Teen Wolf - ახალგაზრდული თინეიჯერული, მისტიკური დრამა, რომელიც გადაღებულია 1985 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით, ტელეკომპანია MTV-ის დაკვეთით. სერიალის პრემიერა შედგა 2011 წლის 5 ივნისს, «MTV Movie Awards»-ის დასრულების შემდეგ.
შოუს პრემიერას დადებითი შეფასება მოჰყვა. ცნობილ ამერიკულ საიტზე Metacritic-ზე პრემიერამ 100 ქულიდან 61 ქულა მოიპოვა. სერიალის პრემიერამ 2,18 მლნ მაყურებელი მიიზიდა. შოუ ოფიციალურად განაახლეს მეორე სეზონზე 2011 წლის 14 ივლისს. სეზონის გადაღებები ამავე წლის ნოემბერში დაიწყო. მეორე სეზონის პრემიერა 2012 წლის 3 ივნისს შედგა. ამავე წლის 12 ივლისს სერიალი მესამე სეზონზე განაახლეს, თუმცა ამჯერად სეზონში 12-ის ნაცვლად 24 სერია შეუკვეთეს. მესამე სეზონი 2013 წლის 3 ივნისს შედგა და სერიალის ისტორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგები დააგროვა. ამავე წელს სერიალი ოფიციალურად განაახლეს მეოთხე სეზონზე, რომლის პრემიერაც 23 ივნისს შედგა. ამა წლის ივლისში სერიალს მეხუთე სეზონიც დაუმტკიცეს, რომელშიც 20 სერია იქნება და რომელიც 2015 წელს გამოვა.
მცირე სიუჟეტი:
სერიალი ვითარდება ახალგაზრდა თინეიჯერის - სკოტ მაქკოლის გარშემო, რომელიც ლაკროსის მოთამაშეა. ერთ დღეს იგი თავის მეგობართან ერთად ტყეში წავა გვამის საპოვნელად. სწორედ ამ დროს დაესხმევა თავს მაქცია. იგი ტყიდან გაქცევას მხოლოდ მცირე ნაკბენით შეძლებს. მომდევნო დღეს სკოტი თავის შესაძლებლობებში ცვლილებებს შეამჩნევს. მას შეუძლია გაიგოს რამდენიმე მეტრის მოშორებით რას ლაპარაკობენ. ხდება არაადამიანური ძალის პატრონი. ახლა მან თავის მეგობარ სტაილსთან და მაქცია დერეკთან ერთად უნდა ისწავლოს თავის გაკონტროლება, რათა დაიცვას ოჯახი, მეგობრები და შეყვარებული იმ საფრთხისგან, რომელიც მას და მის ქალაქს დაატყდება თავს. (თუმცაღა ეს მხოლოდ პირველი სეზონის სიუჟეტია. მეორე სეზონიდან სერიალი ბევრად უფრო ვითარდება და საინტერესო ხდება).
ტაილერ პოუზი - სკოტ მაქკოლის როლში (სეზონი 1-დღემდე)16 წლის მოზარდი, რომელიც ბეიკონ-ჰილსის საშუალო სკოლაში სწავლობს. იგი ალფის ნაკბენის შედეგად ბეტა მაქცია გახდა. მუშაობს ექიმი დიტონის ვეტერინალურ კლინიკაში. მწვრთნელი ბობი ფინსტოკი მას ლაკროსის გუნდის ნახევარ-კაპიტანად ნიშნავს. თავიდან ის უარს ამბობს ახალ შესაძლებლობებზე და ცდილობს ლიკანტროპიისგან განსაკურნი წამალი იპოვოს, თუმცა დერეკი მას უკანასკნელ შანსს უწურავს, როცა იმ ალფას კლავს, რომელმაც ის მოაქცია. მეორე სეზონში სკოტი საკუთარ შესაძლებლობებს ეჩვევა და მათ გამოყენებას სწავლობს. მესამე სეზონში ის "ნამდვილი ალფა" ხდება.
დილან ო'ბრაიენი - სტაილს სტილინსკის როლში (სეზონი 1-დღემდე)16 წლის მოსწავლე, სკოტის საუკეთესო მეგობარი, ლაკროსის გუნდის წევრი. მეორე კლასიდან უყვარს ლიდია მარტინი. მამამისი ქალაქის შერიფია, დედამისი მაშინ დაიღუპა, როცა ჯერ კიდევ პატარა იყო. პირველ სეზონში ამბობენ, რომ „სტაილსი“ არ არის მისი ნამდვილი სახელი. მესამე სეზონში სტაილსში ბნელი სული - ნოგიცუნე ჩასახლდება.
კრისტალ რიდი - ელისონ არჯენტის როლში (სეზონი 1-3)17 წლის მოსწავლე, რომელიც ბეიკონ ჰილსში ცოტა ხნის წინ გადავიდა. ის სკოტ მაქკოლის გულს იგებს და მისი შეყვარებული ხდება. როცა ელისონმა გაიგო, რომ სკოტი მაქციაა, მას მისი დაჭერა უნდოდა, რადგან მამიდამისმა უთხრა, რომ ყველა მაქცია მკვლელია. საბოლოო ჯამში ელისონი ურიგდება თავისი შეყვარებულის ზებუნებრივობას. ის მაქციებზე მონადირეების ოჯახის წევრია. მესამე სეზონის ბოლოს ის ონის ხმლით კვდება და სკოტს ეუბნება, რომ ყოველთვის უყვარდა და მუდამ ეყვარება.
ჰოლანდ როდენი - ლიდია მარტინის როლში (სეზონი 1-დღემდე)16 წლის მოსწავლე. სკოლის ლამაზმანი. დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა ჯექსონ უითმორს. სკოლის ლამაზმანის სტატუსის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი მოსწავლეა. შეუძლია „მოლოტოვის კოქტეილი“ უბრალოდ იმ ნივთერებისგან გააკეთოს, რაც ქიმიის კაბინეტში ინახება. ალფის ნაკბენის შემდეგ მას იმუნიტეტი გამოუმუშავდება და ამის შედეგად ხდება მოტირალი ქალი, სიკვდილის მაცნე ანუ ბანში.
ტაილერ ჰეკლინი - დერეკ ჰეილის როლში (სეზონი 1-დღემდე)დაბადებიდან მაქციაა. მისი ოჯახის თითქმის ყველა წევრი მაქცია იყო. თითქმის მთელი ოჯახი ხანძრის შედეგად დაიღუპა, რომელიც მონადირეების ოჯახის წევრმა კეიტ არჯენტმა გააჩინა. მოკლა ბიძამისი პიტერ ჰეილი, იმისთვის რომ ალფა გამხდარიყო. სკოტს შესაძლებლობების გაკონტროლებაში ეხმარება. მეორე სეზონში ხროვის შექმნას ცდილობს. მის ხროვაში იყვნენ: აიზეკ ლეიჰი, ერიკა რეიესი და ვერნონ ბოიდი. მესამე სეზონში დერეკის ტრაგიკულ წარსულზე ბევრ რამეს ვიგებთ.
კოლტონ ჰეინსი - ჯექსონ უითმორის როლში (სეზონი 1-2)16 წლის მოსწავლე. სკოლის ყველაზე პოპულარული ბიჭი. ლაკროსის გუნდის ნახევარ კაპიტანი. უითმორების ნაშვილები შვილი. დიდი ხნის მანძილზე ხვდებოდა ლიდია მარტინს, თუმცა შემდეგ ელისონის გამო მიატოვა. აინტერესებს რა ემართება სკოტს და როცა მის საიდუმლოს იგებს, მასაც უჩნდება მაქციობის სურვილი. ალფის ნაკბენის შედეგად, ის ხდება კანიმა - ანუ „ხვლიკი მაქცია“. ჯექსონი მესამე სეზონში აღარ ბრუნდება სერიალში.
დანიელ შერმანი - აიზეკ ლეიჰის როლში (სეზონი 2-3)სკოლის მოსწავლე. სერიალში მეორე სეზონში შემოდის. პირველია, ვისაც დერეკი თავისი ხროვაში გაწევრიანებისთვის მოაქცევს. დიდი ხნის მანძილზე ის მამამისის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. მოქცევის შემდეგ ის დერეკის და სკოტის თანამზრახველი ხდება და კანიმას დამარცხებაში ეხმარება.
არდენ ჩო - კირა იუკიმურას როლში (სეზონი 3-დღემდე)სკოლის ახალი მოსწავლე. სერიალში მესამე სეზონის მეორე ნაწილში შემოდის (მე-13 სერია). თავიდან ის ჩვეულებრივი, უწყინარი გოგო ჩანდა, თუმცა შემდეგ იგი თავისი შესაძლებლობების შესახებ გაიგებს. კირა აღმოაჩენს რომ ის „მელა-მაქციაა“ ანუ კიცუნე. მას ელექტროენერგიის მართვა შეუძლია. მესამე სეზონში სკოტის შეყვარებული ხდება.
შელი ჰენინგი - მალია ჰეილის როლში (სეზონი 3-დღემდე)სერიალში მესამე სეზონის მეორე ნაწილში (მე-14 სერია) შემოდის. როგორც ირკვევა ის 8 წლის განმავლობაში კოიოტის სხეულში იყო გამომწყვდეული. მას სკოტი და მისი ხროვა გადაარჩენს. მოგვიანებით ირკვევა, რომ ის პიტერ ჰეილის შვილია. ხდება სტაილსის პირველი შეყვარებული და სკოტის ხროვის წევრი. მეოთხე სეზონში ცდილობს გაიგოს ვინ არის დედამისი.
დილან სპრეიბერი - ლიამ დარბანის როლში (სეზონი 4-დღემდე)სერიალში შემოდის მეოთხე სეზონის მესამე სერიაში. ლაკროსის ახალი გუნდის წევრი და სკოტის მიერ მოქცეული პირველი ბეტა. მეხუთე სეზონში ლიამი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი იქნება.
წინა თემის ბმული:
Teen Wolf - MTV / მაქციაწინა თემის ტოპ მპოსტავები:
Unico---------------283
gio-giorgi54---------265
misha20123---------149
sallli1----------------114
Forrest 13-----------99
wrupa---------------82
ალექსანდრა91----80
gatuzina-- -----------78
toka-765------------71
slim4you------------32
Amor es como la guerra. Es facil comensarlo, pero muy dificil terminarlo!!!!!!!!!!