Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > დედების კლუბი


Posted by: მზე 15 Feb 2021, 18:08
რადგან არავინ გახსენით ახალი თემა, ისევ მე ვხსნი მიუხედავად იმისა რომ აღარ ვაქტიურობ biggrin.gif

წინა თემის ლინკი: https://forum.ge/?f=97&showtopic=35159016

user posted image

Posted by: NatiaGull 16 Feb 2021, 08:41
გლოცავთ ახალ თემას, დედიკოებო ❤

Posted by: narkozeli 16 Feb 2021, 11:48
გილოცავთ ახალ თემას ♡

მზე

მომწონს ეს ფოტო და წარწერა ♡

Posted by: anibani18 16 Feb 2021, 11:56
გოგონებო, ცალ თვალზე რაღაც ყვითელი გამონადენივით აქვს. ჩირქია ალბათ ხო? ღამის შემდეგ კი არა, ისედაც აქვს ხოლმე. ახლა წავალ ექიმთან რამდენიმე დღეში და ვაჩვენებ, იქამდე ადუღებული წყლით ვუწმინდავ.
გუIშნ ნევროლოგმა მითხრა, დასვი ხოლმე ბავშვიო. თვითონ კი იწევს სულ, რამე საყრდენი თუ იპოვა, ჩემი თითი მაგალითად, იწევს და ჯდება ჩემი ძალისხმევის გარეშე.

Posted by: narkozeli 16 Feb 2021, 11:59
anibani18

გამონადენზე არ ვიცი და ვერ გეტყვი ზუსტად sad.gif
ადუღებული წყლით გაუწმინდეო მე სამშობიაროში მასწავლეს.
ნევროლოგს სწორი უთქვამს, თუ ითხოვს ბავშვი და იწევს დასაჯდომად, დასვი, ამერიკის პედიატრთა ასოციაცია ამბობს რომ არაა აუცილებელი 6 თვეს დაელოდო.

***
ჩვენ ხოტენაშვილთან გვყავდა ტყუპები და ერთ-ერთს თვალზე პრობლემა აქვს და ოპერაცია დაუნიშნა და თან თურმე ვერ ხედავდა ბავშვი და 2 წლამდე სათვალე და მერე ოპერაციაო. უყიდეს სათვალე და ისეთი სასაცილო და საყვარელია, ძაან უხდება ♡ ბავშვმა თვალებში გამოიხედა რაც სათვალე გაუკეთეს.


Posted by: NatiaGull 16 Feb 2021, 12:16
narkozeli
გოგო იმ თვალიდან ვერ ხედავდა ? საწყალი ბაია... sad.gif

anibani18
ან, ეტყობა საცრემლე.არხია დახშული.
იქნებ სანამ მიიყვან ფოტო აჩვრნო პედიატრს, არ გაუმწვავდეს...
მასაჟიც გვირჩია ჩვენ რცხილაძემ

Posted by: narkozeli 16 Feb 2021, 12:18
NatiaGull

ორივეში აკლია თურმე ნათი და იმ ერთიდან თურმე ფაქტიურად ვერ ხედავს sad.gif

სულ იღიმის ბავშვი და გვაკვირდება სახეზე, თვალს არ გვაშორებს, გაოცებულია sad.gif ხელს არ კიდებს სათვალეს (სპეციალური სათვალეა უკან რეზინასავით აქვს და იმით მაგრდება)

Posted by: Tua 16 Feb 2021, 13:10
anibani18
ანი ხშირად აქვთ ბავშვებს , სანამ ექიმთან წაიყვან, ფიზიოლოგიურით დაასველე ბამბის დიაკი და შიგმიდან გარეთ მოუსვი ეს ბამბა, არავითარ შემთხვევაში მეორე თვალზე არგადაუსვა, დღეში 4ჯერ მაიმც გაუწმინე ასე ოღონდ კარგად სველი უნდა იყოს რომ ამოიწმინდოს. ალექსანდრეს ჰქონდა 2ჯერ ეგრე და 1 დღეში აგვილაგა ფიზიოლოგიურმა. მე 3 თვის რომ გახდა იმ.დღიდან კალთაში ვისვავდი ჩვეულებრივად ოღონდ დიდი ხნით არა ან ბალიშზე ვაყუდებდი 10-15 წუთით , 7 თვის უკვე მყარად იჯდა

Posted by: takoo1 16 Feb 2021, 13:33
anibani18
ანი შეიძლება ინფექციასავით აქვს,ჩემ დისშვილსაც ქონდა ერთ თვალზე გამონადენი, ალბათ მტვრისგან აქვს,არაფერია ისეთი დაუნიშნავს წვეთებს ან მაზს ექიმი,მალე აულაგდება მანამდე გაუწმინდე გადადუღებული თბილი წყლით ნაზად ძალიან.რომ ამოუსმევ მეორედ აღარ გაუსვა გადააგდე ტამპონი.
მეც ექიმებში დავრბივარ ერთი კვირაა.ეხლა წავიდა ჩემი ქმარი შარდის ბაქტერიოლოგიურის პასუხზე.ანტიბიოტიკი მაინც დაგვინიშნა.ლეიკოციტები ქონდა მომატებული შარდში და ნიტრიტები.ინფექციაა საიდან აქვს აი მართლა ვერ ვხვდები.პამპერსიდან სავარაუდოდ.სველ სალფეტკს არ ვხმარობ ვაფშე, ეგრევე ვბან ხოლმე მარა აჰაა მაინც დაემართა რაღაც.წყლის ბრალი არ არისო რავიცი.მოკლედ ნერვიულობაარ გველევა დედებსsmile.gif
ეხლა ცოტა დათბეს ანი და გადავაგდებინებ პამპერსს.9 თვისაა უკვე დიდი ბიჭია)

* * *
QUOTE (anibani18 @ 16 Feb 2021, 11:56 )

გუIშნ ნევროლოგმა მითხრა, დასვი ხოლმე ბავშვიო. თვითონ კი იწევს სულ, რამე საყრდენი თუ იპოვა, ჩემი თითი მაგალითად, იწევს და ჯდება ჩემი ძალისხმევის გარეშე.

ანი ზუსტად რამხელაა ეხლა? შეგიძლია დასვა ცოტა ხნით ოღომდ დამოუკიდებლად არა ჯერ,კალთაში ჩაისვი ისე რო ძალიან არ იყოს მოღუნული,ესე ნელ ნელა და მერე უკვე მიაყუდებ ხოლმე ბალიშს დაუდებ უკან რომ არ გადავარდეს. სკამ მაგიდაში 6თვიდან ზის ლუკიანე.ყველაზე მაგრად მანდ სწავლობენ წელის გამაგრებას,მიეყუდება ხან წამოიწევა და გაუვარჯიშდება ზურგი კარგად.

Posted by: anibani18 16 Feb 2021, 14:32
narkozeli
ანუ თავისით რომ წამოიწიოს და დაჯდეს, ასე არ ჯდება. მაგრამ თავს ბეჭებამდე სულ სწევს, როცა ვბან აბაზანაში, როცა წევს შეზლონგში, სულ აწეული აქვს ეს თავი. არანაირი რელაქსაცია მოკლედ smile.gif მაინც შეიძლება დავსვა ხოლმე? ვიღაც ექიმებს ვუსმინე და არ დასვათ, სანამ თავად არ დაჯდებაო. ახლა მივალ ჩემს ექიმთან და ვკითხავ. მაბნევს რა ეს დაჯდომის საკითხი...
საყვარელი <3 არა უშავს, სათვალეს რა უჭირს. ოპერაცია კი რთულია თვალზე, ჩემს ძმას იმდენჯერ აქვს გაკეთებული, მაგრამ მაინც გამოსწორებადი პრობლემაა, ასე რომ არ ინერვიულოთ <3
NatiaGull
მეც მგონია რომ არხია დახშული. დღეს ცოტა უკეთ აქვს, გუშIნ სულ ყვითელი მოსდიოდა, ვუწმინდე ადუღებული წყლით და დღეს აღარ აქვს ასე.
Tua
მადლობა, თეო <3 სულ მეშინია რომ ფიზიოლოგიური აუწვავს თვალს. ანუ შეიძლება ჰო?
gogatakoo
საწყალი ლუკიანე <3 საიდან გაჩნდა ეს ბაქტერია რა... წუხს ბავშვი?
ახლა არის 4 თვის და 3 კვირის. დამოუკიდებლად ვერც დაჯდება თაკო, ყირავდება. ერთი სული მაქვს ცოტა დამოუკიდებელი გახდეს, თორე გამძვრა სული ისე დავიღალე ამის გართობით smile.gif დასწვდეს სათამაშოებს თავისით, მიხოხდეს, მოხოხდეს...
გადააგდე ხო პამპერსი თუ შეძლებთ. გამიზიარე მერე გამოხდილება როგორ გადააგდეთ <3
გამოკეთდით დროზე, თაკო <3 :*

Posted by: Tua 16 Feb 2021, 16:05
anibani18
დამოუკიდებლად 4 თვის ბავშვი ვერ დაჯდება ეგ არარეალურია, 7-8 თვემდე ყირავდებიან ყველა მაინც, არა ფიზიოლოგიური არ აუწვავს პირიქოთ ძალიან კარგია სულ ამოუსუფთავებს და გაუწმინდავს, მე ერთხელ ჩავაწვეთე კიდევაც, მაგრამ ბამბის დისკით უფრო ადვილია მოუწმინდავ და თუ ჩასასვლელია ჩავა.

gogatakoo
პამპერსის ბრალი არაა, ხშირია ბიჭებში ბაქტერია ცუდად დაბანის გამო, ამიტომ უნდა ბანაობისას კარგად დაბანა, ზოგს კვერცხზეც გადასდის ანთება, ბავშვს პამპერსს ვერ გადააგდებინებ სანამ ის არისწავლის რომ ღამე არუნდა მოფსას და შეკავების რეფლექსს არგამოიმუშავებს , ძალიათ რომ გამოუმუშაო უფრო მეტ რამეს დაუზიანებ ეს ყველაფერი ხდება სადღაც 18 თვის ასაკში, 9 თვის ბავშვზე პამპერსის გადაჩვევა არარეალურია თან მითუ.ეტეს ბიჭზე სადღაც 2 წლისთვის იწყებენ სწავლას რომ უნდა დადგნენ და გადააფსან ისიც იშვიათად გამოსდით.

Posted by: takoo1 16 Feb 2021, 23:05
anibani18
არა გოგო არ აწუხებს არაფერი,სუნი ქონდა ფისის სხვა არაფერი.საიდან და პამპერსიდანო ესე მითხრა ექიმმა,მე კი ეგრევე ვბან რომ ჩაისვრის მარა ნუ გაძვრა რაღაც მაინც,ამას ესეთი ორგანიზმი აქვს ალბათ,ზოგიერთი არც ბანს სველი სალფეტკით წმენდს,მაგრამ არაფერი ემართებათ,რას გაიგებsmile.gif
ვაიმეე ეხლა უფრო მღლის ანი,სულ ფეხზე უნდა დგომა დსხტუნავს მთელი დღე და მანეჟში არ ჩერდება,ხელში მყავს სულ და მართლა ქანცი გამძვრა,ძაან ცელქია აი სულ რაღაც უნდა აკეთოს ან აფუჭოს))
მადლობა ანიი,თქვენც მალე გამოკეთდით♥️
* * *
Tua
ექიმმა ესე მითხრა არ ვიცი,დაბანას რაც შეეხება საკმაოდ კარგად და საფუძვლიანად ვბან biggrin.gif ეგ არ მეშლება ნამდვილად,უკეთესად როგორ უნდა დავბანო არვიცი.ეგრევე ვერ გადააჩვევ მაგრამ ნელ ნელა უკვე შეიძლება რომ მიაჩვიო,ჩვენ სამივეს ადრე გვასწავლა დედაჩემმა ეგ თემები და რავიცი არცერთს არაფერი დაგვზიანებია,ჩემი და წლის უკვე ბაგაში დაყავდა და არ იფსამდაsmile.gif ბავშვზეცაა დამოკიდებული ზოგი 4 წლისაა და იფსამს.ვნახოთ როგორ გამოგვივა.თუ შემიწყო ხელი მივაჩვევ თუ ვერა და ცოტა მერე ვცდი.

Posted by: marigeo 16 Feb 2021, 23:27
გამარჯობა გოგოებო, მინდა რჩევა გკითხოთ, თუ გაქვთ გამოცდილება ან თეორიული ცოდნა.

ვცხოვრობთ ჩეხეთში, გყვავს 1 წლის და ერთი თვის პატარა. სახლში ვსაუბრობთ მხოლოდ ქართულად.

სექტემბრიდან ვაპირებ ბაღში მიყვანას. ვერ გადავწყვიტე და არ ვიცი რა სჯობს, ვესაუბრო ხოლმე ჩეხურად რომ ქონდეს ცოტათი მაინც წარმოდგენა და მიეჩვიოს რაღაც დოზით თუ პირიქით დიდი დატვირთვა იქნება და სჯობს დაველოდო ბაღის დაწყებას?

Posted by: Baia4 18 Feb 2021, 13:26
გოგოებო, საორსულე ქამარი შეღავათიან ფასად სად არის

Posted by: anibani18 18 Feb 2021, 15:56
gogatakoo
გაუვლის მალე, თაკო <3
მეც არ ვხმარობ სველ სალფეთქს, არ მიყვარს ძალიან. მეც არ მესიამოვნებოდა მისი გამოყენება.
გოგო, ხელს არის სეჩვეული ლუკიანე? მამას დაყავს საღამოობით ხელში ჩვენი გოგო და ახლა შეეჩვია მგონი. ისე მეშინია ხელს არ შეეჩვიოს, გადავყირავდები სულ ხელში რომ მოუნდეს. არ ვწუწუნებ, მაგრამ მარტო ვარ ბავშვთან და რთული იქნება ძალიან.
Baia4
ავერსშI ნახეთ. სხვაადსხვა ფასად არის და საკმაოდ ნორმალურ ფასებშიც.

Posted by: takoo1 19 Feb 2021, 16:05
anibani18
გოგო კი პრინციპში შეჩვეული ქვია ხო აბა რა არი,არსად არ ჩერდება მარტო.მაქსიმუმ ნახევატი საათი მანეჟში.სკამშიც არ ჩერდება ბრუნდება და ფეხზე დგება გოგო.ფეხზე დგომა უნდა სულ და ხელს ხო ვწრ ვუშვებ და სულ ვუზივარ ლოგინზე თუ სადაცაა.ეს უკვე დიდია,უფრო პატარა ასაკში ითხოვენ ხელში აყვანას და ტარებას.მე არ ვატარებდი ეგრე, ლოგინზე მყავდა ხოლმე სულ.ეცადე რო იშვიათად ატარო ხელით თორე ეჩვევიან მერე.დამოუკიდებლად თამაშს მიეჩვიოს ჯობია როგორმე უნდა მიაჩვიო რა.ეხლა ვერ გრძნობ კიდე და მერე გაგიჭირდება წონაში რომ მოიმატებს და 10 კილო იქნება ძაან რთულია.

გოგოებო ანტინიოტიკთან ერთად კუჭნაწლავის უნდა რამე? ჩემმა პედიატრმა მითხრა რო თუ კუჭის კოქმედება კარგი აქვს არაფერი უნდაო.სულავა მგონი ნიშნავს ხოლმე ჩემმა დამ მითხრა უნდაო.
თქვენ რა გამოცდილება გაქვთ მითხარით რა.

გოგოებო ძუძუს ვინც აჭმევთ ბავშვს ესე გკბენთ თქვენც?sad.gif( როგორ გავაგებინო რო არ უნდა მიკბინოს,რო ვიკივლებ იცინის ვერ ხვდება თუ კიდია ვერ გავიგე))

Posted by: narkozeli 19 Feb 2021, 16:32
gogatakoo

მე არ მიმიცია არასდროს ანტიბიოტიკი და არ ვიცი მარა ჩემს მაზლისშვილებს დასჭირდათ და დაუნიშნეს ლაქტო ჯი ქიდსი პარალელურად.

Posted by: Nnia 20 Feb 2021, 14:19
gogatakoo

როცა გიკბენს არ იკივლო არავითარ შემთხვევაში. ძირითადი რეკომენდაციაა რომ გამოართვა ძუძუ და მკაცრად არა უთხრა. ცოტახნით აღარ უნდა მისცე მაგ დროს ძუძუ. თუმცა მაგან ჩემს შვილზე არ გაჭრა. მაინც მიცინოდა და ძუძუს რო არღარ ვაძლევდი ისტერიკას აწყობდა. ამიტომ გადავწყვიტე არ შემემჩნია როცა მიკბენდა. როგორმე უნდა გაუძლო. მერე რომ ნახავს შედეგი არ აქვს მის საქციელს აღარ იზავს, მობეზრდება. ან თუ ვხვდებოდი რომ აპირებდა კბენას ტეხნიკურად ვაცლიდი ხოლმე ან ყურადღებას გადავატანინებდი.

Posted by: takoo1 20 Feb 2021, 18:14
Nnia
როგორ გინდა მოითმინო სისხლჩაქცევა მაქ ისე მკბენს, გუშინ ისე მტკიოდა ვერ ვაჭამე,აი თავიდან რომ იცის ტკივილი ახალი ნამშობიარები რო ხარ ეგრე ვიყავი ზუსტად.ძალიან მკბენს, ეფხანება რომ ამოსდის კბილები და აჭერსsad.gif(
კიი ეგრე ვაკეთებ ვაცლი ხოლმე მარა ყოველთვის ვერ ვხვდები ისე უცებ მკბენს ხანდახან.
* * *
narkozeli
რავიცი იმ ქალსაც დავურეკე და იმანაც არ უნდაო,თუ კუჭი არ აშლია ან არ შეეკრა არ უნდა არაფერიო.

Posted by: Nnia 20 Feb 2021, 18:25
gogatakoo

მესმის შენი ძალიან კარგად, მაგრამ სხვა რა დაგრჩენია.

Posted by: takoo1 20 Feb 2021, 20:26
Nnia
ანუ იდეაში იმიტომ გვკბენენ რომ ერთობიან?იქნებ ვერ ხვდებიან საერთოდთქო რავიცი.თუ მაგიტო აკეთებს არ შევიმჩნევ ჯამდაბას მოვითმენ როგორმე))

Posted by: Nnia 20 Feb 2021, 21:34
gogatakoo

ანუ ღრძილები როცა ეფხანებათ გაუაზრებლად აკეთებენ. მაგრამ როცა ხედაცს რომ შენ კივი რეაქცია გაქვს მერე უკვე მოსწონთ და ძალით აკეთებენ რეაქციას ელოდებიან. რაც შეიძლება მკაცრად უთხარი "არა".

Posted by: anibani18 21 Feb 2021, 12:35
gogatakoo
დაველოდები დაჯდომას რომ შეძლებს, დამოუკიდებლად სათამაშოების აღებას და შევაჩვევ მერე მარტო თამაშს. ახლა მეცოდება მარტო რომ დავტოვო, სათამაშო რომ დაუვარდეს ვერც კი აიღებს თავისით.
ერთი იმას ვნანობ მატყუარას რომ შევაჩვიე, როგორც კი გადმოუვარდება პირიდან, მაშინვე ცქმუტვას იწყებს ძილში. ახლა მეცოდება გადავაჩვიო, უფრო დიდ ასაკს დაველოდები და იქნებ თავისითაც გადააგდოს.
რა ცპდო ხარ თუ გკბენს... პატარაა ჯერ თაკო, მიხვდება მერე ნელ-ნელა.

Posted by: Tua 21 Feb 2021, 13:12
gogatakoo
ჩემი ახლობლის ბავშვს ჰქონდა ეშიხერია კოლი ბაქტერიოლოგიურში ბიჭს და სოფომ ანტიბიოტიკთან ერთად არაფერი არდაუნიშნა ფერმენტი ეტყობა გააჩნია ანტიბიოტიკს რომელ ჯგუფს ნიშნავენ+ ნუროფენიც დაუნიშნა ანთების საწინააღლდეგოდ.



Posted by: takoo1 21 Feb 2021, 19:57
Tua
ხო ალბათ მაგიტო,არცერთმა არ დაუნიშნა და რავიცი.
Nnia
გუშინ არ ვაჭამე ღამე,მერე 6სკენ გაიღვიძა ერთი საათი კიოდა ისე შემეცოდა,ძლივს დავაძინე,დილით ვაჭამე და აღარ უკბენია,წეღან ჭამა კიდე და არც ეხლა და რავიცი დავიჯერო ისწავლა ჭკუა biggrin.gif მინდა რო წლამდე მაინც ჭამოს,რო არ ჭამა გუშინ რაღაცნაირად ვერ მოვისვენეsad.gif

* * *
anibani18
ხო ანი ჯერ პატარაა,ხელში ნუ აიყვან დაუჯექი და ეთამაშე,გააგორე მუცელზე რომ მიეჩვევა მოეწონება მერე,ეს რო არ იყო მოჩვეული სულ ტიროდა.ეხლაც ცოტახანი ჩერდება მუცელზე არ უყვარს.დგომა უნდა სულ,მანეჟში კი არ ზის,დგას biggrin.gif და იქედან გვიყურებს სკუნსივით.
სოსკაზე ესეც ტირის ხოლმე მიეჩვია,ცოტა რო წამოიზრდება მერე აღარ გაიღვიძებს ეგრე ხშირად წესით.ჯერ პატალაა შენი გოგო ♥️

Posted by: nino84 21 Feb 2021, 21:22
narkozeli
გოგოებო, როგორ ხართ? ერთ კვირაში ხდება ჩემი გოგო წლის, კვებასთან დაკავშირებით მაინტერესებს კიდე რამდენი ხანი აჭმევდით აფთიაქის ფაფებს? წვნიანები როდიდან შეიძლება მივცე და.ფორმულა დღეში რამდენჯერ? რძეზე ალერგია აქვს და ძროხის რძით ჯერ ვერ ჩავუნაცვლებ

Posted by: nopiahopi 21 Feb 2021, 21:42
nino84
მაგ ასაკში ნორდიკის ფაფებს ვაჭმევდი უკვე. აქვს შვრია, წიწიბურა, 4 მარცვალი, 5 მარცვალი, მანი. კარგი ფაფებია.

Posted by: Tua 21 Feb 2021, 21:49
nino84
1წლიდან ნორდიკზე გადავიყვანე მე ნინო , ნუ მე.რძით ვუკეთებ ხანდახან, უფრო ხშურად ვუკეთებ, ჩირებით, ხილით, ცოცხალი გაყინული მალინა, შავი მოცვი და ალუბალი მაქვს, კიდევ ვაშლით ვუკეთებ ძალიან ხშირად, ძირითადად ვაჭმევ, წიწიბურას, 4 მარცვალს, 5 მარცვალს, შვრიას და ხანდახან ბრინჯს. თუ ხილი ძალიან მჟავეა მაშინ თაფლს ვუკეთებ ჩაის კოვზის მეოთხედს, მაგრამ.ეს იშვიათად ხდება თვეში 1ხელ. თაფლიც 1 წლიდან გავასინჯე ცალკე. წვნიანებიც 1 წლიდან შეიძლება, ბორში, მაწვნის სუპი, გუფთა ამეებს ვაჭმევ 1 წლიდან , ჩიხირთმა მაქვს გეგმაში ცოტახანში უძმროდ. ფორმულას მე მხოლოდ ძილის წინ ვაძლევ, ფორმულა 1 წლის ბავშვებს აღარ ეთვლებათ კვებაში , ანუ საჭმელი აღარაა მათთვის დესერტია. 1 წლიდან 3 სრულფასოვანი კვება უნდა ჰქონდეს და 2 ხემსი მაინც, ფორმულა სულ რომ ღამე 2ჯეროგთხოვოს საჭმელი აღარ არის. მე ხემსებს ხან ვაჭმევ ხან არა იშვიათად როცა ვასწრებ ან მე მაქვს სურვილი რადგან ძილის გრაფიკი შეიცვალა 1 წლიდან ხანდახან ვერ ვასწრებთ. კვების გრაფიკსაც აღარ მივყვები 1 თვეა როცა შია მოდის და მეუბმევა თავის ენაზე , მანამდე მზად მაქვს საჭმელი და ვაჭმევ ეგრევე. ხან 3 საათში შივდება ხან 5ში. ფაფაში რძე თუ გინდა მაინც და მაინც სქელი ფაფა მოხარშე ნორდიკის ცოტა და მერე თეფშში რო გაგრილებ ფორმულით დაათხელე ერთი 30-60 გრამით, მე 200-230 გრამამდე წყალზე ვუკეთებ 3-4 კოვზს, ყოველ დღე სხვადასხვა ბურღული გვაქვს მათთ შორის ფეტვი. აფთიაქის ფაფას ვყოდულობ თვეში 1 ცალს სემპერს და მიდევს ისევ მე თუ დამეზარა დილით ძალიან ფაფის გაკეთება მაშინ ვუკეთებ. ერთადერთი მანი ფაფას არგირჩევ არაფერი ღირებული და სასარგებლოა არაა მასში გარდა კალორიებია, კიდევ 1928ის ფაფებია საკმაოდ კარჰი, აუცილებლად 1 წუთიანი და 3 წუთიანი ფაფები იყიდე, თავიდან 1 წუთიანებით დსვიწყე მე.

Posted by: takoo1 21 Feb 2021, 22:55
Tua
რომელი რძით უკეთებ ფაფებს?სანტინო?
მაწონი როდის დაუწყე?ან როგორ აჭმევ უტკბობ?
კიდე მსინტერესებს პურს თუ აჭმევთ

Posted by: narkozeli 22 Feb 2021, 11:19
nino84

აფთიაქისას ფაფევს ვაძლევ მხოლოდ მაშინ თუ იმ დღეს ორი ფაფა უწევს, დილას ყოველთვის ნორდკის ვაძლევ, 4 და 5 მარცვალს ვუკეთებ ხოლმე, ძროხის რძით (წყალზე ვხარშავ და ბოლოს ვუმატებ სანტინოს ან სოფლის ნობათს 3.2%-იანს.) მე სხვას არაფერს ვუმატებ ფაფებს, ისე უყვარს ამას უყველაფროდ ჭამს სავსე ჯამს.

წვნიანებს ბორშს ვაძლევ ხოლმე, გუფთას, მაწვნის წვნიანს. ოღონდ მაგაში პურს ვუმატებ ხოლმე, წყალ-წყალა ცოტა რთული საჭმელია თან თვითონ მთხოვს რომ წამოს კოვზით და მოიწუწება.
გუშინ ისეთი საყვარლობა ვაჭამე. დავდებ ფოტოს, კუსკუსი ორაგულით. გაგიჟდა სულ თავის ხელით ჭამა.

ფორმულას ან დილაობით ვაძლევ თუ მოვასწარი სამსახურში წასვლამდე (ზოგჯერ ძინავს მე რომ გავდივარ) ან თუ ვერ მოვასწარი მაშინ საღამოს ძილის წინ. ძროხის რძეს შიგადაშიგ ვაძლევ მარა მაინც ფორმულას ვასმევ უფრო.
ჩვენი მენიუა 3 მყარი კვება + 2 ხემსი და 1-ჯერ 240გ. ფორმულა
* * *
gogatakoo
თავიდან სოფლის ნობათის საბავშვო რძეს ვიყენებდი მარა მომკლა მაგისმა მოძიებამ და მერე 48 საათიანმა ვადებმა, გადავედი სანტინოს 3.2%იანზე (წითელზე) ან სოფლის ნობათის 3.2%იანზე (ესეც წითელი)

QUOTE
მაწონი როდის დაუწყე?ან როგორ აჭმევ უტკბობ?

მაწონი საშუალოდ წლიდან, 10 თვიდან ყველაზე ადრე.
დატკბობა არ უნდა, სოფლის ნობათის საბავშვო უყიდე, არაა მჟავე. არასდროს არაფერი დამიტკბია მე, ეხლა დაჟე გაწურულ მაწონს ვაჭმევ ხოლმე ზოგჯერ სანტინოსაც და ძაან ძაან კაია.

QUOTE
კიდე მსინტერესებს პურს თუ აჭმევთ


ათასში ერთხელ, მხოლოდ წვნიანთან.
არც პეჩოს ვაჭმევ მე. მილიონში ერთხელ ალბათ.
* * *
ეს ვაჩეს საუზმე: (ომლეტი ყველით)

user posted image


ეს სადილი (კუსკუსი ორაგულით და კიტრით)


user posted image
user posted image

და ვახშამი ყველიანი ვერმიშელი (ჰეინცის ვერმიშელი)

user posted image
* * *
3 კვებასთან ერთად 2 ხემსი გვაქვს (სხვადასხვა სახეობის ხილი უცვლელად და მეორე ხემსი ცვალებადია (იოგურტი, მაწონი, მოჩარელას ჩხირები, ჩედარის ფირფიტები) და ფორმულა.

Posted by: Tua 22 Feb 2021, 12:23
gogatakoo
რძეს სოფლის ნობათის საბავშვოს ვაძლევდი, მაგრამ ხანდახან სანტინისაც ვუკეთებ ფაფებში, ისე რძე არმოსწონს არ სვამს, თავიდან მაინც საბავშვოთი უნდა დაიწყო, მაწონს მე 10 თვიხან ვაჭმევ ასევე საბავშვოს სოფლის ნობათისას, არასდროს არდსიკბია მაწონი, ბავშვისთვის შაქარი და მარილი არმიმიცია ჯერ , კვირაში 2ჯერ ვაჭლევ მაწონს ჰეინცის პეჩენიით ისიც სადღაც 2 ცალს ვუკეთებ ან ხელში ვაძლევ, პურს იშვიათად ვაჭმევ ძალიან მაქსიმუმ ჩემი გამომცხვარი თუ მაქვს ბუნებრივ საფუარზე და ხელში ვაჭერინებ რომ ჭამოს, იშვიათად მიმიცია ნაყიდი მაგრამ ისიც თონის პური მხოლოდ ხელში გასართობად დიდად არმოსწონს და არჭამს. კუსკუსს ვაჭმრვ 10 თვიდან პურის ნაცვლად, წვნიანებშიც არვაჭმევ მე პურს რადგან მაწვნის სუპს ბრინჯით ვასქელებ და კარგად სქელდება თუ დააყოვნე ცოტახანი, მე სახლში გაკეთებულებს ყველაფერს ვაჭმევ, პიცასაც სახლში ვაცხ9ბ და ამას ცალკე ვუკეთებ და ჭამს, იმ დღეს ღუმელში გამივაცხვე ქათამი უმატილოდ ბრუსელის კომბოსტოთი და კარტოფილით ცალკე ჩვენ დავჯექით საჭმელად და ესეც მოვისვი გვერძე იგივე ვაჭამე , სუბასი გვაქვს ხშირად თევზი ბოსტნეულის ვარიაციით და ესეც ჭამს იგივეს რასაც ჩვენ ვჭამთ, ლაზანია მქონდა იმ.დღეს და ჭამა ჩვეულებრივად მე სუნელებს შევაჩვიე ბავშვობიდანვე, Ორონდ მე ვიწერ სუნელებს ორგანულებს და იმას ვხმარობ, პილპილიქნსაც კი ჭამს smile.gif)

Posted by: anibani18 22 Feb 2021, 12:46
გოგონებო, დამიწერეთ რა თქვენი გამოცდილება, როგორ დავიწყოთ მყარი კვება. მოუმზადებელი ვიყავი და ვერ დავსვი საჭირო კითხვები კვებასთან დაკავშირებით. შვრიის ფაფით დავიწყოთო, ასე მითხრა, წყალი მიეციო. ახლა უნდა წავიკითხო ყველაფერი და დავურეკავ მერე კითხვებით.
Tua
თეო, შენ კარგად იცი დეტალურად ყველაფრის ახსნა და დამიწერე რა, რომ მოიცლი. პირველი თუ შვრიის ფაფა (რძიანით სჯობს?) მერე რა დავამატო 5 დღის შემდეგ?წყალი რამდნეი წვეთი თავიდან? 5 დღის შემდეგ სრულ ულუფას რომ მიიღებს, ერთი კვება ფორმულის ამოვაგდო ჰო? ასე მივხვდი. მერ ებოსტნეულიო. მაგრამ რომელი ბოსტნეული? მე გავუმზადო თუ აფთიაქში ვიყიდო ბოსტნეულის ფაფები? რომელი ფირმის ფაფები? ნესტლე ან ნუტრიბენი, ასე მირჩია. კარგებია ესენი? ფორმულაც ნესტლესი გვაქვს ჩვენ. მოკლედ, რაც მოგივა თავში, დამიწრე რა ყველაფერი. მერე კითხვებს ჩამოვწერ და დავურეკავ.
ჭურჭელი მაქვს ორი, ვილეროის და სილიკონის. ვილეროი მეცოდება და კოვზიც დიდი აქვს ჩემი აზრით. ამიტომ სილიკონის ჭურჭლით დავიწყებ. ფაფა ერთი სუფრის კოვზი (ჩვენი სუფრის კოვზი სავარაუდოდ არა?) და ემრე სილიკონის პაწაწუნა კოვზით ვაჭამო?

Posted by: Tua 22 Feb 2021, 13:11
anibani18
ანი მე დავიწყე სემპერის ურძეო წიწიბურით ფაფა დავიწყე 5.5-6 თვისკენ, აუცილებელია 3 დღის წესის დაცვა , ანუ პირველ დღეს აჭმევ 1 კოვზს და აკვირდები ალერგიაზე, თუ არაფერია მეორე დღეს სადღაც 30მლ წყალზე და მერე მესამე დღეს სადღაც 60ზე, მერე უკვე შეგიძლია სრულად კისცე მე იმ მომებტში 120 გრამ რძეს ვაჭმევდი და 120 გრამი გამომდიოდა სრული კვება, მერე აძლევ ჰიპის ურძეო შვრიას იგივე წესოთ და მერე ნუტრიბენის ურძეო სიმინდს იგივე წესით, მერე შეგიძლია რძიანები დაუმატო , მაგალითად ჰიპის რძიანი წიწიბურა , მაგრამ მე.როგორც მახს9ვს შენ გოგოს წონის დეფიციტი არ აქვს და ჯობია ბოატნეულით დაიწყო და ხილით, ბოლოს მისცე ფაფები. ბოსტნეუკის შემთხვევაში მე ასე ცქენი სტაფილოთი დავიწყე 3 დღის წესის გასინჯვით რადგან სტაფილო საკმაოდ ალერგიული ბოატნეულია , პირველ დღეს 1 კოვზი მერე 2 მერე 3 და მერე სრულად, მაგრამ მე სრულადში კიდევ კარტოფილი ჩავამატე 1 კოვზი და აკით უკვე ახალი ბოატნეული მივეცი , შეგიძლია კარტოფილი ცალკე კისცე კიდევ 3 დღე და მერე გაურიო ერთმანეთში, ბოსტნეულს მე თავიდანვე სახლში გაკეთებულს ვაჭმევდი უსასუქოს ბარბალეში ვყიდულობდი, ხილს ქილებისას სემპერის ვაშლი, მსხალი, ქლიავი ესენი შეიძლებოდა პატარა ასაკზე . თითოეულ პროდუქტს ასინჯებ 3 დღის წესით ცოტ ცოტას რომ ალერგია გამორიცხო , თავიდან არის 2 -3 კვირა რთული ასაწყობი და მერე როცა პროდუქტები ემატება ნელნელა აუღებ ალღოს.

Posted by: narkozeli 22 Feb 2021, 13:34
anibani18

რა ვაჭამოთ ბავშვებს- ამ ჯგუფში დაემატე ძაან კარგი რჩევებია.

Posted by: anibani18 22 Feb 2021, 14:50
narkozeli
კი, ვარ ამ ჯგუფშI, გვანცა. წავიკითხე რაღაცეები და თქვენი გამოცდილებაც მაინტერესებდა <3
Tua
თეო, ფაფებით დავიწყებ, როგორც მითხრა. არ აქვს წონის დეფიციტი, მართალია, მაგრამ აღარ ბოლო ორი თვეა 100-100 გრამს იმატებს მხოლოდ.
მე მითხრა ასე, პირველ დღეს უმზადებ ერთ სუფრის კოვზს და მერე ასე ადიხარ 5 სუფრის კოვზზეო. ეს 5 სუფრის კოვზი გამოდის ერთი სრული კვება, ასეა? არ ვიცი ოღონდ რამდნეი მლ. შეფუთვაზე ეწერება ალბათ. მეც წავიკითხე რომ წიწიბურის ფაფით სჯობს დაწყება. ალერგია რა სახით შეიძლება ჰქონდეს?
ანუ ამ სამ ფაფას გავასინჯებ და მერე გადავალ ბოსტნეულზე?

Posted by: narkozeli 22 Feb 2021, 15:21
anibani18

მე ვაშლი გავასინჯე პირველად 5.5 თვეზე, სემპერის, მერე სემპერის სტაფილო, მერე ჰიპის სტაფილო+კარტოფილი/ მერე გოგრა დავამატეთ მესამე კომპონენტად და ასე გავამრავალფეროვნე ნელ-ნელა. 3 დღის წესის დაცვით.
ფაფა 6 თვის მერე დავუწყე სემპერსის ურძეო წიწიბურათი.
ზოგადად, დიდი მნიშვნელობა არაააქვს ფაფით დაიწყებ თუ ბოსტნეულით. კი, ნელნელა უნდა ახვიდე სრულ კვებამდე, შეფუთვის დოზირებაში ზოგჯერ აცდენაა, მაგალითად ძაან სქელი გამოდის იმ პროპორციით რომ გააკეთო რაც აწერია, ამიტომ ხშირად თვალის ზომით მოგიწევს კეთება. ნუ 3-4 სუფრის კოვზია სრული პორცია როგორც მახსოვს.

Posted by: Nnia 22 Feb 2021, 15:50
anibani18

მე დავიწყე აფთიაქის ხილით და ბოსტნეულით. მეშვიდე თვეში რომ გადავიდა მერე დავუწყე ფაფები. როგორც ვხვდები თქვენი შვილი 6 თვის უნდა იყოს და მაგ ვადაზე დაბადების წონა თუ გაორმაგებული აქვს მშვენიერი ნამატია 100 გრამი.

Posted by: anibani18 22 Feb 2021, 17:36
Nnia
5 თვისაა და დაბადების წონაც გაორმაგებული აქვს. ადრე მეგონა და ამიტომაც არ მქონდა კითხვები მომზადებული.
narkozeli
გასაგებია, გვანცა. მადლობა <3

Posted by: Tua 22 Feb 2021, 17:41
anibani18
მეც არდამიწყია ფაფებით, ხორცის მიცემამდე მივეცი ფაფები, 5 სუფრის კოვზი ნამეტანი ბევრი გაკოდია, რაც ყუთზე აწერია ის პროპორციები ჩვეულებრივი ღომია, შესაბამისად მე სულ თვალის ზომით ვაკეთებდი , ფაფების წიწბურით დაწება უფრო კარგია კი მაგრამ ზემოთ დავეთანხმები გოგოებს რომ თუ 6 თვისთვუს დაბადების წონა გაორმაგებულია მაშინ ბოსტნეული ხილით დსვიწყებდი მეც, ჩვენ მაგალითად პედიატრმა არდაგვაწყებინა ფაფებით და ბოსტნეულით დავიწყეთ ისედაც ჩემი სურვილითაც, მაგრამ მე პირველი ქილის ვაშლი მივეცი, მერე 3-4 დღეში სემპერის ქლიავი ქილის, მერე მსხალი და მერე უკვე ბოსტბეული ჩავამატე, ნელნელა და სულ.ბოლოს ფაფები მანამდე სანამ.ხორცი ვაჭამე 6 თვის მერე. სემპერის წიწიბურა 5 სუფრის კოვზი კი არა მემგონი 150მლზე 2 სუფრის კოვზია მაქსიმუმი 3.
მე ყველა ურძეო გავასინჯე რაც არსებობს ბაზარზე , ანუ წიწიბურა, სიმინდი, შვრია და მერე გადავედი რძიანებზე

Posted by: nino84 22 Feb 2021, 17:54
Tua
narkozeli
მადლობა, არასდროს გეზარებათ პასუხის გაცემა ❤️
* * *
ნორდიკის ფაფები და 1928 აფთიაქებში იყიდება? არ მომხვედრია თვალში.

Posted by: anibani18 22 Feb 2021, 18:59
Tua
მადლობა, თეო <3
წყალი რამდენი დაიწყე?
სოფო სულ ნაბიჯ-ნაბიჯ გიხსნის კვების საკითხს? ვერ ვხვდები, მე თვითონ როგორ უნდა დავალაგო და განვსაზღვრო რა, როდის და რამდენი ვაჭამო. მინდა რომ დეტალურად მითხრას ყველა ნაბიჯი ექიმმა. დღესდღეობით ხდება ეს კიდევ?

Posted by: nino84 22 Feb 2021, 19:07
აუ ფეხსაცმელს სად ყიდულობთ? ეხლა იწყებს სიარულს, ორთოპედიული არაა ხო აუცილებელი? პატარა ანგელოზები სანდოა? ჩინური საქონელი ხო არ აქვთ?

Posted by: nopiahopi 22 Feb 2021, 19:48
nino84
ნორდიკის და მილენ პარასი 1928 აფთიაქებშიცაა (ჯპს-ფარმადეპო ნამდვილად ვიცი) და ზოგი მარკეტის ქსელშიც.

Posted by: takoo1 22 Feb 2021, 19:59
narkozeli
გოგო ბოლომდე ჭამს მაგხელს თეფშს? აი მე ვერ მოვერევი მაგას საღოლ ვაჩე biggrin.gif
ანუ წლამდე არ მინდა მაწონი.ხაჭოს ვაჭმევ უკვე ერთი თვეა ისე,ნეტა მაწონი რატო არ ინიშნება წლამდე.
ხო პეჩენიას არც მე ვაჭმევ,არც გამისინჯებია.
ფაფებსაც უშაქროს ვაჭმევ,სემპერს და ნუტრილაკს,პაუჩებს ვყიდულობ ხოლმე ხილისას მაგას არააქ შაქარი.
* * *
Tua
10ის ხდება და ანუ მოჟნა უკვე მაწონი.ისე პეჩენიის გარდა რა შეიძლება გავურიო მაწონს? თუ მაგ პეჩენიას არაქვს შაქარი?
ისე მაწონი თუ შეიძლება,მაწვნის სუპი რატო არ შეილება?
* * *
anibani18
ანი ნესტლეს არ გირჩევ მე,ფაფებს შაქარი აქვს,უშაქროს გირჩევ.ნესტლეს პაუჩებიც ძაან ბანძია წყალწყალაა და უგემური.ნუტრიბენის ფაფებიც არ მომეწონა მე.
ყველაზე მეტად მომწონს ნუტრილაკი და სემპერი. ცოტა ძვირია მარა კარგებია მართლა,ჰიპის ფაფებს ვაჭმევდი თავიდან ეგეც მომწონდა.

ურძეოთი დაიწყე.ცალცალკე გაასინჯე .წიწიბურა.სიმინდი.შვრია. მერე გავასინჯე ბრინჯი და მერე გადავედი ხილიანებზე და რძიანებზე.

Posted by: Tua 22 Feb 2021, 21:52
anibani18
სიმართლე გითხრა სოფოს გაიდლაინს კვებაში მე არვენდობი მე მაინც ჩემებურად დავიწყე ისე როგორც დაგიწერე მაგრამ სოფო გიხსნის და გატანს კიდევაც ქაღალდებს სადაც რეცეპტებიც წერია და ყველაფერი, მე მაგითი არმიხელმძღვანელია. როგორც დაგიწერე ისე ვქენი რაოდენობას რაც შეეხება რამდენსაც ფორმულას ჭამს იმდენი უნდა მისცე სრული კვება მაგ ასაკზე, მერე უზრდი ნელნელა სადღაც 7თბისკენ 150 გრამამდე ავედით და მერე 180 გრამებს ჭამდა 11 თვემდე, მერე მოვუმატე 210-230მდე და ეხლა უკვე დსვიკიდე რამდენსაც ჭამს ჭამს ანუ აღარ ვწონი არაფერს გარდა ფორმულისა smile.gif) მაგრამ სოფოს რამდენჯერაც პროდუქტებზე ვკითხე რომელიც.მას იქ ფურცლებში არეწერა მითხრა რომ შემიძლია მივცე ერთადერთი რაშიც მე და სოფო დსვემთხვიეთ იყო ხაჭოს თემა, რომელიც 7ის რომ გახდა მერე დავიწყეთ, ჰიპის ხაჭოზე მომცა რეკიმენდაცია სახლში გაკეთებული არ აჭამოო.
ფაფების ფირმებში მე რეკოემნდაციას ვუწევ: სემპერს, ნუტრილაკს , ჰიპპს და ნუტრიბენს, ხილფაფებშიც ანალოგიურად სემპერს და ჰიპსს , ასევე ხორცეულშიც ( მაგრამ გაითვალისწინე რომ ქილის ხორცეული 100% ხორცისგან არშედგება და შეიცავს ბრინჯის სახამებელს)
წყალს რაც შეეხება რავი სიფი ქაფში ვასხამდი და რამდენსაც დსლევდა დალევდა სულ რომ.დღეში 10გრამი დაელია არვაძალებდი, დღემდე არვაძალებ თუ სწყურდება თვითონ იღებს ჭიქას და სვამს. სოფო ჩვეუკებრივად იღებს ეხლაც და იღებდა კდიევაც რავი ეხლა იყო ჩემი ახლობელი 6 თვის ვიზიტზე და გამოატანა ყველაფერი მაგრამ ამანაც სხვანაირად დაიწყო კვება

nino84
აფთიაქებშიც არის კი ნორდიკიც 1928ც , ასევე დიდი მარკეტებში კარფურში აგროჰაბში. ფეხსაცმელს რაც შეეხება ორთოპედიული ფეხსაცმლის რეკომენდაცია აღარ არის თუ ბავშვს პრობლემა არ აქვს, შიშველი ფეხით, წინდით უნდა იაროს და გარეთ ჩვეულებრივი სწორძირიანით, ჩემსას ბოტასები და ჩვეულებრივი კეტები აცვია გარეთ ადიდასის .



gogatakoo
კი მოჟნა 10ის რომ გახდება მერრ მაწონი ოღონდ ბევრი არა 1-2 კოვზით დაიწყე, მე ცელში ვაძლევდი 1 ცალ ოეჩეს და მაწონს ცარუელს ვაყოლებინებდი, მაწონთან ერთად მე სახლში გაკეთებულ ხაჭოსაც ვურევდი ხოლმე სადღაც 11 თვიდან, პეჩენია უშაქრო აქვს სემპერს მაგრამ უბანძესია და ისევ ჰეინცის პეჩენიაა ყველაზე კარგი და მაგას ვაჭმევ. ეხლა უკვე სახლში ვუცხ9ბ უფრო ხშირად. მაწვნის სუპი როგორ არშეიძლება მწვანილი უნდა ჰქონდეს გასინჯული უბრალოდ სქეოი უნდა გაუკეთო ცოტა ბევრი ბრინჯი ჩაყარო და ხახვს მე მეორადი დაწურვის ზეითუნზე ვშუშავ ან სიკინდის ზეთზე ძალიან გემრიელი გამოდია, ისე პურიც შეიძლება 9 თვიდან, ხელში მიეცი რომ ღეჭვა დაამუღამოს

Posted by: nionia 22 Feb 2021, 22:44
gogatakoo
QUOTE
გოგოებო ძუძუს ვინც აჭმევთ ბავშვს ესე გკბენთ თქვენც?( როგორ გავაგებინო რო არ უნდა მიკბინოს,რო ვიკივლებ იცინის ვერ ხვდება თუ კიდია ვერ გავიგე))

თაკოო რამდენი კიჭი აქვს?
ჩემსას უკვე ხუთს ვუთვლი :დდდ

ორჯერ მიკბინა სულ და სასტიკად გამამწარა, წავართვი მაშინვე და რაღაც პაუზის მერე დავუბრუნე, დედას ეტკინა თქო ვუმეორე, მეკრიჭებოდა საყვარლად მაგრამ მერე აღარ უქნია, მაგ დღეს ისედაც ძაან გაღიზიანებული იყო კბილების გამო, ორი ერთად ჩამოსდის ზემოდან
* * *
narkozeli
ჩემი ბიჭი არის ვაჩესავით მჭამელი ბიჭი , რომ ავიღებ ჯამს და მიმაქვს გასარეცხად ისეთ ხმაზე იწყებს ტირილს და ისეთ ცრემლებს ყრის,თან მეცინება თან მეტირება მეც, მამამისი თუ გვესწრება დაუმატე დაუმატეს გაიძახის , რაღა დავუმატო ისედაც იმხელა ულუფას ჭამს და წინ და შემდეგ ძუძუ მაქვს ამოგდებული :დდდდდ

Posted by: Ninico 23 Feb 2021, 10:21
გამარჯობა გოგოებო,
კოვზს როგორ მიაჩვიეთ თქვენი ბაიები. ერთთან კიდევ რაღაცას მივაღწიე და მეორე ისე მუწავს პირს კოვზის დანახვაზე, რომ წამალსაც ვეღარ ვასმევ.

Posted by: narkozeli 23 Feb 2021, 11:04
gogatakoo

კი კი ჭამს :დ მაგიტომაც არ ვაჭმევ პურეულ-ცომეულს რომ სხვა რამით იღებს კალორიებს


QUOTE
ფაფებსაც უშაქროს ვაჭმევ,სემპერს და ნუტრილაკს,პაუჩებს ვყიდულობ ხოლმე ხილისას მაგას არააქ შაქარი.


მეც მასე up.gif

თუმცა პაუჩებს ამ ბოლო დროს მარტო გზისთვის ვიყენებ ხოლმე
* * *
nionia

ვაიმე გოჭუნა lol.gif lol.gif love.gif love.gif ეს დამატებას არ მთხოვს ხოლმე მარა რასაც ვუდებ, ჭამს პატიოსნად, ძაან იშვიათად რომ დატოვოს

Posted by: anibani18 23 Feb 2021, 15:02
Tua
მე ყოველთვის მეგონა, რომ ექიმი მეტყოდა როგორ და რა ვაჭამო. მე როგორ უნდა გადავწყვიტო ეს საკითხი ვერ ვხვდები.
დავიწყენ 2-3 კვირაში მაშინ, რა მეჩქარება ახლა.
წყალს ონკანისას ასმევ თუ შუშის ბოთლებს ყიდულობდი?
ხორცს რა ასაკიდან სთავაზობ ბავშვს?

gogatakoo
მადლობა თაკო <3 კარგია, რომ მითხარი ბრენდებზეც. არ მეგონა თუ რომელიმე შაქარს შეიცავდა.

Tua
gogatakoo
ეს სწორია, გოგონებო?
პირველი ხილი: ვაშლი, ავოკადო, ბანანი, გარგარი, მსხალი, ატამი, ვაშლატამა, ქლიავი, მანგო, პაპაია, გოგრა (pumpkin).
პირველი ბოსტნეული: სტაფილო, ტკბილი კარტოფილი-ბატატი, გოგრა (butternut squash), მწვანე ბარდა, მწვანე ლობიო, ყაბაყი.
პირველი ხორცი - რკინით ყველაზე მდიდარი წითელი ხორცი, საქონლის და ბატკნის (მათში ორჯერ მეტი რკინაა ვიდრე ქათამში).
რა ვაჭამოთ ბავშვებს იქიდან ავიღე
ანუ ახლა რომ დავიწყო ხილით რაც ზემოთ არის ჩამოთვლილი, მერე გადავიფდე ვბოსტნეულზე, მერე წიწიბურა, შვრია, ბრინჯი, ქერი ურძეო და მერე რძიანი, ბოლოს ხორცი რაც ჩამოთვლილია, კარგი გეგმაა? თავიდან მინდა ქილიანით დავიწყო, რომ ვნახო რა კონსისტენციის უნდ აიყოს ფაფა, მერე მეორე მიცემაზე თავად გავუკეთო თუ სადამდე მივცე ეს ქილიანები? რძიანი ფაფა ნიშნავს რომ ფორმულით ზავდება? ურძეო წყლით?
* * *
თავიდან რომ ვაძლევ ერთ პაწაწუნა კოვზს, მერე მორე დღეს ორს, მესამე დღეს 3 კოვზს და გადავდივარ სხვა საკვებზე ამათაც ვაძლევ კიდევ მეოთხე დღეს? მე როოგრც მივხვდი, სანამ ვასინჯებ ამ პროდუქტებს სრული კვების ამოგდებაზე ვერ ვისაუბრებ არა? შეიძლება ვიყიდო ქილები და მაცივარში შევინახო? თუ პირველ დღეს ერთ კოვზს ვასინჯებ, იგივე ქილიდან მეორე დღეს შემიძლია კიდევ ვაჭამო?

Posted by: Tua 23 Feb 2021, 21:19
anibani18
ექიმი გაძლევს რეკომენდაციებს ექიმი ვერ დაგილაგებს კვებებს, ყველა გაძლევს ფურცელს დაწერილს და ვსიო დასრულდა მაგითი, ხორცი 6 თვის რომ გახდება მერე ემატება , წიწილი, ხბო, ინდაური, კურდღელი, ღვიძლი.
მე პირველი მივეცი ქილის ვაშლი, ეხლა არ არის სეზონი ზუსტად ასეთ დროა დავიწყე მეც, ვიყიდე სემპერის ქილის ვაშლები და 24 საათი მყოფნიდა თითქმის 1 ქილა, ქილებს მაცივარი არუნდა გრილი ადგილი უნდა მხოლოდ მეტი არაფერი. ქილას რო. გახსნი სუფთა კოვზით სიტყვაზე შყადღეს 2 საათზე გადმოიღე 1 კოვზი ვაშლის პიურე დააფარე ქილას თავზე და შედგი მაცივარში, აუცილებელი პირობაა რომ არმოხვდეს ბავშვის დორბლიანი კოვზი ქილაში. ჰიპის ქილებს ვადა აქვს 3 დღე ზოგს და სემპერს 24 საათი.
მე დავიწყე ვაშლით 3 დღე, მერე დავამატე ქლიავის პიურე, მერე შევურიე ვაშლი და ქლიავი, მერე დავამატე მსხლის პიურე მერე უკვე დავიწყე ბოსტნეული, პირველი მქონდა სტაფილო, მერე კარტოფილი და სტაფილო, მერე ყაბაყი ჩავამატე მენიუს ( ქილის) , მერე ბატატი დავამატე , მერე გოგრა ( მაგრამ გოგრა უკვე ჩვენი აღარ ვარგა არაფრად და ქილისას ვაჭმევდი) , მერე 3 სახეობის ბოსტნეულა ვურევდი ერთმანეთს თითო კვებაზე ყოველ დღე სხვადასხვა ვარიაცია გვქონდა, მერე სადღაც 1 კვორაში დავუმატე, ბროკოლი, მერე ცოტახანში ბულგარული, მერე ყვავილოვანი ეს უკვე სადღაც 6 თვის იყო. შუალედებში მერე ფაფები დავიწყე როცა ახალ ბოსტნეულს არვასინჯებდი, ანუ 1 დღე 2 ახალი პროდუქტი არშეიძლება რაღაც ერთი უნდა გაასინჯო ახალი. კიდევ ერთი მე თავიდანვე ვუკეთებდი ხახვს, ოატარა ნაჭერ ნიორს და მწვანილებს ბოატნეულის ნახარშში რომ ბავშვი შეჩვეოდა გემოებს, მარილი 1 წვეთიც კი არგამომიყენებია საკვებში . ერთადერთი ზეითუნის ზეთს ვუშვებოდი თავიდანვე ბოსტნეულში , ვილა ბლანკა აფთიაქებში იყიდება საბავშვო ცივი დაწურვის.

Posted by: takoo1 23 Feb 2021, 23:53
Tua
გი გასინჯული აქვს მწვანილი ხახვი ნიორი.სუპებს ეგრე ჭამს.ბრინჯითაც.პურს ჭამს უსაფუაროს ვყიდულობ და ერთ თხელ ნაჭერს ვაჭმევ დღეგამოშვებით.ხელში მეშინია დიდი არ მოგლიჯოს და მე თვითონ ვაჭმევ ხელით.ღეჭავს უკვე საკაიფოდ.ჩიჩისაც biggrin.gif
* * *
nionia
როგორ ხაართ♥️ გოგო 5 აქ ამასაც biggrin.gif მეექვსე ეხლა ამოსდის ჯერ არ ამოუჭრია.
წყალს სვაამს შენი ბაო?ვერ მივაჩვიე ეს ალბათ ძუძუს რომ ჭამს მაგიტო.ეხლა ისწავლა გადმოფურთხება და აზრი არაქვს,ძალით რო ჩაასხა იფურთხება და ვერ ვასმევ
* * *
anibani18
ანი მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს,მე მაგალითად პედიატრმა მითხრა სტაფილო.ბროკოლი და მესამე არ მახსოვს ეგენი გაასინჯე ქილისო. სამ დღიანი შესვენებით თითო პროდუქტი.
ალერგია რომ გამორიცხო.
მე პირველ დღეს მივეცი ორი კოვზი მეორე დღეს 4.არ დამიცვია ეგრე ზუსტად.
რამოდენიმე ქილა ვიყიდე და დანარჩენი ბოსტნეული უკვე სახლში მე თვითონ მოვუმზადე.ზოგადად სახლში ვუკეთებ ყველაფერს.ფაფების გარდა(ჯერჯერობით) ქილისას ჯობია.90% ვაფშე არააქვს გასინჯული ეგ ქილის პროდუქტები.
ბატატი მივეცი თავიდანვე.სტაფილო.კარტოფილი.ყაბაყი.ბროკოლი. აი ესენი.
ხილი ვაშლი გარგარი.ატამი. გოგრა.
სეზონური ეხლა არარი ბევრი რამე.ბანანზე ალერგიასვაით ქონდა.ეხლა კიდე უნდა მოვსინჯო.
სუპს ვუკეთებ თავიდანვე შერეულს.ყველა ბოსტნეულს რომ გაასინჯებ მერე შეგიძლია აურიო როგორც გინდა.
ერთი დღე ბატატი და ბროკოლი.
მეორე დღეს ყაბაყი და კარტოფილი მაგალითად.მწვანილს ხახვს და სტაფილოს სულ ვუკეთებ.ზეითუნის ზეთს(ცივი დაწურვის) რამოდენიმე წვეთს. მარილს არა.
ხორცს კვირაში 5დღე ვაჭმევ. ორი დღე ვასვენებ.
ბატატი და გოგრა შეგიძლია ერთად პიურესავით თხელი გაუკეთო.
ხორცი მე 6თვიდან დავიწყე.
კურდღელი.წიწილა,ხბო ინდაური თავიდან.საქონლის ხორცი უფრო გვიან ჯობია.
წყალი ონკანის არა.პატარა ბოთლებით იყიდე საბავშვოები რომ იყიდება ანი.
რძიანი ფაფა ანუ თვითონააქვს შიგნით რძე,წყალზე მზადდება ორივე.რძიანიც და ურძეოც.
* * *
narkozeli
გოგო მე ხაჭოში ვურევ თორე ისე არ ვაჭმევ. ბანანზე ალერგია აქვს მგონი და ვერ ვურევ ხაჭოს.სხვა რა შევურიო ვერ მოვიფიქრე.პეჩენია არ მინდა.ისე კიდე ძაან მშრალია ეს სანტინოს ხაჭო და ძლივს ყლაპავს ხოლმე))

Posted by: Tua 24 Feb 2021, 11:53
anibani18
წყალზე დამავიწყდა მე თავიდან 2 კვირა ბოთლიას ვაძლევდი ბაკურიანს მაგრამ ბოთლის წყალი ფტორს არშეიცავს, შესაბალისად 2 კვირის მერე ონკანისაზე გადავედი დღემდე ონკანის ნადგომ წყალს სვამს, ერთადერთი გამობაკლისი ბაკურიანშია რადგან იქ კარგად არიფილტრება წყალი და იქ ვაევ ბოთლისას, ნერვოპქთოლოგები ონკანის წყალზე იძლევიან რეკომენდაციას, ბოთლი წყალს პირველ რიგში 3 დღე აქვს ვადა და ბევრი მინერალი გამოცლილი აქვს.

gogatakoo
მაგ ასაკში მე.ხელში ვაძლევდი უკვე ყველაფერს, ღეჭვით კი დაღეჭავს მაგრამ უმჯობესია პეჩენიაც ხელში მისცე მაგალითად ის დორბლზე რბილდება და არაფერი მოუვა.

Posted by: takoo1 24 Feb 2021, 12:11
Tua
პეჩენიას ვაფშე არ ვაჭმევ,პურს არ ვაძლევ ხელში იმიტო რო დიდს გლიჯავს ძაან პირში ძLივს ეტევა და რო გადაცდეს წყალს არ სვამს,შესააბამისად ვერ მივაყოლებინებ.ასე რო მირჩევნია მე ვაჭამო სანამ წყლის სმას ისწავლის biggrin.gif

Posted by: anibani18 24 Feb 2021, 12:45
Tua
gogatakoo
გოგონებო, რა საყვარლები ხართ <3 რა კარგად გამარკვიეთ ყველაფერში <3 უღრმესი მადლობა.
ერთი კითხვა დამღცა კიდევ ამ ეტაპზე, მთელი ღამე მესიზმრებოდა ეს კითხვა smile.gif ხილფაფის მომზადებისას ხილს ვხარშავთ თუ ნედლად? ბოსტნეული გასაგებია რომ მოხარშულია. რომ მოხარშავთ პროდუქტს, მერე აბლენდერებთ ჰო? რამდენ თვემდე? მხოლოდ დაბლენდერებული საკმარისია ჰო? რამდენი ხანი ვხარშO ბოსტნეული იქნება ეს თუ ხილი თუ ხორცი? ჩემი წარმოდგენით სანამ ძალიან რბილი არ გახდება ალბათ მაგრამ ზედმეტად გადახარშვაც არ იქნება კარგი.
ზეითინზე და მწვანილზეც ვიკითხავ, პირველად გაასინჯებ ბოსტნეულს ცალკე და მეორე გასინჯვაზე, როცა უკვე ავურევ ბოსტნეულებს დავამატებ ჯერ ზეითუნს და მერე მწვანილს ალბათ.
1-2 კვირაში დავიწყებ ალბათ. ჯერ ახლა გახდა 5 თვის და ადრე მგონია.

Posted by: Ninico 24 Feb 2021, 13:31

nino84
ნინო, პირადში მოგწერთ ❤️

Posted by: anibani18 24 Feb 2021, 14:13
Ninico
ნინ, ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია მყარი კვება, მხოლოდ ვემზადებით, მაგრამ ამ ორ კოვზს აქვს კარგი გამოხმაურება. ნახე აბა
https://www.amazon.com/Olababy-Silicone-Soft-Tip-Training-Spoon/dp/B071G54J8K/ref=sr_1_2_sspa?dchild=1&keywords=training+spoon&qid=1614161511&sr=8-2-spons&psc=1&spLa=ZW5jcnlwdGVkUXVhbGlmaWVyPUEzVTJZSllWSFNLWkVTJmVuY3J5cHRlZElkPUEwNjQ0MDU4RlRHU1I0VUZEVUE5JmVuY3J5cHRlZEFkSWQ9QTEwNDA2NzIyTlpRNVREUTNTUENHJndpZGdldE5hbWU9c3BfYXRmJmFjdGlvbj1jbGlja1JlZGlyZWN0JmRvTm90TG9nQ2xpY2s9dHJ1ZQ==
https://www.amazon.com/NumNum-Pre-Spoon-GOOtensils-Dual-Stage-Set/dp/B01GEOZEVU/ref=sr_1_1_sspa?dchild=1&keywords=training+spoon&qid=1614161511&sr=8-1-spons&psc=1&smid=A4JJJW02U1KYI&spLa=ZW5jcnlwdGVkUXVhbGlmaWVyPUEzVTJZSllWSFNLWkVTJmVuY3J5cHRlZElkPUEwNjQ0MDU4RlRHU1I0VUZEVUE5JmVuY3J5cHRlZEFkSWQ9QTA2MzE5ODIxQ0VDMlRTMlFTVlRKJndpZGdldE5hbWU9c3BfYXRmJmFjdGlvbj1jbGlja1JlZGlyZWN0JmRvTm90TG9nQ2xpY2s9dHJ1ZQ==

Posted by: Tua 24 Feb 2021, 14:25
anibani18
ანი.ეხლა არცერთი ხილის სეზონი არაა ამიტომ ქილებს გირჩევ ხილის შემთხვევაში, არც ვაშლში არაა ვიტამინები და არც სხვა პროსუქტებში, მე ვაშლი, ქლიავი ,მსხალი, შავი მოცვი , მანგო რაც ასაკის შესბამისი იყო ყველაფერი მ8ვეცი ქილის და მერე უკვე როცა შემოვიდა ჩვენი ხილი აღარ მოვუთუშე პირდაპირ ვაჭამე მარწყვი 2 წლამდე არაა რეკიმენდირებული ერთადერთი და ციტრუსები 1 წლამდე არშეიძლება. 3 დღე ასინჯებ მხოლოდ ბოატნეულს კი წყალში მოხარშულს, პირველი წყალი რომ წამოდუღდება გადაღვარე და მეორე დაასხი, ერთადერთი რასაც ურევ არია ზეითუნი, მერე როცა რამოდენიმე ბიატნეულს გაასინჯებ მერე წყალში ნელნელა დაუმატე ჯერ ხახვი, მერე რამდოენიმე.დღეში ოხრახუში, მერე რამოდენიმე დღეში კამა რადგან მწვანილმაც იცის ალერგია და გამორიცხე, კი დაუბლენდერე ალბათ 9-10 ატვემდე ვუბლენდერებდი ხორცია გარდა ყველაფერს ხორცს ვჭრიდი წვრილად, მაგრამ დსბლენდერებაც შეგᲘძლია, კი ბოატნეული დარბილებამდე კარტოფილს მაგალითად 20 წუთი სჭირდება მაქსიმუმ, ბატატსაც ეგრე , სტაფილოსაც ეგრე, მაგრამ მაგალითად ყავაყს ბროკოლს და ეგეთ ბოატნეულს რასც ცოტახანი სჭირდება ხარშვა მე კარტოფილი რომ მოიხარშება სადღაც 15 წუთი მერე ვყრი ასევეწვანილებსაც ბოლოს ვყრი, ყაბაყი და ბროკოლი ბოლოს სადღაც 5 წუთი სჭირდება მწვანილთანნერთად და გათიშე.

* * *
anibani18
ანი ეგ კოვზები არცერთი ადგამოგადგება, ჯპბია აქ იყიდო კოვზები, არ უნდა იყოს ღრმა პირველი კოვზი ცოტა მოსწორებული იყო იყოს რომ ადვილად კისცე დრ ბრაუნს და ნუკს თუ ნუბის აქვს ეგეთი კოვზები, მე 7 თვიდან ვერცცოის მყარი კოვზით ვაჭლევდი ,თავიდან კანპოლის უბრალო კოვზი მქონდა ძალიან მერე გადავედი ვერცხლისაზე და ხან ისევ კანპოლზე ვანაცვლებდი ხშირად, ეხლა ჩვეულებრივი სადილის კოვზით ჭამს

Posted by: takoo1 24 Feb 2021, 14:53
anibani18
ანი ხილი ცოცხლად უნდა მისცე გახეხილი ან დაბლენდერებული,თავიდან დაუბლენდერე მერე უკვე გაუხეხავ წვრილ სახეხზე.დიდი ხანი ნუ მიაჩვევ დაბლენდერებულ საჭმელს თორე გაუჭირდება მერე.ერთი ორი დღე ირევდა გულს ლუკიანე მარა მიეჩვია მერე,თვენახევარი ვაჭმევდი დაბლენდერებულს,მერე ნელ ნელა ჩავუჭყლიტე,8 თვიდან უკვე ვუჭყლიტავ.ხორცს ხელით ვუჩილავ და ისე ვუყრი სუპში.
ხორცი დიდხანს ხარშე რომ კარგად დარბილდეს.
ბოსტნეულს არ უნდა დიდი ხანი ხარშვა.რომ დარბილდება გამორთე.
ბატატი კარტოფილზე მალე იხარშება,თხლად თუ დაჭრი ხო საერთოდ,უცებ მზადდება.
ყაბაყიც მალე იხარშება,ბროკოლსაც არ უნდა დიდი ხანი ხარშვა,ძაან არ დაარბილო.მაინც აბლენდერებ თავიდან და ჯობია არ გადახაღსო რომ ვიტამინები არ დაკარგოს.
ზეითუნი ყველა ბოსტნეული რომ გავასინჯე მერე ვუმატებდი ხოლმე,შენ როგორც გინდა ისე გაურიე.
მე მაგალითად ხორციან სუპს თუ ვუკეთებ არ ვურევ ხოლმე ზეითუნს,მარტო ბოსტნეულის სუპს ვურევ ხოლმე.მწვანილს მე თავიდანვე ვუკეთებდი და ხახვსაც.
აი ქილის სტაფილოს ხომ გაასინჯებ და ბროკოლს მაგალითად. მერე უკვე შეგიძლია პირდაპირ ბროკოლი სტაფილო,მწვანილები ხახვი მოუხარშო სუპივით ანუ,ოღონდ წყალი არ გაურიო ბევრი უფრო პიურესავით უნდა იყოს,კოვზიდან რო არ გადმოისხას წყალივით ხო ხვდები,პირველ წყალს ვღვრი ხოლმე მე,
ხომ ჩავყრი ქვაბშიი ყველაერს რომ წამოდუღდება გადავღვრი, თავიდან ვასხავ წყალს და ვხარშავ.

კოვზი ვიხმარეთ კარგად სილიკონის ჩვენ,რბილია და მარტივად ვუდებ პლასტმასის უხეშია,თუ პირს არ გაგიღებს მოსახერხებელი იყო ჩემთვის,აქ უყიდე არ გინდა გამოწერა.მოიცა გაჩვენებ როგორია.

user posted image

Posted by: anibani18 24 Feb 2021, 16:35
Tua
მადლობა, თეო, ამდნეი დეტალისათვის <3
კიდევ რა კითხვა გამიჩნდა, რამე სახის ბოსტნეული რომ მოვუმზადო (მოგვიანებით ვამბობ) და მომინდეს მისი არევა გოგრასთან, რომელიც იმ პერიოდშI არ არის, შეიძლება ქილის გოგრასთან შევაზავო სახლში მომზადებული რომელიმე ბოსტნეულის პიურე?
მე ჩვეულებრივი სილიკონის კოვზები მაქვს და კიდევ კანპოლის ცხელზე რომ იცვლის ფერს. დ ვიტამინს ამ კოვზებით ვასმევ და ისე იქანებს პირშI ხოლმე, არა მგონია შემდგომ კოვზებთან პრობლემა გვქონდეს.
gogatakoo
თაკო, რა საყვარლები ხართ რა <3 ისეთი დაბნეული ვიყავი ამ კვებაზე და როგორ უცებ გამაკვიეთ ყველფერზე <3 მადლობა ორივეს :*
მეც ასეთი კოვზი მაქვს ოღონდ კანპოლის, შუაში ფოთილივით აქვს, ძალიან კარგად იდებს პირში როცა დ ვიტამინს ვაძლევ. ასეთი გრძნობა მიჩნდება რომ ეს ფორმულა აღარ ანაყრებს თუ რა არის არ ვიცი, გამგელებულივით არის ეს დღეებია smile.gif)
რას შვება ლუკიანე? როგორ არის? <3

Posted by: Ninico 24 Feb 2021, 16:55
Tua
ანუ ბოსტნეული ჯერ ცალ-ცალკე უნდა გავასინჯო? პედიატრმა ერთად დამიწერა სტაფილო, კარტოფილი, მერე ყაბაყი. გოგრასაც დაუმატებო და შეხედავო. ასევე კამა ოხრახუში და ზეითუნის ზეთი.
თან ჯობია თავიდანვე დაჭყლეტილი მისცეო, თორემ შეეჩვევა დაბლენდერებულსო. ფაფა ვერ ვაჭამე კოვზით და დაჭყლეტილს როგორ შეჭამს არ ვიცი.

anibani18
დღეს ვფიქრობდი ნუტრიციოლოგთან ხომ არ წავიყვანოთქო. ფორმულაც შესარჩევი გვაქვს და თან ამ კვებაზეც უკეთესად დამაკვალიანებდა. პედიატრი ფორმულაზეც ვერ მეხმარება. უნდა ავირჩიო თხლად და ხშირად გავიდეს, თუ ერთხელ და ლორწოვანზე.

ესეთი კოვზი მაქვს სილიკონის სა კიდევ ჩვეულებრივი პლასტმასის პატარა

user posted image

Posted by: Tua 24 Feb 2021, 16:57
anibani18
კიი შეგიძლია სიტყვაზე რომელიმე ბოსტნეული სახლში მოამზადო და ქილის გოგრა შეურიო, არ არის პრობლემა, ხილს თავიდან 3 დღე ცოცხალს ნუ მისცემ, ხშირია დაუმუშსვებელ ცილზე ალერგიები, ისედაც აუცილებლად ქილით უნდა დაიწყო ამ.პერიოდში და მერე უკვე დიდი გოგო იქნება ზაფხულში , მალინა, ლურჯი მოცვი , ალუბალი ბალი, ქლიავი, გარგარი ატამი.

Posted by: nionia 24 Feb 2021, 18:21
Ninico
QUOTE
ანუ ბოსტნეული ჯერ ცალ-ცალკე უნდა გავასინჯო?

აუცილებლად, სამი დღის წესს ვიცავდი მე თავიდან თითო პროდუქტზე,
QUOTE
ედიატრმა ერთად დამიწერა სტაფილო, კარტოფილი, მერე ყაბაყი. გოგრასაც დაუმატებო და შეხედავო. ასევე კამა ოხრახუში და ზეითუნის ზეთი

ვაჰ, ეს ყველაფერი ერთადო? პირველი ჭამისთვის გითხრა?
რბილად რომ ვთქვა უცნაურია

Posted by: Ninico 24 Feb 2021, 19:44
nionia
კი, თან ამათ მოუწესრიგებელი კუჭ-ნაწლავი აქვთ და მონელება უჭირთ. ფაფაზეც პირველ დღეს ნახევარი და მეორე დღეს სრული ულუფა მიეციო sad.gif კოვზით რომ არ ჭამეს ბოთლით მივეცი და გადაირია. რა ვქნა ტირიან და ჩხავიან ამ კოვზზე, მოშიებულზეც ვცადე და არამოშიებულზეც.

Posted by: takoo1 24 Feb 2021, 20:15
anibani18
კი ანი შეიძლება არ ყოფნის,დაიწყე უკვე ხილფაფები ნელ ნელა, მერე ან ფაფებს დაამატებ ან ბოსტნეულს.მე ხილით და ბოსტნეულით დავიწყე.მერე გადავედი ფაფებზე.გოგრა რათ გინდა ქილის იყიდება ქართულიც.პირველად გაასინჯე ქილის რაღაცეები ერთი მიცემა მიეცი,მარა თუ იშვება არ გინდა ქილის ისე ჯობია მოუმზადო სახლში.დრო კი გაქვს ჩემსავით biggrin.gif საყვარელო გოგოო:*:***
ამოსდის კიჭი მეექვსე და იქნებ ცოტა ხანი დავისვენო,ისე აღარ ჭიჭყინებს)))
* * *
Ninico
აუცილებლად ცალ ცალკე გაასინჯე,ალერგია რომ ქონდეს როგორ მიხვდები რამ მისცა ალერგია? და არც ბევრი არ მისცე როცა პირველად აძლევ,ერთი ორი კოვი გაასინჯე ხოლმე.მითუმეტეს თუ მონელება უჭირთ.



Posted by: anibani18 24 Feb 2021, 21:02
Tua
თეო, რას ვერ მივხვდი იცი, სამ სახეობას რატომ ასახელბეთ მხოლოდ? ხიკის მხოლოდ სამი სახეობა მივცე და მერე გადავიდე ბოსტნეულის სამ სახეობაზე და ასე გავაგრძელო? ნუ ალბათ ხილით რომ არ მოვაბეზრო თავი ან ბოსტნეულით, ასე მემსის.
კიდევ აი რა მაინტერესებს, მაგალითად ვაშლის სრული უსუფა მომავალში, 120 იქნება ეს თუ მეტი ჩაუნაცვლებს ფორმულის ერთ ჭამას? ფაფა სავარაუდოდ ჩაუნაცვლებს და ხილი და ბოსტნეული?
gogatakoo
კი, კი მე მოვუმზადებ. უბრალოდ ვნახო ჯერ ქილაში როგორია, რა სისქის.
6 კიჭი უკვე დიდი საქმეა ♡
ჩემი გოგო კი დღეს 5 თვის გახდა smile.gif ჩემი უცინარა smile.gif
* * *
Ninico
მეც ვერ დამაკვალიანა ოედიატრმა კვებაზე და აქ გოგონებმა გამარკვიეს.
დავიწყებ ცოტა ხანში მგობი. გავერკვევი ჯერ კარგად და ესიც წამოიზრდება ცოტა.
რა ქენი ფორმულაზე? იშოვე ფრისო?
მეც მსგავსი კოვზები მაქვს. დ ვიტამინს ვასმევ და ამით მიეჩვია მგონი. სულმოუთქმელად იქანებს ხოლმე პირში smile.gif)

Posted by: Tua 24 Feb 2021, 21:18
anibani18
ანი 3 სახეობას რატო მე უბრალოდ ყოველ დღე სხვადასხვას ვაჭმევდი ან 2 სახეობას ან 3 სახეობას ვურევდი ერთმანეთში რომ არმობეზრებოდა ყოველ დღე ერთი და იგივე. ანი ხილი არითვლება კვებად და ასეთ პატარა ასაკში მე.60 გრამს ვაძლევდი, ხილი არის დესერტი ანუ ხემსი და ის კვებაში არითვლება, კვებააა ფაფები, ბოატნეული ხორცი და ა.შ.
მთავარია ერთი პრინციპი დაიცვა , 1 სახეობის ახალი პროდუქტი აჭამო 3 დღის წესის დაცვით, უკვე რამოდენიმე პროდუქტს რომ გაასინჯებ მერე შეგიძლია შეურიო, მაგალითად ყაბაყი და კარტოფილი, მაგალითად ბატატი და ბროკოლი, მაგალითად სტაფილო კარტოფილი და ბროკოლი/ ან ყაბაყი . კიდევ ერთი პრინციპი არავითარ შემთხვევაში არმისცე 2 ახალი პროდუქტი ერთად რადგან თუ ალერგია გამოვლინდა ვერ გაიგებ რომელზე აქვს ალერგია. შენი ნებაა იდეაში რითი დსიწყებ ბოსტნეულით თუ ხილით, მე ხილის ფაფებს არ ვურევდი მაგალითად ერთმანეთში ვაძლევდი ცალკე ყველას . რა საყვარელია შენი გოგო გილოცავთ ❤❤ რა სწრაფად გადის დრო
gogatakoo
თაკო გოგრა თებერვლის ბოლოდან ქართული აღარ ვარგა არაფერი აღარაა შიგნით ნორმალური დარჩენილი და რეკოემდნირებული არააისი ჭამა, შელოდგომიდან კიბატონო, ისევე როგორც ვაშლში რომელიც ამდენი ხანი მაცივარში დევს უსარგებლოა, დიდ ბავშვს შეგიძლია კიდევ აჭამო 1 წლიდან და ზევით, მაგრამ პატარაზე როცა თავიდან იწყებ მყარ კვებას არ არის რეკომენდირებული არც ამ.პერიოდის ვაშლი და არც გოგრა .
* * *
Ninico
კიი, ყველა ბოატნეული ცალცალკე უნდა გაასინჯო smile.gif) 3 დღის წესი უნდა დაიცვა ყველაფერზე რასაც გაასინჯებ, ისევე როგორც ფაფებზე, ჩემს შვილს ბოატნეულს ვუბლენდერებდი სულ და კი ჭამს ეხლა კატლეტსაც მაკარონსაც და ყველაფერსsmile.gif) სადღაც 9 თვიდან დავიწყე ალაფიკებს ხელში ვაძლევდი, პეჩენიასაც, პურსაც და შეჩვია ნელნელა. ეგ პედიატრი ძველ დროშია ჯერ ალბათ. მაგრამ ისე არმიკვირს ყველა ცნობილ პედიატრს ეგრე აქვს კვება გაწერილი ბევრი კომპნენტი ერთად smile.gif

Posted by: Ninico 24 Feb 2021, 21:23
anibani18
რა სიყვარულია ❤️❤️❤️

ფრისო პეპ აც დეფიციტშია, ულაქტოზოზე მყავს და ერთი ტყუპისცალი ვერ ინელებს. ჰიპოალერგიული კუჭს უშლის და ვართ ასე. ეს დამატებაც იმიტომ დავიწყეთ 4 თვიდან, რომ იქნებ უშველოსო, თორემ წონაში კარგად არიან.

Posted by: NatiaGull 24 Feb 2021, 22:08
Ninico
უი რას ამბობ ასე ერთიანად არ შეიძლება, ყოველი ახალი საკვები 3 დღის წესით უნდა მისცე.

anibani18
ვაიმეეე ეს ვინ გყავს, ნამდვილი კრემიანი დონატი ❤❤❤

გოგოებო, დაემატეთ ჯგუფში "რა ვაჭამოთ ბავშვებს" მე სულ იქ ვკითხულობ ტოპიკებს და უკვე ყველაფერი ვიცი როგორ დავიწყებ მყარ კვებას

Posted by: anibani18 24 Feb 2021, 22:45
Tua
Ninico
NatiaGull
მადლობა, გოგონებო ♡


NatiaGull
როდიდან იწყებ, ნათი? და რით?

Posted by: NatiaGull 24 Feb 2021, 23:58
anibani18
ან , ვფიქრობ 5.5 თვიდან დავიწყო, ნორმაში იმატებს ჩემი გოგო თუმცა ბევრს არა. პედიატრთან გავივლი მაგ საკითხს კიდევ და ისე გადავწყვეტ საბოლოოდ.
ესენი უნდა გავასინჯო ნელნელა, 3 დღის წესით 6-8თვემდე შუალედში.

სტაფილო, გოგრა, ბატატი, კარტოფილი ყაბაყი, მსხალი, ვაშლი, ზეითუნის ზეთი, კალმახი, მწვანილი, ბულგარული, ხახვი, კვერცხი, ქლიავი , ბროკოლი, ყვავილოვანი, მწვანე ლობიო, ავოკადო, ქათამი, ხბოს ხორცი.

Posted by: anibani18 25 Feb 2021, 00:58
NatiaGull
5,5 კარგი ვადაა. მეც ასე ვფიქრობ.
რა კარგად დაგილაგებია ყველაფერი ♡ მე კიდევ სულ მოუმაზდებელი ვიყავი. ახლა ჩავუჯექი ამ საკითხს, მაგრამ ჩემს გოგოს ნახევ-ნახევარი საათი სძინავს მხოლოდ დღისით და ვერ ვასწრებ ყველაფრის კარგად წაკითხვას smile.gif) ღამით უნდა წავიკითხო ყველაფერი.

Posted by: NatiaGull 25 Feb 2021, 04:54
anibani18
ჩემიც ეგრეა, წყვეტილად ძინავს დღისით. იშვიათად არის რომ გადააბას 1 საათი ან მეტი biggrin.gif
ან, ღამით რამდენჯერ იღვიძებს საჭმელად ?

Posted by: anibani18 25 Feb 2021, 09:47
NatiaGull
რვა საათისკენ ვაძინებ ხოლმე, ნათი. ხანდახან ცოტა ადრე ეძინება და ვეღარ ვუწელავ დროს. რომ დაიძინებს, ჭამს 10:00 -11:00 საათის შუალედში, მერე სადღაც ორზე, სამის ნახევრისკენ და უმეტესწილად მეტი აღარ შივდება ღამით. ხუთ საათში შივდება ღამის ბოლო კვების შემდეგ. მარიამს რამდენჯერ ეღვიძება ხოლმე?
მატყუარას არის მიჩვეული, ნათი? ვნანობ რომ მივაჩვიე, გადაუვარდება და იწყებს მერე ბორგვას smile.gif)

* * *
Ninico
ნინ, დამავიწყდა შენთვის მომეწერა. რეკომენდაციას კი არ ვუწევ ექიმს, უბრალოდ ჩემს გამოცდილებას გეტყვი. ფორმულა ძალიან კარგად შეგვირჩია მაია ხერხეულიძემ, სხვა პედიატრებმა უბრალოდ ზოგადი რეკომენდაციები მოგვცეს და ამან შეგვირჩია. ძალიან კმაყოფილი ვარ მე. მგონი კვებაზეც ასე აკეთებს, ვერ გეტყვი ზუსტად. მაის ერთი დიდი მუნუსი აქვს, ტელეფონს არასოდეს პასუხობს. ერთხელ ვარ მხოლოდ მასთან ნამყოფი, მერე აღარ მივსულვარ.

Posted by: Ninico 25 Feb 2021, 10:32
anibani18
მადლობა ანი,
აი ტელეფონს რომ არ პასუხობს ეგ ძალიან დიდი მინუსია ჩემთვის. არ ვცხოვრობ თბილისში და ყველა კითხვაზე მასთან ვერ ვირბენ.
მაია სურვილაძეს აქებენ ნუტრიციოლოგს და მაგასთან ვფიქრობ. თუ გასტროენტეროლოგთან მივიყვანო აღარ ვიცი. ხვალ კიდევ ვაპირებ განავლის საერთო ჩავაბარო.

Posted by: NatiaGull 25 Feb 2021, 14:32
anibani18
ამან გადაწია ძალიან ღამის ძილი. 12ზე ადრე არ იძინებს.
და ღამით 3 საათში ერთხელ ჭამს. სოსკა არ უყვარს ნეტა უყვარდეს მაგით დაიძინებდა biggrin.gif დაძინებამდე ჩავუდებ ხოლმე და მერე თვითონ აგდებს მაქსიმუმ 1 საათში და აგრძელებს ძილს.

ამ ბოლო დროს შუალედები გაზარდა დღისითაც და ღამითაც საჭმლის დოზას კი არ ზრდის და ცოტა ავღელდი, ამიტომ ვფიწრობ 1-2 კვირიტ ადრე დავუწყო მყარი კვება. ერთი სული მაქვს მყარად ჯდომა ისწავლოს

მაიამ რა ხერხით შეგირჩიათ კვება ? რის მიხედვით ?

გოგოებო, თავიდან ურძეო ფაფებით რომ დავიწყებთ რძიანზე რამდენ ხანში უნდა გადავიყვანო ?
ანუ ამ ურძეო ფაფას წყალში გავხსნი და მერე ფორმულას დავუმატებ ხომ ?

Posted by: Tua 25 Feb 2021, 17:11
NatiaGull
ნათი სანამ ურძეო ფაფების ყველა კომპონენტს ცალცალკე არგაასინჯებ, ანუ წიწიბურა ურძეო, სიმინდი ურძეო, შვრია ურძეო, ბრინჯიც შეგიძლია ( მე ბრინჯს 1 წლამდე არვაჭმევდი ) , მერე გადადიხარ რძიანებზე, აუცილებელი არაა ფორმულა შეურიო იდეაში ფორმულის გარეშე უნდა გაასინჯო პირველი მიცემები, ფორმულას უჭმელი ვისაც ყავს ბავშვი ისინი ურევენ ასევე ხილფაფებსაც ეგენი ურევენ, უმჯობესია წყალზე გაკეთებული შეჭამოს მხოლოდ, თუ არჭამა მერე შეგიძლია ფორმულა შეურიო 30მლ სადღაც.

anibani18
რატო ნანობ სოსკის მომგონს ვლოცავ რას ამბობ smile.gif)) ეგ ეხლა პატარაა და მაგიტო ცოტა აცადე და რომ ამოუვარდება გააგრძელებს ძილს Ფვითონ ტომ ბორგავს არმგონია სოსკის ბრალი იყოს, მერე რომ გაუზრდება საერთოდ თვითონ ჩაიდებს და აღარ შეგაწუხებს შენ biggrin.gif

Ninico
ჩეკი რჩევაა ნორმალურ პედიატრთან მიიყვანო სანამ სხვა პროფილის ექიმთან მიხვალთ, პოლიკლინილის ექიმებს ნუ ანდობ კვების ამბავსაც და ნურც გასტროენტეროლოგიას, მაგათ მარტო უფასო აცრების მიმართვებს თუ ვანდობთ

Posted by: NatiaGull 25 Feb 2021, 18:55
Tua
თეო მე რატომღაც არ მინდა აფთიაქის საკვები, შეიძლება სახლში დავუმზადო თუ გავქაჩავ და ეს ურძეო ფაფები როგორ ვქნა. ცვეულებრივი წიწიბურა შვრია და ეგეთები დავფქვა ? biggrin.gif

Posted by: Tua 25 Feb 2021, 19:27
NatiaGull
სახლში დამზადებულები რეკომენდირებული არ არის 1 წლამდე ნათი, არვიცი მე 1 წლამდე აფთიაქის ფაფები ვაჭამე ბევრად უსაფრთხო მგონია , რაღა დროს წიწიბურის მოხალვა და დაფქვაა , ან სიმინდის ფქვილის როხა სემპერს აქვს ორივე ძალიან კარგი, ასეთ პატარა ასაკში სახლში გაკეთებული ფაფები რთულად გადასამუშავებელია ბავშვის კუჭისთვის , თვითონ პედიატრებიც კი არ ურჩევენ, რა ვაჭამოთ ბავშვების ჯგუფში ეგ რომ დაწერო ჩაგქოლავენ smile.gif)))biggrin.gif

Posted by: anibani18 25 Feb 2021, 19:59
Ninico
კი, ძალიან დიდი მინუსია. ამიტომაც აღარ მივედი მასთან.
NatiaGull
კარგი ამინდი რომ იყო ჩემმა გაზარდა დღისით შუალედი კვებებს შორის, ახლა კიდევ ისეთი გამგელებულია, 2 საათში ერთხელ შივდება და ვერაფრით ნაყრდება, 120-ს გაუკეთებ და კიდევ ითხოვს, 30-ს დავუმატებ და კიდევ ითხოვს. ამიტომ მგონია რომ ფორმულა აღარ ანაყრებს. ფრანგი ექიმების რეკომენდაციები წავიკითხე, ერთ-ერთი ნიშანი მყარ კვებაზე გადასვლის არის სწორედ ეს, ბავშვის დაუკმაყოფილებლობა რძით. დაველოდები კიდევ ცოტა ხანი, რაღაც წიგნებს წავიკითხავ ამ თემაზე და დავაწყებინებ მერე.
ნათი, პატარა იყო მაშინ და ჰუმანას ჭამდა. კუჭში უჭირდა გასვლა ძალიან და გაზები აწუხებდა ძალიან. ვუთხარი ჩვენი პრობლემების შესახებ, მითხრა რომ ფორმულებიდან ჰუმანა ყველაზე მეტად იწვევს ყაზბობას და კიდევ ლაქტოზის აუტანლობა ივარაუდა. დაგვინიშნა ჯერ ნანის სამმაგი კომფორტი და თუ ეს არ დაეხმარებოდა, მაშინ თხის რძეზე გადავიდეთო. მაგრამ ნანმა ძალიან კარგად მოუწესრიგა ყველაფერი და ისე აეწყო კუჭ-ნაწლავი, რომ ახლა ერთი და იგივე საათზე შვება კუკებს (ბოდიში დეტალებისთვის).

Posted by: Sandra2209 25 Feb 2021, 20:04
NatiaGull
სწორს გიწერ Tua, პატარა ბავშვის თირკმელები და ღვიძლი არაა მზად დიდი დატვირთვისთვის და ამიტომ ის მარცვლეული, რომელიც ფაფებში გამოიყენება ლაბორატორიულად არის შესწავლილი, რომ პატარას ორგანიზმი არ გადაიტვირთოს.
მე პირადად ვთვლი, რომ ადამიანს თუ აქვს ფინანსურად ამის შესაძლებლობა ხილიც და ბოსტნეულიც ქილის უნდა აჭამოს, სანდო ევროპული კომპანიის.

Posted by: anibani18 25 Feb 2021, 20:05
Tua
აბა რატომ ბორგავს? მე მგონია რომ ძილის ერთი ფაზიდან მეორე ფაზაში გადადის და იმიტომ ბორგავს, იმშვიდებს თავს თავისებურად.
რა ვიცი, ხომ უნდა გადავაჩვიო მერე ამ სოსკას და ნეტა საერთოდ არ მიმეჩვიათქო ახლა ვფიქრობ smile.gif
ბრინჯი რატომ გაასინჯე გვიან?

ფრანგები ბოსტნეულით დაწყებას უწევენ რეკომენდაციას smile.gif) ისე მოვიხიბლე ფრანგი ბავშვებით და ფრანგული კვების სისტემით, მგონი მათი სისტემით ვიხელმძღვანელებ smile.gif)

NatiaGull
წიწბურას და სხვა ფაფებს გულისხმობ, ნათი? ისე ადრე ჩვენი დედები ხომ ასე აკეთებდნენ, სად იყო მაშინ ეს ფაფები. მე მეზარება smile.gif) და თან არა მგონია სემპერის ფაფები ცუდი იყოს. ქილის ხილ-ფაფებს გავასინჯებ უბრალოდ და მერე მე თვითონ გავაკეთებ მაგრამ ბურღულეულს ვიყიდი.

Sandra2209
რამდენი ხანი უნდა აჭამოს ქილის?

Posted by: Sandra2209 25 Feb 2021, 20:07
anibani18
ერთ წლამდე, სანამ თირკმელები კარგად დაიწყებენ მუშაობას

Posted by: anibani18 25 Feb 2021, 20:09
Sandra2209
რა არის განსხვავებული ქილის ხილ-ფაფებში? როგორ მზადდება ნეტა...

Posted by: NatiaGull 25 Feb 2021, 20:12
Tua
Sandra2209
გოგოებო მე ხილით და ბოსტნეულით ვაპირებ დაეყებას, 1 წლამდე იქნება უკვე ალბათ ფაფებზე რომ გადავალ და ამიტომ ვიფიქრე.
ყიდვის პრობლემა აე მაქვს უბრალოდ დარწმუნებული არ ვარ რომ სანდოა, ხან როფორ სურათებს დებენ ხან როგორს და ამიცრუვდა გული...
გავივლი კიდევ მაგ საკითხს. მეც გამზადებულის ყიდვა მირჩევნია რა თქმა უნდა.
anibani18
ზოგჯერ ამასაც აქვს გამგელების პერიოდი მაგრამ 120ზე მეტი არასდროს უჭამია ჯერ. 6.500კილომდეა არ აქვს დიდი წონა

Posted by: Sandra2209 25 Feb 2021, 20:13
anibani18
ევროპული ბრენდები რაც არის, ხილი და ბოსტნეული მოყავთ ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, სავარაუდოდ უსასუქოდ და პესტიციდების და ჰერბიციდების გარეშე, თუმცა ამის შემდეგაც ყველა პროდუქტი გადის ლაბორატორიულ შემოწმებას როგორც მძიმე მეტალებზე, ასევე ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებებზე და ასევე მიკრობიოლოგიასაც ამოწმებენ, ამის შემდეგ ინახება ვაკუუმში და სწორედ ამიტომ აქვს შენახვის ვადა დიდი ხანი, რადგან ვაკუუმში ბიო პროცესები ბევრად შენელებულია და არ ფუჭდება.

Posted by: anibani18 25 Feb 2021, 20:49
NatiaGull
ნათი, 6 თვე მხოლოდ ხილი და ბოსტნეული უნდა აჭამო? არ მოიბეზრებს?
მე მეგონა უფრო მალე ხდება ფაფების გაცნობა. ეტყობა არასწორად გავიგე რაღაც.
ჩემი ხომ შენს გოგონაზე უფროსია და 7 კილოა ახლა. რა ვიცი, შივდება ძალიან ეს კვირაა და არ ვიცი რისი ბრალია.
Sandra2209
კი, ეს მართალია. ევროპულ ბრენდებში რომლებს გულისხმობთ?

Posted by: Tua 25 Feb 2021, 20:57
NatiaGull
ნათი 1 წლის უკვე საერთო სუფრაზე უნდა გყავდეს და ზოგადად ბურღული 6 თვიდან უნდა დაიწყო, მითი იმაზე რომ ბავშვებს აფუებს მითია და მეტი არაფერი, დღეში 10 სუფრის კოვზია ნორმა ბურღულის, რცხილაძის კვების პირამიდაშიც კი ბურღული დგას პირველ ადგილზეთუ სწპრად მახსოვს, ბოატნეულოთ და ცილით დაწყება არჯიშნავს ბურღულის 1 წლამდე არჭმევას. 1 წლიდან კიდევ ნორდიკის ფაფებია მშვენიერი სულ არსჭორდება დაფქვა და კიდე ზედმეტად დაღლა.

anibani18
ბრინჯი არის პროდუქტი რომელიც დარიშხანს იწოვს და მას დიდი რაოდენობით შეიცავს, ეხლა თვეში მაქსიმუკ.2ჯერ ვაჭმევ ბრინჯს მაინც ვერიდები. მე რამოდენიმე თვეში ვაპირებ გადავაჩვიო მაგრამ კბილები რაც ამოსდის დიდები უკან საღეჭები უფრო აქტიურად ითხოვს სოსკას არასდროს არსჭორდა ასეთი გაგიჟება მხოლოდ ღამის ძილის დროს ვაძლევდი და ეხლა ეტყობა უყუჩებს თუ რას შვება არვიცი შუადღეს სადაც დაინახავს ისტერიკაშია სანამ არმივცემ smile.gif)) ანი 150 გრამი კვება მაგ ასაკისთვის ძალიან ცოტაა, ყუთზე რაც აწერია ის უნდა მისცე სრულად წესით ყოველ 3 საათში.
Sandra2209
იდეაში აქაც იშოვება სეზონზე უსასუქო ბოსტნეულო და ხილი რამოდენიმე მწარმოებლისგან რომელიც უსაფრთხოა დიდ სუპერმარკეტებში ნაყიდისგან განსხვავებით. ფაფებზე გეთანხმები სრულად .

* * *
anibani18
სწოროა, ფაფები ძალიანაც სასარგებლოა და ბევრ სასარგებლო.ელემენტს შეიცავს ამიტომ რამოდენიმე.სახეობას რომ გაასინჯებ ბოსტნეულს და ხილს, ფაფებზეც შეგიძლია გადასვლა, ალბათ 6-7 თვემდე შუალედში, 8-9 თვიდან დღეში ორჯერაც შეიძლება ფაფა უკვე მესამე მყარ კვებას რომ დაუმატებ.

Posted by: NatiaGull 26 Feb 2021, 00:47
მოკლედ დავივიწყებ სახლში მომზადების იდეას, გადამაფიქრებინეთ. biggrin.gif რომელო ფირმის ფაფებია საუკეთესო ? ❤

Posted by: anibani18 26 Feb 2021, 10:55
Tua
როგორ ველოდები ამ რძის ჩანაცვლებას მყარი კვებით. ჭამის კულტურას მინდა შევაჩვიო, სუფრაზე ჭამას და ა.შ. მინდა იცოდეს რა არისს აჭმელი, საუზმე იქნება ეს თუ სადილი. რძე მაინც არ იძლევა იმის საშუალებას ეს ასწავლო ბავშვს.
არ მითხრა ახლა ადრეაო smile.gif რადგან მჯერა რომ აქედანვე სწავლობენ და ხვდებიან ბევრ რამეს, ბევრი ჩვევა ჩვილობიდანვე ყალიბდება. მე ასე ვხედავ და მჯერა.
ქერი რომელია, თეო? ამ ჩემს ფურცელზე ქერის ფაფაც წერია.
რასაც მე ვაჭმევ, იმას აწერია 210 მლ. ამდენს ნამდვილად ვერ ჭამს ჯერ, მაგრამ 150-180 გრამიც ეცოტავება მგონი.
ფაფას ვფიქრობ საუზმედ. ფაფები ხილით რომ არის ისინიც ხომ კარგია?
თუ შეგიძლია დამიწერო, რომელი პროდუქტები არ შევურიო ერთმანეთში და რომელი პროდუქტები სჯობს კომბინაციაშI მივცე ვიტამინებისა და მინერალების უკეთესი შეთვისებისათვის.
NatiaGull
აქ როგორც გოგონებმა დაწერეს და აფთიაქშიც რაც მირჩიეს, სემპერი არის ყველაზე კარგი, ნუტრიბენი კიდევ და ჰიპი. სემპერი საერთოდ არ შეიცავს შაქარს. ნუტრიბენი გლუტენის გარეშეა.

Posted by: Tua 26 Feb 2021, 11:08
NatiaGull
სემპერი, ჰიპპ, ნუტრილაკი, ნუტრიბენი

anibani18
მე.მაგალითად პურველივე კვებიდან მქონდა საკვები სკამი და დღემდე რამდენი ხანი გავიდა , სკამის გარეშე 1ხელაც არუჭამია, ასევე ერთად ვსაუზმობთ და ერთად ვვახშმობთ საღამოს მთელი ოჯახი, 70% ერთი და იგივე კვება გვაქვს ჩვენც და იმასაც , მაგრამ თუ აეგვაქვს იმდენიად მიჩვეულია ჩვენსას ითხოვს, მაგრამ იცისნრომ ჯერ თავისი უნდა ჭამოს და მერე ვუწილადებ ხოლმე ჩემსას რაც ეჭმევა იმას. ეგ კი არა ბაკურიანისთვის სამგზავრო სკამიც ვიყიდე სპეციალური , მანქანაში ხანდახან არ მეტევა ხოლმე ამდენი რამე და დასაკეცია რომ ვატარო smile.gif))
ქერი არმიკიცია ქერი არც არის საბავშვო ფაფებში . 210 თუ აწერია 210 უნდა მიაცე, 6 თვიდან მაგ კვებას 240 ეწერება და სრულად უნდა მისცე წესით, რა რასთან რავი ერთადერთი ხაჭო და ვაშლი არშეიძლება ამათი რაციონისთვის ერთმანეთში ასარევად, კალციუმის და რკინის შემცველი რაღაცეების ერთად არევა, მერე კალციუმს ვერ ითვისებს ორგანიზმი, დანარჩენი მე ყველაფერს გურევ, ბოატნეულს მაგალითად, ბატატი და გოგრა ერთი ჯგუფია და არასდროა ვურევ, არც ბატატს და კარტოფილს ვურევ ერთმანეთში ეგენიც ერთი ჯგუფია, ბროკოლს და ყავვილოვანს არვურევ ერთმანეთს ერთად თვისებებს კარგავენ.

Posted by: NatiaGull 26 Feb 2021, 12:46
anibani18
Tua
გოგოებო, ამასწინათ ვფიქრობდი ერთ საკითხზე. ჩვენ, ვისაც თრომბოფილია გვაქვს, არის შანსი რომ ჩვენს შვილებსაც ჰქონდეთ ხომ ?
რამის გაკეთება არის საჭირო ჩვენი მხრიდან ? მათ ზრდა-განვითარებაზე ხომ არ იქონიებს ეს გავლენას ?
ჩემი ქმარი მეუბნებოდა ამასწინათ ჩვენს გენებში რა დარღვევისკენაც აქვთ მიდრეკილება, იმაზე შევამოწმოთ ხოლმე ბავშვიო და მე ვფიქრობ ასე ქექვა უაზრობაა.
რას ფიქრობთ ?

Posted by: Tua 26 Feb 2021, 12:55
NatiaGull
გოგო კი ჩვენს შვილებსაც არის შანსი რომ ჰქონდეთ, მაგრამ ასეთ პატარა ასაკზე არ ღირს ამის ქექვა, მერე ცოტა იქეთ რეპროდუქტიული ასაკისკენ ან სადღაც 20 წლისკენ გენეტიკური ანალიზი აუღეთ და ეგაა ეცოდინება რაც აქვს რომნჩვენსავით არიწვალონ დაორსულებაზე და მოშლებზე, თქვენ გოგოები გყავთ და უფრო მაგიტო, ბიჭების შემთხვევაში მე არც ვაპირებ აღებას. მე სისხლის საერთოს ვუღებ 3 თვეში ერთხელ ისედაც ვამოწმებ ჰემოგლობინს რადგან რკინადეფიციტისკენ აქვს მიდრეკილება მირჩევნია დარწმუნებუკი ვიყო რომ ყველაფერი ჯორმაშინჯდება, დ ვიტამინს სადღაც წელიწადში 2ჯერ მოუწია ეხლა და კალციუმი არ ამიღია სოფოსთან რომ წავალ უნდა დავაწერინო ეგ ანალიზიც რომ ამინაზღაუროს დაზღვევამ , ყიფლიბანდი ისევ ღია აქვს და საკმაო სიდიდის, ნუ დ ვიტამინის ნაკლებობის გამო ისედაც დიდი ჰქონდა პატარა ასაკში რამის შუბლამდე ჩამოუვიდა.

Posted by: unusual 26 Feb 2021, 12:56
ცხვირის სპრეის გარდა მაქსი პროლი თუ ტროლი, თვალის წვეთი დაუნიშნა ექიმმა ცხირში ჩასაწვეთებლად სურდოსთვის, რას ფიქრობთ ჩავაწვეთო?

Posted by: Tua 26 Feb 2021, 13:57
unusual
და რა სჭირს გაგუდულია? მე ფიზიოლოგიურით ვურეცხავდი შპრიცით გვერდულად უნდა დაადებინო თავი ჯერ ერთ მხარეს Ხაასხა მერე მეორე მხარეს და თუ გაჭედილია პატარა ზომის ოყნა მქონდა და იმით ვუტუმბავდი მერე ვიბროცილს ვაწვეთებდი 2 წვეთს, 3 დღეში აულაგდა.

Posted by: narkozeli 26 Feb 2021, 15:15
NatiaGull
QUOTE
5.5 თვიდან დავიწყო


მეც მასე დავიწყე და ძალიან კარგი დრო მგონია <3
პირველად გავასინჯე სემპერის ვაშლი, მერე სემპერის სტაფილო, მერე ჰიპის სტაფილო/კარტოფილი, მერე გოგრა დავამატე და ასე.
ფაფები 6 თვის მერე დავუწყე სემპერის ურძეო წიწიბურა. რძიანებზე 8 თვიდან გადავიყვანე.
წლამდე აფთიაქის ფაფები, წლიდან ნორდიკი ან 1928. მე ნორდიკი მომწონს ძალიან.

მე კაი ხანი ვაჭმევდი ქილის ხილ-ბოსტნეულს. ერთი ნაკლი აქვს- ძვირია თორემ კარგია.

Posted by: anibani18 26 Feb 2021, 15:30
Tua
210 არის მაქსიმუმი. მყარ კვებასთან ერთად წერია 210. ასე მგონაი დაბალკალორიული იყოსთქო.
შემადგენლობა კი მაქვს წაკითხული, მაგრამ სულ მაფიქრებს ერთი საკითხი, რატომ არის ტკბილი ეს ფორმულა. ყველა ფომულა ტკბილია? შემდაგენლობაში არ უწერია ამას შაქარი, მაგრამ იქნებ გარეული ჰქონდეს?
narkozeli
Tua
არ გაგიჭირდათ სემპერის ფაფებისთვის ბავშვის მიჩვევა? განსაკუთრებით ხილის შემდეგ? ტკბილი რომ არ არის ამიტომ ვამბობ.

მე გადავწყვიტე ბოსტნეულით დავიწყო. აი, მერე ხილი მივცე თუ ფაფა, ვერ გადავწყვიტე ჯერ... სტაფილოთი მინდა დავიწყო და მერე გოგრა, ყაბაყი, მწვანე ლობიო, ისპანახი, პრასი, ბროკოლი, ავოკადო, ბატატი. მაგრამ ესენი მწვანე ლობიო, ისპანახი, პრასი, ბროკოლი, ავოკადო და ბატატი ვერ ვიშOვე და აქვს რომელიმეს?
ფაფებს გახსნიდან რა ვადა აქვთ გამოყენების?
კიდევ ერთ საკითხს დავაზუსტებ რა, დავუშვათ მივეცი სტაფილო პირველი, სამი დღის შემდეგ შეიძლება მივცე სტაფილო და გოგრა ერთად, თუ აუცილებლად ცალკე უნდა მივცე გოგრა? როცა გადავალ ფაფაზე ან ხილზე, შეიძლება პარალელურად რომელიმე გასინჯული ბოსტნეული გავაგრძელო? წყალი მყარი კვების დაწყებისთანავე მივცე?

Posted by: Tua 26 Feb 2021, 16:24
anibani18
კი ყველა ფორმულა ტკბილია ანი და წებოვანია

მწვანე ლობი და პრასი უნდა მისცე 8 თვის შემდგომ, ასევე სატაცურიც მაგ ასაკში.
მე სტაფილოთი დავიწყე ,მერე სტაფილოს შევურიე კარტოფილი 1 კოვზი, არასდროს არგამისინჯებია ცალცალკე, უკვე ნაცნობ ბოსტნეულს ვურევდი უცნობს რადგან იმ ნაცნობზე ვიცოდი რომ ალერგია არჰქონდა ბავშვს. ყაბაყს, ბროკოლს, ყვავილოვანს და კარტოფილს იშოვი ქილისას, სხვა დანარჩენი შენით უნდა გააკეთო,, ავოკადოც აგროჰაბში იყიდება ქილის არ არსებობს, ბატატს მე ბარბალეში ვყოდულობ ქართულია , ასევე კარტოფილსაც, სტაფილოსაც, ხახვსაც მაგათთან ვყოდულობ, ზაფხულში ფერემერების მარკეტშიც ვყოდულობ და სოფლიდან.ჯიზეც, არმიჭმევია ქილის ბოსტნეული არცერთხელ, 90% რასაც ვყოდულობ და რასაც ვაჭმევდი / ვააწმევ არის უსასუქო და ქართული, შესაბამისად ბავშვის კვება თვეში 700 ლარის ნაცვლად მიჯდებოდა 50-100 ლარი არც კი რძის გამოკლებით თავიდან რომ ცოტა რაოდენობას ჭამდა ყველაფერს, მწვანილსაც ჰერბიას ვიყენებდი . წყალი მყარი კვების დაწყებისთანავე კი, რაც შეხება ხილის და ბოატნეულის.მერე ფაფების მიცემას რავი ჩემი შვილი ნამეტანი მჭამელია და არგვქონია ეგ პრობლემები დღემდე ყველაფერს ჭამს რამის თავი მოგვაჭამოს biggrin.gif ისპანახიც არ არის რეკოემნდირებული პატარა ასაკზე ძალიან ალერგიული.პროდუქტია 8 თბიდან ვაჭამე მე უსასუქო ბეიბი ისპანახს ვყოდულობდი, ასევე მანგოლდს და ქეილსაც ვაჭმევდი 6 თვის ასაკისთვის უკვე.

Posted by: unusual 26 Feb 2021, 16:31
Tua
ცხვირიდან გამოადენი აქვს და ღამე გაჭედილი აქვს. სხვა მხრივ კარგად არის არც ტემპერატურა აქვს. აუ რა დანიშნყლებაც მომცა რამდენად ეფექტურია, ეს ცხვირის სპრეი არაფერია და თვალის წვეთები რა შუაშია ცხვირთან?

Posted by: Ninico 26 Feb 2021, 16:55
აი, კარგი სტატიაა ფაფებზე

https://www.aversi.ge/ka/cnobari/324/fafebi-bavshvebistvis

Posted by: anibani18 26 Feb 2021, 19:56
Tua
მადლობა, თეო. ვნახავ ამ მარკეტებს რაც შენ ჩამოთვალე.
თუ ჰიპის ან სემპერის პიურეს აწერია +4 ან +5, ხომ ნიშნავს ეს რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის უკვე შეიძლება ამ პიურეში გამოყენებული პროდუქტები?

Posted by: Tsitsi.la 26 Feb 2021, 20:42
anibani18
ჩემ ბიჭსაც მოსდის ორივე თვალიდან. რაც გამოვეიდთ სახლში მას მერე ყოველ დღე უარესად ქონდა. თავიდან მხოლოს გამოხდილი წყლით ვუწმენდდი. მერე უკვე თვალები ეწებებოდა ბავშვს და ძალიან შემეხოდა და პედიატრს რომ ვანახე ფოტოები წვეთები დაგვინიშნა, მაგრამ ისეც ეწირპლებაsad.gif სავარაუდოდ საცრემლეააქ დახურული და პლიუს ინფექცია დაემატა, საიდან და როგორ გაუჩნდა არ ვიცი. ჯერ ვიბრძვით მასაჟებით და ცხვირის გამოტუმბვით იქნებ სხვა ჩარევა აღარ დასჭირდეს, ვნახოთ. გარშემო ბევრმა მითხრა 2-3 თვეც ქონიათ და გაუარათო.
* * *
****
გოგოებო გადაცდენაზე რას მეტყვით? თითქმის ყოველი ჭამის დროს სცდება და აი გული მისკდება სანამ ამოისუნთქავს მე აქეთ ვკვდებიsad.gif რას მირჩევთ . ბუნებრივ კვებაზეა.

Posted by: NatiaGull 26 Feb 2021, 20:55
Tsitsi.la
გადაწექი უკან და ისე აჭამე.
რომ გადასცდება, ვერტიკალურად დაიჭირე და დაელოდე, ნუ გეშინია არაფერი მოუვა ❤

Posted by: anibani18 26 Feb 2021, 21:55

Tsitsi.la
მოიზრდება და გადაუვლის. არ ინერვიულო. შეგიძლია წარბებს შორის დაუზილო, ქვემოდან ზემოთ. ან ოდნავ სული შეუბერე, სულ ოდნავ. თუ ძლიან გადასცდა და ვერ ამოისუნთქა, იუთუბზე ნახე რა უნდა გააკეთო. ბეჭებს შორის უნდა დაუმასაჟო. ნახე და ზუსტად მიხვდები. მთავარია იცოდე რა გააკეთო, თორე საშიში არ არის.

Posted by: Tsitsi.la 27 Feb 2021, 09:25
anibani18
NatiaGull
მადლობა , აი ისე შემეშინდა ბოლოს ისე გადასცდა დავარბენინებდით მე და ჩემი ქმარი smile.gif გადაწოლით ვერ ვაჭმევ რადგან თავები არ მაქვს და ისედაც ძლივს ეჭიდება. პირიქით წინ ვიხრები რო მკერდი მოდუნდეს და დვრილს ადვილდ მოეჭიდოს . ვიდეოებს ვნახავ რომ ვიცოდე და მზად ვიყო რა უნდა ვქნა და იქნებ ცოტა მშვიდად შევხვდე

Posted by: nino84 27 Feb 2021, 11:26
გამოცდილო დედებო იქნებ რამე მირჩიოთ, ერთი წლის გახდა ჩემი გოგო და რამდენიმე დღეა საკვებ სკამში ჯდომას მიპროტესტებს, კალთაში რომ მიზის ჭამს, ანუ პრობლემა სკამშია და არა იმაში, რომ არ უნდა ჭამა. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე? არ მინდა ესე ჭამას მიეჩვიოს.

Posted by: anibani18 27 Feb 2021, 17:04
Tsitsi.la
არ ინერვიულო, ჩემსასაც გადასცდა პირველ დღეებში. გალურჯდა სულ ისე იყო. მთავარია იცოდე რა გააკეთო და მშვიდად იყო.
იპოვე ვიდეოები? კომარივსკის აქვს ვიდეო ამაზეც, მაგის რჩევებს ვუსმინე მე ადრე. სხვებსაც ექნებათ.

Posted by: Tua 27 Feb 2021, 19:35
anibani18
კი, მაგრამ გაიდლაინს არმიყვება ეგ წარწერები, მე მაგალითად 4 თვის ფაფებს 7 თვეზეც ვაჭმევდი.


Tsitsi.la
არ ინერვიულო ყველა ბავშვს სცდება მემგონი ეგეთი ბავშვი არ არსებოს, სხვათაშორის წარბებს შორის აწევა და სულის შებერვა შველის ძალიან კარგად , 3-4 თვემდე სცდებათ ცოლმე, ეგ კი არა 1.4წლისაა და დღემდე კბილის ამოსვლისას იმდენინდორბლი აქვს სცდება მაგრამ ვაცდი რომ ალოახველოს, მთავარია შენ არჩავარდე პაბიკაში და მობილიზირებულად ქნა ყველაფერი.

nino84
არმქონია შემთხვევა დღემდე სკამში ვჭამთ, ხომ არ აჭამე რამოდენიმეჯერ კალთაში და მოეწონა ეგ პროცესი?

Posted by: Tsitsi.la 27 Feb 2021, 23:35
Tua
anibani18
კი რაღაცეები ვნახე მადლობა გოგოებო:* რამხელა პასუხიმსგებლობააა დედობა ნელნელა ვაცნობიერებ. ეს უსუსური პაწია სულ ჩემზე რომაა დამოკიდებული. არა რა მეორე ორსულობა ბოლომდე უნდა შევირგოsmile.gif) რამდენს ვწუწუნებდი და ვღელავდი რო მახსენდება და თურმე ყველაფერი წინ მქონიაsmile.gif))

Posted by: takoo1 27 Feb 2021, 23:51
anibani18
ანი მეც ბოსტნეულით დავიწყე,ხილიც პარარელურად მივეცი.უფრო სწორად ვაშლი ხო გავასინჯე და ატამი(ცოცხალი) ორ კვირაში ბოსტნეული დავიწყე და ხილს ვაძლევდი ჩვეულებრივად,თან ახალ ახალ ბოსნეულს ვასინჯებდი.ლობიო და ისპანახი არ გინდა ჯერ პატარაა,ცოდოა.ეგ ცოტა გვიან გაასინჯე.
რასაც ვერ იშოვი ქილისას ისე გაასინჯე ცოცხალი. ბარბალეში ვყიდულობ მე ყველაფერს,ყველაფერი ორგანული აქვთ.ხუთშაბათს და კვირას არიან 12დან 4მდე. აქვე ვცხოვრობ მე ნუცუბიძეზე.შენ საბურთალოზე ხარ?
რაც უკვე გასინჯული აქვს შეგიძლია მისცე,ეგრე ცალ ცალკე რომ მისცე 5 თვე დაგჭირდება))) ორი ახალი არ მისცე ერთად მთავარია,
ფაფებს გახსნიდან 3 კვირა აქვს ვადა თუ არ ვცდები,მაგდენი ხანი არ აგიჩერდება დაცლიsmile.gif
წყალი თავიდანვე მიეცი კი,რადგან ძუძუზე არაა დაჭირდება.

* * *
NatiaGull
სახლში მომზადებული ფაფები ადრეა,ჩემმა დამ გადაწყვიტა ცოტა ადრე დაეწყო სანამ წლის გახდებოდა,რძით გაუკეთა ვერ მოინელა და საავადმყოფოში მოხვდა ბავშვი.ნუ ზოგი 8 თვის ბავშვს ხინკალს აჭმევს და ლობიოს არაფერი არ ემართებაო მარა სწორი არ არის,
ბოსტნეულს,ხილს და ხორცს რაც შეეხება მე სახლში ვუმზადებ ყველაფერს,მხოლოდ თავიდან გავასინჯე რამოდენიმე ქილა ბოსტნეული.
იყიდება უსასუქო და Fრეშ რო ჯობია ქილისას ეხლა მაგას გარჩევა არ ჭირდება,ყველამ იცის.
ჰიპი.ნუტრილაკი სემპერი.ეს სამი ბრენდია სუპერ ჩემთვის.ნუტრილაკი უგემრიელესია და ძალიან გავს სხვათაშორის სახლში გაკეთებულს.მე მაგაზე გადავიყვანე უკვე ერთი თვეა.
* * *
Tsitsi.la
იცის თავიდან ხშირად ცდებათ ხოლმე,ძუძუზე თ გყავს სავარაუდოდ ვერ ასწრებს ყლაპვას თუ ბევრი რძე გამოდის,ისედაც ვერ ასწრებენ ხოლმე მიეჩვევა მალე ნუ გეშინია,რამხელაა ეხლა? ისე ნევროლოგს უთხარი აბა მაინც თუ ძალიან ხშირად ცდება
* * *
anibani18
ანი 6 თვიდან რომ აწერია უფრო ადრე ალბათ არ შეიძლება,მარა მე არც ვაკვირდებოდი მაგას,ეხლაც რო ვყიდულობ ზოგს 5 აწერია,ზოგს 4 ვერ გავიგე რა თემაა, დაიკიდე მაგას ნუ მიაქცევ ყურადღებას,პირველი გაასინჯე ურძეოები მთავარია და ერთ მარცვლიანები
* * *
nino84
სხვათაშორის არც ჩემ ბიჭს მოსწონს სკამი უკვე დიდი ხანია, ჭამის დროს დგება სკამზე ბრუნდება უკან,ამოსვლა უნდა.ყოველ ჭამაზე ესე აკეთებს თუ არ გაართე,ხანდახან ეგეც არ შველის.მე იმას ვაბრალებ სკამზე ადგომა რომ ისწავლა ალბათ უხარია რომ დგება თქო.

Posted by: alesandra 28 Feb 2021, 02:09
gogatakoo
QUOTE
ჭამის დროს დგება სკამზე ბრუნდება უკან


ამას აკეთებს სულ ჩემი ბიჭიც. ამიტომ ადრე ღვედს რომ არ ვიყენებდი, ეხლა ვაბამ.

Posted by: narkozeli 28 Feb 2021, 09:47
QUOTE (anibani18 @ 26 Feb 2021, 15:30 )
Tua
210 არის მაქსიმუმი. მყარ კვებასთან ერთად წერია 210. ასე მგონაი დაბალკალორიული იყოსთქო.
შემადგენლობა კი მაქვს წაკითხული, მაგრამ სულ მაფიქრებს ერთი საკითხი, რატომ არის ტკბილი ეს ფორმულა. ყველა ფომულა ტკბილია? შემდაგენლობაში არ უწერია ამას შაქარი, მაგრამ იქნებ გარეული ჰქონდეს?
narkozeli
Tua
არ გაგიჭირდათ სემპერის ფაფებისთვის ბავშვის მიჩვევა? განსაკუთრებით ხილის შემდეგ? ტკბილი რომ არ არის ამიტომ ვამბობ.

მე გადავწყვიტე ბოსტნეულით დავიწყო. აი, მერე ხილი მივცე თუ ფაფა, ვერ გადავწყვიტე ჯერ... სტაფილოთი მინდა დავიწყო და მერე გოგრა, ყაბაყი, მწვანე ლობიო, ისპანახი, პრასი, ბროკოლი, ავოკადო, ბატატი. მაგრამ ესენი მწვანე ლობიო, ისპანახი, პრასი, ბროკოლი, ავოკადო და ბატატი ვერ ვიშOვე და აქვს რომელიმეს?
ფაფებს გახსნიდან რა ვადა აქვთ გამოყენების?
კიდევ ერთ საკითხს დავაზუსტებ რა, დავუშვათ მივეცი სტაფილო პირველი, სამი დღის შემდეგ შეიძლება მივცე სტაფილო და გოგრა ერთად, თუ აუცილებლად ცალკე უნდა მივცე გოგრა? როცა გადავალ ფაფაზე ან ხილზე, შეიძლება პარალელურად რომელიმე გასინჯული ბოსტნეული გავაგრძელო? წყალი მყარი კვების დაწყებისთანავე მივცე?


არა გოგო, გამიჭირდა კი არა იმხელა პირს მიღებდა ხოლმე,ძაან მოწონდა ყველაფერი ახალი რასაც ვასინჯებდი, ერთადერთი ბროკოლი დაიწუნა ქილისsmile.gif და პლასმონის ორაგული დამიწუნაsmile.gif მარა სახლში მომზადებულ ბროკოლს კი ჭამს ჩვეულებრივად. თევზზეც გიჟდება, კალმახზეც და ბოლო თვეებია ჩვეულებრივ ორაგულზეც გადარეულია.
ზოგადად ეს წუნია ბავშვი არაა ჭამაში, მაგრამ რაღაცეები ჩემი დამსახურებაც მგონია, ძალით არასდროს არაფერი მიმიცია. კვება ამისთვის პოზიტიური გამოცდილებაა, ვცდილობ საჭმელზე აუცილებლად დადებითი ემოციები ჰქონდეს.
აბა ტყუპებს ძალით ატენიან სულ, არაფერს არ ჭამენ საერთოდ. ტირიან და საკვებ სკამს რომ ხედავენ, მაშინვე ბჟირდებიან. გუშინ იოგურტი გაასინჯეს და სულ გული აირიეს მაგაზეც. საერთოდ არაფერს არ ჭამენ, აი საერთოდ, გაგიჟებასაა დედამისი.

სემპერის ურძეო წიწიბურა ვაჩეს ცხოვრების უდიდესი სიყვარულია biggrin.gif ძალიან ძალიან მოსწონდა, ეხლა უბრალოდ აღარ ვაჭმევ ურძეოებს.
ყაბაყი აქვს პლასმონს (ცუკინი) ცალკეც აქვს და სტაფილო და კარტოფილთან ერთადაც აქვს.
მწვანე ლობიო არააქვს არცერთს ცალკე, შერეულას ჰიპში ვნახე ერთხელ და მერე ვეღარ მივაკვლიე,ბარდა აქვს შერეული სახით ჰიპსს.
ისპანახი და პრასიც არააქვს არცერთს. მე ვერ ვიპოვე ყოველშემთხვევაში
არც ავოკადო.
ქილის ბროკოლი ბევრ ბრენდს აქვს, პლასმონსაც, ჰიპსაც, სემპერსაც.
ბატატი არცერთ ბრენდს არააქვს.
ფაფებს გახსნიდან 3 კვირა აქვს ვადა საშუალოდ.

რაც შეეხება შემდეგ კითხვას, მე მასე ვშვებოდი, ანუ ცალკე არ მიმიცია ყველა, ანუ მაგალითად სტაფილოს მერე სტაფილო და კარტოფილი გავასინჯე ერთად, იმიტომ რომ სტაფილოზე უკვე დაცული მქონდა 3 დღის წესი. ცალკე კარტოფილი არ ქონდა არცერთ ბრენდს/) თუ იყო საშუალება, ცალკე ვასინჯებდი, მაგალითად გოგრა ცალკე აქვს ჰიპს და ცალკე გავასინჯე და მერე შევურიე.

კი შეგიძლია პარარელურად გაუგრძელო.
წყალი კი, როგორც კი დაუწყებ მყარ საკვებს, შესთავაზე აუცილებლად.

Posted by: anibani18 28 Feb 2021, 10:33
Tsitsi.la
ზუსტად smile.gif რა მანერვიულებდა ნეტა smile.gif და რაც უფრო ემატებათ ძალ-ღონე, მით უფრო მეტი ძალა გეხარჯება მათ გართობასა და განვითარებაში.
მარტო ხარ ბავშვთან?
gogatakoo
კი, საბურთალოზე ვცხვრობ. ადგილზე მოტანა არ აქვთ, თაკო?
ვნახე მათი საიტი და ვიყიდიდი პროდუქტებს. 24 საათი რომ აქვს ქილას ვადა, დასაწყისში საკმაოდ მოუხერხებელია, ჩემი აზრით.
narkozeli
რა მაგარია ასეთი კარგი მჭამელი რომ არის <3
მადლობა რჩევებისთვის და დაკვალიანებისათვის.

გოგონებო, მივეცი დღეს სტაფილი სემპერის. მემგონი ვერ მიხვდა რა ხდებოდა, პრუწავდა ტუჩებს. ალბათ ერთი წვეთი თუ ჭამა. წყალიც მივეცი და მაგაზეც გაუკვირდა ძალიან, აღარ იღებდა მერე ბოთლს. რა ხდება ასეთ შემთხვევაში? გავაგრძელო სტაფილო? ერთი კოვზიც არ ჭამა დღეს. კიდევ რომ მივცე დღეს მოგვიანებით შეიძლება? მე როგორც წავიკითხე, 10-ჯერ მაინც უნდა ჭამოს ბავშვმა რომელიმე პროდუქტი, რომ გემო გაუგოს მასო. მოკლედ, არ მეგონა თუ არ შეჭამდა, ისე უყვარს სიახლეები. დამაკვალიანეთ რა, რა გავაკეთო ახლა.

Posted by: Tsitsi.la 28 Feb 2021, 13:07
gogatakoo
3 ში ხდება 1 თვის.
* * *
anibani18
ხო აბაა როგორ არ დავტკბით რა smile.gif) გოგო სახლში კი მეხმარებიან, ზოგადად მარტო ვცხოვრობთ მე და მეუღლე მაგრამ ახლა ხან დედამთილია ხან დედაჩემი, მაგრამ სახლის საქმეზე ვიხმარ უფრო, ძუძუს მე ვაჭმევ და ფაქტიურად სულ მე ვუვლი ბავშვს. ისე ხოტახნით თუ დამიჭერენ რომ თავი მოვიწესრიგო ეგეც შვებაა ხოლმე/))

Posted by: unusual 28 Feb 2021, 14:20
Tua
ეხლა ვესაუბრე კიდევ ერთხელ პედიატრს და მაგანაც ზუსტად ხსნარი და ვიბროცილი დამინიშნა, smile.gif))) ერთი ჯერი გავუკეთე უკვე თან გამოვიტუმბე ,:*** მეცოდება გაგუდულია საშინლად.

Posted by: takoo1 28 Feb 2021, 17:40
anibani18
კი ანი აქვთ ონლაინ მომსახურებაც, მე აქვე ვარ მანქანით 3 წუთში ჩავდივარ ხოლმე და მაგიტო არ ვუკვეთავ ონლაინ,ყველაფერი აქვთ მაგათ რაც გჭირდება თითქმის,კი ნახავდი საიტზე.
ანი თუ ვაფშე არ უჭამია შეგიძლია მისცე დღეს,უბრალოდ ეცადე გვიან ნუ გაასინჯებ მაინც,მე დღის პირველ ნახევარში ვასინჯებდი ხოლმე.
ხვალ კიდე გაასინჯე იქნებ შეჭამოს.
თუ არ შეჭამა ვაშლი გაასინჯე აბა მერე,ლუკიანეს ვაშლი მივეცი პირველად,წვენი და მერე ნაყოფი,მოეწონა და ყველაფერს სინჯავდა მერე,არ ქონია პრობლემა.აბა მასე სცადე.წყალზე დღემდე ეგრე ვარ მგონი ეხლაც ვერ ხვდება რა ფენომენიაsmile.gif)) 20მლ თუ დალია ვხტუნაობთ სიხარულისგანsmile.gif
მიეჩვევა ნელ ნელა ნუ გეშინია.5 თვისაა ხო შენი გოგოშკა?
* * *
Tsitsi.la
უი რა პაწუკა ყოფილა, აცადე ცოტახანი მიეჩვევა ნელ-ნელა ყლაპვას.იციან მაგ ასაკში არ ინერვიულო :*

Posted by: narkozeli 28 Feb 2021, 19:14
anibani18

ხვალაც თუ მასე ქნა, როგორც თაკომ გირჩია, ვაშლი გაასინჯე აბა❤️

წყალი ხშირ-ხშირად შესთავაზე ხოლმე და მიეჩვევა რაღაც პერიოდის მერე

Posted by: nino84 28 Feb 2021, 19:37
gogatakoo
ესეც ზუსტად მასე შვრება, ადის სკამზე და მერე მაგიდაზე გადმოდის. არადა აქამდე პატიოსნად იჯდა სკამში, იმედია დროებითია და გაუვლის
* * *
Tsitsi.la
ჩემსას ნერწყვი გადაცდა 2 თვის რომ იყო და მეზობელთან გავიქეცი რომ არ ვიცოდი რითი მეშველა, ამასობაში თვითონ გამოვიდა მდგომარეობიდან და ამოისუნთქა. მთავარია იცოდე რა მოიმოქმედო და სიმშვიდე შეინარჩუნო.
* * *
Tua
კალთაში არასდროს ჩამისვამს, თავიდანვე სკამს მივაჩვიე, მოძრავია ძალიან და ვეღარ ვაჩერებ.
ნორდიკის ფაფა მინდა გავასინჯო და აქაც სამი დღის წესი უნდა დავიცვ? ვთქვათ წიწიბურას ხომ ისედაც ვაჭმევ.

Posted by: anibani18 28 Feb 2021, 19:52
gogatakoo
კი, 5 თვისაა ახლა.
რომლის ასახვევთანაა ბარბალე? იქნებ ეტლით მივისეირნო ხოლმე თუ არის გზა. თუ არადა შევუკვეთავ. ხილსაც იქ ყიდულობ?
ანუ დავაზუსტებ რა კოდევ ერთხელ, ხილს, ხორცს და ბოსტნეულს ვხარშავთ და ნახარშში (პირველი წყალი გადაღვრილი) ვჭყლეტთ ან ვაბლენდერებთ. ნუ ტხელი რომ იყოს. ჩემი მეჰობარი ამბობს, დაბლენდერებულს არ შეააჩვიოო, და ისე როფორ მივცე ვერ ვხვდები. ცკტა ხანში გადავაჩვევ დაბლენდერებულს, ახლა ნაჭრებს ვერ შეჭამს რძის მერე.
narkozeli
gogatakoo
როგორ იღებენ საკვებს ბავშვები პირველად? სიამოვნებით აღებენ პირს და ყლაპავენ ყველაფერს? თუ ჯერ გემოს უსინჯავენ? მეორედაც მივეცი. საერთო ჯამში გამოვიდა პაწაწინა ბავშვის კოვზის პირზე რომ დადო ცოტა პიურე, აი იმდენი შეჭამა. ხოდა ჭამა რა, ჩემი სიმრერების და მაიმუნობის ფონზე, ოღონდ დიდი სიამოვნებით არა, ცოტას ენიტ უკან იღებდა, ცოტას ყლაპავდა, ხან იჯღანებოდა, ხან ვერ ხვდებოდა რა ექნა.
შემიძლია 3 დღე არ ვაძლიო ეს სტაფილო და თუ ისევ არ ჭამა მერე ვაშლი მივცე? სტაფილო მერე კიდევ 3 დღიან ტესტირებაზე უნდა მქონდეს? შემიძლია ხილი, ბოსტნეული და ფაფები მონაცვლეობით გავასინჯო სამი დღის წესით? მაგალითად, პირველად ვაშლი, მეორედ შვრია, მესამედ ყვავილოვანი.
* * *
Tsitsi.la
პატარასთან ყველანაირი დახმარება შვებაა. ძალიან კარგად მესმის შენი. რამდენჯერ ვმჯდარვარ საღამურში, მჟავე რძით აყროლებული დედის მოლოდინში, რომ დამებანა და დამევარცხნა. ნახევრადჩაცმული გავვადნილვარ ეტლით გარეთ, რომ ბოლოს და ბოლოს დაეძინა და ამომესუნთქა ცოტა. კოშმარად მახსენდება პირველი ორი-სამი თვე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩენი შვილი არ მიხარია ან არ მიხაროდა, უბრალოდ დახმარება ყველას სჭირდება პირველ პერიოდში განსაკუთრებით.

Posted by: NatiaGull 28 Feb 2021, 20:19
anibani18
ან, ორთქლზეც შეგიძლია ხილ-ბოსტნეულის მომზადება. ნაკლებად კარგავს ვიტამინებს
აი ასეთი რაღაც მაქვს, გაშლილს ქვაბზე დებ და მორჩა. მომზადების დროებიც ამ ფოტოზეა
user posted image
user posted image

Posted by: anibani18 28 Feb 2021, 20:25
NatiaGull
აუუ, რა მაგარი გოგო ხარ <3 მადლობა დიდი, ვიპოვი რამე სმგავსს, არ მაქვს მე.
გოგო, ისეთი სიაც ხომ არ გაქვს ერთიანი, რომელ თვეზე რა ვაჭამო? უცებ რომ დავხედო და ვიცოდე

Posted by: NatiaGull 28 Feb 2021, 21:46
anibani18
არა ან ჯერ არ მაქვს მეც მინდა ეგეთი სია. ალბათ მომცემენ შემდეგ ვიზიტზე

Posted by: Tua 28 Feb 2021, 21:54
anibani18
ანი თავიდან ყველა ეგრევე თითქოს წუწნიანო და არაღებენ პირს ბოლომდე, კოვზიდან ტლიკავენ ასე ვთქვათ, ხვალაც მიეცი აუცილებლად, წყალი ხშირად შესთავაზე უბრალოდ 1 ყლუპიც რომ.გააკეთოს ნორმაა , არაა აუვილებელი ბოთლი ჩაცალოს, ყოველ 30-40წუთში ვთავაზობდი მე.
ბარბალე არის მარიჯანზე, ნუცუბიძის მ2 რომაა და ანტრე მანდაა დაახლოებით, კვირას და ორშაბათს არიან ხოლ.ე 12-5 სათამდე, ფბ-ზე ნახე ბარბალე, 30 ლარიდან ზევით აქვთ მოტანა, თაბიდან მაგდენი საერთოდ არგჭირდება მე დღემდე 12 ლარზე მეტის პროდუქტი არმიყიდია 2-3 კვირის მარაგი smile.gif)) მეც აქვე ვცხოვრობ ხანდახან ფეხით ავდივარ ხოლმმე ბავშვთან ერთად.

unusual
ძალიან ეფექტურია ვიბროცილი, ეს 2 თვის იყო თუ 3ის რომ ვიხმარე 3 დღე ზედიზედ და უშველა.


nino84
არა ნინ არ უნდა 3 დღის წესი, მე 9 თვიდან დავიკიდე 3 დღის წესი smile.gif) ერთადერთი ძროხის რძეზე დავიცავი, თაფლზეც კი არდსმიცვია ეგ წესი.

anibani18
NatiaGull
მაგ ცხრილში რაც არის უმეტრსობას არასწპრად იწერია დროები გოგოებო, სტაფილოს ფიზიკურად ვერ მოხარშავთ 5-10 წუთში სირბილემდე 20 წუთი მაინც უმდა ამიტომ კარტოფილთან ერთად უნდა ჩააგდოთ დასაწყისშივე
სატაცური 8 თვის მერე არის რეკომენდირებული ზუსტად გაზაფხულზე ახალი და ქორფა რომ.იქნება გიწევთ, ბადრიჯანიც მაგ ასაკშია რეკომენდირებული და ზაფხულის ქართული ბადრიჯანიც შემოვა.


Posted by: takoo1 1 Mar 2021, 00:28
Tua
თეო როდის იყავი შენ ბოლოს? ხუთშაბათს და კვირას არიან 12დან 4 მდე, შეიცვალა რამე? 10 დღის წინ ვიყავი დაახლოებით მე.
* * *
anibani18
ნუცუბიძის 82 ია. მ2 ის კორპუსი ანტრე სადაცაა აი ეგ ჩასახვევია,მაგის პირდაპირ 5 სართულიანი კორპუსია და აი მანდ რო შეხვალ ეზოში მანდაა შენობა გარაჟივით.დაურეკე და აგიხსნიან უფრო კარგად. 595 75 0808
მე მიგზავნიან გოგო ვაშლსაც და გოგრასაც არ ვყიდულობ,ისე აქვთ მაგათ
ბევრი წყალი არ უქნა ძაან თხელი რო არ იყოს.უფრო თხელი პიურესავით უნდა იყოს.თავიდან დააბლენდერე ვერ შეჭამს დაჭყლეტილს და შეიძლება ვაფშე შეზიზღდეს.მიეჩვევა ჩვეულებრივად ნუ გეშინია.

Posted by: anibani18 1 Mar 2021, 11:26
gogatakoo
Tua
მივეცი დღეს ვაშლი, ცხვირი აიბზუა და ცრემლები გადმოუშვა. რა უნდა გავაკეტო ასეთ შემთხვევაში? კიდევ გავასინჯო თუ დაველოდო 1-2 კვირა?
ვნახავ ბარბალეს. მადლობა. მივხვდი სადაცაა.

Posted by: narkozeli 1 Mar 2021, 11:49
anibani18

მაქვს პირველი საკვების გასინჯვის ვიდეოები და გაჩვენებ:

1. პირველი ვაშლი
2. პირველი სტაფილო
3. პირველი ფაფა (სემპერის ურძეო წიწიბურა)
4. პირველი წყალი


( ეს პირველად რომ გასინჯა მყარი საყვები (სემპერის ვაშლი):

https://youtu.be/d_NG_VA5WrY

ეს პირველად რომ ვაჭამე სემპერის ვაშლი (ძიძა რომ მეჩალიჩება კიდე აჭამე, ბოლომდე აჭამეო givi.gif )
https://youtu.be/rv4VwJwGWyM

ეს სემპერის სტაფილო
https://youtu.be/t__KQ3HyHpI

ეს ურძეო წიწიბურა
https://youtu.be/FQZy7Xejh2Q

ეს წყალი
https://youtu.be/up5c2zZa3To

Posted by: anibani18 1 Mar 2021, 12:06
narkozeli
გვანცა, ეს რა მიქენი <3 რა საყვარელია, რა სიამოვნებით აღებს პირს <3 ბედნიერებაა <3

სულ რძეზე რომ მყავდეს მთელი ცხოვრება, რა მოხდება ნეტა smile.gif))
წყალი დალია, სხვათა შორის, დღეს. Sippy cup მაქვს ავენტის და ვერ გამოვგლიჯე დღეს ხელიდან, ცოტა კი ღვრიდა მაგრამ მაინც სვამდა.

Posted by: narkozeli 1 Mar 2021, 12:23
anibani18

მადლობა ♡

მთელი ცხოვრება არა მარა წლამდე შეგიძლია არ ინერვიულო და ზედმეტად არ დაისტრესო თავი, ცოტ-ცოტა სულ ეცადე რომ შეთავაზო მარა თუ მთელი პორციები არ შეჭამა, შენ მაგაზე არ ინერვიულო, ფორმულა დააყოლებინე და მშვენივრად შეუვსებს ორგანიზმის ზრდისთვის საჭირო ვიტამინ-მინერალებს.
ოღონდ არ დაგეზაროს და მაინც სულ სუულ შესთავაზე. 1-2 კოვზიც საქმეა <3

QUOTE
წყალი დალია, სხვათა შორის, დღეს. Sippy cup მაქვს ავენტის და ვერ გამოვგლიჯე დღეს ხელიდან, ცოტა კი ღვრიდა მაგრამ მაინც სვამდა.


აი ხომ ხედავ love.gif რა ყოჩაღია! love.gif ძალიან ბევრი ჩვენი ფორუმელი, რომელთანაც ჯგუფი გვაქვს ცალკე და ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, წლამდე პირს რომ არ აკარებდნენ მყარ საკვებს, ეხლა ისეთი ყოჩაღები არიან და მშვენიერი მჭამელები, ასე რომ არ ინერვიულო, ყველაფერი მოგვარდება.

Posted by: Baia4 1 Mar 2021, 12:29
narkozeli
ვაიმე ეს ვინ ვნახეეეsmile.gif აუ, გაიხარე, ასე ძალიან კარგ განწყობაზე დღეს რა დამაყენებდა, არ ვიციsmile.gif)) უსაყვარლესია ვაჩე! გაგეზარდოს ჯანმრთელი და ბედნიერიsmile.gif

Posted by: narkozeli 1 Mar 2021, 12:56
დიდურ საჭმელებზე გადასვლის ( პირველი ფინგერ ფუდი და ბეიბი ლედ ვინინგებსაც განახებთ)

პირველი ლედ ვინინგი ბოსტნეულით:
https://youtu.be/Y2_5DKXsEA0

პირველი კენკრა:
https://youtu.be/RNkxM8jVZao

პირველი პეჩენია ( ამის მერე ალბათ სულ 3ჯერ ექნება ნაჭამი)
https://youtu.be/zny01X-it1E

* * *
Baia4

ძალიან დიდი მადლობა ♡♡♡


მაშინ ხო საყვარელი მეჩვენებოდა, ახლა საერთოდ მაგიჟებს, ისეთი მოუსვენარი ვინმეა biggrin.gif

https://www.youtube.com/watch?v=UQRVt8hCAyM

Posted by: Baia4 1 Mar 2021, 13:24
narkozeli
smile.gif)))))))))))) გაქცევა შოუშენკიდან მოგიწყო?smile.gif ვაი რა კარგიააsmile.gif))
ჭმისთვის რომელ სკამს ხმარობთ? რამდენი თვიდან დასვი სკამზე?>

Posted by: narkozeli 1 Mar 2021, 14:36
Baia4

გვაქვს CAM-ის სკამი, 0 თვიდან აქვს პოზიციები, მე 4 თვიდან ვხმარობ. დაახლოებით 6 თვისთვის დავსვი სწორ პოზიციაში, მანამდე მუხლებზე ვისვამდი მხოლოდ.

Posted by: anibani18 1 Mar 2021, 17:35
narkozeli
მადლობა დიდი <3
შენი ვაჩე უსაყვარლესია <3 სკამში ჩაძრომის რა ორიგინალური ხერხი უპოვია <3 და თან რამდენი კოვზი უჭამია პირველ ჯერზე <3 <3

იუთუბზე დავძებნე ახლა. კომაროვსკიზე რა აზრის ხარ? ამბობს, რომ ბავშვის საკვები თავიდანვე რძეა, ამიტომ საუკეთესო და ყველაზე მეტად მიახლოვებული მის პირველ საკვებთან არის რძიანი ფაფაო. ვიცი რომ ალერგიულია. ჩემმა პედიატრმაც რძიანი შვრიით მირჩია დაწყება, მაგრამ მე არ დავუჯერე. რას ისტყვი შენ, როგორც ამ ეტაპგამოვლილი?

Posted by: narkozeli 1 Mar 2021, 17:47
anibani18

მადლობა love.gif


კომაროვსკიზე კარგი აზრის ვარ და მეც ვუსმენ ხოლმე მის ვიდეოებს. თავდაპირველად ალბათ ჯობია ის ფაფებიც დედის რძით გავუზავოთ მაგრამ არ ვაჭმევდი ძუძუს და ისე რძიან ფაფებს იცი რა ნაკლი აქვს? უფრო მეტი მინარევები და დანამატები აქვს თუ დააკვირდები, ურძეოები უფრო "სუფთაა" და მაგ ლოგიკით მივეცი მე ურძეო.


Posted by: ninunin 1 Mar 2021, 18:44
გოგოებო რა მინდა გკითხოთ, ბაიას დაბადებიდან 0 თვიდან რა ზომის ბოთლი ვუყიდო? შუშის ავენტს ვფიქრობ და რამდენი მლ ვერ გავარკვიე იქნებ დამრხმაროთ გამოცდილები ხართ

Posted by: Tua 1 Mar 2021, 20:02
anibani18
ანი არაუშავს შესთავაზე ხშირ ხშირად სხვადასხვა რაღაცეები, 1 კოვზიც რომ ჭამო არც ეგაა პრობლემა , ზოგადად არ უნდა შეეშვა ძალით კი არუნდა ჩატენო უბრალოდ შესთავაზე ყოველ დღე.

ninunin
პატარა ბოთლის ყიდვა არ ღირს ჩემი აზრით, მალევე გჭირდება დიდი ბოთლი, მე ავენტის 260იანი მქონდა თავიდანვე 1 წლამვე ვიხმარე ბოთლი არც შემიცვლაი, პატარა რომ იყიდო 125იანი მალევე სადღაც 2-3 თვეში მოგიწევს მეორესი ანუ დიდის ყიდვა რაც ორმაგი ხარჯია.უბრალოდ 260იანს დაუყენებ პატარა თავს 0 თვიდან და მერე ასაკის შესაბამისად შეცვლი

Posted by: ninunin 1 Mar 2021, 20:08
Tua
კი, 240 იანი ვნახე შუშის და რომ ვუყიდო ნორმალურია? და სოსკებს ნოლი თვიდან ვუყიდი თუ მოერეგება გამოვუცვლი, მადლობა <3

Posted by: takoo1 1 Mar 2021, 20:19
anibani18
არაუშავს ანი კიდე შესთავაზე,თუ ბოსტნეული არ მოსწონს ხილი გაასინჯე,ცოტ ცოტაც საქმეა,შეიძლება ეგრევე არ დაიწყოს ჭამა.ჩემი დისშვილი მაგალითად 9 თვემდე სუპს არ ჭამდა ძალით აჭმევდა ჩემი და მაგრამ ეხლა დაიწყო უკვე მოსწონს,
ნუ თუ არ მოეწონა არაფერი მერე ფაფებით დაიწყებ და ეგ იქნება,ზოგი პედიატრი ჯერ ფაფებით აწყებინებს,არაა პრობლემა.

Posted by: Tua 1 Mar 2021, 20:45
ninunin
კი შუშა ძალიან კარგია, ნატურალის სერია კეც შუშა მქონდა მილიონჯერ დამივარდა 1 წელი გვემსახურა იდეალურად ❤ თავიდან ცოტა დიდი გამᲝჩნდება ბავშვის ფონზე მაგრამ არაუშავს ისე სწრაფად იზრდებიან მალეც დაუპატარავდება

Posted by: anibani18 1 Mar 2021, 20:51
Tua
narkozeli
gogatakoo
მადლობა, გოგონებო, ასე რომ მეხმარებით <3
ერთ რაღაცეში ვერ გავერკვიე. სტაფილო 2 დღე მივეცი, იფურთხა და შეიძლება არც ჭამა, არ ვარ დარწმუნებიული, ან ძალიან ცოტა. ვაშლი დღეს მივცი და იფურთხა, იტირა. ხვალ სიტყვაზე რომ მივცე სტაფილო ვაშლით შეიძლება? კარგად ვერ ვხვდები, სამი დღის წესის დაცვის გარეშე თუ შეიძლება სხვა პროდუქტი შემოვიტანო კიდევ, მაგალითად სტაფილო და კარტოფილი ერთად.
სოსკაზე წავუსვა ხვალ ვაშლს, იქნებ ჭამოს. კიდევ რა ხერხები არსებობს? და კიდევ, ყოველ დღე სხვადასხვა პროდუქტი გავასინჯო? თუ პროდუქტი მხოლოდ ერთ დღეს ვაჭამე და ალერგია არ მისცა, ნიშნავს ეს თუ არა რომ ამ პროდუქტზე ალერგია არ აქვს?
ჩემი აზრით ყოველ დღე სხვადასხვა პროდუქტის მიცემა არ ღირს. არა მგონია ახლა ვაშლის ან სტაფილოს გემო მიხვდა და შეიგრძნო, უბრალოდ ტექსტურა იყო ალბათ განსხვავებული და არ იყო რძე. ეს ჩემი აზრია

Posted by: Tua 1 Mar 2021, 20:56
anibani18
ხვალ ისევ ვაშლი შესთავაზე ანი, მაგრამ.თუ არუჭამია ვაშლი სიტყვაზე დღეს ნუ პირში ხომ რჩება თუნდაც მეოთხედი კოვზი? ხვალ ისევ ვაშლი მიეცი 2 დღე მაინც გამოგივა ზედიზედ, ყოველ დღე სხვადასხვას ჯერ ნუ კისცემ, უფრო ბევრი პროდუქტი რომ გექნებათ გასინჯული მერე შეგიძლია კისცე სხვადასხვა ,ისედაც ეგრე უნდა იყოს როცა კარგად დაიწყებ მყარ კვებას, მრავალფეროვამი მენიუ უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ხილით და ბოსტნეულით , რომელი ფირმის ფაფები მიეცი? შეეცადე რეჟიმიც დაიცვა და იცოდე როდის სადილობს და როდია გაქვს ხემსი უფრო ადვილი იქნება მომავალში შენთვის. სოსკაზე წასმა არგინდა კოვზით მიეცი ისევ იცოდეს რომ კოვზით იჭმევა, შეჭამს შეჭამს არა და შეეშვი, ნახევარი კოვზიც რომ ალოკოს უკვე საქმეა

Posted by: ninunin 1 Mar 2021, 21:41
Tua
QUOTE
კი შუშა ძალიან კარგია, ნატურალის სერია კეც შუშა მქონდა მილიონჯერ დამივარდა 1 წელი გვემსახურა იდეალურად ❤ თავიდან ცოტა დიდი გამᲝჩნდება ბავშვის ფონზე მაგრამ არაუშავს ისე სწრაფად იზრდებიან მალეც დაუპატარავდება

2kiss.gif love.gif

Posted by: anibani18 1 Mar 2021, 21:47
Tua
სემპერის მივეცი.
ვიქონიო იმედი, რომ მოიწონებს ოდესმე საკვებს? ან რა შევთავაზო ისეთი, რომ ინტერესი აღვუძრა?
ჰიპის ფაფებიც მაქვს. ხვალ მივცემ ვაშლს და ზეგ სტაფილოს და ვაშლს ერთად. მერე აღარ ვიცი.
რამდენი კვება უნდა ჰქონდეს სულ ახლო მომავალში?

Posted by: Tua 1 Mar 2021, 21:56
anibani18
რძეს რამდენჯერ ჭამს 7ჯერ ხომ? ამ ასაკში ანუ ეხლა დასაწყისში უნდა გქონდეთ სანამ ფაფებს გასინჯავთ 1 სადილი ( ანუ ბისტნეული) და ხილი სადილსა და რძეს შორის ან დილით ან საღამოს, ანუ სიტყვაზე 9ზე აჭმევ რძეს ( მომავალში უკვე ფაფებით შეგიძლია დილა დაიწყო) , მერე 11ზე ხილი( 60 გრამს ვაჭმევდი მე ანუ ნახევარ ქილას) მერე 12ზე რძე , მერე 3ზე სადილი, მერე 6ზე რძე და მომდევნოები სულ რძე, ფაფებს რომ დაოწყებ გექნება 9ზე ფაფა, მერე ხილი, მერე რძე და ჩვეულწბრივად, მე 8 თბიდან ჩაბუსვი უკვე მესამე კვება და მეორე ხემსი ( მეორე ხემსს იშვიათად ვაძლევდი და დღემდე ეგრეა, არ მგონია სწორი ბავშვი სულ რომ სუსნაობს რაღაცას) , 1 წლამდე უნდა ჰქონდეს 3 მყარი კვება, 2 ხემსი და დანარჩენი რძე, მერე 1 წლიდან უკვე ფორმულა აღარ ითვლება კვებად და უბრალოდ დესერტია, 1 წლიდან უკვე 3ჯერ ჭამს დღეში და 2 ხემსი, უბრალოდ რძეს კვებად აღარ ვუთვლით, 1 წლამდე ჩვეულებრივი კვებაა და კვებად ითვლება. ბავშვის ძილის რეჟიმზე უნდა ააწყო კვებაც შეძლებისდაგვარად, მაგ ასაკში ეს 9ზე იღვიძებდა, მაგრამ თწვენ თუ უფრო ადრე იღვიძებთ იმის მიხედვით დაალაგე, 6 თვიდან უკვე 4 საათში 1ხელ კვებაზე უნდა გადახვიდეთ ან ბავშვი თვითონ გადავა ნელნელა, შეხედავ, თავიდან არის საკმაოდ რთული ეს ყველაფერი მეც არეული ვიყავი სადღაც 3 კვირა მერე დავალაგე

Posted by: Tsitsi.la 2 Mar 2021, 00:52
anibani18
აუ რა ზუსტად აღწერე. რამდენჯერ მოსულა საღამო ისე რომ ხალათი ვერ გამიხდია. ვანაში ცხელი შხაპის ქვეშ ისეთი ბედნიერი ვარ გეგონება კაი კლუბში წავედი გასართობად. კი შვებაა ნებისმიერი დახმარება, მაგრამ მაინც რაც არუნდა მოგეხმარონ მაინც შენ ხარ მთავარი ბავშვისთვის და მაინც დიდი ენერგიაა საჭირო. მომლედ გმირობაა დედობა უპირობოდ. ახლა გაზები აწუხებს და მაიმედებენ 3 თვეში გაუვლისო და აი ისე ველოდები როდის გავა 3 თვე .

Posted by: NatiaGull 2 Mar 2021, 00:55
Tsitsi.la
ვაიმე პირველ პერიოდში მაღაზიაში თუ რამე იყო საყიდელი მე გავრბოდი და ისე ნელა მივდიოდი კუს ნაბიჯით. სახლში მისვლა მეზარებოდა ისეთი ბედნიერი ვიყავი მაგ დროს biggrin.gif
გოგო გაზებმა 2.5 თვიდან გაუარა ჩემსას, ამიტომ იმედიანად იყავი, შეიძლება 3 თვეზე ადრეც გაუაროს.
კოლიკაც აქვს ? თუ მარტო გაზები ?
კოლიკის დროს ყოველდღე ერთსა და იმავე დროს იწყებენ ტირილს და ჭირვეულობას

Posted by: Nnia 2 Mar 2021, 10:28
გოგოებო საბაᲕშვო წიწიბურა არსებობს ოღონდ ჩვეულებრივი რომ იყოს. ანუ ნორდიკს ვაჭმევ და აღარ მინდა ეგეთი თხელი და თუ არსებობს სანდო და ჩვეულებრივი წიწიბურა. ჩვენ რომ ვჭამთ ეგეთი.

Posted by: Tua 2 Mar 2021, 11:07
Nnia
საბაᲕსვო არ არსებ9ბს, რუსული უნდა იყიდო ან მინსტრალი ან მეორეა კიდე შავ შეფუთვაში იარმარკა , ეგენია ყველაზე ხარისხიანი წიწიბურა და ზოგადად ბურღულს მხოლოდ იარმარკას ვყიდულობ მე , ასევე ორგანიკ შოფს აქვს აბაშიძეზე რომ არის ვაკეში მწვანე წიწიბურაც, ბელორუსულ მაღაზიებსაც აქვთ, ნორდიკის ფაფა რატომაა ისე თხელი მე სქელს ვუკეთებ ზუსტად ერთი ასაკის ბავშვები გვყავს

Posted by: Tsitsi.la 2 Mar 2021, 11:18
NatiaGull
ხო აი მაღაზიაზეც კარგი იდეაააsmile.gif)
ორივე აწუხებს და დაიტანჯა ბავშვი რასაც ქვია

Posted by: narkozeli 2 Mar 2021, 11:50
ninunin

კარგი ფასდაკლებაა ავენტზე, ნახე აბა

https://www.facebook.com/AventGeorgia/photos/a.244520496214330/736883986977976/

მე თავიდან პირველი თვე დრ.ბრაუნსის 150-იანი შუშის ბოთლით ვაჭმევდი, მერე დიდხანს ავენტის 240იანით შუშის ბოთლით და ეხლა 270იანით ვაჭმევ დრ.ბრაუნით.
ავენტის ბოთლი გადასარევია

Posted by: Tua 2 Mar 2021, 11:53
NatiaGull
მეც ეგრე ვიყავი ზუსტად smile.gif))))) სულ რომ არაფერი მჭორდებოდა ისეთ მაღაზიაში შევდიოდი smile.gif))
Tsitsi.la
2.5ის ჩვენც რომ გაგვიარა. ბავშვთან ერთად გარეთ სეირნობაც კარგია მშობიარობის მერე , 3 საათი ეძინა ხოლმე გადაბმულად გარეთ როცა გამყავდა

Posted by: Nnia 2 Mar 2021, 11:57
Tua

მადლობა,მოვᲘძიებ ..

Posted by: narkozeli 2 Mar 2021, 12:21
NatiaGull
Tua

QUOTE
მეც ეგრე ვიყავი ზუსტად ))))) სულ რომ არაფერი მჭორდებოდა ისეთ მაღაზიაში შევდიოდი ))


მეც მასე biggrin.gif

რომ გამომწერეს სამშობიაროდან ხო გამომიწერეს რაღაცეები ჩემთვის და ბავშვისთვის და სახლში მოვედით თუ არა, გავვარდი გიჟივით, დავბოდიალობდი მთელი პლეხანოვი და აღმაშენებელი მოვიარე, აფთიაქიდან აფთიაქში დავდიოდი, მაღაზიებში შევბოდიალდი, მაკშიც, ანტრეშიც. მოვედი და რძე გამოვიწველე და გადავასხი ჩუმად :დ მარტო ნიკამ იცოდა რაც ჩავიდინე biggrin.gif

Posted by: ninunin 2 Mar 2021, 12:32
QUOTE (narkozeli @ 2 Mar 2021, 11:50 )
ninunin

კარგი ფასდაკლებაა ავენტზე, ნახე აბა

https://www.facebook.com/AventGeorgia/photos/a.244520496214330/736883986977976/

მე თავიდან პირველი თვე დრ.ბრაუნსის 150-იანი შუშის ბოთლით ვაჭმევდი, მერე დიდხანს ავენტის 240იანით შუშის ბოთლით და ეხლა 270იანით ვაჭმევ დრ.ბრაუნით.
ავენტის ბოთლი გადასარევია

უი გუშინ ვნახე ეს , კომენტარიც მიწერია მაგ ფოტოზე ფასდაკლებებზე ვეკითხები როდემდე გაქვთ თქო, lol.gif lol.gif
წამებში აღარ ქონდათ ეგ ბოთლი ვნახავ ეხლა თუ არის ვიყიდი

Posted by: Tua 2 Mar 2021, 12:44
ninunin
არის მარაგში და ბარემ თავიც იყიდე სანამ ფასდსკლებაა და სოსკასაც თუ აპირებ .

user posted image

Posted by: ninunin 2 Mar 2021, 12:46
Tua
შევუკვეთე უკვე, მადლობაა :*

თავი 0 თვიდან ხო?
და სოსკა რომელი ვუყიდო ეგეც 0 თვიდან?

Posted by: narkozeli 2 Mar 2021, 12:50
ninunin

სოსკა მქონდა ავენტის 0-1 თვე ვაშლი ეხატა და მართლა 1 თვე ვახმარე და მერე 0-6ები მქონდა სულ. თავიდანვე 0-6მქონდა ნაყიდი მარა სამშობიაროში რაღაცნაირად მედიდა და გავუშვი ქმარი და უფრო პატარა მოვატანინე biggrin.gif

Posted by: ninunin 2 Mar 2021, 12:51
narkozeli
უაიმე ციცქნა პირი, ანუ 0დან 6 მდე? ჯობია? baby.gif

Posted by: narkozeli 2 Mar 2021, 12:54
ninunin

ეხლა მეცინება, მაშინ ავიჩემე დიდიათქო თორე რომ ვუყურებ არაფერი დიდი არ იყო. იყიდე 0-6 თვე, გადასარევია ავენტის სოსკები. ყველა კარგად ვიხმარე.

Posted by: ninunin 2 Mar 2021, 12:56
narkozeli
QUOTE
ეხლა მეცინება, მაშინ ავიჩემე დიდიათქო თორე რომ ვუყურებ არაფერი დიდი არ იყო. იყიდე 0-6 თვე, გადასარევია ავენტის სოსკები. ყველა კარგად ვიხმარე.

მადლობა :*

Posted by: anibani18 2 Mar 2021, 12:57
ninunin
სხვდასხვა ასაკის თავებიც იყიდე ბარემ თუ ფასდაკლებაა, მაიც დაგჭირდება.
Tua
თეო, სადღაც წერდი რომ 3 თვის ასაკიდან 8 საათი გეძინათ შენ და ალექსანდრეს დღე-ღამეში, ანუ ღამე აღარ ითხოვდა ჭამას? როგორ მოახერხე?
* * *
Tsitsi.la
ჩემს გოგოს 2.5 თვეში გაუარა გაზებმა. ვედრო დაგეხმარება და მუცელზე თბილი პილიონკა ან რამე სახვევი.
დახმარება აუცილებელია, თუ ვინმეს აქვს სურვილი დახმარება შემოგთავაზოს.
მე მაღაზიაში დიდი სურვუილის მიუხედავად მაინც ვერ გავდივარ. რამდნეიმე დღის წინ აფთიაქში წავედი და ბავშვი მამას დავუტოვე. მირეკავენ 5 წუთში ბღავილით ტელეფონში. ახლა უნდა მივაჩვიო ჩემს გარეშე ყოფნას, მარყო თამაშს, ოთახში მარტო ყოფნას (რა თქმა უნდა, მე შOრიდან ვუყურებ რომ მშვიდობა იყოს).

Posted by: Tua 2 Mar 2021, 13:24
ninunin
სოსკა 0-6 თვემდე იყიდე მე air flow მოდელი მაქვს . 2 ცალია შეკვრაში და დაგჭირდება 2ივე, საწოვარა 0 თვიდან ,მერე 1 თვიდან გადახვალ მაგრამ მე პირდაპირ 1 თვის თავით ვაჭმევდი, ბოთლსაც მოყვება და კიწერე იკითხე რა ზომა მოყვება, თუ მოყვება აღარ იყიდო ცალკე პატარა ზომა .

anibani18
ჭამდა კი ანი მაგრამ მალევე ვაჭმევდი და ვიძინებდი კოხტად, ანუ ოთახიდან საერთოდ არგავდიოდი ხელოვნურზე რადგან იყო საუბარი უნდა ადგე გაუკეთოო, საწოლთან მქონდა მოწყობილი ყველაფერი, ბავშვებს ვისაც კოლიკები და მუცლის პრობლემები ჰქონდათ ასე ადვილად ვერ გადააჩვევ ღამე ჭამას თუ თვითონ არ ამოაგდეს ანი კვებები, ალექსანდრეს 10ზე რომ ვაძინებდი საღამოს დილის 9მდე ეძინა 1 წლამდე 6 თვიდან ღამე 2ჯერ ჭამდა მხოლოდ და 2 ბოთლი.მქონდა რომელსაც მერე დილით ვრეცხავდი , ეხლა 10-10მდე სძინავს ხანდახან 11მდე და დილით 7-8ზე ჭამს ცოტას ბრუნდება და იძინებს, ამიტომ ფაქტიურად გადაბმულად მძინავს მეც 12იდან-10-11 საათამდე biggrin.gif მე ისეთი კვება მქონდა შერჩეული რომელსაც მაღალ გრადუსზე გაკეთება და გაციება არსჭირდებოდა 35 გრადუსზე კეთდებოდა შესაბამისად საკმაოდ ადვილი იყო, 6 თვიდან უფრო გაადვილდა ყველაფერი, ეხლა კიდევ უფრო მარტივია კვების მხრივ ერთადერთი ისაა რომ.სახლს თავდაყირა აყენებს smile.gif))) მთელი სამზარეულო გადმოლაგებულია დღის ბოლოს სუნელებიანად biggrin.gif რატომ ვერ გადიხარ ანი? ჩასვი ბაᲕსვი ეტლში და წადი მე ყველგან ეგრე დავდივარ თუ მაღაზია მინდა ან რამე, ეტლით შევდივარ4 ყველგან, აფთიაქშიც მაღაზიაშიც, თუ კარი შესასვლელი არაა მეხმარებიან მაღაზიის თანამშრომლები, ჩეკი სახლიდნა სითი მოლის გუდვილშიც ბავშვით დავდივარ ეტლით, ეხლა აღარ სძინავს მაგრამ მანამდე ეტლში ეძინა ყოველთვის და ბევრად კომფორტული იყო ასე სიარული, ეხლაც აგროჰაბში ისე მიეჩვია სიარულს პჯახურად დავდივართ ეს პატარა ეტლს მიათრრვს ჩვენ დიდს smile.gif))) საკვებ სკამ მაგიდაში მყავდა ხოლმე დღის განმავლობაში, მე მივაჩვიე თაბისით თამაშს თვითონ ერთობა ძალიან ხშირად, მე თუ საჭმელს ვაკეთებ ეს სამზარეულოში ზის ქვაბებით თამაშობს ერთადერთი წიგნებს ვკითხულობთ ერთად ეს ფურცლავს და მე ვკითხულობ

Posted by: anibani18 2 Mar 2021, 14:38
Tua
ჰო, ნუ ასე ჩემიც იღვიძებს, ჭამს და იძინებს, არც ამომყავს საწოლიდან ღამის პერიოდში.
გინდება ხოლმე ბავშვის გარეშე წასვლა სადმე, რომ არც ეტლი ათრიო და არც არაფერზე იფიქრო ხოლმე...
6 თვიდან როგორ გაგიოლდა? მე ახლა უნდა ვეცადო ღამის კვებები ჩავუგდო ხოლმე. ხანადხან 40 გრამს ჭამს ხოლმე. ანუ არც შია პრინციპში, ჩვევის გამო იღვიძებს ასე მგონია.
ისეთი ჩაციკლული ვიყავი ხელს არ შესჩვეოდა, რომ ყველაფერს ვაკეთებდი ამის გულისთვის. ხელს არ არის შეჩვეული, მაგრამ სამაგიეროდ სულ მასთან უნდა ვიყო, ოთახიდან რომ გავდივარ ზმუილს იწყებს მაშინვე. უბრალოდ უნდა მხედავდეს. ახლა გადავწყვიტე დამოუკიდებლად ყოფნას მივაჩვიო, თორე გამიჭირდება ასე და თვითონაც ჭირვეული იქნება.
წიგნებს ჩვენც ვკითხულობთ. ძალიან უყვარს ფურცვლა წიგნების. 3 თვიდან ასეა.

Posted by: takotatuli1989 2 Mar 2021, 15:28
ვაიმე რა ფასებიააა, 2017-ში აქ ავენტი რომ არ იშოვებოდა გამოვწერე სამი შუშის ბოთლის კომპლექტი სხვადასხვა ასაკის თავებით და ორი საწოვარა 2 თვემდე. 64 ლარი დამიჯდა კარგად მახსოვს. მარა პირი არ დაუკარებია ჩემ შვილს ბოთლის თვის, ერთხელ აჭამეს სამშობიაროში ფორმულა და ისიც ამოიღო. მერე რძის შესანახად ვიყენებდი იმ იმედით იქნებ გარეთ ბოთლიდან ჭამოსთქო მარა ნუ ეგეც ტყუილად. წინასწარ არ გირჩევთ ბოთლების ყიდვას, ჰა ჰა ერთი იყიდეთ ყოველი შემთხვევისთვის.

Posted by: Tua 2 Mar 2021, 16:48
anibani18
შეგიძლია წყალი კიაცე მაგრამ თუ იღვიძებს მაინც გაიღვიძებს მაგ დროს, შეგიძლია ბოლომდე გამოაფხიზლო და ეთამაშო რაც შენთვისაც დისკომფორტია, მე კომფორტის ქალი ვარ მერჩივნა მიმეცა და დამეძინა Მშვიდად. რავი ჩემთვის 6 თვიდან ძალიან გაიოლდა, დღის რეჟიმიც დაალაგა ძილის,კვენის რეჟიმიც დალაგებული გვქონდა თავიდან ბოლომდე, ღამისაც უფრო დალაგებული ჰქონდა, ყველგან დამყავდა ეტლში იჯდა ჩვეულებრივად და ათვალიერებდა ყველაფერს. ეხლა 1 წლიდან უფრო ადვილი გახდა რაც სიარული დაიწყო , კი გეთანხმები რომ ხანდახან მარტო გასვლაც საჭიროა ეგ მეც მჭორდება ხოლმე და მე მიჩვეული მყავს დედაჩემთანაც რჩება, მამაჩემთანაც რჩება, ( მამაჩემს საერთოდ სასეირნოდ ვატან ხოლმე biggrin.gif) , იმ დღეს ჩემი ძმა შემხვდა აგროჰაბში რომ ვიყავით და გადაიდო ქარსითი წაიყვანა თავისთან,Მეუღლის მამიდაშვილებთანაც რჩება როცა არც დედაჩემს სცალია და არც სხვას , უბნის ყველა მაღაზიაში და აფთიაქში ვბიცნობენ , ზოგადად რაც უფრო პატარა ასაკიდან შეაჩვევ სხვასთან დარჩენას, გარეთ ბოდიალს, ხალხს უკეთესია, მერე ზოგ ბაᲕშვს ხალხზე რეაქცია უჩნდებათ და ტირილს იწყებენ როცა მიჩვეულები არ არიან, ეს ყველა ბავშვს ეხუტება და კოცნის ისეა მიჩვეული ხალხსაც, ხალმრავლობასაც, მოლებში დავათრევდი 1-2 თვის რომ იყო, თერმო ჩანთა მქონდა ბოთლით წყალი და ფორმულა კონტეინერში . ბავშვით გასვლაც კი გასვლაა გარეთ ჩემთვის , კილომეტრებს გავდივარ ხანდახან ვბოდიალობ ყველგან ბავშვით, ეგეც დიდი შვებაა უბრალოდ გარეთ რომ გადიხარ, ყოველ დღე მინიმუმ 1 საათი გარეთ ვართ.

Posted by: Tsitsi.la 2 Mar 2021, 17:41
Tua
ხო ერთი სული მაქვს გავიყვანო, ქარები დაგვემთხვა და ყინვა და რაც გამოვედით ვერ მოვიგდე კარგი ამინდი. ნელნელა გავიყვან ეხლა

Posted by: iratta_26 2 Mar 2021, 17:52
takotatuli1989
მომენატრა ეგ დრო, ბოთლები და ამბები biggrin.gif

Posted by: narkozeli 2 Mar 2021, 18:18
anibani18

აფთიაქში ვარ ამ წამს პსპ-ში და პლასმონს ქონია კარტოფილი ისპანახი და მწვანე ლობიო ერთად

Posted by: Tsitsi.la 2 Mar 2021, 18:25
anibani18
ხო ცხელ წყალში ჩაჯდომა შველის ამშვიდებს , ვცდილობ ძილის წინ სულ ჩავსვა ხოლმე.
აუ ეგ დატოვება და ზარები და პანიკები არ მითხრა, ასე მგონია გარეთ მშვიდად ვეღარ გავალ. სულ ორჯერ გადაუდებელ საქმეზე გავედი და აი მთელი საგვარეულო მირეკავდა პანიკებით.
ბავშვიც სულ ჩემთან არის, მეუღლეც სულ მუშაობს და ვერ მეხმარება ისეთი გრაფიკი აქვს და არ მინდა მარტო მე მიმეჩვიოს, მერე გაუჭირდება ხოლმე როცა დავტოვებ.
მოკლედ ბევრი ისეთი ნიუანსია თავიდანვე რომ უნდა გაითვალისწინო და მეშინია რამე არ გამომეპაროს.

Posted by: anibani18 2 Mar 2021, 20:39
Tua
რას ამბობ, თეო, ღამე ძილისთვისაა. ეს ჩემმა შვილმაც იცის. იმხელა შრომა ჩავდე, რომ არ არეოდა ღამე და დღე, ახლა როგორ დავიწყებ ღამით მასთან თამაშს smile.gif უბრალოდ ვხედავ რომ ბავშვი ჩვევის გამო იღვიძებს და მირჩევნია დავეხმარო სრულფასოვანი ღამის ძილი ჰქონდეს, ვიდრე იღვიძებდეს 40 გრამისთვის.

narkozeli
კარგია პლასმონის ფაფები? ზოგადად კარგ ბრენდად ითვლება მგონი.
გოგო, გადავწყვიტე მოვიცადო და 6 თვეზე დავიწყო ისევ. იქნებ უფრო მომზადებული იყოსიმ პერიოდისთვის. იქამდე მაგიდასთან ხშირად ვამყოფებ და გვიყუროს როგორ ვჭამთ, იქნებ ინტერესი გაეღვიძოს. თუ იცი რამე საინტერესო და სანდო წყაროები სადაც ადამინური ენითაა მოყოლილი ან დაწერილი მყარი კვების დაწყებაზე და რჩევებია მოცემული, წესებია ჩამოთვლილი, გამიზიარე გეთაყვა <3 მადლობელი დაგრჩები <3 კომაროვსკის ვუსმინე და გავერკვიე უფრო.
რძინაი ფაფების დანამატებში გულისხმობდი მაგალითად ხილს არა? უბრალოდ რძიანი შვრია ან წიწიბურა აქვს სემპერს?


Tsitsi.la
ჯერ მშვიდად იყავი. ახლა რთული პერიოდია, პირველი 1-2- 2,5 თვე. როგორც აეწყობი და შეძლებ, მიყევი ისე. ჩემი გამოცდილებით ვერ გააფუჭებ ბავშვს ამ პერიოდში. მერე უკვე შეგიძლია აღზრდაზე ფიქრი.

Posted by: Tsitsi.la 2 Mar 2021, 21:54
anibani18
ხო სადღაც მაგაზეც ვფიქრობ რომ ერთ სამ თვემდე მივიწეპო ესე და გავანებივრო და მერე ნელნელა დავალაგო. აი ძილითაც არ მინდა ხელში და ჯანჯღარით იძინებდეს , არადა სულ ცოტას წამოიტირებს და ბებიებს ეგრევე ხელში ყავთ და დააქანავებენsmile.gif)
ნუ გაზები სანამ გადაუვლის მომიწევს მაინც ხშირად მყავდეს ხელში, მერე ნელნელა შევაჩვიო იქნებ.
ძუძუს რომ ჭამს ეგეც თავისებურად მიჯაჭვულობას ქმნის, გინდა თუ არა მაინც ჩამოკიდებულია სულ.

* * *
Tua
anibani18
მყარ კვებაზე ვკითხულობდი ახლა თქვენ ნაწერებს და სილიკონის სოსკებივით რომ არის ნაჩხვლეტებიანი, შიგნით რომ ტენი საკვებს და თავისით გამოდის ცოტცოტა, ნეტა არ არის ეგ კომფორტული? ამაზონზს 5$ ღირს მაგრამ მგონი აქაც იყიდება . შეგიძლიათ ეგეც სცადოთ.

Posted by: Tua 2 Mar 2021, 22:07
anibani18
კი ძილისთვისა მაგრამ როგორც ჩვენ გვძინავს ჯერ გადაბმულად ეგრე ყველა ბავშვს არ სძუნავს, შეგიძლია წყალი სცადო ფორმულის ნაცვლად რომ მისცე ცოტა და დაიძ8ნებს თუ 40 გრამის გამო იღვᲘძებს. ძალიან იშვიათია ბავშვი რომელსაც ღამე ფეხის გატოკების გარეშე სძინავს განსაკუთრებით ის ბაᲕსვები ვ8საც კოლიკა და გაზები აწუხებს, სულ 2 ბავშვი ვიცი ეგეთი ერთია გვანცას ვაჩე და მეორე Ფორუმელიც ბავშვი კიდევ და ამ 2ს კოლიკა და გაზები სულ არჰქონია და ღამეც მშვიდად სძინავთ.
Tsitsi.la
ნიბლერი ქვია მაგ სოსკას კი ვიცი მქონდა მე ეგ 6 თვეზე ალუბალს ვუდებდი შიგნით მაგრამ დიდად არიყო აღფრთოვანებული biggrin.gif ეხლა კია დიდი და ლურკა გამოცლილს ჭამს მთლიანებს მაშინ ვუჭრიდი პატარებად და ისე ვაძლევდი, თან მარტო წვენი გამოდის იქიდან და სულ მოთხვრილია მერე ყველაფერი. Glitter არის ასეთი გვერდი მაგ გოგოს აქვს უბრალოდ ჩინური აქვს ტაო ბაოდან იწერს ყველაფერს.

Posted by: NatiaGull 2 Mar 2021, 23:57
anibani18
ან ღამით ჭამის მერე უჭირს ჩაძინება ?
ჩემი ისევ ხშორად იღვიძებს, ნუ ხშირად რა 2-3ჯერ და როფორც კი შეჭამს ეგრევე იძინებს.
უბრალოდ არ მინდა ღამით ჭამას ჯერ გადაეჩვიოს რადგან გადასარევი ნამატი არ აქვს. ანუ ნორმას იმატებს არც მეტს და არც ნაკლებს. ღამით რომ არ ჭამდეს არ ექნება კარგი ნამატი...
მყარს რომ დავაწყებინებ და წყალს, ღამით შევაპარებ ხოლმე ზოგჯერ მაგრამ არამგონია წყლით მოტყუვდეს biggrin.gif
ბოთლს რომ ხედავს დღისით, სიხარულით სხმარტალებს სულ biggrin.gif
ენაზე აქვს წითელი ლაქასავით ცოტა უკან, ფბზე გოგოებმა მითხრეს გეოგრაფიულ ენას გავსო, რცხილაძემ გლოსიტი ივარაუდა, მაგრამ რადგან სხვა არანაირი სიმპტომი არ აქვს უბრალოდ დაკვირვება მირჩია... ამაღელვა ამ ამბავმა მაგრამ მგონი გეოგრაფიული ენაა უბრალოდ, მამამისსაც აქვს და მეც ეგეთი ენა.


გილოცავთ გოგოებო დედის დღეს, პირველად ვხვდები ამ დღეს დედის ამპლუაში და ცოტა მეუცნაურება მაგრამ ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა ❤❤❤
ღმერთმა სულით და ხორცით ჯანმრთელი შვილები გვიმყოფოს და შეგვაძლებინოს ღირსეული დედობა გავუწიოთ მათ ❤

Posted by: fleurs 3 Mar 2021, 00:12
iratta_26
დიდები არიან შენი ბიჭები.დიდი ხანია აღარ მომიკრავს თვალი შენთვისsmile.gif

Posted by: Tua 3 Mar 2021, 00:17
NatiaGull
ნათი მაგ ასაკში 2-3ჯერ ნორმაა ღამე, მყარის დაწყების მერე ზოგი ღამე უფრო მეტჯერ ჭამს მაგისთვისაც ოყავი მზად, რადგან კალორია უფრო ნაკლებია მყარ საკვებში ვიდრე რძეში biggrin.gif , წყლით ვერ მოატყუებ თუ ბოთლს და ნორმას ბოლომდე ცლის ე.ი შია, აბა ალექსანდრე მოგეტყუებინა მთელ სამეზობლოს ესმოდა კივილი biggrin.gif

ენა გემეტიკური იქნება დიდი ალბათობით თუ ორივეს ეგრე გაქვთ

მეც გილოცავთ გოგოებო დედის დღეს , ღირსეული დედები ვყოფილიყავით ❤

Posted by: nino84 3 Mar 2021, 10:33
გოგოებო, გილოცავთ დედის დღეს, ბედნიერი დედები ყოფილიყავით ❤️

Posted by: anibani18 3 Mar 2021, 11:29
Tsitsi.la
ჩემიც სულ ხელში იყო, ღამით ეძინა ასე თუ ისე და ხან იწვა და ხან სად. ისე ვღიზიანდბეოდი ასე რომ იზრდებოდა. მერე 2.5 თვის ასაკში დავიწყე საწოლსა და დამ,ოუკიდებლად დაძინებაზე ვარჯიში და ახლა დავაწვენ საწოლში და იძინებს თავისით, არც ვარწევ, არც ვაჯანჯღარებ, არც აარფერი. ჩემი კიდევ საშინლად ტიროდა საათობით, კოლიკები ჰქონდა მგონი. ვერაფრით დაამშვიდებდი, შეშინებულები იყურებოდნენ ჩემები, არ ვიცი რა ეგონათ. გახვევამაც ძალიან მიშველა მერე. ჩემი უფრო ხელოვნურის ბავშვია. კი ჭამდა ძუძუს თავიდან, მაგრამ არ უყვარდა დიდად, მერე კიდევ თავისით მიანება თავი, პირს აღარ აკარებდა. მიწვენით აჭამე თუ შეძლებ, წოლაც უფრო შეეჩვევა. მერე გაადაწვინე ხოლმე. ჩემი მეგობარი ასე ზრდის თავის შვილებს, საოცრად დამოუკიდებლები ყავს, ერთი არ აიყვანს ზედმეტად ხელში, თავისით იზრდებიან ასე მგონია.
ბრაუნს აქვს ნიბლერი. მგონია რომ უფრო უსაფრთხო იქნება ვიდრე ჩინური, ფასიც მგონი უფრო მაღალია. მაგაზეც ვიფიქრე, ნიბლერით ხმ არ შევთავაზოთქო. მაგრამ გადავწყვიტე 6 თვემდე მოვიცადო და მერე ვნახავ რას იზამს ბავშვი. ბევრი საინტერესო გელოდება წინ <3
NatiaGull
ეღვიძება ხოლმე როცა შია. მე არ ვდგამ ხოლმე მაღვიძარას და ალბათ იმიტომ. რომ იწყებს ცქმუტვას, მაშინ ვიწყებ საჭმლის კეთებას და ამასობაში იღვიძებს კდიევ, მაგრამ მერე ამოიდებს თავქვეშ ხელეს და წევს ცოტა ხანი ასე ჩუმად, მერე ჩაეძინება თავისით. ახლა დაგიდებ ცხრილს ღამის კვებასთან დაკავშირებით.
მე ძალიან მღლის ეს ღამის გაღვიძებები, მერე ვერ ვიძინებ და ვწევარ გაშტერებული ხოლმე. 11 საათისთვის ძალიან კარგად ჭამს, შემდეგ გაღვიძებებზე კიდევ, ერთხელ ან ორჯერ იღვიძებს შემდგომ, უკვე ცოტას ჭამს და ამიტომ მგონია რომ უბრალოდ ჩვევის გამო იღვიძებს. წყალზე ჯერ ისე არ გიჟდება, რომ რძის ნაცვლად მიიღოს.
გეოგრაფიული ენა არ არის საშიში. დაგინიშნა რამე კვლევები?

მეც გილოცავთ, გოგონებო <3 ბედნიერი და ჯანმრთელი გიმყუფოთ შვილები უფალმა <3
* * *
ნათი, აი ეს ცხრილი.
user posted image

Posted by: NatiaGull 3 Mar 2021, 11:55
anibani18
ვაიმე მე ისე რობოტივით ვდგები საჭმლის გასაკეთებლად, თავს დავდებ თუ არა ბალიშზე ვითიშები. ფაქტობრივად არც ვფხიზლდები biggrin.gif
ან, ჩემი შვილი ვერ ჯდება მაგ ნორმებში biggrin.gif ხან 15 წუთიანი ძილები აქვს დღისით ხან გადააბამს ხოლმე 2-3 საათი, გარეთ გაყვანა მშველის ძაან ეგრევე ითიშება. მთავარია ღამიტ ძინავს? 12ზე იძინებს დილის 9მდე ხან 10მდე. ძილის რეგრესი აგვცდა მგონი და უბედნი3რესი ვარ biggrin.gif

ენაზე არაფრრი დაუნიშნია, მარტო დაკვირვება. თუ მოიმატა ან ნადები გაუჩნდა მაშინ ვიმოქმედოთო.
შინაგანად მგონია რომ გეოგრაფიულია უბრალოდ, რავიცი. იმედია ასეა
დავდებ ფოტოს და წავშლი მერე ძლივს გავაღებინე პირი biggrin.gif

Posted by: anibani18 3 Mar 2021, 12:10
NatiaGull
ენუკა <3 მე არ ვერკვევი, ნათი, მაგრამ დააკვირდი ჯერ. არაფერი იქნება საშიში, დარწმუნებული ვარ.
გოგო, ეს ღამით რამდენჯერ უნდა გაიღვიძოს, იმის ცხრილია. ანუ 4-7 თვემდე 1-2ჯერ იღვიძებენ ხოლმე და აკეთებენ 3-5 საათიან შუალედებს. ასე არ არის შენიც?
დღის ძილზე მეც ძალიან დაბნეული ვარ. ან როდის ეძინება, ან რამდენი სძინავს, ვერ ვხვდები. არც მაქვს დღის ძილის რეჟიმი, რადგან მგონი ჯერ თვითონ არ ჩამოყალიბებულა რაც 5 თვის გახდა. გარეთ გასვლა მართლაც შვებაა. ჯერ ხო ათვალიერებს ყველაფერს მშვიდად და მერე დაეძინება და სძინავს კარგად.
მგონი ჩვენც აგვცდა ძილის რეგრესია ამ ეტაპზე smile.gif
ადრე მეც ვიძინებდი და ახლა ეტყობა გადავიღალე და ვეღარ ვიბრუნებ კარგად ძილს.
თავისთვის თამაშობს, ნათი? მარტო რჩება ხოლმე ოთახში?

Posted by: NatiaGull 3 Mar 2021, 18:21
anibani18
დამავიწყდა წაშლა და დარჩა ფორუმზე ჩემი ბავშვის ენის ფოტო biggrin.gif
გოგო 3 ან მაქსიმუმ 4 საათიან შუალედებს აკეთებს ღამე.
კი თუ უსაფრთხოდ არის ვტივებ ხოლმე 10წუთით დაახლოებით. მაგრამ თუ ვერ მხედავს არ შფოთავს დიდად biggrin.gif

Posted by: ნაჭუჭა 4 Mar 2021, 00:00
გოგოებო გილოცავთ დედის დღეს, უფლისგან დალოცვილი შვილების ბედნიერი დედიკოები ყოფილიყავით მუდამ❤️
* * *
რამდენი ხამია არ შემომიხედოა აქ,მომენატრეთ❤️

Posted by: NatiaGull 4 Mar 2021, 00:09
გოგოებო ვისაც დიდი ბაიები გყავთ, თავისით იძინებენ? ანუ ჩააწვენთ ლოგინში და იძინებენ?
მე ჰაერში თუ არ ვიხტუნავე ჯერ ვერ იძინებს ისე. biggrin.gif
როცა ეძინებოდა რამდენჯერმე ვცადე ჩავაწვინე ლოგინში. ბორგავს მაგრამ ვერ ახერხება დაძინებას

Posted by: ნაჭუჭა 4 Mar 2021, 01:00
NatiaGull
ჩემს შუათანას აქვს რელიეფური ენა , მაგრამ ცოტა სხვანაირად გამოიყურება ვიზუალურად, თითქოს საზღვრები გოყოფილი აქვს ამ სიწითლეების, შეიძლება სხვადასხვანაირიაეგეც
* * *
NatiaGull
იშვიათია ბავშვი თავისით იძინებდეს მაგ ასაკში, თუმცა მიჩვევაზეცაა, რანაირად აჩვევენ არვიცი ოღონდ, მესამეზეც არ გამომივიდა ეგ ამბავი lol.gif ან ხელში ვატარებთ და ისე იძინებს ან ძუძუზე

Posted by: anibani18 4 Mar 2021, 11:12
NatiaGull
ჩემი ტავისით იძინებს, ნათი. მატყუარას ვაძლევ ხოლმე.
ნათი, რეაგირებს შენი გოგონა სახელზე? იხედება უკვე? ჩემი ჯერ არა. საშიშია ნეტა?

Posted by: NatiaGull 4 Mar 2021, 14:21
anibani18
ან სახელზე ჯერ ადრეა. მთავარია ხმებზე რეაგირებდეს. ხმაური სადაც ესმის ექით იხედება ჩემი გოგო

Posted by: Tsitsi.la 4 Mar 2021, 14:32
NatiaGull
აუ ჩემსას აქვს რძისგან სულ გათეთრებული ენა და პედიატრმა აეაფერი არ უნდაო, არა და ორი დღეა ზედმეტად ყოფს ენას და ატრიალებს აქეთ იქით და ასე მგონია აწუხებს და ეფხანება თქოsmile.gif

Posted by: NatiaGull 4 Mar 2021, 16:42
Tsitsi.la
სითეთრე არ არის საშიში არც ეფხანებათ . რძიანამ იცის ქავილი.
გიჟივით ვაკვირდები ჩემსას მარა ვერ ვატყობ ცვლილებას.
შენი ვაჩე გახდა უკვე ერთის ხო ? ❤❤

Posted by: Nnia 4 Mar 2021, 18:15
Tsitsi.la

ეგ რძიანა არაა არ შეგეშინდეს და არც აწუხებთ. გაწმენდა არ შეიძლება.თვᲘთონ გაუვლის.

Posted by: Tsitsi.la 4 Mar 2021, 19:20
NatiaGull
Nnia
მადლობა, ნელნელა ვსწავლობ ყველაფერს.
ვაჩე კი 3 ში გახდა 1 თვის

Posted by: NatiaGull 4 Mar 2021, 19:28
გოგოებო, დღეს მთელი დღეა სძინავს. ჯამში ალბათ 3 საათი იფხიზლა დილიდან..
უკვე სახლში დაიწყეს კითხვები რამე ხო არ აწუხებსო

Posted by: Tua 4 Mar 2021, 21:00
NatiaGull
გოგო მაგ ასაკში ცოტა რთულია ეგ ამბავი, მაგრამ სცადე ჩააწვინე საწოლში და იბორგოს ოტრიალოს და ჩაეძინება, ჩემი ნამეტანი დიდ ბაიათ ითვლება და ბანაობის მერე ვაწვენ საწოლში ვაფარებ და იძინებს. მაგ ასაკში არც ეს იძინებდა ეგრე არც მქონდა ილუზია რომ დაიძინებდა smile.gif))) მერე დიდ საწოლზე დავაწვინე გვერძე მივუწექი და ეგრე იძინებდა ეხლა უკვე თავის საწოლში ვაწვენ და იძინებს. აქვთ ბაᲕსვებს პერიოდები როცა დიდი ხამი სᲮინავთ მაგრამ მაინც სიცხე გაუსინჯე აუცილებლად.

Tsitsi.la
რძიანა ყველა ბავშვს აქვს სადღაც 6 თვემდე მერე თაბისით გასდით, ბევრ პედიატრს ეშლება სტომატიტში და ერთ ამბავს ტეხავენ მთელი გამოსუფთავებებით და ამბებით, არაა საშიში ❤

Posted by: NatiaGull 4 Mar 2021, 21:07
Tua
გავუსინჯე თეო არ აქვს. შუბლსაც სულ ვუმოწმებ...

Posted by: Tua 4 Mar 2021, 21:53
NatiaGull
ეძინოს გაანებე, ღამე გაგრიალებთ სავარაუდოდ biggrin.gif

Posted by: NatiaGull 4 Mar 2021, 22:11
Tua
8ზე გაიღვიძა და უკვე ჭუჭყუნებს ეძინება

Posted by: takoo1 4 Mar 2021, 23:09
Tsitsi.la
თუ აწუხებს გაუწმინდე ცოდოა,ჩემსასაც ქონდა არ გაუარა და უფრო მოედო მერე მთლიან ენაზე.გადადუღებულ წყალში გახსენი სოდა,თითზე დაიხვიე დასველებული ბინტი და გაუწმინდე.არაფერი არ დაჭირდება მეტი.მე ნისტატინი დამინიშნა პედიატრმა მაგან რო არ უშველა
* * *
anibani18
ანი ჯერ ადრეა სახელზე არააქვთ მაგ ასაკში რეაქცია ესე.მთავარია რო ელაპარაკები თვალით კონტაქტი დაამყაროს.ხმებზე ქონდეს რეაქცია და ა.შ

Posted by: Tsitsi.la 4 Mar 2021, 23:13
NatiaGull
ვაიმე აი ეგ კითხვებია რო მაგიჟებს თორე ისე არც უძილობა მოქმედებს არც დაღლა, როგორც ოჯახისწევრების და ნათესავების კითხვები ,,რატო ტირის”, ,, ხო არ შია” , ,,რა ჭამე რომ შეიბერა” , ,,ჩვენ დროს თვალწბს რძით უწმენდნენ” , ,,ჩვენ დროს კამის ნახარშს ვასმევდით” და ა.შ. smile.gif)))))) როდის გამივლის ამ ყველაფერზე რეაქცია რომ არ მქონდეს, ახლა ვხვდები რატომ ემართება ზოგ ქალს დეპრესია, ალბათ ამ ყველაფერს რომ
ვერ უძლებენ მაგის ბრალიაsmile.gif თან არ ვარ ის ტიპი რო ვინმე ადვილად ჩაერიოს ჩემ საქმეში და მაი ხ ახერხებენ რომ გამაღიზიანონ...

Posted by: takoo1 4 Mar 2021, 23:19
Tsitsi.la
biggrin.gif რატო ტირის მაგარი კითხვაა და თუ ტირის კიდე უეჭველი შია ისე არ შეიძლება ტიროდეს biggrin.gif მგონი არ გაგივლის პირიქითsmile.gif საკმაოდ გცვლის დედობა შეეგუე მაგას biggrin.gif

Posted by: Tua 5 Mar 2021, 00:09
Tsitsi.la
არასდროს გაივლის ეგ smile.gif)) დამიჯერე, დღემდე ეგრეა დედაჩემი მომენტებში მოუფრენს ხოლმე , ბავშვი ფეხს რატო დგავს ასე, ხელს რატო იქნევს ასე, თვალს რატო ხუჭავს სხვანაირად smile.gif))) 1 თვის იყო ზუსტად ჩემს რძეზე რომ დაემართა საშინელება, 6 საათი ტიროდა გადაბმულად და კოლიკასგან ჰქონდა ტრემორი ფეხის კანკალი და გამოიტირა ბავშვი დედაჩემმა ეპილეფსია აქვსო smile.gif))) სასწრაფო გამოიძახეს მერე და აუხსნა სასწრაფომ ადამიანურად, მაგრაამ ბოლოს მაინც აი ჩვენ დროს ესე არიყო, რავიცოდით ჩვენ კოლიკა რა გაზები რის გაზები ეს რანაირი თაობაა smile.gif))) ნელნელა შეეჩვევი დამიჯერე პირველი 2 თვე, მამაჩემი საერთოდ დანერვოზდა biggrin.gif ბავშვს კოლიკა და გაზები აწუხებდა ტიროდა ხოლმე ტკივილისგან და მიმაყვანინეს ნერვოპათოლოგთან , იმ კაცმა თქვენ დაიწყნაროთ ნერვები ჯობიაო biggrin.gif მერე ჩუჩა არ გადასდიოდა და უროლოგთანაც მყავდა რას ქვია არ გადასდის ეგ კაცობააო და სპეციალურად თან წავიყვანე რომ მოესმინა რას ეტყოდნენ ხმა არ ამოუღიათ, დედაჩეკიც წავიყვანე პედიატრთან და მას მერე მიჩუმდა ყველა smile.gif)))

Posted by: Nnia 5 Mar 2021, 00:25
Tua

აუ მეორე ბᲘჭი რომ იყოს წინასწარ მეშინია რა გაუძლებს ჩემს დედამთილს და ქმარს. ნუ ჩემებს ვერევი. ამათაც ვერევი მაგრამ მაინც ნერვებს მომიშლიან ვიცი. თან ჩრმი დედამთილი დამიწყებს 2 ბიჭი გავზარდე ჯანმრთელები არიან შენ რა იციო. და უმტკიცე ეხლა ამას. აუცილებლად წავიყვან ქმარს და თან ჩავიწერ ექიმის ნათქვამს. ვიცი მაინც "ნუ რავიცი, რავიცის" მეტყვიან :დდ შეიძლება ვინმე შემომელახოს.

ჩემ გოგოს პიკი რომ ქონდა კოლიკის აი ძაან ტიროდა, ისე რო არასდროს უტირია. აქეთ დასაწყნარებელი გამიხდა დედამთილი ვითომ მეხმარებოდა და სასწრაფოს დავურეკოთო ისე გავბრაზდი, მეთქი შენ შვილებს მუცელი არ სტკიებიათ. ბოლოს გავიდა შემეშვა. არა კი მეხმარება როცა მოდის ცოდვას ვერ ვიტყვი :დდ მაგრამ ეს ძველი რაღაცეები მაგიჟებს.

Posted by: te_teo1995 5 Mar 2021, 00:30
გოგოებო გამარჯობათ, 1 სატკივარი გამომიჩნდა და ვინმეს თუ გაქთ პასუხი არ დაიზაროთ რა. მეორე ორსულობაზე საშვილოსნო სწორ ნაწლავზე მაწვებოდა, აი აუტანელი დისკომფორტი იყო და მოკლედ საკეისროთი გავაჩინე. 6 თვე გაციდა და სადღაც 1 თვეა დანჩემდა დილით ტუალეტის მერე სიმძიმე უკან სწორ ნაწლავზე, საშვილოსნოს დაწევას ვეჭვობ, ხვალ ან ზეგ მივდივარ ჩემს გინეკოლოგთან და მანამდე იქნებ ვინმემ მითხრათ რამე მადლობა

Posted by: anibani18 5 Mar 2021, 10:08
Tsitsi.la
ჩემი შვილი ტიროდა ისე საშინლად, სიტყვებით ვერ ავღწერ. პირველი 40 დღე მარტო ვიყავი, მერე გადავწვიტე დედასთან წავსულიყავი. დედა საოცარი მყავს, ყოველთვის გვერდში მიდგას, ერთადერთი ადამიანის ვისი იმედიც მაქვს ცხოვრებაში. მაგრამ ჩემი ოჯახში კიდევ მამაც არსებობს smile.gif ხოდა დედასთან არ ვიცი რა დაემართა, უძილობისგან თუ კოლიკები თუ არ ვიცი რისგან, საშინელი ტირილი დაიწყო, უფრო ყვირილი იყო ეს ვიდრე ტირილი. როგორც კი დაიწყებდა ასე ტირილს, ყველას ავიწყდებოდა თბილი გრძნობები (დედის გარდა), იკრიბებოდნენ კარში და მახსოვს მამაჩემის, ჩემი ძმის და ჩემი ქმრის შეშინებული სახეები კარებში. მერე შიშნარევი საუბრები, რატომ ყვირის ასე ძალიან, ექიმთან მიიყვანეთ. მაშინ როცა ყველა პედიატრი მყავდა მოვლილი, სხვა მიზეზების გამო ოღონდ. არ ვიცი, ფსიქიურად აშლილი ეგონა მამაჩემს, თუ რატომ იყურებოდა ასეთი შეშინებული. იმ წუთას მძულდა ყველა კაცი დედამიწის ზურგზე.
არ მოუსმინო არავის. ეს პედრიოდი მალე გაივლის, თან 1 თვის ყოფილა უკვე. თვენახევარი და გაზებიც გაუვლის და უძილობაც. მე ერთი მალამო მქონდა, იმას ვუსვამდი მუცელზე და ძალიან შველოდა. ვედროში ჩასვი ხშირად. უბრალოდ თუ ძალიან ტირის, არ ვიცი როგორ მოახერხებ მაგ დროს გახდას, მე ვერ ვახერხებდი. თბილი რამ შეამოახვიე მუცელზე კიდევ. მთავარია, იცოდე, რომ ეს პერიოდი მალე გაივლის. შენ ჯერ არც კი იცნობ შენს ბიჭს, თავისი ხასიათი არ გამოუვლენია ჯერ. ეგუება სამყაროს ამ ეტაპზე. 3 თვიდან ნახავ რა ბიჭიც გყავს, როგორი ხასიათი აქვს <3

Posted by: NatiaGull 5 Mar 2021, 13:20
Tsitsi.la
ეგეთ შეკითხვებს ვერსად გავექცევით სამწუხაროდ... ზოგჯერ ისე მაბრაზებს, ლამის ავფეთქდე. მცენარეულ დამამშვიდებელს ვსვამ biggrin.gif რამე ძალიან უწყინარიც რომ მითხრან, შიგნიდან ვიხრჩობი ბრაზისგან, მაგრამ მაინც ვცდილობ კორექტული ვიყო.
მადლობა ღმერთს ოჯახში ნაკლებად მაწუხებენ. და მადლობა კოვიდს რომ ასე თუ ისე იზოლაციაში ვართ biggrin.gif

მე სულ ის მიკვირს, ვინც ეგეთი ფრაზებით გვამკობს, თვითონაც ხომ იყო ჩვენს ადგილზე და ასე მალე დაავიწყდათ ის განცდები ?

* * *
anibani18
ან შენი გოგო როგორ იმატებს ? ჩემმა 4 თვიდან შეამცირა მატებაც და ჭამაც... 200გრამამდე აქვს მხოლოდ ნამატი.
მომიწევს 5 თვიდან დავუწყო დამატება

Posted by: Tsitsi.la 5 Mar 2021, 19:57
gogatakoo
Tua
anibani18
NatiaGull
უფ გოგოებო კარგია რომ მარტო არ ვარ და კიდევ კარგი ეს ძველი თაობა მაინც ყველას გვყავს გარშემოsmile.gif) არა ნუ დედაჩემს და ჩემ დედამთილს რომ ვუყურებ მგონია ბავშვი არ გაუზრდიათ ან ამნეზია აქვთ და დაავიწყდათ ყველაფერიsmile.gif) ვიცი რომ დროებითია ეს პერიოდი, გადაუვლიწ წუწუნი და ნელნელა გარშემომყოფებიც დაიღლებიან ჭკუის როგებით. მთავარია კარგად ვიყოთ smile.gif

გოგოებო ბავშვის სარეცხის ფხვნილი რომელია ყველაზე ნორმალური დაბალბიუჯეტიანებში? ბიოლაინი მქონდა და მითავდება, ფასდაკლებაზე ვიყიდე და ეხლა ვეღარ გავწვხები სულ მაგას

Posted by: NatiaGull 5 Mar 2021, 20:05
Tsitsi.la
უშასტი მქონდა ტავიდან მაგრამ ახმობდა ტანსაცმელს ძაან, ახლა ფროშის მაქვს და ძალიან მ9მწონს, არბილებს რაღაცნაირად.
ბაბლიც მქონდა ეგეც კარგია.

Posted by: anibani18 5 Mar 2021, 21:13
Tsitsi.la
ბიოლაინი მეც მეძვირა. ფროში იყიდე, ფასი იგივეა თითქმის, მაგრამ მოცულობით მეტია, თან ცოტა ჩაასხი რეცხვისას. ფროშის და ბიოლაინის გარდა არ მიხმარია სხვა.
NatiaGull
ნათი, თავიდან, პირველ თვეს, ჩემს გოგოს ჰქონდა ძალიან დიდი ნამატი, 1.500 მოიმატა. ძალიან პატარაც დაიბადა. მერე მოუკლო მატებას და ბოლო პერიდოში იმატებს ცოტას, 100-200 გრამს. ჭამით ძალიან არეულად ჭამს, დღის განმავლობაში 80-120, იშვიათად 150. დილაობით არ არის მადაზე ხოლმე, დღის მეორე ნახევარში ეხსნება მადა. მაიმუნობს სულ ჭამის დროს და მგონია რომ ამიტომ ჭამს ცოტას.
მე დღეს ყვავილოვანი კომბოსტო მივეცი. არ ვაპირებდი არაფრის მიცემას, მაგრამ ძალიან მშიერი იყო და მაწიოკებდა. უცებ ვტაცე ხელი ყვავილოვანის ქილას და ჩავტენე პირში. ცოტა აფურთხა, მაგრამ მერე "ყოჩაღ, ყოჩაღ!" ვუძახე და გადაყლაპა ცოტა smile.gif) ხვალ კიდევ მივცემ. რასაც ვკითხულობ, 12-15-ჯერ უნდა გაასინჯო ბავშვს თითო პროდუქტი, რომ გემო შეიგრძნოს საბოლოოდ. არ დანებდეთო, ამბობენ ექიმები. მეც გადავწყვიტე მივცე ჯერ ყვავილოვანი, მერე შევურევ რამეს. არსად მეჩქარება და ნელ-ნელა იქნებ გაგვეხსნას მადა. არ ავლენს ჯერ ინტერესს, როცა ჩვენ ვჭამთ ხოლმე. შეიძლება ამიტომაც იფურთხება.

გოგონებო, მომეცით რა რჩევები, როგორ შევაჩვიო უჩემოდ ყოფნას ოთახში. გავდივარ ოთახიდან, მარტო რომ იყოს და ზმუის სულ. არ ვიცი როგორ დავიწყო, ცოტა ხნით გავიდე ჯერ, რომ დავბრუნდები ოთახში, მივიდე და დავამშვიდო, თუ ვითომც ეს ჩვეული ამბავია, ოთახიდან გასვლა, ისე მოვიქცე. ხალიცაზე რომ თამაშობს, გავდივარ მაშინაც, მაგრამ ძალა არ ყოფნის ძალიან დიდი ხანი ითამაშოს, თან სათამაშოები რომ გაუგორდება, ვერ წვდება და იწყებს აქაც ტირილს. შევდივარ და ვეხმარები. მოკლედ, გამიზიარეთ რა გამოცდლება, მადლობელი დაგრჩებით <3

Posted by: NatiaGull 5 Mar 2021, 22:51
anibani18
გოგო ყვავილოვანს და ბროკოლს 7-8თვიდან ვაპირებ რადგან ბერავს.

ან, ჭიტა ეთამაშე ხშირად რომ ნელნელა მიხვდეს, როცა არ ჩანხარ მაინც მასთან რომ ხარ და ჯერ ცოტახნით დატოვე ხოლმე და მერე გაზარდე დრო.

გოგოებო უსაფრთხო ჭურჭელი სად ვიყიდო?
გუშინ დაწერეს რომ ბამბუკისაც არ ვარგა თუ 70 გრადუსიან წყალში მოხვდება და რისი ვიყიდო ?

Posted by: Tua 6 Mar 2021, 10:37
Tsitsi.la
მე უშასტის ვხმარობდი და მერე გადავედი სანოს საბავშვო სიატხეზე 3 ლიტრიანია და 9 თვე მყოფნიდა( მემზოგადად ეს სარეცხი სითხეები იმდენი ხანი მყოფნის მგონია რომ.სხვები 1 თვეში რომ ასრულებენ ჭამენ თქო smile.gif)))) ფროშიც რომ მქონდა 6 თვე მქონდა პირველი ნაყიდი ბოთლი.

NatiaGull
მე კანპოლის თეფში მაქვს სულ პირველი სხვა არც დაგჭირდება 1 წლამდე არცერთი , ერთი აღრმა თეფში გჭირდება, ზოგადად აფთიაქში უნდა იყიდო ან გამოიწერო მე მანჩკინები მაქვს გამოწერილი ამაზონიდან.

anibani18
ოთახში მარტო მაგ ასაკში ვერ დატოვებ რადგან თვითონ მყარად ჯდომა არშეუძლია, ხოხვა არშეუძლია, საკვები სკამი თუ გაქვს შენ როკ.სამზარეულოში იქნები ჩასვი მაგაში გადაუწი საზურგე და დსუკიდე სათამაშოები ან დსიწყე წინ რომ ითამაშოს, ერთიანად დიდი ხნით ვერ დატოვებ მაინც ყურადღება უნდა აუცილებლად , უბრალოდ დასვი და აშენ არმიხვიდე სათამაშოდ გვერძრ დაჟექი დივანზე ან რავიცი, 6-7 თვის მერე ვერც დატოვებ გადაბრუნება თუ დსიწყო კარგად და მერე ადგომა საწოლში საერთოდ ვერ გახვალ იქვე უნდა იყო smile.gif
* * *
NatiaGull
ბროკოლა და ყვავილოვანს რაც შეეხება ეგ ინდივიდუალურია ბევრ ბავშვს არ ბერავს ამიტომ უნდა სცადო თუ არ შებერა ჩვეულებრივად შეგიძლია აჭამო, ალექსანდრე 5.5 თვიდან ვაჭმევ ორივეს და რომ არ ბერავდა გავაგრძელე.

Posted by: NatiaGull 6 Mar 2021, 10:55
Tua
თეო ეგ კანპოლი უსაფრთხოა ?
ბამბუკიც უსაფრთხოაო ამბობენ აფთიაქში მაგრამ მელამინს გამოყოფს თურმე ცხელ წყალში...

Posted by: nopiahopi 6 Mar 2021, 11:35
NatiaGull
QUOTE
კანპოლი უსაფრთხოა ?

კანპოლს კარგი რაღაცეები აქვს. კოვზები მქონდა მაგისი და ძაან კარგად გამომადგა.

Posted by: Tua 6 Mar 2021, 16:16
NatiaGull
კი უსაფრთცოა და დღემდე ვიყენებ ჯამს მისაწებებლით რომელიცაა აი საერთპდ არაფერი მოსვლია , პირველი კოვზიც კანპოლის გვწონდა ჩვენ სილიკონის თავით, ეხლა ჭიქა ვუყიდე კანპოლის ბამბუკის ყიდვა არასდროს მომსვლია აზრად smile.gif) კანპოლი იმდენად კარგია და თან ბიუჯეტურიცაა ფასებში. სილიკონის თეფშები მინდოდა და მერე მივხვდი რომ სისულელეა დიდიი ფერს კარგავს ყველა საკვებზე გადადის ფერი, ეხლა მაქვს ეგ კანპოლი და მანჩკინიც მაქვს დანაყოფებიანი ევ უკვე დიდი ბავშვებისთვისაა ბევრ რამეს რომ ჭამენ ერთად.

Posted by: anibani18 7 Mar 2021, 10:59
გოგონებო, ჯერ ვასინჯებ მყარ საკვებს და მერე ვაძლევ ფორმულას. ხოდა თუ ბავშვმა ამოიღო ჭამის შემდეგ ნახევარ საათში, ნუ ცოტა, მაგრამ მაინც ამოიღო, ნიშნავს ეს თუ არა რომ, ჩემს შემთხვევაში, ყვავილოვანი კომბოსტო არ უხდება?
ჭამს ცოტას, ერთ პაწია კოვზსაც არა.

Posted by: NatiaGull 7 Mar 2021, 12:35
Tua
თეო, სემპერის ურძეო წიწიბურა, სემპერის ურძეო სიმინდი-ამით უნდა დავუწყო ფაფები და მერე რა გავასინჯო, რისი ფაფა ?


Posted by: Tua 7 Mar 2021, 16:13
anibani18
კი არმოსწონს ყვავილოვანი და მაგიტო იღებს.

NatiaGull
გოგო მე დავიწყე სემპერის ურძეო წიწიბურით და სადღაც ნახევარი რომ ჩავცალე მერე გადავედი ურძეო შვრია აქვს ჰიპპს ( სემპერს არმახსოვს აქვს თუ არა), ეგეც სადღაც 10 დღე ოღონდ 3 დღე ხომ გავასინჯე ეს შვრია და მერე უკვე ვუნაცვლებდი 1 დღე წიწიჰურა, მეორე დღე შვრია მერე დავამატე სიმინდი მაშინ სემპერის არიყო და ნუტრიბენი ვაჭამე, მერე უკვე ამ 3ს ვუნაცვლებდი მაგრამ.როცა სემპერის ყუთი ჩავცალე ახალი აღარ კიყიდია ურძეო წიწიბურა მერე რძიანი ვაჭამე ჰიპპის რძიანი წიწიბურა, ხილის და დანამატების გარეშეა სრულად, თითო ყუთი ჩავცალე ურძეოები მერე ისინიც და უკვე მერე ყველაფერს ვაჭლევდი რძიანებს. პლაზმონს აქვს ხორბლითაც ფაფა მაგრამ შაქრიანია პლაზმონის ყველა ფაფა და აღარ მიმიცია უკვე ეგ

Posted by: takoo1 7 Mar 2021, 17:06
anibani18
ანი არ გინდა ჯერ კომბოსტო ცოტა მერე გაასინჯე,თან თუ არ მოსწონს ნუ დააძალებ,სხვა რამე გაასინჯე ჯერ. მალევე ნუ მისცემ რძეს.შუალედში გაასინჯე ცოტა როცა არ შია.მაგას მნიშვნელობა არ აქვს ფორმულამდე გაასინჯებ თუ მერე,შუალედი დაიცავი უბრალოდ.
* * *
NatiaGull
ნუტრილაკსაც აქვს ურძეო წიწიბურა,დანარჩენი ვერ ვიშოვე თორე აქვს სხვა მარცვლეულიც.

Posted by: anibani18 7 Mar 2021, 19:48
gogatakoo
მე მეგონა მშიერზე სჯობდა მიმეცა.
ხვალ ისედაც ახალ პროდუქტზე გადავალთ. არა მგონია რამე უდიდესი სიამოვნებით ჭამოს...
ხვალ ქარი თუ არ იქნება, წავალ ბარბალეში. რომელი მწვანილები გავასინჯო?

მოჟამულ ხასიათზეა დღეს, სულ წუწუნებს, ბუზღუნებს, არაფერი ახარებს და ვერსად იპოვა გასართობი, სძინავს 20-20 წუთი, იღვიძებს ტირილით, იძინებს ტირილით. ვუმოწმებ ღრძილებს და არ ჩანს ჯერ კბილების ნასახი. რა უნდა იყოს ნეტა სხვა.

Posted by: NatiaGull 7 Mar 2021, 21:38
Tua
gogatakoo
მადლობა გოგოებო, სემპერის წიწიბურა ვიყიდე ჯერ და ძქლიან მცირეს გავასინჯებ.
რძეს აღარ სვამს დიდად და მენერვიულება.
anibani18
ან, რამდენი კვირისაა ? ზრდის დღეებია შეიძლება
ამის მიხედვით ნახე აბა
user posted image

Posted by: Tua 7 Mar 2021, 22:12
anibani18
ყვავილოვანმა მუცელი ატკინა და გაზები აწუხებს სავარაუდოს ამიტომ აღარ მისცე ეხლა კარგახანი , ბარბალეს მწვანილები არ აქვს და ჰერბიას მწვანილი უნდა იყიდო ეგაა ამ ეტაპზე ყველაზე სუფთა ბაზარზე.

Posted by: ninucanodo 7 Mar 2021, 23:57
QUOTE (gogatakoo @ 7 Mar 2021, 17:06 )
anibani18
ანი არ გინდა ჯერ კომბოსტო ცოტა მერე გაასინჯე,თან თუ არ მოსწონს ნუ დააძალებ,სხვა რამე გაასინჯე ჯერ. მალევე ნუ მისცემ რძეს.შუალედში გაასინჯე ცოტა როცა არ შია.მაგას მნიშვნელობა არ აქვს ფორმულამდე გაასინჯებ თუ მერე,შუალედი დაიცავი უბრალოდ.
* * *
NatiaGull
ნუტრილაკსაც აქვს ურძეო წიწიბურა,დანარჩენი ვერ ვიშოვე თორე აქვს სხვა მარცვლეულიც.

ნუტრილაკს აქვს საწყობი ნახალოვკაში ჭყონდიდელის ქუჩაზე და ყველა სახრობა აქვთ თან იაფად

Posted by: anibani18 8 Mar 2021, 09:50
NatiaGull
24 კვირისაა, ნათი. მე თვითონ ვარ ძალიან დაღლილი და მგონი ესიც მოქმედებს ბავშვზე.
როგორ არის მარიამი?
არც ჩემი ჭამს რძეს. 40 გრამზე ჩამოვიდა. არც მყარ საკვებს იღებს დიდად, სულ ოდნავ. ნეტა შენი როგორ მიიღებს. მომიყევი რა მერე.
Tua
იმდენი არ უჭამია რომ მუცელი სტკენოდა. პურის ნამცეცის ხელა თუ გადაყლაპა. კი, ვნახე მათი საიტი, ვიცი რომ არ აქვს მწვანილი. დღეს მაინც ისეთი ამინდია ვერ გავალ ეტლით. შემდეგი კვირისთვის გადავდებ.

Posted by: NatiaGull 8 Mar 2021, 11:09
anibani18
ღრძილები ხო არ აქვს დაბერილი ? მაგ დროსაც იციან უმადობაო...
ძილშიც არ ჭამს რძეს კარგად ?
ჩემი ჭამს ოღონდ 2ჯერ.
კარგადაა, ენის სიწითლეც არ იმატებს.

Posted by: takoo1 8 Mar 2021, 12:28
Tua
თეო აქვთ მწვანილი როგორ არა,მე ვიყიდე წინა კვირასsmile.gif
ninucanodo
უი არ ვიცოდი ეგ,იაფია აფთიაქთან შედარებით?ფაფების ფასი ხო არ იცი ?
anibani18
კამა,ოხრახუშს ქინძს ვუშვებოდი მე თავიდანვე.ხახვსაც.ნიორს ხან კი ხან არა,არ მოსწონს გემო მაინცდამაინც
ანი ლუკიანეც ეგრე ტიროდა მარა კბილები არ ეტყობოდა.იციან წინასწარ ეგრე ხასიათის შეცვლა.მაგ პერიოდში აირია ლუკიანეც ზუსტად.

Posted by: anibani18 8 Mar 2021, 13:21
NatiaGull
ყველაზე კარგად ჭამს სადღაც ღამის 11 საათზე. ახლა მიეჩვია და 2 საათზე ღამე ეღვიძება, არ შია ხოლმე მაგ დროს, მერე ძილი უნდა და უჭირს დაძინება.
არა, ღრძილები არ აქვს მგონი დაბერილი. მე ვერ ვამჩნევ. მე უფრო ჩემი ხასიათის ზეგავლენა მგონია.
კარგია, რომ სიწითლე არ ედება ენაზე. როდის იწყებ წიწიბურას?
gogatakoo
მადლობა, თაკო <3
ნეტა ამან ჭამა დაიწყოს რა... რა სტრესი ყოფილა მყარი კვების დაწყება

Posted by: Baia4 8 Mar 2021, 13:30
გოგოებო, იცით რა მაინტერესებს. ბავშვთან ერთად სამშობიაროდან რომ ბრუნდებით, პოლიკლინიკიდან ექიმი/მედდა მოდის სახლში? ან ტექნიკურად ეგ როგორ ხდება, ანუ ბავშვია აღრიცხვაზე დაყენება და ა. შ. ?

Posted by: anibani18 8 Mar 2021, 13:50
gogatakoo
თაკო, რისი კითხვა მინდოდა კიდევ, ამ მწვანილებს კრავ და ბოსტნეულს მათთან ერთად ხარშავ, მერე ყრი, თუ ნედლად თუ როგორ მივცე?
როგორ აირია ლუკიანე? ისეთი ოქრო იყო ეს ჩემი გოგო, ახლა არ ვიცი რა სჭირს, თან მძიმეა ჩემთვსი და ხელში ვერ ამყავს და ზმუის და ზმუის მთელი დღე.

Baia4
სამშობიაროდან გამოგატანენ ფორმა 100. მერე აარჩევ ექიმს პოლიკლინიკაში, თუ შეუთანხმდები, შეიძლება თავადაც მოვიდეს, ჩვენთან მოვიდა მაგალითად. მიხვალ ჯერ პოლიკლინიკაში ამ ფორმა 100-ით და დააყენებ ბავშვს აღრიცხვაზე, მერე შეუთანხმდები ექიმს და აჩვენებ ბავშვს ან მოიყვან სახლში. ძალიან მარტივი პროცედურაა.
ჩემი პირადი აზრია, რომ მხოლოდ პოლიკლინიკის ექიმის იმედზე არ უნდა იყო და გყავდეს კიდევ სხვა პედიატრი, სანდო, მცოდნე, თანამედროვე მიდგომებით.

Posted by: takoo1 8 Mar 2021, 14:09
anibani18
ნუ გეშინია დაიწყებს:*
გოგო ჯერ ბოსტნეულს ვხსრშავ და ნახევრად რომ მოიხარშება მერე ვყრი მწვანილებს,ხახვს თავიდანვე ვაგდებ.

ცუდად ეძინა ხოლმე,ჭირვეულობდა უცებ აერია ხასიათი.6თვიდან ჩემ ლოგინში ძინავს ვეღარ მივაჩვიე თავის ლოგინს.

Posted by: Baia4 8 Mar 2021, 14:18
anibani18
აი ზუსტად მაგაზე ვფიქრობ, მაგალითად, ძალიან მომწონს პედიატრი სოფო სულავა და მინდოდა პირველი დღიდანვე ერთი კარგი პედიატრი მყავდეს, და არა უბნის რიგითი ახალბედა

Posted by: anibani18 8 Mar 2021, 15:42
Baia4
აცრების გაკეთებას თუ აპირებთ, უბნის პედიატრი გჭირდებათ, მაგრამ მგონინმის იმედდ მართლა ვერავინ იქნება. სოფო კარგი პედიატრია ♡
gogatakoo
მერე გადავყარო მწვანილი თუ დავაბლენდერო?

Posted by: Tua 8 Mar 2021, 17:07
Baia4
მე დავდივარ სოფო სულავასთან ბავშვი რომ.1 თვის იყო კაგ ასაკიდან, ასევე აღრიცხვაზე მყავს უბნის პედიატრთანაც აცრების გამო, რომ გამოხვალ არ არის აუცილებელი ეგრევე გააქცუნო ექიმთან მაგრამ.მე 1 თვის ასაკში მყავდა სოფოსთან, სოფო მერე თვითონ გიბარებ როდის უნდა მიხვიდე მასთან რამდენი თვის ასაკში, აცრებს უბნის პედიატრთან ვუკეთებ ვაჟაზე ევექსის პოლიკლინიკაში ვართ აღრიცხვაზე და უფასო აცრები რაც არის ფრანგულები იმათ ვუკეთებ გეგმის მიხედვით როცა რა ეკუთვნის, უბნის პედიატრის იმედზე არუნდა იყო არასდროს , თან არც ამოწმებენ დიდად არაფერს, უბრალოდ მისი მიმქრთვა გინდა რომ ბაᲕსვი აცრაზე მიიყვანო იმუნოლოგთან მეტი არაფერი.

anibani18
ანი ეგ ერთი ნამცეცი კომბოატოც შეიძლება ბერავდეს მე მაგ დროს 8 წვეთ ბობოტიკს ვაძლევდი ხოლმე მაგ ასაკში როცა ბროკოლს ანნყვავილოვანს ვაჭმევდი და არგვქონდა პრობლემა . მწვანილს რაც შეეხება, ჯერ კამით დაიწყე 3 დღე და მერე სხვა მწვანილები შეიყვანე ეტაპობრივად მწვანილიც ალერგიულია, მწვანილი უნდა ჩააგდო ბოლოს 5 წუთით ადრე და წამოადუღო უბრალოდ, მერე მწვანილს ყრი და რაშიც მოიხარშა იმ.ნახაღშოთ ათხელებ უკვე ბოსტნეულს, მე ხახვსაც ვაგდებდი და ნიორსაც, პატარა ნაჭერს. ბოატნეულის პირველი წყალი აუცილებლად გაკოცვალე რომ წამოდუღდება გადაღვარე და ახალი დაასხი
* * *
gogatakoo
გუშინ ვიყავი და არჰქონდათ, მე ჰერბია მირჩევნია ის მონასტრის მწვანილი აღარ აქვთ მემგონი რაც მანამდე ჰქონდათ და ისევლც გაპის სტანდარტის მწვანილს ვაჭმევ ზაფხულამდე biggrin.gif

Posted by: NatiaGull 8 Mar 2021, 18:29
anibani18
ან, არ ინერვიულო ეხლა მაგის გამო. ზოგი ბავშვი წლამდე რძის გარდა არაფერს იკარებს. ნუ გეშინია დაიწყებს ნელნელა.
დღეს რომ გავუკეთე ფორმულა, ცოტა ჩავყარე შიგნიტ და მგონი მოეწონა biggrin.gif
ისე ფაფები რომ სცადო ? იქნებ მოეწონოს...

Posted by: anibani18 8 Mar 2021, 19:54
NatiaGull
რა ჭკვიანურად მოგიფიქრებია <3 უბრალოდ ჩავყარო რძეში? რამდენი? ზემოთად დავწერე, კომაროვსკის აზრით მყარი კვება რძიანი ფაფით უნდა დაიწყო, რადგან რძე ყველაზე ახლოსაა ბავშვის პირველ საკვებთან და მისი მიღებაც უფრო ადვილად ხდება. ირაკლიმ რა რჩევები მოგცა მყარ კვებაზე?
დღეს ყაბაყი ვაჭამე. ვაჭამე ძალიან ხმამაღალი სიტყვაა. თან ისეთი ბუზღუნაა, აი, თავი გაგისივდება და ეს მყარი საკვები კიდევ დამატებითი სტრესი. ღამ-ღამობით მეტირება დაღლისგან.
ერთი საკითხი მაფიქრებს და შენი აზრი გამიზიარე რა. ძალიან არ მინდა ჭირვეული და გაზულუქებული იყოს ბავშვი, მინდა იცოდეს შრომის ფასი. როგორ აღვზარდო აქედანვე, ამაზე ვფიქრობ სულ. როგორ ფიქრობ შენ?

Posted by: Tua 8 Mar 2021, 20:34
NatiaGull
ნათიი ბოთლით ფაფის ჭამას ნუ მიეჩვევ, პედიატრები არუწევენ არცერთი რეკომენდაციას , მერე სულ ბოთლით მოგთხოვს და იდეაში არაა ეგ კარგი, მყარი საკვების კიღების რეკომენდაცია არის კოვზით და ჯამიდან.

anibani18
ანი ზპგი ბავშვი 2 წლამდეა უჭმელი , ეგ ბავშვის ზნეა ეგეთი და მაგას ვერშეცვლი არუბდა და არჭამს, ვერც დააძალწბ ეგ უარესია. ერთადერთი გამოსავალია უბრალოდ არდანებდე და ყოველ დღე მაინც შესთავაზო რაღაც, დიდი ნერვები უნდა უჭმელი ბავშვი ძალიან რთულია, ურთულესიც კი მაგრამ რას ვიზავთ ყველა ბავშვი არაა მჭამელი და ყველას თავისი ხასიათი აქვს .

Posted by: NatiaGull 8 Mar 2021, 21:04
anibani18
გოგო ჯერ არ მისაუბრია ირაკლისთან მაგაზე, ამ თვეში ცოტა დღეს აქვს მიღება და ჯერ ვერ ჩავეწერე.... ან
ვიცი გინდა რომ ყველაფერი საუკეთესო გაუკეთო შენს გოგოს მესმის, მეც მინდა სწორად გავზარდო და აღვზარდო მაგრამ ჯერ ნუ აიფეთქებ მაგაზე ფიქრით თავს. ყველაფერს თავისი დრო აქვს.
რაც მთავარია მბრძანებლობით არ უნდა სცადო რამე ასწავლო, ანუ არ დაჯდე ხოლმე და არ უთხრა ეს ასე უნდა ქნა ეს ისე. უბრალოდ ეცადეთ სწორი მაგალითები მისცეთ.
თამაშთამაშით სთხოვე ხოლმე რამეში დახმარება. და თან ყოველთვის შეაქე. ყველაფერიც არ შეუსრულო, თუ ისტერიკას მოაწყობა ხოლმე ეცადე ყურადღება გადაატანინო ან დააიგნორო მისი ჭირვეულობა.
ამ ეტაპამდე ჯერ ადრეა და ნუ ინერვიულებ, როცა შესაბამის ასაკში იქნება ინსტინქტურად იგრძნობ რა და როგორ. მე ამის იმედი მაქვს biggrin.gif
Tua
კი თეო მართალი ხარ უბტალოდ მაინტერესებდა გემოზე შეეცვლებოდა თუ არა სახე. ისევ რძის კონსისტენცია ჰქონდა არხ გასქელებულა. კოვზით ვაპირებ რა თქმა უნდა რომ მივცე ხოლმე :*

Posted by: Tua 8 Mar 2021, 22:02
NatiaGull
anibani18
ჯერ წინ გაქვთ ტანტრუმები და ისტერიკები, 5 თვის ასაკში მაგაზე ფიქრით მართლა ნუ დაღლით ტვინებს , დატკბით ამ პერიოდოთ ესეთი მშვიდი პერიოდი არგექნებათ წინ დამიჯერეთ smile.gif))) ჯერ მიყევით დინებას ჩვეულებრივ , ბევრ რამეს თვითონ სწავლობენ ბავშვები მაგ ასაᲙსი, ცოტა დიდ ასაკში თქვენც ჩაერთვებით და დსეხმარებით, 5 თვე არაა ის ასაკი რომ ბავშვს შრომის ფასი, ან მარტო ოთახში საათობით დარჩენა ასწავლოთ , წინ კბილების პერიოდი გაქვთ კიდევ, ზოგს ადვილად აკოსდის და ზოგს კიდევ რთულად ღამეები ისტერიკებში არიან და ვერ წყნარდებიან

Posted by: anibani18 9 Mar 2021, 09:24
Tua
თეო, ძალიან გთხოვ, ნუ ამახინჯებ ჩემს ნათქვამს. მე არ მიგულისხმია ბავშვის საათობით მარტო დატოვება, ან სახლიდან წასვლა და ბავშვის მარტო გამოკეტვა, ალბათ ეს აშკარაცაა. უბრალოდ ტუალეტში შესვლა, რომ არ იტიროს ისე. არც ის მიგულისხმია, ტუალეტები ვახეხინო ახლა და ასე ვასწავლო შრომის ფასი.

Posted by: Na-Servus 9 Mar 2021, 13:48
გამარჯობა
ვკითხულობ ყველას პოსტს და დაწერას ვერ ვასწრებ)))
კითხვა მაქვს გოგოებო
რა საბავშვო წიგნები არსებობს, რას მირჩევთ. ჩემებს მინდა ვაყიდინო და გამოვაგზავნინო. გამოცდილება ქართულ წიგნებზე საერთოდ არ მაქვს, 9 წელიწადია აქეთ ვარ(
ძალიან მინდა რომ ქართული იცოდეს. მარტო რომ ვარ ქართულად ველაპარაკები მაგრა არა მგონია 3ს იყოს საკმარისი((

Posted by: narkozeli 9 Mar 2021, 14:14
Na-Servus

ასაკს გააჩნია, ბიბლუსში აქვთ დიდი არჩევანი, მთელი ბიბლუსი ვიყიდე მგონი 5 წლამდე ასაკის რაცაა :დ
საიტზე შეგიძლია დაათვალიერო:

https://biblusi.ge/products/category/?category=2367&page=1

თუ რომელიმე დაგაინტერესებს მკითხე, დიდი ალბათობით მექნება ნაყიდი და გაგიზიარებ ღირს თუ არ ღირს.
პატარა ასაკში მთავარია ქონდეს სქელი ფურცლები და ბევრი ნახატები.

Posted by: Na-Servus 9 Mar 2021, 14:51
narkozeli დიდი მადლობა <3
2 თვის ხდება, მაგრამ ახლავე ვიჭერ თადარიგს. კორონას გადამკიდე როდის ჩამოვალ..... შეგაწუხებ მოგვიანებით რომ ავარჩევlove.gif

Posted by: Tua 9 Mar 2021, 19:30
Na-Servus
მე მაქვს პალიტრას 10 წიგნიანი ნაკრები ბიბლუსში ვიყიდე , მაგრამ ილუსტრაციებით არვარ აღფრთოვანებული, მაგრამ ბავშვს ძალიან მოსწონს , კიდევ პატარა წიგნები მაქვს ფერები, ცხოველები ცალცალკე ეგ აფთიაქში ვიყიდე ,მაგრამ ბიბლუსსაც აქვს , ბიბლუსს აქვს კარგი არჩევანი, დუმბაძის ლექსებსაც აქებენ გოგოები ეგ ჯერ არმიყიდია გეგმაში მაქვს. ეხლა ძიძამაც მირჩია რამოდენიმე და მეც თუ მომეწონა დავდებ ინფოს

anibani18
5 თვის ასაკში ტვალეტში გასვლა არუნდა ჭირდეს, ჩააწვინე ეტლში და მიაგორე სადმე ისეთ ადგილას სადაც შენ ხარ , თუნდაც კარებთან და მოხურე კარი , ტრიალს რომ დაიწყებს, ხოხვას და სიარულს მერე უფრო დიდი პრობლემაა , მაგ ასაკში ყველაზე ადვილია ჩემი აზრით , მე ეტლში მეწვა დავაგორებდი ყველგან gigi.gif მეორე ვარიანტი საკვები სკამია, სამზარეულოში რომ ვიყავი და საქმე მქონდა ეს საკვებ სკამში იყო სათამაშოებით ერთობოდა , სპეციალური სამაგრი მქონდა მრგვალი და იმაზე იყო მიმაგრებულო სათამაშოები.

Posted by: NatiaGull 9 Mar 2021, 19:59
anibani18
მეც კალიასკაში ვაწვენ ხოლმე მივცემ სათამაშოებს და რომელ ოთახშიც გავდივარ გამყავს. თუ ჭურჭელს ვრეცხავ გვერდით მყავს. აბა ეგრე სცადე

გოგოებო, ერთი კიტხვა მაქვს.
ყველა ვცდილობთ და ვეცდებით რომ ბავშვ3ბს ვაჭამოთ ორგანული და უსაფრთხო პროდუქტი ეს გასაგებია.
მაგრამ როდემდე გვექნება ამის შესაძლებლობა ?
ანუ მუდმივად ალბათ ვერავინ მოახერხებს ჯანსაღად კვებოს ბავშვი და რა ასაკამდე არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეს ?
დღეს მეზობელი მეუბნება, ხაჭო გამოუსვი ხოლმე პირშიო, ლამის ცეცხლები ვაფრქვიე. აი უკვე ვიცი რა ომი მელის წინ სა ცუდად ვარ biggrin.gif
სახლში გაიძახიან, ძროხის რძეზე გაზრდილი ხალხი უფრო ჯანმრთელიაო. 4 თვის ბავშვს უნდა მივცე სოფლის რძე ამათი აზრით sad.gif

Posted by: Na-Servus 9 Mar 2021, 22:26
Tua
დიდი მადლობაlove.gif


ეტლია ჩემი ხსნა, სამზარეულოში მყავს, საჭმელს რომ ვამზადებ, არ ჩერდება ისე.

NatiaGull
გუშინ, ჩემ ქმარს, ქონდა იდეა, ანანასის ჭამისას, წვენი გავასინჯოთო
დიდხანს ემახსოვრება ჩემი სახე
yes.gif vik.gif lol.gif

Posted by: NatiaGull 9 Mar 2021, 23:23
Na-Servus
ვაიმეე ყველაზე მეტაად ვცოფდები როცა ქმარიც რაღაც საბჭოურს დააბრეხვებს ხოლმე biggrin.gif მაგრამ მადლობა ღმერთს , რომ ვუხსნი იგებს biggrin.gif

Posted by: Na-Servus 9 Mar 2021, 23:29
მშიდად გამომიცხადა, ბებიაჩემი შაქარზე დაწვეთებულ რომს მაძლევდა პატარას და მეტყობა რამე რომ ვერ გავიზარდეო?? (2 მეტრია)))) დედამთილმა ჩაის არ ასმევო??? )))
ხოდა მთლად საბჭოთას ვერ დავაბრალებთ გადამრიეს ამ შუა ვენაში help.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: მზე 10 Mar 2021, 15:58
NatiaGull
ეხლა ბაღში მიმყავს და ბაღი ვერ ვნახე სადაც ჯემი არ აქვთ smile.gif
ნამცხვრებში შაქარს არ უშვებიან და სუპებში მარილს smile.gif
მერე ბავშვები აღარ ჭამენო, რო არიან მიჩვეულნიო. ასე რო მინიმუმ ბაღში რო შეიყვან შეგიძლია დაივიწყო ჯანსაღი კვება smile.gif
ერთმა მითხრა ამოვუღებთ ხოლმე ცალკეო
ერთში ფაფებს ატკბობენ შაქრით
მესამე ცოტას ვუშვებით და თვენი ბავშვისთვის ცალკე ვერ გავაკეთბთ და ა.შ.
კერძოებზეა საუბარი

Posted by: Tua 10 Mar 2021, 16:22
NatiaGull
ბაღის ასაკამდე ბაღიდან ეგ ამბავი შეგიძლია დაივიწყო, ნუ თუ ადრე მიიყვან ბაღში 2 წლიდნ თუ გვიან 3 წლიდან, მაგრამ მე უკვე დსკიდებული მაქვს ყაბაყი მაგალითად ეხლა აღარ არის ქართული და მკიდია ვაჭმევ smile.gif) ბროკოლიც ანალოგიურად არის რაღაცეები რაც უკვე დავიკიდე 1 წლის ასაკის მერე, რასაც ვშოულობ უსასუქოს ვშოულობ და იმას ვაჭმევ და რასაც არა მაგაზე ვერ ვიდარდებ, მაინ მოუწევს ადრე თუ გვიან. ნუ მარილს და შაქრიანებს არვაჭმევ, არც ჯემებს არც მურაბებს, ნახარშებს, სხვა რქღაცეებზე გაჭედვა აღარ მაქვს biggrin.gif

Posted by: NatiaGull 10 Mar 2021, 21:41
მზე
Tua

ბაღებშიც რომ არ გაჭყიპონ შაქრით არ შეიძლება ? :/

Posted by: Tua 10 Mar 2021, 23:26
NatiaGull
ეგრე ბაღებში არაჟანსც აჭმევენ და იმერულ ყველსაც რომელიც დიდად არაა რეკომენდირებული, ნუ იმერული განსაკუთრებით დიდებშიც არაა კარგი

Posted by: მზე 11 Mar 2021, 16:34
NatiaGull
ყველამ ერთი და იგივე მითხრა, რომ არ ჭამენ მერე ბავშვები და ბოლოს ისევ მშობლები გვთხოვენ რომ დავუმატოთო

Posted by: Redial 11 Mar 2021, 17:05
ისე შემოვიჭრები რა )))

ერთი მხრივ იმათიც მესმის, ვინც ბავშვის ჯანსაღ კვებაზე ასე ზრუნავთ და იმათიც, ვინც ნელ-ნელა შეზღუდვებს ხსნით.
წლამდე ვიარე თითის წვერებზე, ყველა ვადა დავიცავი ახალი საკვების მიწოდების, ყველა წესი მომზადების რაც შემეძლო )))

მაგრამ ნელ-ნელა, როცა ბავშვი უკვე ე.წ. ''საერთო სუფრაზე'' გადადის- რავიცი მე უმარილო, უშაქროს არ ვჭამ. ამიტომ, იმას ვთავაზობდი რაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო.
ამას დიდხანსაც ვერ შევძლებდით ისედაც, მინ. დაბადების დღის ცენტრებია- სადაც ყველამ იცით რა კვებაცაა, კოკა-კოლას რომ სვამს სხვა ბავშვი რამდენ ხანს დაუშლი შენსას.
ეს გაზიანები სადღაც 3 წლამდე მოვარიდე, მერე ვეღარ

მოკლედ, ნელ-ნელა რაღაცებს ვაჩვევთ. თუას თქმის არ იყოს, დღემდე სადაც შევხვდები უსასუქოს და ჯანმრთელს, კი ბატონო, მაგრამ
იმხელა ძალისხმევას უკვე აღარ ვდებ. მიირთმევს იმას, რაც ოჯახში სადილად მზადდება. რაღაც ასაკის მერე ვუშვებთ სადავეებს და ნორმალურია ეს.


გაითვალისწინეთ, უკვე 7 წლის ბავშვზე ვსაუბრობ.

Posted by: Tua 11 Mar 2021, 17:28
Redial
გეთანხმები ზუსტად 1 წლამდე მეც ვდიე ეგეთ რაღაცეებს და ეხლა ხანდახან რაც ჩვენ გვაქვს იმას ვაჭმევ ანუ საერთო სუფრას, არის მწარე , ცხარე, ნიგვზიანი გამონაკლისებში , ხანდახან ჩემი გაკეთებული კექსიც მიმიცია პაწაწინა ეგ იშვიათად ძალიან, ნუ ეხლა 2-3 წლამდე უმარილოს ამბავშვი და უშაქროს ამბავში გავქაჩავ და მერე ნუგვზიანსაც ვააჭმევ ალბათ, 7 წპის ბაᲕშვისთვის კიდევ ცალკე მემგონი აღარ უნდა აკეთებდეს ვინმე საჭმელს, 7 კი არა 3 წლისთვისაც აღარ გავაკეთებ სავარაუდოდ smile.gif)) მჭადი, ყველი, ღომი, ხაჭაპური, ლობიანი ასეთებსაც კი ვაჭმევ თუ ჩემი გაკეთებულია .
ჩემს ძლის შვილს მაგალითად 5 წლამდე არც კანფეტს აჭმევდნენ აი საერთოდ არაფერს, არც ლიმონათი ჰქონდა გასინჯული და 6ის გახდა თუ არაა და 1 ყლუპი გასინჯა ვეღარ აჩერებენ იმდენ ტკბილს ჭამს უაზროდ იმიტომ.რომ არც ჰქონდა მანამდე ნაჭამი, ეგეც მეორე უკიდურესობაა smile.gif

Posted by: Redial 11 Mar 2021, 18:09
Tua
QUOTE
ჩემს ძლის შვილს მაგალითად 5 წლამდე არც კანფეტს აჭმევდნენ აი საერთოდ არაფერს, არც ლიმონათი ჰქონდა გასინჯული და 6ის გახდა თუ არაა და 1 ყლუპი გასინჯა ვეღარ აჩერებენ იმდენ ტკბილს ჭამს უაზროდ იმიტომ.რომ არც ჰქონდა მანამდე ნაჭამი, ეგეც მეორე უკიდურესობაა

გეთანხმები.
ზომიერებას უნდა შევაჩვიოთ. მე მაგალითად უშაქრო ჩაის ვსვამ და ასეც ვაძლევდი ბავშვს, არცერთი სხვა ოჯახის წევრი არ სვამს უშაქროს. ერთხელ სხვისი გასინჯა და ეს სიტკბო მოეწონა. მერე ითხოვს შაქრიანს.
აქ რაოდენობას ვაკონტროლებ უკვე, მაგრამ სრულიად უშაქროს ვეღარ ვასმევ.

ზომიერების კონტროლი გვევალება უფრო დიდ ასაკში უკვე, ყველაფერს ვერ მოარიდებ


Posted by: მზე 11 Mar 2021, 18:53
Redial
რავიცი მე ჩემს შვილს ყველა დაბადების დღეზე ვაჭმევ ტორტს, მაგრამ შაქრიანს და მარილიანს ვუზღუდავ.
ფაფაში არ ვუშვები შაქარს, არც მისთვის რო ვაკეთებთ საჭმეს იმაში.
საერთოდ სუფრიდანაც კი ჭამს ცხადია მარილიანს და შაქრიანს. ლობიოს მაგალითად მისთვის ცალკე ხო არ გავაკეთბთ, მაგრამ როცა მხოლოდ მისთვის ვხარშავ წიწიბურას იმას არ აქვს მარილი.
ეს ნორმალურია. ეხლა ბრაუნი რო გვაქვს სახლში სიტყვაზე, რომელსაც 500 გრამი შაქრით, 100 გრამი კაკაოთი და 250 გრამი შოკოლადით ვაცხობ და უმსუყესი და უტკბესია, ის ნია-ნუას თეფშზე ვერ მოხვდება biggrin.gif მაგრამ ვაშლის ღვეზელი, რომელსაც ცოტა შაქარი აქვს, 1 ნაჭერს ვაჭმევ და ასე.

ასე, რომ მაინც შეიძლება დაიცვა ოქროს შუალედი.

7 წლის ბავშვზე არ ვარ კომპეტენტური, 3-ის ხდება ჩემი biggrin.gif

Posted by: Tua 11 Mar 2021, 19:13
მზე
მეც ზუსტად ეგრე ვაჭმევ ეხლა უკვე, მისთვის ცალკე თუ ვაკეთებ არც მარილს და არც შაქარს არ ვაკარებ, ფაფებს ისეც ჭამს გემრიელად, მაგა.საერთო სუფრიდან რათქმაუნდა უმარილო ვერიქნება, კექსში მე ცოტა შაქარს ვᲣშვები, ტორტიც გასინჯული აქვს დაბადების დღეზე მხოლოდ , ბრაუნის ვერც მე ვაჭმევდი, ნაყიდ ტორტსაც ვერ ვაჭმევ თუ არვიცი რომ სანდოა, მხოლდ ჩემი გაკეთებული აქვს ნაჭამი biggrin.gif

Posted by: NatiaGull 11 Mar 2021, 19:54
მეც მაგ აზრზე ვარ გოგოებო, მუდმივად ვერ გააკონტროლებ. უბრალოდ როცა 1 წლამდე ყველანაირად ორგანულს ჭამს და მერე ნელნელა გადადის საერთო სუფრის ჭამაზე, ამით ის 1 წელი წყალში ხო არ იყრება როცა ჯანსაღად იკვებებოდნენ ?

Posted by: Tsitsi.la 11 Mar 2021, 20:18
მზე
საჯარო ბაღებში უფრო მეტად აქცევენ დღის კალორაჟს და მარილი შაქრის ზომიერებას ყურადღებას. მქონია შეხება შიდა სამზარეულოშიც და მშობლები ზოგჯერ პირიქით წუწუნებენ უგემურია ყველაფერი უმარილო და ჩემი შვილი არ ჭამსოsmile.gif)
კერძოებში არ კონტროლდება ეგ საკითხ უფრო თვითონ წყვეტენ და არც კონტროლი აქვთ მგონი.

ისე კარგია როცა ჯანსაღი გვინდა მივაწოდოთ ყველაფერი, მაგრამ ეგ მუდმივი არ იქნება და ყველგან ყველაფერს ვერ გავაკონტროლებთ, ამიტომ ზომიერად ორგანიზმი უნდა იყოს მზად რომ მერე ერთიანად არ დააწვეს ბავშვის ორგანიზმს . ყველაფერში რთულია ზომიერება მაგრამ საჭიროა.
მე ორსულობაშიც ეგ მიდგომა მქონდა, ვჭამდი ყველაფერს როცა მინდებოდა ცოტცოტას და არაფერი ამიკრძალია.

Posted by: Tua 11 Mar 2021, 21:05
NatiaGull
ყველაფერს ვერ იშოვი ნათი ჯანსაღს და ორგანულს, ორგანული არცაა საქართველოში არაფერი, უბრალოდ ქიმიური სასუქების ნაცვლად ბიპ სასუქს და ბიო შესაწამლს იყენებენ ძირითადად, ტყვია ჰაერში და მიწაში იმდენია მაგისგან ვერ დაიცავ ვერანაირად. მე პატარა რომ იყო მაშინაც ვაძლევდი ყაბაყს უცხოურს მაგალითად რადგან ქართული შემოაული არიყო, არასდროს არგადავფიჩინებულვარ ვაიმე ეს ორგანული არაა და არვაჭმევ, ადრე თუ გვიან მაიმც შეჭამს იმას და 1 წლამდე უბრალოდ კუჭი თირკმელები და ეს ორგანოები ყალიბდება ასე ვთქვათ თორე რაუნდა ჩაყარო წყალში?რა ზიანს მოუტანს ისეთს არც არაფერს, მთავარია ზომიერება დს8ცვა და 5 თვის ასაკში ეგრევე სერპფიანი მაწვმებით და მარილიანი საკვებით არდაიწყო , თუნდაც ის შაქარიც 1 წლიდან დაშვებულია მაგალითად დაბ დღის ტორტის სახოთ განანრამდენი უნდა ჭამოს 2 ლუკმა smile.gif) თუნდაც საერთო სუფრიდან ნაჭამი შემწვარი ქათმით, რათქმაუნდა კანგაცლილი მხოლოდ ხორცი ან ხაჭაპური კიდევ. ყოველდღე ხომ არ ჭამენ იშვიათი გამონაკლისი დასაშვებია

Posted by: მზე 11 Mar 2021, 23:00
Tsitsi.la
ვერ დაგეთანხმები "ორგანიზმი უნდა იყოს მზად" ნაწილში.
თან მხოლოდ ის ხო არაა ჩვენი მიზანი რომ ჯანსაღად იკვებოს 1 წლამდე ან თუნდაც 3 წლამდე როცა უფრო მნიშვენლოვანია ბავშვისთვის ჯანსაღად კვება, არამედ ზოგადად სწორი კვების ჩვევა ჩამოვუყალიბოთ.

როგორც ზოგი საჯაროა კარგი და ზოგი ცუდი, ისევე კერძოებიც. რავი მემგონი ნორმალურ კერძოებში ვიკითხე და მჯერა რო უმეტესობა ბავშვები მართლა არ ჭამენ.
აქაც ეგ აზრია როგორც ხედავთ. ერთ-ერთ ჯგუფშიც ვიკითხე და გადამიარეს :დ იმის ნაცვლად რო ერჩიათ ბაღი სადაც იქნებოდა ჯანსაღი საჭმელი, წავიდა იმაზე ჩემი დამუნათება რომ ბავშვისთვის ასე არ შეიძლება და ბლა ბლა biggrin.gif არადა უბრალოდ ვიკითხე რა გამოცდილება ჰქონდათ

Posted by: Tsitsi.la 11 Mar 2021, 23:14
მზე
რათქმაუნდა არ არის აუცილებელი დამეთანხმოთ, ეს უბრალოდ ჩემი აზრია. რახან კონკრეტულად არავისთვის მიგიმართავთ მეც დავაფიქსირე აზრიsmile.gif

არავინ გედავებათ იმაზე, რომ ბავშვის ჯანსაღი კვება პრიორიტეტია ყველა მშობლისთვისsmile.gif
მაგრამ, ამ სამყაროში ყველაფერს ჯანსაღს ვერ ვიშოვნით, ჰაერიც კი ისეთი დაბინძურებულია, ასე თუ მივუდგებით ბავშვის ჰაერზე გაყვანასაც არ აქვს აზრი. არ ვამბობ იმას, რომ არ უნდა ავარიდოთ თავიდან ის რაც ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა ბევრი კვლევა მაქვს იმაზეც წაკითხული რომ თუმდაც სწორი კვების დროს იშვიათად ჯანქ ფუდების მიღება აუცილებელიც კია, მეტაბოლური სისტემისთვის. ახლა არ ვაპირებ ამაში ჩაღრმავებას, პატივს ვცემ ყველას აზრს,’უბრადლო მე ჩემი დავაფიქსირე.

ბაღზეც რა გამოცდილებაც მქონდა ის დავწერე. ვეძებდით ოჯახის წევრისთვის და ბევრში გავიკითხეთ და საბოლოდ ჩემი აზრი ეგ იყო რომ საჯაროში უფრო აკონტროლებენ კვების საკითხს, თუმცა კარგი და ცუდი რათქმაუნდა ორივეშია.
წარმატებას გისურვებთ, იმედია იპოვნით ისეთს როგორსაც ეძებთ.

Posted by: Tua 11 Mar 2021, 23:19
მზე
ეგეთი ბაღი არ არსებობს sad.gif იმერულ ყველს რომ ბავშვს აჭმევენ ბაღებში ეგ უკვე ჯანსაღად არითვლება... არც ჯემია ჯანსაღი და არც ხაჭო არაჟანი ჩელი აზროთ, მანი ფაფა ხომ საერთოდ არაა ჯანსაღი არანაირად მაგრამ ყველგან აჭმევენ. ბაღებში ძირითადად კერძოებში უფრო სტანდარტული კვებაა პატარ პატარა სხვაობებით.
ჩემს შვილს მაგალითად კარაქიანი და ჯემიანი პური გასინჯულიც არ აქვს და ყველაფერდ მაინც მოხარშული ბროკოლი ურჩევნია, სულ რპმ დაშაქრული მივცე რამე ბროკოლს აარჩევს smile.gif)))

Posted by: მზე 11 Mar 2021, 23:20
Tsitsi.la
QUOTE
თუმცა ბევრი კვლევა მაქვს იმაზეც წაკითხული რომ თუმდაც სწორი კვების დროს იშვიათად ჯანქ ფუდების მიღება აუცილებელიც კია, მეტაბოლური სისტემისთვის. ახლა არ ვაპირებ ამაში ჩაღრმავებას, პატივს ვცემ ყველას აზრს,’უბრადლო მე ჩემი დავაფიქსირე.

უი აი ესეთი არ მსმენია ნამდვილად rolleyes.gif

QUOTE
რათქმაუნდა არ არის აუცილებელი დამეთანხმოთ, ეს უბრალოდ ჩემი აზრია. რახან კონკრეტულად არავისთვის მიგიმართავთ მეც დავაფიქსირე აზრი
რაღაც ისეთი ტონით წერთ, თითქოს საწყენი დავწერე რამე biggrin.gif თქვენც თქვენი აზრი გაქვთ და მეც ჩემი და მეც დავწერე უბრალოდ biggrin.gif

QUOTE
ბაღზეც რა გამოცდილებაც მქონდა ის დავწერე. ვეძებდით ოჯახის წევრისთვის და ბევრში გავიკითხეთ და საბოლოდ ჩემი აზრი ეგ იყო რომ საჯაროში უფრო აკონტროლებენ კვების საკითხს,

მადლობა გაზიარებისთვის. მეც უბრალოდ ის დავწერე რაც ვიცოდი და ეგ იყო.

QUOTE
წარმატებას გისურვებთ, იმედია იპოვნით ისეთს როგორსაც ეძებთ.

მადლობა smile.gif აუ რავი, ძაან მეეჭვება biggrin.gif
თქვენ რამხელა შვილი გყავთ?
* * *
Tua
QUOTE
იმერულ ყველს რომ ბავშვს აჭმევენ ბაღებში ეგ უკვე ჯანსაღად არითვლება...

არაქარხნულს გულისხმობ ალბათ ხო? ჰო ვიცი, არაფრით არ შეიძლება sad.gif მეც არ ვაჭმევ სახლში :| და მეც არ ვჭამდი ორსულობასა და ლაქტაციის დროს, მერე დავიკიდე biggrin.gif

QUOTE
არც ჯემია ჯანსაღი

აი ჯემი ისეთი არაჯანსაღია, რომ მეც კი არ ვჭამ :| მაგას კიდე მურაბა ჯობია, რაის ჯემი :|

QUOTE
ხაჭო

უი ხაჭოს რას ერჩი? მგონი პირიქით სასარგებლოა არა?

QUOTE
არაჟანი

ჰო ესეც ცხიმის გამო ხო? ამასაც არ ვაჭმევ/ვჭამ

QUOTE
მანი ფაფა ხომ საერთოდ არაა ჯანსაღი არანაირად

აუ ამაზე მეტი მაინტერესებს. მემგონი კვირაში ერთხელ არაფერს აშავებს და ვაჭმევ ხოლმე. არა?

Posted by: nino84 11 Mar 2021, 23:34
გოგოებო, 1 წლის ბავშვისთვის ექოსკოპია გადაგიღიათ? გულის ექო გვიწევს და ვერ ვხვდები როგორ უნდა გავაჩერო, წამი არ ისვენებს

Posted by: Tua 11 Mar 2021, 23:35
მზე
ხაჭოს არაფერს ვერჩი უბრალოდ აი არაჟნი როა მაგას უკვე ვერჩი biggrin.gif
იმერულს მე არ ვჭამ საერთოდ თუ ხაჭაპურში არაა ანუ თერმულად დამუშავებული საშინლად მეშინია ბრუცელოზის და სხვა დაავადებების sad.gif არავინ ვჭამთ ოჯახში საერთოდ smile.gif)
არა არაფერს აშავებ კვირაში ერთხელ მითუმეტეს, უბრალოდ მანში არაფერი ჯამსაღი არაა ანუ ვიტამინები და სხვა მინერალები, სიტყვაზე შვრიაში უფრო მეტია რამე სასარგებლო, მანი უბრალოდ კალორიებია და ვსიო , მანი მეც მიყვარს რძით ვანილით და ბევრი კარაქით smile.gif))) მაგრამ 6 თვეში ერთხელ ვჭამს gigi.gif , ეგრე რომ ჩავუღრმავდეთ ჰერკულესიც არშეიძლება ყოველდღე რომ ჭამოს არც დიდმა არც ბავშვმა. მე ვუნაცვლებ ფაფებს შეძლებისდაგვარად
* * *
nino84
მე გადავუღე 11 თვის რომ იყო მაშინ და ისეთ დროს დავამთხვიე ჭამა.რომ უწევდა, ბოთლი ვატაკე და გაჩერდა, ვინც ვერ გააჩერა რცცილაძემ ატარაქსი დაუნიშნა მეოთხედი აბი რომ დაეძინა ბავშვს, თუ მიიყვან და ვერ გააჩერებ მერე პედიატრს კითხე, თვითონაც აქვთ ცხვირის წვეთებია და ადუნება ბაᲕსვს, მაგრამ.პედიატრთან გაიარო კონსულტაცია უკეთესია

Posted by: მზე 12 Mar 2021, 07:24
Tua
მადლობა ტუა <3
ჰო მეც ვიცი რო მანი კალციუმის შეწოვას უშლის ხელს მაგრამ კვირაში ერთხელ არაუშავს მგონი.
ჰო შვრიასაც მაქსიმუმ კვირაში 3-ჯერ ვაჭმევ. უფრო სწორად 5 მარცვლის ნაზავს. მე კი ვჭამ ხოლმე მეტჯერ მხოლოდ შვრიას biggrin.gif თან ინსტანტს :| თან შაქრით biggrin.gif მარაა მარტივია და ნორმალური გემოსი ეს ოხერი biggrin.gif

Posted by: nino84 12 Mar 2021, 10:59
Tua
მადლობა, დღეს მიმყავს რცხილაძესთან და ვკითხავ ყოველი შემთხვევისთვის. ბოთლით შეიძლება გაჩერდეს.
მზე
Tua
ფაფებზე გკითხავთ რა, ანუ წლიდან დავუწყე ნორდიკის წიწიბურა, 4 და 5 მარცვალი, შვრია. სიმინდი ვერ ვნახე და არ აქვს ნორდიკს? კიდე რისი ფაფა შემიძლია მივცე? ბრინჯზე თავს ვიკავებ

Posted by: Redial 12 Mar 2021, 11:14
nino84
QUOTE
1 წლის ბავშვისთვის ექოსკოპია გადაგიღიათ?

იმ საწოლზე, სადაც ექოს უკეთებდნენ მეც მიმაწვინეს გვერდზე და გაუჩერდა . ხელები მქონდა ცოტა მეტად გაკავებული, რომ არ ექნია biggrin.gif
მზე
QUOTE
ჰო მეც ვიცი რო მანი კალციუმის შეწოვას უშლის ხელს მაგრამ კვირაში ერთხელ არაუშავს მგონი.

კი, მანიზე მეც ასე ვიცი, რომ კვირაში ერთხელ არაფერს აშავებს.

Posted by: მზე 12 Mar 2021, 12:47
nino84
წიწიბურა აქვს ნორდიკს კიდე
შვრია ქატოთი თუ შეკრულობა აწუხებს კაია
მანიც აქვს

სიმინდი არ შემხვედრია :/

აი ესაა შემომტანი თუ არ ვცდები და მეტი არც ქონიათ მგონი https://norbe.ge/product-category/nordic/


Posted by: Tsitsi.la 12 Mar 2021, 13:10
მზე
ჯერ ადრეა ჩემთვის ეგ სადარდებელი, ახალშობილია თვენახევრისsmile.gif მაგრამ მაინც ყველა დედის საფიქრალია ადრე თუ გვიან.

Posted by: leikam7 12 Mar 2021, 13:44
მოგესალმებით!
ჩვილის დარეგისტრირებას სად მირჩევთ? პოლიკლინიკაში? თუ რომელიმე კლინიკაში? პედიატრიც არ გვყავს ჯერ და თუ შეგიძლიათ გვირჩიოთ თქვენი გამოცდილებიდან, ასევე აცრებთან დაკავშირებით მაინტერესებს სად გავუკეთო და ფასიანი თუ უფასო?

Posted by: narkozeli 12 Mar 2021, 14:08
leikam7

პოლიკლინიკა შეარჩიეთ სახლთან ახლოს, ისეთი რომ შეგეძლოთ გამოუვალ სიტუაციაში ფეხითაც მისვლა.

უბანს გააჩნია, მარჯანიშვილზე ვცხოვრობ მე და აქვე მყავს დარეგისტრირებული, ჯერ საბჭოს მოედანზე იყო მე-2 პოლიკლინიკა და დაიშალნენ მაისში და შეურთდნენ მარჯანიშვილის თეატრის წინ არის პოლიკლინიკა მედიმედი და იმათ. აცრებზე ძალიან ყურადღებით არიან, ყველა აცრაზე აქეთ მირეკავენ.
აი პედიატრს ვერ ვენდობი ნამდვილად პოლიკლინიკისას (აწონვა გაზომვა მხოლოდ) და პედიატრთან მრჩეველში დამყავს.

Posted by: Tua 12 Mar 2021, 16:01
nino84
ნინ წიწიბურაც აქვს ნორდიკს, არა სიმინდი არ აქვს მაგრამ სემოლინა რასცა აწერია ეგაა სიმინდი მემგონი, კიდე ფეტვი აქვს 1928ს. მე სიმინდს არც ვაჭმევ დიდად რავი დილის ფაფად სიმინდს ვერ წარმოვიდგენ ხოლმე. მანიც აქვს. 4 მარცვალს დააკვორდი 4 მარცვალი 2ნაირია და ქატოთი რომელიცაა ის არეჭმევათ. ბრიმჯს მე თვეში 2ჯერ ვაჭმევ

Posted by: Lana25 12 Mar 2021, 16:02
გოგოებო სალამი,

ჩემი 6 წლის შვილს აქვს შეკრულობა. ნუ სულ გვაქვს ეგ პრობლემა, და მეთვითონაც მ8დრეკილი ვარ.

არ მინდა წამლები ვასვა სულ, როდემდე...
კვებას ვცდილობთ მაგრამ უყვარს რძე, ბევრს სვამს, მაწონი არა ძალით ცოტას ჭამს,
წვნიანს დღეში 1ელ ვაჭმევ, თუმცა ომით.

მოკლედ კვება დიდად ვერ შველის, 2დღიანი შუალედებით გადის კუჭში.

აი რამე ხერხი, ხრიკი არ ვიცი ნაზავი, ნარევი ხომ არ იცით??? ეფექტური

Posted by: Tua 12 Mar 2021, 16:04
leikam7
მე საბურთალოზე ვცხოვრობ და სახლთან მყავს ევექსში აღიცხვაზე, აცრებსაც მანდ ვუკეთებ, მაგრამ პოლიკლინილის ექიმს არ ვენდობი მხოლოდ წონაზე დავდივარ და თუ რამე ანალიზი მჭორდება უფასო ან დაზღვევა რასაც მინაზღაურებს რომ დამიწეროს. ისე სოფო სულავასთან დავდივართ, როცა გვიბარებს მაშინ
* * *
Lana25
ქატო 1 სუფრის კოვზი დილით უზმოდ smile.gif პედიატრსაც დაეკითხე მაგრამ დიდი ასაკია უკვე და წესით შეიძლება მაგ ასაკში ქატო ცოტა კაინც, ძალიან კარგია მოქმედებისთვის.

Posted by: Lana25 12 Mar 2021, 16:33
Tua
ქატო როგორ??? ანუ როგორ მოვამზადო ფაფასავით??

Posted by: Tua 12 Mar 2021, 16:49
Lana25
ნორდიკის ქატო რომაა, წყალი უნდა დაასხა ცხელინწესით , ფუვდება საკმაოდ, ან მაწონშიც შეგიძლია დაალბო. კიდევ ფაფები რომ გაუკეთო შავი ქლიავის ჩირით არშეზწამს? ან ისე რომ მისცე სასუსნაოდ ჩირი, კიდე კივი შეგიძლია აჭამო დილით

Posted by: nino84 12 Mar 2021, 19:00
Tua
4 მარცვლიანი მე რაც მაქვს ხორბალი, ქერი, ჭვავი და შვრიაა. ქატო რატომ არ შეიძლება? ცალკე ხომ აძლევენ?

Posted by: Tua 12 Mar 2021, 21:33
nino84
ქატო არის.მეტაბოლიზმის დამაჩქარებელი და მწარმოებელი ისედაც არუწევს ბავშვებში რეკომენდაციას, არშეიძლება ქატო მოკლედ პატარებში, გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება როცა ექიმი ჯიშნავს შეკრულობაზე და კუჭის მოქმედებაზე.

Posted by: მზე 12 Mar 2021, 22:59
Tua
სემოლინა არის მანი
* * *
Lana25
ცალკე ქატო როა ის არა (მაგას მგონი გასახდომად ჭამენ), შვრია შვრიის ქატოთი ესეთი აქვს და ეგ შეიძლება მგონი. შეკრულობის დროს კარგია. მე ვაჭმევდი მაგას და ქატოს პურს. ანუ სულ ქატო არაა, დამატებული აქვს ცოტა ქატო შვრიას.

კიდე აქვს შვრია ხორბლის ქატოთი - ეს არ მიყიდია.

და 4 მარცვლის ქატოიანი ვერსიაც

Posted by: Lana25 12 Mar 2021, 23:15
მზე
მადლობა,
ვნახავ აფთიაქში ვიკითხავ.

Posted by: Tua 12 Mar 2021, 23:51
მზე
ჰო სემოლინა მე გაციებული ღომივით მაქვს ნაჭამი საფრანგეთში biggrin.gif მობრაწული. მანი ვიცი მე კომუნისტური თეთრი smile.gif)))
ეგ ქატო ცალკე რაც იყიდება იგივეა რაც შვრიის ქატო ანუ ერთი და იგივეა ზუსტად, ხორბლის ქატო სხვაა საერთოდ ეგ ბაიას ფაფებს აქვს მემგონი

Posted by: nino84 13 Mar 2021, 09:20
Tua
ოკ, აწი დავაკვირდები. მადლობა.

Posted by: მზე 13 Mar 2021, 17:29
Tua
აწერია მანი რუსულად biggrin.gif
მე ხო ვაჭმევ ნია-ნუას და რავი, თეთრია რა, კრემისფერზე ოდნავ მუქი.

QUOTE
ეგ ქატო ცალკე რაც იყიდება იგივეა რაც შვრიის ქატო ანუ ერთი და იგივეა ზუსტად, ხორბლის ქატო სხვაა საერთოდ ეგ ბაიას ფაფებს აქვს მემგონი

ჰოო მხოლოდ ქატო რაც აქვთ შვრიის ქატოა. არ მიყიდია არასდროს და არ ვიცი.
აი შვრია შვრიის ქატოთი კარგია. უჯრედისს შეიცავს ბევრს, თუ არ ვცდები.
მაგრამ ხო, შეკრულობა თუ არ აქვს უბრალოდ მაგას არ ვაჭმევ ხოლმე, შეკრულობის დროს - კი.

Posted by: nino84 13 Mar 2021, 21:45
გოგოებო, წლის აცრაზე ჩუტყვავილაზეც ვის აგიცრიათ ბავშვი? მრჩეველში რცხილაძემ გვირჩია ჩუტყვავილაზეც ავცრა.

Posted by: მზე 14 Mar 2021, 02:04
nino84
მე ავცერი ოღონდ წლის ცალკე და მერე ერთ თვეში ჩუტყვავილაც.
ერთი დოზა საკმარისიაო? ამ ბოლოს შემხვდა რო 2-ია საჭიროო და ხო არ უხსენებია?
მე 2 წლის წინ 1 გავუკეთე.
ცალ-ცალკე არადაკავშირებული მიზეზით გავუკეთე (ჯერ მინდოდა მენახა ანტისხეულები თუ აქვს), თორე მეც ერთად მითხრა კანკიამ და ერთად გავუკეთებდი

Posted by: Lekso-Dav 14 Mar 2021, 03:55
მილფებს სიცოცხლე, არამილფებს მილფობა alk.gif alk.gif bis.gif

Posted by: BlasTeR 14 Mar 2021, 05:18
QUOTE (Lekso-Dav @ 14 Mar 2021, 02:55 )
მილფებს სიცოცხლე, არამილფებს მილფობა alk.gif alk.gif bis.gif

ვი თრასთ ინ მილფს იეა up.gif
2kiss.gif yes.gif

Posted by: nino84 14 Mar 2021, 10:02
მზე
არ უთქვამს ორჯერო, სად აცერი? როგორ გადაიტანა სიცხე ხო არ მისცა?

Posted by: მზე 14 Mar 2021, 12:18
nino84
მე ევექსში ლალი ფირცხალაიშვილთან დამყავს აცრებზე (გრიპის გარდა) და ესეც იქ გავუკეთე, ვაჟაზე. ყოველთვის არ აქვთ ეს ვაქცინა, მგონი ეხლაც დეფიციტშია. დარეკე ჯერ და გაარკვიე, 200 ლარი ღირდა დაახლოებით.

მშვენივრად გადაიატანა 1 წლის აცრებიც და ჩუტყვავილაც, არანაირი რეაქცია.

მხოლოდ 1.5 წლისაზე ქონდა სიცხე 1 საღამო და ღამე და ვსო.

უი, რა კაია ანუ არ შეცვლილა. აი, cdc-ის გრაფიკშიც მგონი 2-ჯერაა ნარა ნუ შეიძლება სხვანაირია, რავი.

Posted by: takoo1 14 Mar 2021, 12:34
მზე
5 მარცვალს კვირაში სამჯერ აჭმევ?მე თითქმის ყოველდღე,2 დღე ვაჭმევ ერთი დღე ვასვენებ, წიწიბურას ჭამს ცალკე და შვრიას.ნუტრილაკს მეტი არააქვს და ეგრე ვანაწილებ.

გოგოებო ბრინჯს რატო აჭმევთ ესე იშვიათად?ცალკე ბრინჯს არ ვაჭმევ 5 მარცვალში შედის,მაგრამ სუპში თითქმის ყოველდღე ვყრი ცოტა ბრინჯს და არ შეიძლება? მარტო კარტოფილი ცოტა მგონია და მაკარონს ჯერ არ ვაჭმევ.

ლუკინოს გავასინჯე პეჩენია ხალხო და სასწაული მოხდა,არ მოეწონა თან სხვადასხვანაირი biggrin.gif ისეთი ბედნიერი ვარ იმედი მომეცა რომ მე და მამამისს დაგვემსგავსება და ტკბილი არ ეყვარებაsmile.gif

Posted by: Tua 14 Mar 2021, 13:26
gogatakoo
ბრინჯი შეიცავს დარიშხანს დიდი რაოდენობით აკიტომ ის ბაᲕსვებში არაა რეკომენდირებული 2-3 წლამდე , პლაზმონის მაკარონი იყიდე ბრინჯის გამოყენებას უმჯობესია ან პლაზმონის ბეიბირისო.

5 მარცვალს ნორდიკისასთუ აჭმევ ყოველდღე არშეიძლება, ჯობია უნაცვლო ყოველ მესამე დღეს, შვრიაც აღსეიძლება ყოველდღე, მოჯლედ 3-4 სახეობა უნდა გადაანაწილო კვირაზე, ისე 4 მარცვალი უკეთესია ნორდიკის
* * *
nino84
ჩუტყვავილა შენი სურვილით უნდა აცრა, მე არ აკიცრია იმდენად იოლი ბატონებია. წწყ ავცერი 1 წელზე და 5 წელზე გვიწევს მეორე .

Posted by: hennessy 14 Mar 2021, 14:15
გამარჯობააა
მამებს არ იღებთ ამ კლუბში ?

Posted by: მზე 14 Mar 2021, 14:32
gogatakoo
რამდენისაა შენი? ანუ ყოველდღე არ ვაჭმევ ისედაც ფაფას და ისედაც ეგრე გამოდის რა.
შვრიის ყოველდღე მიღებაა ცუდი. მოიძიე, ბევრი ინფორმაციაა ამაზე ინტერნეტში.
ისედაც ჯობია, რომ მრავალფეროვანი მენიუ ქონდეს და ხშირად არ ჭამოს ერთი და იგივე საკვები. შეეცადე გაუმრავალფეროვნო.

Tua
4 მარცვალი რატოა უკეთესი?

Posted by: Tua 14 Mar 2021, 21:05
მზე
გოგო შენ დიდი გყავს უკვე ბავშვი 3 წლის და ამდენი.მარცვალი რთულად გადასამუშავებელი.მგონია მე ძიროთადად 4 მარცვალს ვაევ, წიწიბურას, შვრიას ( მაგრამ მრავალმარცვლოვანში კი შედის შვრია ცალკე) . ის პატარების დაფქული ფაფები როა იმაში ბრინჯი შედის ტონა , კიდე კაი მორდიკში არაა

Posted by: takoo1 15 Mar 2021, 01:55
Tua
მოიცა არ აქვს მნიშვნელობა იმას რომელ ბრინჯს ვაჭმევ?ბანძი ბრენდია თუ კარგი ამას ვგულისხმობ.აი მაგალითად 3 ლარიანი იქნება თუ 10 ლარიანი ორივე შეიცავს დარიშხანს?
ნორდიკს არ ვაჭმევ ნუტრილაკის ფაფებზე მყავს ჯერ 11 თვისაა

Posted by: narkozeli 15 Mar 2021, 11:21
მეც 4 მარცვალი უფრო მომწონს 3 მიზეზით:
1. უფრო სწრაფად კეთდება (5 მარცვალს 6 წუთი უნდა და 4 მარცვალს 3 წუთი. ზოგჯერ ეგ წუთები მიწყვეტს და ჩქარა მირჩევნია :დ)
2. ბავშვს უფრო მეტად მოწონს და ეგემრიელება
3. ფაქტურითაც 4 მარცვალი უფრო მომწონს.


გუშინ სემპერის ფაფები ვიყიდე ფარმადეპოში და სემპერის პაუჩები მოყვა საჩუქრად.

Posted by: takoo1 15 Mar 2021, 12:50
narkozeli
გვანცა რო არ უდევთ აქცია მე ნეტში ვნახულობ ხოლმე, როდემდეა ნეტა

Posted by: Glamurka 15 Mar 2021, 23:22
კეთილი იყოს ჩემი ფეხი დედიკოების კლუბში როგორც ახალბედა დედიკო ❤

Posted by: NatiaGull 16 Mar 2021, 00:28
Glamurka
კეთილი იყოს შენი ფეხი ❤ როგორ ხართ შენ და შენი პატარა ?

Posted by: Glamurka 16 Mar 2021, 00:51
NatiaGull
პატარა მშვენივრადაა მე ვერ შევეჩვიე უძილობებს და შიშებს სულ მეჩვენება რაღაცეები. დილით მიმყავს გენეტიკურ ანალიზზე დ მაინც ვნერვიულობ. ოღონდ კუკები არ უქნია და იქნებ ქნას რო ანალიზისთვის გვჭირდება
შენი მარიამი როგორ გყავს ❤

Posted by: cvanca 16 Mar 2021, 14:59
მზე
ეხლა ვნახე შენი პოსტი კვებაზე და ბაღზე, შეარჩიე ბაღი? რომელი? მეც მიმყავს აპრილიდან და ამ კვებაზე ძალიან ვიგრუზები. განსაკუთრებით მეშინია შაქრით და ცომეულით არ დატვირთონ ძალიან. მე შაქარ-მარილის გარდა ზეთზეც მაქვს გართულება biggrin.gif

Posted by: NatiaGull 16 Mar 2021, 15:12
Glamurka
ეგ შიშები ნორმალურია და ჯერ გექნება ❤
ზუსტად ვიცი კარგი პასუხი იქნება.
კარგად არის, ვაპარებ დღეში 1 კოვზ ფაფას.
ურძეო წიწიბურა გავასინჯე აქამდე და დღეს ურძეო სიმინდი.
ღამით არ ძინავს შენს გოგოს ?

Posted by: narkozeli 16 Mar 2021, 15:13
gogatakoo

აუ არ ვიცი თაკო რომლამდეა მარა გუშინაც იყო ნამდვილად ❤

Posted by: Glamurka 16 Mar 2021, 19:59
NatiaGull
რომელი თვიდან ვუმატებთ ფაფებს? დღეს გენეტიკოსმა მითხრა მოუმატეო 90გრამა ვაჭმევ ეხლა. 4 კილო და 80 გრამი იყო. 3 კვირაზე ნორმალური წონაა? ღამე ყოველ 3 საათში ჭამაზე იღვიძებს და მერე ხან არ იძინებს თვალებს ახელს და მეც არ ვიძინებ და ვჩები უძილო ესე

Posted by: Tua 16 Mar 2021, 23:03
Glamurka
ნელნელა ჩადგები რეჟიმში 3 თვე არის ყველაზე რთული, ნელნელა კიხვდები კიდე როდის აჭამო რომ.თვალები არდაჭყიტოს ❤ მე ფეხის გაქნევაზეც მეღვიძებოდა , თავიდან 2 კვირა ც9ტა შოკი მქონდა და მიჩვეული რომ.არვიყავი გაღვიძებას ხმაზე არვიღვიძებდი, მერე მივეჩბიე და დროულად თუ ვაძლევდი საჭმელს აღარ იღვიძებდა
5-6 თვემდე შუალედში უმატებ ფაფებს, რამდენისაა ბავშვი წესით 1 თვიდან ზევით 120 გრამსაც უნდა ჭამდეს ან იმდენს რამდენიც ქილაზე ნორმა აწერია, ჩვენთან 150 იყო ნორმა. რა წონის დაიბადა? და ასაკი?

Posted by: Ninico 17 Mar 2021, 08:12
გოგოებო, ჩემი ბავშვი ღამე შარდს იკავებს sad.gif დილით რომ გაიღვიძებს მერე ავსებს მთელ საფენს და შარდს ასდის სუნი. რცხილაძე ამბობს ნორმააო. შარდის ანალიზში ბაქტერიები და ლეკოციტები ამოუვიდა და არც მაგაზე დაუნიშნა რამე. ძალიან არ მინდა ანტიბიოტიკის მიცემა, მაგრამ ეს შეკავება არ მგონია ნორმალური. დღე შარდავს ჩვეულებრივ.

Glamurka
გილოცავ ბაიას ❤️ ჯანმრთელი გაგეზარდოს ❤️❤️❤️

Posted by: takoo1 17 Mar 2021, 08:49
Ninico
რა სისულელეა რას ქვია ბაქტერიები ამოუვიდა და თან ლეიკოციტები აქვს მომატებული და არაფერს უნიშნავს?პროცესი მიდის ანთებაა შეიძლება.
ლუკიანესაც ქონდა ერთი თვის წინ,ბაქტერიოლოგიური გავუკეთე შარდის და ამოეთესა პროტეუსი(ნაწლავის ბაქტერია) 10 დღე ანტიბიოტიკი დაგვინიშნეს.პედიატრი მაგ საკითხში ჯერ ერთი არ არის კომპეტენტური,ჩემმა პედიატრმა გამიშვა ნეფროლოგთან ციციშვილში.
შარდს რისი სუნი აქვს დაახლოებით?აცეტონის ხო არა?
* * *
narkozeli
მადლობა გვანცა ვნახავ:*
Glamurka
ჩემი შვილი არ ჭამდა 90ზე მეტს კაი ხანი,თუ არ შეჭამა არ ინერვიულო,მთავარია კარგად იმატებდეს,მშვენიერი წონაა მაგ კვირაზე
დაარეგულირებს თვითონ ძილს ცოტახანი გაიჭირვე:*

Posted by: Ninico 17 Mar 2021, 10:51
gogatakoo
ისეთი სუნი იყო გეგონება კუჭში გავუდაო. წყლის დოზა გავუზარდე ეხლა და ეგეთი სუნიანი აღარ აქვს. რავიცი კარგი პედიატრი ეგ არის და ვიღას დავუჯერო.

Posted by: Glamurka 17 Mar 2021, 11:09
Tua
ჯერ მეც შოკი მაქვს 3კვირისაა. გუშინ ავწონეთ და ბოდეთი და პამპერსით 4 კილო და 80 გრამი იყო. დაიბადა 3. 550 იქ მგონი 200გრამი დაიკლო. მოვუმატე 120 მაგრამ ტოვებს. ნუ ბერვი არ დაუტოვებია.
Ninico
მადლობა ❤
gogatakoo
ვიჭირვებ ოღონდ ეს მყავდეს კარგად 2kiss.gif

Posted by: takoo1 17 Mar 2021, 12:33
Ninico
გაუკეთე შენ თვითონ შარდის ბაქტერიოლოგიური ნახე აბა შეილება ბაქტერიაა რაღაც და დასჭირდება მკურნალობა,თავისით არ გაუვლის.
არამგონია ტყუილად იყოს ცვლილება შარდში რავიცი.დღე არც ლუკიანესას ქონდა სუნი წყალს რო სვამდა,დილით ქონდა ხოლმე ნაგროვ შარდს

Posted by: Tsitsi.la 17 Mar 2021, 13:37
Glamurka
რაც არუნდა შეემზადო და ბევრი ინფო დააგროვო რეალობასთან შეჭიდება მაინც რთულია. ორსულობა მეგონა მთელი სირთულე და თურმე ყველაფერი წინ ყოფილა. თავიდან 1 თვე სრული შოკი მქონდა, ახლა 3 საათი თუ გადააბა ძილი ფაქტიურად დღესასწაული მაქვს. ეცადე როცა დაიძინებს შენც მაშინ მიუწვე და ცოტა გამოიძინო. ენერგიას როგორც კი აღიდგენ მერე ხასიათიც ბრუნდება. ზოგჯერ მთელი დღე ვერ ვაძინებ გაზების და კოლიკების გამო და საღამოს ისე გათიშულს მეძინება ვეღარ მაღვიძებენ ხოლმეsmile.gif)))
გუშინ ჩემი დედამთილი დამადგა და ბავშვი ტიროდა გვერდიატ მეწვა და ვერ მაღვიძებდა, ეგონა რამე დამემართა და ქალი გულგახეთქილი იყო უკვე სასწრწფოში ვრეკავდიოsmile.gif)))) არადა მაგარი ფხიზელი ძილი
მაქვს და 5-10 წუთის ჩაძინებული ვიყავი, მაგრამ მთელი დღე ჭუჭყუნებდა ვაჩე და სულ ხელში მყავდა და ეტყობა რომ გადავითიშე ძალიან ღრმად ჩამეძინაsmile.gif)

Posted by: Glamurka 17 Mar 2021, 15:33
Tsitsi.la
მართლა რთული ყოფილა :-( გუშინ ღამე კარგად ეძინა და მეც გამოვიძინე ცოტა. თუმცა ღამე როგორ ადგა ჩემმა ქმარმა როგორ აჭამა ვერ გავიგე :-D
გოგოებო განავალში ამოუვიდა ცხიმი 2 პროცენტი და კრეონი დაგვინიშნა 10 დღე. სანევიულო არ მელევა რა :-(

Posted by: NatiaGull 17 Mar 2021, 18:41
Glamurka
ანალიზი რატომ გაუკეთეთ განავლი? რამე იეჭვა პედიატრმა ?

არ მგონია საშიში იყოს ეგ.

Posted by: Glamurka 17 Mar 2021, 21:12
NatiaGull
გენეტკური ხო მომივიდა იმუნორეაქტიული ტრიფსინსის მაღალი მაჩვენებელი ხო და ეგ კეთდება ოფლით და განავლით. ეგ არ დაგვიდასტურდა მაგრამ განავალში ამოგვივიდა 2 პროცებტი ცხიმი. არაფერი არააო პედიატრს ველაოარაკე მარა მაინც რო მეშინია ყველაფერი ხო იცი ❤

Posted by: NatiaGull 17 Mar 2021, 22:05
Glamurka
ხოდა ნუ ინერვიულებ ❤
გილოცავ გენეტიკურის პასუხს ❣

Posted by: Tsitsi.la 17 Mar 2021, 23:12
გოგოებო ყოველ დღე ვერ ვაბანავებ, არადა პედიატრმა რომ გამოგვწერა ბანაობა ყოველ დღეო ხოდა მქონდა ჩავარდნები ხან მარტო ვარ და ვერ ვახერხებ , ხან საღამოსკენ გადავდე, მერე კარგად ეძინა აღარ გავაღვიძე და ასე იყო მიზეზები სხვადასხვა.
ხოდა სასურველი რომ იყო ვიცი, მაგრამ რამე ძალიან ხოარ დავაშავე, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ბავშვზე რამე გავლენას ხოარ იქონიებს ის რომ ყოველდღე ვერ ვბანდი, აწი ვეცდები გამოვასწორო, თვითონ ისე უყვარს წყალი , გიჟდება.

Posted by: Glamurka 18 Mar 2021, 00:35
NatiaGull
მადლობა საყვარელო ❤

Posted by: narkozeli 18 Mar 2021, 11:19
Tsitsi.la

არაა ტრაგედია, ყოფილა დღეები, რომელიც მეც ჩამიგდია რაღაც მიზეზების გამო. არავის წინაშე არ ხარ ანგარიშვალდებული :დ ჯობნით ჯობს ნამდვილად ყოველ დღე, უბრალოდ საპონს/გელს ნუ გამოიყენებ, ძირითადად მხოლოდ წყალში ჩასვი ხოლმე და დაბანა გელით კვირაში 2ჯერ, ასევე კვირაში 1-2ჯერ შეგიძლია გვირილა ჩერედა და ა.შ.

დიდ ასაკში გაითვალისწინე რომ რამდენიმე დღე არაფრით ჩაუგდო ბანაობა, რომ არ გადაეჩვიოს. სადღაც 8-9 თვიდან, მერე წყალი ძულდებათ ხოლმე.

Posted by: Tsitsi.la 18 Mar 2021, 12:05
narkozeli
მადლობა გავითვალისწინებ .. არადა გიჟდება წყალზე და ეხლა ვეცდები ყოველ ღამე ტანი მაინც დავბანო. ველედას კალენდულას წვეთები მაქვს და ეგ რო ჩავუსხა და კვირაში ორჯერ მერე ტოპიკრემით.
მგონი ამ კალენდულას გადავლებაც აღარ უნდა

Posted by: Na-Servus 18 Mar 2021, 12:16
Tsitsi.la
აქ ექიმმა გამომიცხადა ხშირად არ უნდა სამ დღეში ერთხელ საკმარისიაო)))))
მე კი ვცდილობ ყოველდღე ვაბანაო ძილის წინ თუ სადმე არ გავედით გვიან და ძალა წართმეული არ ვარ)) მინდა რომ რაღაც ძილისწინა რუტინა ჩამოუყალიბდეს, არ ვიცი რამდენად კარგს ვაკეთებ))
ჩემი ქალბატონი გამგელდა, ხან 2 საათში ერთხელ ჭამს 120-150 მლ. ზომბივით დავდივარ უძილობისგან

Posted by: Glamurka 18 Mar 2021, 12:54
გოგოებო ჩემს გოგოს ცისფერი თვალები აქ და რამდენია შანსი რო არ შეეცვალოს? მამისს აქვს ცისფერი თვალები მე მუქი
* * *
Na-Servus
ხელოვნურს აჭმევ 2 საათში?

Posted by: ninunin 18 Mar 2021, 12:56
Glamurka
აუუ რა მაგარია ,love.gif მეც მინდა ჩემსას მწვანე რო გამოუვიდეს მარა რა ვიცი love.gif

Posted by: NatiaGull 18 Mar 2021, 12:57
Tsitsi.la
ყოველდღე რა საჭიროა ბანაობა ? არც წყალში ჩასმა უნდა.
მე წელს ქვევით ვბან ყოველ კუჭის გასვლაზე და მთლიანად კვ8რაში 2ჯერ ვაბანავებ.
გვირილა ზოგისთვის ალერგიულია და მოერიდე.
ისედაც მშრალი კანი აქვს ჩემსას მაგალითად და არ ჭირდება წარამარა წყალი.


* * *
Na-Servus
ძალიან კარგს შვები, რუტინის ჩამოყალიბ3ბას რომ ცდილობ ❤ზოგ ბავშვზე მოქმედებს biggrin.gif

Glamurka
8-9თვისთვის უყალიბდებათ საბოლოოდ, შეიძლება შეეცვალოს იქამდე ცოტა biggrin.gif

Posted by: Glamurka 18 Mar 2021, 13:07
ninunin
თუ გაქვთ გენეტიკაში არის შანსი.
NatiaGull
აუ იმედია რა შეეცვლება. გოგო ამასაც მშრალი კანი აქ. და არ უნდა ყოველდღე დაბანვა? ქმარი როცა არ მყავს სახლში მარტო მაინც ვერ ვბან. გვირილათი ვბანდი სულ ჩემს ქათქათას lol.gif

Posted by: ninunin 18 Mar 2021, 13:11
Glamurka
მე არა, მამამისს აქვს მწვანეთვალები, მე ყავისფერი და რავიცი აბაა, ძნ მინდა გამოყვეს

Posted by: narkozeli 18 Mar 2021, 13:12
Glamurka

ჩემსას ჰქონდა ლურჯი და საბოლოოდ დარჩა მომწვანო-ჭაობისფერ-ნაცრისფერი. წლამდე ეცვლებათ ხოლმე მარა თუ ძაან ღია ცისფერი აქვს არ შეეცვლება. მუქი უფრო იცვლება.

გენეტიკაში მამაჩემს აქვს ლურჯი თვალები და დედამთილსაც ლურჯი თვალები. მე და ჩემს ქმარს ყავისფერები გვაქვს.

Posted by: Glamurka 18 Mar 2021, 13:18
narkozeli
რახან მამამისს აქვს იმედს ვიტოვებ რო დარჩება. ჩემს დედამთილსაც მამათილსაც ციაფერი თვალები აქვთ. ისე კოპიო მამამისია ჩემი არაფერი არ აქ love.gif
* * *
ninunin
რა კარგია მწვანეთვალება baby.gif

Posted by: NatiaGull 18 Mar 2021, 13:31
Glamurka
არა ყოველდღ3 არ უნდა, მითუმეტეს მშრალი კანი თუ აქვს.

How often does my newborn need a bath?
There's no need to give your newborn a bath every day. Three times a week might be enough until your baby becomes more mobile. Bathing your baby too much can dry out his or her skin.

Posted by: narkozeli 18 Mar 2021, 13:33
NatiaGull
QUOTE
წყალში ჩასმა უნდა.

ანუ აუცილებლობა არაა ნამდვილად. თუმცა მე მეკომფოტულებოდა ტამი ტაბი ყოველ დღე, კოლიკებზეც კაია.

ნუ ასე წერია ძირითადად:

You don't need to bathe your baby every day, but if they really enjoy it, there's no reason why you shouldn't.

Posted by: takoo1 18 Mar 2021, 14:02
Tsitsi.la
არც მე ვბანდი ხოლმე ყოველდღე რა მოხდა,ტაკო დაბანე აუცილებლად და ტანს თუ არ დაბან უოველდღე არაფერი არ უჭირს:* თან ზამთარია.ზაფხულში კი უნდა დაბანო ყოველდღე.პროსტა წყალი გადაავლე ხოლმე თუ ვერ ახერხებ დაბანას.პირდაპირ ონკანზე ვავლებდი ხოლმე არ გაგიჭირდება ეგრე,საპონი ისედაც არ შეიძლება ყოველდღე.კანს უშრობს
* * *
Glamurka
თუ ღია ცისფერი აქვს ალბათ დარჩება,თუმცა ფერი შეიძლება შეეცვალოს,ანუ მუქი ცისფერი ან მომწვანო გაუხდეს,ყავისფერი არ ექნება ყოველშემთხვევაშიsmile.gif) ლუკიანეს ქონდა ლურჯი 4 თვემდე და შეეცვალა,ჯერ ვერ გავიგეთ რა ფერი აქვს მუქი მწვანე უჩანს.მე ცისფერი მაქ მამამისს მწვანე)))

Posted by: Glamurka 18 Mar 2021, 14:24
gogatakoo
რა ლამაზები ხართ ❤

Posted by: Na-Servus 18 Mar 2021, 16:03
Glamurka
კი, ზედ აწერია რომ ურეჟიმოდ შეიძლება მიცემა
NatiaGull
იმედს ვებღაუჭები რომ გამომივა))

Posted by: Glamurka 18 Mar 2021, 16:47
Na-Servus
აა რა კარგია. ხანდახან 3 საათზე ადრეც მიმიცია რო უტირია ოთონდ ჩემსას არ აწერია

Posted by: Tsitsi.la 18 Mar 2021, 22:47
NatiaGull
gogatakoo
უფ თქვენ გაიხარეთ გულზე მომეშვა , აი ფურცელზე დამიწერა სხვა რეკომენდაციებან ერთად პედიატრმა რომ ყოველ დღე ბანაობაო და ძალიან დამნაშავედ ვგრძნობდი თავს.
ტაკოს კი თავისთავად ყველა პამპერსის გამოცვლაზე ვბან, სველი სალფეტკი არც მიხმაროა საერთოდ, ტამი ტაბიც მომწონს მანდაც ვსვამ ხოლმე
გაზებზეც შველის.
ალერგიაზე რავიცი ამ კალენდულას არ მიუცია აქამდე და ალბათ აღარც მისცემს ...

Posted by: მზე 18 Mar 2021, 23:29
QUOTE (cvanca @ 16 Mar 2021, 14:59 )
მზე
ეხლა ვნახე შენი პოსტი კვებაზე და ბაღზე, შეარჩიე ბაღი? რომელი? მეც მიმყავს აპრილიდან და ამ კვებაზე ძალიან ვიგრუზები. განსაკუთრებით მეშინია შაქრით და ცომეულით არ დატვირთონ ძალიან. მე შაქარ-მარილის გარდა ზეთზეც მაქვს გართულება biggrin.gif

უიჰ, რა გითხრა რით გაგახარო sad.gif
ფელიქსი მომწონს ამ ეტაპზე მარა ვნახოთ რა. ესეც არაა კვების ამბავში მოწოდების სიმაღლეზე.
შენ შეარჩიე?
მწვანე ალუბალი მომეწონა ისე, ბევრ რამეზე მითხრეს რო გავითვალისწინებთო, ცალკე ამოვუღებთო მაგრამ ბოლომდე ჩვენი მოსაწონი ნამდვილად არ არიან კვების საკითხებში.

Posted by: Banaana 19 Mar 2021, 06:55
გოგოებო ვინც ააკეისრო გაიკეთეთ რძე რამდენხანში წამოგუვიდათ? მე9დღეა და ჯერ ისევ გამჭვირვალე სითხე მოდის. და რამდენად ნორმალურია რომ 2_3 საათი წოვს ძუძუს ერთ ჩადებაზე.

Posted by: ნაჭუჭა 19 Mar 2021, 08:56
Banaana
სრულიად ნორმალურია რომ ახალშობილს მთელი დღე ძუძუ ედოს პირში user.gif ამდ დროს მარტო შიმშილს არ იკმაყოფილებენ,,უბრალოდ დედასთან სიახლოვე უნდათ❤️ ფერს რაც შეეხება ზოგჯერ გამჭვირვალეა, ან მოყვითალო ფერი დაკრავს, ან მოთეთრო, ანუ ქალის რძე ისეთი თეთრი არაა

Posted by: takotatuli1989 19 Mar 2021, 09:38
narkozeli
4 თვემდე ტამი ტაბმა სერიოზული პატივი მცა <3 დღეში რამდენჯერმე ვსვამდი მხოლოდ წყალს ვასხამდი და კვირაAი სამჯერ მუსტელას დასაბანი გელით ვბანდი, რავი არ გამოშრობია ჩემ შვილს კანი. პამპერსში როა ბავშვი მე მიწუხს გული მის ნაცვლად და მგონია სულ ბანაობა უნდა. 4 თვის მერე იმხელა ბარკლები ქონდა უბრალოდ ვეღარ ვტევდით შიგნით. მერე ფეხებზე დასადგმრლმა აბაზანამ მცა პატივი 2 წლამდე სასწაულად. Yველას ვურჩევ მაგის ყიდვას, წელი არ დაგეღლებათ ბავშვის დაბანისას დახრა არ მოგიწევთ. ეხლა სამი წლისაა ჩემი გოგო და უკვე თვითონ ასხამს ქაფს, ავსებს თავის ვანას, ჯდება საბანაოდ და იხეხება გამწარებული biggrin.gif ამოყვანა და თავის დაბანა მევალება მხოლოდ რადგან ეს ორი რამ მისი ნებით არ მოხდება არასდროს biggrin.gif

Posted by: takoo1 19 Mar 2021, 10:41
Banaana
ინდივიდუალურია ეგ,ჩემ დას მაგალითად თეთრი არასდროს არ ქონია მგონი რძე,მე თავიდან ყვითელი მქონდა მერე თეთრი.ძაან ცხიმიანი რძე მქონდა.გამჭვირვალე საერთოდ არ მქონია პირველი სამი დღე მქონდა შედარებით როცა ხსენი მოდიოდა.
იცი რა ქენი?გამოიწველე აბა შეიძლება თავიდანაა ეგეთი ფერი და უკანა რძე წესით თეთრი უნდა იყოს.
მე სანამ არ გამოვიწველე მანამდე სულ მეგონა რო არ ყოფნიდა ბავშვს))) გეცოდინება ერთ ძუძუში რამდენი მლ დგება დაახლოებით,2-3 საათი გადაბმულად ჭამს მაგდენიხანი?
* * *
Glamurka
მადლობა:* ❤️
Tsitsi.la
აბა რა გინდა biggrin.gif ყოველ პამპერსის გამოცვლაზე თუ ბან ყოჩაღ შენ დამნაშავედ კი არ უნდა გრძნობდე თავს პირიქით:* მეც არ ვხმარობ სველ სალფეტკს არ მევასება
* * *
გოგოებო ერთი 10 დღის წინ მყავდა გაციებული ლუკიანე,ცხვირში ქონდა სისველე არც სიცხე ქონია,არც ხველა.დღეს აეშალა კუჭი და სიცხე აქვს 37,6 და ვირუსულია რამე ნეტა,კორონა ხო არაა გული მისკდება:| ვინმეს ხო არ გქონიათ გარშემო ესეთი სიტუაცია. დღეს ჩავიყვან ექიმთან

Posted by: narkozeli 19 Mar 2021, 11:42
ნაჭუჭა
სად ხარ დაკარგული love.gif

takotatuli1989

ზუსტად იგივე გამოცდილება მაქვს მე, უბრალოდ ცოტა უფრო დიდხანს, სადღაც 7 თვემდე "ვტენიდი" ტამი-ტაბში love.gif პერიოდულად ვსვამდი საბავშვო აბაზანაშიც, სტოკკესი მქონდა დასაკეცი და ძაან პრაქტიკულად ვიხმარე ეგეც.
აუუ შენი გოგო რა ტიპია love.gif

ქაფებს რომელს ყიდულობთ? ბიუბჰენის ვიყიდე და არ მომწონს, არ ქაფდება კარგად sad.gif


Posted by: takoo1 19 Mar 2021, 15:47
აუ გოგოებო 7ჯერ გავიდა უკვე კუჭში,ლორწოზე გადის ძაან თხლად,მყავდა დღეს პედიატრთან და წამლები დაგვინიშნა, სტოპდიარი,ელექტროლიტი,ლაციდოფილი და ენტეროჯერმინა.შეხედე ერთი ორი დღეო.ძაან ვნერვიულობ სანამ ეს წამლები იმოქმედებს არ დასუსტდეს ძაან,ხო არ ჯობია გადასხმა გავუკეთო წავიყვანო??sad.gif(
არ სვამს არც ამ ელექტროლიტს აფურთხებს;(რა გავაკეთო

Posted by: takotatuli1989 19 Mar 2021, 17:25
narkozeli
გოგო ნაპორით მიუშვი წყალი და ბიოლაინიც ქაფდება, იტალიურად ერთი კიდე ვარდისფერი სპილო ახატია ეგ საერთოდ სასწაულს შვება და კიდევ დამბო ბანაობს მწვანე ბოთლში ასხია საკმაოდ კარგი ხარისხის დასაბანი საშუალებაა. ამათ შორის ის იტალიურია 3 წლიდან და დანარჩენი ნული თვიდან.
* * *
gogatakoo
წყალს სვამს? ჩემი 12 ჯერ გადიოდა 1 წლის და 3 თვის იყო და წყლით გამოვიყვანე, მივარდნილი არ ყოფილა ნამდვილად იმდენ წყალს სვამდა და ისე ჭამდა. თუ ბავშვი ენერგიაზეა არ გინდა გადასხმა და თუ სუსტად არის ძალიან კითხე ექიმს აბა რამდენად საჭიროა გადასხმა.

Posted by: Redial 19 Mar 2021, 17:39
gogatakoo
QUOTE
ელექტროლიტი

აფთიაქებში არის ელექტროლიტები სხვადასხვა გემოთი. მარწყვი ბანანი და ა.შ.
წვენის შეფუთვებს გავს
შეგიძლია ის სცადო

Posted by: NatiaGull 19 Mar 2021, 19:09
gogatakoo
შ3ნს ადგილზე ჯერ ტესტს გავუკეთებდი მაინც. ნუ გეშინია. იქნებ დალიოს ელექტროლიტები.❤
* * *
Banaana
მე-5დღიდან წამომივიდა რძე.
თავიდან მთელი დღე და ღამე ძუძუზე არიან ნორმალურია.
ეგ გამჭვირვალე არის წინა რძე.
რომელი ძუძუდანაც დაამთავრებს ხოლმე ჭამას, მომდევნოზე იმავე ძუძუდან დააწყებინე რომ უკანა რძე მიიღოს. ეს უკანა რძე შეიცავს ძალიან ბევრ კალორიას

Posted by: ნაჭუჭა 19 Mar 2021, 23:35
QUOTE (narkozeli @ 19 Mar 2021, 11:42 )
ნაჭუჭა
სად ხარ დაკარგული love.gif

ცხოვრების ფერხულში ვარ დაკარგული gigi.gif გიჟურ რეჟიმში ვარ და ისე მომენატრება ხოლმე თქვენთან წაჭორავება ხან შემოვქანდები 2kiss.gif როგორ გყავს ჭკვიანი ბიჭი?❤️

Posted by: takoo1 19 Mar 2021, 23:38
takotatuli1989
ვაიმე არ სვამს წყალს სულ ძალით ვასმევ და ეხლა შანსი არაა ვერ შეივსებდა იმას რამდენიც დაკარგა,8ჯერ გავიდა დილის 10დან 4საათამდე.ციციშვილში ვართ გადასხმა გაუკეთეს,ანალიზები აუღეს და ხვალ გავიგებთ ნაწლავური ინფექციაა თუ არა.

Posted by: ნაჭუჭა 19 Mar 2021, 23:39
gogatakoo
ნუ გეშინია თაკო, ეგრე იყო ანდრია ერთი თვის წინ დაახლოებით, 3 დღე გაუგრძელდა, ენტეროჯერმინას და ლინექსს ვასმევდი, ელექტროლიტი იქნებ ცოტცოტა შპრიცით ჩაასხა, შეხედე ხვალ მდგომარეობას, ბავშვს თუ სისუსტეს შეატყობ და სითხეებს არ მიიღებს მაგ შემთხვევაის გაუკეთე გადასხმა

Posted by: takoo1 19 Mar 2021, 23:41
NatiaGull
გაგვიკეთეს ტესტი: ))) არ გამახსენო რა საშინელება ყოფილა,არ დალია გოგო არა ვაფშე არ დალია თან,ეგ კიარა ირძეო ფაფა ვერ ვაჭამე ერთი კოვზი,მშიერმა დაიძინა. გავგიჟდები მალე(

Posted by: ნაჭუჭა 19 Mar 2021, 23:42
gogatakoo
უი ეხლა ვნახე ციციშვილში ვართო, თვითონ როგორაა ბავშვი? აქტიურია? ჭამს?

Posted by: takoo1 19 Mar 2021, 23:49
ნაჭუჭა
როგორ ხარ:* გოგო რავიცი არაუშავს ამ წუთას,37.1ზე ჩამოვიდა სიცხე.კი მიგდებული არარი კაი ხასიათზეა.ჭამით რა გითხრა აბა უშაქრო და ირძეო ფაფა არ შეჭამა მშიერმა დაიძინა.არც ვიცი რა შეილება ვაჭამო ესეთ დროს.

Posted by: ნაჭუჭა 19 Mar 2021, 23:52
gogatakoo
კარტოფილისპიურე შეგიძლია აჭამო, ბრინჯის ფაფა, მოხარშული უცხიმო ხორცი, ცოდოა ბავშვი მშიერი, ანდრია ბრინჯის ფაფას ჭამდა მარტო მაშინ, ორ-სამჯერ აღებინა კიდევაც მაგრამ გადასხმა და საავადმყოფო არ დაგვჭირვებია
* * *
gogatakoo
ძუძუს აღარ აჭმევ?
* * *
gogatakoo
მეც ავად მყავს პატარა, სამი დღეა ცხვირიდან მოსდის, გაჭედილია, ხმაც ჩახლეჩილი აქვს და საშინელ ხასიათზეა help.gif

Posted by: takoo1 20 Mar 2021, 00:08
ნაჭუჭა
როგორ ხარ:* გოგო რავიცი არაუშავს ამ წუთას,37.1ზე ჩამოვიდა სიცხე.კი მიგდებული არარი კაი ხასიათზეა.ჭამით რა გითხრა აბა უშაქრო და ირძეო ფაფა არ შეჭამა მშიერმა დაიძინა.არც ვიცი რა შეილება ვაჭამო ესეთ დროს.
* * *
ნაჭუჭა
გოგო ბრინჯი ჭამა ამან დღეს ცოტა,წიწიბურა არ ჭამა,ეხლა ნუტეილაკის 4მარცვალი მაქ ურძეო და ეგ ზო არ მივცე ხვალე ვფიქრობ. სუპს და ხორცს კიი ვაჭმევ,ხაჭო შეილებაო ჩემმა პედიატრმა მარა ვყოყმანობ მაინც რავიცი. ვიკითხავ ხვალ აბა აქ.
გოგო ერთი კვირაა აღარ ვაჭმევ ანტიბიოტიკს ვსვამ და არ შეიძლება.აღარც მოვა ეს რძე გაშრა მემგონი უკვე,ჯანდაბა ეხლა როგორ მჭირდება,ძუძუს ფასი არაფერი არაა.
* * *
ნაჭუჭა
ხოო მეც ცუდად მყავდა 10 დღის წინ საშინლად გაჭედილი ქონდა ცხვირი,სიცხე არ ქონია,მაგარი ვირუსებია ბავშვებში.ესეც სულ ტიროდა ღამე გოგო,

Posted by: ნაჭუჭა 20 Mar 2021, 00:36
gogatakoo
აუ რა ცუდია, ეხლა ძუძუ მისწრება იქნებოდა , შენ რაღა დაგემართა , რატომ სვამ ანტიბიოტიკს? ანდრიას ისე უყვარს ძუძუ მომაგლიჯავს რომ არ ვაჭამო facepalm.gif ეხლა ისეთი უმადობა აქვს მარტო ძუძუს ჭამს ფაქტიურად

Posted by: takotatuli1989 20 Mar 2021, 11:12
gogatakoo
შეჭამს ნელ-ნელა ეცადე არ ინერვიულო ძალიან. რადგან გადასხმა გაიკეთა ენერგიაზე იქნება.

Posted by: takoo1 20 Mar 2021, 12:59
ნაჭუჭა
ცისტიტი და 10 დღე უნდა ვსვა,მანამდე კიდე სხვა წამალს ვსვამდი და ნუ მოკლედ წავიდა რძე რაsmile.gif 11 თვე ვაჭამე წლისას მაინც ვაპირებდი დამენებებინა და არ ვნერვიულობ ერთი თვით ადრე ნიჩევოsmile.gif კაია თუ ესე მარტივად შეელია მაგაზე ვნერვიულობდი როგორ დავანებებინო თქო,3 ღამე ტიროდა იღვიძებდა მარა მგონი დაავიწყდა უკვე, პროსტა თუ დამინახა გახდილი ეცემა ეგრევე ეფერება და ეხუტება ისე უყვარს)))მიკრიჭინებს იქნებ მაჭამოსოbiggrin.gif
* * *
takotatuli1989
კიი არ უჩივის ენერგიაზე არის,ჭამა დღეს წყალიც დალია.სიცხე არააქ კუჭიც შეეკრა,ანალიზს ველოდებით იქნებ გაგვწერონ თორე აღარ შემიძლია ერთ ოთახში ესე ბავშვით ძაან რთულია

Posted by: Banaana 20 Mar 2021, 21:46
გოგოებო ძუძუს ვინც აჭმევთ ვიცი რომ როცა მოითხოვს მაშინ უნდა მივცე მაგრამ როცა ძინავს 5_6 საათი გადაბმულად მაგ დროს რას ვშვებით? ძილში ვაჭმევთ თუ ველოდებით გაღვიძებას?

Posted by: nopiahopi 20 Mar 2021, 21:51
Banaana
QUOTE
როცა ძინავს 5_6 საათი გადაბმულად მაგ დროს რას ვშვებით?

ვირგებთ მაგ მშვიდ დროს და ჩვენც გვძინავს ან ვისვენებთ smile.gif თუ არ ითხოვს, არ გააღვიძოთ. მოითხოვს, როგორც კი შეაწუხებს შიმშილი smile.gif

Posted by: NatiaGull 20 Mar 2021, 22:08
Banaana
6კვირამდე ყოველ 3 საათში უნდა ჭამოს ამიტომ ეცადე აჭამო.
6კვირიდან არ არის საჭირო გაღვიძება.

Posted by: Banaana 20 Mar 2021, 22:34
nopiahopi
NatiaGull
მადლობა გოგოებო ❤️❤️

Posted by: takoo1 20 Mar 2021, 23:55
Banaana
თავიდანვე ეგრე ეძინა და არ ვაღვიძებდი მე,წონის პრობლემა არ ქონია ყოველთვის უსწრებდა ბევრად ასე რო თუ წონის პრობლემა არააქვს შეგიძლია არ გააღვიძო,ცოდოა თუ ძინავს,ნუ ზოგი ძილში ჭამს მაგრამ მე მეშინოდა თავიდან არ გადაცდენოდა და არ ვაჭმევდი ხოლმე.გააჩნია რომელ ძილს გულისხმობ,ღამის ძილის დროს არ ვაღვიძებდი,რამდენჯერ აბამს ესე 5 საათი ძილს მაგასაც გააჩნია,თუ დღეში ერთხელ არაუშავს,ერთი ჭამის ჩაგდება გამოდის,მაგრამ თუ ორჯერ იძინებს დიდი ხნით მაშინ ხშირად მოუწევს ჩაგდება და მაგ შემთხვევაში ჯობია გააღვიძო.

Posted by: Banaana 21 Mar 2021, 10:07
gogatakoo
მადლობა. 3 საათში ერთხელ ითხოვს ჭამას მაგრამ გუშინ დღისით 2ზე რომ ჭამა 7მდე ეძინა და მაგიტომ დამაინტერესა.

Posted by: takoo1 21 Mar 2021, 11:39
Banaana
ღამე როგორ ძინავს იღვიძებს ყოველ 3 საათში? ძუძუზე გყავს თუ ფორმულაზე? ფორმულაზე 3-4 საათში უნდა აჭამო,24 საათში 7-8 ჯერ უნდა ჭამოს,თუ ჭამს მაგდენჯერ მაშინ არ გააღვიძო არაა საჭირო:*

Posted by: Tsitsi.la 21 Mar 2021, 17:16
დედიკოებო, ჩემმა ბიჭმა ბოლო პერიოდია დაიწყო გადაბჟირებით ტირილი, ძუძუს ეჩხუბება ჭამის დროს და ტირის, ეხლაც ისე იტირა და იმდენი ხანი გადაბჟირდა კინაღამ მივკვდი. ლიყაზე მოვუჭირე ინსტიქტურად, სულიც შევუბერე, მაგრამ გალურჯდა და ძლივს ამოისუნთქა.
თქვენ პატარებს თუ ქონიათ ასე და ნევროპათოლოგს უნდა ვაჩვენო???

Posted by: NatiaGull 21 Mar 2021, 18:38
Tsitsi.la
ერთსა და იმავე დროს თუ იწყებს ტირილს, ეგ არის კოლიკა. და ნევროპათოლოგი არ სჭირდება biggrin.gif
ბოთლითაც ხომ არ აძლევ ხოლმე რძეს ?

Posted by: Tsitsi.la 21 Mar 2021, 18:58
NatiaGull
არა მხოლოდ ძუძუ. სულ რამდენიმეჯერ მივეცი ბოთლით. ზუსტად ერთ დროს არა, მაგრამ დღის საათებში უფრო, ღამე არ შვება. კოლიკა მეც ვიფიქრე, ჭამის დროს იწელება , ფეხებს იქნებს, ძუძუს უბრაზდება და იწყებს ტირილს,
მერე უცბად ბჟირდება.
მე კი მოვკვდი ნერვიულობით და რავიცი sad.gif ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა ამჯერად და კინაღამ
გავგიჟდი.

Posted by: Nnia 22 Mar 2021, 13:32

Tsitsi.la
აი რაც აღწერე ზუსტად ეგაა კოლიკა. ჩემსასაც ქონდა გაჭედვის პიკი სადღაც ორთვენახევრის იყო. არ შეგეშინდეს. არც ჩაბჟირებაა საშიში. არ არსებობს რომ ბაᲕსმა არ ამოისუნთქოს. შენ თუ მაგ დროს პანიკაში ვარდები უარესს იზავს. თვითონაც შეეშინდბა. უბრალოდ ჩაიხუტე მაგ დროს. სულის შებერვები პწკენები და რაღაცეები არ ჭირდება. და რაც მთავარია ნერვოპათოლოგი არ სჭორდება შენს შვილს, სრულიად ნორმალირია რასაც ყვები. ამიტომ მთავარია დამშვიდდე თორემ ეგეც აღიზიანებს ბავშვს. ცოტა გვიანი პასუხია, მაგრამ ეხლა ვნახე სამწუხაროდ. ტამიტაბში სვაამ? მაგ მომენტში კანითკანთან კონტაქტიც ეფექტურია.

Posted by: Tsitsi.la 22 Mar 2021, 16:04
Nnia
კი ტამი ტაბში ვსვამ ხოლმე და ძალიან
მოსწონს. კანი კანთან კონტაქტი ხშირად არ გაკოგვდის, სულ ვიღაც მადგას ამ ჩემ ოთახში(( და იშვიათად ვარ ბავშვთან მარტო, ესეც ცალკე მაღიზიანებს . კარგია რომ დამამშვიდეთ, ახლა სტატიებსაც გადავხედე და ყველგან იგივეს წერენ რომ ამოისუნთქვს თავისითო, ვეცდები აღარ ვინერვიულო. უბრალოდ საშინელი სანახავია . ვოცნებობ 3 თვის გახდეს რომ ამ მუცელმა დაასვენოს sad.gif

Posted by: NatiaGull 22 Mar 2021, 19:16
Tsitsi.la
ტირილს რომ გადააბამდა ცუდად ვხდებოდო ოფლი მასხამდა და პანიკაში ვვარდებოდი რომ არ წყნარდებოდა.
სიმშვიდე შეინარჩუნე რამენაირად, ჩაბჟირებისგან გაგუდული ბავშვი არ არსებობს ბუნებაში, ჰაერზე გაიყვანე მშვიდად ჩაიხუტე და ამოისუნთქავს.
კანითკანთან კონტაქტზე სასწაულებს წერენ, მე არ ვაკეთებდი და ვნანობ.
პლედი მოახვიე და მიიხუტე.
მეც ვღიზიანდებოდი თავიდან სულ სახლში რომ იყო ვიღაც.
ძალიან ნორმალურია ახლა რა გრძნობებიც გაქვს, ყველა გად8ს მაგ გზას. არ გეგონოს რომ მარტო შენ გჭირს.

Posted by: Tsitsi.la 22 Mar 2021, 20:11
NatiaGull
ხო, თითქოს ძალიან ყოჩაღად დავხვდი მშობიარობის შემდგომ პერიოდს, მაგრამ მაინც სდევს თან ეს გაღიზიანება. ბავშვის მოვლა იმხელა პასუხიმსგებლობა ყოფილა, მთელი ენერგია და ნერვები მიაქვს. მაგრამ, კარგად იყოს და აღარ ვიდარდებ არაფერზე

Posted by: Tua 22 Mar 2021, 22:55
gogatakoo
შპრიცით დაალევინე ელექტროლიტი, ალექსანდრესაც სჭორდა ეგ და არშეგეშინდეს ცოტა დიდი ხანი იცის გაგრძელება, სტოპდიარს და ბუონა კომბიფლორს ვასმევდი მე , ბუენა ძალიან კარჰი ელექტროლიტია და მარტო მაგას სვამდა ეს პროატა 7 ლარია 2 საშეტიანია ორივე ერთად უნდა გახსნა 100მლში, შპრიცით ვაძლევდი ისე წყლის ბოთლში არც ეს სვამდა. თან ლაქყობაქტერიებს შეიცავს და 3 დღეში მაგან და სტოპდიარმა აგვილაგა 2 კვორა თხლად გადიოდა ვერცერთმა წამალმა ვერ გვიშველა ამ 2ის გარდა.
* * *
Glamurka
ეჰ ჩემს შვილსაც ცისფერი ჰქონდა,ერე 6 თვემდე ნაცრისფერი, მაგრამ ჩემმა ყავისფერმა გადაწონა საბოლოოდ ჩეკი ქმრის ნაცრიაფერ ქამელეონ თვალებს biggrin.gif

ბანაობას რაც შეეხება 1.5 წელია ყოველ საღამოს გვაქვს რუტინა ბანაობის ძილისწინ,მაგის გარეშე არიძინებს, მხოლოდ 1ხელ 4 თვის ასაკში ვერ მოვასწარით ბანაობა, მარტოც რომ ვარ სახლში ( ღამე მარტო მიწევს ყოფნა ხშირად ) ყოველთვის ვაბანავებ მხოლოდ წყლითაც ქაფებში საპნის გარეშე დიდი აბაზანაში, მაგრამ ფეხებიან აბაზანას ვლოცავ, 10 თვემდე გამოვიყენე( მერე უბრალოდ ყველაზე დიდში სიგრძეში აღარ ეტეოდა) არც წელი მტკიოდა, არც დახრა მიწევდა, ტამიტაბი ყიდვის დღიდან ჭუჭყიანი სარეცხის ჩასაყრელი ვედროა biggrin.gif
* * *
Banaana
5-6საათი თუ არ ითხოვს ჭამას განსაკუთრებით ღამე, მაგ დროს დედას სძინავს მშვიდად და ბაᲕსვსაც, არ გააღვიძო ტყუილად, მოშივდება და გაიღვიძებს, ასე ჯობია შენთვის ❤ საკეისროს მერე მე მეორე დღეს უკვე ხსენი მქონდა მოყვითალო სქელი , პირველ დღეს იყო გამჭვირვალე სითხე.

Posted by: takoo1 23 Mar 2021, 12:25
Tua
ციციშვილში ვიწექით 2 დღე,გადასხმები გაუკეთეს და ანალიზები,გადავრჩით ანალიზებში არაფერი არ იყო.მკურნალობა დაგვინიშნა მანამდე პედიატრმა მარა ეგრე გადავწყვიტე მე თვითონ რო წამეყვანა,8ჯერ გავიდა კუჭში წყალს არ სვამდა და შემეშინდა,იქ არ მომცეს დანიშნულება,რო ნახეს კარგად აქვს დანიშნული და ეგენი მიეციო,პროსტა სტოპდიარი არ გინდაო. ელექტროლიტს ვაძლევ,ენტეროჯერმინას ეგ ძაან მაგარია სხვათაშორის და ლაციდოფილს.
ამას აულაგდა უკვე მაგრად მოხოდა გადასხმამ.გუშინ ორჯერ გავიდა კუჭში თან შეკრულია უკვე,დღეს ჯერ არ გასულა.

Posted by: narkozeli 23 Mar 2021, 15:21
takotatuli1989

შენ გაიხარე და შენმა რჩევებმა smile.gif) აი შედეგი :
* * *
user posted image
user posted image
* * *
ნაჭუჭა
QUOTE
გიჟურ რეჟიმში ვარ და ისე მომენატრება ხოლმე თქვენთან წაჭორავება ხან შემოვქანდები  როგორ გყავს ჭკვიანი ბიჭი?❤️


წარმომიდგენია love.gif არ დაგვივიწყო ❤️ ბიჭი იზრდება და არის, გაცელქებულია ძალიან. შენები? ❤️
* * *
gogatakoo

ვაახ რეები გადაგიტანია, კარგია რომ გადააგორეთ ❤️

Posted by: takotatuli1989 23 Mar 2021, 15:43
narkozeli
ჰა ჰააა, მიხარია ძალიან რომ გამოგადგათ ჩემი რჩევა <3
* * *
აუ ტყუპების დედიკოებო გამოდით! ჯერ შოკირებული ვარ და ძაან დაგეგმილი ცხოვრების მოყვარე ქალს ვეღარაფერი დამიგეგმავს. გუშინ გავიგე რომ ტყუპებს ველოდები smile.gif ხოდა ერთი მყავს 3 წლის და 4 თვის, ვითომ სექტემბერში ბაღში უნდა მიმეყვანა სამსახურთან, ეხლა როდისღა გავალ სამსახურში ან როგორ ვატარებ ბავშვს სექტემბერში უზარმაზარი მუცლით, აი არ ვიცი ავიჭერ დავიჭერი, საიდან დავიწყო ფიქრი და რა და როგორ დავგეგმო არ ვიცი. ქმარიც გვერდით არ მყავს მივლინებულია სადღაც შორს და შაბათ-კვირას თუ ჩამოდის.
გთხოვთ, გამოცდილები ვინც ხართ ტყუპზე ორსულობაზე და ტყუპი ბავშვების გაზრდაზე რჩევები გამიზიარეთ. ჯერ ის ვიცი რო რამენაირად უნდა დავმშვიდდე და ვკონცენტრირდე ბავშვზე, სამსახურზე და ორსულობაზე. ჯერ ძალიან პატარა ვადის ვარ.

Posted by: Ninico 23 Mar 2021, 18:32
takotatuli1989
აქ ვარ baby.gif baby.gif პირველ რიგში გილოცავ და სანამ დრო გაქვს კარგად დაისვენე biggrin.gif რადგან უკვე გაქვს ბავშვის მოვლის გამოცდილება ეგ ძალიან დიდი პლიუსია. მე საერთოდ გამოუცდელი ვიყავი და აფეთქებული მყავდა პედიატრი, ყველა წვრილმანზე ძალიან ვნერვიულობდი. ორსულობას რავ შეეხება მე ჩვეულებრივი ორსულობა მქონდა, 37.4 კვირამდე მივედი. უბრალოდ ბოლოს ძალიან დავმძიმდი და ვეღარ დავდიოდი. წნევები წამომივიდა მაღალი და ვაკონტროლებდი სულ.
* * *
gogatakoo
ენტეროჯერმინა მეც მომწონს, როგორც კი კუჭი აეშლებათ ვაძლევ ხოლმე. სხვა არცერთ წამალს არ ქონია ეფექტი ამათზე.

შარდის ანალიზზე მაინტერესებდა საერთოში ლეიკოციტებიც მაღალი ქონდა და ბაქტერიების რაოდენობაც? ახლიდან ჩავაბარე ამისი შარდი და ლეიკოციტები აღარ აქვს მაღალი, მაგრამ ბაქტერიები ისევ ისეა.

Posted by: takotatuli1989 23 Mar 2021, 19:24
Ninico
მადლობა დიდი. კი ვიცი რო უნდა დავისვენო, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში biggrin.gif

Posted by: Glamurka 23 Mar 2021, 21:15
გოგოებო ვიმშობიარე ახალ სიცოცხლეში მომცეს ფურცელი სადაც წერია 1 თვის ასკში უნდა მიეცეს 3 დოზა კანავიტი აქ უნდა მოიყვანოვო. ვის გქონიათ ეს შემთხვევა რო გამარკვიოთ რა
* * *
gogatakoo
რა კარგია რო კარგადაა ❤

Posted by: NatiaGull 23 Mar 2021, 21:23
Glamurka
ეგ არის კალიუმი. ზოგ სამშობიაროში მთლიან დოზას ასმევენ ბავშვს და არარ გიბარებენ, მაგალითად მე არ დამიბარეს.
ზოგგან ყოფენ და ამიტომ იბარებენ 20 დღეში ან 1 თვეში
ანუ მესამე დოზისთვის გიბარებენ.

Posted by: Glamurka 23 Mar 2021, 21:51
NatiaGull
აა ნახე რა . 50 ლარი ვიზიტია და ამიტო ყოფენ საზიზღრები
* * *
აუ ნათი რა კარგი გოგო ხარ იმდენს ვკითხე და არავინ არ იცოდა ❤

Posted by: Tsitsi.la 23 Mar 2021, 23:07
NatiaGull
მაგას ყველას ასმევენ? პირველად გავიგე

Posted by: Tua 23 Mar 2021, 23:24
gogatakoo
უი 8ჯერ ბევრია, კარგი გიქნია რომ წაიყვანე, Ვვენც ვართ ციციშვილში ნამყოფები ( გახსენება არმინდა) , აღარაა კოვიდ კლინიკა და მიგიღეს? ენტეროჟერმინამ, ლინექსმა, ენტეროლმა, ნეო პეკეს ელექტროლიტებმა, ჰუმანას ელექტროლიტებმა არაფერმა არუშველა საერთოდ , მერეეგობარმა გასტროენტეროლოგმა დაგვინიშნა ის 2 წამალი და იდეალურად აულაგდა ბაᲕშვს 3 დღეში.. ხოხვა დაიწყო მაგ პერიოდში ზუსტად და 1 კვირაში დაემართა

NatiaGull
ღუდუშაურში დაალევინეს? ფორმა 100სში არეწერა ჩემთან biggrin.gif ყველას ასმევენ?

Posted by: ნაჭუჭა 23 Mar 2021, 23:32
narkozeli
ჩემებიც კარგად არიან❤️პატარა გამიცელქდა უკვე მეც, დამოუკიდებლად ცდილობს სიარულს უკვე და იმხობს ყველაფერს თავზე, უფროსებიც არ მაკლებენ საზრუნავ -სანერვიულოს და ვართ ასე gigi.gif

Posted by: Glamurka 23 Mar 2021, 23:51
Tua
ვაი იმედია ჩემი არ აჯობებს lol.gif
ძაან მინდა ცისფერი თვალები დარჩეს love.gif

Posted by: NatiaGull 24 Mar 2021, 00:16
Tsitsi.la
Tua
ახალი გაიდლაინიაო, მაგრამ რამდენად ახალია არ ვიცი. სისხლის შედედებას უწყობს ხელს კალიუმიო თუ რაღაც ეგეთი.
თეო ფორმა ასში უწერია ხო როგორც მახსოვს. ხვალ ვნახავ კიდევ და დავწერ როგორი ჩანაწერია

Posted by: Glamurka 24 Mar 2021, 00:44
NatiaGull
აუ ეგ ფორმა 100 ჩემმა ქმარმა პოლიკლინიკაში მიიტანა. მეც მინდა ვნახო. მომცემენ ხო რო გადავიღო

Posted by: Tsitsi.la 24 Mar 2021, 09:31
NatiaGull
მეც ვნახავ ერთი ფორმა ასში, ჩამოთვლილია აცრები და ყველაფერი მაგრამ ეგ რატომღაც არ მახსოვს

Posted by: Tua 24 Mar 2021, 09:41
Glamurka
წესით შენ გრჩება ფორმა 100, მე მაქვს სახლში დედანი ,ყველგან ასლს იტოვებენ. მეც უნდა ჩავხედო ერთი კი არ დავკვირვებივარ biggrin.gif ეჰ მეც მინდოდა ისე მიხაროდა ნაცრისფერი მაგრამ გადაწონა გენმა gigi.gif

Posted by: NatiaGull 24 Mar 2021, 09:53
აი გოგოებო წერია
user posted image

Posted by: narkozeli 24 Mar 2021, 11:17
takotatuli1989
პირველ რიგში გილოცავ ♡♡
მეორე რიგში კი გამაგრდი, სხვას ვერაფერს გეტყვი biggrin.gif
იმაზე ათასჯერ რთულია ვიდრე წარმოიდგენ, მე მყავს ოჯახის წევრები, მაზლის ბავშვები ტყუპები, 8 თვის ხდებიან, აი ოდნავადაც არ მცოდნია რამდენად რთული ყოფილა, ამიტომ აი თუ კი ვინმე შეიძლება დაგეხმაროს, ყველას და ყველაფერს გაუკეთე მობილიზება. ჩემს დეიდაშვილსაც 2 წლის ტყუპები ყავს და რომ წუწუნებდა მეგონა აბუქებდა. თურმე მართალი იყო user.gif
მეც ხო პატარა მყავს მარა ცა და დედამიწაა ერთი შვილი და ორი ერთი ასაკის შვილი ერთდროულად. საერთოდ არ გავს ეს ორი ერთმანეთსsmile.gif სხვა განზომილება ყოფილა ტყუპები.
ვინც იტყვის რომ მარტივია, გატყუებს, რთულისთვის მოემზადე user.gif თუმცა შეუძლებელი არაფერია.
ჩემმა მაზლის ცოლმა ვერ გაუძლო და გატყდა ფსიქოლოგიურად, მიუხედავად იმისა რომ დედამთილი და ძიძა ყავს პირველივე კვირიდან. რომ ვუყურებ, მეც ძაან გამიჭირდებოდა. აუცილებლად იფიქრე დამხმარეებზე. მარა სამაგიეროდ რაღაც სხვა ლეველია ბედნიერებისაც, სადღაც 7-8 თვიდან ერთმანეთს ართობენ და ერთად იწყებენ თამაშს და ეგ უკვე შვებაა. და ნუ ამაზე მაგარი რა უნდა გაუკეთო, უახლოესი ადამიანი ეყოლება გვერდით მთელი ცხოვრება.
მაპატიე პირდაპირობისთვის biggrin.gif ♡♡ ფბ-ზე ნახე ძალიან კარგი ჯგუფია ქართველი ტყუპი ბავშვების დედების, happy moms of twins, ესე ქვია. ძაან ბევრ რამეს გირჩევენ იქ.
* * *
ნაჭუჭა
ჰაჰაა, დიდი მხიარულებაა ოჯახში biggrin.gif

Posted by: takotatuli1989 24 Mar 2021, 12:01
narkozeli
მადლობა ინფორმაციისთვის, უკვე იმ ეტაპზე ვარ ტვინი გავთიშე სანერვიულოებზე და დღევანდელი დღით დავიწყე ცხოვრება, როცა მექნება სირთულე და სანერვიულო მარტო მაშინ ვინერვიულებთქო biggrin.gif. ცალკე ვცხოვრობ და ქმარი მივლინებული ყავს მაქსიმუმ კვირაში ორი დღე მყავდეს გვერდით. ეხლა მთავარი ამოცანა მაქვს ორსულობა, ბავშვი და დისტანციური მუშაობა ერთად შევძლო. მერე გაჩენამდე რო მივალ დამხმარე უნდა ვეძებოთ თორე ოჯახის წევრები ცალკე ცხოვრობენ და მუშაობენ დატვირთული გრაფიკით. კაი დღე მელოდება smile.gif

Posted by: narkozeli 24 Mar 2021, 12:22
takotatuli1989

ყველაფერი გამოვა, ვინც ინფორმირებულია, ის შეიარაღებულიაო ხომ იცი biggrin.gif


Posted by: NatiaGull 24 Mar 2021, 12:52
narkozeli
გვანც, ძიძის და დედამთილის მიუხედავად მაინც უჭირს შენს რძალს ?
ალბათ საერთოდ არ რჩება დრო საკუთარი თავისთვის sad.gif

Posted by: NatiaGull 24 Mar 2021, 13:35
narkozeli
არ არის ეგ მარტივი ამბავი. ურჩიე რა შენც რომ კიდევ აიყვანონ დამხმარე თუ საშუალება აქვთ. ღამითაც სჭირდება ვინმე გვერდით.

მაგ დროს შეიძლება სუიციდზეც იფიქროს ქალმა, ისეთი მომენტები დგება ზოგჯერ...

Posted by: narkozeli 24 Mar 2021, 13:44
NatiaGull

მე ფსიქოლოგიც ვურჩიე. დამხმარე კიდე სჭირდებათ აშკარად მარა რავიცი, თვითონ არ შვებაsad.gif

Posted by: Tua 24 Mar 2021, 16:40
NatiaGull
ერთი ჩემთანაც უნდა ჩავიხედო არასდროს მიმიქცევია ყურადღება, სმენაზე ჩემს დროს არამოწმებდნენ ღიდუშაურში სმენის ინსტიტუტში გაგვიშვეს

Posted by: narkozeli 24 Mar 2021, 17:25
Tua

ჩაჩავაშიც შეამოწმეს, რაღაც აპარატი შემოიტანეს, ყურში ჩაუდეს და წიოდა ის აპარატი და ახატავდა მწვანედ. ჩასაბერი როა ალკოტესტი, იმას გავდა :დ

Posted by: nopiahopi 24 Mar 2021, 18:04
Tua
სმენაზე ჰერაშიც იქვე შეამოწმეს.

narkozeli-ის ბავშვის მსგავსად რაღაც აპარატი იყო და ეკრანზე აკვირდებოდნენ. ნუ ეს 2013 წელს. იმედია ახლაც იქვე შეამოწმებენ და არ მარბენინებენ სხვაგან smile.gif

Posted by: takotatuli1989 24 Mar 2021, 18:50
narkozeli
ვახ, რა ცუდია. ჩემი ნათესავი გოგოა 4 წლის ყავდა უფროსი რომ ტყუპი ეყოლა და სულ 24 წლის იყო მაგ დროს, დამხმარე ყავდა საღამოს დედამთილი, რომელიც საჭმელს უმზადებდა მეორე დღისთვის და დღე ქმარი ეხმარებოდა ორი საათი. საკმაოდ უჭირთ და ძიძა ვერ დაიხმარა, ნუ აი ეტლიც როდის როდის იყიდა და აი ისეთი მოწესრიგებულია სულ, ისეთი მშვიდია და ისე უნერვოდ და ღიმილით გაყავს დღე რომ ვუყურე შოკი მქონდა. ეხლა მაგ გოგოზე ვფიქრობ და არ მეჩვენება მასე რთულად ყველაფერი.

აქვე დავამატებ იმას რომ მე რო 24 წლისას ერთი შვილი მაინც მყოლოდა უკვე დანერვოზებული ვიქნებოდი უსაშველოდ, მარა არ ვიცი რა, ერთ ბავშვზე ხომ მივიღე რაღაც გამოცდილება ( სახე გაგვაძრო ყველას ისეთი იყო და არის ) და იმედია გავუმკლავდები ფიზიკურადაც და მენტალურადაც.

Posted by: Tua 24 Mar 2021, 20:51
narkozeli
ღუდუშაურში რომ გავაჩინე მაშინ არ ამოწმებდნენ იქვე ეტყობა ეხლა დაიწყეს, ფორმა 100ში ეწერა სად უნდა მიმეყვანა ბავშვი სმენის ინსტიტუტი რომაა მანდ მყავდა, ამასაც მაგ აპარატით შეუმოწმეს ოღონდ კლინიკაში.
* * *
NatiaGull
ნათი ამას სხვა რაღაც გაუკეთეს, ვიკასოლი აწერია, ანუ ვიტამინი k, ეტყობა მაშინ სხვა რამეს უკეთებდნენ.
* * *
narkozeli
მირანდას პრობლემა იდეაში ტყუპები არაა მე ასე მგონია, მირანდას პრობლემა პატარა ასაკში 2 შვილის დედობაა თან ისე სწრაფად რომ ვერ დატკბა სხვანაირი ცხოვრებით და ეგეც ძალიან მოქმედებს ფსიქოლოგიურად smile.gif გათხოვება ისედაც სტრესია რაღაც პერიოდი რადგან სიახლეა და ეგრევე 2 ბავშვი უფრო დიდი სტრესია , ერთი 6-7 თვე რომ ეგულავა და დამტკბარიყო ყველაფრით ( თან სახლში ჩაჯდომა მაგის საქმე არიყო გათხოვებამდეც) უფრო ადვილად ექნებოდა ყველაფერი. რთულია ტყუპები კი მაგრამ როცა ძიძაც გყავს და დამხმარეც და შენც ხარ პლიუს არაა ისეთი რთული ამბავი. აგერრ 1 ბავშვს ვუმკლავდებოდი 24 საათი მარტო ვიყავი სულ სანამ სამსახურში გავიდოდი biggrin.gif არც დამრეცხავი მყავდა , არც დამლაგებელი არც საჭმლის გამკეთებელი არც ძიძა ( მაგრამ დალიოლოცოს ძიძა ) biggrin.gif

Posted by: NatiaGull 25 Mar 2021, 00:13
Tua
ხო როგორც ჩანს პრეპარატი შეცვალეს. კალიუმი დამიწერია წინა პოსტში. კ ვიტამინი ვიგულისხმე ბოდიში biggrin.gif

ვაიმე აი 100%სიმართლე თქვი. მიუხედავად იმისა რომ 9 თვე მქონდა ტკბობისთვის, 28 წლის გავთხოვდი და შვილის ყოლაზეც როგორ ვნერვიულობდი და მინდოდა ორსულობა კი იცით. მშობიარობის მერე ვერ ვცნობდი ჩემს თავს ისეტი აზრები მქონდა.
პლიუს ყველა თემა გადაღეჭილი მქონდა ბავშვის მოვლოს ამბებში და მაინც მოუმზადებელი აღმოვჩნდი.
დეპრესიამდე ვიყავი მისული. სიმარტოვის და შინაგანი პანიკის განცდა მქონდა სულ. მერე სარკეში ვეჩხუბებოდი ჩემს თავს, ღმერთმა ამხელა ბედნიერება მაჩუქა და მე ვერ ვაფასებ მეთქი.
და მაგ გოგოსი ძალიან კარგად მესმის აი ძალიან.
უბრალოდ ჩვენს თავში უნდა ვიპოვოთ ძალა. სხვა მშველელი არ გვყავს, რამდენი დამხმარეც არ უნდა იყოს.

თეო ძიძა მოგწონს ანუ ხო ? სამსახურიდან მოსულს არ გხვდება აურზაური სახლში ? biggrin.gif

Posted by: Banaana 25 Mar 2021, 01:21
გამარჯობა დედებო, ისევ მჭირდება თქვენგან რჩევები. 2 კვირის განმავლობაში ბევრი ვეცადეთ რომ მხოლოდ ძუძუზე ყოფილიყო ქალბატონი მაგრამ არ გამოდის, ვერ ეოვს ძლიერად, წონაში კლება აქვს, ტირის ,გაღიზიანებულია ,არ ძინავს. ამიტომ დავიწყეთ ფორმულის დამატება. ძუძუს მერე 60გრამს ჭამს და მშვიდად იძინებს 3 საათი. თუ გაქვთ გამოცდილება შეიძლება რომ მოძლიერდეს უკეთ დაიწყოს წოვა და ისევ ძუძუს დაუბრუნდეს სრულად?

Posted by: takoo1 25 Mar 2021, 08:39
Banaana
კი როგორ არ შეიძლება,ჩემსასაც წოვის პრობლემა ქონდა ერთი თვე,ძალიან გავწვალდი თავიდან.მეც ფორმულას ვაძლევდი აშკარად არ ყოფნიდა მარტო ძუძუ,რომ ვერ წოვდა კარგად შესაბამისად რძეც არ დგებოდა იმდენი.მერე ნელ ნელა დაიწყო წოვა და რძეც მეტი ჩადგა და აღარ დაგვჭირდა ფორმულა.იშვიათად ვაძლევდი ხოლმე ძალიან.რძე როგორ გაქვს ისე?

Posted by: nopiahopi 25 Mar 2021, 10:36
Tua
შენ იცნობ ავენტს და გეცოდინება smile.gif
ავენტის ასეთები იყიდება ჩვენს აფთიაქებში ?

user posted image

ვიფიქრე გამოვიწერთქო, მაგრამ არ მინდა ისეთი მოდელი აღმოჩნდეს, რომ მერე თუ რამეა და უცებ კიდევ დამჭირდეს, ვეღარ ვიშოვო აქ.

Posted by: NatiaGull 25 Mar 2021, 10:58
nopiahopi
კი ზუსტად ეგეთი მაქვს 2 ცალი

Posted by: nopiahopi 25 Mar 2021, 11:16
NatiaGull
QUOTE
ზუსტად ეგეთი მაქვს 2 ცალი

მშვენიერია smile.gif
ამაზონზე 8-9 დოლარი ღირს 4 ცალიანები…
ან წყვილი 4$ მდე და ბარემ ხომ არ გამოვიწეროთქო. მგონი აქ უფრო ძვირი იქნება. თუ იგივე ჯდება?

Posted by: narkozeli 25 Mar 2021, 11:30
takotatuli1989

აუ არ ვიცი, მე ვერ ვარ მასეთი ყოჩაღი და გამიჭირდებოდა ვიცი :შ უბრალოდ მე ორ ძიძას ავიყვანდი აუცილებლად და მასეთი ბავშვები რომ მყავდეს აუცილებლად 24 საათიანს ავიყვანდი.

Tua

ეგეცაა კი. უბრალოდ იმდენად ყოჩაღი და ენერგიული ტიპია ფიზიკურად, მე ისე მეხმარებოდა ხოლმე ვაჩესთან, ძაან არ ველოდებოდი თუ ასე გაუჭირდებოდა.
მაგრამ მართლა რთულები არიან ესენი, ერთიც რომ იყოს მაინც რთული ბავშვები არიან. მე ცოტა ხნით რომ გადავდივარ მაგათთან ისე ვიღლები, ასე მგონია ათი ბავშვია ოჯახში.

ნუ მე რომ ტყუპები გამიჩნდეს, აუცილებლად ორ ძიძას ავიყვან და აქედან ერთს 24-საათიანს.


* * *
QUOTE
მსახურში გავიდოდი  არც დამრეცხავი მყავდა , არც დამლაგებელი არც საჭმლის გამკეთებელი არც ძიძა ( მაგრამ დალიოლოცოს ძიძა )


ძიძა ასე მგონია ყველას ჭირდება რა, ნუ დიდი კომფორტია.

რა ქენი, როგორ შეეგუა ალექსანდრე შენს სამსახურში გასვლას? დილას კონცერტები არ დაუწყია ჯერ? biggrin.gif

Posted by: Banaana 25 Mar 2021, 11:36
gogatakoo რა კარგია იმედი მომეცა. რძე ორივე რომ გამოვიწველე 55 მლ გამოვიდა მაგრამ რომ ზარმაცობს ვერ წოვს ბოლომდე და ალბათ 20-25 მლ გამოაქვს რაც ნამდვილად არ ყოფნის. სული მოითქვა რაც ფორმულაზე მივეცი

Posted by: narkozeli 25 Mar 2021, 11:38
NatiaGull

კი ნათი ზუსტად მასეა.. და თურმე ასაკზეც არაა. კი, მირანდა პატარაა ასაკით, 21-ის გათხოვდა და 22ის უკვე დედა იყო მარა ზოგადად ნებისმიერ ასაკში რთულია ჩემი აზრით.

Posted by: nopiahopi 25 Mar 2021, 11:38
narkozeli
შენ როგორც აღწერ, ბავშვების ხასიათი-ზნე უფრო ართულებს მის მდგომარეობას. რა თქმა უნდა, იმაზე არავინ დავობს, რომ ურთულესია ტყუპი. მაგრამ შენი ვაჩესნაირი გასაზრდელები რომ ყოფილიყვნენ, ჩათვალე იმის ნახევრის ატანა და გაძლება მოუწევდა, რა მდგომარეობაშიც ახლაა. კარგად რომ ჭამდნენ, ეძინოთ და არ ჭუჭყუნებდნენ, ნუ ფიზიკურს ვერა, მაგრამ ფსიქიკურ ჯანმრთელობას მაინც დაუზოგავდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

Posted by: Tua 25 Mar 2021, 11:45
nopiahopi
კი იყიდე მაგრამ გამოწერას გორჩევ, აქ ძალიან ძვირია, ალექსანდრემ არჩაიდო ესენი მეორე მოეწონა უფრო. 2ივე გამოიწერე ეგეც და ეა ფლოუც, მე 2 ცალინი გამოვიწერე ეგეც და მეორეც .

NatiaGull
9 თვე კი არაა ქორწინების მე 4 წელს გავაჩინე და კიდე არვიყავი დარწმუნებული მინდოდა თუ არა smile.gif))) თავიდან ეგ სირთულეები ყველას აქვს , მაგრამ ვერ წარმომედგინა გათხოვებიდან 1 თვეში ორსულობა ნაღდად ისედაც არმინდოდა 3 წელი და კი გამოვიდა ეგრე. არა გოგო პირიქოთ მეხმარება დაჟე აქეთ ბავშვს რომ სძინავს თუ რამე მაქვს გასაკეთებელი დასალაგებელი მხვდება, ჩემი რაღაცეებიც დაუთოვებული, სარეცხს მე ვყრი მანქანაში ეს ფენს, ჭურჭელიც დარეცხილი.მხვდება დალაგებული ალექსანდრე ისეთი წყნარი და მშვიდია თვითონ , თან თვითონ თამაშსაც არის მიჩვეული ხალიჩაზე ზის და თამაშობს.

narkozeli
ენერგიული ყველაა ბავშვის გაჩენამდე იმიტომ რომ ვერ ხვდებიან როგორ შეიცვლება მათი ცხ9ვრება , ეგ დაემართა მირანდას ზუსტად.

ალექსანდრე პირველივე დღეს ჩაეხუტა ძიძას ( ხალხი უყვარს ძალიან და პრობლემა არჰქონია) ძიძა თუ მუშაობ მაშინ გჭირდება და მე 1 კვირა სახლში ვიყავი + ძიძა და ძალიან დავიღალე smile.gif)))) მარტო უფრო კარგად ვიყავი. არა კონცერტებს არც დაიწყებს ძიძა რომ მოდის ნანა მოვიდაო და მირბის კარებთან ეხუტება და მე მაცილებს smile.gif)) სამაგიეროდ რომ მოვდივარ კაკუნზე კარებთან დგას მელოდება ჩასახუტებლად biggrin.gif

Posted by: narkozeli 25 Mar 2021, 11:51
nopiahopi

100%

სხვათაშორის ვმეგობრობთ და ბევრ რამეს მეუბნება გულახდილად და რამდენჯერმე ისიც მითხრა შენი ბევრჯერ შემშურებიაო, ვერასდროს გაიგებ მე რას განვიცდი როცა ვაჩეს ვუყურებდი და მე ასეთები გავაჩინეო. შოკი გვქონდა ორივესო (ცოლ-ქმარს), რატომ და რისთვის დავისაჯეთ ასეთი რთული ხასიათი რომ აქვთო.
სულ ვაჩეს ადარებენ და ეგეც ართულებს საქმეს. ვაჩესნაირები მართლა იშვიათობაა მაგრამ მე ვფიქრობ რანაირიც არ უნდა იყოს ბავშვი, არასდროს სხვას არ უნდა შეადარო. მაგაზე შენიშვნაც მიმიცია მეთქი რატო ადარებ, და ბუნებრივად მეფიქრებაო, ესეც ხო გუშინ იყო ამათხელაო და რა უპრობლემო იყოო.
ნუ ძილის პრობლემებს ნელნელა აგვარებენ, 1ზე იღვიძებენ, აჭმევენ და მერე 5-6მდე ძინავთ და ეგეც შვებაა.
ეხლა ყველაზე დიდი პრობლემა უჭმელობაა, ერთი რამეც ვერ ვიპოვეთ ჯერ, რაც უყვართ. არანაირი ხილი, არანაირი ბოსტნეული, არანაირი ფაფა. არანაირი საერთოდ. მეც ერთი ათასნაირი ვუყიდე, დედამისმა და მამამისმა ცალკე მილიონნაირი. პირს ვერაფრით გააღებინებ კოვზს რომ გემო გაუსინჯონ.
მგონი მე რომ ცოტათი რთული ბავშვი მყოლოდა ოდნავ უფრო მომზადებულები იქნებოდნენ. მთელი ოჯახი შოკში არიან, ჩემი დედამთილიც და მამთილიც ცალკე შოკში არიან. ვაჩე ისე გაიზარდა ამის ტირილი არ გაუგიათ და ესენი ჩაუსუნთქავად ტიროდნენ პირველი 6 თვე და ახლაც შიგადაშიგ. პლიუს ეს არ ჭამა, უძილობა. მოკლედ მე ვხვდები რატომაც გაუჭირდა.
* * *
Tua
მასე იყო ვაჩეც მარა სადღაც 1 თვეა გაუჭირდა და ჩემს სახლიდან გასვლას ძალიან განიცდის. სამაგიეროდ ძიძა რომ მიდის მაგასაც ეტირება.

Posted by: unusual 25 Mar 2021, 12:07
გოგოებო ტაკო საშინლან ეწვებება კუჭში რო გადის, უვარვარებს წითლად და ისტერიულად ტირის, ვახმარ სუდოკრემს, თურმანიძის მალამოს, მირჩიეს კოლხურიც, რამე ძლიერი მალამო რომ ჩაუწყნაროს ტკივილი მაგ დროს არაფერი იცით? თორე გული მიკვდება უკვე. ან ასე ხშირად რატო ეწვის ვერ გავიგე.

Posted by: მზე 25 Mar 2021, 12:15
takotatuli1989
არ გახსოვს აქ ტყუპი ბიჭები რო ყავდა? არ მახსოვს იუზერნეიმი sad.gif ძალიან გულმავიწყი ვარ ესეთებში sad.gif
მარა ვერ წარმომდგენია ერთის მოვლა როგორიაო, მშვენივრად უმკლავდებოდა
შენის ტოლი ბიჭები ყავს დაახლოებით
შემოდგომაზე გააჩინა
აუ ენის წვერზე მადგას biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Tua 25 Mar 2021, 12:37
unusual
ველედას საფენის კრემი წაუსვი სქლად დაელოდე 2 წუთი და დააკვირდი რძიან ფაფებს თუ აჭმევ ანუ ძროხის რძიანს ეგ აღარ აჭამო , რაღაც სწყენს აშკარად.

narkozeli
ვნახოთ იმედია ესეც არ დაიწყებს, ერთადერთი ვისაც ეტირება პაპამისია smile.gif))))

Posted by: takoo1 25 Mar 2021, 13:04
Banaana
შეიძლება არ ყოფნის რძე, 55 ცოტაა ორივეში,ჰუმანას პიულატე დალიე მოგიყვანს რძეს კარგად მე მიშველა. მაგას რო ვსვამდი ფორმულას აღარ ვაძლევდი ხოლმე.ყველას არაქვს ბევრი რძე რაც არ უნდა ბევრი აწოვო იმაზე მეტი არ ჩადგება რისი რესურსიც აქვს ასე ვთქვათ.მე გამოვცადე უკვე ეგ,ვჭამდი ვსვამდი მარა 100მლ ზე მეტი არ დგებოდა.ნუ 6თვემდე კი მივედი და მერე უკვე რაღაცეების ჭამა რო დაიწყო ყოფნიდა.6 თვემდე ფორმულასაც ვაძლევდი პერიოდულად.შეიძლება 2 კვირა მარტო ძუძუზე ყოფილიყო და რამოდენიმე დღე დამჭირვებოდა ფორმულა(დღეში ერთხელ).შეხედე და მიხვდები შენ თვითონ რა,წოვას უკვე დაიწყებს კარგად და ნახავ როგორ გექნება რძე.ხშირად მიეცი ხოლმე და დააკვირდი აბა რას იზამს.

* * *
unusual
ხშირად გადის კუჭში და მაგ დროს თუ ყოველთვის მასეა?ცოტა თხლად როცა გადის ეგეთ დღეში ვართ ჩვენც,უცებ უწითლდება და უღიზიანდება.მე კასოლს ვხმარობ დამწვრობაზე შველის ამას რავიცი
* * *
narkozeli
ვაიმე მესმის მაგ გოგოსი მიუხედავად იმისა რო შეიძლება ითქვას წყნარი შვილი მყავს,ამას ეხლა შეეცვალა ხასიათი.ძალიან ჯიუტია თუ შეკრა წარბები და თუ დაიწყო ტირილი ვსოო ვეღარაფერი აწყნარებს მერე.და მაგ დეოს წარმოვიდგენ ხოლმე ესეთი რო ყოფილიყო თავიდანვე ან ეხლაც სულ ესე იქცეოდეს რა მეშველება მეთქი.მე არ მაქ მაგალითად მაგის ნერვები,ბავშვი რო ტირის ცუდად ვხდები ძალიან მოქმედებს ჩემზე.ასაკს არააქვს მნიშვნელობა 23ის ხარ თუ 29ის ერთნაირად რთულია როცა ეგეთი ბავშვი გყავს,ორი ხო საერთოდ.მე გავჭედავდი დავნერვოზდებოდი)))ეხლაც ხანდახან ისე მენატრება ჩემ ქმართან ერთად სადღაც გასვლა და ბოდიალი,ცოტა გაიზარდოს რო დავტოვო თამამად ერთი დღე მაინც,ჯერ ვერ ვისვენებ რო ვტოვებ 2-3 საათით ერთი სული მაქ სახლში მივიდე ვნერვიულობ რაღაცნაირად,რთულია ძალიან როცა მთელი დღე შენ ხარ ბავშვთან,ძიძა შეიძლება გყავდეს მარა მთელი დღე რო გესმის ტირილი და ა.შ დიდად ვერ გეხმარება ეგ ფსიქოლოგიურად,თუ არ ხარ გასული არ მუშაობ და მოწყვეტილი არ ხარ რთულია.

Posted by: takotatuli1989 25 Mar 2021, 13:29
მზე
ირატაზე იძახი ალბათ. შევეხმიანე უკვე biggrin.gif ვიცი მაგის ამბები ფბ-ზე ვკონტაქტობთ.

unusual
აუ სოკო ხომ არ არის? ერთხელ ჩემ გოგოს ჩაეწვა ძაან არადა სულ ამის ბანვაში ვიყავი და რაღაც რცხილაძემ მაზი დამინიშნა სამჯერ ძაან ცნობილი სოკოს საწინააღმდეგო მაზია (გამახსენდა, ნისტატინი), პედიატრს კითხე და აულაგა 2 დღეში ყველაფერი. რომ შეიწოვდა მერე ვუსვამდი სუდო კრემს. მარტო წყლით ვბანდი მაგ პერიოდში და ხშირად ვანიავებდი. მოკლედ, განავალს მოყვება ხშირად ნაწლავის სოკო და კანზე იწვევს დამწვრობასავით და არაა გამორიცხული ეგ იყოს.
[b]narkozeli[/
ძალიან კარგად მესმის მისი, ჩემი შვილიც არაა იოლი გასაზრდელი და ორი წარმომიდგენია :/ ხილს ჩემი შვილი ყველაფერს ჭამდა 2 წლამდე (ვაშლი, მსხალი, კივი, ჟოლო, ბანანი, ალუჩა, ქლიავი, ავოკადო, ანანასი, აი ყველაფერს). ორი წლის მერე ან მარტო ბანანი ან ვაშლი, ეხლა მაგასსაც არ ჭამს არცერთს! არც წვენს სვამს ხილისას არანაირს, არც კამპოტის სახით. მე ვფიქრობ რაც შოკოლადი გასინჯა ბებოების დიდი ძალისხმევით 2 წლის მერე ამოიძულა ხილი. ხოდა ეხლა უბრალოდ დავიკიდე და როცა შეჭამს შეჭამოს, ამოვწურე ჩემი ძალისხმევა ხან რა ნახატს ვაწყობ ხილისგან თეფშზე და ხან რას და მერე მე მივირთმევ გემრიელად. ნუბის თუ ნუკის ხილის მისაჩვევი საღეჭი სათამაშოსავით ვნახე პსპ-ში. გამჭვირვალეა და ზედა ნაწილში ნახვრეტები აქვს, სილიკონის არის, შეიძლება ხილი ჩააწყო და რო დაღეჭავენ ან წვენი გამოუვა და გასინჯავენ. შეიძლება მოეწონოთ.

Posted by: narkozeli 25 Mar 2021, 13:43
Tua

ხოო, იმედია))



gogatakoo

გეთანხმები თაკო, ბავშვის გაჩენის მერე პირველ რიგში ეს პასუხისმგებლობები გღლის და მერე ის რომ ფიზიკურად დრო აღარ გაქვს საკუთარი ცხოვრებისთვის, პირადისთვის, შენი ახირებების და სურვილების დაკმაყოფილებისთვის და ა.შ
ჩემს შემთხვევაში გაჩენიდან 10 დღეში გამოვედი სამსახურში და წარმოიდგინე ცალკე სამსახურის სტრესი და ცალკე როგორც კი მიხვალ სახლში, ძიძას უშვებ და მეორე სამსახური გეწყება სახლის biggrin.gif თუმცა მაინც არ ვნანობ და ვფიქრობ გასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. მე არ მქონია მშობიარობის შემდგომი დეპრესია.
სირთულეებზე მეც 6-7 თვიდან უფრო მერთულა. მანამდე მუთაქასავით იყო ეს. ჭამდა და ეძინა. უმარტივესად გავზარდე 6 თვემდე, მერე ამოძრავდა, ხოხვა დაიწყო, მერე სიარული და უკვე სუულ ყურადღება უნდა. არ არსებობს ერთი წუთი დამსვას, სულ რაღაც უნდა ვეთამაშო, ვუკითხო და ა.შ.


takotatuli1989
აუ რას იძახი რომ შეიძლება ბავშვს ჭამა 2 წლიდან შეძულდეს? sad.gif

ამას არანაირი ტკბილ-შოკოლადეულობა არ გაუსინჯავს ჯერ და არც გავასინჯებ კაი ხანი. ამის საყვარელი საჭმელია ხილი, ხორცი, ბოსტნეული ფაფა და ფორმულა biggrin.gif



Posted by: Glamurka 25 Mar 2021, 14:18
მყავდა გუშინ გოგოებო და მისცეს ka ვიტამინი პირში შეასხურა და გასინჯა. ზარმაციაო კისერს ვერ იჭერსო და მასაჟები გაუკეთეო გამაგიჟა არადა მასაჟებისთვის ხო ცოდოა ჯერ 1თვისაა თან კისერს ხო 2თციდან იჭერენ

Posted by: NatiaGull 25 Mar 2021, 14:44
narkozeli
ეგ ძაალიან აი ძალიან ცუდია რომ ვაჩეს ადარებს თავის შვილებს და ფიქრობს რომ დაისაჯა. დახმარება სჭირდება აშკარად sad.gif



Glamurka
ვაიმე ვინ შეგხვდა ეგეთი ჭკვიანი ?
წლამდე მასაჟები არ შეიძლება , ზიანიც შეიძლება მოუტანოს ბავშვს .ვინღა აკეთებს ?
ან 1 თვის ბავშვი რატო უნდა იჭერდეს თავს კარგად.

Posted by: მზე 25 Mar 2021, 14:55
takotatuli1989
აუ კიიი
ირინკა მახსოვდა და რაღაც ნიტო იყო, აშკარად ეგრე არ ერქვა-თქო biggrin.gif
ავატარიც მახსოვს ზოლიანი ორსული ილუსტრაცია ქონდა მარა აი იუზერნეიმი ვერაფრით გავიხსენე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nopiahopi 25 Mar 2021, 15:03
Tua
user posted image

ეს ვნახე ამაზონზე 4 ცალიანი 12$-ად და აქ ავენტის ვებგვერდზე 2 ცალიანი ღირს 32 ლარი.

Posted by: takoo1 25 Mar 2021, 15:04
narkozeli
აუ ეს ძაან მოწეპებულია ჩემზე და რა მეშველება არ ვიცი,იმედია შეიცვლება ცოტა აზრზე რო მოვა,სულ უნდა რო გვერდით ვეჯდე მარტო თამაში არ უყვარს.მანეჟში ცოტა ხანი გაერთობა იხტუნავებს და ტირის ამიყვანეო,ჭოჭინაშიც იბოდიალებს და მერე მეძებს ოთახებში.სხვასთანაც არ ჩერდება თუ მე მხედავს,საღამოს ხო ვაფშე და ძილის წინ ისტერიკას აწყობს თუ არ ავიყვანე მე.ღამეც ჩემთან წევს და მოკლედ)))ბაღამდე ალბათ ესე გამაწამებს biggrin.gif აი მეორეს რო წარმოვიდგენ მეშინია არადა მომინდა ცოტა უკვე ))

Posted by: Glamurka 25 Mar 2021, 15:25
NatiaGull
აუ რავიცი დავურეკე მასაჟისტსაც და პედიატრსაც 3 თვემდე არ ვაკეთებთო. ჩემმაც პედიატრმა ვინ იყოვო ეგ იკითხა. არადა ახალი სიცოცხლეში პედიატრიული განყოფილების უფროსია და მაგდენი თუ არ ესმის

Posted by: narkozeli 25 Mar 2021, 15:39
NatiaGull

კი, ნამდვილად და იმედია მალე გაუვლის, ჯერ ისევ დეპრესია აქვს მგონი sad.gif

gogatakoo

გოგო მიჯაჭვულობაზე იმდენი ვიკითხე, მგონი ყველაზე კაი რამეა biggrin.gif ბავშვები რომლების ერთ ადამიანზე (ნუ ძირითადად ესაა დედა) მიჯაჭვულები არიან, თურმე ყველაზე უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ თავს და ყველაზე ძლიერ პიროვნებებად ყალიბდებიან. კი ჩვენთვის რთულია მაგრამ მათთვის თურმე პირიქით კარგია. აშშ-ში სპეციალურ ტრენინგებს ატარებენ "როგორ მივიჯაჭვოთ ბავშვი", ასე რომ biggrin.gif

Posted by: NatiaGull 25 Mar 2021, 15:59
Glamurka
არ გინდა რაა ეს მასაჟები და ბავშვის წვალება. მუცელზე გყავდეს ხოლმე ხშირად როცა ღვიძავს, იატაკზე ან მყარ ზედაპირზე და ეგ არის საუკეთესო ვარჯიში

Posted by: unusual 25 Mar 2021, 16:05
Tua
QUOTE
ველედას საფენის კრემი წაუსვი სქლად დაელოდე 2 წუთი და დააკვირდი რძიან ფაფებს თუ აჭმევ ანუ ძროხის რძიანს ეგ აღარ აჭამო , რაღაც სწყენს აშკარად.

რძიანს არაფერს ვაჭმევ,
gogatakoo
QUOTE
ხშირად გადის კუჭში და მაგ დროს თუ ყოველთვის მასეა?ცოტა თხლად როცა გადის ეგეთ დღეში ვართ ჩვენც,უცებ უწითლდება და უღიზიანდება.მე კასოლს ვხმარობ დამწვრობაზე შველის ამას რავიცი

აი ვერ გავიგე ხან პერიოდია რომ ორი დღე ეწვის ყოველ გასვლაზე, და მერე გადაუვლის, მერე კაი ხნის მერე ისევ უმეურდება. პერიოდულად სჭირს ანუ.
takotatuli1989
QUOTE
აუ სოკო ხომ არ არის? ერთხელ ჩემ გოგოს ჩაეწვა ძაან არადა სულ ამის ბანვაში ვიყავი და რაღაც რცხილაძემ მაზი დამინიშნა სამჯერ ძაან ცნობილი სოკოს საწინააღმდეგო მაზია (გამახსენდა, ნისტატინი), პედიატრს კითხე და აულაგა 2 დღეში ყველაფერი. რომ შეიწოვდა მერე ვუსვამდი სუდო კრემს. მარტო წყლით ვბანდი მაგ პერიოდში და ხშირად ვანიავებდი. მოკლედ, განავალს მოყვება ხშირად ნაწლავის სოკო და კანზე იწვევს დამწვრობასავით და არაა გამორიცხული ეგ იყოს.

განავლის სოკოს გარეგანი მაზით უშველე მხოლოდ?

Posted by: მზე 25 Mar 2021, 16:06
narkozeli
QUOTE
გოგო მიჯაჭვულობაზე იმდენი ვიკითხე, მგონი ყველაზე კაი რამეა  ბავშვები რომლების ერთ ადამიანზე (ნუ ძირითადად ესაა დედა) მიჯაჭვულები არიან, თურმე ყველაზე უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ თავს და ყველაზე ძლიერ პიროვნებებად ყალიბდებიან. კი ჩვენთვის რთულია მაგრამ მათთვის თურმე პირიქით კარგია. აშშ-ში სპეციალურ ტრენინგებს ატარებენ "როგორ მივიჯაჭვოთ ბავშვი", ასე რომ

აბსოლუტურად გეთანხმები <3

Posted by: Tsitsi.la 25 Mar 2021, 16:59
unusual
ველედას საფენის ქვეშ კრეკი ძალიან კარგია. სუდოკრემი ხშირად არ შეიძლებაო
Glamurka
კა ვიტამინზე მომიყევი ერთი, რა შემთხვევაში აზლევენ.
მასაჟები საერთოდ არაა აუცილებელი ყველა ბავშვზე , ჯერ რა დროს თავის დაჭერაა აცადე , ჩემი ორი თვის ხდება და ნელნელა იჭერს ეხლა.

Posted by: nopiahopi 25 Mar 2021, 17:18
NatiaGull
ის საწოვარა, შენ რომ გაქვს, ხომ არ უხუთავს ტუჩების გარშემო კანს?
და კიდევ ერთი კითხვა, ტანსაცმელზე მისამაგრებლები როა, უკეთდება ეგენი?

Posted by: takotatuli1989 25 Mar 2021, 17:27
unusual
კი მხოლოდ ნისტატინით ვუშველე.
* * *
narkozeli
აჰა, მიჯაჭულობაზე მაგით თუ დავიმშვიდებ თავს, ჯერ ვერ განვიჯაჭვე ჩემი ტკიპა biggrin.gif. დედაჩემი რო ეუბნება ბებო ძალიან მიყვარხარო - მე მარტო დედა მიყვარსო ასე პასუხობს. მამამისიც ბოლო რამდენიმე თვეა რაც ადამიანად ჩააგდო, 3 წლიდან რა. მანამდე გინდ მამა დაენახა და გინდ მეზობელი. სახლში შევიდოდა ხოლმე ჩემი ქმარი მარტო, მე დამტოვებდა სადარბაზოში იქნებ გაეხარდეს ჩემი დანახვაო და ჩაუვლიდახოლმე ეს გვერდს დედა არ მოვიდაო?. აი 3 წლამდე გინდა 100 კაცი მყოლოდა სახლში გამოკერებული მყავდა, მე უნდა მჭეროდა ან ჩემთან უნდა ეთამაშა, მე უნდა მეჭმია, მე უნდა ჩამეცმია. ეზოში არ ჩაყოლია არავის ისტერიკის გარეშე ,,არააა დედასთააან". ღამე იღვიძებდა და უნდა მეტარებინა ხელში ერთი საათი მაინც იმის საზღაურად რო დღე სამსახურში მივდიოდი. ნუ წასვლის დრამები ცალკე იყო არ ქონდა მნიშვნელობა სად და ვისთან ვტოვებდი. ეხლაც ბებია-ბაბუები რომ მოდიან სტუმრად მომკიდებს ხელს და ოთახში იკეტება ჩემთან ერთად მოდი ვითამაშოთო. სულ მყარაულობს, არადა წლამდე დეკრეტში ვიყავი, მერე ძიძა მყავდა და 6-ზე სახლში ვერჭვე რო დრო არ დამეკარგა სხვაგან და ბავშვისთვის არ მომეკლო. ამ 3 წლის და თვეების განმავლობაში ჯამში 2 კვირა თუ მეყოლება დატოვებული ბებია-ბაბუებთან რამდენიმე დღიანი მივლინებების გამო. ეხლაც წელიწადზე მეტია სახლში ვზივარ და დისტანციურად ვმუშაობ (ანუ ღამეებს ვათენებ) დღე რადგან მარტოები ვართ და ყურადღებას ვერ ვაკლებ. ეხლა კიდე რო დამემატებიან ტყუპები მერე ალბათ ხონში ვიქნები მოსაკითხი biggrin.gif

Posted by: Tua 25 Mar 2021, 19:07
Glamurka
ვინ სულელმა გითხრა ეგ smile.gif))) მასაჟებს კისერმრუდობაზეც აღარ აკეთებენ რაის მასაჟი, თავისი ვინმეს შემოტენვა უნდოდა ალბათ, მაგრამ ისე დროა მუცელზე დააწვინო ხოლმე რომ ივარჯიშოს
nopiahopi
კი ეგენი მაქვს მე.მაგრამ 6 თვემდეა მაინც 2 ცალი მაქვს მე 6$ად ვიყიდე ამაზონზე და მერე 6-18 გამოვწერე

Posted by: nopiahopi 25 Mar 2021, 19:15
Tua
მეც ეგრე ვიფიქრე, 2-2 -ს გამოვწერ ამათ 0-6 და 6-18 თვესთქო, მაგრამ 2 ცალიანებს უფრო ძვირად მიჩვენებს და ამიტომ 4იანიც წავა. და 6-18 თვეზე ძაან გარბის ფასი. ნეტა რატომ..

Posted by: takoo1 25 Mar 2021, 19:32
takotatuli1989
ვაიმეე რა საყვარელიააა <3 სხვისგან რომ მესმის ისე მომწონს და შენ თავზე ცოტა რთული ამბავია))) ანუ იმედი არ მქონდეს რო გადამეჩვევა ცოტათი მაინც:| თავიდანვე ეგრე იყო თუ მერე დაიწყო უფრო? ამას უყვარს მამა,ჩემს მერე მამიკო უნდა,სხვას თუ უჭირავს ეტირება ჩემ ქმარს თუ მე არ ვარ იქ,თუ ხასიათზეა შეიძლება გაჩერდეს მამასთან და მე არ გამომეტიროს,იმის იქეთ ვსო არავინ არ უნდა.დღეს სახლს ვალაგებდი და ეს კუდში დამყვებოდა ყველგან ჭოჭინით.
* * *
unusual
ხოო მეც ვერ გავარკვიე ეგ რაზე ემართება,ვიფიქრე ალბათ საჭმელზე თქო მარა ისეთს არაფერს ჭამს რავიცი.
ჰაგისი თუ აცვია მაგ დროს ხო ვაფშე ძაან უღიზიანდება ხოლმე,ლიბეროს ვაცმევ ხოლმე მაგ დროს.
* * *
narkozeli
ეუუF biggrin.gif როგორ მივიჯაჭვოთ ბავშვიო ვახ რას არ გაიგებ.თუ მართლა ეგრეა ჯანდაბას აიტანს კაცი)))

Posted by: takotatuli1989 25 Mar 2021, 19:45
gogatakoo
ორ წლამდე მე თუ ვიყავი მამამისსაც რომ აეყვანა ხელში ტიროდა დედასთანო, დღესაც ეს აბაზანაში მიზის ისე ვბანაობ თუ მამამისი არ არის სახლში და რომელიმე ბებია ან ბაბუაა მოსული. ჩემ ძმას რატომღაც წყალობს და არ ერჩის ძალიან. დანარჩენებს უკივის უბრალოდ წადიიიიით biggrin.gif ძაან ცუდი ბავშვია, არადა ეს ერთი შვილიშვილი ყავთ ყველა მხრიდან ჩემებსაც და ჩემი ქმრისებსაც და არის გატუტუცებული და ენატრებათ ამის კოცნა ან ჩახუტება. აი შოკოლადსაც რო მისცემენ ისეთი სახით ართმევთ იქით რომ ვალს ადებთ მადლობა მითხარით რომ ავიღეო. თუ ხვდება რომ აშკარად ქრთამია შოკოლადი ან დატოვების ან სასეირნოდ წაყვანის აიღებს და გადააგდებს სულ რომ სული მისდიოდეს არ შეჭამს და არ მოიქრთამება biggrin.gif

Posted by: takoo1 25 Mar 2021, 19:54
takotatuli1989
ჰაჰჰაჰაა აუ რა საყვარელია biggrin.gif biggrin.gif მაგრად მევასება ეგეთი ტიპები რაღაცნაირები რო არიან დავიჭერდი ეხლა და ძალით ჩავკოცნიდი:: )))))) არ იქრთამება ხოო))) ხასიათი ეტყობათ თავიდანვე ეგრეაsmile.gif
ლუკიანემ ისწავლა ეხლა რო გაბრაზდება იფურთხება,ვერაფრით ვერ გადავაჩვიე ისე ვეჩხუბე რამოდენიმეჯერ,მე არ მიკეთებს მარა სხვებს კი,ბებიამისი არ უბრაზდება და იმას უკეთებს ხოლმე,თან ჭამის დროს წარმოიდგინე ეხლა biggrin.gif
მეც ეგრე მომიწევს ალბათ ბანაობა ცოტახანში,
რამდენჯერ შევსულვარ ტუალეტში ისე რო ეს ფეხზე მეჯდა ან ტუალეტის კართან მედო ბაუნსერი)))

Posted by: NatiaGull 25 Mar 2021, 21:15
nopiahopi
რას გაუხეთქავს არ იდებს და biggrin.gif კი აქვს დასამაგრებელი
აი ჩვენი კოლექცია. 1 ცალი აკლია biggrin.gif
user posted image

გოგოებო ჰეინცის ხილფაფა გაუხსნელი სიგრილეში მაქვს და გახსნიდან მხოლოდ 1 დღე არის ვარგისი ხო ?
და გახსნილი მაცივარში მქონდეს ?

Posted by: Glamurka 25 Mar 2021, 21:29
NatiaGull
მადლობა ნათ მასე ვიზავ ❤
* * *
Tua
კი მუცელზე ვაწვენ ხოლმე❤
* * *
Tsitsi.la
შენსას ექნება მიღებული. ვიტამინია კანავიტი იგივე ka სისხლის შედედებას უწყობა ხელს. შეასხურა პირში რამოდენიმე წვეთი და ეგ იყო.

Posted by: Tua 25 Mar 2021, 22:06
NatiaGull
21 გრადუსზე მეტი არუნდა იყოს ნათი და კი ჰეინცს 24 საქთი აქვს, ჰიპს ზოგს 3 დღე აქვს, მთავატია ბავშვის ნაპირალი კოვზი არ მოხვდეს ქილაში
ჰეინცი რატო გადაწყვიტე?
* * *
unusual
დააკვირდი აუცილებლად ეგ კვებასთანაა დაკავშირებული რაღაც სწყენს იმ პერიოდში რასაც აჭმევ ან იმ.დღეს ან წინა დღეს

Posted by: Tsitsi.la 25 Mar 2021, 22:34
Glamurka
პედიატრთან რომ მყავდა არაფერი შეუსხურებია smile.gif და არც ფორმა 100-ში წერია სამშობიაროსი. რისთვისაა ეგ ისე? რამე არ გამომრჩეს მეშინია

Posted by: Glamurka 25 Mar 2021, 23:09
Tsitsi.la
კანავიტი ჩაწერე გუგლში და ნახე აბა. ჩემმა პედიატრმაც გუგლში მოძებნა ეგონა კანქავეშ კეთდება და წაიყვანეო ფულის მახეა მეტი არაფერი

Posted by: Tua 25 Mar 2021, 23:23
Tsitsi.la
მეც მწგონა რომ არეწერა და თურმე წერია ოღონდ სხვა დასახელებით, ყველა სამშობიაროში სხვადასხვა დასახელების წამლით აკეთებენ, უკანა მხარეს ნახე ჩატარებულ.მკურნალობაში აცრებამდე რაცაა

Posted by: NatiaGull 25 Mar 2021, 23:28
Tua
აქებდნენ რავიცი. სხვას მირჩევ ? არ ვარგა ეს ?

Posted by: nino84 25 Mar 2021, 23:40
takotatuli1989
რა მაგარია, გილოცავ, მეც მინდა უკვე მეორე წრეზე წასვლა და ძალებს ვიკრებ, რომ მივიდე ინოვაში
*****
გოგოებო, 1 წლის ბავშვებს ტელევიზორს აყურებინებთ? ვცდილობ მინიმუმამდე დავიყვანო, მაგრამ სულ ასეც არ გამოდის, რა ჩავურთო მირჩიეთ რა, რაღაცა რომ ისწავლოს კიდეც
* * *
unusual
ჩემ გოგოს ქონდა მასე გამომწვარი ადრე, რძის ცილაზე მისცა ალერგია და სოკოაო მიქელაძემ. კლოტრიმაზოლმა უშველა რამდენჯერმე წავუ
სვი და გაუარა. ბროკოლზეც ჰქონდა მსგავსი რეაქცია და ერთი თვე აღარ მიმიცია.

Posted by: Tua 26 Mar 2021, 09:49
nino84
არვაყურებინებ გამონაკლისი შემთხვევების გარდა როცა მარტო ვარ სახლში და ამის ძილისთვის 20 წუთი მჭირდება რომ აბაზანა და გამოსაცვლელები მოვამზადო, ტელევიზორს არც მე ვუყურებ ,

Posted by: narkozeli 26 Mar 2021, 11:11
takotatuli1989
მზე
gogatakoo

აი გოგოებო კარგი სტატია მიჯაჭვულობაზე:

http://piltoni.ge/2019/04/11/ratom-gvejachvebian-bavshvebi/

http://piltoni.ge/2019/04/16/rogor-mivijachvot-bavshvebi/


* * *
NatiaGull

ჰეინცის ფაფების უმრავლესობა შაქრითაა გატენილი, ნახე შემადგენლობაზე. ურძეო წიწიბურა ვიყიდე ერთხელ და უშქრო კი იყო მარა იმდენი გლუტენი ქონდა დამატებული, იწელებოდა და იწებებოდა საშინლად. არც მიმიცია ისე გადავყარე.
ტყუპებს აჭმევენ ხოლმე ოღონდ რომელს იცი? რაღაც ახალი გამოციდა მონაცრისფრო შეფუთვაშია (ანუ მწვანე რომლებიცაა ისინი შაქრიანებია) და ეს პერგამენტისნაირ შეფუთვაშია და უშაქროო აწერია. თუ ჰეინცი გინდა, მაშინ ეგ სცადე.

ყველაზე ხარისხიანი ფაფები აქვს სემპერს, ჰიპს, ნუტრილაკს.

შედარებით ნაკლებ ხარისხიანია ნესტლე, ჰეინცი, ვინი.

საშუალო ხარისხად ითვლება ნუტრიბენი, ჰუმანა.

Posted by: takoo1 26 Mar 2021, 11:48
narkozeli
გოგო ნუტრილაკს ვაჭმევ მე მარა წიწიბურა ეგრე იწელება სხვათაშორის ამისიც და რატო არ ვიცი,საშინლად წებოვანია,მეგონა სქელი მომივიდა თქო მერე თხელი გავუკეთე და მაინც ეგეთია.
არადა გემრიელია ძალიან
ცოტა არჩევანი აქვს და ეგ ტეხავს.
ეხლა ჰიპზე და ჰუმანაზს გადმოვედით დროებით, ხილის გარეშე უნდა ვაჭამო და ნუტრილაკს არააქვს.
* * *
QUOTE (narkozeli @ 26 Mar 2021, 11:11 )

საშუალო ხარისხად ითვლება ნუტრიბენი, ჰუმანა.

ნუტრიბენს ჰუმანა ჯობია საზიზღრობაა ეგ ნუტრიბენი რა ყრია შიგნით ვერ გავიგე,გადავყარე არც მიხმარია ისეთი საშინელება იყო რო გავაკეთე,ჯერ არ იხსნება მიქსერით უნდა გახსნა მემგონი)))ფქვილის გემო ქონდა:|

Posted by: narkozeli 26 Mar 2021, 11:54
gogatakoo

ხოო, ნუტრილაკიც იწელება, ყველაზე მეტად მე მაინც სემპერი მომწონს და სემპერზე გამოვზარდე ფაქტიურად და ღამის ფაფებს ვაჭმევდი ხოლმე ჰიპისებს.

ჰუმანაც არაა ცუდი, უბრალოდ ძაან ცოტაა და მალე მთავრდება :/


* * *
QUOTE
ნუტრიბენს ჰუმანა ჯობია საზიზღრობაა ეგ ნუტრიბენი რა ყრია შიგნით ვერ გავიგე,გადავყარე არც მიხმარია ისეთი საშინელება იყო რო გავაკეთე,ჯერ არ იხსნება მიქსერით უნდა გახსნა მემგონი)))ფქვილის გემო ქონდა:|


მე ყველა ფაფას კვერცხის სათქვეფით ვხსნი თორე უნიჭო ვარ ფაფების გახსნაში და ვერ ვხსნიდი ხოლმე კარგად biggrin.gif

ნუტრიბენს ქონდა ურძეო სიმინდი, სხვას არ ქონდა და თავიდან სიმინდს მაგას ვაჭმევდი ხოლმე, სხვა რამე ნუტრიბენის არ მიმიცა.


Posted by: NatiaGull 26 Mar 2021, 12:48
narkozeli
გოგო ფაფა სემპერის მაქვს. მე ხილფაფებზე მაინტერ3ს3ბს
აი კი აწერია არ სეიცავს შაქარსო და.. ვეღარ გავიგე
user posted image

Posted by: narkozeli 26 Mar 2021, 12:53
NatiaGull

უი მე მეგონა ფაფებზე ამბობდი. მეც ვაჭმევ შიგადაშიგ ჰეინცის პაუჩებს, განსაკუთრებით გარეთ როცა ვართ ან გზაში. მშვენიერი შემადგენლობები აქვს მაგას კი.

Posted by: takoo1 26 Mar 2021, 13:57
narkozeli
საინტერესო სტატია იყო,ისე რატო ირჩევენ მაინც დედას როცა ორივე მშობელი ერთნაირადაა ჩართული,
საინტერესოა.
გოგო ჰუმანა ცოტა არაა 200გრამია როგორც ყველა,პროსტა მალე მთავრდება და ვერ ვხვდები რატო,ვაფშე არ სქელდება წყალს რო ასხამ,ალბათ ბევრი რძე აქვს და ნაკლები ბურღული.
ნუტრილაკი ისე სქელდება წყალს ვამატებ ხოლმე ვერაფრით ვერ დავამუღამე სქელი გამომდის ყოველთვის,

Posted by: Tua 26 Mar 2021, 14:50
NatiaGull
ჰეინცის პაუჩებს ვაჭმევდი და ძალიან კარგია, მაგრამ მე მაინც სემპერის და ჰიპის ქალი ვიყავი smile.gif))

gogatakoo
ჰუმანა 4 გაკეთებაში არაა ხოლმე 1ხელ ვიყიდე და მას მერე აღარ გავეკარე smile.gif)) ძალიან ბევრი უნდა ჩაყარო რომ გასქელდეს და ეგ არმომწონდა. ჰიპპ და სემპერი ყველაზე კარგია დღეს ბაზარზე, ნუტრილაკიც საკმაოდ კარგია პროსტა მაინც რუსული წაარმოებაა და რავი

Posted by: NatiaGull 26 Mar 2021, 15:20
Tua
თუ სემპერს კარგი აქვს მაგას ვუყიდი. მირჩევნია ერთი ფირმის იყოს ფაფაც და პიურეებიც ❣

Posted by: takoo1 26 Mar 2021, 17:32
Tua
ნუტრილაკი მირჩევნია მე ჰიპსაც და სემპერსაც გემო უკეთესი აქვს აშკარად,ფაფას გავს სახლში მომზადებულს ეგ მომწონს,არაა ძალიან გადღვებილი სისქე აქვს,ისენი თითქოს ძალიან დამუშავებულია თუ რატო არ ვიცი ვერ გაიგებ რას აჭმევ,წიწიბურაა ბრინჯი თუ შვრია ყველას ერთი გემო აქვს თითქოს.კი ვაჭმევდი თავიდან სწმპერს და ჰიპს მარა რაც ნუტრილაკზე გადავიყვანე ისე მეგემრიელება რო ეს მირჩევნია.
სემპერიც მალე მითავდება მე,სიმინდი ვაფშე 180 გრამია სემპერის.ჰიპი ყველაზე დიდი ხანი მყოფნის და ნუტრილაკი.

Posted by: anibani18 26 Mar 2021, 18:54
gogatakoo
აბა ვცდი მეც ნუტრილაკს. რძიანი შვრია მინდა გავასინჯო.

ხორცი რა ასაკიდან შეიძლება მივცე?

Posted by: takoo1 26 Mar 2021, 20:23
anibani18
როგორ ხარ ანი:* რაშვება თქო ვფიქრობდი რო არ ჩანდი,
ხილით ააქვს ოღონდ ნუტრილაკს რძიანი ფაფები,ხილის გარეშე არა.
ხორცი მე 6 თვიდან მითხრა პედიატრმა,რკინაც დაბალი ქონდა თან ამას და ჭირდებოდა.კურდღელი ხბო წიწილი.

Posted by: NatiaGull 26 Mar 2021, 20:28
anibani18
როგორ არის შენი გოგო ? :*

gogatakoo
თაკო, ნუტრილაკს რძიანები აქვს ? ანუ ყველაფრის გარეშე მარტო რძიანი.

გოგოებო მრჩეველში გვითხრეს რადგან ფორმულაზეა ბავშვი, ეგრევე რძიანები შეგიზლიაო. და ასეა ? :/ მე ურძეო გავასინჯე.

Posted by: Tua 26 Mar 2021, 20:33
gogatakoo
ნუტრილაკს მეც ვაჭმევდი და იმიტომაა გემრიელი რომ სრული მარცვალია დაფქული კანიანად , სუნიც კარგი აქვს საკმაოდ მაგრამ ბავშვი რომელიც არ ჭამს არც მაგ გემრიელმსუნიას შეჭამს იდეაში, მე არასდროს არგაკისინჯია ჩემი შვილის არცერთი საჭმელი გემოზე , დღემდე უგემურ უარაფრო ნორდიკის ფაფებს ჭამს გემრიელად, ამიტომ მე მაინც სემპერს და ჰიპს ვანიჭებდი უპირატესობას გამომდინარე იქიდან რომ ევროპული ხარისხია და ნდობა მეტია.

anibani18
6 თვიდან წიწილის თეთრი ხორცით იწყებ 3 დღის წესის დაცვით და ნელნელა ამატებ , ხბოს, კურდღელს, ინდაურს, ასევე ღვიძლსაც თუ კარგი ქათმის ან წიწილის ღვიძლზე მიგიწვდება ხელი.
* * *
NatiaGull
ნათი ზოგადად უმჯობესია კომპონენტი ამუ, წიწიბურა, სიმინდი, შვრია იყოს ურძეო გასინჯვის პონტში და მერე გადახვიდე რძიანზე, ბევრი პედიატრი ეგრევე რძიანებს ნიშნავს , მაგრამ მე ვამჯობინე ცალკე კომპონენტების გასინჯვა და მერე დაწყება რძიანის , არაფერს აშავებ ნაღდად ურძეოებით რადგან დაიქყე, შეგიძლია ფორმულაშიც გაუკეთო ურძეოები.

Posted by: NatiaGull 26 Mar 2021, 20:41
Tua
გადავწყვიტე სემპერის მივცე ხოლმე.
ხო მეც ვფიქრობ ურძეოები ჯობს ჯერ.
აი ძაან ცოტას ვასინჯებ 2-3კოვზს. და მაინც ხომ იტვლება ? 3 დღის წესს ვიცავ.
ურძეო წიწიბურა, ურძეო სიმინდი, სტაფილო და ვაშლი აქვს გასინჯული.
თეო, მონაცვლეობით ვასინჯებ ფაფას ხილს და ბოსტნეულს და სწორია?

Posted by: Tua 26 Mar 2021, 20:43
gogatakoo
რკინადეფიციტზე კურდღელი არაა რეკომენდირებული ხომ იცი?
* * *
NatiaGull
კი სწორია, მაგრამ სიტყვაზე სემპერის წიიწბურა ცომ გაქვსბუკვე კიცემული და სრული პორცია შეგიძლიამლისცე დილით კვება რძე ამოუგდო საერთოდ, იმ.დღეს კიეცი როცა ახალ ბოსტნეულს ასინჯებ ან ახალ ხილს და არა ახალ ფაფას, ცოტახანში შეგეძლება უკვე ბოსტნეულებიც მისცე სრულად, მე ვაძლევდი ფორმულას რამდენსაც ჭამს იმდენ გრამ წყალზე ფაფას დილით რომ გაიღვიძებდა პირველივე კვებას 9 საათზე და მერე 1 საათზე რომელიმე ბოსტნეულს ვასინჯებდი თუ ახალი იუო და ფორმულას ვაყოლებინებდი, მაგრამ მე მაგალითად სტაფილო რომ ჰქონდა გასინჯული და კარტოფილი უნდა გაესინჯა სტაფილოში კარტოფილს ვურევდი 1 კოვზს და სადღაც 60 გრამამდე ვაჭმევდი, მერე მეორე დღესაც იგივე მესამე დღესაც დანმერე უკვე კარტოფილში ყაბაყს ვურევდი 1 კოვზს და ა.შ. შეგიძლია 3 სახეობა ბოსტნეულს რომ გასინჯავს კვება ჩაუნაცვლო უკვე.

Posted by: Na-Servus 26 Mar 2021, 21:37
გოგოებო, საღამო მშვიდობისა
აცრის მერე, ძინავს გაბმით, ორჯერ გაიღვიძა მარტო საჭმელად. სიცხე 36.9
დავწყნარდე თუ გავაგრძელო ნერვიულობა
ორჯერ შეუღიტინა უკვე ჩემმა ქმარმა, ბავშვმა შემოგვიღრინა და აგრძელებს ძილს

Posted by: Nnia 26 Mar 2021, 21:49
Na-Servus

მშვიდად იყავი, სიცხე არ აქვს და ეძინოს რა პრობლემაა. ჩემიც ეგრე იყო.

Posted by: Na-Servus 26 Mar 2021, 22:41
Nnia
მადლობა<3 დაძაბული ვარ საოცრად ("ისტტერიჩკა")

Posted by: NatiaGull 26 Mar 2021, 22:52
Na-Servus
აცრის შემდეგ ჩემსასაც სულ სძინავს. 3ჯერ გავუკეთე უკვე
არავითარი სიცხე ან ჭირვეულობა არ ჰქონია არცერთზე, მხოლოდ ეძინა 2-3საათი აცრის მერე.

Posted by: Na-Servus 26 Mar 2021, 22:54
შუადღიდან ძინავს
თან აცრის მერე სავაჭრო ცენტრში წავიყვანე
1დან ისევ გვკეტავენ(((და მოვასწარი რაღაცეები ვუყიდე, თან გული მისკდებოდა იქ არ დაეწყო ტირილი. იყი გასუსული

Posted by: Tua 26 Mar 2021, 23:10
Na-Servus
არაფერი არაა ❤ ეძინოს, პირველი აცრა თუ იყო ჩემსასაც ეგრე ეძინა გადაბმულად 37.3მდე მაგ ასაკზე არითვლება სიცხედ 6 თვე ავსტრიას კეტავენ და ჩვენ ვიხსნებით ბოლომდე smile.gif)))) რა სირცხვილია მესამე ტალღას ვხვდებით ზარზეიმით და ვაქცინაციის იმედად ვართ რომელსაც არავინ იკეთებს პენსიონრების გარდა

Posted by: Na-Servus 26 Mar 2021, 23:18
Tua
ხო პირველი აცრაა და ვარ დაფეთებული
აუ ჩაკეტვა აღარ მიხსენო(((1_ 6 აპრილიო, მაგრამ დიდად არ მჯერა ((და რომ გაიხსნება, ყველაზე მაღაზიაში(სურსათი, საყოფაცხოვრებო ქიმია და აფთიაქი არა). უარყოფითი ტესტით იქნება შეშვებაო
მე ახლა რაც მაშინებს, 24 საათიანი კარანტინიო და იმედია სასეირნოდ გავალ ბავშვით თორე ანნამარია გადამერევა(((ვერ იძინებს სახლში. აი კივის სანამ გავიყვან და სადარბაზოში უკვე დაწყნარებულია

Posted by: Glamurka 27 Mar 2021, 00:28
NatiaGull
ნათ გამარკვიე რა რას ნიშნავს 3 დღის წესის დაცვით. და როდიდან ვასინჯებ მე 4თვიდან?

Posted by: NatiaGull 27 Mar 2021, 02:38
Glamurka
ყოველ ახალ პროდუქტს აძლევ 3 დღის მანძილზე და აკვირდები ალერგია ხომ არ აქვს.
ალერგიის გამოვლენა ხდება 72 საათში.
მაგალითად თავიდან ვთქვათ თუ გაასინჯე სტაფილო, 3 დღის მანძილზე მარტო სტაფილოს აძლევ და აკვირდები. 3 დღის შემდეგ პორობითად თუ გოგრა მიეცი, მომდევნო 3 დღე მხოლოდ გოგრას ასინჯებ ახალ პროდუქტად, პარალელურად სტაფილოც შეგიძლია მისცე რადგან უკვე გავლილი აქვს ტესტირება.
არა 6დან ხდება მყარი კვების დაწყება, თუ წონის პრობლემა არ აქვს. ჩემი 5.5ის ხდება და ცოტა ნაადრევად ვასინჯებ იმიტომ რომ რძეს კარგად აღარ სვამს და არ იმატებს წონაში დიდად.

Posted by: Glamurka 27 Mar 2021, 09:15
NatiaGull
6მდე მარტო ფორმულაზე უნდ იყოს? როდის გახდება 6 თვის lol.gif მალე მინდა გაიზრადოს 2kiss.gif

Posted by: anibani18 27 Mar 2021, 10:12
gogatakoo
თაკო, საყვარელი და ყურადღებიანი გოგო ხარ ♡
ცოტა ძილი აგვერია, ბორგავს მთელი ღამე, საწოლში მაქვს შეყოფილი ხელი და ხელჩაკიდებულებს გვძინავს, ასე ცოტა მშვიდდება, თორე იღვიძებს და მერე უჭირს დაძინება. ასეთი ძილისგან მტკივა ყველაფერი, ზლივს ვდგები დილაობით smile.gif
ლუკიანე როგორ არის? ♡
კვერცხი როდის გაასიბჯე, თაკო? ხბოს და წიწილას სად ყიდულობ ხოლმე?
მე ვერ ავუღე ფერიტინი. აწვალეს იმდენი ხანი და მაინც ვერ აუღეს. მეორე დღეს გული შემიწუხდა, კაპილარები დაუსკდა სულ ხელებზე და ფეხებზე.
* * *
NatiaGull
კარგად არის, ნათი. გაიზარდა და მაიმუნობს ახლა smile.gif
მარიამი როგორ არის? მოსწონს მყარი საკვები?
სხვათა შორის, მეც რძინით დაიწყეო მირჩია პედიატრმა, მაგრამ ბოსტნეულით დავიწყე. ახლა გავასიბჯებ რძიანს. იქნებ მოეწონოს. პირს არაფერზე აღებს, ხუმრობით თუ შევაკვეხებ რამეს ან თავისით თუ აიღო კოვზი ხელში, მაშინ კი შეჭამს რამეს. მაგრამ იშვიათად იღებს კოვზს ხელში. ბოსტნეულით დავიწყე და ბოსტნეული უყვარს ყველაზე მეტად, თუ ამა სიყვარული შეგვიძლია დავარქვათ smile.gif
არ ვდარდობ, არ უნდა და ნუ ჭამს, როცა იქნება ხომ დაიწყებს ჭამას.

Tua
სად ვიყიდო ხბო, წიწილი?

Posted by: NatiaGull 27 Mar 2021, 10:41
anibani18
კარგადაა ან, მშვიდი ბავშვია ძალიან biggrin.gif თუ არ შია არ შეგაწუხებს biggrin.gif
გოგო ეს მიღებს პირს პირველ 3 კოვზზე და მერე ისე რა. მაგრამ არ ჭამს თქო ვერ ვიტყვი.
კბილები ჯერ არ ჩანს თქვენთან ?
ამას არაფერი ეტყობა ჯერ.

Posted by: anibani18 27 Mar 2021, 10:55
NatiaGull
რა კარგიაა, ნათი ♡♡
მტირალა არ არის საერთოდ, მაგრამ მე უნდა ვყავდე გვერდით, თუ გავედი ოთახიდან ერთი წამითაც კი, მასინვე წმკუტუნებს.
რა კარჰია, რომ აღებს პირს. შეეჩვევა ახლა ნელ-ნელა. კოვზი მიეცი. ჩემმა თუ აიღო კოვზი, მაშინ ჭამს, თავისით იტენის საჭმელს. გაჩვენებ ერთ სასაცილო სურათს, იმ დღეს კარგად ჭამა smile.gif
user posted image
არ ჩანს ჯერ კბილები.

Posted by: Glamurka 27 Mar 2021, 11:42
anibani18
აუ რა საყვარელი გყავს 2kiss.gif

Posted by: anibani18 27 Mar 2021, 14:01
Glamurka
მადლობა ♡
რას შვება შენი პატარა?

Posted by: Tua 27 Mar 2021, 14:56
anibani18
წიწილს მე დიღომში მყავს სანდო კაცი და იქ ვაკვლევინებ ცოცხალ წიწილას იქვე მისუფთავებენ და მატანენ, ხბოს ვყიდულობ ან წერტიში ან აგროჰაბში. აგროჰაბში ვყიდულობდი მანამდე 500 გრამიანი წიწილები ჰქონდათ მაგრამ მაიმც ფერმის არისო და ანტიბიოტიკებით გამოტენილიო, ისე თავიდან აგროჰაბისას ვაჭმევდი .


გოგოებო კბილების ამოსვლის ვადა 1 წლამდე და 2 თვემდე აქვთ ამიტომ არიდარდოთ user.gif რაც უფრო გვიან ამოუვათ უკეთესია

Posted by: takoo1 27 Mar 2021, 16:42
NatiaGull
არა ნათი მარტო რძიანი არ აქვს,ხილი აქვს დამატებული.სულ რმაოდენიმე სახეობა აქვს ბევრი არა.ამიტომ მე თავიდან სემპერს და ჰიპს ვაჭმევდი მაგის გამო.
მერე გადავედით უკვე ნუტრილაკზე როცა ხილით დავაწყებინე.

Posted by: alesandra 27 Mar 2021, 16:42
გოგოებო, კუჭს აშლის შემთხვევაში, რას გინიშნავთ პედიატრი? 1 წლის ხდება მალე და კბილები ამოსდის.

anibani18
რა სიცოცხლე ვინმეა love.gif

Posted by: nino84 27 Mar 2021, 16:43
გოგოებო, ღამის ქოთანს რა ასაკიდან მიაჩვიეთ?
ფორმულაზე ვისაც გყავთ ძროხის რძესაც ალევინებთ? წლის და ერთი თვისაა, შემიძლია ნელ ნელა ჩავუნაცვლო ფორმულა ძროხის რძით? ზოგჯერ ღამე ჭამს, ან ძილის წინ და ამ შემთხვევაში მძიმე ხონ არაა ძროხის რძე?

Posted by: takoo1 27 Mar 2021, 16:55
Tua
ეგ ჩემ შვილს არ ეხება smile.gif თუ გემოზე არ მოსწონს ფაფა არ მიირთმევს გენაცვალე. რაც ნუტრილაკს ჭამს უკვე იწუნებს სხვა ბრენდებს მაააშsmile.gif ერთნაირი გემოვნება გვაქ ჩვენ)))ამასაც აშკარად ნუტრილაკი მოსწონს.
NatiaGull
ლუკიანეც არ სვამს რძეს,რაც დამატება დავიწყეთ და ძუძუსაც თავი დაანება ვაფშე აღარ ეკარება ფორმულას.ხოდა 11 თვის კი არის უკვე და წლის მერე მაწონსაც მივცემ და რაღაცეებს ასე რო არ ვნერვიულობ მაგაზე,რა ვქნა ცოცხალი თავით არ სვამს,წყლის დალევა დაიწყო შედარებით ეხლა,
anibani18
უიი დაიწყო შენმა გოგომაც❤️არაუშავს რას ვიზავთ როგორც მოესურვებათ ისე უნდა მოვიქცეთ სხვა რა გზაა))ისე შეეცვალა ხასიათი ლუკიანეს სულ ჭიჭყინებს სულ ჩემთან უნდა უკვე გადავიწვი,ღამე ამას ჩემთან ძინავს უკვე თვეებია.დღეც ძაან ცოტახანი ჩერდება მანეჟში და ჭოჭინაში.უცებ დაიწყებს ხოლმე ტირილს და ძლივს ვაწყნარებ მერე.
კიჭოების დროცაა უკვე და იცის ღამე ძილის არევა მაგან,მაგ პერიოდში აურია ლუკიანემაც.
დიღმის ბაზარში ვყიდულობ წიწილს, კვერცხი გავასინჯე სადღაც 8თვეში თუ სწორად მახსოვს მეშინოდა ალერგიის,მწყერის გავასინჯე და მერე ქათმის.
* * *
anibani18
ჰაჰაჰაა რა საყვარელია გოგოო რამხელაა უკვე❤️❤️❤️❤️ გოგო რა ფერის თვალები აქვს რაღაც სტრანი ფერია აუ რა როჟაა როგორ იყურება biggrin.gif

Tua
უკეთესი რატოა თუ გვიან ამოსდის კბილი?

Posted by: მზე 27 Mar 2021, 16:58
nino84
3 წლის ხდება 3 კვირაში მააააგრამ :დ ისე სადღაც 2.5 წლიდან ჯდება ფისებზე.
2 წლიდან დავიწყე და არ გამოდიოდა, განებებდი, კიდე კიდე და ა.შ. და 2 წლის და 5 თვის რო იყო უკვე პრობლემა აღარ იყო ფისებზე
კაკებზე ეხლაც პამპერსს ითხოვს

Posted by: takoo1 27 Mar 2021, 17:01
nino84
აუ ეგ მეც მაინტერესებს,როდიდან მივცე რძე,წლამდე არ შეიძლება ვიცი და ზუსტად როდის არც მე არ ვიცი. თან მარტო რძე რაღაც მეშინია,ალბათ ჯობია ფაფებში უქნა თავიდან და ეგრე,პირდაპირ რძე მგონი მძიმე იქნება,
მე ეგრე ვაპირებ რო ფაფები გავუკეთო ხოლმე.

Posted by: Glamurka 27 Mar 2021, 17:05
anibani18
კარგადაა მადლობა. ჯერ 1თვის 23ში გახდა. ერთი სული მაქ მალე გაიზარდოს ❤

Posted by: NatiaGull 27 Mar 2021, 18:20
anibani18
ვაიმეე ეს ვინ გყავს თხუპნიააა biggrin.gif

გოგოებო რძე და რძის ნაწარმი წლიდან დაშვებულია. სოფლის ნობათის საბავშვოა კარგი,
მცირე რაოდენობით დაიწყეთ და გაუზარდეთ ნელნელა

Posted by: anibani18 27 Mar 2021, 20:59
alesandra
NatiaGull
მადლობა, გოგონებო :*

gogatakoo
თაკო, მადლობა :* "მზერები" იცის ხილმე სხვადასხვანაირი, განსაკუთრებით სასაცილოა, როცა ეჭვის თვალით უყურებს უცნობებს (ანუ ყველას ჩემს, მამასა და ბებოს გარდა), თვალს არ აშორებს ხოლმე, არაფერი რომ არ შეეშალოთsmile.gif))
მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა დაბადებისას, ახლა გაუღიავდა,მოლურჯო-მომწვანო-მონაცრისფრო აქვს. მამა თეთრი, ქერა და ცისფერთვალება გვყავს და ალბათ მის მხარეს წავიდა. შეიძლება შეეცვალოს კიდევ, მაგრამ ჩემთვის სულერთია თვალის ფერი, ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს მთავარია.
კი, ძალიან შეიცვალა ეს ბოლო პერიოდია. თან ლეკვივით წკმუტუნი ისწავლა smile.gif მძიმე გასაზრდელი არ არის ჯერ, უბრალოდ მარტო ვარ მასთან მთელი დღეები და ძალიან არის მოჯაჭვული, ფეხს ვერ ვადგამ ვერსად ოთახიდან ან თან დამყავს ყველგან. ყველგან ანუ გასაგებია რომ საუბარია აბაზანასა და ტუალეტზე smile.gif
ერთი სული მაქვს ხორცი გავასინჯო. ნეტა მოეწონოს, რა იქნება რა.
გოგო, იცი როგორ ვაპარებ საჭმელს, რაღაც სასაცილოებს ვაკეთებ და რომ დააღებს პირს გაღიმებული, ვაძლევ საჭმელს, ანუ მოტყუებით ვაწმევ. შეიძლება ასე, თუ შევაძულებ ჭამას? კოვზი თუ აიღო მაშინ იდებს პირში, მაგრამ იშვიათად იღებს. კიდევ იცი რა არის უცნაური, ვაშლს ვჭამდი ამას წინათ და წამართვა და პირში იტენიდა, მოსწონდა ძალიან. ბანანზეც იგივე გააკეთა, მაგრამ კოვზით რომ მივცე იგივე ვაშლი და ბანანი, უარს მეტყვის.

Posted by: narkozeli 27 Mar 2021, 21:03
anibani18

ვუაიმეე ეს ვინაააა რა სიცოცხლეაა❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
ხორცს მარტო აგროჰაბში ვყიდულობ. ერთადერთხელ ზაფხულში ვუყიდე ვარიები და კურდღლები მანგლისში ახლობლისგან მარა გასაყიდად არააქვს და მეტჯერ ვეღარ ვიყიდე

nino84

ქოთანი 18 თვიდან არის რეკომენდაცია, მე ვაპირებ გამოთბება თუ არა, გადავაჩვიოsmile.gif)
სოსკა გადავაგდეთ რამდენიმე დღეა, უმარტივესად. ნეტა პამპერსის გადაგდებაც ასეთი მარტივი იყოს.
მე ვაძლევ ხოლმე სოფლის ნობათის რძეს ხანდახან)) მარა მაინც უფრო ფორმულის კაცია.
შეგიძლია მისცე ძილის წინ, ჩათვალე 3 ნომერი ფორმულა ზუსტად ძროხის რძეა, პასტერიზებული, არაა მნიშვნელოვანი სხვაობა. ნელნელა უნდა ჩაუნაცვლო, 50 გრამით დაიწყე.




Posted by: Tua 27 Mar 2021, 21:04
nino84
18-24 თვემდე უნდა კიაჩვიო ნელნელა ქოთანს, მე მაქვა ნაყიდი და ხანდახან ვსვავ მაგრამ.არჯდება ადაპტორიც უნდა ვცადო, 18 თვემდე აზრი არ აქვს რადგან ბაᲕსვს ფისწბის შეკავებია უნარი ნაკლებად აქვს, ზაფხულიდან ვფიქრობ ნელნელა დაქყებას , ტყუილი ნერვების შლაა ადრე პამპერსის გადაჩვევა ვერც ამბობენ როდის რა უნდათ 2 წლამდე მინიმუმ

რაც შეეხება ძროხის რძეს მე ფაფებში ვხმარობ მხოლოდ ისე არ ვასმევ, ფორმულას ვასმევ ძილისწინ ისევ მაგრამ ბოლო 2თვეა შეამცირა ფორმულაც და მაქს 120 გრამს სვამს ისიც ხან ტოვებს. ძროხის რძე და ფორმულა 1 წლიდან კვებად აღარ ითვლება დესერტად შეგიძლია მისცე უბრალოდ, თან ძროხის რძე ბერავს და ცოტა მძიმეა +ფორმულაში გარანტირებულადაა ის ვიტამინები რაც ბავშვს ამ ასაკში სჭირდება შესაბამისად თუ ფორმულას სვამს შენი გოგო დაალევინე ფორმულა 2 წლამდე მაინც, მე ვერ ვთმობ ფორმულას , დიდი შანსია მანამდეც თქვას უარი თვითონ . ისე შენს გოგოს ლაქტოზის აუტანლობა ხომ აქვს თუ არასწორად მახსოვს?
gogatakoo
უჭმელი ბავშვები გემოს არჩევენ, ჩემი მსუნაგა სემპერის ურძეო წიწიბურას ეხლაც შეჭამს რომ აჭამო smile.gif))
იმიტომ არის კარგი რომ მალე არგაუფუჭდებათ სარძევე კბილები ანუ მუდმივი კბილების ამოსვლამდე, ჩვენ 9 თვეზე ამოგვივიდა პირველი 2 კბილი თან ბავშვიც არდაიტანჯა ცოტა უფრო დიდი იყო და დიდად არც წუხდა, ეხლა ეშვები ოსდის და არცაგაზე წუხს მხოლოდ დორბლები მაწუხებს მე smile.gif)) ჩემს ძმის შვილს 3 თვეზე ამოუვიდა პირველი კბილი და თვეში 1 ცალი ამოსდიოდა 3 წელზე უკვე 2 კბილი ამოუვიდა მუდმივი რაც მაინც და მაიმც არაა კარგი

Posted by: narkozeli 27 Mar 2021, 21:06
gogatakoo

კი მეც მასე დავიწყე, ნორდიკის ფაფებს წყალზე ვხარშავდი და ბოლოს ვუმატებდი რძეს. ასე შევაპარე რძე და მერე უკვე დასალევადაც

Posted by: NatiaGull 27 Mar 2021, 22:35
გოგოებო თხის რძეზე რას იტყვით? Nans თუ რაღაც ფირმა რომ არის

Posted by: narkozeli 27 Mar 2021, 22:47
NatiaGull

ძაან აქებენ, მე არ მიმიცია მაგრამ ბევრი პედიატრი უწევს რეკომენდაციას, თხის რძე ყველაზე ახლოსაა დედის რძესთან.

Posted by: Tsitsi.la 28 Mar 2021, 00:41
anibani18
აუ რა სიცოცხლე გყავს :*

Posted by: Na-Servus 28 Mar 2021, 00:42
anibani18
რა სიცოცხლეა love.gif

Posted by: Tsitsi.la 28 Mar 2021, 00:43
NatiaGull
ნენი, ჩაჩავაში მირჩია პედიატრმა, თუ ვერ აჭმევ ძუძუს ყველაზე მაგარიაო, ყველაზე მიახლოვებულია დედის რძესთან და თან გაზებიც ნაკლებად შეაწუხებსო, მაგრამ ეს ძუძუს ჭამს და არ დაგვჭირვებია. თუ არ ვცდები ყველაზე ძვირი ეგ ღირს სხვა ფირმებთან შედარებით.
* * *
********
ახლა მალე აცრა გვიწევს გოგოებო და ცოტა პანიკა მაქვს, სიცხე არ მისცეს თქო. როგორც გამოუცდელს რას მირჩევთ ?
ამბობენ ანალიზებია საჭირო სისხლის წინასწაროჩ გაციებული არ უნდა იყოსო ( ბევრს აცემინებს ეს დღეები) და ა.შ
პედიატრთან კი ვართ ჩაწერილი და ვანახებ სანამ ა რაზე შევიყვან, მაგრამ მაინც მინდა მომზადებული ვიყო ინფორმაციულად.

Posted by: Na-Servus 28 Mar 2021, 01:14
Tsitsi.laგუშინ ავცერი. ეძინა თითქმის მთელი დღე აცრის მერე(აქაც დავპოსტე შეშინებულმა), ღამე მშვიდად იყო., ჭამა კარგად და სიცხე დღეს საღამოს მისცა. მარტო37. 5
ახლა წევს ძინავს, წამალი რაც გამოწერეს არ მიმიცია, ერთადერთ უფრო მოწებებული იყო დღეს.
აცრამდე ნახა პედიატრმა, ანალიზი არ გაგვიკეთებია. ოდნავ გამონაყარი ქონდა კისერთან და არაა ეგ შემჶერხებელიო და აცრეს.

Posted by: Tsitsi.la 28 Mar 2021, 08:15
Na-Servus
აუ რავიცი რა აზრი ორად იყოფა ამ ანალიზზე, ზოგი ამბობს მნიშვნელოვანია სისხლის საერთოო. პედიარტი საერთო მდგომარეობას კი ნახავს, სურდო, ყელი და ა.შ. მაგრამ მაინც ვნერვიულობ. ერთი სული მაქვს ჩაიაროს მალე.
სიცხეს უკანატანიდან უზომავთ?

Posted by: Na-Servus 28 Mar 2021, 09:01
Tsitsi.la
აქ არ აკეთებენ ანალიზს, თუ რამე ჩვენება არ აქვს ბავშვს
სიცხე უკანატანიდანაც გავუზომე და მიჩვენა 37.5 და სოსკა თერმომეტრით მიჩვენა 37.0
რატომღაც ვეღარ ვენდობი ამ სოსკას, ავითვალწუნე)))

Posted by: anibani18 28 Mar 2021, 09:15
narkozeli
მადლობა, გვანცა :*
მეც აგროჰაბზე ვიფიქრე.

Tsitsi.la
Na-Servus
მადლობა, გოგონებო :*

NatiaGull
ძალიან კარგია თხის რძე. ჩვენც ვაპირებდით, მაგრამ რასაც ახლა ჭამს, ის მოგვიხდა და აღარ შევცვალეთ.

Tsitsi.la
არ არის საჭირო საერთო აცრამდე. როგორც გავიგე, უყვართ ექიმებს დანიშვნქო, მაგრამ არ ყოფილა სწორი. ჩვენთვის არავის უთქვამს. აცრებიც მშვიდობით გადავიტანეთ აქამდე.

Posted by: NatiaGull 28 Mar 2021, 09:40
Na-Servus
უკანა ტანში როცა უზომავ 5 ხაზი უნდა გამოაკლო
Tsitsi.la
აცრამდე არ არის საჭირო არც გემოგლობინი და არც სისხლის საერთო.
გემოგლობინი ამ ასაკში ყოველთვის დაბალი აქვთ და არის აცრის ცრუ უკუჩვენება.
მხოლოდ ნუროფენი იქონიე და იმ შემთხვევაში დაალევინე თუ 38.5მდე მისცემს სიცხეს.
აი აცრის ნამდვილი და ცრუ უკუჩვენებები. გადმოწერე აპლიკაცია imunization
user posted image
user posted image

Posted by: nino84 28 Mar 2021, 10:19
Tua
რძის ცილის აუტანლობა ჰქონდა, მაგრამ მგონი დავძლიეთ. რძის პროდუქტებს ჭამს ჩვეულებრივ და მეორე კვირაა რძეზე ვუმზადებ ფაფებს, წესით აქამდე უნდა ჰქონოდა რეაქცია
იცი როგორ ვფიქრობ, დილას რძე მივცე და ძილის წინ ფორმულა, მაინც რძე მემძიმება. დედაჩემმა გამაგიჟა, ამხელები უკვე ჯდებოდითო გარშოკზე, ზაფხულში კი იქნება თითქმის უკვე წლინახევრის და იქნებ ნელ ნელა გადავაჩვიო.
რომელ ფორმულაზე გყავს?

Posted by: Tsitsi.la 28 Mar 2021, 11:02
NatiaGull
დიდი მადლობა ამომწურავი ინფოსთვის, ამ აპლიკაციას გადმოვწერ აუცილებლად.

რაღაც დასაკრავები რომ არის ნანემსარისთვის ეგ წავიღო? ნუროფენს ვიყიდი, ვიბრუკოლის სანთელი კი მაქვს სახლში ეგეც მირჩიეს.

Posted by: nineli 28 Mar 2021, 14:06
გამარჯობა, რჩევა მჭირდება ოფთალმოლოგთან დაკავშირებით, იქნებ დამეხმაროთ: ავერსში ნატალია მაღლაკელიძესთან ხომ არ გყოლიათ ბავშვი? და რამდენად გაუწევთ რეკომენდაციას?

Posted by: NatiaGull 28 Mar 2021, 14:12
Tsitsi.la
კი თან იქონიე ეგ სტიკერები და აცრის მერე ეგრევე დააკარი. მე ეგ სტიკერებიც აღარ დამიკრავს ხოლმე.
ვიბურკოლი არ არის დამწევი, დამამშვიდეოთბელია და ტყუილად არ გაუკეთო სიცხეზე

Posted by: Tua 28 Mar 2021, 15:17
NatiaGull
ჩემი დაქქლი აჭმევდა ბაᲕსვს მაგ კვებაა, სიმილაკი ვისაც შემოაქვს იმქთია და საოცრად ძვირი არირს, უფრო ალწრგიული ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
Tsitsi.la
მე აცრის წინ გავუკეთე ანალიზები 2 თვეზე უფასოდ ეკუთვჯის აცრამდე სახემწიფო პროგრამით ანალიზი, შესაბალისად რატომაც არა, მე რკინის ანალიზიც გავუკეთე და + ზუსტად 2 თვეზე არ აკიცრია 3 თვეზე ავცერი რადგან 37 კვირაზე იყო დაბადებული, რკინის პრეპარატიც დავალევინე მოვასწარი და მერე ავცერი. სიცცე აუცილებელი არაა რომ მისცეს, მე პანადოლის სეროფი მქონდა ნაყიდი, გამაგრილებელი პლასტერი პსპში იყიდება მაგას ვაკრავ სულ აცრის მერე და 8 საათში ვუცვლი კიდევ ერახე, არასდროს მიუცია სიცხე, ასევე თუ ჭირვეულობდა 1ჰერადად ვიბურკოლს ვუკეთებდი , ვიბურკოლი ოდბავ აგდებს სიცხეს სადღაც 0.5ით.

nino84
დილით მე ფაფით ვიწყებ და არა რძით, ანუ ფაფას რძეზე ვუკეთებ. მე ნუტრიბენის პრო სერიას ვაჭმევ და ძალიან კმაყოფილი ვარ 3 ნომერს, 9 -10 თვის იყო რომ შევუცვალე სიმილაკი მაგით. გქრშოკზე დედაჩემიც ეგრე იქაჩებოდა და მერე კვლევები ჩავუგდე ,მაგის მერე დუმს biggrin.gif ძალიან არმიყვარს აი მაშინ ესე ვაკეᲒებდით ძახილი და შედარებები, ბიჭია დარადროს პამპერსია კიდე smile.gif) თვითონ რომ მოდის სვავს მაინც გარშოკზე და ეს უძალიანდება გარბის ჩახდილი და ისვრის ქოთანს ოთახის ბოლოში biggrin.gif
nineli
ხოტენაშვილს აქებენ ყველაზე ძალიან smile.gif

Posted by: NatiaGull 28 Mar 2021, 15:34
Tua
ვაიმე ძაან გამეცინა გარშოკზე biggrin.gif
ჩემი დედამთილი ზაფხულს უცდის გადავაჩვევო, იმედი აქვა რომ 8-9თვის ბავშვს გადააჩვევს. ჯერ ჩუმად ვარ უნდა ვუყურო ერთი biggrin.gif

თეო 6 თვიდან 2 ნომერი მივცე ფორმულა და 3 ნომერი 1 წლიდან ?

Posted by: Tua 28 Mar 2021, 15:37
NatiaGull
კი ნათი მაგრამ თუ 1-2 ჭამა კიდე გექმება 1 ნომერი შეგიძლია ჩაამთავრო ეგ და მერე გადახვიდე 2ნომერზე, მე ნახევარი ქილა მქონდა დარჩენილი, ჩავამთავრე და მერე მივეცი 2 ნომერი, 1 წლიდანაც 3 ნომერზე ვართ. სხვათაშორის 1ს ისე კარგად არჭამდა და 2ს ბოლომდე ცლიდა.

კი უყურებ მაგრამ დიდი შანსია ისე ქნას მერე რომ.3 წლამდე არ დაჯდეს და შეაძულოს ))

Posted by: anibani18 28 Mar 2021, 16:55
Tua
NatiaGull
გოგონებო, რა არის ეს 2 და 3 ნომერი ფორმულა? ყველა საკვებს აქვს?

Posted by: Tua 28 Mar 2021, 19:29
anibani18
1 ნომერია 0-6 თვემდე, 2 ნომერი 6-12 თვემდე, 3 ნომერი 1 წლიდან 2 წლამდე და 4 ნომერიც არსებობს 2-3 წლამდე. კი ყველას აქვს ძირითადდა მაგრამ.არის ფორმულები რომელსაც არ აქვთ ნუმერაცია ან არ აქვთ 3 ნომერი და მერე უნდა იპოვო სხვა. არის უნომრო ფორმულებიც, რომელ ბრენდსაც აჭმევ და სახეობას აჭმევ აფთიაქში უნდა იკითხო ან ნახო აქვს თუ არა მომდევნო ნომერი

Posted by: narkozeli 29 Mar 2021, 11:52
nineli

დაივიწყე ყველა ოფთალმოლოგი როცა ბავშვს ეხება საქმე და დიდი რიგების მიუხედავად მხოლოდ ხოტენაშვილთან წადი ჩემი რჩევაა.
მაზლის ბავშვს აქვს პრობლემა თვალზე და ვერც დიაგნოზს უსვამდნენ წესიერად და გაწვალდნენ, არადა მოიარეს ოფთალმოლოგები. ხოტენაშვილმა დაუსვა ზუსტად და მკურნალობაც სწორად წაიყვანა, 2 წელზე ოპერაცია ჩაუნიშნა.
* * *
NatiaGull

18 თვემდე არ ღირს გადაჩვევის მცდელობათქო უთხარი და კვლევები ანახე biggrin.gif
მე ვუპირებ ამ ზაფხულს და ძიძა მპირდება 100% გადავაჩვევო. ჩემს არცერთ 2 წლის ბავშვს არ კეთებია პამპერსიო და არც ვაჩე იქნება გამონაკლისი გპირდებიო და ვნახოთ :შ

anibani18
ყველას არააქვს ანი, თუმცა უმრავლესობას აქვს. 6 თვიდან 2 ნომერზე გადაგვყავს და 1 წლიდან 3 ნომერზე, 3 ნომერი ფაქტიურად ძროხის რძის იდენტურია, უმნიშვნელო სხვაობაა. რცხილაძემ გინდ 3 ნომერი მიეცი და გინდა პასტერიზებული ძროხის რძე, არაა დიდი სხვაობაო. ნუ მე მაინც ფორმულას ვაჭმევ ჯერ/


Posted by: lelukaa 29 Mar 2021, 13:42
nineli
პირადი გამოცდილებით ჩემი რეკომენდაციაც ხოტენაშვილია, საუკეთესოა თავის საქმეში!

Posted by: anibani18 29 Mar 2021, 13:42
narkozeli Tua
მე ნანის სამმაგ კომფორტს ვაჭმევ და ამას მგონი არ აქვს ნომრები. სხვა ხომ არ შევურჩიო რამე? მაგრამ ეს ძალიან მომწონს, კუჭის მოქმედებს ურეგულირებს კარგად.
სად პოულობთ ძიძებს? საიტებზე თუ ახლობლები გირჩევენ ხოლმე? ან როგორ ვიპოვო?...

Posted by: narkozeli 29 Mar 2021, 14:33
anibani18

თუ მოგწონს და ბავშვმაც კარგად მიიღო, არ შეუცვალო, ნანის სამმაგი კომფორტი არაა ნამდვილად ცუდი კვება და შეგიძლია ენდო.

QUOTE
სად პოულობთ ძიძებს? საიტებზე თუ ახლობლები გირჩევენ ხოლმე? ან როგორ ვიპოვო?...

ჩემმა დაქალებმა უმრავლესობამ სააგენტოდან აიყვანეს (ბაია და მერი პოპინსი-ეს ორი პოპულარულია), ასევე ახალი გახსნილია mynanny- დროებითი ძიძებიც ყავთ, დღიურადაც და ა.შ. ჩემი თანამშრომელი ძაან კმაყოფილია.
გასაუბრებაზე იბარებ რამდენიმეს (შენ რა კრიტერიუმებსაც ეტყვი, თვითონ შემოგთავაზებენ რამდენიმე ვარიანტს), ჯერ სივს გადაარჩევ, მერე დაიბარებ და გასაუბრებაზე ნახავ და მერე საცდელად აიყვან და შეხედავ.


მე ორი ძიძა მყავდა 1 წლამდე და 1 წლის მერე, ორივე პირადი რეკომენდაციით ავარჩიე. ამ მეორეს გაზრდილ 2 ბავშვს ვიცნობ (მაგათ მშობლებთან ვმეგობრობთ მე და ჩემი ქმარი) და ამ პირადი რეკომენდაციების საფუძველზე ავიყვანე. სანამ გავაჩენდი მაშინაც ამ ორ ქალს შორის ვაკეთებდი არჩევანს და ეს მეორე მაშინ მალევე დაკავდა (ვინც ყავდა ის ბაღში არ გაჩერდა და თხოვეს კიდე 1 წელი იარეო) და ვეღარ შევეხმიანე.
ძაან მომწონს ეს ძიძა, ენერგიულია ძალიან. მანამდე ვინც მყავდა ის ბებო ტიპაჟი იყო, თბილად ყავდა ბავშვი სულ გულში მიხუტებული და სითბოში და სიყვარულში გამაზრდევინა და მისიც ძალიან მადლობელი ვარ მაგრამ ასაკში იყო ცოტა და ენერგიით ვეღარ გაუქაჩა ბავშვს ეს როგორც კი ამოძრავდა.
თან ცოტა ინტელექტუალიც მინდოდა და გამიმართლა, ზუსტად მაშინ გათავისუფლდა ეს მეორე და ეგრევე შევეხმიანე. მეტი რო არ შეიძლება ისე ვარ კმაყოფილი, ჯერ ხომ იმდენ რამეს ასწავლის ბავშვს, მაგდენს მეც ვერ ვასწავლიდი ალბათ და ძალიან სწორად ზრდის, მოკლედ კარგ ძიძას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ არ მოგეწონება არ დახუჭო თვალი არაფერზე და შეცვალე.


* * *
ხო კიდევ ეს ახალი ძიძა ტექნოლოგიებთან მეგობრობს და ვაიბერში მწერს ხოლმე როდის რა გააკეთეს, ვიდეოებს ფოტოებს მიგდებს და ეგეც კომფორტულია. წინა ძიძას ფანრიანი ნოკია ქონდა :დ (მერე მე ვაჩუქე ახალ წელს კარგი ტელეფონი თუმცა მას მერე მალევე მომიწია დამშვიდობება.)
თუმცა როგორც დაქალებისგან ვიცი ზოგიერთი ძიძა სქროლავს და მესიჯობს მთელი დღე და ეგ მეორე უკიდურესობაა
ხო ჩემმა ახლანდელმა ძიძამ რაც გააკეთა:
ასწავლა ბავშვს პატარა ლექსები, სიმღერები, ასოებს ცნობს ბავშვი, თვლა იცის 1,2,3,5 და 10 :დ
ეთამშება ძალიან კარგად, ისე არ დაიძინებს თუ არ იბანავა და კბილები არ გამოიხეხა, ეზოდან რომ ამოდის ხელებს იბანს ეგრევე აბაზანაში, გადავაგდეთ სოსკა, გადავაგდეთ ბლენდერი, სადაცაა გადააჩვევს პამპერსს (ქოთანს უკვე მიაჩვია ნელ-ნელა). მოკლედ სწორი უნარების ჩამოყალიბებაში მეხმარება და ეგ მომწონს ყველაზე მეტად თორე ის პირველი ძიძა მართლა ნამდვილი ბებიასავით ყავდა და ძალიან განვიცადე მისი გაშვება. უბრალოდ ბავშვს უკვე აშკარად სხვა სქილების ძიძა ჭირდებოდა.

Posted by: takoo1 29 Mar 2021, 14:42
anibani18
ჰაჰააჰა ძაან საყვარელია❤️ ხოო შენც ჩემ დღეში ყოფილხარ ფეხზე მიზის ხანდახან და ისე ვზივარ ტუალეტში)))თუ გამიმართლა და გაჩერდა მანეჟში კაია,კლინიკაში რო ვიწექით იქ დავიტანჯე ვერც ვტოვებდი ვერსად არ გადმოვარდეს თქო და დღეში ერთხელ შევდიოდი ტუალეტში biggrin.gif
გოგო დაიწყებს ჭამას ვერ გაიგებ წინასწარ ხო იცი,ზოგი ისეთი უჭმელია და მერე პირიქით.ზოგი კიდე ყველაფერს ჭამს და უცებ ეცვლებათ გეემოვნება.ნუ დააძალებ ძალიან და ეგრე გართობით უფრო მიეჩვევა.თუ თვითონ უნდა რო ჭამოს მიეცი კარგია რო მასეა რა ჯობია თავის ხელით თუ ჭამს,ლუკიანე მაგ საკითხში შტერუკაა)))მე მელოდება როდის ვაჭმევ დიდად არ ინდომებს რო არ მიმიჩვევია.

Posted by: narkozeli 29 Mar 2021, 14:46
gogatakoo

ტუალეტში დღემდე დამსწრესთან ერთად შევდივარ ვაჩეს სახით biggrin.gif მარტო რომ ვარ ვერც დავტოვებ პრინციპში და ძაანაც რომ მინდოდეს ეგრევე შემომივარდება, შევეჩვიე უკვე :დ ერთადერთი ისაა რომ სარეცხ მანქანას მიადგება და იმის ღილაკებზე დაჭერით ერთობა, ხან ვანაში თავის სათამაშოებს ყრის და ასე ერთობა რა სანამ მე ტუალეტში ვარ :დ ეჰ რა დღეში ვართ givi.gif


Posted by: takoo1 29 Mar 2021, 14:53
Tua
არა უჭმელი არ არის ნამდვილად,პირიქით ყველაფერს ჭამს რასაც მისცემ,პეჩენია არ მოეწონა ერთადერთი დალშე უყვარს ყველაფერი არ არის წუნია.გემოებს აკვირდება თუ უგემური მოეჩვენა რამე არ შეჭამს თორე შაქრიანს და მარილიანს არ ვაჭმევ.
მაინც ინდივიდუალური მგონია ეგ კბილების თემა,ადრე ამოსდის ზოგს მარა არ უფუჭდება.3 თვე ალბათ ადრეა.6თვიდან ამოსდის უმეტესად ყველას.გენეტიკურიცაა ამბობენ,ლუკის უკვე 6 კბილი აქვს 11 თვისაა და,6თვეზე ამოუვიდა პირველი ორი ამას.ორ ორი ამოსდის.

* * *
narkozeli
ხოო მეც ეგრე ვაპირებ ჯერ ფაფებში გავურიო.თან ეს არ გიჟდება რძეზე არ უყვარს ფორმულაც,ძუძუს მონააsmile.gif))რძე იდეაში კალცის პონტში უნდა ალბათ ხო?ხაჭოს ხო ვაჭმევ ყოველ დღე და მგონი რო არ მივცე რძე არ დაშავდება არაფერიsmile.gif
anibani18
ანი გუშინ ვიყავი აგროჰაბში არ ქონდათ წიწილი 2მდე არ გვექნებაო,კურდღელი ქონდათ:*
* * *
narkozeli
ვაიმე მართლაა biggrin.gif მე მარტო ჩემი თავი მეგონა ეგეთ დღეში)))) აუ ეს ძაან ტკიპაა ისეთი შემაწუხებელია ხო მიზის გვერდით და ვერ ისვენებს ხელები უნდა მიფათუროს სახეზე,ყელში,პირში ისწავლა თითის შეყოფა არ ესმის რო არ შეიძლება,ეგრე ვიძინებთ პირში მიყოფს თითს და ზმუკუნებს: ))))

Posted by: Tua 29 Mar 2021, 15:07
anibani18
ნანის სამმაგი კომფორტი ლარგი კვებაა ამიტომ არ ღირს შეცვლა

მე ძიძა ჩემი ნაცნობი Უკარგესი ქალი ძიძის რეკომენდაციით ვიპოვე და ძალიან კარგი ქალია, მესენჯერშიც მწერ რას შვება ბაᲕსვი დაეც ეგრე ვწერ ხოლმე, ბავშვი თავისით ჩაძინწბას მიაჩვია, ბევრ რამეს ასწავლის თვლა, ასოები, კითხვა, წიგმები რავი ყველაფერი , თან ჩემი ძალიან არაპრეტენზიული ბავშვია ყველა მხრივ ადვილია და უფრო მაგიტო დამთანხმდა , ნუ ჩემი ბლენდერს გადაჩვეული იყო ისედაც 10 -11 თვიდან , ხელში არიძინებს 7-8 თვიდან წვება იძინებს მაგრამ დიდ საწოლზე 3-4 საათი სძინავს შუადღეს , ძალიან ბევრს ატარებს ფეხით და რავიცი დარეცხილ დაუთოვებული მხვდება ბავშვისაც და ჩემი ტანსაცმელიც კი, როცა ბაᲕშვს სძინავს მეხმარება, თვეში 2 შაბათიც მოდის ხოლმე რომ ჩემინსაქმეები მოვასწრო.

სააგენტოებში მოძებნამდე ახლობლები მოძებნე ძიძა ჯერ ჯობია, მე ახალი მოსული რომ იყო 1 კვორა ვაკვირდებოდი , თუ არმოგეწონება შეგიძლია გაუშვა და შეცვალო სხვით.

gogatakoo
ჩემსას 9 თვეზე დაეწყო ამოსვლა და ეხლა უკვე 14 კბილი აქვს ამოსული, ერთიანად მოაყარა ყველამ

Posted by: narkozeli 29 Mar 2021, 15:10
gogatakoo

გოგო ხაჭო ყოველ დღე არ გინდა, ძნელი მოსანელებელია sad.gif

QUOTE
ვაიმე მართლაა  მე მარტო ჩემი თავი მეგონა ეგეთ დღეში)))) აუ ეს ძაან ტკიპაა ისეთი შემაწუხებელია ხო მიზის გვერდით და ვერ ისვენებს ხელები უნდა მიფათუროს სახეზე,ყელში


მარტო არ ხარ biggrin.gif ჩემიც მასეთია, მაგრამ ხო გითხარი კარგი ყოფილა ეგ, ყველაზე თავდაჯერებულები იზრდებიან თურმე მასე, ჩვენთან პოულობენ სიმშვიდეს და იზრდებიან წარმატებულები biggrin.gif მოკლედ ავიტანოთ, ღირს :დ

Posted by: NatiaGull 29 Mar 2021, 16:49
narkozeli
Tua
რასაც აღწერთ, ეგეთი ძიძები მხოლოდ ფილმებში მეგულებოდა. biggrin.gif
და საიდან აქვთ ბავშვის განვითარების უნარები შესწავლილი ? პირადი გამოცდილებით თუ ისწავლეს სადმე ნეტა ? :დ
მე ვერ მიმიჩვევია თავისით ჩაძინებას და შემშურდა :დ

Posted by: narkozeli 29 Mar 2021, 17:28
NatiaGull

გოგო კი ყავთ ჩემს ირგვლივ კარგი ძიძები, ნუ სანამ კარგს არ იპოვი, არ უნდა დანებდე biggrin.gif მე გამიმართლა უბრალოდ პირველ ჯერზეც და მეორეზეც.
საიდან აქვთ და გამოცდილებით, ხო გამოზარდეს მანამდე ბავშვები, ამ ჩემს მეორე ძიძას თავისი შვილებიც ყავს გაზრდილი და პლიუს 4 ბავშვი თან ისედაც პიროვნულად ძაან ჭკვიანი ქალია, მომწონს ინტელექტის კუთხითაც.

Posted by: takoo1 29 Mar 2021, 17:36
narkozeli
ვაიმე ღმერთმა ქნასsmile.gif ავიტან რა ვქნა სხვა გზა არც მაქვსbiggrin.gif გოგო კი ტვინს ბურღავს მარა თან ისეთი საყვარელია ტკიპასავით რო მოგეკრობა და გეფერება მთელი დღე,სასწაული თბილი ბავშვია ისე უყვარს მოფერება ფისოსავით იტრუნება ხოლმე))) ❤️ლა ქნაან აუ ვინ იცის რამდენჯერ ვინატრებ მომეფეროს თქო რო გავირდება ჰა biggrin.gif
* * *
narkozeli
აბა ორი დღე ვაჭამო ერთი ჩავუგდო? რავი რძეს რო არ სვამს მაგ პონტში ვაჭმევ ყოველდღე.
პლასმონის ყველი ვუყიდე და გავასინჯებ ამ დღეებში,
როგორ აჭმევ შენ რასთან ერთად თუ არ აჭმევ მაგას?

Posted by: narkozeli 29 Mar 2021, 17:44
gogatakoo

აუუ ძაან თბილია ლუკიანეც როგორც ვხვდები love.gif დავტკბეთ სანამ გავირდებიან :დ

გოგო ხო ჩაუგდე დღეები და მაგ დღეებში ყველი მიეცი, ყველში არანაკლებია კალცი.
პლასმონის ყველი შეგიძლია პლასმონის მაკარონთან ერთად, ზოგი ბოსტნეულშიც უმატებს. მე ჰეინცის ვერმიშელთან ერთად ვაჭამე რამდენიმეჯერ, ეხლა ჩედარს, მოცარელას და სულგუნს ვაჭმევ ხოლმე

Posted by: anibani18 29 Mar 2021, 18:52
narkozeli
Tua
რა კარგი ძიძები გყოლიათ <3 იქნებ მეც გამიმართლოს.
gogatakoo
ხბოს და კურდღლის ხორცი ვიყიდე აგრჰაბში. ახლა ბატატს ვასინჯებ და მერე ხბოზე გადავალ. ბატატი და ბროკოლი რა გემრიელი ყოფილა ერთად <3 ფიქრობ, დაიწყებს ჭამას? ძლივს შევატყუებ ხოლმე ერთ-ორ კოვზს. დღეში ორჯერ ვთავაზობ ხოლმე, ერთხელ ფაფას ხილით და მეორეჯერ ბოსტნეულს.
ჩემი ძალიან თბილი გოგოა. ან იქნებ ყველა ასეა, არ ვიცი. ჩაბღუჯავს ხოლმე ჩემს ხელს და ლოყასთან მიაქვს, იხუტებს smile.gif

Posted by: Glamurka 29 Mar 2021, 19:39
რა კაია ძიძა და კარგი ცხოვრება. აბა მე უსაქმური ვარ არაად არ ვმუშაობ და ჩემი შვილის ძიძა მე ვარ. თან ეგოისტი ვარ ძაან. არ მსიამოვმებს სხვას რო აყავს ხელში :-დ თქვენ არ გჭირდათ ეგეთები?
* * *
user posted image
ამაზე რას იტყვით? როდიდან შეიძლება გამოყენება

Posted by: Tua 29 Mar 2021, 19:51
NatiaGull
წინა ბავშვები ხომ გაზარდეს და მანდედან, ეს მონტესორის მეთოდებით რაღაც სათამაშოებსაც უკეთებს, ჩემი წინა ოჯახში 11 წელი იყო 3 ბავშვი გაუზარდა , მერე კიდე 2ში იყო და მეოთხეა ალექსანდრე. იმ ძიძამ ვინც ეს ქალი მირჩია ისეთი მაგარი ძიძაა აი სუპერქალია მაგრამ დაკავებულია sad.gif

anibani18
ახლობლებში მოიკითხე აუცილებლად ჯერ სანამ სააგენტოებში გაარკვევ.
* * *
Glamurka
1 წელი და 4 თვე გავზარდე მარტომ ბავშვი, ყველაფერი მე ვიყავი ამისთვის მაგრამ არ გაკიჭირდა ძიძასთან დატოვება ერთი წამითაც კი, მაგრამ მე სხვანაირი ტიპი ვარ იდეაში ძიძის ფულისთვის დავდივარ სამსახურში სახლში ჯდომა მანერვოზებს , ჩვილობიდან ვუტოვენდი დედაჩემს და პირიქით მინდოდა ბავშვი ყველას მ8ჩვეოდა სადაც დატოვების პონტი მექნებოდა, ჩეკი ქმრის მამიდაშვილებთან დედაჩემთან, ჩემს დამლაგებელთანაც კი დამიტოვენია უცებ რომ რაღაც იყო და ვერავისთან ვტოვენდი , გიჟდება ყველაზე , ხალხზე აფრენს , ბავშვებზეც, ძიძასაც კი ჩაეხუტა პირველ დღეს გასაუბრებაზე რომ მოვიდა biggrin.gif

Posted by: Glamurka 29 Mar 2021, 20:01
Tua
თეო კენგუროზე რას მეტყვი რა ინფორმაცია გაქვს ❤

Posted by: Tua 29 Mar 2021, 20:03
Glamurka
გააჩნია კენგურუს, ზოგი 3 თვიდანაა ,ზოგი 0იდან, ზოგი 6იდან, ფირმას გააჩნია, მე არ გამომიყენებია მერჩივნა ეტლს შეჩვეოდა , დღემდე გიჟდება თავის ეტლზე .

Posted by: Glamurka 29 Mar 2021, 20:10
Tua
ცოტახნით მინდა. ამით ვატარო ხოლმე. როცა სახლში ვარ ხოლმე ეტლი საკამოდ მძიმეა და დახმარების გარეშე ვერ ჩამომაქვს. ძაან შევცდი რო მსუბუქი ეტლი არ ვიყიდე

Posted by: Tua 29 Mar 2021, 20:33
Glamurka
ეგ თუ ახალია გაყიდე და იყიდე მსუბუქი ეტლი, კი შეჰიძლია გამოიყენო რაპეობლემაა უბრალოდ მე კენგურუს გალოცდილება არ მაქვს დიდად , თან ჩემი შვილი მალევე მოსუქდა , შესაბამისად 1 თვისთვის კენგურუ არმიყიდია , მე ბუგაბუ მქონდა ჩეკი ძმისშვილის 9 თვემდე იმაში გაიზარდა, უბრალოდ ჩემი კორპუსი დაცულია და სადარბაზოში ვტოვებდი ხოლმე და მეორე ჰაუკი მაჩუქეს მსუბუქი იმით სახლში დავატარებდი, პირველი 2 თვე ჩემი პატარაობის ეტლი.მქონდა და იკით დამყავდა., ვინმეს არ აქვს რომ გათხოვოს?

Posted by: Glamurka 29 Mar 2021, 20:58
Tua
არა არავის არ აქვს. გოგო 1200ლარი მივეცი ჯერ მხოლოდ 2ჯერ მქონდა ჩატანილი მაგრამ მაინც კარგ ფასად ვერ გავყიდი. თან ისე მომწონს ვიზუალურად
* * *
user posted image
საკმაოდ მძიმეა :-(

Posted by: Tua 29 Mar 2021, 21:19
Glamurka
მიმას ეტლს გავს ძალიან ლამაზია, მაგრამ.ასეთი ეტლების ერთი კომფორტია მხოლოდ, მაღალია და ძალიან კარგად დადის თბილისის დანჭყრეულ გზებზე, სატარებლად სადმე წასაღებად არაკომფორტულია, მაგრამ ჩემთან მაგალითად ეტლით ისე გადიხარ გარეთ კიბეების გავლა არგიწევს პირდაპირ გადიხარ , შენთან თუ კიბეებია სადარბაზოში კი უმდა გაგეთვალისწინებინა თაბიდანვე sad.gif

Posted by: Glamurka 29 Mar 2021, 22:03
Tua
ვერ გავითვალისწინე სამწუხაროდ :-( რატო არ ვიცი

Posted by: NatiaGull 29 Mar 2021, 22:50
Glamurka
ძალიან კარგი ეტლია ეგ, მაგრამ კიბეებზე თრევა გაგიჭირდება.
იქნებ გაყიდო და მსუბუქი იყიდო.
ვიშლისტს აქვს დიდი არჩევანი. მანდ ვიყიდე ეტლიც სკამმაგიდაც და მანეჟიც

Posted by: Glamurka 29 Mar 2021, 23:00
NatiaGull
როგორი ეტლი იყიდე? მანახე აბა. ნათ სკამ მაგიდაზე რომელი თვიდან სვამ

Posted by: nopiahopi 29 Mar 2021, 23:04
Glamurka
ვიშლისტში აქვთ ძალიან კომპაქტური ეტლი 500 ლარად, დღესაც ვნახე. კიკაბუს cloe ქვია მგონი. 0 თვიდანაა და ერთი კნოპკით იკეცება-იშლება . ნახე აბა ეგ მოდელიც. ბიუჯეტური და პრაქტიკული ჩანს.

Posted by: Glamurka 29 Mar 2021, 23:06
nopiahopi
კი ვნახე ფასდაკლება აქვთ ხო მაგათ. სანამ ეს მაქვს ჯერ ვერ ვიყიდი. თავიდან უნდა მეფიქრა. დილით ჩამოვიტან და დავტოვებ სადარბაზოში საღამოს ავიტან ასე ვიზავ ხოლმე

Posted by: Tua 29 Mar 2021, 23:13
Glamurka
1000 ლარად კი გაიყიდება ეს ეტლი თუ ფაქტიირად უხმარია და 200 ლარი რომ.დაამატო უუიდი ანექს ეარს ან 600-700 ლარად ჰაუკის სანის ეგეც ერთი ღილაკო იკეცება და ანექსის ანალოგია ზუსტად + სკამ.მაგიდაც მოგივა მაგ თანხაში 300 ლარამდე ღირს წითელქუდაში ვიყიდედღემდე ვხმარობ ისეთი კმაყოფილი ვარ, ვიშლისტსაც აქვს მაგ ფასიანები საკმაოდ კარგები. 4 თბიდან მეწვა მე სკამ.მაგიდაში ისეატი ვიუიდე რომელიც კარგად გადადიოდა
ესაა ჰაუკის სანი უკომპაქტურესია და უმსუბუქესი თან ბიუჯეტური

user posted image

Posted by: Glamurka 29 Mar 2021, 23:31
Tua
ვცდი მეუღლესაც ვკითხავ რადგან რაც გვაქ ძალიან მოსწონს. ისე ვნანობ ესეთი მეყიდა კარგი იქნებოდა. სკამ მაგიდას მერე ბებო უყიდის.

Posted by: NatiaGull 29 Mar 2021, 23:35
Glamurka
გოგო ეს მაქვს ვარდისფერი
https://wishlist.ge/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/cangaroo-%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98-sindy-2x1-pink/
ქარსითი აქვს ახლა დამაგრებული და იმაში ვაწვენ, 6-7თვიდან მოვხსნი და სასეირნო ფუნქციით გამოვიყენებ.
მხოლოდ ის არ მომწონს რომ სახელური უკან აქვს ანუ ბავშვისგან ზურგით ვარ მაგრამ ახლა ყველა სასეირნო ეტლი ეგრეა თურმე.

Posted by: Glamurka 30 Mar 2021, 00:05
NatiaGull
სასეირნოს გამოყენება რომელი თვიდან შეგვიძლია? ჩემსას სასერნოც 2ვე მხარეს შემიძლია დავამაგრო. ქარსითი ცალკე ვუყიდე არ მოყვა.

Posted by: NatiaGull 30 Mar 2021, 00:43
Glamurka
ჯდომას რომ ისწავლის. 6-7თვიდან

Posted by: Glamurka 30 Mar 2021, 01:20
NatiaGull
უფ ერთი სული მაქ მალე გაიზარდოს ❤

Posted by: anibani18 30 Mar 2021, 09:11
Glamurka
ძალიან კარგი ეტლი გაქვს. არ გაყიდო თუ შეგიძლია. იცი რამდენს ნიშნავს ბავშვი მაღალზე რომ არის. მე ჰაუკის ეტლი მაქვს 800 ლარიანი. ძალიან მუშაა ჰაუკი, დააჯლიგინებ კარგად სადაც გინდა. მე ეზოში გამყავს ხოლმე, დიდი ეზო გვაქვს კეთილმოწყობილი და შემიძლია საათობით ვასეირნო, პანდუსებიც გვაქვს და ხელით არ მიწევს ათრევა-ჩათრევა ეტლის. სადარბაზოდან გასასვლელიც პანდუსითაა და მოკლედ ამ მხრივ კომფორტულად ვარ. მაგრამ დაბალია მაინც ჰაუკი. მაღალი ეტლი ბევრად უფრო უსაფრთხოა ბავშვისთვის. კენგურუ კარგი გადაწყვეტილებაა. მე მაქვს ერგობეიბის კენგურუ. 180 ლარად ვიყიდე აქ. ორიგინალი ერგობეიბი არ არის, მაგრამ მაინც კარგია. 0 თვიდან შეგიძლია გამოიყენო, 20 კილომდე მგონი თუ უფრო მეტიც. კენგურუს ყიდვისას გაითვალისწინე რომ ფეხებს ჰქონდეს M ფორმა, იყოს ერგონომიული, 6 თვემდე სახით შენსკენ უნდა ჩასვა და 6 თვის მერე შეიძლება სახით წინ იჯდეს.
გაიზრდება მალე, ნუ ჩქარობ. 3 თვიდან გაიოლდება ცოტა, მერე უკვე აზრზე რომ მოვა და გამაიმუნდება გართულდება ისევ ცოტა. მაგრამ საბოლოო ჯამში მალე გაიზრდება და მოგენატრება ხელის გულზე რომ ეტეოდა <3

Posted by: Tua 30 Mar 2021, 11:11
Glamurka
ისე.მალე გაიზრდება ვერც მიხვდები, 6 თვემდე შეირგე მერე უფრო და უფრო რთულდება იმ.მხრივ რომ ძალიან მოძრავები ხდებიან მერე ხან კბილებზე ზუზუნებენ და ზმუიან, ხან ხოხავენ ხან რა ხან რა smile.gif)) ჩემს შვილს კოლიკები რომ ჰქონდა ჩემთვის უფრო რთული იყო ვიდრე ეხლაა, 6 თბიდან აუცილებლად შეეცადე იყიდო ხალიჩა და გაუშვა ხალიჩაზე, ბევრად დამოუკიდებლები არიან და უფრო კარგია ბავშვის განვითარებისათვის.

Posted by: Glamurka 30 Mar 2021, 11:23
Tua
anibani18
მადლობა გოგოებო გავითვალისწინებ ❤

Posted by: takoo1 30 Mar 2021, 12:10
narkozeli
კი ძალიან❤️მარა ხანდახან გატყიურდება ხოლმე და ისეთს ჩამარტყამს biggrin.gif მერე მეფერება საზიზღარია)))))
anibani18
კი გოგო დაიწყებს,სხვადასხვანაირად შესთავაზე,ლუკიანეს მაგალითად ბატატი და ხორცი ერთად არ მოსწონს,ბატატს მარტო ბოსტნეულში ვურევ ან გოგრაში.ხორცს ცალკეც ჭამს გიჟდება ხორცზე.
ვაიმე საყვარელი❤️შეიძლება ყველა ასეა და ჩვენ გვგონია ხო ჰაჰაჰა biggrin.gif ჩვენთვის ყველაზე თბილები არიან ეგრეა❤️
Glamurka
მეც უსაქმური ვარ 24 საათი მე ვარ ძიძა და მომწონს სხვათაშორის))აი ვერ
წარმომიდგენია სხვა ზრდიდეს რა ვქნა ალბათ მეც ეგოისტი ვარ.თავიდან ვიყავი ეგრე ძაან პატარა რო იყო 1 თვის და 2 თვის,სხვა რო აიყვანდა რაღაცნაირად არ მსიამოვნებდა თან მეგონა რაღაც მოუვიდოდა. ზოგ ბავშვს ძიძა უფრო უყვარს ვიდრე დედა მე მაგ საკითხში ცოტა ეგოისტი ვარ

Posted by: Glamurka 30 Mar 2021, 12:56
gogatakoo
აი ზუსტად მეც ეგოსიტობა მჭირს ❤

Posted by: anibani18 30 Mar 2021, 14:21
Tua
ჩემი ისე გაზარმაცდა, არაფრით აღარ წვება ხალიჩაზე. მოთქვამს როგორც კი დავაწვენ. ნეტა გადაუვლის როგორ ფიქრობ?

Glamurka
თეო სწორად გითხრა და მეც იგივეს გირჩევდი, სანამ პატარაა შეეცადა მაქსიმალურად შეაჩვიო ყველაფერს, საწოლი იქნება ეს, ეტლი, ხალიჩა, საკვები მაგიდა თუ რაც იქნება. მერე რთულია რამეს შეაჩვიო, პიროვნულ თვისებებს ავლენენ მოზრდილები და თუ არ მოისურვეს, არაფრით აღარ ჩაწვებიან არც საწოლში და არც ქარსითში.
gogatakoo
Tua
გოგონებო, იცით რა მაინტერესებს კიდევ, ბოსტნეული იქნება ეს თუ ხორცი რით გავუთხელო? ნახარში ცუდი არისო წავიკითხე და ფორმულით რომ გავუთხელო შეიძლება? წყლით ძალიან უგემური ხდება მერე.

Posted by: takoo1 30 Mar 2021, 15:10
anibani18
ანი ხორცის ნახარში არ შეიძლება თორე ბოსტნეულის პირიქით მთელი ვიტამინები იმ წყალშია,რო წამოდუღდება გადაღვარე და დაასხი,ის წყალი შეგიძლია კაცო.მარა ბევრი წყალი არც გინდა სუპივით არ უნდა იყოს.თხელი პიურესავით გააკეთე.

ლუკიანეს დღემდე არ უყვარს ეგრე დაგდება მარა შედარებით ჩერდება რაც ხოხვა ისწავლა,არაუშავს ყოველდღე ცოტახანი რო გააჩერო მიეჩვევა,ამას დგომა უნდა უკვე და დიდად არ ხოხავს სულ ფეხზე დგას

Posted by: NatiaGull 30 Mar 2021, 18:38
გოგოებო, ბარბალეს რომ ახსენებთ ხოლმე. ნამდვილად ორგანული პროდუქტები აქვთ ? ანუ რამიტ ადასტურებენ ამას ?

ასევე თუ იცით პლანტას და ჰერბიას რამდენად სანდო პროდუქტი აქვთ ?
ჩემს მეგობარს საკმაოდ ცნობილმა პედიატრმა პლანტა ურჩია და გამიკვირდა, საიდან იცის იმან რომ მაინცდამაინც პლანტა არის კარგი

Posted by: Glamurka 30 Mar 2021, 18:39
anibani18
ჯერ ჯერობით ეტლშიც ჩერდება და საწოლშიც. მერე ვნახოთ რას იზავს. ❤

Posted by: takoo1 30 Mar 2021, 19:22
NatiaGull
კიი ორგანული აქვთ.
https://www.barbale.ge/? შედი ამათი საიტია და FB-ც აქვთ მე არ მაქ Fეისბუქი ვერ დაგილინკავ.

https://1tv.ge/video/akhalidghe-artishoki-tbiliseli-qalbatoni-romelmac-awyurshi-sakutari-meurneoba-sheqmna/

პლანტა არ ვიცი და ჰერბიას მწვანილს ვყიდულობ მე.

Posted by: nopiahopi 30 Mar 2021, 19:30
NatiaGull
პლანტას ზოგ პროდუქტს აწერია უსასუქო და ა. შ. და ზოგს უბრალოდ "ქართული" biggrin.gif
ალბათ რასაც აწერია უსასუქო, ისაა სანდო.
ისე " ბიომეურნეობა ფონას" პროდუქციაა აი ყველანაირად უსასუქო, ბიო, სუფთა და ნატურალური. მსგავსი სერტიფიკატი თუ ვინმეს აქვს საქართველოში, არ მგონია. ყოველ წელს ხდება მიწის შესწავლა და დაყოფილ ნაკვეთებზე მიწის მდგომარეობის მიხედვით ხდება იმ წელს რისი დათესვა აჯობებს კონკრეტულ ადგილებზე, მაგის განსაზღვრა. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არ გამოიფიტოს ნიადაგი, აზოტის დონე შენარჩუნდეს და რა დავარდეს პროდუქციის ხარისხი.

Posted by: NatiaGull 30 Mar 2021, 19:50
gogatakoo
გოგო კი ვიცი საიტიც და ფბც. უბრალოდ რით ამტკიცებენ რომ ბიოა და სასუქს არ იყენებენ.

nopiahopi
უკვე ამიდუღდა ტვინი, ჯერ ვერ გადავწყვიტე სად ვიყიდო ხოლმე და აფთიაქისას ვყიდულობ სემპერის.

Posted by: takoo1 30 Mar 2021, 19:53
NatiaGull
აუ მაგდენი არ ვიცი biggrin.gif რითი ამტკიცებენ ხოლმე ზოგადად რავი,ნეტში აგდებს ინფოს და რა გითხრა აბა

Posted by: nopiahopi 30 Mar 2021, 19:55
NatiaGull
ფონას ამ ეტაპზე ვერ გამოიყენებ სრულყოფულად, სეზონური პროდუქტი ქონდათ აქამდე და ახლა არ ვიცი, შეიძლება სათბურებიც აქვთ.

Posted by: anibani18 30 Mar 2021, 19:57
NatiaGull
100 პროცენტით დარწმუნებული ვერ იქნები რომ უსასუქოა, მაგრამ სანდო ჩანს.
მე ვიყიდე მათთან ბატატი და სტაფილო. ამ ეტაპზე დიდი არჩევანი არ აქვთ.
nopiahopi
რას ყიდის ეს ბიომეურნეობა? ყველა პროდუქტი აქვთ?

აგროჰაბში ნაყიდი პროდუქტები არ არის სანდო?

gogatakoo
გვერდით ვუწვები და ვეთამაშები. ადრე ჩერდებოდა, ახლა უარზეა. სულ ხელში უნდა თაკოოოო. იმედია პერიოდია ასეთი, თორე რას ისწავლის ხოხვას თუ სიარულს ასე...

Posted by: nopiahopi 30 Mar 2021, 20:36
anibani18
QUOTE
რას ყიდის ეს ბიომეურნეობა? ყველა პროდუქტი აქვთ?

არ აქვთ ყველა ჯერჯერობით. სეზონურები უფრო.
სტენდები აქვთ დიდ მარკეტებში და ბიო მაღაზიებში. ისე ადგილზე მოტანაც. ფბ-ზე ნახე, ექნებათ საკონტაქტო მითითებული და გაგცემენ პასუხს სად და რა პროდუქტი აქვთ ამ ეტაპზე smile.gif

Posted by: Tua 31 Mar 2021, 17:04
NatiaGull
ნათი პლანტას და ჰერბიას არ აქვს ორგანული, ფერმერებისგან ყიდულობს და აფასოებს პროდუქტებს, უბრალოდ ქართული წარმოებისააა, ჰერბიას მწვანილი შეგიძლია გამოიყენო უბრალოდ არც ეგ არაა უსასუქო და უბრალოდ ბიოსასუქებია გამოყენებული.

აგროჰაბში ჩვეულებრივად ბაზარში ნაყიდი პროდუქციაა და არაა შემოწმებული, შესაბამისად არც ბიო პროდუქტია და არც უსასუქო აგროჰაბში, ბევრი რამ თურქული წარმოების აქვთ არასეზონზე,


სეზონზე სოფლიდან.ჯი-საც აქვს ბიო პროდუქტი., ასევე ფერმერების ამრკეტსაც, ასევე ბარბალესაც და აგრო მენსაც აქვს ჯიქიაზე რაღაცეები, უბრალოდ ყველა მათგანის გვერდი უნდა აკონტროლოთ, ფონას ბიომეურნეობას ზახულში ცუკინი (ყაბაყი) აქვს ძალიან გემრიელი, ასევე სამკურას აქვს სეზონურად ზაფხულში რამოდენიმე სახეობის პროდუქტი რომელიც წინასწარ უნდა შეუკვეთოთ რადგან მალე იიყდება ყველაფერი.
* * *
anibani18
ხორცის ნახარში 3 წლამდე არ შეიძლება, ბოსტნეულის ნახარშით უნდა გაუთხელო, ოღონდ მეორე ნახარშით, მწვანილები ბოლოში უნდა ჩაყარო აუცილებლად.

Posted by: Glamurka 31 Mar 2021, 19:00
გოგოებო ვისაც ფორმულაზე გყავდათ კამის წყალს ასმევდით? წყალი მაინცდამაინც არ მოსწონს და იქნებ კამის წყალი მოეწონოს.

Posted by: takoo1 31 Mar 2021, 19:15
anibani18
მეც მაგით ვიმშვიდებ თავს biggrin.gif ისწავლის გოგო თვითონ მოუნდება ფეხზე დგომა ეს მანეჟში არ ჩერდება თორე ისე კი უნდა ფეხზე დგომა,ლოგინზე თუ ტახტზე ფეხზე დგას სულ.ხოხვით ნაკლებად მარა რა შედარებაა.
* * *
Glamurka
თუ სვამს მიეცი თუ არ სვამს არაა პრობლემა.ფორმულიდან იღებენ წყალს 5-6 თვემდე არ სჭირდება(ნუ სანამ მყარ კვებაზე გადაიყვან)მერე დაიწყებს დალევას.ჩაი არაა აუცილებელი დიდად არაფერს შვება არ ინერვიულო მაგაზე

Posted by: Glamurka 31 Mar 2021, 19:18
gogatakoo
ეგ კამის ჩაი არ მიცდია. წყალი არ მოსწონს. არადა როცა 3 საათი არაა გასული და ტირილს იწყებს შია მინდა დალიოს

Posted by: Tua 31 Mar 2021, 19:26
Glamurka
მყარი საკვების დაწყებამდე არ სჭირდება ბავშვს წყალი, გაიდლაინებით ასეა, ფორმულაზე მყავდა დაბადებიდან რამის მაგრამ წყალი არშეიძლება, ზედმეტი დატვირთვაა თირკმელებისთვის და რა საჭიროა , ეგ ტირილი მუცლის ტკივილისაა და არა შიმშილის უბრალოდ რძით იამებს მუცელს.

Posted by: Glamurka 31 Mar 2021, 19:32
Tua
მართლა? მე კიდე პედიატრმა წყლით ამოუვსე კუჭიო. კამის წყალი არ ვუყიდო არ მირჩევ?

Posted by: anibani18 31 Mar 2021, 19:56
Glamurka
არ სწირდება არანაირი წყალი 6 თვემდე. უფტო სწორად სანამ მყარ კვებას დაიწყებ. არ დაუჯერო პედიატრს ამ საკითხში. მიეცი ფორმულა თუ ტირის, პატარაა ჯერ. მერე დაარეგულირებს თავისით. კამის წყალიც რად გინდა. არაფერს შვება. ჰიპის კამის წყალი ცოტქოდენ შაქარსაც კი შეიცავს. დაანებე ყველაფერს თავი და აჭამე ფორმულა.
* * *
Tua
გოგო, ესე იგი გამოდის რომ თუ სეზონი არ არის ლამის მხოლოდ კარტოფილი და სტაფილო უნდა ჭამოს ბავშვმა. კიდევ კარგი იწყება ახლა სეზონი. ბარბალეს რა სასინელი სტაფილო აქვს, არ მომწონს ძალიან. სამაგიეროდ ბატატი ძალიან გემრიელი აქვს. ბიო კარტოფილი პარკებში რომ იყიდება იმის მიცემა შეიძლება? ბანანი, ავოკადო, მანგო- ესენი როგორ უნდა აკონტროლო ნეტა?
gogatakoo
ანუ დრო რომ მოუვა ფეხზე დგომის ხალიჩაზე ვარჯიშის გარეშეც დადგება? აი სულ ხელში უნდა, წამი არ ჩერდება არსად და მერე აიყვან ტუ არა ხელში, დაგვარბენინებს მთელ სახლში, იძიებს ყველა კუთხე-კუნჭულს. ძალიან ინტერესიანია smile.gif))

Posted by: nopiahopi 31 Mar 2021, 20:02
ვინმეს ველედას მუცლის სამსაჟე ზეთი
გამოგიყენებიათ ჩვილებზე გაზების დროს?

აქვს რამე შედეგი?

user posted image

user posted image

Posted by: NatiaGull 31 Mar 2021, 20:09
Glamurka
გოგო ნუ ცდილობ რეჟიმში ჩასვა, როცა შია აჭამე ბავშვს. რა კამის ჩაი და წყალი... გავტყიპავ შენს პედიატრს.
გაზები და კოლიკა მაინც ექნება ვერაფერს უზამს ვერანაირი ჩაი და წამალი.
ესპუმიზანი უამებდა ცოტახნით ჩემსას მეტი არაფერი.

* * *
nopiahopi
გოგო ზეთის გარეშე დაუმასაჟე ხოლმე თუ დასჭირდა. წარამარა არ გექნება მაგით გაზინტლული ბავშვის დაბანის თავი biggrin.gif

Posted by: nopiahopi 31 Mar 2021, 20:15
NatiaGull
უი დაბანა უნდა მერე? biggrin.gif მე მეგონა შეიწოვდა კანი facepalm.gif

Posted by: NatiaGull 31 Mar 2021, 20:16
nopiahopi
გოგო არ გამომიყენებია. და ჩავთვალე რომ უნდა დაბანა, არა ? იკიტხე აბა ველედასთან იქნებ შრება biggrin.gif

გლამურ, გაზებისთის ეფექტურ მასაჟს გასწავლი თუ აწუხებს ძაან, ჩემი სულ აპრუწუნებდა რომ ვუკეთებდი.

Posted by: Glamurka 31 Mar 2021, 20:20
NatiaGull
anibani18
გოგოებო მალ მალე ხომ ვერ მივცემ ფორმულას? კრეონს ვასმევ გენეტიკოსმა გამოუწერა ცხიმი ქონდა განავალში საჭმელს ვერ გადაამუშავებს კარგად . ჯერ 2 საათია გასული და ტირის. რავქნა აღარ ვიცი. ვაჭამო?
* * *
მასწავლე აბა მიდი რა ნათ ❤NatiaGull

Posted by: anibani18 31 Mar 2021, 20:21
nopiahopi
ეს არ ვიცი და მე მქონდა გაზებისგან მალამო. ძალიან კარგად უამებდა. დაბანის შემდეგ საღამოს, მუცელს ვუმასაჟებდი იმით, ჩამობანა არ სჭირდებოდა. ყველაზე მეტად ამან გვიშველა. თუ გინდა მოგცემ, ნახევარზე მეტი მაქვს დარჩენილი, ჩემმა მულმა გამომიგზავნა გერმანიიდან, აქ არ იყიდება მგონი.

Posted by: NatiaGull 31 Mar 2021, 20:22
Glamurka
აჭამე რატო ატირებ biggrin.gif ჩემი ბავშვი დაბადებიდან დღემდე 2 საათში ჭამს. ფორმულას ბავშვებსაც აღარ ამყოფებენ რეჟიმში. 2 საათში უკვე გადამუშავებული აქვს საჭმელი და არ დაეტვირთება კუჭი.

Posted by: anibani18 31 Mar 2021, 20:23
Glamurka
ორი საათი უნდა იყოს გასული რომ აჭამო კიდევ ფორმულა. რეჟიმი არ არის ახლა საჭირო, მერე თავისით დაარეგულირებს ბავშვი. გაზები ან კოლიკა იქნება. ვედრო ხომ გაქვს რამე სახლში, გაავსე თბილი წყლით და ჩასვი შიგ, მერე ველოსიპედი გაუკეთე ფეხებით და დამშვიდდება, თბილი პილიონკა დაადე მუცელზე.
არ მისცე ზედმეტი სითხეები, წყალი და კამის რაღაცეები. ცოდოა ბავშვი, თირკმლები გადაევირთება.

Posted by: Glamurka 31 Mar 2021, 20:32
anibani18
NatiaGull
ახლა თამამად ვაჭმევ რა გოგოები ხართ ❤
ვედრაში ვსვავ ხოლმე წყალი უყვარს მაგრამ დიდად არ შველის.

Posted by: NatiaGull 31 Mar 2021, 20:36
Glamurka
წყალი ჩემსასაც არ შველოდა დიდად. ფენი და მასაჟი მარტო.

Posted by: Glamurka 31 Mar 2021, 20:37
NatiaGull
ფენს უშვერ მუცელზე? შეიძლება? ნათი ღამე რამდენ ხანში გთხოვდა ჭამას და გთხოვს?

Posted by: anibani18 31 Mar 2021, 20:39
Glamurka
აჭამე, ცოდოა. ჯერ იმხელა სტრესშია პატარა ახალ გარემოში რომ მოხვდა, ვერ იაზრებს ვერაფერს, არც გენდობა ბოლომდე. რეჟიმს მერე მიხედავ და დაარეგულირებთ ყველაფერს. ჯერ ერთმანეთის ნდობა მოიპოვეთ ♡
ჩემი თავიდან ისეთი შესინებული ჩიორა იყო smile.gif) მეგონა ასეთი ხასიათი ჰქონდა. როგორ ვცდებოდი თურმე. მერე გამოავლინა თავისი თავი და ჭეშმარიტი ხასიათიsmile.gif
ჩემსას ეძინებოდა წყალში. რომ ამოვიყვანდი კი აგრძელებდა ტირილს მაგრამ სანამ ვედროში იჯდა მშვიდად იყო. კანით კანთან კონტაქტიც სცადე. მე არ მიცდია, არ ვიცი როგორი შედეგი აქვს, მაგრამ ყველა აქებს.

Posted by: NatiaGull 31 Mar 2021, 20:42
Glamurka
3 თვემდე 2 საათში ჭამდა. ახლა 3 სათში ჭამს ღამით.
მუცელზე პილიონკას ვადებდი გადაკეცილს და მერე ფენით ვუთბობდი.
კოლიკამ რომ გაუარა ფენიც არღარ დაგვჭირვებია.
შეკვრა შველით კიდევ ძაან, მსუბუქად

Posted by: Glamurka 31 Mar 2021, 20:43
anibani18
ჭამს უკვე მადლობა თქვენ უნდა გითხრათ lol.gif
* * *
NatiaGull
ღამე უფრო 5 საათი ძინავს წუხელ მეტიც 6 საათი ეძინა

Posted by: Tua 31 Mar 2021, 20:48
Glamurka
პედიატრი შეცვალე smile.gif) მე კი გადავუწიე ბავშვს რეჟიმი კამის ჩაით მაგრამ მხოლოდ 10მლს სვამდა და ისიც 5 დღეში ჩაჯდა რეჟიმში.

anibani18
უსასუქო სტაფილო ეგეთია, მე ვარჩევ სათითაოდ, შავებიც მხვდება ხოლმე ხშირად, ბარბალეს კარტოფილი აქვს უკარგესი, თეთრიც და ვარდისფერიც მე ბარბალეში ვყიდულობ სულ, პარკებში რაცაა ჰერბიასი ეგ არაა უსასუქო და ბიო, პრპსტა დაფასოებულია ეგრე , 1 წლიდან დსვიკიდე მე ბიო და უსასუქო, რასაც ვშპულობ ვაჭმევ უსასუქოს, რასაც არა მაგალითად ყაბაყს და ეგეთებს დავიკიდე 1 წლიდან
* * *
Glamurka
უთო გადაატარე პილიონლას შეათბე და დაადე მუცელზე და ღამე საჭმელად არგააღვიძო

Posted by: nopiahopi 31 Mar 2021, 20:58
anibani18
QUOTE
თუ გინდა მოგცემ, ნახევარზე მეტი მაქვს დარჩენილი, ჩემმა მულმა გამომიგზავნა გერმანიიდან, აქ არ იყიდება მგონი.

დიდი მადლობა, მაგრამ ჯერ არ გამიჩენია, წინასწარ ვემზადები ფსიქოლოგიურად )))
რა ქვია ისე? იქნებ იყიდებოდეს აქაც სადმე.
პირველი ძაან წვალობდა 2 თვე და ეგ რომ მახსენდება , ვერაფრით რომ ვერ ვშველოდი, ეს უკვე მეცოდება მაგ პროცესისთვის sad.gif

Posted by: Glamurka 31 Mar 2021, 21:22
Tua
ნათესავია პედიატრი :-დ თქვენ აქ არ ხართ? გადავამოწმებ თქვენთან ხოლმე. :-დ
* * *
nopiahopi
ბევრი აღარ დაგჩა შენიც მალე გამობრძანდება ❤
* * *

Posted by: nopiahopi 31 Mar 2021, 21:46
QUOTE
ბევრი აღარ დაგჩა შენიც მალე გამობრძანდება ❤

Glamurka

ჰოო love.gif რაღა დარჩა smile.gif
მაქს 3 კვირა smile.gif მაგრამ რატომღაც მგონია 2 კვირაშიც გაჩნდება.. აუ ისე რაც შენ ელოდე )))

Posted by: Tokyo.tokyo 31 Mar 2021, 21:56
გოგოებოო გამარჯობაა.მოკლედ ასეთი კითხვა მაქვს.ლაქტაციის დროს კოკარნიტი ხომ არ გაგიკეთებიათ? მინდა გავიკეთო ძალიან გამოვიფიტე და დავიკელი წონაში.ეს მირჩიეს და სანამ ექიმთან გადავამოწნებ თქვენი აზრი და გამოცდილებაც მაინტერესებს ❤

Posted by: Glamurka 31 Mar 2021, 22:18
nopiahopi
ხო მეც მეგონა რო ადრე გამოძვრებოდა მაგრა. ძალით გამოვაგდეთ lol.gif love.gif

Posted by: ნაჭუჭა 31 Mar 2021, 23:25
Tokyo.tokyo
კოკარნიტი არვიცი მაგრამ ლაქტაციის ვიტამინების კომპლექსი უნდა სვა აუცილებლად მთელი ლაქტაციის პერიოდში , წლის გახდა და დღემდე ვსვამ სოლგარის პრენატალს და ისეთ ენერგიაზე მოვყავარ, ეგ რომ არა ვერ გავუქაჩავდი
* * *
Tua
ანუ ჰერბიას მწვანილებს უსასუქო რომ აწერია ტყუილია? სულ მაგას ვყიდულობ
* * *
nopiahopi
წინასწარ ნუ ნერვიულობ, ყველა ბავშვს კიარ აქვს კოლიკა და გაზები❤️ჩემმა პირველმაც ძალიან იწვალა და გვაწვალა ჩვენც, აი პატარას საერთოდ არ ქონია არც ერთი და არც მეორე

Posted by: takotatuli1989 1 Apr 2021, 01:31
ნაჭუჭა
ლაქტაციაში ვიტამინები აუცილებელი არ არის თუ ნორმაში გაქვს. პირიქით, თუ ნორმაში გაქვს არ უნდა მიიღო. მე მეგონა ყველა ვიტამინი ნულზე მქონდა 5 თვის მყავდა ბავშვი, მართლტო ვზრდიდი და სახე მქონდა ახეული, ყველაფერი ჩემზე იყო, პახოდუ ქრონიკულად უძილო ვიყავი. რო მივედი ავერსში (ისიც წამზომზე რო იყურები სანამ ძუძუ მოუნდება ბავშვს) სკამი მომაშველეს დაჯექი არ დაეცეო, მარა ყველა ანალიზი წესრიგში მქონდა ( რკინა, კალცი, დე, სისხლის საერთო, ფარისებრი ანალიზები ჩაიბარეს) და დაიძინე შვილოო მაგ რეკომენდაციით გამომიშვეს. ნუ მას მერე ერთი 7 თვე კიდე მასე ვიყავი მარა ძუძუს რო დავანებებინე თავი დამიბრუნდა ადამიანის სახე და ძილიც ასე თუ ისე.

Posted by: anibani18 1 Apr 2021, 09:38
nopiahopi
Tamany - ასე ჰქვია ამ მალამოს.

Tua
ბანანი, ავოკადო და მანგო ვაჭამო ახლა, რას ფიქრობ? თუ წლის შემდეგ? მანგო კი აქვს სემპერს, ბანანიც აქვს ჰიპს, მაგრამ ჰიპის ბანანი საზიზღრად ტკბილია, დაბურძგლა, რომ ვაჭამე. მანგო ჯერ არ გაგვისინჯავს.

Posted by: nopiahopi 1 Apr 2021, 09:54
anibani18
QUOTE

Tamany - ასე ჰქვია ამ მალამოს

არ იძებნება ინტერნეტში, ალბათ ჯერ არ იყიდება ჩვენთან ..
იმედია ყოჩაღი იქნება ეს უფრო და არ გაწვალდება ძალიან.
ამ შაბათ -კვირას ჩავალაგებ უკვე ჩემს ბარგს smile.gif
და რა წავიღო ბავშვის გამოსაყვანად ვერ ვხვდები. ალბათ მერე მოვატანინებ რამეს ამინდის მიხედვით..
ნუ ბოდე და ზედა ქვედა და პლედი ან ბოდე და მთლიანი პოლზუნკის მსგავსი და პლედი? აპრილიც არაპროგნოზირებადია, რა ტემპერატურა იქნება იმ დღისთვის.. მედვეჟონკა რომ არ დამჭირდება უკვე, ეგ კი ვიცი biggrin.gif

Posted by: takoo1 1 Apr 2021, 10:08
Glamurka
ეგრე მალ მალე არ უნდა ითხოვდეს ჭამას წესით თუ ფორმულაზე გყავს და არა ძუძუზე.ძუძუზე ხან 40ს ჭამენ ხან 80ს და მაგ მხრიივ არეულია გრაფიკი.როცა ტიროდა ეგრევე ძუძუს ვაძლევდი რამდენიც უნდოდა შეჭამდა ხოლმე.ცოტა მეტი გაუკეთე შეიძლება არ ყოფნის და მაგიტო შივდება მალე.ყოველ ორ საათში რო აჭამო 11-12 ჭამა გამოდის და ძაან ბევრია.ცოტა უნდა დაისვენოს კუჭნაწლავმა ცოდოა,ღამე რამდენჯერ აჭმევ?შეიძლება ჭამის გამო სულაც არ ტირის და მუცელი ტკივა.
მუცელზე დააწვინე ხოლმე შველოდა ლუკიანეს

Posted by: Tua 1 Apr 2021, 10:31
ნაჭუჭა
Non chemical fertilizers აწერია, რაც გულისხკობს რომ.ქიმიურს არიყენებენ თორე ისე ბიოს იყენებენ სასუქს ანუ უსასუქო არაა მთლად,მეც ჰერბიას ვიყენებ , კარტოფილი და სხვა პროდუქტი საკუთარი არ აქვთ სხვებისგან ყოდულობენ და აფასოებენ. ერთერთ ჯგუფში დავწერე ბავშვების კვების ეგ და შემომიხტა ჰერბიას წარმომადგენელი.მესენჯერში დიდი გონორით და წაბრძანდა უკან მერე თავჩაღუნული
Tokyo.tokyo
პრენეტალ ვიტამინებს სვამენ მაგ დროს, მაგრამ შენი გამოფიტვა უფრო უძილობის გამოა, სანამ არ დაანებებინებ ეგრე იქნები არშველის არაფერი ლაქტაციის დროს, აიღე ანალიზები დამატებით რომ.ნახო ასევე რა გაკლია.

anibani18
ბანანი მე.პირდაპირ დოლეს ფირმის მივეცი მაგრამ ვერ იტანს ჩემი შვილი ბანანს, სემპერის გლმანგოც ეგეთი ტკბილია და ანანასის სუნი და გემო აქვს მე სემპერს ვაჭმევდი ბევრჯერ არმიმიცია სიმართლე გითხრა რაის მანგო უკვე ჩვენი ხილი იყო შემოსული, ავოკადოზე დღემდე გიჟდება ისე უყვარს დაჭრილს ჭამს უარაფროდ, ან იშვიათად ავ0კადოს და ბანანს ვურევ ერთმანეთში და ფენქეიქებზე აქვს სპრედივით, მაგრამ ავოკადოს ისე უფრო კარგად მიირთმევს, აგროჰაბში ვიყიდე ავოკადო ეხლა რაღაც მრგვალები და კაპიკად არვარგა საშინელი სუნი და გემო აქვს, პრიალა მოგრძო ავოკადოები იყიდე ოღონდ არამწიფე და სახლში დაამწიფე უმჯობესია, ქაღალდში გაახვიე და ბნელ უჯრაში დადე3-4 დღე

Posted by: takoo1 1 Apr 2021, 10:47
nopiahopi
ვააიჰ აპრილის ბაო❤️ ლუკიანეც აპრილში დაიბადა 27ში,მე თბილი ადიელა შემოვახვიე და ისე გამოვიყვანეთ მახსოვს,ცივათ პატალებს.
თბილი პოლზუნკა ან პლედი უეჭველუ დაგჭირდება კი,

გოგოებო დღეს კვების თემა ისეთი რთულია თქვენ თუ წახვალთ სოფელში და თქვენ თვითონ მოიყვანთ ხახვს და კარტოფილს თორე მასე ყველაფერი თქვენი მოსაწონი ვერ იქნება არ არაებობს biggrin.gif biggrin.gif ასე რო ხელი რაზეც მიგიწვდებათ კი ბატონო და ძაანაც ნუ ჩაეძიებით რაღაც ასაკის მერე ცოტ ცოტა უნდა შეაპაროთ კიდეც მაინც მოუწევს ოდესღაც არაჯანსაღი საკვების მიღება და უარესი იქნება მერე ჩემი აზრით. ჯერ პატარები არიან და მეც მაქსიმალურად ვცდილობ რო ყველაფერი ორგანული ვაჭამო მარა ბოლო ბოლო ვიცი რო ბაღში როცა მივა იქ ჩემს მოსაწონს არავინ დაუდებს წინ.
* * *
Tokyo.tokyo
როგორაა საქმეები აბა ხო არ გადაიღალე biggrin.gif ❤️ თუ არ გჭირდება ვიტამინები არ გინდა ესე პროსტა ყლაპვა,ბოსტნეული მიიღე ხილი,გაზაფხულია და ბუნებრივად ჯობია მიიღო.მეც ეგრე ვიყავი ძუძუზე რო მყავდა,უძილობის ბრალიცაა.კალცს ვერ ვიღებ და ერთადერთი მაგის პრობლემა მქონდა მე,ფრჩხილები მტყდებოდა სხვა არაფერი.

Posted by: narkozeli 1 Apr 2021, 10:54
აუ ჭამაზე ერთი რჩევის მოცემა შემიძლია საკუთარი გამოცდილებით, ასეთ სეზონზე (შარშან ზუსტად ამ დროს ხდებოდა ჩემი შვილი 6 თვის და ზუსტად მაშინ გავასინჯე პირველად ვაშლი. ხოდა რჩევა რაში მდგომარეობს, ყველაზე ცუდი სეზონია ეხლა ხილ-ბოსტნეულის მხრივ და ვფიქრობ ყველაზე ჭკვიანურია ქილის ხილ-ბოსტნეულობით გამოკვება ცოტა ხანი. მე ზაფხულამდე ვაჭამე და კარგად რომ შემოვიდა ყველაფერი, მერე დავუწყე შინ მომზადება.
ეხლა პლიუსი ქილის ხილ-ბოსტნეულის, გარდა იმისა რომ იცი 100% უსაფრთხოა, უსასუქოა, კუჭისთვის ისეა დამუშავებული რომ არაფერს აურევს, ამის გარდა დღემდე ვლოცავ, იმიტომ რომ ვინც ჩემსავით ბევრს დადის ბავშვთან ერთად (მოიარა ჩემმა შვილმა საქართველო), ხან სასტუმროში ვართ, ხან აგარაკზე და ა.შ. და ა.შ ყველგან ვერ გავაკეთებ ნამდვილად სადილებს და არც მინდა მოხარშულები ან გაყინულები ვზიდო და იქ გავყინო/გავალღო და მოკლედ არ მინდა თავის ზედმეტად შეწუხება მასეთ დროს biggrin.gif ნუ ზოგჯერ ფიზიკურად ვერ ვასწრებთ, გზაში ვართ ან რამე მსგავსი და აი ბავშვი რომ ქილის ხილ-ბოსტნეულ-ხორცეულს ჭამს ყოფილა უდიდესი შვება. გიჟდება ჩემი შვილი, ალბათ იმიტომ რომ თავიდანვე შევაჩვიე. ჩემს ნათლულს და ასევე ჩემი მეორე დაქალის შვილს პირს ვერ დაადებინებ ქილის ხილ-ბოსტნეულ-ხორცეულობაზე, არადა უდიდესი კომფორტი და გამოსავალია ხშირად.
ასევე წარმატებით ვიყენებთ პაუჩებს.

მოკლედ მეორე ბავშვზეც 6 თვისთვის ეს სეზონი რომ დამემთხვას, იგივეს ვიზამ აუცილებლად.

Posted by: nopiahopi 1 Apr 2021, 11:09
gogatakoo
ჰო, პლედები მაქვს მომარაგებული და თბილ პოლზუნკად აი ფულესავით ნაჭერი როა, ეგ გამომადგება ალბათ. დავურეცხე-ჩავუწიკწიკე ყველაფერი love.gif

ვგიჟდები აპრილზე smile.gif 27მდე ვერ გაქაჩავს, 21ში მისრულდება 40 კვირა smile.gif მეც 24-ში ვარ smile.gif

Posted by: narkozeli 1 Apr 2021, 11:14
Tokyo.tokyo

კარგი კვება და დასვენება გჭირდება user.gif შეიძლება ვიტამინიც იყოს საჭირო, არაა გამორიცხული.

gogatakoo

გეთანხმები, მეც რამდენიმე თვეა დავიკიდე და აგროჰაბში მივდივარ და იქ ვყიდულობ ყველაფერს, ბოსტნეულს,ხილს, ხორცს, ის მაინც ვიცი რომ არ მოვიწამლებით და ეხლა მთლად შიგნეულობას ვერ გავაშიფრინებ ყველაფერზე, ამისი არც დრო მაქვს და არც ვთვლი საჭიროდ :დ
როგორი დიდი ბიჭია უკვე რა მალე გავიდა დრო, იუბილე ქონია მალე ლუკიანეს love.gif

Posted by: takoo1 1 Apr 2021, 11:14
nopiahopi
კიი გამოგადგება ფულე თბილია.რა მაგარია გამახსენდა ეხლა ეგ პროცესი და მომინდა მეორე ბავშვი ❤️ტიტუუ biggrin.gif biggrin.gif
ხოო მე 23ში ვარsmile.gif ისე რომელი რიცხვი გითხრეს? ვერძი იქნება ანუუ იფფ იფფ biggrin.gif
* * *
narkozeli
გოგო ხოო აგროჰაბი მისაღემია ჩემთვისაც,კარფურში და გუდვილში არ ვიყიდი არ ვენდობი და აგროჰაბი არარი ცუდი მე რა ინფოც მაქვს. თავიანთი მეურნეობაც აქვთ მაგათ და აქებენ სხვათაშორის.
აუ მოიცა რაა ზედმეტი არაფერი არ ვარგა,ავადმყოფობაში არ უნდა გადაგივიდეს ეხლა მართლა.
გოგო ხოო ერთი წლის ხდება მალე უკვე ვემზადებით,ვგეგმავ როგორ მოვურთო სახლი მაგარი პროცესია არაა♥️

Posted by: nopiahopi 1 Apr 2021, 11:29
gogatakoo
QUOTE
ისე რომელი რიცხვი გითხრეს? 

ეხო არ აჩქარებს 21 აპრილს. პატარა ბაიაა, არ უსწრებს ვადებს smile.gif

Posted by: Glamurka 1 Apr 2021, 14:09
gogatakoo
ღამე არ ჭამს ბევრჯერ წუხელ 11ზე რო ჭამა მერე 7ის მახევარამდე არ უჭამია. 2 საათში ან 2საათ ნახევარში ჭამას იშვიათად ითხოვს ყოველთვის არა

Posted by: Ninico 1 Apr 2021, 15:15
გამარჯობა გოგოებო,
დღეს დავაწყებინე ბოსტნეული. ბატატი დავუსრისე საგულდაგულოდ და ერთმა ჭამა უპრობლემოდ, მაგრამ მეორე გულს ირევს და მომიწევს დაბლენდერება. მქონდეს იმედი რომ დაჭყლეტილსაც შეჭამს თანდათან? sad.gif
* * *
nopiahopi
მე ვუკეთებდი მაგ ზეთით მუცლის მასაჟს და დაბანა არ სჭირდება. სუნიც სასიამოვნო აქვს.
* * *
Glamurka
კიკაბუს ეტლები მაქვს მე და ორივეს მუხრუჭები გაუფუჭდა, ამიტომ მაგ ფირმას არ გირჩევ.

Posted by: Glamurka 1 Apr 2021, 15:55
Ninico
რაც გვაქ ვიტოვებ ისევ იმას როგორმე ვათრევ დღეგამოშვებით მიჭირს მარტო რო ვარ ❤

Posted by: Tua 1 Apr 2021, 16:04
Ninico
ყველა ბავშვს აქვს გულის რევის რეფლუქსი თაბიდან მყარ კვებაზე რამე დიდი რომ.შეხვდებათ და შესაბამისსდ უმჯობესია ჯერჯერობით დაუბლენდერო

Posted by: unusual 1 Apr 2021, 17:42
narkozeli
QUOTE
აი ბავშვი რომ ქილის ხილ-ბოსტნეულ-ხორცეულს ჭამს ყოფილა უდიდესი შვება


მოკლედ მეც საფიქრებელი მაქვს ხოლმე გარეთ გზასი რა ვაჭამო ბავშვს, აი მაგალითად პარკში როცა თამაშობს რითი წავახემსო სახლში რომ აღარ მოვბრუნდე. ქილის ბოსტნეულის ფაფებს გულისხმობ ალბათ? თან დაგაქვს თეფში კოვზი? პაუჩები მხოლოდ ხილისაა და რამდენად დაანაყრებს? მე თან მიმაქვს პეჩენია, პურის ნაჭერი და კალიასკაში როცა ზის ვაძლევ ხოლმე და ერთობა. სადილივით ჯერ არაფერი წამიღია და დამჭირდება სტუმრად როცა ვიქნება ან სხვა ვითარებაში.

Posted by: nopiahopi 1 Apr 2021, 18:03
Ninico
QUOTE
ვუკეთებდი მაგ ზეთით მუცლის მასაჟს და დაბანა არ სჭირდება. სუნიც სასიამოვნო აქვს.
* * *

შედეგი ჰქონდა? შველოდა?

Posted by: anibani18 1 Apr 2021, 20:09
Ninico
კოვზი აიღო? მახოსვს არ იღებდა ერთ-ერთი.

Posted by: NatiaGull 1 Apr 2021, 21:06
Tokyo.tokyo
წეღან წავაწყდი პსპში პრენატალის და ეგრევე ვიყიდე. იმედია ცოტა მომიყვანს ენერგიაზწ

Posted by: Ninico 1 Apr 2021, 23:37
anibani18
რაც მოსწონს იმაზე აღებს მშვენივრად პირს და თუ რამის გემო არ მოეწონა ისე მოკუმავს ვერ გაახსნევინებ. სემპერის ურძეო ფაფები არ მოეწონათ.

Posted by: Glamurka 1 Apr 2021, 23:38
გოგოებო ჩემმა გოგომ ხრუტუნი დაიწყო არადა ცხვირი სუფთა აქვს. რასთან მაქვს საქმე?

Posted by: ნაჭუჭა 2 Apr 2021, 00:09
takotatuli1989
ანალიზები არ გამიკეთებია თუმცა ვთვლი რომ ვერანაირად ვერ ვიღებ საკვებიდან იმდენ ვიტამინსა და მინერალს რასაც გავცემ ლაქტაციის დროს და სადღაც აუცილებლად გამოავლენს თავს, თუნდაც ქრონიკულად დაღლილობის სინდრომში, პირველ ბავშვს რომ ვაჭმევდი არ ვსვი მაშინ და კბილები გამიფუჭდა , თმა დამცვივდა, ნუ უენერგიობას აღარ ჩავთვლი. ახლა უკვე წლისაა ბავშვი ა არცერთი კბილი არ გამფუჭებია, აღარც თმა მცვივა, პირიქით პირველ თვეებში რაც გამცვივდა მემგონი ორი იმდენი ამომივიდა, ასევე ჩემი გიჟური რეჟიმიდან გამომდინარე და პლიუს უძილო ღამეები, აქამდე დავანებებინებდი თავს ალბათ. ზოგადად არ ვარ ვიტამინების მომხრე თუმცა ლაქტაციის დროს რომ საჭიროა ამაში დავრწმუნდი, ლაქტაციის კონსულტანტებიც უწევენ რეკომენდაციას და ჩემმა გინეკოლოგმაც მირჩია მიმეღო
* * *
Tua
ხო ეგ კი, მთლად უსასუქო რომ ვერ იქნება ვიცი მაგრამ ქიმიურად არაა გაჭყეპილი და ეგეც შეღავათია. აუ ეგ მრგავლი ავოკადო რა საზიზღრობა რამეა, როგორც გავჭერი ეგრე გადავაგდე
* * *
anibani18
ბანანიც და ავოკადოც 6 თვიდან შეიძლება, ავოკადო განსაკუთრებით სასარგებლოა და სეზონს არ აქვს მნიშვნელობა, ყველა სეზონზე ერთია შემოტანილი, აი მანგოზე არცმაქვს დიდად ინფორმაცია და არც მოსწონს ჩემს შვილს , სემპერის ქილები ვუყიდე ეხლახანს და არ გადაირია
* * *
Ninico
დაუბლენდერე თუ გულს ირევს, არაფერია საგანგაშო, 11 თვიდან გადავიყვანე დაჭყლეტილზე მე პატარა, იქამდე გულს ირევდა

Posted by: takotatuli1989 2 Apr 2021, 06:19
ნაჭუჭა
გასაგებია რასაც იძახი, უბრალოდ ლაქტაციისას ზედმეტი ვიტამინები Aეიძლება გადასცე ბავშვს თუ არა საჭიროდ მიიღებ და მაგას რისკავ. ლაქტაციის კონსულტანტი რა პროფესიაა? გვყავს ჩვენ? მეგონა ენდოკრინოლოგის თემა იყო ეგ.

Posted by: Ninico 2 Apr 2021, 06:41
nopiahopi
არ ვიცი ზეთი შველოდა თუ მასაჟი, მაგრამ შემდეგ თბილ პილიონკას ვაფენდი ხოლმე მუცელზე და ისვენებდა.

Glamurka
საჭმელი ხომ არ გადასცდა. ჩემსას სცდებოდა სულ და მერე ბოთლი შევცვალე.

Posted by: Nnia 2 Apr 2021, 09:58
takotatuli1989

ერთი ორი ლაქტაციის კონსულტანტი გვყავს. არა ენდოკრინოლოგის საქმე არაა ეგ და აუცილებელია ლაქტაციისას დედამ პრენატალის ვიტამინები მიიღოს. ბავშვი ზედმეტ ვიტამინს არ წაიღებს.

* * *
Glamurka
შეიძლება სტრიდორია ჩემსასაც ქომდა. 6თვიდან თვითონ გაუვლის. შეგიძლია დაგუგლო და უკეთ მიხვდები რა არის. საშიში არაფერია.

Posted by: Glamurka 2 Apr 2021, 10:10
Ninico
Nnia
ორსულობას რას ვერჩოდი დედობა ბევრად სანერვიულო ყოფილა idea.gif

Posted by: Nnia 2 Apr 2021, 10:13
Glamurka
ეჰ..

ცოტახანი გიჭირს მერე ცოტა გამარტივდება.

Posted by: Glamurka 2 Apr 2021, 10:51
Nnia
იმედია გამარტივდება თორე ალბათ შევიშლები :-(

Posted by: narkozeli 2 Apr 2021, 11:15
unusual

პაუჩები ბოსტნეულისაც არის და ხორცისაც (ანუ მზა სადილებია), ჰეინცს აქვს. მანქანაში მაგას ვიყენებ დიდ გზაზე. ასევე სემპერს აქვს ფაფა-პაუჩები ანუ შვრიის, ხორბლის და ა.შ ფაფა არის ხილთან ერთად, ეგეც პირდაპირ შეგიძლია მისცე.
ჩემსას პეჩენია არ უყვარს წასახემსებლად,ამიტომ ჩედარის ფირფიტებს ან მოცარელას ჩხირებს ვაჭმევ ხოლმე ხემსად გზაში და ნუ ხილის პაუჩს.
რაც შეეხება ქილის ბოსტნეულ-ხორცეულს, მარტო კოვზი მჭირდება ხოლმე და სალფეთქი და ვაჭმევ პირდაპირ.

Posted by: takoo1 2 Apr 2021, 11:22
Glamurka
რძე ხო არ ცდება?იციან თავიდან ეგრე მეც მეგონა გამიცივდა პირველად ეგრე რო დაიწყო ხრუტუნი და გავაქანე ღუდუშაურში biggrin.gif თან როგორ გავუზომე 38 სიცხე არ ვიცი)))) ექიმებმა ხო კარგად ხარ შენ შვილიიოო biggrin.gif biggrin.gif
გამარტივდება კიი ყოველშემთხვევში ეგეთი დაძაბული აღარ იქნები და მოეშვები.ეხლა ჯერ სტრესი გაქ შენ დალაგდები მალე მეც მასე ვიყავი უარესად.ვტიროდი ყველაფერზე. ნუ გეშინია ცოტაც მოიცადე♥️
* * *
Nnia
ლაქტაციის კონსულტანტი რას ნიშნავს პროფესიაა თუ რა..ანუ ლაქტაციის საკითხებზე დაგაკვალიანებს ალბათ როგორ იკვებო და ა.შ ვიტამინების დანიშვნა არამგონია მაგის კომპეტენციაში შედიოდეს. ანალიზების გარეშე არავინ არ ყლაპავს ეგრე ვიტამინებს,ზედმეტმა შეიძლება უარესი დაგმართოს,როგორც ორსულობის დროს უნდა აკონტროლო ანალოგიურად ძუძუთი კვების დროს. რასაც საკვებიდან მიიღებ ეგ სხვაა და მედიკამენტის სახით არამგონია ზეპირად ყლაპავდეს ესე ვინმე.

Posted by: Nnia 2 Apr 2021, 11:53
gogatakoo

კი პროფესიაა და ეხმარება ლაქტაციაში დედებს. მაგათ არ მოუგონიათ ეგ. ბავშვს ძალიან ბევრი ვიტამინი მიაქვს და ერთ-ერთი რეკომენდაციაა გაიდლაინებში რომ მეძუძურმა დედამ პრენატალი უნდა მიიღოს, რომ არც დედას და არც ბაᲕშვს არაფერი მოაკლდეს. თუ ვინმე იდეალურად იკვებება ყოველდღიურად და იმ რაოდენობის ვიტამინებს იღებს რაც საჭიროა მისასალმებელია.

Posted by: Glamurka 2 Apr 2021, 12:11
gogatakoo
როგორ კარგად გესმის ჩემი. კი მგონია რო რძე ცდება იმიტო რო ისეთი ჭამა იცის თითქოს დამშეული მყავს. რითი უსუფთავებდი შენ.

Posted by: lelukaa 2 Apr 2021, 14:04
Glamurka
ბევრი წლის წინ, მაგრამ იდეალურად ვიყენებდი მაგ ამბავში ნიზიტას მალამოს, დღის განმავლობაში 1 ხელ ვუსვამდი ნესტოებში მაქსიმალურად ღრმად და ღამე ცემინებით გამოჰქონდა ეგ ნაგროვები საჭმელი თუ რაღაც, ეგებ გამოგადგეს ეს მეთოდი.
ჰო და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი პედიატრის რჩევით smile.gif)

Posted by: Glamurka 2 Apr 2021, 14:30
lelukaa
ვკითხავ პედიატრს და ვცდი მადლობა ❤

Posted by: Ninico 2 Apr 2021, 15:17
Tua
ნაჭუჭა
კი, დავუბლენდერე და მიირთვა. სტაფილო ქილის მინდოდა გამესინჯებინა, მაგრამ მითხრეს მერე სახლისას აღარ შეჭამსო და თქვენ რას მეტყვით?
* * *
anibani18
ანი, შენი გოგო რა საყვარელია ❤️

Posted by: narkozeli 2 Apr 2021, 15:35
Ninico
QUOTE
სტაფილო ქილის მინდოდა გამესინჯებინა, მაგრამ მითხრეს მერე სახლისას აღარ შეჭამსო და თქვენ რას მეტყვით?


ლამის 3 თვე მყავდა ქილებზე და გადასარევად ჭამა შინ მომზადებული.

Posted by: takoo1 2 Apr 2021, 17:21
Glamurka
გოგო ასპირატორით,უფრო არაფერს თავისით ეწმინდებოდა.რაღაც პერიოდი სანამ პატარები არიან მერე აღარ ექნება ეგრე.

Posted by: Tua 2 Apr 2021, 17:31
Glamurka
მე ფიზიოს ვაწვეთებდი და ბანაობის დროს როცა ვაბანავებდი ორთქლი ურბილებდა და ცხვირს ვუჯმუჯნიდი, ასევე ბანაობამდე შეგიძლია ნიზიტას მალამო წაუსვა მოარბილებს და იგივე ქნა ბანაობისას. ნიზიტას მალამოს ყველა ნიშნავს დღეს უსაფრთხოა. რძე ასდით ცხვირში და ის ხმება. დღემდე ვუჯმუჯნი ცხვირს ბანაობის დროს : D

Ninico
გააჩნია ბავშვს, თუ უჭმელია და ისე რა ჭამს დიდი შანსია არშეჭამოს, მე პირველივე დღიდან სახლში ვუკეთებ, ქილის ბოსტნეული და ხორცი ჩემმა შვილმა არიცის რა არის

Posted by: nopiahopi 2 Apr 2021, 17:54
Ninico
ქილის ბოსტნეულით არ დამიწყია და არ ვიცი. პირდაპირ სახლში გაკეთებულს ვაჭმევდი. ქილისებს მხოლოდ გზაში ან სახლია გარეთ თუ მოუწევდა ჭამის დრო.
სცადე ჯერ სახლური, იქნებ ჭამოს smile.gif

Posted by: Glamurka 2 Apr 2021, 19:11
Tua
ფიზიო ჩავაწვეთე და შედეგი აქ გამოვუსუფთავე მერე. მგონი ცოტა გვეშველა. ამოვისუნთქე ❤

Posted by: ნაჭუჭა 2 Apr 2021, 23:38
QUOTE (takotatuli1989 @ 2 Apr 2021, 06:19 )
ნაჭუჭა
გასაგებია რასაც იძახი, უბრალოდ ლაქტაციისას ზედმეტი ვიტამინები Aეიძლება გადასცე ბავშვს თუ არა საჭიროდ მიიღებ და მაგას რისკავ. ლაქტაციის კონსულტანტი რა პროფესიაა? გვყავს ჩვენ? მეგონა ენდოკრინოლოგის თემა იყო ეგ.

არამგონია საქართველოში გვყავდეს, არადა ძალიან საჭიროა და ყველა სამშობიაროში ან პოლიკლინიკაში უნდა იყოს ჩემი აზრით, ჩვენთან პირიქით ხელოვნურის პროპაგანდაა აბიბინებული, ასევე მეძუძურ დედას ნამდვილად ჭირდება ფამატებით ვიტამინები ,რძით ზედმეტი არაფერი გადავა ბავშვზე და აი ნაკლებობით კი სერიოზული ზიანი შეიძლება მიადგეს დედასაც და ბავშვსაც. მე პირადად ნამდვილად ვერ ვიკვებები ისე დაბალანსებულად რომ ყველა საჭირო ვიტამინი მივიღო დღის განმავლობაში, სხვისი არვიცი, ძალიან უნდა მოინდომო და მიაქციო კვებას ყურადღება რომ არ გამოიფიტო ლაქტაციის დროს , ცოტა რთულია
* * *
QUOTE (Ninico @ 2 Apr 2021, 15:17 )
Tua
ნაჭუჭა
კი, დავუბლენდერე და მიირთვა. სტაფილო ქილის მინდოდა გამესინჯებინა, მაგრამ მითხრეს მერე სახლისას აღარ შეჭამსო და თქვენ რას მეტყვით?
* * *

მაგას წინასწარ ვერ გაიგებ, ბავშვის გემოვნებაზეა , მეც ქილით დავაწყებინე ბოსტნეულიც და ხილიც, არც ქილის საკვებზე გიჟდებოდა და არც სახლისაზე user.gif ფურთხებით ჭამს ორივეს gigi.gif თუ ბავშვი მჭამელია ყველაფერს შეჭამს ასე მგონია და თუ ჩემი შვილისნაირი უნაიროა გინდა სამოთხის ვაშლი მოუტანე მაინც იჯღანება facepalm.gif

Posted by: Tsitsi.la 3 Apr 2021, 09:56
nopiahopi
აუუ რა კარგია ეს მოლოდინიიიი , როგორ მოცუნცულდი ფინალსჰო ხო ხედავ :* მალე გავიდა დროო
* * *
ნაჭუჭა მეც პრენატალს ვსვამ უკვე ერთი კვირაა და აშკარად მეტყობა. უძილობას ვეღარ ვგრძნობ ანუ ისეთი ენერგია მაქვს რომ რაც მძინავს ისიც მყოფნისsmile.gif
თან თმის ცვენის ისე მეშინია, იმედია ცოტათი მაინც
შემიმსუბუქებს .

* * *
Glamurka
ჩემიც ძალიან ხშირად ხრუტუნებს,
მითხრეს რძე სცდება და მაგან იცისო.
ისე ფიზიოლოგიურითაც ვურეცხავ ხოლმე და ეგეც შველის ცოტა.
* * *
gogatakoo
აუ მეც გაციებული მეგონაsmile.gif) პანიკაში ვიყავი დღეში ათასჯერ შუბლზე ვადებდი ხელს და დიცხეს ვუზომავდი. ისე ხშირად აცემინებს და კაია ანუ გამოაქვს ეს ყველაფერი გარეთ ხო? ცემინებაც
არაა გაციების ყოველთვის მგონი

Posted by: ნაჭუჭა 3 Apr 2021, 10:49
Tsitsi.la
პატარები ხშირად აცემინებენ, გაციების ნიშანი არაა ეგ, ჩემი ქმარი ფეთდებოდა ყველა დაცემინებაზე , გავარდებოდა და ადილეას მოარბენიებდა შემოვახვიოთო gigi.gif

Posted by: Tua 3 Apr 2021, 11:03
Tsitsi.la
თმისცვენაზე ვერ დაგამშვიდებ მაიმც გექნება სულ რომ ცხენის დოზა ვიტამინები სვა და 1000 შამპუნი მიახმარო სადღავ 3-4 თვიდან იწყება აქტიური ცვენა+ ახალი თმის ამოსვლა. ცემინება კარგია ცხვირს ისუფთავებენ.

Posted by: takoo1 3 Apr 2021, 12:26
ნაჭუჭა
გოგო მე ისეთ გაძლიერებულ კვებაზე ვიყავი ლაქტაციის პერიოდში ვერ წამომიდგენია სხვა არ აქცევდეს ყურადღებას biggrin.gif რაც არ მიყვარდა იმასაც ვჭამდი.დილა საღამოს კარაქიანმა პურებმა ხო მომაპუტკუნაbiggrin.gif 2 კვირაა ძუძუს არ ჭამს და 2 კილო დავიკელი უკვე.ყველაფერს პირში ვიტენიდი ხოლმე,ღამის 1საათზე კარგად გამოვსკდებოდი და ვიძინებდი ხოლმე
Tsitsi.la
არა რა გაციება,ეგრე აცემინებს დღემდე ჩემი შვილი,დღე არ გავა რო არ დააცემინოს.კაია რო აცემინებს გარეთ ყრიან კარგად ცხვირში რაც აქვთ.
გოგო თმის ცვენას გააჩნია,ჩემ დაქალს მაგალითად შუბლთან ცვიოდა და მელოტივით იყო,აბუსალათინმა მალე ამოუყვანა მაგარია ეგ,
ზოგადად იცის თმის ცვენა მე ერთი 3 თვის წინ დამეწყო ოღონდ რომ დავიბანდი და ვივარცხნიდი სავარცხელზე რჩებოდა ისე არ მცვიოდა.
* * *
Ninico
ესე ერთი ორი გასინჯვით უარს არ იტყვის მერე სახლში მომზადებულზე, თუ სულ ქილისას აჭმევ ხშირად მაგ სემთხვევაში არ ვიცი ნამდვილად.

Posted by: ნაჭუჭა 3 Apr 2021, 13:42
gogatakoo
აი მე ხან დღეში ერთიორჯერ თუ შევჭამ, ფიზიკურად დრო არ მრჩება საჭმელად gigi.gif თან ბოსტნეული არ მიყვარს დიდად, სამი ბავშვი, სამსახური, სახლის საქმეები, პლიუს უძილო ღამეები და რა უნდა ვჭამო იმდენი რომ მეყოს lol.gif
* * *
gogatakoo
თან მნიშვნელოვანი ის კიარაა რაოდენობრივად რამდენს ჭამ, დაბალანსებული კვებაა აუცილებელი რომ ყველა საჭირო მიკროელემენტი მიიღოს ორგანიზმმა, რძიდან ხომ ყველა ვიტამინი გადადის და ამიტომ იფიტება ორგანიზმი თუ არ შეავსე საჭირო რაოდენობით, დაბალანსებულად კვება კიდევ ცოტა რთულია , აი კარაქიანი პური დიდი ვერაფერი ნუგეშია, კუჭს თუ ამოიძღობ მაგით და ეგაა gigi.gif
* * *
ეს ჩემი შვილი კიდევ რაც იზრდება უფრო გიჟდება ძუძუზე facepalm.gif მთელი ღამე ხომ ვამპირივით მწოვს და დღისით ხელში ვერ დამიკავებია ეგრევე ძუძუებში მიყოფს ხელებს და პირისკენ ექაჩება lol.gif

Posted by: Karavadjo 3 Apr 2021, 15:10
გამარჯობა. იქნებ რამე იცოდეთ ან გსმენოდეთ. მოკლედ 3 წლისაა ბავშვი, მეექვსე დღეა 40 აქვს სიცხე, პირველ დღეებში პედიატრის დანიშნულ წამლებს ვაძლევდი (არაანტიბიოტიკს) გუშინ უკვე ნიუ ჰოსპიტალში მოვედით, გადასხმები გაუკეთეს, სისხლის ანალიზიც ნორმალურია არ ჩანს არაფერიო, შარდშიც არაფერიო, რენდგენი არაფერიო. გათენდა ისევ გადასხმა, ისევ 40 სიცხე (სხვა სიმპტომები არ აქვს არაფერი) და ჭყიპავენ ნუროფენით ( მე 4 დღე ვაძლიე) პლიუს აქ ორი დღეა უკვე, არც შეიძლება ამდენი. თან საკვებზე უარს ამბობს, მარტო სითხე ისე რა. ხოდა რამე მსგავსი ქეისი გქონიათ?

Posted by: takotatuli1989 3 Apr 2021, 19:53
მე მთელი ორსულობა ხორცი არ მიჭამია წინაზე და გემოგლობინი მაინც ბოლომდე ნორმაში მქონდა, სამაგიეროდ ლაქტაციისას ისეთი მადა გამეხსნა მგელივით ვიყავი, რო ამივარდებოდა კანკალი აღარც ბავშვი ვიცოდი და არავინ, უნდა მეჭამა ხორციანი, ისე ვერ ვნაყრდებოდი. შუაღამისას ჩაის და ბულკს ვჭამდი მარა აი ბავშვი იყო ბომბი და მე ვიყავი ძვალი და ტყავი, რასაც ვჭამდი ყველაფერი მგონი რძეში მიდიოდა.

Posted by: მზე 3 Apr 2021, 21:07
takotatuli1989
როგორ ხარ? რას შვება შენი 2 წერტილი? <3

Posted by: nopiahopi 3 Apr 2021, 22:19
Tsitsi.la
QUOTE
აუუ რა კარგია ეს მოლოდინიიიი , როგორ მოცუნცულდი ფინალსჰო ხო ხედავ :* მალე გავიდა დროო

ჰო, ძალიან მალე გავიდა დრო smile.gif


Posted by: ნაჭუჭა 3 Apr 2021, 23:25
Karavadjo
რა ცოდოა პატარა, ამდენი ხანი სიცხეები, რას გეუბნებიან, ვირუსია ალბათ და ანალიზები სწორად გაუკეთეს? რომელ საავადმყოფოში გუავთ?

Posted by: NatiaGull 3 Apr 2021, 23:40
Karavadjo
ვაიმე მე ვკვდებოდი მაღალ სიცხეზე და ბავშვი რა ცოდოა...
ნამდვილად სწორად ეძებენ მიზეზს ?
კარგი პედიატრი გჭირდებათ ძალიან...
მე ირაკლი რცხილაძეს ვენდობი. იქნებ დაურეკოთ, არ ვიცი...

Posted by: alesandra 4 Apr 2021, 00:53
Karavadjo

როგორი ცოდოა ბავშვი. აშკარად ვერ სვამენ დიაგნოზს.
შეცვალეთ ექიმი.
ბილირუბინი ხომ არა აქვს მაღალი სისხლში?

Posted by: Ninico 4 Apr 2021, 10:19
Tua
ნაჭუჭა
აქვთ პერიოდები, როცა კარგად ჭამენ და პერიოდები როცა არ ჭამენ. ახლა 25 კვირაზე ზრდის დღეებია თუ არ ვიცი რა არის ერთ ტტუპისცალს არც ძილი უნდა და არც ჭამა. სულ წუწუნებს და ხელში უნდა. ღამე სულ წრრიალებს და ბრუნავს 360 გრადუსით

Posted by: takoo1 4 Apr 2021, 13:09
ნაჭუჭა
ბოდიში გენაცვალე კარაქიან პურს დესერტად ვაყოლებდიsmile.gif ყველანაირ საჭმელს ვჭამდი რაც ორგანიზმს ჭირდებოდა.
ლუკიანეც ეგრე იყო თავიდან გაუჭირდა როგორც ყველა ბავშვს მარა ეხლა აღარ ითხოვს,მოსაფერებლად უნდა მარტო))მე ანტიბიოტიკის პონტში მომიწია,ნუ მაინც დავანებებინებდი 2წლამდე არ ვაპირებდი ნამდვილად რო მეჭმია.


* * *
გოგოებო სიცხე აქ ლუკიანეს 38.6 გუშინ ღამე მისცა,არაფერი სიმპტომი არააქვს ვირუსია ვითომ,ხვალ გავუკეთებ ანალიზებს

Posted by: Tsitsi.la 4 Apr 2021, 13:30
gogatakoo
ვირუსი დადის კი, 3-4 დღიანია. ბევრს აქვს ჩემს გარშემო. ყელი ხო არ აქვს წითელი, ყელის ტკივილები და ხველა ახასიათებს . მაგრამ შენსას ჯვარი სწერია, შეიძლება უბრალოდ გაცივდა

Posted by: ნაჭუჭა 4 Apr 2021, 13:40
gogatakoo
მოსაფერებლად კიარა შაბათ-კვირას სახლში რომ ვარ ზედ მკიდია სულ facepalm.gif აქამდე ასე არ იყო, ჭამდა და ანებებდა თავს, ზაფხულამდე მინდა ვაჭამო და ვსიო მერე გადავუკეტავ ონკანს gigi.gif ანდრიას ქონდა ორი კვირის წინ ორ დღიანი სიცხე, მაგრამ ამას ცხვირიდან გამონადენი და კუჭის აშლაც დაერთო, არვიცი ვირუსი იყო თუ გაციება, კუჭი დღემდე ვერ მოვურჩინე და ჟვინტლებიც ისევ მოსდის უკვე ორი კვირაა

Posted by: NatiaGull 4 Apr 2021, 14:07
გოგოებო პრენატალის რამდენს სვამთ დღეში ?

Posted by: ნაჭუჭა 4 Apr 2021, 16:16
NatiaGull
ყველა ფირმას თავისი დოზირება აქვს, მე სოლგარს ვსვამდი დღეში 4 ტაბლეტს, ახლა 2 ზე გადავედი რადგან ძუძუს მოუკლო, შენ ხომ ხელოვნურზე გყავს?

Posted by: NatiaGull 4 Apr 2021, 16:37
ნაჭუჭა
მეც სოლგარის მაქვს.
კი ფორმულაზეა მაგრამ ქრონიკულად სუსტად და დაღლილად ვარ...:/

Posted by: Sandra2209 4 Apr 2021, 16:48
NatiaGull
ვიტამინებზე მეტად შეიძლება ჰორმონების ბრალი იყოს, განსაკუთრებით მაღალმა ტსჰ იცის ეგრე, მეც ბავშვის გაჩენის მერე ვიძახდი გამოვიფიტეთქო და თურმე მაღალი ტსჰ და პროლაქტინი მქონდა, თუმცა ვიტამინებიც მიახმარე ორგანიზმს.
სოლგარის ვიტამინებს თვითონ აწერია შეფუთვაზე დღიური დოზა, რადგან რამდენჯერმე ვიყიდე და ზოგს 2 ტაბლეტი ეწერა, ზოგს 1, არადა იგივე ვიტამინი იყო.

Posted by: takoo1 4 Apr 2021, 16:49
ნაჭუჭა
Tsitsi.la
39,7ზე აუვარდა ერთი საათის წინ,გრილ აბაზანაში ჩავაგდე ვაიმე კინაღამ გავგიჟდი ძაან ვინერვიულე ამხელა სუცხე არ ქონია ამას,41მდე ასდითო ისეთი ვირუსებიაო,სასწრაფო მყავდა.თუ შემცივნებით არ აუვიდა ტემპერატურა არაუშავსო რავიცი,ნუროფენი 6საათში ერთხელ და შუალედში სანთელი ან პანადოლიო
ხვალამდე იქნებ გავქაჩოთ რა არ მინდა ეხლა საავადმყოფო იქაც მეშინია ათასი ჭირიანი წევს.

Posted by: NatiaGull 4 Apr 2021, 17:04
Sandra2209
ტსჰ დაბალი მაქვს გადავამოწმე პროლაქტინი არ შემიმოწმებია

Posted by: ნაჭუჭა 4 Apr 2021, 17:54
NatiaGull
ვერ გეტყვი რამდენად მიზანშეწონილია შენთვის პრენატალის დალევა რადგან არ აჭმევ ძუძუს და არც ორსულად ხარ, ზედმეტი არ მოგივიდეს, მე გადავამოწმებდი ანალიზებით ძირითადი რაცაა , დ, კალცი, რკინა, შეიძლება გამოძინება გაკლია უბრალოდ
* * *
gogatakoo
არ ინერვიულო, მალე გამოკეთდება

Posted by: NatiaGull 4 Apr 2021, 18:04
ნაჭუჭა
არა ბლომად მძინავს. biggrin.gif ღამით 12დან 10მდე იძინ3ბს. და დღისითაც 2-3საათი ძინავს. მაგ დროს მეც მძინავს ხოლმე

Posted by: ნაჭუჭა 4 Apr 2021, 21:20
QUOTE (NatiaGull @ 4 Apr 2021, 18:04 )
ნაჭუჭა
არა ბლომად მძინავს. biggrin.gif ღამით 12დან 10მდე იძინ3ბს. და დღისითაც 2-3საათი ძინავს. მაგ დროს მეც მძინავს ხოლმე

ბავშვს გაგიცვლი არ გინდა? lol.gif

Posted by: NatiaGull 4 Apr 2021, 22:00
ნაჭუჭა
არ ძინავს შენსას ? biggrin.gif არის დღეები როცა ურევს და მაგალითად 1ზე ან 2ზე იძინებს ძლივს, მაგრამ ძირითადად კარგი გოგოა. ნუ მთავარია დამემსგავსა იმაში რომ დილის ძილი უყვარს biggrin.gif და ღამით წუწუნს ვპატიობ biggrin.gif

Posted by: takoo1 4 Apr 2021, 23:40
გოგოებო სანთლის გაკეთებიდან რამდენ ხანში შეიძლება ნუროფენი მივცე? არ უშველა სანთელმა 2 საათი გავიდა საერთოდ არ ჩამოვიდა ტემპერატურა 39,2 აქ მაინცsad.gif
რა ვირუსია ესეთი რო სანთელიც არ შველის,

Posted by: ნაჭუჭა 4 Apr 2021, 23:45
NatiaGull
ხუთ თვემდე კარგად ეძინა , მერე აურია მაგრად და შიგადაშიგ მთელი ღამე თუ კარგად ძინავს ლამის გავაღვიძო მეშინია რამე ხოარ ჭირს მეთქი eek.gif ჩაძინებაც უჭირს , მერე ხან იღვიძებს შუაღამისას და შეიძლება ერთიორი საათი ვეღარ დაიძინოს, ხან დილაუთენია იღვიძებს, ღამე ორ-სამჯერ ჭამს.მოკლედ მშვიდი ძილი არ გვღირსებია რამდენი ხანია spy.gif მაგრამ საერთოდ არ მიკვირს, უფროსები ამაზე უარესები იყვნენ ძილის ამბავში facepalm.gif facepalm.gif
* * *
gogatakoo
აუ თაკო იქნებ პედიატრს დაურეკო, ნელთბილ წყალში დასველებული ტილოთი დაზილე და ჩამოუვა ტემპერატურა, 2 საათი ძალიან ადრეა , როგორც მახსოვს 4 საათში შეიძლება მეორე დამწევის მიცემა, მე არ დამჭირვებია კარგა ხანია და ზუსტად ვერ გეტყვი
* * *
gogatakoo
რომელი სანთელი გაუკეთე?

Posted by: takoo1 5 Apr 2021, 00:45
ნაჭუჭა
ეფერალგანის სანთელი,შუადღისას იმოქმედა და ეხლა აღარ,ვერ გავიგე რატო

Posted by: narkozeli 5 Apr 2021, 11:38
ნაჭუჭა
QUOTE
ეს ჩემი შვილი კიდევ რაც იზრდება უფრო გიჟდება ძუძუზე


აუ ვაჩე ფორმულაზეა მასე, წელიწადი და 3 თვე ხო სვამდა გიჟივით, რა დროსაც არ უნდა მიგეცა, გიჟდებოდა ისე უყვარდა, მერე რაღაც პერიოდი შევუმცირე დატოვება რომ დაიწყო და ახლა ისევ გადარევა დაემართა 1 კვირაა ტირის ბოთლის ჩაცლის მერე. იმენა პლასმონის მონა მყავს :დ


Karavadjo

ძალიან გავს საშარდე გზების ინფექციას, ნამდვილად სწორად აუღეს შარდის ანალიზი?
თუ მაღალი სიცხეები აქვს უსიმპტომოდ და რამდენიმე დღე გრძელდება დიდი ალბათობით საშარდე გზების ინფექციაა. გოგო თუა მითუმეტეს, უფრო ხშირია გოგო ბავშვებში.

მეც ნათიას ვეთანმხები ამაში:

QUOTE
მე ირაკლი რცხილაძეს ვენდობი. იქნებ დაურეკოთ, არ ვიცი...


მარა ირაკლის ისედაც იწვევენ რთულ ქეისებზე ნიუ ჰოსპიტალში, ჩემი და მუშაობდა მაგათ პედიატრიულ განყოფილებაში და ვიცი ზუსტად რომ ირაკლის თხოვენ ხოლმე დახმარებას დიაგნოზს როცა ვერ სვამენ.
* * *
gogatakoo

მაზლის შვილებს ქონდათ ეგეთი შემთხვევა რომ ვერ უწევდა სანთელი ვერც პანადოლი. მერე საავადმყოფოში მიიყვანეს და იქ რაღაც ფენი-ზე მთავრდება ეგეც დაალევინეს და ჩამოვიდა ნელნელა და მერე ნუროფენით ურეგულირებდნენ.
სხვას არავის არ გადაედო არც ოჯახის წევრებს, არც ჩემს შვილს, არადა გვქონდა კონტაქტი. ტესტი რომ გაუკეთეს კორონაზე უარყოფითი იყო.
ხვალაც თუ ექნა სიცხე, გაუკეთე შენც ტესტი.

Posted by: Tua 5 Apr 2021, 14:19
gogatakoo
2 საათში არაფერი შეიძლება წესით, მაქსიმუმ თუ გახდი და ნაკეცების ადგილს იღლიებს დაუზილავს ოთახის ტემპერატურის წყლით, სადღაც 3-4 საათი რომ იქნება გასული მერე ნუროფენი შეგიძლია მისცე, ზოგადად უნდა უნაცვლო სიცხის დამწევები , ნუროფენი და პანადოლის ჯგუფი ერთად, როცა მასეთი მაღალია სიცხე არშეიძლება სანთლის გაკეთება გულყრა შეიძლება გამოიწვიოს, ფეხები თუ ცივი აქვს თბილ წყალში ჩააყოფინე დააუგდე ცოტა და მერე მიეცი წამალი. ვირუსები დადის საშინელი, მაგრამ უმჯობესია კორონაზე თუ გაუკეთებ ტესტს, ოღონდ ანტიგენის ტესტი ანუ სარაფი 5 დღემდე ადრე გაკეთებული ცდება.

Posted by: takoo1 5 Apr 2021, 20:00
narkozeli
Tua
40 ქონდა დღეს,39დან ზემოთ აძლევს,გავუკეთე ანალიზები.
შარდი სუფთაა,სისხლშია ცვლილებები.ვირუსია სავარაუდოდო 3 დღე შეხედეო და თუ არ დაუწია მერე სხვა კვლევები დაჭირდება, ეფშტეინ ბარზე მაქვს ეჭვიო პედიატრმა,რატო შეეპარა ეჭვი არ ვიცი,ლეიკოციტები დაბალი აქვსო,და რაღაცეები არეულია მოკლედ.

Posted by: NatiaGull 5 Apr 2021, 20:11
gogatakoo
ეცადე არ ინერვიულო... მალე გამოკეთდება :*
წავიკითხე ეზლა და ებშტეინ ბარის ვირუსს ყელის ტკივილი და გამონაყარიც ახასიათებსო. შენსას ხომ არ აქვს ეგენი ?

Posted by: takoo1 5 Apr 2021, 20:43
NatiaGull
ყელი რავიცი ტკივა თუ არაsad.gif გამონაყარი არააქვს,ვაფშე სიმპტომი არააქ არანაირი

Posted by: NatiaGull 5 Apr 2021, 20:47
gogatakoo
ხოდა უსაფუძვლოა ეგ ვარაუდი. ნებისმიერ ვირუსზე იცვლება სისხლის ანალიზი.
წინა დღეებში რომ ფაღარათი ქონდა ნეტა ეგეც ამ ვირუსის წინაპირობა ხო არ იყო

Posted by: Tua 5 Apr 2021, 21:17
gogatakoo
თაკო ვირუსია ძალიან მოდებული ბავსვებში, შესაბამისსდ ვირუსზე იცვლება სისხლის ანალიზი თან რამოდენიმე კვორააა შეცვლილო, სიცხეს რაც შეეხება შეეცადე 37.9-38ს რომ დაინახავ ეგრევე წამალი მისცე და აღარ აიყვანო ზევით

Posted by: alesandra 6 Apr 2021, 01:45
gogatakoo
თაკო, როგორ არის ბავშვი?


Posted by: takoo1 6 Apr 2021, 13:49
NatiaGull
გოგო რავიცი ისე მიეწყო ყველაფერი უკვე ვეღარ ვხვდები,დამირეკა პედიატრმა დააკვირდი დღეს თუ გამოაყრისო.სიცხე არააქვს ჯერჯერობით, 8 საათია უკვე არ მიუცია იმედია აღარ ექნება მაღალი.
Tua
ხოო ეგრე მივეცი ღამე 38.2ზე და უფრო ადვილად ჩამოუგდო.
alesandra
გოგო არააქვს სიცხე ჯერჯერობით, დილის 6სკენ მივეცი ბოლოს წამალი.39მდე ქონდა მაღლა აღარ ასვლია გუშინ საღამოდან და ვნახოთ აბა,მადლობა:*

Posted by: takotatuli1989 6 Apr 2021, 13:57
gogatakoo
ჩემ გოგოს ქონდა სამი დღე 39.7 მდე ასდიოდა, შარდში ცვლილება არ ქონია, სისხლი არ ამიღია, სასწრაფოს უარი ვუთხარი გადაყვანაზე და ხელწერილი დამაწერინეს რომ არ ვიყავი გადაყვანაზე თანახმა, მრჩეველის პედიატრმა მითხრა სამი დღე აცადე, მთავარია სითხე მიიღოსო და ეს სითხეს სვამდა წყალს უზომოდ, საჭმელს ვერ ჭამდა მარტო რაც ძაან უნდოდა. სასწრაფო რო მოვიდა ხინკალს ჭამდა biggrin.gif ხოდა ყელი კი ქონდა ცოტა წითელი მარა ისეც არა რო ამხელა სიცხე გამოეწვია და არაფერი არ მიმიცია ყელზე ბავშვი ხინკას ჭამს და ე.ი. არ ტკივაო. ხოდა მოკლედ მე არ ვიცოდი რო პარაცეტამოლი და იბუპროფენი შეიძლებოდა მონაცვლეობით მიმეცა და პარაცეტამოლი ვერ შველოდა, თან უკვე არ მოწონდა ამდენი ტკბილი და იბუპროფენი მაყიდინა ფორტე საბავშვო და ბევრად ცოტას ასმევ და იგივე დოზა გამოდის. მაგან გვიშველა, მესამე დღეს ღამე დაუწია სიცხემ, მერე ცოტა ისევ აუწია და მე-5 დღიდან აღარ ქონია არაფერი.

Posted by: nino84 6 Apr 2021, 14:18
გოგოებო, წლიდან რომელ ფორმულას გაუწევდით რეკომენდაციას? აქამდე ჰიდროლიზზე მყავდა, აღარ აქ რძის ცილაზე ალერგია და მინდა უკვე ჩვეულებრივზე გადავიყვანო, პლაზმონს და ნუტრიბენს განვიხილავ, ამ ორიდან რომელს გაუწევთ რეკომენდაციას? მესამე ვარიანტიც განიხილება smile.gif
narkozeli
დილას ძროხის რძეს ვაძლევ 240 მლ ს და საღამოს ძილის წინ და ღამე თუ მოითხოვა ფორმულას. 2-3 ბოთლი გამოდის დღეში და მგონი ნორმალურია წლის და ერთი თვისაა
* * *
gogatakoo
თაკო, როგორაა ბავშვი?

Posted by: takoo1 6 Apr 2021, 14:21
takotatuli1989
მესამე დღეა დღეს და უკეთესადაა თითქოს,ყოველ 3 საათში ასდიოდა ტემპერატურა წარმოიდგინე წამალი ქონდა დალეული და მაინც,ეხლა 8საათი გავიდა და არააქვს ჯერჯერობით უკეთესადაა აშკარად რავიცი.ეგრე ვაძლევს ნუროფენს და პანადოლს.სანთელმა არ უშველა არ უგდებს ვაფშე.წყალს სვამს დღეს შედარებით,გუშინწინ და გუშინ ძალით ვასხამდი.ჭამითაც ჭამს არაუშავს,ფაფას დიდად არა ალბათ მოტკბო გემო რო აქ მაგიტო არ უნდა.სუპს ხორცს პურს ხაჭოს ხილს ყველაფერს ჭამს.ხასიათზე.ც არის,ყელი ოდნავ წითელი აქვს ამასაც,მარა 40 სიცხე მაგისგან რავიცი,ვირუსია ალბათ რაღაც
* * *
nino84
გოგო უკეთესად მგონი დღეს რავიცი:**ჯერჯერობით არააქვს სიცხე დილის 6ის მერე აღარ მიუცია და ვნახოთ,იმედია აღარ აუწევს ძალიან

Posted by: Glamurka 6 Apr 2021, 14:26
gogatakoo
რა კარგია კარგადააა უკვე ❤
* * *
გოგოებო კანი აქ აჭრელებული ჩემს გოგოს ექიმმა დაუნიშნა ამაზე ამილამი. როდესაც წავიკითხე ანოტაცია დამამშვიდებელი უფროა. და არ მიყიდია ჯერ. რას მირჩევთ

Posted by: NatiaGull 6 Apr 2021, 14:49
Glamurka
მაგ ექიმს უთხარი რომ ახალშობილებში სიჭრელე ნორმალურია და მაქსიმუმ ჰაერზე გაყვანით შეუწყო ხელი.

ეგ წამალი რამ დაანიშნინა facepalm.gif

Posted by: Glamurka 6 Apr 2021, 15:15
NatiaGull
შ3ნ რო არ მყავდე არვიცი რა. ❤

Posted by: takoo1 6 Apr 2021, 16:33
Glamurka
ხოო❤️
ყველა ბავშვს აქვს თავიდან ეგრე,ჟანგბადი უნდა ხშირად გყავდეს ჰაერზე,თავისით გაუვლის რა საჭიროა წამალი.ზეპირად დანიშნა?

Posted by: Tua 6 Apr 2021, 16:52
Glamurka
გარეთ გაიყვანე დღეში 2 საათი, სიჭრელე ნორმალურია სრულად.
* * *
nino84
ნუტრიბენის პრო სერიას ვაჭმევ მე ნინ და ძალიან კარგია, ფასივ ადექვატურია კალათაში რომ ჩააგდებ ჯპს-ში და ხარისხიც. გაითვალისწინე, რომ ფორმულა და ძროხის რძე არ ეთვლებათ კვებად, დილით რომელზე იღვიძებს ძროხის რძეს რომ ასმევ? ჩვენ დილით ვიწყებთ ფაფით 9-10სკენ რომ იღვიძებს, ძილისწინ ფორმულას ჭამს 120 გრამს მეტს არა და ღამე ან ჭამს ან არ ჭამს საერთოდ იშვიათად, 9ზე ვაჭმევ მსუყედ ძილისწინ და 1.5 საათში ვაძინებ.

Posted by: takoo1 6 Apr 2021, 17:00
გოგოებო ოსპს და ლობიოს რომელი თვიდან აჭმევთ სულ მავიწყდება გკითხოთ

Posted by: nino84 6 Apr 2021, 17:15
Tua
ნუტრიბენი ვუყიდე და იმედია მოეწონება. პატარა შეფუთვა არ აქვსო და მართალია? დილას ადრე იღვიძებს, 8-ზე -8-ის ნახევარზე, ვაჭმევ რძეს და მერე 1 საათში ფაფას. 9 ზე იძინებს და ძილის წინ ფორმულას ჭამს, მანამდე ორი საათით ადრე ხაჭოს, ან მაწონს. რას აჭმევ ძილის წინ?
gogatakoo
მე როგორც ვიცი თუ ბავშვს არ ბერავს 8 თვიდან შეიძლება. ჩემ გოგოს ოსპს ვაჭმევ, წლის და ერთი თვისაა, ლობიო ჯერ არ მიმიცია.

Posted by: Glamurka 6 Apr 2021, 17:40
Tua
gogatakoo
გაიხარეთ გოგოებო ❤
კი გამყავს ხოლმე. ქარია სულ და ხშირად ვერ გამყავს იმედია მალე გამოსწორდება ამინდები ❤

Posted by: takoo1 6 Apr 2021, 19:26
Tua
გოგო შენი რამხელაა?ფორმულას და რძეს როგორ აჭმევ სოსკით თუ ჭიქით სვამს?ლუკიანეს არ ევასება ბოთლი და ვერ ვასმევ რძეს.
nino84
წლის ხდება და რო მივცე მგონი მოჟნა ხო?გოგო რავიცი აბა ვნახავ თუ ძალიან გაბერა აღარ მივცემ მარა ცოდოა,დიდი უკვე და მარტო სუპი,ფაფა,ხაჭო ცოტაა,ერთი და იგივეს ჭამს ყოველდღე.ხორცს ვაჭმევ ყოველდღე და მინდა რო მაგით ჩავუნაცვლო რა ერთი დღე.
რამხელა იყო რო მიეცი?აუ დაროჰორ უკეთებ ეგეც მითხარი რა
* * *
Glamurka
არაუშავს თავიდან არც მე გამყავდა ხშირად,მეშინოდა არ გამიცივდეს თქო,როგორც კი სისტემატიურად დავიწყე გაყვანა გაუარა ერთ თვეში სადღაც.

Posted by: Glamurka 6 Apr 2021, 19:46
gogatakoo
კი გავიყვან ხშირად მეც მომიხდება ხშირად გარეთ გასვლა ❤

Posted by: Tua 6 Apr 2021, 21:40
nino84
მაგ დროს დილით ჩვენ ფაფით ვიწყებთ, ფორმულა რომ მივცე და 1 საათში ფაფა არ შეჭამს საერთოდ დაე გრაფიკა ქალი ვარ მიყვარს გრაფიკი ვერ ვღალატობ, ჩვენ ვჭამთ დილით 9-10ზე ფაფას, მერე სადილს ჭამს, მერე 5-6მდე ჭამს მაწონს, ან კარტოფილს ყველით ან რავი რაცაა, ვარენიკი, პელმენი, ბლინი ხორცით, და მერე 9ისკენ ვაჭმევ, ხან ფაფას, ხან იოგირტს და ერთ ნაჭერ ხააჭაპურს, ველინგიც ვცადე მაგრამ.ძვირი სიამოვნებაა შესაბისად აღარ ვყიდულობ და უფრო ხშირად ვაევ ცოტა ფაფას სადღაც 100 გრამს რადგან ფორმილა ვერ ანაყრებს თან 120 გრამზე მეტს არჭამს ბოლო პერიოდი აიცრუა გული ცოტა, მერე ვაბანავებ 10ისკენ, 11ის ნაცევარზე ვაჭმევ ფორმულას 120 გრამს და სძინავს დილამდე. 3 ნომერი პატარა ქილებში არიყიდება კი sad.gif მე გლდანში ვყიდულობ 31 ლარად.

gogatakoo
18 თვის ხდება ეხლა 27ში, ბოთლი არის დაბადებიდან ამისი სიყვარული, ძუძუს ბავშვების დიდი პრობლემაა ბოთლი ისე, მაგრამ თუ თავიდანვე მიეცი კვირაში 1-2ჯერ ბოთლით დედის რძე მალევე ეჩვევიან ჩბილობიდან, მე ხელოვნურზე მყავს ფაქტიურად დაბადებიდან და გიჟდება ბოთლზე, ფორმულაზე აიცრუა გული ცოტა, ისე რძე ან ფორმულა თუ არმოსწონს წყლის ჭიქაში რომ ჩაუსხა მერე წყალსაც არდალევს ჭიქიდან, თან რავი სსდ მაქვს ჭიქით წუწაობის ნრვები , თვითონ უჭირავს ბოთლი სვავს მაძლევს უკან , ვკოცნი ვაწვენ საწოლში გოვდივარ და 10 წუთში დაძინებული მხვდება.

Glamurka
ქარშიც გამყავდა ხოლმე და უმზეო ამინდებშიც, მაინც წევს ეტლში და რამ უნდა გააციოს. 3-4 საათი გემრიელად ეძინა ხოლმე გარეთ, ბაკურიანის ყინვაშიც კი.
* * *
gogatakoo
ოსპს ვაჭმევ 9 თბიდან 1 დღე გვაქვს ხორცის ნაცვლად, ლობიოს ვაჭმევ მწვანეს, ბარბალეს ლობიო.მაქვს სატაცურა და მაგას ვუკეთებ ხოლმე, ზაფხულშიც ვაჭმევ ხშირად

Posted by: anibani18 6 Apr 2021, 21:52
gogatakoo
თაკო, როგორ ქრის ლუკიანე?

გოგონწბო, 6 თვის ბავშვს მენიუ როგორი აქვს? მყარი საკვები კვებად შეიძლება ჩავუთვალო თუ არა? პედიატრმა მომცა მენიუს ნიმუში. ამ მენიუს მიხესვით, 2 კვება შემიძლიქ მყარი საკვებით ჩავანაცვლო. შეიძლება ასე? მინდა პირველი კვება სადღაც 9 საათისთვის ფაფა მივცე. ამ ასაკში რამდენი გრამი ფაფაა ნორმა? 4-5 სუფრის კოვზისგან დამზადებული ძალიან ბევრია ჩემი აზრით, მეც ვერ შევჭამდი ამდენს. სადილად ბოსტნეული და ხორცი 150-180 გრამი წერია. დღეს 90 გრამი ჭამა. რძესაც 120-130 მილიგრამს ჭამს და ალბათ ნორმალურია, არა? ორჯერ ხენსი. ეს ხემსი არ მინდა საერთოდ და შეიძლება ამოვიღო თუ აუცილებელია?

Posted by: nino84 6 Apr 2021, 23:08
Tua
გლდანში საწყობია ნუტრიბენის? 39 ლარამდე მივეცი ფარმადეპოში[
b]gogatakoo[/b]
ერთი დღე გვაქვს ჩვენც ოსპის, ბატატით ვუკეთებ, სეზონი რომ იყო გოგრითაც ვუკეთებდი, წითელი ბულგარულიც უხდება, პატარა ხახვსაც ვახარშავ. ოსპს ვუბლენდერებ, ისე არ მოსწონს არ ჭამს და ბატატს და გოგრას ვუჭყლიტავ. სტაფილოც უხდება. კარტოფილით მივეცი ერთხელ, მაგრამ თითქმის არ ვაძლევ ჩვეულებრივ კარტოფილს, მირჩევნია ბატატით ჩავუნაცვლო

Posted by: NatiaGull 6 Apr 2021, 23:34
Glamurka
როგორ არის შენი პრინცესა? ❤ მარტო უვლი ხო, როგორც მახსოვს.. ,?

anibani18
როგორაა შენი გოგოშკა , ან?? დაიწყო ჭამა?
6-7თვეზე დღეში ორჯერ მყარი საკვებიო, ეგ ხემსი ჯერ ზედმეტია ჩემი აზრით.


Posted by: Glamurka 6 Apr 2021, 23:43
Tua
გავიყვან ხვალ ეტლში ჩავსვავ თორე სულ ქარებია მგონი წაიყო ტვინი რა ბანძი ამინდებია
* * *
NatiaGull
მადლობა ნათი კი მარტო ვუვლი და კარგადაა მოიზარდა ცოტა ერთი სული მაქ გაიზარდოს მალე ❤ შენი პრინცესა დიდი გოგოა ხო უკვე

Posted by: NatiaGull 6 Apr 2021, 23:55
Glamurka
ვაიმე ყოჩაღ შენ, მაგ ასაკში მარტო რომ ვყოფილიყავი გავრეკავდი. 2.5 თვემდე მეხმარებოდა დედამთილი, იმის მერე სულ მარტო მყავს ❤ ნებისმიერი რამ იკითხე ხოლმე რაც მეცოდინება გეტყვი biggrin.gif
მე ასე ვაკეთებ ხოლმე, ჭამას რომ მორჩება დღის პირველ ნახევარში უფრო და ვიცი რომ მალე ძილს მოითხოვს. მაშინ ჩამყავს და ეყვინთება მალევე.
კი გაიზარდა ახალახალ რაღაცეებს სწავლობს, ჭამასაც მოუმატა და ემატება ნაკეცები biggrin.gif
ყველაფერს პირში იტენის, განსაკუთრებით ფეხებს biggrin.gif
user posted image

Posted by: Na-Servus 7 Apr 2021, 01:15
Glamurka
ჩემ გოგოსაც აქვს, სისხლის ანალიზი აუღეეს და არაფერი არ უნდაო.
მგონი დიდი სხვაობაა არაა ასაკში ჩვენ გოგოებს შორის<3

* * *
ერთი კითხვა მაქვს გოგოებო,ამ ჩემ შვილს, რომ დამრგვალდა, ახლა შევამჩნიე რომ ნაკეცები არ. ემთხვრვა ფეხებზე და გავიხეთქო გული თუ....
20 ში ვართ ექიმთან და მანამდე გავალ კედლებზე

Posted by: alesandra 7 Apr 2021, 02:21
NatiaGull
რა სიცოცხლეა love.gif love.gif

Na-Servus
თუ ძალიან გაპუტკუნდა, შეიძლება მასე ჰქონდეს ნაკეცები. არ გაიხეთქო გული )) სიმსუქნის ბრალია...


...............................................................
გოგოებო, ერთი წლის გახდა ჩემი ბიჭი. ერთი თვეა, რაც სიარული ისწავლა და, ეხლა შევამჩნიე, რომ ამ ბოლო დროს წონაში დაიკლო. არა, გამხდარი არ არის, უბრალოდ ცოტა შეიფერთხა. ხოდა, რამდენად ჯდება ეს ნორმაში, იქნებ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება. მთელი დღე დადის და დიდ ენერგიას ხარჯავს ...

Posted by: NatiaGull 7 Apr 2021, 02:36
Na-Servus
ნაკეცებით არ დგინდება დისპლაზია არანაირად. ეხოს გარდა არაფრით დგინდება ეგ.

alesandra
❤❤
მე ვფიქრობ ფეხის ადგმის ბრალია biggrin.gif თავადაც.ხომ ამჩნევ რომ დიდ ენერგიას ხარჯავს biggrin.gif
დაკვირვებული ვარ, ყოველთვის იკლებენ წონაში ხოხვას რომ სწავლობენ მაშინაც კი

Posted by: Na-Servus 7 Apr 2021, 03:58
NatiaGull
alesandra
დიდი მადლობა <3

Posted by: Glamurka 7 Apr 2021, 05:20
NatiaGull
კი ნათ შენი იმედი მაქ ხოლმე რამე კითხვა რო გამიჩნდება. რა საყვარელია როგორი გაეშმაკებულია. რამდენი თვისაა ეხლა? 2kiss.gif
* * *
Na-Servus
23თებერვალს მეყოლა შენ ცოტა ადრე ხო მახსოვს მაგრამ როდის ეგ აღარ. ჩემსაც არ აქვს სწორი ნაკეცები და 4თვეზე გადაუღეო მითხრეს. დისპლაზია რო გამოირიცხოსო

Posted by: Ninico 7 Apr 2021, 05:38
გოგოებო, ყაბაყი ბერავს? გუშინ ვაჭამე მეორედ და გავათენეთ მთელი ღამე.
* * *
NatiaGull
სიყვარული ❤️❤️❤️

Posted by: anibani18 7 Apr 2021, 10:34
NatiaGull
რა საყვარელია, ნათი ♡
კი, დაიწყო. კოვზს ხომ არ იღებდა და რონელიღაც უცხოურ ფორუმზე წავიკითხე ერთი დედის რჩევა, ჯერ თითზე ვდებ ცოტა საჭმელს და ისე ვაძლევო და მერე იღებს კოვზსო. მეც ვცადე და მას შემდეგ დაიწყო ჭამა. კარგი მჭამელი ყოფილა, არ მაცდის ხოლმე საჭმელი მივცე, თავისით იტენის კოვზს ხოლმე. შენი გოგო რას შვება? ჩაანაცვლეთ უკვე რონელიმე კვება?
ხილი ხომ ხემსია და სად ჩავაკვეხო ეს ხილი თუ ხემსს ამოვიღებ?
Na-Servus
სადღაც წავიკითხე, თუ არ ვცდები, რომ ქართველები დისპლაზიისკენ არიან მიდრეკილნი. ამიტომაც ჩვენთან სავალდებულოა ექოს გადაღება 3 თვემდე. მერე მგონი რენტგენს უღებენ ხოლმე. გადაუღე შენც, რას კარგავ ♡
Ninico
გაზების წამალი რომ მისცე ხოლმე? მე ვასმევ ენტეროკონდს ბოლოს კვების შემდეგ

Posted by: takoo1 7 Apr 2021, 10:37
Tua
გოგო ჭამდა როგორ არა ფორმულას,დღეში ერთხელ ვაჭმევდი ხოლმე,ყოველდღე არა მარა ხშირად ვაძლევდი,რაც მყარ კვებაზე გადავიდა ბოთლს აღარ ეკარება,ხო ჩავუდებ და კი არ წოვს,კბენს ან ღეჭავს,გეგონება პირველად ჩავუდე და არ იცისwink.gif)) ხოდა დავიკიდე ვაფშე სად ვიწუწაო ეხლა,
წყალიც არ უყვარს ამას.დღეში 300 მლ თუ დალია კაი პონტია.
მწვანე ლობიო ზაფხულში არარი?როდიდან აქვს ბარბალეს?
აუ როგორ უკეთებ ოსპს და ლობიოს ეფეც მითხარი რა:*
anibani18
კარგად ანი გუშინ და დღეს აღარააქვს სიცხე,მადლობა❤️
გოგო 4-5 კოვზი ფაფა არ არის ბევრი მე დაჟე არც ვითვლიდი პირდაპირ ვყრიდი თვალის ზომით.აი კანპოლის ჯამი ხო იცი რა ზომაა მაგას ვავსებ ეხლა და თავიდან რო დავაწყებინე მაგის ნახევარს ვავსებდი.უკვე გამზადებულს ვგულისხმობ.
დილით შეგიძლია ჯერჯერობით ფორმულა მისცე ადრე,9ზე მერე 12სკენ ფაფა და სუპი(ხორცი) რაც იქნება 3ზე მაგალითად.მერე ხილს მისცემ 5ზე ვთქვათ ასე.ბანანს აჭმევ თუ არა?
მე 2ზე ვაძლევდი ხოლმე ხილს და 5სკენ სუპს ესე დავალაგე თავიდან.ფორმულას არ ვაჭმევდი მე ძუძუზე მყავდა და,შუალედებში ძუძუს ჭამდა,ძილის წინ ვაძლევდი ძუძუს,ანუ ფორმულა მისცე შეგიძლია და მანამდე თუ შია ფაფა მიეცი,დღეში ორჯერ ვაჭმევ მე ფაფას.
* * *
Na-Servus
ნუ გეშინია ლუკისაც ეგრე ქონდა რო მოპუტკუნდა კარგად მერე შეამჩნია პედიატრმა არ ემთხვეოდა ნაკეცები,ხაირია ძალიან არ ინერვიულო,თუ ჩათვლის საჭიროდ პედიატრი გაუკეთებ მერე ეხოს.
NatiaGull
რა საყვარელია გენაცვალე❤️

Posted by: nino84 7 Apr 2021, 11:07
გოგოებო, ძილის დროს უოფლიანდება თავი და კისერი ჩემ გოგოს, თმა აქვს სულ სველი ხოლმე, ერთი უფეხებო ბოდეთი ვაძინებ დღე და ღამე მაინც ფეხიანს ვაცმევ, რომ გადაიხადოს არ შეცივდეს. საბანი თხელი ახურავს, ოთახში გათბობას ზამთარშიც არ ვთავდი, ანუ ტენპერატურა ოპტიმალირია და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ადრე იშვიათად იცოდა და ეხლა ფაქტიურად ყოველ დაძინებაზე ვუცვლი, სველი თავით იღვიძებს და ბოდეც კოსერთან სულ სველი აქვს

Posted by: Tsitsi.la 7 Apr 2021, 12:04
Glamurka
სოჭრელე ვაჩესაც აქვს და ჰაერზე გაიყვანეო ექიმმა. მეტი არაფერი გინდა. ჩვენ ცუდი ამინდები დაგვემთხვა სულ და ხშირად ვერ გამყავს. ახლა უფრო გამოთბა და კარგი ამინდების იმედი მაქვს
* * *
Na-Servus
ნაკეცები არც ჩემ ბიჭს ემთხვევა ფეხზე, მაგრამ მენჯ-ბარძაყის ეხოზე ყველაფერი იდეალურად ქონდა. ანუ ეგ არ განსაზღვრავს დისპლაზიას და არ შეგეშინდეს

Posted by: Glamurka 7 Apr 2021, 12:33
Tsitsi.la
ხო ცუდი ამინდებია და მეც ხშირად ვერ გამყავს სამწუხაროდ აპრილია თუ თებერვალი ვერ გავიგე. ძალიან აურია. როგორ გყავს ვაჩე? ❤

Posted by: NatiaGull 7 Apr 2021, 13:53
Glamurka
5 თვის და 2 კვირის ბრძანდება biggrin.gif ამასწინათ სულ 20 წუთით დავტოვე ოჯახში და ლიმონის ქვეთიანი კოვზი მიუციათ გასალოკად . ძალიან ავფეთქდი და ვიჩხუბე. ე.ი. მარტო ვერ უნდა დატოვო ბავშვი ოჯახშიც კი..

Ninico
ყაბაყი მეც მბერავს biggrin.gif ყვავილოვანმა და ბროკოლმაც ეგრე იცის.

anibani18
რას ერჩი მჭამელი ბაია გყოლია biggrin.gif გოგო სულ რამდენიმე ბოსტნეული და ფაფა გავასინჯე 2-3 კოვზი. რადგან ჯერ 6ის არ არის არ ვჩქარობ და არ ვაძალებ.

gogatakoo
მიხარია რომ კარგად არის შენი ლუკი :*

nino84
საბნის მაგივრად პლედი რომ დაახურო ?

Posted by: nino84 7 Apr 2021, 14:41
NatiaGull
ხო აი უნდა ვცადო, ჩვენ საბანი გვახურია და ბავშვი პლედით მეცოდებოდა, მარა შეიძლება მართლა ცხელა smile.gif))

Posted by: narkozeli 7 Apr 2021, 15:23
NatiaGull

ძაან მაგარი რამეა ნათი ეგ ფეხის პირში ჩადება, ბევრი რამის განვითარებაზე მიუთითებს.

alesandra

კი მასეა, რაც სიარული დაიწყო ვაჩემ ვეღარ იმატებს წონაში, არადა რასაც ეს ჭამს მე არ ვჭამ მაგდენს მართლა.

Tsitsi.la

ჩემს ვაჩესაც ჰქონდა სიჭრელე აღუობაში და ჩვენც მასე ჰაერი და ჟანგბადზე დიდხანს ყოფნა დაგვინიშნა.

Posted by: anibani18 7 Apr 2021, 15:38
gogatakoo
რა კარგია, რომ კარგად არის, თაკო <3 როგორ ინერვიულებდი, წარმომუდგენია.
4-5 სუფრის კოვზ ფხვიერ მასას ვგულისხმობ, თაკო. მე ერთი სუფრის კოვზით ვუმზადებ ჯერ, ვერ ჭამს ბოლომდე. ეს 2-3 დღეა რაც ასე თუ ისე ჭამს, სინჯავს თუ რაც ჰქვია. ფორმულას მოუკლო ძალიან, წყალს დიდად არ სვამს, უფრო თამაშობს. იმედია, დავლაგდებით მალე.
დღეში ორჯერ ფაფას რა ასაკიდან აძლევ? გემრიელი წიწიბურის ფაფა რომელ ფირმას აქვს, თაკო? წინაზე წერდი შენ და დამავიწყდა. ბრინჯს არ აძლევ საერთოდ?
NatiaGull
ვნახოთ ჯერ ვინ არის smile.gif მხოლოდ რამდენიმე დღეა რაც ჭამს

Posted by: takoo1 7 Apr 2021, 18:44
anibani18
ვაიმეე ვინერვიულე რომელია მეზობელს ვურეკავდი გამწარებული მარტო ვიყავი სახლში და 40 რო დაეწერა თერმომეტრს კინაღამ გული გამიჩერდა,მაღალი სიცხის ძაან მეშინია მეთქი კრუნჩხვაში არ ჩამივარდეს თქოsad.gif
მადლობა ღმერთს უკეთაა ხო,რღაც ვირუსი ყოფილა მოდებული აქ დავწერე ეპშტეინ ბარი თუ რაღაც,საღოლ ჩემ პედიატრს რა გაარტყა გოგო,მაგაზე მაქ ეჭვიო და აბა დააკვირდი თუ გამოაყრისო,როგორც კი ტემპერატურამ დაუწია გუშინ აგერ დღეს გამოაყარა ტანზე.არაფერი არ უნდაო,მაქს. 4დღეში გაუვლისო..
ხოო 4 სუფრის კოვზი სავსეს ვუშვებოდი მე.მეტსაც თვალის ზომით ვუკეთებ დღემდე არ ვითვლი კოვზებს.თავიდან არ შეჭამს მაგდენს.ეს 8 თვის ასაკში ჭამდა 4-5 კოვზს.ეხლა უკვე სავსე ჯამს ჭამს ბევრს ვუკეთებ.გოგო მე მალევე მივეცი დღეში ორჯერ ფაფა იმიტო რო ეს ფორმულაზე არაა,ძილის წინ ვაჭმევდი ხოლმე ძილის ფაფაა ჰიპის,მაგას. გემრიელი წიწიბურა ნუტრილაკს აქვს.ზოგადად ყველა გემრიელი ფაფა აქვს ნუტრილაკს,შვრიაც წიწიბურაც და მულტიმარცვალიც.ხილითაა ოღონდ ყველა.აჭმევ ხილიანებს? ძალიან უყვარს ამას.ბრინჯს მე ვაძლევ ხშირად რავიცი,სუპში ვუყრი ხოლმე ცოტას,ცალკე არ ვაჭმევ,ბრინჯის ფაფასაც არ ვაჭმევ ცალკე,
მულტიმარცვალი აქვს ნუტრილაკს და მაგაშია ბრინჯი.
* * *
nino84
დღემდე მასეა ლუკიანე,სულ უოფლიანდება თავი,ძინავს და აი ეხლაც სულ სველი აქვს,არადა არ ვაცმევ თბილად და გათბობა არ მაქვს ამ ოთახში არც მე.19 გრადუსზე მეტი არარი ხოლმე.აზზე არ ვარ რისი ბრალია,ზოგადად ძალიან მხურვალე ბავშვია და ალბათ მაგიტო რავიცი.ძილის დროს უოფლიანდება მარტო,და ძუძუს რო ჭამდა მაგ დროს კიდე.
NatiaGull
გაიხარე❤️ხო გოგო ამოვისუნთქე ცოტა აზზე მოვედი:*


Posted by: NatiaGull 7 Apr 2021, 20:44
გოგოებო ალერგიას გავს თუ დასიცხულს ?
ახალი არაფერი გაუსინჯავს...

user posted image

Posted by: nino84 7 Apr 2021, 21:10
gogatakoo
კალცის და დ ვიტამინის ნაკლებობამ იცის ოფლიანობაო და რავიცი, მაინც ვკითხავ პედიატრს და თუ მეტყვის ავუღებ ანალიზებს. თმაც გაეზარდა და ეგეც აოფლიანებს. ფორმულა ვაჭამე ეხლა და გამოვუცვალე ისეთი სველი იყო.

Posted by: Tsitsi.la 7 Apr 2021, 21:28
Glamurka
კარგად არის, აცრა გვიწევს ეხლა და ცოტას ვნერვიულობ... გაზებიც უკვე იშვიათად აწუხებს და მიხარია. შენი გოგო რას შვება:*
* * *
narkozeli
შენც ვაჩე გყავს ხო <3 :* კი მეც მეშინოდა და გაერიო და ველოდები კარგ ამინდებს, ეხლა ცოტახნით გამყავს ხოლმე, ქარის მეშინია
* * *
nino84
ჩემი 2 თვისაა და სულ ოფლიანობს, განსაკუთრებით როცა ჭამს ან იძინებს , თუ ხელში ვაძინებ ცალი მხარე სულ სველი აქვს ხოლმე. დე ვიტამინს კი ვასმევ დაბადებიდან საპროფილაქტიკო
დოზას და კალცი არ ვიცი.

Posted by: Tua 7 Apr 2021, 22:23
anibani18
6 თვეზე დილის კვება შეუცვალო შეგიძლია თუ ფაფებს უკეთ ჭამს, მე ვიწვებდი დილას ფაფებით ზუსტად იმდენ გრამ წყალზე რამდენსაც ჭამდა ფორმულას, ანუ 120ს ჭამდა მაგ პერიოდში როცა მყარი კვება დავიწყე 5 თვეზე უკვე დილის კვება ჩანაცვლებული ჰქონდა
nino84
არა მაღაზია, ჯპსში კალათაში რომ ჩააგდებ სადღაც 36-37 ლარი გამპდის, არასდროს კიყიდია ფარმადეპოში და პსპში რადგან არაკლდება და ჯპსში კალათში ჩაკისვით თქო და აკლდება, ასევე რაღაც პროდუქტებსაც აკლდება ცოტ ცოტა საბავშვოს.
Glamurka
აწი კარგი ამინდებია უკვე სადღა ცივა, ქარიც თბილია , ალექსამდრე ქარშიც და ავდარშიც გარეთ იყპ, დღემდე ეგრეა , ძიძა მეუბნევა ვერ ხარო მაგრამ მიჩვეულია ბავშვი კარებთან დგას უკვე დილით გამიყვანეთო smile.gif))

Posted by: Glamurka 7 Apr 2021, 22:25
Tua
მემგონი ესეც მასე იქნება კიოდა ტიროდა დღეს გარეთ გამყავდა და გაყუჩდებოდა. ძაან მიეჩვია გარეთ ყოფნას. ალბათ კარავი ვიყიდო ჯობია და გარეთ ვიცხოვრო :-D
* * *
Tsitsi.la
მუცელი ამასაც იშვიათად აწუხებს. თავიდან აწუხებდა უკვე. რა კარგია დღითი დღე იზრდებიან ❤
დაგვიფასა ღმერთმა წვალება ❤

Posted by: Tua 7 Apr 2021, 22:32
alesandra
ლოგიკურია ჩემმაც დაფერთხა რაც სიარული დაიწყო

nino84
ნინო სცხელა და მაგიტო, ერთი ბოდე ჩააცვი წინდა და ვსიო მეტი არაფერი, მე სახლში გათბიბა გავთიშე და საბნებიც შევინახე უკვე, აწი ხვალ.26 გრადუსია უკვე და ვიგუდები smile.gif))
gogatakoo
ძალიან ხშირია როცა ბავშვები მაგ ასაკზე ბოთლზე უარს ამბ9ბენ, 300მლ წყალი ძალიან ნორმალურია ჩეკი 100მლსაც არ სვამდა ეხლა დაიწყო დალევა და დღეში 200-300ზე ადის ჩვეულებრივად,
ოსპის სუპს ვაკეთებ ასე ნუ გააჩნია რამდენი წყალია 2 სუფრის კოვზი წითელი ოსპი( წინასწქრ გარეცხე და სადღაც 15-30წუყი დაასხი წყალი და ჩაალბე), 1 პაწაწინა ბარბალეს თეთრი კარტოფილი, 1 ცალი პატარა სტაგილო, 1 ც პატარა ხახვი, პაწაწინა ნაჭერი ნიპრო, ოხრახუში და კამა , ( შეგიძლია უქნა პატარა ნაჭერი წითელი ჰულგარულიც,ზაფხულში მე კანგაცლილ პომიდორსაც ვუსვები) , მოკლედ წვრილად ჭრი ხახვს და წვრილად ხეხავ სტაგილოს, მე შესაწვავ ზეითუნზე 1 სუფრის კოვზი არასავსე ვწალავ ხახვს სტაფილოს და ჯიორ აი სადღაც 15 -30 წამამდე საშუალო ცეცხლზე რომ გემო შეიცვალოს ხახვმა და ნიორმა ( პომიდორსაც ვწავალ ზაფხულში ოდნავ როცა ვუკეთებ) , მერე ვასხავ წყალს ამ ყველაფერს და ვყრი თხელ კუბებად დაჭრილ კარტოფილს ( ამ მომენტში ვყრი ბულგარულსაც თუ გადავწყვიტე) კარტოფილი რომ მოიხარშება 7 -10 წუთი , ვწურავ ოსპს და ვყრი შიგნით, ვხარშავთ სადღაც 15 წუთი ოსპი ფუვდება ზომაში და დააკვირდი წყალი არდაშრეს თუ რამე დაუმატე ცოტა, მერე ვყრი წვრილად დაჭრილ.მწვანილს და რომ.ადუღდება მწვანილი 10 წამში ვთიშავ, ზ9გადად ოსპის კრემ.სუპია საკმაოდ კარგი, მერე ხან ვაბლენდერებ და კრემ სუპს ვაკეთებ ხან კიდევ უბრალოდ ასე ვაძლევ , სქელი მასა უნდა იყოს ცოტა რომ დააბლენდერებ კრემ.სუპივით გამოვიდეს, თუ არვაბლენდერებ შეგიძლია დაჭყლიტო, ან კარტოფილი უფრო წვრილად დაჭრა თუ ეგრევე ჭამს ეგ უკვე გემოვნებაზეა, კრემ.სუპს დიდებიც მივირთმევთ ისეთი გემრიელობაა ❤ ლობიოს მწვანეს ჩვეულებრივად ვაკეთებ ზაფხულში ბევრ ხახვში და მწვანილში , ქონდარში და ბებში ბავშვიც ჭამს უმარილოს ვიღებ და მერე ვუმატებ ჩვენთვის მარილს.
* * *
NatiaGull
ნათი ნასიცხს გავს უფრო, დღეს ცცელოდა და თბილად ხომ არ ეცვა გარეთ?

Posted by: NatiaGull 7 Apr 2021, 22:42
Tua
გოგო კი ცოტა ღუნღულა ჟაკეტი ეცვა. გაუმკრთალდა უკვე : D
თეო ზეითუნის ზეთი ჯობა თუ კარაქი, როცა ცხიმის მიცემას დავიწყებ ?
და რომელი ზეითუნი და კარაქი ?
ზეთი შესაწვავად სხვა მინდა და უმად რომ ვუქნა საჭმელში სხვა ?

Posted by: ნაჭუჭა 7 Apr 2021, 22:57
გოგოებო ჩემს ბიჭს პატარას უკვე მესამე კვირაა კუჭის მოქმედება აქვს არეული, თავიდან დაეწყო მოუნელებელი და სუნიანს გადიოდა თხლად, ხან ყვითელს , ხან მევანეს,ენტეროჯერმინა ვაძლიე რამდენიმე დღე და თითქოს აულაგდა, მაგრამ ორ დღეში ისევ გაუთხელდა, ისე რომ დღეში რამდენიმეჯერ ქონდა მოქმედება და ხან წყალივით იყო გასული, პედიატრმა ენტეროლი დაუნიშნა , მაგრამ ოდნავ შეუსქელდა, ხან ისევ თხლად არის, ხან ლორწოვანი, მოუნელებელი, დღეში ერთხელ შეიძლება წყალივით თხელზეც გავიდეს, გუშინ ჩავაბარე ანალიზი პათოლოგიურ ფლორაზე და რამდენიმე დღეში იქნება პასუხიო, ვნერვიულობ ძალიან, ახლა ამეკვიატა სალმონელოზი ხომ.მ არაა მეთქი, დასაწყისში სიცხეც ქონდა ორი დღე 38.5-39, მაგრამ მაგ დროს ცხვირიც გაჭედილი ქონდა და გაციებულივით იყი, ვერ გავიგე მუცლიდან ქონდა სიცხე თუ სურდოსგან, მოკლედ იქნებ რამე სანუგეშო მითხრათ სანამ ანალიზის პასუხი მოვა cry.gif ბავშვი სხვა მხრივ კარგადაა, არაფერი არ აწუხებს, უბრალოდ დიეტაზე მყავს და მეცოდება, თან ვნერვიულობ ამდენი ხანი რომ არ აულაგდა რამე სერიოზული არ იყოს

Posted by: Tua 7 Apr 2021, 23:04
NatiaGull
ნათი თქვენთვის შესაწვავად ჯერ ადრეა და ისე კი შესაწვავად ცივი დაწურვის ზეთის გაკოყენება აკრძალულია, ისე ცივად ჩასასხმელად ბოსტნეულს თუ აჭმევ უკვე უნდა უმატებდე ცოტა ზეთს, აფთიაქებში და დიდ სუპერმარკეტებში იყიდება ,extra virgin უნდა იყოს მოსასხმელი და შესაწვავად მე 10 თვიდან ვუკეთებ რაღაცეებს დიდად არვხმაეობ ისედაც მაგრამ როცამმჭორდება ბასოს შესაწვავს ვიყენებ, პატატა 6 თვე მყოფნის. კარაქს იშვიათად ვააზლევ ძალიან მაინც არააა კარგი ცხიმი, რცხილაძეც ზეითუნს ემხრობა, ისე შესაწვავად სიმინდის ზეთიც მოსულა ბევრად ჯანსაღია ვიდრე ის რასაც ჩვენ ვიყენებთ
* * *
ნაჭუჭა
ჩვენ გვქონდა ეგეთი სიტუაცია 1 თვე ვიტანჯე , ბოლოს განავლის ანალიზი გავუკეთე, უცებ დაეწყო სიცხე 1-2 დღე აუვარდა 38მდე ჩვეულებრივად იყო არაფერი საერთოდ პროსტა საშინელ სუნიანს შვებოდა+ ლორწო და აღმოაჩნდა ბოლოა.კლებსიელა რომელიც ვაფშე არაფერი ბაქტერია არაა და ისედაც სანაგაშო არიყო, რაც მე ენტეროჟერმინა, ენტეროლი, ლინექსი, მეზიმფორტე ვასვი სულ ტყუილად, მერე დაგვინიშნეს სტოპდიარი და ბუონა კომბიფლორის ელექტროლიტები, 4 დღეში აულაგდა, მას მერე არაფერი ჰქონია მაგდაგვარი., ზუსტად იმ.პერიოდს დაემთხვა ხოხვა რო. ახალი დაწყებული ჰქონდა.

Posted by: ნაჭუჭა 7 Apr 2021, 23:54
Tua
აუ როგორ დამამშვიდე ახლა რომ იცოდე cry.gif ზუსტად მასეა ესეც, გავჭყიპე ენეროჯერმინა, ენტეროლ, ლინექსით, თან დიეტაზე მყავს, ერთი კვირაა ხილს და ბოსტნეულს არ ვაჭმევ მაგრამ შედეგი ნული, ხან ისეთ სუნიანს შვრება ლამის გამთიშოს სუნმა. ესეც დახოხავს სულ, ახლა კი დადის უკვე მაგრამ მაინც ხოხვა ურჩევნია და ყველაფერს პირში იდებს თუ რამე იპოვა იატაკზე, მოვკვდები ნერვიულობით სანამ ანალიზის პასუხი მოვა, ეს სალმონელა საიდან ამეკვიატა იცი? გუშინ გამახსენდა რომ ჩემმა ქმარმა ხიზილალა გაასინჯა ერთიორი მარცვალი , ზუსტად როდის არ მახსოვს მაგრამ შეიძლებოდა მაგას გამოეწვია? სანამ მე მივასწარი გადაყლაპული ქონდა უკვე ბავშვს

Posted by: takoo1 8 Apr 2021, 08:58
nino84
აუ რასაც ეს დ ვიტამინს სვავს კიდე დ ვიტამინის ნაკლებობა თუ აქვს და რავიცი,დღე არ ჩაგვიგდია და ორჯერ მეტს ვასმევ რაც ეკუთვნის დოზა.

Tua
სპასიბა:*გოგო კი ვიცი პრინციპი ზოგადად ოსპი როგორც კეთდება,მევასება და ვაკეთებ ხოლმე,ოსპის კატლეტებსაც.პროსტა ბავშვისთვის როგორ მექნა ეგ ვერ გადავწყვიტე.ჯერ არ ვაჭმევ მოთუშულ მოწალულს და მაგ პონტში.ანუ შეიძლება ჯერ წლის არ არის და ვიკავებ თავს რაღაცეებზე.
რომელ ოსპს ყიდულობ,იარმარკას?
* * *
ნაჭუჭა
მოკლედ ყველა ქმარი ერთნაირია მაგ საკითხში: )))) ნუ გეშინია რაღაც ბაქტერიისგან იქნება გამოწვეული.
ისე გადასხმა მოხოდავდა გაუკეთე სახლში.ბოსტნეულს აჭმევ?ბროკოლს და ა.შ
კაროჩე რასაც თხლად გაყავს ის ამოუგდე ცოტახანი მენიუდან.
მე ვაფშე რძიანი ფაფები ამომაღებინეს 2 კვირა,სიცხე ქონდა ერთი დღე ლუკისაც,
კუჭი აეშალა 8ჯერ გავიდა გოგო 6 საათში.მე ციციშვილში წავიყვანე შემეშინდა.მწვანეს შვებოდა ერთი 5 დღე,ლორწო და პლიუს საშინელი სუნი ქონდა.ანალიზებში არაფერი იყო.
წინასწარ არ ინერვიულო,დაელოდე პასუხს.
ენტეროჯერმინა მაგარია მე 10 დღე ვასმევდი,და ლაციდოფილსაც ეგრე,რამდენჯერ ასმევ დღეში?

Posted by: ნაჭუჭა 8 Apr 2021, 09:16
gogatakoo
ეს ერთი დღე გავიდა ეგრე ბევრჯერ და წყალივით,ეხლა 3-4 ჯერ გადის დღეში, ხან ორჯერაც, მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, ყველანაირ ფერს შვრება gigi.gif სუნითაც ისეთი საშინელი სუნი აღარ აქვს როგორც თავიდან, მეცოდება გოგო გადასხმისთვის, ვნახოთ რა პასუხი იქნება, ისე წყალივით რო აღარ გადის თორე კი გავუკეთებდი გადასხმასაც , ბოსტნეულს და ხილს აღარ ვაძლევ ერთი კვირაა და ურძეო ფაფებზე მყავს
* * *
gogatakoo
ენტეროჯერმინას ორჯერ და ლინექსსაც ორჯერ დღეში
* * *
gogatakoo
გოგო დ ვიტამინს რატომ აძლევ დიდ დოზას? არ შეიძლება ზედმეტი თუ ნაკლებობა არ აქვს, მე ვიტაფეროლს ვაძლევ, წლამდე ერთი წვეთი და ეხლა ორს ვასხავ

Posted by: takoo1 8 Apr 2021, 09:40
ნაჭუჭა
რა გეცოდება პირიქით ძალიან მაგარია გადასხმა,პედიატრმა რაო ამდენი ხანი რო ესეა არ დაგინიშნა რამე? ანალიზი უნდა ყველა ვარიანტში აქამდეც უნდა გაგეკეთებინა თუ ამდენი ხანი ასეა და არ უშველა წამლებმა.
პედიატრმა დაგვინიშნა 3 წვეთი მერე ჩამოვიყვანე 2ზე.ერთი არასდროს არ ჩამისხია.მეც მაგას ვასმევდი და აქვადეტრიმზე გადავიყვანე

Posted by: anibani18 8 Apr 2021, 09:50
gogatakoo
ვერც კი წარმომიდგენია რა უნდა გავაკეთო სიცხის დროს. ყოჩაღ შენ მაინც! გაუმკლავდი ყველაფერს კარგად <3
საშიშია ებშტეინ ბარი? არ ვიცი მე რა არის.
1 სუფრის კოვზ ფხვნილზე დამზადებულს ჯერ არ ჭამს ბოლომდე. იმედია დაიწყებს როცა იქნება. მერე რძეს ვაძლევ ხოლმე. მე ფორმულაზე ვუმზადებ ურძეო ფაფას და ხანდახან ხილსაც ვუშვები. ძალიან გემრიელი გამოდის. სემპერს ვაჭმევ ახლა. ბრინჯის ფაფა მაქვს ნაყიდი და არ გავასინჯო? ნუტრილაკი რუსული წარმოებისაა, თაკო? ვიყიდი მაგასაც. კი, ჭამს ხილს - ბანანი, ვაშლი, ქლიავი, მოცვი და მანგო აქვს გასინჯული. გემრიელად ჭამს ხოლმე ხილს. მოკლედ რასაც ვაჭმევ ჭამს სიამოვნებით, მაგრამ ჯერ ბევრს არა, კვებას ვერ ვანაცვლებ ჯერ. ალბათ გაზრდის ულუფებს დროთა განმავლობაში. იცი კიდევ რა მაინტერესებს, კუჭში ისე აღარ გადის როგორც მხოლოდ ფორმლაზე როცა იყო მაშინ. უფრო სქლად და ნორმალურია ეს?
Tua
თქვენ ყოჩაღად დაიწყეთ, ჩემი მოიკოჭლებს ჯერ. სიმინდის ფაფა მოეწონა ძალიან.
მეც დაახლოებით 120 გრამზე გავუკეთე. დილაობით 120-ს თუ შეჭამს ხოლმე, მეტს არასოდეს სვამს ხოლმე. საერთოდ უმადოდ არის ხოლმე დილაობით, დღის მეორე ნახევარში უძლიერდება მადა.
* * *
gogatakoo
დიდი აქვს ყიფლიბანდი თაკო?

Posted by: takoo1 8 Apr 2021, 10:10
anibani18
არც მე ვიცოდი გოგო,ნეტში ვნახე ინფო მერე,რავიცი პედიატრმა არაფერია საშიშიო ზოგი ისე იხდის ვერც იგებსო.
არაფერი არ უნდა თავისით გაივლისო გამონაყარი.
გასინჯვით კიი გაასინჯე ყველაფერი კაცო,ცალკე არ არის საჭირო ბრინჯის მიცემა უბრალოდ.კი რუსულია ნუტრილაკი,ამას მოსწონს ძალიან თავიდან სემპერზე და ჰიპზე მყავდა მერე გადავიყვანე ნუტრილაკზე.ნორმალურია რო უფრო სქლად გადის ნუ გეშინია.წყალს სვაამს?
აუ რა კაია რო უყვარს ხილი,დაიწყებს ნუ ნერვიულობ ნელ ნელა,მთავარია ცოტ ცოტას ხო ჭამს.:*
გოგო ქონდა კი დიდი და მაგიტო ვასმევდი მეტს დ ვიტამინს,ვეღარ გავიგე ზოგი იძახის ყიფლიბანდის ზომა არაა კავშირში დ სთანო))

Posted by: Glamurka 8 Apr 2021, 10:29
გოგოებო გავცივდი და მეშინია ბავშვს არ გადავდო რავქნა პირბადით ვერ ვიქნები შანსი არაა :-(

Posted by: astraxanovi 8 Apr 2021, 10:52
გოგოებო გამარჯობაა როგორ მომნატრებია აქაურობა თქვენც ბევრი ვიცანი აქ მომავლებიდან 2 თვეც და ჩემი გოგოებო 1 წლისები გახდებიან რა უცებ გავიდა დრო ისე კი აქამდე ამის დროც არ მქონდა აქ შემოვსულიყავი ეხლა ხანდახან მეც შემოვირბენ ხოლნე გკოცნით ყველას თქვენი ბაიებიანად ❤️

Posted by: narkozeli 8 Apr 2021, 11:00
gogatakoo

ებშტენ ბარის ვირუსმა გამოყრა არ იცის, ჯირკვლები უნდა გაუდიდდეს და ყელი ტკიოდეს. მისი დადასტურება მხოლოდ ანალიზით ხდება.

მე თვითონ მაქვს გადატანილი 25 წლის ასაკში და შესწავლილი მაქვს ეგ თემა. აუცილებლად უნდა ღვიძლის და ელენთის კონტროლი, რადგან ეს ვირუსი ყველაზე მეტად ამ ორ ორგანოს აზიანებს.
* * *
Tsitsi.la

ხოო, ეხლა წვიმები იწყება მარა მგონი იქითა კვირიდან ვსო, საბოლოოდ გამოთბება ^_^


NatiaGull

ზეითუნი ჯობია, ვილლა ბლანკასი იყიდება ფარმადეპოში, მეც წლამდე ამ ზეითუნზე მყავდა, მერე ბასსოზე გადავედი
https://all4home.ge/olive-oil-kids

ესაა ვილა ბლანკა.

კარაქი სავალდებულო არ არის და ირაკლიმაც ზეითუნი ჯობია კარაქსო, თუმცა სადღაც 9 თვიდან ჩავრთე მენიუში რადგან ცხოველური ცხიმებიც აუცილებელია. ფაფებშიც (ნორდიკში მაგალითად) ბოლოს 1 კოვზ კარაქს ვუშვები.

Posted by: Tua 8 Apr 2021, 11:12
ნაჭუჭა
არაფერი არიქნება მაგრამ ის პრი წამალი რაც მე მივეცი ძალიან კარგია,
gogatakoo
აი ძალიან არვხრაკავ თაკო პროსტა ვწალავ უცებ, სტაფილოს და ხახვს ერთად რომ სიმწარე გაუვიდეს და მოტკბო გახდეს , წითელი ოსპი უნდა იუიდო მე ან თურსაში ვყიდულობ ან შავი ქაღალდით რომაა ბრევოლი ან იარმარკა . წონის არიყიდო მაინც რავიცი . თურსასაც აქვს ძალიან კარგი.

* * *
anibani18
3 საათიანი შუალედი დაიცავი და მშიერზე შეჭამს აუცილებლად , შენ თუ რძეს აჭმევ დილოთ მერე აღარ ჭამენ ხოლმე ❤

Glamurka
პირბადე აუცილებლად, და მიიყარე გაციების წამლები. პატარაა ჯერ ძალიან

gogatakoo
თაკო გამონაყარი იცის მაღალი სიცხის მერე არაფერი არუნდა ნასიცხის პონტია, ისე მეც 2 წვეთს ვაძლევ დ ვიტამინს მიუხედავად იმისა რომ.45 აქვს , ჩვენც ნაკლებ9ბა გვქონდა 4ს ვასმევდი მერე 3ზე ჩამოვედი, ეხლა 2ზე ვარ და მაისიდან გადავიყვან 1ზე, ყიფლიბანდი არგაქვს დახურული და სოფომ პატატა დოზა კალცი დაგვინიშნა ცოტა ნაკლებობის ნიშნები ჰქონდა თან ისე 1 თითზეა ყიფლიბანდი ეგეც დავალევინე.

Posted by: anibani18 8 Apr 2021, 12:03
narkozeli
შენ ხომ ქილას აჭმევდი, გვანცა? მაინც ასხამდი ზეითუნს?
gogatakoo
წყალს ისე რა სვამს. თამაშობს უფრო და ამ თამაშში სვამს ცოტას.
განოკეთდით აცლქ მალე :*

Tua
ანუ რასაც შეჭქმს შეჭქმოს და მეტი არაფერი შევთაქვზო?
გოგო, წახემსება აუცილებელია?

Posted by: narkozeli 8 Apr 2021, 12:09
anibani18

კი ანი, ქილისასაც უნდა დამატება, 1 ჩაის კოვზი ზეითუნი :*

Posted by: takoo1 8 Apr 2021, 12:33
narkozeli
Tua
ვაიმე აღარ ვიცი უკვე გოგოებო რა,ტვინი მაქ არეული.ეხლა საჭმელს აღარ ჭამს ეს ორი დღეა განსაკუთრებით,გულს ირევს კოვზს ეო ვუდებ,ერთი ორჯერ ამოიღო კიდეც რო ვაჭმევდი ძალით
არც ფაფა უნდა არც მაკარონი
სუპს ისეთ პონტში ჭამს.რისი ბრალია ამ სიცხეების?უმადობაა ვითომ თუ რამე სხვა პრობლემა აქ;(გავგიჟდი უკვე რა
დავურეკე ეხლა პედიატრს და უმადობა აქვს არ დააძალო თორე გულის რევა დაეწყებაო.და რა ვქნა აბა მშიერია ნახევრად ვნერვიულობ(
* * *
narkozeli
გვანც სისხლის საერთოში არ ჩანს?ვსმისლე ვერ მიხვდება ექიმი სიახლის საერთო ანალიზით?რაღაცეები ხო არეული ქონდა და მაქედან დაასკვნა მაგან იცის ამის მომატება ამის ნაკლებობაო.ლეიკოციტები ახსენა მონოციტები და რაღაც კიდე.

Posted by: narkozeli 8 Apr 2021, 12:41
gogatakoo

მგონი სიცხეების მერე იცის უმადობა, მე არ მქონია მაგის გამოცდილება და ვერ გეტყვი sad.gif

QUOTE
გვანც სისხლის საერთოში არ ჩანს?ვსმისლე ვერ მიხვდება ექიმი სიახლის საერთო ანალიზით?რაღაცეები ხო არეული ქონდა და მაქედან დაასკვნა მაგან იცის ამის მომატება ამის ნაკლებობაო.ლეიკოციტები ახსენა მონოციტები და რაღაც კიდე.


არა ვერ მიხვდება სისხლის საერთოთი. სპეციალური ანალიზია ცალკე კეთდება ებშტენ ბარის ვირუსზე. სისხლის საერთოთი ნორვეგიაში ვერ მიხვდნენ რა მჭირდა, ებშტენ ბარზე არც უეჭვიათ. მერე აქაურმა ინფექციონისტმა თამარ გეგეშიძემ გამაკეთებინა ეგ ანალიზი,50 ლარის ფარგლებში ღირდა. ორი მაჩვენებელი მოდის (რთი მწვავე ფორმაში გაქვს თუ მეორე- უკვე გადაიტანე).
დაავადებას ქვია ინფექციური მონონუკლეოზი და ბავშვებში ძალიან ხშირია, დიდებში იშვიათი. ნერწვით გადადის.
ჩემს ნათლულს ქონდა შარშან 3 წლის ასაკში და აუცილებლად აუცილებლად უნდა გადაუკონტროლო ღვიძლი და ელენთა, 6 თვეა საშუალო დრო მაგ ვირუსის ორგანიზმიდან გასვლის, ასე რომ არაა სახუმარო თემა. უბრალოდ ჯერ უნდა დაუდასტურო ანალიზით,იქნება არ იყოს ებშტენ ბარის ვირუსი.
ებშტენ ბარზე ანტივირუსული პრეპარატი ინიშნება და როგორც გითხარი ექოსკოპიით ღვიძლის კონტროლი 3 თვეში ერთხელ.

Posted by: anibani18 8 Apr 2021, 12:44
გოგონებო, კიდევ იცით რა მაინტერესებს, თუ სრულ ულუფა ფაფას ან ბოსტნეულს არ შეჭამს ერთ ჭამაზე, შეიძლება მეორეჯერაც შევთავაზო? (ახალმომზადებული, რა თქმა უნდა)
narkozeli
არ ვიცოდი ეს, გვანცა. მადლობა :*

Posted by: narkozeli 8 Apr 2021, 12:47
anibani18

ორჯერ შეგიძლია ბოსტნეულის შეთავაზება მე ირაკლისგან ასე ვიცი. უჭმელობის გამო არა მარა ფანტაზიის ნაკლებობის გამო ვკითხე კიდევ რა შეიძლება მივცეთქო და თუ გინდა ორზე გაუყავი ბოსტნეულიო, ერთი დღის პირველ ნახევარში და მეორე საღამოსო. ანუ შეიძლება.

Posted by: Glamurka 8 Apr 2021, 12:49
Tua
მივიყარე კი. არ გავციებულვარ ალბათ საუკუნეა. რა მეტაკა facepalm.gif

Posted by: anibani18 8 Apr 2021, 12:52
narkozeli
ანუ, გვანცა, ასე რომ დავიწყო, დილით ადრე ფაფა, სადღაც ნახევარ სუფრის კოვზს ფხვნილზე დამზადებულს ჭამს ჯერ, მერე 1 საათისთვის ბოსტნეული და ხორცი, 60 გრამი ჭამა ახლა დაახლოებით, მერე კიდევ მივცე ბოსტნეული თუ ეს რაოდენობა საკმარისია ჯერ? ფორმულა როდისღა მივცე? საღამოობით? და ხემსზე მითხარი შენი აზრია რა. ისე ხილს არ დააყოლებს სადილს, ამხელა გაგება არ აქვს ჯერ, რომ დესერტად მიირთვას და ხემსი თუ არ მივეცი მაშინ ხილსაც ვერ მივცემ გამოდის. მაგრამ არ მინდა წახემსებას და გამუდმებით ღეჭვას შევაჩვიო...
და კდიევ ვფიქრობ რომ რასაც შეჭამს შეჭამოს იმდენი და რძეს აღარ შევთავაზებ იმ კვებაზე, რომ მიხვდეს რომ რასაც სთავაზობენ ეს არის სულ და უნდა ჭამოს ეს.
ფაფას მეორეჯერ ვეღარ შევთავაზებ ხო?

Posted by: narkozeli 8 Apr 2021, 13:00
anibani18

ფაფის შეთავაზება ორჯერ ჯერ ადრე მგონია, თუ წონის პრობლემა არააქვს, არ გინდა. რაც შეეხება ფორმულას, მე შენს ადგილას უფრო მეტ ფორმულას მივცემდი და ნაკლებ მყარ კვებას. ანუ 2ჯერ რომ ჭამოს (ერთი ფაფა და ერთი ბოსტნეული) თუნდაც ნახევარი პორციები, ფორმულა მიაყოლებინე და ეგაა.
ხემსს რაც შეეხება ამ ეტპაზე ერთი ხემსი სჭირდება და ეს ხემსი უნდა იყოს ხილი. ნუ მერე ნელნელა მეორე ხემს დაუმატებ (მაგალითად ჰუმანას იოგურტს).

ხილს ვაჭმევდი დღის პირველ ნახევარში, აი დილას ფაფა რომ აჭამო და ფორმულა მიაყოლებინო და სადღაც 2 საათში შესთავაზო ხილი (რამდენსაც შეჭამს, შეჭამს). მერე ორ საათში (ანუ წინა კვებიდან 4 საათში) ბოსტნეული და თუ ცოტა ჭამა, ფორმულა დააყოლებინე. მერე სულ ფორმულები ძილამდე. 6 თვიდან მეორე ხემსად როგორც გითხარი იოგურტი შეგიძლია, ანუ სადღაც ბოლო კვებამდე (ბოლო ფორმულამდე) 2 საათით ადრე.
თავიდან სულ კვებებში ხარ და ცოტა რთულია, მთელი დღე ან აჭმევ ან საჭმელს უკეთებ და დამღლელია მაგრამ ნელნელა დალაგდებით და გამარტივდება.


Posted by: takoo1 8 Apr 2021, 13:13
narkozeli
და რატო იეჭვა აბა ვერ ვხვდები მართლა,ტემპერატურა ახასიათებს?3 დღე 39-40 ქონდა ამას.სხვა არაფერი
შენ რა სიმპტომები გქონდა?

Posted by: narkozeli 8 Apr 2021, 14:29
gogatakoo

მე მქონდა მაღალი ტემპერატურა, 40-მდე, ოღონდ ნორვეგიაში ვიყავი მაშინ და გამიარა რამდენიმე დღეში. მთავარი სიმპტომი რა იყო იცი? ყელი მტკიოდა და ჯირკვლები. მივედი ექიმთან და ანგინა გაქვსო და გამომიწერა აუგმენტინი (ანტიბიოტიკი). დავლიე 5 დღე და უფრო ცუდად გავხდი, უფრო ამტკივდა, სიცხეც მომცა.
მერე ჩამოვედი საქართველოში და ოჯახის ექიმმა გამიშვა გლანდებზე ოტორინოლარინგოლოგთან. მივედი ხეჩინაშვილში მაღრაძესთან და უი სულ დაჩირქებულია და ამოსაჭრელიაო (მანამდე არასდროს მქონია ყელის პრობლემა). დავგეგმეთ ოპერაცია, თუმცა ამ ხნის მანძილზე ვიყავი ძალიან სუსტად, უენერგიოდ, მქონდა დეპრესიის ეპიზოდები,რაც ცხოვრებაში არ მქონია (იცის თურმე ამ ვირუსმა ნერვულ სისტემაზეც დარტყმა). ოპერაციის წინ რაღაცნაირად გულმა არ მომითმინა და წავედი მეორე ოჯახის ექიმთან, სისხლის საერთოში ბევრი არაფერი ცვლილება არ იყო, ლეიკოციტები იყო ზედა ზღვარზე (თუმცა ნორმაში ჯდებოდა). რომ ვუთხარი ანტიბიოტიკის მერე უფრო ცუდად ვართქო, ზუსტად მაშინ იეჭვა ებშტენ ბარი და გამაგზავნა ინფექციონისტთან. მივედი თამრიკო გეგეშიძესთან, დამიდასტურდა ანალიზებით ებშტენ ბარის ვირუსი მწვავე ფორმაში, პოზიტიური.დამინიშნა 10 დღე ანტივირუსული თერაპია და თითქოს თავიდან დავიბადე ათი დღის მერე, არანაირი სისუსტე, არანაირი ყელის ტკივილი, მივედი მაღრაძესთან და რომ ჩამხედა უი არაფერი არ გჭირს ყელში და რატო გაგიკეთო ოპერაციაო.
მოკლედ ასე იყო ჩემი ამბავი. ღვიძლამდე და ელენთამდე მივიდა და ოდნავ გადიდებული მქონდა ეხოზე მაგრამ ანტივირუსული მკურნალობის მერე ძალიან მალე დაუბრუნდა ნორმას.

Posted by: nionia 8 Apr 2021, 14:36
გოგონებო ლამაზებო და საყვარლებო როგორ ხართ?
როგორ მომენატრა აქაურობა აუუ, საუკუნეა მგონი ვერ შემოვედი.
ალაგ -ალაგ გადაგიკითხეთ, გავიგე თქვენი ამბები.
თაკო როგორ არის ახლა ლუკიანე?

Posted by: Ninico 8 Apr 2021, 14:48
anibani18
კი, რომ წუხდა ესპუმიზანი მივეცი. გუშინ აღარ ქონია ეგეთი შებერილობა. დღეს სტაფილო გავასინჯე და ველოდები რეაქციას. ალერგიულიაო რომ ამბობენ.

ბრინჯის ფაფა არ შეიძლება? ჩემები ბრინჯის მეტს ვერაფერს ჭამენ. ერთმა დაიწყო სიმინდი ნელ-ნელა, მეორეს მუცელს სტკენს. წიწიბურა კუჭს უშლის სასწაულად 30 გრამიც კი.

Posted by: takoo1 8 Apr 2021, 15:01
narkozeli
ხოო ანგინაში ერევათ თურმე,გოგო ყელი არ ქონდა ამას მაინცდამაინც წითელი ექიმმა რო ჩახედა,ანუ ეგ სიმპტომიც გამოირიცხა.ლეიკოციტები პირიქით დაბალი აქვს ამას.მოკლედ რაა
ეს პედიატრები ამ მკითხაობით ტვინს აგირევენ მოკლედ,ათას კვლევას გაგაკეთებინებენ ისე შეგაშინებენ რა.
იცი თან რამ დამაეჭვა?არსად არ გამყავს და ვისგან უნდა შეხვედროდა ეს ვირუსი,ჰერპესის ტიპია ხო?ნერწყვით გადადისო თან.
nionia
როგორ ხაარ♥️სად დაგვეკარგე გოგო რამდენი ხანია არ ჩანხარ,ხო მშვიდობა გაქვს,რო დაიკარგებით ხოლმე მეფიქრება ნეტა როგორ არიან თქო.
უკეთ უკვე ეხლა ჭამის პრობლემა დაგვეწყო და ესეsmile.gifსანერვიულო არ გველევა დედიკოებს

Posted by: narkozeli 8 Apr 2021, 15:17
gogatakoo
მე სავარაუდოდ ჭიქიდან გადამედო, ჩემი ჭიქიდან დალია ვიღაცამ, ლუკიანეზე არ ვიცი sad.gif შეიძლება არცაა ებშტენ ბარი და რაღაც ბანალური ვირუსია

Posted by: anibani18 8 Apr 2021, 17:00
narkozeli
გვანცა, რატომ დავაყოლებინო ფორმულა? უბრალოდ მაინტერესებს, ანუ ფორმულიდან რომ აიღოს ყველა საჭირო ვიტამინი?
მე ასეთი მენიუს ნიმუში მომცა პედიატრმა (6 თვეზე იგულისხმება):
პირველი კვება რძე
ხემსი
მეორე კვება 4-5 კოვზი ფაფისგან დამზადებული ფაფა
რძე
ბოსტნეული და ხორცი მესამე კვება
ხემსი
რძე
ხემსში ხილის პიურე მოიაზრება 4-5 სუფრის კოვზი.
ჩვენ ადრე ვიღვიძებთ და პირველი კვება ფაფა მირჩევნია. ღამე სადღაც 3 საათის შემდეგ არ ჭამს ხოლმე და დილით 8:30-ზე მინდა ფაფა მივცე და ჭამს კიდევაც სიამოვნებით, მაგრამ არა 4-5 კოვზისგან დამზადებულს. ცოტას ჯერ.
აბა, რას იტყვი ამ მენიუზე? ახლა 6 თვის და 2 კვირისაა. შემიძლია უკვე იოგურტი გავასინჯო?
მართლაც ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სულ რაღაცას ვუმზადებ. თან ნახევარზე მეტად ქილისებს ვხმარობ. ორივეს ვთავაზობ უფრო სწორად, ქილასაც და სახლში მომზადებულსაც.

Posted by: narkozeli 8 Apr 2021, 17:19
anibani18

ეს რომელი პედიატრის მენიუა?

რძის დაყოლება კარგი ვარიანტია რადგან წლამდე რძე მაინც უპირატესია.

QUOTE
დილით 8:30-ზე მინდა ფაფა მივცე და ჭამს კიდევაც სიამოვნებით, მაგრამ არა 4-5 კოვზისგან დამზადებულს. ცოტას ჯერ.


ხოდა ჭამოს რამდენსაც ჭამს და რამდენი გრამიც დარჩება, ის ფორმულით შეუვსე.

QUOTE
აბა, რას იტყვი ამ მენიუზე?

რაოდენობებს კი გააჩნია მარა სრულ მენიუზე ამდენი რძე მებევრება ცოტა. ზოგადად ცოტა გადატვირთული მგონია ეს მენიუ თუ რძეში დაყოლებას არ გულისხმობს (ანუ ფორმულით შევსებას)


QUOTE
შემიძლია უკვე იოგურტი გავასინჯო?


კი შეგიძლია თამამად და ძალიან სასარგებლოა.

QUOTE
მართლაც ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სულ რაღაცას ვუმზადებ. თან ნახევარზე მეტად ქილისებს ვხმარობ. ორივეს ვთავაზობ უფრო სწორად, ქილასაც და სახლში მომზადებულსაც.


ძალიან კარგი up.gif ათი შვილი რომ მყავდეს, ათივეს ქილის კვებით დავუწყებდი იმდენად კმაყოფილი ვარ.

Posted by: NatiaGull 8 Apr 2021, 19:29
narkozeli
გვანც ჰიპის ბროკოლი გავსინჯე დღეს ისეთი უგემურია, ეს ბავშვს როგორ ვაჭამო ? biggrin.gif

Posted by: ნაჭუჭა 8 Apr 2021, 20:03
QUOTE (gogatakoo @ 8 Apr 2021, 09:40 )
ნაჭუჭა
რა გეცოდება პირიქით ძალიან მაგარია გადასხმა,პედიატრმა რაო ამდენი ხანი რო ესეა არ დაგინიშნა რამე? ანალიზი უნდა ყველა ვარიანტში აქამდეც უნდა გაგეკეთებინა თუ ამდენი ხანი

სამშაბათს ჩავაბარე და ველოდები პასუხს, რავიცი ნეტა ცოტა ადრეც გამეკეთებინა მეც მაგაზე ვნერვიულობ, ერთი კვირის მერე ცოტა შეუსქელდა ერთიორი დღე და მერევისევ აეშალა, მაგიტომ გამეწელა ასე ანალიზის გაკეთებაც
* * *
QUOTE (NatiaGull @ 8 Apr 2021, 19:29 )
narkozeli
გვანც ჰიპის ბროკოლი გავსინჯე დღეს ისეთი უგემურია, ეს ბავშვს როგორ ვაჭამო ? biggrin.gif

აი ეგ მართლა რა საზიზღრობაა, გული აერია ჩემსას ორჯერ , სხვა რამეში გავურიე და მაინც, ამიტომ აღარ მიმიცია

Posted by: Tua 8 Apr 2021, 21:22
anibani18
ანი ფორმულა იმიტომ.უნდა დააყოლებინო რომ კვება შეუვსო, თუ 120 გრამ რძეს ჭამს სტანდარტულად და 60 გრამი ბოსტნეული აჭამე 60 გრამი რძით უნდა შეუვსო ან 90ით, მერე 3საათში სხვა რამ.აჭამო ისევ, 6 თვის 2 ხემსისთვის ჯერ ძალიან პატარაა, 1 ხემსი ეკუთვნის მაგ ასაკში, ანუ დილით ფაფა +ფორმულა ან/და მხოლოდ ფაფა თუ შეჭამს მთლიანად,ერე 1.5-2 საათში ხილი ხემსად, მერე სადილი ( ბოსტნეული ხორცოთ, ან უხორცოდ ) + ფორმულა რომ შეუვსო კვება, მერე ხემსად არაფერი მერე რძე , რძე და რძე. ჯერჯერობით სადღაც 8 თვემდე ესეა მერე ემატება საღამოსნკვებები, ფაფა, ან ხაჭო ( ჰიპის საბავშვო) , 10 თვიდან მაწონი, ხემსად იოგურტები ჰუმანასი (6-7თვიდან შეიაზლება)

NatiaGull
ქილის ბროკოლი და ქილის ყვავილოვანი არის უსაზიზღრესობა biggrin.gif რაც მსმენია, არმიყიდია არასდროს

Posted by: Tokyo.tokyo 9 Apr 2021, 00:09
ნაჭუჭა
გოგო დეჰაკომბს ვსვამ მაგრამ დღის განმავლობაში ვერ ვჭამ.ხან 1 კვებით ვარ დაა მაგიტო მინექ ვიტამინები მივიღო.ძილი კი ბატონო აღარც კი მახსოვს რა არის :დდ
* * *
gogatakoo
კი გადაღლით გადავიღალე.მთელი დღე და ღამე ხელშია.ვერ ვჭამ ნორმალურად ვერ ვიძინებ დაა მაგრად გაჭედილი მაქვს :დდ მაგრამ ეს საოცარი ბიჭი რომ მყავს არ ვწუწუნებ.ლუკიანეე როგორ არის როგორი ბიჭიაა ? ❤
narkozeli
9 თვის არის და ჯერ კიდევ ქილის ბოსტნეულს,ხორცს,თევზს და ყველს ჭამს.გიჟსება ნებისმიერზე.თუმცაა ხილი და ფაფა ვერაფრით შევაყვარე.ფაფაში ყველი თუ არის იმ შემთზვევაში ჭამს.გვანც ვაჩეე კარგად ჭამს ხო? რა ვაჭამოთ ბავშებს მაგ ჯგუფში ვნახე შენი პოსტი.დაბადების დღის ფოტოები გვანახე ვაჩეს აქ და იქედან დამამახსოვრდა.ვაჩე რომ წავიკითხე ეგრევე თქვენ გამახსენდით.ძალიან საყვარელია ❤

* * *
NatiaGull
სულ ვკითხულობ პსპში პრენატალს მაგრამ დეფიციტშიააო სულ ამას მპასუხობენ.ჯპს-ის შემოუტანია ახლა თუმცა პრენატალი არც იქ არ არის
* * *
ნაჭუჭა
შენი ბიჭები როგორ არიან? პატარა რას შვება როგორი ბიჭია?

Posted by: ნაჭუჭა 9 Apr 2021, 00:41
Tokyo.tokyo
გოგო სოლგარის პრენატალი ზაფხულის მერე დეფიციტში იყო და მე შემოდგომით გამითავდა, ერთიორი თვე ელევიტის პრენატალი ვსვი, ეგეც კარგიაო და მერე ფეისზე რა ვაჭამოთ ბავშვების ჯგუფში ერთ გოგოს ქონდა ამაზონიდან გამოწერილი, იმისგან ვიყიდე 240 აბი, ორი კვირის მაქვს ეხლა დარჩენილი და რომ გამითავდება არვიცი კიდევ გავაგრძელებ თუ არა, მეც ისე ვიღლები, კი ვცდილობ ვიკვებო მაგრამ ისეთ გიჟურ რეჟიმში ვარ ხან სულ ერთი სახეობის საჭმლის ჭამას ვახერხებ, ანუ მდიდარი რაციონი ვერ მაქვს და ამიტომ ვიჭყიპები ამ ვიტამინებით
* * *
Tokyo.tokyo
ბიჭები კარგად არიან , დიდები დადიან სკოლაში ჯერჯერობით, იმედია არ დაკეტავენ ისევ. პატარამ სიარული დაიწყო უკვე და ისეთი ცელქია, ყველაფერს თავზე იმხობს, კუჭნაწლავის პრობლემა აქვს ეხლა და ცოტა გავწვალდით, ტაკოც ეწვება ხოლმე და იმედია მალე მოურჩება, ანალიზის პასუხს ველოდებით რომ გავიგოთ რა იწვევს აშლილობას. ერთი წლის გახდა და ფოტოსესია მოვუწყეთ, ისეთი ჭკვიანია , პატარა კაცუნასავით პოზიორობდა gigi.gif . შენი ბიჭიც გაზრდილა, არ უყვარს ძილი მაგასაც? givi.gif

Posted by: Tokyo.tokyo 9 Apr 2021, 01:04
ნაჭუჭა
საყვარელი ❤ რატო აქვს ნეტაა ეგ პრობლემა? დაგვიწერეე ანალიზები როგორი ექნება.გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ❤ გოგო ტაკოზეე თუ დამიჯერებ საკუთარი გამოცდილებით გეუბნები უებარიაა ცინკის ლარიანი მაზი.აი ისეთი ძვირიანი კრემები ვიყიდე მაგრამ არაფერმა არ უშველა.მერე ეგ მირჩიეს ისევ აფთიაქში და მართლაც პირველივე წასმაზე აულაგა.ჩემთვის ეგ მაზი არის აღმოჩენა.ეს ჯერ ვერ დადის თუმცაა ძალუან ცდილობს.9 თვის გახდა დაა უკვეე ისეთ რაღაცეებს აკეთებს გვაგიჟებს.
ძალიან ცელქი და მოუსვენარია.კარადებს რასაც კი წვდება ყველაფერს ხო გამოალაგებს.2 დღეეა გამოაღებს კარადას ჩამოეკიდება ხელებით და კატაობს.აიი არ ვიცი რომ გაივლის მერე რაღაა უნდა ველოდო :დდ

Posted by: ნაჭუჭა 9 Apr 2021, 01:16
Tokyo.tokyo
აუ რა საყვარლები არიან მაგ პერიოდში და სასაცილოები❤️ხან მინდა ხოლმე რომ ჩავკბიჩო, კარადების დალაგება ანდრიასაც უყვარს, დამილეწა თუ რამე იპოვა გასატეხი gigi.gif ჯერ სად ხარ, რაც უფრო გაიზრდება უფრო გაგაგიჟებთ თავისი სასაცილო საქციელებით user.gif თან თვითონაც უხარიათ რაღაცის გაკეთებას რომ ისწავლიან , უჰ ხოარ გავაღვიძო ცოტა გავეთამაშო? gigi.gif
* * *
Tokyo.tokyo
ეს ძამიკოებს აგიჟებს, სკოლიდან რომ მოცვივდებიან ერთმანეთს ართმევენ ბავშვს, ვერ იყოფენ gigi.gif მეშინია ხოლმე არაფერი მოტეხონ facepalm.gif უფროსი პატარას ეჩხუბება შენ არ იცი მოვლა და დაამტვრევო, მერე ის ბრაზდება და იბუტება, მამამისი რომ მოდის ცოტა ზავდებიან რადგან პატარას არავინ აღარ უნდა მამის გარდა მერე givi.gif
* * *
Tokyo.tokyo
ეგ ცინკის მაზი უნდა მქონდეს მემგონი, დავძებნი და ვცდი, სუდო კრემს ვახმარ მაგრამ დღეში რამდენჯერმე რომ გადის კუჭში მაინც ეწვება

Posted by: Tokyo.tokyo 9 Apr 2021, 01:51
ნაჭუჭა
მართლა ძალიან საყვარლები არიან.აბა ეს რომ დაიძინებს ფრხაკრებით დავდივართ რომ არ გაიღვიძოს.ყოჩაღ უფროს ძმებს.იშვიათად რომ პატა
რაზე არ იეჭვიანონ და ეგოისტობა არ დაიწყონ.სუდო არაფერს არ უზამს.ყველა დაბანაზე წაუსვი ეგ ცინკის მაზი აი ნახე როგორ მოუხდება.ახლა ეგ დამწვრობა ცალკე აწუხებს

Posted by: ნაჭუჭა 9 Apr 2021, 02:01
Tokyo.tokyo
ხო ერთიორჯერ ისე იტირა ტაკოს გამო, ახლა ისე ხშირად აღარ აქვს მოქმედება და ოდნავ უწითლდება cry.gif ვცდი აუცილებლად, მადლობა❤️

Posted by: narkozeli 9 Apr 2021, 03:35
NatiaGull
ჰიპის ბროკოლი ერთადერთია რაზეც გავხსენი თუ არა გული ამერია :/ ბავშვმა ჭამა ერთი კოვზი და მეტი აღარ მიმიცია იმდენად ყარდა.
თუმცა კიდევ ორი ქილა მქონდა და ისინი ნაწილ ნაწილ გადავაზავე სხვა ქილის ბოსტნეულში ( მაგალითად სტაფილო და კარტოფილში) და ჩაიკარგა ცოტათი სუნი და ისე ვაჭამე თუმცა მეტჯერ არ მიყიდია. ყვავილოვანსაც ცუდი სუნი აქვს მარა გიჟდებოდა მაგაზე და ვაჭმევდი ხოლმე, სემპერისას. ძაან კაია ყაბაყი (ცუკინი), ისპანახი- ესენი პლასმონს აქვს.
სახლში მომზადებულ ბროკოლს და ყვავილოვანს ეგეთი ცუდი სუნი არააქვს ხოლმე და ქილებს აქვს :/
* * *
QUOTE (Tokyo.tokyo @ 9 Apr 2021, 00:09 )

narkozeli
9 თვის არის და ჯერ კიდევ ქილის ბოსტნეულს,ხორცს,თევზს და ყველს ჭამს.გიჟსება ნებისმიერზე.თუმცაა ხილი და ფაფა ვერაფრით შევაყვარე.ფაფაში ყველი თუ არის იმ შემთზვევაში ჭამს.გვანც ვაჩეე კარგად ჭამს ხო? რა ვაჭამოთ ბავშებს მაგ ჯგუფში ვნახე შენი პოსტი.დაბადების დღის ფოტოები გვანახე ვაჩეს აქ და იქედან დამამახსოვრდა.ვაჩე რომ წავიკითხე ეგრევე თქვენ გამახსენდით.ძალიან საყვარელია ❤
 

უდიდესი მადლობა ❤️❤️❤️
გამომიგზავნე ფრენდ რექუესთი:*
მეც დაახლოებით მაგ ასაკამდე ვაჭმევდი ქილებს და მერე დავუწყე სახლში მომზადება.
ძაან კაი მჭამელია კი, უპრეტენზიო. ზოგადად ეს ბუნებით ყველაფერში უპრეტენზიო მყავს და რა ეშველება არ ვიცი, დაიჩაგრება ამ ცხოვრებაში biggrin.gif ❤️
პლიუს ამას სასწაული იმუნიტეტის ბავშვია, წლის და 6 თვისაა, ვირუსი რა არის არ ვიცით, მაშინ როცა ირგვლივ ყველა ვირუსიანი გვყავს და სულ დავწანწალებთ ბავშვთან ერთად, მოვიარეთ საქართველო, პლიუს ამ პანდემიის დროსაც სულ ხალხში ტრიალებს, აქედან ზოგს ვირუსი აღმოაჩნდება ხოლმე ზოგს რა და ზოგს რა, ამის ბიძაშვილები სამჯერ გაცივდნენ ბოლო თვეებში, დისშვილის დაბ დღეზე მყავდა წინა კვირას და მეორე მესამე დღეს ყველას სიცხეები მისვა ვინც იქ იყო, ვირუსი გადასდეს ერთმანეთს და ამას, მიუხედავად იმისა რომ ერთად თამაშობდნენ, არანაირი არაფერი. biggrin.gif ზოგჯერ არ მჯერა ხოლმე რო ასეთია :დ ფიზიოლოგიურიც კი არ მიყიდია არასდროს, სურდოც კი არ ქონია, წარმოგიდგენია? :დ მიფიქრია ნეტა ხო არ ვამეტებთქო? biggrin.gif მარა არ ვიცი, გამერტყა ეს ბავშვი რაღაც საოცრება ხასიათით, სითბოთი, ჯანმრთელობით, გონებით. ასე მგონია მეტჯერ აღარ გამიმართლებს ასე და მეორე არ იქნება ასეთი biggrin.gif
ხო, არც არასდროს ყოფილა ამ წლინახევრის მანძილზე შეკრული ან აშლილი. ანუ კუჭ-ნაწლავის პრობლემაც არასდროს ქონია.
მეკითხებიან ხოლმე დაქალები რას უშვები რა ჯადოქრობას ამ ბავშვსო მარა რავი, განსაკუთრებულს არაფერს, დაბადებიდან პლასმონის რძეს სვამს, ქილის ხილ-ბოსტნეულ-ხორცეულს ვაჭმევდი თავიდან რამდენიმე თვე და მერე ჩემით დავუწყე. ჭამს ყოველდღიურად ასე:
დილას ფორმულა-პლასმონის ( ძაან უყვარს) 150-210ის ფარგლებში
მერე ნორდიკის ფაფა პასტერიზებული რძით 4-5 სუფრის კოვზი მშრალი მასა, მოხარშული წყალში და მერე ბოლოს რძეს ვამატებ და ცოტა კარაქს.
მერე ხილი ბლომად ( ამაზე ჩემი აქაური ფორუმელი სადაქალოც გიჟდება, ძაან ბევრ ხილს აჭმევო მაგრამ დებილი არაა, რო არ უნდოდეს არ შეჭამდა ზუსტად ვიცი :დ) ანუ ვაჭმევ ყოველ დღე სამი სახეობის ხილს, დღეს ჭამა 1ვაშლი, 1ბანანი და 1 კივი, ზოგჯერ ვაჭმევ 1მსხალი, 1 ვაშლი,1 ბანანი, ვხეხავ სახეხზე მსხალს და ვაშლს, ბანანს და კივს ვუჭყლეტ რცხილაძეს ვკითხე ბევრი ხომ არ არისთქო და თუ ბავშვი ხილის გამო მერე კვებას დატოვებს კიდე ჰოო მარა ეს რადგან სადილსაც კარგად ჭამს, არანაირი პრობლემა, მიეცი რამდენიც გაუხარდებაო.)
მერე იძინებს და ძინავს მინიმუმ 3 საათი, ზოგჯერ 4-იც და ეგ ცოტა ცუდია, შუადღეს ვერ გამყავს სასეირნოდ ამის გამო.
რომ იღვიძებს ვაჭმევ სადილს, აუცილებლად ბოსტნეულს დაჭყლეტის და თითქმის ყოველ დღე ვაჭმევ სხვადასხვა სახეობის ხორცეულს ( ხბო, კურდღელი, ინდაური, ქათამი, თევზი) ან ოსპი ან კვერცხი ( ოსპის და კვერცხის დღეებში ხორცს ვერიდები)
მერე ხემსად ვაძლევ მაწონს ან იოგურტს ან ყველის ( მოცარელას ან ჩედარის) ჩხირებს.
და ბოლო კვება ძილამდე 1-2 საათით ადრე ყველიანი მაკარონი ან ვერმიშელი, ან ხაჭო მაწვნით და ალადებით ან თუ დრო არ მაქვს ხშირად ღამის ფაფას ვაჭმევ, ერთ წამში რომ მზადდება მომწონს :დ
დამყავს ხშირად ჰაერზე, მინიმუმ დღეში ორჯერ სეირნობს. როგორც გითხარი დავათრევთ მე და ნიკა ამ ბავშვს ყველგან მართლა, რაც ამინდები გამოვიდა შინდისში მყავს აგარაკზე ყველა შაბათ კვირას და იქ ხან მიწა უდევს პირში და ხან კატის კუდი biggrin.gif მარა ნუ პანიკიორი დედა არ ვარ და ანტისეპტიკებით არ დავსდევ ( ნუ კატა აცრილია და მიწას რო ენა აუსვა ჩემს კივილს მთელი მთაწმინდა გაიგებდა სავარაუდოდ givi.gif )
სხვა ისეთი არაფერი, ვაცმევ ყოველთვის სეზონის შესაბამისად, არც გიჟივით შიშველი არ დამყავს და არც ჩაფუთნული როცა თბილა. ერთი ისაა რომ ღამე კი ძინავს მხოლოდ პიჟამოთი და არც პლედი ან საბანი მითუმეტეს არ ფარებია არასდროს, არ იჩერებს. აღუობაში სანამ ამოძრავდებოდა მაშინ თუ დავაფარებდი ან საძილე ტომარაში ჩავსვამდი ხოლმე მარა რაც ამოძრავდა არ იჩერებს.
სულ ესაა ჩვენი ცხოვრების რუტინა მაგრამ ხალხს გონია რამე ჯადოქრობას ვშვები biggrin.gif არანაერი არაფერი, ჯასთ გამიმართლა ბევრ რამეში და ბევრსაც მეც მივიწერ ჩემს თავზე, რადგან გადავყევი ჩასახვის დღიდან ყველა დეტალზე ფიქრს და დაუგეგმავად და გადაუჩხრეკელად არაფერი გამიკეთებია არასდროს, ნუ ძილის კაცია და დაბადებიდან (სამშობიაროდანვე) ღამე ძინავს უწყვეტად, არასდროს გაუღვიძია. ხო გეუბნები საოცრებაა ჩვეულებრივი, ზოგჯერ მართლა არ მჯერა რომ მე ვშობე biggrin.gif

***
ვაიმე რამდენი ვწერე facepalm.gif რაღაც სერიალს ვუყურებთ მე და ნიკა და შემოვრჩი გვიანობამდე, სასწაულ განწყობაზე, ეხლა დავწექი, გვერდზე საწოლში ვუყურებ ჩემს მძინარე შვილს და მომაწვა სენტიმენტები, მაპატიეთ :დ

Posted by: nino84 9 Apr 2021, 09:46
გოგოებო, სასეირნოდ მინდა გაყვანა მახევარი დღით მაინც და დილას ფაფას სახლში ვაჭმევ, სადილი გარეთ მოუწევს და პაუჩები რომ იყიდება ბოსტნეულის და ხორცის რამდენად მისაღებია ერთი დღე ეგ რომ მივცე?

Posted by: ნაჭუჭა 9 Apr 2021, 09:47
narkozeli
ძაან საყვარელი გყავს მართლა და იშვიათი ხასიათის ბავშვი, მასეთი ვყოფილვარ ემ ზუსტად, ისე გაგზარდე არ შეგიწუხებივარო დედა ჩემი მეტყვის ხოლმე, მერეც მოზარდობაშიც ძალიან წყნარი და უპრეტენზიო ბავშვი ვიყავი, მაგრამ ამ ჩემი შვილებიდან არცერთი რატომ არ დამემგვანა ხასიათით და დატომ მაცვავენ ჯვარზე ნეტა help.gif ჩემთვის პატარა ბავშვი ასოცირდება უძილო ღამეებთან, უჭმელობასთან, ვირუსებთან და უაზრო ტირილებთან gigi.gif ჩემი ქმარი ყოფილა ასეთი მტარვალი ბავშვი, უნდა გავეყარო lol.gif

Posted by: nino84 9 Apr 2021, 09:49
narkozeli
ესეთი ბავშვი მართლაც ათი უნდა გყავდეს biggrin.gif

Posted by: NatiaGull 9 Apr 2021, 10:48
Tokyo.tokyo
გუშინწინ ვიყიდე წერეთლის პსპ ში სოლგარის პრენატალი. დარეკე აბა

Posted by: nionia 9 Apr 2021, 14:11
gogatakoo
QUOTE
როგორ ხაარ♥️სად დაგვეკარგე გოგო რამდენი ხანია არ ჩანხარ,ხო მშვიდობა გაქვს,რო დაიკარგებით ხოლმე მეფიქრება ნეტა როგორ არიან თქო.

კარგად ვარ კი, ჩემი უპანდესობის გამო ვერ ვიცლი ხოლმე,არადა მენატრება აქ ქაქანი :დდდ
რაკარგი იყო ორსულობაში რამდენი დრო მქონდა იშ lol.gif

QUOTE
უკეთ უკვე ეხლა ჭამის პრობლემა დაგვეწყო და ესესანერვიულო არ გველევა დედიკოებს

ავადობის მერე ნორმალურია ეგ გოგო, დაიწყებს ისევ ჭამას მალე.
* * *
narkozeli
QUOTE
ძაან კაია ყაბაყი (ცუკინი), ისპანახი- ესენი პლასმონს აქვს.

გვანც ანუ მიქსია ყაბაყის და ისპანახის?
მინდა გავასინჯო ისპანახი, სემპერის ცუკინი ძაან უყვარს, ავოკადოსთან ერთად ნთქვავს ხოლმე, ზოგადად ყველაფერი უყვარს და ყველაფერს ჭამს, იმ მყრალ ბროკოლს და ყვავილოვანსაც კი :დდდ
მეც სულ ვურევ რაღაცეებში რომ ჩაიკარგოს ხოლმე, სეზონს ველოდები ახლა და გადამყავს მეც სეზონურ ხოლ-ბოსტანზე, ცოცხალ რამეებსაც ვასინჯებდი 6 თვიდან პერიოდულად და ამ ტაქტიკამ თუ ბავშვმა (ზუსტად არ ვიცი ) გაამართლა და პრობლემა არ აქვს, ვაძლევ ქილისას ქილისას შეჭამს, მივცემ ცოცხლად ცოცხალს ჭამს და თუ ვუჭყლეტ დაჭყლეტილს შეექცევა, ავე მე lol.gif დედაილაა, უპრეტენზიო biggrin.gif
არადა გარშემო ყველა ეჭვით შემომყურებდა "ძუძუს ბავშვებს არ მოსწონთ მზა პიურეებიო", ეს მალე შეიცვალა "აი მაგას რომ მიაჩვევ ჩვეულებრივს არ შეჭამსო", ველოდები შემდეგი რა იქნება biggrin.gif

Posted by: takoo1 9 Apr 2021, 17:33
Tokyo.tokyo
ჰაჰაჰა biggrin.gif აუ მოუსვენარი შენ ჩემი შვილი უნდა ნახო,ხელში თუ მყავს ხო ხტუნაობს,ბუქნებს აკეთებს,თუ მანეჟშია იქაც ცეკვავს,თუ თავის ლოგინშია იქაც დახტის,ჭოჭინაშიც დახტის გოგო გამაგიჟა,კი არ დადის აი დახტის კალიასავით მეცოდება კვერცხები არ გაულაყდეს თქო biggrin.gif თან რა უაზრობას მიეჩვია იციი,პირში მიდებს თითს მთელი დღე და ღამე რო იძინებს,სტომატოლოგთან მგონია თავი)))
* * *
nionia
აუ აბაა რამდენს ვჭორაობდით ♥️ მეორე წრეზე ვინ აპირებთ აბა გოგოებო?ძველი დრო როდის გავიხსენოთ ჰაჰა biggrin.gif

Posted by: narkozeli 9 Apr 2021, 20:59
nino84

ძაან ხშირად ვაჭმევ ხოლმე მაგ პაუჩებს მე გზაში მარა 4 ცალი გვჭირდება 90 გრამიანებია.
დღესაც გარეთ ვართ მთელი დღე, ჯერ მთაწმინდაზე მყავდა, მერე აგარაკზე და ვუყიდე იქვე აფთიაქში 220იანი ჰიპის მზა სადილი ( ინდაური ბოსტნეულით) ქილის და სემპერის სტაფილო 120 გრამიანი, გადავურიე ერთმანეთს და ვაჭამე.

ეეჰ ყველაში არამგონია ეგრე გამიმართლოს biggrin.gif

ნაჭუჭა
მე ქმარი მყავს მასეთი და გავს მამას biggrin.gif
ისე შენ ყოჩაღ, მასეთი რომ მყოლოდა ნაღდად არ გავაჩენდი მესამეს კი არა მეორესაც კი biggrin.gif გმირი დედა ხარ!❤️


nionia

არა ცალცალკეა, მარტო ისპანახი უყველაფრო აქვს პლასმონს. ცუკინს მე პლასმონისას ვაძლევდი და კიდევ ამას უყვარდა პლასმონის კარტოფილი+სტაფილო+ცუკინი
მეც მასე მეუბნებოდნენ სახლში მომზადებულს არ შეჭამსო :დ ნუ ბავშვზეა რა, ინდივიდუალურია, ერთნაირად ჭამს ეს ქილისას და სახლისას
ქილა რო არ არსებობდეს ასე ამდენს ვერ ვივლიდი ნაღდად, უდიდესი კომფორტია

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
აჰა ეს დღევანდელი ბოდიალი biggrin.gif

Posted by: ნაჭუჭა 9 Apr 2021, 22:07
QUOTE (narkozeli @ 9 Apr 2021, 20:59 )

ნაჭუჭა
მე ქმარი მყავს მასეთი და გავს მამას biggrin.gif
ისე შენ ყოჩაღ, მასეთი რომ მყოლოდა ნაღდად არ გავაჩენდი მესამეს კი არა მეორესაც კი biggrin.gif გმირი დედა ხარ!❤️

გმირი კიარა უფრო გიჟი მემგონი gigi.gif მართლა სრულ ჭკუაზე მყოფს სხვას ჩემს ადგილზე ასეთი ჭირვეული ბავშვების პატრონი და კი იცი ჩემი ორსულობის ამბები, არამგონია გაეჩინა lol.gif მაგრამ მადლობა უფალს ამ სიგიჟისთვის yes.gif უკან რომ დავბრუნდე დროში იგივეს გავიმეორებდი user.gif
* * *
user posted image
ჩემი შთაგონებები, ჩემი ცხოვრების აზრები
* * *
narkozeli
ვგიჟდები შენს ბიჭზე, როგორი დიდი ბავშვივით ათვალიერებს საყვარელი❤️

Posted by: Tsitsi.la 10 Apr 2021, 00:45
Glamurka
სხვათაშორის მშობიარობის მერე იმუნიტეტი მაგრად დამისისტდა, ყელის ტკივილს ვებრძვი უკვე მე-5დ მგონი...

Posted by: Glamurka 10 Apr 2021, 06:55
Tsitsi.la
შენს დღეში ვარ ყელი საშინლად მტკივა :-(
* * *
narkozeli
რა საყვარელია ჩემი მაგხელა როდის გახდება love.gif
ბიჭი მაგარია რა
* * *
ნაჭუჭა
ძალიან ლამაზები ხართ ❤

Posted by: narkozeli 10 Apr 2021, 10:23
ნაჭუჭა

ძაან კარგები ხართ და სამივე როგორი განსხვავებული და სიმპატიურია❤️❤️ შენც რა მაგარ ფორმაში ხარ სამი შვილის გმირო დედა ❤️

Glamurka
მადლობა❤️❤️❤️ მომავლ ზაფხულს შენი ბიჭიც დიდი იქნება და ირბენს❤️❤️

Posted by: Glamurka 10 Apr 2021, 11:55
narkozeli
ჩემი გოგოა გვანც. ისე ბიჭზეც არ ვიტყოდი უარს :-დ ❤

Posted by: ნაჭუჭა 10 Apr 2021, 12:11
Glamurka
narkozeli
მადლობა გოგოებო❤️აუცილებლად გააჩინეთ მინიმუმ მეორე შვილები❤️კი რთულია მაგრამ უსაზღვრო ბედნიერებაა
* * *
narkozeli
კი ძალიან განსხვავებულები არიან, მარტო სქესს ვამთხვევ ჯერჯერობით gigi.gif

Posted by: takoo1 10 Apr 2021, 13:26
narkozeli
ვაიმე რა საყვარელია გოგო რა ზმანზეა biggrin.gif ♥️პატარა კაცი,აუ რამხელა თმა აქ ჩემი ნამეტანი ქოსაა გოგო))
ნაჭუჭა
გოგო რა სამივე სხვანაირია გავგიჟდი,შენ როგორ გამხდარხარ ყოჩაღ♥️ მეოთხეზე იფიქრე ეხლა გოგოზე ჰაჰაჰა; )))
* * *

მე და ჩემი სადისტი შვილი,მომავალი სტომატოლოგი biggrin.gif ♥️

Posted by: gvanci25 10 Apr 2021, 13:35
გოგოებო როგორ ხაართ არ ვიცი გახსოვართ თუ არა თვალი რომ გადავავლე კომენტარებს უმ3ტესობას გიცნობთ ❤❤როგორ გყავთ ბარტყები

Posted by: ნაჭუჭა 10 Apr 2021, 13:48
QUOTE (gogatakoo @ 10 Apr 2021, 13:26 )

ნაჭუჭა
გოგო რა სამივე სხვანაირია გავგიჟდი,შენ როგორ გამხდარხარ ყოჩაღ♥️ მეოთხეზე იფიქრე ეხლა გოგოზე ჰაჰაჰა; )))
* * *

კი გავხდი გოგო, ორსულობამდე რაც ვიყავი იმაზე 5 კილოთი ნაკლები ვარ ეხლა eek.gif მეოთხე ძააალიან შორეულ პერსპექტივაშია ჯერჯერობით lol.gif
* * *
gogatakoo
ლუკიანე სტომატოლოგიურ კლინიკას რომ გაახსნის გარედან დედიკოს სურათს გააკრავს რეკლამისთვის, ულამაზესი დედიკო რომ ყავს❤️
* * *
gvanci25
მახსოვხარ როგორ არა, როგორ გყავს პატარა? წამოზრდიდი უკვე შენც❤️

Posted by: NatiaGull 10 Apr 2021, 15:30
გოგოებო, სათამაშოს ყუთის ქაღალდი მოკვნიტა სავარაუდოდ. გადაამუშავებს ხო ? :/

Posted by: gvanci25 10 Apr 2021, 15:47
ნაჭუჭა
ძააან გამაიმუნების პიკზეა აი 100 თვალი და ხელი რომ უნდა ეხლა იმ ზღვარზეა ფეხზე დგება უკვე და ხან სად დაებრეხვება ხან სად facepalm.gif biggrin.gif შენი ბიჭო უკვე კაცი იქნება ❤ user posted image
* * *
NatiaGull
ნათი ამასწინათ ჩემმა წიგნს მოაკვნიტა და წითელი ნაწილი იყო და პამპერსში ვნახე და დავმშვიდდი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: narkozeli 10 Apr 2021, 16:00
Glamurka

არიქა ენამ არ მიყივლოს და მეორე ბიჭი არ იყოს biggrin.gif ❤️
ძაან აღუობაში თითქმის არაა სხვაობა გოგოს და ბიჭს შორის და მერე ჩემი ღრმა დაკვირვებით ბიჭები უფრო დედა ტკიპები არიან :დ გოგოები სხვანაირად თავიდანვე დამოუკიდებელი და ყოჩაღები ვართ :დ ესენი სუფთა ლეკვები biggrin.gif სითბოთიც ჩემი დაკვირვებით მეტად გამოხატავენ ვიდრე გოგოები, სამაგიეროდ გოგოებს პრინცესობა უხდებათ ❤️❤️❤️❤️❤️
* * *
ნაჭუჭა

კი კი აუცილებლად და თან არც ისე შორ პერსპექტივაში❤️

gogatakoo

მადლობა❤️❤️❤️ აუუ რა თვალები გაქვს გადავირიე, ულამაზესი ხარ ❤️ შენი ბიჭიც რა სიყვარულია❤️ გოგო შენ დაინსგავსე იცოდე :დ ისეთი ლამაზი ხარ❤️
გოგო თმები შევჭერი 2 თვის წინ, უფრო გრძელი ქონდა :დ 1 წლამდე ესეც ქოსა იყო და მერე ერთიანად წამოუვიდა❤️

gvanci25

როგორ არ მახსოვხარ, ანისგან გიცნობ❤️


NatiaGull
მთავარია არ გადასცდა, ვაჩემ ერთხელ პატარა რომ იყო დ ვიტამინის ყუთს მოაგლიჯა თავი და გადაცდა, უცებ ამოვუღეთ მე და ძიძამ, მანგლისში ვიყავით, კაი შიში კი ვჭამე.
მონელებით მოინელებს უპრობლემოდ

Posted by: NatiaGull 10 Apr 2021, 16:12
gvanci25
სად დაიკარგე შენ, ეს რა სილამაზე ბიჭი გყავს ❤

Posted by: gvanci25 10 Apr 2021, 16:44
narkozeli
რამხელა ბუჭუნია გყავს უკვე და როგორ დაბანცალებს ❤❤❤NatiaGull
აუ რავი მეც არ ვიცი biggrin.gif თავიდან სანამ ეს თოთოობის პერიოდი გასავლახეთ და ეხლა კიდე სიარულოს რეჟიმი ეწყება და ვაეთ ესე biggrin.gif ცალი ხელით და თვალით ამას ვუყურებ ვიჭერ და ცალი ხელით და თვალით საქმე სა ამის საჭმელ საამელი ჩემი ქმარი ძირითად შემთხვევაში ან სამსახურის საქმეს აკეთებს სახკიდან ან გასულია სამსახურში სა ვართ ესე მე და ეს ხულუგანი biggrin.gif

Posted by: ნაჭუჭა 10 Apr 2021, 17:11
gvanci25
აუ რა სიმპო ბიჭი გყავს user.gif ჩემი საბუკასავით შავტუხა და ეშხიანი❤️ ჩემი პატარაც ბრახაბრუხის ეტაპზეა, დადის უკვე და იმხობს თავზე ყველაფერს gigi.gif

Posted by: gvanci25 10 Apr 2021, 17:32
ნაჭუჭა
ბიჭები აქცევენ ხო ყურადღებას ❤❤მაგ მხრივ ნაკლები შიში გექნება აუ ხოოო და ყველას გოგო გონია და რა ეტყობა ამ ბავშვს გოგოსი ვერ ვხვდები გუშინაც ვიღაცამ მკითხა გოგოა? არა თქო ბიჭია ისეთი ლამაზი თვალები აქვს გოგო გვეგონაო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif არადა რეალურად წაბლისფერია თმა აქვს ზუტად ჩემი ფერი biggrin.gif მაგრამ სურათებში შავი უჩანს

Posted by: NatiaGull 10 Apr 2021, 17:34
narkozeli
გოგო იმის მერე ეძინა და რძეც დალია. გაჭედილი არ ექნება ხო ალბათ

Posted by: takoo1 10 Apr 2021, 18:07
ნაჭუჭა
ყოჩაღ შენ,♥️მეც დავიკელი 3 კილო რაც ძუძუს დავანებებინე თავი და მიხარია ძველ ფორმაში რო ჩავდექი.ჰაჰაჰა ხოო ეგ სურათი უნდა გავაკრა პირში რო მიყოფს ხელს,სურათში მეცინება თორე ისე უკვე ნერვოზი მაქ ცვეტში))))
NatiaGull
ნუ გეშინია ჩემმა დისშვილმაც შეჭამა წიგნები და მძივებიც მიაყოლა)))
narkozeli
მადლობა გვანც❤️ნუ მარცხვენ ხოლმე შენ ნუ იცი ეგრე biggrin.gif თავში არ ამივარდეს გოგო მოიცა ერთი ჰაჰა biggrin.gif
აუუ გაეზარდოს რაა იცი რა სასაცილოდააქ ძაან დაბალზე აქ და უკან და ყირებთან კულულებივით ააქ,დენი დევიტოს გავს biggrin.gif biggrin.gif
რავიცი ბიჭები გვანან დედასო და მარტო ცხვირი აქ ჩემი biggrin.gif გოგოს დამსგავსების იმედი სულ გადამეწურა biggrin.gif
* * *
narkozeli
მაგარია ბიჭი❤️მეორეც რო ბიჭი იყოს არ ვიტყოდი უარს ისე მიყვარს ბიჭები,გოგოზე მეტად ბიჭებს ვუგებ რაღაცნაირი დამოკიდებულება მაქვს მამრების მიმართ არ ვიცი რატო❤️ მარა გოგოც მინდა ერთი biggrin.gif
მე და შენ ვართ ანუ მეორე წრის კანდიდატებიი biggrin.gif

Posted by: ნაჭუჭა 10 Apr 2021, 18:19
QUOTE (gvanci25 @ 10 Apr 2021, 17:32 )
ნაჭუჭა
ბიჭები აქცევენ ხო ყურადღებას ❤❤მაგ მხრივ ნაკლები შიში გექნება აუ ხოოო და ყველას გოგო გონია და რა ეტყობა ამ ბავშვს გოგოსი ვერ ვხვდები გუშინაც ვიღაცამ მკითხა გოგოა? არა თქო ბიჭია ისეთი ლამაზი თვალები აქვს გოგო გვეგონაო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif არადა რეალურად წაბლისფერია თმა აქვს ზუტად ჩემი ფერი biggrin.gif მაგრამ სურათებში შავი უჩანს

ზუსტად მასე მეუბნებოდნენ ხოლმე საბაზე პატარა რომ იყო, თან კულულები ქონდა და იმდენჯერ მითხრეს გოგოაო გავბრაზდი და შევაჭერი თმა წლამდე gigi.gif ისე ლამაზი თვალები ბიჭს რატომ არ შეიძლება ქონდეს ვერ ვიგებ spy.gif უფროსები კი მეხმარებიან როცა სკოლაში არ არიან, ძირითადად შაბათ-კვირას ვართ პრინციპში სახლში და საგიჟეთში მგონია ხოლმე ხან თავი givi.gif
* * *
user posted image
აი ასე ართობენ ძამიკოს თუ თავისი საქმეები არ აქვთ
* * *
QUOTE (gogatakoo @ 10 Apr 2021, 18:07 )
ნაჭუჭა
ყოჩაღ შენ,♥️მეც დავიკელი 3 კილო რაც ძუძუს დავანებებინე თავი და მიხარია ძველ ფორმაში რო ჩავდექი.ჰაჰაჰა ხოო ეგ სურათი უნდა გავაკრა პირში რო მიყოფს ხელს,სურათში მეცინება თორე ისე უკვე ნერვოზი მაქ ცვეტში))))

ნეტა პირში მიყოფდეს ესეც, ძუძუებში მიძვრება მთელი დღე gigi.gif იქმება ზაფხულამდე გამიქაჩოს ნერვებმა gigi.gif ფორმაში ჩადგომა ძალიან მოვინდომე გოგო და ორსულობამდე რაც მქონდა ზედმეტი ისიც მოვიშორე gigi.gif ნუ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, ფორმაში როცა არ ვარ ცუდად ვგრძნობ თავს და თვითშეფასება მივარდება მუხლებს ქვემოთ lol.gif

Posted by: Glamurka 10 Apr 2021, 18:43
narkozeli
ძაან მინდა ბიჭი მაგრამ გაამართლებს თუ არა ის ერთი ცალი არ ვიცი თავიდან დაწყების ძალა კი არ მაქვს. ❤

Posted by: gvanci25 10 Apr 2021, 18:55
ნაჭუჭა
რა კარგია ნუ ასე თუ ისე გეხმარებიან რა ❤❤და სუ მარტო რიცა ზრდი ცოტა ძნელია არ ვწუწუნებ ვუცი რაღაც პერიოდია ცოტა რთული მაგრამ ხან ძააან ვიღლები ღამით რომ ვწვები თავი კაი ნაცემ ნაბეგვი მგონია biggrin.gif biggrin.gif ერთი რთული პერიოდი კიდე წინმ მაქვს სიარულს რომ დაიწყებს და რეაქტიული რაკეტასავით იქნებ facepalm.gif

Posted by: ნაჭუჭა 10 Apr 2021, 19:21
gvanci25
კი ნამდვილად რთულია, ცალკე ვცხოვრობთ ჩვენც და დამხმარეც არავინ მყავს ახლომახლო, მართალია ხან ყველაფერი მტკივა დაღლილობისგან, ტვინიც კი gigi.gif მაგრამ ყველანაირად ვცდილობ სრულფასოვანი ცხოვრებით ვიცხოვრო და დავტკბე უფლის საჩუქრით

Posted by: gvanci25 10 Apr 2021, 19:30
ნაჭუჭა
ნამდვილად ❤❤❤❤❤ჩვენი ტკბილი საჩუქრები არიან ❤❤❤

Posted by: takoo1 12 Apr 2021, 09:55
გოგოებოოო რომელ მაწონს აჭმევთ ბაღნებს? სანტინო ჯობია თუ სოფლის ნობათი?ხაჭოს სანტინოს ვაჭმევ ისე..
და მაწონს რასთან ერთად აჭმევთ პეჩენიასთან?

Posted by: makarena 12 Apr 2021, 10:01
gogatakoo
მაწონს სოფლის ნობათის საბავშვო, რადგან ნაკლებად მჟავეა და ხაჭოს მეც სანტინოს 6%-იანს.
მე კომბინაციას ვუკეთებ, ხაჭო, მაწონი და იოგურტი ერთად და 1 ცალი ლიბრეს უშაქრო პეჩენია.

Posted by: takoo1 12 Apr 2021, 12:29
makarena
ლიბრეს პეჩენია რომელია არ ვიცი,

Posted by: nionia 12 Apr 2021, 14:04
gogatakoo
QUOTE
აუ აბაა რამდენს ვჭორაობდით ♥️

ყველაზე ტკბილად მახსენდება ეგ დრო, კოვიდისტერიის მიუხედავად ბოლოსკენ :დდდ
QUOTE
მეორე წრეზე ვინ აპირებთ აბა გოგოებო?ძველი დრო როდის გავიხსენოთ ჰაჰა

აუ ყველა დამცინის რომ ვამბობ ორსულობა მენატრება თქოო :დდდ
გოგო ბაია მინდა სიგიჟემდე მაგრამ ქმარს ვერ ვითანხმებ lol.gif
* * *
narkozeli
QUOTE
მარტო ისპანახი უყველაფრო აქვს პლასმონს.

მადლობა გვანც, მაგას გავასინჯებ აუცილებლად.
ორი სამი დღეა ზუზუნებს კბილების გამო და მხოლოდ რამდენიმე კოვზს ჭამს სადილს, მაგის მადის მცოდნე რომ ვარ ვერ ვეგუები :დდდ
* * *
narkozeli
მაგ ჟირაფიან კომბინიზონს დავადგი თვალი ჯერ დაბადებულიც არ იყო, ისე მომწონს ვგიჟდები, კარგია ხომ გამოსაყენებლად?
ვაჩეს რომ დავუნახე გამახსენდა და ახლა 1 წლის დაბადების დღისთვის ვუყიდი jump.gif
ნაჭუჭა
love.gif ნამეტანი გყვარობ გოგონი, წუწუნი რომ მინდება სულ შენ გიხსენებ ხოლმე biggrin.gif

Tsitsi.la
ვიტამინებს არ იღებ? აუცილებელია
ისეთ დღეში ვიყავი დავლასლასებდი, მიშველა მაგრად
* * *
gogatakoo
რა წესია ასეთი სილამასე რომ ხარ გოგონი ა? chups.gif
ლუკიანეს რა ფერი აქვს თვალები?
თმა არც ჩემსას ქონდა, აგერ ძლივს დაეტყო ბოლოდროს ოქროსფერი ქოჩორი, ფერებში დედას ბიჭია ისე არ ვიცი biggrin.gif
gvanci25
love.gif სერიოზული კაცუნაა, ვერაფერს ვამბობ

ნაჭუჭა
QUOTE
ძუძუებში მიძვრება მთელი დღე 

გამარჯობა lol.gif
თან დამალვა არ უნდა აკადრო, ისეთ მსხვილ ცრემლებს დამაფრქვევს წამის მეასედში თან გაბრაზებული ჭყავის biggrin.gif

Posted by: narkozeli 12 Apr 2021, 15:49
gogatakoo

მე ვაჭმევ სოფლის ნობათის საბავშვოს და სანტინოს გაწურულ მაწონს.

ასევე თითქმის ყოველ დღე ვაჭმევ ჰუმანას იოგურტს.

nionia

კბილები დაუსრულებელი თემაა რა :/ 16 კბილი აქვს ამოსული და ბოლო 4 გაბრძოლება დაგვრჩა, დაიწყო ამათმაც ამოსვლა და 2 -3 თვეში იმედია ექნება 20-ვე სარძევე კბილი და დავისვენებთ :შ

QUOTE
მაგ ჟირაფიან კომბინიზონს დავადგი თვალი ჯერ დაბადებულიც არ იყო, ისე მომწონს ვგიჟდები, კარგია ხომ გამოსაყენებლად?
ვაჩეს რომ დავუნახე გამახსენდა და ახლა 1 წლის დაბადების დღისთვის ვუყიდი


კი ძაან კარგია, ორ ფერში გვაქვს, ეს მომწვანო 2 წელზე ზომაა და კიდევ შინდისფერი აქვს 3 წელზე love.gif ქართული ბრენდია ჟირაფი და იმათია <3

Posted by: NatiaGull 12 Apr 2021, 18:51
წეღან წავაწყდი ერთ ბაღს ფბზე "მონტესორი "ჰქვია. აი პირი დამრჩა ღია ფოტოები რომ ვნახე, მეთქი უეჭველი მანდ მიმყავს და ფასი რომ მითხრეს, გავშეშდი biggrin.gif
არადა ზუსტად ვიცი ეგეთ ბაღში ყველა ბავშვი ფრენა-ფრენით ივლის და განვითარდება...

Posted by: takoo1 12 Apr 2021, 18:54
nionia
რატოო biggrin.gif ჩემი თანახმაა ჰაჰაა
მეც ხანდახან მომენატრება ხოლმე თუ შეშლილი არ ვარ ამ ტყიურისგანbiggrin.gif დავისვენებ ეს ზაფხული კარგად და მერე ვნახოთ❤️
მადლობააა❤️გოგო რაღაც მუქი მწვანესავით ჯერჯერობით რიავიციიი
* * *
narkozeli
გოგო სანტინოს გაწურულს რატო რა სხვაობაა?პირველად რო ვაძლევ ჩვეულებრივით დავიწყო არ ჯობია?გაწურული უფრო ძნელი მოსანელებელი არ იქნება?
სოფლის ნობათი რატო არ მიყვარს არ ვიცი:| ვერ ვიტან მაგათ მაწონს.ჯობია სანტინოს?
* * *
გოგოებო კარაქს რომელი თვიდან აძლევთ?და რომელს?
აი რო მოვთუშო ხახვი მაგალითად სადილისთვის ხო შეიძლება ეგრე?ზეითუნი რო ჯობია ვიცი მარა ხანდახან ესე რო გავუკეთო თქო ვიფიქრე.

Posted by: nino84 12 Apr 2021, 22:57
gogatakoo
კარაქში შემწვარი არ მიმიცია ჯერ, ზეითუნი მაქ ოღონდ სპეციალურად შეწვისთვის რომელიცაა, კვირაში ერთხელ ვუმზადებ მოხრაკულს, წინა კვირას მაგალითად ისპანახი ჭამა ხახვთან მოთუშული, კარაქს ფაფაში ვუგდებ.
სოფლის ნობათის საბავშვო მაწონი მომწონს, არაა მჟავე. წლის და ერთი თვისაა
* * *
narkozeli
მადლობა, გვანც, მემგონო არაფერი დაუშავდება ზოგჯერ აფთიაქში ნაყიდ ქილის სადილს თუ ვაჭმევ,
* * *
აქ ყველა გახდომაზე წერთ და ვინმეს გასუქების პრობლემა გქონიათ? ეს წონა მგონი ბოლოს სკოლაში ვიყავი, ცოტასაც არ ვჭამ, მაგრამ ვერ ვიმატებ

Posted by: Tua 12 Apr 2021, 23:21
gogatakoo
თაკო კარაქზე მოთუშვა არგინდა, იყიდება სპეციალური შესაწვავი ზეითუნი არც სუნი აწვს არც გემო მეორე დაწურვის ძალიან ცოტა უნდა ❤
მე.მაქვს ბასოს ფირმის პატარას ვყიდულობ 8 ლარამდე ღირს და მყოფნის 5 თვე იშვიათად ვხრაკავ რამეს
user posted image

gvanci25
ველ1ამ ბექ ❤
* * *
NatiaGull
მათი ქაღალდს გადაამუშავებს ჩვეულებრივად, რაც ალექსანდრეს სალფეტკი აქვს ნაჭამი და ეხლა დაიწყო წიგნების ჭამა biggrin.gif
* * *
NatiaGull
მათი ქაღალდს გადაამუშავებს ჩვეულებრივად, რაც ალექსანდრეს სალფეტკი აქვს ნაჭამი და ეხლა დაიწყო წიგნების ჭამა biggrin.gif

Posted by: gvanci25 13 Apr 2021, 00:25
nionia
სერიოზული კი არა ყაჩაღია სუფთა გადაგვდგა სახლში გოგო სახლი დაშალა ნაწილ ნაწილ პლინტუსების კუუთხები გაანადგურა მტვერსასრუტი ჩართული არ მაქვს თან დასდევს და მერე ზედ აჯდება biggrin.gif biggrin.gif შნურებს ღრნის დამტენის თავებს ჭამს აი მეტი რა ვთქვა facepalm.gif facepalm.gif Tua სენქიუ დეარ ❣❣

Posted by: unusual 13 Apr 2021, 07:58
გოგოებო ფეხის ცერა თითზე კუთხეში გასიებული აქვს წითლად, ხელის შეხებაზე სტკივა, ალბათ ჩაბრუნებაა აქვს? ვის მივმართო ან რა მოვიმოქმედო? მალამო უშველის რამე?

Posted by: takoo1 13 Apr 2021, 09:15
nino84
ხო მეც ზეითუნს ვხმარობ იშვიათად მაგასაც,თუ ხორციანს არ ჭამს და 6 დღე კვირაში ხორცს ჭამს ეს)) მაწონს რასთან ერთად აჭმევ?
Tua
გოგო ვიცი ხოო მაქ ნაყიდი ზეითუნი არ ვხმარობდი პროსტა,კარაქი არარი საჭირო ზოგადად?ფაფაში რო გავურიო ან რავიცი,ეგ მაინტერესებდა.
მაწონს შენც სოფლის ნობათს აჭმევ?

Posted by: ნაჭუჭა 13 Apr 2021, 09:18
nionia
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
როგორ არის ბომბორა? აულაგდა გამონაყარი?

Posted by: makarena 13 Apr 2021, 09:19
gogatakoo
ლიბრეს პეჩენია აფთიაქებში იყიდება და შედარებით ყველაზე კარგია რაც არის ბაზარზე. ქართულია თან. აქვთ უშაქროებიც.

Posted by: ნაჭუჭა 13 Apr 2021, 09:21
QUOTE (NatiaGull @ 12 Apr 2021, 18:51 )
წეღან წავაწყდი ერთ ბაღს ფბზე "მონტესორი "ჰქვია. აი პირი დამრჩა ღია ფოტოები რომ ვნახე, მეთქი უეჭველი მანდ მიმყავს და ფასი რომ მითხრეს, გავშეშდი biggrin.gif
არადა ზუსტად ვიცი ეგეთ ბაღში ყველა ბავშვი ფრენა-ფრენით ივლის და განვითარდება...

უამრავი ბაღია სადაც ბავშვების განვითარებაზე ზრუნავენ და ბავშვებიც სიხარულით დადიან, არაა აუცილებელი ასტრალური ფასები ვიხადოთ მაინცდამაინც სახელის გამო gigi.gif მაგ მხრივ სკოლა უფრო მნიშვნელოვანია, აი მანდ მაქსიმუმი უნდა გაუკეთო ბავშვს

Posted by: takoo1 13 Apr 2021, 09:23
nino84
ადრე მქონდა 45 კილოს ვერ ვცდებოდი,ვჭამდი ძაან ბევრს და ვერ,,
მერე სირბილი დავიწყე და რო მოვდიოდი სახლში ვჭამდი ეგრევე,
მაგ დროს იმატებ.ხოდა ერთი ორი კილო მოვიმატე მახსოვს biggrin.gif
ეხლა ვერ ვიკლებდი პირიქით ძუძუზე რო მყავდა ბევრს ვჭამდი.54 კილო ვიყავი.ერთი თვეც არაა რაც დავანებებინე და უკვე 3 კილო დავაგდე.მეტი აღარ მინდა და ეხლა ვცდილობ ძაან არ გავხდე.
ჩვენ გიჟურ რეჟიმში რთულია ცოტა ეგ თემა,ღამე ჭამა ასუქებს ზოგადად და ეგ სცადე აბა biggrin.gif პური ჭამე ეგეც ასუქებს.
* * *
makarena
ააა ლიბეზე მეუბნები?ლიბე ვიცი კიი მარა რატომღაც არ მიმიწევს გულიsad.gif

Posted by: ნაჭუჭა 13 Apr 2021, 09:37
gogatakoo
მაწონს და ხაჭოს მე თვითონ ვუმზადებ მონასტრის რძეს ვყიდულობ ხოლმე, იქიდან გამომდინარე რომ მე თვითონ არ მიყვარს მაღაზიის რძის პროდუქტი მგონია რომ ბავშვებსაც არ მოსწონთ და ამიტომ gigi.gif არადა როცა კი მიყიდია სანტე ან სანტინო მიირთმევენ ჩვეულებრივად user.gif კარაქს ფაფაში ვუგდებ ხოლმე და პიურეში ზეითუნს, მოთუშვითჯერ არ ვუკეთებ არაფერს. მაწონს ხან პეჩენიით ვაჭმევ, სემპერს აქვს უშაქრო და ხან პლასმონსაც ვაძლევ, კი შაქრიანია მაგრამ კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ერთცალს ვუფშვნი ხოლმე , გემრიელია, პასტასთან ერთადაც მოწონს მაწონი, ხილშიც შემირევია და იოგურტივით ვაჭმევ
* * *
makarena
ლიბეს გულისხმობთ ალბათ, რამდენჯერაც ვიკითხე უშაქრო არ ქონდათ
* * *
gogatakoo
53 კილო ვარ მეც და კიდევ მინდა ერთიორი კილოს დაკლება gigi.gif მარა მავნე ჩვევა მაქვს გვიან ჭამა, თან მე ძალიან გვიან ვიძინებ და გამოსაფხიზლებლად ვჭამ სულ რაღაცას ვიცმუცნები ,რომ დავაძინებ ბავშვებს იმათ ნარჩენებს ხოარ გავაფუჭებ lol.gif

Posted by: takoo1 13 Apr 2021, 09:48
ნაჭუჭა
გოგო მეც არ მიყვარს მაღაზიის ნუ ზოგადად დიდად არ მიყვარს მე რძის ნაწარმი (რძის გარდა)და სოფლის ნობათი ხო მაგრად არ მევასება გემოზე და მეც ეგრე მგონია რო არ მოეწონება თქო.მონასტრის რძე ვიცი ვყიდულობ ხოლმე მარა ეგ ხო დაუმუშავებელი რძეა და რავიცი შეიძლება მასე?
პეჩენია რთული თემაა არ ევასება ამას სამნაირი გავასინჯე,მაწონთაან იქნებ ჭამოს თქო რავი.

Posted by: ნაჭუჭა 13 Apr 2021, 10:24
gogatakoo
მე რომელსაც ვყიდულობ ეს პასტერიზებულია თაკო და შეიძლება, რძე არ მიმიცია ჯერ რადგან ძუუზს ჭამს, ხაჭო და მაწონიც გვიან დავიწყეთ, დიდად არ გიჟდება არცერთზე. არადა მე თაყვანისმცემელი ვარ რძის პროდუქტების, მაწონი და ყველი ჩემი ყოველდღიური მენიუს ნაწილია, და რადგან სოფლის რძე/ მაწონზე ვარ გაზრდილი ვერ ვეგუები მაღაზიისას, ვერ ვატან გემოს gigi.gif ორცხობილები არც ანდრიას არ უყვარს, რა საჭიროა საერთოდ, პურის ღუღვნა უყვარს, უფრო ერთობა და ორცხობილას თავში მესვრის რომ ვაძლევ givi.gif ამას ზოგადად ტკბილი არ უყვარს, ბაბანსაც არ ჭამს ცალკე რამე მჟავე თუარ გავურიე, მაწონს მაგალითად ცარიელსაც მშვენივრად მიირთმევს

Posted by: takoo1 13 Apr 2021, 12:35
ნაჭუჭა
უი პასტერიზებული აქვს მონასტრისას?ეგ არ ვიცოდი თუ ქონდა.სად ყიდულობ?მე ხილ-ბოსტნებში წავაწყდი.
ამას უყვარს ხაჭო ბანანით.თითქმის ყოველდღე ჭამს და მაგიტო მინდარო მაწვნით ჩავუნაცვლო.ხოო ამასაც პური უყვარს ძალიან. პურთან ერთად რო ვაჭამო მაწონი თუ პეჩენია არ ჭამა?
მჟავე ამასაც უყვარს.ლიმონზე არც იჯღანება ისე ლოკავს biggrin.gif

Posted by: makarena 13 Apr 2021, 14:45
gogatakoo
ვაიმე ხო givi.gif ლიბრეს რატო ვეძახი. ლიბეს პეჩენია. სიტკბოს გარეშე. მე სულ მაგას ვყიდულობ. სედაც კვირაში 2ჯერ თუ ვაჭმევ 1-2 ცალს მასე ხაჭოსთან და იოგურტთან ერთად.

ხან არ მაქვს და მაგის გარეშე ვაჭმევ. არაა პრობლემა არანაირი.

Posted by: narkozeli 13 Apr 2021, 15:29
NatiaGull

მონტესორი აღზრდის მეთოდია, იტალიელი მარია მონტესორის რჩევების მიხედვით, ორი ბაღია მონტესორის სახელობის ერთი არის მონტესორის აკადემია და მეორე მონტესორის ბაღი-ქინდერვილი. ასე შორიდან მოგეწონება მარა სამწუხაროდ სულ რომ 2000 ლარი და მეტი იხადო ბაღში მაინც არ გაქვს გარანტია რომ ბავშვი კმაყოფილი იქნება და არ იტირებს sad.gif
რთული თემაა ბაღი user.gif


gogatakoo
გოგო სოფლის ნობათის საბავშვო იმითაა კარგი რომ მჟავიანობა არააქვს თორე მაწონი მაწონია რა biggrin.gif გაწურულ მაწონს კიდევ ბევრი სხვა პლიუსებიც აქვს, ქეთი ნემსაძის რჩევებში წავიკითხე და მაგიტომ ვაძლევ.

წლამდე ზეითუნს ვიყენებდი, წლიდან დავიწყე კარაქი, ნორდიკის ფაფაში ვუგდებ ხოლმე 1 ნაჭერ ქარაქს. ბოსტნეულს მაინც ზეითუნით ვუკეთებ დღემდე
* * *
ნაჭუჭა

აუ ბაღზე მართლა ეგრეა. ჩამოთვლილი რომ აქვთ ქართული, ინგლისური, რუსული, ფრანგული, არითმეტიკა და გონიათ რომ ამით მაგარ რამეს აკეთებენ biggrin.gif

არაფრით არ შეიძლება ბაღში ბავშვის მასე დატვირთვა, თამაშის სახე უნდა ქონდეს ყველაფერს და სულ არ მინდა 90 ენას და მათემატიკას სწავლობდეს ჩემი შვილი ბაღში. მთავარია ითამაშოს, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და ჯანსაღად კვებონ (შეძლებისდაგვარად).
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა კედლებს და ინფრასტრუქტურას, არამედ პირველ რიგში პედაგოგიკას.

Posted by: Tsitsi.la 13 Apr 2021, 17:34
Glamurka
მე კიდე გოგო, მეც ერთი დამრჩა და მეც მაგ ფიქრებში ვარ smile.gif ნეტა გოგო იყოს თქო. მაგრამ სადღაც იმასაც ვფიქრობ რომ შესაძლებელია მერე ჩვენითაც გამოგვივიდეს. ყველაფერი ხდება:*
* * *
ნაჭუჭა
gvanci25
ეჰ გოგოებო დამხმარესაც გააჩნიაsmile.gif მე ისე მაღიზიანებს ზოგჯერ ჩემი დედამთილი თავისი ,,ჩემ დროს ასე იყოთი”, ,,4 შვილი მყავს გაზრილი” და სხვა მსგავსი ფრაზა/ქცევებით რომ ზოგჯერ ვფიქრობ დღე და ღამეს გავაგენებ ოღონდ თავი გამანებოსsmile.gif))

Posted by: Tua 13 Apr 2021, 19:17
gogatakoo
გოგო კარაქს მე მაქს კვირაში 2ჯერ ვუკეთებ ფაფაში ცოტას და ისე საერთოდ არვურევ ზეთს ფაფაში არანაირს მხოლოდ ბოსტნეულში. კი მე ან სოფლის ნობათის საბავშვოს ვაჭმევ ან აგროჰაბის საბავშვოს პატარა ქილებია და კომფორტულია ჩემთვის.

Posted by: Glamurka 13 Apr 2021, 19:41
Tsitsi.la
გულით მინდა მაგრამ იმედი არ მაქვს მე ხომ 3ე ცდაზე გამომოვიდა. არადა თავიდან დაწყება ყველაფრის ისეთი რთულია :-(

Posted by: ნაჭუჭა 13 Apr 2021, 20:30
gogatakoo
ფერმერების მარკეტში ვყიდულობ, პური დიდად არაა სასურველი, მაგრამ უსაფუაროს თუ ჩაუყრი ხანდახან მაწონთან არც არაფერი უჭირს yes.gif

Posted by: Tua 13 Apr 2021, 20:57
Glamurka
ძალიან დიდი შანსია პირველი ორსულობის მერე შენითაც დარჩე , ძალიან ბევრია ეგეთი შემთხვევა ინვიტროს მერე ბუნებრივად რომ რჩებიან ორსულად ❤

Posted by: ნაჭუჭა 13 Apr 2021, 21:01
QUOTE (Tsitsi.la @ 13 Apr 2021, 17:34 )

* * *
ნაჭუჭა
gvanci25
ეჰ გოგოებო დამხმარესაც გააჩნიაsmile.gif მე ისე მაღიზიანებს ზოგჯერ ჩემი დედამთილი თავისი ,,ჩემ დროს ასე იყოთი”, ,,4 შვილი მყავს გაზრილი” და სხვა მსგავსი ფრაზა/ქცევებით რომ ზოგჯერ ვფიქრობ დღე და ღამეს გავაგენებ ოღონდ თავი გამანებოსsmile.gif))

აჰაჰ დედამთილი რა საყვარელია gigi.gif ჩემმა არ იცის ეგეთები მარა რათ გინდა , ცხრა მთას იქით ცხოვრობს gigi.gif
* * *
QUOTE (narkozeli @ 13 Apr 2021, 15:29 )

ნაჭუჭა

აუ ბაღზე მართლა ეგრეა. ჩამოთვლილი რომ აქვთ ქართული, ინგლისური, რუსული, ფრანგული, არითმეტიკა და გონიათ რომ ამით მაგარ რამეს აკეთებენ biggrin.gif

არაფრით არ შეიძლება ბაღში ბავშვის მასე დატვირთვა, თამაშის სახე უნდა ქონდეს ყველაფერს და სულ არ მინდა 90 ენას და მათემატიკას სწავლობდეს ჩემი შვილი ბაღში. მთავარია ითამაშოს, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და ჯანსაღად კვებონ (შეძლებისდაგვარად).
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა კედლებს და ინფრასტრუქტურას, არამედ პირველ რიგში პედაგოგიკას.

100% ით გეთანხმები yes.gif სკოლამდელ ასაკში მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს ბავშვი, სწავლა-განათლება მერეც ეყოფა, მთელი ცხოვრება აქვს წინ

Posted by: gvanci25 13 Apr 2021, 23:10
ნაჭუჭა
ჩვენთან ხშირად არ მოდის მაგრამ რო მოდის ხანდახან ძააან ზედმეტები მოსდის და ჩემს ქმარს რო გავხედავ ხვდება უკვე რო უნდა დააწყნაროს დედამისი biggrin.gif ჩვენ ძირითადად ჩაცმაზე გვიტრაკებს კანი უჩანს ეს უჩანს ის უჩანს დაააა ვერ ვაგნებინებ რო ამ ჩემ შვილს აე უყვარს გადაფუთნული სირული არაააა

Posted by: nino84 13 Apr 2021, 23:50
gogatakoo
მაწვნით იოგურტს ვუკეთებ, ბანანით და სულ ცოტა რძით. ხაჭოს და მაწონსაც ვაძლევ ბანანით ან შავი ქლიავის ჩირით, ვუვლენდერებ და ვუმატებ, გემრიელია. იშვიათად ლიბეს უშაქრო პეჩენიითაც ვაძლევ
* * *
Glamurka
მეც ერთი დამრჩა და მინდა უკვე დავგეგმო გადატანა, ასაკიდან გამომდინარე ვჩქარობ, თორე ისე დავიღალე ერთი წელიც დავიცდიდი. მე თან მეშვიდე ცდით გამომივიდა და ამ ბოლომ თუ არ გაამართლა თავიდან რა დაიწყებს.

Posted by: NatiaGull 13 Apr 2021, 23:58
gvanci25
მეც დედამთილი მაკავებს თორემ ტარზანივით ვატანტალებდი biggrin.gif
არ ფუთნის და არც მეკამათება, უბრალოდ სულ ეცოდება და ჰგონია რომ ცივა biggrin.gif
ეგ მგონი ბებოების სინდრომია biggrin.gif
ადრე ვბრაზდებოდი, ახლა უბრალოდ თუ რამეს მოაცმევს ვხდი და ეგაა.
ეგ თაობა სულ ჩათბუნული იყო ბავშვობაშ8 და მაგიტომ არიან მცივანები : D
* * *
nino84
რა ძლიერი ხარ ❤ .ბუნებრივად გყავს ხო გაჩენილი შენ ?

Posted by: gvanci25 14 Apr 2021, 11:36
NatiaGull
მეც ეგ მგონია ნათ ბებიების სინდრომი მარა ჩემი ქმარი კაი მცივანააა იყო ერთ დროს biggrin.gif და ვინ მიაჩვია ხო ხვდები ჩემი მაზლის შვილი ყავთ კიდევ მასე ჩაფუთნული გზრდილი და გუშინ იყო ჩვენთან და ჩააცვით ბავშვს მოაცვით ეს უჩანს ის უჩანს smile.gif) და მეთქი მე ისე არ ვზრდი ბავშვს როგორც პირველი შვილიშვილი გყავთ გაზრდილითქო ხანდახან გამაღიზიანებელია უკვე ეს ყველაფერი განსაკუთრებით დედის და ბავშვის პირადში რო ერევიან :|

Posted by: NatiaGull 14 Apr 2021, 13:52
გოგოებო, ჰიპის ფაფები ხომ არ შეიცავს შაქარს ?

gvanci25
ვაიმეე ჩემი ქმარიც მცივანაა და ვიცი რატომაც biggrin.gif

Posted by: nino84 14 Apr 2021, 14:16
NatiaGull
არა, საკეისროთი, თანდაყოლილი თრომბოფილოები მაქ და თან თვალებიდანაც ჩვენება მქონდა

Posted by: NatiaGull 14 Apr 2021, 14:23
nino84
მეც საკეისრო გავიკეთე. ანუ სადღაც 1 წელი გამოგდის ორსულობებს შორის შუალედი ხო ? და დაგრთო ექიმმა ნება ?
მე 2 წელი დაცდას ვფიქრობ..

Posted by: Ninico 14 Apr 2021, 14:33
თურქულ და ქართულ ბატატს შორის არის რამე განსხვავება? კარფურის თურქული კარგად მიირთვეს და მერე ვითომ ქართული ორგანული ჯობიათქო და სულ მაფურთხეს sad.gif რომ გავსინჯე შლამივით რჩება ენაზე.


* * *
Tsitsi.la
"ჩემ დროს ბავშვები კარგად ჭამდნენ" "შენი ქმარი პირდაპირ სუფრასთან გვეჯინა" "ვაიმე რა გაყინული ხელები აქვს, აბა ცხვირი გაგისინჯო" biggrin.gif
ისედაც დატანჯული ვარ ამათი წუნიაობით და სულ მბურძგლავს ხოლმე

Posted by: Glamurka 14 Apr 2021, 16:16
Tua
ღმერთმა გისმინოს ნეტა დავჩებოდე და ❤
* * *
nino84
მახაოვს შენი ამბავი ხო. 3ზე გამოვიდა ჩემი და ნერვოზი მაქ გაქანებული შენ მართლა მაგარი გოგო ხარ ❤
* * *
Ninico
რა რთული თემააა ჩემთან მეზობლები მასწავლიდნენ ჭკუას და ეგონათ რო ჩემს შვილს ისინი უფრო დააწყნარებდნენ როცა ტიროდა და მე ვერა lol.gif

Posted by: Tua 14 Apr 2021, 16:51
NatiaGull
კი ნათი უშაქროა ჰიპპ, ნუტრილაკიც, ნუტრიბენიც და სემპერი

მე დედაჩემი მასწავლიდა ეგრე ჭკუას და ეხლა აქეთ მეკითხება biggrin.gif დედამთილი არც იღებს რამეზე ხმას biggrin.gif


Posted by: nopiahopi 14 Apr 2021, 17:04
ლაქტაციის დედოფლებო,იქნებ გამიზიაროთ გამოცდილება biggrin.gif
7 დღის ბაია მყავს ძუძუზე და სულ მწყურია და შეიძლება ლაქტაციის ბრალი იყოს?
ზოგადად ძალიან იშვიათად ვსვამდი წყალს მთელი ცხოვრება და ახლა ვარ შეგიჟებული, სულ წყალი მინდება და ვსვამ biggrin.gif

Posted by: narkozeli 14 Apr 2021, 17:07
nopiahopi

ლაქტაციის დედოფლობამდე ძალიან ბევრი მიკლია მაგრამ გიდასტურებ რომ ნორმალური ამბავია biggrin.gif ბევრჯერ მქონდა წაკითხული რომ ძუძუს რომ აჭმევ საშინლად გწყურდება. მე არ მიჭმევია მარა გამოწველის დროს ლიტრობით ვსვამდი წყალს, მაშინ როცა ისე წყალი არ გამახსენდება ასი წელი biggrin.gif

Posted by: nopiahopi 14 Apr 2021, 17:46
narkozeli
აჰაა, ანუ ეგ ამბავია smile.gif
QUOTE
ისე წყალი არ გამახსენდება ასი წელი

ეგრე ვარ მარად და ახლა კიდევ იმდენს ვსვამ.. biggrin.gif თან ცივ-ცივი წყალი მინდება სულ

Posted by: ნაჭუჭა 14 Apr 2021, 18:24
გოგოებო ჩემი ბიჭის ანალიზის პასუხი მოვიდა , განავლის, არაფერი ბაქტერია არ ამოვიდა, არც სალმონელა რაზეც მეშინოდა, სუფთაა განავალიო მაგრამ ისევ თხლად გადის და აღარ ვიცი რა გავაკეთო, ახლა ლივიფლორი დაგვინიშნა პედიატრმა 5 დღე, მესამე დღეა დღეს, გუშინ ორჯერ გავიდა სქლად და ისე გამიხარდა მაგრა დღეს უკვე ოთხჯერ გავიდა ა ყოველი მომდევნო უფრო თხელი მასაა facepalm.gif რა გავაკეთოოოოო?
* * *
nopiahopi
კი ნორმალურია, დღემდე ეგრე ვარ , მიუხედავად იმისა რომ თითქმის მარტო ღამე და დილას ვაჭმევ მაინც ხან ისე მომწყურდება ზაფხულში მაგარ სიცხეში რომ იცის

Posted by: მზე 14 Apr 2021, 18:27
nopiahopi
კიი ძააან ჩვეულებრივი ამბავია.
ისე არ ვაჭმევდი ძუძუს გვერდზე წყალს თუ არ მოვიდგამდი biggrin.gif

Posted by: Tsitsi.la 14 Apr 2021, 18:39
Ninico
უფ რმდენიც გინდაsmile.gif) მთელი ფრაზების კორიანტებიsmile.gif))
* * *
nopiahopi
კი , ზუსტად მასე დამემართა და მეც ბევრი გავიკითხე და იცის მაგდ როს. განსაკუთრებულად მწყურდება როცა ვაჭმევ და აი მანდაც გამოყო დედამთილმა ძველი გადმონაშთი ფრაზებით თავი ,, ჭამის დროს არ დალიო რძე გაუცივდება ან გადასცდება” და რაღაც სისულელეები. ხოდა დალიე რამდენიც გინდა, მთავარია ჰიპერლაქტაცია არ გქონდეს, ზედმეტად ბევრი რძე თუ გაქვს მაგ დროს მაინც ბევრი სითხე არაა კარგი .

Posted by: takoo1 14 Apr 2021, 19:17
NatiaGull
კი უშაქროა ჰიპი,სემპერიც და ნუტრილაკიც,
nopiahopi
ნორმალურია,ძუძუს რო ვაჭმევდი მაგ დროს გიჟივით ხო ვსვამდი და ისედაც დღის განმავლობაში მინდებოდა სულ,არადა ისე არ მიყვარს დიდად წყალი.
* * *
Tsitsi.la
ჰაჰაჰა აი ეგ გავიფიქრე ეხლა რო ვწერდი,მაგას მეუბნებოდნენ წყალს რო ვსვამდი გადასცდებაო და აუ როგორი სახე მქონდა იციი,ბიჩ ფლიიიზ :| აი მსგავსი სისულელე არ ვიცი რა შუაშია ვაფშე რა გონიათ ნეტა რო რომ სვამ ეგრწვწ ძუძუებში ისხმება ეს წყალი?ძაან ღადაობაა რა biggrin.gif
* * *
გოგოებო გუშინ ოსპი გავასინჯე ლუკის ❤️ მგონი კარგად მოინელაა
დღეს მაწონი პეჩენიით მიირთვა და მოეწონა ძალიან ისე მიხარიაა❤️❤️❤️

Posted by: Tsitsi.la 14 Apr 2021, 19:24
gogatakoo
კი ეგრევე ძუძუდან ასხამს და თან ცივდება smile.gif)))) აი გონება მებინდება ეგეთ სისულელეებზე. თან აი სტატისტიკა და სამეცნიერო კვლევა რომ
დაუდო მაინც გეტყვიან რომ აგერ მშვენიერი ჯანმრთელი შვილები გაზარდეს . (ნიშნის მოგებით თავის მიმიკებითsmile.gif))) )

Posted by: NatiaGull 14 Apr 2021, 19:39
საინტერესო იცით რა არის, ასე იდენტური ფრაზები რატომ აქვთ ? აი ყველა ერთნაორად არასწორად რატომ არის ინფორმირებული, საიდან ?

Posted by: Tua 14 Apr 2021, 20:49
nopiahopi
ლაქტაციის დედოფალი არვარ მაგრამ , კიი ნორმაა სულ მშრალი მქონდა პირი და სულ მშიოდა განსაკუთრებით ღამე biggrin.gif განსაკუთრებით სნიკერსები და შოკოლადები , რაც მეტ წყალს სვამ უფრო მეტი რძე მოდის და ღამე მაგრად მაწვალებდა

ნაჭუჭა
გოგო რას აჭმევ? დიეტაზე გადაიყვანე ცოტახანი, კარტოფილის პიურე, კიდე ჰიპს აქვს ბრინჯის ფაფა უარაფრო ურძეო და ეგ, ანუ შეეცადე რძიანები არმისცე არაფერი, იქნებ ბუონა კომბიფლორზე და სტოპდიარზე კითხო შენს პედიატრს? ბუონა ელექტროლიტია იდეაში .

Posted by: Tsitsi.la 14 Apr 2021, 20:49
NatiaGull
ერთ დროში გაიზარდნენ, როცა მედიცინა უძლური იყო, არ არსებობდა კვლევები და გაიდლაინები და რაღაც გამოგონილ ისტორიებს ეყრდნობოდნენ და თუ ერთ ბავშვზე შემთხვევით დაემთხვეოდა და რამე დადებითად წაადგებოდა ვინმეს ვსოოო smile.gif))

Posted by: Glamurka 14 Apr 2021, 21:30
ვინმემ დამამშვიდეთ ლამის ვშიმშილობ და 8 -9კილო ისევ დასაკლები მაქ ვერ ვიკლებ რა გავაკეთო. ვინ რამდენ ხანში ჩადექით ფორმაში cry.gif

Posted by: ნაჭუჭა 14 Apr 2021, 21:36
Tua
დიეტაზე მყავდა და გუშინ და დღეს ხილი ვაჭამე, სემპერის პაუჩები რომაა, მეცოდება არა ბოსტნეული, არა ხილი, ეს კარტოფილის პიურეც არ უყვარს და არ ჭამს ფაქტიურად, დავიღალეთ უკვე, ფაფაც რძიანი მივეცი გუშინ, ისევ ურძეოები მივცე? ხო მაგ ჰიპის ბეინჯზე მყავდა ერთი კვირა მაგრამ დიდი შედეგი არაა , ვეღარ გავიგე რა გავაკეთო
* * *
Tua
დიეტაზე მყავდა და გუშინ და დღეს ხილი ვაჭამე, სემპერის პაუჩები რომაა, მეცოდება არა ბოსტნეული, არა ხილი, ეს კარტოფილის პიურეც არ უყვარს და არ ჭამს ფაქტიურად, დავიღალეთ უკვე, ფაფაც რძიანი მივეცი გუშინ, ისევ ურძეოები მივცე? ხო მაგ ჰიპის ბეინჯზე მყავდა ერთი კვირა მაგრამ დიდი შედეგი არაა , ვეღარ გავიგე რა გავაკეთო, მახსოვ შენ წერდი ასე დიდხანს გაუგრძელდაო, ვკითხავაგ წამლებზე, დიეტაზე გყავდა?

Posted by: Tua 14 Apr 2021, 21:45
ნაჭუჭა
ხილს მოერიდე საერთოდ ნუ აძლევ სანამ ბოლომდე არშეიკვრება , კი მე მყავდა დიეტაზე და ზუსტად ეგრე 2 კვირა დავიტანჯე დავტანჯე ბავშვიც და როცა პედიატრის დანიშნულმა წამლებმა არ აულაგა მერე მივმართე ჩემს მეგობარ ბავშვთა გასტრო ენტეროლოგს smile.gif

Posted by: takoo1 14 Apr 2021, 22:22
ნაჭუჭა
უი გოგო არ გინდა ხილი მითუმეტეს პაუჩი,მე კაი ხანი ამიკრძალეს მითუმეტეს თუ ამდენი ხანია ესეა,არ მისცე სანამ ბოლომდე არ შეეკვრება კუჭი.არც რძიანი ფაფა მისცე.
გეტყვი მე რას ვაჭმევდი ციციშვილშიც ეგრე მითხრეს.
სუპი მაგალითად ბრინჯიანი,ხორცი,პური,ბანანი,ხაჭოც შეგიძლია დაბალ პროცენტიანი.მაკარონს მაშინ არ ვაჭმევდი და ეგეც შეგიძლია სავარაუდოდ. ფაფები ურძეო მიეცი ცოტახანი რძე უშლის კუჭს,პირველ რიგში ეგ ამიკრძალეს მე.წყალსაც ნაყიდს აძლევ ალბათ ეგ კი გეცოდინება და მეტი რავიცი.
პედიატრმა რა წამლები დაუნიშნა?
* * *
Glamurka
მე მქონდა მომატებული 7-8 კილო და სანამ ძუძუზე მყავდა კილოც ვერ დავიკელი მაგალითადsmile.gif როგორც კი დავანებებინე 2 კვირაში 3 კილო დავაგდე.რძის პონტში ხო გვიანაც ჭამ ისედაც ხშირად ჭამ და გერგება რა მასეა.დიეტაზე ჯერ ვერ დაჯდები თუ ძუძუზე გყავს ცოდოა გოგო.

Posted by: nino84 14 Apr 2021, 22:38
NatiaGull
ჯერ არ მივსულვარ ექოზე, იმედია მშვიდობა დამხვდება, ზაფხულისკენ ვგეგმავ
Glamurka
უფ ნერვები არ თქვა, უკვე სუროგატს მთავაზობდნენ და ვიძალავე ფაქტიურად გადატანაზე

Posted by: Glamurka 14 Apr 2021, 23:12
nino84
სხვათაშორის მე მაგდენი არ მიწვალია მაგრამ დონორს მთავაზობდნენ მეც 3ე პუნქციამდე ჩემს ქმარს იმდენი სმეტანა ნიორი ხილი ვაჭამე ვერ ავღწერ. ბანანი ნიგოზი ეხლა კიდე არ მახსენდება. თანხაც რთული საშოვნელი იყო მანამდეც საკმაოდ ბევრი დავხარჯე წამლები ლიზამ მაჩუქა ზოგი თან ისე დადებითად იმოქმედა ამ გოგომ ჩემზე ვერ ავღწერ. ასევე ამ პერიოდში მამა ნაომთან ვიყავი ყინწვისში და დაგვლოცა და გადატანიდან 7დღეს უკვე მიჩვენა ტესტმა. ასე იყო ჩემი ამბავი
* * *
gogatakoo
არა ძუძუზე არ მყავს :-(

Posted by: ნაჭუჭა 14 Apr 2021, 23:15
QUOTE (Glamurka @ 14 Apr 2021, 21:30 )
ვინმემ დამამშვიდეთ ლამის ვშიმშილობ და 8 -9კილო ისევ დასაკლები მაქ ვერ ვიკლებ რა გავაკეთო. ვინ რამდენ ხანში ჩადექით ფორმაში cry.gif

შიმშილი ყველაზე არასწორი გზაა წონაში დაკლებისთვის, პიროქით დღეში რამდენჯერმე მირთვი პატარა ულუფებით, ამოიღე შაქარი, ცომეული და ცხიმში შემწვარი საჭმელი რაციონიდან, სვი ბევრი წყალი და თუ შეგიძლია ფეხით იარე ბევრი. ასე დავიკელი 4 თვეში 15 კილო, თან მარტო ძუძუზე მყავდა ბავშვი
* * *
gogatakoo
მადლობა თაკო, დავსვავ ისევ დიეტაზე სხვა რა გზაა, ისედაც უჭმელი ბავშვია და გული მიკვდება, ყველი და იოგურტიცა რა ალბათ ხო?

Posted by: Glamurka 14 Apr 2021, 23:20
ნაჭუჭა
ამოღებული მაქ ეგ ყველაფერი ბავშვი 23ში ხდება 2 თვის და ვფიქრობ იქნებ ჰორმონები არაა ჯერ დალაგებულითქო :-(

Posted by: NatiaGull 14 Apr 2021, 23:22
Glamurka
მე რაღა ვთქვა, ჯერ ისევ ორსულობის წონა მაქვს... ვერ დავადგი საშველი რომ დავკეტო პირი

Posted by: Glamurka 14 Apr 2021, 23:27
NatiaGull
აუ რა ცუდია :-( იცი როგორ მაკომპლექსებს? თავიდან რო გავაჩინე სულ ტკბილი მინდებოდა მაგრამ ეგ გადავლახე. ეხლა მხოლოდ გერკულესი გრეჩიხა პომიდორი და ყავა. ნათ რამდენი კილო გქონდა მომატებული?

Posted by: ნაჭუჭა 14 Apr 2021, 23:27
QUOTE (Glamurka @ 14 Apr 2021, 23:20 )
ნაჭუჭა
ამოღებული მაქ ეგ ყველაფერი ბავშვი 23ში ხდება 2 თვის და ვფიქრობ იქნებ ჰორმონები არაა ჯერ დალაგებულითქო :-(

შესაძლებელია, ზუსტად ორი თვე მქონდა გაყინული წონა და მერე დავიწყე კლება , ასე რომ მიეცი ცოტა დრო საკუთარ თავს❤️ ის ორი თვე არც ვაკონტროლებდი დიდად კვებას თუმცა მაინც ისე ვიკვებებოდი მიკვირდა იგივეს რომ მიჩვენებდა სასწორი, სავარაუდოდ ჰორმონები
* * *
Glamurka
ცილა დაუმატე რაციონს, დღის განმავლობაში რაციონის მახევრი მაინც ცილა უნდა იყოს თუ დაკლება გინდა, კვერცხი, მოხარშული ხორცი, ქათმის ფილე , თევზი, ყოველდღიურად უნდა მიიღო, მაგალითად დილას გერკულესი, მერე ბოსტნეული+ ხილი და საღამოს ცილოვანი საკვები.
* * *
NatiaGull
Glamurka
ფეისზე არის ძალიან კარგი ჯგუფი სწორი კვებით გასახდომად, კვება და ბალანსი, მოძებნეთ, ძალიან კარგი რჩევებია

Posted by: Glamurka 14 Apr 2021, 23:35
ნაჭუჭა
ვაიმე შენს პირს შაქარი იქნებ დავიკლო 2kiss.gif

Posted by: ნაჭუჭა 14 Apr 2021, 23:37
QUOTE (Glamurka @ 14 Apr 2021, 23:35 )
ნაჭუჭა
ვაიმე შენს პირს შაქარი იქნებ დავიკლო  2kiss.gif

იყოს არ მინდა, ამოღებული მაქვს შაქარი რაციონიდან gigi.gif დაიკლებ აბა რას იზავ❤️

Posted by: Glamurka 14 Apr 2021, 23:42
ნაჭუჭა
ენდოკრინოლოგის სწორი კვებით დავიკელი 9კილო ადრე. საერთოდ მთელი ცხოვრება გამხდარი ვიყავი მაგრამ ერთი პერიოდი მოვიმატე და ხასაიას დიეტამ მიშველა. მაგრამ ეხლა ესე საათობით ვერ დავიცავ
* * *
ნაჭუჭა
ჰაჰაჰა :-დ გაიხარე რა გამაცინე. მე ყავას ვერ ვსვავ შაქრის გარეშე ისე დიდი სიამოვნებით ამოვიღებდი მეც ❤

Posted by: ნაჭუჭა 14 Apr 2021, 23:58
Glamurka
საათობის დაცვა სულ არაა საჭირო, მთავარია საჭირო პროდუქტები მიიღო და კალორიებს არ გადააჭარბო, მე შუაღამისას ვჭამდი ხან, საათისთვის არ მიყურებია არასდროს

Posted by: Glamurka 15 Apr 2021, 00:01
ნაჭუჭა
ვერაფერში ვეღარ ვეტევი კატასტროფააა :-(

Posted by: ნაჭუჭა 15 Apr 2021, 00:02
Glamurka
ყავას და ჩაისაც უშაქროდ ვსვამ მაგრამ შავ შოკოლადს ვაყოლებ. ყავაში განა რამდენი შაქარი უნდა ჩაიყარო პრინციპში, ეგ არც არაფერია. მეც ყოველთვის გამხდარი ვიყავი, მაგრამ ყველა ორსულობაზე მოვიმატე საკმაოდ სოლიდური წონები facepalm.gif

Posted by: Glamurka 15 Apr 2021, 00:09
ნაჭუჭა
არ მინდა ვიწუწუნო ღმერთმა არ გამწირა და ულამაზესი შვილი მაჩუქა. მაგრამ მაგრად ვიგრუზები წონაზე რავქნა.

Posted by: ნაჭუჭა 15 Apr 2021, 00:09
QUOTE (Glamurka @ 15 Apr 2021, 00:01 )
ნაჭუჭა
ვერაფერში ვეღარ ვეტევი კატასტროფააა :-(

ნაცნობი მდგომარეობაა cry.gif თუმცა ნახავ მალე ჩადგები ფორმაში, ცოტა ხანი აცადე, მეცსტრესი მქონდა სერიოზული თავიდან რომ არ ვიკლებდი, თან გულს მიხეთქავდნენ მესამე ორსულობა, შეიძლებავეღარცდაიკლო და ათას სისულელეს მეუბნებოდნენ eek.gif

Posted by: Glamurka 15 Apr 2021, 00:12
ნაჭუჭა
რა მაგარია 3 შვილის დედობა.მაგარი გოგო ხარ ❤

Posted by: ნაჭუჭა 15 Apr 2021, 00:17
QUOTE (Glamurka @ 15 Apr 2021, 00:12 )
ნაჭუჭა
რა მაგარია 3 შვილის დედობა.მაგარი გოგო ხარ ❤

შევიფერებ user.gif 2kiss.gif ხან არ მჯერა რომ ეს სამი სხვადასხვანაირი არსება მე გავაჩინე gigi.gif

Posted by: Glamurka 15 Apr 2021, 00:19
ნაჭუჭა
განსხავებულები და ლამაზი შვილები გყავს❤

Posted by: Tsitsi.la 15 Apr 2021, 00:29
Glamurka
მე ლაქტაციის და ღამის თემების ფონზე თავისით ვიკლებ, არადა არ მეგონა, ვფიქრობდი ძაან დიეტები მომიწევდა . რამდენჯერმე 6 ის მერე ვცადე არ მეჭამა და ეგრევე რძის რაოდენობა შემიმცირდა და დავანებე თავიsmile.gif
ახლა ამინდები გამოვა კარგი და ბევრი სიარულის იმედი მაქვს .
ხომ იცი ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია, დაელოდე და აცადე შენს ორგანიზმს რომ დაალაგოს ყველაფერი

Posted by: Nnia 15 Apr 2021, 00:36
Glamurka
თუ დაგამშვიდებს გეტყვი რომ სამშობიაროში +27კგ შევედი. როცა ცხოვრებაში 45 კგს არ ავცილებივარ. ბოლო თვეში ისე გამივარდა წონა ვერ გავიგე. ჰოდა თავიდან მეც ვერ ვიკლებდი. ნუ არც ვცდილობდი დიდად მაწუხებდა მაგრამ ძუძუზე მყავდა და რაც მიხაროდა ყველაფერს ვჭამდი თან ტკბილს უზომოდ. ჰოდა ცოტახანში თავისით ჩამოვედი ჩემს წონაზე. ამიტომ ჯერ ადრეა მაგაზე ნერვიულობა. ფაქტიურად გუშინ გააჩინე.

Posted by: NatiaGull 15 Apr 2021, 02:34
Glamurka
30 კილომდე მქონდა ნამატი ❤ კაი ჩათუნთულებული გახლდი biggrin.gif

Posted by: Glamurka 15 Apr 2021, 03:40
Tsitsi.la
ვაცდი თავს ზემოთ ძალა არაა jump.gif
* * *
[b]Nnia[/b
+18 შევედი და 10 კილო ძლივს დავიკელი 1თვის განმავლობაში. სამშობიაროდან რო გამოვედი 1ლ დღეს მარტო 3 კილო მქონდა დაკლებული და გავგიჟდი ბავშვი მარტო 3კილო და 550 გავაჩინე lol.gif
შენ თავიდანვე გამხდარი ყოფილხარ კარგი მეტაბოლიზმი გაქვს love.gif
* * *
NatiaGull
ოჰო ყოჩაღ შენ ჩემსავით არაფერს არ დაიკლებდი ორსულობაში lol.gif სადაც მწვადი იყო და პიცა იქ ვიყავი popcorn.gif

Posted by: takoo1 15 Apr 2021, 09:50
Glamurka
უი ჯერ ადრეა გოგო 2 თვის თუ გყავს❤️ეხლა არეულია შენი ჰორმონები ჯერ,დაიკლებ უეჭველი ხელი შეუწყე შენ,ტკბილეული,პური -ცომეუილი ამოიღე და ცხიმიანი,სწორი კვება ყველაფერია.დიეტა არაა საჭირო საერთოდ.ჩემი დაქალი ვერ იკლებდა და ეგრე სწორი კვებით დაიკლო საკაიფოდ,ეხლა კიდე რაღაც სუპის დიეტაზეა biggrin.gif გაგიგებ თუ გინდა
ნაჭუჭა
არა არც იოგურტი არ გინდა ცოტახანი,მესმის მეც მასე ვიყავი ვერაფერს რო ვერ ვაჭმევდი მეც არ გადამდიოდა ლუკმა,ძალიან მეცოდებოდა მარა რას იზამ ცოტახანი როგორმე უნდა შეუზღუდო რა,პური ხო უყვარს?პური მიეცი ხშირად
Tsitsi.la
მეც მაგიტო ვერ ვზღუდავდი ეგრევე იპარებოდა სადღაც ჩემი რძე,საკმარისი იყო ერთი კვება ჩამეგდო.მაგიტო ვიყავი გაძლიერებულ კვებაზე 24 საათიbiggrin.gif
მეგონა დავრჩები 54 კილო სამუდმოდ თქო და კი დავიკელი 3კილო როგორც კი დავანებებინე.
* * *
Glamurka
ჰაჰაჰაა რა საყვარელი ხარ❤️პიცა და მწვადი კაიაა იფფ,კაი ხაშლამა და ჩაქაფული ჰაა? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ნაჭუჭა 15 Apr 2021, 09:58
gogatakoo
გახუხული პური უყვარს, თან კბილები არ აქვს და საცოდავად ღუღნის ხოლმე gigi.gif

Posted by: Glamurka 15 Apr 2021, 11:11
gogatakoo
ხაშლამა და ჩაქაფული იმდენად არა პიცა მიყვარს უზომოდ ასევე მაკდონალციც მაგრამ ყველაფერი ამოვიღე აღარ ვჭამ lol.gif


* * *
აბა გამიგე რა სუპის დიეტაზეა gogatakoo

Posted by: nionia 15 Apr 2021, 12:33
nopiahopi
გილოცავ გოგონი სკვიინჩა დაჩის 2kiss.gif love.gif
ბედნიერი დედიკო იყავი, კი იცი როგორ გგულშემატიკივრობდი უბრალოდ დამიგვიანდა მოლოცვა ჩემი ბიჭის გადამკიდე ზოგჯერ შემოვიპარები მაგრამ წერას ვერ ვასწრებ ისე გამაბუნძულებს ხოლმე biggrin.gif
QUOTE
ლაქტაციის დედოფლებო,იქნებ გამიზიაროთ გამოცდილება

აი ეს ჩემი თემაა კი :დდდდ
ითს ნორმალ, სვი და სვი წყალი ძაან კარგია, რაც მეტს დალევ მით უკეთესი, ყველაფერი რომ გეჭმევა ეგეც გეცოდინება, ალერგენები გასინჯე მაინც სიფრთხილით 2kiss.gif

Posted by: takoo1 15 Apr 2021, 12:37
ნაჭუჭა
ვაიმეე საყვარელიიი გოგო❤️ კბილების გარეშეც მშვენივრად ჭამენ,ლუკიანე ხორცს ისე ღეჭავს მე ვერ ვღეჭავ მასე biggrin.gif
Glamurka
სადაც ხორცი და ძეხვია იქ ვარ მეც biggrin.gif ხორცისტი ვარ უაზრო,შემილია ყოველდღე ვჭამო ვგიჟდები,უმსნრო ვუყურებ ეგეც კი მიყვარს biggrin.gif

https://marao.ge/silamaze/dieta/6691-ckhimismtsveli-supebi-kvirashi-minus-5-kg.html

აი აქ დევს პირველი რომ წერია ეგაა,წეღან მომწერა გუშინ დავიწყე და ერთი კილო დავიკელიო)) ცადე აბა ♥️

Posted by: nionia 15 Apr 2021, 12:40
gogatakoo
QUOTE
მე მქონდა მომატებული 7-8 კილო და სანამ ძუძუზე მყავდა კილოც ვერ დავიკელი მაგალითად როგორც კი დავანებებინე 2 კვირაში 3 კილო დავაგდე.

კარგი 15 მქონდა მომატებული, მეტი თუ არა, ისედაც დიდი წონის ვიყავი ორსულობამდე, ნუ ჩემს ჩვეულ წონაზე მეტის რა.
ხოდა ზუსტადაც ნაწუწნ კანფეტს ვგავდი 2 თვეში, პანდამ გააქრო ჩემი კილოგრამები, დღე ისე გადიოდა ხან ვერ ვჭამდი ლუკმასაც, ერთხელ შუა ბულვარში დავეცი ლამის, ზაფხული იყო და ლუკა პოლარეს ნაყინს ან ცხელ შოკოლადს ვიღებდი იქვე რომ ვსეირნობდით მაგით მედგა სული :დდდდ
* * *
ნაჭუჭა
აუ ახლა წავიკითხე გოგო ანდრია ამბები :/
მალე დალაგდებით რა იმედია.
ჩემსას აქვს უკეთესობა მაგრამ 2 კვირა მაინც უნდა გავიდესო, სიწითლეები ხან უქრება ხან ჩნდება, ველაპარაკე და ეგრე იცისო, ველოდები იმ კვირაში ირაკლისთან ჩავწერე

Posted by: Glamurka 15 Apr 2021, 13:16
gogatakoo
მეც მიყვარს ხორცი ძეხვი მაგრამ გერკულესს და პომიდორს ვჭამ :-დ
ვაა ვნახო აბა იქნებ დავიცვა

Posted by: takoo1 15 Apr 2021, 13:22
nionia
დადის გოგო შენი უკვე?ჩემი ჯერ არა და ეო დაიწყებს მოდელის ტანზე დამაყენებს მემგონი biggrin.gif არადა არ მინდა მეტი გახდომააა,50ს რო ჩამოვცდე მერე ისევ დავიწყებ ღამ ღამობით გამოსკდომას biggrin.gif
* * *
Glamurka
არ იქნება რთული ალბათ, ხო წერია დღეების მიხედვით,ერთი დღე ხილსაც ჭამ ბოსტნეულსაც და ა.შ
მშიერი არ ხარ, ნუ ეხლა სიამოვნებას ვერ მიიღებ იმ სუპის ჭამით მარაbiggrin.gif

Posted by: Glamurka 15 Apr 2021, 14:10
gogatakoo
სიამოვნებას ვინ ჩივის მთავარია შედეგი მქონდეს :-*
* * *
გამოკცხვარი კარტოფილი გერ გავიგე რანაირად უნდა გამოვაცხო თაკო

Posted by: ნაჭუჭა 15 Apr 2021, 14:48
nionia
გაუვლის არ ინერვიულო, წამალს ასმევ ხო? ამას ახლა ისევ ცხვირი გაეჭედა ორი დღეა, მშრალად თან და ალერგიული ხომ არაა მეთქი ვფიქრობ, გაციებულს ან ვირუსს არ გავს, ძლივს მოურჩა და რამდენიმე დღეში დაეწყო ისევ cry.gif ჭამა კიდევ სულ აკრძალა , აღარ შემიძლია ეს უჭმელობა მიღებს ბოლოს

Posted by: Glamurka 15 Apr 2021, 20:14
gogatakoo
კითხე რა ბოსტნეულის კუბიკები სად იყიდა?

Posted by: takoo1 16 Apr 2021, 09:22
Glamurka
გოგო გამომცხვარი კარტოფილი აზზე არ ვარ მაგას არ გამოუცხვია biggrin.gif ალბათ პირდაპირ რო აცხობენ კანიანად ელექტრო ღუმელში ეგ იგულისხმება.
ბოსტნეულის კუბი იგივე გალინა ბლანკაა,მგონი ყველგან იყიდება ამან ნიკორაში იყიდა იმ დღესbiggrin.gif
* * *
ნაჭუჭა
გოგო როგორაა?ვირუსებია ძალიან მოდებული ჩემი დიშვილებიც ცუდად არიან.კუჭში ისევ ისეა?

Posted by: Glamurka 16 Apr 2021, 10:17
gogatakoo
აქეთ არ იყო ჩემს უბანში მერე ვიყიდი მაშინ ნიკორაში

Posted by: Vanpersie18 16 Apr 2021, 10:25
კარგ საუკეთესო ორთოპედს ხოარ მიმასწავლით?

Posted by: ნაჭუჭა 16 Apr 2021, 11:03
gogatakoo
კი ისევ დღეში რამდენჯერმე გადის, ძალიან წყალივით თხლად არა მაგრამ მაინც აშლილი ქვია, ცხვირიც ისე ქონდა ღამე გაჭედილი გავათენეთ

Posted by: takoo1 16 Apr 2021, 19:34
ნაჭუჭა
უი გაციებული გყავს ისევ?მოკლედ რა სეზონია რა უბედურებაა. სამი დღეა ლუკისაც მუცელზე აქ დაყრილივით 5-6 წერტილი.ალერგიაა თუ რა ვერ გავიგე.ოსპი გავასინჯე და ვითომ მაგან მისცა ალერგია?მაწონიც გავასინჯე მარა არამგონია მაგის ბრალი იყოს მანამდე ქონდა.თუ ორივემ უქნა ვერ გავიგე.

Posted by: ნაჭუჭა 16 Apr 2021, 21:15
gogatakoo
გოგო გაციებულსაც არ გავს ვეღარ გავიგე, ხვალ ერიუსი უნდა ვუყიდო, ალერგიული მგონია უკვე, ამდენი ხანი გაციება რით ვერ მოურჩებოდა, სხვა ხველა და რამე არაფერი არ აქვს. რამემ ხომ არ დაკბინა მუცელზე? ალერგიამ სამი დღე არ იცის წესით

Posted by: საბისაბი85 16 Apr 2021, 22:51
გოგოებო 17 ოჰ პროგესტერონი 2.75 საშიშია? ნორმა 0.1 0.8

Posted by: alesandra 17 Apr 2021, 09:02
გოგოებო, ნორმალურ ენდოკრინოლოგს ხომ ვერ მირჩევთ ვაკეში ან საბურთალოზე? წნევა დამივარდა და ვერაფერს ვშველი..

ხასაიასთან დავდიოდი, მაგრამ ეხლა ფიზიკურად ვეღარ შევძლებ დიდ დიღომში წასვლას და საათობით რიგში დგომას.

Posted by: NatiaGull 17 Apr 2021, 09:11
alesandra
ციტოში თამარ მიქაშავიძე

Posted by: gvanci25 17 Apr 2021, 11:19
Glamurka
ზუსტად 10 თვეში ჩემ წონაზე ვარ ყოველგვარი დიეტების გარეშე ჯამში 12 მქონდა ნამატი დაჟე მგონი ეხლა იმაზე გამხდარი ვარ ვიდრე ორსულობამდე ასე რომ მე ვფიქრობ ჯობია დიეტებს თავი დაანები სუ თავისით დაიფერთხები ❤

Posted by: alesandra 17 Apr 2021, 16:31
NatiaGull
მადლობა დიდი!

Posted by: Glamurka 17 Apr 2021, 23:54
gvanci25
მაინც მეც ჩემსას მივეხმარები მე 17 კილო მოვიმატე ორსულობაში :-(
იმედია დავიბრუნებ ჩემს წონას ❤
* * *
აღარ ვიცი რა მოვიმოქმედო ბავშვს აქამდე მუცელი ფაქტიურად არ აწუხებდა თურმე გუშინწინ და დღეს არვიცი რეებს იმართებს ტირის წითლდება ისე არვიცი აი ძალიან. ვუმასაჟებ კიდეც თბილ წყალშიც ვსვავ რაც კი არსებობს ყველაფერს ვცდილობ მაგრამ ამაოდ მირჩიეთ რამე სანამ საგიჟეთში წამიყვანეს იმიტო რო ეს რო ტირის მეც ვტირი და გადავდივარ ჭკუიდან. ეხლა დაიღალა დაწყნარდა და დაიძინა

Posted by: takoo1 18 Apr 2021, 17:15
Glamurka
ვაიი პატარაsad.gifგოგო წამალს ასმევ რამეს?

Posted by: Glamurka 18 Apr 2021, 17:29
gogatakoo
კი ვასმევ რამოდენიმე მაქ მაგრამ არ შველის აღარ ვიცი რა ვქნა.

Posted by: Banaana 18 Apr 2021, 18:06
გოგოებო გამარჯობა. ვისაც ფორმულაზე გყავთ 40 დღის ბქვშვები რამდენ გრამს ჭამენ ან ჭამდნენ თუ გახსოვთ? 90ს ჭამს და რამოდენიმე დღეა წუწუნებს როგორც მორჩება ჭამას 120ს ვუკეთებ და 90 ჭამს და აღარ იდებს და ვერ გავიგე რა ხდება

Posted by: Glamurka 18 Apr 2021, 18:22
Banaana
მე მყავს ფორმულაზე 120 გაუკეთე და ხან შეჭამს ხან დატოვებს. 90ს რო ვუკეთებდი ხან 5 გრამის გამო ტიროდა

Posted by: Banaana 18 Apr 2021, 18:39
Glamurka მადლობა ზუსტად მასეა 5_10 გრამის გამო ტირის და ხან მეორე ჭამამდე არ იძინებს.

Posted by: takoo1 18 Apr 2021, 23:02
Banaana
ჩემი შვილი 90ს ჭამდა 3თვემდე,ინდივიდუალურია ეგრე ვერ გაიგებ,თუ ბოლომდე ცლის 90ს ყოველთვის ცოტა მეტი გაუკეთე,100-110 და ნახე,გრამების გამო ტირიან,ძუძუ რო არ ყოფნიდა რამდენჯერ 20-30 გამიკეთებია ფორმულა და ყოფნიდა.თუ დააკლდათ ტირიან ხოლმე.ცოტა მეტი გაუკეთო ჯობია და დატოვოს ვიდრე დააკლდეს.
Glamurka
ხოო ეს კოლიკები ცოტა რთული თემააsad.gif ჩემსასაც ქონდა არვიცი რთულად თუ ლაითად მარა ერთი პერიოდი ეგრწ ტიროდა და შველოდა წამალი,
რას ასმევ ისე?

Posted by: NatiaGull 18 Apr 2021, 23:57
Glamurka
ზუსტად რა ხნისაა ეხლა და ერთსა და იმავე დროს იწყებს ტირილს და გაჭინთვას ?

Posted by: Glamurka 19 Apr 2021, 06:38
NatiaGull
23ში ხდება ნათი 2 თვის. ბეიბი ქალმი ვუყიდე გუშინ და უშველა. კი საღამოობით ძირითადად მაგრამ გუშინ დღეც იტირა :-( გული მტკივა და მეც ვტირი მერე
* * *
gogatakoo
ესპუმიზანი ბებინოსი და მეტიგასტი ესენი მაქ ეხლა და ბეიბიქალმი ვუყიდე ამან უშველა და ღმერთმა ქნას ყველადღე გაჭრას

Posted by: takoo1 19 Apr 2021, 09:12
Glamurka
მესმის ხო რთულიაsad.gifმეც არ შემიძლია ბავშვის ტირილზე ცუდად ვხდები,
ესპუმიზანი არ შველოდა დიდად და ბობოტიკმა გვიშველა ჩვენ,ყოველდღე უნდა ჩაასხა კურსივით უტარებ.ნახე ეგეც თუ შეატყობ რომ ეგ არ შველის.

Posted by: NatiaGull 19 Apr 2021, 09:59
Glamurka
ცოტაც გაუძელი. მალე გაუვლის. 2 თვის და 2 კვირის იყო ჩემი

Posted by: Glamurka 19 Apr 2021, 12:28
NatiaGull
ამას ეხლა რო დაეწყო მქონდეს იმედი რო გაუვლის?
* * *
gogatakoo
ეს ბეიბიქალმი მომეწონა ძაან ამას რო დავამთავრებ მერე ბობოტიკს ვუყიდი და მერე იქნებ გაუაროს კიდეც რა :-(

Posted by: takoo1 19 Apr 2021, 13:28
Glamurka
ჩემსასაც მერე დაეწყო თავიდანვე არ ყოფილა მასე,ინდივიდუალურია ზოგს 5თვემდე აწუხებს,მაგრამ ალბათ იშვიათად. უფრო 3-4 თვემდე. მე მუცელზე ვაწვენდი ხშირად და ალბათ ეგეც შველოდა.დავიწვენდი ხოლმე გულზე და საათობით ეგრე ეძინა.ისედაც ზურგზე არასდროს დამიწვენია ლოგინზეც.დღე მუცელზე ან გვერდზე,ნუ ღამე მეშინოდა და მუცელზე არ ვაწვენდი,გვერდულად ვაწვენდი ხოლმე.

Posted by: Glamurka 19 Apr 2021, 14:18
gogatakoo
5 თვემდე რო გაგრძელდეს საგიჟეთის ბილეთი მექნება გოგო vis.gif ნეტა მალე გაუაროს

Posted by: NatiaGull 19 Apr 2021, 17:58
Glamurka
აქამდეც ხო ქონდა ხოლმე ზოგჯერ ?
კი გაუვლის. მაქსიმუმ 3 თვეზე გადის კოლიკა და გაზები 4ზე.
სხვა ყველაფერი გამორიცხე რომ აწუხებდეს ხო ?
სიამოვნებს მუცლის ჩათბუნვა მაგ დროს ?

Posted by: Glamurka 19 Apr 2021, 18:16
NatiaGull
კი ვედრაში ვსვავ ხოლმე და მოსწონს. ძაან იშვიათად ეგრე არასდროს არ უტირია :-(

Posted by: takoo1 19 Apr 2021, 21:00
Glamurka
არა ნუ გეშინია ძალიან იშვიათად მიყვებათ 5 თვემდე.4მდე მაქსიმუმ რა
შეიძლება პერიოდი აქვს და გაუაროს ყოველთვის არ ტიროდა ჩემი,ალბათ წამალი მოქმედებდა,კურსივით უტარებ ანუ ყოველდღე აძლევ იმ ბობოტიკს,ტირის თუ არა მაინც.

Posted by: Banaana 19 Apr 2021, 22:29
gogatakoo
კი გადავედით 120 გრამზე და ხან ჭამს ბოლომდე ხან ტოვებს 10_15 გრამს მაგრამ კმაყოფილია და აღარ წუხს საჭმლის გამო. Glamurka
მეც ბეიბიქალმს ვასმევ და კარგად შველის მთელი დღე გაზებზე გადის და იშვიათად რომ ძალიან შემოუტიოს. კოლიკეზი შველის რთულ სიტუაციაში 10 წუთში აწყნარებს

Posted by: Glamurka 20 Apr 2021, 00:25
Banaana
ბეიბიქალმთან ერთად კოლიკეზსაც აძლევ? კარგია?

Posted by: Na-Servus 20 Apr 2021, 00:56
გამარჯობა გოგოებო
მოვაღწიე შემოსახედად))
ჩემი ქალბატონი აღარ კადრულობს წოლას სულ უნდა ხელით ატარო))და ვეღარც ვიხედები
იმედია კარგად ხართ ყველანი<3
ეს ტუტუცობს,იცინის))ცდილობს მელაპარაკოს და ზედმეტი მონდომებისგან ხარ გული ერევა)))და ჯიუტად არ წვება მუცელზე
აარაფერში არ მგავს და მგონი დავიღუპე, სიჯიუტე გამოყვა ჩემი))))
* * *
Glamurka
მე მოვიმატე 25 კგ.ახლა წავედი კლებაში.3თვე დამჭირდა 11კილოსთან რომ აი მეჯახირა ახლა გააადვილდა კალორიებს ვითვლი და რომ დავაჩქარო ინტერვალებს ვაკეთებ, მე წონის ფონზე მცხელა სასტიკად ჩემი58 კგ უნდა დავიბრუნო მაისის ბოლოსკენ თორემ ზაფხულს ვერ გადავიტან

Posted by: Banaana 20 Apr 2021, 02:39
Glamurka
ბეიბიქალმს ყველა ჭამის წინ ვაძლევ და კოლიკეზს 0.5 მლ დღეში ოთხჯერ შეიძლება მაგრამ როცა ჭირვეულობს იმ შემთხვევაში ვაძლევ და 10 წუთში გადაუვლისხოლმე. უკვე ვიცი რომ საღამოს 7_8 სკენ უფრო უმატებსხოლმე მაგ პერიოდის ჭამის წინ 15 წუთით ადრე ვასმევ. დღეში 2ჯერ მაქსიმუმ 3 ჯერ გამოგვდის დალევა. ჩვენ შემთხვევაში ეფექტიანია და ხომ იცი ეგ ყველა წამალი ინდივიდუალურია. ზოგს ესპუმიზანი შველის მარიამს საერთოდ არანაირი რეაგირება არ ქონდა.

Posted by: Glamurka 20 Apr 2021, 04:41
Na-Servus
დაახლოებით ჩემი წონაც მასეა 59 ვიყავი და ჯერ სადაა. იმედია დავიკლებთ. ჩემი გოგოც შეეჩვია ხელში ჭერას ყველა ბავშვი მასეა ასე მგონია. როცა წუწუნებს აგყვავს და ეჩვევიან ❤
* * *
Banaana
ბეიბიქალმი ყოფილა ადამიანი ისე უშველა გამოვშტერდი ისე კარგად ძინავს ღამე. იმედია სულ მასე იქნება

Posted by: NatiaGull 20 Apr 2021, 14:44
მიქელაძესთან ვისაც დაგყავთ, თევზს 1 წლიდან ნიშნავს მართლა ?

Posted by: gvanci25 20 Apr 2021, 15:29
NatiaGull
1 წლიდან რატო ნააათ?

Posted by: NatiaGull 20 Apr 2021, 15:48
gvanci25
ფბზე დადო გოგომ მაგის კვების ცხრილი და უწერია თევზი წლიდანო და გამიკვირდა.
6 თვიდან ხო შეიძლება კალმახი და ორაგული
user posted image

Posted by: takoo1 20 Apr 2021, 17:44
NatiaGull
წლამდე არ ნიშნავს ბევრი პედიატრი,მეც არ მიმიცია ჯერ.
* * *
გოგოებო მასაჟისტი კარგი ვინ იცით? ჩემმა პედიატრმა გაუკეთე 10-15 ფეხზეო,რო არ დადის ჯერ ვითომ მაგიტო ჭირდებაო.სახლში დადიან თუ მე უნდა ვატარო?ფასიც თუ იცით,

Posted by: NatiaGull 20 Apr 2021, 18:26
gogatakoo
ძალიან მაინტერ3სებს რა მიზეზით არ ნიშნავენ. იქნებ ზუსტად ვინც იცის დაგვიწეროს.

გოგო მასაჟები რისთვის ოღონდაც ? 11 თვის ბავშვს რატომ სთხოვენ ირბინოს ?
ხომ დახოხავს ?

Posted by: takoo1 20 Apr 2021, 18:46
NatiaGull
აუ რავი ალბათ ალერგიულია?აზზე არ ვარ,ზოგი თუ ნიშნავს ალბათ შეიძლება მანამდეც,მე თავს ვიკავებ მაინც რავიცი.ოსპიც ეხლა გავასინჯე და მაწონიც.
გოგო წლის ხდება თვის ბოლოს,არა ირბინოს არა მარა ანუ მანეჟში როცაა უნდა გაყვეს კედლებსო,რო მოკოდებ ერთ ხელს უნდა გამოგყვესო და ეს არ შვება,პროსტა დგას რაsmile.gif))) ერთი ორი კვირაა ცოტა მეტი ხელებს გაუშვებს და დგას,დიდი ხნით ვერა ხან 10წამი ცოტა მეტი შეიძლება.აი ნაბიჯს ჯერ არ დგამს არცააქ სურვილი,ხოხვაც გვიან დაიწყო ამან არ ევასებოდა.ეხლაც არ გიჟდება დგას შტერივით და ხტუნაობს biggrin.gif

Posted by: ნაჭუჭა 20 Apr 2021, 22:57
gogatakoo
კაი თაკო რაღა დროს მასაჟებია, ჩაბარდა ეგ მოდა წარსულს, არ ჭირდება ჯანმრთელ ბავშვს მასაჟები და შელოცვა, გაივლის აბა რას იზავს, სად გეჩქარებათ, წლის მერე გაიარა დამოუკიდებლად ანდრიამ
* * *
gogatakoo
წლის და 10 დღის იყო რომ გაუშვა ხელი და გაიარა რამდენიმე ნაბიჯი და ერთი კვირაა რაც ხელმოკიდებული მოგვყვება ისიც იბრიცება და იქცევა, არადა დამოუკიდებლად დადის კარგად, ეგ ძალიან ინდივიდუალურია და საერთოდ არ მოეთხოვება ეხლა შენს ბიჭს ეგეთი რაღაცეები რაც ჩამოთვალე, ტყუილად უნდა აწვალო ბავშვი, ფული გადაყარო და პლიუს კიდევ ამ პანდემიის დროს რატომ უნდა ჩააგდო საფრთხეში. სხვათაშორის ადრე ყველას რომ უნიშნავდნენ მასაჟებს, უფროსებს ორივეს ჩავუტარე , პირველს ერთი კურსი და წლის და 1 თვის იყო რომ გაიარა, მეორეს ორი კურსი ჩავუტარე და წლის და 3 თვის იყო რომ დაიწყო სიარული lol.gif lol.gif lol.gif ანდრიამ ორივეს აჯობა დაუმასაჟებლად old.gif
* * *
NatiaGull
მეც მიქელაძის კვება მაქვს და ჩავხედავ ერთი, არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მე წლამდე მივეცი თევზი, 10 თვიდან როგორც მახსოვს
* * *
გოგოებო, ვისაც ძიძები გყავთ აბა შემეხმიანეთ, მხოლოდ ერთი დღე რომ დაისვენოს კვირაში რამდენი უნდა იყოს ანაზღაურება საშუალოდ? და კიდევ წლის ბავშვს ხომ არ გაუჭირდება ნეტა ძიძის შეცვლა? cry.gif

Posted by: gvanci25 21 Apr 2021, 09:55
NatiaGull
ჩვენ ვჭამთ რამდენი ხანია 7თვიდან დავაწყებინე ხორცეული და რავიცი

Posted by: takotatuli1989 21 Apr 2021, 11:48
თევზს რაც შეეხება, ვფიქრობ წლამდე შეიძლება იმიტომ არ ნიშნავდნენ რომ რითი არის გამოკვეთილი ის თევზი რასაც ვყიდულობთ კაცმა არ იცის. მე რო მყავდა რცხილაძესთან ჩემი შვილი 7 თვის მითხრა შეგეXლო თევზიც მიგეცა პირველი ხორცის სახითო მარა მე სემპერის ქილებით ვკვებავდი და ეგ არ მგონია საშიში იყოს და მაგიტომ მითხრა. მახსოვს გავიყიდე სემპერის და ჰუმანას ქილების საჭმელს რო ვაჭმევდი წლამდე და ეხლა ტყუპებზე ალბათ ვერ გავქაჩავ მასე. მიწა ვიყიდეთ, ხეხილი ჩავრგეთ და ბოსტანს ვაკეთებთ თბილისთან ახლოში, იმედია გაიხარებს და სტაფილო და კარტოფილი მაინც მექნება ბუნებრივ სასუქზე მოყვანილი.

Posted by: Tua 21 Apr 2021, 19:41
NatiaGull
ნათი თევზი არშეიება 6 თვიდან, არც კამახი და არც ორაგული, მე8 თვეში რომ გადავა მერე უნდა მისცე. მაგრამ კალმახი ზოგადად არაა რეკომენდირებული რადგან არის აუზის თევზი და არ არის გამდინარე წყალში ან ზღვაში ან ოკეანეში, შესაბამისად მასში არანაირი სარგებელი არაა.
* * *
gogatakoo
მასაჟები არსჭირდება ბავშვს თუ ორთოპედმა არდაუნიშნა, აღარაა რეკომენდირებული, ჯერ მიიყვანე ორთოპედთან და თუ ის გეტყბის კიო მერე გაუკეთე, რადგან მასაჟით შეიება მეტი ზიანი მიაყენო, თუ ხოხავს უფრო გვიან გაივლის წესით, ჯერ უნდა დაიწყოს ნივთებთან წამოდგომა და იმის გასწვრივ სიარული, ან თუ არხოხავს პირდაპირ ადგება და გაივლის, უბრალოდ ნუ დააძალებ.

Posted by: takoo1 21 Apr 2021, 19:56
ნაჭუჭა
გოგო რო არ ცდილობს მაგაზე ვნერვიულობ თორე ჯერ რო ვერ გაივლის ეგ ისედაც ეტყობა,აი ხო უნდა გაყვეს მანეჟში რო ზის,ეს ერთ ადგილას დგას,მასაჟები რას უშველის მაგას ვერ ვხვდები,ფეხს თუ არ დგავს როგორ მოანდომებს მერავიცი.
Tua
გოგო ხოხვითაც არ იკლავს თავს,ლოგინზე თუ ზის გახოხდება აიღებს რაღაცას და დაჯდება.არ უყვარს ხოხვაც.სულ ფეხზე დგას აი სულ,დღის უმეტესი ნაწილი ფეხზეა,ხელს მოკიდებს რამეს და დგას.უშვებს კიდეც ხელს და ჩერდება წამები.მარა ნაბიჯის გადადგმა აზრადაც არ მოსდის.მე რო ვატარებ ძლივს ადგამს ნაბიჯს ერთმანეთში ეხლართება ფეხები იშვიათად რო სწორად დადგას,აი მეკიდება ხელებზე არ უნდაო თითქოს,არადა წელი გამაგრებული აქვს საკმარისად რო ხელმოკიდებულმა იაროს.
რამხელა იყო შენი რო გაიარა?მგონია რო გვიანია უკვე წლის გახდება მალე

Posted by: Tua 21 Apr 2021, 21:36
gogatakoo
ჯერ ადრეა 1 წლის თუ არაა სიარულზე საუბარი, ალექსანდრე 11 თვემდე დახოხავდა, მიდიოდა კედელთან დგებოდა და კედელ კედელ დადიოდა ფეხები ამასაც ეხლართებოდა , მერე ზუსტად 1წლის და 2 კვირის იყო ხელი გაუშვა მოკლე.მანძილზე კედელს და დივანს და გადადიოდა ხელის მოკიდების გარეშე და ზუსტად 5 დღეში ანუ სადღაც 1.1წელზე ხელი გაუშვა სულ და მას მერე დადის, მაგრამ თავიდან მყარად მაინც ვერ დადიან სანამ ფეხებს არგაიმაგრებენ, ამიტომ აცადე ცოტახანი, მასაჟები ტყუილი ფულის ხარჯვაა არაფერს მოგცემსთუ ბავშვს პრობლემა არ აქვს, მერე მიიყვანე ორთოპედთან თუ არგაიარა 1.1წლისთვის, ყველა ბავშვი ინდივიდუაოურია ზოგი 10 თვეზე დარბის და ზოგი კიდევ 1.4 თვეზე იწყებს სიარულს რადგან ისე უფრო ეკომფორტულება, მაგისი სტანდარტი არ არსებობს, ეხლა ქუჩაში ხელის მოკიდების გარეშე დადის ჩვეულებრივად თავიდან დააფლასუნებდა ფეხებს სანამ გაუმაგრდებოდა biggrin.gif

Posted by: NatiaGull 21 Apr 2021, 22:13
Tua
გოგო 8თვემდე მეც არ ვაპირებ მიცემას, მაგრამ 1 წლიდან რომ უწერიათ მაგან დამაბნია.
თეო ზუსტად 6ის გახდა გუშინ და დღეში ერთხელ რძიან ფაფას და ერთხელ ხილფაფას ვთავაზობ ან ბოსტნეულის პიურეს (აფთიაქის) . და კვების მერე წყალს ვაძლევ ამ ასაკში საკმარისია ხო ?
უფრო მეტჯერ ხო არ უნდა ვაჭამო მყარი საკვები ?

Posted by: Tua 22 Apr 2021, 10:02
NatiaGull
ნათი 6 თვიდან ბოსტნეულიც შეგიძლია მისცე უკვე სადილად თუ გასინჯული აქვს რამოდენიმე სახეობა მაინც , სადღაც 8 თვიდან შეგიძლია უკვე საღამოს კვებაც მისცე წესით ანუ მესამე, მე 9ის იყო რომ დავუმატე საღამოს კვება, 6 თბიდან სრულყოფილად ვაჭმევდი, ფაფა დილით 10, მერე სადილი 2 საათზე , 4ზე ხილი ან შეგიძლია ხილი 12ზე აჭამო. 6 თვიდან კვებებს შორის უკვე 4 საათი უნდა იყოს როგორც წესი.

Posted by: nino84 22 Apr 2021, 10:56
gogatakoo
თაკო, წლის და ერთი თვისამ დაიწყო ჩემმა გოგომ სიარული დამოუკიდებლად, წლის რომ გახდა რცხილაძესთან მყავდა, რომ ვკითხე ჯერ არანაირი მასაჟიო, პოლიკლინიკის პედიატრმა კიდე ჩავუტაროთ კურსიო, რა თქმა უნდა არ დავუჯერე. მასაჟებზე ორთოპედი უშევბს როჰორც ვიცი და ასე ყველას არ ჭირდება.
Tua
თეა, რა თევზს აჭმევ ბავშვს? ორაგულს გაყინულს ყიდულობ?

Posted by: takoo1 22 Apr 2021, 11:39
Tua
ხოდა რავიცი რა პრობლემა უნდა ქონდეს.რო ვერ დგებოდეს კიდე მესმის და დგას ჩვეულებრივად პროსტა ფეხის გადადგმა არ უნდა,ჭოჭინით კი დადის სწრაფად ოღონდ ზედ კიდია ნახევრად biggrin.gif ეს დღეებია ჩავსვი იქნებ პრინციპი გაიგოს ფეხის გადადგმის და მოუნდეს უფრო თქო.დაველოდები მაშინ ერთი თვე,ვნახოთ რას იზამს აბა:*
თეო თევზს რომელს აჭმევ და სად ყიდულობ?
* * *
nino84
რა ჭირთ ამ პოლიკლინიკის პედიატრებს ვერ გავიგე,ხანდახან მგონია რო ძალით გატენიან რაა,აქ გვყავსო კაი მასაჟისტიო მეუბნება თანsmile.gif მოკლედ არვიცი მე მგონია რომ არ ჭირდება ეს მასაჟი და რავიცი აბა.დაველოდები ცოტახანი.
გოგო სანამ გაივლიდა დგამდა ნაბიჯებს ხელს რო კიდებდა რამეს?ეს არ მიყვება კედლებს დგას მარტო.

Posted by: nino84 22 Apr 2021, 16:21
gogatakoo
კი, დადიოდა ხელს რომ ვკიდებდით და თვითონ ეკოდა ხელი ან დივანზე ან ტელევიზორის დასადგამზე. ჭოჭიალაში მე არ ჩამისვავს, მშვენივრად ხოხავდა და ერთ დღესაც ისე გაიარა smile.gif

Posted by: takoo1 22 Apr 2021, 18:20
nino84
ხოდა ეს რო არ დგამს ნაბიჯს ალბათ მაგიტო მითხრა თქო,წლის ხდება და სანამ გაივლის მანამდე ხო უნდა გადადგას ერთი ორი ნაბიჯი. რამხელა იყო შენი რომ დაიწყო ეგრე ერთი ორი ნაბიჯის გადადგმა?

Posted by: Tua 22 Apr 2021, 20:44
nino84
არა აგროჰაბში ვყიდულობ ცოცხალ.ორაგულს და სიბასს.
* * *
gogatakoo
პოლიკლინიკოს ექიმები იქ არიან ჯერ 90იანებში smile.gif)) მაგიტო არდამყავს პოლიკლინიკოს ექიმთან საერთოდ, თევზს ორაგულს და სიბასს ვაჭმევ, 1 წლის რომ ხდება არაა აუცილებელი გადადგას მაინც და მაინც, მაგრამ ისე 12 კვირამდე მენჯბარძაყის
სავალდებულო ექო გაკეთებული გაქვს?

Posted by: narkozeli 22 Apr 2021, 23:24
gogatakoo

სულ არ გადაუდგია ვაჩეს ეგ ერთი ორი ნაბიჯი რასაც შენ ამბობ, პირდაპირ გაიარა ერთი წლიდან.
ტყუილად ნერვიულობ, არანაირი პრობლემაა არაა ბავშვმა მთავარია 18 თვემდე გაიაროს.

QUOTE
გოგო სანამ გაივლიდა დგამდა ნაბიჯებს ხელს რო კიდებდა რამეს?ეს არ მიყვება კედლებს დგას მარტო


საწოლში დადიოდა აქეთ იქით ხელის მოკიდევბით. ასევე ურიკა გვქონდა და ამ ურიკას დაათრევდა.
კედელ-კედელ არასდროს უვლია, პირდაპირ გაიარა ჩემმა. მანამდე ხოხავდა აქტიურად.

* * *
თაკო ჭოჭინა გაქვთ? მაგით დადის?

Posted by: nino84 23 Apr 2021, 00:35
Tua
სანდოა გაუყინავი? გამიგია ვითომ ალღობენ გაყინულს და როგორც გაუყინავს ისე ყიდიანო

Posted by: Unico 23 Apr 2021, 01:23
რჩევა მინდა აქაც ვიკითხო..
მოკლედ, ბავშვს ვერ ვარეგისტრირებ უბნის კლინიკაში, დაიკეტა გაურკვეველი ვადით. არადა სახლთან ახლოს მქონდა.

სადმე სხვა კლინიკა (მარტო აცრებისთვის მინდა) თუ იცით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, წავა საბურთალოც.
ისეთი, ბინაზე გამოძახებაც რომ ჰქონდეს user.gif თავდაპირველ რეგისტრაციაზე გამოვიძახებ პედიატრს და მერე მარტო აცრებისთვის ვივლით.

Posted by: narkozeli 23 Apr 2021, 01:37
Unico

მარჯანიშვილზე ვცხოვრობ მე და ზუსტად მასე, ჩემსავე უბანში მინდოდა, ბევრი რჩევით მივედი საბჭოს მოედანზე არსებულ პოლიკლინიკაში, პედიატრიც ნორმალური შემხვდა და აცრებზეც სულ იქ დამყავდა, ძალიან კმაყოფილი ვიყავი. 1 წლის რომ ხდებოდა ვაჩე, დაიხურა ეს პოლიკლინიკა და თვითონვე გადაგვამისამართეს მარჯანიშვილის თეატრის წინ, კლინიკა მედიმედში. საბუთებიც თვითონ გადაიტანეს, ჩემი თანხმობით რა თქმა უნდა.
1 წლის აცრა უკვე მედიმედში მოუწია. ნორმალური კლინიკაა, მე კმაყოფილი ვარ ამისიც ამიტომ გირჩევ თუ აქეთ, ჩუღურეთში გინდა. ახლა უწევს წლინახევრის აცრა რამდენიმე დღეში. ხალხი იგივე დაგვხდა ყველა, აცრის ხალხიც კი.

სახლშიც დადიან პედიატრები როგორც ვიცი. მე არ მყოლია არასდროს მაგრამ მითხრა ჩვენმა პედიატრმა დავდივარო. პედიატრიც იგივე დაგვრჩა ვინც პირველ კლინიკაში გვყავდა. ნინო ფუხაშვილი. აქაური გოგოები სხვებიც დადიან ნინოსთან.
თუ მარჯანიშვილი არ გაწყობს, დიდუბეში მედკაპიტალში შეგიძლია, წერეთელზე. ნინო მანდაცაა როგორც ვიცი.

Posted by: NatiaGull 23 Apr 2021, 10:58
Tua
მადლობა თეო, ჩემი ბავშვი არ ემორჩილება საათობრივ რეჟიმს. ისევ ცოტას ჭამს და ხშირად biggrin.gif

Posted by: Unico 23 Apr 2021, 12:26
narkozeli
მადლობა. გუგლში ეგ კლინიკა არ ჩანდა. ადგილით ახლოა.

მედკაპიტალი მირჩიეს, მაგრამ ისეთი შეფასება ჰქონდა პერსონალის მხრივ, ცოტა დავეჭვდი. ანუ ეგეც ნორმალურია და ტყუილად შევშფოთდი.

ორი კლინიკა მაქვს, მადლობა. დავრეკავ დღეს და დავაზუსტებ ^^


Posted by: Tua 23 Apr 2021, 12:32
nino84
კი მშრალი ყინულით ჩამოდის.

Unico
სახლში მოსვლითცრეგისტრაციას ვერ გაივლი უნდა მიხვიდე შენი პირადობით და ბავშვის დაბადების მოწმობით პოლიკლინიკაში, მე ვაჟას ევექსში მყავს აღრიცხვაზე დავდივარ მხოლოდ აცრებზე, ისე დამყავს სხვა პედიატრთან.

Posted by: narkozeli 23 Apr 2021, 13:23
Unico

მე ვიყავი ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა საბურთალოს მედკაპიტალში რეგისტრირებული, მერე ქართულ-ამერიკულში გადავედი, ნორმალური იყო მედკაპიტალი ნამდვილად, წერეთლის ფილიალზე ვერ დავიჩემებ.
ეს მარჯანიშვილის მედიმედზე ჯორჯიან მამსში წერენ ბევრს და კმაყოფილები არიან.

რეგისტრაციის დროს მისვლა აუცილებელია ნამდვილად. ანუ ერთი მისვლა უნდა მიხვიდეთ ყველა ვარიანტში

Posted by: Unico 23 Apr 2021, 15:40
Tua
narkozeli
ეს მისვლა ახლაა სავალდებულო თუ ადრეც იყო?

პირველზე სახლში მოვიდა და არ დამჭირვებია მისვლა, მერე მარტო აცრებზე დავდიოდით. ეს იყო 2017ში.. ახლა ეპიდემიაა ხო. ბევრ ხალხში სიარულს ვერიდები.ჯერ კიდევ ფრაქსიზე ვარ, 6 კვირაო ღუდუშაურმა და ჰემატოლოგმა კიდე, აბა 1 კვირა შეისვენე და მერეც თუ მაღალი გექნა, დავგეგმოთ დოზებით ჩამოსვლაო.
ეჰ, მეგონა მეორეზეც ბინაზე მოსვლით დამარეგისტრირებდნენ. sad.gif

Posted by: NatiaGull 23 Apr 2021, 16:57
Unico
მე დამყავს აცრებზე მედკაპიტალში წერეთელზე.
რიგები არ არის, წუთებში ვრჩებით ყველაფერს და მაგით მომწონს თორემ პედიატრი ვერ პედიატრობს biggrin.gif

Posted by: Banaana 23 Apr 2021, 17:32
გოგოებო შეკრულობას როგორ შველით? თვენახევრისაა ბავშვი ნუტრილაკის პრემიუმს ვაჭმევ, დღეში 2 კვება ნუტრილაკის რძემჟავათი ჩავუნაცვლე მაგრამ შედეგი 0. პედიატრმა პროლაიფი დაგვინიშნა მაგრამ არ მინდა წამალს მიეჩვიოს ვცდილობ კვებით მოვუწესრიგო. რა გამოცდილება გაქვთ ამ მხრივ?

Posted by: Tua 23 Apr 2021, 18:18
Unico
კი აუცილებელია, ეხლა ადმინისტრაცია გარეგისტრირებს და გაძლევს პოლისს საყოველთაოსი, ამიტომ ეგ გარდაუვალია, დაიცავი დისტანცია, +2 პირბადე ან კნ95 იყიდე 1 ცალი მაგ შემთხვევისთვის და ეგაა, ფრაქსი და კოვიდის გადადება ერთმანეთთან არაა კავშირში, მთავარია სულ შიშით არიყო. 2019ში დავარეგისტრირე მე და სავალდებულო იყო მაშინ და ეხლაც ეგრეა.

Posted by: emiblack 23 Apr 2021, 18:33
საღამო მშვიდობის , გოგოებო <3 მგონი ჩემი პირველი პოსტია აქ )) 19 დღის წინ დედად გადავიქეცი და შემოგიერთდით ყველაზე დიდი ბედნიერების მომნიჭებელი სტატუსით )) ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, სამშობიაროში აუღეს ბავშვს სკრინინგისთვის სისხლი ქუსლიდან და მითხრეს 2 კვირაში შეგეხმიანებიანო. გავიდა 2 კვირაზე მეტი და მხოლოდ ცუდი პასუხის შემთცხევაში რეკავენ თუ კარგი პასუხიც უნდა გამაგებინონ? ან ნომერი ხომ არ იცით სადაც მოვიკითხავ შედეგს?

Posted by: მზე 23 Apr 2021, 18:52
emiblack
ცუდი პასყხი რო ყოფილიყო დაგირეკავდნენ. სამშობიაროშივე რო დარეკო ვერ არკვევ?

Posted by: emiblack 23 Apr 2021, 19:23
მზე
მადლობა ))
სამშობიაროში ჩვენ არ ვიცითო თვითონ დაგიკავშირდებოდნენ რამე რომ ყოფილიყოო. ვაჟა ფშაველას 16 ნომერშია ეს გავიგე და გავივლი მაინც ალბათ .

Posted by: takoo1 23 Apr 2021, 19:36
emiblack
გილოცავ ❤️ მე ვიცი რო ცუდი პასუხის შემთხვევაში გირეკავენ,მაინც გადაამოწმე.

Posted by: Glamurka 24 Apr 2021, 00:07
emiblack
მე მალევე დამირეკეს 2კვირაც არუნდა. რამე რომ ყოფილიყო დაგირეკავდნენ ❤

Posted by: Tsitsi.la 24 Apr 2021, 08:55
როგორ ხართ დედიკოებო? ჩემი ბიჭი ბებოებმა
გააგუჭეს და სულ ხელში უნდა. დღის საათებში ძილსაც მოუკლო და იმდენი ენერგია მიაქვს , ვეღარ შემოგხედეთ.
მოკლედ გაზებმა გადაუარა ცოტათი და ღუღუნები დაიწყო და ლამის შევჭამო. ზოგჯერ მეშინია რამე არ ვატკინო მოფერებისგან smile.gif)))

emiblack
კეთილი იყოს შენი მობრძანება. ბედნიერი დედობა :*
* * *
Glamurka
3 კვირიდან დაეწყო და დღემდე უგრძელდება, მაგრამ უკვე იშვიათად აწუხებს. აი რა არ ვცადე და ძალიან ინდივიდუალურია , უნდა იპოვნო ის წამალი რომელიც შენ გოგოს მოუხდება. მე ბობოტიკი მომეწონა. ბეიბი ქალმიც კარგია.
ფეხების ვარჯიშებია კიდე მარგი ეგრევე გადიოდა გაზებზე. მაგრამ აი კოლიკებს არ შველის არაფერი რა, დრო უნდა მაინც . ცოტა გაუძელი და მალე გავა დრო და ნელნელა გაუვლის.

Posted by: Glamurka 24 Apr 2021, 12:09
Tsitsi.la
შველის აღარ შეუწუხებია ჯერ ჯერობით მადლობა უფალს. გოგო ხელში უნდა ამასაც სულ. ვცდილობ რო იწვეს ხან შეზლონგზე ვაწვენ მაგრამ დიდხანს არ ჩერდება ყველა ბავშვი ასეა

Posted by: Tsitsi.la 24 Apr 2021, 13:25
Glamurka
კი ალბათ, ჩემიც ძალიან ცოტა ხანს ჩერდება შეზლომგზწ და ხალიჩაზე. მაინც ხელში ურჩევნია ყველაფერს , დაძინებითაც ხელში ისე ტკბილად იძინებს ვერც მას და ვერც ჩემ თავს ვერ ვაკლებ ამ სიამოვმებას . იმედია ძაან არ გავაფუჭებ biggrin.gif

Posted by: narkozeli 24 Apr 2021, 15:24
emiblack

welcome, თუ არაფერია,შეიძლება არც დაგიკავშირდნენ:*

Tsitsi.la

ძიძას სულ ხელში ეჭირა ჩემი ვაჩე და გულში ჩახუტებული დაყავდა :დ მეც მეშინოდა არ მიეჩვიესთქო მარა რავიცი, არც საწოლი გაუპროტესტებია არასდროს და არც ხელში ჭერისთვის არ გვაქვს რეალურად დიდი პერიოდი, ისე მალე იზრდებიან. ჯერ ხოხავენ, მერე დადიან და მოკლედ, არ ინერვიულო მაგ თემაზე :*

Posted by: nopiahopi 24 Apr 2021, 16:04
narkozeli
დესპებში შენზე ვჭორაობთ )))

Posted by: narkozeli 24 Apr 2021, 18:39
nopiahopi
შემოვიხედე :დ ❤️

Posted by: mmaarriiaamm123123 24 Apr 2021, 19:03
პროვეტ გოგოებოო ❤️❤️ შემოგიერთდით მეც და რათქმაუნდა მოვედი კითხვებით სიცხეები მაქვს 38 გუშინ არ მქონდა დღეს 38.7მაქვს მკერდი ცოტა მტკივა მაგრამ გამაგრებული არ მაქვს მაგრამ მაინც მკერდს ვაბრალებ, იცის ესე მკერა?? ვინმეს გქონიათ ესეთი შემთხვევა?

Posted by: Nnia 24 Apr 2021, 22:04
mmaarriiaamm123123

ჰეი <3 შიგნით მკერდში სადმე თუ გრძნობ სიმაგრეს? თუ იწველი წველის დროს ის ადგილი დაიმასაჟე სადაც სიმაგრეა. ან ძუძუსთავზე სადმე თეთრი წერტილი ხომ არაა? შეგიძლია ბავშვის კვების დროს დაიმასაჟო ის ადგილი ან დაკიდებულ პოზაში აჭამო თუ შეძლებ.

Posted by: nionia 24 Apr 2021, 22:11
mmaarriiaamm123123
გამარჯობა.
გამმაგრებას ნუ დაელოდები, აჯობებს ცხელი შხაპის მერე გამოიწველო+ ბავშვს აჭამო.

Posted by: Tua 24 Apr 2021, 22:31
mmaarriiaamm123123
კი იცის, სავარაუდოდ სადღაც გამაგრება გაქვს, ბავშვს რომ.აჭმევ მერე აუცილებლად გამოიწველე ან ცხელი დუშის წვეშ გამოიწველე ორივე ხელი მოკიდე და ისე, სადაც გამაგრებაა თუ გიხურს კომბოსტოს ფოთლები უნდა დაიფინო, სიცხეზე პარაცეტამოლი შეგიძლია დალიო, მასაჟისტი ალბათ ვერ მოვა თუ ტესტი არგაწვს კროონაზე გაკეთებული.

Posted by: NatiaGull 24 Apr 2021, 23:10
mmaarriiaamm123123
ვაიმე მე სულ რბილი მქონდა მკერდი მაგრამ სიცხეები 40. ანუ აუცილებელი არ არის გარედან გრძნობდე სიმაგრეს.
1. ზღვის მარილიან ცხელ წყალში ჩაყავი 15 წუთამდე და მერე დაიმასაჟე
2 ცხელი შხაპი
3. კომბოსტოს ფოთლები ჩაიფინე რამდენიმე საათი
4.დაკიდებული პოზით აჭამე ბავშვს
5. თუ რძე ბევრია პიტნის წვეთები დაიწვეთე, ამცირებს ცოტა
6. სავარცხელი დაისვი იღლიიდან კერტებისკენ

იმედია გაამართლებს რომელიმე. ის სიცხეები რომ მახსენდება ახლაც მაჟრიალბს

Posted by: Tua 24 Apr 2021, 23:34
NatiaGull
ვისაც სადინარების პრობლემა გვაქვს ყველას გოგვიცდია ეგ, მე კიდევ კარგი სიცხე არმომცა ,აგრამ ხელით გამოწველა დუშის ქვეშ არის ყველაზე ეფექტური

Posted by: emiblack 25 Apr 2021, 08:23
gogatakoo
Glamurka
Tsitsi.la
narkozeli
მადლობა გოგოებო დიდი <3

გვნცა, მიხარია რო მსუბუქად გადააგორე და ბიჭებს არ გადაედოთ , ვადევნებ თვალყურს, უბრალოდ ვერ ვწერ.
ჩემიც ხელში ნებივრობს ))) სინართლე გითხრათ ნეც მსიამოვნებს და იყოს, ისე უცებ გაიზრდება მინდა ეს დრო შევირგო ))
mmaarriiaamm123123
აბა როგორ ხარ? დაგეხმარა გოგოების რჩევები?

Posted by: mmaarriiaamm123123 25 Apr 2021, 17:01
Nnia
nionia
Tua
NatiaGull
emiblack
ყველა ერთად დაგთაგეთ :დ გამაგრება არ მაწვს მემგონი უფრო ბევრი მაწვს ვიდრე ჭამს და იმიტო ვიწველი ეხლა და დღეს არ მქონია იქნებ გადავრჩე ძლივს დავდივარ ისედაც ნაკერები მაქვს და მერე სიცხე თუ დამემატება ხო საერთოდ დავარდნილი ვარ

Posted by: nino84 25 Apr 2021, 17:08
narkozeli
გვანც, მემგონი შენ წერდი ადრე ყველის ჩხირებზე, რამე სპეციალური საბავშვოა? სად ყიდულობ აფთიაქში? დასახელება შეგიძლია მომწერო?

Posted by: mmaarriiaamm123123 25 Apr 2021, 19:57
უი ხო ლაქტაციის ჯგუფში ეგენი სუ წავიკითხე მაგრამ საქმე იმაშია რო არც წერტილი ამწვს და არც გამაგრება

Posted by: NatiaGull 25 Apr 2021, 20:53
Tua
ეჰ თეო, სულ დუშის ქვეშ ვიდექი. ისეთი ცხელი იყო, ლამის დუღდა წყალი მაგრამ მაინც ვერ ვშლიდი biggrin.gif რძე მომდიოდა მაგრამ ბოლომდე ვერ.

შენ რა პრობლემა გაქ სადინრებზე ? მე გითხარი რა მითხრეს ეხოზე 3 თვეში რომ შევამოწმე ?

Posted by: Glamurka 25 Apr 2021, 22:05
NatiaGull
ნათ 2თვის შენი გოგო რამდენ გრამს ჭამდა? ❤ აცრა უწევს უკვე და დამაკვალიანე როგორ მოვემზადო რა მქონდეს სახლში

Posted by: NatiaGull 25 Apr 2021, 22:45
Glamurka
90ს ჭამდა 2 საათში გოგო.
მე მხოლოდ პლასტირს ვაკრავ ხოლმე აცრის მერე რომ გრილად ჰქონდეს.
სახლში მაინც მაქვს ნუროფენი თუმცა არ დამჭირვებია. არცერთ აცრაზე ჰქონია სიცხე ან ჭირვეულობა.

Posted by: Nnia 25 Apr 2021, 22:46
mmaarriiaamm123123

ეცადე ძაან არ დაცალო ხოლმე მკერდი თორემ ჰიპერლაქტაციას დაიმართებ. პირველ კვირებში ბევრი გამოწველა არაა რეკომენდირებული.

Posted by: Glamurka 25 Apr 2021, 23:06
NatiaGull
ნუროფენი სიროფია. ხან 2საათშიც მიმიცია ნათ. ხან ეხლა 120ს ჭამს და არ ყოფნის 30გრამს ვუმატებ ხოლმე მაგიტო მაინტერესებდა. მადლობა ნათ შენი იმედი ყოველთვის მაქვს ❤

Posted by: NatiaGull 25 Apr 2021, 23:08
Glamurka
ნუროფენი სიროფია კი. 38.5მდე თუ ავა მაშინ ასმევ. იმედია არ ექნება სიცხე შენსასაც ❤
გოგო აჭამე თუ ჭამს, შუალედს არ აკეთებს დიდს ?

Posted by: Glamurka 25 Apr 2021, 23:36
NatiaGull
კი იშვიათად რო 2 საათში მივცე ან 2საათ ნახევარში. უფრო 3 საათში ჭამა ხან გადააცდენს ხოლმე ნახევარი საათი. ღამე კი 6 საათს მაინც აკეთებს შუალედს ხან 7საც

Posted by: nopiahopi 26 Apr 2021, 05:37
NatiaGull
Glamurka
ხელოვნურს რომელს აჭმევთ ბაიებს?

Posted by: NatiaGull 26 Apr 2021, 08:24
nopiahopi
გოგო, მე ფრისო გოლდზე მყავს.

რას შვება შენი ბიჭი, როგორ არის ❤❤

Posted by: Glamurka 26 Apr 2021, 10:59
nopiahopi
ნანის ვაჭმევ რაც სამშობიაროში აჭამეს

Posted by: Tsitsi.la 26 Apr 2021, 12:59
narkozeli
აუ კიი, ისედაც მალე იზედებიან.. მინდა მაქსიმალურად ჩავიხუტო <3
* * *
mmaarriiaamm123123
მკერდზე გოგოებმა
ყველაფერი დაგიწერეს უკვე და ისე ნაკერმაც იცის ხოლმე სიცხე, ჯვარიგწერია შენ. თუმცა მაინც ნახე დაითვალიერე კარგად, სიწითლე არ ქონდეს სადმე ან რავი.. უფრო მკერდი იქნებაა ...
* * *
nopiahopi
გადაგყავს ხელოვნურზე???

Posted by: anibani18 26 Apr 2021, 20:18
გამარჯობა, გოგონებო. შემდეგი კითხვები მაქვს:
1. ხაჭო, იოგურტი, ყველი 7 თვიდან შეიძლება მივცე?
2. ხაჭო და იოგურტი ხემსია სავარაუდოდ. სწორი ვარ? თუ ხემსია ხილი მაქვს ერთი ხემსად და ხან ხილი ვაჭამო ხან იოგურტი თუ მეორე ხემსი დავამატო?
3. თუ ბავშვი არ ჭამს 4-5 სუფრის კოვზ ფაფას, მაგრამ რასაც ჭამს, 1,5 კოვზს, ყოფნის და რძესაც არ სვამს, საჭიროა თუ არა კიდევ მიცემა ფაფის, რომ სრულად მივცე 4-5 სუფრის კოვზი?
4. რომელი სახის ბურღულეული შეიძლება მივცე 7 თვის ბავშვს?
5. ხორცი ყოველ დღე ვაჭამო? ასე მირჩია პედიატრმა.
6. სადილს ხშირად ვუმზადებ ხილით და მოსწონს ასე ძალიან, მაგალითად, ბროკოლი, სატაცური და მსხალი გვიყვარს ძალიან, ამას ზეთს არ ვუმატებ და სწორია ალბათ ჰო?
7. კვერცხი როდის გავასინჯო?
8. ნუტრიბენის მეორე ნომერი ვიყიდე. კარგია?



Posted by: nopiahopi 26 Apr 2021, 20:34
NatiaGull
QUOTE

გოგო, მე ფრისო გოლდზე მყავს.


მეც ეგ მაქვს smile.gif

Tsitsi.la
QUOTE
გადაგყავს ხელოვნურზე???

არა, უბრალოდ ვიკითხე. ჯერ ყოფნის ბუნებრივი. ფრისოს ვაძლევ ხოლმე თუ ძუძუს დამიცლის. გუშინ ღამე 2 საათში ერთხელ ითხოვდა და დილით აღარ მქონდა წვეთი დარჩენილი და ხელოვნური დავუმატე. მერე ჩამიდგა ისევ კარგად..

NatiaGull
QUOTE
რას შვება შენი ბიჭი, როგორ არის ❤❤


კარგადაა smile.gif ცოტა მოიმატა მგონი, შეევსო სახე. თითებიც მთლად ვერმიშელებივით აღარ აქვს biggrin.gif ზეგ მიმყავს აღრიცხვაზე და აწონიან smile.gif იმედია ყოფნის ეს კვება. თუ არადა დავუმატებ ხოლმე ხელოვნურს.
* * *
Glamurka
QUOTE

ნანის ვაჭმევ რაც სამშობიაროში აჭამეს

ჰერაში ნუტრილაკს აძლევდნენ და მე ფრისო ვუყიდე სახლისთვის.

Posted by: Tua 26 Apr 2021, 23:31
NatiaGull
მე სადინრების პრობლემა.მაქვს, ვიწროა ჩემი სადინრები და სულ იჭედებოდა, სულ მიმაგრდებოდა , ეგეტ ლაქტაციას და ტანჯვას ყველაფერი.მერჩივნა smile.gif)) თან რძე იყო წყლის ფერი უფერო . კი სადინრებზე რომ გითხრეს ცოტა გაქვსო თუ რაღაც.

Glamurka
ნუროფენი მაგ ასაკში არშეიძლება 3 თვის ზევით მხოლოდ, პანადოლის სეროფი იყიდე და გამაგრილებელი პლასტირი პსპში იყიდება , 8 საათში ერატხელ უნდა გამოუცვალო პლასტერი ანუ 1ცელ რო. დააკრავ მერე 8 საათში გამოუცვლი და ვსიო.
* * *
anibani18
1. იოგურტი ჰუმანასი ოღონდ ხილის, ატამი ბანანი ( მარწყვს ლოერიდე ჯერ), ხაჭო მე8 თბიდან -ჰიპპის რაცაა ქილის , ყველი ჯერ არგინდს, თუ კაინც და მაინც, ოლაზმონის.ლდნარი შეგიძლია კისცე ოლასმონის მაკარონთან ერთად
2. იოგურტს თუ 1 ცალს მ8სცემ ხემსია, 2 ცალი კვება, ხაჭოს მე კვებად ვააზლევდი ყოველთვის და დღემდე ეგრე ვაძლწვ, ზოგი ხემსად აჭმევს, მაგრამ დღის მეორე ნახევარში არ არის რეკომენდირებული რთულად გადასამუშვებელი პროდუქტია კუჭისთვის
3. 1.5 სუფრის კოვზი ძალიან ცოტა წესით მაგას რძეს უნდა აყოლებდეს კიდევ იმატებდეს, ბურღული აუცილებელია ისე ნომერი პირველი პროდუქტია, სადღაც 8-9 ატვიდან მესამე კვწბადაც შეგიძლია ფაფა ჩაუსვა საღამოს ოღონდ იშვიათად
4. 7 თვის ბავშვს მხოლოდ აფთიაქის ფაფებს აძლევ ასაკის შესაბამისად სხვა სახლში გაკეატებულები არშეიძლება
5. მაგ ასაკზე ყოველდღე ხორცი ბევრია კვირაში 2 დღე უნდა შეისვენო, მაგრამ სხვა დღეებში სხვადასხვა ხორცი უნდა აჭამო, 1 დღე ხბო, მერე კურდღელი, ქათამი , 1 დღე კვერცხის გული, როცა ხორცის დღე გაქვს ( და მომავალში 8 თვიდან თევზისაც) მაგ დღეს ხააწოს არვაჭმევთ ცილის დიდი რაოდენობის გამო
6. ზეთი ზეითუნის ყველა ბოატნეულის და ხორცის კვებაშია საჭირო, ცილით თუ მისცემ.მიეჩვევა ხილით და სხვანაირად აღარ შეჭამს
7. კვერცხის გული 6 თვიდან, 20-25 წუთი ხარშწ კვერცხი და 3 დღის წესით მიეცი კვერცხის გული, ჯერ 1/8, მეორე დღეს 1/6 და მესამე დღეს 1/4, ნებისმიერ რამეში შეგიძლია ჩაუჭყოიტო, გულის გასინჯვის მერე თუ ალერგია არ მისცა შეგიძლია ცილაც აჭამო მაგ პრინციპით სადღაც 9 თვისკენ
8. მე ვაევ ნუტრიბენს და ძალიან კმაყოფილი ვარ ეხლა 3 ნერზე ვართ უკვე, ჯპსში შეგიძლია ჩააგდო კალათში და აკლდება 15% , არც კუჭის მოქმედების პრობლემა გვქონია კაგ კვებაზე და არც სხვა რამის, ოარონდ ეტაპობრივად უნდა გადაიყვანო ახლაბდელ კვებას გაურიო 1 კოვზი ცალკე გაკეთებული და მეორე დღიდან გადაიყვანო ანუ ძველი ჩაანაცვლო, მე 8 თვიდან ნუტრიბენზე გადავედი

Posted by: NatiaGull 26 Apr 2021, 23:52
Tua
თეო, მეც მოგაყრი კითხვებს. მწვანილები ხო შემიძლია უკვე ნელნელა, სად ვიყიდო და მაგასაც 3 დღის წესი უნდა თითოეულს ?

ფეტვი რამდენად სასარგებლოა და როდის მივცე ?
პაუჩებიც შემიძლია ხო ?

Posted by: Tua 27 Apr 2021, 08:57
NatiaGull
მწვანილები კი, ჰერბიასი შეგიძლია ან სოფელში თუ გაქვთ ეგ, კი ჯერ კამა გაასინჯე მერე.ოხრახუში, მერე ზაფხულში შსგიძლია დაუმატო სხვებიც, რეჰანი, ქინძი ნელნელა, ჯერ კამა.და ოხრახუში საკმარისია.

მე ვაჭმევ ფეტვს ოღონდ 1928ს ფაფებს აქვთ მზა საბავშვო ფაფებში არმინახავს, გიჟდება ალექსანდრე, უბრალოდ 1 წლიდან შეიძლება სახლში მომზადებული ფაფები.
პაუჩებს მე ჰეინცს რაც აქვს მაგას ვაჭმევდი 5 თვიდან, ასაკის შესაბამისი პაუჩები შეგიძლია, ძირითადად გზაში ვიყენებ მე პაუჩებს ხილისას, ოღონდ არის კენრის შერეული პაუჩები და მაგას ნუ მისცემ ერთად შერეულს, ანუ რაც არ აქვს გასინჯული ხილი იმას ნუ მისცე არეულ დარეულს, ეხლა შემოვა უკვე ჩვენი და ნელნელა დაიწყებთ, მალინა, ლურჯი მოცვი , სმაროდინა, ატამი ყველაფერი ეევა მარწყვის გარდა ( თუ საკუთღი არ გაქსვ)

Posted by: anibani18 27 Apr 2021, 09:52
Tua
მადლობა, თეო.
პლაზმონის მაკარონი შეიძლება მივცე უკვე?
ხოდა ცოტაა ეს 1.5 სუფრის კოვზი, მეტი არც უნდება არაფერი. იქნებ დავამატოთქო მეორე კვებად ეს ფაფა კიდევ...
სახლშI გაკეთებულს არ ვგულისხმობდი ფაფებს, 5 და 8 მარცვალი რომ აქვს ნუტრიბენს, ის ვიგულისხმე, მივცე ნეტა?
კვერცხი და ხორცი ერთად არ მივცე ჰო?
კარაქი გავასინჯო უკვე? ხახვი მინდა კიდევ და დაფნა გავასინჯო. დაფნის ფოთოლი რომ ჩავაგდო წყალშI და ისე მოვხარშო ხორცი შეიძლება ნეტა?

Posted by: Tua 27 Apr 2021, 11:19
anibani18
კი პლაზკონის მაკარონი პლაზმონის ყველით შეგიძლია მისცე, ოღონდ ყველი ცალკე გაასინჯე 3 დღის წესით ცოტ ცოტა ჯერ, მე მაგ ასაკზე ვერიდებოდი მრავალმარცვლოვანი ფაფების მიცემას, ცოტა რომ გაიზარდა მერე მივეცი
ხორცი და კვერცხი ერთად არშეიძლება, კვერცხის დღე ცალკე უნდა გქონდეს და ხორცის ცალკე, ხახვს მე თავიდანვე ვახარშავდი და სადღაც 9 თვიდან უკვე ბოატნეულშიც ვაძლევდი მწვანილსაც აანალოგოირად, დაფნას ვაძლევ 9 თვიდან, ანუ საკვებში ვუკეთებ, მაგალითად ბორშს რომ ვუკეთებდი მაშინ ვაგდებდი ოღონდ სადღაც 1სმიან ნაჭერს და 11 თვიდან პილპილსაც კი ვუკეთებ საჭმელში თუ რამე დიდურს ვაჭმევ, ოღონდ ხარისხიანი პილპილი თავისი საფქვავით რომ არის 1 დატრიალებას ვატრიალებ. კარაქს რაც შეეხება მე დღემდე იშვიათად ვაძლევ კვირაში 2-3ჯერ მაქსიმუმ ნახევარ ჩაის კოვზს, ისე ზეითუნი იყიდება აფთიაქებში საბავშვო და მაგას ვუკეთებ სულ, საბავშვო მზა ფაფებს არც ზეთი უნდა და არც კარაქი,

Posted by: NatiaGull 27 Apr 2021, 11:27
Tua
გოგო გვაქვს აქვე თბილისთან სოფელი და მარწყვი მალინა მაყვალი მწვანილები და რამდენიმე სახის ბოსტნეული გვექნება კი.

თეო კიტრი და პამიდორი როდის შემიძლია ?
და ეს პაუჩები ხემსად გავასინჯო ხო ? კვებად არ ითვლება?
ეს აფთიაქის პიურეები და ხილი ისეთი უგემურია :/

Posted by: emiblack 27 Apr 2021, 12:39
გოგოებო, კ ვიტამინი ყველამ ჩააწვეთეთ 3-4 კვირაზე? და სად მიიყვანეთ? პოლიკლინიკაში აქვთ?

Posted by: Tua 27 Apr 2021, 14:14
NatiaGull
ნათი პომიდორი 10 თვიდან შეიძლება და კიტრიც ეგრე, მე ვაჭმევ სადილად კიტრს სადღაც 9 თვიდან იდეაში ყავაყზე თუ არ აქვს ბავშვს ალერგია კიტრი ძალიან კარგია ყაბაყის ბიძაშვილია, ვუხეხავდი წვრილ სახეხზე და ისე ვაჭმევდი ქართულ კიტრს ოღონდ და ზამთარში პლანტას პატარა კიტრებიი რომაა იმას ვაჭმევ, ეხლა ქართულიც შემოვიდა და იმას ჭამს, უფრო გვიან ზაფხულში ბაზარში დავდივარ და გლეხებისგან ვიღებ პატარა პიკულებს, ეხლა ჩვენც დავთესეთ ჩვენი მარწყვი, კიტრი პომიდორი მწვანილი , ხახვი და რაღაცეები მუხრანში და ხილიც ჩვენც ჩვენი გვექნება, გიჟდება ეს ცოცხალ ხილზე. ზაფხულში უკვე შეგიძლია მისც ყველაფერი ცოტ ცოტა, ეს გიჟდებოდა მალინაზე მთლიანებს ჭამდა და ზოგადად დედასავით ზაფხულის ხილის მოყვარულია.

ნათი პირველი 1 თვე ვასინჯებდი მარტო მე ქილის ხილს, მერე ჩვეულებრივად გადავედი სახლში გაკეთებულზე, ანუ ანტონოვკა მქონდა და ვუთუთქავდი ვაციებდი და ძალიან გემრიელი იყო სახლში მომზადებული, ხილი და პაუჩი კვებად არითვლება ხემსია უბრალოდ ეგ ერთი მთლიანი პაუჩი მაგრამ ჯერ პატრაა და თავისით ვერ ამოწრუპავს მაინც მოგიწევს კოვზზე გადმოღება და ისე ჭმევა.

emiblack
ჩემსას სრული დოზა მისცეს სამშობიაროში და ისე გამოგვიშვეს, სადაც გააჩინე იქ ნდა დაგიბარონ წესით ან იქ უნდა გაარკვიო .

Posted by: emiblack 27 Apr 2021, 14:15
Tua
მადლობა <3 არ დავუბარებივარ არავის , ისე ზარ-ზეიმით წამოვედი არ გამხსენებია მეკითხა ))) დავრეკავ ერთი ხვალ. ფორმა-100შიც არ წერია მეორე დოზაზე არაფერი

Posted by: narkozeli 27 Apr 2021, 15:30
emiblack

უი გოგო არც მახსოვს კ ვიტამინის ამბები, მე არ ჩამიწვეთებია ნამდვილად. შენ ხო ჩაჩავაში გააჩინე? არც მახსოვთ არ უთქვამთ მგონი :შ

Posted by: Glamurka 27 Apr 2021, 15:34
emiblack
მე მივიყვანე დამიბარეს ოღონდ ახალ სიცოცხლეში.
* * *
Tua
აცრა გადაგვედო ცოტახნით სოფელში მივდივართ და შეიძლება ხო გვიან დავიწყო

Posted by: Tua 27 Apr 2021, 15:42
Glamurka
კი მე 2 თვის აცრა გავუკეთე 2.20დღეზე ჩვეულებრივდ და მესამე აცრა 6 თვეზე გავუკეთე არანაირი პრობლემა არაა

Posted by: mmaarriiaamm123123 27 Apr 2021, 15:51
emiblack
Tua
ეს კ ვიტამინი მე რატოარ ვიცი მიზტხარით ერთი და სამივირაში უნდა მივიყვანო??

Posted by: Tua 27 Apr 2021, 16:01
mmaarriiaamm123123
მეც არვიცოდი რომ მიცემული ჰქონდათ და მერე ნათიამ რომ დაწერა ფორმა100 ვნახე და ღუდუშაურსი ეგრევე აძლევენ მტლიანად დაბადებისთანავე და შესაბამისადა რვიცი, სისხლის შედედებას უწყობს ხელსო წესით.

Posted by: anibani18 27 Apr 2021, 17:49
Tua
მადლობა, თეო.
ანუ ერთი დღე ხბო, მეორე წწილა, მერე კურდღელი, ინდაური, კვერცხი. კვერცხი ერთი თუ ორი დღე კვირაში? თევზს რომ დავიწყებ, თევზი ორი დღე უნდა იყოს ხო? მაშინ კვერცხს ერთ დღეს მივცემ ალბათ.
დილით მივცემ ამ ჩემს ფაფას და გაზრდის რაოდენობას ნელ-ნელა, მე ას ემგონია. მერე ხემსი გვაქვს ხილით და მონაცვლეობით მივცემ ხლმე, ხილი ან იოგურტი. იოგურტიც 3 დღის წესით უნდა მივცე?
მერე გვაქვს ბოსტნეული. ეს მაკარონი ალბათ მესამე კვებაა ჰო? 8 თვიდან მესამეს რომ ჩავანაცვლებ, მერე გავასინჯებ მაკარონს. მაკარონსაც 3 დღის წესით უნდა გასინჯვა?
დარიჩინზე მაინტერესებდა კიდევ, შეიძლება ვაშლს რომ მოვუთუშავ ერთი ჩხირი ჩავდო შიგ და მერე ამოვუღებ პიურეს გაკეთების წინ?
ხვალ კინოა უნდა ვაჭამო. ორგანიკაშI ვიყიდე. ეს სადილია ჰო?
ზეთი მაქვს გასტრონომშI ვიყიდე, საუკეთესოა ქალაშიო და რა ვიცი. როცა ბოსტნეულს და ხორცს ჭამს, ვუმატებ საკვებს. ცოტას ვუკეთებ ოღონდ.

Posted by: takoo1 27 Apr 2021, 18:11
user posted image
დღეს ჩემი ლუკის დაბადებააა♥️

Posted by: nopiahopi 27 Apr 2021, 18:38
gogatakoo
ჰეჰ!! გილოცავთ დიდებულ დღეს !! ❤️❤️❤️
ბედნიერი და ხალისიანი დაბადების დღეები ქონოდეს მუდამ !

Posted by: Tua 27 Apr 2021, 18:57
anibani18
ერთი დღე ხბო, მერე წიწილა, მერე ბოსტნეული, მერე კვერცხი, მერე თევზი, მერე ბოსტნეული ასე გააკეთე, თევზი კვირაში 1ხელაა 2ჯერ არა. მენიუ დაალაგე მე თავიდანვე ჩამოვწერრ რა დღეს რას ვაჭმევდი ეგრე ძალიან რთულია , მენიუ შეადგინე დაახლოებითი, მაკარონი მესამე კვება არაა მაკარონი სადილშიც შეგიძლია ჩათვალო, მე 2 კვირაში ერთხელ ვაჭმევდი ხოლმე მაკარონს პლაზმონის ყველით, 10-11 თვიდნა სულგუნით ჩავანაცვლე აგროჰაბის, კი ქინოასაც და მაკარონსაც 3 დღის წესით, მაგრამ შენი გოგო ქინოასთვის ცოტა პატარაა, კუსკუსი ქინოა და ოსპი 8-9 თვისკენ შემოდის რაციონში წესით, იპგურტს მე ხანდახან საღამოს ხემსად ვაძლევდი, შუადღეს არასდროს მიმიცია, დარიჩინისთვის და ეგეთი სუნელებისთვის ძალიან პატარაა არაა მაგ ასაკში ეგეთი დანამატები საჭირო, ბავშვი თუ არჭამს განა იმიტომ.არჭამს.რომ უგემურია მაგ ასაკში რა იციან მარილი, შაქარი ან დარიჩინი, ჩვენ ვიცით ეგ რადგან გასინჯული გვაქვს.
ზეთს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მთავარია ცივი დაწურვის იყოს და ცოტა ხარისხიანი, უბრალ9დ ცხელში ჩასხმა არშეიძლება მაგ ზეთის, ზუსტად ჭამის წინ გაგრილებულში უნდა უქნა, ცხელში შხამებს გამოყოფს.
* * *
gogatakoo
გილოცავ ჯანმრთელი და ბედნიერი ბიჭი გაიზარდოს ❤❤❤

Posted by: ნაჭუჭა 27 Apr 2021, 20:03
gogatakoo
გილპცავთ თაკოოო❤️❤️❤️ჯანმრთელი და ბედნიერი კაცი გაგეზარდოს❤️

Posted by: NatiaGull 27 Apr 2021, 21:27
Tua
თეო ეს ვარგა?
user posted image
gogatakoo
თაკო გილოცავ, მუდამ ბედნიერი იყოს მუდამ❤

Posted by: Glamurka 27 Apr 2021, 21:43
gogatakoo
გილოცავ ამ ულამაზესი ბიჭის დაბადებისდღეს ჯანმრთელი და ბედნიერი გაგეზარდოს ❤

Posted by: Tsitsi.la 27 Apr 2021, 22:06
gogatakoo
გილოცავ
:* რა საყვარელიააა

Posted by: emiblack 28 Apr 2021, 06:28
narkozeli
კი გვანც, ჩაჩავაში . არც ჩემთვის უთქვამთ, გაიდლაინში მოვიძიე . გუშინ პოლიკლინიკებში ჩამოვრეკე და არსად არ აქვთ. მერე ჯანდაცვის ცხელ ხაზზე დავრეკე და სამარცხვინო პასუხი გამცეს , მე არ ვიცი სად უნდა ჩააწვეთოთ ექიმი არ ვარო, პედიატრმა უნდა უზრუნველყოს თუ პოლიკლინიკას არ აქვსო))) ბოლოს. ნაცნობ პედიატრს ვესაუბრე და მან მითხრა ფაქტიურად ვერავის ვერ ვაწვეთებთ მეორე დოზას, არ გვაქვს პოლიკლინიკებსო, არაფერი საშიში არაა თუ არ ჩააწვეთებო.
სამშობიაროში კი ჩააწვეთეს.
შენ როგორ ხარ?
Glamurka
ერთი ჩაჩავაში დავრეკავ მაშინ დღეს და მანდ ვიკითხავ.
mmaarriiaamm123123
სისხლდენის პრევენციისთვის ხდება ჩაწვეთება, პირველ დოზას სამშობიაროში აწვეთებენ და მეორე 3-4 კვირაზე უწევს წესით, მაგრამ მეც არაად არ დამიბარეს , არც მითხრეს და ვერც ვპოულობ პოლიკლინიკებში და დღეს დავრეკავ ჩაჩავაში ისევ , ვნახოთ რას მეტყვიან.

Tua
ფორმა-100ში წერია რომ ორივე დოზა მიღებული აქვს? თუ რა დოზა წერია? 1მგ წერია ჩვენთან. ჩაჩავა და ფუსუშაური ხო ერთი ქსელია და ეგებ ჩვენთანაც სრულადაა მიცემული.
gogatakoo
როგორი ლამაზია და კარგი ხასიათების ))) სულ ასეთი მხიარული და პირმცინარი გყოლოდეს <3 რამხელა დრო გასულა )))
კარგა ხელა სტაჟი მქონია ფორუმზე )))

Posted by: Glamurka 28 Apr 2021, 06:37
emiblack
არაა აუცილებელიო. კარგია თუ ჩააწვეთავ მაგრამ აუცილებელი არ არისო ახალ სიცოცხლეში მითხრეს მე მაინც წავიყვანე. თუ მთლიანად არ აქვს მიღებული სადაც იმშობიარე იქ წაიყვანე

Posted by: takoo1 28 Apr 2021, 13:04
nopiahopi
Tua
ნაჭუჭა
NatiaGull
Glamurka
Tsitsi.la
emiblack
მადლობა გოგოებო ძალიან დიდი❤️❤️❤️

Posted by: Tua 28 Apr 2021, 15:20
NatiaGull
ნათი კარგია ეგეც კი, მე ვილა ბლანკას ვხმარობ საბავშვოს, 13 ლარამდე ღირდა და 6 თვე კი გვყოფნის 1 ცალი.

emiblack
მივალ სახლში და ვნახავ დოზა არმახსოვს, მაგრამ.მეორე დოზაზე არდაგვიბარეს ნაღდად ვიცი

Posted by: narkozeli 28 Apr 2021, 22:24
gogatakoo
გილოცავ❤️❤️❤️ რა ლამაზია ყველაფერი❤️❤️
ჯანმრთელი და ბედნიერი ბიჭი გაგეზარდოს ლუკიანე❤️

emiblack

მე გამომეპარა ეგ ამბავი და იმედია ძალიან არ დაშავდა რამე. რა მოუწესრიგებელი ყოფილა ეგ საკითხი :/

მე კარგად, დღეიდან კოვიდი დამარცხებულია❤️❤️

Posted by: alesandra 28 Apr 2021, 23:37
gogatakoo
გილოცავ დაგვიანებით. უსაყვარლესი ბიჭია ❤️❤️❤️

narkozeli
უი, კოვიდი გქონდა?
გილოცავ გამოჯანმრთელებას.❤️

Posted by: Tua 29 Apr 2021, 00:08
emiblack
user posted image

ასე იწერია , 3 კგმდე იყო და შესაბამისად ალბათ 3ჯერ ეგ დოზა ანუ 0.3მლ

Posted by: Glamurka 29 Apr 2021, 10:53
narkozeli
გილოცავ გამოჯანმრთელებას ❤

Posted by: takoo1 29 Apr 2021, 12:37
alesandra
მადლობააა დიდი♥️
narkozeli
გილოცავ კოვიდის დამარცხებააას❤️
მადლობა❤️❤️მე გავაკეთე ყველაფერი ძაან მოვინდომე)) ❤️

Posted by: Tsitsi.la 29 Apr 2021, 13:53
გოგოებო რამდენიმე დღეა კუჭის მოქმედება არ ქონია და ძალიან წუხს, კი წავიკითხე ბუნებრივი კვების დროს 1 კვირაც ნორმააო , მაგრამ აშკარად ძალიან შეწუხებულია. რა შეიძლება გავაკეთო, მუცლის მასაჟები, ვარჯიშები, ტამი ტაბის ვამები უკვე ვცადე. დილას 5 ზე გაიღვიძა და ისე წვალობდა იჭინთებოდა მაგრამ ვერაფერი ვერ ქნა

Posted by: Tua 29 Apr 2021, 14:58
Tsitsi.la
გლიცერინის ჩვილის პატარა სანთელი ან ოყნა ჩვილის, გაზგამყვანის და ეგეთების ჩხიკინი არგინდა , შეკრულია ეტყობა, შენც ხომ არ გაქვს არეული მოქმედება ?

Posted by: narkozeli 29 Apr 2021, 17:04
alesandra

კი, უსიმპტომო კოვიდი მქონდა, ერთადერთი ყნოსვა და გემო დამიქვეითდა და 3 დღეში დამიბრუნდა.

არც ქმარს და არც ბავშვს არ გადადებია და ცოტა გაოცებული ვარ რანაირად))
ბავშვი ბოლო 2 კვირაში 4ჯერ გავტესტე :/


Glamurka
gogatakoo


მადლობა გოგოებო ♡

Tsitsi.la
გლიცერინის სანთელი, თუ არა და მერე პედიატრს დაეკონტაქტე, ჩვენს ტყუპებს აქვთ ეგ პრობლემა სულ და ხან ლაქტო ჯის უნიშნავს ხან ბიოგაიას.

Posted by: emiblack 30 Apr 2021, 11:09
Glamurka
ჩაჩავა აზრზე არაა ))) ბოლოს მითხრეს რა მეორე დოზაო )))
Tua
მადლობა დიდი, ჩემსას 1მგ უწერია ფორმა 100აი და მაგ პრინციპით კი გამოდის ორმაგზე მეტიც, თუმცა ჩაჩავაში არ უთქვამთ ორივე დოზა მიიღოო
narkozeli
გამოგაპარეს რადგან ფაქტიურად არსად არ აქვთ. ჩვენ დასავლეთში წამოვედით და ვიფიქრე ეგებ აქ მაინც იყოს მეთქი და რა მეორე დოზა ეგ კი არა პირველიც არ გვაქვს და კ ვიტამინის ნაცვლთ ვიკასოლს ვახლევთ სამშობიაროშიცოო.
გადავიარე ეგ საკითხი ოედიატრებთან და გრძელვადიანი ეფექტი რაიმე არ აქვს. უბრალიდ სისხლდენის პრევენციისთვის არის და რომ ვიკითხე სისხლდენის რისკი რა აქვთ ასე პატარებს მეთქი მითხრეს ჭიპის მიხრობაო. ჩემსას მომხვრალი აქვს უკვე და ნუ ბევრი მცდელობის მერე მაინც ვერსად ვაქვეთებ ან კ ვიტამინს და ვიკიდებ .
გილოცავ კოვიდის მშვიდობით გაცილებას )))
Tsitsi.la
გადაყენებით სცადე აბა . ენსას შეკრულობა არ აქვს, მაგრან იქინთება ხოლმე და დიდხანს უნდაბა კუჭში გასვლას , რომ დაიწყებს ვაყენებ და მარტივად თავისუფლდება )) მე უხარია ძალიან და ღუღუნს იწყებს )))

Posted by: Tsitsi.la 30 Apr 2021, 12:09
კი მეც მწუზებ მშობიარობის მერე შეკრულობაც და გაზებიც . მადლობა გოგოებო დღეს ისევ ვცადეთ ფეხების ვარჯიშები და ისე დაიცალა
არ ვიცი როგორ იტევდა ბავშვი ამდენს smile.gif)))))

როდის გაუვლის ეს კუჭნაწლავის პრობლემები ერთი სული მაქვს, ცალკე ჩემი მტანჯავს და ცალკე ბავშვის რო წუხს...

Posted by: narkozeli 30 Apr 2021, 15:07
emiblack

ვააჰ, მარტო ჭიპლარიდან სისხლდენის თემა თუა არ შემეშინდება მაშინ ))

Posted by: Ninico 1 May 2021, 17:59
6.5 თვის ბავშვისთვის 150 გრამი ბოსტნეულის პიურე ბევრი ხომ არ არის? რძესაც აყოლებს ოღონდ ნახევარ ულუფას.

Glamurka
როტას აქვს ვადა, რომელშიც უნდა გაუკეთო, თორემ მერე აღარ გაუკეთებენ.

Posted by: Na-Servus 2 May 2021, 10:03
აღდგომის მადლი და ძალა გფარავდეთ გოგოებო <3

Posted by: Tua 2 May 2021, 14:11
ქრისტე აღდგა ! გილოცავთ აღდგომას ❤


Tsitsi.la
სანამ შენ არ გაგივლის და არმიხედავ პრობლემას თუ მხოლოდ ძუძუზე გყავს ბავშვიც ეგრე იქნება ძირითადად ❤ ამიტომ ჯობია მოიწესრიგო დროულად


Glamurka
როტა 3 თვის მერე აღარ კეთდება ამიტომ 3 თვეს არგადააცილო

Ninico
150-180 გრამი 1 კვება ნორმაა, რძის დაყოლება აღარ სჭირდება მაგ ასაკზე უკვე სრულ ულუფად ითვლება ეგ გრამაჟობა.

Posted by: მზე 2 May 2021, 22:07
narkozeli
გვანც ის მენიუ ვისი იყო? biggrin.gif

Posted by: narkozeli 3 May 2021, 08:01
მზე

პატრონუსის biggrin.gif ნიუტონის სკოლის ბაღის )

Posted by: მზე 3 May 2021, 10:28
narkozeli
ჰო ანუ სწორად გამოვიცანი biggrin.gif ფოტოზე მივხვდი.
აუ მეც მომწონს ეგ ბაღი, მიდგომები, აღმზრდელები. აქაც დავწერე მარა ეს კორპუსების შიგნით როა ძაან არ მსიამოვნებს sad.gif ისე მე რო ვკითხე მენიუ გამომიგზავნეთ თქო, ასე ვერ გამოგიგზავნითო. ჰმ! :@
ეხლა მწვანე ბაღის ეზოზე ვარ შეყვარებული. ბაღიც კარგია მგონი რაც მსმენია. ფელიქსიც მომწონს.

Posted by: Glamurka 3 May 2021, 11:59
Tua
3 თვის 23 მაისს ხდება მანამდე გავუკეთებ დასვენებები დამთავრდეს და ❤
* * *
Ninico
კი კი გავუკეთებ მოვასწრებ 3 თვემდე ❤

Posted by: unusual 3 May 2021, 14:53
გოგოებო რადგან ბაღებზე ჩამოვარდა საუბარი ორი წლიდან რა ბაღს მირჩევთ? ტერიტორიულად ვაკე მაწყობს მაგრამ მთავარია ბაღი იყოს კარგი. ეს ნიუტონი მეც გამიგია კაია ესეიგი? ოღონდ. 2 წლიდან არაა მიღება მგონი, ანუ მე ბაგა ბაღი მინდაsmile.gif)

Posted by: nopiahopi 3 May 2021, 15:24
როგორ ხართ დედიკოებო?
გილოცავთ აღდგომას!

ჩემი წიპწა და სკვინჩა უკვე წამოიზარდა ცოტა smile.gif 3 კვირის რომ გახდა, აწონა ექიმმა და 900გრ ქონდა ნამატი და კარგი ნამატიაო smile.gif
კუჭის მოქმედება ყოველი ჭამის დროს აქვს და ნორმაა ალბათ ხო? დამავიწყდა მეკითხა ექიმისთვის ..

Tua
მგონი შენ გქონდა კანპოლის კონტეინერი ფორმულასთვის ხო? და რანდენი კოვზი ჩადის ერთ განყოფილებაში? 5 ჩავა რომ რამე? და პირდაპირ იყრება ბოთლში კონტეინერიდან და კოვზით ამოღება აღარ ჭირდება ხომ? სუავინექსისაც ვნახე აფთიაქში და რომელიმე მინდა ვიყიდო.

Posted by: NatiaGull 4 May 2021, 00:12
გილოცავთ გოგოებო, ქრისტე აღსდგა ! ❤❤

nopiahopi
სუავინექსის დოზატორი მაქვს მე, ერთ ცალში 5 კოვზიც ეტევა და 10.-ც biggrin.gif და ბოთლშიც პირდაპირ იყრება
* * *
გოგოებო 6 თვის და 2 კვირის არის. ხორცი მივცე ? და რისი

Posted by: Tua 4 May 2021, 11:09
nopiahopi
კი მე მაქვს გოგო 5 კი არა 8ც ჩადის ერთ განყოფილებაში biggrin.gif სულ 3 განყოფილება აქვს და არა კოვზი აღარ სჭირდება გადმოაპირქვავებ პირდაპირ ბოთლში და ეგაა , ძალიან კომფორტულია განსაკუთრებით პატარა ასაკში 3 კვება შეგიძლია წაიღო, დაჟე ღამე არ ვდგებოდი მე 2 ბოთლი მაინც მქონდა და ეგ კონტეინერი პლიუს თერმოსში წყალი ცხელი და კიდევ ცოტა ცივი ანადუღარი წყალი, ეგრევე საწოლთან ვაკეთებდი

Posted by: nopiahopi 4 May 2021, 11:30
NatiaGull
Tua
მადლობა გოგოებო, ვიყიდი რომელიმეს დღეს smile.gif
რომ ვიკითხე 5 კოვზი ხომ ჩავა ერთ განყოფილებაშითქო, ალბათ კიო,არ იყო დარწმუნებული და არ ვიჩქარე ყიდვა, თქვენთან გადავამოწმე biggrin.gif


Tua
მეც მაგიტომ მინდა, მარტო წასაღებად კი არა, ლოგინთან რომ არ ვითვალო ხოლმე კოვზები. ეგ კარგი მეთოდია, სულ არ ვკარგავდი დროს, გაგრილებული წყალი მზად მქონდა და თერმოსით ეგრევე ვასხამდი და ვაზავებდი. ოღონდ რამდენიმე თვის მერე მოვიფიქრე და ძაან ნერვები მეშლებოდა მოგვიანებით, მანამდე როგორ არ ვაკეთებდი ეგრე და ვწვალობდი biggrin.gif დღეს მეორე ბოთლის ყიდვასაც ვაპირებ, ფასდაკლებაა ბრაუნზე და ბარემ დიდს ვიყიდი. პატარას კარგად ვხმაობ როცა მჭირდება და დიდი მერეც გამომადგება.

Posted by: Glamurka 4 May 2021, 14:11
nopiahopi
Tua
NatiaGull
ეგ მეც მჭირდება და როგორ ვიკითხო გოგოებო? ფოტო ჩამიგდეთ თუ გაქვთ

Posted by: emiblack 4 May 2021, 14:19
გოგოებო, როგორ ხართ? თქვენ ისიც გეცოდინებათ თერმო ბოთლი ხომ არ აქვს რომელიმე ბრენდს? მე ბუნებრივ კვებაზე მყავს და მინდა სასეირნოდ როცა წავალთ გამოწველილი წავიღო თან ბოთლით და უცებ თუ მოშივდება მივცე . ასე საჯაროდ ძუძუს მინცემი არ ვარ მე თუ უკიდურეს სიტუაციაში არ ჩავვარდი და ბავშვთან ერთად დიდი ხნით ვერ გავდივარ სასეირნოდ, არადა გეგმაში მაქვს 2 საათი მაინც ვიარო ფეხით და გავიყოლებდი ბარემ ბავშვსაც

Posted by: Glamurka 4 May 2021, 14:20
user posted image
გოგოებო ესე დააყარა სოფელში ვართ წყლის ბრალია თუ მამამისი წვერებით კოცნის ხოლმე. გუშინ კიდე სტუმრად ვიყავით ვიღაც ქალმა პომადიანმა აკოცა :-( რისი ბრალი იქნება წავუსვა რამე?

Posted by: nopiahopi 4 May 2021, 14:36
emiblack
თერმო ბოთლი არ ვიცი და თერმოჩანთებია ბოთლის და ის გამოგადგება.

Glamurka
ხელოვნური საკვების კონტეინერი ვიკითხე და ეგრევე მომცეს . მგონი ფხვნულის დისპენსერსაც ეძახიან. სუავინექსის მაღალია, რამდენიმე განყოფილება ერთმანეთზე თავზე ადევს. 20 ლარის ფარგლებში ღირს და მიხვდები. კანპოლი 15 ლარის მიდამოებში მგონი , დაბალი კონტეინერია,ეგეც მრგვალი, გვერდიგვერდ აქვს განყოფულებები. ავენტსაც აქვს, მარა ძვირია უფრო და ესენის გამოდგება smile.gif
ფოტლები ვერ ვნახე sad.gif

Posted by: Glamurka 4 May 2021, 14:40
nopiahopi
Suavinex რა ღირს ხო არ იცი მაგის პროდუქცია 30%ფასდაკლებით ვყიდულობ და მაგას ვიყიდდი თუ კარგია

Posted by: emiblack 4 May 2021, 14:43
Glamurka
ჩემსას აივანზე ეძინა ჩემს ხელში სითბოში და ცოტა შეიოფლა და გამოუვიდა ზუსტად ეგეთი. არაფერი არ წავისვი , თავისით გაქრა მეორე დღეს, ერთადერთი იმ მხარეს თავი არ დავადებინე იმ დღეს რომ რაიმე ზედაპირს არ შეხებოდა .
nopiahopi
აფთიაქში მოვიკითხო ეგეც? ანუ კონკრეტუად რძისთვის არის თუ ჩვეულებრივი თერმო ჩანთაც გამომადგება? როგორ აეწყვეთ შენ და შენი სკვინჩა ? ჩვენ დავმეგობრდით უკვე ))) ტირილის ინტონაციით ვხვდები რა უნდა და ყველა ბავშვი სხვადასხვა ტონალობაში ტირის სხვადასხვა მიზეზით ?)) თავიდან მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ მართლა ამართლებს ))

Posted by: nopiahopi 4 May 2021, 15:14
Glamurka
20 ლარი ღირს. მშვენიერი ფასი გამოგივა ფასდაკლბით smile.gif მეც დღეს უნდა ვიყიდო.

emiblack
ჩვეულებრივი თერმოჩანთა არ ვიცი როგორ შეუნარჩუნებს სითბოს, დიდი სივრცეში რომ იქნება. თუ გაქვს, სცადე თბილ წყალზე და ნახე როგორ გამოვა. ბოთლის თერმოჩანთები როა, იქ მჭიდროდ დევს უფრო ბოთლი. აფთიაქებშია კი და აი მინისოს და მსგავს მაღაზიებშიც იყო.
* * *
QUOTE
როგორ აეწყვეთ შენ და შენი სკვინჩა ?

ძუძუზე მაქვს ეს დღეები ცოტა ცვლილება. მგონი შემიმცირდა შედარებით და ძალიან ჩხუბობს ბოლოში და წვალობს. ჰოდა ხელოვნური რომ გავუკეთე და 60 გრ დალია, მივხვდი, ხანდახან ასე მომიწევს თუ არ მომეტება რძე. როცა წვალობს, ეგრე ვაკეთებ 2-3 დღეა უკვე. ისე წყნარი ბაიაა, იღიმის და აღუს რომ ამბობს, მაგიჟებს biggrin.gif ხან რაღაც ბელივით და პატარა დინოზავრივით ხნას უშვებს და ნუ გვაშინებ მეთქი და მერე თუ გაიღიმა, მიხარია, ვითომ გაიგო და იმიტომ მოიქცა ასე smile.gif) ვერთობით რა ))

ნუ ღამე მიჭირს. ხშირად ჭამს და ძილი მაკლია მაგის გამო. მაგრამ ეგ არაფერი. დროებითია და ჩადგება ფორმაში smile.gif

Posted by: Nnia 4 May 2021, 15:22
Glamurka

რამხელაა შენი? შეიძლება ბეიბი აკნეა და მაგას არაფერი არ უნდა თვითონ გაუვლის. ყველა ბაᲕშვს აქვს თითქმის. ჩემსასაც ქონდა.

Posted by: emiblack 4 May 2021, 15:59
nopiahopi
აჰა ანუ ცალკე ბოთლის არსებობს )) მადლობა მოვიკითხავ , ეგეთი მირჩევნია )) რა საყვარლობაა)) ჩვენც ძალიან გვართობს)) ელექტრო საწველით რომ გამოიწველო ხოლმე ერთიდაიგივე დროს შემდეგ მოგემატება . მე გასასვლელი ვიყავი ნახევარი დღით და მომიწია წინა დღით გამოწველა რომ დამეტოვებიბა და მის მერე 3 დღე ორმაგი რძე მქონდა ფაქტიურად, ძლივს დავირეგულირე, ამიტო სცადე აბა მოსამატებლად

Posted by: ninunin 4 May 2021, 16:10
emiblack
nopiahopi
რა საყვარლობა რაღაცეები გიწერიათ ბაიებზე, ღუნღულები love.gif
* * *
ბავშვისთვის სველ სალფეტკს რომელს ყიდულობთ?

Posted by: emiblack 4 May 2021, 16:58
ninunin
სასწაულები გელოდება წინ )) ორსულს რომ ვხედავ და ვიცი წინ ყველაზე ბედნიერი დღე აქვს და მერე კიდევ უამრავი ბედნიერებები გული მიჩუყდება ))
სველი სალფეთქი მე ჰაგისის ვიყიდე სანამ დაიბადებოდა მაგრამ არ ვიყენებ სიმართლე გითხრა . ვბან ყოველთვის როცა პამპერსს ვუცვლი . სულ ერთი ორი ცალი ვიხმარე . დასავლეთისკენ რომ მოვდიოდი ისიც მაშინ გზაში როცა გამოვუცვალე .

Posted by: NatiaGull 4 May 2021, 17:02
Glamurka
გოგო დოზატორი ჰქვია.
აი ეს მაქქვს
user posted image
* * *
emiblack
Water wipes მაქვს მაგრამ წყლით ვბან სულ. ჯერ არ გამომიყენებია

Posted by: ninunin 4 May 2021, 17:08
QUOTE (emiblack @ 4 May 2021, 16:58 )
ninunin
სასწაულები გელოდება წინ )) ორსულს რომ ვხედავ და ვიცი წინ ყველაზე ბედნიერი დღე აქვს და მერე კიდევ უამრავი ბედნიერებები გული მიჩუყდება ))
სველი სალფეთქი მე ჰაგისის ვიყიდე სანამ დაიბადებოდა მაგრამ არ ვიყენებ სიმართლე გითხრა . ვბან ყოველთვის როცა პამპერსს ვუცვლი . სულ ერთი ორი ცალი ვიხმარე . დასავლეთისკენ რომ მოვდიოდი ისიც მაშინ გზაში როცა გამოვუცვალე .

ვიცი, ველოდები და ვემზადები ამ სასწაულის მოვლენას 2kiss.gif მეც იდეაში ეგრე მაქვს ჩაფიქრებული რომ უნდა დავბანო სულ, უბრალოდ მაინც ეგდოს რო დამჭირდეს უცებ და ამიტომ ვიკითXე აფთიაქში რომ შევედი დავიბენი რომელი უნდა მეყიდა და დავპაუზდი ამიტომ 2kiss.gif

Posted by: nopiahopi 4 May 2021, 17:10
NatiaGull
ვიყიდე უკვე, ოღონდ სხვა ფერებში smile.gif
* * *
ninunin
QUOTE
ბავშვისთვის სველ სალფეტკს რომელს ყიდულობთ?

სეპტონა ვიყიდე 99% წყალზე რომელიცაა , სხვა ყველაფრის გარეშე.

Posted by: emiblack 4 May 2021, 17:12
ნათიამ რაც დაწერა მაგაზე წერდბენ გოგოები ყველაზე კარგიაო. მე ვერ გავიხსენე მაშინ და პამპერსი ჰაგისის მქონდა და იგივე წამოვიღე . კი კი სახლში უნდა გქონდეს მაინც .
რაღა დარჩა, მალე გაირბენს ეს დრო და ნახავ შენს პატარას , აი მერე კიდევ უფრო სწრაფად გადის დრო. ერთის გახდა უკვე ჩემი და ისე სწრაფად გავიდა მგონია რო შერგება ვერ მოვასწარი)))

Posted by: ninunin 4 May 2021, 17:16
nopiahopi
QUOTE
სეპტონა ვიყიდე 99% წყალზე რომელიცაა , სხვა ყველაფრის გარეშე.

ოკ, ვნახავ

Posted by: Tua 4 May 2021, 18:18
Glamurka
user posted image ასეთი ჩემი, დღემდე იდეალურად ვიყენებ, უბრალოდ ცოტა უნდა მიაჯახუნო რომ წამოვიდეს.
nopiahopi
კიი, რომ ამბ8ბენ ფორმულაზე უნდა იწვალოო და ძუძუ აკოიღე და ჩაუდეო მე ვაფშე არმიწვალია თან თავიდანვე ისეთი ფორმულა გვწონდა რომელიც 35გრადუსში იხსნება , არც გაგრილება სჭირდებოდა არაფერი ჩაყარა შეანჯღრია მისცა smile.gif))) ეგ სუავინეწსის ერთმანეთზე რაცაა მემგონი პროსტა გამოწველილი რძისაა, წვრილი ნახვრეტი თუ არ აქვს გაგიჭირდება გადმოყრა მანდედან

emiblack
თერმო ჩანთები იყიდება ბოთლის ეგ შეგიძლია გამოიყენო ან უბრალო თერმოსი რომ სითბო შეინარჩუნოს, იდეაში დედის რძე არაა ისეთი ცხელიც რომ 2 საათი შეინარჩუნოს, მაგრამ მთლად გაყინულიც არიქნება. ისე კარგი გოგო ხარ ბოთლს რომ აჩვევ, მერე რომ დაგჭირდეს ძალიან გაგიადვილებს ეგ ყველაფერს.

Glamurka
წვერის ბრალი იქნება დიდი ალბათობით

NatiaGull
ნათი წიწილით დაიწყე ან კურდღელით, თუ ქილებს აპირებ კი აქვს პლაზმონს ოღონდ არელცერთი ქილის ხორცი სუფთა 100% ხორცი არაა.ფილეთი ანუ თეთრი ხორცით უნდა დსიწყო და მერე კი შეგიძლია გადასვლა შავზე.

Posted by: Glamurka 4 May 2021, 18:24
emiblack
ამას რამოდწნიმე დღეა რაც აქვს :-(
nopiahopi
კი კარგი რამეა
Nnia
3თვეში ვართ
* * *
NatiaGull
Tua
მადლობა გოგოებო ❤

Posted by: nopiahopi 4 May 2021, 19:24
Tua
QUOTE
კიი, რომ ამბ8ბენ ფორმულაზე უნდა იწვალოო და ძუძუ აკოიღე და ჩაუდეო მე ვაფშე არმიწვალია თან თავიდანვე ისეთი ფორმულა გვწონდა რომელიც 35გრადუსში იხსნება , არც გაგრილება სჭირდებოდა არაფერი ჩაყარა შეანჯღრია მისცა

მეც მაგას ვამბობ. ორივე გამოვცადე და ნუ ფორმულა ბევრად ადვილია ჩემთვის. დედის დამზოგველია პირველ რიგში. და დროში უმარყივესია. ამის ფორმულაც 40ში იხსნება და სანამ გაიხსნება, კი გრილდება 37მდე.


QUOTE
სუავინეწსის ერთმანეთზე რაცაა მემგონი პროსტა გამოწველილი რძისაა, წვრილი ნახვრეტი თუ არ აქვს გაგიჭირდება გადმოყრა მანდედან

არაა, ვიყიდე და ფხვნილზეც მშვენივრად გამოიყენებ. პატარა გადმოსაყრელი აქვს, ეგრევე ბოთლში რომ ჩაუშვებ. კარგი ჩანს ჯერჯერობით. იმედია გამომადგება smile.gif მიყვარს პრაქტიკული ნივთები biggrin.gif

* * *
Glamurka
ვიყიდე, 20 ღირდა ჯიპისიში და შემომთავაზეს კალათში ჩაგიგდებთო და 17 ლარი ეღირებაო smile.gif

Posted by: emiblack 4 May 2021, 19:26
Tua
ხო აი მაგ პრინციპით დავიწყე ბოთლით შეთავაზება და მერე თან თავისუფლებაც მომცა, სასწირნოდ რომ გავდივარ დედას ვუტოვებ და ვიცი საჭმელი აქვს)) მე უფრო პირიქით ვიფიქრე ამ ზაფხულში ზედმეტად არ გათბეს რძე და არ გაფუჭდეს-მეთქი. ანუ ეს თერმო ჩანთა სიცხისგანაც ხო დაიცავს?

Posted by: nopiahopi 4 May 2021, 19:42
emiblack
წესით გაგრილებისგანაც და გათბობისგანაც უნდა დაიცვას რაღაც პერიოდი. ზედ აწერია ხოლმე შეფუთვაზე რამდენ საათზეა გათვლილი.

Posted by: ninunin 4 May 2021, 20:01
QUOTE (emiblack @ 4 May 2021, 17:12 )
ნათიამ რაც დაწერა მაგაზე წერდბენ გოგოები ყველაზე კარგიაო. მე ვერ გავიხსენე მაშინ და პამპერსი ჰაგისის მქონდა და იგივე წამოვიღე . კი კი სახლში უნდა გქონდეს მაინც .
რაღა დარჩა, მალე გაირბენს ეს დრო და ნახავ შენს პატარას , აი მერე კიდევ უფრო სწრაფად გადის დრო. ერთის გახდა უკვე ჩემი და ისე სწრაფად გავიდა მგონია რო შერგება ვერ მოვასწარი)))

2kiss.gif კი და ერთი სული მაქვს, დრო უსწრაფესად გადის არ მჯერა რო 32 კვირის ვარ სულ რაღაც 53 დღეა დარჩენილი ან ნაკლებიsmile.gif <3

Posted by: Glamurka 4 May 2021, 20:08
nopiahopi
მშვიდობაში. მოგეწონა?

Posted by: nopiahopi 4 May 2021, 20:49
1 წლის ბავშვისთვის რა შეიძლება კარგ საჩუქრად? საზღვარგარეთ ცხოვრობს და ივნისში მამამისს მინდა გავატანო. ნუ საბავშვო ქართული კარგი წიგნები მოვიფიქრე და რეები ვუყიდო კიდევ? ტანსაცმელი გამორიცხულია, უამრავი აქვს.
walker ვიფიქრე,თუ არ აქვთ ჯერ ნაყიდი .. წლის სექტემბერში ხდება და გამოადგება?
ან კიდევ რა იდეები გაქვთ?

Glamurka
ჯერ არ გამომიყენებია, მაგრამ ისე კი მომეწონა biggrin.gif

Posted by: NatiaGull 4 May 2021, 22:59
nopiahopi
სოფელში წავედით ეს დღეები და ნათესავი რომ უცებ ჩაუდებდა ძუძუს თავის ბავშვს და მე ბოთლებით დავრბოდი, ვინატრე ლაქტაცია biggrin.gif

Posted by: nopiahopi 5 May 2021, 00:26
NatiaGull
მე ძუძუების სახალხოდ ჩადებაც არ შემიძლია. რომ ვაჭმევ, ვხურავ ოთახის კარს )) ნუ მეუღლე და ბავშვი მაინც სულ მაგ მდგომარეობაში მხედავენ, დღეში იმდენ საათს ვკარგავ ჭამაზე.
ჰოდა ეს სახლსგარეთ და ვინმეს (არაოჯახის წევრის) თანდასწრებით არ შემიძლია. არც ჩემი, არც სხვისი biggrin.gif

Posted by: NatiaGull 5 May 2021, 15:31
nopiahopi
ხო მეც ეგეწ ვიყავი ქმართან და მაქსიმუმ დედამთილთან ვაჭმევდი. ისე ვერა.
რა ვქნა არ შემიძლია და მომკალი

Posted by: emiblack 5 May 2021, 17:20
nopiahopi
NatiaGull
მეც ვერ ვაჭმევ სხვასთან ერთად , არც მე შემიძლია და თან მგონია ბავშვის უფლებაც ირღვევა . გამოცვლითაც არ ვუცვლი მე ხალხში. ყველგან შეიძლება მოიძსბნოს განმარტოების საშუალება, ერთეული შემთხვევების გარდა

Posted by: anibani18 5 May 2021, 17:32
გამარჯობა გოგონებო <3 ქრისტე აღსდგა! ბედნიერებას და უფლის შეწევნას გისურვებთ!

NatiaGull
ლაქტაცია მაგის გამო ინატრე? smile.gif დაიცადე ცოტა ხანი, ბოთლის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ჩემი გოგო ახლა დღე-ღამეში სულ 4-ჯერ ჭამს რძეს. უჟასივით მახსენდება ჩემი ლაქტაციის ორი თვე, ვერაფრით გავზრდიდი ბავშვს ბუნებრივ კვებაზე. მაშინ დამხმარე უნდა გყავდეს ვინმე. ცალკე ბავშვი, ცალკე სახლი, ცალკე რძის რაოდენობა... ძალიან გამიჭირდა მე პირადად.
emiblack
nopiahopi
რას შვებიან თქვენი პატარები? <3

Posted by: Glamurka 5 May 2021, 18:16
იმდღეს სტუმრად ვარ და ერთი გოგო ამბობა რო თურმე სულ ტიროდა ბავშვი ალბათ რძე არ ყოფნიდაო. მე ამ დროს ვაჭმევ ფორმულას. დამატებას რატო არ აძლევდითქო და რავიცი მაინც ხელოვნური როა მეშინოდაო ამ დროს ჩემი სახე გენახათ. ზოგი რა უტაქტოა
* * *
NatiaGull
ნიშნისმოგებით რო მეუბმევინ ხოლმე არა მაინც ძუძუ კაია და იმუნიტეტი ექნებოდა ბავშვს სულ ამ თემას ატრიალებენ ირგვლივ. ეგ მომენტები არ გქონია შენ

Posted by: emiblack 5 May 2021, 18:49
anibani18
შენც ასევე მრავალს დაესწარი <3 შენი კნუტი როგორაა?)) ჩემი ერთი თვისაა უკვე და მგონი ჭკუა მოემატა ))) წონაც ))) და ყოველ დღე უფრო კონტაქტური ხდება )) ახლა ჭამის დროს ხელების თათუნი დამიწყო და ძლივს ვითმენ რომ არ შემომეჭამოს))
ლაქტაციას რაც შეეხება, გამართლების საკითხია , გოგოებო . მე ძალიან დიდ სირთულეს ველოდი თუმცა უზომოდ გამიმართლა . ბავშვზეა მთლიანად დამოკიდებული ჩემი აზრით . ჩემი იმდენად კარგად მოეჭიდა, იმდენად მოტივირებულია ჭაამაზე რომ რძეც მაქვს შესაბამისად და ჩამაგრებითაც არაფერი მიმაგრდება ისე მონდომებით გამოაქვს . ამიტო არ განეწყოთ ეგრე ,მეორე ბავშვზე შეიძლება უმარტივესად გამოვიდეს . ერთადერთი სირთულე ისაა რო გარეთ რომ გავსივარ მიწევს დავუტოვო ყოველი შემთხვევისთვის უცებ რომ მოშივდეს და აი საწველით გამოწველია პროცესი რაღაცნაირია, დამთრგუნველი ჩემთვის .

Posted by: anibani18 5 May 2021, 19:06
emiblack
რაც უფრო გაიზრდება, მით უფრო მოგინდება შეამოაჭამო გემრიელი გვერდები smile.gif
ჩემი კნუტი აღარ არის, ისე მოსუქდა და გაბურთდა. ამას წინათ თვალში თითი მატაკა და ორი დღე დაბრმავებული ვიყავი. გამიკაწრა.

მხოლოდ ბავშვზე არ არის. მე, მაგალითად, არ მიდგებოდა ბევრი რძე. თან მართლა უზომოდ გამიჭირდა, ცალკე დეპრესია მქონდა, ცალკე სულ რომ აჭმევ, იწველი, რა პროცესიც მართლა ჩემთვისაც დამთრგუნველი იყო, ხან რა გაქვს მოსხმული, ხან რა, ნორმალურად ვერც ჩაგიცვია, ვერც გიჭამია, მარტო ხარ... ძალიან გამიჭირდა მოკლედ. მიხარია, თუ არის ხალხი, ვისთვისაც ლაქტაცია ბედნიერებაა და სიამოვნებით აჭმევს ბავშვს.

Posted by: Glamurka 5 May 2021, 19:07
emiblack
ძაან კარგია რო გაგიმართლა დარწმუნებული ვიყავი რო ვაჭმევდი ერთი წუთით არ მიფიქრია რო ფორმულას ვაჭმევდი მაგრამ ვერ შევძელი ეს ლაქტაცია და მომკალი.იმედია მეორეზე გამიმართლებს. ჯერ სად ხარ უფრო და უფრო გაგაგიჟებს ჩვენ 3ე თვეში ვართ უკვე და რო მოცინის და აღუებს მეუბნევა მაგ დროს ვდნები ❤
* * *
anibani18
ანი რამხელაა უკვე შენი ბაო?

Posted by: emiblack 5 May 2021, 19:44
anibani18
მესმის რასაც ამბობ. გამოწველა ძაან სტრესულია . რაღაცნაირად ადამიანობის შეგრძნებას ვკარგავ და რძის ქარხანა მგონია თავი, ამიტომ ვისაც გამოწველა უწევს და ისე ვერ აჭმევს ძაან რთული იქნება . ბავშვი როცა ჭამს ეგ მართლა მსიამოვნებს , ისეთი თვალებით მიყურებს ხოლმე ( ნუ თან არც მტკენია , არც დამხეთქია თავები, არც სიცხე მქონდა და არც ჩამაგრება , ამიტო ვიძახი გამიმართლათქო) . ისე კი მაგაზე ბერვიულობა არ ღირს , ფორმულა საუკეთესო ალტერნატივაა და გაგვინართლა ისეთ დროს ვცხოვრობთ როცა არსებობს .
ბუთქუჩა თითოთ ატკინა თვალი ესე იგი დედიკოს )) ძალინ სასაცილოები არიან ))
Glamurka
ხო აი მეორეზე შეიძლება სულ სხვანაირად იყოს. მე პირიქით 50/50ზე ვფიქრობდი. დარწმუნებული არ ვიყავი რომ შევძლებდი . მთავარია მაგაზე არ ინერვიულო და შეირგო ბედნიერება . იმუნიტეტი კიდევ მხოლოდ კვებაზე სულაც არაა .
წარმომიდგენია))) ყოველ დრე რო ახალ ახალ გასგიჟებელ რაღაცეებს სწავლობენ ))

Posted by: NatiaGull 5 May 2021, 20:52
anibani18
ანუ უმეტესად მყას საკვებს ჭამს ხომ უკვე, ან ? მაგ თემამ ცალკე გამაგიჟა , ყველაფერი მოწამლული მგონია და მეშინია.

Glamurka
უფ ეგეთების მეტი რა არის.
ვაიმე ჯვარი სწერია და სურდოც კი არ ჰქონია 7 თვის ხდება. რამდენი ვიცი ძუძუზე ყავს დაბადებიდან და თვეში ერთხელ უცივდებათ ბავშვი. მარტო მაგაზე არ არის იმუნიტეტი დმოკიდებული და თავი არ დაითრგუნო

Posted by: anibani18 5 May 2021, 21:34
Glamurka
7 თვის და 2 კვირისაა.
emiblack
მართალია, რომ ამოგხედავს ქვემოდან ძალიან ტკბილია ♡
ძალ8ან დიდი სიმწარე გამოვიარე ამ თვალზე, მეგონა გამივლიდა ცოტა ხანში, დრო კი გადიოდა და თვალს ვერ ვახელდი საერთოდ. ბავშვი ცალკე მოსავლელია, ქმარს სამსახური, მე კი დაბრმავებული... ძალიან მჭრელი ფრჩხილები აქვთ პატარებს.
* * *
NatiaGull
კი, ნათი. ორი კვება სრულად ჩავანაცვლეთ და ერთი ხემსი გვაქვს კიდევ. კარგი მჭამელია, უბრალოდ ხასიათების გოგოა, თუ რამემ გააღიზიანა ან შეუშალა ხელი არც საჭმელს შეჭამს და საერთოს ყირაზე გადავა. დამხმარე მყავს და ის ქალი რომ მოდის, იმ დღეს არც ჭამს, არც სძინავს და სულ ეჭვის თვალით უყურებს ხოლმე.
ჩვენ დავრეგულირდით. რაღაცეებს ქილისას ვაჭმევ, რაც ბიოს ვნახულობ, ვყიდულობ ხოლმე. ხორცი ვიყიდე მაგალითად, ეს ქილის ხორცი ერთხელ მივეცი მხოლოდ, რაღაც არ მომინდა. თან სახლში რომ დაამზადებ უფრო ბევრ საინტერესო პროდუქტს გაასინჯებ და გაუმრავალფეროვნებ მენიუს. ახლა წამოვა ქართული ხილი და ბოსტნეული, გაყინვას ვფიქრობ რაღაცეების თურქული რომ არ ვაჭამო ზამთარში.
ერთი კვება ამოაგდო საერთოდ ღამითდა დაგვრჩა 4 ბოთლი დღე-ღამეში. სანამ ფორმულა შევცვალეთ და მეორე ნომერზე გადავედით, ერთი ეს გავწვალდით ცოტა. საბოლოოდ მაინც ნუტრიბენზე შევჩერდით.
თქვენი საქმეები როგორ მიდის?

Posted by: NatiaGull 5 May 2021, 23:22
anibani18
მე დილაობით ფაფას ვაჭმევ, ასე თუ ისე ჭამს. არ ვარ უკმაყოფილო. მერე შუადღისას ხან ხილის პაუჩს ვაჭმევ ხან ჰუმანას იოგურტს.
აი მეორე კვება ვერ ჩავსვი ჯერ, ქილის არ მოსწონს ეს ბოსტნეული და მეც მინდა თავად მოვუმზადო. ბარბალედან გამოვწერე რაღაცები და მომიტანენ.
ხვალ მხოლოდ კარტოფილი რომ დავუბლენდერო მერე ქილის ცუკინი დავუმატო და ზეითუნი დავასხა შეიძლება ნეტა ?
ყოჩაღ შენს გოგოს :* ეს ღამით 2ჯერ მაინც ჭამს.
აუ დამხმარე რა კაია, უტოვებ ხოლმე და გადიხარ საყიდლად ?

Posted by: unusual 6 May 2021, 09:32
წლინახევრის ბავშვისთვის სკუტერი ჯობია თუ უპედლო ველოსიპედი?

Posted by: Glamurka 6 May 2021, 09:53
anibani18
ვაი რა კარგია ჩემი როდის იქნება მაგხელა jump.gif

* * *
NatiaGull
მაგით ხაზს უსვამენ რო კარგი დედა ძუძუს აჭმევსო რახან წვალობენ და აჭმევენ მაინც. კარგი დედობა მარტო ძუძუს ჭამით რო განისაზღვრებოდეს ...

Posted by: მზე 6 May 2021, 10:19
unusual
უპედლო ველოსიპედი ჯობია ზოგადად, უფრო ავითარებს. აქედან პირდაპირ სხდებიან ორთვლიანზე.
უბრალოდ, წლინახევრის ბავშვი რამდენად მიწვდება არ ვიცი. ისე სტრაიდერს უწერია რო წლინახევრიდან არის.
მე 2 წლის იყო რო ვუყიდე და 2.5 წლამდე უჭირდა (სანამ ალღოს აუღებდა, ეგ მგონი ზოგადად ეგრეა რო დრო სჭირდებათ).



Posted by: anibani18 6 May 2021, 11:32
NatiaGull
რომელ ფაფებს აჭმევ, ნათი? რძიანზე გადახვედით უკვე? მე ჯერ ფორმულაზე ვუმზადებდი, ახლა წყალზე ვუმზადებ დ ბევრად მეტს ჭამს, ხანდახან ქლიავის ჩირს ვურევ ხოლმე. შეკრულობა გვაწუხებს. ვერაფრით დავარეგულირეთ კუჭის მოქმედება.
კატოფილი არ დაუბლენდერო, წებოვანი გახდება. დაჭყლიტე კარგად. რატომაც არ შეიძლება. სტაფილოც მოუხდება. ბატატი გაასინჯე კიდევ, ჩემი გოგო გიჟდება ბატატზე smile.gif იმ დღეს მოვუმზადე ბატატი, კურდღლის ხორცი და რაღაცეები კიდევ. ისეთ ხასიათზე იყო, ჩხუბს აპირებდა, მაგრამ გემო რომ გაიგო, უცებ შეეცვალა სახე და გადაყლაპა სულ smile.gif სტაფილოც შეუკვეთე ბარბალეში? მე გამითავდა ორგანული სტაფილო და ვერსად ვნახე.
ნათი, მოუმზადე რაღაცეები სახლში, ზოგი რამ ქილის გაურია და გემრიელი გამოვა. ცოტას ვიწვალებთ და მერე იქნება უკვე ჩვენი ხილ-ბოსტნეული.
არ ინერვიულო შენ, დაიწყებს ნელ-ნელა ჭამას. ყველა ბავში ხელად ვერ გადადის ახალ კვებაზე. ჩვენც რამდენი ვიწვალეთ სანამ ასე თუ ისე დავლაგდით. ხან ერთი გაასინჯე, ხან მეორე რამ, ხანდახან ბოსტნეულს ხილი გაურია, მერე ხორცი გაასინჯე და დაიწყებს ჭამას. იოგურტი მოსწონს?
დიდი შვებაა დამხმარე, მიუთავებს და მილაგებს კვირაში ერთხელ და ცოტა ამოვისუნთქე.
არა, ვერ ვუტოვებ ბავშს, არ დარჩება უფრო სწორად. მხოლოდ ჩემთან, მამასთან და დედაჩემთან რჩება, დანარჩენს ყველას უნდობლად უყურებს ან ტირილს ტეხს. ხასიათების ბავშვია, თუ არ უნდა რაღაც ვერ გააკეთებინებ, გვჩაგრავს ხოლმე სახლში ისე გვიბღვერის და მბრძანებლობს smile.gif
შენი მარიამი როგორი ხასიათისაა?
Glamurka
იცი რა მალე გაიზრდება? smile.gif

Posted by: NatiaGull 6 May 2021, 12:36
anibani18
კი რძიან ფაფებს ვაჭმევ. ნუტრილაკი მომეწონა ჰიპზე და სემპერზე მეტად, გემრიელია და ესეც უფრო ჭამს.
სტაფილო არ აქვს ბარბალესაც, კარტოფილი ბატატი და ვაშლი შევუკვეთე და მომიტანენ.
კი მოსწონს იოგურტი ნახევარს ჭამს ხოლმე.
პაუჩებსაც ასე თუ ის ჭამს. კი დღ3ს მოვუმზადებ კარტოფილს ცუკინით(ეს ცუკინი ყაბაყია ხო ?)

ვაიმეე ანი ისეთი უკარებაა, ყველასთან ტირის და თუ ვინმე ბავშვის ჭუჭყუნს ან ტირილს იგებს სკდება ესეც ტირილით.
მარტო ჩემთან, ბებიამისთან და მამამისთან ჩერდება მარა იმათთანაც 20 წუთში იწყებს ტირილს

Posted by: Unico 6 May 2021, 13:22
გაზების პერიოდი დაგვეწყო.

რომელი ჯობია ვერ ჩამოვყალიბდი: მეთიკონი, ბობოტიკი, ესპუმიზანი თუ ბეიბი ქალმი?

შემადგენლობოს მიხედვით დავაჯგუფე.

Posted by: unusual 6 May 2021, 15:05
QUOTE (მზე @ 6 May 2021, 10:19 )
unusual
უპედლო ველოსიპედი ჯობია ზოგადად, უფრო ავითარებს. აქედან პირდაპირ სხდებიან ორთვლიანზე.
უბრალოდ, წლინახევრის ბავშვი რამდენად მიწვდება არ ვიცი. ისე სტრაიდერს უწერია რო წლინახევრიდან არის.
მე 2 წლის იყო რო ვუყიდე და 2.5 წლამდე უჭირდა (სანამ ალღოს აუღებდა, ეგ მგონი ზოგადად ეგრეა რო დრო სჭირდებათ).

მაშინ ამ ასაკისთვის რა შეიძლება ვუყიდო, ეტლში აღარ ჯდება. და რამით რო იკატავოს თქო, სკუტერზე თუ ცადეთ და რა ასაკიდან ფიფრობ მაგას? სტრაიდერი ფირმაა თუ მაღაზია?

Posted by: nopiahopi 6 May 2021, 15:20
Unico
QUOTE
რომელი ჯობია ვერ ჩამოვყალიბდი: მეთიკონი, ბობოტიკი, ესპუმიზანი თუ ბეიბი ქალმი?


მეც ჩამოვჯდები აქვე ..


Posted by: მზე 6 May 2021, 15:52
unusual
სტრაიდერი ფირმაა. ამერიკული, ძაან კარგია. ბახტრიონზე რომ ველოების მაღაზიაა იმათ აქვთ ხოლმე. მგონი სხვებსაც. თუ ყიდვას გადაწყვეტ თადარიგი დაიჭირე. ყოველთვის არ არის ხოლმე მარაგში.
ჩინურებიც არის ისე და ასევე მშვენიერია, უბრალოდ ეს თან მსუბუქიცაა და ვინაიდან დიდი ნაწილი მშობლების მიერ თრევას წარმოადგენს biggrin.gif ამიტომ მსუბუქი და ძვირი ვარჩიეთ :დ

სკუტერი არ მიყიდია. ვიფიქრე რო ზედმეტია, იკატაოს ბალანს ველოთი biggrin.gif ისე ეგეც ალბათ 2 წლიდან. უფრო პატარები არ მინახავს.

აი ესეთი რაღაც შეგიძლია უყიდო: https://hotsale.ge/ka/offers/sheidzinet-bavsvis-khelit-satarebe-1-1-1

ნია-ნუას აჩუქეს 1 წლის რო იყო. ეხლაც ჯდება ხოლმე ხანდახან. დიდად ჰიტი არ ყოფილა ჩვენს შემთხვევაში, მაგრამ ჩვენს მეგობრებს მოეწონათ და ეტლის ნაცვლად ამითი ასეირნებდნენ (ისიც აარ ჯდებოდა ეტლში).

Posted by: anibani18 6 May 2021, 16:02
NatiaGull
ნუტრილაკი ჩვენ არ გავისინჯია ჯერ. ნუტრიბენი მინდა გავასინჯო მაგრამ ვერ მივხვდი რა მარცვლები აქვთ. შენ რომელ მარცვლებს აჭმევ? ხორბალი ნეტა კარგია? მე შვრიას, სიმინდს და წიწიბურას ვაჭმევ. ბრინჯიც აქვს გასინჯული, მაგრამ პირველ სამს ვაჭმევ მონაცვლეობით. ნეტა არსებობს კიდევ სხვა მარცვლები?
კი, ყაბაყი და ცუკინი ერთი და იგივეა. მოეწონა? გოგრაც გაასინჯე, უნდა მოეწონოს წესით. პაუჩები მე არ მიყიდია ჯერ, ქილის ფაფებს ვაჭმევ ხოლმე, ან ჩემით ვუკეთებ რაღაცეებს და ვურევ ერთდა. ახლა რაღაც ჯამი ვიყიდე დასაჭყლეტთან ერთად და დაჭყლეტილზე მინდა გადავიყვანო ნელ-ნელა.
ხვალ ვაპირებ ბატატი ან კარტოფილი ღუმელში გამოვუცხო და ისე მივცე. ბატატს კარგად ჭამს და კარტოფილი არ უყვარს დიდად.
დღეს მეც ვერ ვაჭამე სადილი, ცხვირი აიბზუა, არც რძე დალია sad.gif
მეც შევუკვეთავ ახლა რაღაცეებს, ადრე ეტლით მიმყავდა და ისე ვყიდულობდი, ახლა აღარ ჩერდება ეტლში, ხელში უნდა სულ და ვეღარ წავალ.
ღამე როგორ სძინავს, ნათი? ჩემი ხშირად გამოღვიძების პირასაა, მერე უნდა დავუჯდე გვერდით და ვეფერო რომ მიეძინოს. ხანდახან ჩემთან გადმომყავს, როცა ძალიან მეძIნება და იძინებს მაშინვე. არ მინდა ჩემთან ძილს შეეჩვიოს, მაგრამ მეც ისე მეძინება ხოლმე... ნეტა ასეთი პერიოდი აქვს და ისწავლის გადაბმულად ძილს თუ დიდხანს გაგრძელდება ასე... რძეს რომ ვთავაზობ ღამე, პირს იბრუნებს ხოლმე. 11 საათზე ჭამს ბევრს და მერე 2 საათზე 60-მდე. 5 საათზე აღარ აკარებს პირს.


Posted by: NatiaGull 6 May 2021, 16:08
anibani18
წიწიბურა ხორბალი შვრია სიმინდი გვაქვს გასინჯული. ახლა წიწიბურა ქლიავით და შვრია ატმით გავასინჯე.
არ ჭამა ამანაც. 2-3კოვზი შეჭამა და იჯღანებოდა ლამის გული აერია. biggrin.gif
რამეს აძლევ ხელში რომ ისე ჭამოს ? ვაშლსაც კი ვერ ვაძლევ შიში მაქვს გადაცდენის.
ეტლში ესეც აღარ მიჩერდება დიდად.
მე დაბლენდერებულს მარტო ხორცს ვაპირებ, დანარჩენს დავჭყლიტავ უფრო მემარტივება.
ძინავს ამას კარგად და ღამით ესეც ძაან ცოტას ჭამს, 6-7საათიან შუალედსაც აკეთებს ზოგჯერ. წამოიტირებს ხოლმე უცებ ძილში მაგრამ მერე იბრუნებს თავისით

Posted by: anibani18 6 May 2021, 16:36
NatiaGull
გეტყვი ჩვენს უტყუარ კომბინაციებს: ბატატი, ბროკოლი, მსხალი (სატაცურიც დავუმატე მე) და ბატატი, გარგარი, კურდღლის ხორცი smile.gif)
ფორმულა გაურია აბა კარტოფილის პიურეს, შეიძლება ასე უფრო ჭამოს.
გეტყვი ხვალ გამომცხვარი კარტოფილი თუ მოგვხიბლავს smile.gif
არა, ნათი, ვერ ვაძლევ. თუ დამინახა ვაშლს რომ ვჭამ, ლამის მწვდეს და გამომგლიჯოს, მაგრამ არ ვაძლევ მე, მეშინია მაინც.
მეც არ ვაპირებდი დაბლენდერებულს, მაგრამ თავიდან რამდენჯერმე დაჭყლეტილი რომ მივეცი, კუკებს გამოაყოლა მთლიანი ნაწილები და შემეშინდა. ახლა დავიწყებ ნელ-ნელა. ისე გულს არ ირევს ხოლმე დიდი ნაწილაკები თუ შეხვდა, ყლაპავს უმალ. იმედია, არ გაგვიჭირდება დაჭყლეტილზე გადასვლა.
ამასაც კარგად ეძინა, აურია ეს ბოლო პერიოდი, ნეტა დალაგდეს მალე.
რა გინდა, ძალიან კარგ შუალედებს აკეთებს შენი გოგო <3 რა კარგია რომ თავისით იბრუნებს <3 მე იმდენი ძალა დავხარჯე თავისით დაძინებისთვის რომ მიმეჩვია და იძინებდა კიდეც თავისით, მაგრამ ერთ დღესაც დაივიწყა ეს თავისი ჩვევა და ახლა მოფერებით უნდა დააძინო.
ჩემი ასე ვერ სძლებს. მაგრამ მგონია რომ არ შივდება ღამე, უბრალოდ ჩვევისთის იღვიძებს ან სწყურია.

Posted by: NatiaGull 6 May 2021, 18:37
anibani18
ეგ კარგი მითხარი, ხილის ფაფას გავურევ ხოლმე ბოსტნეულში და შეჭამს ალბათ.
წყალი უყვარს შენს გოოგოს ? ამას უყვარს

Posted by: anibani18 6 May 2021, 19:03
NatiaGull
კი, გაურია ხოლმე. ისეც მიეცი ხოლმე, ხილის გარეშე. დაგიწერ კომბინაციებს მოგვიანებით, თუ გინდა.
სიცხე ჰქონია ჩემს გოგოს და ეტყობა ამიტომ არ ჭამა დღეს არაფერი sad.gif ნეტა მშვიდობით გადაგვატანინა...
ჭიქიდან უყვარს დალევა წყლის, ბოთლიდან არ სვამს. კარგია რომ უყვარს წყალი შენს გოგოს <3

Posted by: NatiaGull 6 May 2021, 22:14
anibani18
რამდენი აქვს ან ? სისველე ცხვირში ან ხველა ხო არ აქვს ? დაურეკე პედიატრს ?

Posted by: unusual 7 May 2021, 10:39
მზე
მადლობა:-* ———- -////

Posted by: ქეთო0104 7 May 2021, 11:47
გამარჯობა დედიკოებო <3 თქვენი დახმარება მინდა smile.gif) მოკლედ მეც მომავალი დედიკო ვარ (იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში). 5 კვირის ფეხმძიმე ვარ და აღმომაჩნდა mthfr a1298c ჰომოზიგოტური მუტაცია. თუ ვინმე იყავით ამ დიაგნოზით და ვის გყავთ ჯანმრთელი ბაოები დამამშვიდეთ რა <3

Posted by: anibani18 7 May 2021, 18:40
NatiaGull
38,6 ჰქონდა ღამე, ნათი, სისველე არ აქვს, ვითომ წამაოხველებს ხოლმე, მაგრამ ძალიან იშვიათად. პედიატრმა ტესტის პასუხის გარეშე არ მიიღო, სასწრაფო პედიატრი გამოვიძახეთ, გასინჯეს და ცოტა წითელი აქვს ყელიო. სხვა არაფერი შეამჩნიეს. ელექტროლიტებს ვასმევ ახლა მაგრამ უარობს. ახლა არ აქვს სიცხე.

Posted by: nino84 7 May 2021, 23:58
ქეთო0104
მე მაქვს ამ გენის მუტაცია და კიდე პაი 1 5g/4g ჰეტეროზიგოტური. ჯანრთელი ბავშვი გავაჩინე. გინეკოლოგთან ერთად ჰემატოლოგთან დავდიოდი მთელი ორსულობა, ანალიზებს ვაბარებდი თვეში ერთხელ და კლექსანს ვიკეთებდი მთელი ორსულობის მანძილზე. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ჰემატოლოგთან

Posted by: alesandra 8 May 2021, 00:54
გამარჯობა, გოგოებო.
რაიმე ინფორმაციას ხომ არ ფლობთ აცრასთან დაკავშირებით, კორონას აცრას ვგულისხმობ.
რამდენად რეკომენდირებულია მეძუძური ქალებისთვის?

Posted by: Tua 8 May 2021, 01:40
Unico
ბობოტიკს ვასმევდი მე და ძალიან შედეგიანი იყო ჩვენს შემთხვწვაში +ბიოგაიას ვუმატებდი დილით , ბობპტიკი დღეში 3ჯერ. მე ასევე ფრისო ვომს ვაჭმებდი დღეში 1ხელ ან 2ჯერ ანტიკოლიკური კვებაა.

Glamurka
სოსულელეა ეგ იმუნიტეყის ამბავი biggrin.gif ირგვლივ ბავშვების უმეთესობა ძუზუსები მყავს და ყველა ჟღვინტლიანია ჩვილობიდანვე smile.gif) მათ შორის ჩემი ძმის შვილი რომეპიც ექსკლუზიურად 8 თვემდე ძუძუზე იყო მყარი კვების გარეშე და ყველა ვირუსი ამას ეკარება , ძველ ხალხს დღემდე სჯერა რომ ეგრეა .


Posted by: narkozeli 8 May 2021, 09:53
QUOTE (Glamurka @ 5 May 2021, 18:16 )

* * *
NatiaGull
ნიშნისმოგებით რო მეუბმევინ ხოლმე არა მაინც ძუძუ კაია და იმუნიტეტი ექნებოდა ბავშვს სულ ამ თემას ატრიალებენ ირგვლივ. ეგ მომენტები არ გქონია შენ

აი მასეთ დროს ჩემი შვილის მაგალითი ააფარე სახეზე biggrin.gif დაბადებიდან ხელოვნურზეა გაზრდილი ბავშვი და წლინახევრისაა და ჯერ ვირუსი არ ჰქონია, ჟღვლინტები რა არის წარმოდგენა არ მაქვს, ცხვირში არასდროს დასჭირვებია ჩაწვეთება, არც სიცხე ქონია, არც ხველა ან ყელის ტკივილი მოკლედ ჯერ არ ვიცით გაციება ან ვირუსი რა არის)) აგერ კორონა გადავიტანე, ბავშვი პირში მიძვრებოდა და ფაქტია მაინც არ გადაედო. თან არ დაგავიწყდეს რომ ყველგან დავწანწალებთ ერთად, დადის ცურვაზე, ბასტი ბუბუში, ეზოშია მილიონ ბავშვთან ყოველ დღე, ახლაც შინდისში მყავს და მთელი შინდის-წავკისის ბავშვები შემოკრებილია ეზოში :დ და პლიუს ჩემი მაზლის ბავშვები რომლებსაც უკვე ათჯერ მაინც ქონდათ ვირუსი, სულ ერთად ვიყავით და ამას მაგათგანაც არ გადმოდებია. ხოდა ურტყი თავში ეგ არგუმენტი ყველას ვინც ამრეზით გეტყვის იიი ხელოვნურს რატო აჭმევ ცუდი იმუნიტეტი ექნებაო. რა უტაქტოა ზოგი

და უამრავი მაგალითია ირგვლივ ძუძუს ბავშვებს რომ სულ ვირუსები აქვთ. ვაბშე არაა მაგ თემაზე იმუნიტეტი მიბმული. ერთი რაც მართლა კარგია ესაა ანტისხეულები დედისგან, რომელიც ხსენშია და მართლა კაია თუ ყველა ვაჭმევთ ჩვენს შვილებს დაბადებისას ხსენს.


* * *
alesandra

ლაქტაციის დროს ისევე როგორც ორსულობის დროს, აცრა არაა ჯერჯერობით ჯანმოს მიერ ნებადართული, რადგან არაა შესწავლილი.
* * *
anibani18

ანი ეხლა წავიკითხე, როგორაა პატარა? ამას წინათ გოგოებო მეუბნებოდნენ ორ დღიანი ვირუსებია ბავშვებში მოდებულიო, 2დღე აქვთ სიცხე და ვსოო, ეგ ხო არ აქვს?

მე 2 დღის წინ ავცერი წლინახევარზე რაც ეკუთვნის და რა კარგია ეს ჰექსათი რომ ჩაანაცვლეს და ევროპულის ( აქამდე წლინახევარზე ინდონეზიურები კეთდებოდს უფასო ვაქცინის ფარგლებში), ურეაქციოდ და უმარტივესად გადაიტანა ბავშვმა.
5 წლამდე აცრებისგან თავისუფალი ვართ bis.gif ნუ გრიპის აცრები შეიძლება ვუკეთო ხოლმე

Posted by: ქეთო0104 8 May 2021, 10:27
nino84
დიდი მადლობა. ვინ იყო თქვენი ჰემატოლოგი?

Posted by: NatiaGull 8 May 2021, 13:13
narkozeli
გვანც ყველა პოლიკლინიკაში ეგ ევროპული კეთდება ხო .? ანუ არ დამჭირდება რომ გავაფრთხილო ექიმი ?

alesandra
ფაიზერია დააშვებული როგორც ვიცი. დანარჩენი არ არის გამოკვლეული ამიტომ არ გირჩევ, არც გაგიკეთებენ.
anibani18
ან , როგორ არის ?

Posted by: ninunin 8 May 2021, 14:16
გოგოებო ჩვილისთვის თეთრეული სადვიყიდო თაჩის გარდა, არჩევანი არ ქონდათ მაინცდამაინც და ნორმ ფასად სად შეიძლება ვნახო?

Posted by: emiblack 8 May 2021, 15:05
QUOTE (narkozeli @ 8 May 2021, 09:53 )
ვაბშე არაა მაგ თემაზე იმუნიტეტი მიბმული

ეგრეც არაა , გვანც. მხოლოდ ძუძუთი კვებაზე არაა რა თქმა უნდა, მაგრამ დადასტურებულია რომ ბუნებრივი კვება პოზიტიურ როლს ასრულებს . ეს არამც და არამც არ ნიშნავს , რომ ვინც ხელოვნურზეა მას არ ექნება კარგი იმუნიტეტი. როგორ არის იცი? აი კონკრეტულ ბავშვს ძუძუთი კვების ფონზე უფრო კარგი იმუნიტეტი ექნება ვიდრე იგივე ბავშვს ხელოვნურზე . ორსულობის პერიოდში მეგონა ვერ შევძლებდი ძუძუთი გამოკვებას ( სხვათაშორის ემოციურად არასასიამოვნო პროცესი მეგონა , რადგან რძე მეზიზღება , აი ვერც ვრეცხავ რძიან ჭურჭელს და ამიტო მეგონა ზიზღი მექნებოდა) და ამიტო უამრავი რამ გადავიკითხე ( სარწმუნო წყაროებში) და მართლა ძალიან ბევრი პლიუსი აქვს. გარდა გაციება არ გაციებისა იმუნიტეტი კიდევ სხვა რამეებშიც ჩანს. მაგალითად შაქრიანი დიაბეტი პირველი ტიპი, რომელიც აუტოიმუნური დაავადებაა ნაკლებად ემართებათ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს ( არ ნიშნავს რომ ვინც ხელოვნურზეა მას დაემართება და ეგრე მაგალითის მოყვანა მანდაც შეიძლება რო ვიღაც ბუნებრივზე მყოფ ბავშვს აქვს და ხელოვნურზე მყოფს არა, მაგრამ კონკრეტულ ბავშვს უმცირებს რისკს დადასტურებულია) , ასევე მიკრობიოტა უფრო ჯანსაღი უყალიბდებათ და კიდევ შეგიძლია გადახედო შენც ( პრინციპში უკვე გექნება გადაკითხული) . თუმცა აი მიკროელემენტებს რაც შეეხება ხელოვნურ კვებაში უფრო დაბალანსებულია. რკინის დამატება ძუძუზე მყოფ ბავშვებს 4 თვიდან აუცილებლად სჭირდებათ და ხელოვნურ საკვებში საკმარისია როგორც მე ვიცი, ასევე ანტირეფლუქს ნარევებიცაა და კომფორტია.
ერთადერთი მე ის არ მესმის რატოა მუდმივი ბრძოლა მეძუძურებსა და. არამეძუძურებს შორის )) ვინც კი შემხვდა ყველამ მკითხა რას ვაჭმევ ბავშვს და ნაწილმა ის მიძახა კიდევ კარგი ხელოვნურს რომ არ აძლევო ( გეგონება მოიწამლებოდა ბავშვი) და მეორე ნახევარი იმას. მეუბნება უი რას იწვალებ თავსო ( არადა ძალიან კომფორტულია აღმოჩდა ჩემთვის ეს პროცესი, მიუხედავად იმისა რო გადაწყვეტილი მქონდა დიაკომფორტებთან ბრძოლაც) . გეგონება ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ რო სხვა ყველა პრობლემა მოგვარებული აქვთ ბავშვებს და ეგღა დარჩა სადაო ))) ხელოვნური საკვები ( რომლის შემადგენლობაც გაკონტროლებულია ) ნამდვილდ არ არის მავნებელი, აი მყარ კვებაზე რონ გადადის ბავშვი მერე სად უნდა იპოვო მართლ ორგანული პროდუქტი ეგ გვაქვს რეალურად საფიქრალი.
* * *
ninunin
მე თაჩიაი ვიყიდე, მაგრამ რეალურად მხოლოდ ზეწარი მჭირდება და ამიტო მე მხოლოდ ზეწრების ყიდვას გირჩევ და საძილე ტომრების

Posted by: ninunin 8 May 2021, 15:14
emiblack
კი და სად ვიყიდო მხოლოდ ზეწარი აქვს თაჩს ?და საძილე ტომრებიც სად?

Posted by: emiblack 8 May 2021, 15:18
ninunin
მზეუკა ნახე ფეაბოქზე მანდ აქვთ. ხარისხი მე არ ვიცი , ჩვენ მეგობარმა ჩამოგვიტანა ამერიკიდან

Posted by: ninunin 8 May 2021, 15:19
emiblack
ეგ ყველაფერი ვნახე მარაარ ვიცი ბევრი ხალხი ყავთ როგრც ჩანს და ერთ შეტყობინებაზე 100 წელი უნდებიან პასუხს, მადლობა მოკლედ smile.gif

Posted by: itona 8 May 2021, 15:54
გოგოებო,გამარჯობათ.შემთხვევით,მკერდის ელექტრო ტუმბოს ხომ არ ყიდით??100ლარზე მეტი არ მაქვს,სამწუხაროდ

Posted by: emiblack 8 May 2021, 16:15
itona
კანპოლის ვიყიდე მე ფასდაკლებით ჯიპისიში 83 ლარად . დაუყარაულდი ფასდაკლებებს , ისე მგონი ფარმაგიდშია ფასდაკლების გარეშე ყველაზე იაფად, 130 ლარიო თქვეს და გადაამოწმე აბა. მე კმაყოფილი ვარ, თავის ფუნქციას ასრულებს .

Posted by: itona 8 May 2021, 16:38
[emiblack
მადლობა..ხელის მაქვს და უკვე მეტი აღარ შემიძლია,მაზოლები დამაჯდა..არადა სჭირდება ჩემს ბიჭს ახლა ჩემი რძე.ვიკითხავ,მადლობა

Posted by: nino84 8 May 2021, 16:50
ქეთო0104
დაკა კაპანაძესთან დავდიოდი

Posted by: emiblack 8 May 2021, 16:51
itona
როგორ არის პატარა? კი ელექტრო კომფორტულია საკმაოდ.

Posted by: nino84 8 May 2021, 16:51
გოგოებო, ჰელფ, კარგი ხარისხის ფეხსაცმელს ადეკვატურ ფასად სად ყიდულობთ ბავშვისთვის? და სახლში აცმევთ რამეს, თუ ნასკებით დადიან? ასაკი წლის და ორი თვის

Posted by: unusual 8 May 2021, 16:57
გიგოებო ორი დღეა 39 აქვს სიცხე, ერთი ყელი აქვს გაწითლებული, ყოველდღე სასწრაფოს ვიძახებ რა გავაკეთო არ ვიცი, გქონიათ ასეთი შემთხვევაში? სიცხე ვერ დავუგდე ორი დღე და ძაან მეშინია.

Posted by: anibani18 8 May 2021, 17:00
narkozeli
NatiaGull
მადლობა, გოგონებო <3
დღეს უკეთ არის, სიცხე არ ჰქონია ღამე, 38-მდე მხოლოდ. არ მიმიცია დამწევი ამ სიცხეზე, მაგრამ ღამით გაიღვიძა და რაღაცნაირად წამოიყვირებდა ხოლმე. არ ვიცი რისი ბრალი იყო, მატყუარა ლამის შეჭამა ისე ხრავდა. მერე ხელში ავიყვანე და ისე ჩაეძინა. სურდო კი აქვს ახლა. ჩემი ბრალია ზედმეტად თხლად ჩაცმული გავიყვანე გარეთ ამას წინათ, არადა ხალხი კურტკებით დადიოდა, მე კიდევ ერთი თხელი პოლზუნკა ჩავაცვი მხოლოდ და ისე გავუშვი გარეთ. გადაღლის ფონზე დამებინდა სულ გონება...

Posted by: itona 8 May 2021, 18:48
emiblack
მადლობა,ინკუბატორიდან უშვებენ ხვალ და პალატაში გადავდივართ რამდენიმე.დღით

Posted by: nopiahopi 8 May 2021, 19:58
itona
QUOTE
ინკუბატორიდან უშვებენ ხვალ და პალატაში გადავდივართ რამდენიმე.დღით

რა კარგი სიახლეა smile.gif სახლში წასვლის დროც მოახლოვდება მალე smile.gif

Posted by: emiblack 8 May 2021, 20:05
itona
რა ბედნიერებაა <3 აბა კარგი ამბები გელით სულ წინ

Posted by: ninunin 8 May 2021, 20:47
itona
QUOTE
ინკუბატორიდან უშვებენ ხვალ და პალატაში გადავდივართ რამდენიმე.დღით

მიხარია ძალიან კარგად რომ ხართ ორივე <3

Posted by: Tua 8 May 2021, 21:36
ninunin
შექმნილია სიყვარულით, რეზინიანი ზეწრები ძალიან კომფორტულია

Posted by: ninunin 8 May 2021, 21:46
Tua
ეს ფხრიწიანი გასახვევები აქვთ თუ იცი?

Posted by: Tua 8 May 2021, 22:02
ninunin
გასაკოჭები რაცაა მაგას ამბობ? არა არმგონიაsad.gif მაგრამ ჩემი დიდი რჩევაა ზეწრები რეზინზე იყიდო ბევრად ადვილი მოსახმარია, ტაჩის მაქვს მე 1 ცალი ურეზინო და მეორე კოტონბოქსის ურეზინო, ძალიან ვწვალობ გადაკვრაზე

Posted by: ninunin 8 May 2021, 22:12
Tuaკი რეზინზე ვუკვეთავ , უბრალოდ საშინელი მომსახურეობა აქვს მზეუკას ნერვები დამაწყვიტა ქსოვილები რაც ვუთარი ან არ აქვთ ან ვერ იგებენ ეხლა შექნიმილია სიყვარულით მივწერე ზეწარზე და იმედია ეგენი დროზე მიპასუხებენ და დროულად მიხვდებიან რომელი ნაჭრის ზეწარი მინდა , გასახვევი ხო მარა არ აქვთ მაგათ ვკითხე ეხლა

Posted by: narkozeli 8 May 2021, 22:39
NatiaGull

კი ყველგან ევროპული კეთდება ნათი, გაგვიმართლა ჩვენ ყველას, შარშან ჩაანაცვლეს წლინახევრის აცრაც ევროპულით და ვსო ახლა ყველა ევროპულებია.

emiblack

100% გეთანხმები ყველა სიტყვაში, ნამდვილად მასეა.
* * *
anibani18

რა კარგია❤️ მალე სრულად გამოძვრება, მარტივად გადააგორა ფაქტია❤️
* * *
რეზინიან ზეწრებს ისე კარგად ვხმარობ, ჩვეულებრივი უკვე ვეღარც წარმომიდგენია, ძალიან კომფორტულია ნამდვილად.
მზეუკასიც მაქვს და შექმნილია სიყვარულით-ში ნაყიდიც, ორივე ზუსტად იდენტური ხარისხია.

Posted by: nopiahopi 8 May 2021, 22:48
Tua
რეზინიანი ზეწრები კარგად ყოფნის მატრასს? 70/130 არის მატრასი და კარგად შემოეკვრება ნეტა ნებისმიერი საბავშვო?
* * *
narkozeli
შენიც მგონი ცოტა დიდი მატრასია საბავშვო ხო?

Posted by: alesandra 8 May 2021, 22:49
NatiaGull
narkozeli
დიდი მადლობა, გოგოებო!

Posted by: Tua 8 May 2021, 22:52
nopiahopi
შეგიძლია შეაკერინო შენი ზომებით, მაგათ ყველას ლილოდან მოაქვთ კოტონის ნაჭერი და კერავენ, მეც ეგეთი მატრასი მაქვს 70×130ზე ზუსტად და 30-35ლარი მითხრეს ინდივიდულურად შეკერვაში , შეგიძლია მიწერო და უთხრა, შეგიკერავენ უპრობლემოდ შენს სასურველ ზომას, ჩემი ოთხკუთხედი საწოლია მაგ ზომის და ოვალურზეც კერავენ.
* * *
ninunin
მზეუკას კი ჩემს დროსაც კვარტალში 1ხელ.მპასუხობდა ხოლმე smile.gif)) მე შემქნილიაში რამოდენიმე რამ.მაქვს ნაყიდი მათ შორის მათი საწოლიც ( როცა აკეთებდნენ ადრე) და ძალიან კმაყოფილი ვარ, ეტლში ჩასაფენი თხელი მატრასიც მაქვს დღემდე ცოცხალია და იგივე მდგომარეობაშია. ოღონდ მე ადგილზე მივაკითხე აბაშიძეზე არიან და ადგილზეც აქვთ არჩევანი საკმაოდ დიდი

Posted by: alesandra 8 May 2021, 22:56
nino84
მე პირადად ვაიკიკში ვიყიდე, კერძოდ სადგურის თბილისი ცენტრალში და ძალიან კმაყოფილი ვარ. არჩევანიც იყო და ფასებიც ნორმალური. სადღაც 30 ლარი გადავიხადე. სახლისთვის ვიყიდე ზუსტად ფხრიწიანი ნაჭრის ფეხსაცმელი რეზინის ძირებზე. მანამდე ჩუსტები ჰქონდა ფხრიწიანი, მაგრამ სულ უსხლტებოდა ფეხი. წლის და ერთი თვის არის.

Posted by: Tua 8 May 2021, 23:01
nino84
მე პოლონურ ჩუსტებს ვაცმევდი ზამთრის პერიოდში მყარ ძიეზეა უბრალოდ და ჩასაფენი აქვს ორთოპედიულივით, ზამთრის განმავკობაში 3ჯერ შევუცვალე ზომა ისე დაუპატარავდა , ეხლა აღარ მიყიდია დადის ფეხშიშველი, ზოგადად ფეხშიშველი სიარული უკეთესია ოღონდ ნასკი გახადე ფეხი შეიძლება აუსრიალდეს და დაეცეს, უნასკოდ უმჯობესია ფეხისთვის, ჩემი ასე დადის როცა ბებიამისი არხედავს biggrin.gif

Posted by: nopiahopi 8 May 2021, 23:02
Tua
ჩემიც ოთკუთხედია 70/130 მატრასით

Posted by: narkozeli 8 May 2021, 23:03
nopiahopi

კი ჩემი დიდი მატრასია ოღონდ ოვალური, 74 თუ 76 აქვს განი და სიგრძეში ნიკოფსიიდან დარუბანდამდის biggrin.gif მარა სწვდება მაინც ის სტანდარტული რეზინიანები, უბრალოდ კიდეებთან ახლოსაა
* * *
QUOTE (nino84 @ 8 May 2021, 16:51 )
გოგოებო, ჰელფ, კარგი ხარისხის ფეხსაცმელს ადეკვატურ ფასად სად ყიდულობთ ბავშვისთვის? და სახლში აცმევთ რამეს, თუ ნასკებით დადიან? ასაკი წლის და ორი თვის

ძალიან ძალიან კმაყოფილი ვარ ჯეოქსის ხარისხით, ასევე ძაან კარგია ეკკო.
პუმაში ნაყიდი ბოტასებიც მომწონს მაგრამ ჯეოქსთან და ეკკოსთან ვერ მივა.
ადიდასი გვქონდა იტალიაში ნაყიდი და ისიც კარგი იყო.
ასევე მომწონს ესპაჩოში ნაყიდი საზაფხულო ფეხსაცმელი, კარგი ხარისხია ეგეც. გაგიკვირდება და ვერ გამოვიყენე კარტერსები კარგად და ვერც ობაიბის ფეხსაცმელები გამოგვადგა sad.gif

სახლში ცხოვრებაში არ სცმია ამას ფეხსაცმელი, ძაან კი მინდოდა მაგრამ არ იჩერებს არც ფეხსაცმელს და არც ნასკებს. ამიტომ ვერ გირჩევ.

Posted by: Tua 8 May 2021, 23:08
nopiahopi
ANNIE BABY-მ მითხრა შეკერვაზე 30-35 ლარიო მხოლოდ ზეწარი და აბა მიწერე, შექმნილიაც კერავსემგონი არასტანდარტულებს

Posted by: ნაჭუჭა 9 May 2021, 00:11
emiblack
ძალიან კარგად ჩამოაყალიბე ლაქტაციის შესახებ, გეთანხმები ყველაფერში, არც ხელოვნურით გაზრდაა ტრაგედია და არც ძუძუთი კვებაა ტანჯვა/წამება და უთავმოყვარეობა, სამწუხაროდ ძალიან ხშირად ვხვდები სხვადასხვა სოციუმში მსგავს კომენტარებს რომ ვერ იტანენ ამოგდებულ ძუძუს და რძის სუნად აქოთებულები ვართ თურმე მეძუძური დედები და საზიზღრობა ყოფილა ეს ძუძუთი კვების პროცესი, ან კიდევ ტანჯვა/წამება და ჯვარზე გაკვრა. ჩემთვის პირადად ძალიან სასიამოვნო პროცესია, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ვიწვალე, ერთი თვე ყოველ სამ საათში ერთხელ ვიწველიდი ( ნახევარი საათი გრძელდებოდა ეს პროცესი) და ბოთლით ვაჭმევდი, მტკიოდა მკერდიც, ძუძუს თავებიც და ხელებიც მაგრამ ერთი წუთით არ შემცოდებია ჩემი თავი ამის გამო და არ ჩავვარდნილვარ სასოწარკვეთაში, რადგან ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, მინდოდა და ამიტომ ვაკეთებდი( ზოგი რძის გამოწველას ძალიან ტრაგიკულად აღიქვამს), თორემ ძალიან თავისუფლად შემეძლო ჩავსულიყავი აფთიაქში და მეყიდა ხელოვნური, ფინანსური მომენტი არ მქონია. ხოდა იმის თქმა მინდოდა რომ ერთმანეტის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ და ცოტა მეტი განათლება არ გვაწყენს საქართველოში ლაქტაციის და ასევე ხელოვნური კვების შესახებ, ბევრს მართლა შხამი გონია არადა მემგონი ერთადერთი ეგ შემოდის მართლა გაკონტროლებული და საუკეთესო ხარისხის საქართველოში
* * *
nino84
სახლში არაფერს არ ვაცმევ, ნასკით დარბის, ისე მინიმენის ფეხსაცმელები მიყვარს ძალიან, უფროსები სულ მაგით გავზარდე და ნაჭრის და მაუბუქ ძირიანებს ვყიდულობ ხოლმე გუდვილში არის პატარა მაღაზია, სახელი არც ქვია მემგონი არაფერი, თურქული ოთახის ჩუსტები და ბავშვის ფეხსაცმელები აქვთ, ძალიან კარგი ხარისხები და ნორმალურ ფასად, დიდი დიღმის გუდვილს ვგულისხმობ, სხვაგანაც თუა არვიცი

Posted by: ninunin 9 May 2021, 00:14
Tua
QUOTE
მე შემქნილიაში რამოდენიმე რამ.მაქვს ნაყიდი მათ შორის მათი საწოლიც ( როცა აკეთებდნენ ადრე) და ძალიან კმაყოფილი ვარ, ეტლში ჩასაფენი თხელი მატრასიც მაქვს დღემდე ცოცხალია და იგივე მდგომარეობაშია. ოღონდ მე ადგილზე მივაკითხე აბაშიძეზე არიან და ადგილზეც აქვთ არჩევანი საკმაოდ დიდი

კი, მივწერე და მიპასუხა , მზეუკაზე დავიტანჯე რა, კოშმარია რაღაც,
ნუ ადგილზე ვერ მივალ ეხლა დაკეტილები არიან ტრანსპორტის გამო, ხოდა ჯერ 2 ცალს ვუკვეთავ მატრასი 120/60 ზეა და რო ვეტყვი ზომას თვითონ იციან ხო როგორ მოერგება ამ ზომას?

Posted by: ნაჭუჭა 9 May 2021, 00:20
მოკლედ აქ უნდა მეკითხა და მომავლებში დამიწერია, ვისაც ძუძუზე გყავთ იქნებ მომაშველოთ თქვენი გამოცდილება, წლის და ორი თვის ხდება, უკვე რამდენიმე თვეა დღისით ფაქტიურად არ ჭამს , ან დიდი შუალედით ძუძუს, ღამითაც3-4 საათს აკეთებს შუალედს ძირითადად, ხოდა ჩემი ციკლი არ ჩანს, ხომ უნდა აღმდგენოდა აქამდე? რა ვქნა მივიდე ექიმთან თუ ვიბედნიერო? user.gif ორსულობა გამორიცხულია

Posted by: alesandra 9 May 2021, 03:35
ნაჭუჭა
შეიძლება პროლაქტინი გაქვს მაღალი, მიუხედავად იმისა ძუძუს ხშირად არ ჭამს.

Posted by: anibani18 9 May 2021, 06:42
narkozeli
ყურის ანთებაში გადაგვივიდა sad.gif მთელი ღამე არ გვეძინა, სულ ტიროდა

Posted by: narkozeli 9 May 2021, 08:07
anibani18

შეეხმიანე ექიმს, ალბათ წვეთებს დაგინიშნავთ ყურისას, მაგრამ მანამდე ჯობია ჩახედოს ჯერ ექიმმა sad.gif

Posted by: ნაჭუჭა 9 May 2021, 09:15
QUOTE (alesandra @ 9 May 2021, 03:35 )
ნაჭუჭა
შეიძლება პროლაქტინი გაქვს მაღალი, მიუხედავად იმისა ძუძუს ხშირად არ ჭამს.

თუ მასეა რა უნდა ვქნა, არაა სასურველი ალბათ ხომ ? თუ დაველოდო ისევ

Posted by: itona 9 May 2021, 14:56
emiblack
nopiahopi
ninunin
მადლობა,გოგოებო.კიდევ კარგი,ჯანმრთელი ბიჭია,2,680 გახდა წონით,მაგრამ მე ადამიანად აღარ ვვარგივარ,მადლობა

Posted by: ninunin 9 May 2021, 15:08
itona
კი, რთულია, მაგრამ კარგად იქნება ყველაფერი, ჯანმრთელად გყავდეს სულ <3

Posted by: nino84 9 May 2021, 15:56
Tua
alesandra
narkozeli
მადლობა გოგოებო, ესეც ფაქტიურად ფეხშველა დარბის სახლში, რადგან ნასკს იძრობს და მისკდება გული, მე სულ გაყინული მაქ ფეხი, ზაფხულშიც ნასკი მაცვია ლამის და დღენდე თბილი ჩუსტი biggrin.gif
* * *
ნაჭუჭა
მივხვდი რომელ მაღაზიაზეც ამბობ, ვნახავ, მადლობა ❤️

Posted by: alesandra 10 May 2021, 13:00
QUOTE (ნაჭუჭა @ 9 May 2021, 09:15 )
QUOTE (alesandra @ 9 May 2021, 03:35 )
ნაჭუჭა
შეიძლება პროლაქტინი გაქვს მაღალი, მიუხედავად იმისა ძუძუს ხშირად არ ჭამს.

თუ მასეა რა უნდა ვქნა, არაა სასურველი ალბათ ხომ ? თუ დაველოდო ისევ

თუ მასეა და სხვა არც არაფერი გაწუხებს, არაა პრობლემა.
თავისით დარეგულირდება ჰორმონები.
მაგრამ ამას მხოლოდ ანალიზით გაიგებ.


Posted by: ნაჭუჭა 10 May 2021, 15:40
alesandra
არა არაფერი მაწუხებს, ერთი თვის წინ რამდენიმე დღე მტკიოდა მუცელი, მეგონა უნდა მომსვლოდა მაგრამ მაგანაც გამიარა და არ მოვიდა

Posted by: Nnia 10 May 2021, 18:00
ნაჭუჭა

მე მომივიდა მეშვიდე თვეში. თუმცა რაც გავიკითხე და დავსერჩე ზოგს 1.5 წლის მერეც მოსვლია. მგონი არაა საშიში.

Posted by: emiblack 11 May 2021, 12:44
QUOTE (ნაჭუჭა @ 9 May 2021, 00:11 )
emiblack
ძალიან კარგად ჩამოაყალიბე ლაქტაციის შესახებ, გეთანხმები ყველაფერში, არც ხელოვნურით გაზრდაა ტრაგედია და არც ძუძუთი კვებაა ტანჯვა/წამება და უთავმოყვარეობა, სამწუხაროდ ძალიან ხშირად ვხვდები სხვადასხვა სოციუმში მსგავს კომენტარებს რომ ვერ იტანენ ამოგდებულ ძუძუს და რძის სუნად აქოთებულები ვართ თურმე მეძუძური დედები და საზიზღრობა ყოფილა ეს ძუძუთი კვების პროცესი, ან კიდევ ტანჯვა/წამება და ჯვარზე გაკვრა. ჩემთვის პირადად ძალიან სასიამოვნო პროცესია, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ვიწვალე, ერთი თვე ყოველ სამ საათში ერთხელ ვიწველიდი ( ნახევარი საათი გრძელდებოდა ეს პროცესი) და ბოთლით ვაჭმევდი, მტკიოდა მკერდიც, ძუძუს თავებიც და ხელებიც მაგრამ ერთი წუთით არ შემცოდებია ჩემი თავი ამის გამო და არ ჩავვარდნილვარ სასოწარკვეთაში, რადგან ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, მინდოდა და ამიტომ ვაკეთებდი( ზოგი რძის გამოწველას ძალიან ტრაგიკულად აღიქვამს), თორემ ძალიან თავისუფლად შემეძლო ჩავსულიყავი აფთიაქში და მეყიდა ხელოვნური, ფინანსური მომენტი არ მქონია. ხოდა იმის თქმა მინდოდა რომ ერთმანეტის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ და ცოტა მეტი განათლება არ გვაწყენს საქართველოში ლაქტაციის და ასევე ხელოვნური კვების შესახებ, ბევრს მართლა შხამი გონია არადა მემგონი ერთადერთი ეგ შემოდის მართლა გაკონტროლებული და საუკეთესო ხარისხის საქართველოში
* * *
nino84
სახლში არაფერს არ ვაცმევ, ნასკით დარბის, ისე მინიმენის ფეხსაცმელები მიყვარს ძალიან, უფროსები სულ მაგით გავზარდე და ნაჭრის და მაუბუქ ძირიანებს ვყიდულობ ხოლმე გუდვილში არის პატარა მაღაზია, სახელი არც ქვია მემგონი არაფერი, თურქული ოთახის ჩუსტები და ბავშვის ფეხსაცმელები აქვთ, ძალიან კარგი ხარისხები და ნორმალურ ფასად, დიდი დიღმის გუდვილს ვგულისხმობ, სხვაგანაც თუა არვიცი

ხო აი რძის სუნთან დაკავშირებით მეც მოვკარი ყური მაგ უმსგავსო კომენტარს და წარმოუდგენელი უზრდელობა და უკუნურება მგონია. გეთანხმები,ჩემთვისაც იმაზე სასიამოვნო აღმოჩდა ვიდრე წარმოვიდგენდი. ღამე დიდ ძილს აკეთებს და მენატრება ხოლმე მისი თბილი ტუჩები))
ციკლთან დაკავშირებით , წესით ნორმაა მაგრამ მიდი კონტროლზე მაინც.

Posted by: gvanci25 11 May 2021, 17:36
itona
ავერსს აქვს კანპოლზე 25% ფასდაკლება და ექნება ეგ რძის საწველიც თუ არ გიყიდია ჯერ
* * *
user posted image აბა ნახე
* * *
თუ გამოგადგება რომელიმე
user posted image

Posted by: takotatuli1989 11 May 2021, 18:51
itona
წარმომიდგენიაააა sad.gif მაგარი გოგო ხარ, დედა ხარ და ყველაფერს გააკეთებ შენი ბიჭისთვის. ასე რომ გამხნევდი, გაუღიმე შენ ბიჭს და ყველაფერი კარგად იქნება <3 იკვებე და თავს შემოუძახე როგორც შეგიძლია. ხორცს მოყავდა ჩემთან რძე ძალიან.

Posted by: Ninico 12 May 2021, 15:32
anibani18
ანი, როგორ არის ბავშვი? გყავდა ექიმთან?
* * *
გოგოებო, წვრილი შავი წერტილები აქვს ხელზე ბავშვს მაჯაზე და ცოტა ზემოთ. მეგონა გაუვლიდა, მაგრამ კაი ხანია აქვს და ცვლილება არ არის. ხელის მოჭერით როგორც ფერისმჭამელები ისე ამოდის და ნასვრეტები რჩება კანზე sad.gif რის გამო უნდა ქონდეს ასეთ პატარას ფერისმჭამელები ვერ გავიგე, თან ხელზე. 1 კვირაში მიმყავს პედიატრთან მრჩეველში.

Posted by: nopiahopi 12 May 2021, 15:47
სახეზე ახალშობილთა აკნეზე რამე გამოგიყენებიათ?

Posted by: emiblack 12 May 2021, 16:42
nopiahopi
აკნეზე არაფერი არ უნდა . ჩემსასაც დააწიწნკლა, ზუსტად არ ვიცი აკნეა თუ მზის ალერგია ( ეზოში მყავდა ( კი ვარიდებდუ მზეს ისე) და მერე დააწინწკლა. თუმცა მშრალი აქვს ჩემსას კანი , ექერცლება და მაგის გამო გადავუსვი ტოპიკრემი. არ ვიცი დაემთხვა თუ მართლა მოუხდა, თითქმის აღარ ეტყობა.

Posted by: gvanci25 12 May 2021, 23:33
nopiahopi
ჩვენს შემთხვევაში თავისით გაუარა 2 კვირაში პლიუს ტოპიკრემსაც ვხმარობდით ატოპიური კანისთვის რომელიც იყო და მოუხდა მალევე აულაგდა

Posted by: nopiahopi 13 May 2021, 00:22
gvanci25
emiblack
ამას 2 კვირაა აქვს და არაფერი უნდაო. ვუყიდი ტოპიკრემს. კრემია ატოპიურისთვის სპეც? ისე ექიმმა არ გავს ატოპიურ დერმატიტსო და გადაუვლისო და რომ წავუსვა მაინც რა უჭირს? ძაან აქვს და გოგოებს ვერ მოხიბლავს biggrin.gif
* * *
ეგ ტოპიკრემის კრემი ჯობია თუ გამწმენდი, როგორ ვიკითხო?

Posted by: მზე 13 May 2021, 09:45
nopiahopi
არ უნდა არაფერი. თავისით გაუვლის და გეგონება რო ტოპიკრემმა ქნა biggrin.gif

Posted by: nopiahopi 13 May 2021, 12:25
მზე
ჰო, ექიმმაც არაფერი უნდა ამ ეტაპზე,მერე ვნახოთ, თუ გართულდა, ჩავრთავთ რამესო. არ გართულებია, მაგრამ არც შეღავათი აქვს. ნუ ძილის დროს სიწითლე გადასდის, მარტობწინწკლები აქვს. როცა ჭამს ან ტირის, უწითლდება კიდეც და საღამოობით უკეთესად აქვს,ვიდრე დღის პირველ ნახევარში.
* * *
ეს პაუჩები ჩვეულებრივი ხილფაფებისგან, ქილებში რომ იყიდება, რითი განსხვავდება, მხოლოდ შეფუთვით თუ სულ სხვა რამეა?

Posted by: Unico 13 May 2021, 12:40
Tua
მადლობა, ბობოტიკს ვცდი აბა. ძალიან არ აქვს, კონკრეტულ საათებში ეწყება, ღამის 12დან 2მდე და მერე მთელი პროცედურების გავლის შემდეგ, მისავათებულს ეძინება. ყველაფერს ვაკეთებ, ოღონდ არ იტიროს.
დღე უკეთესად იქცევა.

ლაქტო ბაქტერიები სამშობიარომ გამოუწერა, ისევე როგორც დე ვიტამინი, ოღონდ ზეთოვანი, რაც გამიკვირდა. ჩაჩავამ უფროსზე წყალშიგახსნილი დე ვიტამინიო და ღუდუშაურმა, არა ზეთოვანიო. ომეგასაც შეიცავს და მყრალი გემო აქვს smile.gif)))) დამავიწყდა სახელი.


nopiahopi
მზის და ჰაერის აბაზანები უშველის. ჰა და ჰა, თუ გინდა რამე კრემიც მიამატე კანის სიწითლოს, მაგრამ მზის აბაზანებს გირჩევ. ჩემსას ჰქონდა და მასე ჰაერზე ხშირად ყოფნით, გაუქრა.

***
რაზე მოვქოთქოთდი. უფროსი შვილის ბაღში ჩუტყვავილა დაფიქსირდა (კიდევ კაი არ ვატარებდი, მომიტანდა სახᲚში ორსულობაზე ან ჩვილზე და მერე ახალი სანერვიულო დამემატებოდა, ბაღს მივუვარდებოდი :დდ),
აცრა ხომ შემიძლია გავუკეთო უფროსს 4 წლის ასაკში? გეგმიურებში არ შედის, აპლიკაციაში ჩამონათვალში არაა.
პატარა უნდა ავცრა მალე, 2 თვისა უწევს და უფროსიც რო მივიყვანო ჩუტყვავილაზე მინდა თქო, აცრიან? ვინმეს ბავშვი აცრილა დიდ ასაკში?

Posted by: nopiahopi 13 May 2021, 12:45
Unico
გარეთ ყოველდღე გამყავს :/

ფასიანია ჩუტყვავილას აცრა და ნებაყოფლობითი, გადარეკე თუ აქვთ, ტყუილად რომ არ მიიყვანო.

Posted by: gvanci25 13 May 2021, 12:50
nopiahopi
აი ამას ვხმარობდი ნუ რადგან კანი ცოტა პრობლემური იყო თავიდან არ მინდოდა სხვა მაზებით და ლოსიონებით გამეღიზიანებინა და ამით თავს ვიზღვევდი რო ვიცოდი აღარ გაუღიზიანებდა ზედმეტად ეხლა ნელ ნელა აულაგდება წესით
user posted image
* * *
nopiahopi
აი ესე ქონდ ერთ ადგილას გაუვლიდა სიწითლე მეორე ადგილას გამოსდიოდა და სუ გადაუწკრუალდა მერე თავისით ( 11 თვის წინანდელი ფოტოა biggrin.gif biggrin.gif )
user posted image

Posted by: Unico 13 May 2021, 13:04
nopiahopi
ხო, მაშინ არ ვიცი. ძალიან აქვს? ჩემსას წვრილად ჰქონდა დაწინწკლული. ნიკაპზე და ლოყებზე.

გაუარა და დავაბრალე მზეს.
დილაობით აივანს მზე ადგება და (რადგან დილასაც ეღვიძება ამ მაიმუნს), მივაფიცხებდი 1 -2 წუთით და მერე ჩრდილში ვდგებოდით. ასე ყოველდღე. ოღონდ დილის მზე, 11 საათამდე. მერე ცუდია..

კრემები სცადე აბა. უნდა იყოს რამე კანის დამცავი და სიწითლის ამლაგმავი ჩვილებისთვის.

სხვა არ ვიცი

Posted by: Glamurka 13 May 2021, 13:06
Unico
ბეიბი ქალმი არის სასწაული სცადე აბა უშველის აუცილებლად ❤

Posted by: nopiahopi 13 May 2021, 14:36
gvanci25
ეგრე აქვს ამასაც,ხან უკეთესად,ხან უარესად.. sad.gif
ძუძუზე გყავდა მაგ დროს?


Unico
აივანი არ მაქვს,სულ მაგის ნატვრაში ვარ, არადა როგორი მოსახერხებელია..

გუშინ ამასაც ქონდა შემოტევა, მაგ დროს ზუსტად. დიალაკი მივეცი, ცოტა შვებს ქონდა,მაგრამ მაინც გაწვალდა. ისე ვეფერები რომ აწუხებს მუცელი, ძალიან მეცოდება. დაეწყო ვითომ ამასაც გაზები? აქამდე ქონდა რანდენიმე, მსუბუქი ეპიზოდი. გუშინ კი დიდხანს გაუგრძელდა.

Posted by: gvanci25 13 May 2021, 15:56
nopiahopi
კი კი თავიდანვე ძუძუზე იყო სულ მაგაზე ვწუხდი სამშობიაროში მეთქი ესე რო აყრიათქო და მამშვიდებდნენ არაფერია თავისით გადაუვაო 2 კვირაშიო და მართლაც გადაუარა ასე რომ არ ინერვიულო ნახე როგორ გადაუწკრიალდება კანი ❣❣❣

Posted by: მზე 13 May 2021, 17:50
nopiahopi
აცადე 3 თვემდე. წინწკლებს არაუშავს.

იგივეა დაახლოებით. სემპერს ზოგს აქვს კაშა+ფრუკტი და ეგ ფაფაა. ზოგი აქვს 100% ფრუკტი - ეგ მხოლოდ ხილია ან ნარევი.
შეფუთვაა მოსახერხებელია

Posted by: nopiahopi 13 May 2021, 18:38
მზე

აჰა,გასაგებია.ანუ მე რასაც ხილფაფას ვეძახი,ეგაა, ანუ ხილი როა ფაფასავით, პატარა შუშის ქილებში. ამ სკვინჩას ისე ემთხვევა, მომოვალ ზაფხულამდე მაგ სახით მოუწევს ხილის მირთმევა. აპრილში კი გახდება 1 წლის და ზაფხულში ცოცხლადაც მიირთმევს smile.gif

Posted by: მზე 13 May 2021, 20:13
nopiahopi
ჰოდა ხილფაფაა მხოლოდ 100% ფრუკტი რო აწერია და კაშა+ფრუკტი არის ხილფაფა+მარცვლეულის ფაფა.
ჩემიც აპრილისაა და მასე ვაჭმევდი. თუ იშვოი ორგანულს, გაყინე. მეორეზე ეგრე ვაპირებ, მხოლოდ შეფუთულ საკვებზე რო არ იყოს დამოკიდებული rolleyes.gif

Posted by: Tua 13 May 2021, 21:43
nopiahopi
ახალშობილთა აკნეზე არაფრის წასმა არაა სჭირო საერთოდ, 40 დღემდე გადასდით წესით.
Unico
ეგაა კოლიკა ღამის საათებში ეწყებათ, მე ღუუდუშაურის გამოწერილი არცერთი ვიტამინი არმიხმარია, ჯერ ვიტაფეროლს ვასმევდი და რადგან ვიტაფეროლი 400იანია და პატარა დოზაა არგვეყპ 4 თვეზე რახიტის ნიშნები დაეწყო, დღემდე აქვადეტრიმს ვასმევ მაგის გამო და ძალიან კმაყოფილი ვატ , ზოგადად უკეთესია სუფთა დ ვიტამინი მისცე ვიდრე რაღაც გარეულები სხვა ვიტამინთან, გარეული ნაკლებად ეფექტურია.

nopiahopi
პაუჩები უბრალოდ სამგზავრო ვერსიაა რომ ბავშვმა თვითონ ჭამოს, ანუ ხელში უჭირავთ და ჭამენ, მაგრამ კოვზითაც შეგიძლია აჭამო. გაყინვა შეგიძლია ზაფხულის ხილის ცოტ ცოტასი და ჩვეუკებრვად 1 წელია ვარგისი გაყინული, პაუჩებში არაა ის ასორტიმენტი და 1 წლამდე უკვე ყველაფერი უნდა ჰქონდეს გასინჯული წესით ბავშვს მათ შორის კვერცხის ცილაც, ნუ რძის და თაფლის გარდა რათქმაუნდა.

Posted by: nopiahopi 13 May 2021, 22:54
ანუ რეალურად მხოლოდ შეფუთვაშია სხვაობა.

ისა და.. ჰიპის კამის ჩაის ვასმევთ კიდევ ბავშვებს თუ აღარ არის მოდაში?

Posted by: ნაჭუჭა 14 May 2021, 01:12
QUOTE (nopiahopi @ 13 May 2021, 22:54 )
ანუ რეალურად მხოლოდ შეფუთვაშია სხვაობა.

ისა და.. ჰიპის კამის ჩაის ვასმევთ კიდევ ბავშვებს თუ აღარ არის მოდაში?

მხოლოდ შეფუთვაში არაა სხვაობა, კონსისტენციაც სხვა აქვს და გემოც პაუჩსა და ქილის ხილფაფას, იმედია არ მეჩვენება gigi.gif მეც ვაგემოვნებ ხოლმე ყველაფერს ანდრიასთან ერთად და სხვადასხვა გემო მგონია.
ჩაის რაც შეეხება ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის უფროსებს რომ ვჭყიპავდი, რა ძალა მედგა, არაფერი სარგებელი არ ქონია გარდა აფთიაქის გამდიდრებისა war.gif კარგია რომ გადავიდა მოდიდან თორემ პატარა ბოთლს არ იკარებს და დავუწყებდი შპრიცით ჩასხმას ალბათ gigi.gif

Posted by: nopiahopi 14 May 2021, 05:21
ნაჭუჭა
QUOTE
კარგია რომ გადავიდა მოდიდან თორემ პატარა ბოთლს არ იკარებს და დავუწყებდი შპრიცით ჩასხმას ალბათ

ვეჭვობ, ეს მიირთმევს,რასაც შევთავაზებ biggrin.gif ჰოდა ხომ არ მიმეცა დღეში რამდენიმე მილიგრამითქო biggrin.gif მაგიტომ დავინტერესდი.
თითქოს წინა საუკუნეში გავაჩინე პირველი, იმდენი რამეა შეცვლილი ამ 8 წელიწადში, მართლა ახალბედა დედა მგონია თავი biggrin.gif

Posted by: teklikie 14 May 2021, 11:18
ჭარბი ციკლის გამო მირენას სპირალის ჩადგმა მირჩია ექიმმა. ვისაც გაქვთ ჩადგმული გამიზიარეთ შთაბეჭდილება, ჩადგმა მტკივნეულია?

Posted by: NatiaGull 14 May 2021, 11:21
nopiahopi
ჩაი კარგა ხანია არ არის რეკომენდირებული ბევრი მიზეზის გამო ❤

Posted by: nopiahopi 14 May 2021, 14:24
NatiaGull
ok smile.gif და ისე რა მიზეზით? დამაინტერესა უბრალოდ biggrin.gif

Posted by: ნაჭუჭა 14 May 2021, 15:46
QUOTE (nopiahopi @ 14 May 2021, 05:21 )

თითქოს წინა საუკუნეში გავაჩინე პირველი, იმდენი რამეა შეცვლილი ამ 8 წელიწადში, მართლა ახალბედა დედა მგონია თავი biggrin.gif

მასე ვიყავი მეც პატარა რომ გავაჩინე, 7 წლის შუალედი მაქვს და ასე მეგონა ისინი ჩემი გაზრდილები არ იყვნენ gigi.gif თავიდან ვისწავლე და ვსწავლობ ყველაფერს , თან ძალიან ბევრი რეკომენდაციები რადიკალურად შეცვლილია და ცოტა დაბნეული ვიყავი თავიდან

Posted by: Glamurka 14 May 2021, 16:28
გოგოებო გუშინ ავცერი და სიცხე მისცა ისე ვინერვიულე. დღესაც ველოდო რო მისცემს?

Posted by: ნაჭუჭა 14 May 2021, 17:38
QUOTE (nopiahopi @ 14 May 2021, 14:24 )
NatiaGull
ok smile.gif და ისე რა მიზეზით? დამაინტერესა უბრალოდ biggrin.gif

თირკმელების ზედმეტი დატვირთვააო

Posted by: emiblack 14 May 2021, 18:28
გოგოებო? როგორ ხართ? ვისაც ძუძუზე გყავთ ან გყაბდათ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან . ჩემი შვილი დღეს გახდა 40 დღის. აქამდე დღე ჭამდა ყოველ საათში, ან ყოველ 2 საათში და ღემე აკეთებდა 4 საათიან შუალედს , ანუ 9ზე ძილის წინ ჭამდა , იძინებდა , მერე პირველზე ან 2ის ნახევარზე ჭამდა, იძინებდა და 5ზე ან 6ის ნახევარზე ისევ ჭამდა, მერე ისევ ერთ ან 2 საათიანი პაუზები იწყებოდა ჭამამდე. ახლა 2 დღეა გადააბა ეს პაუზები და თითქმის 8 საათიანი შუალედი გამოდის. გუშინ წინ იმდენად მშვიდად ეძინა არ შევთავაზე ჭამა და გუშინ აი ეძინა, მაგრამ შიგა და შიგ პირს აღებდა და თავს იქნევდა, ავიყვანე და შევთავაზე ძუძუ, ძილშივე დაიწყო ჭამა, მაგრამ გადაცდა, დაახველა , ამოაქაფა და ისევ არ შეიღვიძა. როგორ უნდა მოვიქცე, ასეთ დროს? ვაჭამო ძილში , შევაღვიძო და ისე ვაჭამო თუ ვაცადო ძილი და არ შევთავაზო. თუ მშვიდად ძინავს ჩემი ინტუიციით არ უნდა შევთავაზო და აი ასე თუ შფოთავს როგორ მოვიქცე? პ.ს. კვება არ აკლდება, დღის მანძილზე ინაზღაურებს, 8 საათიდან დაწყებული 2 საათამდე ყოველ საათში ჭამს, ზოგჯერ 40 წუთშიც . ნამატი კარგი აქვს, პირველ თვეში მოიმატა 1 კგ და ახლა ამ 10 დღეში სადღაც 700 გრმდე

Posted by: Tua 14 May 2021, 20:03
ნაჭუჭა
ჩემთვის არანაირი სხვაობა არაა, სემპერის ვაშლს და ჰეინცის ვაშლის პაუჩს შორის ერთი და იგივეა გემოზე biggrin.gif

nopiahopi
ჰიპის ჩაი შაქარს შეიცავს კამის, მე 1 კვირა ვასმევდი დაახლოებით, ძუძუს რომ გადავაჩვიე ფორმულასაც ძუძუსავით ითხოვდა ჰოდა მაგის გამო 2 კილო მოიმატა 1 თვეში biggrin.gif 2 საათიანი შუალედები გავუზარდე კამის ჩაით 3 საათამდე და მერე აღარ მიმიცია , ისიც მაქს 30მლ იუო დღე ღამეში, ზედმეტი სითხე ზედმეტი დატვირთვაა თირკმელისთვის და არუწევენ რეკომენდაციას
* * *
emiblack
მე არ შევაღვიძებდი თუ არითხოვს

Posted by: Nnia 14 May 2021, 22:10
emiblack
ვაიმე დატკბი ოქროს შვილი გყავს. გამოიძინე, თავს არ მოიშიებს.

Posted by: ნაჭუჭა 14 May 2021, 23:38
emiblack
არ შეაღვიძო თუ მშვიდად ძინავს, მაგაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს eek.gif ჩემი წლის და ორი თვის ბავშვი დღემდე მთელი ღამე მღეჭავს gigi.gif ცოტათი თუ შფოთავს და არ ოღვიძებს შეიძლება კიარ შიოდეს არამედ დედა უნდა რომ იგრძნოს, აიყვანე ან მოუთათუნე ხელი და თუ ჩაეძინება აღარ შესთვაზო ძუძუ

Posted by: mmaarriiaamm123123 14 May 2021, 23:38
emiblack
არ გააღვიძო არცერთ შემთხვევაში აქ პედიატრები გეტყვიან რო გააღვიძე ყოველ სამსაათში და რაღაცეებს სა ბავშვს ნერვები გაიფუჭდება და ათას რაღაცას გამოიწვევს რო ძინავს და ძალით გააღვიძო არც კანიკანთან კონტაქტით და არანაირად არ გააღვიძო გერმანიაში ნათლიაჩემის პედიატრმა თქვა სასტიკად არ შეიძლება გაღვიძებაობროცა მოშივდება თვითონ გაიღვიძებს არარსებობს მშიერი იყოს და ვერ გაიღვიძოს ან რამე , კიდე თუარ დაიძინებს და თავისთვის იწვება თუნდაც ორისაათი სამისაათი არც ეგარის პრობლემა თურმე მე ვნერვიულობდი და იმდენიხანი ძინავთ რო რამდენიხანიც უნდა ეღვიძოსო ნერვოპათოლოგმა ასერომ არც გააღვიძო და არც ძალით დააძინო ❤️

Posted by: emiblack 15 May 2021, 01:57
Tua
Nnia
ნაჭუჭა
მადლობა , გოგოებო <3 მშვიდი ძილის დროს არ ვაღვიძებ , ცალსახად ვიცი რო ნერვები არ უნდა მოვუშალო და შევარგო ძილი))) აი ძილში რო იწყებს ძუძუს ძებნას მანდ მივეცი ძილშივე და მანდაც შევცდი))) დედის სურვილის შფოთვებიც აქვს ხოლმე კი და ხელი მაქვს ამიტო გადადებული ხშირად )) მუცელზე ვადებ და მშვიდდება (მეც, სხვათაშორის )) ) , გუშინ აშკარად ძუძუს ეძებდა თვალდახუჭული, მაგრამ აწი ვაცდი და თავისით გაიღვიძებს ალბათ და მერე ვაჭმევ))
mmaarriiaamm123123
აბა როგორ ხარ? როგორ არის შენი გოგო? დიდი ხანია არ გამოჩენილხარ.
მადლობა <3 სხვათაშორის, პედიატრებმაც ვისაც დავეკითხე ყველამ მირჩია ეძინოსო. მეც მშვიდდ ვარ ვიცი საჭმელს არ იკლებს , ამიტო როცა მშვიდად ძინავს ვტკბები))

Posted by: nopiahopi 15 May 2021, 03:20
mmaarriiaamm123123
როგორ ხართ? jump.gif

emiblack
მეც არ გავაღვიძებდი ჭამაზე. თავს არ მოიშიებენ smile.gif იძინოს მშვიდად, მაგას რა ჯობია.
* * *
მე ვიყავი ეგეთი ჩვილი და მშვენივრად ვიმატებდი ნორმა რაც იყო 12 საათიანი შუალედის მიუხედავად: ლეგენდის თანახმად, 9-დან 9-მდე მეძინა biggrin.gif
* * *
ნაჭუჭა
QUOTE
თირკმელების ზედმეტი დატვირთვააო

აჰაა,გასაგებია smile.gif

Glamurka
QUOTE
გოგოებო გუშინ ავცერი და სიცხე მისცა ისე ვინერვიულე. დღესაც ველოდო რო მისცემს?

არ ინერვიულო, იცის აცრამ სიცხე. განმეორებითზე უსიცხოდ გამოძვრება smile.gif

პ.ს. რასაც მე გლოცავ დღემდე,გახსოვს ნემსების დაფინანსებაზე რომ დამაკვალიანე? ყველასთან მაგას ვყვები,უცნობი გოგო ინტერნეტიდან biggrin.gif
* * *
eleonora-ს ამბებიც მაინტერესებს,სულ მოგვტაცა ბაიამ მისი თავი smile.gif

Posted by: narkozeli 15 May 2021, 06:48
nopiahopi

შენი ლეგენდა განხორციელდა და აგერ განმეორდა ჩემს შვილთან, ასე რომ ნამდვილად რეალურია დაბადებიდან 9დან 9მდე ეძინოს ბავშვს biggrin.gif
სამშობიაროდანვე თან)) გამომლანძღეს ჩაჩავაში, გააღვიძე ხოლმეო)) ზოგი “კეთილისმსურველი” მეუბნებოდა უფ კაცო დააცადე მერე დაიწყებს ნელნელა ღამე გაღვიძებებსო მარა აჰა წლის 7ის ხდება და არანაერი არაფერი, ღამე ბომბი რომ ჩამოვარდეს მაინც არ იღვიძებს :დ ჩემი და მამამისის ასლია მაგ ამბავში biggrin.gif

Posted by: emiblack 15 May 2021, 09:48
nopiahopi
narkozeli
არა ჩემი მთლად ლეგენდარული არაა)))
თქვენ ბუნებრივ კვებაზე იყავით? ანუ ფორმულის ბავშვებთან სხვა აიტუაციაა, ჩვენთან მარტო ბავშვზე არაა, მეც ჩამიმაგრდება მკერდი 12 საათი რო არ ჭამოს, 8ზეც და ამიტო ვეძებ ოპტიმალურ გამოსავალს. 5 საათის მერე ძილში ეძებს ძუძუს , ვაცადე ახლა ღამით და ერთ საათიანი ძებნის მერე გაიღვიძა და ვაჭამე )) მერე ისევ 6 საათიანი ძილი მიაბა მშვიდად)) ასე თუ დაალაგებს გვაწყობს))
სამშობიაროში ჩემსას ძიძუზე ეძინა მხოლოდ))) დავსვამდი თუ არა იღვიძებდა უკმაყოფილო ))) მიუხედავად ამისა ჩაჩავაში დამზდევდნენ დამატება მიეციო და დღემდე მიკვირს რა უნდოდათ )) ნამატით გამოვიყვანე სამშობიაროდან და არ ყოფნისო რანაირად მეძახდნენ))

Posted by: mmaarriiaamm123123 15 May 2021, 10:41
nopiahopi
emiblack
ფასვორდუ ხო არ მახსოვს და ვერ შემოვდივარ იმეილიდან გადმოვედი ეხლაც დღეს ახალს გავაკეთებ და იმითი შემოვალ , კარგად ვარ მგონი ნელნელა ისეთი დაბეჩა ებული გამოვედი იქიდან რო ჩამოგითვალოთ იტირებთ :დდდ და ნელნელა მივლის ყველაფერი მგონი ერთი ნაკერებთან გვერდზე გადავქვლეფილივით გამიჩნდა ერთი კვირაა და ძაან მეწვის და რამე ხოარ იცოთალე რო მომირჩეს:დ პატარას არც მე ვაღვიძებ ისედაც მაქსიმუმ ნახევარი საათი გადააცილოს გაღვიძებას და თუ უფეო დიდიხანი ეღვიძება შანსი არაა რო გავაღვიძო , ძუძუზე გყავთ ისევ ხო ორივეს?? მე სისხლები მდიოდა ძუძუსბიდან ვაიმე რეები გადავიტანე ღმერთო :დ და მაინც ძუძუზე დავტოვე , გარეთ რო გაგყავთ როგორ აცმევთ ?? ვნერვიულობ ხოლმე არ დაცხეს და არ შეცცივდეს და ვეღარ გავიგე რავქნა . ყველაფერზე მიპასუხეთ :დდდ ზნელას დავწერე ისედაც აქედან :დ❤️❤️❤️

Posted by: emiblack 15 May 2021, 11:13
QUOTE (mmaarriiaamm123123 @ 15 May 2021, 10:41 )
nopiahopi
emiblack
ფასვორდუ ხო არ მახსოვს და ვერ შემოვდივარ იმეილიდან გადმოვედი ეხლაც დღეს ახალს გავაკეთებ და იმითი შემოვალ , კარგად ვარ მგონი ნელნელა ისეთი დაბეჩა ებული გამოვედი იქიდან რო ჩამოგითვალოთ იტირებთ :დდდ და ნელნელა მივლის ყველაფერი მგონი ერთი ნაკერებთან გვერდზე გადავქვლეფილივით გამიჩნდა ერთი კვირაა და ძაან მეწვის და რამე ხოარ იცოთალე რო მომირჩეს:დ პატარას არც მე ვაღვიძებ ისედაც მაქსიმუმ ნახევარი საათი გადააცილოს გაღვიძებას და თუ უფეო დიდიხანი ეღვიძება შანსი არაა რო გავაღვიძო , ძუძუზე გყავთ ისევ ხო ორივეს?? მე სისხლები მდიოდა ძუძუსბიდან ვაიმე რეები გადავიტანე ღმერთო :დ და მაინც ძუძუზე დავტოვე , გარეთ რო გაგყავთ როგორ აცმევთ ?? ვნერვიულობ ხოლმე არ დაცხეს და არ შეცცივდეს და ვეღარ გავიგე რავქნა . ყველაფერზე მიპასუხეთ :დდდ ზნელას დავწერე ისედაც აქედან :დ❤️❤️❤️

მიხარია რო კარგად ხარ უკვე. ნაკერზე ვერ გიპასუხებ, არ ვიცი. მე კი ძუძუზე მყავს. ყოჩაღ რო გადალახე ეგ სირთულე. გარეთ ამინდს გააჩნია, მე დასავლეთში წავედი დედასთან და აქ 2 დღე ძაან ციოდა, გამყავდა გრძელმკლავიანი ბოდე შიგნით, წინდა და პოლზუნკა და პლედი თუ ჩრდილში ვიჯექით, მზეზე ვხსნიდი. ეს 2 დღეა ისე ცხელა მოკლემკლავიანი თხელი მაისური და შორტები აცვია გარეთ და სახლში უფრო გრილა და გრძელმკლავიანები მაგრამ თხელები ( მაისური და შარვალი ) და უთხელესი წინდა. ჩემსას თუ ან ცხელა ან ცივა ან რაიმე დისკომფორტი აქვს გვაგრბინებს.

Posted by: Nnia 15 May 2021, 14:26
mmaarriiaamm123123
ნაკერებზე მე ჯერ პერეკისს ვისხამდი მერე ბინტზე ლევომიკოლს და ბეტადინის მალამოს ვურევდი ერთმანეთში და ვიდებდი. გარეთ თბილისში თუ ხარ ძაან ცხელა უკვე. მე შორტით და თხელი მოკლემკლავიანი ზედით მყავს.

Posted by: nopiahopi 15 May 2021, 15:01
emiblack
QUOTE
ჩამიმაგრდება მკერდი 12 საათი რო არ ჭამოს

აი მაგ შემთხვევაში უნდა გამოვიწველოთ? მე კი შორს ვარ მაქედან ჯერ biggrin.gif

მე ძუძუზე ვიყავი 40 დღე და არ ვჭამდი და ვშიმშილობდი. მეორმოცე დღეს მომცეს ხელოვნური და იმ ღამის მერე მეძინა 12 სთ და აღარც მიტირია

Posted by: itona 15 May 2021, 15:09
გოგოებო,ბავშვი აღრიცხვაზე როგორ უნდა დავაყენო პედიატრთან??რაღაც ვადა აქვს მაგას,თუ როდის უნდა მივიდე??და რა საბუთები დამჭირდება??

Posted by: emiblack 15 May 2021, 15:38
nopiahopi
ხო აი ხელოვნურზე ნაკლებ გასაკვირია.
იცი რა? არ ვიცი . მე საწველით როცა გამოვიწურე მერე მეტი ჩადგა და ჩაკეტილ წრეზე ვიარე, ამიტო ხელით გამომაქვს ცოტა რომ გაძლოს ბავშვის ჭამამდე

Posted by: nopiahopi 15 May 2021, 16:09
itona
მგონი ვადა არ აქვს. პიოყვან პირდაპირ პოლიკლინიკაში და ეტყვი რომწლ პედიატრთან გინდა აღრიცხვაზე. თან იქონიე პირადობა, ბავშვის დაბადების მოწმობა და სამშობიაროდან რომ გამოგატანენ ბავშვის საბუთს ჯანმრთელობის შესახებ, ეგეც. ნუ მე ესენი მომთხოვეს და იმედია სხვა არაფერია საჭირო.

emiblack
შეიძლება მკერდმა დაარეგულიროს ცოტა ხანში ეგ რეჟიმი? კარგია ხელით თუ გამოგაქვს ცოტა მაინც. მე თითქოს ბევრი არ მაქვს, მაგრამ ერთი-ორჯერ კვების ჩაგდება რომ მომიწია, გასული ვიყავი, და კიდევ იყო 4სთ-იანი შუალედი გააკეთა ღამე, ძაან გამიბრიგინდა,გადამევსო და სიმაგრეები გამიჩნდა, მაგრამ 1-2 ჭამაზე თვითონ ბავშვმა გამომწურა კარგადვე და ჩადგა ისევ ფორმაში.

ნუ დამატებას ისევ ვაძლევ. გუშინ მაგალითად 30 გრამი დაიმატა ერთხელ. წინა დღეებშიც ეგრე, ხან ამის საჭიროებაც არ მაქვს ხოლმე. ხან ისეა, ხან ასე.

Posted by: ნაჭუჭა 15 May 2021, 17:39
QUOTE (emiblack @ 15 May 2021, 15:38 )
ამიტო ხელით გამომაქვს ცოტა რომ გაძლოს ბავშვის ჭამამდე

სწორად იქცევი, თუ მასე გააგრძელა ცოტა ხანში შენი ტვინი დაიმახსოვრებს რომ ეამით აღარაა საჭირო ბევრი რძის გამომუშავება და აღარ გაგიმაგრდება ხოლმე

Posted by: emiblack 15 May 2021, 17:49
nopiahopi
აუ მეც ისე ვფიქრობდი როგორც ნაჭუჭამ დაწერა . რძე ხომ ბავშვის მოთხოვნის მიხედვით დგება და თუ ღამე არ გამოვიწურავ ნელ ნელა ნაკლები იქნება , ერთადერთი იმას ვშიშობ მერე ისე არ მოხდეს რო არასაკმარისი დარჩეს , მაგრამ მასეთ დროს წოვით მოიყვანს თვითონ ბავშვი.
მე მგონია ტყუილად უმატებ, სიმართლე გითხრა, რთულია მაგრამ ერთი 2 დღე იმ 30 გრამის მოპოვებისთვის თუ მოუწევს ცოტა შრომა პატარას მერე უკვე მოგემატება .
ნაჭუჭა
მადლობა, მეც ესე ვივარაუდე, მაგრამ მერე ოსე ხომ არ მოხდება რომ არ ეყოს? და კიდევ იცი რა მაინტერესებს? ცოტა რძე მინდა მოვიმარაგო , რამოდენიმე კვების შენახული რომ მქონდეს , აი უცებ დამჭირდა გასვლა სახლიდან ამას წინ , იმ წამის ნაჭამი იყო და დასატოვებელი ვეღარ შევუგროვე და მომიწია სახლში დარჩენა. ასეთი შემთხვევებისთვის ცოტა მარაგი არ მაწყენდა და ეგ როგორ გავაკეთო ისე რომ ზედმეტად არ მოვიმატო რძის რაოდენობა?

Posted by: Glamurka 15 May 2021, 22:09
nopiahopi
მადლობა ყურადღებისთვის აღარ ქონია მას მერე ❤

Posted by: ნაჭუჭა 15 May 2021, 22:45
emiblack
სწორად იცი, რძე ბავშვის მოთხოვნის მიხედვით გამომუშავდება, შეიძლება ზოგჯერ მოგეჩვენოს რომ არ ყოფნის, ან სიხშირე და ინტერვალი შეიძლება შეცვალოს ბავშვმა წოვის და რაღაც პერიოდი დაჭირდეს ორგანიზმს სიგნალების მისაწოდებლად , დამიჯერე არ ღირს ნერვიულობად, რძეს სანამ აჭმევ ყოველთვის ეყოფა ბავშვს, ეს საზეპიროსავით გქონდეს gigi.gif მე მაგალითად 7 თვიდან ხან მთელი დღე გამომდის ხოლმე რომ არ ვაჭმევ, სამსახურის გამო, თავიდან გამიმაგრდა რამდენიმე დღე მაგრამ მერე დარეგულირდა, თუმცა როცა სახლში ვარ ხშირად ვაჭმევ დღის განმავლობაში და მიდგება ჩვეულებრივად. მარაგს რაც შეეხება რამდენჯერმე გამოწველა არ გამოიწვევს ჰიპერლაქტაციას ნუ გეშინია, მე საკმაოდ მქონდა მოგროვილი და მერე გავაჩუქე რომ არ დამჭირდა war.gif მე ესე ვაგროვებდი- ერთს რომ შეჭამდა მეორეს ვიწველიდი, ან ჭამამდე 1 საათით/ნახევარი საათით ადრე ვიწველიდი , მასე მოვაგროვე

Posted by: mmaarriiaamm123123 15 May 2021, 23:48
emiblack
Nnia
თბილისში ვარ კი მოკლედ გარეთ რო ჩამყავს კაი ამინდში სიტყვაზე პირველზე რადგან ყველაზე კაი სითბო მაგდროს არის და მეშინია მანამდე ვაცმევ უფეხო ბოდეს დიგნიდან ზემოდან მთლიან ბოდეს ნასკებს დიგნიდანაც ვაცმევ და გარედანაც მერე , ზემოდან ჟაკეტი და პლედიაქვს მოფარებული თან, ქუდიც რათქმაუნდა . ზედმეტები მმომდის ხო??

Posted by: nopiahopi 16 May 2021, 00:50
ნაჭუჭა
აუ მეც რომ მინდა ცოტა მოგროვება, ხომ ინახება საყინულეში. რაღაც სპეც კონტეინერები თუ პარკები ყოფილა მაგისთვის. მიწევს ხოლმე გასვლა და მაგ დროს ხელოვნურს ჭამს ერთ ჭამას, თუ ვერ მოვუსწარი. ნუ ორჯერ იყო სულ ეგეთი შემთხვევა. უფროსის ექიმებთან მიყვანა მომიწია ბოლო პერიოდში და სხვა გამოსავალი არ მქონდა.
ჰოდა სუავინექსის ელ. საწველი მომცა მეგობარმა. თვითონ არ ახსოვს როგორ იყენებდა, მე ინსტრუქციას მივყვები ზუსტად და წვეთი არ გამოაქვს. ჰოდა ახლობელს ქონდა წაღებულიო და ნეტა ხომ არ გაუფუჭდაო. მერე მოვიყვან სახლში და იქნებ გაიხსენოს და ერთად გავუგოთ რამე biggrin.gif

emiblack
შენ რომელი საწველი გაქვს?

Glamurka
ძალიან კარგი smile.gif მომდევნო განმეორებით აცრებზე სულ აღარ ექნება სიცხე. წლის აცრაზე შეიძლება, ან ერთი კვირის მერეც გაუჩნდეს ცოტა გამონაყარი, წითურაზე რეაქცია იქნება და არ შეგეშინდეს.

8 ივნისს იწყებს ჩემი აცრებს და პრაქტიკულად ყოველ თვე უწევს მთელი ზაფხული, რანაირად დაემთხვა..

* * *
mmaarriiaamm123123
QUOTE
ზედმეტები მმომდის ხო??

დიახ biggrin.gif

მეც ზედმეტი მომდის, მაგრამ შენ მჯობიხარ თურმე biggrin.gif აქამდე ეცვა უმკლავო ბოდე და მთლიანი ფეხიანი თხელი პოლზუნკა და კია გემრიელად, მაგრამ უფეხოებზე უნდა გადავიყვანო smile.gif ძაან უყვარს სითბო. ვერ გადავაჩვიე პლედის გარეშე დაძინებას. თუ არ შემოვახვიე, არ იძინებს ისე facepalm.gif

ჰოდა ეს მზეშინა და მზეგარეთა ნასკები არ გინდა რა, ცოდოა biggrin.gif

Posted by: mmaarriiaamm123123 16 May 2021, 09:27
[b]nopiahopi[/bკაი ერთ ნასკს გავხდი აჰჰაჰა :დ კიდე რა გავხადო ანუ გარეთ რითი ჩაგყავთ :დ

Posted by: Unico 16 May 2021, 09:27
mmaarriiaamm123123
ჩემსას მარტო უფეხო ბოდე აცვია და წინდები :დდდდდ

თუ გარეთ გამყავს, ქუდსა და თხელ პლედს ვამატებთ და ეგაა. თუმცა ქუდიც ყოველთვის არ ახურავს.

ვაიმე ისე მცხელა მე უკვე, მგონია ბავშვსაც ცხელა :უსერ:

ისე ჩაიბარკლა, ჩანაკეცდა, ეს მზეზე როგორ არ გამოვფინო gigi.gif შარვლებში ვეღარ დავმალავ. ეგ წვიმიან ამინდებში მარტო.

Posted by: emiblack 16 May 2021, 11:03
ნაჭუჭა
მადლობა დიდი რჩევებისთვის, გავითვალისწინებ და ცოტა მარაგზეც დავიწყებ მუშაობას )))

* * *
mmaarriiaamm123123
მგონი ძალინ ბევრია . არ ვიცი თბილისში როგორი ამინდია მაგრამ მაინც მებევრება )) მე როგორც მაცვია სულ სულ ოდნავ უფრო თბილად ვაცმევ ბავშვს, რონ გადავედი მოკლე მკლავიანხე ესეც გადავიყვანე . ქუდს მე აღარ ვახურავ , გავთამამდი)))
nopiahopi
კანპოლის ელექტრო და კმაყოფილი ვარ, 125 გრ მობაგროვე როცა დამჭირდა
Unico
რა ააყვარლობაა ნაკეცები)))

Posted by: nopiahopi 16 May 2021, 11:09
mmaarriiaamm123123
QUOTE
გარეთ რითი ჩაგყავთ

გარეთ მოგწერე smile.gif

emiblack
Unico
ქუდი ერთხელ დავახურე, ქარი რომ იყო.
მეც უნდა გადავიყვანო უფრო თხლად, მაგრამ ჯერ მარტო ერთ ბიდეს ვერ ვბედავ )))

Posted by: emiblack 16 May 2021, 11:12
nopiahopi
დასავლეთში ცხელა, ბავშვმა თვითონ მოითხოვა გამხადეთო )))

Posted by: nopiahopi 16 May 2021, 11:33
emiblack
აქც ძალიან დაცხა ეს დღეები. და ამ სიცხეში 2 დღეა ხან წყალი არაა,ხან შუქი!

Posted by: Nnia 16 May 2021, 12:32
30 გრადუსია უკვე თბილისში. ქუდი და ორი წინდა ძაააააალიან ბევრია. როგორც თქვენ გაცვიათ ისე უნდა ეცვას ბავშვსაც. გადახურება ბევრად საშიშ რაღაცებს იწვევს ვიდრე შეციება.

Posted by: ნაჭუჭა 16 May 2021, 15:28
QUOTE (mmaarriiaamm123123 @ 15 May 2021, 23:48 )
emiblack
Nnia
თბილისში ვარ კი მოკლედ გარეთ რო ჩამყავს კაი ამინდში სიტყვაზე პირველზე რადგან ყველაზე კაი სითბო მაგდროს არის და მეშინია მანამდე ვაცმევ  უფეხო ბოდეს დიგნიდან ზემოდან მთლიან ბოდეს ნასკებს დიგნიდანაც ვაცმევ და გარედანაც მერე , ზემოდან ჟაკეტი და პლედიაქვს მოფარებული თან, ქუდიც რათქმაუნდა . ზედმეტები მმომდის ხო??

თბილისში თუ ხარ ძალიან ბევრს აცმევ ბავშვს, იცოდე მათ ჩვენზე მეტად სცხელათ, წინდა საერთოდ არაა საჭირო შუადღით, დილას და საღამოს თხელი წინდა, ან თუ მთლიანი ფეხიანი პოლზუნკა აცვია წინდა აღარ უნდა, ნუ მიაჩვევ ჩათბუნვას თორემ იმუნიტეტი არ ექნება, როგორც შენ გაცვია იმაზე თხლად თუარა სქლად მაინც ნუ ჩააცმევ❤️ და კიდევ გარეთ პირველზე კიარა 12 მდე სჯობს გაყვანა და საღამოს 6 ის მერე . ქუდი და პლედი საერთოდ ამ სეზონზე აღარც უნდა იხმარო
* * *
user posted image
ასე დატანტალებს სახლში რამდენი ხანია, გარეთ რომ გამყავს მხოლოდ თხელ წინდას ვამატებ , ისიც იმიტომ რომ ფეხსაცმელს ისე ვერ ჩავაცმევ, და მზის ქუდს დილას, საღამოს გვიან ხან თხელ მკლავიან მაისურს ვაცმევ რადგან დიდ დიღომში ზოგჯერ სიგრილეა . შარშან ამ დროს 2 თვის იყო და ზუსტად ასე ვაცმევდი მაშინაც
* * *
nopiahopi
კი სპეციალური პაკეტებია და ჰაერი კარგად უნდა გამოტუმბო საყინულეში შესანახად რომ გაამზადებ, ისეთ უჯრაში შეინახე რომელსაც ხშირად არ გამოაღებ რომ სითბოსთან კონტაქტი არ ქონდეს ხშირად. მე ხელის კიკოს საწველი მაქვს და ელექტროები არვიცი როგორ მუშაობს, მოძებნე გუგლში იქნება სავარაუდოდ ვიდეოც. გალღობას რაც შეეხება სჯობს მაცივარში გაალღო ან თუ სასწრაფოდ დაგჭირდება შეგიძლია თბილ წყალში ჩადებით გაალღო მაგრამ მაშინვე უნდა აჭამო. იმდენი ვიშრომე მაგის მოსაგროვებლად, გავავსე უჯრა და რად გინდა, როცა ამჭირდა ბოთლს არ დააკარა ვაჟბატონმა პირი, გავაჩუქე მერე
* * *
nopiahopi
emiblack
კიდევ გოგოებო რძის მოგროვება დეგიძლიათ ნაწილ -ნაწილ, თუ ერთბაშად ერთი კვებისთვის საკმარისსვერ გამოიტანთ. ვთქვათ 50 გრამი გამოიწველე ერთ ჯერზე, ეს რძე შედგით მაცივარში უკან კედელთან ახლოს, შემდეგ კიდევ რომ გამოიწველით ისიც მაცივარში შედგით, ერთ ტემპერატურაზე რომ გაცივდება მერე შეგიძლიათ შეურიოთ ერთმანეთში და სასურველი რაოდენობა გადაიტანოთ პაკეტში , მერე შეუძახებთ საყინულეში. 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, ანუ 24 საათი შეგიძლიათ მაცივრის ზედა ნაწილში რძის გაჩერება და სხვადასხვა დროს გამოწველილი რძის შერევა ერთმანეთში
* * *
nopiahopi
ანდრიასაც ეგრე მოუწია ზაფხულის აცრები შარშან მაგრამ ჩვეულებრივად გადავიტანეთ, ერთზე მიცა რომელიღაცაზე ერთი დღე ტემპერატურა, ხლა წლის აცრა გვაქვს გასაკეთებელი, ხან რამ შეგვიშალა ხელი ხან რამ და კი გავიდა 2 თვე ამასობაში, იმ კვირაში უნდა ავცრა და ისე მეზარება , გაუფუჭდება ხასიათი ვიცი, იმედია მსუბუქად გადაიტანს

Posted by: emiblack 16 May 2021, 15:53
nopiahopi
მეც მომივიდა უწყლობის შეტყობინება და მიხარია რომ არ ვარ თბილისში.
ნაჭუჭა
ეგრე გადასხმებში ჰაერი არ შეეპარება?ანუ ჯერ საწველიდანკონტეიბერში მერე იქედან შესანახ პაკეტში ბევრი გადასხმა ხომ არ უწევს?

Posted by: ნაჭუჭა 16 May 2021, 16:01
QUOTE (emiblack @ 16 May 2021, 15:53 )
nopiahopi
მეც მომივიდა უწყლობის შეტყობინება და მიხარია რომ არ ვარ თბილისში.
ნაჭუჭა
ეგრე გადასხმებში ჰაერი არ შეეპარება?ანუ ჯერ საწველიდანკონტეიბერში მერე იქედან შესანახ პაკეტში ბევრი გადასხმა ხომ არ უწევს?

არა, მთავარია საყინულეში როცა შედებ მაშინ გამოდევნო კარგად ჰაერი რადგან დიდხანს შეიძლება იქ მოუწიოს ყოფნა, მოგროვების დროს მაცივარში პატარა თავდახურული ჭიქებით ვდგავდი და მერე გადამქონდა შესანახ პაკეტში როცა მოვაგროვებდი სასურველ რაოდენობას, ორი-სამი გამოწველა შემირევია ერთმანეთში.რეანიმაციაშიც რომ მიმქონდა მასე ვაგროვებდი ხოლმე, თვაიდან ყველა გამოწველის მერე მიარბენიებდა ჩემი ქმარი, დღეში ხუთჯერ და მერე მასწავლეს რომ მოგროვება და ერთბაშად მიტანა შემეძლო თურმე

Posted by: nopiahopi 16 May 2021, 17:15
emiblack
QUOTE
მეც მომივიდა უწყლობის შეტყობინება და მიხარია რომ არ ვარ თბილისში.

საქმეც მაგაშია, არ მომსვლია შეტყობინება და არც ვებგევრდზე ჩამონათვალში იყო ჩემი ქუჩა. დამეთქი რატომ არ გაგვაფრთხილეთთქო, 16 საათით რომ წყდებიდათქო, არ იყო გათვალისწინებილი ეგ ქუჩაო.

Posted by: Glamurka 16 May 2021, 18:25
nopiahopi
ეხლა 1თვეში უწევს მეორე აცრა და მესამე როდის მოუწევს? თუ გახსოვს

Posted by: ნაჭუჭა 16 May 2021, 18:38
Glamurka
ისევ ერთ თვეში

Posted by: Tua 16 May 2021, 18:41
mmaarriiaamm123123
ერთი მოკლემკლავიანი უფეხო ბოდე, თხელი მოკლედ წინდა ( წინდის გარეშე უკეთესია რაქტმაუნდა რომ ფეხზე მზე მოხვდეს) ეტლით თუვგაგყავს ძალიან თხელი მაიჩნი პლედი, უკვე ძალიან ცხელა თბილისში, ბავშვს შენზე მეტად სცხელა პატარას ეხლა და ცოდოა, თან როცა სცხელათ ჭირვეულობა იცისნ ძალიან, თან ბავშვის გადახურებას ცუდი შედეგები მოაქვს, ბავშვთან სუკვდილიანობუს ერთერთი მიზეზია, ამიტომ ვინც არუნდა გითხრას ( ბებიაბეზეა საუბარი) ჩააცვი სცივაო არდაუჯერო smile.gif))

Posted by: emiblack 16 May 2021, 19:34
ნაჭუჭა
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, მაშინ თბილისში რომ დავბრუნდები შევუდგებინმაგვსაქმეს )) მაქვს კონტეინერები ჭიქებივით რძის და იმათში შევაგროვებ და მერე გადავიტნ პაკეტებში))
mmaarriiaamm123123
დღეს აქაც ცხელოდა და შორტმაც შეაწუხა ბავშვი და დავტოვე მარტო მოკლემკლავიან ბოდეში ( პამპერსიც გავხადე 2 საათით და ჭკუაზე არ იყო ისე უხაროდა )) გამათამამეს გოგოებმა პოსტებით და გათამამდი შენც )) წინდები ჩემსას ძალიან თხელი აცვია , რამდენჯერაც გავხადე არ სიამოვნებს ( ვერ წარმომედგინა ასე პატარა ბავშვს თუ შეეძლო მიხვედრება რა სიამოვნებს და რა არა)

Posted by: nopiahopi 16 May 2021, 19:37
Glamurka
როგორც მახსოვს 2, 3 და 4 თვეზეა მიყოლებით ერთთვიანი შუალედებით

Posted by: Tua 16 May 2021, 20:59
Glamurka
3 თვეზე რადგან გაუკეთე პირველი შეგიძლია მეპრე 4ზე გაუკეთო დაესამე 5-6თვდე, მთავარია წლის აცრასა და მაგ მესამე აცრას შორის იყოს შუალედი 6 თვე

მე გავუკეთე 2 თვის 3 თვეზე, 3 ატვის 4 თვეზე და 4 თვის - 5.5, მესამე აცრა გვიან გავუკეთე რადგან დიდი დარტყმაა ღვიძლზე, მაინც ვეტეოდი ვადებში და გადავწიე ჩემით
* * *
emiblack
ამბობენ რომ სხვადასხვა დროს გამოწველილი რძეების შეგროვება არშეიძლებაო და მაინც მოიძიე ინფო

Posted by: narkozeli 16 May 2021, 22:26
მე შინდისში მყავს ბავშვი მესამე დღეა, ღამე გრილა აქ, დაძინებით ასეთ პიჟამოებში ვაწვენ

user posted image

ვაიმე დღეს ჩავიტანე ამის ნივთები ჩვენს ძველ სახლში სადაც 1 წლამდე ვცხოვრობდით და მერე პანდემიის დროს მეორე სახლში გადავედით დროებით და შემოვრჩით ამდენი თვე, მეგონა ის წლამდე სახლი დაავიწყდებოდა და გაგიჟებული ვარ რა მეხსიერება ქონია ყველა იმ კარადას მიადგა სადაც ამისი ნივთები ინახებოდა, სხვები არც გამოუღია, თავისი იცნო და გაიხსენა ყველაფერი :დ

ამისთვის ძაან ლამაზად მოვაწყე ოთახი და სექტემბრიდან ვუპირებ ცალკე ოთახში დაძინებას,იმედია მარტივად გამოგვივა❤️
* * *
emiblack

ჩემი ხელოვნურზე გაზრდილი ბალღია კი)) პლასმონის რძეზე გავზარდე, დღემდე გიჟდება მარა ეხლა შეამცირა რაოდენობაში 120-150მდე სვამს რამდენიმე დღეა და მგონი ნელნელა აღარ უნდა ფორმულა და მაგას მანიშნებს((
ორ წლამდე მინდოდა ეჭამა და ვნახოთ აბა


Posted by: Glamurka 16 May 2021, 22:36
Tua
მადლობა ❤ თეო რას მირჩევ ფაფები დავაწყებინო 4 თვიდან?

Posted by: narkozeli 16 May 2021, 22:43
nopiahopi

აუ ჩემი შვილი არ ვიცი ვის გავს მართლა, 5-6 თვის მერე არაფერი არ ფარებია ღამე არასდროს, არადა თავისი პლედი ისე უყვარს და ეხუტებამაგის გარეშე არ ჩაწვება საწოლში მარა მერე შანსი არაა გაიჩეროს დაფარებული. ამას წინათ კოტეტიშვილის ინტერვიუ ვნახე კაია თუ ბავშვი არ იჩერებს რამეს, ესეიგი თვითონ ირეგულირებს ტემპერატურასო, ნუ მე ეგ ზღაპარი მეგონა და ახლა რაც 5 თვიდან არ უქნია რაც შინდისში ამოვედით მესამე ღამეა პლედს იჩერებს, ცივა აქ ღამე biggrin.gif მგონი მართალი იყო კოტეტიშვილი და ჩვენზე ჭკვიანები არიან ესენი :დ

Posted by: Glamurka 16 May 2021, 23:21
narkozeli
გვანცა შენ ფორმულაზე გყავს გაზრდილი ვაჩე. 4თვიდან დააწყებინე ფაფები?

Posted by: ნაჭუჭა 16 May 2021, 23:23
QUOTE (narkozeli @ 16 May 2021, 22:43 )
nopiahopi

აუ ჩემი შვილი არ ვიცი ვის გავს მართლა, 5-6 თვის მერე არაფერი არ ფარებია ღამე არასდროს, არადა თავისი პლედი ისე უყვარს და ეხუტებამაგის გარეშე არ ჩაწვება საწოლში მარა მერე შანსი არაა გაიჩეროს დაფარებული. ამას წინათ კოტეტიშვილის ინტერვიუ ვნახე კაია თუ ბავშვი არ იჩერებს რამეს, ესეიგი თვითონ ირეგულირებს ტემპერატურასო, ნუ მე ეგ ზღაპარი მეგონა და ახლა რაც 5 თვიდან არ უქნია რაც შინდისში ამოვედით მესამე ღამეა პლედს იჩერებს, ცივა აქ ღამე biggrin.gif მგონი მართალი იყო კოტეტიშვილი და ჩვენზე ჭკვიანები არიან ესენი :დ

გოგო ბავშვს გააჩნია ალბათ, ჩემი შუათანაა ეგრე, სიცივეში არ იხდის და ნორმალურ ტემპერატურაზე სულ გადახდილს ძინავს, უფროსი სიცხეშიც ჩაფუთული წევს, რამდენჯერ გადამიხდია ხოლმე გაწუწული ოფლიანი რომ იყო, პატარა მეორე უკიდურესობაა facepalm.gif ცივა თუ ცხელა მაინც ფეხებს იქნევს და იხდის, ეხლა სოფელში მყავდა , ისე ციოდა მინუსი იყო ღამით, გაყინული იყო და მაინც იხდიდა
* * *
Glamurka
4 თვიდან არ შეიძლება არც ფაფის და არანაირი დამატებიდ დაწყება , გინდ ძუძუზე იყოს და გინდ ხელოვნურზე, 6 თვიდან იწყება მყარი კვება, თუ წონის დეფიციტი არ აქვს ბავშვს სჯობს ხილით ან ბოსტნეულით დაიწყოს

Posted by: ninunin 17 May 2021, 00:07
აუუ მეც საგონებელში ვარ, ივნისის ბოლოსკენ უნდა დაიბადოს ჩემი, პოლზუნკები სულ გრძელ მკლავიანები ვუყიდე და ბოდეებს კიდევ ვაპირებ მარა, ახალ დაბადებულზე როგორაა არ დასცხება გრძელმკლავიანში და შიგნით კიდევ ბოდე? ძნ ამერია ტვინი

Posted by: narkozeli 17 May 2021, 00:09
Glamurka

ფაფები 6 თვის მერე დავაწყებინე, მე-6 თვემდე მხოლოდ რძეზე მყავდა მე,მე6 თვეში იყო ვაშლი და მერე სტაფილო რომ გავასინჯე, ფაფები კი ერთი თვის მერე ანუ მე7 თვეში იყო თითქმის
ჩემი საყვარელი ბრენდი ბოსტნეულ ხილეულ ფაფეულში არის სემპერი❤️ და მერე ჰიპი
მე ურძეო ფაფებით დავუწყე და 1-2 თვის მერე გადავედით რძიანებზე
* * *
ნაჭუჭა

აუ რა საინტერესოა ერთმანეთს რო არ გვანან biggrin.gif ❤️

ninunin

ყველაზე კარგად დედა ხვდება მგონი რა მომენტში რა უნდა ჩააცვა, ასე უნივერსალური გაიდი არ არსებობს ჩემი აზრით, რადგან გააჩნია ქალაქს, სახლს, ტემპერატურას და ა.შ
მე არასდროს ავყოლილვარ არც მოდას ( ჩემი და ზამთარშიც მაიკით დაარბენინებს ბავშვებს და ამით ძაან ამაყობს ხოლმე, თუმცა შედეგად 12 თვიდან 10 გაციებული ყავს ორივე) და არც ძველებურ მოდას (ბებიებისთვის ბავშვს ხო სულ სცივა :დ), ერთი ცნობილი ფბ ჯგუფში წერდა გუშინ მოდერი მოდას ავყევი და მგონი ადრიანად გავაშიშვლე ბავშვიო ( ახალშობილი ყავს) და გამიცივდაო, ჩემი აზრით ბავშვს უნდა ეცვას ადეკვატურად, წელიწადის დროის შესაფერისად და არა ისე როგორც ვიღაცა გორჩევს. ჩვენც ხო ინდივიდუალურები ვართ, იქ სადაც მე მცხელა, შეიძლება ვიღაცას ციოდეს. არც გადახურება ვარგა ბავშვისთვის და არც უდროოდ და შეუსაბამოდ გატიტვლება ( ნუ არსებობს ხალხი მაუგლის მეთოდებით ვინც ზრდის და ზოგი მართლა კმაყოფილია)
შენ თვითონ მიხვდები როდის სცივა და როდის სცხელა, ზურგს უკან უნდა ჩაუყო ხელი და იქ შეუმოწმო.
რავი ზოგს რო კითხო ვაიმე გახადე გახადეო და ფაქტია ჩემი შვილი ოფლიანი არასოდეს ყოფილა, ვფიქრობ იდეალურად ვურჩევდი როდის რა უნდა ჩამეცმია)) არც გაციებულა და არც გადახურებულა ფაქტია.
ხელების და ფეხების ტემპერატურის შემოწმებას არ ენდო, ყველაზე ზუსტია ზურგი კეფის დაბლა❤️
ივნისის ბოლოსკენ ერთი რომპერი საკმარისი მგონია, ზაფხულში მასე ვაცმევდი მეც)) თუ გრილ ადგილას ხარ შიგნით ბოდე და რომპერი და ნასკი. ფეხიანი რაღაცეები ივნისის ბოლოს ალბათ არ დაგჭირდება თუმცა როგორც დასაწყისში ვთქვი გააჩნია სად ხარ, მაგალითად მაღალმთიან ადგილებში შეიძლება დაგჭირდეს ცოტა მეტის ჩაცმა.

ერთადერთი შეცდომა რაც პირველზე დავუშვი და მეორეზე აღარ ვიზამ ესაა სხვების დაჯერება ბევრ რამეში ))) ყველაზე კარგად დედა ხვდება ბევრ რამეს როცა შვილს უსმენს და ყველაზე კარგად შვილები გვაგრძნობინებენ რა უნდათ❤️

Posted by: mmaarriiaamm123123 17 May 2021, 01:19
Tua
emiblack
რაღაც უფეხო შარვალი რო ჩავაცვა ელასტიკი ანუ და ნასკები მგონია რო შეცივდება და თან არც ის არ მინდა რო დაცხეს დავიტანჯე ჯერ რო ოატარაა თორე ერთი ორი სამითვის როიყოს კი ვატარებდი მოკლეებით უკვე , ისე დღეს რაღაცეები გავხადე შევუმცირე ხვალ ნელნელა შევაჩვევ ტემპერატურაზ ერთიანად არ გამიხივდეს ისედაც ყველაფერე ვნერვიულობ :დ ვაწიოკებ დედაჩემს :დ
* * *
nopiahopi
ხოდა მეც რო მეშინია ზუსტად ეგაა ძაან თბილად ჩამყავდა დღეს ეგრე აღარ მყოლია :დ
* * *
narkozeli
ხოიცი რამხელაც არის და მაინც ეგრე მირჩევ??? დილას და საღამოს ჯერ არაო მეუბნებიან რადგან პატარაა და მაგიტო გამყავს ეგეთ სითბოში თორე კი ვიცი დილას და საღამოს როუნდა გავიყვანო :დ❤️❤️

Posted by: nopiahopi 17 May 2021, 01:26
mmaarriiaamm123123
აი დღეს ძალიან ხომ ცხელოდა და გრძელმკლავიანი ბოდე და შარვალი ეცვა. მეტი თხლად ვერ გავბედე biggrin.gif მერე თანდათან დავუმოკლებ ამათაც biggrin.gif

Posted by: narkozeli 17 May 2021, 01:29
QUOTE (mmaarriiaamm123123 @ 15 May 2021, 23:48 )
emiblack
Nnia
თბილისში ვარ კი მოკლედ გარეთ რო ჩამყავს კაი ამინდში სიტყვაზე პირველზე რადგან ყველაზე კაი სითბო მაგდროს არის და მეშინია მანამდე ვაცმევ  უფეხო ბოდეს დიგნიდან ზემოდან მთლიან ბოდეს ნასკებს დიგნიდანაც ვაცმევ და გარედანაც მერე , ზემოდან ჟაკეტი და პლედიაქვს მოფარებული თან, ქუდიც რათქმაუნდა . ზედმეტები მმომდის ხო??

ზედმეტია გოგო ესენი კი, მე ხო იცი გადაჭარბება არ ვიცი არაფერში, ყველაფერ შუალედურის მომხრე ვარ და ესენი რაც ჩამოთვალე მართლა ბევრია❤️ ქუდი ვაბშე არ უნდა, მხოლოდ ზამთარში დააფარე, სხვა დროს არ გინდა თუნდაც 1 თვის იყოს ❤️
ასეთ ამინდებში პლედიც სრულიად ზედმეტია და ორი ნასკიც გააძრე, ერთო დაუტოვე,ჟაკეტიც რავი თუ სქელია ახლა ამ ამინდებში სადმე მთაში თუ არ ხარ, თბილისში არ უნდა წესით.ნუ ამინდს გააჩნია რა თქმა უნდა.
დალშე დანარჩენები თუ გინდა დაუტოვე შენი სიმშვიდისთვის და შეხედე, ზურგი გაუსინჯე და თუ ცხელი ან ოფლიანი აქვს მერე მარტო რომპერი ჩააცვი და ჰა ჰა ერთი ნასკი :დ ❤️
მოკლედ ცოტ-ცოტა გახადე და დააკვირდი, მერე უფრო გაუბედავ biggrin.gif

Posted by: ნაჭუჭა 17 May 2021, 02:39
ninunin
26 ივნისსა ჩემო მეორე დაბადებული, სამშობიაროდან გამოვიყვანე მახსოვს მოკლე მკლავიანი ბოდე, გრძელმკლავიანი მაიჩნი მაისურით და ჯინსის შარვლით. სახლში კი მარტო ბოდეთი მყავდა ხოლმე უფეხო უხელოთი, სურათებს გადავხედე სპეციალურად და გამახსენდა როგორ სცხელოდა ხოლმე მეცოდებოდა, ნასკსაც არ ვაცმევდი დღისით, მარტო ღამით ვაცმევდი ხელიან -ფეხიან რომპერს. ივლისის დასაწყისში ერთი კვირა წვიმიანი ამინდები იყო მახსოვს და მაშინ ვუყუდე ორი ცალი მკლავიანი და ფეხიანი პოლზუნკა და რამდენიმე დღე ვაცმევდი დღისით. დიდ დიღომში ვცხოვრობთ ჩვენ, გააჩნია სად ცხივრობ, ერთიორი ხელი თხელი ჟაკეტი და მკლავიან ფეხიანი დაიმარაგე და დანარჩენი უმკლაოები . ზაფხულში როგორც ჩვენ გვცხელა ისე ცხელათ პატარებსაც, უფრო მეტადაც მემგონი
* * *
QUOTE (narkozeli @ 17 May 2021, 00:09 )

აუ რა საინტერესოა ერთმანეთს რო არ გვანან biggrin.gif ❤️

გოგო აი როგორც ფიზიკურად ისე ხასიათებით სულ სხვადასხვანაირები არიან, ჩემი შვილები რომ არ იყვნენ მეც ვერ წარმოვიდგენდი რომ ძმები არიან ასეთი განსხვავებულები gigi.gif ამას წინათ პარკში სეირნობისას ვიღაც ქალმა შეიცხადა უიმე ძმები რა სხვადასხვანაირები არიანო და დედაჩემმა სერიოზული სახით უპასუხა სხვადასხვა კაცისგან ყავსო facepalm.gif იმ ქალმა ისე შემომხედა კინაღამ სირაქლემასავით ჩავყე მიწაში თავი lol.gif lol.gif დაიჯერა აშკარად
* * *
QUOTE (narkozeli @ 17 May 2021, 00:09 )


ყველაზე კარგად დედა ხვდება მგონი რა მომენტში რა უნდა ჩააცვა

ეჰ არაა მთლად მასე, ყველა ვერ ხვდება, რატომღაც საქართველოში გავრცელებულია ახრი რომ პატარებს სულ სცივათ, განსაკუთრებით უფროს თაობაში, მაგრამ ახალგაზრდებიც ბევრი მინახავს კომბოსტოსავით რომ ფუთავს ბავშვს. გუშინ მაგალითად რუსთავის საავადმყოფოში ვიყავი, გარეთ ვიდექით ოფლი მდიოდა ისე ცხელოდა , ცოლ-ქმარმა ჩვილი მოიყვანეს უზარმაზარ თბილ პლედში გახვეული, აი ზამთრის ფუმფულა პლედები რომაა, თავი უჩანდა და ქუდიც ეფარა ბავშვს , შიგნითაც ხომ ტანსაცმელი ეცმეოდა, სული შემიგუბდა რომ დავინახე გეფიცები, იმედია ექიმი მისცემდა შენიშვნას cry.gif
ჩემი ბიძაშვილი ძლივს გადაარჩინეს , იმდენად ჩახურდა ბავშვი , თბილ პლედში გახვეული ღუმელთან ეწვინათ და სუნთქვა გააჩერა ბავშვმა, კიდევ კარგი სასწრაფო ბედად ახლოს იყო და წამებში მოვიდნენ, ექიმებმაც ივაჟკაცეს, ეგრევე მიხვდნენ რაში იყო საქმე ,გალურჯებული ბავშვი გადაარჩინეს

Posted by: narkozeli 17 May 2021, 08:12
ნაჭუჭა

დედაშენი რა ენამოსწრებულია lol.gif lol.gif

ვინც ფუთავს ის ძირითადად ვიღაცის გავლენის ქვეშაა ჩემი ღრმა დაკვირვებით biggrin.gif

ბებიის შფუთული იქნებოდა ან ეგ ბებიების თაობა აძლევს ხოლმე ზუსტად მაგ ახალგაზრდებსაც შენიშვნას :დ მე ნამდვილად არ ვაცმევდი გიჟივით თხლად, ყოველთვის სეზონის და წელიწადის დროის შესაბამისად ეცვა მარა ერთხელ ძიძას და დედამთილს შევუსწარი განიხილავდნენ რა თხლად აცმევს ამ ბავშვსო biggrin.gif facepalm.gif
ნუ მე ჩაფუთვაზე და სეზონის შეუსაბამო გატიტვლებაზე ( მაგალითად ეხლა აპრილის დასაწყისში მოკლემკლავიანი უფეხო მხოლოდ ერთი ბოდით პლიაჟზე ყავდა ჩემს ნაცნობს თოთო ბავშვი, იმ დღეს ირგვლივ ყველას გვეცვა კაი თბილი ჟაკეტები და ეგ სეზონის გიჟივით იყო, ცოტა ხანში მედრუმში მოვკარი მაგის პოსტს თვალი რომელ ჰოსპიტალში დავაწვინო ჩვილი, ფილტვების ანთება აქვსო :/
ეგ გოგოც მგონია მოდას აყვა და ფბ-ზე სამარიაჟოდ ედო აპრილში გაშიშვლებულო ბავშვის ფოტოები :შ
რადგან არავინ ვიცით ვინ როგორ სახლში ცხოვრობს, ვის რა პირობები აქვს და ა.შ ყველა დედამ შვილზე დაკვირვებით უნდა განსაზღვროს ბავშვს ცივა თუ ცხელა, ის ბავშვი იქ რომ მოიყვანეს ექიმთან გადახურებული და ოფლიანი არ იყო ნეტა? დედა ესეთებს როგორ ვერ ამჩნევს ვგიჟდები :/

Posted by: ნაჭუჭა 17 May 2021, 09:12
narkozeli
რავიცი, შენ რომ მოკლემკლავიანი მაისური გაცვია და ბავშვს სქელ პლედში ახვევ მემგონი მაგას სხვისი ჭკუის დარიგება არ ჭირდება, კი უნდა ხვდებოდედს მარა ბევრი მინახავს ეგრე. დედაჩემი და ჩემი ძიძაც მაგის განხილვაში არიან ხშირად, დედაჩემი ქრონიკულად ჟაკეტით დასდევს ბავშვებს რა სეზონიც გინდა იყოს facepalm.gif არადა სეზონის გიჟივით მეც არ დამყავს, უბრალოდ მეც ხალვათად მიყვარს ჩაცმა და ბავშვებიც ასე მყავს მიჩვეული

Posted by: emiblack 17 May 2021, 09:14
mmaarriiaamm123123
აი რა გითხრა აბა? მე ბავშვს მივყვები და იმის მიხედვით ვსაზღვრავ, ჩემთან გარეთ ძაან ცხელა და სახლში გრილიდა იფრო, ამიტო სახლში გრძელმკლავიანი ბოდე ეცცა თხელი და თხელი შარვალი ფეხიანი და გარეთ რომ გავიყვანე შეხურდა და მოკლემკლავიანი ჩავაცვი ზედა და შორტი , ღამე ჩემსას თბილად სიამოვნებს უფრო და მოკლემკლავიან ბოდეზე ჩავაცვი გრძელმკლავიანი თხელი პოლზუნკა და ასე ეძინა.
narkozeli
აი ხელ-ფეხის ტემპერატურაზე რასაც ამბობ ყველგან იგივე მითითებაა არ ენდოთო, მაგრამ ჩემსას როცა ხელები ან ფეხები უცივდება სანამ არ გავუთბობ წუწუნებს და ვერ ისვენებს . მართლა ძაან ინდივიდუალურია რა. ერთადერთი ტანსაცმელი არ უთბობს ხელებს, ( ფეხებს კი) ჩემი ხელებით ვუთბობ ხოლმე და მერე წყნარდება ))

Posted by: ninunin 17 May 2021, 10:18
narkozeli
ნაჭუჭა
არა, ხო, მოდის აყოლა სისულელეა, სად ვარ და თბილისის გაქანებულ ცენტრში სადაც ბევრი ავტო მოძრსობს და ცხელა, კი , კი მეც სადღაც მაგ დროს ველოდები და ვფიქრობ რო დაიბადება რომპერები ბლომად ვუყიდო ბარემ ზომა
მეცოდინება მანამდე ბოდეებს ვიყიდი ყველა ვარიანტში გამომადგება, ინდივიდაულურ შერჩევაზე ტემპერატურის ბავშვის მიხედვით იდეალურია ეგ, გეთანხმებით ორივეს

Posted by: narkozeli 17 May 2021, 10:28
ნაჭუჭა

შენ რომ მაიკით ხარ და ბავშვს ფუთავ, მართლა რა უნამუსობაა biggrin.gif

ხო ნუ დედებს სულ მასე ჰგონიათ, ბავშვის ფოტო დავდე 2 დღის წინ შინდისში გადაღებული და დედაჩემი მირეკავს გიჟივით ბავშვს ჟაკეტი მოაცვი ცივა შინდისშიო, გეგონება ჩემზე კარგად იცოდა სად რა ამინდი იყო biggrin.gif
ნუ ძიძა და დედამთილიც იგივე, არადა თუ ნახავ ჩემს შვილს თხლად და გიჟივით არასდროს აცვია, აი არასდროს მართლა, მე თხლად ვაცმევ მაისის შუა რიცხვებიდან (აი როგორც ახლა ზუსტად სექტემბრის ბოლომდე) ჩემი სიყვარულია რომპერები, ამოაცვი და მზადაა :დ


emiblack
ვაიმე სიღუნღულე love.gif სითბოს მოყვარული გოგოა ალბათ შენი სიყვარულიკი ♡ ან მე მგონი უბრალოდ კომფორტულადაა მასე ჩათბილული ხელ ფეხით, ნუ გაციები რომ ვერ გაცივდება ხელიდან და ფეხიდან ეგ ხო დაამტკიცა მეცნიერებამ :დ




ninunin
ვაიმე რომპერები არის ჩემი სიყვარული ♡ ამოაცვი-მზადაა.



Posted by: ninunin 17 May 2021, 10:36
narkozeli
კი რო ვათვალიერებ ძნ მომწონს და ვფიქრობ დაბადებისთანავე ვუყიდი ზომა რო კარგად შევურჩიო მანამდე ერთი ორი დღე თუ სიცხე იქნება ბოდეები მექნება მაგას ჩავაცმევ smile.gif

Posted by: takoo1 17 May 2021, 10:47
ნაჭუჭა
გოგოო რა საყვარელიააა baby.gif love.gif მეც გავაშიშვლე უკვე ისე ცხელა,ღამეც ეგრე ვაძინებ მოლემკლავიანით,ნუცუბიძეზეც სიგრილეა მარა ამას სცხელა ოფლიანობს და თხლად მყავს მეც ეს დღეები,
* * *
anibani18
ანიიი როგორ გყავს პატარაა?ეხლა წავიკითხე არ შემოვსულვარ რამდენი ხანია,

Posted by: NatiaGull 17 May 2021, 11:14
nopiahopi
დაგიკოპირებ სანდო ჯგუფიდან biggrin.gif

"მცენარეული ჩაი არ არის სასურველი ჩვილებისთვის, მინიმუმ 6 თვემდე ( სარგებელი არც შემდეგ ასაკში აქვს), ჩვეულებრივ, ასეთი ჩაის შემადგენლობაში შედის მცენარეები, რომლებზეც ამბობენ, რომ ამსუბუქებენ საჭმლის მონელებას, ძირითადად ესენია: გვირილა, კამა, ანისი... თუმცა, თუ თქვენი ბავშვი ჯერ არ არის 6 თვის და აწუხებს კოლიკა, ნუ მოტყუვდებით, რომ მცენარეული ჩაი დაამშვიდებს მას. მითუმეტეს ამ ასაკამდე მას არ სჭირდება არანაირი ჩაი, მიეცით მხოლოდ დედის რძე ან ფორმულა. თან, თუ თქვენ ბავშვს რეგულარულად შესთავაზებთ მცენარეულ ჩაის, მან შეიძლება უარი თქვას რძეზე და ეს აუცილებლად აისახება მის ზრდა-განვითარებაზე. მცენარეული ჩაი შეიძლება დამატებით შეიცავდეს შაქარს და ის დააზიანებს თქვენი ბავშვის კბილებს.

⚠️ რა ასაკისაც არ უნდა იყოს თქვენი ბავშვი, არ მისცეთ მას მცენარეული ჩაი, რომელიც შეიცავს ვარსკვლავურ ანისს (იგივე ანისი). ტრადიციულად, ჩინეთში ეს არის კოლიკას სამკურნალო მცენარე, მაგრამ ის ხშირ შემთხვევაში დაბინძურებულია იაპონური ანისით, რომელიც ოდნავ განსხვავებულია და შეიძლება იყოს შხამიანი..
❗️აშშ- ში ჩვილებისთვის ანისის და მისი შემცველი ჩაი აკრძალულია.

FDA- მა (Food and Drug Administration) აღმოაჩინა ტენდენცია, რომელიც ბოლო დრომდე არარეალიზებულია. ეს ტენდენცია, რომელიც ახალი გამოკვლევების მონაცემებზეა დაფუძნებული, გახლავთ, დედების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც ახალშობილებს სთავაზობენ მცენარეულ ჩაის სხვადასხვა დანამატებით. დადასტურდა რამდენიმე მიზეზი, რის გამოც დედები იყენებდნენ ამ ჩაის, ძირითადად ეს იყო კოლიკა და თვლიდნენ, რომ ის ხელს შეუწყობდა ჯანმრთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის ჩამოყალიბებას.
გაფრთხილება გაიცა, რომ მოეძიებიათ ყველა ის ნითვთიერება ან შესაძლო პრეპარატი, რომელსაც დედები აძლევდნენ შვილებს.

⚠️მოერიდეთ ვარსკვლავურ ანისს ( იგივე გაფრთხილება), მიზეზიც იგივე ( ბალახის შესაძლო დაბინძურება იაპონური ვერსიით), რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ნევროლოგიური გართულებები, რადგან ძალიან ტოქსიკურია!

შემდეგი არის გვირილას ჩაი...

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დედები ამასაც იყენებენ, როგორც კოლიკასთან ბრძოლის "იარაღს". ამ შემთხვევაშიც მეცნიერები გვაძლევენ რჩევას, რომ ბევრად უსაფრთხოა ელოდოთ როდის გადაუვლის კოლიკა ბავშვს, ვიდრე შესთავაზოთ გვირილას ჩაი.

⚠️მიუხედავდ იმისა, რომ იშვიათია გვირილისა და მცენარეების მიმართ ალერგია, FDA-ს მიერ, ფაქტობრივად არსებობს მტკიცებულება, რომ გვირილის ზოგიერთი ნარევი შეიცავს ტოქსიკურ ლითონებს და სხვა პრეპარატებს, ამასთანავე, გვირილას ჩაისგან გამოწვეული შედეგები, მეტწილად, ჯერ კიდევ უცნობია, ამიტომ ის არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალება კოლიკასთვის.

⚠️6-დან 12 თვემდე ასაკის 122 ახალშობილზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მათ, ვინც ჩაი დალია, მნიშვნელოვნად აღენიშნებათ მიკროციტული ანემია, ან ანემია, რომელსაც თან ახლავს მცირე სისხლის უჯრედები, იმის გამო, რომ ჩაი ხელს უშლის რკინის შეწოვას."
* * *
გოგოებო, მეც ფეხშიშველი მყავს უფეხო უხელო ბოდე აცვია დღეც და ღამეც biggrin.gif
ვეღარ ვაჩერებ ერთ ადგილზე ხოხვის დაწყებას ცდილობს და იატაკისკენ მიიწევს სულ biggrin.gif

Posted by: Glamurka 17 May 2021, 12:26
ნაჭუჭა
narkozeli
მადლობა გოგოებო 6თვიდან დავაწყებინებ მეც და მერე დამაკვალიანედ რა როდის მოვცე ხოლმე სანამ ვისწავლი. ჯერ 3 თვის 23 ში ხდება. წონით 6კილო და 100 გრამია

Posted by: ნაჭუჭა 17 May 2021, 12:30
Glamurka
მშვენიერი წონა აქვს, არ იჩქარო, აქ ვართ რჩევებით დახუნძლულები❤️

Posted by: ninunin 17 May 2021, 12:33
ნაჭუჭა
QUOTE
26 ივნისსა ჩემო მეორე დაბადებული, სამშობიაროდან გამოვიყვანე მახსოვს მოკლე მკლავიანი ბოდე, გრძელმკლავიანი მაიჩნი მაისურით და ჯინსის შარვლით. სახლში კი მარტო ბოდეთი მყავდა ხოლმე უფეხო უხელოთი, სურათებს გადავხედე სპეციალურად და გამახსენდა როგორ სცხელოდა ხოლმე მეცოდებოდა, ნასკსაც არ ვაცმევდი დღისით, მარტო ღამით ვაცმევდი ხელიან -ფეხიან რომპერს

ეგ გასაგებია და გამოსაყვანიც თხელი იყო? ან თხელი პლედი შემივახვიო? თუ როგორ ვქნა? ნუ თუ სიცხე იქნება

Posted by: emiblack 17 May 2021, 13:06
narkozeli
მადლობები მოფერებისთვის <3 კი სითბოს მოყვარულია ყველა ასპეკტში )))
NatiaGull
მეძუძურმა თუ შეიძლება რომ მიიღოს ხომ არ იცი? მე ვარ მოყვარული და შევშინდი ცოტა

ninunin
ლამაზი ტანსაცმლით გამოიყვანე პირდაპირ , უფრო ლამაზადაც იქნება და ივნისში მგონი სხვა რამე ზედმეტიცაა. მე აპრილში გამოვიყვანე პლედის სა განოსატვანის გარეშე , საშუალო სისქის კომბინიზონი ეცვა და ისიც შევუხსენი ისე ცხელოდა იმ დღეს

Posted by: ნაჭუჭა 17 May 2021, 13:09
ninunin
კალათით გამოვიყვანე, არაფერი მქონდა მიფარებული, კიარა რაც ეცვა გარდდან მკლავიანი მაისური ისიც ზედმეტი იყო მემგონი, თუ ვიპოვე სურათს გაჩვენებ

Posted by: ninunin 17 May 2021, 13:12
emiblack
კი ლამაზად გამოვიყვან smile.gif
* * *
ნაჭუჭა
ოკ, გასაგებია , მადლობა smile.gif

Posted by: Glamurka 17 May 2021, 13:36
ნაჭუჭა
მადლობა თქვენი იმედი ყოველთვის მაქვს ❤

Posted by: NatiaGull 17 May 2021, 14:04
emiblack
მეძუძურზეც არ არის რეკომენდირებული შავი ჩაი :/
ხილის შეგიძლია დალიო

Posted by: anibani18 17 May 2021, 14:57
ჩემს გოგონას ახლა აცვია ან რომპერი ან მოკლემკლავიანი ბოდე. ღამე მოკლემკლავიანი ბოდე. მგონი სცხელა კიდევაც ამაში დღის განმავლობაში, წითელი აქვს ლოყები. იქნებ სულ პამპერსით ვატანტალო, ვნახოთ.
gogatakoo
narkozeli
გოგონებო, 8 თვის ასაკში დაამატეთ მესამე კვება? მითხარით რა მაგალითები ამ მესამე კვების <3
ჩვენ დღეს ვიწყებთ ფაფით, მერე გვაქვს ხილით ხემსი. მერე სადილი, რომელსაც ხან ჭამს ხან არა. ცოტა რთული ხასიათის გოგო მყავს, თუ რამე არ მოეწონა სულ ყველაფერზე, არა მარტო კვებაზე, იბზუებს ცხვირს და ჭირვეულობით გადაგდგამს. ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა მოექცე კვების დროს, თორე არაფერს შეჭამს საერთოდ smile.gif
სადილი მაქვს ბოსტნეული ხორცით ან ხორცის გარეშე და ხანდახან კვერცხით.
მეორე ხემსი არ გამომდის ხშირად, რადგან დღის ძილი გაზარდა თავისით და ვეღარ ვატევ ამ მეორე ხემსს უკვე. მერე გვაქვს 4 რძე. ხოდა ახლა რომ დავამატებ მესამე კვებას, რა სჯობს 19:30 საათზე ვაჭამო რომელიც ბოლო კვებაა ფხიზელ მდგომარეობაში თუ 16:30-ზე? ანუ თქვენ გამოცდილებას გეკითხებით ახლა <3 მესამე კვებად ვფიქრობ მივცე პასტა ყველით, ბოსტნეული, კუსკუსი, კინოა... დასრულდა ჩემი ფანტაზია smile.gif)
მუხუდო, ოსპი და ბარდა სადილად ითვლება?
gogatakoo
არა უშავს ახლა, თაკო. ყურზე მაინც იკიდებს ხელს ხმაურზე. დღეს უნდა მიმეყვანა კიდევ ექიმთან, მაგრამ ვერ მოვახერხე. ხვალ მივალ. ლუკიანე როგორ არის? <3
* * *
Ninico
როგორ ხართ, ნინ?
გოგო, იქნებ თმის ბოლქვებია? ფერისმჭამელები როგორ ექნება ასეთ პატარას...
გყავდა უკვე ექიმთან?

Posted by: narkozeli 17 May 2021, 17:08
anibani18

მე ასე ვაძლევდი მაგ ასაკში: დილას ფორმულა, მერე ფაფა, მერე ხემსი ხილით, მერე სადილი, მერე იოგურტი და ძილის წინ ფორმულა.

მესამე მყარი კვება გინდა დაუმატო დღეში? მაშინ ვარიანტები ესენია : ყველიანი მაკარონი, ჰიპის ხაჭო (კვებად ეთვლება ეგ), ღამის ფაფა

Posted by: Baia4 17 May 2021, 18:06
გოგოებო. ვინც ღუდუშაურში იმშობიარეთ, ბავშვის ფენილკეტონურია, თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის და მუკოვისციდოზის ანალიზის პასუხი რა სახით მიიღეთ ან ვისგან? პასუხს არ მცემენ, თუ ცუდი რამე იქმება მხოლოდ მაგ შემთხვევაში გირეკავენო, ანუ სიტუვაზე უნდა ვენდო რომ გააკეთეს, კარგად არის და მორჩა, მათი აზრით;(

Posted by: itona 17 May 2021, 19:51
გოგოებო,აციდოლაკი რისი წამალია??ანოტაციით ვერ მივხვდი,ექიმმა დაუნიშნა ჩემს ბიჭს გამოწერისას და ამ ექიმს არ ვენდობი რაღაც

Posted by: anibani18 17 May 2021, 20:12
narkozeli
ხაჭო კვებაა, გვანცა? მე ხემსი მეგონა.
გოგო, ასე მარტივად ვერ დავამატებ, ცოტა ბრძოლა მჭირდება, ხასიათი და ჩვევა უნდა ჩამოვუყალიბო რომ ამ დროს სადილია ან ვახშამი. მეგონა სადილი ჩავსვითქო და ჭამდა მშვენივრად, ახლა ისევ აურია ავადმყოფობის შემდეგ. უბრალოდ რომ შევთავაზო ხოლმე მესამე კვების დროს რაღაცეები და ნელ-ნელა ჩავანაცვლებ მაგასაც.
ეს იყო სულ შენი ბიჭის ფორმულის რაოდენობა 8 თვეზე? ჩემი ოთხჯერ სვამს რძეს დღე-ღამეში.
Baia4
მეც ასე მითხრეს. არც მიფიქრია მაგაზე მერე. არ დამირეკეს და ესე იგი კარგად იყო ყველაფერი.
გაჩნდა უკვე პატარა? <3

Posted by: Tua 17 May 2021, 21:13
Glamurka
არაფრის, არაა არ უნდა დააწყებინო, მე სრულად მყარი კვენა დავიწყე 4.5იდან ოღონდ 5.5მდე 1 კოვზებს ჭამდა ყველაფერს და მაინც ფორმულაზე იყო, ფაფები გვიან დავიწყე უკვე 6 თვის იყო, ზოგადად ბავშვს თუ წონის დეფიციტი არ აქვს ფაფებით დაწყება არაა კარგი აზრი, უნდა დაიწყო ან ხილოთ ან ბოსტნეულით ოღონდ 5.5-6 თვემდე უფრო ადრე არა.

Posted by: gvanci25 17 May 2021, 21:23
ninunin
ჩემი რჩევა იქნება ჩაფუთვნას არ შეაჩვიო ჯერ სამშობიაროში ისე მიფუთნიდნენ ამ ბავშვს იმსისქე პლედში ძლივს ჩანდა მე რათქმაუნდა ვხსნიდი ერთი ბოდე ეცვა ჩემსას და შარვალი და შიგნიდან წინდა ვსო მე მეტი არაფერი ჩამიცვამს ზედმეტად ჩემიც ივნისში არის დაბადებული და პატარაობიდანვე ესე რომ მიეჩვია ჩაცმას ეხლა ვეღარ იტანს ჩაფუთვნას მთელი ზამთარი ფანჯარა გამოხსნილს ეძინა და რამე სქელი თუ აფარია ეგრევე ოფლად იღვრება და წუხს არ სიამოვნებს გამოყვანით კიდე მოკლემკლავიანი ბოდე და თხელი შარვალი ფეხიანი შიგნით წინდა და თხელი პლედში მყავდა გახვეული

Posted by: Tua 17 May 2021, 21:47
itona
ლაქტობაცილებია, კუჭნაწლავისთვის მოსაწესრიგბლად გაზებს და კოლიკებს ამცირებს, მე ვასმევდი ჩემსას 1 თვე და აუცილებელია რომ 1 თვის მერე შეიცვალოს სხვა წამლით , 3 თვემდე ვასმევდი 1 თვე მაგას და მერე 1 თვე ბიოგაიას.

Posted by: ninunin 17 May 2021, 21:56
QUOTE (gvanci25 @ 17 May 2021, 21:23 )
ninunin
ჩემი რჩევა იქნება ჩაფუთვნას არ შეაჩვიო ჯერ სამშობიაროში ისე მიფუთნიდნენ ამ ბავშვს იმსისქე პლედში ძლივს ჩანდა მე რათქმაუნდა ვხსნიდი ერთი ბოდე ეცვა ჩემსას და შარვალი და შიგნიდან წინდა ვსო მე მეტი არაფერი ჩამიცვამს ზედმეტად  ჩემიც ივნისში არის დაბადებული და პატარაობიდანვე ესე რომ მიეჩვია ჩაცმას ეხლა ვეღარ იტანს ჩაფუთვნას მთელი ზამთარი ფანჯარა გამოხსნილს ეძინა და რამე სქელი თუ აფარია ეგრევე ოფლად იღვრება და წუხს არ სიამოვნებს გამოყვანით კიდე მოკლემკლავიანი ბოდე და თხელი შარვალი ფეხიანი შიგნით წინდა და თხელი პლედში მყავდა გახვეული

არა არ მინდა ჩაფუთვნა არანიარად smile.gifდა მივყვები ბავშვსაც და ამინდსაც მადლობა <3

Posted by: Tsitsi.la 17 May 2021, 22:36
გოგოებო როგორ მომენატრეთ, რამდენი ხანია მინდა შემოვიდე და გადავიკითხო აქაურობა და ძლივს მოვახერხე.
მოკლედ აქ ჩაცმა დახურვაზე იყო საუბარი და ნამუსმა შემაწუხა, რადგან სახლში გუშინ გამოვრთეთ გათბობა და ვაჩეს ორი სახეობის ტანსაცმელი(მოკლე და გარედან გრძელმკლავიანი) ჯერ კიდევ ვერ გავხადე, სახლში ვეპარები ეს დღეებია ერთი ბოდეთი რო მყავდეს. მე ყოველთვის მცივანა ვიყავი და ვარ , ალბათ ამიტო sad.gif მაგრამ უნდა გამოვასწორო, ცხელა უკვე და აშკარად ძალიან წუხდება როცა სცხელა.

კიდევ ერთი ახალი ამბავი ის მაქვს, რომ დამატება მივეცი, რადგან რძე საგრძნობლად შემიმცირდა და დღის საათებში წუწუნებდა ვეღარ ნაყრდებოდა. ხოდა არ ვიცი ამ დანაშაულის შეგრძნებას რა მოვუხერხო, ასე მგონია რაღაც დავაშავე 6 თვემდე მაინც რომ ვერ ვაჭამე ძუძუ , ძალიან მქონდა აკვიატებული და ხან საწველით მივეშველე ხან როგორ მაგრამ მაინც შემცირდა. ვიცი აქ ბევრმა გაზარდეთ ფორმულაზე და ეს მამშვიდებს კიდე. გარშემო ყველა ისე იკვირბებს, ვაიმე დაუმატე??? ნეტა ზაფხულში გეჭმია, ახლა სეირდებოდა იმუნიტეტი და ნუ რავიცი, საოცარი ტექსტებით მამმკობენ და ეს კიდე უფრო მსტრესავს და მგონი სულ გამიქრება რაც მაქვს ისიცsmile.gif)

სხვა მხრივ კარგად ვართ, გაზებიც უფრო იშვიათად აწუხებს და ნელნელა ძილსაც არეგულირებს. 3-4 საათი გადაბმულად მაძინებს ღამე და ეს უკვე კარგი გამოძინებაა ჩემთვის .

Posted by: takotatuli1989 17 May 2021, 23:29
Baia4
არც ჰერადან დაურეკავთ. მე გადავრეკე და რამე რო ყოფილიყო თვითონ დაგირეკავდნენო. ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება. გილოცავ დედიკო <3

Posted by: Baia4 18 May 2021, 09:56
takotatuli1989
anibani18
მადლობა პასუხისთვის, გოგოებო. მიმაჩნია, რომ ხელზე უნდა მქონდეს საბუთი, სადაც წერია, რომ გაუკეთდა ანალიზი და არაფერი არ აღმოაჩნდა, აბა სიტყვაზე ვენდო? ვაი და ვინმე მაყვალას დაავიწყდა დარეკვა, ან საკონტაქტოები აერიათ. (სამწუხაროდ ჩემი ნაცნობის შემთხვევაში ეგრე მოხდა და ძალიან მძიმე შედეგი აქვთsad.gif ღმერთმა ყველა ბავშვს ჯანმრთელობა მისცეს, მირჩ3ვნია დარწმუნებული ვიყო.

ამ ნერვიულობაში დამავიწყდა მთავარიsmile.gif დავიბადეთwink.gif მადლობა მოლოცვისთვის

Posted by: anibani18 18 May 2021, 10:01
Tsitsi.la
გოგო, გახადე ბავშვს, რად უნდა ასე ჩათბილვა :* მართლა ცხელა გარეთ. ან მე მაქვს კლიმაქსი და სულ მცხელა smile.gif
სჯობს ხშირად აწოვო, თუ შეგიძლია გამოიწველე კიდეც. ჰუმანას პიულატე დალიე კიდევ თუ არაფრით მოგემატა.
Baia4
მაშინ მრჩეველში გაუკეთე ახალშობილის სკრინინგი 21 გენეტიკურ და იმუნურ დაავადებაზე პლიუს SMA სკრინინგი და მშვიდად იქნები მერე.

Posted by: ninunin 18 May 2021, 10:52
Baia4
QUOTE
ამ ნერვიულობაში დამავიწყდა მთავარი დავიბადეთ მადლობა მოლოცვისთვის

მე მახსოვდა ივნისში ელოდებოდი smile.gif გილოცავ ბედნიერი ბაია და ჯანმრთელობა, <3 გოგოა თუ ბიჭი? smile.gif

Posted by: itona 18 May 2021, 11:14
Tua
მადლობა.არ ჰქონია ჩემს ბიჭს კუჭნაწლავის პრობლემა და რატომ დაუნიშნა,ვერ მივხვდი.გუშინ დავალევინე და იმდენჯერ გავიდა კუჭში,გადამრია.მგონია,რომ არ სჭირდება.თან თითქოს ლორწოვანია,ექიმთან ვიყავით დღეს და ცოტა სისხლივითაც აქვსო,შეიძლება ლაქტოზის აუტანლობააო,შენ რძის პროდუქტები არ ჭამო და ფორმულა შეუცვალეო.არადა,ინკუბატორიდანვე ნუტრილაკს ჭამს და არანაირი პრობლემა არ ჰქონია,გუშინ დაემართებოდა ეს რაღაც აუტანლობა??ინკუბატორის მერე ერთი კვირა ვიყავით პალატაში და მშვენივრად გადიოდა კუჭში,გამოწერისას დაგვინიშნა ეგ წამალი,დავალევინე და ეგრე ქნა..აუუ,ძალიან დავიბენი,რა ვქნა ვეღარ გავიგე,ისედაც ერთი ნამცეცია ეს მოცუცუქნული

Posted by: narkozeli 18 May 2021, 11:26
anibani18

კი კვებად ეთვლებათ.
კი ანი თავიდან ღამე 12მდე ვაძლევდი ხოლმე ფორმულას ძილში ანუ ორჯერ გამოსდიოდა საღამოს ზედიზედ და მერე ამოვუგდე ეგეც რადგან სადილებს საკმაო რაოდენობით ჭამდა.

შენი გოგო ძალიან არისტოკრატი ვინმეა, ჭამაშიც კი ♥

Posted by: takotatuli1989 18 May 2021, 13:08
itona
გოგო სისხლის გამოყოლება ხშირმა კუჭის მოქმედებას იცის და დღეში 3-ჯერ მეტჯერ თუ არ გამოაყოლა საშიში არაა. მოუხსენი ეგ წამალი რათ უნდოდა თუ ისედაც არ აწუხებდა ბავშვს რამე.

Posted by: ნაჭუჭა 18 May 2021, 13:08
გოგოებო დროებითი ძიძა ხომ არ იცით სად უნდა ვნახო, ან ოფისი ან რამე ხომ არ გაგიგიათ? ჩემ ძიძას კორონა დაუდასტურდა, თუ გამოვძვერით ჩვენ და არ გადაგვდო დამჭირდება ძიძა აუცილებლად სანამ გამოვა, ძალიან ცუდ დღეში ვარ, კორონაზე ვინერვიულო თუ სამსახურზე არ ვიცი cry.gif

Posted by: narkozeli 18 May 2021, 13:59
ნაჭუჭა

my nanny ნახე, ყველა კმაყოფილია ჩემს ირგვლივ ამათი

Posted by: itona 18 May 2021, 14:09
takotatuli1989
მადლობა,გაიხარე.თითოეულ სიტყვას ვეჭიდები,გამოცდილი ადამიანების ნათქვამს...

* * *
სულ მე რატომ.მემართება ასე,ეს ვითომ გაპიარებული ექიმები ჩემთან რატომ შტერდებიან.ისედაც მგონი დეპრესიული ფონი მიტევს,ამას ახლა ის დაემატება,რაიონში რომ წავალ და დაიწყება,ნაადრევად რატომ დაიბადა ბავშვი,ფორმულის დამატება რატომ სჭირდება და მარტო ძუძუს რატომ ვერ ვაჭმევ,წონით პატარა რატომაა,მე ხომ საკმაოდ მოვიმატე და ათასი ასეთი რამ..ამის ფონზე ეს ექიმი მეუბნება,შეიძლება ლორწო მოემატოს,თუ ლაქტოზის აუტანლობაა და ზოგჯერ შეიძლება ტაკოდან სისხლი გამოასხასო..კიდევ ეგ მინდოდა სრული ,,ბედნიერებისთვის"..ახლა ცოტა დავმშვიდდი

Posted by: NatiaGull 18 May 2021, 14:24
itona
ძუძუსაც აძლევ და ფორმულასაც როგორც მივხვდი ხომ ?
ეცადე ან მხოლოდ ძუძუზე გყავდეს ან ფორმულაზე, ორივე ერთად დაუტვირთავს კუჭნაწლავს. ლორწოსი არ შეგეშინდეს , ხოლო სისხლს რაც შეეხება სწორად გითზრეს რძის ნაწარმი არ ჭამო არანაირი სახით. მალევე ვერ ნახავ შედეგს 10-14დღე მაინც უნდა რომ გაუქრეს.
არ შეგეშინდეს, ლაქტოზის აუტანლობა ყოველ მეორე ბავშვს აქვს მგონი და გაუვლის თანდათანობით

Posted by: ნაჭუჭა 18 May 2021, 15:27
itona
ჩემ ბიჭსაც დაუნიშნეს გამოწერისას რაღაცა წვეთები კუჭნაწლავისთვის, სახელი აღარ მახსოვს მაგრამ რომ დავცალეთ ბოთლი მერე მივხვდი რომ სულ ტყუილად ვაძლევდი, მშვენიერი მოქმედება ქონდა თავიდანვე , ხშირად კუჭში გასვლამაც არ შეგაშინოს, 10 ჯერ გადიოდა დღეში ანდრია სანამ მყარი კვება არ დავიწყეთ და ახლაც კი 3-4 ჯერ გადის, ძუძუს ბავშვებს ახასიათებთ, ასევე ხან ლორწოვანი შეიძლება იყოს, ხან ღია ხან მუქი, ერთჯერადად სისხლის გამოყოლება არაფერს არ ნიშნავს, შეიძლება კაპილარი გაუსკდა სადმე ნაწლავში, დააკვირდი და თუ გაუმეორდა მერე ამოიღე რძის პროდუქტები რაციონიდან, ასევე გირჩევ თუ ძუძუთი კვებას აპირებ სულ ძუძუზე გადაიყვანო და ხელოვნურს შეეშვა თორემ შეგინცირდება რძე და გაგიქრება, თან ბავშვის კუჭნაწლავისთვისაც არაა სასურველი მასეთი შერეული კვება
* * *
QUOTE (narkozeli @ 18 May 2021, 13:59 )
ნაჭუჭა

my nanny ნახე, ყველა კმაყოფილია ჩემს ირგვლივ ამათი

ხო ეგ ვნახე და ანუ შსიძლება ნდობა? სულ პატარა გოგოები ყავთ ძიძები და ცოტა არ მეპიტნავა
* * *
QUOTE (itona @ 18 May 2021, 14:09 )

სულ მე რატომ.მემართება ასე

აი პირველ რიგში ეს სიტყვები აღარ გაუმეორო შენს თავს და ნახავ რა კარგად გახდები, ჯერ ვერ აცნობიერებ ალბათ რამხელა ბედნიერება დაგემართა შვილის ყოლის სახით❤️ რატომ ფიქრობ ვინ რას იტყვის, დაიკიდე რა, შენს შვილს დაუკვირდი, გაიცანი, მის საჭიროებებსმოერგე და იბედნიერე მაგ ციცქნათი, ისე უცებ გაიზრდება რომ მოსიყვარულებას ვერ მოასწრებ, მოკლედ მოიხსენი შავ-თეთრი სათვალე და ფერადი გაიკეთე... არც ლაქტოზას აუტანლობაა ქვეყნის დასალიერი, უამრავ ბავშვს აქვს და ძალიანაც ჯანმრთელები იზრდებიან user.gif მაგრამ მგონია რომ არ აქვს შენსას

Posted by: itona 18 May 2021, 16:03
მადლობა,გოგოებო,მადლობა..იცით რას ვერ ვხვდები??ერთი თვის ხდება 21-ში და აქამდე არ ჰქონია ეგ რაღაც,ახლა შეიძლება დამართნოდა??მეც იმავე მენიუთი ვიკვებები,რითიც აქამდე და ბავშვიც პირველივე დღიდან ამ.ფორმულას ჭამს

Posted by: ნაჭუჭა 18 May 2021, 16:08
itona
კი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვლინდეს, ძირითადად 6 თვემდე ვლინდება ხოლმე როგორც ვიცი

Posted by: itona 18 May 2021, 18:17
ფორმულაც უნდა შევუცვალო და ლაქტოზას რომელიც არ შეიცავს ის ვაჭამო??

Posted by: anibani18 18 May 2021, 20:17
narkozeli
ვერ წარმოიდგენ რა დედოფალა ხასიათი აქვს smile.gif ძალიან თავნებაა, ძლიერი ხასიათი ექნება მგონი.
გოგო, "საკმაო რაოდენობის სადილი" რამდენია მაინც? ნუთუ ორზე მეტი?
ისე მაინტერესებს, ახლა ვაჩე რამდენჯერ ჭამს ხოლმე სადილს? ანუ მის ასაკში რამდენჯერ იკვებება ბავშვი?
ხაჭო რომელ საათამდე ვაჭამო ხოლმე?

Posted by: Baia4 18 May 2021, 20:33
,ninunin
კი, ივნისში ველოდებოდით, მაგრამ ახლა ისურვა ქალბატონმა დაბადება. მადლობა

Posted by: ნაჭუჭა 18 May 2021, 21:45
QUOTE (itona @ 18 May 2021, 18:17 )
ფორმულაც უნდა შევუცვალო და ლაქტოზას რომელიც არ შეიცავს ის ვაჭამო??

მაგაზე პედიატრმა უნდა დაგაკვალიანოს წესით, მე არ ვიცი დეტალები, არ ქონიათ ჩემებს არცერთს, ალბათ სპეციალური კვება იქნება
* * *
narkozeli
გვანც ხომ არ იცი კოვიდტესტი სად შეგვიძლია გავიკეთოთ ისე რომ რიგებში არ მომიწიოს სამი ბავშვით დგომა?

Posted by: Tsitsi.la 18 May 2021, 22:59
anibani18
კი უნდა გავხადო ვიცი, მაგრამ აი ძალიან ოფლიანობს , ერთ ბოდეშიც ისე ოფლიანდება და მერე კალიასკიდამ რომ ამომყავს ეს სველი ბავშვი იძულებული ვარ რამე მოვაცვა, როცა გარეთ ვართ.

გუშინ ღამე ნასკები გაუხდია და დილას დამხვდა გადახდილი გატიტვლებული ფეხებით ეძინა ბედნიერად smile.gif))
* * *
NatiaGull
მეც შერეულზე მყავს და ცუდია? ანუ რავიცი შერეულად რამდენად ითვლება პრინციპში უფრო ძუძუს ჭამს , მაგრამ დღის საათებში როცა ძალიან ცარიელი მაქ მკერდი და ბავშვიც წუწუნებს ვაძლევ დამატებას. მაქსიმუმ დღეში 2 ჯერ ჭამოს.

სულ ფორმულაზე არ მინდა , პირიქით იქნებ როგორმე დავიბრუნო რძე რომ
ეს ორი ჭამაც არ მივცე თქო ვფიქრობ

Posted by: alesandra 19 May 2021, 00:43
ნაჭუჭა
სახლში შეგიძლია გამოიძახო, რამდენადაც ვიცი.

ევექსსაც აქვს ეგ სერვისი.

Posted by: ნაჭუჭა 19 May 2021, 00:54
alesandra
სახლში ალბათ ფასიანი იქნება ხო? უფასოდ ვინ მოვა

Posted by: unusual 19 May 2021, 10:56
პრო ლაიფ ფორტე მიგიციათ ბავშვისთვის? კუჭი ქონდა აშლილი და პროპილაკტიკისთვის ეს დაუნიშნეს 10 დღე. ღამე მუცლის ტკივილი რომ არ აწუხებდა რაც ეს წამალი დავაწყებინე ღამე მუცლის ტკივილით იღვიძებს

Posted by: emiblack 19 May 2021, 12:16
გოგოებო, რა უნდა გკითხოთ? ც ჰეპატიტზე და აივზე მშობიარობის ( საკეისროს) მერე გაიკეთეთ ანალიზი გადასამოწმებლად? და რამდენ ხანში? ანუ მაქსიმუმი ინკუბაციის პერიოდი 6 თვეა და მინიმუმი რამდენია ხომ არ იცით? მინიმუმზეც რომ ვნახო მაინც. აივი რძითაც გადადის და ამეკვიატა რაღაც

Posted by: narkozeli 19 May 2021, 12:27
anibani18

მუცლადყოფნიდანვე აქვთ თავიანთი ხასიათი, ჩამოყალიბებული პიროვნებები არიან ნადმვილად ♡

QUOTE
"საკმაო რაოდენობის სადილი" რამდენია მაინც? ნუთუ ორზე მეტი?


მოცულობაში იყო ბევრი სადღაც 150-200 გრამის ფარგლებში თუ სწორად მახსოვს.

ეხლავე გეტყვი ვაჩეს ამჟამინდელ მენიუს: დილას სვამს ფორმულას 180გ-ის ფარგლებში მაქსიმუმ, ზოგჯერ 150ს სვამს მარტო. მერე 1 საათ-საათნახევარში ვაჭმევ ნორდიკის ფაფას თითიქმის მთლიან საბავშვო ჯამს (5 კოვზი მშრალი მასა იხარშება წყალში მერე ვუმატებ რძეს და კარაქს), მერე ვაჭმევ სამი სახეობის ხილს (ერთი ვაშლი ერთი ბანანი, ერთი კივი) და ვაძინებ. ძინავს სადღაც 3-4 საათი შუადღეს, რომ გაიღვიძებს ვაჭმევ ბოსტნეულს დაახლოებით ამდენს 1 კარტოფილი (თუ ბატატია მესამედი ბატატი) 1 სტაფილო, ცოტა ყაბაყი, ცოტა ყვავილოვანი ან ბროკოლი) პლიუს 50 გრამი ხორცი (ხბო, ინდაური, კურდღელი, ქათამი, ორაგული, კალმახი) ან ოსპი ან კვერცხი. აღარ ვწონი მარა დაახლოებით 300-350 გრამის ფარგლებშია ხოლმე. მერე ხემსს ვაძლევ 2 საათში იოგურტს ან ჩედარის ფირფიტებს ან მოცარელას ჩხირებს და ბოლო კვება ძილამდე 1 საათით ადრე ან ყველიანი მაკარონი ან ღამის ფაფა ან ხაჭო მაწვნით და ფენქეიქებით.
პურს და სხვა ცომეულს ყოველდღიურად ფაქტიურად არ ვაჭმევ და ყველაზე მეტი რაოდენობით მაინც ხილის და ბოსტნეულის ჭამა გამოსდის. და ნუ რძის პროდუქტებიც რადგან ყოველ დღე ვაძლევ ფორმულას, რძიან (სოფლის ნობათის რძე) ნორდიკს, იოგურტს ან მაწონს.
* * *
emiblack

არ გამიკეთებია მე, არ ჩამითვლია საჭიროდ :შ

Posted by: ninunin 19 May 2021, 13:43
narkozeli
QUOTE
(ხბო, ინდაური, კურდღელი, ქათამი, ორაგული, კალმახი)

ინდაურს მთლიანს ყიდულობ? ფილე მინდა ან ნაჭრები და ვერსად ვერ ვიშოვე, ხო არ იცი სად ვნახო?

Posted by: narkozeli 19 May 2021, 14:07
ninunin


ინდაურს მიგზავნის მაზლისცოლის დედა მარტვილიდან. სპეციალურად ბავშვისთვის ქორფას და ნაზს, ვგიჟდები ზოგჯერ მეც ვუჭამ ხოლმე ისეთი გემრიელია.
ნუ ჯამში ერთ ინდაურს ჭამს კაი ხანი, რამდენიმე თვე ყოფნის. ისე აგროჰაბში ან გუდვილშიც აქვთ ხოლმე ოღონდ იშვიათად ძალიან.

Posted by: ninunin 19 May 2021, 14:57
narkozeli
გუდვილში არასდროს არაა smile.gif მადლობა პასუხისთვის, ზოგადად ნაჭრები არ იშოვება ინფაური მთლიანი ალბათ კი მარა მთლიანი მე არ მინდა

Posted by: NatiaGull 19 May 2021, 17:54
itona
კი, სპეციალური ულაქტოზო ფორმულა აქვს რამდენიმე ბრენდს. აფთიაქში იკითხე. ან ფბ ჯგუფში " ხელოვნურის ბავშვები"
Tsitsi.la
გოგო ფორმულა მძიმე მოსანელებელია და დედის რძე მარტივი, ხან ერთს რომ ინელებს კუჭი ხან მეორეს, რა თქმა უნდა მაინც არის დატვირთვა.
ფორმულას სანამ უმატებ რძე არ მოგემატება sad.gif ალბათ დაგირეგულირდა რძე და ამიტომ გგონია ცარიელი biggrin.gif 2-3 თვიდან უკვე იჩუტება მკერდი და იმდენი რძე წარმოიქმნ3ბა რამდენსაც ჭამს ბავშვი. რატო ფიქრობ რომ არ ყოფნის, რა ნიშნებს ატყობ ?

Posted by: alesandra 19 May 2021, 20:12
ნაჭუჭა
დიახ, ფასიანია და საკმოდ ძვირიც.
უფასო არ ვიცი სამწუხაროდ.

Posted by: Tsitsi.la 19 May 2021, 23:55
NatiaGull
გოგო ცალს ჭამს თავიდანვე, მეორეში გამიქრა რომ არ ჭამდა და წარმოიდგინე რომ ვაჭმევ და 1 ან 2 საათში ისევ ითხოვს , ძუძუც ცარიელია და ბავშვის წუწუნზეც იგრძნობა, რძე როგორცკი არ გამოდის ტირის და ჩხუბობს. არადა ღამე რომ მივიძინებ ცოტას და გაივსება ხოლმე ეს ცალი ძუძუ კარგადაც გამოძღება და იძინებს გემრიელად. გამოწველითაც ვხვდები რომ იმდენს ვეღარ ვიწველი. 150 გრამი მაქსიმუმ რო გამოვიწველო ორივე ძუძუდან.
დღის სათებში უჭირს ერთ ძუძუს უკვე ამის დანაყრება. დღეს მაგალითად ორჯერ მოვაწოვე ზედიზედ, მერე იბორგა იწრიალა და სანამ არ დავუმატე 90 გრამი მანამდე არ დაიძინა.
რავიცი მეც სულ მაგას ვამბობდი რომ აი რძე წოვას მოყავს და შანსია არ ეყოს თქო , მაგრამ რავიცი... თან არ მინდა მთლიანად ფორმულაზე გადავიყვანო და ვეღარ ვიგებ რა ისეთი დაბნეული ვარ

Posted by: NatiaGull 20 May 2021, 00:59
narkozeli
გვანც , ჰეინცის პაუჩები ხარისხიᲜია ? ჰიპს სემპერს და ჰეინცს ვყიდულობ ხოლმე.
ფაფაებს სემპერის ნუტრილაკის და ჰიპის.
ასე ახვადასხვა ბრენდს რომ ვურევ ხომ არ ვაშავებ ? ზოგი უგემურია რა ვქნა biggrin.gif

Tsitsi.la
არ დაისტრესო თავი მაგის გამო შენი ჭირიმე რა biggrin.gif ❤სადამდეც გაქაჩავ აჭამე ძუძუც. 3 თვე ხომ გამოდის რაც აჭმევ ? ზოგმა 2 კვირაც ვერ შევძელით biggrin.gif 7 თვისაა ჩემი გოგო და სურდო რა არის არ ვიცით, ტფუ ტფუ biggrin.gif

Posted by: narkozeli 20 May 2021, 10:43
ninunin

დიდი დიღმის გუდვილში ვიყიდე ერთხელ საახალწლოდ მთლიანი ინდაური და გემრიელი იყო სხვათაშორის ძაან.. ნაჭრები არ ვიცი user.gif

NatiaGull

ნორმალურია ჰეინცი, მთლად სემპერის და ჰიპის დონე ვერაა სიმართლე რომ ვთქვათ მაგრამ ბევრ ბრენდს ჯობია yes.gif ვინებს და ეგეთებს მაგალითად.

QUOTE
სემპერის ნუტრილაკის და ჰიპის.


იდეალური ვარიანტია up.gif

QUOTE
ასე ახვადასხვა ბრენდს რომ ვურევ ხომ არ ვაშავებ ? ზოგი უგემურია რა ვქნა


არა გოგო არანაირი პრობლემა არაა

Posted by: emiblack 20 May 2021, 10:56
narkozeli
მე ამეკვიატა და გავიკეთებ ალბათ. ისე არაორსული და არა ორსულობის დაგეგმვის პროცესში ძაან თავზე ხელაღებული ვხდები და არც ლაბორატორიაში დავდივარ და არც ექიმთან . სისხლის ანალიზი მაქვს გასაკეთებელი 1 თვეა უკვე და დაკიდებული მაქვს ))
Tsitsi.la
150 არაა მემგონი ცოტა. ანუ ერთ ჭამაზე არ მგონია მეტს ჭამდეს, პირიქით მგონი 100-120 გრამია მაქსიმუმი. დედაჩემს ქონდა მარტო ცალში რძე, ორივე შვილი მარტო ცალს ვჭამდით. ჩემმაც ერთი ჩაიდო მარტო თავიდან და მერე მამამისი მიხვდა როგორ მოგვეტყუებია ))) როგორ პოზიციაშიც მეკავა რომელსაც ჭამდა იმის დროს, იგივე პოზიციაში გადამყავდა მეორე მხარეს ( ისე გამოდიოდა თითქოს იღლიით ვიჭერდი, ანუ ხო მეკავა და ჭამდა მარჯვენას , მარცხენასკენ იგივე პოზიციაში ჩამოვაცურებდი და ჩემი ზურგისკენ გამქონდა ბავშვის ფეხები) . შეცდა მშვენივრად და. ახლა ჭამს, თუმცა თუმცა მაინც უფრო ინტენსიურად თავიდან მარჯვენას ჭამდა და მარცხენა ზომაში ჩამორჩა ( რადგან უფრო ცოტა მქონდა რძე), მეც ავდექი და მარცხენა რამოდენიმე დღე ვიწველე ჭამის მერე და გავათანაბრე))) ელექტრო ტუმბო თუ გაქვს ძაან გამოსადეგი რამეა. ხელოვნურს როცა აძლევ ზუსტად იმ დროს დაიწყე გამოწველა და რომც არ მოდიოდეს რამე იწველე , რამოდენიმე დღეში იმ დროს ჩადგება ხოლმე და აღარ მოგიწევს დამატება .

Posted by: takoo1 20 May 2021, 11:29
anibani18
ანი მაგ ასაკში მე ვაჭმევდი ასე: დილით ძუძუ(შენ შემთხვევაში ფორმულა) მერე ფაფა,მერე ხილი,მერე სუპი,და ბოლო კვება ფაფა ისევ,ძილის წინ ძუძუ და ვსო,
აი ბოლო კვებას ვაძლევდი 8ზე ხან ფაფას და ხან ხაჭოს.მეც არ ვარ ბოლომდე დალაგებული კვებაში)))


1 წლის ასაკში გოგოებო რამდენჯერ აჭმევდით დღეში და მენიუ გამიზიარეთ ბარემ აქვეsmile.gif

anibani18
დადის უკვე ოღონდ ხელს არ გვიშვებს ჯერ,დიდი კაცია უკვეsmile.gif
user posted image

* * *
Tsitsi.la
წოვას მოყავს რძე კი,მაგრამ თუ შემცირდა ან არ გაქვს მეტი ვერ მოიყვანს მთელი დღე რომ გყავდეს ძუძუზე ჩამოკიდებული,ჰუმანას პიულატე სცადე მაგან მომიმატა მე რო შემიცოტავდა,მშველოდა კარგად.სხვა არაფერი ვაფშე.
კი ვაჭამე 11 თვე მაგის დამსახურებითsmile.gif
სცადე აბა იქნებ გიშველოს შენც.კაი რაღაცაა ცოტა ძვირია მარა თუ ჩემსავით ნერვიულობ მაგაზე იყიდე რო დაწყნარდე))) ეგრე ვიყავი ისე განვიცდიდი მინდოდა რო წლამდე მეჭმია და კი მივიყვანე,მერეც ანტიბიოტიკები დამჭირდა და დავანებებინე თორე მქონდა რძე..

Posted by: ნაჭუჭა 20 May 2021, 12:50
Tsitsi.la
რძე წოვას მოყავს და ხშირად თუ აჭმევ უფრო მოგემატება, მაგრამ ასევე სხვა ფაქტორებზეცაა დამოკიდებული, გადაღლილობა, უძილობა, არასაკმარისი კვება ამცირებს რძეს, ასევე როცა ფორმულის მიცემას აპირებ ჯერ ძუძუ აჭამე და მერე შესთავაზე ბოთლი რომ დიდი შუალედი არ გააკეთოს მაძღარმა ბავშვმა და უფრო არ შეგიმცირდეს რძე

Posted by: anibani18 20 May 2021, 12:56
narkozeli
რა გემრიელად ჭამს შენი ბიჭი ♡ ჩვენ ბოსტნეულს დიდი რაოდენობით ჯრრ ვერ ვჭამთ, მაგრამ დამატებასაც არ ითცოვს.
გავასინჯე ჰიპის ხაჭო. ისე მოეწონაა ♡♡♡ სულ პირდაღებული იჯდა.
უცნაური გემოვნება აქვს. ვერ ვხვდები, ყვაფერს ჭამს თითქოს და თან ერთ დღეს შეიძლება ისეთ ისტერიკაში ჩაგივარდეს, იოგურტსაც არ დააკარებს პირს, რომელზეც გიჟდება. ქილას რომ ხედავს ცქმუტვას იწყებს.
ჩემი მთავარი ამოცანაა, ნერვები არ მოვუშალო რომ მშვიდი დღე გვქონდეს, თორე....
gogatakoo
რასაყვარელია თაკოო ♡ დიდი ბიჭი გაგეზარდოს ♡
ხაჭო მე ხემსი მეგონა და თან მეგონა რომ დღია პირველ ნახევარში უნდა აჭამო ბავშვს რახგან რთული მოსანელებელია.
ხაჭოს ყიდულობდი ამ ასაკში თუ შენით უმზადებდი?
მესამე კვებად ხანდახან ბოსტნეული რომ.მივცე არ შეიძლება ნეტა?

Posted by: takoo1 20 May 2021, 13:00
itona
თუ ლაქტოზის აუტანლობაა ფორმულა უნდა შეუცვალოს პედიატრმა თავისთავად,სიმართლე რომ გითხრა ცოტა ვერ ვიგებ მე ამ პედიატრებისას,ყველაფერს მაგას აბრალებენ და არ მგონია ესე ყველას მაგის პრობლემა ქონდეს,მეც მითხრეს პატარა რომ მყავდა,ამოიღე რძის ნაწარმიო და დავიკიდე ვჭამდი ყველაფერსwink.gifჩვეულებრივად მოუწესრიგდა მალევე წამალიც კი არ მიმიცია.
რამე ხომ არ შეჭამე ისეთი?შერეულ კვებაზე არ ინერვიულო.ძუძუ რამდენიც გაქვს მიეცი.რაც მიგაკლდება ფორმულა დაუმატე,მასე ვაჭამე წლამდე და გადასარევი კუჭის მოქმედება აქვს,არასდროს გვქონია შეკრულობის პრობლემა.დღეში 4ჯერ გადიოდა კუჭში მარტო ძუძუზე რომ მყავდა,რაც მყარი კვება დავიწყეთ 2ჯერ გადის.

Tsitsi.la

არა არ არის ცუდი არ ინერვიულო მაგაზე რა სისულელეა,აბა რა უნდა ქნას დედამ თუ რძე არააქვს საკმარისი,უბრალოდ ეცადე არეულად არ მისცე,ანუ ფორმულას ხომ უმატებ?ერთი და იგივე დროს მიეცი როგორმე ეგ დაალაგე,საღამოს უფრო.დღე გექნება რძე,საღამოს იცის შემცირება.მე ერთხელ ვაძლევდი დამატებას საღამოს 7ზე მახსოვს biggrin.gif
* * *
anibani18
ანიი love.gif ძალიან კიი მადლობა 2kiss.gif
გოგო აი არ ვიცი წესით შეიძლება რატო არა,ბოსტნეულის სუპს გულისხმობ?
ხაჭო ხემსი არა კვებად ითველბა,ეს ბანანთან ერთად ჭამს ეგ რა ხემსია იმდენი კალორიაა biggrin.gif ვყიდულობდი სანტინოს თავიდანვე.არასდროს მიმიცია სხვა.მშვენივრად აიტანა პირველივე მიცემაზე. ხო გეუბნბი მეც აჭრილი ვარ დღემდე ვერ დავლაგდი ისე როგორც მინდა.სანამ საერთო სუფრას არ მიუსკუპდება სულ მეგონება რო მშიერია ალბათ : )

Posted by: nopiahopi 20 May 2021, 13:22
ლაქტაციის პერიოდში ვინ გახდით? გამოდით, უნდა დაგთვალოთ biggrin.gif

არაფერი მეტევა წელსქვემოთ ჩასაცმელი!
ბარძაყებს და ტაკუცუნას ვერაფერი ამოცდა რასაც ზოგადად ვიცვამდი biggrin.gif წონას არ ვჩივი, სულ დეფიციტი მქონდა და მგონი ახლა ვარ წესით რაც უნდა ვიყო, მაგრამ ტანსაცმელი აღარ მაქვს პრაქტიკულად და მაგას ვჩივი! და როდის რა ვიყიდო, ამ ძუძუზე კონწიალა ბალღის ხელში, ეგეც არ ვიცი )) ერთ კაბაში ვეტევი და ერთ ჯინსში. ეგაა რისი ჩაცმაც შემიძლია )) ნუ ჯინსიც გამოვრიცხე ამ სიცხეში biggrin.gif

Posted by: takoo1 20 May 2021, 13:29
nopiahopi
მე გავსუქდი ლაქტაციის დროს biggrin.gif 55 კილოს ვერ ჩამოვცდი სანამ არ დავანებებინე თავი,ნუ მე ვჭამდი მთელ დღე რძის პონტში და მაგიტო ალბათ, ეგრევე დავაგდე 3-4 კილო მაქს 2 თვეში, მეტი აღარ მინდა გახდომა და ვცდილობ ეხლა ვჭამო ძალით)))

Posted by: nopiahopi 20 May 2021, 13:38
gogatakoo
მეც ალბათ და 55-60 ვიქნები.
არ მაქვს სასწორი. ჭამითაც სულ მშია. უბრალოდ ამ უტანსაცმელობამ შემაწუხა. უნიფორმასავით მარტო ერთი რაღაცით ვმოძრაობ biggrin.gif
არადა ზაფხულში ვგიჟდები მოკლე იუბკებზე და შორტებზე და არაფერი მეტევა. ახლები მაქვს საყიდელი და დროც არ მაქვს..
პირველზე მშობიარობიდან ზუსტად 2 თვის თავზე ვიყავი ჩვეული 49 კგ biggrin.gif ხელოვნურზე მყავდა.

Posted by: narkozeli 20 May 2021, 13:43
anibani18

QUOTE
რა გემრიელად ჭამს შენი ბიჭი ♡



QUOTE
მესამე კვებად ხანდახან ბოსტნეული რომ.მივცე არ შეიძლება ნეტა?


კი შეგიძლია, მე ირაკლიმ მითხრა ბოსტნეული ორჯერ შეგიძლია ძალიან თამამად მისცეო.

QUOTE
უცნაური გემოვნება აქვს. ვერ ვხვდები, ყვაფერს ჭამს თითქოს და თან ერთ დღეს შეიძლება ისეთ ისტერიკაში ჩაგივარდეს, იოგურტსაც არ დააკარებს პირს, რომელზეც გიჟდება. ქილას რომ ხედავს ცქმუტვას იწყებს.


ეგ ნორმალურია, რაღაც მომენტში უბრალოდ არ უნდა და ეგაა ♡



Posted by: takoo1 20 May 2021, 13:47
nopiahopi
მეც მერე დავიწყე მომატება, სამშობიაროდან რო გამოვედი 50 კილო ვიყავი,გავხდი ეხლა და აღარც მინდა მეტი მარა რაარი გოგო იცი?აი თეძოებზე მაინც არ მეტევა რაღაცეები,მენჯები გაიწია ალბათ და ხო იცვლება ტანი,ეგ კიარა ფეხი გამეზარდა 37 მეცვა და აღარ მეტევა ძველი ბოტასები მიჭერს biggrin.gif ახლები დავირტყი ზატო ჰაჰა biggrin.gif

Posted by: narkozeli 20 May 2021, 13:51
gogatakoo

რა სიმპატიურიაა love.gif

Posted by: nopiahopi 20 May 2021, 14:09
gogatakoo
ახლა ვნახე ფოტო, რა საყვარელიაა love.gif

Posted by: ნაჭუჭა 20 May 2021, 18:08
nopiahopi
მე დავიკელი , ოღონდ არვიცი რამდენად ლაქტაციის ბრალია gigi.gif მეც ტანსაცმლის პრობლემა მქონდა სანამ დავიკლებდი მაგრამ მერე მეორე უკიდურესობაში გადავვარდი და ყველაფერი გამიდიდდა, მოკლედ გარდერობის შეცვლა დამჭირდა მაინც gigi.gif

Posted by: itona 20 May 2021, 19:53
gogatakoo
ვაიმე,უკვე მეც ვერაფერს ვეღარ ვიგებ ამ პედიატრებისასდა ერთიც თუ გავუფრინე.

.აი,გოგოებო,დარჩენილი ორი ღერი ნერვიც დამაგლიჯეს.დღეს ერთმა ,,მაგარმა" პედიატრმა,ნაცნობობით რომ დაგვდო პატივი კონსულტაციის,ოღონდ ტელეფონით,შენი რძე არ აჭამოო,ბავშვს რძის ცილის აუტანლობა აქვსო...კი მაგრამ,მე ძროხა ვარ და მსგავსი შედგენილობისაა ჩემი რძე???ვცოფდები

* * *
აუ,გოგოებო,ჩემს ბიჭს აქვს ღია ოვალური ხვრელი 5სმ.ბოთლიდან ჭამის დროს იღლება,ან თუ კუკუს შვრება და იჭინთება,თითქოს სტვენის მსგავსი სუნთქვა უხდება,მაგის ბრალი იქნება??
* * *
მეშინია ამ სუნთქვის,არადა გულზე პრობლემა არ გვაქვს,არც სასუნთქ სისტემაზე...მგონი მე.მალე გავაფრენ,რატომ ვერ ვტკბები ამ ყველაფრით??ვშფოთავ და ვშფოთავ

Posted by: emiblack 20 May 2021, 21:39
gogatakoo
narkozeli
უსაყვარლესები არიან თქვენი ბიჭები, გოგოებო <3

itona
არა, ოვალური ხვრელი არაფერ შუაშია დამშვიდდი , ჩემიც აკეთებს ხოლმე ეგრე, ეგ კი არა დრაკონკას ვეძახი ზოგჯერ ისეთი ხმები აქვს ))) შფოთვას რაც შეეხება, დიდი ხნის წინ დამთავრდა ჩვენი უშფოთველი ცხოვრება და დანებდი მაგ ამბავს )) რაც მთავარია ამქვეყნად ყველაზე გულისამაჩუყებელი, ტკბილი და თბილი მიზეზი აქვს ამ ყველაფერს . შეეცადე ბედნიერება მიიღო ყველა მომენტიდან, გაიხსენე რომ ასეთი როგორიც დღესაა აღარასოდეს იქნება, აღარასოდეს დასჭირდება ასე ძალიან როგორც ამ წამს , ნელ-ნელა დამოუკიდებელი გახდება და შენ აღარ იქნები მისთვის მთავარი, ამიტომ დატკბი დღევანდელით <3 ვიცი სირთულეები გამოიარეთ და ესეც განაპირობებს შენს ემოციებს, მაგრამ დაიხმარე ყველა , ნახევარი საათი მაინც გადი და ისეირნე ბავშვის გარეშე და ასევე მარტო შენ და ბავშვი განმარტოვდით ხოლმე 1 საათი მაინც, გახადე და დეტალებში დაათვალიერე, ეფერე, მიიხუტე მკერდზე, თვალები დახუჭე და თითები გადაუსვი ყველგან რომ შეიგრძნო მისი კანი, თმები, სუნი ნახე როგორი აქვს ))) სრულფასოვნად შეიგრძნობ რამხელა სასწაულის მთავარი გმირები ხართ ))) და რაც მთავარია ზუსტად იცოდე რომ შენ საუკეთესო დედა ხარ შენი შვილისთვის <3
ახლა რაც შეეხება ჯანმრთელობას, დღენაკლია შენი ბიჭი და მაგიტომ დაუნიშნეს ლაქტობაცილები ( ასე მოვკარი თვალი, თუ არ მეშლება) ანუ ეგ არის სასარგებლო ბაქტერიები, ახალშობილებს უნდა ჩაუსახლდეს რომ მარტივად მოინელოს საკვები და დღენაკლებს კიდევ მეტად უჭირთ, ამიტო ვერ ვიტყოდი რომ რაიმე ისეთია რისი დანიშვნაც არ შეიძლებოდა . რაც შეეხება რძეს არ დაიჯერო, შენ ამოიღე ერთადერთი რძის ნაწარმი და მშვიდად იყავი, შენი რძე არ წყენს ნამდვილად. ეს რძის ნაწარმიც დროებით ამოიღე და დააკვირდი, მერე ისევ დაიწყე და დატესტე, შეიძლება უმწიფრობის ბრალია. კიდევ აქედანვე შეემზადე რომ შენი შვილი იმდენივე კვირით ჩამორჩება თანატოლებს პირველი წელი ( 6 თვე მაინც) რამდენიც მუცლადყოფნის დროს დააკლდა და მაგაზე არ ინერვიულო ტუუილად, ასეც უნდა იყოს და არაფერი საგანგაშო არაა. იგივე ოვალური ხვრელიც მალევე დაეხურება და არაა სანერვიულო ეგეც დღენაკლულობამ გამოიწვია .
ბედნიერი დედობა და მალე თვითდაჯერებულობის შემატება <3 ეს ყველაზე მეტად სჭირდება ახლა შენს შვილს, რომ საყრდენ კედლად გიგრძნოს <3
* * *
nopiahopi
მე არ ვიკლებ , მაგრამ ასეთი მადის ფონზე რომ გრამსაც არ ვიმატებ ესე იგი ლაქტაციის დამსახურებაა. სხვათაშორის მადას დიდად ლქტაციას ვერ ვაბრალებ, დედაჩემთან რაც ჩამოვედი მას მერე დამეწყო))) ერთი ისაა რომ აცხობს ძალიან ბევრს და გემრიელად და ეგ მიმძაფრებს მადას და მეორე კიდე 3 წელი ვიყავი ბუმებრივ კვებაზე და ახლაც დედაჩემს როცა ვხედავ ეგრევე მშიბდება )))

Posted by: itona 20 May 2021, 22:29
emiblack
მადლობა,ასეთი საოცარი სიტყვებისთვის

Posted by: Nnia 20 May 2021, 23:05
itona
ყველაფერში ვეთანხმ3ბი ზედა პოსტს. მეც ძალიან ძალიან მაწვალეს პედიატრებმა. ამიტომ გირჩევ მრჩეველში მიიყვანო. ბოთლს რაც შეეხება შეასვენე ხოლმე ჭამის დროს. ბოთლიდან სწრაფად და მარტივად მოდის რძე და ვერ ასწრებს ეტყობა და მაგიტომ იღლება.

Posted by: Unico 20 May 2021, 23:10
წუხელ ფბ-ზე ვიღაც უცხოელს ეწერა 1 სიტყვით გამოხატეთ ლაქტაციაო და კომენტარებში ეს შემხვდა. lol.gif gigi.gif

user posted image

უცებ ისტერიკული სიცილი ამიტყდა givi.gif

Posted by: Tsitsi.la 20 May 2021, 23:33
NatiaGull
ხო 3 თვე გამოდის და ვნახოთ სადამდე გავქაჩავ აბა...
* * *
emiblack
აუ ეს რა პოზაში არ ვცადე, ცნობს მარცხენა ძუძუს, იჯღანება და ტირის ისტერიკაში ვარდება. გამოწველითაც ვეცადე მაქვს ელექტრო საწველი და სულ მარცხენას ვიწველიდი მაგრამ ვერ დაეწია, 10 გრამი ძლივს გამოდის.
150 კაი სავსეზე გამომდის რო ვიწველი თორე დღის მანძილზე ჭამიდან ჭამამდე არ ივსება მკერდი .

მოკლედ არ ვიცი, მივაშველებ აბა წამლებს. თან ჰიპერლაქტაციისაც მეშინია, რძე რო მომასკდეს და
ჩამაგრებები და ამბებიsmile.gif)
* * *
gogatakoo
აბა ვცდი ერთი მაგ ჩაის. სავარაუდოდ ისე არ მომასკდება რომ ჰიპერლაქტაცია დამმართოს. ჩაი არ იქნება ალბათ ეგეთი ძლიერიც.

ვეცდები დროც დავარეგულირო და ხელოვნური როცა მოუწევს ერთ დროს მივცე . მეც დღეში ერთხელ ვუმატებ.

Posted by: matuti 20 May 2021, 23:38
itona
სტრიდორი ხომ არ აქვს? ჩემსას აქვს და წლამდე გაუვლის თავისითო ექიმმა თქვა, ჩემი ბიჭი ძილშიც ხვრინავს და ზოგჯერ ძალიან ხრუტუნებს, მსტვენავი სუნთქვაც აქვს, სადღაც 3-4 კვირის იყო რომ გაუმძაფრდა და ეხლა ნელ-ნელა შეუმცირდა, 5 თვის ხდება. არ ინერვიულო, თუ ეგაა, გაუვლის თავისით

Posted by: Tsitsi.la 20 May 2021, 23:39
ნაჭუჭა
მადლობა რჩევისთვის, ისე ვნერვიულობ ყველას სიტყვა მნიშვნელოვანია. საშინელი დანაშაულის შეგრძნება მაქვს ხელოვნურს რომ ვაძლევ და ამიტო მინდა ყველაფერი ვცადო თუ ვერ დავიბრუნე საკმარისი რძე ის მაინც მეცოდინება რომ ვეცადე .

Posted by: matuti 20 May 2021, 23:43
Tsitsi.la
ციკლი აღგიდგა? ციკლის დღეებში იცის საგრძნობლად შემცირება რძემ, მე ეგრე ვარ ხოლმე და მერე ისევ იმდენი რაოდენობაა. რატომ არ წოვს მეორე ძუძუს? ძუძუს თავის ბრალი ხომ არ არის? მე სილიკონის თავებს ვხმარობდი, არ მქონდა კარგი ძუძუს თავები და სილიკონით ჩაიდო, მანამდე არ იდებდა, ეხლა სილიკონიც აღარ გვჭირდება, გამოიყვანა თავები. ხშირად აწოვე, რძის ჩადგომას ნუ დაელოდები და გექნება რძე. ხორბლის ნახარში ძალიან კარგია, 300 გრამი ხორბალი 3 ლიტრ წყალში ადუღე 2 საათი და მერე რამდენიმე ჯერზე შეჭამე თაფლთან ერთად, ან თაფლის გარეშეც, თუ გინდა შაქრით დაატკბე, წვენიც უნდა ჭამო და მარცვალიც.

Posted by: Tsitsi.la 20 May 2021, 23:45
nopiahopi
მე გავხდი, მთელი ზედმეტი კილოგრამები დავიკელი 3 თვეში თავისით, ძალიან კარგად ვჭამ თან.

ისე სხვათაშორის ციკლი დამირეგულირდა უკვე და ეს ნორმალურია? 40 დღეზე ხო მომივიდა და იმის
მერე 28 დღეში ისევ გამიმეორდა ჩვეულებრივად .

Posted by: ნაჭუჭა 20 May 2021, 23:46
itona
პირველ რიგში სიმშვიდე გჭირდება , არაფერი არ გაქვს სანერვიულო, რაკი ბავშვი გამოგატანეს ესეიგი ჯანმრთელია და არაფერი არ გაქვს სანერვიულო, მესმის რომ ძნელია, თან პირველი ბავშვია და დღენაკლი ბავშვები კიდევ უფრო სუსტები არიან ვიდრე სხვა ახალშობილები, გამოცდილი მაქვს და ზუსტად მასე ვშფოთავდი მეც, მითუმეტეს მესამე იყო მაგრამ მაინც. რომ იღლება ჭამის დროს ეგ ბუნებრივია, არაფერია საშიში, შესვენებებით აჭამე, ჩემი ბიჭი 1 თვემდე ძუძუს ვერ წოვდა საერთოდ, ბოთლიდან კი 20-30 გრამს შეჭამდა და ისე იღლებოდა ეძინებოდა ზედვე და ვეღარ ვაფხიზლებდი, სანამ ერთ დოზას ჩავამთავრებდით მეორე ჭამის დრო მოდიოდა და სერიოზულად მოქმედებდა ბერვებზე ვაღიარებ, მაგრამ ერთი თვის მერე მოყოჩაღდა და თვენახევრიდან უკვე კარგად დაიწყო ჭამა, შენიც უცებ გაყოჩაღდება ნახავ, ვეღარ იხმცნობ ცოტა ხანში, აცადე ჯერ პატარაა რა ქნას, ხომ დააკლდა რამდენიმე კვირა რაც მუცელში ჰნდა ყოფილიყო, აინაზღაურებს ნელნელა. ოვალური ხვრელი ჩემსას სამივეს ღია ქონდათ, ეგ არაფერია. და ძუძუს რაც შეეხება ძალიან მაინტერესებს რომელმა პედიატრმა გითხრა დაანებებინეო, ეგეთი სიბოროტე არ მსმენია კარგა ხანია

Posted by: Tsitsi.la 20 May 2021, 23:48
matuti
აუ კაკრას ეხლა დავწერე ეგ. კი აღდგა ციკლი, უკვე მეორედ მომივიდა და ნეტა მაგის ბრალიც ხო არ არის...
ხორბლის მახარშზეც ვიცი და ვცდი მაგასაც.
ძუძუს თავები არცერთზე არ მქონდა მაგრამ
ყოჩაღი იყო
ტავიდანვე და წოვდა კარგად. ხოდა ცალზე ამომიყვანა კიდეხ თავი და მეორეს რო არ წოვს იმაზე არ მაქვს. მე უფრო სადინარების ამბავი მგონია. ანუ იმ მკერდიდან რომელსაც არ ჭამს, რომ ვიწველი ერთი ზოლი ასხამს და მეორედან ერთი 5-6 მგონიsmile.gif) ძნელად მოდის და ეზარება ბრაზდება ...

Posted by: ნაჭუჭა 20 May 2021, 23:49
QUOTE (Unico @ 20 May 2021, 23:10 )
წუხელ ფბ-ზე ვიღაც უცხოელს ეწერა 1 სიტყვით გამოხატეთ ლაქტაციაო და კომენტარებში ეს შემხვდა. lol.gif gigi.gif

user posted image

უცებ ისტერიკული სიცილი ამიტყდა givi.gif

lol.gif lol.gif ზუსტაად, მაგას ვიძახი ხოლმე მე რომ მიყურებს ჩემი შვილი მარტო ძუძუებად აღმიქვამს მემგონი თქო lol.gif

Posted by: Nnia 20 May 2021, 23:51
Tsitsi.la
მგონი ძალიან ისტრესავ თავს და ეგეც მოქმედებს რძის არ ქონაზე. ცხოვრებაში არ მიფიქრია რომ შეიძლებოდა რძე არ მქონოდა. ყველაფერი ტვინიდან მოდის. მეც მგონია რომ დაგირეგულირდა რძე და შენ ფიქრობ რომ არ გაქვს. მკერდის სისავსე აქ არაფერ შუაშია. პირველი 2 თვის მერე სავსე მკერდი არ მქონია მაგრამ კი მყავდა 6 თვემდე ექსკლუზიურად ძუძუზე. არსებობს რძის კრიზისი, მაგრამ მაგ დროს ხელოვნური კიარ უნდა მიაშველო უნდა აწოვო. ხელოვნურის მიცემით რძის შემცირებას ხელს უწყობ.

ბაი ზე ვეი არც ხელოვნურშია სადანაშაულო რამე. ასე რომ თავს ნუ ისტრესავ და გყავდეს შერეულზე თუ მაინცდამაინც თვლი რომ მშიერია.

Posted by: matuti 20 May 2021, 23:53
Tsitsi.la
QUOTE
უკვე მეორედ მომივიდა და ნეტა მაგის ბრალიც ხო არ არის...

კი, მაგის ბრალი იქნება, სხვებისგანაც გამიგია ლაქტაციის ჯგუფში და მეც დავაკვირდი, წინა თვეში მომივიდა და იმ დღესვე შემცირდა რძე, სანამ არ დამიმთავრდა ციკლი, არ მოემატა, მერე ისევ ჩვეულებრივი რაოდენობით მოდიოდა რძე. ეხლაც ეგრე ვარ, მესამე დღეა ციკლის და ყოველ ნახევარ საათში ვაჭმევ ბავშვს, ძალიან ცოტა მოდის რძე, რამდენიმე ყლუპი გამოდის და მეტი არა, მაგრამ მე ორივე ძუძუდან ვაჭმევ, მონაცვლეობით, და სანამ ერთს გამოწოვს, მეორეში გროვდება ცოტა და ასე გადავაგორებ ამ დღეებს.
მეორე ძუძუს რომ არ წოვდა, სადინრებიც მაგიტომ არ გაიხსნა, თუ მოახერხებ და აწოვებ, მგონი ეგეც ჩადგგება „ფორმაში“ smile.gif

Posted by: ნაჭუჭა 20 May 2021, 23:55
Tsitsi.la
150 გრამს როცა იწველი იცოდე რომ ბოლომდე არასოდეს არ გამოაქვს საწველს და ივარაყდე რომ200 გრამი მინიმუმ გაქვს , და კიდევ მკერდის გადავსება აღარ არის საჭირო როცა რძე რეგულირდება, გადავსება კიარა 1 ზომაზე ჩამომივიდა მკერდი მარა დღეში ცხრაჯერ რომ ვაჭამო სულ მაქვს რძე help.gif მიკვირს ხოლმე საიდან მოდის , უცნაური რამეა მოკლედ ლაქტაცია, მთავარია დანაშაულის გრძნობა მოიშორო და ენდო საკუთარ ძუძუებს gigi.gif

Posted by: matuti 20 May 2021, 23:56
Nnia
QUOTE
არსებობს რძის კრიზისი, მაგრამ მაგ დროს ხელოვნური კიარ უნდა მიაშველო უნდა აწოვო. ხელოვნურის მიცემით რძის შემცირებას ხელს უწყობ.

გეთანხმები, არის კრიზისული დღეები და მაგ დროს ხშირი წოვაა გამოსავალი, ხელოვნურის მიშველება ყველაზე ცუდი გამოსავალია, რადგან ტვინს სიგნალი არ მიეწოდება რომ რძე საჭიროა და ამიტომ მცირდება სამომავლოდ რძე

Posted by: Nnia 20 May 2021, 23:56
Tsitsi.la
კი იცის ციკლის დროს შეცოტავება მარა მშიერს მაინც არ დაგიტოვებს ბავშვს. უბრალოდ ცარიელი მკერდის შეგრძნება გექნება. ისე ზრდის ხალხი მხოლოდ ცალი მკერდით ბავშვებს არც ეგაა დიდი პრობლემა. მძინარეს რო შეაპარო მეორე მხარე მაინც ვერა?

* * *
Tsitsi.la

ჰოდა აგერ სამი ქალი გიმტკიცებთ ერთიდაიმავეს :დ ჯობია მოეშვა და "ებდო შენს ძუძუებს".
ნაჭუჭა
ძაან მომეწონა ფრაზა :დდ

Posted by: ნაჭუჭა 21 May 2021, 00:05
Nnia
matuti
კრიზისულ დღეებზე მეც გეთანხმებით გოგოებო, გვქონდა ჩვენც რამდენჯერმე მაგრამ ხშირი წოვით გადავაგორეთ, ცოტა მამამ ინერვიულა ოღონდ ბავშვს მშიერს მიკლავო gigi.gif

Posted by: alesandra 21 May 2021, 01:40
გოგოებო, რჩევა მინდა გკითხოთ მასაჯისტზე, ვისაც შეხება გქონიათ. ჩემს დეიდაშვილს ჰყავს 7 თვის გოგო და პედიატრმა მასაჯისტთან გააგზანა - არ მომწონს, როგორ ჯდებაო. ჩემმა დეიდაშვილმა ეჭვი შეტანა, რომ მართლა სჭირდებოდეს ეს ბავშვს, უფრო იმას ჰგავს, რომ მასაჯისტის დასაქმება უნდაო. იქნებ გქონიათ ასეთი შემთხვევა და რას მირჩევთ? ჯდება ბავშვი, მაგრამ მყარად ვერ ჯდებაო, თუ რაღაც ასეთი უთხრა...

Posted by: Tsitsi.la 21 May 2021, 02:12
აუ რა საყვარლები ხართ :* ისეთი პოზიტიური მიმოწერა იყო, სხვა გზა არ არსებობს, უნდა ვენდო ჩემს ერთ ძუძუსsmile.gif)))
მადლობა , მეც ვხვდები რომ დანაშაულის შეგრძნებას ავყევი და ამ ნერვიულობით უარესად შევიმცირე რძე. ახლა 140 გრამი გამოვიწველე ვაჭამე და დაიძინა, ისეთი ბედნიერი ვარ ასე მგონია ვიტამინები ჩავაყარე პირში smile.gif))

Posted by: Nnia 21 May 2021, 09:39
Tsitsi.la

ძალიან ყოჩაღი ხარ რომ არ ნებდები.


alesandra

რითი გააკეთონ ფული აღარ იციან რა. ჩემი შვილი მიუხედავად იმისა რომ 5 თვიდან ხოხავდა სადღაც 7 თვის მერე დაიწყო მყარად ჯდომა. 10 თვიდან ფეხი აიდგა და რავიცი. არანაირი მასაჟი არ გამიკეთებია.

Posted by: itona 21 May 2021, 09:39
Nnia
მადლობა,გოგოებო,ძალიან კარგები ხართ
* * *
აუ,იცით რაში დამეხმარეთ,კიდევ.ცხვირი როგორ გამოვუსუფთავო??ჯერ არ გამომისუფთავებია,არც კი.მომსვლია თავში ეგ აზრად და მგონი სუნთქვა უჭირს

Posted by: anibani18 21 May 2021, 09:58
gogatakoo
ისე მინდა ჩამოვყალიბდე ამ კვებაზე. ტვინი მაქვს არეული.
ანუ შეიძლება სანტინოს ხაჭოც ხო? ვცდი აბა მეც.
სუპი არ მიმიცია მე ჯერ. პიურეებს ვუკეთEბ. შეიძლება სუპი წლამდე?
narkozeli
გვანცა, შენ რა ხაჭოს აჭმევდი წლამდე?
მე მირჩევნია ბოსტნეული მივცე ხოლმე მეორე კვებად, ხანდახან ფაფაც. მაგრამ ბოლო კვების ჩასმა, 7:30-ზე ძალიან გამიჭირდება. ისეთი აღზნებული და გადაღლილია მაგ დროს, არა მგონია გაიკაროს რამე რძის გარდა. გუშინ ვუყიდე ღამის ფაფა, მაგრამ არც მიცდია მიცემა ისეთ ხასიათზე იყო მთელი დღე.
* * *
itona
ფიზიოლოგიური იყიდე, შპრცით ამოიღე და თითო ნესტოში შეასხურე. სჯობს თუ მწოლიარე მდგომარეობაში არ იქნება მაგ დროს, რადგან გადაცდენის საფრთხეა, ან თავი გადაუტრიალე ცალ მხარეს მწოლიარეს, შეასხურე, მერე მეორე მხარეს და იმ ნესტოში შეასხურე. მე მაქვს სუავენიქსის გამოსატუმბი, მილს შენ იდებ პირში და მეორე ბოლოს ბავშვის ნესტოში ჩადებ და გამოქაჩავ მერე რაც ექნება ის. პატარა ოყნებითაც შეიძლება, მაგრამ მე არ გამომდიოდა და ეს გამოსატუმბი ვიყიდე. ძალიან კარგად ვიხმარე
* * *
Tsitsi.la
პიულატე ძალიან კარგია, მე ისე მებერებოდა მკერდი, მტკიოდა ხოლმე, მაგრამ ჩემი გოგო აღარ იკარებდა უკვე და მეც შევეშვი. მაგრამ მთავარი მაინც წოვაა. არა მგონია რძე არ გქონდეს. ნამატი კარგი აქვს?

Posted by: narkozeli 21 May 2021, 10:33
anibani18

რცხილაძემ მკაცრი რეკომენდაცია მომცა წლამდე მხოლოდ აფთიაქის ადაპტირებული ხაჭოო, ნუ 10-11 თვიდან სახლში მომზადებულიც შეგიძლია მაგრამ მხოლოდ კვირაში 1-2ჯერო, ჰიპის ხაჭოს ვაჭმევდი მე და მერე სახლშიც ვუკეთებდი, ძაან ნაზი და ფაფუკი გამოდიოდა.
ახლა პრეზიდენტისას ვაჭმევ ან სანტინოსას.

Posted by: emiblack 21 May 2021, 10:38
itona
მე კანპოლის ცხვირის სატუმბს ვხმარობ , მაგრამ ეს ერთი თვეა, მანამდე პაწაწინა ნესტოები ქონდა და ყურის ჩხირს ვხმარობდი, იმასაც ცოტა ბამბას ვაცილებდი თორე არ ეტეოდა)))

გოგოებო, ხალიჩაზე მინდა გკითხოთ თუ გქონდათ რომელიმეს? აი ფერადი ხალიჩები რომ არის, გადავჩხრიკე ყველაფერი და მხოლოდ ჩინურებია ვითომ სერთიფიცირებული, მაგრამ ქსეროქსის ფურცელი აქვთ ჩაგდებული ვითომ სერთიფიკატია)) რაიმე ევროპული ქვეყნის თუ იცით, სასურველი დიდი მაგრამ პატარაზეც თანახმა ვარ. და კიდევ სათამაშოებს რას მირჩევთ, 1,5 თვისაა, პლიუს სად ყიდულობთ უსაფრთხო სათამაშოებს და როგორ მივხვდე სანდოა თუ არა

Posted by: Nnia 21 May 2021, 11:15
emiblack
ისე შენი სანამ ხოხვას ისწავლის ესეთი შეგიძლია იყიდო, აფთიაქებშიცაა.მე 5 თვემდე ეგ გამოვიყენე.user posted image

Posted by: takoo1 21 May 2021, 11:59
narkozeli
nopiahopi
emiblack
მადლობა გოგოებოო❤️❤️❤️❤️❤️
itona
აუ რომელმა ჭკვიანმა პედიატრმა გითხრა ეგეთი სისულელე:| რა ძუძუ არ მისცეო გამაგიჟებენ რა(( მოკლედ ერთი კვირა არ ჭამო რძის ნაწარმი და დააკვირდი, ჩემს შემთხვევაში არ იყო მაგის ბრალი მარა დააკვირდი მაინც შენ რო დარწმუნდე რა, არ მგონია მაგის ბრალი იყოს რატომღაც რავიცი,:*

Posted by: Unico 21 May 2021, 12:00
emiblack
ბავშვის სათამაშოები ყველაზე ძვირია.
ამაზონიდან გამოიწერე ან ბრენდ მაღაზიებში იყიდე (ჩვილისთვის). აფთიაქებშიც არის თუ იყიდი სუავინექსის და მსგავსის საჩხაკუნოს (ეგ ერთადერთი სათამაშოა აფთიაქიდან, რომელსაც არ ეწერა ჩინეთში დამზადება. პატარა ჭიქაც ვიყიდე და იმას კი ეწერა).

მაგრამ იცოდე, მეიდ ბაი ჩაინა ბევრ ბრენდ სათამაშოს აწერია, იმიტომ რომ საწარმოები იქა აქვთ. smile.gif მაგალითად, ფიშერ პრაისს აქვს და მის სათამაშოებს აწერია.

მელისა ენდ დაგი უკეთესია მაგ მხრივ. ამაზონიდან გამოვწერეთ მაგის ლიანდაგები უფროსისთვის, კორონამდე.

ახლა შიგადაშიგ მეორად ამერიკული სათამაშოების მაღაზიას ვსტუმეობ ხოლმე. კაი რამეები აღმომიჩენია მანდ.

ჩვილის მუსიკალური ხალიჩა ჩემებს არ ჰქონიათ. მანეჟში ვაწვენდი და ვაწვენ.
ისე ხალიჩა კი. თან ჭიტაში ნაყიდი facepalm.gif მაგას ვნანობ ძალიან.

Posted by: takoo1 21 May 2021, 12:08
Tsitsi.la
ჩაი არ არის,გალეგა და სილიტიდილია, თუ დაბალია პროლაქტინი მაღლა სწევს და რძეც მოდის.მარტო წოვაზე არ არის დამოკიდებული,ჰორმონული ბალანსი თუ არ არის შესაბამისი მაგიტო იკლებს რძე, აი 2დღეში რა გითხრა მაგარი შედეგი მქონდა დამებერა მკერდი,რაც დგებოდა ორჯერ მეტი ჩამიდგა.სცადე თუ ეგ პრობლემაა უეჭველი გიშველისwink.gif ეგ რო არ მქონოდა წლამდე უეჭველი ვიცი ვერ ვაჭმევდი,წლამდე კიარა 6 თვემდეც ვერ,
* * *
emiblack
გოგო ნუცუბიძეზეა ჩემთან აქვე ბრენდ შოფი,მგონი ფბ აქვთ ნახე აბა,მე არ მაქ ფბ ვერ ვნახულობ,ძალიან ბევრი სათამაშოები აქვთ,ფეხსაცმელებიც აქვთ გუშინ შევიარე მეც

Posted by: emiblack 21 May 2021, 12:48
Nnia
Unico
gogatakoo
ძაან დიდი მადლობა, გოგოებო <3 ხალიან დამეხმარეთ , შევივლი აბა ჯერ ფეისბოოქზე და მერე რომ ჩამოვალ თბილისში მაღაზიებშიც <3
* * *
Unico
ისე ამაზონიდან გამოვიწერ შემდეგებს სულ, ახლა მაგდენ ხანს ვერ დავიცდი უკვე სჭირდება გასართობი )))

Posted by: takoo1 21 May 2021, 13:26
anibani18
გოგო რავიცი აბა მე პედიტრმა დამინიშნა და არ ქონია პრობლემა ძალიან კარგად ინელებს, კითხე შენს ედიატრს მაინც აბა რას გეტყვის, ხო იცი ყველას თავისი აზრი და მიდგომა აქვს,მე აფთიაქისას არ ვაჭმევდი არაფერს ფაფების გარდა და შესაბამისად ვუყიდე სანტინო და მივეცი,უკვე მაგ ფაფებსაც აღარ ვაჭმევ 2 კვირაა,ნორდიკის ფაფებზე გადავიყვანე და სანტინოს რძით ვუკეთებ, კარგად მოინელა ეგეც და რავიცი აბა.ერთადერთი ყველი არ მიმიცია და ვმერყეობ არვიცი რა გავასინჯო, პლაზმონის ვიყიდე 10 ცალი და მიდევს არ მოეწონა გემო,სულგუნი მგონი შეიძლება მარა სანდო სად ვნახო არ ვიცი,სახლში გავუკეთებ მე თვითონ სავარაუდოდ,ჩემმა დამ იცის და მასწავლის.
* * *
Tsitsi.la
მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ „სტრესის ჰორმონი“ კორტიზოლი აფერხებს არა მარტო რძის წარმოქმნას, არამედ მის გამოყოფასაც. ამიტომ, თუ დედა რძის ნაკლებობის გამო დეპრესიაშია და ნერვიულობს, იქმნება მოჯადოვებული წრე: ჰიპოგალაქტია-სტრესი--უფრო მეტი ჰიპოგალაქტია.


გამოუცდელი დედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვილის „ენის „ გაგება. მისი ყოველი დაყვირებაც ხომ უკვე შიმშილის ნიშანია. ეს შეიძლება იყოს კოლიკები, ტკივილი, საერთო სისუსტე, დისკომფორტი ზედმეტად ვიწრო ტანსაცმლისგან და ა.შ. დადგენილია, რომ როცა ბავშვს შია, ის გამოსცემს ასეთ ბგერებს „ნე-ე“, რაც ემყარება წოვის რეფლექსს, რომელიც წარმოიშობა მაშინ, როცა ბავშვი მშიერია.


ჯანმოს (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) ექსპერტები ამტკიცებენ, რომ თუ ძუძუთი კვებას ექნებოდა საყოველთაო ხასიათი, მაშინ შესაძლებელი გახდებოდა დაახლოებით 820 000 ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა წელიწადში.


წაიკითხე საინტერესო რაღაცეებია და დამშვიდდი :* თავდაჯერებულობა შველისო ამბობენ ნერვიულობა და ბევრი ფიქრი არ უხდება ძუძუებს))) <3 გამოგივა ყველაფერი


* * *
emiblack
უი ბრენდ სთორია მოიცა ლინკს დაგიკოპირებ:*
https://www.facebook.com/usbrandstore/?hc_ref=ARQmSgChGL0x0L_nOf09HVD1doyrxSxLcvwsWfgQXvDJ2oc26Kw2AJ23JmhQujKINJs&fref=nf&__tn__=kC-R

Posted by: emiblack 21 May 2021, 13:56
gogatakoo
მაფლობა, ვერ მივაგენი და შემოვედი რომ მეკითხა))
აუ ჩემი ლე-ლეს იძახის))) ადრე ტიროდა ლე-ლეს ტონალობაში და ახლა უბრალოდ ამბობს და. უსაყვარლესად მიაქვს პირთან მაჯა ))) მეც იმხელა დოზით მირტყამს ოქსიტოცინი რო ეგრევე ვივსები რძით)))

Posted by: anibani18 21 May 2021, 14:52
emiblack
მე მაქვს ლუპილუს ხალიჩა, მსგავსი იმისა რაც ნიამ გაჩვენა. ძალიან რბილი და ფაფუკია, ზემოდან სათამაშები ჰკიდია. გორაობას რომ დაიწყებს აღარ გეყოფა ის პატარა ხალიჩა, ერთი გადაგორების ხელაა თითქმის.
ჰაბას ფირმის სათამაშოები ამაზონიდან გამოვწერე, ზოგი აფთიაქში ვიყიდე. პეპელაშიც სანდო სათამაშოებია. ფიშერ ფრაიზი კარგია კიდევ. Hape ნახე ფბ-ზე, გერმანული სათამოშოები აქვთ.
narkozeli
მადლობა, გვანცა <3 მეც ჰიპის ვაჭამე და უზომოდ მოეწონა. შეიძლება მთელი ქილა ჭამოს ხოლმე?
gogatakoo
მადლობა, თაკო <3 მითხრა აჭამე ხაჭოო, მაგრამ რატომღაც არ მომივიდა თავში მეკითხა რომელი ხაჭო ვაჭამო.
ჩემსას ძალიან მოსწონს პლაზმონის ყველი, დღეს პასტა გავუკეთე ყველით, ისპანახით და კვერცხის გულით, გემრიელად ჭამა. კომბინაციებშიც არ მოსწონს ლუკიანეს?
სად არის ეს ბრენდ შოპი, თაკო?

Posted by: narkozeli 21 May 2021, 14:53
anibani18

რა თქმა უნდა შეიძლება, ჩემსას პირველ დღეს გავასინჯე 2-3 კოვზი და მერე პირდაპირ მთლიან ქილებს ვაძლევდი ხოლმე.
გემრიელად მიირთვას შენმა თოჯინამ ♥

Posted by: anibani18 21 May 2021, 14:56
აუუ, გოგონებო, კიდევ იცით რა მაინტერესებს, 8 თვის ხომ არის ჩემი გოგო და კვირაში ორჯერ ვბან საპნიანი წყლით. მეტჯერ არ შეიძლება ჯერ? კიდევ მინდა აბაზანის ქაფის გამოყენება. შეიძლება? და თუ კი, რომელია კარგი და სანდო <3
narkozeli
მადლობა, გვანცი <3
ვაჭმევ მაშინ თამამად მთლიან ქილებს.

Posted by: narkozeli 21 May 2021, 15:10
anibani18

მხოლოდ წყლით მე ამ სიცხეებში ყოველ დღე ვბან თავსაც და ტანსაც ანუ გადავავლებ ხოლმე და მოწონს, საპონი მხოლოდ 2ჯერ არის რეკომენდირებული და ჯობია დავუჯეროთ რო არ გამოუშრეთ კანი,
აბაზანის ქაფებში დიდი არჩევანი არაა სამწუხაროდ. რაღაც ბრენდებია მარა დააკვირდი 3 წლიდან აწერია, 0დან არის ბიუბჰენი და სებამედი. ორივე მქონდა და სებამედი ჯობდა, უბრალოდ გაითვალისწინე მშრალზე უნდა დაასხა და წყალი მერე დაასხი. ანუ წყალში რო ასხამ არ ქაფთება არცერთი ისე კარგად.

Posted by: emiblack 21 May 2021, 15:14
anibani18
მადლობა ანი, რამდწნი რამე ყოფილა )) ჩავუჯდები და ამოვქექავ))

Posted by: takoo1 21 May 2021, 16:57
anibani18
გოგო აი თავისებური გემო აქვს მაგ პლაზმონის ყველს და არ ევასება რა,ავურიე მალარონში,მერე სუპში ვცადე და ვერ შევაპარე ვერაფრით რაა.დაველოდები იქნებ შეეცვალოს გემოვნება))
გოგო მეორეშია პლატოზე,ეკონომიქსის პირდაპირ.ძალიან ბევრი სათამაშო აქვთ 90% სათამაშოებია.

Posted by: ნაჭუჭა 21 May 2021, 17:16
gogatakoo
ანდრიას უყვარს პლასმონის ყველი ძალიან, ხომ რაღაცნაირი უგემურია მაგრამ ერთადერთი მაგას და მაკარონს ჭამს უპრობლემოდ gigi.gif

Posted by: Ninico 21 May 2021, 17:57
anibani18
კი ანი, მყავდა და ხალის რაღაც ნაირსახეობა არისო. არაფერი მკურნალობა და მოვლა არ სჭირდებაო.
ხილს ცოცხლად აძლევ და ქილისას. ვაშლს ვუხეხავ ხოლმე და თითქოს რასაც ჭამენ ისევე გადიან კუჭში. მგონია რომ ვერ ინელებენ, არადა გამოწურული წვენი წლამდე არ შეიძლებაო.
* * *
მზისგან დამცავ რომელ კრემს გაუწევთ რეკომენდაციას გოგონებო? ველედას ვაპირებდი, მაგრამ ძნელად ნაწილდებაო

Posted by: nopiahopi 21 May 2021, 20:29
Ninico
ჟიაიასი მქონდა 4 წლის რომ იყო ოღონდ, ძალიან კარგი გამოდგა. ზღვაზე ვიყენებდი, სახლიდან გასვლამდე კარგად წავუსვამდი ყველგან და წყალში ბანაობის მერეც არ საჭიროებდა თავიდან გადასმას. წელს ახალი მაქვს მეც საყიდელი, ვადა გაუვიდა იმას biggrin.gif

Posted by: anibani18 21 May 2021, 20:42
narkozeli
ეს ქაფი დასაბან საშუალებად ითვლება თუ შეიძლება მისი ხშირად გამოყენება?
მეც ყოველ დღე ვბან და კვირაში ორჯერ საპნით. კარგია რომ ვიკითხე, თორე მეგონა შემეძლო უკვე გამეზარდა რაოდენობა <3
gogatakoo
შენ მგონი უკვე შეგიძლია ყველის სხვა ნაირსახეობებიც გაასინჯო, ნუ რომლებიც უმარილოა ისინი.
ისე დავიღალე ამდენი სადილების კეთებით, ქანცი გამძვრა. ჩემთვის ვერ ვიკეთებ საჭმელს და ქალბატონს ვუმზადებ და ვუმზადებ smile.gif)
Ninico
ანუ საჭმლის მთლიანი ნაწილები გამოდის? ჩემს გოგოსაც ჰქონდა ასე და ექიმს რომ ვკითხე, ნორმალური არისო ეს, შეეჩვევა ნელ-ნელა კუჭი. ერთხელ ჰქონდა მხოლოდ დიდი ნაწილები რომ გამოვიდა, ვერ დავჭყლიტე კარგად საჭმელი. ახლა გამოდის მაგრამ უკვე წვრილები. ხორცს უბლენდერებ თუ როგორ აჭმევ? მე ვუბლენდერებ, ვერ ვახერხებ სხვანაირად დაჭრას და დაწეწვას. ხომ არ იცი სხვა სასუალება ხორცის შეთავაზების?
მე ურიაჟის ვიყიდე. სხვა არ მქონია და ამიტომ ვერ შევადარებ. სპრეის სახითაა და ძალიან ადვილად ნაწილდება, თან კანსაც ატენიანებს.

Posted by: takoo1 21 May 2021, 21:21
გოგოებო სახლში როცა დაიწყეთ ფაფების მომზადება რძით,რითი უტკბობდით თუ ვაფშე უშაქროს აჭმევდით?ეს ყავისფერი შაქარი მართლა მაიმუნობაა?
anibani18
მეც ეგრე ვარ გოგო ამის საჭმელების კეთებაში გადის მთელი დღე,რო ძინავს მაშინ ვასწრებ ყველაფერს,კიდე კაი იძინებს 2 საათი თორე რა უნდა მექნა არ ვიცი:დ

Posted by: Ninico 21 May 2021, 23:24
anibani18
კი, აი როგორსაც მიირთმევენ ისეთზევე გადიან. ტაკოს დაბანის დროს ფხვიერი ნამცეცებივით მხვდება ხელზე.
ხორცი ჯერ ახლა გავასინჯე. ქილის ინდაური ჭამეს და მოეწონათ. ზოგადად ყველაფერს ვაბლენდერებ, ისე გულს ირევენ და უკან აფურთხებენ.
მეც ურიაჟს ან სებამედს ვფიქრობ. ექიმმა შემაშინა ბავშვობაში მიღებული დამწვრობა დიდობაში მელანომას გამომწვევი შეიძლება გახდესო.

Posted by: ნაჭუჭა 21 May 2021, 23:56
gogatakoo
ერთი თვეა რაც ნორდიკის ფაფებზე გადავედით ჩვენც და ძირითადად ხილით ვუტკბობ, ბანანს ან ვაშლს ვუხეხავ, ან ქილის ხილფაფას ვამატებ ხოლმე, მოცვი და გარგარი მოსწონს,კვირაში ერთიორი დღე თაფლით ვუტკბობ, ხან ყველით ვუკეთებ, ეგ ყავისფერი შაქარიც შაქარია რა, როგორც ვიცი დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივისგან
* * *
Ninico
ნორმალურია მოუნელებელზე რომ გადიან, წლის და ორი თვისაა და ხანდახან კიდევ აქვს ხოლმე ეგრე

Posted by: anibani18 22 May 2021, 16:14
gogatakoo
ჩემმა ახლა გაზარდა ცოტა დღის ძილი და დროც მომეცა სადილებისთვის.
თაკო, შენი ლუკიანა მჭამელი ბიჭი ჩანს. ყველზე რომ აღნიშნე, იმიტომ გეკითხები, ანუ ყველაფერს-ყველაფერს მაინც არ ჭამს გამოდის ხო? ან თუ ჰქონდა ისეთი დღეები, რომ არ ჭამდა საჭმელს და მორჩა, მხოლოდ რძე უნდოდა?
არ გინდა ყავისფერი შაქარი, ჩვეულებრივი შაქარია ისიც. ხილით დაუტკბო მგონი სჯობს <3
Ninico
ჯერ ერთი ბავშვის კვება რა არის, ნინ და ახლა ორის ერთდროულად. ყოჩაღ შენ! მაგრამ სამაგიეროდ ორი ერთდოულად წამოგეზრდება <3
რა ვიცი აბა, ურიაჟს არა უშავს მგონი. მეც ველედას ყიდვა მინდოდა, მაგრამ არ ჯქონდათ იმ ეტაპზე და ურიაჟი ვიყიდე. წასასმელად ძალიან მარტივია.

მიირთვა ჩემმა გოგომ ჰიპის ხაჭო მთლიანი ქილა. არც ეყო ეს ქილა, პირღია დარჩა ბოლოს smile.gif))

Posted by: takoo1 22 May 2021, 17:43
ნაჭუჭა
თაფლი ჯერ მეშინია რავიცი,გოგო რძიან ფაფაში მოჟნა ბანანი?ხაჭოსთან ერთად ვაჭმევ ბანანს და ორჯერ ბევრი არაა დღეში ბანანი?თან ფაფას ორჯერ ჭამს დილით და საღამოს და აი როგორ დავუტკბო არვიცი.
anibani18
გოგო მჭამელია კი მარა რაც მოსწონს იმას ჭამს ბევრს,თუ არ დაევასა პირს არ დააკარებს,ყველაფერი უყვარს ბოსტნეულიდან და ხილიდან,ხაჭოზე და ხორცზეც გიჟდება.აი ეს პლაზმონის ყველი არ დაევასა.მეც რო გავსინჯე კინაღამ გული ამერია რა საშინელი გემო აქვს ყველთან არაფერი არააქ საერთო.
მაგით ვიმშვიდებ თავს და მგონია რო ჩვეულებრივ ყველს შეჭამს.

***
გოგოებო თევზი როდიდან გაასინჯეთ და სად ყიდულობთ და რომელს,როგორს?
ორაგული მინდა და აგროჰაბში ვფიქრობ,
გაყინული უნდა ვიყიდო?

Posted by: NatiaGull 22 May 2021, 18:04
გოგოებო, 7 ის გახდა ჩემი გოგო და მგონია რომ არ ზრდის საჭმლის ულუფებს. ზოგჯერ შეიძლება ყავის ჩიქაში რამდენიც ეტევა მხოლოდ იმდენი შეჭამოს :/ რა ვქნა ?
ფაფას ასე თუ ისე ჭამდ დილაობით მაგრამ მაქსიმუმ 100-120 გრამი და ცოტაა ხო ?

დილით ფაფა, შუადღისას ბოსტნეული და საღამოს ხილი ან იოგურტი. დანარცენი რძეს სვამს და ეს ნორმაა თუ კიდევ დავუმატო მყარი საკვები ?

Posted by: anibani18 22 May 2021, 18:11
gogatakoo
ყველაფერი ყვარებია თაკო <3 რა მოხდა ეს ყველი თუ არ უყვარს, დიდი ამბავი. სხვა მოეწონება :*
ჩემსას უყვარს ხილი, ფაფები, იოგურტი, ხაჭო. ბოსტნეულსა და ხორცზე არ გიჟდება, თუ ხასიათზეა მაშინ ჭამს მხოლოდ. იმედია, გამოვასწორებთ თანდათან... უფრო სწორად, ავადმყოფობამდე ჭამდა, ახლა ისევ აურია.
მე ახლა ვაპირებ გავასინჯო ორაგული. დამრთო ექიმმა უფლება. ორაგული ვიყიდეთ აგროჰაბში. ოღონდ გაყინული არ იყიდო.

Posted by: Ninico 22 May 2021, 19:28
anibani18
გოგო ხო, თან სხვადასხვა რაღაცეები მოსწონთ. სხვადასხვა ფაფებს ჭამენ. ორივეს რაც უყვარს ბისტნეულის პიურეა. რომ მორჩება კიდევ პირდაფჩენილები არიან და მე სასიკვდილემ იმდენი ვაჭამე დღეს რომ ერთმა ტყუპისცალმა სულ უკან ამოიღო ერთი ჯამი პიურე sad.gif იმდენი ვინერვიულე და გავბრაზდი ჩემს თავზე.

Posted by: Tua 22 May 2021, 20:16
emiblack
მე გავიკეთე ეხლახანს საკეისროს.კერე უფასოა სკრინინგი ცზეც და შიდსზეც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საბურთალოზე თუ ცხ9ვრ9ბ სადმე ინფექციურში კეთდება. სადღაც 6 თვეში უნდა გაიკეთო წესით
* * *
itona
ოვალური ხვრელი არაფერს შუაშია, ჩემს შვილს დღემდე ღია აქვს კიდევ ოღონდ პატარაზე, ამიტომ არშეგეშინდეს, ნელნელა დაიხურება , ხშირია დღენაკლულებშიც და სულ ვადაზეც ღია ოვალური ხვრელი ❤ უბრალოდ ექოზე უნდა აკონტროლო რაღაც პერიოდებში ზომა მეტი არაფერი.


* * *
gogatakoo
მე არასდროს დამიტკბია ამისთვის ფაფები ისე ჭამს პროსტა რძით, ხან გოგრიატ, ხან ლურჯი მოცვით და მალინით, ბანანით არმოსწონს.

თევზს მე აგროჰაბში ვყოდულობ და გაყინული არუნდა იყიდო ცოცხალიც აქვთ, ორაგულს და სიბასს ვყიდულობ და ეს სიბასი ძალიან აკრგია თუ თევზი ჯერ არმიგიცია, 1 ცალი 4 კვება გვყოფნის . გაყინული თევზი არშეიძლება ბავშვისთვის.


Posted by: takoo1 22 May 2021, 21:27
anibani18
გოგო იციან ავადმყოფობის მერე,ლუკიანეც ეგრე იყო კაი ხანი არ ჭამდა ფაფებზეც უარს მეუბნებოდა და ისევ დაიწყო მერე,დაჟე უფრო მეტად ვიდრე მანამდე,არ ინერვიულო დაიწყებს აცადე ცოტა ხანი:*
Tua
ვნახავ აბა,და 4 კვება როგორ გყოფნის?ყინავ რომ ყიდულობ ხო?
გოგო რამდენი გრამი უნდა ერთ ჭამაზე დაახლოებით?

Posted by: Tua 22 May 2021, 23:06
gogatakoo
კი 1 ცალს ვყოდულობ და 4 ნაწილად ვჭრი, ანუ თავს ვაჭრი ცოტა ძირში და 4 კვება გამოდის, ფოდნოსზე ვალაგებ ვყინავ ცალცალკე და ვიღებ მერე თითოს და ვხარშავ ან ფოლგაში ვუკეთებ ლიმნის 1 ნაჭერს ვადებ ზემოდან . უგემრიელესია სიბასი ღუმელში გამოდის სასწაული თან ფხაც არ აქვს ბევრი. კალმახს არანაირი სარგებელი არ აქვს ვაფშე მთის წყლის თუ არაა ანუ მდინარის . სადღაც 100 გრამამდე გამოდის ნაჭერი და რომ იხარშევლბა იკლებსნკიდევ, კანსაც ხომ ვაძრობ და შუაში ხერხემალსაც და დარჩება ალბათ 70 გრამი

Posted by: takoo1 22 May 2021, 23:37
Tua
აჰაა,და რამდენჯერ აჭმევ კვირაში? ორჯერ საკმარისია?

Posted by: ნაჭუჭა 22 May 2021, 23:40
QUOTE (gogatakoo @ 22 May 2021, 17:43 )
ნაჭუჭა
თაფლი ჯერ მეშინია რავიცი,გოგო რძიან ფაფაში მოჟნა ბანანი?ხაჭოსთან ერთად ვაჭმევ ბანანს და ორჯერ ბევრი არაა დღეში ბანანი?თან ფაფას ორჯერ ჭამს დილით და საღამოს და აი როგორ დავუტკბო არვიცი.

რძის პროდუქტთან ბანანი არააო ასასურველი კი ამბობენ მაგრამ ხან თუ სხვა ხილი არ მაქვს ვუკეთებ, მასე არც ხაჭოსთან არ შეიძლება მაშინ. თაფლი წლიდან გავასინჯე მე ჩემებს ყველას და ცოტცოტას ვაძლევ ძალიან, როცა ან ხილი არ მაქვს ან ფანტაზია მღალატობს gigi.gif ბანანის გარდა ნებისმიერი ხილით შეგიძლია გაუგემრიელო, ვაშლით მაგალითად, ეხლა მსხალი და ატამიც შემოვა ცოტა ხანში, მანამდე ქილის ხილფაფებსაც ვიშველიებ ხოლმე, ან ყველით სცადე იქნებ მოეწონოს და დატკბობა არც დაჭირდეს, ანდრიას მოწონს ყველიანი წიწიბურა და შვრია, ჩევულებრივ ყველს ვგულისხმობ არა პლასმონისას
* * *
gogatakoo
თევზი 9 თვიდან გავასინჯე მემგონი, ნორვეგიულ სიომგას ვყიდულობ მე გუდვილში, უფროსებსაც მაგას ვაჭმევ და პატარასაც მოწონს

Posted by: takoo1 23 May 2021, 01:01
ნაჭუჭა
Tua
user posted image
დღეს ვკითხულობდი შაქრის ნაცვლად ამას იყენებენ იცით რამე ამაზე?

ინგლისურად ქვია molasses ქართულად არვიცი როგორ ითარგმნება
is a viscous product resulting from refining sugarcane or sugar beets into sugar.

Posted by: ნაჭუჭა 23 May 2021, 12:25
gogatakoo
ეგ ნამდვილად არ ვიცი თაკო რა არის, არც გამიგია, მე სტევიას ვხმარობ , ისიც იშვიათად, ისეთ რამეში რასაც ვთქვათ თაფლს ვერ ვუზამ, ცხობის დროს მაგალითად, ალადიკებში, მაფინებში, კიდევ ხილის სმუზს როცა ვაკეთებ და ვთქვათ მჟავე ხილი მაქვს რამდენიმე მარცვალს ჩავაგდებ ხოლმე

Posted by: takoo1 23 May 2021, 14:42
ნაჭუჭა
სტევია 2 წლიდან შეიძლება,ესეც ეგეთი პონტია ოღონდ 9 თვიდან შეიძლება ეს.

Posted by: ნაჭუჭა 23 May 2021, 15:20
gogatakoo
დავინტერესდი მეც, მცენარეულია როგორც მივხვდი ეგეც

Posted by: anibani18 24 May 2021, 10:40
გოგონებო, ხაჭო ძილამდე ნახევარი საათით ადრე შეიძლება მივცე ხოლმე? ან იოგურტი?
ხორცი დღის რომელ მონაკვეთშ მივცე ხოლმე? ოთხის ნახევრაზე შეიძლება?

Posted by: narkozeli 24 May 2021, 11:54
anibani18

კი ანი, ეგეც დასაბან გელად ითვლება და ყოველ დღე არ შეიძლება

anibani18

მე 4ზე დაჟე 5ის წუთებზე ვაძლევ ხშირად სადილს ხორციანს, უფრო ადრე ძინავს და ვერ ვასწრებთ.

იოგურტი ძილამდე 1 საათით ადრე არაა პრობლემა, ხაჭოს ცოტა მეტი დრო უნდა


* * *
NatiaGull

წლამდე დიდად არ იდარდო, მთავარია რძე. თან ფაქტია ჭამს მყარ კვებასაც და რამდენსაც ჭამს საკმარისია.

QUOTE
დილით ფაფა, შუადღისას ბოსტნეული და საღამოს ხილი ან იოგურტი


მშვენიერია ნათი

Posted by: NatiaGull 24 May 2021, 14:51
narkozeli
მადლობა, გვანც :* ❤

Posted by: Tua 24 May 2021, 15:02
gogatakoo
ლერწმის სეროფია ეგ მაგრამ არგამომიყენებია, მე საერთოდ არვუტკბობ არაფერს, თუ ჭამს დაუმტკბარს რა აუცილებელია დატკბობა ისე. სტევია არის ბუნებრივი კიდევ. თევზს ვააჭმევ კვირაში 1ხელ მეტჯერ არა
NatiaGull
ნათი ხილი ცოტა რთულად გადასამუშავებელია და გვიან ნუისცემ, იოგურტი ნორმაა.

Posted by: nopiahopi 24 May 2021, 15:53
emiblack
კანპოლის საწველზე მკერდზე გჭირდება სილიკონის მრგვალი დასადები? თუ რბილი თავი აქვს საწველს და სილიკონის გარეშეც არ გიღიზიანებს მკერდს?

Posted by: emiblack 24 May 2021, 16:01
nopiahopi
ცალკე არაფერი არ მიყიდია, რაც ყუთში იყო იმით ავაწყვე და არ მიღიზიანებს. თვითონაც ადევა თავზე რეზინის რაღაც

Posted by: nopiahopi 24 May 2021, 16:24
emiblack
ანუ კარგი თავი აქვს, მადლობა smile.gif ვაპირებ ვიყიდო ეგ ან ვიშლისტზეა cangaroo-ს gentle-touch-xn-d207 და ვარ ფიქრებში რომელი ჯობია biggrin.gif
ალბათ კანპოლს ვიყიდი. ეს cangaroo არავის აქვს რომ მითხრას როგორია პრაქტიკაში

Posted by: takoo1 24 May 2021, 17:19
anibani18
ანი ხორცი არაა პრბლემა როცა გინდა მიეცი საღამომდე. 5ზეც მოჟნა,ეგრე ვაჭმევდი ხოლმე სუპს ხორციანს 5ზე ხან 6ზე, ეხლა შევუცვალე მენიუ და 2ზე გადავიტანე უბრალოდ. ხაჭოს კი ვაჭმევდი მეც გვიან თუმცა არაა სასურველი ძნელი მოსანელებელიაო,პრბლემა არ გვქონია მარა მაინც ძაან გვიან ნუ მისცემ,
* * *
nopiahopi
რომელი გაინტერესებს ელექტრო? ჩემ დას ქონდა ელექტრო
* * *
user posted image
აი ეს ქონდა და ძალიან კმაყოფილი იყო, მეც რამოდენიმეჯერ დამჭირდა და მაგრად მომეწონა ვაფშე ვერ გრძნობ ვერაფერს,კარგად გამოაქვს რძე,რაღაც რეჟიმები აქვს და რომელიღაც რეჟიმზე რო აყენებ ქაჩავს მაგრად და ასხავს ონკანივით))) პროსტა მალე გაუფუჭდა.ანუ ეგ რეჟიმი ჭედავდა ხოლმე არ ვიცი ბრაკი იყო თუ რატო, თუ მოგცემენ გარანტიას ღირს ყიდვა,
* * *
გოგოებო წელზე რო აცრა კეთდება წითურა,წითელა იცის სიცხე? დღეს ავცერი და ესე მითხრეს გვიან იცისო 2 დღის მერეო და მართალია?

Posted by: nopiahopi 24 May 2021, 17:35
gogatakoo
QUOTE
გოგოებო წელზე რო აცრა კეთდება წითურა,წითელა იცის სიცხე? დღეს ავცერი და ესე მითხრეს გვიან იცისო 2 დღის მერეო და მართალია?

მე გამაფრთხილა ექიმმა შეიძლება ერთი კვირის მერეც გამოაყაროსო, უშუალოდ წითურას რეაქციააო. ასე რომ, ალბათ მართალია და არ იქნება სანერვიულო smile.gif


* * *
user posted image

აი ამას ვფიქრობ. მაგრამ თუ მალე გაფუჭდა, არ მაწყობს,ისევ კანპოლს მივაწვები biggrin.gif აბა გარანტიაზე გავარკვევ თუ აქვთ

Posted by: emiblack 24 May 2021, 18:09
nopiahopi
კანპოლის მე კმაყოფილი ვარ, ჩემი დაქალიც. მთელი მარაგები მაგით მოაგროვა და წელიწადი აჭამა ბავშვს. 10 თვე ძუძუს აჭმევდა და მერე 2 თვე მოგროვილი მისცა იმხელა მარაგი ქონდა. გარანტი ჩემსას არა აქვს, ნახევარ ფასად ვიყიდე დედის დრეს ფასდაკლებაზე. ისე პირველი ივნისი მოდის და ეგებ ისევ იყოს ფასდაკლება

Posted by: nopiahopi 24 May 2021, 18:15
emiblack
ახლაც არის ფასდაკლება, მთლად ნახევარ ფასად არა, მაგრამ 40%იანია, 120 ლარადაა.

კანგაროზე მივწერე და გარანტია მხოლოდ ქარხნულ წუნზეაო და შესაბამისად, თუ მალე გაფუჭდა, ალბათ არც გამოცვლიან.

Posted by: Vanpersie18 24 May 2021, 20:24
წელიწად ნახევარზე აცრა უწევს ბავშვს.რამაინტერესებს ფასიანი აცრის გაკეთება მინდა უკეთესიაო ხოდა სად შეიძლება ეგ შევიძინო.ანუ თვითნ კლინიკაში შეიძლება გვითხრას ექიმმა არცევნის საშუალება მოგვცეს თუს ადმე სხვაგან იყიდება

Posted by: Tua 24 May 2021, 21:19
gogatakoo
თაკო 9 დღის განმავლ9ბაში შეიძლება მისცეს სიცხე და გამოაყაროს

Vanpersie18
უფასო აცრები შმეოტანია ჰექსაქსინი ანუ ბელგიურები თუ ფრანგულები , ადრე იყო ინდონეზიურები და მაგიტო იყო საჭირო ფასიანი აცრა, ეხლა იგივეა უფასო და ფასიანი,რამოდენიმე თვის წინ შემოიტანეს

Posted by: Banaana 24 May 2021, 21:22
გოგოებო გამარჯობა, მყავს 2.5 თვის ქალბატონი მთელი დღის განმავლობაში ფაქტიურად არ ძინავს 10_ 15 წუთი თუ ჩაიძინებს. ყოველ საღამოს ზუსტად 8 დან 10 საათამდე ტირის ხან ისე რომ ჩაბჟირებამდე მიდის, ერთადერთი რაც აწყნარებს ფენის ხმაა ან მანქანით სეირნობა. ჭამა 1-2 წუთით რომ დაუგვიანდეს ისტერიკას იმართებს. რას ფიქრობთ ნევროპათოლოგი ხომ არ გვჭირდება?

Posted by: nopiahopi 24 May 2021, 21:23
Tua
QUOTE

უფასო აცრები შმეოტანია ჰექსაქსინი ანუ ბელგიურები თუ ფრანგულები

2 თვიდან რომ არის,ეგენიც ევროპულებია ამ ეტაპზე უფასოები ხო?

Posted by: emiblack 24 May 2021, 21:28
Tua
მადლობა პასუხისთვის <3 გვიან ვნახე <3
nopiahopi
მე 86 ლარად ვიყიდე . ისე ფარმაგიდშია ყველაზე იაფიო ამბობენ და იქაც მოიკითხე აბა

Posted by: Tua 24 May 2021, 21:36
nopiahopi
კიი 1.5 წლის ჩათვლით ყველა ეგეთია, იმედია 5 წლებსაც შემოიტანენ სანამ მოუწევთ აცრა

Posted by: Nnia 24 May 2021, 22:37
Banaana

კოლიკაა ეგ არ სჭირდება ნერვოპათოლოგი. სამ თვეზე პიკი აქვს სავარაუდოდ. ძაან კაია თუ სიამოვნებს თეთრი ხმაური გამოიყენე არაა პრობლემა. კანით კანთან კონტაქტი, ტამი ტაბი და ძაააალიან დიდი მოთმინება შენ.

Posted by: Tua 24 May 2021, 22:51
Banaana
ახალშობილთა კოლიკა 3 თვის მერე ნელნელა ჩაწყნარდება, მე ანტიკოლიკურს ვაჭმევდი 1 კვებას და ცოტა ურეგულირდებოდა, არც ტამიტაბი, არც კანი კანთან კობტაქტი არც თბილი პილიონკა არშველოდა ჩემ შვილს. ფენის ხმას ვერ გადააჩვევ მერე ამიტომ თეთრი ხმაური (white noise) გამოიყენო უმჯობესია.

Posted by: mmaarriiaamm123123 24 May 2021, 23:29
გოგოებო როგორ ხართ❤️❤️❤️ მომავლებს ვლითხულობდი მომენატრა იქაურობა და ეხლა აქ გადმოვედი კითხვებით :დ
49დღის ხდება ხვალ და ნამატი 1.200ცოტა ხოარარის??
და კიდე ზაგრის მიღება თუ შემიძლია ძუძუზე მყავს

Posted by: Nnia 24 May 2021, 23:48
mmaarriiaamm123123

ნამატიც მშვენიერია და გარუჯვაც შეგიძლია.

Posted by: nopiahopi 24 May 2021, 23:50
რაღაც აქციების პოსტი ვნახე აფთიაქებში და ველინგი რა არის? მაგ. სემპერს აქვს ფაფები და ველინგი..
ისე სემპერზე და ჰეინცზე მაინტერესებს, უშაქრო ფაფებია თუ იცით?
ჯერ რა დროსია, მაგრამ ნელ-ნელა მინდა ავაგროვო ინფორმაცია.. პირველს რას ვაჭმევდი არ მახსოვს, მგონი ჰუმანას.. არც ეგ მახსოვს, ჰუმანა როგორაა შაქრის ამბებში..
ჰოდა პირველად ფაფებს ურძეოს ვაძლევთ თუ რძიანს?

Posted by: NatiaGull 25 May 2021, 00:06
Banaana
ჭამის დაგვიანებაზე ისე ტიროდა, ბოთლები ჰაერში ცვიოდა ისე სწრაფად ვუკეთებდი რომ არ ეტირა biggrin.gif თან უცებ დაიწყებდა ხოლმე.
რასაც წერ ეგ არის კოლიკა და არავითარი ნევროპათოლოგი არ გჭირდებათ.
ფენს მეც ვურთავდი და მოსწონდა, ნუ უმჯობესია თუ ჩაურთავ იუთუბზე თეთრ ხმაურს მაგრამ ფენიც არ აშავებს რამეს. ეგ რომ არ ყოფილიყო არვიცი რა მეშველებოდა. biggrin.gif
3 თვეზე დასრულდება კოლიკა და 4თვემდე გაზებიც დაანებებს თავს.

Tua
გოგო შენ კი იცი რომ ფენს ვურთავდი და 4 თვიდან თვითონ "გადააგდო". ნუ ხშირად არა მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში არაფერს დაუშავებს.

* * *
nopiahopi
ველინგის მიცემა შეიხლება 8 თვიდან და არის ღამის ფაფა. ანუ ნოყიერია და ღამით ნაკლებად იღვიძებენ რძის დასალევად.

სემპერი და ჰიპია უშაქრო და ყველაზე ხარისხიანი. მე ვაჭმევ სემპერს ჰიპს და ნუტრილაკს. ნუტრილაკი ძაან გემრიელია.

Posted by: takoo1 25 May 2021, 00:41
nopiahopi
ჰეინცი და ნესტლე შაქრიანია.ჰუმანა უშაქროა.
სემპერი ჰიპი და ნუტრილაკი არის უშაქრო და ყველაზე კარგი,ჯერ ურძეოთი იწყებ

Posted by: Banaana 25 May 2021, 00:51
Nnia
Tua
მადლობა გოგოებო დავწყნარდი 3 თვემდე დღეებს ვითვლი
* * *
NatiaGull
ზუსტად მასე იცის სიცილ სიცილში უცებ ატეხავს ისტერიკას. ფრისო ვომს ვაჭმევ რომელიც 75 გრადუსზე უნდა გაიხსნას და მაგის გაციება მკლავს. თეთრი ხმაურიც ვცადე წვიმის,წყლის ხმა მაგრამ ფენის გარდა არაფერი არ უნდა

Posted by: nopiahopi 25 May 2021, 01:07
NatiaGull

QUOTE
ველინგის მიცემა შეიხლება 8 თვიდან და არის ღამის ფაფა. ანუ ნოყიერია და ღამით ნაკლებად იღვიძებენ რძის დასალევად

აჰაა, მაბნევენ ამ ახალი სახელებით რა biggrin.gif ჩემს ახალგაზრდობაში პირდაპირ ღამის ფაფას ვეძახდით smile.gif ძილის წინ ვაჭმევდი მახსოვს.

gogatakoo
NatiaGull
მადლობა გოგოებო smile.gif
ახლა რატომღაც სემპერისკენ ვიხრები და ვნახოთ შემოდგომაზე როგორ მოეწონება ბაიას ფაფები smile.gif ერთი სული მაქვს საჭმელებს რომ დაიწყებს, ოღონდ მზას. მერე ჩემი გასაკეთებელი რომ იქნება, მაგის უკვე გახსენებაზეც ვიღლები biggrin.gif


Banaana
QUOTE
ფრისო ვომს ვაჭმევ რომელიც 75 გრადუსზე უნდა გაიხსნას და მაგის გაციება მკლავს.

ჩემს ძმიშვილს აჭმევდნენ ვომსაც და გოლდსაც და იყო ერთი ამბავი რომ არ არეოდათ ტემპერატურები, მაგას ცხელი უნდოდა, გოლდს გრილი..
* * *
mmaarriiaamm123123
QUOTE
მომავლებს ვლითხულობდი მომენატრა იქაურობა

მეც love.gif

Posted by: ნაჭუჭა 25 May 2021, 01:32
QUOTE (nopiahopi @ 25 May 2021, 01:07 )

აჰაა, მაბნევენ ამ ახალი სახელებით რა biggrin.gif ჩემს ახალგაზრდობაში პირდაპირ ღამის ფაფას ვეძახდით smile.gif ძილის წინ

ველინგი სხვაა და ღამის ფაფა სხვა, ჩვენს ახალგაზრდობაში ველინგი არ არსებობდა მემგონი eek.gif მეც ეხლა გავიგე მესამეზე. მე როგორც მივხვდი და ამიხსნეს ფაფაზე თხელია და რძეზე ნოყიერი, ანუ ბოთლით შეგიძლია მისცე და არა ფაფასავით, მაგრამ რძეზე კარგად ანაყრებსო, აფთიაქში უკეთ აგიხსნიან

Posted by: Vanpersie18 25 May 2021, 01:48
QUOTE
უფასო აცრები შმეოტანია ჰექსაქსინი ანუ ბელგიურები თუ ფრანგულები , ადრე იყო ინდონეზიურები და მაგიტო იყო საჭირო ფასიანი აცრა, ეხლა იგივეა უფასო და ფასიანი,რამოდენიმე თვის წინ შემოიტანეს



ფასიანი ბევრად გაწმენდილია და მინუმუმადეა დაყვანილი ბაქტერიებიიო რაც შეყავთ რა

ვეღარ გავიგე

Posted by: Banaana 25 May 2021, 03:00
nopiahopi
მეც ორივეს ვაჭმევ შერეულს და არის ერთი ამბავი... დავრბივართ თერმომეტრით და ყინულებით

Posted by: nopiahopi 25 May 2021, 05:16
Banaana
გაგრილებისას მაცივრის წყლიან ჯამში რომ ჩადო, მალე აგრილებს უფრო.

ნაჭუჭა
QUOTE
ჩვენს ახალგაზრდობაში ველინგი არ არსებობდა მემგონი 

ხომ ვამბობ, წინა საუკუნის მგონია პირველი ბავშვი, ისეა შეცვლილი ყველაფერი biggrin.gif ნუ ამას ისიც ემატება,საერთოდ არაფერი რომ არ მახსოვს,როგორ ვზრდიდი იმას biggrin.gif

Posted by: Tua 25 May 2021, 08:28
nopiahopi
ველინგი რძეა იდეაში ღამე.მისაცემი იმ ბავშვებისთვის ვინც ფორმულას არ ჭამს, 80% რძეა შიგნით და ბოთლით უნდა დაალევინო, ღამის ფაფა არაა იდეში ღამის ფაფად აღიქვავენ ქართველი.მშობლები რადგან კალორიულია და ძილისწინ აძლევენ ხოლმე ბავშვებს . სემპერი და ჰიპო დღესდღეობით ბაზარზე არის ყველაზე ხარიახიანი და კარგი. ისე თუ აქვს ფაფებს ვადები შეგიძლია მოიმარაგო ნელნელაsmile.gif) აგვისტოსკენ მოგიწევს უკვე წესით და ვადა კი აქვს დიდი, უბრალოდ ბნელ გრილ უჯრაში უნდა შეინახო.

Posted by: nopiahopi 25 May 2021, 09:01
Tua
QUOTE
ისე თუ აქვს ფაფებს ვადები შეგიძლია მოიმარაგო ნელნელა) აგვისტოსკენ მოგიწევს უკვე წესით და ვადა კი აქვს დიდი, უბრალოდ ბნელ გრილ უჯრაში უნდა შეინახო

ეგ კი ვიფიქრე, ვადებს ვნახავთქო,მაგრამ არ მაქვს ეგეთი ადგილი სახლში, რომ ზაფხულის თვეებში შევინახო გრილად და მაცივარი ნამეტანი გრილი იქნებათქო, არა?
* * *
არადა 2+2 აქციაა ყველგან ფაფებ-ხილფაფებ-პაუჩ-,იოგურტებზე, ყველაფერზე რძის გარდა
* * *
ამის ხელში ყველა აფთიაქი 'დალაიქებული' მაქვს biggrin.gif
ჰაგისის ულტრა კომფორტზე იყო აქცია და ვუყიდე ცოტა დიდი ზომა, ნეტა როგორი საფენი გამოდგება..

Posted by: Tua 25 May 2021, 09:29
Vanpersie18
ადრე იყი ეგრე დაახლოებით 10 თვის წინ, უფასო იყო ინდონეზიური რომელიც არიყო გაწმენდილი და ფასიანი იყო სუფთა, ეხლა რაც ფასიანი /უფასო ერთია ზუსტად 1.5 წელზე, მეც ფასიანით აცრას ვგეგმავდი რომ არ შემოეტანათ , ეხლა უფასოთი ვცრი
* * *
nopiahopi
არა ბურღულის შენახვა მაცივარში არშეიძლება, მერეც იქნება აქციები ყოველ თვეა ამიტომ მაგაზე არიდარდო, მე ვხმარობ ულტრა კომფორტს 3 თვიდან დღემდე ჯერ არგამოუჟონია არცერთხელ მხოლოდ ზომა რომ უპტარავდებოდა მაგ დროს და მაგითი ვხვდებოდი რომ ზომა მქონდა შესაცვლელი , ავერსშია 28 ლარად ეხლა და უნდა დავაცხრე მეც, ერთ ჯერზე 4-5 ცალს ვყიდულობდი ხოლმე

Posted by: takoo1 25 May 2021, 10:36
nopiahopi
აუ არ გინდა წინასწარ,ყოველთვის არის პასდაკლებები,ისე სემპერზე და ჰიპზე ნაკლებად,უფრო შაქრიან ფაფებზეა 2+2 ალბათ ვერ ყიდიან და biggrin.gif ჰიპსაც ქონდა ხოლმე 2+1 აქცია და ვყიდულობდი ბევრს და მყოფნიდა ერთი თვე.თან ხო იცი 250 გრამია ჰიპი.დანარჩენები 200 ია ან 180,სემპერს 30% ქონდა ხოლმე,
ულტრა კომფორტს ვხმარობდით წლამდე კმაყოფილი ვარ ძალიან.ლიბეროს ვერ ჯობია მარა კარგია საკმაოდ,ეხლა ერთი თვეა ჰელენ ჰარპერს ვხმარობთ ესეც არაა ცუდი.ლიბერი ძვირია თორე ფანი ვარ მაგისი.არც სქელია და კარგი მანჟეტებიც აქვს,არც სუნი აქვს.კარჰადაც იწოვს.
ჰაგისი მესქელება ცოტა და მყრალია ჩემთვის მარა კაი პამპერსია დალშე.
აფთიაქებს თუ არ ექნებათ გადი ვაგზალზე ერთი დღე და ყრია მაგ ფასად.ადგილი თუ დაგაიმტერესებს მოგწერ პირადში.

Posted by: nopiahopi 25 May 2021, 11:09
Tua
QUOTE
ავერსშია 28 ლარად ეხლა და უნდა დავაცხრე მეც, ერთ ჯერზე 4-5 ცალს ვყიდულობდი ხოლმე

ჰო, მეც მაგ აქციით ვიყიდე გუშინ 80 ცალიანი იყო 3 ზომა.

gogatakoo
ლიბეროს ვიყენებდი პირველზე ხანდახან და ძაან კარგია smile.gif
ახლა 'კონტეინერის' ამერიკული პამპერსი მაქვს რაღაც, ძაააალიან მონწონს, მაჩუქეს 200 ცალიანი შეფუთვა. ჰოდა აღარ აქვს მაღაზიას და ვარ შერჩევის პროცესში. როიალ კომფორტი მაქვა და თითქოს არ იწოვს მალე და კარგად და იქნებ ეგ ჰაგის კომფორტი ჯობდეს.

ვაგზალზე წიგნებიც რომ იყიდება, მაგ ქუჩაზე ხომ არ ამბობ? აი ყოფილ ბავშვთა სამყაროსთან, თევდორე მღვდლის ქუჩის პარალელურად რომ შედის?

Posted by: ნაჭუჭა 25 May 2021, 13:47
QUOTE (nopiahopi @ 25 May 2021, 05:16 )

ხომ ვამბობ, წინა საუკუნის მგონია პირველი ბავშვი, ისეა შეცვლილი ყველაფერი biggrin.gif ნუ ამას ისიც ემატება,საერთოდ არაფერი რომ არ მახსოვს,როგორ ვზრდიდი იმას biggrin.gif

ეგრეა ეგრე, ეგ კიარა ხან ეჭვი მეპარება ჩემი გაჩენილ-გაზრდილები თუ არიან უფროსები lol.gif
ახალბედა დედასავით ვზრდი პატარას fig.gif

Posted by: takoo1 25 May 2021, 13:52
nopiahopi
როიალ კომფორტი ნახმარი მაქ და ბანძია, კი კაცო ჰაგისი ბევრად სჯობს, მე ექსპერიმენტების მოყვარული ვარ და ყველა მოსინჯული მავქვს მემგონი)))
ქანბებე,როიალ კომფორტი, მოლფიქსი, კომილი. ამათში ყველას კომილი სჯობს.
ლიბერო მაგარია,პამპერსის პამპერსიც მომეწონა და ჰაგისი. ამ სამის გარდა არ ღირს ყიდვა. ჰელენ ჰარპერიც კარგია არ ჟონავდა.
გოგო არა აი თევდორე მღვდელს უნდა გაყვე იქეთ წერეთლის მხარეს და მერე ზემოთაა შესახვევი ნიკორას დაინახავ მაღაზიას და ეგ ასასვლელია.

Posted by: nopiahopi 25 May 2021, 14:45
ნაჭუჭა
QUOTE
ეგრეა ეგრე, ეგ კიარა ხან ეჭვი მეპარება ჩემი გაჩენილ-გაზრდილები თუ არიან უფროსები 
ახალბედა დედასავით ვზრდი პატარას

მეც biggrin.gif თან ჩემი სკლეროზიც ემატება biggrin.gif

თან ვღადაობ, "ასაკში" რომ გავაჩინე ეს, უფრო ვუკვირდები ყველაფერსთქო biggrin.gif

Posted by: ninunin 25 May 2021, 14:57
გოგოებო იცით რა მაინტერესებს? აი ზაფხულში სიცხეში ბაიას ოთახის ტემპერატურას რითი ურეგულირებთ ? რო არ მოიხარშოს სიცხეში

Posted by: ნაჭუჭა 25 May 2021, 17:02
QUOTE (nopiahopi @ 25 May 2021, 14:45 )


თან ვღადაობ, "ასაკში" რომ გავაჩინე ეს, უფრო ვუკვირდები ყველაფერსთქო biggrin.gif

არც უმაგისობაა gigi.gif სად 21 წლის და სად 32 ის user.gif ასაკიც თავის გამოცდილებას და დაკვირვებულებას გვმატებს(სკლეროზს არ ვიმჩნევთ) gigi.gif

Posted by: narkozeli 25 May 2021, 17:39
Vanpersie18

ერთიდაიგივეა უკვე ფასიანი და უფასო.
* * *
ninunin

ფანჯარა მაქვს სულ ღია. ცოტა ხანში კონდიციონერს ჩავრთავ და ეგ იქნება. თოთო რომ იყო მაშინაც მქონდა ჩართული

მაგრამ ხშირად არ მიწევდა, მთელი თვე მანგლისში მყავდა და იქ გრილოდა. წელსად ივნისიდან მიმყავს ან მანგლისში ან კოჯორში
* * *
nopiahopi
QUOTE

თან ვღადაობ, "ასაკში" რომ გავაჩინე ეს, უფრო ვუკვირდები ყველაფერსთქო



არ გაიშვას შენი ასაკი biggrin.gif ჯერ ახალგაზრდები და წიწკვები ვართ გოგოო givi.gif

ისე გაიდლაინები იცვლება სულ. 2 წელიც არაა გასული რაც გავაჩინე და მაგის მერე არის რაღაცეები შეცვლილი და სანამ გავაჩენ კიდევ შეიცვლება ალბათ :დ

Posted by: ninunin 25 May 2021, 17:58
narkozeli
სანამ გაყვანას შევძლებ, თორე მერე კი გავიყვან, სიცხე იქნება ალბაY რო დაიბადება

Posted by: Tua 25 May 2021, 19:37
ninunin
კონდიციონერი 24-25 გრადუსზე შეგიძლია დააყენო , გაყვანით ისედაც 1 დღიდანვე შეგიძლია გარეთ გაყვანა, შენთვისაც უკეთესი იქნება გასეირნება ❤



Posted by: takotatuli1989 25 May 2021, 20:01
ninunin
კონდიციონერით ვაგრილებდი, მაღლა მქონდა აშვერილი უბრალოდ რომ პირდაპირ არ დაებერა.

Posted by: ninunin 25 May 2021, 20:12
QUOTE (Tua @ 25 May 2021, 19:37 )
ninunin
კონდიციონერი 24-25 გრადუსზე შეგიძლია დააყენო , გაყვანით ისედაც 1 დღიდანვე შეგიძლია გარეთ გაყვანა, შენთვისაც უკეთესი იქნება გასეირნება ❤

ეგ კარგია მალევე რომ შემიძლია გაყვნა გარეთ , ქალაქგარეთ გაყვანა ვიგულისხმე ,ცოტა ჰაერზე

Posted by: Vanpersie18 25 May 2021, 22:20
QUOTE
ადრე იყი ეგრე დაახლოებით 10 თვის წინ, უფასო იყო ინდონეზიური რომელიც არიყო გაწმენდილი და ფასიანი იყო სუფთა, ეხლა რაც ფასიანი /უფასო ერთია ზუსტად 1.5 წელზე, მეც ფასიანით აცრას ვგეგმავდი რომ არ შემოეტანათ , ეხლა უფასოთი ვცრი
* * *


მადლობა

მაგარამ მაშინ რატოა ის ფასიანი და ის უფასო თუ განსხვავება არააა

Posted by: NatiaGull 26 May 2021, 00:58
Banaana
მეც ეგრე ვიტანჯებოდი და ახლა მდუღარე წყალს ვაგრილებ ანადუღარი ცივით და არა ონკანის წყლით

Posted by: nopiahopi 26 May 2021, 01:03
გოგოებო, სხვადასხვა დროს გამოწველილი რძის ერთ ჭამაზე მიცემა შეიძლება? ერთად შენახვა რომ არ შეიძლება, ეგ ვიცი. აი მაგალითად, კვირას მიწევს გასვლა. ვთქვათ პარასკევს ვერ გამოვიწველე მთლად ერთი ჭამის რაოდენობა. შაბათსაც რომ გამოვიწველო, ცალკე შევინახო, მერე რიგრიგობით ერთ ჭამაზე რომ მიიღოს ბავშვმა, ეგ დაშვებულია?


Vanpersie18
QUOTE
მაგარამ მაშინ რატოა ის ფასიანი და ის უფასო თუ განსხვავება არააა

მგონი შეფუთვაშია სხვაობა. ფასიანით ერთი იცრება მხოლოდ და უფასო რამდენიმე დოზიანია და რომ გაიხსნება, რამდენიმე ბავშვს ცრიან. ზუსტად არ ვიცი.


Posted by: takoo1 26 May 2021, 10:41
nopiahopi
რათქმაუნდა შეიძლება,ორი ბოთლით ვინახავდი ხოლმე მე არაა პრობლემა,ერთმანეთში არ ვურევდი პროსტა. და უკან შედე სიღრმეში რო ჰაერი არ მოხვდეს ხო იღება მაცივარი და ამიტო არ დებენ კართან.

Posted by: nopiahopi 26 May 2021, 12:12
gogatakoo
ჰო, შერევა არა. აი ჯერ ერთი დალიოს და და მიაყოლოს მეორე თუ რამეა. ხელოვნურს ჭამს ხოლმე როცა გავდივარ აუცილებელ საქმეზე, ნუ არც ეგაა ჩემთვის პრობლემა, მაგრამ ეგრე თუ გამომივა ჩემი რძის მიცემა, ჯობია smile.gif

Posted by: anibani18 26 May 2021, 12:12
Tua
თეო, ველინგი კვებად ითვლება? უშუალოდ ძილის წინ შეიძლება მიცემა?
ჩვენ 2-3კვება დაგვრჩა რძის დღე-ღამეში და ერთ-ერთად ველინგი რომ მივცე თუ შეიძლება ნეტა

Posted by: takoo1 26 May 2021, 13:12
nopiahopi
კი შეიძლება არაა პრობლემა,ხელოვნურს ჯობია გამოიწველო აბა რა,შენც მეტი ჩაგიდგება:*
anibani18
ანი ფაფაა იგივე,რძეზე მეტია ანუ ითვლება კვებად წესით.ძილის წინ მშვენიერი იქნება ია ტაკ დუმაიუ:*

Posted by: ნაჭუჭა 26 May 2021, 13:51
nopiahopi
კი შეგიძლია ერთ ჭამაზე სხვადასხვა რძის მიცემა, მთავარია შენახვის პირობები იყოს დაცული

Posted by: nopiahopi 26 May 2021, 14:03
ნაჭუჭა
gogatakoo
რძის ერთჯერადი პაკეტები ვიყიდე, ვთქვათ გასაყინად რო რამე . ჰოდა დღეს კონტეინერებს ვიყიდი სამაცივრედ,როცა იმ დღესვე ან 2_3 დღეში იქნება გამოსაყენებელი,აღარ გავყინავ. მრავალჯერადიაო აფთიაქში მითხრეს.
მაცივრიდან წინასწარ გამოვიღო და ოთახის ტემპეტატურის რომ გახდება, ეგრე მივცე ხო?

Posted by: anibani18 26 May 2021, 14:12
gogatakoo
მადლობა თაკო :* მგობი ღამის ის ერთი კვება რაც დარჩენილი ჰქონდა ამოაგდო და ვნერვიულობ თუ იღებს საკმარისს რძეს.
გოგო, ხორცს როგორ უმზადებ ხოლმე? ძალიან მშრალი გამომდის მე.
დღეს ორაგული მივეცი ერთი კოვზი და მოეწონა. შენ გაასინჯე უკვე თევზი? ნეტა შეიძლება ლიმნის ნაჭერზე გამოვუცხო ღუმელში? ჩვენთვის ასე ვაკეთებ ხოლმე და გემრიელი გამოდის.

Posted by: ნაჭუჭა 26 May 2021, 15:09
nopiahopi
კი არის მრავალჯერადი კონტეინერებიც მემგონი, მე არ გამომიყენებია, როცა ცოტა ხნით ვდგავდი ბოთლითვე ვინახავდი ხოლმე მაცივარში. კი ოთახის ტემპერატურაზე დადგი თუ შეჭამს ბავშვი მასეთ გრილს, თუარადა ბოთლი შეგიძლია თბილ წყალში ჩადო უშუალოდ ჭამის წინ რომ შეთბეს ცოტა

Posted by: nopiahopi 26 May 2021, 16:58
ნაჭუჭა
ახლა ვიყიდე გასაყინი პაკეტებიც და კონტეინერებიც. ამის წინა ჭამის მერე გამოვიწველე და 60 მლ.გ. გამოვიწველე და შევდგი მაცივარში biggrin.gif კვირისთვის უნდა მოვაგროვო და აღარ გავყინე, თუ გავყინო მაინც?

Posted by: emiblack 26 May 2021, 17:47
nopiahopi
კი არის მრავალჯერადები, მეც მაქვს. ეწერა შეფუთვაზე მრავალჯერადიაო. მე 24 საათში გამოვიყენებდა ანიტო არ გამიყინავს , მაცივარში შევდგი ყველაზე გრილ ადგილას და შეუთმეს მერე თბილ წყალში

Posted by: takoo1 26 May 2021, 18:13
nopiahopi
ეგ ერთჯერადი პაკეტები შეგიძლია მაცივარშიც გამოიყენო მარტო გასაყინი არაა,სუავინექსის ვიყიდე მე ბავშვისთვის ეგრე მიმქონდა მაცივარში ვინახავდი, კონტეინერი არ ვიცი,მე სახლისთვის ჩვეულებრივ შუშის ბოთლით ვინახავდი ხოლმე,
გოგო კვირისთვის თუ აგროვებ ჯობია გაყინო ნუ გააჩერებ ამდენი დღე მაცივარში, 4 დღე ინახებაო კი ამბობენ მარა მაინც არ გინდა რა. 2 მოჟნა და 4 უკვე ბევრია,ეგეთ დროს გაყინო ჯობია.
მე მაცივრიდან რო გამოვიღებდი ცხელ წყალში ვდებდი ბოთლს რამდენიმე წუთი და თბილს ვაჭმევდი.
* * *
anibani18
ჯერ არა ანი,ვაპირებ ეხლა.გამომცხვარი რავიცი აბა,ჯერ მოხარშული მიეცი ხოლმე.
რა კარგია რო მოეწონა ყოჩაღი გოგოა:*
ხორცს ვუხარშავ და სუპში ვუყრი ხოლმე 90%, დღეს მაგალითად პიურეში ავურიე და ისე ვაჭამე.მაკარონთან შეგიძლია.
ეს მარტო ხორცსაც ჭამს პირდაპირ ვაძლევ და ღეჭავს.ხბოს ხორცი არ არის მშრალი რავიცი.

Posted by: nopiahopi 26 May 2021, 18:48
gogatakoo
QUOTE
ერთჯერადი პაკეტები შეგიძლია მაცივარშიც გამოიყენო მარტო გასაყინი არაა,სუავინექსის ვიყიდე მე ბავშვისთვის ეგრე მიმქონდა მაცივარში ვინახავდი, კონტეინერი არ ვიცი,მე სახლისთვის ჩვეულებრივ შუშის ბოთლით ვინახავდი ხოლმე,

სუავინექსის ვიყიდე პაკეტებიც და კონტეინერებიც და ვიფიქრე, პაკეტებს საყინულესთვის გამოვიყენებ და მაცივრისთვის ამ კონტეინერებს.

QUOTE
გოგო კვირისთვის თუ აგროვებ ჯობია გაყინო ნუ გააჩერებ ამდენი დღე მაცივარში, 4 დღე ინახებაო კი ამბობენ მარა მაინც არ გინდა რა. 2 მოჟნა და 4 უკვე ბევრია,ეგეთ დროს გაყინო ჯობია.
მე მაცივრიდან რო გამოვიღებდი ცხელ წყალში ვდებდი ბოთლს რამდენიმე წუთი და თბილს ვაჭმევდი.


მაშინ ამ რძეს დღეს ვაჭმევ ბოთლით, აღარ მინდა ამდენჯერ ტემპერატურის შეცვლა და ხვალიდან გავაგრძელებ მომარაგებას და გავყინავ კვირისთვის. 2 ჭამა მინდა ამ ეტაპზე რომ მოვუგროვო, მეტი ჯერ არა.

emiblack
კანპოლის საწველი ვიყიდე. რა ვიცი, პირველივე ჯერზე მშვენივრად წამოიღო რძე smile.gif თან მარტივი ასაწყობ - გასარეცხ -მოსავლელი ჩანს.

Posted by: emiblack 26 May 2021, 20:04
nopiahopi
კი კი მეც კმაყოფილი ვარ ძალიან , აი ნახავ დამატება აღარ დაგჭირდება, შენს რძეს მისცემ შენახულს , დილით მეტია რძე და რო შეჭამს მერე გამოიწველე საღამოსთბის სადაც უმატებ ხოლმე რო მშვიდად იყო. სხვათაშორის გააკა მირჩია კიდე მეგობარმა, ბოთლივითაა როცა აჭმევ მიიმაგრებ მეორე მკერდზე და ვაკუუმს ამნის და რძე გროვდება სანამ აჭმევ ძუძუს.
თაკოს ვეღანხმები, კვირისთვის მეც გავყინავდი

Posted by: anibani18 26 May 2021, 21:05
gogatakoo
ჰო, არ არის მშრალი არც ჩემი გემოვნებით, მაგრამ გეგონება უჭირს გადაყლაპვაო. არ ვიიც როგორ შევთავაზო სხვანაირად. პლაზმონის ხორცებს ჭამს, სახლში მომზადებულის გადაყლაპვა უჭირს.
რა კარგი ხორცისტი გყოლია <3

Posted by: nopiahopi 26 May 2021, 21:25
emiblack
QUOTE
შენს რძეს მისცემ შენახულს , დილით მეტია რძე და რო შეჭამს მერე გამოიწველე საღამოსთბის სადაც უმატებ

კი, დავალევინე უკვე ხელოვნურის ნაცვლად biggrin.gif ჩაყლუნწა ბოლომდე რაც იყო biggrin.gif
რა ვქნა, ამ ერთ კვებაზე თითქმის ყოველდღე მიჭედავს ძუძუები და ეგრე მივცემ როცა დილით გამოვიწველი smile.gif
აუ ბოლო 2 კვირაა დღისით აღარ მიკეთებს შუალედებს რაა და დავიღალე ძაან. აი არ ამთავრებს ერთ ჭამას, ხან ეძინება 15 წუთით, ხან აგდებს ძუძუს, ხან უბრალოდ ფხიზლობს და სხვა რამით ერთობა და შესაბამისად მალევე უნდება ახალი ჭამა. მანამდე 2-3 სთ-ს აკეთებდა შუალედს. ახლა ხან 1სთ-ში ითხოვს, ხან 1.5. მაქსიმუმია 2 სთ :/

:არ ვარ ლაქტაციური დედის წუწუნი სმაილი: biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Tua 26 May 2021, 21:42
nopiahopi
გოგო არაა ეგრე აცრებზე, ცალცალკე შეფუთვაშია თითო ნემსი და ინდივიდუალურად უკეთდება ყველა ბავშვს, ეგ ადრე იყო ეგრე . ფასიანი და უფასო ერთი და იგივეა სრულად.

Vanpersie18
სავარაუდოდ სახელმწიფო პროგრამაში რომელი პოლიკლინიკები და კლინიკებიც არ არიან ჩართული მათ შემოაქვთ თავისი ფინანსებით იგივე რაც სახელმწიფოს შემოაქვს უფასოდ, შესაბამისად ვინც " დაგოიმდება" კერძო კლინიკაში გაუკეთებს ფასიანს და ვინც არა ის გაუკეთებს ზუსტად იგივეს უფასოდ. მე ვუკეთებ ეხლა ზუსტად 1.5 წლის აცრას და რათქმაუნდა უფასოს გავუკეთებ იგივეში ფული რატომ უნდა გადავიხადო რავიცი.
* * *
anibani18
კი ანი შეგიძლია კისცე ველინგის ფაფა ბოთლით ორონდ, მთლად ფაფა არაა ველინგი, რძეა უბრალოდ მარცვლებით და მისი მიღება იდეაში ბოთლიდანაა მართებული, მაგრამ ფორმულას ვერ ცვლის ველინგი, თავისით თუ ამოაგდო ფორმულა არაა ეგ პრობლემა 24 საათში 2ჯერ თუ მიიღებს 1 წლამდე ეგეც ნორმაა , 1 წლიდან უკვე ფორმულა კვებად არითვლება. ხორცს რაც შეეხება ცოტა დიდიხანი ხარშე რომ.ძალიან დარბილდეს და მერე დააჩოფერე, ბოსტნეულს შეურიე და არგამოდის მშრალი. თევზის ნაჭერი შეგიძლია გამოაცხო ფოლგაში გახვეული და არგახსნა ფოლგა უბრალოდ რონ არდაივრაწოს, მე ალეწსანდრეს დიდი ხანია ეგრე ვაჭმევ სიბასს, ჩვენც ასე ვჭამთ ლიმნის ნაჭრებს ვულაგებ ძირზე,ზემოდან ვდებ თევ,ის ნაჭერს და ვახვევ ფოლგაში ვაცხობ წინასწარ და რომ ვიღებ არვხსნი ფოლგას და ვაჩერებ ასე შეფუთულს 15-20 წუთი რომ თევზმა შეუწოვოს თავისივე წვენი . ორაგულს ისე სიბასი იყიდო უმჯობესია მეტად რბილი სათუთი და უსუნო თევზია, თან უფრო ახლოდან შემოდის და გაუყინავია.

Posted by: nopiahopi 26 May 2021, 22:30
Tua
QUOTE
ადრე იყო ეგრე


ახლაც ეგ განსხვავება მეგონა smile.gif

Posted by: NatiaGull 26 May 2021, 23:48
Tua
თეო წიწილის ხორცი მივეცი და ძალიან მოვუხარშო ხოლმე . ? ვიტამინებს არ დაკარგავს გადახარშული ?

Posted by: ნაჭუჭა 27 May 2021, 01:42
QUOTE (nopiahopi @ 26 May 2021, 16:58 )
ნაჭუჭა
ახლა ვიყიდე გასაყინი პაკეტებიც და კონტეინერებიც. ამის წინა ჭამის მერე გამოვიწველე და 60 მლ.გ. გამოვიწველე და შევდგი მაცივარში biggrin.gif კვირისთვის უნდა მოვაგროვო და აღარ გავყინე, თუ გავყინო მაინც?

5-7 დღე შეიძლება რძის შენახვა მაცივარში მაგრამ მე პირადად არ შემინახავს ამდენი ხანი სიმართლე გითხრა ვერ გავრისკავდი ალბათ, ერთიორი დღე რომ იყოს არაუშავს და რავიცი

Posted by: anibani18 27 May 2021, 10:04
Tua
თთუ არ ცვლის ფორმულას, მაშინ დარჩეს ისევ ფორმულა, არ მინდა ველინგი. ვერ გავიგე ჯერ კარგად, ხანდახან მთელი ღამე სძინავს, ხანდახან ერთხელ იღვიძებს. ალბათ რაღაც ცვლილებების პროცესშI ვართ.
კი, მეც ასე ვაკეთებ ან კერამიკული ჭურჭელი მაქვს და ქვემოდან სხვაადსხვა ბოსტნეულს ვდებ და პომიდოვრებს და ზემოდან ორაგულს, ვაფარებ ფოლგას და ძალიან გემრიელი გამოდის. ანუ შემოძლია ლიმნის ნაჭერზე გამოვუცხო ნატალისაც?
ხორცს დიდხანს ვუხარშავ, სანამ არ დარბილდება, მაგრამ ვუბლენდერებ ახლა ხორცს, დაჩოფერება სჯობს ფიქრობ? არ ირევს ხოლმე გულს არაფერზე, მაგრამ სახლის ხორცს ვერ იღებს ასე მგონია, ხველება უტყდება და ვერ ყლაპავს. ვცდი აბა სხვადასხვანაირად და ცოტ-ცოტას მივცემ, იქნებ შეეჩვიოს ასე. პლაზმონს ჭამს ჩვეულებრივ, მაგრამ პლაზმონის ხორცი კრემივითაა...
სიბასი არ ვიცი, არც გამისინჯავს.
სადილებს რომ ვაკეთებ ყველა მწვანილს ვდებ ხოლმე და უხდება ნეტა ყველა ბოსტნეულს და ყველანაირ ხორცს წმვანილების მთელი გროვა? მე ვჭამ ჩვეულებრივ და ჩემთვის არ არის პრობლემა, მაგრამ უხდება ნეტა?

Posted by: nopiahopi 27 May 2021, 23:15
გოგოებო, მსგავსი, ტოპივით (უკან შესაკრავის გარეშე) მეძუძურის ლიფი სად შეიძლება ვიყიდო? ონლაინ არა, ისე მაღაზია თუ გეგულებათ

user posted image

Posted by: ნაჭუჭა 27 May 2021, 23:45
nopiahopi
ზუსტად ესეთი მაქვს , უკან შესაკრავი აქვს ოღონდ ამას, ონლაინ ვიყიდე, მაღაზიებში არ მინახავს

Posted by: Glamurka 28 May 2021, 22:39
როგროხართ გოგოებო ❤
NatiaGull
ნათი მარიამი როგორ გყავს ❤ გაეშმაკდა უკვე ხო. ეხლა რამდენი თვისაა?

Posted by: NatiaGull 29 May 2021, 01:51
Glamurka
მადლობა მოკითხვისთვის :* გოგო კარგადაა ხოხვა დაიწყო biggrin.gif 7 თვის და 1 კვირისაა. შენი გოგო როგორ არის ?

Posted by: Glamurka 29 May 2021, 11:26
NatiaGull
აუ რა კარგია უკვე ხოხვა ჩემი როდის დაიწყებს :-) გოგო ეს მტირალა გახდა და ბუზღუნა ძაან :-*
* * *
დ ვიტამინზე მაინტერესებს გოგოებო ზაფხულშიც საჭიროა?

Posted by: ნაჭუჭა 29 May 2021, 17:05
QUOTE (Glamurka @ 29 May 2021, 11:26 )

დ ვიტამინზე მაინტერესებს გოგოებო ზაფხულშიც საჭიროა?

კი 2 წლამდე აუცილებელია უწყვეტად

Posted by: itona 29 May 2021, 18:33
გოგოებო,მიშველეთ რა,გთხოვთ.მშვენივრად იყო ჩემი ბიჭი,ფრისო პეპ ac ვჭამთ და ძუძუს.გუშინ და დღეს ფრისო თითქმის აღარ უჭამია,სულ ძუძუზე იყო და ისე მიხაროდა,რაღაცნაირად...ახლა კუკებს ისევ სისხლი გამოაყოლა,ცოტა.მიჭირავს ხელში ეს პამპერსი და ვბღავივარ.რისი ბრალი იქნება,ფრისო რომ საერთოდ აღარ ჭამა??იდიოტი ვარ რა,რამდენიმე შემწვარი კარტოფილი ვჭამე და ეგ ხომ არ აწყენდა??მითხარით რა რას ფიქრობთ
* * *
ეს ფრისო უბრალოდ ჩვეულებრივი ფორმულის შემცვლელია თუ რამე წამალივითაა,??ანუ,თუ შევძლებ,რომ სულ ძუძუზე მყავდეს,არ შეიძლება და ეგ მაინც უნდა ვაჭამო??

Posted by: ნაჭუჭა 29 May 2021, 23:30
itona
რა თქმა უნდა დეგიძლია მხოლოდ ძუძუ აჭამო, ძუძუს არანაირი უკუჩვენება და შეზღუდვა არ აქვს, არც კუჭნაწლავის მოსაწესრიგებლად არ ეირდება დამატებით განსხვავებული ხელოვნურები, თუ გაქვს რძე და კმაყოფილდება ბავშვი აჭამე მარტო ძუძუ ჯობია, რაც შეეხება სისხლს მაისნ რომ წერდი მას მერე აღარ გამოუყოლებია და ახლა გამოაყოლა ცოტა? რძის პროდუქტებს ჭამ შენ თვითონ? შემწვარი კარტოფილი არაფერ შუაშია, ყველაფერი შეგიძლია ჭამო , მხოლოდ ალერგიული საკვები სიფრთხილით რომ ალერგია არ მისცეს ბავშვს , აი მაგ სისხლზე კი რძის ცილის აუტანლობა შეიძლება ვივარაუდოთ, კარგი პედიატრი გჭირდება, არაფერია საგანგაშო, როგორც ვიცი ცილის აუტანლობაზე ხშირად იცის სისხლიანი, ლორწოვანი განავალი

Posted by: Glamurka 29 May 2021, 23:34
ნაჭუჭა
მადლობა. ანალიზით გადამოწმება საჭიროა?

Posted by: ნაჭუჭა 30 May 2021, 00:14
[b]Glamurka[
არაა საჭირო თუ ბავშვს რაიმე ჩივილი არ აქვს რაც შეიძლება ნაკლებობაზე მიუთითებდეს, ზედმეტი არ მოუვა მაგის არ შეგეშინდეს, საპროფილაქტიკო დოზა ყველა ბავშვს ენიშნება, დღიური დოზა რაც აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის . რომელს აძლევ და რამდენ წვეთს?

Posted by: itona 30 May 2021, 00:21
ნაჭუჭა
ხომ,მას მერე საერთოდ აღარ გამოუყოლებია და დღეს გამოაყოლა.რძის ფხვნილის შემცველსაც კი არ ვეკარები არაფერს,საერთოდ არ ვჭამ ჯერჯერობით რძის პროდუქტებს და აბა რას დავაბრალო ვეღარ გავიგე.მე ეს ფრისო წამალივით რაღაც მეგონა და ჩავთვალე,რომ რძეზე კარგია...ჩემი რძით კარგად კმაყოფილდება,უბრალოდ წოვა უჭირს და დიდხანს უნდება ჭამას,დიდი მცდელობების შედეგად ძლივს მომემატა თანდათან რძე და იმედია,ახლა რამე არ გამოხტუნდება

Posted by: nopiahopi 30 May 2021, 00:31
itona
QUOTE
ფრისო პეპ

ჩვეულებრივი ხელოვნური საკვებია, ოღონდ ჰიპოალერგიული, ლაქტოზის გარეშე, ანუ ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს, ისინი ვერ ჭამენ (ალერგიას აძლევს) ჩვეულებრივ ხელოვნურს და მაგით ანაცვლებენ. ფრისოსი "პეპ" არის ანტიალერგიული, ჰუმანასაც აქვს თავისი, მგონი ყველა ფირმის რძეს აქვს ეგ ხაზი. ჩემს უფროსს პირველი თვეები ეგეთ ჰიპოალერგიულს ვასმევდი, ჩვეულებრივზე აყრიდა სახეზე. მერე გადავიყვანე ჩვეულებრივ ხელოვნურზე.
* * *
itona
QUOTE
დიდხანს უნდება ჭამას,

ყველა მასეა, არ ინერვიულო smile.gif

Posted by: ნაჭუჭა 30 May 2021, 00:37
itona
დედის რძეზე კარგი არაფერია, ეგ არის წამალიც და ყველაფერი შენი პატარასთვის❤️ არაუშავს თუ იღლება ხშირად მოაწოვე, აი ნახავ ცოტა ხანში ისე მოძლიერდება დაგაგლიჯავს ძუძუებს gigi.gif ჩემი პატარა ერთ თვემდე საერთოდ ვერ წოვდა ძუძუს , ვიწველიდი და ბოთლით ვაძლევდი, იმასაც საათობით უნდებოდა რომ ჩაეცალა, მაგრამ მერე მოღონიერდა და დღემდე ძუძუს ჭამს . ეცადე დააცლევინო ხოლმე ერთ ჭამაზე ერთი ძუძუ მაინც და მეორე ჭამის დროს იმ ძუძუთი დააწყებინე რომელიც ბოლოს ჭამა. სისხლი ერთხელ ჩემმაც გამოაყოლა ძალიან ცოტა, ოღონდ საკმაოდ დიდი იყო უკვე, ვერ გეტყვი ნამდვილად რა შეიძლება იყოს მიზეზი, დააკვირდი ისევ და თუ ასე იშვიათია ან საერთოდ აღარ გამოაყოლა ესეიგი არაფერია, თუ ხშირი სახე ექნება მაშინ კარგ პედიატრს უნდა გაესაუბრო

Posted by: emiblack 30 May 2021, 12:33
itona
მეც ვთვლი რომ კარგი პოედიატრი გჭირდება, კარტოფილი არა, მაგრამ აი რძის ციკის აუტანლობის დტოს თუ არ ვცდები კვერცხი და საქონლის ხორციც იზღუდება ( თავს ვერ დავდებ გადაამოწმე ინფორმაცია), ასე შოკოლადებში, პეჩენიებში ნახე რომ არ შედიოდეს რძე. დედის რძე ყველაზე სასარგებლოა , როგორი კარგი ხარისხის ფორმულასაც არ უნდა შეადარო, ამიტო თუ სურვილი გაქვს და ორგანიზმიც საშუალებას გაძლევს ყველა ვარიანტში ჯობია მისცე

Posted by: itona 30 May 2021, 13:01
emiblack
ნაჭუჭა
nopiahopi
მადლობა,გოგოებო,ძალიან დიდი.ახლა უკეთაა ბავშვი,მაგრამ მე მაინც მეშინია.

Posted by: Nnia 30 May 2021, 14:18
itona
პირველ რიგში დამშვიდებას გირჩევ. თუ არის საშუალება ცოტა გაისეირნე. შენი ცუდი ხასიათი ბავშვზეც მოქმედებს. დანარჩენში გოგოებს ვეთანხმები. კარგად დაფიქრდი რა ჭამე. რამე ცომეული ხომ არ იყო. ორცხობილა ან რაიმე ისეთი რაც რძით მზადდება.

Posted by: Glamurka 30 May 2021, 15:42
ნაჭუჭა
Acd 3 ამას ვაძლევ 15 წვეთს როგორც სამშობიაროში დამინიშნეს მაგრამ ეხლა მინდა შევუცვალო ვიტაფეროლი მინდა ვიყიდო

Posted by: ნაჭუჭა 30 May 2021, 15:53
Glamurka
ვიტაფეროლს ვაძლევ 2 წვეთს , წლამდე ერთი წვეთი გვქონდა. იმას ალბათ დაბალი შემცველობა აქვს რომ 15 წვეთი დაგინიშნეს

Posted by: Glamurka 30 May 2021, 16:05
ნაჭუჭა
კი მაგიტო დამინიშნეს 15 წვეთი. ისე ძნელად გადმოდის ნერვები მეშლება. ეგ ვიტაფეროლი შესასხურებელია ხო

Posted by: ნაჭუჭა 30 May 2021, 16:22
Glamurka
ხოო ეს შესასხურებელია და მარტივია, თავიდან აკვადეტრიმი გვქონდა და ფსიხოზი დამმართა gigi.gif ეს შხაპ-შხუპ და ეგ არის user.gif

Posted by: Glamurka 30 May 2021, 20:05
ნაჭუჭა
ხო მაგას ვიყიდი კომფორტულია ❤

Posted by: takoo1 31 May 2021, 13:38
itona
პედიატრმა რაო?ჩემი დისშვილი იყო მასე ზუსტად.ფრისოს აჭმევდა ჩემი და,როგორც კი ძუძუს მისცემდა სისხლს აუოლებდა,წყენდა რატო არ ვიცი.ვაფშე დაანებებინა პედიატრმა მერე,არც ნამატი ჰქონდა,ანუ რძე ქონდა რა ცუდი თუ რავიცი.დააკვირდი აბა,ცოტახანი არაფერი არ ჭამო ისეთი,წონაც ნახე როგორ იმატებს,პირველ რიგში კარგი პედიატრი გჭირდება რო სწორ გზაზე დაგაყენოს.

Posted by: Unico 31 May 2021, 14:15
მედ კაპიტალი ავარჩიეთ აცრებისთვის. ყველაფერი ოკ არის, ნუ დამაკმაყოფილებელი თავის ექიმებიან, რიგიანა... გააარდა ლაბორატორიისა. 12მდე მუშაობენ, ხმერთოოოოოო :Ddddd

აცრისთვის სისხლის საერთო მოგვთხოვეს და ნუ კაი თქო. ორშაბათ დღეს ძლივს ავეთრიე 11ზე, იქ ტაქსიმ დააგვიანა, აქ საცობი და 12.30ზე მისულს მითხრეს, ვსო დაიკეტა ლაბორატორიაო :დდდ

ავდექი და სხვაგან ავუღე. იმედია პედიატრი არაფერს მეტყვის, არც მაგრძნობინებს რამეს. ძილი ისაა, რაც ნაკლებად მეთმობა. ვკვდები როცა უძინარი ვარ. ვეღარ ვდგები დილას ტოროლაზე. ხოდა ეს დილის 9დან 12მდე ლაბორატორია რა სასწაულში გადის, არ ვიცი.

სხვა გზა არაა, აცრა გვინდა user.gif
სხვა მხრივ, ნორმალური კლინიკა ჩანს.

პ.ს, თქვენ როგორ ხართ? user.gif

Posted by: nopiahopi 31 May 2021, 21:48
Unico
რომელ მედკაპიტალში ხართ? გამრეკელის ქუჩის მეკაპიტალში მყავს ჩემები აღრიცხვაზე.

Posted by: NatiaGull 31 May 2021, 23:35
Unico
რომელ ექიმთან გყავს, ქეთევანთან ხომ არა ?
ეს სისხლის ანალიზის ბუმი რატო აქვთ და რატომ ჰგონიათ რომ საჭიროა, ღმერთმანი.

Posted by: nopiahopi 1 Jun 2021, 00:04
NatiaGull
ჩემთვის არასდროს მოუთხოვია პედიატრს. მედკაპიტალის ექიმია. მახსოვს ვკითხე ადრე და როცა არაფერს ვეჭვობთ, არ ვთვლი საჭიროდო. თუმცა თუ გინდა, გაუკეთეო. ნუ უფროსზე ეგრე იყო და ახლა თუ შეიცვალა აზრი, ვნახოთ აბა biggrin.gif ეგ კი არა, წლის აცრის წინ ძაან დააყარა, ალერგია იყო თუ სიცხის გამო არ ვიცოდი და ანალიზი გავაკეთე და ისე მივიყვანე აცრამდე ვიზიტზე. ანალიზში ეოზინოფილები იყო მომატებული (სავარაუდოდ ძროხის რძის გამო, ფაფა გავუკეთე მაგაზე ) და მაინც გამაკეთებინა აცრა. არ შეუშლის ხელსო. რა ვიცი, არაფერი გართულება არ მოყოლია .

Posted by: Unico 1 Jun 2021, 01:10
nopiahopi
წერეთლის. დიდუბის რაიონში ვარ და აქვე ახლოს მაწყობს.

NatiaGull
არა, ლეილა თუ ლალი ჰქვია, გვარიც არ მახსოვს, თუმცა ვიზიტკა მაქვს, მერე ჩავხედავ. მახსოვრობის მხრივ მიჭირს ამ მომენტში.

რავი რატო ჭედავენ. ერთხელ მაინც უნდა ავუღოო, მერე აღარ შევაწუხებ ბავშვსო. უფროსზეც მახსოვს ერთხელ მომთხოვეს. კარგი თქო.
ნევროლოგთანაც შემამოწმებინეს. არაფერი პირადული, მაგრამ ძალიან ღიმილისმომგვრელი ქალი აღმოჩნდა ექიმი. ძველი ყაიდის მიდგომით. ესე რატო ჭირს ბავშვთა ნევროლოგია, საოცარია. user.gif

საერთო ჯამში მე მანდ მარტო აცრები მინდა, მაგრამ ლაბორატორიის სამუშაო საათებმა შოკში დამტოვა. არაა პატარა კლინიკა, საშუალო ზომისაა, კოვიდ ტესტებსაც აკეთებენ, ხოდა სტანდარტულ ანალიზებზე მისვლა რატო გამიხადეს პრობლემა... ახლა ორ დღეში მივალ და ვნახოთ აბა რას მეტყვის. givi.gif ნეტა ნერვებმა არ მიმტყუვნოს.

Posted by: nopiahopi 1 Jun 2021, 06:40
Unico
QUOTE
აქვე ახლოს მაწყობს.

ეგ კარგი შეღავათია. მეც ახლოს რომ მაქვს და ფეხით მიმყავს- მომყავს, 15 წთ ერთი გზა. მაწყობს ტერიტორიული სიახლოვე biggrin.gif პარკინგი არ უვარგათ.

8 ში ვართ დაბარებული აცრაზე, თქვენ?
ნევროლოგი ახლობელი მყავს სხვაგან და იქ მიმყავს ამ კვირაში, არ მაქვს მაგათი ნერვი biggrin.gif გეგმიური ორთოპედი და გულის ეხო მიწევს 8-შივე. ერთ მისვლაზე მაგეებს და აცრაა მოვითავებ.
ლაბორატორია მგონი აქაც ეგრე მუშაობს, ეკონომიური საათებით biggrin.gif

Posted by: NatiaGull 1 Jun 2021, 11:24
Unico
ჰო, მეც მაგ მედკაპიტალში დამყავს. და ერთი ტექსტი აქვთ ყველას biggrin.gif

nopiahopi
ყოჩაღ იმ ექიმს biggrin.gif
როგორაა შენი ბიჭი . ? ❤

Posted by: nopiahopi 1 Jun 2021, 11:44
NatiaGull
QUOTE
როგორაა შენი ბიჭი . ? ❤

კარგადაა , რა ენაღვლება biggrin.gif აწონიან ერთ კვირაში გასაყიდი გოჭივით biggrin.gif ნაკეცები კი აქვს უკვე smile.gif

QUOTE
ერთი ტექსტი აქვთ ყველას 

ძირითადად ეგრეა, როგორც წესი, არანაირი ინდივიდუალური მიდგომა არ არის ბავშვისადმი.

Posted by: Unico 1 Jun 2021, 14:32
nopiahopi
ხვალ, 2ში უნდა აცრან.
გუშინ გახდა 2 თვის.

QUOTE
ნაკეცები კი აქვს უკვე

ვაიმე, ეს ნაკეცები რომ აქვთ ჩვილებს, როგორ მიყვარს. მეკეტება ხოლმე gigi.gif

Posted by: itona 1 Jun 2021, 14:41
gogatakoo
მე მგონი მეც ეგრე მომიწევს.ერთი დღე მყავდა სულ ფრისოზე და კარგად იყო,გუშინ მივეცი ძუძუ,ჭამა მშვენივრად,ღამეც კი და დღეს თითქოს ისევ ოდნავ შეფერილი ლორწო აქვს.ახლა ნახევარს ძუძუს ვაჭმევ და ფრისოსაც ვუმატებ ყოველ კვებაზე,ვნახოთ,ასე რას იზამს თუ არადა მომიწევს მერე გადავიყვანო სულ ხელოვნურზე და ეს ტანჯვით შენარჩუნებული რძე გავიშრო

Posted by: nopiahopi 1 Jun 2021, 14:46
Unico
QUOTE
ვაიმე, ეს ნაკეცები რომ აქვთ ჩვილებს, როგორ მიყვარს. მეკეტება ხოლმე 

ძაან სასაცილოები არიან biggrin.gif

ამას ნიკაპი აქვს ღაბაბში ჩაწობილი biggrin.gif

პ.ს. ყურებიდან თმა არ გაცვენილა ბოლომდე, მაგრამ მედგრად ვდგავარ და იმედს არ ვკარგავ biggrin.gif
* * *
itona
QUOTE
ვნახოთ,ასე რას იზამს თუ არადა მომიწევს მერე გადავიყვანო სულ ხელოვნურზე და ეს ტანჯვით შენარჩუნებული რძე გავიშრო

თავი არ დაიდანაშაულო! ხომ ცდილობ რაც შეგიძლია. შეიძლება ძალიან ადვილად გადაიყვანო ძუძუზე, შეიძლება ვეღარც აჭამო. მაგრამ, მთავარია იფიქრო, რომ როგორც სტრესის გარეშე გამოვა, ყველაზე კარგი იქნება ბავშვისთვის!
ყველას არ უმართლებს (და მართლა გამართლებაა ეგ) რომ პირველ ბავშვზე ადვილად ააწყოს ლაქტაცია. შეხედავ და ბავშვის მდგომარეობა თვითონ გიბიძგებს სწორი გადაწყვეტილებისკენ smile.gif

Posted by: itona 1 Jun 2021, 17:09
nopiahopi
მადლობა,ასეთი გამხნევებისთვის.აი,რატომ არ მაქვს უნარი რაღაცით ვისიამოვნო..ძლივს ვიმაგრებ თავს,რომ სრულ დეპრესიაში არ გადავეშვა.

ეს რაიონის ხალხი ხომ საერთოდ,ჯერ ის იყო სალაპარაკო თემა,პირველი ორსულობა ბოლომდე რომ ვერ მივიდა,ახლა ნაადრევი მშობიარობა,ამას ეს კვების სირთულეც დაერთო.აი,რაც აქეთ ჩამოვედი თუ ვინმემ დამირეკა და მომილოცა ყველა იმას მეკითხება,რას ვაჭმევ..ღმერთმა იცის,როგორც ვცდილობ..იმის მეშინია,რომ ისე განვიცდი ხოლმე ამ ყველაფერს,უუნარო ვხდები და გონივრული აზროვნების უნარი მეკარგება.დღეს რომ გავხსენი და კუკუ შეფერილი ჰქონდა,აი,წავიშალე.ახლაც გამოსაცვლელი აქვს პამპერსი და ვერ ვხსნი,მეშინია..

Posted by: emiblack 1 Jun 2021, 17:33
itona
ხალხზე ტყუილად არ იფიქრო . მეც მეკითხებიან და მიმტკიცებენ არ გექნება საკმარისი რძეო )))მოკლედ რასაც არ უნდა აჭმევდე ვიღაც მაინც გამოჩდება საყვედურის მთქმელი )) მშობიარობის ვადაზეც მეკითხებიან 40 კვირაზე რო დაიბადა მოხარშულია ალბათო ))) ბავშვი და მიხარშული )))მთავარია შენ იყო კარგად და ბავშვი. ისე განავლის შეფერვა არაა საგანგაშო, მე ეომ ისპანახი ვჭამე გაუმწვანა ბავშვს , რკინას რომ დავლევ უმუქებს და ასე. თუ ისევ სისხლი არაა ეგ არაფერია, თუ სისხლია პედიატრს დაეკითხე.

Posted by: takotatuli1989 1 Jun 2021, 17:45
itona
ვაიმეეეე... ეხლა შემოუძახე შენ თავს! შენ ხარ მაგ ბავშვის დედა და შენზე მეტად არავის შესტკივა გული ბავშვზე. რაც ორივესთვის აჯობებს იმას აჭმევ. უცებ არ შემოგივარდენ ხელებში და არ მოგეხმარონ რა ან ფიზიკურად, ან მორალურად ან ფინანსურად.
ოთხი წელი არ დავრჩენილვარ ორსულად და არავის უკითხავს დედაჩემის გარდა ( დედაჩემმაც იმიტომ მკითხა, თუ რამე გჭირდება ფინანსურად დაგეხმარებით) რატომ ვერ რჩებიო ან ორსულად ხო არ ხარო. ძაან ველოდებოდი მაგ შეკითხვას რო მსგავსი იდიოტური შეკითხვებით შევიწროებული ყველა ქალის ნაცვლად გამეცა პასუხი მარა ეტყობა სახეზე მეწერა და ვერ მიბედავდნენ biggrin.gif. ან დაიკიდე და დააიგნორე უაზრო შეკითხვები ან მიუჩინეს თავისი ადგილი ყველას.

Posted by: nopiahopi 1 Jun 2021, 17:54
itona
QUOTE
თუ ვინმემ დამირეკა და მომილოცა ყველა იმას მეკითხება,რას ვაჭმევ..


იმ დღეს ეზოში მხვდება ვიღაც, აი მარტო გამარჯობით რომ ვიცნობ, იმიტომ რომ ხშირად მხვდება ქუჩაში. არც სახელი ვიცი.

შემხვდა და პირველი სიტყვები: გამარჯობა, ძუძუზე გყავს?

არ ვაჭარბებ, ზუსტად ვციტირებ biggrin.gif

რაში აინტერებს ვიღაცის ამბები, ძუძუს ვაჭმევ თუ ხარჩოს!




Posted by: itona 1 Jun 2021, 18:53
emiblack
takotatuli1989
nopiahopi
მადლობა,გოგოებო,ძალიან მეხმარებით.ისეთი შემართებით ვარ ხოლმე თქვენი სიტყვების შემდეგ,მგონია,მთას გადავდგამ...პედიატრმა.მითხრა დაველოდოთ,როგორ აიტანს ეგრეო.ერთ კვებაზე ძუძუს ვაჭმევ,მეორეზე-ფრისოს.თუ ასეც ვერ აიტანა,მერე ფორმულის ოდენობა გავზარდოთ და ძუძუ შევამციროთო..ვნახოთ,მივყვები ჩემს ბიჭს,როგორც უკეთ იქნება

Posted by: ნაჭუჭა 1 Jun 2021, 23:14
QUOTE (nopiahopi @ 1 Jun 2021, 17:54 )


შემხვდა და პირველი სიტყვები: გამარჯობა, ძუძუზე გყავს?

იქნებ გამოჯითხვას ატარებდა სამეზობლოში ვინ რას აჭმევს ბავშვებს lol.gif

Posted by: nopiahopi 1 Jun 2021, 23:19
ნაჭუჭა
მეზობელიც არაა biggrin.gif biggrin.gif სკვერში ვხვდებით ხოლმე ბალღებიანად ერთმანეთს biggrin.gif

Posted by: NatiaGull 2 Jun 2021, 00:24
itona
ეგეთები ყველას გვყავს გარშემო. მტკიცედ დაიკიდე.
ადამიანი რომლისთვისაც 2ჯერ მაქვს გამარჯობა ნათქვამი, მეუბნება "ვაიმე უნდა დაიკლო როგორ მოგიმატია, ორსულს გავხარ ისევ " biggrin.gif
ძალიან გავმწარდი და დავაპირე გალანძღვა, მაგრამ აი რა მერე მე შევცვლი 50 წლის გამოპენტერებულ დედაკაცს ?

ვიცი რომ მაგ რეპლიკების წყალობით, ყველაფერში შენს თავს ადანაშაულებ, ალბათ იმაშიც რომ ნაადრევად დაიბადა , იმაშიც რომ ზოგჯერ ტირის biggrin.gif (მეც ეგრე ვიყავი) მაგრამ ლოგიკურად დაფიქრდი და არ დაკარგო ობიექტურად აზროვნების უნარი რაა.

Posted by: itona 2 Jun 2021, 08:40
NatiaGull
მადლობა,დიდი....ისეთი სტრესი მაქვს ამ ყველაფრით,ჩემი ოცნების ახდენით და პატარა სიყვარული ბიჭის დაბადებით ვერ ვტკბები...



* * *
გოგოებო,ჩემს რძეზე ისევ სისხლს აყოლებს და დაანებებინე თავიო,პედიატრმა.მთლიანად ფორმულაზე გადავოყვანოთო.ახლა კიდევ უბდა დამეხმაროთ,ამ ფრისოს დოზებს ვერ ვიგებ.80 უნდა ჭამოსო,ექიმმა.აწერია,რომ ათით ნაკლებ წყალში უნდა მოვამზადო,მაგრამ ეს უცნაურობა ვერ გავშიფრე,რა წერია.გადავუღებ სურათს და ნახეთ,გთხოვთuser posted image

Posted by: nopiahopi 2 Jun 2021, 11:08
itona
პირველ სვეტში ბავშვის წონა წერია, რამდენ წონაზე რა ეკუთვნის.
10 ით ნაკლებს რაც შეეხება, ანუ 90ში რომ 3 კოვზს ჩაყრი, ჯამში 100 გამოვა,იმატებს მოცულობა. ანუ 70კი არ უნდა ჩაასხა რომ 80 მიიღო.
მთავარია 3ის ჯერადი მოცულობის წყალი ჩაასხა (30, 60, 90, 120 ან 150) და ყოველ 30 -ზე ერთი კოვზი ჩაყარო. რახან ახლა 80იო ექიმმა, ჩაასხამ 90 ნიშნულზე წყალს, ჩაყრი 3 კოვზს და რომ შეანჯღევ, მიიღებ 90-დან 100 -მდე საჭმელს და იქედან განსაზღვრავ რანდენს შეჭამს.

რაღაც მგონი რთულად დავწერე..

Posted by: itona 2 Jun 2021, 12:42
nopiahopi
მადლობა,მშვენივრად ამიხსენი...შევუდგები დღეიდან ახალ რიტმს..საოცრად მწყდება გული,საოცრად

Posted by: nopiahopi 2 Jun 2021, 12:49
itona
გული აბა რაზე გწყდება? ეგრე ნუ ფიქრობ!
ისე იქცევი, როგორც შენი შვილისთვის უკეთესია! რომ არ ქონოდა რეაქცია შენს რძეზე, ხომ არ გადაიყვანდი ფორმულაზე? შენი ახირებით ხომ არ გადაგყავს? უბრალოდ ახლა ასე მოითხოვა მდგომარეობამ. ნუ ნერვიულობ, პირველი შვილის ჩვილობა ისედაც ბევრს სირთულესთან გამკლავებას ნიშნავს. არ გეგონოს, რომ სხვას გამოსდის რამე და შენ არა. ყველას გვიჭირს ეს პერიოდი. უბრალოდ იცოდე, რომ დროის ამბავია ეს ყველაფერი და 2-3 თვეში დალაგდება. დაისვენებ, უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს და პოსტმშობიარობის დეპრესიაც გაიდგება თავის გზას!

Posted by: Unico 2 Jun 2021, 12:59
itona
არა უშავს, ნუ იდარდებ. რაც არის, არის. მთავარია ჯანმრთელობა.
არაა ეს ფრისო ცუდი.
ერთადერთი ძვირია ხოლმე ხელოვნური კვება. ამიტომ ფასდაკლების დღეებს ჩაუჯექი.


***
ავცერი ბოვში. ყველაფერი რიგზეაო.
დაარჭეს ორივე ბარკალზე და ჩააწვეთეს კიდეც. bis.gif

პლასტირები დავაკარი მარტო და რეკომენდაცია მომცა წამლოს, თუ სიცხე ექნა მარტო, ან იჭირვეულა. კაია, ნორმალური ექიმი ჩანს.

Posted by: nopiahopi 2 Jun 2021, 13:25
Unico
QUOTE
ავცერი ბოვში. ყველაფერი რიგზეაო.
დაარჭეს ორივე ბარკალზე და ჩააწვეთეს კიდეც.

აუ იტირა ნემსზე? ეტკინა? ისე განვიცდი ახლა ამ ჩხვლეტის ამბებს ..

Posted by: Unico 2 Jun 2021, 13:39
nopiahopi
მარტო ჩხვლეტისას იტირა.

ისე, შპრიცის თავს რომ შევხედე, კი შემიფანცქალდა გული, მაგრამ მსუქო ბარკალში იოლად ჩაერჭო.

ის ჟელეიანი აცრის პლასტირი იყიდე, კაი რამეა.

Posted by: nopiahopi 2 Jun 2021, 13:41
Unico
QUOTE
ერთადერთი ძვირია ხოლმე ხელოვნური კვება. ამიტომ ფასდაკლების დღეებს ჩაუჯექი.

კარგი კია ფრისო, მაგრამ ფრისო პეპ 37 ლარი ღირს!! 400 გრ.
ფრისო გოლდი 29-30.

ძალიან ძვირია ხელოვნური :/

მე 2 თვეში მესამე გავხსენი ახლა და ვისაც ყოველ მესამე დღეს საყიდელი აქვს, როგორია!

და ფასდაკლებები რძეებზე ძალიან იშვიათადაა sad.gif
* * *
QUOTE
ჟელეიანი აცრის პლასტირი იყიდე, კაი რამეა.

გამაგრილებელი პლასტირები ხო? თუ კიდე სხვებია ეგ ჟელეიანი ახლა სპეციალურად აცრისთვის?
უფროსს კი ვუყიდე 5წლის აცრაზე მახსოვს, გამაგრილებელი ცოტა მოზრდილი ზომის პლასტირები, რამდენიმე საათში რომ უნდა მოხსნა, დაფერთხოსავით აქეთ-იქეთ და კიდე დააკრა თუ სჭირდება.

Posted by: Unico 2 Jun 2021, 14:08
nopiahopi
კი კი ეგ. აცრისას ვეძახი, თორე დამწვრობებზეც გამოდგება თურმე.
უამრავი დასახელებისაა აფთიაქებში. პრინციპი კი ერთი აქვს ყველას.

მაგარი რამეა, დააკრეს და აშკარად არ ტკივა ნანემსარი.

Posted by: nopiahopi 2 Jun 2021, 14:14
Unico
ჰო, ეგ ყოფილა. ვიფიქრე კიდევ რამე ახალი ხომ არაათქო.

მეც ბარემ იქვე დავაკრობინებ, რაღატომ ვაცადო სახლში მოსვლამდე smile.gif

Posted by: ნაჭუჭა 2 Jun 2021, 15:21
აუ გოგოებო წლის აცრა გადაუცდა ჩემს ბიჭს უკვე ორი თვეა, ნეტავ ძალიან დაშავდება რმე? ჯერ ვირუსი ქონდა წლის რომ გახდა, მერე გაურკვეველი წარმომავლობის ფაღარათი ერთი თვე გაუგრძელდა, მერე კოვიდი დაგვეტაკა და ახლა მოვრჩით, ერთ კვირაში ავცრი ალბათ მაგრამ ნეტავ ძალიან ხოარ დაგვიანდა?

Posted by: nopiahopi 2 Jun 2021, 17:57
ნაჭუჭა
მაინც ხომ გასაკეთებელია და რაც მალე გაუკეთებ, უკეთესია.

Posted by: itona 2 Jun 2021, 18:05
nopiahopi
ისეთი იმედი მაქვს,რომ მალე მოვერევი ამ მელანქოლიას.
Unico
მე არ გამომდის ეგრე ფიქრი და ამით უარესს ვაკეთებ..

ტრადიციული კითხვა, ღმერთო,მე რატომ?! რომელიც ძლივს მოვიშორე და ამოვიწიწკნე ტვინიდან,ისევ ადგილზეა

Posted by: nopiahopi 2 Jun 2021, 20:19
itona
QUOTE

ტრადიციული კითხვა, ღმერთო,მე რატომ?!

აი ახლა რაზე უსვამ საკუთარ თავს მაგ კითხვას, ვერ ვხვდები smile.gif
ის რომ მარტივი არაა ახალნამშობიარები ქალისთვის ჩვილის მოვლა, ძუძუს ვერ აჭმევ, ბაიას კუკუების ყველა შეფერილობაზე უზომოდ ნერვოულობ, გამოუძინებელი ხარ, ბავშვი ხშირად ტირის, იღლები, გაღიზიანებს ყველაფერი, ხანდახან ფიქრობ, რომ "შარში ხარ" ბავშვი რომ გააჩინე, თითქოს გვერდში არავინ გიდგას და ყველა კარგი დედა გამოდგა და შენ არაფრის მაქნისი ხარ - ეს ყველაფერი მშობიარობის შემდგომ 90% ქალების თანმდევი და ნორმალური მდგომარეობაა smile.gif ყველა გავდივართ ამ პროცესს smile.gif

შემოუძახე თავს! 2kiss.gif


* * *
აჰა ნიშანიც!
ფრისოზე დაიწყო აქცია ავერსში biggrin.gif
user posted image

Posted by: takoo1 2 Jun 2021, 20:38
ნაჭუჭა
წლის და 2 თვისაა?მე ეხლა გავუკეთე წელზე და ერთ თვეზე,ჩემ დას ჯერ არ აუცრია წლის და 3 თვისაა,ისიც ეგრწ სულ ცუდად იყო და ვერ აცრა.თუ უკეთაა მალე აცერი მოიშორე იმიტო რო 1.5ზე უწევს მერე კიდე და ნუღა გაწელავ.დაშავებით არაფერი მარა დროზე მოიშორე მაინც რა.ზოგი ვაფშე არ ცრისsmile.gif

Posted by: nopiahopi 2 Jun 2021, 20:55
gogatakoo
QUOTE
ზოგი ვაფშე არ ცრის

სახელმწიფო ბაღში ითხოვენ წწყ აცრაზე ცნობას რომ გაკეთებული აქვს (ნუ ჩვენ მოგვთხოვეს ) და ვინც არ ცრის, იმათ არ ექმნებათ პრობლემები ?

Posted by: takoo1 2 Jun 2021, 20:55
itona
ისე რომ გააკეთო ბაქტერიოლოგიურში რძის ანალიზი?არ ვიცი სად კეთდება,ჩემ დას ვუჩიჩხინებდი და არ გაიკეთა.რავიცი თუ ძუძუზე ეგრე მოსდის ალბათ მაგის ბრალია,შენ იცავდი ალბათ კვების თემებს ხო?რამე ხო არ წყენს ძუძუდან.რას ჭამ ყოველდღიურად?
არარი კატასტროფა მაგაზე არ მოიშალო ნერვები,მესმის მეც ეგრე ვიყავი ძალიან მინდოდა რო ძუძუ ეჭამა აი ნერვების ფასად დამიჯდა,რაც უკეთესია შენი შვილისთვის ისე იქცევი არ ინერვიულო მაგაზე,ბევრი იზრდება ძუძუთი მარა ბევრ ეგეთ ბავშვს ფორმულით გაზრდილი ბავშვი ჯობია ჯანმრთელობას თუ გულისხმობ(გონებრივ განვითარებას მითუმეტეს)
* * *
nopiahopi
გოგო მაგდენი არ ვიცი მარა ერთ საკმაოდ ცნობილ პედიატრს(სახელს არ ვიტყვიwink.gif)) არ ყავს აცრილი თავის შვილიშვილები.

Posted by: emiblack 2 Jun 2021, 20:57
მეც იქეთ კვირაში მიწევს გოგოებო აცრა და რაც უფრო ახლოვდება შფოთვა მემატება . მატყუარას არ იდებს და რო ატირდება როგორ დავაწყნარო იმას ვფიქრობ . ახლა კოსმოსში ვაგზავნი სურვილს რო არ იტიროს))) თუ გამორიცხულია?

Posted by: მზე 2 Jun 2021, 21:19
emiblack
გამორიცხულია biggrin.gif
ძუძუს თუ აჭმევ ეგ დაამშვიდებს, თუ არადა მაინც მალე დამშვიდდება, მაგაზე არ იდარდო

Posted by: ნაჭუჭა 2 Jun 2021, 21:21
QUOTE (nopiahopi @ 2 Jun 2021, 17:57 )
ნაჭუჭა
მაინც ხომ გასაკეთებელია და რაც მალე გაუკეთებ, უკეთესია.

კი გავუკეთებ მაგამ ნეტავ რაიმე ვადები ხომ არ აქვს და ის წინა გაკეთებულებიც წყალში ხომ არ ჩაგვეყარა მეთქი ვნერვიულობ
* * *
QUOTE (itona @ 2 Jun 2021, 18:05 )

ტრადიციული კითხვა, ღმერთო,მე რატომ?! რომელიც ძლივს მოვიშორე და ამოვიწიწკნე ტვინიდან,ისევ ადგილზეა

მესმის შენი, ეგ კითხვა შიგადაშიგ ყოველთვის დავრუნდება და დაფრთხობა უნდა ისწავლო, მეც დიდხანს მტანჯავდა და ახლაც მაქვს ხოლმე რატომ მე თან ძალიან ბევრი რატომ მე მაქვს, მტერს რომ არ ვუსურვებ იმდენი, მაგრამ მალევე გავიხსენებ რომ ჯანმრთელი შვილები და საყვარელი მეუღლე მყავს და ცხოვრება მაინც მშვენიერია❤️
* * *
gogatakoo
ხოო ცოტა ხანში წლის ა 3 ის გახდება და კოვიდის იზოლაციის გასვლას ველოდები, კიდევ ერთი კვირა დავაცდი შემთხვევიტ გვიან არ ქონდეს გადადებული და შარი არ ავიკიდო მეთქი
* * *
QUOTE (emiblack @ 2 Jun 2021, 20:57 )
მეც იქეთ კვირაში მიწევს გოგოებო აცრა და რაც უფრო ახლოვდება შფოთვა მემატება . მატყუარას არ იდებს და რო ატირდება როგორ დავაწყნარო იმას ვფიქრობ . ახლა კოსმოსში ვაგზავნი სურვილს რო არ იტიროს))) თუ გამორიცხულია?

ძუძუზე კი მატყუარა რომელია gigi.gif უბრალოდ ფსიქოლოგიურად მოემზადე რომ შეიძლება მთელი დღე ზედ გეჯდეს და გღეჭავდეს ნერვებ მოშლილი gigi.gif

Posted by: narkozeli 2 Jun 2021, 22:01
emiblack

გოგო თუ მშვიდი ბავშვია წამებში გაჩერდება, ვაჩე ხმას არ იღებდათქპ რომ ვთქვა ტყუილია მარა ოდნავ წამოიკვნესებდა ხოლმე ერთს და გაჩუმდებოდა იმ წამსვე. ბავშვის ხასიათზეა, ჩემი მაზლისბავშვები ყველა აცრის მერე ლამის საღამომდე ტირიან :დ

Posted by: NatiaGull 2 Jun 2021, 23:58
1 აცრა მაქვს დარჩენილი ვეღარ მივაღწიე :/ იმედია არ ვაშავებ

Posted by: nopiahopi 3 Jun 2021, 06:33
ცოტა სასაცილო შეკითხვა მაქვს:
ლიფს, გარდა იმისა, რომ რძიანმა მკერდმა არ შეგაწუხოს, რამე სხვა ფუნქცია აქვს ლაქტაციის დროს? პატარა მკერდზე მაინტერესებს. დედაჩემი არ მახსნევინებს, შეგიმცირდება რძეო და რა კავშირშია ლიფის ტარება და რძის რაოდენობა ? biggrin.gif

Posted by: NatiaGull 3 Jun 2021, 09:37
nopiahopi
არანაირ კავშირში არ არის ლიფი და რძის რაოდენობა ან რძის გადასვლა იღლიებისკენ biggrin.gif

Posted by: nopiahopi 3 Jun 2021, 09:50
NatiaGull
ჰოდა ძალიან კარგინ smile.gif კი მქონდა იმ დღეს მოხსნილი, იღლიაში არ წასულა რძე biggrin.gif ღამე ვერ ვიხსნი ჯერ, მეტინრძე მაქვს და მაწუხებს და დღისით შევასვენებ ხოლმე ;D
სულ არ ვატარებდი ბოლო 2 წელი და ახლა შოკში არიან და მეცოდებიან biggrin.gif

Posted by: Nnia 3 Jun 2021, 10:11
nopiahopi

პირველი ორსულობიდან მოყოლებული ლიფი არ მცმია :დ არაფერშუაში არაა ლაქტაცია და ლიფი. კივაჭამე წელიწადი და 2 თვე.

Posted by: emiblack 3 Jun 2021, 10:39
მზე
კი, ძუძუზეა , მაგრამ მანქანამდე უნდა მოვასწრო ჩამოყვანა. ხალხში არ შემიძლია))
ნაჭუჭა
კი, კი , ისედაც აქვს პერიოდები , განსაკუთრებით როცა სიცხეა როგორც ჩანს წყურვილსაც მაგით იკლავს და დღე ძაან ხშირად ჭამს, სამაგიეროდ ღამე ერთხელ და იმასაც 5 წუთი მხოლოდ . გავუძლებ მაგას ))
narkozeli
რა საყვარელია ვაჩე ))) ნემსზე არ ვიცი, გვანც, და ისე ამასაც არ უყვარს ტირილი, წამოიკრუტუნებს ფისოსავეთ და მერე ოაუზას აკეთებს თუ მიმიხვდნენ რა მინდაო)) რო დავუკმაყოფილებ სურვილს მერე მიცინის ))) ვნახოთ რას იზამს აცრაზე . ძალიან კი არ მსიამოვნებს ეგ დღე, მაგრამ რას ვიზამთ ))

მადლობა გოგოებო <3

nopiahopi
რძესთან არანაირი კავშირი არა აქვს და სხვათაშორის მე დამირეგულირდე და იმდენი მაქვს რაც ბავშვს სჭირდება, არ ჟონავს ასე თავისით თუ ბავშვი არ ჭამს, მაგრამ სულ კიკეთია . შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია რო სტრიები არ გამიჩდება თუ მეცმება.

Posted by: nopiahopi 3 Jun 2021, 11:45
emiblack
QUOTE
მაგრამ მგონია რო სტრიები არ გამიჩდება თუ მეცმება

სად მაქვს სასტრიე ზომა biggrin.gif ძლივს ამ ლაქტაციაზე ამომივიდა რაღაც biggrin.gif



Nnia
QUOTE
პირველი ორსულობიდან მოყოლებული ლიფი არ მცმია :დ არაფერშუაში არაა ლაქტაცია და ლიფი. კივაჭამე წელიწადი და 2 თვე.

მშვენიერია smile.gif


* * *
emiblack
ესეც მშვიდი ზნისაა ჯერჯერობით და ვნახოთ,იმედია არ გამიგიჟებენ აცრაზე. როდის მიგყავს? ეს 8შია დაბარებული

Posted by: emiblack 3 Jun 2021, 12:45
nopiahopi
ჩემი 7ში . 4 დიც შეიძლებოდა მაგრამ მაინ ორშაბათი ვარჩიე , პარასკევს არ მინდოდა, რამე რომ დამჭირდეს შაბათ კვირას არავინ მუშაობს

Posted by: itona 3 Jun 2021, 15:50
gogatakoo
უმკაცრეს დიეტაზე ვიყავი,რძის ფხვნილის შემცველიც კი არაფერი მიჭამია და მაინც ეგრე უქნა ჩემმა რძემ...
nopiahopi
აი,გულის სიღრმეში მეც ვხვდები,რომ ზედმეტად შევიჭერი ტრაგიზმის როლში,მაგრამ თავს ვერ ვერევი საერთოდ.


აუ,ახლა კიდევ ერთი რამე უნდა მირჩიოთ.80გრამს,როგორც პედიატრმა მითხრა,რომ ვაჭმევ,მგონი არ ყოფნის.ვერ იძინებს კარგად,მატყუარა უდევს და ისე გამალებით წოვს,მეცოდება.თან მგონია,რომ ისევ ეძებს საჭმელს და რა ვქნა,90ვაჭამო,თუ ვავნებ რამეს.ამით??მე და ჩემს დედამთილს ომი გვქონდა დღეს,ის თვლის,რომ ბევრი იქნება და მე მგონია,რომ 80 არ ჰყოფნის,მოუსვენრადაა..90 6კვირის ბავშვისთვის,3,300წონით,ბევრია??

Posted by: makarena 3 Jun 2021, 16:18
itona
მაპატიე, მაგრამ 80 გრამი არის 8 დღის ბავშვის დოზა, ვინ დაუდგინა რომ 80 უნდა ჭამოს? რანაირი პედიატრია. რამდენსაც შეჭამს იმდენი აჭამე, მითუმეთეს 1.5 თვისაა ბავშვი, 80 გრამი როგორ უნდა ეყოს. შენს ადგილას 120 გრამსაც შევთავაზებდი და თუ არ ეყოფოდა მეტსაც და საათობრივად არ კვებო, ხელოვნური საკვები როგორც ძუძუ ისე ეძლევა ბავშვს თანამედროვე მიდგომებით, ანუ თუ 2 საათში მოითხოვს მიეცი, თუ 3-ში მაშინაც და ეგრე. ბავშვს უნდა მოერგო და არა შენ უნდა მოარგო ბავშვი კვებას

Posted by: Nnia 3 Jun 2021, 16:33
itona

არც მე გიწერ პირველად და არც სხვები რომ პედიატრი აუცილებლად შესაცვლელი გყავს. რაის 80 გრამი. :/

Posted by: ნაჭუჭა 3 Jun 2021, 17:21
itona
რამდენი ხანი იყავი დიეტაზე? რძის ცილის აუტანლობის დროს ორი კვირაა საჭირო რომ დედის რძე დაიწმინდოს, ორი კვირის მერე დგება შედეგი , ანუ მანამდე შეიძლება მაინც აყოლოს სისხლი მიუხედავად დედის დიეტისა, გასულია მაგდენი ხანი დიეტიდან? მიეცი 90 გრამი არაფერს დააშავებ, ყველა ბავშვს ინდივიდუალური მადა აქვს ა ვიღაცას 10 გრამით მეტი აკმაყოფილებს ვიღაცას ნაკლები

Posted by: narkozeli 3 Jun 2021, 17:27
itona
On average, a newborn drinks about 1.5-3 ounces (45-90 milliliters) every 2-3 hours. This amount increases as your baby grows and is able to take more at each feeding. At about 2 months, your baby may be taking 4-5 ounces (120-150 milliliters) at each feeding and the feedings may be every 3-4 hours.

მაგ ასაკში 120-ს ვაჭმევდი მე პირადად. 80 საერთოდ რა დოზაა საიდან მოვიდა? 90 გრამია დოზა და ეგეც ერთი თვიდან უკვე არ ყოფნით ხოლმე.

Posted by: itona 3 Jun 2021, 18:03
მადლობა,გოგოებო,ცალ-ცალკე და ყველას ერთად.აი,სრული ქაოსი მაქვს თავში.ჩემი ბიჭი დღენაკლული რომ არის იმავე პრინციპით და დოზებით უნდა ჭამოს,როგორც სრულ ვადაზე დაბადებულმა ბავშვმა??

Posted by: Nnia 3 Jun 2021, 18:54
itona

კიკი და აცრებიც ჩვეულებრივად უნდა გაუკეთო. ნაადრევიაო და გვიან რო უკეთებენ სისულელეა.

Posted by: Glamurka 3 Jun 2021, 22:04
itona
120 გრამი მიეცით აუცილებლად არ ყოფნის და ცოდოა :-( ❤

Posted by: NatiaGull 4 Jun 2021, 00:44
itona
ახლა 3.300 არის წონით თუ მაგ წონით დაიბადა . ?
თუ 3.300 არის, 120 ბევრია... 90 შესთავაზე და თუ იტირებს მერე დაუმატე.
თუ 3.300 დაიბადა, რა 80გრამი, 120 მიეცი

Posted by: itona 4 Jun 2021, 10:18
NatiaGull
არა,ახლა არის 3.300, 2.150დაიბადა.გუშინ 90მივეცი და ჭამა,ბოლოს ცოტა კი დაიღალა,მაგრამ აღარ ჭირვეულობს.ანუ,საჭმელი არ.ყოფნიდა...

მადლობა,გოგოებო,მორჩა,ამ პედიატრთან აღარ მიმყავს,ჩამოვიყვან ისევ თბილისში.უბრალოდ,რაიონიდან მანდ სიარული ფიზიკურადაც და მატერიალურადაც მეძნელებოდა,მაგრამ ახლა რაღას დავეძებ,ასეთ უვიცებს რანაირად ვანდო ბავშვი

Posted by: nopiahopi 4 Jun 2021, 13:48
itona
QUOTE
ბოლოს ცოტა კი დაიღალა

იცი კიდევ რა იციან? მოიტოვებენ 15-20 გრამს,თითქოს აღარ ჭამენ. ჰოდა რომ დააბოყინებინებ, ისვენებ კიდეც და მიუბრუნდებიან იმ დარჩენილ გრამებს და ამთავრებენ სრულ კვებას. ჩემი უფროსიც ეგრე შვებოდა და ესეც. ცოტა რომ რჩება ბოთლში, აღარ ჭამს. აგდებს. მერე რომ დააბუყებს, მოვა აზრზე, ვთავაზობ და სიამოვნებით ამთავრებს დარჩენილ რაოდენიბას.

Posted by: takoo1 4 Jun 2021, 15:32
itona
მაგ ასაკში 90-დან 120მდე უნდა ჭამოს.სადღაც დღეში 7-8 ჯერ.
მესამე თვიდან 120-დან 180მდე. სადღაც 6-7ჯერ დღეში.
თუმცა ინდივიდუალურია მაინც.ჩემი კაი ხანი 90-100 ჭამდა.
80 ცოტაა 10 გრამიც რაღაცას შვება. ცოტახანში 100 გაუკეთე და ნახე რას იზამს,120 ჯერ ბევრი იქნება ჩემი აზრით
6 კვირა პატარაა.

Posted by: itona 5 Jun 2021, 10:18
gogatakoo
მადლობა

Posted by: Tua 5 Jun 2021, 17:27
ნაჭუჭა
არანაირი პრობლემა არაა გადაცილება, მთავარია ადრე არგაუკეთო აცრა, უბრალოდ როცა 1 წლის აცრას გაუკეთებ იქიდან ზუსტად 6 თვე უნდა იყოს გასული 1.5 წლის აცრაზე, მე ეცლა ავცერი 1.5ის აცრა დაგვიანებით, ყველა აცრა ვადაგადაცილებით გვაქვს გაკეთებული , არანაირი პრობლემა არაა ,არაა აუცილებელი დღე დღეზე აცრა. კოვიდი თუ გადაიტანა ბავშვმა დიდი ალბათობით ანალიზებსაც მოგთხოვს პედიატრი წინასწარ და კითხე მაინც.
* * *
NatiaGull
ნათი კარგ დროს გპასუხობbiggrin.gif როცა დანას ჩაარჭობ და რბილია მზადაა, საათობით არსჭირდება ხარშვა, მაგრამ სოფლის წიწილს ძალიან მაგარი ხორცი აქვს შესაბამისსდ მეტი დრო სჭორდება, მე სოფლის დედალს 2 საათამდე ვხარშავ ისეთია ქვასავით 1 საათი არყოფნის

Posted by: Na-Servus 5 Jun 2021, 19:28
გამარჯობა გოგოებო
ჩემი ქალბატონის ხელში ვეღარც ვკითულობ!)))
ერთი კ8თხვა მაწვს - დავიწყეთ მყარი კვება გავასინჯე გოგრა და სტაფილო. ლამის მეც მიმაყოლოს ისე ჭამს და როდის მივცე უკვე სრულ კვებად დავიბენი? შეიძლბა უკვე?
და ხორცს და ფაფებს როდიდან უმატებენ
4.5 თვისაა და ქილისას ვაჭმევ

Posted by: Tsitsi.la 5 Jun 2021, 20:32
გოგონებო როგორ
გიკითხოთ? smile.gif) გადავიკითხე თითქმის ყველაფერი:* მომენატრა ყველას ამბები სათითაოდ.
მე უკვე 2-3 ჯერ ვაძლევ დღის
საათებში ხელოვნურს და ღამე ძუძუს ჭამს და დღის მანძილზეც დესერტად აყოლებს შუალედებში. ასე გადაწყდა ეს ამბავიsmile.gif ბევრი ვეწვალე მაგრამ მეორე ძუძუში რძე ვერ დავიბრუნე, ვერც აქ დამირეგულირდა ისე რომ 24 საათი ეს ჭამოს, ხოდა მივენდე ბედს. თავს იმით ვიმშვიდებ რომ
4 თვე თითქმის სრულად ჭამა და ახლაც იღებს ცოტას.

ახალა რა მინდა გკითხოთ:
1. მოკლედ არასდროს არ გამისტერილებია არც ბოთლი და არც სოსკა,
მდუღარე წყალი, ზოგჯერ ონკანის და სულ
ეს იყო. ახლა რაღაც სტატიებს ვკითხულობდი და აუცილებელიაო ისაო ესაო...
ხოდა ძალიან ცუდი გოგო ვარ ? ანუ რამე
საშიშროება მელის თუ რო რამე აქამდე იჩენსა თავს? ვახ.. არადა არ მინდდოა რომ
ძალიან სტერილურად გამეზარდა და არც მეგონა ასეთი აუცილებელი თუ იყო. სამშობიაროში ექთნებს რომ ვუყურებდი , ყველაფერს მხოლოდ ცხელ წყალს ავლენდნენ.
2. მუცელზე წოლა არ უყვარს, 2-3 წუთი და ბჟირდება ისე ტირის... სათამაშო, საჩხარუნო ცეკვა და კლოუნობა არ დავაკელი, მაგრამ არააა! რა გავაკეთო?

Posted by: ნაჭუჭა 5 Jun 2021, 20:37
Tua
არა ბავშვს არ ქონია კოვიდი, მე მქონდა და იზოლაციის გასვლის მერე ერთი კვირა ვაცდი კიდევ , გადადებული რომ ქონდეს გვიან ხომ უნდა გამოაჩნდეს აწი
* * *
Na-Servus
ძალიან ადრე დაგიწყიათ , 6 თვიდან იწყება მყარი კვება და ნებისმიერი საკვების ჩართვა შეგიძლია ეტაპობრივად, ხორცი უფრო მოგვიანებით კიდევ, 7 თვიდან დაახლოებით, თუ წონის პრობლემაა, დეფიციტი, 5 თვიდან მაგ შემთხვევაში აძლევენ რეკომენდაციას ფაფების ჩართვას. ხორცი ძალიან ადრეა ჯერ

Posted by: Na-Servus 5 Jun 2021, 21:19
Tsitsi.la
წამებში ბჟირდებოდა
4.5 ის გახდა თუ არა წევს ყოჩაღად. ძალიან არ დაისტრესო თავი. ყველა ბავშვს6 თავისი რიტმი აქვს
* * *
ნაჭუჭა
4 თვიდანაა აქ რეკომენდაცია
წონის პრობლემა ნამდვილად არაა. 9 კილოა)))
* * *
Tsitsi.la
მეც ანადუღარ წყალს ვასხავ, ზუსტად მაგ მიზეზით არ მინდა სტერილურობას მიეჩვიოს. სოსკას ონლაინის წყალს ვავლებ ხანდახან

Posted by: Tua 5 Jun 2021, 21:43
Tsitsi.la
არც მე ვასტერილებდი, ხანდახან ვავლებდი ადუღებულწყალს სოსკასაც და ბოთლსაც, არაა საჭირო ამდენი ატერილიზაცია.

მყცელზე თავიდან არუყვართ წოლა ისე 1 თვის ასაკიდან უნდა დაგეწყო ნელნელა, დღეში 5-10 წუთით დაიწყე და გაზარდე დროები ტველა ბავშვი ეგრეა თავიდან

ძუძუზე არიდარდო დიდად
* * *
ნაჭუჭა
ჰოო არიდარდო არაფერი არაა აცრის დაგვიანება ცოტახნით, მთავარია 6 თვეზე ადრე არგაუკეთო.

Na-Servus
ადრე გაქვთ დაწყებული კი მაგრამ ევროპაში 4 თვუდანაა მყარი კვება კი biggrin.gif რა სწრაფად გაიზარდა შენი გოგოც.

Posted by: ნაჭუჭა 5 Jun 2021, 21:55
Na-Servus
რა საინტერესოა რატომაა სხვადასხვანაირი რეკომენდაცია spy.gif
პ.ს ჩემი 1 წლის იყო 9 კილო gigi.gif
* * *
Tua
მადლობა❤️❤️❤️

Posted by: Na-Servus 5 Jun 2021, 22:00
Tua
ხო რო ვუთხარი ექიმს ჯერ არ მინდა დავქწყებინოთქო, სახე spy.gif
თან აი რამეს რომ ვჭამ, ისე მიყურებს, ჯოჯოხეთი გარანტირებული მაქვს)))) ჯერ 4 კოვზი(ბავშვის) მივეცი, 3 დღე სტაფილო, მერე გოგრა და უუუუბედნიერესია)))))
* * *
ნაჭუჭა
ხელებს ვეღარ ვგრძნობ)))

Posted by: მზე 5 Jun 2021, 23:08
Tsitsi.la
1. არ აარის აუცილებელი
2. გააგრძელე ცდა, გართობა, თამაში, სარკე დაუდე და ა.შ. და როგორც კი შეწუხდება გადმოაბრუნე (ნელა ისედაც თვითონ დაიწყებს მცდელობებს თუ უკვე არ ცდილობს). რამდენჯერმე დააწვინე დღეში.

Posted by: emiblack 6 Jun 2021, 05:59
Tsitsi.la
ჩემიც 5 წუთი ჩერდება და მერე ქვედა ტუჩს გამოწევს და დაჩაგრული ბავშვივით გულამოსკვნილი იწყებს ტირილს))) გადავბრუნებ ან ავიყვან ხელში და მადლიერი მიღიმის ))) როგორც მზემ თავა აი ისე რამდენჯერმე ვაწვენ ხოლმე, მაგრამ დროს არ უმატებს. 5 წუთი ქაჩავს ზუსტად

Posted by: mmaarriiaamm123123 6 Jun 2021, 11:29
გოგოებო ჩემ მეგობარს აინტერესებს სამეისროს იკეთებს და უნდა დაიძინოს და ისე ოღონდ ადგილობრივით არ შეიძლება და ვის ურჩევთ???
* * *
emiblack
მუცელზე რო ღვიძავს მაშინ აწვენ თუ დასაძინებლად??

Posted by: Glamurka 6 Jun 2021, 12:15
mmaarriiaamm123123
რო ღვიძავს მაშინ დააწვინე ხოლმე ნელ ნელა გაუზარდე დრო მიეჩვევა. ჩემსას დიდად არ მოსწონს მუცელზე ტირის და ცოტახანს ძლივს ვაჩერებ

Posted by: emiblack 6 Jun 2021, 12:46
mmaarriiaamm123123
როცა ღვიძავს, ძილის დროს არ შეიძლება, ასპირაციის რისკია, მითუმეტეს ჩემსას რეფლუქსი აქვს ( აქაფებს)

Posted by: mmaarriiaamm123123 6 Jun 2021, 13:42
emiblack
Glamurka
და რატო დსვაწვინო ამ მუცელზე სწვალდებულოა?? სუარ მომწონს ეგ პოზა:დმუცელზე მაშინ წევს მე თუ მაწევს

Posted by: emiblack 6 Jun 2021, 13:57
mmaarriiaamm123123
მუცელზე როცა წევს იძულებულია თავის ზემოთ აწევა ისწავლოს და ყველა კუნთი უვარჯიშდება, განვითარებისთვის სჭირდება

Posted by: mmaarriiaamm123123 6 Jun 2021, 14:03
emiblack
დავაწვენ ხოლმე ისე თავს კარგად წევს და უჭირავს მაგრამ მაინც ვუჭერ რათქმაუნდა

Posted by: emiblack 6 Jun 2021, 17:26
mmaarriiaamm123123
ცოტაც და დაჭრაც არ დასჭირდება ))

Posted by: mmaarriiaamm123123 6 Jun 2021, 19:18
emiblack
დ ვიტამინს რომელს ასმევ

Posted by: emiblack 6 Jun 2021, 22:37
mmaarriiaamm123123
ვიტაფეროლს. ესპუმიზანს ვასმევ კიდე და გემო ისე მოსწონს ტუჩებს ილოკავს )) ვიტაფეროლზეც მერე იგივე გემოს ელოდებოდა და იმედი უცრუვდება )) რომ მოილოკავს ტუჩებს და ის გემო არაა წკმუტუნს იწყებს )))

Posted by: mmaarriiaamm123123 7 Jun 2021, 02:31
emiblack
ხო მეც მაგ ორს :დ და ამბოლოდროს ესპუმიზანის გემოზე დიდად აღარ ატკბარუბებს პირს :დდ

Posted by: nopiahopi 7 Jun 2021, 09:09
emiblack
აბა წარმატებები აცრაზე smile.gif

Posted by: Tsitsi.la 7 Jun 2021, 10:26
nopiahopi

აუ მაგან დამტანჯა , ამას წინათ შემთხვევით დამეძინა ლიფის გარეშე და მშვენივრად მეძინა რავიცი. ადრე გამომდიდოა რძე და ეხლა აღარ .

რძის რაოდენობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მთავარია არ დასველდე და დისკომფორტი არ შეგიწმნას.
* * *
emiblack

ესპუმიზანი ისე უყვარს ძუძუს ურჩევნია მგონია smile.gif))))

Posted by: emiblack 7 Jun 2021, 16:42
mmaarriiaamm123123
ჩემი სულ უფრო ეშხში შედის ))
Tsitsi.la
კი ესეც ფანატია)))
nopiahopi
ერთად ვცრით )) ხვალ მიმყავს მეც )) დედაჩემს კოვიდთან ქონდა 8 დღის წინ კონტაქტი და ხვალ იტესტება, თუ უარყოფითი იქნება მერე ავცრი ბავშვს, რო კოვიდს არ დაემთხვეს. ისე დედაჩემი აცრილია და იმედიანად ვარ, თავს ვიზღვევ მაინც

Posted by: nopiahopi 7 Jun 2021, 18:06
emiblack
მგონი მე გადავდევ აცრას. დღეს ნევროლოგთან მყავდა, ეხოც გადაუღო თავზე და 2 კვირით გადადება მირჩია. ხვალ უბრალოდ გეგმიურ ვიზიტზე მივიყვან, აწონ-გაზომავენ, ორთოპედმაც უნდა ნახოს და გულის ეხო.

Posted by: nino84 7 Jun 2021, 20:12
გოგოებო, თხლად გავიდა ბავშვი სამჯერ უკვე, ნეო პეკეს ელექტროლიტი დავალევინე ერთი პაკეტი, ისიც ბოლომდე არ დალია, ხილი დღეს აღარ მივეცი და რძის პროდუქტი. გამოცდილებმა იქნებ მირჩიოთ დიეტა განსაკუთრებული თუ ჭირდება, ან წამალი? ასაკი წლის და 3 თვის. პედიატრს რომ ვესაუბრე მარტო ნეოპეკი მითხრა და რძის პროდუქტის ამოღება დროებით

Posted by: takoo1 7 Jun 2021, 23:55
nino84
მოკლედ ყველაფერზე რძეს რატო ეცემიან ხოლმე:| ხო აჭმევდი აქამდე? მე საავადმყოფოში რომ მყავდა დიეტაზე დაგვსვეს მაგრამ ხაჭო არ აუკრძალავთ,რძე კი.
სამჯერ გასვლა არ არის საგანგაშო,ჩემი ორჯერ ყოველთვის შვება,სამჯერაც,თხელია ძალიან?და რატო აეშალა რამე ახალი აჭამე?იცის ხანდახან ეგრე,შეხედე აბა ხვალ როგორ იქნება ერთი დღის გამო ნუ დასვავ მკაცრ დიეტაზე,ხილი არ აჭამო და რძე.

Posted by: nino84 8 Jun 2021, 00:04
gogatakoo
ორი დღის წინ ვაჭამე ბალი და პომიდორი, ვფიქრობ ცოტა ბევრი ხო არ მოუვიდა, მაგრამ პრინციპში ორივე გასინჯული ჰქონდა და თამამად მივეცი, ახალი არაფერი მიმიცია. იმ დღესვე აეშალა კუჭი, მეორე დღეს უკეთ იყო თითქოს და დღეს დილას რძე რო დავალევინე ძროხის ისევ დაეწყო და შემდეგ ყოველი ჭამის შემდეგაც თხლად გავიდა. ნეოპეკე მქონდა და დავალევინე, ოღონდ ბოლომდე არ დალია, გემოზე არ მოეწონა. ხორცი, თევზი, ფაფა, თერმულად დამუშავებულ ბოსტნეულს ვაჭმევ. ხილი და რძე ამოვუგდე დროებით და მაწონზეც მითხრა თავი შეიკავეო, ხაჭო ცოტა მიეციო. თქვენ საავადმყოფოში რატომ მოხვდით?

Posted by: NatiaGull 8 Jun 2021, 00:32
nopiahopi
გეხვეწები, რატომ გააქანე ნევროლოგთან ან რატომ გადებინებს აცრას, მიზეზი . ? biggrin.gif

Posted by: nopiahopi 8 Jun 2021, 00:55
NatiaGull
QUOTE
გეხვეწები, რატომ გააქანე ნევროლოგთან ან რატომ გადებინებს აცრას, მიზეზი . ?


ჩემი ინიციატივით უბრალოდ მივიყვანე ახლობელთან და თვითონვე გადაუღო ეხო. ამას ჰიპოქსია ხომ ქონდა ისედაც 30 კვირიდან და ამ ქალმა არ იცოდა და ეხო რომ გადაუღო, ჰიპოქსია ხომ არ ქონია, რაღაც ნიშნები არის დარჩებილიო და სულ ოდნავ ადრე ხომ არ დაბადებულაო. ესენი უკუჩვენება არაა აცრის, მაგრამ 10-14 დღის მერე გირჩევ აცრასო. მომწიფება აკლიაო ოდნავო თუ უმწიფარიაო, ვეღარ დავიმახსოვრე biggrin.gif . ფოტოებიც გამომატანა ეხოსი, რაღაცეებია გაზომილი. მეთქი რამე საშიში ხომ არაათქო ან რამე წამალი-მკურნალობა და არაო. არაფერი წამალი არ ჭირდებაო (ზოგადად არ უყვარს ზედმეტი წამლები, ძაან უპრაგონოდ უნიშნავენ ჩვილებს დამამშვიდებლებსო ადრე მითხრა). უბრალოდ არ აჩქარდე და თუ გადადებ აცრას რამდენიმე დღით, უკეთესიაო. დღეს გახდა 2 თვის ზუსტად.
ხვალ მაინც მიმყავს პედიატრთან, აწონიან-გაზომავენ ამ ღაბაბიანს biggrin.gif
* * *
nino84
თუ მარტო 3 ჯერ იყო თხლად, არამგონია საშიში და წამლის ჩვენება იყოს. ხილმა იცის ხანდახან. არ აჭამო 2-3 დღე ხილი. წყალი ხომ არ შეგიცვლია რასაც სვამს? ხანდახან განსხვავებულმა წყალმაც იცის თავიდან.
* * *
პ.ს. აცრისთვის მინდოდა გამარგრილებელი პლასტირი და დღეს აფთიაქში ვეუბნები: ჩვილისთვის მინდა აცრის ნანემსარზე რომ გამომადგეს გამაგრილებელი პლასტირითქო. ახლავეო და გამოიღეს რაღაც და ატარაებენ სალაროში. რაღაც დიდი მომეჩვენა შეფუთვა და მეთქი ეგაა ნამდვილადთქო? კიო, ტკივილგანაყიჩებლის ეფექტით ხომ გინდათო? ჰოდა ამას გახურების ეფექტიაქვსო ამაყად მითხრა. მეთქი გახურება არა, გაგრილებაააა !! biggrin.gif

ამ დიალოგს შეესწო მეორე კონსულტანტი, გამოართვა ის შეფუთვა (მგონი წიწაკიანები რომაა, იმას მტენიდა biggrin.gif ), მოძებნა საბავშვო გამაგრილებელი და მომცა, ალბათ ეს გინდათი biggrin.gif მეთქი კიი, ეგ არის!

Posted by: mmaarriiaamm123123 8 Jun 2021, 02:11
nopiahopi
გოგო ნერვოლოგთან შენი ინიციატივით გყავდა?? პირველ აცრას უკეთებ ხოო?? და ზუსტად როდის გიწევდა ბავშვი 2თვის გამოდიოდა??

Posted by: nopiahopi 8 Jun 2021, 05:15
mmaarriiaamm123123
ზუსტად 2თვეზე მიმყავდა აცრაზე.
მე ორსულობის დროსაც ხომ მიჩვენებდა ეხო ჰიპოქსიას და სამშობიაროშიც რომ უღებენ ეხოს ახლადაბადებულს, იქაც მითხრეს და ახლაც მივიყვანე ბარემ. ანუ უკუჩვენება არააო აცრის, მაგრამ რამდენიმე დღით გადააცილე ზუსტად 2 თვესო.

Posted by: emiblack 8 Jun 2021, 16:10
მე დილით ავცერი გოგოებო, იტირ იქაც და ძუძუზეც კი უარი თქვა . მერე ჩაწყნარდა და პირველამდე ეძინა, გაიღვიძა ისტერიული ტირილით და კოშმარული 1 საათი გვქონდა ((( არც ჭამა და ტიროდა განწირული ხმით, მერე რო დაიღალა საწყლად წკმუტუნებდა და ცრემლები წამოუვიდა ((( ვიბურკოლი გავუკეთე, პლასტირი დავაკარი და ჩაწყნარდა და ჭამა, მაგრამ ცუდ ხასიათზეა , მეცოდება ძალიან

Posted by: nopiahopi 8 Jun 2021, 17:18
emiblack
ეგ რომ ძუძუს არ ჩაიდებს, როგორ ცუდად ყოფილა sad.gif არაუშავს, ნელ-ნელა მოვა ხასიათზე love.gif

მომდევნო აცრებზე აღარ ექნება რეაქცია, პირველივეზე აქვთ ხოლმე, თუ აქვთ.

მეც მყავდა დღეს, ოღონდ არ ამიცრია. კარგი ნამატი აქვსო, წონაც და სიგრძეც smile.gif ოცისთვის ავცრი მეც.

Posted by: emiblack 8 Jun 2021, 17:22
nopiahopi
მადლობა გამხნევებისთვის <3 ხო პირველად თქვა უარი (( ახლა კი ჭამა ისევ და არაუშავს .
კი ვნახე თქვენი ამბები, რა პრობლემაა ცოტა გადაწევაც , 4 დღით მეც გადაწეული გამომივიდა. 4შია დაბადებული და დღეს ავცერი

Posted by: takoo1 8 Jun 2021, 19:36
nino84
კიი ეგ იქნება,მერე რაა პირველად გასინჯვაზე არ არის,თუ ბევრი მოუვიდა აუშლიდა,თან ორივე ცოტა ისეთი საჭმელია,გაუღიზიანა შეიძლება და უკვე რძემაც აუშალა ამიტომ,არ ინერვიულო.
მაწონი რძე არ მისცე ცოტახანი,სუპი აჭამე ბრინჯიანი,ხორცი,ხაჭო.ბანანი შეგიძლია.
ამათი არ შეგეშინდეს.ენტეროჯერმინაც კარგია,ერთი ორი დღე დაალევინე ეგეც უცებ მოკეთდება.
ჩვენ რატომ მოვხვდით და სავარაუდოდ ნუტრილაკის მზა რძემ გვაწყინა.დავალევინე ღამე და მეორე დილით 8ჯერ გავიდა რამოდენიმე საათში თან.შემეშინდა და მე თვითონ გადავწყვიტე ეგრე ჯობდა სანამ გაუარესდებოდა მდგომარეობა.განსაკუთრებული არაფერი გადასხმას უკეთებდნენ მხოლოდ.ენტეროჯერმინა და ელექტროლიტები რო გამოგვწერეს მერე დავუწყე სახლში.იმის მერე რავიცი არაფერი საერთოდ.
* * *
emiblack
პირველ აცრებზე იცის ეგრე კი((ჩემიც ეგეე იყო ძუძუს ჭამის თავიც არ ქონდა.სიცხეც 38 მეტი ქონდა და ის დღე გავწვალდით ძალიან.არაუშავს ხვალ უკეთ იქნება არ შეგეშინდეს.თუ სიცხემ აუწია მიეცი წამალი ხვალ აღარ ექნება.
nopiahopi
გოგო ეგ ისედაც მასეა მემგონი,ყოველთვის მაცილებინებს მეც პედიატრი რამოდენიმე დღეს,ზუსტად იმ რიცხვში არასდროს ამიცრია.

Posted by: nopiahopi 8 Jun 2021, 22:34
gogatakoo
ხო,ნუ ეს მე მინდოდა პიონერივით ზუსტად აცრა და კი მირჩიეს გადაწევა biggrin.gif

Posted by: emiblack 9 Jun 2021, 07:35
gogatakoo
ძაან დიდი მადლობა , თაკო, დროული დახმარება იყო)) ჩემსასაც სიცხე ქონდა 38,4, წამალმა დაუწია 1 საათის მერე , ახლა აღარ აქვს , მეორე დღესაც იცის ? შემდეგ აცრებზეც იგივე ქონდა ლუკიანეს?
ეჰჰ მე ნემსის ჩხვლეტა მეგონა მთავარი სანერვიულო

Posted by: takoo1 9 Jun 2021, 11:54
emiblack
დღეს არამგონია რო ქონდეს,ლუკიანეს არ ქონია მეორე დღეს.გოგო შემდეგ აცრაზეც შეიძლება ქონდეს ტემპერატურა მაგაზე მაღალი არ ქონია 38მდე ქონდა თუ სწორად მახსოვს,არ შეგეშინდეს წამალს მისცემ და უცებ ჩამოუგდებს,მშვიდად იყავი ეგ ხო აცრის გამოა ეგ არაფერი.უმეტესობა ეგრეა.ჩვეულებრივი მომენტია ძაან,შეიძლება მადაც არ ქონდეს არც მაგის შეგეშინდეს.
უF ჩხვლეტა არ გამახსენო,ჩემი ქმარი შემყავდა ხოლმე მე ცუდად არ გავხდე თქო))) ერთი სიცოცხლე მაკლდებოდა ამას რო ნემსს არჭობდნენ აი გული მეპარებოდა სადღაცsmile.gif მიეჩვევი მერე ჯერ ვერაbiggrin.gif წელზე რო ავცერი ეხლა აღარ მინერვიულია ეგრე,სიცხეც არ ქონია ჩვეულებრივად იყო.

Posted by: Tsitsi.la 9 Jun 2021, 15:05
emiblack
ჩვენი პირბელი აცრა გამახსენდა ... ისე ჩაბჟირდა პირველად იტირა ცრემლებით. მომდევნო უფრო მარტივად გადალახა, ახლახ გვიწევს და იმედი მაქვს ძალიან არ იტირებს
* * *
*****

ვისაც ძიძა გყავთ, რა ვადაზე დატოვეთ მარტო ბავშვი ? და როგორ დავძლიო პარანოია, რომ რამეს ატკენს? sad.gif
უკვე ფსიქოლოგზეც ვფიქრობ, არ ვიცი მე ვუკვირდები ზედმეტად თუ დაბნეულია ეს ქალი. დღეს ბავშვი უნდა ამეყვანა და სანამ ხელში კარგად გადმომცემდა მანამდე გაუშვა ხელი, ნუ რომ არ მემარჯვა არც მინდა გავიფიქრო რა მოხდებოდა...

მოკლედ, სერიოზულად მიჭირს ბავშვის დატოვებაზე ფიქრი, არადა მალე სამსახურში გასვლა მიწევს. დეპრესია დამემართება მალე ამაზე ფიქრით. სახლშიც არავინ მყავს რომ თვალყური ადევნოს, ესაა ყველაზე ცუდი ... თქვენ როგორ უმკლავდებით ამ საკითხს?

Posted by: narkozeli 9 Jun 2021, 15:32
Tsitsi.la

1 კვირის ბავშვი დავუტოვე.

ორსულობიდანვე ვამზადებოდი ფსიქოლოგიურად, პირველ და მეორე დღეს ცოტა გამიჭირდა და მერე აღარ…

Posted by: takoo1 9 Jun 2021, 16:15
Tsitsi.la
მესმის შენი,აი იმდენი საშინელი ძიძა მხვდება ყველგან რო ვერასდროს ვერ ვანდობ უცხოს გამორიცხულია.შეხედავ მოგეწონება და ისეთ რაღაცას გააკეთებს თმები ყალყზე დაგიდგება.ეზოში რო ვასეირნებ ბავშვს ჩემთან სკვერში აუ ძიძები არიან მარტო მე ვარ მგონი დედა))) ხოდა აი ერთი ორი შეილება ჰა და ჰაა რაsmile.gif დალშე კატასტროფაა ისე ეჯიკავებიან ამ ბავშვებს მინდა ხოლმე რო ვიცნობდე იმათ მშობლებს რო ვუთხრა.
პირბადის გარეშე დაბოდიალობენ ერთმანეთს ეჭორავებიან,ეს ბავშვები დარბიან ბალახებში ზოგი ეცემა,ზოგს თავში ხვდება რაღაც:| მოკლედ არვიცი
გირჩევ სანდო მონახო ახლობელმა გირჩიოს ან არვიცი,კამერებს ხო აყენებენ სახლში?მე დავაყენებდი)))

Posted by: NatiaGull 9 Jun 2021, 17:08
Tsitsi.la
ძალიან ახლობლისგან და ძაალიან სანდო უნდა იყოს.
ეს ვერ დაგამშვიდებს, მაგრამ ვერ ვერ დავტოვებდი კამერების გარეშე.

ხელის გაშვებაზე ცუდად გავხდი რომ წარმოვიდგინე sad.gif

Posted by: narkozeli 9 Jun 2021, 20:01
მე ვარ კამერების წინააღმდეგი, საერთოდ არ მივაბარებ ისეთ ადამიანს ბავშვს, ვისაც 100% არ ვენდობი. კამერა ვისაც აქვს სადაქალოში ყველას ისტერიაში გადაუვიდა ვატყობ.
ძიძისთვისაც დამთრგუნველი მგონია
და ზოგადად ამ საყოველთაო კამერების ისტერიას არ მივესალმები, ბაღებშიც მათ შორის ლაივ კამერების მომხრე არ ვარ, არღვევს ბავშვების ფრაივისსაც ( რატო უნდა უყუროს ჩემს შვილს ვიღაც მშობელმა ნებისმიერ დროს)

Posted by: Nnia 9 Jun 2021, 20:56
narkozeli

ძიძა კიდე შეიძლება ისე აარჩიო ენდობოდე უკამეროდაც. მაგრამ აი ბაღში რა გითხრა. ყველა თავის შვილს აკვირდება მაგ კამერებში. ძალიან ბევრი ინციდენტი ხდება ბაღებში და უკამერობის გამო რეალურად ვერც იგებენ რა მოხდა.

Posted by: emiblack 9 Jun 2021, 21:08
gogatakoo
ძაან დიდი მადლიბა , თაკო <3 მართლ გმამხნევე <3 სიცხე დღეს არ ქონია, ნუ ერთხელ მაჩვენა 37,4 და დანარჩენი 37 ს ქვემოთ იყო ყველა, მაგრამ დიდად ვერაა მაინც ხასიათზე . ხვალ უკეთესის იმედი მაქვს ))
Tsitsi.la
მადლობა დიდი <3 გგულშემატკივრობთ აბა <3 იმედია შემდეგი ჩემსასაც გაუმარტივდება
ძიძასთან წარმატებები , მესმის რთულია, მაგრამ რაღაც ეტაპზე მაინც მოგიწევს და პირველი დღეები იქნება გადასალახი, მერე ემოციურადაც გაძლიერდები
* * *
narkozeli
ხო აი კამერებს მეც რაღაცნაირად ვუყურებ. მგონია რო თუ ნდობა არ აჩვენე ძიძას ისიც ვერ არის ლაღი და დახაბულია , როგორც არასასიამოვნო და დამძაბველ სამსახურში და მერე თბილიც ვერ იქნება ბავშვთან . რა ვიცი რთული კი არის ძალიან რომ ენდო ასე ადამიანს, მაგრამ თუ ვერ გადავლახავ მაშინ მირჩევნია რაღაც დროით მეტი დავრჩე დეკრეტში . ბაღებში არც ვიცოდი კამერები თუ იყო. რა ვიცი იდეააი ბაღის ბავშვიდან უკვე გაიგებ კიდეც როგორ ექცევიან

Posted by: Nnia 9 Jun 2021, 21:52
emiblack
წლიდან და 2 წლიდანაა ბაღები ვისაც მაგ ასაკში მიყავს ის ბავშვი ვერ მოუყვება მშობელს ვერაფერს. ნუ ზოგი ლაპარაკობს მაგ ასაკში თუმცა ყველა არა. ცოტა მოზრდილებს რაც შეეხება ყველა ბავშვი სახლში არ ყვება რაც გარეთ ხდება. შეიძლება მასწავლებლისგან არც არაფერი იყოს და მაგას ყველაზე ნაკლებად ვუშვებ, მაგრამ თვითონ ბავშვებს შორისაც ხდება რაღაცები, რასაც ხანდახან აღმზრდელები ვერ აფიქსირებენ. რავიცი ისეთები მაქვს ბაღებზე გაგონოლი. იმდენი ბავშვის ფსიქიკას ცვლიან ერთი დაუფიქრებელი საქციელით, რომელსაც ვერ გამოასწორებ იმიტომ რომ არ იცი რეალური მიზეზი. რავიცი აბა. როგორ უნდა ვენდო ვინმეს საერთოდ.

Posted by: Glamurka 9 Jun 2021, 23:38
საღამომშვიდობის გოგოებო. კარდიოლოგთან ვიზიტი რატომღაც გამომრჩა 2კვირაში ერთხელ მოდის და დამავიწყდა დღეს რო ვიკითხე კორონა ქონია და მოკლედ რამდენად მნიშვნელოვანია ვიზიტი და კარდიოგრამას უღებენ?

Posted by: narkozeli 10 Jun 2021, 00:02
Nnia

ლაივ კამერებს ვგულისხმობ თორე ისე კამერა და ჩანაწერი ბაღში უნდა არსებობდეს წესით კი, რო რამე, ჩანაწერის ამოღება რომ შეიძლებოდეს.

emiblack

გეთანხმები. ბაღს რაც შეეხება,მე პირადად საერთოდ არ მინდა ვიღაც უცხოს შეეძლოს ნებისმიერ მომენტში ჩემი შვილის დანახვა.
ძიძასთან ლაივ კამერებს რაც შეეხება, ჩვენი თავები რომ წარმოვიდგინოთ ძალიან არაკომფორტულია ყოველ წამს ვიღაც რომ შეიძლება გიყურებდეს, იძაბები და დაძაბულობაში გულწრფელობასაც ვეღარ ვხედავ მერე. თან თუ არ ვენდობი ადამიანს, იმასთან ბავშვის კამერების გარეთ გაყოლებაც (ეზოში, ისეთ ოთახში სადაც არაა კამერა) შემეშინდებოდა. ზოგადად ჩემს ძიძასთან ერთად გამოვზარდე ბავშვი და საკუთარი თავივით ვენდობი მართლა. ისედაც იმდენად ახლობელი და კარგი ადამიანია, ნეტა აქეთ არ დამიწუნოს და მე ამას ალბათ არასდროს გავუშვებ, მეორე ბავშვიც უნდა გამიზარდოთქო ვეუბნები))

Posted by: mmaarriiaamm123123 10 Jun 2021, 00:31
emiblack
nopiahopi
მე 16ში ვცრი და ძაან მეშინია ვნერვიულობ, სიცხეზე რა დაალევინე??
მეორე დღეს აღარ ქონია ხო?? და კიდე იცით რა მაინტერესებს ტემპერატურა ნორმა რააეის ბავშვის

Posted by: NatiaGull 10 Jun 2021, 00:41
narkozeli
გვანც, ვის ბავშვებზეც დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები, ისინიც რომ ენდობოდნენ იმ ძიძებს, მაგას რა ვუყოთ ? sad.gif
თორემ კამერების ქვეშ ყოფნა რომ სტრესია მაგაში გეთანხმები

Posted by: nopiahopi 10 Jun 2021, 00:59
mmaarriiaamm123123
პანადოლი ვიყიდე უკვე და ნუროფენსაც ვიყიდი მანამდე. პლასტირებიც მაქვს და უნდა წავიღო იქვე რომ დააკრან. ვიბურკოლის სანთელიც მახსოვს უფროსზე ვიყენებდი და მაგასაც ვიყიდი. ბოლომდე უნდა შევიარაღდე,რომ წამიც არ დავკარგო და ეგრევე დავეხმარო რაც შემიძლია.
თუმცა მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ ადვილად გადაიტანს smile.gif 22-ში ჩანიშნეს ამის აცრა.

Posted by: emiblack 10 Jun 2021, 05:42

Nnia
narkozeli
ბაღის არჩევის ნერვიულობა წინ გვაქვს მოკლედ )) ზოგადად ძაან რთულია ნდობასა და ეჭვებს შორის კარგი ბალანსის პოვნა, მაგრამ ისეც არ უნდა დაგვემართოს რომ აღარავის ვენდობოდეთ , მჯერა რა რო უამრავი კარგი ძიძა არსებობს ვინც ბავშვზე ზრუნვს , უყვარს და მაქსიმალურად უფრთხილდება. საუკეთესო სიტუაციაში სამსახური უნდა უწყობდეს ხელს მშობლებს, თითო-თითო წელი დეკრეტი უნდა მისცენ და კი მივა ბავშვი 2 წლამდე .
* * *
nopiahopi
როგორ გეტყობა რო გამოცდილი ხარ ))
mmaarriiaamm123123
როგორ იყო იცი მარიამ? მე ვიყიდე პლასტირებიც დასაკრავი და ვიბურკოლიც და პედიატრმა შეგიძლია ეგრევე დააკრა და სანთელიც გაუკეთოო და შეგიძლია ნახო ეგებ კარგად გადაიტანოს ისედაცო, მე ავდექი და ვაცადე ეგრევე არაფერი არ მივეცი, აცრიდან 2-3 საათში აკივლდა, ნანემსრები ეტკინა და ეგრევე გავუკეთე პლასტირებიც და ვიბურკოლიც, მერე 3 საათში აიწია ტემპერატურამ 37,8 მდე ( 38 მდე წამალი არ სჭირდებაო და ვაცადე), თავისით ჩამოვიდა ასე 1 საათში 37,2 მდე ( ძაან ხაირად გირჩევ ტემოერატურის კონტროლს), მერე კიდევ ერთ საათში და იყო 37,5 და ზუსტად 15 წუთში ეო გადავუკონტროლე უკვე 38,4 იყო , დავალევინე პანადოლი ( სიროფია და 2,5 გრ მივეცი), ძაან წუხდა უკვე, გავაძვრე და ბრეტელებიან ბოდეში დავტოვე რო შეგროლებულიყო და ნუ ნელ ნელა დაიწყო დაწევა და სადღაც 2 საათში დავიდა 37,2მდე. ღამე უნდა უთიოთ რო არ გამოგრჩეს სიცხე . მეორე დღეს მერყეობდა და ნუ მაქსიმუმ 37,5მდე ავიდა . ზოგადად პედიატრები თვლიან რო ფიზიოლოგიურია 37,2-37,3 ამ ასაკში, მაგრამ მე აცრამდე 2-3 დღით ადრე დავუწყე პერიოდულად გაზომვა და ჩემსას 36,7-36,6 ქონდა სულ , ინდივიდუალურია ეტყობა და ნახე შენც წინასწარ. მეორე დღესაც უხასიათოდ იყო და საღამოს ძაან იჭირვეულა და ნახევარი სანთელი ვიბურკოლის გაუკეთეო პედუატრმა, მაგრამ ეტყობა ეგეც აქვეითებს სიცხეს და ცოტას ვნანობ რონ გავუკეთე, ღამე 36მდე და 35,8მდე ჩამოვიდა და გულზე გადმოვიწვინე რომ. გამთბარიყო, მერე აიწია . არ შეგეშინდეს ჩემი მეგობრის შვილებმა უსიცხოდ გადაიტა ყველამ, დეიდაშვილ-მამიდაშვილებისებმაც , ანუ აუცილებელი არაა გაუჭირდეს, მაგრამ შეიარაღებულუ იყავი აუცილებლად და პლასტირები დააკარი წინასწარ.

Posted by: mmaarriiaamm123123 10 Jun 2021, 08:02
nopiahopi
emiblack
სად ვიყისო ეს პლასრირი რომელ აფთიაქში და რომელლია კაი?? რო აცრიან ეგრევე დავაკრა?? სიცხეს ტაკოთი უზომავთ მმაგდროს თი ისე???

Posted by: nopiahopi 10 Jun 2021, 08:54
mmaarriiaamm123123
ფარმადეპოში ვიყიდე, ისე ყველა აფთიაქშია, გამაგრილებელი პლასტირი, აცრის შემდგომითქო იკითხე. დაუკვირდი, ეგ რომ მოგცენ. მე გამახურებელს მაძლევდნენ შემთხვევით და კიდევ კარგი შევამჩნიე. გადამოწმებინე ყიდვამდე მაინც.
პლასტირის დაკვრას იქვე ვაპირებ, როგორც კი აცრიან. წამლების მიცემას სიტუაციიდან გამომდინარე ვგეგმავ.
უფროსს სიცხე არასდროს ქონია აცრებზე. მაგრამ პირველზე უსიცხოდ გამიხდა ცუდად, მთელი დღე ისე გაჰკიოდა და ტიროდა, 2 თვის ბავშვს ხმა ჩაეხლიჩა. მაგრამ არაევროპული იყო ის აცრა და იმას ვაბრალებ. მერე უკვე კერძო ფასიან აცრებს ვუკეთებდი, 150-200 ლარამდე ჯდებოდა თითო, სამაგიეროდ ევროპულები იყო და რეაქცია არ ქონია.
ახლა პოლიკლინიკებშიც ეგ კარგი ევროპული ვაქცინები აქვთ.
ახლა ვფიქრობ 22დან 18 ში ხომ არ გადმოვატანინო აცრა. მეორე აცრა მთლად ივლისის ბოლოს რომ არ მოუწიოს და ქალაქიდან გასვლაზე ხელი არ შემიშალოს..

Posted by: takotatuli1989 10 Jun 2021, 09:26
narkozeli
მოკლედ კამერებს რაც შეეხება. მე ვმუშაობდი სამსახურში სადაც ბოდიში და ლამის საჯდომზეც კამერა მიყურებდა მაგრამ ძაანაც კომფორტულად ვგრძნობდი თავს, იმიტომ რომ ვერავინ ვერაფერს დამაბრალებდა მაგ კამერების ჩანაწერების გამო/ნუ ისეთი სამსახური მქონდა სადაც ცალი ფეხი ციხეში გაქვს და ძიძობაც მასეა მე თუ მკითხავ. ფარულს არ ვემხრობი, მაგრამ ნათქვამი თუ გაქვს და დგას საჩვენებელ ადგილას პრობლემა არ უნდა იყოს, თან ტელეფონზე დარეკვაც არ გიწევს პირდაპირ კამერიდან დაელაპარაკები. რაც შეეხება ბავშვის პირად ცხოვრებას, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეიძლება შეიზღუდოს, ნუ ლაივი არაა აუცილებელი, მაგრამ რომ იყოს კარგი იქნებოდა საჭიროების შემთხვევაში ენახათ მშობლებს.

ჩემი დედამთილი ბაღის მასწავლებელია და ადრე იძახდა თუ არ ენდობი არ უნდა მიიყვანო მაშინ ბავშვი იმ ბაღშიო, მარა მერე რო გაიხედა გამოიხედა და უნამუსო მასწავლებლები ნახა, მშობლებს რო პირში უცინიან და მაგათ წინ ეხუტებიან და ეფერებიან ბავშვებს და ამ დროს კიდიათ სასწავლო პროცესისას მაგაზე მწარდებოდა ძალიან (განსაკუთრებით სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზეა საუბარი) და იძახდა დიახაც უნდა იყოს კამერებიო.

რაც შეეხება ძიძას, პირველ ბავშვზე ლამის გადავყევი მაგ თემაზე ნერვიულობას. 3 ძიძა მყავდა, კამერა არ მქონია მიტყდებოდა, პირველი ახლობელი ძიძა იყო, რომელიც დაბადებიდან მიცნობდა და აი ძაან ახლოს ვიყავით და კატასტროფა აღმოჩნდა, ბავშვი მანეჟში ყავდა გამომწყვდეული და სახლს მიუბორკებდა ყოველ დღე რო ჩემთვის ,,ესიამოვნებინა" 2 კვირაში გავუშვი. გაღიზიანებული მხვდებოდა ბავშვი. მეორე ძიძა იყო ჩემი ქმრის ბაღის მასწავლებელი, რომელიც თან ყვებოდა ბავშვს მარა პანიკაში ვარდებოდა თუ ბავშვი არ შეჭამდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა, მირეკავდა წამდაუწუმ, ანუ ჩვილთან ყოფნის გამოცდილება არ ქონდა. ბავშვი გაღიზიანებული არ მხვდებოდა საერთოდ. აი მაგალითად ისეთი პანიკა იყო ყავა დაუსხია და მძინარე ბავშვს შევხედეო და რო დავინახე ეღვიძა და ფეხზე იდგაო, ისე შემეშინდაო რო უყურადღებოდ დავტოვეო ჭიქა გამივარდა ხელიდან და დამემსხვრაო biggrin.gif ამ დროს სახლი იყო მოცუცქნული, ჰა ჰა 1 წუთის გაღვიძებული ყოფილიყო ბავშვი. (შორს ცხოვრობდა და თვითონ წავიდა საცობების გამო)

მესამე მყავდა აი ყოფილი თანამშრომლის დის ძიძა, ჩერეზ-ჩერეზ მეტი გზა რო არ მქონდა და ეგრევე რო დავუტოვე. მინუსი ქონდა ის რო ტელევიზორს აყურებინებდა 1 წლის ბავშვს მარა დანარჩენი მინუსი არ ქონია. არ მახსოვს გამოეტოვებინოს ბავშვის გასეირნება, ასწავლიდა ლექსებს. ათასნაირ ჯანსაღ საჭმელებს იგონებდა და უმზადებდა. ძაან სუფთა იყო და ეზოში ქვაზეც არ აკიდინებდა ბავშვს ხელს არათუ დამოუკიდებლად გაქცევის ან სადმე წასვლის საშუალება მიეცა (ნუ წლიდან 2 წლამდეა საუბარი). სიამოვნებას იღებდა ბავშვთან თამაშით და სულ კისკისი გამოდიოდა ჩვენი სახლიდან როგორც მეზობლები მეუბნებოდნენ. ეხლაც თუ ეცლება და ენდომება ტყუპებზეც მას დავიხმარ, თუმცა სხვას თუ მოვიყვან კამერას მაინც დავაყენებ, ,,გატეხვის" მომენტმა გადამიარა, ძალიან საჭიროა.

ხო კიდევ, ვაჟაზე, კვარტლებში კარგი საჯარო ბაღი ხომ არ იცით?

Posted by: mmaarriiaamm123123 10 Jun 2021, 10:26
nopiahopi
ხო ვიყიდი მაინც წამლებსაც ეგდოს რავიცი რახდება მაგსს დავაკრავ, გადმოსტანინე თუ შეიძლება მე უარი მითხრეს მაგალითად

Posted by: narkozeli 10 Jun 2021, 11:20
NatiaGull

მე პირადად იმდენი ხანი გავატარე პანდემიის გამო ამ ძიძასთან ერთად რამდენიმე თვე სახლში, შემიძლია ვთქვა რომ ამანაც გამომიმუშავა მის მიმართ უზარმაზარი ნდობა. პლიუს ჩემი უახლოესი ადამიანების 2 ბავშვი ყავს გაზრდილი და ვისგანაც მივიღე მასზე რეკომენდაცია იმათაც 100% ვენდობი. ზოგადად ეჭვი რომ შემპარვოდა, სხვას მოვძებნიდი

emiblack
QUOTE
ჯერა რა რო უამრავი კარგი ძიძა არსებობს ვინც ბავშვზე ზრუნვს , უყვარს და მაქსიმალურად უფრთხილდება. საუკეთესო სიტუაციაში სამსახური უნდა უწყობდეს ხელს მშობლებს, თითო-თითო წელი დეკრეტი უნდა მისცენ და კი მივა ბავშვი 2 წლამდე .


+100000000000


მე ბაღი შევურჩიე უკვე :დ იქით სექტემბერს მიყავს


takotatuli1989

ჩემს სამსახურშიც კამერებია მარა სამსახური/ოფისი და სახლში ყოფნა, სახლში სადაც სხვანაირი სიმყუდროვეა მაინც განსხვავდება ჩემი აზრით.

ცოტა ხელოვნურად იქცევიან ჩემთვის კამერის წინ.. ნუ ისე ვენდობი ჩემს ძიძას,როგორც საკუთარ დედას, ალბათ ამიტომ არ მაქვს ჩართული თორე რეალურად კამერაც მაქვს სახლში (ძველი დაყენებული გვაქვს, დაცვის პოლიციის გამო), და შემიძლია რეალურად ჩავრთო და ლაივ რეჟიმში ვუყურო, მაგრამ არ მჭირდება რავი, ვერ ვხედავ ამ ეტაპზე აუცილებლობას. ერთადერთი ვიდეოძიძა არ მაქვს, რადიოძიძა მაქვს და მაგას ვიყენებ ხოლმე როცა სახლში ვარ.
"გატყდომის" მომენტი არ მქონია მე საერთოდ, თავიდანვე ვუთხარი რომ კამერები მქონდა და არ ჰქონია პრობლემა, მე არ ჩავრთე უბრალოდ.

Posted by: Tsitsi.la 10 Jun 2021, 11:23
narkozeli
აუ ყოჩაღ , შენს ნერვებს! მე როდის შევძლებ ნეტა
* * *
gogatakoo
კი კამერები მინდა დავაყენო აუცილებლად, ოღონდ ისე რომ არ იცოდეს, თუ ეცოდინება ასე მგონია ,,ითამაშებს” ხაირად . ნუ თავიდან არ ვეტყვი დავაკვირდები.
* * *
NatiaGull
narkozeli
Nnia
აუ რავიცი მე ვფიქრობ ახლობლისგანაც რომ აიყვანო 100% მაინც ვერავის ენდობი. ზოგჯერ ჩემ თავს ვერ ვენდობი ბოლომდე ბავშვთან მიმართებაში.
თან საახლობლოში მყავს ეგეთი მაგალითებიც , ლამის ოჯახის წევრი რო აიყვანეს და ისეთები გადახდათ.
პიროვნულად არ მაქვს პრობლემა ამ ქალთან, ძალიან თბილია, ბავშვიც მიეჩვია , უბრალოდ დაბნეულია . ამას რომ ვუთხრა კამერები დაგცქერის თავზე თქო უარესად დაიბნევა, არადა მაგის გარეშეც რთულია გაიგო რას აკეთებეს სახლში და როგორ ექცევა შენ შვილს . დროებით მაინც სანამ
ნდობას მოიპოვებს და მერე ალბათ აღარც დამჭირდება...

ეს ყოფილა ურთულესი საკითხი.
* * *
takotatuli1989
ზუსტად მაგას ვამბობდი, არ აქვს მნიშვნელობა როგორი რეკომენდაციით და როგორ ახლობელს აიყვან, გამართლებაა მაინც.
* * *
***

საერთო ჯამშო ყველაზე კარგი ვარიანტია რომ ვინმე იყოს სახლში ძიძასთან ერთად, მაგალითად ბებია, მაგრამ ვინც მარტო ცხოვრობს ძალიან ძნელია. სულ იმაზე ფიქრობ რომ გახვალ გარეთ რას აკეთებს როგორ ექცევა.
არადა არ მინდა ცუდზე ფიქრი, მსოფლიოს 99% ბავშვების ასე იზრდება და ყველაფერი შემთხვევაა , მასე შეიძლება მშობელსაც დაუზიანდეს ბავშვი, მაგრამ ჩვილ ბავშვს რომ ხელში მაწვდი და სხვაგან გაიხედები და ხელს გაუშვებ, ეს არ ვიცი რაში წერია.

კიდე მინდა მივცე შანსი, ადამიანები ვართ და არ მინდა ადე ხელისმოსმით გავუშვა, თვის ბოლომდე კიდე შევხედავ.

Posted by: Nnia 10 Jun 2021, 12:19
Tsitsi.la
მგონი რომც შეხედო ეგ ერთი ინციდენტი სულ გემახსოვრება.
* * *
დღეს მიმყავს წლინახევრის აცრაზე და თუ იცით სად კეთდება. ანუ მხარზე ფეხზე?

Posted by: narkozeli 10 Jun 2021, 12:48
Nnia

უმრავლესობას მხარზე უკეთებენ და ჩემსას რატომღაც ფეხზე გაუკეთეს 2 თვის წინ, მარჯანიშვილის პოლიკლინიკაში.

Posted by: nopiahopi 10 Jun 2021, 13:17
Tsitsi.la
QUOTE
კამერები მინდა დავაყენო აუცილებლად, ოღონდ ისე რომ არ იცოდეს,

როგორც ვიცი, მაგის უფლება არავის აქვს, კამერა დაუყენო და არ უთხრა. კამერის მდებარეობას ნუ ეტყვი, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეს რომ არის.

mmaarriiaamm123123
ამას 8-ში უწევდა და ისედაც გადადება გამოსდის და როცა გინდა გაუკეთეო.



takotatuli1989
QUOTE
ვაჟაზე, კვარტლებში კარგი საჯარო ბაღი ხომ არ იცით?

კომაროვის სკოლის წინ (გელოვანის ბაღთან) არის საჯარო ბაღი 'ჭიამაია'. ნორმალური ბაღია. ნუ ნებისმიერ ბაღში მთავარია მასწავლებელში გაგიმართლოს smile.gif

Posted by: Nnia 10 Jun 2021, 14:18
narkozeli

აი გავუკეთე ეხლა და ამასაც ბარძაყზე გაუკეთეს. წლის აცრაზე ატკიოდა ფეხი და იმედია ეხლაც არ ეტკინება. ვაჩემ როგორ გადაიტანა?

Posted by: narkozeli 10 Jun 2021, 14:51
Nnia

ნანემსარი გაუმაგრდა და იოდის კლეტკას ვუკეთებდი, სადღაც 1 კვირა ქონდა გამაგრებულივით, თუმცა ფეხზე არ აწუხებდა ნამდვილად.
არც სიცხე მიუცია და სხვა მხრივ არანაირი რეაქცია მარა ჩამაგრებით პირველად ჩაუმაგრდა ნანემსარი

Posted by: Nnia 10 Jun 2021, 15:24
narkozeli

ჰო სტკივა უკვე ამას ფეხი. იმედია არ გაუმაგრდება. მადლობა.

Posted by: Tsitsi.la 10 Jun 2021, 16:32
nopiahopi
ხო ეგ ვიცი, მაგრამ მეორე მხრივ თუ ეტყვი აზრი აღარ აქვს, ცუდი რომც იყოს კამერებთან ითამაშებს ..

Posted by: nopiahopi 10 Jun 2021, 23:57
Tsitsi.la
მთავარია არაფერი დააშავოს და ითამაშოს რა, ხომ კარგ ძიძას ითამაშებს biggrin.gif

Posted by: ნაჭუჭა 11 Jun 2021, 01:32
აუ გოგოებო ეხლა შემოვედი ისეთი გულგატეხილი და ნერვებ მოშლილი ძიძაზე საწუწუნოდ და გულის მოსაოხებლად და თქვენც მაგაზე საუბრობდით თურმე cry.gif
* * *
აი არაფერი არ უნდა გაუტარო თურმე და არ უნდა დახუჭო თვალი, რამდენი ხანია ძველი ძიძის გაშვებას ვაპირებდი და ხან სამსახურმა ზსემიშალა ხელი ხან რამ და ხან რამ, ამასობაში ამ ქალმა ჩემი მოთმინების ფიალა ამოწურა საბოლოოდ. განა რამეს უშავებდა ბავშვს , პირიქით გიჟდება ისე უყვარს მაგრამ ზააარმაააციიი, წლის და ორი თვისაა ბავშვი და ვერ გავაგებინე რომ მარტო მოფერება აღარ ყოფნის, არაფერი არ უსწავლებია საერთოდ, ერთი სული აქვს ტელეფონში ჩაძვრეს,ან ფანჯარაში დააყენებდა და აყურებინებდა საათობით, მტვრიანი სათამაშოებით ათამაშებდა თუ შენიშვნას არ მივცემდი, ეზოდანაც ძალიან მალე ამოყავდა არ მიჩერდებაო არადა მე რომ მიმყავს სულ ძალით ამომყავს ხოლმე, მოკლედ საბოლოოდ გავუშვი რამდენიმე დღეა და ისეთი გამლანძღა გამათახსირა, არადა იმდენი პატივი მაქვს ნაცემი ოჯახის წევრივით მყავდა, ძალიან დაგრუზული ვარ cry.gif ნერვები მეშლება აქამდე რატო არ გავუშვი, თავხედი ქალი იყო ძალიან მაგრამ რადგან ბავშვს უყვარდა და მიჩვეული იყო ვიტანდი მის სიზარმაცეს და უსაქციელობას, მაგრამ არ გაიმეოროთ ჩემი შეცდომა გოგოებო, მხოლოდ ერთი შანსი მიეცით და თუ არ მიიღო ვსიო დაამთავრეთ მასთან ურთიერთობა, არ ღირს არავის გამო ნერვების მოშლა, უკეთესზე უკეთესი მოინახება აუცილებლად
* * *
ეხლა ახლობლის რეკომენდაციით ავიყვანე ახალი, ბაღშიც არის ნამუშევარი სადაც ჩემი შუათანა ბიჭი დადიოდა, ძალიან აქეს და უფროსი ბიჭის კლასელის ოჯახში მუშაობდა ორი წელი ძიძად, იმ ოჯახიდანაც ძალიან კარგად დამიხასიათეს, დიდი იმედებით ვარ მოკლედ, ისედაც ეტყობა ძალიან თბილი და სამსახურზე და ბავშვზე ორიენტირებული ქალბატონია, სულ დაუკრიალა სათამაშოები და ყველანაირი ბავშვის აქსესუარი, ეთამაშა მთელი დღე, მოკლედ კარგად ჩაიარა პირველმა დღემ და იმედი მომეცა user.gif
* * *
კამერებს რაც შეეხება მიყენია, ძიძამ იცის რა თქმა უნდა, თან ისეთ ადგილებზე აყენია მაინც დაინახავს, ჩემთვის ძალიან კომფორტულია, განა მარტო ძიძის გამო, არამედ სამსახურში როცა მცალია ბავშვსაც ვადევნებ თვალს, რას აკეთებს როგორ ერთობა, როგორ ჭამს და ასე შემდეგ, ხან დღე ისე გავა საერთოდ ვერ ჩავრთავ ხოლმე მაგრამ უმაგისოდ ვერ დავტოვებ ბავშვს ნამდვილად, მაინც იმედია რომ შემიძლია კონტროლი, მარტო საძინებელში არ მიყენია , დანარჩენ ოთახებს ყველას ვხედავ თუ მოვინდომებ. ვერც იმას ვიტყვი რომ ძიძები იძაბებიან მაგის გამო, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია უკვე კამერები, არანაირი პრობლემა არ ქონია არცერთს. მე ვფიქრობ აუცილებელია კამერა, დღეს არავინაა სანდო, ძალიან ახლობელიც კი, არაა აუცილებელი რამე დაუშავოს ბავშვს, სხვა ბევრი რამეა გასაკონტროლებელი როცა ძიძასთან ერთად არავინაა უფროსი სახლში და მთელი დღე მარტოა ბავშვთან

Posted by: takotatuli1989 11 Jun 2021, 09:21
გაჭედა ბაღების გაერთიანების საიტმა sad.gif

Posted by: makarena 11 Jun 2021, 09:46
takotatuli1989
QUOTE
ძაან სუფთა იყო და ეზოში ქვაზეც არ აკიდინებდა ბავშვს ხელს არათუ დამოუკიდებლად გაქცევის ან სადმე წასვლის საშუალება მიეცა (ნუ წლიდან 2 წლამდეა საუბარი)

მე ეს კარგი სულაც არ მგონია. ყველას თავისი შეხედულება აქვს ნამდვილად, მაგრამ ზუსტად ფეხის ადგმა რო ისწავლა ბავშვმა და გარემოს გაცნობა უნდა, ის ქვიშაშიც უნდა თამაშობდეს, მიწაშიც, კენჭებითაც და გირჩებითაც.

რა თქმა უნდა 1 წამით არ დამიშლია და ძიძაც გავაფრთხილე რომ უფლება მიეცა ეზოში ეთამაშა ბუნებაში რაც მოიპოვება იმით. მარტო ვუყურებთ რომ პირში არ ჩაიდოს ის ხელი და ნაგავი არ აიღოს.


Posted by: takotatuli1989 11 Jun 2021, 09:52
makarena
მეც არ მიმაჩნია სწორად და მე მსგავსი გართობის უფლებას ყოველთვის ვაძლევდი ბავშვს და სახლშიც უამრავი განსავითარებელი ნივთი მაქვს დღემდე. უბრალოდ ძიძას როცა გაყავდა ვერ იღებდა პასუხისმგებლობას მაგაზე, ეშინოდა ბავშვი არ მოწამლულიყო. რასაც ეხლა ვხედავ ეზოში მიყრილ ბავშვებს და ტელეფონზე ჩამოკიდებულ ძიძებს მაგას ასჯერ მირჩევნია მაინც. სულ ძიძასთან ხომ არ არის ბავშვი თან.

Posted by: makarena 11 Jun 2021, 09:57
takotatuli1989
სულ თავზე ვადგავართ, აი სულ. რადგან არაა სანდო და ნებისმიერი რამ შეიძლება პირში ჩაიდოს ეზოში. არც ძიძა არ ჯდება და არც მე. ბევჯერ ყოფილა წამით გამიხედია და კენჭები ჩაუტენია პირში, მაგრამ ჯანმრთელია რავიცი. მეც რო მახსენდება რეებს ვიტენიდი ეზოში givi.gif

ასე სტერილურად ამ საკითხს არ ვუყურებ რა. მთავარია პირში არ წაიღოს და ითამაშოს არ ვუშლი.


Posted by: takotatuli1989 11 Jun 2021, 10:09
makarena
ხო მთავარია რაიმე საშიში არ ჩაყლაპოს ან არ ჩაიდოს პირში. მე მახსოვს ჩამოსხმული კალა გადამეყლაპა, თან არც ისე პატარას, 5 წლის ვიყავი და მშვიდობით ჩაიარა საბედნიეროდ ყველაფერმა.

Posted by: ნაჭუჭა 11 Jun 2021, 10:22
QUOTE (makarena @ 11 Jun 2021, 09:46 )
takotatuli1989
QUOTE
ძაან სუფთა იყო და ეზოში ქვაზეც არ აკიდინებდა ბავშვს ხელს არათუ დამოუკიდებლად გაქცევის ან სადმე წასვლის საშუალება მიეცა (ნუ წლიდან 2 წლამდეა საუბარი)

მე ეს კარგი სულაც არ მგონია. ყველას თავისი შეხედულება აქვს ნამდვილად, მაგრამ ზუსტად ფეხის ადგმა რო ისწავლა ბავშვმა და გარემოს გაცნობა უნდა, ის ქვიშაშიც უნდა თამაშობდეს, მიწაშიც, კენჭებითაც და გირჩებითაც.

რა თქმა უნდა 1 წამით არ დამიშლია და ძიძაც გავაფრთხილე რომ უფლება მიეცა ეზოში ეთამაშა ბუნებაში რაც მოიპოვება იმით. მარტო ვუყურებთ რომ პირში არ ჩაიდოს ის ხელი და ნაგავი არ აიღოს.

ყველაფერზე ვაკიდინებთ ჩვენც ხელს, შედარებით სუფთა ადგილს შევარჩევთ ხოლმე და მთავარია პირში არ გაიქანსი, თავზე ვადგავართ და მაინც ასწრებს ელვის სისწრაფით gigi.gif

Posted by: narkozeli 11 Jun 2021, 11:51
ნაჭუჭა

უნდა გაგეშვა აუცილებლად...მაგ ასაკში ზარმაცი ძიძა არის ბავშვისთვის დამღუპველი.

makarena
QUOTE
ასე სტერილურად ამ საკითხს არ ვუყურებ რა. მთავარია პირში არ წაიღოს და ითამაშოს არ ვუშლი.


მე ზოგიერთისთვის დედა კიარა გიჟი ვარ, ჩემი შვილი სულ ქვიშაში, ტალახებში, მიწებში და უბედურებებშია კი იცი მარა რავი ჯანმრთელია ხო ფაქტია :დ
* * *
ეს ამ წყალში რო დააბოტებდა, იქით ხალხი ყვიროდა ამის დედას თავში ჭკუა არააქვსო biggrin.gif

user posted image

თებერვალი თუ მარტი იყო თან


ეს გუშინ კოჯრის ქვიშებში რო ამოიგლაგნა

user posted image

Posted by: inano21 11 Jun 2021, 12:19
გოგოებო გამარჯობა, მაინტერესებს ვინმეს თუ გაქვთ მსგავსი გამოცდილება ან გაგიგიათ, 23კვირის ორსული ვარ გადავიღე ეხო დამაქვს სურათში მითითებული პასუხები,ექიმთან სამშაბათამდე ვერ მივდივარ, ნაყოფის თავის ბიპარიეტული ზომა ნორმებს რომ შევადარე ჩამორჩება, უნდა მქონდეს სანერვიულო თუ შეიძლება ნორმის ფარგლებს დაეწიოს შემდგომში?user posted image

Posted by: makarena 11 Jun 2021, 12:38
narkozeli
მეც ეზოში მაქსიმალურად ბუნებასთან სიახლოვის მომხრევა კი იცი და აბა ეზოში რა უნდა აკეთოს ბავშვმა? იდგეს ატუზული? სირბილის უფლებაც რო არ მისცე ხო წარმოგიდგენია givi.gif მაშინ აზრი რა აქვს ეზოში ყოფნის? იმ ასაკის ხო არაა ეტლში როცა გყავს ჩაკოსებული და ვერ მოძრაობს. უნდა გაიქცეს კიდეც, უნდა წაიქცეს კიდეც, უნდა ტალახშიც ითამაშოს კიდეც და რავიცი, როგორც ჩვეულებრივი ბავშვი ისე უნდა იყოს, უბრალოდ მაქსიმალურად ვუყურებთ და სიახლოვეს ვართ, სანამ ჭკუა მოემატება, რომ რამე საშიში არ ჩაიდოს პირში. ჯერ-ჯერობით არც ჩვენ აგვიკიდებია ამით რამე.

წლის და 10 თვისაა და იმედია მალე იმასაც მიხვდება რომ კენჭები პირში არ ჩაიდოს. givi.gif

Posted by: mmaarriiaamm123123 11 Jun 2021, 13:46
inano21
სად შეადარე? ეხო დაგიწერდა რსმე საშიში როიყოს

Posted by: inano21 11 Jun 2021, 14:14
QUOTE (mmaarriiaamm123123 @ 11 Jun 2021, 13:46 )
inano21
სად შეადარე? ეხო დაგიწერდა რსმე საშიში როიყოს

[]ამ ცხრილს შევადარე, თავის ფორმაზე დიდხანს გაჩერდა და ზომას იღებდა და თან მკითხა ჩემთან ბოლოს როდის იყავიო? რომ ვკითხე რამე ხომ არ არის თქო არა არაფერიო, მაგრამ დავინახე სურათები ამობეჭდა (თავის) რომლებიც მე არ გამომატანა. ექიმთან სამშაბათს მივდივარ(ორივე ერთ კლინიკაშია) და ამ პასუხებს(ალბათ იმ სურათებით) გადასცემს ექიმს. თავის სტრუქტურები ნორმაშია უბრალოდ ფორმა ნორმებში თუ არ ჩაჯდა და ჩამორჩენა ჰქონდა მეშინია ტვინზე არ იმოქმედოს.

Posted by: mmaarriiaamm123123 11 Jun 2021, 18:29
inano21
რამე რო ყოფილიყო დამალვის უფლება არ აქვს ამიტომ ნუ ღელავ ❤️

Posted by: NatiaGull 12 Jun 2021, 14:54
narkozeli

გეთანხმები გვანც სრულიად. მეც მომხრე ვარ ნაკლებსტერილურობის.
ახლა 6 თვიდან უნასკოდ მყავს სახლში, ახლა ხოხავს და ბებიამისი სულ თავზე ადგას, ვაიმე არ წაიქცეს ვაიმე ფეხის კანი გაუუხეშდა, ვაიმე მუხლები გაუუხეშდა. მეთქი ოოოკ biggrin.gif
ეზოშიც როცა თვითონ ირბენს, არ დავუშლი ძრომიალს. მთავარია ნაგვით არ გაიტენოს პირი.
და თავში ჭკუა იმათ არ აქვთ, ვისაც გაშეშებული დაყავს ბავშვი და ხელს არ უშვებს biggrin.gif ბუნებასთან შეხება, თუნდაც ტალახში გატოპვა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, ჯერ მარტო რა ემოციებში არიან ხოლმე biggrin.gif ისე უხარიათ

Posted by: anibani18 13 Jun 2021, 10:50
გოგონებოო, როგორ ხართ?
ისევ ჩემი კვებით მოვედი, შეგაღონეთ მგონი უკვე smile.gif
ძალიან განცდებშ ვარ და იქნებ თქვენმა პასუხმა ცოტა დამაყენოს სწორ გზაზე სანამ ექიმთან მივალ ერთ კვირაში.
მოკლედ ჩემმა პედიატრმა გვითხრა სამი მყარი კვება. მეგონა გამიჭირდებოდა მესამე კვების დამატება, მაგრამ ჩემმა გოგომ მარტივად დაამატა მესამე კვება და ახლა უკვე უპრობლემოდ ვიღებთ საკვებს. მაგრამ ფორმულის ოდენობა შეამცირა, დაახლოებით 450 მლ-ს სვამს დღე-ღამის განმავლობაში. ამ ყველაფრის ფონზე, სამ მყარ კვებას ვგულისხმობ, ვერ ვხვდები ფორმულა როგორ რჩება ძირითადი საკვები წლამდე.
დილას ადრე ვიღვიძებთ ჩვენ, რძეს არ ააკრებს დილაობით პირს და ვაძლევ ფაფას, სემპერს ან ჰიპს ქლიავის ჩირის ხილფაფასთან ერთდა რადგან შეკრულობა გვაწუხებს.
მერე 11:30 საათზე ჭამს სადილს, ბოსტნეულს ხორცით ან თევზით ან პარკოსნებს.
შემდეგ ვაძლევ ცოტა იოგურტს ცოტაოდენი ხილით და იძინებს. სძინავს დაახლოებით 2 საათი, როცა იღვიძებს, დაახლოებით 4 საათზე ვაძლევ ან ფაფას, ან რამე სახის პიურეს (კარტოფილის მაგალითად ყველით), ან პასტას ან ხაჭოს ან რამე მსგავსს.
მერე გავდივართ გარეთ, შინ დაბრუნების შემდეგ ვბანაობთ და 19:30 საათზე, ძილის წინ სვამს 210-240 მლ რძეს და იძნებს რვა საათზე. ღამით ორჯერ იღვიძებდა ახლა ერთხელ იღვიძებს, სვამს ისევ ამდენივე რძეს და სძინავს დილამდე.
ასე მგონია ვაშავებ რამეს და საკმარის ფრმულას არ ვაძლევ, მაგრამ არ ჭამს მეტს და ეს საკმარისია? რა გავკეთო მირჩიეთ რა <3

Posted by: Glamurka 14 Jun 2021, 13:05
გამარჯობათ გოგოებო კორონამ თავის ტკივილი იცის?

Posted by: narkozeli 14 Jun 2021, 13:40
NatiaGull

მასე ვითარდებიან ესენი love.gif

anibani18

როგორც რცხილაძე ამბობს სულაც არ არის ფორმულა მასეთი აუცილებელი, ზოგიერთი ლამის 6-7 თვიდან არ აკარებს ფორმულას პირს და ძალიან დაამშვიდა ირაკლიმ, მაგ ცილებს მყარი საკვებიდან მიიღებსო.
* * *
Glamurka

თავი არ მტკიებია არცერთხელ, პირველ და მეორე დღეს ძვლები და კუნთები მტკიოდა, ბევრს რო ივარჯიშებ და გტკივა, დაახლოებით მასე.

Posted by: nino84 14 Jun 2021, 14:49
გოგოებო, სანამ ექიმთან გავივლი კონსულტაციას თქვენი გამოცდილებაც მაინტერესებს ,რამდენჯერმე გაუმეორდა უკვე ჩემ გოგოს ისტერიკის მსგავსი ეპიზოდები, ყვირის, იკლაკნება და ვერაფრით ვამშვიდებ. გუშინ ქონდა და ფიზიკურ დაღლას დავაბრალე აღგზნებული იყოთქო საღამოს არბენინა და ეთამაშა მამამისმა და ძილის წინ დაეწყო, დღეს სრულად უმიზეზოდ უცებ ჩავარდა ისევ ისტერიკაში. ანუ არ ტირის ამ დროს, უბრალოდ ყვირის და თავს იქნევს და ფეხებს უაზროდ. ასაკი 1.3 თვის

Posted by: Glamurka 14 Jun 2021, 15:56
narkozeli
მადლობა გვანც ❤ გადავჩი ავიღე ტესტი და უარყოფითია. შეხება გვქონდა ახლობელთან რომელიც დაინფიცირებული იყო მე და ჩემს გოგოს

Posted by: narkozeli 14 Jun 2021, 16:32
nino84

ასაკობრივია და არ არის საშიში, ძალიან დაგეხმარება ნატა მეფარიშვილის ვიდეობი ან თუ არ იქნება ეფექტური მერე კონსულტაცია.
დაახლოებით მაგ ასაკიდან იწყება ტანტრუმები და ნახე ტანტრუმის მართვაზე ინფოები, არაფერია საშიში, მთავარია იცოდე სწორად მართვა და გადაუვლის :*


Glamurka

ძალიან კარგი ♡

Posted by: nino84 14 Jun 2021, 16:46
narkozeli
მადლობა, გვანც, აუცილებლად გავეცნობი ❤️ ვაჩესაც ჰქონდა?

Posted by: NatiaGull 14 Jun 2021, 16:53
anibani18
anibani18
ან, რძის მერე რომ შესთავაზო ხოლმე კვება და არა მოშიებულზე .? ანუ ფორმულა მისცე და მერე 1 საათში მყარი საკვები.
ნუ ისიც არ მგონია ტრაგედია, თუ რძეს ნაკლებად სვამს მაგრამ რადგან დარდობ, ამიტომ გირჩიე.

Glamurka
გილოცავ biggrin.gif
როგორ გყავს პრინცესა

Posted by: narkozeli 14 Jun 2021, 17:12
nino84

მცდელობები ქონდა და ეგრევე ჩავრთე ფსიქოლოგის რჩევები და ისეთი ეფექტური აღმოჩნდა მეც შოკში ჩავვარდი )) დაქალებსაც გავუზიარე და ყველას გამოადგა.

Posted by: Karavadjo 14 Jun 2021, 17:14
გამარჯობათ. ვინმეს იქნებ გქონდეთ მორჩენილი, ყურის ანთების ანტიბიოტიკია ბიმაქსი, 1 ცალი ტაბლეტი მინდა

Posted by: ნაჭუჭა 14 Jun 2021, 17:15
QUOTE (Glamurka @ 14 Jun 2021, 13:05 )
გამარჯობათ გოგოებო კორონამ თავის ტკივილი იცის?

კი საშინელი თავის ტკივილები მქონდა , კოვიდი გაქვს?
* * *
Glamurka
უი ეხლა ვნახე უარყოფითიაო, მაინც ფრთხილად იყავით, ზოგჯერ სწრაფი არ აჩვენებს თავიდან და რამდენიმე დღე მოუფრთხილდით

Posted by: Karavadjo 14 Jun 2021, 17:43
narkozeli
სხვა რამეზე დავპოსტე მაგრამ ზემოთაც წავიკითხე, რჩევები მეც რომ გამიზიაროთ თუ არ დამზარდებით. ჩემ ბიჭსაც ვაჩე ჰქვია 3.4 წლის, გაღიზიანებას სულ დარტყმით გამოხატავს, არც რეალურად და არც ეკრანზე, მსგავსი სურათი არ ჰქონია, მაგრამ სულ თავისთავზეც კი რო გაღიზიანდეს (რამე თუ არ გამოსდის თამაშისას) მაშინაც კი გაბრაზებულმა უნდა ჩაგარტყას, საუბარია ოჯახის წევრზე, თორე სხვა ბავშვებზე ან გარეთ არ იცის, მარტო ვინც შინაური ჰყავს. ხან იგნორი ვცადეთ ხან გავუბრაზდით, ხან გავებუტეთ, არ ჭრის არცერთი

Posted by: anibani18 14 Jun 2021, 20:13
narkozeli
მართლა, გვანცა? <3 ცოტა ამოვისუნთქე. წინაზე რომ ვიყავით პედიატრთან, 650 მლ-მდე სვამდა რძეს და არაფერი უთქვამს, საკმარისი არისო. მაგრამ მაშინ მყარ საკვებსაც დიდი ვაი-ვაგლახით ვღებულობდით. ახლა გამოსწორდა მყარი საკვების საქმე, მაგრამ რძე შემცირდა საგრძნობლად. ღამის კვებაც ერთი დატოვა მხოლოდ. ერთი სული მაქვს მივიდე და ვკითხო ყველაფერი დაწვრილებით.
აი, მე რაც დავწერე ჭამის რეჟიმი, ნორმალურია შენი გამოცდილებით თუ გადაჭარბებული? საკვების რაოდენობა 100-150 გრამის ხოლმე.
NatiaGull
არ სვამს, ნათი. ვცადე უკვე.
არც ვდარდობდი საერთოდ, მაგრამ ფბ-ზე ბავშვების ჭამის შესახებ ჯგუფში იმდენჯერ შემხვდა ეს თემა, რომ ჩამყვა და არ მასვენებს. ვიღაცეები წერდნენ ნუროფენის შპრიცით ვასხამთ ფორმულას ოღონდაც მიიღოს საკმარისოა. მე ვერ ჩავასხამ ვერაფრით, იმიტომ რომ სისულელე მგონია ეს და თან პატარა აღარ არის რომ ჩამასხმევინოს რამე პირში მისი სურვილის გარეშე.
შენი მარიამი რამდენ მლ-ს ღებულობს ახლა?

Posted by: Glamurka 15 Jun 2021, 00:27
NatiaGull
არმკითხო უკარება მყავს ძაან. ისე სხვა მხრივ კარგი გოგოა ერთხელ იღვიძებს დილის 6ზე და მერე 10მდე გვძინავს ❤ შენი გოგო როგორაა აბა ❤
* * *
ნაჭუჭა
ისე ვინერვიულე გუშინ ეზოში ვიყავით. მომეჩვენა სიცხე ქონდა ამოვვარდი გავუზომე არ ქონდა დავწყნარდი. მერე ხასიათზე არ იყო და სულ კოვიდი მელანდებოდა

Posted by: ნაჭუჭა 15 Jun 2021, 00:36
Glamurka
ხოო მესმის, მასე ვიყავი მე რომ მქონდა, თერმომეტრით დავდევდი ბავშვებს, არცერთს არ გადაედოთ მაგრამ პატარას ახლა რაღაც ჩვეულებრივი ვირუსი შეხვდა და გადმომდო მეც, კოვიდმოხდილს ეტყობა იმუნიტეტიც არ მაქვს და ვკვდები ორი დღეა

Posted by: ninunin 15 Jun 2021, 02:38
გოგოებო, 32 კვირიდან ბავშვი ჩატრიალებულია სამშობიარო პოზაში, 37 ბოლოდკენ უკვე38 ის ვარ ისე მაწვრბა შარდის ბუშტზე აი ტუალეტში რო არ შევიდე შანსი არაა, ღამეც არმაძინებს ზოგჯერ,ცხადია იმდენს ვერ ვშვები რო მალევე არ მომინდეს ისევ ხოდა კითხვა მაქვს ასეთი, მაგ დროს აი ტაკოს წევს ძაან მკვეთრად ზევით ჭიპის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს ნუ მოძრობით ადგილს იცვლის ხოდა მაგ ზეწოლით მერე ტუალეტშიიც მინდება, ხოდა რა მაინტერესებს, ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და მშობიარობის წინა მოძრაობები ხომ არაა?ანუ ძალიან დაბლაა უკვე?

Posted by: ნაჭუჭა 15 Jun 2021, 10:55
ninunin
მემგონი ჩვეულებრივი ამბავია, მშობიარობის წინ ყუჩდებიან ხოლმე და ემზადებიან რთული გზის გასავლელად❤️

Posted by: ninunin 15 Jun 2021, 11:15
ნაჭუჭა
QUOTE
მემგონი ჩვეულებრივი ამბავია, მშობიარობის წინ ყუჩდებიან ხოლმე და ემზადებიან რთული გზის გასავლელად❤️

მადლობა, ❤️❤️პანიკები დამეწყო მგონი უფრო, რამე არ გამომეპაროს biggrin.gif

Posted by: Glamurka 15 Jun 2021, 11:43
ninunin
ჩემი თავი მახსენდება ყოველ კვირა ეხოზე დავდიოდი მოდუნდი და დაელოდე ნანატრ დღეს მალე გაიცნობ შენ შვილს ❤
* * *
ნაჭუჭა
სახლში გაჩერება ამ დროს რა რთულია მთელი 2 კვირა ჯერ მარტო მაგის გამო გავაფრენ ალბათ :-( როდისმე დასრულდება ეს კოვიდი?

Posted by: ninunin 15 Jun 2021, 12:27
Glamurka
QUOTE
ninunin
ჩემი თავი მახსენდება ყოველ კვირა ეხოზე დავდიოდი მოდუნდი და დაელოდე ნანატრ დღეს მალე გაიცნობ შენ შვილს ❤
* * *

ვცდილობ ყველანაირად სიმშვიდე შევინარჩუნო, მიტევს ზოგჯერ ემოციები❤️❤️

Posted by: NatiaGull 15 Jun 2021, 13:05
Glamurka
უჰ ჩემიც ძაან უკარებაა, მარტო ბავშვებს უცინის ქვევით როცა მყავს.
ესეც მაქსიმუმ 2ჯერ იღვიძებს ღამით და მერე ძინავს 10მდე. ❤
კოვიდმა გამიჩინა ჭაღარა, ფაიზერი მაინც შემოათრიონ რომ ავიცრა. სხვა ვაქცინების მეშინია
* * *
anibani18
ეს ჭამაზე ისევ 120ს ჭამს და დღე ღამეში გამოსდის მაქსიმუმ 600მლ

Posted by: Glamurka 15 Jun 2021, 13:30
ninunin
ყველაფერი კარგად იქნება 2kiss.gif
* * *
NatiaGull
შენი უკვე დიდი გოგოა რა კარგია მაინც უფრო კარგი ხასიათები ექნება.❤ love.gif

Posted by: mmaarriiaamm123123 15 Jun 2021, 14:56
გამაეჯობათ გოგოებო ❤️❤️ ხვალ მიმყავს პირველ აცრაზე და რომელი დასაკრავი ვუყიდო თქვენი გამოცდილებით რომელია კაი ნანემსარზე ❤️

Posted by: unusual 15 Jun 2021, 15:47
გოგოებო სურდო აქვს ბავშვს 1 კვირაა, ვურეცხავ ფიზეო ხსნარით, ვაწვეთებ, "პოლიდექსას, " დეპლუ სილვერი, ოტრივინის წვეთები, მაგრამ სურდო ვერ გამოვულიე, მაქსიმუმ რამდენხანს ჰქონიათ თქვენს ბავშვებს? პირით სუნთქავს მეცოდება sad.gif

Posted by: narkozeli 15 Jun 2021, 15:53
Karavadjo

პირველ რიგში დრო როცა გექნება (საათნახევრიანია) ეს ვიდეო ნახე ყურადღებით:
https://www.youtube.com/watch?v=rWyv3uYRJPQ&t=4s

სხვადასხვა მეთოდი არაა ეფექტური, ერთი უნდა გამოიყენოთ და ოჯახის ყველა წევრს ერთი მიდგომა უნდა ჰქონდეს. იგნორზეც საკმაოდ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.
თუ ვერ მართავთ, მე გირჩევთ ჩართოთ ფსიქოლოგი <3

anibani18

არც იფიქრო ძალით ჩასხმა, მიქელაძესაც და რცხილაძესაც ორივეს აქვს საკმაოდ რბილი მიდგომა ფორმულისადმი, ანუ თუ არ სვამს და იმ ცილებს მყარი კვებიდან ირებს, არანაირ პრობლემად არ ითვლება.

მშვენიერი კვების რეჟიმი აქვს შენს გოგოს. ოდნავადაც არ გაქვს სანერვიულო.

* * *
mmaarriiaamm123123
ყველა ერთნაირია დაახლოებით, cooling patch უნდა ეწეროს მთავარია. საკმაოდ ძვირი ღირს ისე.

unusual

არ ვიცი ვერ გირჩევ, ჩემს ბიჭს არასდროს ქონია სურდო და არ მაქვს გამოცდილება მარა ისე ოტრივინზე გამიკვირდა, დაშვებულია ბავშვებში?

Posted by: Glamurka 15 Jun 2021, 16:06
https://www.info9.ge/janmrtheloba/231406-bavshvis-dasma-shegidzliath-dabadebidan-da-ara-6-an-8-thvidan-themur-miqeladze.html?lang=ka-GE
მაინტერესებს ვინ რომელი თვიდან დასვით
* * *
narkozeli
გვანცა დავაკარი მე მაგრამ მაინც მისცა სიცხე ხვალ ვცრი მეც და შეიძლება წინასწარ რო მივცე სიროფი სანამ მისცემს სიცხეს?

Posted by: narkozeli 15 Jun 2021, 16:09
Glamurka

4 თვიდან რამდენიმე წუთით მიყრდნობით ვსვამდი ხოლმე კალთაში და 6 თვიდან დაიწყო დამოუკიდებლად.

QUOTE
გვანცა დავაკარი მე მაგრამ მაინც მისცა სიცხე ხვალ ვცრი მეც და შეიძლება წინასწარ რო მივცე სიროფი სანამ მისცემს სიცხეს?


არაუშავს, ნორმალურია სიცხე აცრის მერე, რამდენი აქვს? 38ზე შეგიძლია მისცე ნუროფენი ან პანადოლი

Posted by: მზე 15 Jun 2021, 16:16
narkozeli
გახსენი ახალი თემა. კიდე მე გავხსნა? biggrin.gif
ანუ არ მეზარება, უბრალოდ მგონია რო ცოტა საპატიო თემაა გახსნა და :დდ არ მეკუთვნის biggrin.gif

Posted by: ნაჭუჭა 15 Jun 2021, 16:20
QUOTE (Glamurka @ 15 Jun 2021, 11:43 )

* * *
ნაჭუჭა
სახლში გაჩერება ამ დროს რა რთულია მთელი 2 კვირა ჯერ მარტო მაგის გამო გავაფრენ ალბათ :-( როდისმე დასრულდება ეს კოვიდი?

გაფრენას აღარაფერი მეკლდა help.gif ჯერ უქმეები ხომ იყო ორი კვირა სახლში ვიყავი ბავშვებიანად ძიძის გარეშე თან, სოფელში, ჩამოვედი და ვერ მოვასწარი გასვლა კოვიდი დამიდასტურდა და მიება ორი კვირა იზოლაცია, თან ძალიან ცუდად ვიყავი და ბავშვებისთვის მაინც ხომ უნდა მიმეხედა, თან გარემოს მოწყვეტილი.აი არვიცი რა პირველად დავკარგე მაშინ სიცოცხლის სურვილი, ეს რაიყო, ნეტა მალე მოგვშორდებოდეს ეს ჭირი, ჯანმრთელობას გისურვებთ❤️

Posted by: nopiahopi 15 Jun 2021, 16:23
mmaarriiaamm123123
ასეთი ვიყიდე მე

user posted image

2 ცალი წაიღე მაინც, ზოგი იჭრება შუაზე და ერთიც საკმარისია, მაგრამ ესენი არ ვიცი.
ზეგ მიმყავს აცრაზე და მიმაქვს 2 ცალი

Posted by: unusual 15 Jun 2021, 16:36
narkozeli
QUOTE
არ ვიცი ვერ გირჩევ, ჩემს ბიჭს არასდროს ქონია სურდო და არ მაქვს გამოცდილება მარა ისე ოტრივინზე გამიკვირდა, დაშვებულია ბავშვებში?

კი ბავშვიც კი ახატია კოლოფს. პედიატრმა მირჩია.

Posted by: narkozeli 15 Jun 2021, 16:40
მზე

დიახ კიდევ შენ უნდა გახსნა, საპატიო დედა შენ ხარ biggrin.gif მე მაინც ახლადგამოჩეკილი ვარ :დ


* * *
unusual

უი რა კარგია, მე მარტო ოტრივინი მშველის

Posted by: Glamurka 15 Jun 2021, 16:43
ნაჭუჭა
მალე მოგვშორდება უფლის წყალობით❤
nopiahopi
თუ მინც აძლევს სიცხეს. ჩვენ შემთხვევაში არ გვიშველა მაგან მთლიანად ვაკრობდი და მაკე ვუცვლიდი თან

Posted by: unusual 15 Jun 2021, 16:45
narkozeli
როდის შეგყვას ბავში ბაღში, რომელ ბაღზე გააკეთე არჩევანი?

Posted by: narkozeli 15 Jun 2021, 16:53
unusual

მე შემდეგ სექტემბერს შემყავს და წინასწარ დავიჭირე თადარიგი, მომლოდინეთა სიაში ჩავასმევინე რადგან დიდი მოთხოვნაა ამ ბაღზე.
თითქმის 3 წლის იქნება მაგ დროისთვის

პატრონუსში შემყავს, ნიუტონის სკოლის ბაღია.

Posted by: nopiahopi 15 Jun 2021, 16:57
Glamurka
QUOTE
nopiahopi
თუ მინც აძლევს სიცხეს. ჩვენ შემთხვევაში არ გვიშველა მაგან მთლიანად ვაკრობდი და მაკე ვუცვლიდი თან


სიცხის მიცემისგან არ იცავს ეს პლასტირები, უბრალოდ მექანიკურად აგრილებს ადგილს, სადაც დააკრავ. ცივი ტილოს დადების ეფექტია, გაგრილების რა..
სიცხეზე, მე პირადად, დასალევი წამალი მირჩევნია მივცე. პლასტირი ნანემსარზე მინდა დავაკრა, ნანემსარი უხურთ და სტკივათ ხოლმე.
* * *
Glamurka
ისე როგორაა შენი ბადადღუნა გოგოცუნა, რომ გაგიწელა მოლოდინი და მერე გამობრძანდა თავის ნებაზე jump.gif
რა მაგარი პერიოდი იყო ორსულები რომ ვიყავით biggrin.gif

Posted by: Glamurka 15 Jun 2021, 17:16
nopiahopi
მომენატრა ეგ დროც რა კარგი პერიოდი იყო ❤
კარგადაა გვაგიჟებს ყველას. შენი რამდენისაა უკვე?

Posted by: მზე 15 Jun 2021, 17:34
narkozeli
აუფ biggrin.gif

გავხსენი ახალი თემა: https://forum.ge/?act=ST&f=97&t=35204920

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)