მოკლედ თემა ვერ ვნახე და თუ არის დახურეთ,მამენტ რას დახურავთ მოდერი არაა,იტოგში დაიკიდეთ
მესამე წიგნი ვიყიდე და დავიწყე,ძაან ასწორებს,მომიწევს მალე რუსულად გაგრძელება
გერალტი კაი მასტია,იენიფერიც,ცირიც,მარა ყველაზე მაგარი ტიპები მაინც ბაბუაწვერა და დოპლერი დუდუ არიან
წიგნები ბათუმში უშვებს ამ წიგნს,გამოსულია უკვე სამი წიგნი,სულ შვიდი ნაწილია
ნაწილი პირველი
მხედვარი-უკანასნკნელი სურვილი
„უკანასკნელი სურვილი“ პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის ლეგენდარული მხედვარის საგის პირველი წიგნია. ეს მასშტაბური, ბრძოლის სცენებით სავსე ნაწარმოებია, სადაც სიკეთე ებრძვის ბოროტებას, მაგრამ გმირს და ანტიგმირს სულ ტყუილად დაუწყებთ ძებნას - აქ ყველაზე სასტიკ და სისხლისმსმელ ურჩხულსაც კი აქვს რაღაც ისეთი, რაც მასზე გაგაღიმებთ, ან სიბრალულით აგავსებთ. თავად მხედვარი კი სულაც არ არის იდეალური ქმნილება და ურჩხულებისაგან განმათავისუფლებელი მეომარი – ისიც სწორედ ისე უშვებს შეცდომებს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები და, ალბათ, სწორედ ამის გამო გახდა გერალტი მთელი მსოფლიოსთვის საყვარელი პერსონაჟი.
[/url]
ნაწილი მეორე
მხედვარი-ბედისწერის მახვილი
ბედისწერის მახვილი" ანჯეი საპკოვსკის ლეგენდარული საგის, "მხედვარის" მეორე წიგნი. გერალტ რივიელი უწინდებურად სიკეთისა და ბოროტებას შორის ბეწვის ხიდზე გადის და ყველა დაბრკოლებას ნამდვილი მხედვარის ოსტატობით უმკლავდება. მისი ცხოვრება სავსეა მარტოობით, საიდუმლოებებით, ფათერაკებითა და მწარე იუმორით. მან მშვენივრად იცის "მოულოდნელი საჩუქრის კანონი", იცის რომ განგების წინააღმდეგ ვერავინ წავა, თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ განგების ნებაზე მეტია საჭირო, რათა დაწერილი აღსრულდეს და მხედვარს ისევ უყვარს...
[/url]
ნაწილი მესამე
მხედვარი-ელფების სისხლი
ოდესღაც ბროკილონის უღრანში დაწყებული ამბავი აქ გრძელდება: ორი ფერფლისფერთმიანი – მხედვარი და გოგონა, უფროსთა სისხლის მატარებელი პრინცესა ცირილა, სისხლსა და ფერფლში ჩამხრჩვალი ცინტრადან კვალში ჩამდგარ მტერს გაურბიან. ცირის ხსნა მხედვართა დიდებული ციტადელი კერ მორენია, ადგილი, სადაც ცირილა ცირიდ უნდა იქცეს, საკუთარი თავისა და სხვების დაცვა ისწავლოს, გახდეს ძლიერი, უშიშარი, ისეთივე შეუპოვარი, როგორიც ყველაზე მთავარი ფერფლისფერთმიანია.
ანჯეი საპკოვსკის „მხედვარის“ საგის მთავარი ამბავი სწორედ აქ,
ელფების სისხლით გაჟღენთილ წიგნში იწყება; სწორედ აქ ვხდებით ჯადოქართა შაბაშის, მხედვართა წვრთნისა და საკუთარი წარსულის დაბრუნებისთვის მებრძოლი ელფების შურისძიების დასაწყისის მოწმე, გერალტის ნამდვილი ისტორია სწორედ აქ იწყება...
[/url]
ნაწილი მეოთხე
მხედვარი-ზიზღის საათი
ჯერ არ გამოსულა ქართულად,რუსულად გადმოსაწერი ლინკი
http://fantasy-worlds.org/lib/id112/ნაწილი მეხუთე
მხედვარი-მონათვლა ცეცხლით
http://fantasy-worlds.org/lib/id121/ნაწილი მეექვსე
მხედვარი-მერცხლების კოშკი
http://fantasy-worlds.org/lib/id122/ნაწილი მეშვიდე
მხედვარი-ტბის მეუფე
http://fantasy-worlds.org/lib/id123/წიგნზე სერიალი,აღებულია ძირითადად 1-2 წიგნიდან,ასევე მესამე წიგნიდან,გერალტის ბავშვობიდან იწყება,თვითონ გერალტი ძალიან კარგად არის შერჩეული,დალშე თითქმის არ ვარგა სერიალი
ბაბუაწვერას ძალიან კარგი მსახიობი თამაშობს,კიშლოვსკის თეთრიდან,თუმცა არანაირად არ გავს,მაღალ,აწოწილ და ნატიფ ბაბუაწვერას
რავი,სანახავად კი წავა ისე
https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3960883
ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და უქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.@
ზამთარი მკაცრი იცის -აღიარა ნედმა-მაგრამ გავუძლებთ.სტარკები ყოველთვის ვუძლებთ ხოლმე @