინაღამ გული შემიწუხდა smile.gif.
პ.ს. ვითომ ორსულობების ბრალია? 2 ბაია გავაჩინე ბოლო 2 წელში და smile.gif.დამეხმარეთ რაა help.gif help.gif .
გმადლობთ წინასწარ.
http://s020.radikal.ru/i701/1304/92/1a1503f1a21d.jpg

Posted by: Tamaia 8 May 2013, 21:26
ჩემმა მეგობარმა შეიღება თმები (არ გაიღიავა, ისე უბრალოდ შეიღება), მერე ქიმიურად დაიხვია და 3 კვირაში დაიშალა კულულები. პარიკმახერმა უთხრა შეღებილი რომ გქონდა იმის ბრალიაო. მე 2 წლის წინ მქონდა დახვეული და 6 თვე არ დაშლილა. ეხლა მეც შეღებილი მაქვს და დახვევა მინდოდა, ნამდვილად არ მინდა 3 კვირაში დაიშალოს. თუ იცით მართალია, რომ შეღებილი თმა არ იხვევა კარგად? ეჭვი მაქვს იმ პარიკმახერმა არ გაუკეთა კარგად ჩემს მეგობარს და შეღებვა არაფერ შუაში არ იყო.

Posted by: GEO_TBS 8 May 2013, 21:32
Tamaia

4-ჯერ მქონდა ქიმია და სულ შეღებილ თმაზე, წელიწადნახევარი ძლებდა დახვეული ნაწილები, თან პარალელურად ვიღებავდი კიდეც, ზალიან კმაყოფილი ვარ და კიდევ მინდა, არც დამწვია თმა, არ ვიცი რისი ბრალია, სტილისტში გამიმართლა თუ თმის ხარისხში, ვერ ვხვდები
biggrin.gif თან ამდენი ხნის მანძილზე ჩამოზრდილ თმაზეც კი ლამაზად იდგა და არ ვიჭრიდი ხოლმე

Posted by: Tamaia 9 May 2013, 10:38
სად იხვევთ ხოლმე და რა ღირს დაახლოებით საშუალო სიგრძის თმის დახვევა?

Posted by: foreveryours 12 May 2013, 15:40
QUOTE (GEO_TBS @ 8 May 2013, 21:32 )
Tamaia

4-ჯერ მქონდა ქიმია და სულ შეღებილ თმაზე, წელიწადნახევარი ძლებდა დახვეული ნაწილები, თან პარალელურად ვიღებავდი კიდეც, ზალიან კმაყოფილი ვარ და კიდევ მინდა, არც დამწვია თმა, არ ვიცი რისი ბრალია, სტილისტში გამიმართლა თუ თმის ხარისხში, ვერ ვხვდები
biggrin.gif თან ამდენი ხნის მანძილზე ჩამოზრდილ თმაზეც კი ლამაზად იდგა და არ ვიჭრიდი ხოლმე

მეც მინდა და სად იხვევდი ხოლმე იქნებ გვითხრა..

Posted by: COPACABANA 12 May 2013, 21:27
felooon
მე მაქვს ქიმიურად დახვეული და მაგ პრობლემის წინაშე არ დავმდგარვარ. ჩემმა მეგობარმა მკაცრად გამაფრთხილა ყოველი დაბანისას წყლის ქვეშ აუცილებლად დაივარცხნე თმაო თორემ ჩემსავით აგებურდებაო.
შამპუნის მერე ბალზამს ვივლებ, თან მსხვილ კბილებიანი სავარცხლით ვივარცხნი წყლის ქვეშ. მასე აკეთებ?

Posted by: SOF - 777 16 May 2013, 16:58
felooon
COPACABANA
ქიმიური დახვევის დროს, თმას ივარცხნით მხოლოდ მაშინ, როცა თავს იბანთ. დაბანის დროს გასაპნული თმა უნდა დაივარცხნოთ წყლის ქვეშ. შემდეგ, თმას ნუ გაიშრობთ ფენით, ბუნებრივად გაიშრეთ და ოდნავ ნოტიო თმაზე წასივით მუსი. მუსი დაიდეთ ხელზე და თმაზე წაისვით ისე რომ მუჭაში მოიქციოთ თმა. გაიშრეთ თმა შემდეგ ფენის გარეშე ბუნებრივად.

მე დახვეული როცა მქონდა 6 თვიანი დახვევა გავიკეთე მაგრამ 1 წელი ისე მქონდა თმა როგორც 1 დღეს, რადგან მუსს ყოველთვის ვხმარობდი. ასევე რეკომენდაციაა რომ დახვეულ თმას ძალიან ნუ გაიზრდით, მხრებამდე გქონდეთ.

Posted by: felooon 25 May 2013, 21:24
SOF - 777
მე არ მქონია ქიმიურად დახვეული საერთოდ.ბუნებრივად მქონდა.თუ მუსს მივახმარდი ხომ საერთოდ.ეხლა კი არც დახვეულია არც სწორი.მიზეზს ვერ ვადგენ.უფრო ორსულობებს ვაბრალებ და წყალს კიდევ.ნუ გადავწყვიტე დავიხვიო.მაგრამ ქიმიის გარდა გამოსავალი არაა ნეტავ?აი მაგალითად როგორც დასწორება ხდება კერატინით.ასეთი არ არსებობს რაიმე?ოღონდ დამხვევი smile.gif.იმედია ძალიან სულელურ რაიმეს არ ვკითხულობ.

Posted by: cvanca 4 Jun 2013, 18:34
Kate789
QUOTE
კი მე დავიხვიე და საერთოდ ერთი ღერი არ მაქვს დამწვარი.
იდეალურად მაქვს.
ძალიან, ძალიან მომწონს 

შეგიძლლია მეც მომწერო, სად დაიხხვიე, ვისთან და რა ღირდა?

Posted by: Tatulikas 5 Jun 2013, 19:10
QUOTE (Kate789 @ 12 Mar 2013, 00:28 )
კი მე დავიხვიე და საერთოდ ერთი ღერი არ მაქვს დამწვარი.
იდეალურად მაქვს.
ძალიან, ძალიან მომწონს love.gif

გამარჯობა,

თუ არ შეწუხდები იქნებ მეც მომწერო სად დაიხვიე და ვინ დაგიხვია?

გმადლობ წინასწარ! smile.gif

Posted by: Kate789 6 Jun 2013, 01:41
Tatulikas
cvanca
ორივეს გამოგიგზავნეთ პმები.

Posted by: Daji_lo 11 Oct 2013, 16:52
კრისტალში ვუყურე თმის ქიმიურ დახვევას მარინაა სტილისტი, ხოდა მთელი გული და სული ჩაატანა და ნახევარი საათი დაგვჭირდა დასარწმუნებლად რომ უნდა მოეკიდა ხელი მილიონჯერ შეღებილი და გაუფერულებული თმისთვის. საბოლოოდ პასუხისმგებლობის სრულად საკუთარ თავზე აღების შემდეგ დავითანხმეთ და შედეგი იყო უმაგრესი, იმას თუ გავითვალისწინებთ რა მდგომარეობაშ იყო თმა ხო საერთოდ. ჯდება 70-80 ლარი. წამალს არ აქვს ძალიან ქიმიური სუნი ყელს რომ წვავს ისეთი. მოკლედ გავუწევდი რეკომენდაციას სიამოვნებით. ოთხი დღე არ უნდა ჩამოიბანოს და მერე შედეგის ფოტოსაც დავდებ.

Posted by: tatuna7 16 Oct 2013, 00:20
ქიმიურად დახვეული თმა ისე რომ მომწონებოდა ჯერ არ მინახავს smile.gif

Posted by: ErykaBadu 16 Oct 2013, 05:10
ბათუმში რომ გამიკეთეს ქიმია არ ვიცი რააა love.gif იმის მერე ჯერ გავიკეთე თბილისში და იმის ნახევარი ეფექტი ქონდა sad.gif

Posted by: Daji_lo 18 Oct 2013, 11:05
თმის ქიმიურად დახვევის იდეა თუ იმიტომ მოუვიდა თავშI ადამიანს რომ გონია მოვლა არ სჭირდება, უკვე სისულელეა. მე ბუნებრივად მაქვს მაგრამ იმდენ რამეს ვისმევ, ყოველ დილით ვიბან და ნახევრადსველი თმით დავდივარ. უმარავ ბუნებრივ და ისე ნიღბებს ვიკეთებ. ამიტომ, გარდა იმისა რომ კარგად უნდა დაგიხვიონ ყოველ დღიურად უნდა ელოლიავო. ჩემი თმის მდგომარეობა დამოკიდებულია ამინდზე, მგზავრობაზე, დაღლილობაზე, ხასიათზეც კი. ასე რომ, თუ თმას დაიხვევთ კარდა კარგი ხელოსნისა დიდი შრომისთვის უნდა მომემზადოთ smile.gif) ჩემმა დამ დაიხვია კრისტალში და კიკინა ვერ მოვხსენი რომ დავინახო რამდენად კარგია smile.gif)

Posted by: tatuna7 18 Oct 2013, 12:20
Daji_lo
და ყოველ დილით თმის დაბანა რომ არ არის კარგი,ალბათ ეგეც უნდა იცოდეთ. smile.gif
ნებისმიერ თმას სჭირდება მოვლა.
ვინც დაიხვია მეც არავისი მომწონებია.

Posted by: Kate789 19 Oct 2013, 03:45
თებერვალში დახვეული თმა დღეს მაქვს აი ასე.

Posted by: Daji_lo 19 Oct 2013, 12:07
Kate789 კიი ნამდვილად ბუნებრივ ვიდზეა. ჯერ მოვძებნი როგორ ჩავსვა ფოტო და მერე მეც დავაგდებ smile.gif))

Posted by: Kate789 19 Oct 2013, 12:27
Daji_lo
როგორ და აქ რომ დაწერ, მერე preview post-ს დააჭირე და იქ არის სურათის მიმაგრება.
პმ-ში მოგწერე რაღაც და მიპასუხე.

Posted by: Daji_lo 24 Oct 2013, 16:40
tatuna7
კი ვიცი მაგრამ რა ხეირი 18 წელია ასე დავდივარ smile.gif მაინც მასე ვიქცევი და ვაკონპენსირებ უამრავი ბუნებრივი თუ ქიმიური ნიღბით: ზეითუნის ზეთი, კვერცხი, თაფლი, აბუსალათინი, ჟოჟობა, ზეთოვანი ვიტამინები, წიწაკა, მდოგვი, კერატინი და რავი... უამრავი რამის ნიღაბს ვიდებ და თმა ჯერ მიძლებს

Posted by: fernanda 26 Oct 2013, 18:02
გოგოებოო მელირებულ თმას ახვევენ ქიმიურად???????ანი ვგულისხმობ საკმაოდ დამწვარს,ხომ არის ეგეთი წამები რომ არ წვავს დახვევის დროს?????

Posted by: annabanna 29 Oct 2013, 13:03
QUOTE (ErykaBadu @ 16 Oct 2013, 05:10 )
ბათუმში რომ გამიკეთეს ქიმია არ ვიცი რააა love.gif იმის მერე ჯერ გავიკეთე თბილისში და იმის ნახევარი ეფექტი ქონდა sad.gif

სად დაიხვიე ბათუმში თუ საიდუმლო არაა და რა დაგიჯდა?

Posted by: ErykaBadu 29 Oct 2013, 21:31
annabanna
QUOTE
სად დაიხვიე ბათუმში თუ საიდუმლო არაა და რა დაგიჯდა?


აი სად არ მახსოვს, სულ პირველად გავიკეთე მანდ წლების წინ და აი ჩემმა ახლობელმა იქაურმა მიმიყვანა, აზრზე არ ვარ რა ქუჩაზე და სად sad.gif მერე სამწუხაროდ ვეღარ მოვხვდი ისეთ პერიოდში ბათუმში მე რომ დახვევა მინდოდა და აღარც მიკითხავს, სულ თბილისში ვიხვევ ხოლმე.


Daji_lo
QUOTE
კი ვიცი მაგრამ რა ხეირი 18 წელია ასე დავდივარ smile.gif მაინც მასე ვიქცევი და ვაკონპენსირებ უამრავი ბუნებრივი თუ ქიმიური ნიღბით: ზეითუნის ზეთი, კვერცხი, თაფლი, აბუსალათინი, ჟოჟობა, ზეთოვანი ვიტამინები, წიწაკა, მდოგვი, კერატინი და რავი... უამრავი რამის ნიღაბს ვიდებ და თმა ჯერ მიძლებს



რა მაგრამ გაქვს თმები love.gif ქიმიური დახვევაა ხო?

წიწაკას როგორ იდებ ვერ მივხვდი ? smile.gif

fernanda
QUOTE
გოგოებოო მელირებულ თმას ახვევენ ქიმიურად???????ანი ვგულისხმობ საკმაოდ დამწვარს,ხომ არის ეგეთი წამები რომ არ წვავს დახვევის დროს?????

დაგცვივდება თმები, კარგ საპარიკმახეროში არ გაგიკეთებენ ჩ.ა.

რომ არ წვავდეს საერთოდ ეგეთი არაფერი არ არსებობს, დამწვარ თმას სულ მოსპობს yes.gif
ისე მე კი გამიკეთებია ოდესღაც მელირებულზე ქიმია facepalm.gif

Posted by: Daji_lo 30 Oct 2013, 11:54
გოგოებოო მელირებულ თმას ახვევენ ქიმიურად???????ანი ვგულისხმობ საკმაოდ დამწვარს,ხომ არის ეგეთი წამები რომ არ წვავს დახვევის დროს?????



ჩემა დამ დაიხვია კრისტალში მელირებულ თმაზე. ბევრი რამ დაათხლიშეს თმაზე და მეტად არ დაწვია wink.gif
* * *
QUOTE
ErykaBadu

მადლობააა
არა, ეს ჩემი თმაა, შეღებილ-მელირებული.
დახვევა- დასწორებით არ ვაწუხებ no.gif no.gif
* * *
QUOTE
წიწაკას როგორ იდებ ვერ მივხვდი ?

მოკლედ, ოთხი ძალიან მწარე წიწაკა აიღე, გაასუფთავე, დაჭერი სიგრძეზე და დაასხი 200 გრ ზეითუნის ზეთი. შეინახე სიბნელეში ორი კვირა. შეგიძლია გამოიყენო ნიღბებში ან ჩაუმატო ზეთოვანი A, E, D ვიტამინები 5–5 წვეთი, წაისვა თმაზე და შეიფუთო რამდენი ხანიც გაუძლებ. სასურველია 30-60 წუთი. თუ ძალიან მწარე გამოვიდა ამატებ ზეითუნის ან აბუსალათინის ზეთს. მოკლედ მე კვირაში ერთხელ ვიკეთებ. ხელს უწყობს თმის ზრდას. ოღონდ ნამეტანი არ მოგივიდეს კანი არ გადაიბუგო.

Posted by: annabanna 2 Nov 2013, 11:05
გოგოებო მენსტრუაციის დროს არ შეიძლება დახვევაო მართალია

Posted by: tatuna7 2 Nov 2013, 21:02
Daji_lo
კარგია რომ ასე უვლით,თუმცა ხშირი დაბანა ცუდია თმისთვის. ისე... ლამაზი თმა გაქვთ smile.gif

მე ხუჭუჭა არ მაქვს,ხვეული მაქვს,მაგრამ უფრო ვისწორებ. არა და ყველა მეუბნება რომ ბუნებრივი უფრო მიხდება smile.gif

Posted by: Kate789 3 Nov 2013, 13:35
ამწამს დავიხვიე თმა bis.gif

თებერვლი დახვევიდან გავიდა 10 თვე.

Posted by: annabanna 4 Nov 2013, 13:56
რომ დაიხვევ რამდენი დღე არ უნდა დაიბანო თავიი?

Posted by: stasia 4 Nov 2013, 17:20
Kate789


დადე რა სურათი როგორ გაქვს, მეც მინდასავით დახვევა

Posted by: ხინკალი 4 Nov 2013, 18:40
QUOTE
რომ დაიხვევ რამდენი დღე არ უნდა დაიბანო თავიი?



1 დღე მინიმუმ..


პირველად რომ დავიხვიე კარგად დამადა , არც გაფუჭებულა თმა...



და მეორედ დავიხივიე 1 თვის უკან და დეპრესია დამემართა...

არაპროფესიონალი იყო ეტყობა და გადამიბუგა თმა...იმხელა ნალოლიავები დალალები შემაჭრა მერე სულ გაანადგურა...


ახლა შVილივით ვუვლი ...ცოტა ფერზე მოვიდა....და ძალიან ვინანე რომ გავიკეთე და სანამ ვინმესთან მიხვალ კარგად გაიკითხე....

Posted by: annabanna 6 Nov 2013, 09:04
აუ გუშინ დავიხვიე და საერტოდ არ დამეხვა უნრალოდ ჩამეტალგა . რამისაა გავაფრინო. Vერღარ გავიგე ჩემი თმის ბრალია ტუ სტილისტის უვიცობის. Vინმეს დაგმართნიათ ასე

Posted by: tsitsi90 6 Nov 2013, 13:38
დაახლოებით ორი კვირის წინ გავიკეთე,ძალიან დიდი რისკი იყო ჩემი მხრიდან.შეღებილი მაქვს თმა ლურჯში გარდამავალ შავად,ერთი ღერიც არ დამიწვა ჩემმა სტილისტმა და იციტ რა დამიჯდა "ტრაკამდე"თმის დახვევა? tongue.gif 40 ლარი wink.gif ჩემი მეზობელია,აქვე აქვს პატარა სალონი და მხოლოდ იმას იღებს რაც რეალურად ღირს.თანაც იმ მყრალი წამლით კი არ აკეთებს 5 ლარი რომ ღირს და თმას თუთ
* * *
ხოოოოდა.. მოკლედ უკმაყოფილო არ ვარ,თმა ისევ ისეთი სრიაა და მბზინვარე მაქვს.ფერი ჩამოირეცხა შავი უბრალოდ,მაგრამ ეგ არაფერი შევიებავ მერე.. მე მუსს ვხმარობ,მაგრამ აბიომისთვისო აწერია და იქნებ ვინმემ მირჩიოთ ისეთი მუსი რომ არ ამიფუვდეს თმა ძალიან tongue.gif
* * *
პ.ს. სურათი როგორ დავდო? აარ ვიცი ჯერ biggrin.gif

Posted by: Daji_lo 6 Nov 2013, 23:17
QUOTE
Kate789

ჩემი დის არ იყოს შენც ძალადობ თმაზე თუ ირგებ დახვევას? smile.gif
მე ოდნავ მინდა გაიზარდოს და ნერვი არ მყოფნის, ვიჭრი
facepalm.gif

Posted by: Daji_lo 7 Nov 2013, 01:53
QUOTE
tsitsi90

პირადში ოსტატის საკონტაქტო მიბოძეთ გეთაყვა smile.gif
მე მაქვს ხვეული თმა და ვხმარომ ჰიმალაიას თმის კრემს, არ ახმობს საერთოდ და აფიქსირებს კარგად. ჯიპისიში იყიდება და ღირს 9.6
მე არ მაქვს სქელი თმა და კმაყოფილი ვარ.

Posted by: stasia 7 Nov 2013, 16:13
tsitsi90

სად დაიხვიე?


Daji_lo

რა მაგარი თმა გაქვს smile.gif

Posted by: Kate789 9 Nov 2013, 15:46
stasia
არ მაქვს ახალი სურათი.
დახვევამდე რამდენი დღით ადრე გადაღებული კი ეს სურათია.
http://forum.ge/?showtopic=34356560&view=findpost&p=38427282

Daji_lo
QUOTE
ჩემი დის არ იყოს შენც ძალადობ თმაზე თუ ირგებ დახვევას?

აუ არა, რა ვძალადობ. ისე ვეფერები, მეტი რომ არ შეიძლება.
ძალიან მომწონს და მაქსიმალურად ვირგებ.

Posted by: tsitsi90 9 Nov 2013, 16:15
აი ესაა ჩემი დახვეული თმა,გრძელი თმაა და არც დაიხვეოდა ამაზე მეტად.პ.ს. არ მაქვს დაყენებული,უბრალოდ აწეწილი მაქვს

Posted by: stasia 9 Nov 2013, 16:27
Kate789

მომწერე მაშინ სად დაიხვიე რა smile.gif


tsitsi90

დადეე? ლამაზად გაქვს, გრძელ თმებზე მეტი არ დაიხვევა კარგად?

Posted by: tsitsi90 9 Nov 2013, 16:29
QUOTE (stasia @ 9 Nov 2013, 16:27 )
Kate789

მომწერე მაშინ სად დაიხვიე რა smile.gif


tsitsi90

დადეე? ლამაზად გაქვს, გრძელ თმებზე მეტი არ დაიხვევა კარგად?

ხოო,გრძელი და ძალიან სწორი,დავარდნილი სლიკინა თმა მაქვს ბუნებრივად...
* * *
რომ დავიყენებ,უფრო დახვეული მაქვს..პრინციპში ცხვარივით არც მინდოდა...მაკმაყოფილებს

Posted by: stasia 9 Nov 2013, 17:01
tsitsi90

გიხდება, კარგად გაქვს

Posted by: tsitsi90 9 Nov 2013, 18:19
მადლობა ^_^ პ.ს. ციტირების გარეშე პასუხს ვერ გწერთ sad.gif ღვთისნიერო ადამიანებო გამარკვიეთ ;დდდდდდ

Posted by: tor_ni 16 Nov 2013, 23:39
შეღებილი თმის დახვევა შეიძლება? აჩეხილი მაქვს, ტუჩის გასწვრივ იწყება და ბეჭებს ქვემოტ არის სიგრძე, ვითომ ნორმალურად იქნება? ძაან ცხვარივით არ მინდა, ცოტა დალალებივით რომ იყოს ისე, გამოვა? არ ვიცი ტუ მიგახვედრე რა მინდა

Posted by: Daji_lo 18 Nov 2013, 10:07
QUOTE
tor_ni
მე რამდენადაც ვიცი სასურველი არ არის შეღებილი თმის დახვევა მინიმუმ ორი კვირა შეღებვიდან და ისიც თუ შენ თმაზე მნიშვნელოვნად გაღიავებული არ გაქვს. ანუ რაც უფრო ღია ტონზე გადაგყავს თამ უფრო გიზიანდება და ამას დახვევის დროს გამოყენებულ ქიმიასაც თუ დაამატებ მერე დარტყმითი დოზებით უნდა უმკურნალო თმას. აჩეხილი უხდება ზოგადად ხვეულ თმას,

Posted by: annabanna 2 Dec 2013, 23:18
ერთი სტილისტი მეუბნება თმა მსხვილ კულულებად არ იხვევაო. იშლებაო. გოგოებო ვის რა გამოცდილება გაქვთ დაგიხვევიათ მსხვილად . საშინლად არ მომწონს ეს წვრილი ცჰაკუწკუწებული, რა გავაკეთო?

Posted by: likable 23 Feb 2014, 21:06
annabanna
კი დამიხვევია მელანჟიში , მაგრამ ამერიკაში წავიდა ის სტილისტი ,მემგონი კიდევ აკეთებენ იქ
ძალიან კმაყოფილი ვარ სამი თვე კარგად მქონდა , მერე ცოტა დაიშალა

Posted by: ninano12 16 Apr 2014, 01:47
ჩემმა სტილისტმა მითხრა ქიმიურად რომ დავუხვიო ხალს თმები ძალინ დიდ. ფულს ვიშოვიო მაგრამ იმიტომ არ ვაკეთებ რომ საშინელებააოო და თმებს ყველაზე ძალიან აფუჭებსო smile.gif))) მე მინდოდა და ესე მიპასუხა რო ვკითხე sad.gif(

Posted by: Tamaia 14 May 2014, 20:35
თმა მაქვს შეღებილი ღია ფრად, გაღიავების გარეშე 8.1 საღებავით. რეალური ფერი მუქი წაბლისფერი მაქვს. ძალიან მინდოდა ქიმიურად დახვევა და უარი მითხრა სტილისტმა, სულ დაგეწვებაო. სახლის პირობებში დაიხვიე ხოლმეო. ერთი-ორჯერ დავიხვიე ნაჭრებით, მარტო ერთი დღე ძლებს და მერე ისევ იშლება. მეზარება ყველა დღე თავზე ნაჭრებით დაძინება. ვიფიქრე მაინც ხომ არ ვცადო ქიმიურად დახვევათქო. შანსი არაა? ძალიან დამეწვება თმები?

Posted by: angelochka_ 15 May 2014, 13:55
ძალიან მინდა თმის დახვევა ქიმიურად ნაგრამლაქტაციის დროს შეიძლებაა? ანუ კანს ხომარრ ეხება წაამლი?????????????

Posted by: north 16 May 2014, 21:41
თუ ხარისხიანი მასალით დაიხვევთ არ წვავს, ძალიან ოდნავ. უბრალოდ ისეთი პარიკხერი უნდა იპოვო, ვინც იაფასიან საშინელებას არ დაგადებს თავზე. მე რომ დავიხვიე დიდად არ დამწვია. თან თმა მალე მოდის გონზე, ფენით გაშრობა არ სჭირდება და დაბანიდან დაბანამდე უფრო დიდხანს ძლებს.

Posted by: tesha=) 18 May 2014, 03:12
გამარჯობათ გოგოებო,
მაქვს მელირება გაკეთებული გრძელ თმაზე, მინდა გავიკეთო ქიმიური დახვევა და სად მირჩევდით თქვენი გამოცდილებით?

Posted by: annabanna 24 May 2014, 14:34
მე დავიხვიე ნორმალური არა უშავდა არც დამწვია ., მაგრამ ახლა 6 თვე გავიდა და ვერ წარმოიდგენთ რა საშინელებაა უფორმო გაწეწილი საშინლად გაბურდილი თმა ,აღარც იხვევა აღარც სწორდება . იძულებული ვარ ყოველდღე ვისწორო უთოთი.

Posted by: nia4u 24 May 2014, 20:32
annabanna
QUOTE
მე დავიხვიე ნორმალური არა უშავდა არც დამწვია ., მაგრამ ახლა 6 თვე გავიდა და ვერ წარმოიდგენთ რა საშინელებაა უფორმო გაწეწილი საშინლად გაბურდილი თმა ,აღარც იხვევა აღარც სწორდება . იძულებული ვარ ყოველდღე ვისწორო უთოთი.

ეგ ან უნდა შეიკრა, ან უნდა შეიჭრა, ან თავიდან უნდა დაიხვიო...
ყოველდღე უთოს ხმარება უფრო გაგიფუჭებს.
ისე, მალე დაგშლია, ექვსთვიანს კი ეძახიან, მაგრამ თითქმის მთელი წელი მიძლებდა-ხოლმე.
ეჰ, კაი იყო!...

Posted by: voice of amerika 25 May 2014, 20:36
annabanna
სანამ არ გაიზრდება თმა მანამდე გექნება ეგრე უნდა შეიჭრა მეც ზზუსტად ეგრე დამემართა მაგრამ ერთი წელი მაინც მქონდა კარგად

Posted by: volfmai 19 Jun 2014, 02:30
ყველაფერი თმის დახვევის შესახებ:

http://www.aura.ge/menu/49-archevani/25-sakofacxovrebo-teqnika/3543-rogor-avirchiot-tmis-dasaxvevi.html

Posted by: genchikaa 20 Jun 2014, 20:22
სად შეიძლება გავიკეთო სადმე საბურთალოზე თუ იცით ?! მე სადაც ვიცი ძალიან წვრილად აკეთებენ და არაბუნებრივია არ მომწონს

Posted by: chanelgirl999 21 Aug 2014, 17:20
გოგოებო, აჩეხილ თმაზე უფრო ლამაზი გამოდის ქიმიური დახვევა თუ სწორად შეჭრილზე?

Posted by: Just_smile 14 Sep 2014, 20:24
წვრილად მინდა დახვევა,დაახლოებით ესე
user posted image
სად მირჩევთ? user.gif

Posted by: Salon___VS 17 Sep 2014, 23:00
QUOTE
წვრილად მინდა დახვევა,დაახლოებით ესე

ასე ქიმიურად არ დაიხვევა თმა

Posted by: anaano 19 Sep 2014, 17:59
ხალხო დახვევა მინდა წვრილად. (ისე წვრილად ცოტა "ბალიშაფეთქებულს" რომ ვგავდე (ასე მიხდება) ) ხოდა მაქვს გრძელი წელამდე თმა. თუ დამიხვევენ და რომელ სალონში ახვევენ კარგად თუ იცით? (შეღებილი მაქვს, გაღიავებული არ მაქვს)
http://www.radikal.ru

Posted by: Salon___VS 23 Sep 2014, 22:33
QUOTE
ხალხო დახვევა მინდა წვრილად. (ისე წვრილად ცოტა "ბალიშაფეთქებულს" რომ ვგავდე (ასე მიხდება) ) ხოდა მაქვს გრძელი წელამდე თმა. თუ დამიხვევენ და რომელ სალონში ახვევენ კარგად თუ იცით? (შეღებილი მაქვს, გაღიავებული არ მაქვს)

სქელია თმა?

Posted by: ashley judd 30 Sep 2014, 00:27
Salon___VS
მაშით დახვეულის ეფექტი რომ ჰქონდეს, ეგრე გააკეთებთ?

Posted by: Salon___VS 3 Oct 2014, 00:57
QUOTE
მაშით დახვეულის ეფექტი რომ ჰქონდეს, ეგრე გააკეთებთ?

მაშით დახვეული არის მაშით დახვეული და ქიმიური დახვევა როგორ გამოვა როგორც მაშით დახვეული???

Posted by: ashley judd 3 Oct 2014, 01:48
მსხვილად რომ გაკეთდეს ისე smile.gif

.................

Posted by: Salon___VS 4 Oct 2014, 22:13
QUOTE
მსხვილად რომ გაკეთდეს ისე 

მსხვილად დახვეული გამოვა თუ თმა არის სქელი,უხეში, თხელ თმაზე გაშლილი იქნება უფრო კულული smile.gif

Posted by: Roqsalana 4 Oct 2014, 22:46
ვაიმე როგორ მინდა თმის დახვევააა, ორჯერ მქონდა ქიმიურად დახვეული, პირველ ჯერზე გადასარევად მქონდა არც დამწვია და არაფერი, მაგრამ მეორედ დახვევის შემდეგსაშინლად დამეწვა თმა ისე მცვიოდა მეგონა გავმელოტდებიი თქო, თმა როომ დამიხვია მეორე დღეს თმის ძირებში წყლულები გამიჩნდა და მერე ცვენა დამეწყო,
ახლა უკვე ჩემი თმა ამომივიდა ნიღბებით და ათასი საშუალებით დავაბრუნე საიქიოდან smile.gif smile.gif მაგრამ ახლა ისევ მინდა, ვგიჟდები ხვეულ თმაზე. ყოველდღე მაშით ვიხვევ, მოკლე თმა მაქვს და მინდა დაველოდო, გაიზარდო და მერე დავიხვიო, თმის სწრაფად ზრდისთვის რამე ნიღბებს ხომ არ მირჩევდით? ბიგუდებიც ვიყიდე მაგრამ ოკლე თMაზე ვერ მნიმაგრდება, ნეტავი სხვა რაიმე ბუნებრივი საშუალება დახვევისტვის არ არსებოოობს? მაშაც მიწვავს თავისებურად თMას

Posted by: Salon___VS 5 Oct 2014, 23:05
QUOTE
ვაიმე როგორ მინდა თმის დახვევააა, ორჯერ მქონდა ქიმიურად დახვეული, პირველ ჯერზე გადასარევად მქონდა არც დამწვია და არაფერი, მაგრამ მეორედ დახვევის შემდეგსაშინლად დამეწვა თმა ისე მცვიოდა მეგონა გავმელოტდებიი თქო, თმა როომ დამიხვია მეორე დღეს თმის ძირებში წყლულები გამიჩნდა და მერე ცვენა დამეწყო,
ახლა უკვე ჩემი თმა ამომივიდა ნიღბებით და ათასი საშუალებით დავაბრუნე საიქიოდან  მაგრამ ახლა ისევ მინდა, ვგიჟდები ხვეულ თმაზე. ყოველდღე მაშით ვიხვევ, მოკლე თმა მაქვს და მინდა დაველოდო, გაიზარდო და მერე დავიხვიო, თმის სწრაფად ზრდისთვის რამე ნიღბებს ხომ არ მირჩევდით? ბიგუდებიც ვიყიდე მაგრამ ოკლე თMაზე ვერ მნიმაგრდება, ნეტავი სხვა რაიმე ბუნებრივი საშუალება დახვევისტვის არ არსებოოობს? მაშაც მიწვავს თავისებურად თMას

წყლულები თმის ქიმიურმა დახვევამ გამოიწვია?

Posted by: raffaello 6 Oct 2014, 20:32
თმის დახვევა მინდა ძააალიან. ოღონდ, ახალი, ბიო საშუალებით

თანხა არ არის პრობლემა, მთავარია არ დამეწვას და გამიუბედურდეს, ისედაც სუსტი და თხელი თმა მაქვს sad.gif

სად შეიძლება გავიკეთო? და წვრილი ხვეულები ჯობია თუ სქელი ვერ გადამიწყვეტია sad.gif

თმის სიგრძე უკვე მხრებს ქვემოთ მაქვს, სანამ საბოლოოდ გადავწყვეტ დახვევას, მანამდე კიდევ გამეზრდება biggrin.gif

ისეთი სალონი მიმასწავლეთ, სადაც 100%ით ხარისხიანად გამიკეთებენ და რჩევა-დარიგებებსაც მომცემენ როგორ მოვუარო თმას


* * *
დედაჩემს ჰქონდა დეხვეული, თან არაერთხელ და ისიც 10-12 წლის წინ და მაშინ არ დაუწვავთ თმა და დამამშვიდეთ, მითხარით, რომ არც მე დამიწვავენ biggrin.gif

Posted by: ვივიანა 6 Oct 2014, 21:12
Daji_lo
ბუნებრივად ხვეული გაქვს ?
მე მაქვს და ძააან მეპუწება რა ვქნა ხოლმე არ ვიცი sad.gif
ანუ ეგ ჰიმალის კრემი აგდეებს > თუ გიფუებს პირიქით ?

Posted by: mimithecat 6 Oct 2014, 21:14
Salon___VS
ძალიან გთხოვ, მითხარი რა, ლოკონის მაგივრად რას ხმარობენ დასახვევად? და სად იყიდება? დედაჩემი იკეთებს ხოლმე თავისით და შემჭამა, ვეღარ ვშოულობ და მიყიდე შენო cry.gif

Posted by: Roqsalana 6 Oct 2014, 23:42
QUOTE (Salon___VS @ 5 Oct 2014, 23:05 )
QUOTE
ვაიმე როგორ მინდა თმის დახვევააა, ორჯერ მქონდა ქიმიურად დახვეული, პირველ ჯერზე გადასარევად მქონდა არც დამწვია და არაფერი, მაგრამ მეორედ დახვევის შემდეგსაშინლად დამეწვა თმა ისე მცვიოდა მეგონა გავმელოტდებიი თქო, თმა როომ დამიხვია მეორე დღეს თმის ძირებში წყლულები გამიჩნდა და მერე ცვენა დამეწყო,
ახლა უკვე ჩემი თმა ამომივიდა ნიღბებით და ათასი საშუალებით დავაბრუნე საიქიოდან   მაგრამ ახლა ისევ მინდა, ვგიჟდები ხვეულ თმაზე. ყოველდღე მაშით ვიხვევ, მოკლე თმა მაქვს და მინდა დაველოდო, გაიზარდო და მერე დავიხვიო, თმის სწრაფად ზრდისთვის რამე ნიღბებს ხომ არ მირჩევდით? ბიგუდებიც ვიყიდე მაგრამ ოკლე თMაზე ვერ მნიმაგრდება, ნეტავი სხვა რაიმე ბუნებრივი საშუალება დახვევისტვის არ არსებოოობს? მაშაც მიწვავს თავისებურად თMას

წყლულები თმის ქიმიურმა დახვევამ გამოიწვია?

ქიმიამ არა სვარაუდოდ ძAლიან მიჭერდა ბიგუდის დამნაგრებისას და გამამწარა ჯერ რომ მიხვევდა ვტიროდი და მერე ხომ საერთოდ

Posted by: ანაბელი 9 Oct 2014, 09:38
Roqsalana
QUOTE
ახლა უკვე ჩემი თმა ამომივიდა ნიღბებით და ათასი საშუალებით დავაბრუნე საიქიოდან 


მეც თმის ცვენის იდენტური ისტორია მაქვს

მეორედ დახვევის მერე გამიუბედურდა sad.gif

როგორ მოაბრუნე თმა საიქიოდან? sad.gif

ასე მგონია გავმელოტდები sad.gif

Posted by: Salon___VS 13 Oct 2014, 21:26
QUOTE
ძალიან გთხოვ, მითხარი რა, ლოკონის მაგივრად რას ხმარობენ დასახვევად? და სად იყიდება? დედაჩემი იკეთებს ხოლმე თავისით და შემჭამა, ვეღარ ვშოულობ და მიყიდე შენო

ჩვენ სალონში WELLA- ს ფირმის საშუალებას ვიყენებთ, ჩვენ არ ვყიდით, შეიძლება ქალთა ბედნიერებაში იყოს, არ აქვს მვნიშვნელობა ფირმას, თითქმის ყველას ერთი და იგივე აქვს გაკეთების მეთოდი,არის შეღებილი თმის და არის ნატურალური თმის

Posted by: mimithecat 15 Oct 2014, 20:46
Salon___VS
დიდი მადლობა პასუხისთვის tuk.gif
რა ქვია, როგორ ვიკითხო?

Posted by: ashley judd 15 Oct 2014, 23:03
QUOTE (Salon___VS @ 13 Oct 2014, 21:26 )
QUOTE
ძალიან გთხოვ, მითხარი რა, ლოკონის მაგივრად რას ხმარობენ დასახვევად? და სად იყიდება? დედაჩემი იკეთებს ხოლმე თავისით და შემჭამა, ვეღარ ვშოულობ და მიყიდე შენო

ჩვენ სალონში WELLA- ს ფირმის საშუალებას ვიყენებთ, ჩვენ არ ვყიდით, შეიძლება ქალთა ბედნიერებაში იყოს, არ აქვს მვნიშვნელობა ფირმას, თითქმის ყველას ერთი და იგივე აქვს გაკეთების მეთოდი,არის შეღებილი თმის და არის ნატურალური თმის

რაზე ლაპარაკობთ? როგორ იხვევა? rolleyes.gif

Posted by: Chupa Chups 16 Oct 2014, 13:55
QUOTE

QUOTE
მსხვილად რომ გაკეთდეს ისე 

მსხვილად დახვეული გამოვა თუ თმა არის სქელი,უხეში, თხელ თმაზე გაშლილი იქნება უფრო კულული

მეც ეგრე მინდოდა, თხელი სწორი თმა მაქვს და ანუ არ გამოვა ?
ბუნებრივი ხვეულის ეფექტი რომ ქონდეს ისეთი/

Posted by: Salon___VS 22 Oct 2014, 23:34
QUOTE
მეც ეგრე მინდოდა, თხელი სწორი თმა მაქვს და ანუ არ გამოვა ?
ბუნებრივი ხვეულის ეფექტი რომ ქონდეს ისეთი/


თხელ სწორ თმაზე დაახლოებით რპგპრც ბუნებრივი კი გამოვა, მსხვილი კულული არ გაჩერდება, გაიშლება უფრო.

Posted by: ashley judd 23 Oct 2014, 00:07
Salon___VS
თხელი თმა მაქვს, მაგრამ თვითონ თმის ღერი მსხვილია და ამ შემთხვევაში როგორ გამოვა? ანუ ადრე სქელი თმა მქონდა და ცოტა გამცვივდა.

Posted by: Salon___VS 23 Oct 2014, 22:16
QUOTE
თხელი თმა მაქვს, მაგრამ თვითონ თმის ღერი მსხვილია და ამ შემთხვევაში როგორ გამოვა? ანუ ადრე სქელი თმა მქონდა და ცოტა გამცვივდა.

თუ ღერი სქელია, შესაძლებელია გამოვიდეს, აქედან დაზუსტებით ძნელია რამის თქმა, ნახვა უნდა smile.gif

Posted by: pigeon2 12 Nov 2014, 03:25
QUOTE (Salon___VS @ 13 Oct 2014, 21:26 )
QUOTE
ძალიან გთხოვ, მითხარი რა, ლოკონის მაგივრად რას ხმარობენ დასახვევად? და სად იყიდება? დედაჩემი იკეთებს ხოლმე თავისით და შემჭამა, ვეღარ ვშოულობ და მიყიდე შენო

ჩვენ სალონში WELLA- ს ფირმის საშუალებას ვიყენებთ, ჩვენ არ ვყიდით, შეიძლება ქალთა ბედნიერებაში იყოს, არ აქვს მვნიშვნელობა ფირმას, თითქმის ყველას ერთი და იგივე აქვს გაკეთების მეთოდი,არის შეღებილი თმის და არის ნატურალური თმის

ძალიან მომწონს ირინას თმა ვერ მეტყვით ეს ქიმიურად დახვეულია თუ არა?

Posted by: nit123 12 Nov 2014, 15:19
Salon___VS

ვასიკო კერატიით თმას ასწორებდა და ახლა კერატინით დახვევასაც აკეთებენ თურმე და თქვენთან არის ეგ ტექნოლოგია>?

Posted by: maggie 17 Nov 2014, 20:07
QUOTE
 თმის ქიმიური დახვევა

ერთხელ მქონდა და დამეწვა იმის მერე ვღარ ვრისკავ არადა ძალიან მინდა sad.gif

Posted by: 死海. 18 Nov 2014, 21:18
ხანდახან მიჩნდება სურვილი დავიხვიო თმა. მგონია რომ უფრო ადვილი იქნება ვარცხნილობის დაყენება, უფრო ლამაზად გამოჩნდება თმები.
უბრალოდ მობეზრების მომენტია ცუდი, როცა აღარ გინდა და მაინც ხვეულია.
1-2 კვირიანი არ კეთდება?

Posted by: rebelrebel 22 Nov 2014, 21:59
ძაან წვავს ისე ეს ქიმიური დახვევბიიი თმაას? და ყველაზე ცოტა რამდენ ხნიანი არსებობოს ხო არ იცით?

Posted by: Chupa Chups 26 Nov 2014, 13:51
QUOTE

Salon___VS გამოგზავნილია: 22 Oct 2014, 23:34  #42626199     ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
QUOTE
მეც ეგრე მინდოდა, თხელი სწორი თმა მაქვს და ანუ არ გამოვა ?
ბუნებრივი ხვეულის ეფექტი რომ ქონდეს ისეთი/


თხელ სწორ თმაზე დაახლოებით რპგპრც ბუნებრივი კი გამოვა, მსხვილი კულული არ გაჩერდება, გაიშლება უფრო.


აი ასეთ ხვეულს ვგულისხმობ, თუ არის შესაძლებელი მოვდივარ ამ შაბათ-კვირას boli.gif


Posted by: Salome ♥ 29 Nov 2014, 20:50
ფოტოები რომ დადეოთ არ შეიძლება რანაირად ახვევნ ანუ როგორი ხვეული თმებია და რა ღირს?

Posted by: ofazi 2 Dec 2014, 19:33
თმის დახვევა მინდა. ხომ ვერ მირჩევდით საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე სალონს?

Posted by: rebelrebel 7 Dec 2014, 20:16
თმის გასწორებაც არსებობოს ქიმიურათ?

Posted by: Salon___VS 28 Mar 2015, 23:08
http://www.radikal.ru

Posted by: rebelrebel 2 Apr 2015, 19:26
snowqueen
მე მქონდა 3ჯერ ქიმიურად დახვეული. აუცილებლად უნდა შეარჩიო კარგი სალონი ანუ სახელი კიარა ხარისხი. 2 ჯერ ძალიან კარგად გამიკეთეს მესამეტ საშინლად და მოკლედ მომიწია შეჩრა. დამცვარ ნაღებ თმაზე არ ღირს. შეგებილზე შეიძლება მაგრამ თუ არ გაქ დამცვარი
* * *
Salon___VS
მომწონს თქვენი სალონი ძალიან და კმაყოპილი ვარ. wink.gif

Posted by: qasdwer 9 Apr 2015, 09:38
უკაცრავად შემოჭრისთვის, პოსტების რაოდენობისთვის მჭირდება

Posted by: გობალა 12 Apr 2015, 23:32
Salon___VS

გამარჯობა, აი ესაა ჩემი თMა, ძალიან პრიალა და სლიკინა, თხელი ღერები

http://www.radikal.ru



და მინდა ასეთი მსხვილად დახვეული (წვრილ კუწკუწებს ვერ ვიტან sad.gif ) 6 თვიანი


http://www.radikal.ru

და გამომივა? სიგრძე ბეჭებამდე ( ცოტა გავიღიავე ფოტოს მერე, ყავისფერი მაქვს ახლა)
თუ კი, რა დამიჯდება?


და ეს ბიოდახვევა რა არის, ერთჯერადია? ანუ დაბანამდე ძლებს?

Posted by: ashley judd 18 Apr 2015, 00:18
მომწერეთ რა სად ახვევენ კარგად და ფასებიც smile.gif

Posted by: Salon___VS 22 Apr 2015, 01:18
QUOTE
და მინდა ასეთი მსხვილად დახვეული (წვრილ კუწკუწებს ვერ ვიტან  ) 6 თვიანი

ასეთი დახვევა არ კეთდება ქიმიურად, მითუმეტეს თხელ თმაზე

Posted by: ofazi 22 Apr 2015, 17:53
ცოტა ხნის წინ "ნატალიში" დავიხვიე. ბეჭებს ქვემოთ მაქვს. ცოტა შემისწორა, ისე ვერ დავახვევო. 6 თვიანია. კმაყოფილი ვარ შედეგით. ფასს რაც შეეხება, 190 გადავიხადე. ტელეფონით რომ ველაპარაკე, მითხრეს 150-დან ზევით, გააჩნია რას გავაკეთებთო.
"მელანჟის" საბურთალოს ფილიალშიც მქონდა დარეკილი. იქ მითხრა 100-დან ზევით. ანუ 50 ლარით იაფი ჯდება სავარაუდოდ. უბრალოდ ამ ქალთან საუბარში რაღაცამ გამაღიზიანა და საერთოდ აღარ მომინდა იქ მისვლა.
* * *
QUOTE
და მინდა ასეთი მსხვილად დახვეული (წვრილ კუწკუწებს ვერ ვიტან  )

ასე მაშით ან ბიგუძებით შეიძლება დახვევა, ქიმიურით არა.

Posted by: Universe 3 Jan 2016, 00:19
Salon___VS
QUOTE
ასეთი დახვევა არ კეთდება ქიმიურად, მითუმეტეს თხელ თმაზე

მსხვილი კულულები საერთოდ არ კეთდება ქიმიური დახვევით?

ვაპირებ დახვევას, თქვენი რჩევები გამომადგება,
რას მივაქციო ყურადღება? არ მინდა გამიფუჭდეს, ისედაც თქხელი თმა მაქვს.

Posted by: Shorregold 6 Jan 2016, 20:40
ჩემთვის საშინელება აღმოჩნდა, ზაფხულში მქონდა გაკეთებული და იმდენად დამიზიანა თმა რო ვფიქრობ საერთოს ხო არ შევიჭრა მოკლედ

Posted by: Universe 6 Jan 2016, 21:15
Shorregold
სად დაიხვიე და რით? რამდენიმე მეთოდია, ზოგი ასე თუ ისე უვნებელიო.

Posted by: chixuaxua 7 Feb 2016, 13:41
ძალიან მინდა, აი ძალიან.
მაგრამ ვერ ვენდობი ვერავის, ლატარიაა რა-ან გამოგიყვანენ კარგად ან არა.
პირველად იდეალურად დამიხვიეს სადღაც ვაჟაზე, ასათიანის ასახვევის პირდაპირ ძველი სალონი იყო და ბებოები მუშაობდნენ (რეკომენდაციით მივედი, ერთი ათი წლის წინ biggrin.gif )
მქონდა გადასარევად, ორი წლის მერეც ფორმა ჰქონდა დახვეულს შენარჩუნებული, მომბეზრდა უბრალოდ და მოვიჭერი მერე.

და ორი წლის წინ დავიხვიე კრისტალში, თუ არ ვცდები. კულულები კი არა გაბუწული თმები მქონდა sad.gif მართალია, შენაღები მქონდა და არა გაღიავებული, მაგრამ მითხრა არაფერი მოუვაო.

ხოდა მესამე ცდის მეშინია help.gif

Posted by: taknatuna 7 Feb 2016, 14:03
anaano
QUOTE
ხალხო დახვევა მინდა წვრილად. (ისე წვრილად ცოტა "ბალიშაფეთქებულს" რომ ვგავდე (ასე მიხდება) ) ხოდა მაქვს გრძელი წელამდე თმა. თუ დამიხვევენ და რომელ სალონში ახვევენ კარგად თუ იცით? (შეღებილი მაქვს, გაღიავებული არ მაქვს)

დაიხვიე თმები? მეც წელამდე მაქვს სწორი თმა მაქვს და ეგრე მინდა ემც დახვევა sad.gif

შესაძლებელია ასე თმის დახვევა?

Posted by: chixuaxua 7 Feb 2016, 20:44
taknatuna
თუ დახვევას გადაწყვეტ, სავარაუდოდ, შეგაჭრევინებენ თმას, რადგან სიმძიმე ქაჩავს დაბლა და მალე სწორდება ხვეული sad.gif

Posted by: ofazi 12 Feb 2016, 22:19
"ნატალიში" დავიხვიე ორჯერ. პირველად 2008-ში და მეორედ ზუსტად ერთი წლის წინ. ორივეჯერ მქონდა შეღებილი თმა, მთლად წელამდე არა, მაგრამ გრძელი ეთქმოდა. გავიკეთე 6 თვიანი. ბოლო დახვევიდან ერთი წელი მოტრიალდა და ისევ კულულები მაქვს. ამასობაში ჩამომეზარდა ჩემი სწორი თმა, ქვემოთ დამრჩა დახვეული. შემოდგომაზე კარე შევიჭერი და ვარ ასე, სანახევროდ სწორი და სანახევროდ დახვეული. მოკლედ, მე კმაყოფილი დავრჩი.

Posted by: GoGoNNa 2 Mar 2016, 11:13
ვინმემ ამიხსენით განსხვავება თმის ბიო დახვევასა და კერატინს შორის (( რომელი უფრო უსაფრთხოა??

Posted by: gogincha 19 Mar 2016, 17:03
ხალხო მინდა თმის აი ასე გაკეთება მემგონი უნდა დავიხვიო ხომ და ზუსტად ასე მელირება მირჩიეთ რა სად წავიდე ვისთან არ ამქვს დამწვარი თმა და არ მაქვს შეღებელი ამ ეტაპზე ხოდა არ მინდა გაფუჭება თმის, გარდა ამისა მაქვს თხელი თმა და იმედია ასეთ სტილში გამოვა რამე sad.gif http://pix.ge/x/b/m/vmmy6/

Posted by: Daji_lo 21 Mar 2016, 12:34
როგორი თმა გაქვს, ასე შეისაძლოა მუსით და დიფუზორით ისედაც დაიყენო და მელირებას და ქიმიურ დახვევას ერთად ნუ გაიკეთებ

Posted by: angelochka_ 7 Apr 2016, 12:17
ყევლაზე მეტად ამას ვნანობ:/ ბიო დახვევა გავიკეთე საკმაოდ ძვირი გადავიხადე და თავზე მადესვ მაჩალკა, უსიცოცხლო დაწვარი თმა :/ არ გაიფუჭოტ თმაააა გოგოებოო!!!!!!!!!!!!!!

Posted by: zakuka 23 Apr 2016, 13:33
angelochka_
სად გაიკეთე?
მე უკვე 4ჯერ მაქვს გაკეთებული, ძალიან კნაყოფილი ვარ. კიდე ვაპირებ smile.gif

პირველი ყველაზე კარგი იყო იმიტომ რომ არ ვიღებავდი, მერე მელირება გავიკეთე.

ალბათ თმის ტიპზეა დამოკიდებული. მე სქელი ღერები მაქვს ძალიან და ეტყობა ვერ დააზიანა იმდენად smile.gif

Posted by: dewkdewk 17 Jul 2016, 14:51
ქიმიურად დახვევა შეღებილ თმაზე შესაძლებელია ?

და რომ დავიხვევ მერე შეღებვა შეიძლება ?

Posted by: chanelgirl999 19 Jul 2016, 10:53
მელიქიშვილის ,,ნატალიში'' დავიხვიეთ მეც და ჩემმა დაქალმაც და ორივე ძაან კმაყოფილები ვართ, ჩემმა დაქალმა მესამედ დაიხვია უკვე. მოკლედ, ნატალი მაგარია, სვუპზე რაღაც ტრუხა ფასდაკლებები რომ დევს მანდ არ გაბედოთ მისვლა

Posted by: Nephele 26 Jul 2016, 14:21
QUOTE
მოკლედ, ნატალი მაგარია

კი როგორ არა givi.gif

მაბოდებს ხუჭუჭა თმებზე მაგრამ ვერ ვრისკავ დახვევას დამიწვავს და არ მინდა ჩემი ჯანსაღი თმები შევწირო ამ პროცედურას, არა და ბავშვობაში როგორი ხუჭუჭა ვიყავი სად წავიდა ჩემი დალალები ააა weep.gif ახლა რაღაც სითხრეს მიგზავნიან ველას ფიქსატორია ძვირი ღირს როგორც ვიცი მაგრამ გამომიწერენ და ბალიშაფეთქებულივით ვივლი აგვისტოში ამით მაინც დავიკმაყოფილებ სურვილს jump.gif

Posted by: tamuniko_3 28 Jul 2016, 22:17
ბევრჯერ გამიგია რო თმას აფუჭებსო. სისულელეა.
3 ჯერ მაქვს გაკეთებული ძალიან კმაყოფილი ვარ 6 თვის მაგივრად 8-9 თვე მქონდა და სულაც არ დამიზიანა თმა.
ძვირი ღის მართალია მე 120 ლარს ვაძლევდი მარა შედეგად ნამდვილად მიღირდა smile.gif

Posted by: Pepela88 22 Aug 2016, 00:23
tamuniko_3

სად იხვევ თმას ქიმიურად ?

Posted by: pretty 26 Dec 2016, 15:24
ბოლო 1 კვირაში ორჯერ დავიხვიე კეუნით თმა და თმა მაინც სწორია sad.gif

გადავიხადე საკმაოდ ძვირი და მემგონი ან ეს კეუნი არ ვარგა, ან ჩემი თმა არ იხვევა sad.gif

Posted by: tidola 10 Jan 2017, 14:05
კერატინით დახვევაზე რა იცით?? ამართლებს??

Posted by: *DrEamCaTcHer* 5 Sep 2017, 21:15
ბიოდახვევა ვისაც გაქვთ გაკეთებული მირჩიეთ smile.gif ძალიან ხო არ გამიფუჭებს თმას? ისედაც ხვეული მაქვს უფრო ტალღოვანისკენ მაგრამ და ცოტა მინდა ძირებიდან აფუვდეს გავრისკო თუ გამძვრება თმა :?

Posted by: nia4u 9 Sep 2017, 19:23
გოგოებო, დენით დახვევაზე რამე იცით? სამთვიანიაო?

Posted by: sაlოmეa 9 Sep 2017, 19:31
*DrEamCaTcHer*
QUOTE
ბიოდახვევა ვისაც გაქვთ გაკეთებული მირჩიეთ  ძალიან ხო არ გამიფუჭებს თმას? ისედაც ხვეული მაქვს უფრო ტალღოვანისკენ მაგრამ და ცოტა მინდა ძირებიდან აფუვდეს გავრისკო თუ გამძვრება თმა :?

თუ ქერა ხარ საერთოდ არ გაიკეთო, ნორმალური სტილისტი არც გაგიკეთბს
ზოგადად არ გირჩევ საშინელებაა და არც 3 თვე არ ძლებს
2 კვირაში აღარ მქონდა უკვე ისე
თან თმა ძალიან ძალიან ძალიან გამიფუჭა
არ უნდა გამეკეთებინა

Posted by: Chicky 8 Nov 2017, 11:16



ბოლოებში მომწონს დახვევა ოღონდ ტალღოვანი...

Posted by: anuki-anuki1990 7 Dec 2017, 16:14
გოგოებო ხომ ვერ მეტყვით თმების ქიმიურ დახვევას კარგად სად აკეთებენ? თხელი და ცხიმიანი თმები მაქვს და ჩემთვის კარგი გამოსავალია
რომ არ დამიბუგონ თავი და ადეკვატური ფასი რომ ღირდეს biggrin.gif

Posted by: calypso 23 Feb 2018, 14:00
გამარჯობა ,

კომპეტენტურებმა დამაკვალიანეთ, რა განსხვავებაა ბიო, ქიმიურ და კერატინით დახვევას შორის ? როგორც წავიკითხე კერატინით უფრო ნაკლებად ზიანდება თმის სტრუქტურა...
სად და რომელ სალონს მირჩევდით ?!

მადლობა წიანსწარ smile.gif

Posted by: Mrkesha 23 Feb 2018, 21:56
smile.gif))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: angelochka_ 27 Feb 2018, 12:15
calypso
მე დავიხვიე ბიოთI, ისეთ დღესI ჩამიგდო თმა სანამ არ ვიჭერი ვერ მოვიდა გონზე.
ცხოვრებაში არ გავიმეორებ (
ბიო იდეაში ქიმიურზე "ლაითIა" წარმომიდგენია ქიმიური რას უზამს თმას

Posted by: Lilian 27 Feb 2018, 15:20
ბიო და ქიმიაა ერთი და იგივე არააა? ...................


QUOTE
სად და რომელ სალონს მირჩევდით ?!

ალბათ შედარებით ცნობილ სალონში ისე ცუდად არ გააკეთებენ, როგორც ჭ კლასის სალონში რავიცი ;დდ

მე კერატინით გასწორება მინდოდა, მაგრამ ვყოყმანობ ზოგმააა თმას აცხიმიანებსოო, ზოგმა ქერტლი გამიჩინაოო sad.gif((
არც ერთი არ მაწყობს... ცხიმიან თმაზე საშინელი არაფერიაა ასე მგონიააა user.gif არადა როგორ მაწყობს კერატინი user.gif
ისიც ვიცი სად აკეთებენ კარგად, გამოვიკვლიე ვის ჰყავს მეტი კმაყოფილი მომხმარებელი ,მაგრამ ეს უკუეფექტები მაბრკოლებს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)