უდიდესი მადლობა ❤️❤️❤️
გამომიგზავნე ფრენდ რექუესთი:*
მეც დაახლოებით მაგ ასაკამდე ვაჭმევდი ქილებს და მერე დავუწყე სახლში მომზადება.
ძაან კაი მჭამელია კი, უპრეტენზიო. ზოგადად ეს ბუნებით ყველაფერში უპრეტენზიო მყავს და რა ეშველება არ ვიცი, დაიჩაგრება ამ ცხოვრებაში
❤️
პლიუს ამას სასწაული იმუნიტეტის ბავშვია, წლის და 6 თვისაა, ვირუსი რა არის არ ვიცით, მაშინ როცა ირგვლივ ყველა ვირუსიანი გვყავს და სულ დავწანწალებთ ბავშვთან ერთად, მოვიარეთ საქართველო, პლიუს ამ პანდემიის დროსაც სულ ხალხში ტრიალებს, აქედან ზოგს ვირუსი აღმოაჩნდება ხოლმე ზოგს რა და ზოგს რა, ამის ბიძაშვილები სამჯერ გაცივდნენ ბოლო თვეებში, დისშვილის დაბ დღეზე მყავდა წინა კვირას და მეორე მესამე დღეს ყველას სიცხეები მისვა ვინც იქ იყო, ვირუსი გადასდეს ერთმანეთს და ამას, მიუხედავად იმისა რომ ერთად თამაშობდნენ, არანაირი არაფერი.
ზოგჯერ არ მჯერა ხოლმე რო ასეთია :დ ფიზიოლოგიურიც კი არ მიყიდია არასდროს, სურდოც კი არ ქონია, წარმოგიდგენია? :დ მიფიქრია ნეტა ხო არ ვამეტებთქო?
მარა არ ვიცი, გამერტყა ეს ბავშვი რაღაც საოცრება ხასიათით, სითბოთი, ჯანმრთელობით, გონებით. ასე მგონია მეტჯერ აღარ გამიმართლებს ასე და მეორე არ იქნება ასეთი
ხო, არც არასდროს ყოფილა ამ წლინახევრის მანძილზე შეკრული ან აშლილი. ანუ კუჭ-ნაწლავის პრობლემაც არასდროს ქონია.
მეკითხებიან ხოლმე დაქალები რას უშვები რა ჯადოქრობას ამ ბავშვსო მარა რავი, განსაკუთრებულს არაფერს, დაბადებიდან პლასმონის რძეს სვამს, ქილის ხილ-ბოსტნეულ-ხორცეულს ვაჭმევდი თავიდან რამდენიმე თვე და მერე ჩემით დავუწყე. ჭამს ყოველდღიურად ასე:
დილას ფორმულა-პლასმონის ( ძაან უყვარს) 150-210ის ფარგლებში
მერე ნორდიკის ფაფა პასტერიზებული რძით 4-5 სუფრის კოვზი მშრალი მასა, მოხარშული წყალში და მერე ბოლოს რძეს ვამატებ და ცოტა კარაქს.
მერე ხილი ბლომად ( ამაზე ჩემი აქაური ფორუმელი სადაქალოც გიჟდება, ძაან ბევრ ხილს აჭმევო მაგრამ დებილი არაა, რო არ უნდოდეს არ შეჭამდა ზუსტად ვიცი :დ) ანუ ვაჭმევ ყოველ დღე სამი სახეობის ხილს, დღეს ჭამა 1ვაშლი, 1ბანანი და 1 კივი, ზოგჯერ ვაჭმევ 1მსხალი, 1 ვაშლი,1 ბანანი, ვხეხავ სახეხზე მსხალს და ვაშლს, ბანანს და კივს ვუჭყლეტ რცხილაძეს ვკითხე ბევრი ხომ არ არისთქო და თუ ბავშვი ხილის გამო მერე კვებას დატოვებს კიდე ჰოო მარა ეს რადგან სადილსაც კარგად ჭამს, არანაირი პრობლემა, მიეცი რამდენიც გაუხარდებაო.)
მერე იძინებს და ძინავს მინიმუმ 3 საათი, ზოგჯერ 4-იც და ეგ ცოტა ცუდია, შუადღეს ვერ გამყავს სასეირნოდ ამის გამო.
რომ იღვიძებს ვაჭმევ სადილს, აუცილებლად ბოსტნეულს დაჭყლეტის და თითქმის ყოველ დღე ვაჭმევ სხვადასხვა სახეობის ხორცეულს ( ხბო, კურდღელი, ინდაური, ქათამი, თევზი) ან ოსპი ან კვერცხი ( ოსპის და კვერცხის დღეებში ხორცს ვერიდები)
მერე ხემსად ვაძლევ მაწონს ან იოგურტს ან ყველის ( მოცარელას ან ჩედარის) ჩხირებს.
და ბოლო კვება ძილამდე 1-2 საათით ადრე ყველიანი მაკარონი ან ვერმიშელი, ან ხაჭო მაწვნით და ალადებით ან თუ დრო არ მაქვს ხშირად ღამის ფაფას ვაჭმევ, ერთ წამში რომ მზადდება მომწონს :დ
დამყავს ხშირად ჰაერზე, მინიმუმ დღეში ორჯერ სეირნობს. როგორც გითხარი დავათრევთ მე და ნიკა ამ ბავშვს ყველგან მართლა, რაც ამინდები გამოვიდა შინდისში მყავს აგარაკზე ყველა შაბათ კვირას და იქ ხან მიწა უდევს პირში და ხან კატის კუდი
მარა ნუ პანიკიორი დედა არ ვარ და ანტისეპტიკებით არ დავსდევ ( ნუ კატა აცრილია და მიწას რო ენა აუსვა ჩემს კივილს მთელი მთაწმინდა გაიგებდა სავარაუდოდ
)
სხვა ისეთი არაფერი, ვაცმევ ყოველთვის სეზონის შესაბამისად, არც გიჟივით შიშველი არ დამყავს და არც ჩაფუთნული როცა თბილა. ერთი ისაა რომ ღამე კი ძინავს მხოლოდ პიჟამოთი და არც პლედი ან საბანი მითუმეტეს არ ფარებია არასდროს, არ იჩერებს. აღუობაში სანამ ამოძრავდებოდა მაშინ თუ დავაფარებდი ან საძილე ტომარაში ჩავსვამდი ხოლმე მარა რაც ამოძრავდა არ იჩერებს.
სულ ესაა ჩვენი ცხოვრების რუტინა მაგრამ ხალხს გონია რამე ჯადოქრობას ვშვები
არანაერი არაფერი, ჯასთ გამიმართლა ბევრ რამეში და ბევრსაც მეც მივიწერ ჩემს თავზე, რადგან გადავყევი ჩასახვის დღიდან ყველა დეტალზე ფიქრს და დაუგეგმავად და გადაუჩხრეკელად არაფერი გამიკეთებია არასდროს, ნუ ძილის კაცია და დაბადებიდან (სამშობიაროდანვე) ღამე ძინავს უწყვეტად, არასდროს გაუღვიძია. ხო გეუბნები საოცრებაა ჩვეულებრივი, ზოგჯერ მართლა არ მჯერა რომ მე ვშობე
***
ვაიმე რამდენი ვწერე
რაღაც სერიალს ვუყურებთ მე და ნიკა და შემოვრჩი გვიანობამდე, სასწაულ განწყობაზე, ეხლა დავწექი, გვერდზე საწოლში ვუყურებ ჩემს მძინარე შვილს და მომაწვა სენტიმენტები, მაპატიეთ :დ
This post has been edited by narkozeli on 9 Apr 2021, 04:15