Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე (V14)

Posted by: ZEUS 28 Feb 2021, 14:41
ავტობანის მშენებლობა 2006 წლის 15 მარტს დაიწყო.
პირობითად ავტობანი დაყოფილია რამდენიმე მონაკვეთად, რომელთა ნაწილი დასრულებულია, ნაწილი მშენებლობის პროცესშია, ნაწილი დაპროექტების და ნაწილი მხოლოდ პერსპექტივაშია.

- რუსთავი - წითელი ხიდი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 35 კმ. სტატუსი უცნობია):
user posted image

- ნატახტარი - თბილისის შემოვლითი გზა (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 55 კმ. სტატუსი უცნობია):
user posted image

-ნატახტარი - სურამი (დასრულებულია):
user posted image

- სურამი - ჩუმათელეთი (რიკოთის გვირაბი) (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 6,9 კმ.):
სამუშაოებს ასრულებს ჩინური კომპანია"სინოჰიდრო".
სამუშაოების განხორციელების ვადად 27 თვეა განსაზღვრული (2023 წლის მარტი).
user posted image

- ჩუმათელეთი - არგვეთა (იგივე რიკოთის უღელტეხილი).
user posted image
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი:
- ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ. გამარჯვებული კომპანია - “China State Construction Engineering Corporation Limited” სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული (2022 წლის სექტემბერი).
- ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ. გამარჯვებული კომპანია - “Hunan Road and Bridge Construction Group“ სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული (2021 წლის დეკემბრამდე).
- უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. გამარჯვებული კომპანია - „China Road and Bridge Corporation“. პროექტის განხორციელების ვადა 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდეა განსაზღვრული.
- შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7 კმ. გამარჯვებული კომპანია - “Guizhou Highway Engineering Group” და “China National Technical Import and Export Corporation“. სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული (2023 წლის იანვარი).

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა ზეპირად, პანდემიის გამოწვევების გამო, ვადებმა თითო წლით გადაიწია.

-არგვეთა - სამტრედია (დასრულებულია).
user posted image

- სამტრედია - გრიგოლეთი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 52 კმ).
user posted image
დაყოფილია 4 ლოტად:
I ლოტი - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 11.5 კმ. მშენებლობას ახორციელებს "აკკორდი". (თუმცა ბოლო ცნობებით, ეგენიც გაჩერდნენ). დასრულების თარიღი 2021 წლის ზაფხული.
II ლოტი - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 18.5 კმ. დასრულებულია. მოძრაობა გახსნილია 13 კმ.ზე (ჯაპანა-ლანჩხუთი).
user posted image
III ლოტი გაჩერებულია და ახალი კონტრაქტორი ჯერ არ ჩანს. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ.
IV ლოტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია "China Railway 23rd", მაგრამ აქაც დიდი ჩამორჩენებია და რა და როდის იქნება, არავინ იცის. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 9.5 კმ.:

-- გრიგოლეთი - ფოთი (დაპროექტებულია).
- გრიგოლეთი - ქობულეთის შემოვლითი E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 14 კმ) სამშენებლო სამუშაოებს თურქული სამშენებლო კომპანია (ერთობლივი საწარმო) „POLAT YOL & MAPA“ ასრულებს. პროექტის განხორციელების ვადად სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა. ხელშეკრულება გაფორმდა 2018 წლის 3 დეკემბერს. თუმცა, რათქმაუნდა, 2020 წლის ბოლოს ვერ დასრულდა.
user posted image

- ქობულეთის შემოვლითი გზა E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ. დასრულებულია).
user posted image

- ბათუმის შემოვლითი გზა E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 14 კმ.
სამშენებლო სამუშაოებს თურქული სამშენებლო კომპანია (ერთობლივი საწარმო) „POLAT YOL & MAPA“ ასრულებს. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლები იყო. შემდეგ ერთ წლით გადაიწია და 2021 წელს იგეგმება დასრულება.
user posted image

E70 ჭოროხი(ბათუმის შემოვლითი) - სარფი. მიმდინარეობს პროექტირება.
user posted image

მთლიანი რუკა:
user posted image

როგორი იქნება ზემო ოსიაური ჩუმათელეთი + რიკოთის ავტობანი:

მეტი ინფორმაცია:
http://georoad.ge/

წინა თემების ბმულები:
https://forum.ge/?f=51&showtopic=34094884
https://forum.ge/?f=51&showtopic=34309156&st=0
https://forum.ge/?f=51&showtopic=34481301&st=0
https://forum.ge/?f=51&showtopic=34660614&st=0*
https://forum.ge/?f=51&showtopic=34750273
https://forum.ge/?f=51&showtopic=34829602
https://forum.ge/?f=51&showtopic=34872678
https://forum.ge/?f=51&showtopic=34907500
https://forum.ge/?f=51&showtopic=34952871
https://forum.ge/?f=51&showtopic=35010757&st=0
https://forum.ge/?f=51&showtopic=35070257&st=0
https://forum.ge/?f=51&showtopic=35138727
https://forum.ge/?f=51&showtopic=35167571

წინა თემის ტოპ მპოსტავები:
Poster Posts
ZEUS 313
ქაფქიანა 180
ნიკა 115
Tocadero 114
winrar 77
JSB14BSJ 55
rommel 40
otokarcobra 34
eleqtro 26
donmixo777 25

Posted by: ქაფქიანა 28 Feb 2021, 14:48
ხელცარიელი ხომ არ მოვიდოდი:

user posted image

Posted by: hadesnexus 28 Feb 2021, 19:41
რუსთავი - წითელი ხიდის სტატუსი არაა უცნობი, სტატუსი - მიგდებული.
მგონი 2018-ში თქვა იმ ე.წ. ინფრასტრუქტურის მინისტრმა მუშაობა აღარ გაგრძელდებაო.
და მას მერე ფონიჭალაში რკინიგზის ქვეშ გვირაბის გარდა არც არაფერი არ გაკეთებულა.

Posted by: Kidnapped 28 Feb 2021, 20:08
აბა წარმატებები ახალ თემაში, ბევრი ახალი კილომეტრები bis.gif

Posted by: ZEUS 28 Feb 2021, 20:48
QUOTE (hadesnexus @ 28 Feb 2021, 19:41 )
რუსთავი - წითელი ხიდის სტატუსი არაა უცნობი, სტატუსი - მიგდებული.
მგონი 2018-ში თქვა იმ ე.წ. ინფრასტრუქტურის მინისტრმა მუშაობა აღარ გაგრძელდებაო.
და მას მერე ფონიჭალაში რკინიგზის ქვეშ გვირაბის გარდა არც არაფერი არ გაკეთებულა.

ეგ რუსთავი-თბილისის მეორე ლოტია და არაა კავშირში იდეაში.

Posted by: JSB14BSJ 28 Feb 2021, 21:23
უსაყვარლესი (მეტროსთან ერთად) თემის პირველი გვერდზე.

Posted by: otokarcobra 28 Feb 2021, 23:58
ჩავფიქსირდეთ. 15 წლის ვიყავი მშენებლობა რო დაიწყო და 30 წლის ვარ smile.gif))))))))) ნეტა რონელ წლამდე უბდა ვფიქსირდებოდე ამ თემაში smile.gif))

ფსონებს ვიღებ როდის მორჩება თბილისი-სარფი სრულად (ქობულეთის შემოვლითი-ჭოროხი იყოს ორზოლიანი, ოთხზოლზე ნუ გათვლით)

33 წლის რო ვიქნები - 4.0 კოეფიციენტი
34 წლის რო ვიქნები - 2.0 კოეფიციენტი
35 და მეტი წლის - 1.25 კოეფიციენტი

Posted by: ZEUS 1 Mar 2021, 00:16
QUOTE (otokarcobra @ 28 Feb 2021, 23:58 )

ფორმაში ხარ lol.gif
ვგონებ ყველაზე ლოგიკური შედეგმაც (ანუ 1.25 კუშმა) შეიძლება გაგისხას ამათ ხელში biggrin.gif ანუ ვაფშე ვერ დაამთავრონ ან რამე ეგეთი gigi.gif

Posted by: Tocadero 1 Mar 2021, 00:17
otokarcobra

არქიფო რომ ათხრევინებს ხომ იცი??

აი ეგ თემაა ზუსტად გურჯისტანში გზების მშენებლობა

Posted by: iMac 1 Mar 2021, 00:59
______________________________________________________

Posted by: irakli_f1 1 Mar 2021, 09:47
QUOTE (otokarcobra @ 28 Feb 2021, 23:58 )
ჩავფიქსირდეთ. 15 წლის ვიყავი მშენებლობა რო დაიწყო და 30 წლის ვარ smile.gif))))))))) ნეტა რონელ წლამდე უბდა ვფიქსირდებოდე ამ თემაში smile.gif))

ფსონებს ვიღებ როდის მორჩება თბილისი-სარფი სრულად (ქობულეთის შემოვლითი-ჭოროხი იყოს ორზოლიანი, ოთხზოლზე ნუ გათვლით)

33 წლის რო ვიქნები - 4.0 კოეფიციენტი
34 წლის რო ვიქნები - 2.0 კოეფიციენტი
35 და მეტი წლის - 1.25 კოეფიციენტი

იდეაში 4-5 წელში უნდა დასრულდება ყველანაირი "გამოწვევების" გათვალისწინებით. გურიის მესამე ლოტის გარდა სხვები 90%-ით დასრულებული იქნება

აქ მთავარია პარალელურად კახეთის მონაკვეთზე რას იზამენ - მიხედავენ ნეტა თუ მიაგდებენ? ალბათ თბილისის საგარეჯო დასრულდებ 5 წელში, მაგრამ პარალელურად ააშენებენ საგარეჯო ბარჯისხევს და შემდეგ ლაგოდეხისკენ? ბარჯისხევი - თელავი აშენდება წესით და იქით ახმეტაღა დარჩება

სუფსა - ლაგოდეხი/ახმეტა როცა დასრულდება თავისი თბილისის ნორმალური შემოვლითით, მაშინ რაღაცას დაემსგავსება ჩვენი ავტობანი

Posted by: PAINKILLER 1 Mar 2021, 09:52
ამ არაგვის ხიდს უკვე რამდენი ხანია არემონტებენ, მგონი 2 წელი გავიდა და რა ვერ გაარემონტეს mad.gif

გუშინ საღამოს საცობი იწყებოდა მგონი წეროვანიდან ....

Posted by: eleqtro 1 Mar 2021, 10:10
QUOTE (ZEUS @ 28 Feb 2021, 14:41 )

მთლიანი რუკა:
user posted image

მთლიან რუკას რო ჯაპანა-ლანჩხუთი აკლია wink.gif

Posted by: ქაფქიანა 1 Mar 2021, 10:40
irakli_f1

QUOTE
იდეაში 4-5 წელში უნდა დასრულდება ყველანაირი "გამოწვევების" გათვალისწინებით.

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: donmixo777 1 Mar 2021, 10:57
აბა გილოცამთ ახალ თემასა

ახალი თემა კი კარგია, მაგრამ ამ თემაში ახალი მონაკვეთების მშენებლობის დასრულება გვეზეიმოს

გამოწვევები არის
გამოწვევაც გამინისტრდა

რა გვინდა მეტი? bis.gif

Posted by: ქაფქიანა 1 Mar 2021, 11:19
donmixo777

QUOTE
ამ თემაში ახალი მონაკვეთების მშენებლობის დასრულება გვეზეიმოს

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ნიკა 1 Mar 2021, 11:21
QUOTE
არგვეთა - სამტრედია (დასრულებულია).

ოპა, ქუთეისის შემოვლითზე რკინიგზაზე ხიდიც გაიხსნა უკვე?

PAINKILLER
QUOTE
ამ არაგვის ხიდს უკვე რამდენი ხანია არემონტებენ, მგონი 2 წელი გავიდა და რა ვერ გაარემონტეს

შავი ხვრელია აქ და შენთან დრო უფრო სწრაფად მიდის? biggrin.gif

ორი წელი კი არა, ორი კვირაა რაც დაიკეტა
https://forum.ge/?showtopic=35167571&view=findpost&p=57522623

Posted by: otokarcobra 1 Mar 2021, 11:34
ZEUS
ბაზარი არაა, ამათ ხელში კაცს შეიძლება 1X2 გედოს და გაასხა.

Tocadero
ეგ ვარიანტია დაახლოებით smile.gif)))))))))))

Posted by: ქაფქიანა 1 Mar 2021, 12:00
ნიკა

QUOTE
ოპა, ქუთეისის შემოვლითზე რკინიგზაზე ხიდიც გაიხსნა უკვე?

დიდი ალბათობით კი და თუ ჯერ არა, მალე მორჩება და იმდენად უმნიშვნელოა უკვე, რომ საფუძველს იძლევა ვთქვათ, რომ არგვეთა-სამტრედია დასრულებულია.

Posted by: internazionale 1 Mar 2021, 12:56
ქაფქიანა
QUOTE
დიდი ალბათობით კი და თუ ჯერ არა, მალე მორჩება და იმდენად უმნიშვნელოა უკვე, რომ საფუძველს იძლევა ვთქვათ, რომ არგვეთა-სამტრედია დასრულებულია.

ეგრეა. ქსნის ხიდს რომ არემონტებდნენ ნახევარი წელი და მაგ მონაკვეთზე გვიწევდა ორმხრივზე გადასვლა, ეგრეა იქაც, უბრალოდ იქ უფრო გრძელი ხიდია რა თქმა უნდა, 300 მეტრიან მონაკვეთზეა საუბარი, დანარჩენი სულ გახსნილია. ისიც აღსანიშნავია, რომ ქსანთან საცობი იყო ხოლმე საშინელი და ჭიშურას ხიდთან არა, რადგან მაგ ადგილზე 2-ჯერ ან შეიძლება 3-ჯერ ნაკლები ტრაფიკია, ვიდრე ქსანთან. მოკლედ არგვეთა სამტრედია მართლა დასრულებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ჩავთვალოთ, რომ ჭიშურას ხიდზე უბრალოდ სარემონტო სამუშაოები მიდის.

არადა გურიის პირველ ლოტზეც ბევრი არ არის დარჩენილი, 3 თვეში თავისუფლად შეიძლება მაგ სამუშაოების დასრულება. არგვეთადან ლანჩხუთამდე უწყვეტად ავტობანი უკვე საქმეა.

Posted by: ZEUS 1 Mar 2021, 13:12
QUOTE (PAINKILLER @ 1 Mar 2021, 09:52 )
ამ არაგვის ხიდს უკვე რამდენი ხანია არემონტებენ, მგონი 2 წელი გავიდა და რა ვერ გაარემონტეს mad.gif

გუშინ საღამოს საცობი იწყებოდა მგონი წეროვანიდან ....

გუშინ საღამოს ნახევარი საათი დავკარგე მაგ საცობში.
იასნა იყო მარჯვნიდან გასწრებები და მერე შეტენვები.
ნუ. მაგას მიჩვეული ვართ, მაგრამ...
ყველაზე შოკის მომგვრელი იგო ის, რომ ხიდზე ვაფშე არაფერი ხდებოდა. დღე და ღამე რომ უნდა მუშაობდნენ, აი ვაფშე მიგდებული იყო. არა მუშა, არა ტექნიკა. და ვაფშე ვერც მივხვდი. ხიდზე ერთი ორი იამა იყო და ეგაა.
სრული საყლევეთია რა.
* * *
ქაფქიანა
internazionale
ნამდვილად. მაგიტომ მივათვალე ზუსტად დასრულებულებში, თორემ აგერ მცხეთის ხიდზე რომ ხდება პიზდეცი, მაგას თუ ველოდეთ... smile.gif

Posted by: ქაფქიანა 1 Mar 2021, 13:20
ZEUS

მე მცხეთით გამოვდივარ ხოლმე, ნერვები არ მაქვს. გზა მიგრძელდება, მაგრამ მიღირს.

აქვე: ძალიან არ მინდა ამის დაწერა და ძალიან მინდა შევცდე, მაგრამ წელს არაფერი გაიხსნება.

ნუ, თეორიული შანსია სამტრედია-ჯაპანა წლის ბოლომდე, რაც ძალიან მეეჭვება.

Posted by: ZEUS 1 Mar 2021, 13:24
როგორც ვივარაუდეთ ცხოველებისგან დამცავი ღობეები კეთდება თურმე:
user posted image

Posted by: ნიკა 1 Mar 2021, 14:54
ZEUS
QUOTE
როგორც ვივარაუდეთ ცხოველებისგან დამცავი ღობეები კეთდება თურმე:

დაიცა ქუთაისის შემოვლითი-ზესტაფონზე არ იყო მაშინ საუბარი?

Posted by: spider77 1 Mar 2021, 15:58
ნიკა
QUOTE
დაიცა ქუთაისის შემოვლითი-ზესტაფონზე არ იყო მაშინ საუბარი?

ძირითადად სიმონეთის მონაკვეთზეა ხოლმე ნახირის სიმრავლე.

რამდენჯერაც გამივლია, ყოველთვის ძროხები არიან გამყოფ ბარდიურებზე შემოსკუპებული და მადიანად ბალახობენ smile.gif

Posted by: ZEUS 1 Mar 2021, 17:13
QUOTE (ნიკა @ 1 Mar 2021, 14:54 )
ZEUS
QUOTE
როგორც ვივარაუდეთ ცხოველებისგან დამცავი ღობეები კეთდება თურმე:

დაიცა ქუთაისის შემოვლითი-ზესტაფონზე არ იყო მაშინ საუბარი?

ესენი ხო უცნაური ტექსტებით არიან ცნობილი.
თავში წერია იმერეთში და აჭარაშიო და ქვემოთ მერე მხოლოდ ქობულეთის შემოვლითიო.
ალბათ შევიწროება მხოლოდ ქობულეთის შემოვლითზე იქნება საჭირო. რავიცი აბა...

Posted by: otokarcobra 1 Mar 2021, 17:20
ისიც კარგი საქმეა, ყურადღება რომ მიაქციეს. ნეტა რისი ბრალია ისე, ნახირის გასავლელი გვირაბებია ცოტა თუ პროსტა ძროხები რადგან აქედანაც ხოდი აქვთ, არ გადიან იმ გვირაბებში.

"მიწისქვეშებში და ხიდებზე თქვენ იარეთ ძმაო, ჩვენთვის ზებრა უნდა იყოს". © გვერდზე თემის თავში ავარდნილი იუზერი

შინაარსი სწორია, მარა ამ თემას დააკვდა უცბად lol.gif lol.gif

Posted by: PAINKILLER 1 Mar 2021, 17:37
QUOTE (ნიკა @ 1 Mar 2021, 11:21 )
QUOTE
არგვეთა - სამტრედია (დასრულებულია).

ოპა, ქუთეისის შემოვლითზე რკინიგზაზე ხიდიც გაიხსნა უკვე?

PAINKILLER
QUOTE
ამ არაგვის ხიდს უკვე რამდენი ხანია არემონტებენ, მგონი 2 წელი გავიდა და რა ვერ გაარემონტეს

შავი ხვრელია აქ და შენთან დრო უფრო სწრაფად მიდის? biggrin.gif

ორი წელი კი არა, ორი კვირაა რაც დაიკეტა
https://forum.ge/?showtopic=35167571&view=findpost&p=57522623

რა 2 კვირაა, ეგ ხიდი ბოლო 2 წელში მგონი 4-5-ჯერ გაარემონტეს, ეგ რაც მე მახსოვს ...

Posted by: nefro 1 Mar 2021, 18:19
ანუ, გასაგებია რომ ზუსტი ვადები ზღაპარია მაგრამ თანმიმდევრობა და მიახლობითი ვადები მაინც ხო შეიძლება წარმოვიდგინოთ იმ მონაკვეთების რომლეიც მომდევნო 2-3 წელში იქნება?

შემისწორეთ თუ მეშლება:

1) გურიის პირველი ლოტი - 21 ზაფხული თუ არა წლის ბოლომდე მაინც smile.gif
2) ბათუმის შემოვლითი - 22
3) გრიგოლეთი - ქობულეთის შემოვლითი - 22 ან 23 ?

23 მდე სხვა მგონი არაფერი ესწრება რეალისტურად ხო ? ვითომ ხევი უბისა უნდა იყოს 23 თვის მიანც მაგრამ არ მჯერა smile.gif

Posted by: winrar 1 Mar 2021, 22:03
QUOTE (nefro @ 1 Mar 2021, 18:19 )
ანუ, გასაგებია რომ ზუსტი ვადები ზღაპარია მაგრამ თანმიმდევრობა და მიახლობითი ვადები მაინც ხო შეიძლება წარმოვიდგინოთ იმ მონაკვეთების რომლეიც მომდევნო 2-3 წელში იქნება?

არ მუშაობენ ტიპები და რა პროგნოზი უნდა გააკეთო.
რიკოთზე როგორც მუშაობენ, ეგეთი ტემპით გურიის პირველი და მეოთხე ლოტი წელსვე მორჩებოდა, ბათუმის შემოვლითი 2022-ში, გრიგოლეთი ქობულეთიც 2022-ში.

რიკოთის 1-3 ლოტები წელს გატყდება წელში, ალბათ ბურჯებს სრულად მორჩებიან და გვირაბებშიც კარგად წაიწევენ წინ.

Posted by: fexburti2018 1 Mar 2021, 22:16
დღეს გავიარე ზესტაფონი-სამტრედია.
ნუ ფაქტიურად გახსნილია ყველაფერი

სრული სიდებილე ეს სტოლბები.
მილიონი გვერდითი გზები უერთდება ავტობანს და ძროხა-ღორი-ცხენი-ნიანგი რა, იმ გზებიდან ვერ შემოვლენ ავტობანზე ?
ნუ ფულს აკეთებენ რაა.
თორემ ეგ სეტკიანი სტოლბები ვერაფერს ვერ დაიჭერს

ხო.
სულ დამავიწყდა.
სეტკა იწყება მიწიდან 30 სმ სიმაღლეზე )))))
ანუ --- სეტკასა და მიწას შორის გაძვრება აბსოლუტურად ყველა ცხოველი, გარდა ძროხა-ცხენისა.
ღორი სულ თავისუფლად გამოძვრება მანდედან

Posted by: Tocadero 1 Mar 2021, 22:45
winrar

არადა პირიქით გვეგონა ჯერ გურია მორჩებოდა დაა ..... ჩაგვივარდა კოვზი ნაცარში და ზეგ ღორმა დააჯვა smile.gif))))))))))))))))))))))))))

Posted by: otokarcobra 1 Mar 2021, 22:51
QUOTE (fexburti2018 @ 1 Mar 2021, 22:16 )
დღეს გავიარე ზესტაფონი-სამტრედია.
ნუ ფაქტიურად გახსნილია ყველაფერი

სრული სიდებილე ეს სტოლბები.
მილიონი გვერდითი გზები უერთდება ავტობანს და ძროხა-ღორი-ცხენი-ნიანგი რა, იმ გზებიდან ვერ შემოვლენ ავტობანზე ?
ნუ ფულს აკეთებენ რაა.
თორემ ეგ სეტკიანი სტოლბები ვერაფერს ვერ დაიჭერს

ხო.
სულ დამავიწყდა.
სეტკა იწყება მიწიდან 30 სმ სიმაღლეზე )))))
ანუ --- სეტკასა და მიწას შორის გაძვრება აბსოლუტურად ყველა ცხოველი, გარდა ძროხა-ცხენისა.
ღორი სულ თავისუფლად გამოძვრება მანდედან

ეგრე ყველგან უერთდება, მარა თბილისიდან ხაშურამდე არასდროს არ მინახავს ძროხა

Posted by: fexburti2018 1 Mar 2021, 23:21
otokarcobra

აზრი არ აქვს.
ტყუილად ფულის ყრაა.
ამაზე ბევრი მოითბობდა ხელს.
ესაა მხოლოდ

ვერაფერს ეგ სტოლბები ვერ დაიჭერს დააა

Posted by: internazionale 2 Mar 2021, 06:48
fexburti2018
QUOTE
ვერაფერს ეგ სტოლბები ვერ დაიჭერს დააა

დაიჭერს.

Posted by: GEORGIA007 2 Mar 2021, 07:16
QUOTE
არგვეთადან ლანჩხუთამდე უწყვეტად ავტობანი უკვე საქმეა.

კაი საქმეა

Posted by: Tocadero 2 Mar 2021, 09:30
ეგ ბადეები პარკებით და ნაგვით რომ გაივსება რა სანახაობა იქება smile.gif))))))))))))))))))))

არსად არმინახია ბადეები

ქვეყანა კი არა რაღაც ლეღვობა ვართ

Posted by: ZEUS 2 Mar 2021, 12:16
წინასწად ნუ ჩავვარდებით დარდებში. ვნახოთ რა შედეგს მოიტანა ეს ბადეები.

Posted by: Mr Angry 2 Mar 2021, 20:41
user posted image

ძან ცუდია როცა სახელმწიფოს ასე კიდია უსაფრთხოება განსაკუთრებით

ეს არის სამი შესასვლელი ქალაქ ქუთაისში

1-სოფელ ჭოგნარის გავლით მდინარე წყალწითელაზე ხიდის გავლით შედიხარ ქალაქში ქუთაისის გეპეისთან მოხვდები ეგრევე, გრძელი და დამღლელი გზაა

2-სოფელ რიონის გავლით მუხნარის იგივე საღორიის ტყის გავლით შედიხარ ქალაქში უფრო მოკლეა

3-პირდაპირ ქალაქის გარეუბანში შედიხარ ნიკეას უბანი საკმაოდ მალე და უფრო ნაკლებად საწვალებელია ჩემი აზრით და მანდ შევედი, თუ კარგი ფარები არ გაქვს მანდ არ უნდა შეხვიდე ღამით, როცა ბეტონის გზაა დაგებული 4 ზოლიანი შუაში გამყოფით 80 შეზღუდვით იდეაში 100 ით დადიან მანდ და ამ დროს საერთოდ არ არის ღამის განათება, არც გზისპირა რაიმე მაღაზია ან დაწესებულებებია რომ განათება ხვდებოდეს გზას, არის სრული უკუნი, ვერც დალნებს აანთებ რადგან გამყოფი ზოლი დაბალი გააკეთეს და შემხვედრს სინათლე ხვდება, ნუ ეგ პროექტის ცალკე მარაზმი, იძულებული ხარ იარო ბლიჟნით, გადიხარ ნაკვეთებს მთელი კილომეტრი და იმას ვლოცულობდსი ან სადმე საქონელი არ დამხვედროდა ან ვინმე არ გადმობოდიალებულიყო შუა გზაზე, არადა მგონი 5 წელზე მეტია რაც ეგ გაკეთდა და ამდენიხანი გარე განათება არ დააყენეს smile.gif

Posted by: Tocadero 2 Mar 2021, 21:03
Mr Angry

სამაგიეროდ უპრეცენდენტო უვიცერსიტეტი იქნება და კიდე სასწაულ მოქმედი ელ მანქანების ქარხანა

Posted by: fexburti2018 2 Mar 2021, 23:41
internazionale

რას დაიჭერს ?
საერთოდ თუ ნახე ეგ სიტუაცია ?
საერთოდ ვერაფერს ვერ დაიჭერს.
უამრავი გადასახვევებია ავტობანიდან და იმათ ხომ ვერ დაკეტავენ ?

დაიჭერს მხოლოდ პირდაპირ თუ მიადგება ამ სეტკას ძროხა.
თორემ მეორე ხარისხოვანი გზებით უპრობლემოდ შემოვლენ ავტობანზე

პ.ს.
სეტკები არ მინახავს არსადო.
ვინც ამბობთ.
მემინგენიდან ავსტრიის საზღვრამდე ორივე მხარეს არის სეტკები, აი ეზოებში რომ აქვთ შემოღობილი ბოსტნები.
იმენნა ასე არის მთელი ეს გზა შემოღობილი.
თავი საქართველოში მეგონა.
სადღაც 100 კმ ასე ვიარე სულ.
თუმცა -- გადასახვევები არ იყო მაგ მონაკვეთზე,
ან თუ იყო, ერთი ორი მხოლოდ

Posted by: ქაფქიანა 3 Mar 2021, 11:40
ჩუმათელეთი-რიკოთის მონაკვეთი, ბათუმის მიმართულება გარკვეულ ნაწილზე სამზოლიანი იქნება.

Posted by: ZEUS 3 Mar 2021, 11:55
QUOTE (ქაფქიანა @ 3 Mar 2021, 11:40 )
ჩუმათელეთი-რიკოთის მონაკვეთი, ბათუმის მიმართულება გარკვეულ ნაწილზე სამზოლიანი იქნება.

სინოჰიდრო რასაც აშენებს, ხაშურის შემოვლითის გაგრძელებას, მაგაზეა საუბარი? რა საინტერესოა, რატომ გახდა სამი ზოლი საჭირო ორის ნაცვლად. რამე რისკებია, რომ დამატებითი ზოლი ხდება საჭირო?

Posted by: ნიკა 3 Mar 2021, 12:03
ქაფქიანა
QUOTE
ჩუმათელეთი-რიკოთის მონაკვეთი, ბათუმის მიმართულება გარკვეულ ნაწილზე სამზოლიანი იქნება.

wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif

Posted by: Tocadero 3 Mar 2021, 12:36
ZEUS

რასაც ვიძახდი რაზეც მესტნი ვაჟკაცებმა გამთათხეს იტყუებაო

ეგ გზა იძლევა საშუალებას იყოს სამ ზოლიანი. ცოტა რომ დაემატებინათ 4 იც გამოვიდოდა.

მაგრამ აბა ვინ იფიქრა მაგაზე

Posted by: ქაფქიანა 3 Mar 2021, 12:55
ZEUS

კი, სინოჰიდრო.

მიზეზი გახდა დაღმართი და მოსახვევი. ამიტომ.
* * *
Tocadero

არსებულ სიგანეში კი არ ატევენ, არამედ უმატებენ ამ მესამე ზოლს.

მხოლოდ ერთი მიმართულებით და გაწიე-გამოწიე, სამასი მეტრი სულ.

Posted by: JSB14BSJ 3 Mar 2021, 14:14
QUOTE
ჩავთვალოთ, რომ ჭიშურას ხიდზე უბრალოდ სარემონტო სამუშაოები მიდის.

biggrin.gif

საუკეთესო ნეოსაბჭოთა ქართული ტრადიციაა გახსნისთანავე რემონტზე დაკეტვა. მე მივიღებდი ფსონებს, გახსნიდან რამდენ ხანში რომელი მონაკვეთი რამდენი ხნით დაიკეტება რემონტზე.

Posted by: ქაფქიანა 3 Mar 2021, 14:23
JSB14BSJ

შენ კიდევ რაღა გჭირს. ტექნიკურად არ გახსნილა ჯერ, მაგრამ სიმარტივისთვის ასე ჩავთვალეთ.

Posted by: Guro_ 3 Mar 2021, 15:27
ქაფქიანა
ანუ დაღმართზე იქნება სამი ზოლი თუ აღმართზე, ცოტა ვერ გავიგე sad.gif აღმართზე რომ ამატებენ მესამე ზოლს ეს კია მიღებული პრაქტიკა, ტრაილერები მაგ მესამე ზოლში გადავლენ და ეს ორი რჩება სწრაფად რო იარო

Posted by: ქაფქიანა 3 Mar 2021, 17:06
Guro_

დაღმართზე.

........................................

Posted by: Tocadero 3 Mar 2021, 19:20
ქაფქიანა

კაი ჩანაფიქრია -

ვინ დებილმა მოიფიქრა დაღმართზე ზოლის დამატება?

დებილიზმია გამეფებული ქვეყანაში

Posted by: eleqtro 3 Mar 2021, 19:56
დაღმართი აღმართზრ არანაკლებ პრობლემურია.

Posted by: JSB14BSJ 3 Mar 2021, 20:41
ქაფქიანა
QUOTE
შენ კიდევ რაღა გჭირს. ტექნიკურად არ გახსნილა ჯერ, მაგრამ სიმარტივისთვის ასე ჩავთვალეთ.

არა, მე შინაარსის გაგებასთან პრობლემა არ მაქვს, ეს რო არაფერი შუაშია, მესმის და ვიცი. ისე უბრალოდ გამახსენდა და ვახსენე.
და ჩემი აზრით ასეც იქნება.

Posted by: robin 3 Mar 2021, 20:48
QUOTE (eleqtro @ 3 Mar 2021, 19:56 )
დაღმართი აღმართზრ არანაკლებ პრობლემურია.

კი , რადგან ქვემოდან აღმართია...smile.gif
მძიმეწონიანი მისაბმელიანი ავტ. ძალიან სერიოზული პრობლემა ესეთი მონაკვეთები როდესაც დიდი ტრაფიკია.
საერთოდ ვადებთან რიკოთის ზოგ მონაკვეტზე ძალზე სკეპტიკური პერსპექტივა რადგან ტემპი ძალიან დაბალია ასევე არასტაბილური ანაზღაურება კადრების პროტესტს და გადინებას იწვევს.
შინაური ცხოველების გზებზე მოხვედრის მინიმუმამდე დაყვენა გაცილებით იოლია ვიდრე ველურ ბუნებში გამავალ კვანძებზე.
როდესაც საქმე ჩვენს ნაკრძალებზე გამავალ გზების მოწესრიგებაზე იფიქრებენ აუცილებელია მათი მიგრაციის მონაკვეთების უკეთ შესწავლა მოხდეს. რათა გვირაბი-გადასასვლელები გაკეთდეს
ცუდათ მახსოვს ბავშობაში მამაჩემის მიერ სახლში მოტანილი შველი რომელიც ბორჯომის მონაკვეთზე შემოაკვდა
ვაიძულეთ მონდირეებისათვის გადაეცა.

Posted by: ნიკა 3 Mar 2021, 20:51
დაღმართი სავარაუდოდ გაყვება ძველ გზას და ექნება ცუდი ქანობი და ასევე შედარებით მცირერადიუსიანი მოსახვევები. აღმართი კი ახალი შენდება და უკვე შესაბამისი ნორმებით აშენდება.

თუ ვცდები ჩამქოლეთ wink.gif

Posted by: robin 3 Mar 2021, 20:55
user posted image
ესეთი გასასვლელებიც კარგი გამოსავალია და უამრავი ვარიანტი არსებობს.

Posted by: ZEUS 3 Mar 2021, 21:32
QUOTE (ნიკა @ 3 Mar 2021, 20:51 )
დაღმართი სავარაუდოდ გაყვება ძველ გზას და ექნება ცუდი ქანობი და ასევე შედარებით მცირერადიუსიანი მოსახვევები. აღმართი კი ახალი შენდება და უკვე შესაბამისი ნორმებით აშენდება.

თუ ვცდები ჩამქოლეთ wink.gif

ანუ რაღაც პონტში ხარჯები დაზოგეს და მაგის გამო დაამატეს ეგ მესამე ზოლი. სინოჰიდროსგან არაფერი გამიკვირდება. ერთი ის მამშვიდებს, რომ სულ 6 კმ უნდა ააშენონ და რამე იქნება რა.

ისე, წელს 2,3 ლოტებს წესით გადამწყვეტი პროგრესი უნდა ქონდეთ. სხვა შემთხვევაში 2022 წელს ვერ მორჩებიან.
* * *
robin
QUOTE
საერთოდ ვადებთან რიკოთის ზოგ მონაკვეტზე ძალზე სკეპტიკური პერსპექტივა რადგან ტემპი ძალიან დაბალია ასევე არასტაბილური ანაზღაურება კადრების პროტესტს და გადინებას იწვევს.

ხო. აქ ზოგადად აღფრთოვანება სუფევს რიკოთის პროგრესით, მაგრამ ვგონებ გურია-აჭარის მონაკვეთთან შედარებითაა პროგრესი, თორემ ვერ ვიტყოდი, რომ ტემპი ძაან მაღალია.

Posted by: winrar 4 Mar 2021, 02:51
QUOTE (ZEUS @ 3 Mar 2021, 21:32 )
ისე, წელს 2,3 ლოტებს წესით გადამწყვეტი პროგრესი უნდა ქონდეთ. სხვა შემთხვევაში 2022 წელს ვერ მორჩებიან.

2022-ში მორჩენაზე კარგა ხანია აღარაა საუბარი, ერთი წლით გადაიწია ოფიციალურად პანდემიის გამო.

ტემპი რთული შესაფასებელია ასე გარედან თუ ჩახედული არ ხარ შიდა სამზარეულოში, მითუმეტეს უანალოგო პროექტია ჩვენთვის და ვერაფერს ვადარებთ. თუმცა მაგ ლოტებზე ბევრი ადგილი გზიდან არ ჩანს და იმედია იქაც ასევე მუშაობენ.

Posted by: Zuka911 4 Mar 2021, 11:02
მეგობრებო უვიცობა მომიტევეთ და ლოტი რას ნიშნავს? მონაკვეთს?

Posted by: otokarcobra 4 Mar 2021, 11:47
Zuka911
კი. 4 ლოტას დაყოფილი ნიშნავს ოთხ მონაკვეთად დაყოფილს. "თესლობა" სიტყვაა რა

Posted by: ZEUS 4 Mar 2021, 11:56
QUOTE (otokarcobra @ 4 Mar 2021, 11:47 )
Zuka911
კი. 4 ლოტას დაყოფილი ნიშნავს ოთხ მონაკვეთად დაყოფილს. "თესლობა" სიტყვაა რა

lol.gif lol.gif ეგ და გამოწვევა lol.gif

Posted by: rommel 4 Mar 2021, 12:05
QUOTE
ხო. აქ ზოგადად აღფრთოვანება სუფევს რიკოთის პროგრესით, მაგრამ ვგონებ გურია-აჭარის მონაკვეთთან შედარებითაა პროგრესი, თორემ ვერ ვიტყოდი, რომ ტემპი ძაან მაღალია.

ვერც იმას ვიტყვით, რომ დაბალი ტემპია. ფაქტია, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე რთული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტია და ამავდროულად ყველაზე სწრაფად შენდება.

არც ის ვიცით რეალურად რა გამოწვევებთან ( biggrin.gif ) უხდებათ გამკლავება. გავიხსენოთ ქაფქიანას ნათქვამი, ხიდის ბურჯების ბურღვასთან დაკავშირებით.

ასე რომ მეგობრებო, მოდით ისევ აკორდს და რიონის ხიდს მივასხათ smile.gif

Posted by: ნიკა 4 Mar 2021, 13:05
rommel
ყველაზე რთული მგონი ხაშურის მეორე ლოტია

Posted by: otokarcobra 4 Mar 2021, 13:35
QUOTE (ZEUS @ 4 Mar 2021, 11:56 )
QUOTE (otokarcobra @ 4 Mar 2021, 11:47 )
Zuka911
კი. 4 ლოტას დაყოფილი ნიშნავს ოთხ მონაკვეთად დაყოფილს. "თესლობა" სიტყვაა რა

lol.gif lol.gif ეგ და გამოწვევა lol.gif

მაგ სიტყვის ექსკლუზივი აქვს ჩვენ ძმას. იმენა დაპატენტებულია lol.gif lol.gif

Posted by: JSB14BSJ 4 Mar 2021, 14:19
QUOTE
მაგ სიტყვის ექსკლუზივი აქვს ჩვენ ძმას. იმენა დაპატენტებულია 

დასტარტვაც.
* * *
Zuka911
QUOTE
ლოტი რას ნიშნავს? მონაკვეთს?

ერთეულს.
არ აქვს მნიშვნელობა, მონაკვეთი იქნება თუ წრფე.
ესაა შინაარსოვრივ-თემატურად ან ლოგიკურად გამოცალკევებული (დაჯგუფებული) ერთეული - მასალის, რაოდენობის, ერთგვაროვანი სამუშაოების თუ დროში შესრულება-მოწოდების თვალსაზრისით.

Posted by: ZEUS 4 Mar 2021, 15:18
QUOTE (rommel @ 4 Mar 2021, 12:05 )
QUOTE
ხო. აქ ზოგადად აღფრთოვანება სუფევს რიკოთის პროგრესით, მაგრამ ვგონებ გურია-აჭარის მონაკვეთთან შედარებითაა პროგრესი, თორემ ვერ ვიტყოდი, რომ ტემპი ძაან მაღალია.

ვერც იმას ვიტყვით, რომ დაბალი ტემპია. ფაქტია, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე რთული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტია და ამავდროულად ყველაზე სწრაფად შენდება.

არც ის ვიცით რეალურად რა გამოწვევებთან ( biggrin.gif ) უხდებათ გამკლავება. გავიხსენოთ ქაფქიანას ნათქვამი, ხიდის ბურჯების ბურღვასთან დაკავშირებით.

ასე რომ მეგობრებო, მოდით ისევ აკორდს და რიონის ხიდს მივასხათ smile.gif

კიკი. გეთანხმები.
უბრალოდ მაგიტომ მე მაინც ფრთხილი ოპტიმიზმით ვუდგებითქო. თან მგონია, რომ პროექტის დაგეგმვისას რაღაც დოზით გამოწვევებიცაა გათვალისწინებული, რადგან მანამდე სადაზვერვო ბურღვები და ა.შ. უნდა ტარდებოდეს ხოლმე. ესენი რას ატარებენ, ეგ არ ვიცი gigi.gif

Posted by: Zuka911 4 Mar 2021, 17:00
otokarcobra
JSB14BSJ
მადლობა up.gif

Posted by: Kidnapped 5 Mar 2021, 17:29
გუგლმა რუკები განაახლა გურიის მონაკვეთი ვნახე. მესამე ლოტზე არაფერი არ ხდება. პირველზე და მეოთხეზე არის ცოტა პროგრესი. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითის ნაწილიც განახლებულია გრიგოლეთთან.
user posted image
user posted image
* * *
user posted image
------

Posted by: winrar 5 Mar 2021, 18:00
რა საცოდავები არიან, ყველაფერი გაკეთებულია თითქმის რიონის ხიდის ბურჯების გარდა. რამდენიმე წყალგამტარზე დარჩა მიწის მიყრა და მალების გადება ხიდებზე, რომელიც იქვე უწყვიათ facepalm.gif

Posted by: GEORGIA007 5 Mar 2021, 18:36
QUOTE
რა საცოდავები არიან, ყველაფერი გაკეთებულია თითქმის რიონის ხიდის ბურჯების გარდა. რამდენიმე წყალგამტარზე დარჩა მიწის მიყრა და მალების გადება ხიდებზე, რომელიც იქვე უწყვიათ

ვინ ასრულებს სამუშაოებს?

Posted by: Tocadero 5 Mar 2021, 18:56
winrar

არაფერიც არაა მორჩენილი დიდი ალბათობით ყოველი გვირაბი გამოწვევაა...

ანუ იძირება

ასე სჩანს შორიდან.....

Posted by: winrar 5 Mar 2021, 20:01
წინა გადაღებებზე არ იყო მიყრილი მიწა გვირაბებზე, ახლა ნაწილზე არის. სავარაუდოდ აღარ იძირება და დაიწყეს მიყრა.

Posted by: ZEUS 5 Mar 2021, 20:19
გურიის მეოთხე ლოტს პროგრესის რა შეატყეთ, რომ არ მითხრათ. მემგონი ეგრეა კაი ხანია.
* * *
კი. ყოფილა წინსვლა. პროსტა რამდენი წელია კეთდება, 5? biggrin.gif

Posted by: რობი 5 Mar 2021, 20:50
დაწყევლილია იმენა ეგ ადგილი რა უბედურობაა ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი ჩანდა არადა

Posted by: marimari11 5 Mar 2021, 22:48
QUOTE (რობი @ 5 Mar 2021, 19:50 )
დაწყევლილია იმენა ეგ ადგილი რა უბედურობაა ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი ჩანდა არადა

შენ რომ ნამუსი არ გაქვს იცი?
არც სინდისი

Posted by: otokarcobra 5 Mar 2021, 23:26
რობი
marimari11
რა ხდება, ვინ ხართ ხალხო?

Posted by: internazionale 6 Mar 2021, 08:02
marimari11
რა ხდება, პოლიტგანყოფილებაა? რატომ ლანძღავთ ერთმანეთს?

Posted by: ZEUS 6 Mar 2021, 21:23
რას ერჩით ამ ბადეებს ვერ გავიგე. მშვენივრად გაუყოლებიათ არგვეთადან ქუთაისის შემოვლითამდე მთელ სიგრძეზე. რამე მფრინავი ძროხა თუ არ იქნა, ვერ უნდა გადახტეს წესით biggrin.gif

რიკოთზე მეორე და მესამე ლოტებზე ხიდების პროგრესი აშკარაა. ორი თვის წინ ვიყავი და ბლომად ხიდების ბურჯები ამოუყვანიათ იმის მერე.

აი პირველი ლოტი თუ არ მოიხოდა გაზაფხულიდან, დააგვიანდებათ სავარაუდოდ.
* * *
მეოთხე ლოტზე ერთი ორგან მოედნები მოაწყეს და სხვა არაფერი ჩანს. არადა ფეროს რელსებთან საცობი იყო და ვგონებ ზაფხულში ხაშურს ზესტაფონი ჩაანაცვლებს საცობების სიყვარულში.

Posted by: otokarcobra 6 Mar 2021, 22:16
ZEUS
QUOTE
აი პირველი ლოტი თუ არ მოიხოდა გაზაფხულიდან, დააგვიანდებათ სავარაუდოდ.

ქაფქიზინიოს შეეხე ჩესტზე

QUOTE
არადა ფეროს რელსებთან საცობი იყო და ვგონებ ზაფხულში ხაშურს ზესტაფონი ჩაანაცვლებს საცობების სიყვარულში.

ამ ზაფხულს კიდე არ იქნება ტურიზმი ისეთი მოხოდილი და გადავიტანთ და შემდეგი წლიდან რო წამოვა, ე მანდ მოხდება პიზდეცები

Posted by: ZEUS 6 Mar 2021, 22:37
QUOTE (otokarcobra @ 6 Mar 2021, 22:16 )
ZEUS
QUOTE
აი პირველი ლოტი თუ არ მოიხოდა გაზაფხულიდან, დააგვიანდებათ სავარაუდოდ.

ქაფქიზინიოს შეეხე ჩესტზე

ჰოო. მესმის, მაგრამ ჩემი სუბიექტური შეხედულებით ეგრეა smile.gif

Posted by: winrar 6 Mar 2021, 23:36
QUOTE (ZEUS @ 6 Mar 2021, 21:23 )
აი პირველი ლოტი თუ არ მოიხოდა გაზაფხულიდან, დააგვიანდებათ სავარაუდოდ.

მაგათი მთავარი გამოწვევა გვირაბია, ძირითადი ნაწილი არსებულ გზას მიუყვება და ხიდებიც ცოტა აქვთ. ასე რომ შეიძლება ფინიშის სწორზე ჩაუქროლონ დანარჩენებს.

Posted by: ZEUS 6 Mar 2021, 23:38
QUOTE (winrar @ 6 Mar 2021, 23:36 )
QUOTE (ZEUS @ 6 Mar 2021, 21:23 )
აი პირველი ლოტი თუ არ მოიხოდა გაზაფხულიდან, დააგვიანდებათ სავარაუდოდ.

მაგათი მთავარი გამოწვევა გვირაბია, ძირითადი ნაწილი არსებულ გზას მიუყვება და ხიდებიც ცოტა აქვთ. ასე რომ შეიძლება ფინიშის სწორზე ჩაუქროლონ დანარჩენებს.

ჰო. მეც მაგას ვფიქრობ. ისე კი არაა კაცო არაფერს აკეთებდნენ. დაწყებული აქვთ ბლომად საქმეები. მათ შორის გვირაბამდე აღმართზე ბოლოსკენ გზის ერთი ზოლიც მიითვისეს user.gif gigi.gif
* * *
ჩაქროლებით ვერ ჩაუქროლებენ იდეაში თუ ყველა ლოტი გრაფიკს მიყვა, რადგან ამათ ერთი წლით გვიან დაიწყეს მეორე და მესამე ლოტებზე.

Posted by: ნიკა 7 Mar 2021, 08:43
ტურიზმი არ იქნება, მაგრამ აღდგომაზე წელს სავარაუდოდ არ დაგვკეტავენ და კი იქნება ზესტაფონში ბედნიერება. ნეტა შ102-ზე რა ხდება?

Posted by: ZEUS 7 Mar 2021, 09:37
ნიკა
QUOTE
ნეტა შ102-ზე რა ხდება?

კარგი რააა. რანაირად იცი ხოლმე smile.gif
ეგ რომელია?

Posted by: Tocadero 7 Mar 2021, 11:22
ZEUS

კიცხი - ზედა საზანო - სასწაული გზაა

Posted by: zazamos 7 Mar 2021, 14:43
Tocadero
QUOTE
კიცხი - ზედა საზანო - სასწაული გზაა

სასწაულად ცუდი თუ სასწაულად კარგი? wink.gif

Posted by: Guro_ 7 Mar 2021, 14:53
otokarcobra
შეცვალე ბუჯო მაგ ავატარი, ვეღარ ვკითხულობ თემებს, შევხედავ თუარა ვითრგუნები sad.gif

Posted by: robin 7 Mar 2021, 15:19
გაცილებით მეტ მონაკვეთზე უნდა
user posted image
user posted imageგაკეთდეს ეს დამცავი ბარიერები

Posted by: რობი 7 Mar 2021, 15:53
otokarcobra
ძმრატები boli.gif

Posted by: ZEUS 7 Mar 2021, 19:43
ზესტაფონი-ქუთაისის ბადეები:
user posted image
ნაწილი ახლა მონტაჟდება კიდევ:
user posted image

Posted by: Kidnapped 7 Mar 2021, 20:03
სულ არაფერს ჯობია ეს ბადეები, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმდენი ფული დაახარჯეს რაც ზედა სურათებზე რო ბარიერებია იმის მონტაჟს ეყოფოდა.

Posted by: ნიკა 7 Mar 2021, 20:40
ZEUS
QUOTE
ეგ რომელია?

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-102): ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ 8-რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხის საავტომობილო გზა

პ.ს. არაგვის ხიდზე გახსნეს მეორე ზოლიც

Posted by: Tocadero 7 Mar 2021, 21:01
zazamos

ორივე smile.gif))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: ZEUS 7 Mar 2021, 21:30
ხიდები და გვირაბები:
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: rommel 7 Mar 2021, 21:36
ისევ ფრიდონი თუ გვიშველის biggrin.gif

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, "ევროპელი სოციალისტების" წევრი, ფრიდონ ინჯია მაგისტრალებზე სიჩქარის ზედა ზღვრის გაზრდის ინიციატივით გამოდის. მან პარლამენტის სხდომაზე შესაბამისი კითხვით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართა.

"საცობებმა წაიღო საქართველო და, პრაქტიკულად, არ ჩანს გამოსავალი, ვერ ვხედავთ. განსაკუთრებით, ბავშვები რომ სკოლაში წავიდნენ. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, იქ, სადაც შეიძლება, ჩქაროსნულ მაგისტრალებზე, ის შეზღუდვა, რომელიცაა 110 კმ/სთ, გაიზარდოს ამ პერიოდში [გულისხმობს კომენდანტის საათის არსებობის პერიოდს], 130 კმ/სთ-მდე", - თქვა დეპუტატმა.

Posted by: ZEUS 7 Mar 2021, 21:49
rommel
QUOTE
ისევ ფრიდონი თუ გვიშველის

იდიოტი.

ისე ქუთაისის შემოვლითზე შეიძლება ვგონებ ეგ ლიმიტი დაწესდეს biggrin.gif

Posted by: ნიკა 7 Mar 2021, 22:13
კი ავტობანზე ლიმიტის 130 კმ/სთ-მდე გაზრდა ნამდვილად უშვლის თბილისში საცობებს რომლებიც ბავშვების სკოლაში გასვლმ კი არა და კალოშამ გამოიწვია facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: ZEUS 7 Mar 2021, 23:30
სუფსაში. გრიგოლეთის კვანძი სადაც უნდა გაკეთდეს, მიმდინარეობდა სამუშაოები.

user posted image

კაი უზარმაზარი ტერიტორიაა მოსწორებული.

user posted image

Posted by: mrpitkina 7 Mar 2021, 23:45
შაბათს წამოვედი ბაკურიანში

130 კი არა რაცაა ეგეც დასაწევია ისეთი მოძრაობა იყო

სანამ ეს ბანი დასრულდება მინიმუმ ერთი ზოლი იქნება დასაწყებ/დასამატებელი

Posted by: Tocadero 7 Mar 2021, 23:52
ZEUS

რავი ამა არც მესამე და არც მეოთხეს არაფერი ეტყობა და

ალბათ სუფსა ქობულეთი რომ შენდება მაგას დიდი ხიდი ექნება და მაგის დაერთებას ჩალიჩობენ

თორე მეოთხე ლოტის იმედი უკვე აღარავის აქვს

Posted by: rommel 8 Mar 2021, 00:05
ZEUS
QUOTE
ისე ქუთაისის შემოვლითზე შეიძლება ვგონებ ეგ ლიმიტი დაწესდეს

შენც ხომ იცი, არ გამოვა ეგ ამბავი.

Posted by: GEORGEXIII 8 Mar 2021, 00:12
ნიკა

ყველა მასე შემოგდებული ჭორი მართლდება ხოლმე biggrin.gif

Posted by: ZEUS 8 Mar 2021, 00:12
QUOTE (Tocadero @ 7 Mar 2021, 23:52 )
ZEUS

რავი ამა არც მესამე და არც მეოთხეს არაფერი ეტყობა და

ალბათ სუფსა ქობულეთი რომ შენდება მაგას დიდი ხიდი ექნება და მაგის დაერთებას ჩალიჩობენ

თორე მეოთხე ლოტის იმედი უკვე აღარავის აქვს

მემგონი ეგ გრიგოლეთი-შეკვეთილის ავტობანის ნაწილია, თურქები რაზეც ცოდვილობენ.
ისე, მეორე ლოტზე პირველი ლოტის მიმართულებიდან ბალასტით დატვირთული რამოდენიმე სატვირთო მოძრაობდა და იქნება რამე მოძრაობა გააკეთონ პირველ ლოტზე facepalm.gif
არადა ის კოჭებიც ვერ დააწყეს ბოლომდე დაფნარის კვანძზე help.gif

Posted by: Peeto_Turmann 8 Mar 2021, 02:45
user posted image
ალბათ ყველას გეცნობათ ეს გვირაბი რიკოთის მე2 ლოტიდან.
დღეს გავიარე და თვალებს არ ვუჯერებდი ისეა ჩამოშლილი ეგ მთა რომ გვირაბის ნასახი აღარ ჩანს .
სულ მიწით და ქვა_ღორღის არის დაფარული გვირაბის პორტალი.
სამწუხაროდ ფოტოს გადაღება ვერ შევძელი. facepalm.gif

Posted by: ნიკა 8 Mar 2021, 08:58
QUOTE
დღეს გავიარე და თვალებს არ ვუჯერებდი ისეა ჩამოშლილი ეგ მთა რომ გვირაბის ნასახი აღარ ჩანს .
სულ მიწით და ქვა_ღორღის არის დაფარული გვირაბის პორტალი.

help.gif help.gif help.gif help.gif help.gif

Posted by: winrar 8 Mar 2021, 09:32
როგორც ჩანს ძაან ციცაბოდ აქვთ მოჭრილი ისეთი ქანები რომელიც ეგრე არ უნდა მოეჭრათ და გამაგრებაც არ იყო შესაბამისი. მოუწევთ ეხლა ხელების დაკაპიწება.

Posted by: zazamos 8 Mar 2021, 10:19
QUOTE
თორე მეოთხე ლოტის იმედი უკვე აღარავის აქვს

როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, დღეისთვის გურიის მეოთხე ლოტზე გარკვეული სამუშაოები მიდის - გზას ხრეშის ახალ ფენას ამატებენ, და სასოფლო სავარგულებთან დამაკავშირებელ ორ ჩაძირულ გზისქვეშა გვირაბს შლიან და თავიდან აკეთებენ.

როგორც ამბობენ, ასფალტის საფარს გრიგოლეთი - ქობულეთის შემოვლითის მშენებელი თურქული კომპანია დააგებს.

Posted by: Tocadero 8 Mar 2021, 10:25
Peeto_Turmann

ბევრგანაა მასე ჩამოშლილი მიწები მაგ გვირაბების თავზე

აშკარაა რომ მართლა არ იციან რას აკეთEბენ

იმენაა აზზე არ არიან და ოდნავ ტვინიც არავის მოეკითხება.

დიდი ალბათობით გვირაბი არასოდეს არ აუშენებიათ

რაში იყო მანდ მასე მიწის ჩამოჭრა????

თავზე რომ დაენგრეოდათ ვერავინ მიხვდა

თან ის საცოდაობა რომ მიატრაწეს ზედ რა მაგის იმედი აქვთ???

მოკლედ ისევ აჩერედნოი კიტაი ჩაჯმული პროექტი გამოვა რააა

Posted by: ZEUS 8 Mar 2021, 11:53
QUOTE (Peeto_Turmann @ 8 Mar 2021, 02:45 )
user posted image
ალბათ ყველას გეცნობათ ეს გვირაბი რიკოთის მე2 ლოტიდან.
დღეს გავიარე და თვალებს არ ვუჯერებდი ისეა ჩამოშლილი ეგ მთა რომ გვირაბის ნასახი აღარ ჩანს .
სულ მიწით და ქვა_ღორღის არის დაფარული გვირაბის პორტალი.
სამწუხაროდ ფოტოს გადაღება ვერ შევძელი. facepalm.gif

კი. მე ვნახე გუშინ. გვირაბის პორტალი აღარ ჩანს საერთოდ. დამავიწყდა დაწერა.

ძალით ხომ არ ჩამოშალესთქო ვიფიქრე, ახლიდან რომ შეაბეტონონ spy.gif

Posted by: robin 8 Mar 2021, 13:11
Peeto_Turmann
მაგაზე რამოდენიმე დღითა ადრე დავწერე .... გამოწვევებია.... გამოწვევები

rolleyes.gif

Posted by: JSB14BSJ 8 Mar 2021, 23:39
სიტყვა "გზაგამტარი" რას ნიშნავს?

Posted by: Kidnapped 8 Mar 2021, 23:44

QUOTE
სიტყვა "გზაგამტარი" რას ნიშნავს?

ხიდი რომლის ქვეშაც გზა გადის, ან რკინიგზა

Posted by: Delvaux 9 Mar 2021, 09:37
QUOTE (Kidnapped @ 5 Mar 2021, 17:29 )
გუგლმა რუკები განაახლა გურიის მონაკვეთი ვნახე. მესამე ლოტზე არაფერი არ ხდება. პირველზე და მეოთხეზე არის ცოტა პროგრესი. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითის ნაწილიც განახლებულია გრიგოლეთთან.
user posted image
user posted image
* * *
user posted image
------

ხაშური - ზესტაფონის მონაკვეთს თუ განაახლებენ კარგი იქნება. წესით პროგრესი გამოჩნდება და საინტერესო სურათი გამოჩნდება...

Posted by: Snow93 9 Mar 2021, 14:05
გუშინ დავბრუნდი დასავლეთიდან და ე.ი. შუადღისას რიკოთის გავლას მგონი ჯობია ჭიათური გავლით შემოუაროთ. გადაზიდვების გამო 3 ადგილზე გააჩერეს კაი ხანი მოძრაობა და თან ისე რომ საერთოდ არ იძვროდა მანქანები

Posted by: ZEUS 9 Mar 2021, 14:59
QUOTE (Snow93 @ 9 Mar 2021, 14:05 )
გუშინ დავბრუნდი დასავლეთიდან და ე.ი. შუადღისას რიკოთის გავლას მგონი ჯობია ჭიათური გავლით შემოუაროთ. გადაზიდვების გამო 3 ადგილზე გააჩერეს კაი ხანი მოძრაობა და თან ისე რომ საერთოდ არ იძვროდა მანქანები

ჰო. მეც ვიღოღე.
შენ წარმოიდგინე, ხიდების მალების ზიდვა რომ დაიწყება, მერე რა მოხდება biggrin.gif

Posted by: internazionale 9 Mar 2021, 15:37
ZEUS
QUOTE
შენ წარმოიდგინე, ხიდების მალების ზიდვა რომ დაიწყება, მერე რა მოხდება

მაგ მალებს მაგ გზითვე ვერ გაატარებენ? წესით კი. გვირაბებში რომ დაასხავენ ბეტონს (ბოლო ფენას არ ვგულისხმობ) მერე კი იქნება შესაძლებელი ჩემი წარმოდგენით.

Posted by: Snow93 9 Mar 2021, 16:52
ZEUS
აუფ, ეგ როდის დაიწყება ნეტავ ვიცოდე ზუსტად რომ ავცდე გადაჭედვებს, ზაფხული თუ მოუწია ხო საერთოდ

internazionale
იდეაში ღამით გვიან უნდა ქნან ეგენი რომ მოძრაობა კიდევ უფრო მეტად არ შეაფერხონ

Posted by: ქაფქიანა 9 Mar 2021, 21:12
ყველა ლოტზე მალები ადგილზე აიწყობა და შორიდან ზიდვა არ გახდება საჭირო, თუ არ ჩავთვლით სატესტო მალებს, რომლებიც ძირითადად სამტრედიიდან მოდის, ან გარდაბნიდან ან კასპიდან.

Posted by: პაწა 9 Mar 2021, 22:16
ისე, ერთი დავამუღამე, შუადღეზე ვრეკავ 144-ზე, ზღაპრებს ვუყვები და მერე მივდივარ კომენდანტის საათის დროს, სულ ცარიელია გზა და რომც არ გქონდეს საშვი, კაცი არ ამოწმებს არაფერს

Posted by: ZEUS 9 Mar 2021, 22:50
QUOTE (ქაფქიანა @ 9 Mar 2021, 21:12 )
ყველა ლოტზე მალები ადგილზე აიწყობა და შორიდან ზიდვა არ გახდება საჭირო, თუ არ ჩავთვლით სატესტო მალებს, რომლებიც ძირითადად სამტრედიიდან მოდის, ან გარდაბნიდან ან კასპიდან.

კარგია, კარგი .

Posted by: Tocadero 10 Mar 2021, 14:57
ქაფქიანა

აშკარად ძალიან საინტერესო პროექტში მონაწილეობ.

მშურს შენი

Posted by: ქაფქიანა 10 Mar 2021, 20:23
---------------------------------------------------------------------------------------

Posted by: Tocadero 10 Mar 2021, 23:02
ქაფქიანა

მივხვდი რაც დაწერე smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: ნიკა 12 Mar 2021, 14:01
9 იანვარი, საირმიდან აბასთუმანში გადასვლის მცდელობა.
1=2 პირველი ორი ვიდეო თბილისი-სურამი ავტობანი

3 სურამი-საქასრია

4 საქასრია - ზესაფონი ბაღდათს გადასახვევი

5-6 ზესტაფონი-ბაღდათი-საირმე

7-8 საირმე-უღელტეხილი ზვავამდე (თითქსმის ბოლოში იყო)

9-10 უღელტეხილი-საირმე

11 საირმე-ბაღდათი ვარციხე-ქუთაისის შემოვლითი

12 ბაღდათის კვანძი-ზესტაფონი-შროშა

13 შროშა-სურამი

ინჯოი wink.gif
ფლეილისტის სახით
https://www.youtube.com/watch?v=zcwPWjZnoio&list=PLMhw5vejhxgOBlPFqVEzQj0Oxk4uY0uaB

Posted by: zazamos 14 Mar 2021, 18:54
ეს წუთია, ერთ-ერთ ჯგუფში დაპოსტეს.user posted image

Posted by: JSB14BSJ 15 Mar 2021, 21:18
ნეტა რას გაუჩნდა.

გვირაბში როგორ უნდა გაჩნდეს ხანძარი?

ნეტა ქართველი მშენებელ-მენეჯერული გენიაა თუ სამძღოლო?

Posted by: MEGA 15 Mar 2021, 21:33
QUOTE (ნიკა @ 12 Mar 2021, 14:01 )
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

up.gif up.gif კარგი ვიდეოებია up.gif
ბაღდათიდან ზესტაფონისკენ მოკლე გზით რატო არ წახვედი? ობჩა სვირი

Posted by: Guro_ 16 Mar 2021, 02:39
ნიკა
პერევლის ვიდეობი, აი სადაც "სერპანტინებია" მიხვეულ-მოხვეული, ეგრე ნუ აჩქარებ, თორე შეუძლებელი ხდება ყურება. ტრასაზე არაა პრობლემა და ეგეთ ადგილებში წამში 2-3 ჯერ კადრი იცვლება, აფეთქდა თვალები.

Posted by: eleqtro 16 Mar 2021, 07:29
–-------------------------–--------–-----------------------------------

Posted by: ნიკა 16 Mar 2021, 10:50
Guro_
QUOTE
პერევლის ვიდეობი, აი სადაც "სერპანტინებია" მიხვეულ-მოხვეული, ეგრე ნუ აჩქარებ, თორე შეუძლებელი ხდება ყურება. ტრასაზე არაა პრობლემა და ეგეთ ადგილებში წამში 2-3 ჯერ კადრი იცვლება, აფეთქდა თვალები.

ვიდეო არის 60 fps-ით. შეგიძლია შეანელო 2-ჯერ აბსოლუტურად უმტკივნეულოდ. და 4-ჯერ თითქმის უმტკივნეულოდ. იუთუბს აქვს ეგეთი ფნქცია wink.gif

მე მირჩევნია მთელი პროექტი ერთი პარამეტრებით იყოს და დარეგულირდეს მერე მასე. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ბევრია საჩალიჩო თან გრძელი ვიდეო გამოდის.

Posted by: Tocadero 16 Mar 2021, 10:54
JSB14BSJ დამპალ ბმვ ს ან ოპელს ან ფორდს

რას გაიგებ

Posted by: ნიკა 16 Mar 2021, 11:13
MEGA
QUOTE
ბაღდათიდან ზესტაფონისკენ მოკლე გზით რატო არ წახვედი? ობჩა სვირი

ქუთაისის შემოვლითზე რა ხდებოდა მინდოდა მენახა.

Posted by: zazamos 16 Mar 2021, 11:28
Tocadero
QUOTE
დამპალ ბმვ ს ან ოპელს ან ფორდს

არა სხვათაშორის smile.gif )))))))user posted image

Posted by: ნიკა 16 Mar 2021, 11:38
zazamos
დამასწარი. მეც მაგ ნიუსს ვეძებდი ახლა biggrin.gif

Posted by: otokarcobra 16 Mar 2021, 12:07
QUOTE (ნიკა @ 16 Mar 2021, 10:50 )
Guro_
QUOTE
პერევლის ვიდეობი, აი სადაც "სერპანტინებია" მიხვეულ-მოხვეული, ეგრე ნუ აჩქარებ, თორე შეუძლებელი ხდება ყურება. ტრასაზე არაა პრობლემა და ეგეთ ადგილებში წამში 2-3 ჯერ კადრი იცვლება, აფეთქდა თვალები.

ვიდეო არის 60 fps-ით. შეგიძლია შეანელო 2-ჯერ აბსოლუტურად უმტკივნეულოდ. და 4-ჯერ თითქმის უმტკივნეულოდ. იუთუბს აქვს ეგეთი ფნქცია wink.gif

მე მირჩევნია მთელი პროექტი ერთი პარამეტრებით იყოს და დარეგულირდეს მერე მასე. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ბევრია საჩალიჩო თან გრძელი ვიდეო გამოდის.

შენ რა გირჩევნიაზე არაა ბრატ! მომხმარებლის აზრი უნდა გაითვალისწინო. რა ქართველი სპორტსმენებივით და გია გრიგალავასავით ლაპარაკობ lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ნიკა 19 Mar 2021, 19:10
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 23 მარტის 21:00 სთ-დან 24 მარტის 01:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის, ხოლო 24 მარტის 01:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა და მისი გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1616151466&pid=1388404621

Posted by: levan_ts 26 Mar 2021, 15:14
ქუთაისის შემოვლითზე გაიხსნა რკინიგზის ხიდები? აშენდა უკვე გზა თუ დაიხურა ეს თემა. პირველად არის მგონი, რკინიგზაში უფორ მეტი პოსტი იდება ვიდრე აქ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში smile.gif.

Posted by: ნიკა 26 Mar 2021, 18:31
QUOTE
ქუთაისის შემოვლითზე გაიხსნა რკინიგზის ხიდები?

ეს მეც მაინტერესებს, კაი ხანია რუკა არ გამისწორებია biggrin.gif

Posted by: zabzu 26 Mar 2021, 22:38
ნიკა
რომელ ვიდეო რეგისტრატორს იყენებ
შეგიძლია იბეის ლინკი ჩამიგდო?

Posted by: ნიკა 27 Mar 2021, 13:52
zabzu
QUOTE
რომელ ვიდეო რეგისტრატორს იყენებ

Xiaomi Yi Dashcam. უბრალო რეგისტრატორად არ მომეწონებოდა, ორმოებზე გადასვლისას დღაბნის გამოსახულებას, თუმცა ისე კაია.

Posted by: raibebo 27 Mar 2021, 15:31
ავტობანის წეროვანთან არსებულ ციფრულ დაფაზე გუშინწინ ნამდვილად ეწერა რომ ქუთაისის შემოვლითი გზა გახსნილია.

Posted by: ნიკა 27 Mar 2021, 16:48
დეკემბრიდანაა გახსნილი, უბრალოდ რკინიგზის ხიდზე ორმხრივი იყო და ახლა როგორაა ნეტა?

Posted by: wrangler7 27 Mar 2021, 17:58
გვირაბიდან დაწყებული ზესტაფონამდე, 5-6 ადგილზე ნახევარ მეტრიანი ორმოებია, ცენტრალურ გზაზე, ტეხავს sad.gif

Posted by: ZEUS 27 Mar 2021, 19:53
https://rustavi2.ge/ka/news/194222

ქობულეთი-ბათუმის გზაზე ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა
დღეს, 14:49 4749

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა. მათ შორისაა ერთი მიკროავტობუსი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია 4 პირი, ისინი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მედიკოსების ინფორმაციით დაშავებულებიდან 1 პირი უკვე გაეწერა, 3 პირი კი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია 276 მუხლის მე-2 ნაწილით,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Posted by: Delvaux 29 Mar 2021, 09:51
QUOTE (ZEUS @ 27 Mar 2021, 19:53 )
https://rustavi2.ge/ka/news/194222

ქობულეთი-ბათუმის გზაზე ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა
დღეს, 14:49 4749

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა. მათ შორისაა ერთი მიკროავტობუსი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია 4 პირი, ისინი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მედიკოსების ინფორმაციით დაშავებულებიდან 1 პირი უკვე გაეწერა, 3 პირი კი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია 276 მუხლის მე-2 ნაწილით,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მოუწევთ ორი ზოლის დამატება.... სანამ რამე საშინელი ავარია არ მოხდება არ დაიწყებენ...

Posted by: kataxxl 29 Mar 2021, 18:21
მოიცა და ქუთაისს რომ დაამატეს რა 2 ზოლი ამათ ეგონაყ რომ იდიოტი მძღოლები მარტო მანდ დადიან???

იმისთანა რაღაცეებს აკეთებენ რომ ეგრევე სროკი უნდა იყოს ერთი 5 წელი მაგაზე

გურჯაანის შემოვლითი რომ გაიხსნება მერე ნახეთ ავტო მკვლელობები. იმენა უჟასი გზაა

ქობულეთის შემოვლითზე გასაჩერებელი ზოლის იმედზე შეიძლება იყო მაინც

Posted by: zazamos 29 Mar 2021, 21:22
QUOTE
მოუწევთ ორი ზოლის დამატება.... სანამ რამე საშინელი ავარია არ მოხდება არ დაიწყებენ...

მასე ხაშურის ცენტრშიც ავტობანის გაყვანა უნდა მოვითხოვოთ smile.gif smile.gif
სინამდვილეში პრობლემა მოძრაობის უსაფრთხოების ცუდ კონტროლსა და მძღოლების ტვინშია
http://resonancedaily.com/index.php?id_rub=4&id_artc=122169user posted image

Posted by: JSB14BSJ 29 Mar 2021, 21:28
ნიკა
QUOTE
Xiaomi Yi Dashcam

მოიცა, რაღაც დედისმხვნელი რეგისტრატორი არ გქონდა? რაის შაომი?

zazamos
QUOTE
ხაშურის

ხრეშსა შეჭან?

Posted by: ნიკა 29 Mar 2021, 21:54
JSB14BSJ
QUOTE
მოიცა, რაღაც დედისმხვნელი რეგისტრატორი არ გქონდა? რაის შაომი?

არდე ექშენ კამერა მეყენა SJ5000+ რომელმაც სამწუხაროდ დაყვინთა.

Posted by: ZEUS 30 Mar 2021, 15:31
https://bm.ge/ka/article/quotew-gasacherebeli-adgilebi-avtobanze---saxelmwifos-sainvesticio-shetavazeba-bizness/79164

user posted image

სახელმწიფო პროგრამის - „100 საინვესტიციო პროექტის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს აღმოსავლეთი-დასავლეთის ახალ ავტობანზე ე.წ. გასაჩერებელი ადგილების მოსაწყობად საპრივატიზაციოდ 106 080 კვ.მ. მიწა გამოაქვს.

აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ძალიან საინტერესო პროგრამას ვაკეთებთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად. მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და გვსურს, განვავითაროთ მიმდებარე ინფრასტრუქტურა. დღეს ერთი ასეთი შემოთავაზება გვაქვს - ავტობანზე ე.წ. გასაჩერებელი ადგილების მოწყობა, სადაც თავისი საინვესტიციო პირობებით მთელი კომპლექსი გაშენდება, შემდეგ თქვენთვის სხვა ანალოგიურ პროექტებს გამოვიტანთ“, - მიმართა მინისტრმა კერძო სექტორს.

Posted by: Tocadero 30 Mar 2021, 18:01
რაღაც გურჯული უტვინობააა. ეგ ობიექტი ზედ გზაზე უნდა იყოს როგორც ვისოლის და სოკარის არსებული ობიექტებია.

Posted by: პაწა 30 Mar 2021, 19:36
რატომ ზედ გზაზე?

Posted by: ZEUS 30 Mar 2021, 19:41
QUOTE (Tocadero @ 30 Mar 2021, 18:01 )
რაღაც გურჯული უტვინობააა. ეგ ობიექტი ზედ გზაზე უნდა იყოს როგორც ვისოლის და სოკარის არსებული ობიექტებია.

ჯერ ერთი. ეს რენდერია. და ზედ გზას რას ეძახი, გზას უნდა კეტავდეს მაინცდამაინც? 100 მეტრით რომ იყოს შეწეული, გაუჭირდება მანქანას მისვლა?

აუცილებელია ყველაფერი ვაკრიტიკოთ? მემგონი ცოტა დამღლელია იაედაც ამ დაიმთავრებელი მშენებლობის ფონზე.
ვგონებ პოლიტიკის განყოფილებაში უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება ასეთ პოსტებს.

Posted by: Tocadero 31 Mar 2021, 10:30
ZEUS

უნდა ჩანდეს ობიექტი გზიდან. ყველგან ასეა....

იტალია, გერმანია და დაჟე საქართველო

შეხვალ გამოხვალ

რაშია საჭირო დამატებითი გზის მშენებლობა ???

რა გინდაც დამატებით 100 მეტრი გზა რა უფასოა???

Posted by: Didgori_3 31 Mar 2021, 12:14
QUOTE
უნდა ჩანდეს ობიექტი გზიდან. ყველგან ასეა....

იტალია, გერმანია და დაჟე საქართველო

შეხვალ გამოხვალ

რაშია საჭირო დამატებითი გზის მშენებლობა ???

რა გინდაც დამატებით 100 მეტრი გზა რა უფასოა???

გაფართოება რომ მოგინდეს გზის ან ობიექტის, უნდა მოანგრიო გზა ან ობიექტი და თავიდან ააშენო მერე. გამოჩენით გამოჩნდება, ნიშნები იქნება, რა საჭიროა მცხეთამდე როა ეგრე ზედ ავტობანზე იყოს ყველაფერი

Posted by: beka331 31 Mar 2021, 12:20
გსაჩერებელი ადგილი რაც მეტი, მით უკეთესი

ადამიანს ტუალეტი რომ მოუნდეს 4 საათი არ უნდა ითმინოს და უბინძურეს საპირფარეშოში არ მოუწიოს შესვლა

Posted by: Tocadero 31 Mar 2021, 12:53
Didgori_3

ხო 8 ზოლიანად რომ გადაკეთდეა ჩვენი ავტოანი იქამდე არაფერი გეტკინოს smile.gif))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

მაგარი არგუმენტია smile.gif))))))))))))))))))))))))))

Posted by: spider77 31 Mar 2021, 15:00
QUOTE
რა საჭიროა მცხეთამდე როა ეგრე ზედ ავტობანზე იყოს ყველაფერი

ეს კატასტროფაა. თან იქ გაჩერებულებს, შემსვლელებს და გამოსმვლელებს, 10-დან 9-ს შეგნება არა აქვს facepalm.gif

Posted by: Kidnapped 31 Mar 2021, 15:42
QUOTE (spider77 @ 31 Mar 2021, 15:00 )
QUOTE
რა საჭიროა მცხეთამდე როა ეგრე ზედ ავტობანზე იყოს ყველაფერი

ეს კატასტროფაა. თან იქ გაჩერებულებს, შემსვლელებს და გამოსმვლელებს, 10-დან 9-ს შეგნება არა აქვს facepalm.gif

საგურამოს გადასახვევამდე რო მარკეტები და კვების ობიექტებია მანდ ხდება საშინელება, ფაქტიურად ერთი ზოლია დარჩენილი და იქაც ნორმალურად ვერ გაივლი.
ზედ გზაზე მშენებლობა არ შეიძლება. ევროპის ქვეყნების ჩამოთვლა რო იქ ეგრე არის, ისეთი არგუმენტია რო ქვას ხეთქავს lol.gif

Posted by: ZEUS 31 Mar 2021, 18:38
QUOTE

რა გინდაც დამატებით 100 მეტრი გზა რა უფასოა???

ესეც სერიოზული არგუმენტია. თან ინვესტორი ააშენებს სავარაუდოდ მაგ მისასვლელ გზასაც.

Posted by: ქაფქიანა 31 Mar 2021, 20:07
მანქანაში რომ ჩაგეძინება ლოდინში და ეს გისიგნალებს, გამატარეო:

user posted image

Posted by: Didgori_3 31 Mar 2021, 22:00
QUOTE
ხო 8 ზოლიანად რომ გადაკეთდეა ჩვენი ავტოანი იქამდე არაფერი გეტკინოს ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

მაგარი არგუმენტია ))))))))))))))))))))))))))

ზოგადად მასეთ ობიექტებზე გათვლები 10-15 წლით არ უნდა კეთდებოდეს, რატო უნდა გახდეს დასანგრევი, როცა იქნება.

Posted by: ZEUS 31 Mar 2021, 22:41
QUOTE (ქაფქიანა @ 31 Mar 2021, 20:07 )
მანქანაში რომ ჩაგეძინება ლოდინში და ეს გისიგნალებს, გამატარეო:

user posted image

lol.gif lol.gif . რას შვრები ნაჩალნიკ. როგორ მიდის საქმეები?
ხმები დადის ჩინურმა ახალმა წელმა ჩაგვძირა, გაიხვეტა ხალხიო gigi.gif

Posted by: ქაფქიანა 1 Apr 2021, 00:03
ZEUS

მშვენივრად, მშვენივრად. რიკოთის მეორე გვირაბი უკვე 360 მეტრზე მეტადაა გაჭრილი. სხვა ობიექტებიც ხოშიანად მიიწევს წინ. ხმებს (რუჩკებს) ნუ ენდობით.

Posted by: Didgori_3 1 Apr 2021, 02:02
QUOTE (ქაფქიანა @ 31 Mar 2021, 20:07 )
მანქანაში რომ ჩაგეძინება ლოდინში და ეს გისიგნალებს, გამატარეო:

user posted image

ეს მანქანა დინამიტებისთვის გასაბურღად და გასაწმენდად გამოიყენება?

Posted by: ქაფქიანა 1 Apr 2021, 06:56
Didgori_3

მაგისთვისაც.

..............

Posted by: zazamos 1 Apr 2021, 15:47
levan_ts
ნიკა
QUOTE
ქუთაისის შემოვლითზე გაიხსნა რკინიგზის ხიდები?

დღეს გავიარე. არ გახსნილა, ძველ ხიდზე ისევ ერთზოლიანი ორმხრივი მოძრაობაა. ახალ ხიდზე ბეტონი ძირითადად დასხმულია, მაგრამ დასავლეთის მხარეს გზასთან დაერთება ჯერ აშენებული (თუ ჩასხმული) არაა.

Posted by: ZEUS 1 Apr 2021, 21:08
QUOTE (zazamos @ 1 Apr 2021, 15:47 )
levan_ts
ნიკა
QUOTE
ქუთაისის შემოვლითზე გაიხსნა რკინიგზის ხიდები?

დღეს გავიარე. არ გახსნილა, ძველ ხიდზე ისევ ერთზოლიანი ორმხრივი მოძრაობაა. ახალ ხიდზე ბეტონი ძირითადად დასხმულია, მაგრამ დასავლეთის მხარეს გზასთან დაერთება ჯერ აშენებული (თუ ჩასხმული) არაა.

ალბათ აპრილის ბოლომდე მორჩებიან .

Posted by: Tocadero 1 Apr 2021, 22:18
სადმე რამე პროგრეს ბარი არაა??????????

გამოწვევა მინისტრი გახდა - ეხლა ვიღა გამოვა ტვ-ში????????

Posted by: rommel 2 Apr 2021, 10:35
QUOTE
გამოწვევა მინისტრი გახდა - ეხლა ვიღა გამოვა ტვ-ში????????

ვინ და მაგის მოადგილე, მაინც სულ მაგას ბაძავდა საუბრის მანერით. ერთი ეგაა, გამოწვევის მაგივრად, ამას პროგრესი თვალშისაცემია აქვს აკვიატებული smile.gif

Posted by: Tocadero 2 Apr 2021, 11:17
ზაფხულში საინტერესო სანახავი იქნება პერევალი

რათქმაუნდა კორონა პანდემიამ თუ მოგვცა ნება რომ ჩავიდეთ კაკაშკაში საბანაოდ

Posted by: ნიკა 2 Apr 2021, 14:06
QUOTE
კაკაშკაში საბანაოდ

არასდროს ჩავსულვარ და არც ვაპირებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Tocadero 2 Apr 2021, 14:09
ნიკა

რატო კაი აჭარულ კაკაშას რა ჯობია smile.gif))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: levan_ts 2 Apr 2021, 15:26
QUOTE (Tocadero @ 2 Apr 2021, 14:09 )
ნიკა

რატო კაი აჭარულ კაკაშას რა ჯობია smile.gif))))))))))))))))))))))))))))))))))

ანაკლიისასაც არა უშავს, ზემოდან ქვიშის ქარებით - პორტისთვის ამოღებულ 10 მეტრის სიმაღლის 110 ჰექტარზე დაყრილ კარგად გამომშრალ შლამს რომ წამოიღებს ხოლმე ქარი

Posted by: ZEUS 2 Apr 2021, 20:41
აუ ახალი გამოწვევა რა ბუნჩულა ტიპი ყოფილა. ძველი ენერგიული მაინც იყო ხოლმე biggrin.gif
* * *
რა გააძრო - წლის ბოლომდე სამტრედია - გრიგოლეთის მეოთხე ლოტი დასრულდებაო. პირველმა უკვე მეორედ მოგვჭამა ჭირი სავარაუდოდ. ხმა არ ამოუღია.

Posted by: rommel 2 Apr 2021, 21:37
მოკვდა ნერვიულობით, პირველი ინტერვიუა ალბათ biggrin.gif

QUOTE
რა გააძრო - წლის ბოლომდე სამტრედია - გრიგოლეთის მეოთხე ლოტი დასრულდებაო.

ალბათ შეეშალა, პირველი უნდა ეთქვა

საერთოდ რა ხდება ამ მეოთხე ლოტზე ვინმემ იცის?

Posted by: Tocadero 2 Apr 2021, 22:12
rommel

ხო ძნელია ასე ინტერვიუ. ასე 3-4 ინტერვიუს მერე გაიტანს smile.gif)))))))))))))))))))

გურიის 1 და 3 ეტყობა ეპიკურად ჩაშვებულია

რატო ვერ მოაბეს თავი აქამდე გაუგეარია

საგარეჯო არც ახსენა

vik.gif

Posted by: ქაფქიანა 3 Apr 2021, 08:10
გურიის მესამე და მეოთხე ლოტებს შორის საზღვარი სად გადის?

Posted by: zazamos 3 Apr 2021, 10:38
ქაფქიანა
QUOTE
გურიის მესამე და მეოთხე ლოტებს შორის საზღვარი სად გადის?

სოფ. ხაჯალიის სკოლის შენობის წინ
* * *
rommel
QUOTE
საერთოდ რა ხდება ამ მეოთხე ლოტზე ვინმემ იცის?

ადგილობრივების თქმით, დღედაღამე მუშაობენ - 60-70 სანტიმეტრიან ზედა ფენას ამატებენ და ვიბროკატოკებით თრომბავენ. სავარაუდოდ, უკვე დასაგებად ამზადებენ. საქონლის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უკვე მერამდენედ ჩაწოლილ გასაძრომებს შლიან და თავიდან აკეთბენ. ერთი ხიდი (ღელისხიდს უძახიან იქაურები) ახლაც დაშლილია და არმატურებს აწყობენ.

Posted by: ქაფქიანა 3 Apr 2021, 11:04
zazamos

გამარჯობა, ასეც ვფიქრობდი.

აბა გუგლის რუკას დახედეთ, მეოთხე ლოტის ვაკისი ფაქტობრივად მზადაა. საგზაო სამოსის სამუშაოებიღაა დარჩენილი პრაქტიკულად. წელს არ ვიცი, მაგრამ თუ მოინდომეს, გაისად შეიძლება მორჩნენ.

Posted by: rommel 3 Apr 2021, 11:56
QUOTE

QUOTE
საერთოდ რა ხდება ამ მეოთხე ლოტზე ვინმემ იცის?

ადგილობრივების თქმით, დღედაღამე მუშაობენ - 60-70 სანტიმეტრიან ზედა ფენას ამატებენ და ვიბროკატოკებით თრომბავენ. სავარაუდოდ, უკვე დასაგებად ამზადებენ. საქონლის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უკვე მერამდენედ ჩაწოლილ გასაძრომებს შლიან და თავიდან აკეთბენ. ერთი ხიდი (ღელისხიდს უძახიან იქაურები) ახლაც დაშლილია და არმატურებს აწყობენ.

კარგია თუ მუშაობენ. მეგონა ამ ლოტმაც მესამეს ბედი გაიზიარა.

Posted by: zazamos 3 Apr 2021, 11:59
ქაფქიანა
ეგ ლოტი სულ გამოწვევებითაა სავსე biggrin.gif . პირველი გამოწვევა ის იყო, ჩინელებმა ადგილზე ჩასვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ გზა ჭაობში ანუ გურულად, "ბალოტში" უნდა გაეყვანათ. მაგათ ცხოვრებაში პირველი უცხო სიტყვა იყო - დააბიჯებდნენ ჭყაპა-ჭყუპით და იძახდნენ ბალოტ-ბალოტ biggrin.gif. იმის მერე რამდენი გასასვლელი და ხიდი ჩაუწვათ და აღადგინეს. მგონი, მაგ გზის ნაწილობრივი ან სრული ჩაძირვა მხოლოდ დროის ამბავია . help.gif

Posted by: ქაფქიანა 3 Apr 2021, 12:04
zazamos

რა გითხრა. გუგლის რუკაზე რაც ჩანს, ვაკისი ფაქტობრივად მზადაა. აი, მესამე ლოტზე კი ფაქტობრივად არაფერი ჩანს.

Posted by: Tocadero 3 Apr 2021, 18:01
ქაფქიანა

მაგას აზრი ექნება როცა სუფსასთან გზაგამყარი მოეწყობა....

10 იანვრის ფოტოა..

აი მეორე ბოლოში აპირებენ დაერთებას??? თუ არაა მანდ გათვალისწინებული გზაგამყარი არ ვიცი როგორ და რა იქნება

user posted image

Posted by: ქაფქიანა 3 Apr 2021, 18:49
Tocadero

აზრი ექნება რას?

Posted by: Tocadero 3 Apr 2021, 18:54
ქაფქიანა

მეოთხეზე მოძრაობა რომ გადართონ მაგრამ ორივე მხარეა მოსაწყობი

ბუნჩულამ თქვა შეიძლეა გავხსნათ წლის ბოლოსო - ნუ რავიცი რავიცი

Posted by: ქაფქიანა 3 Apr 2021, 19:34
Tocadero

ვაკისი მზადაა. სამუშაოების 90% შესრულებულია. არ ვიცი რა იქნება. ვნახოთ.

Posted by: Tocadero 3 Apr 2021, 19:48
ქაფქიანა

ვნახოთ - ისე გრიგოლეთი ქობულეთსაც აშენებენ რამე ვადები არ არის??

ბუნჩულამ ვადებზე არაფერი თქვა

სამტრედია–გრიგოლეთის გზა – ლოტი IV

სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 9.5 კმ.

დონორი - ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)

პროექტით გათვალისწინებულია 9,5 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების 4-ზოლიანი ასფალტობეტონის გზის მშენებლობა.
აშენდება:

2 გზაგამტარი
1 სატრანსპორტო კვანძი
42 რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელი და წყალგამტარი მილი
სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია: „China Railway 23rd”

არ ქონია 2 სატრანსპორტო კვანძი - მემგონი ვერ დააერთებენ მაგას არსებულ გზასთან

Posted by: ქაფქიანა 3 Apr 2021, 20:23
Tocadero

QUOTE
არ ქონია 2 სატრანსპორტო კვანძი - მემგონი ვერ დააერთებენ მაგას არსებულ გზასთან

მასე არც სურამის დაერთება არსებობდა პროექტში, მაგრამ კი არის კოხტად.

Posted by: Tocadero 3 Apr 2021, 20:28
ქაფქიანა

სურამზე და ზესტაფონზე მაგარი გაგვაუჟასეს ამ რეგვენებმა

არადა სულ პირველად ეგ ორი შემოვლითი უნდა აშენებულიყო

Posted by: ZEUS 3 Apr 2021, 20:36
QUOTE (ქაფქიანა @ 3 Apr 2021, 20:23 )
Tocadero

QUOTE
არ ქონია 2 სატრანსპორტო კვანძი - მემგონი ვერ დააერთებენ მაგას არსებულ გზასთან

მასე არც სურამის დაერთება არსებობდა პროექტში, მაგრამ კი არის კოხტად.

ხო. მგონია რომ მეოთხეც სადმე უნდა დააერთონ, თორემ მესამეს რა დაელოდება.

Posted by: ქაფქიანა 3 Apr 2021, 21:00
Tocadero

მე თუ მკითხავთ, ავტობანის მშენებლობა საერთოდ, სულ თავიდანვე, ხაშური-ზესტაფონით უნდა დაწყებულიყო.

ZEUS

დაერთება ექნება ერთი სოფ. ხაჟალიაში, მეორე. სოფ. ხიდმაღალაში. სხვა ლოგიკა არ არსებობს.

Posted by: ნიკა 3 Apr 2021, 21:08
ქაფქიანა
QUOTE
მე თუ მკითხავთ, ავტობანის მშენებლობა საერთოდ, სულ თავიდანვე, ხაშური-ზესტაფონით უნდა დაწყებულიყო.

მგონი ნატახტარი-სვენეთის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ედიკას დროს იყო უკვე მომზადებული. ამიტომაც მიცხეს უცებ.

აი ხაშური ზესტაფონის მშენებლობა რომ ჯერ ამ ორი ქალაქის შემოვლითი გზებით უნდა დაეწყოთ, ამაზე ორი აზრი არაა. არნახული შველაა ხაშურიდან ამხელა ტრაფიკი რომ მოშორდა.

Posted by: ZEUS 3 Apr 2021, 22:28
ნიკა
QUOTE
. არნახული შველაა ხაშურიდან ამხელა ტრაფიკი რომ მოშორდა.

იმ დღეს ხაშურში ვიყავი და მაგარი უჩვეულო იყო ასე დაცლილი ტრასის ნახვა ოსიაურიდან ხაშურამდე biggrin.gif

Posted by: Fabian 3 Apr 2021, 22:41
თბილისის შემოვლითზე და წითელი ხიდი/სადახლოზე ისმის რამე სიახლე?

Posted by: DRAKONI 3 Apr 2021, 23:18
ქაფქიანა
QUOTE
მე თუ მკითხავთ, ავტობანის მშენებლობა საერთოდ, სულ თავიდანვე, ხაშური-ზესტაფონით უნდა დაწყებულიყო.

აბა რას ამბობ.

მშენებლობას დასაბუთება უნდა, ანუ სატრანსპორტო ნაკადის რაოდენობა.
ყველაზე გადატვირთული მონაკვეთი ნატახტარი-გორი იყო.
თან ეგ მონაკვეთი უკვე დაწყებული იყო სსრკ-ს დროს, მეორე გზის ნაწილზე ბალასტიც კი დაყრილი იყო.

Posted by: rommel 3 Apr 2021, 23:18
QUOTE
თბილისის შემოვლითზე

QUOTE
ისმის რამე სიახლე?

ისევ ვაპროექტებთო ასე მომახსენეს

Posted by: ქაფქიანა 4 Apr 2021, 07:47
DRAKONI

ჰო ნუ, რავი...

ყველაზე შრომატევადი, რთული და დროში ყველაზე გაწელილი ეს მონაკვეთია.

Posted by: Tocadero 4 Apr 2021, 10:20
DRAKONI

ვისაც მაგსი საბუთი სჭირდებოდა უნდა ჩაგესვა მანქანაში და წაგეყვანა დასავლეთში

რა დასაბუთება უნდანიმას რომ ქალაქებში ცენტრალური მაგისტრალო არ უნდა გადიოდეს
* * *
Fabian

კი ყრუ ლოსი დაუკლავთ ............. smile.gif

Posted by: donmixo777 4 Apr 2021, 13:04
ეს გურიის მესამე ლოტი მკტარია ძამა საერთოდ
არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს mad.gif , არადა ორიოდ წლის წინ თითქოს დაიქოქა, თითქოს დაიწყო, - მაგრამ 1 კვირაში მორჩა ყველაფერი

პირველ და მეოთხე ლოტს რაც შეეხება, -

პირველზეც გაჩერებულია, 2-3 ყარაული დაბოდიალებს აქეთ-იქეთ. არადა პირველი ლოტის გახსნა კარგი იქნებოდა ნამდვილად, არგვეთადან ლანჩხუთში ამოყოფდი თავს უცებ (აი ქუთაისს თუ ეღირსა დამთავრება).
მეოთხე კი საერთოდ რაღაც გაუგებრობაშია მოხვედრილი, არადა გურიის 4 ლოტიდან პირველი მაგ ლოტზე დაიწყო მუშაობა. მაგრამ ჯერაც არ ჩანს მაგის დამთავრება უახლოეს დროში

Posted by: ZEUS 7 Apr 2021, 09:21
donmixo777
ეგე. გზების დეპარტაკენტს როგორი "ამბიციური" გეგმა ქონია წელს biggrin.gif

user posted image

Posted by: vatman 8 Apr 2021, 14:24
ჩავედი ჩამოვედი ბათუმიდან. რიკოთზე ჩინელების ტემპით გაოცებული კი დავრჩი. რაც არ უნდა ვთქვათ სხვა მონაკვეთებთან შედარებით პროგრესი ძალიან შესამჩნევია.
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითის მონაკვეთი მომავალ წელს თუ გაიხსნა კაია user.gif

ნუ სისრი მძღოლები რაოდენობა არ კლებულობს სამწუხაროდ. ზაფხულში რიკოთზე მართლა იქნება კატასტროფა, ასე რო ბათუმში სჯობია გომი-საჩხერე-ზესტაფონით წახვიდე, და გურიაში ოზურგეთით გადახვიდე

Posted by: პაწა 8 Apr 2021, 15:06
ჭიათურა-ზესტაფონის გავლას ყველაფერი მირჩევნია, დანარჩენი კარგი გზაა

Posted by: ZEUS 8 Apr 2021, 16:34
სირი მძღოლები არიან ნერვების მომშლელი, საცობი რომ დგას და მარჯვნიდან და მარცხნიდან მიშლიგინებენ.

Posted by: Mr Angry 8 Apr 2021, 21:56
სირ მძღოლებზე მეტად მე ის უფრო მიშლის ნერვებს 3-4 ტრაილერი ერთად გადაბმული რომ მიეთრევა გზაზე და მათი საშუალო სიჩქარე არ აღემატება 40_ს და მიყვება 20-30 გამწარებული მანქანა და არის ერთი დიდი ზედახორა

ძალიან ადრე მქონდა შემთხვევა პატრულმა ტრაილერები გააჩერა გზიდან გადაიყვანა 3 მიდიოდა მგონი ერთად და მანქანების დიდი კოლონა ჩემი ჩათვლით გაანთავისუფლა ტყვეობიდან...ახლა კიდიათ

ყველაზე კარგი ვარიანტი ალბათ მაინც ის იქნებოდა რაც ქაფქიანამ დაწერა, ჯერ ზესტაფონი ხაშურის დამაკავშირებელი მონაკვეთი გაეყვანათ და მერე ორივე მიმართულებით ქუთაისი და თბილისისკენ წასულიყვნენ მშენებლობით
ყველაზე შარიანი და რთული მონაკვეთია... ყველაზე დამღლელი, ხარჯიანი და დროის გამყვანი....ზამთარში ყველაზე სახიფათო.... ახლა დასრულებული იქნებოდა და ერთი მიმართულება უკვე ქუთაისამდეც ჩავიდოდა და მეორე გორამდე ალბათ...გურიის ლოტები საერთოდ არ უნდა დაეწყოთ, მთელი ძალები და ფინანსები ჯერ შესეულიყო ქუთაისი თბილისს და მერე დაწყებულიყო ქუთაისი ურეკი ერთ მხარეს და მეორე მხარეს კახეთი

Posted by: spider77 9 Apr 2021, 16:02
Mr Angry
QUOTE
3-4 ტრაილერი ერთად გადაბმული რომ მიეთრევა გზაზე და მათი საშუალო სიჩქარე არ აღემატება 40_ს და მიყვება 20-30 გამწარებული მანქანა და არის ერთი დიდი ზედახორა

ეს დარღვევაა და პატრულს უნდა ჰქონდეს რეაგირება, მაგრამ ....

Posted by: zazamos 9 Apr 2021, 22:25
თავიანთ პოსტზე დააკომენტარეს: user posted image

Posted by: donmixo777 10 Apr 2021, 20:35
გზების დეპმა ეგ თუ მოგწერათ
zazamos
ZEUS
მაშინ 100% ინფო ყოფილა bis.gif

გურიის პირველი და მეოთხე ლოტები როგორ იხსნება საერთოდ თუ იქ მუშაც კი არ დააბიჯებს და დაჟე ყარაულებსაც დღე და ღამე სძინავთ?
biggrin.gif

რავი აბა

ნეტა გაიხსნას ორივე, მე მხოლოდ მოხარული ვიქნები.........

მარა
გამოწვევებიც არ დავივიწყოთ biggrin.gif

Posted by: ZEUS 10 Apr 2021, 21:12
donmixo777
მერე სქრინზე არ ჩანს რამხელაზე დავუჰაჰანე? biggrin.gif
* * *
ცოტა სურათებიც დავყაროთ. გზების დეპის დადებული:
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: JSB14BSJ 11 Apr 2021, 10:33
დავით კოლხი პეტრე კოლხის ვინმეა?

Posted by: kataxxl 11 Apr 2021, 10:37
პირველ ესტაკადაზე კოჭების დაწყიბას როდის დაიწყენებ????

რომელი ლოტი ლიდერობს???

მეორე?? მესამე??

Posted by: rommel 11 Apr 2021, 11:04
kataxxl
დაიწყეს უკვე კოჭების დალაგება მეორე ლოტზე, რიკოთულასთან

Posted by: ქაფქიანა 11 Apr 2021, 11:12
rommel

ჰო, კარგად მიდიან.

Posted by: ZEUS 11 Apr 2021, 11:13
QUOTE (rommel @ 11 Apr 2021, 11:04 )
kataxxl
დაიწყეს უკვე კოჭების დალაგება მეორე ლოტზე, რიკოთულასთან

ვააა. აღსანიშნავი და სანახავი ამბავია. სააღდგომოდ შეიძლება წავიდე დასავლეთში და ვნახავ.

მესამემაც მალე უნდა დიწყოს ალბათ. იდეაში წელს უნდა მორჩენილიყო მგონი მეორე და მესამე და წელს გადამწყვეტი პროგრესი უნდა ქონდეს მაგ ორ ლოტს, როგორც ბატონი გამოწვევა იტყოდა gigi.gif

Posted by: rommel 11 Apr 2021, 11:21
ZEUS
QUOTE
ისე რიკოთულა ცოტა ზოგადი მისამართი არაა? ნახევარ რიკოთს მაინც მიყვება

პირველად სადაც დაიწყეს გვირაბების თხრა, ძველი პატარა გვირაბების გვერდით, მანდ ალაგებდნენ.

ამ გვირაბების შემდეგ რომ გრძელი ესტაკადაა, იქაც დასწყობებული იყო კოჭები, სავარაუდოდ მალე დაიწყებენ მანდაც

Posted by: ZEUS 11 Apr 2021, 11:22
QUOTE (rommel @ 11 Apr 2021, 11:21 )
ZEUS
QUOTE
ისე რიკოთულა ცოტა ზოგადი მისამართი არაა? ნახევარ რიკოთს მაინც მიყვება

პირველად სადაც დაიწყეს გვირაბების თხრა, ძველი პატარა გვირაბების გვერდით, მანდ ალაგებდნენ.

ამ გვირაბების შემდეგ რომ გრძელი ესტაკადაა, იქაც დასწყობებული იყო კოჭები, სავარაუდოდ მალე დაიწყებენ მანდაც

აუ რა მაგარია. კოჭების დაწყობის მერე თითქოს კონტურები უფრო გამოიკვეთება love.gif

Posted by: rommel 11 Apr 2021, 11:30
QUOTE
აუ რა მაგარია. კოჭების დაწყობის მერე თითქოს კონტურები უფრო გამოიკვეთება

კი ყველაზე მაგარი ეტაპია დამკვირვებლებისთვის smile.gif ახლა სადაც აწყობენ ის არსებული გზის დონეზეა და არც ჩანს წესივრად, სურათიც კი ვერ გადავუღე, აი სხვა მონაკვეთებზე რომ გადავლენ მერე წალეკავს ამ თემას ბომბა სურათები smile.gif

Posted by: ქაფქიანა 11 Apr 2021, 11:37
rommel

QUOTE
აი სხვა მონაკვეთებზე რომ გადავლენ მერე წალეკავს ამ თემას ბომბა სურათები

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ახლაც ვერ თუ?

user posted image

user posted image

user posted image

ჯერჯერობით ეს სამი იმყოფინეთ.

boli.gif boli.gif boli.gif

biggrin.gif

Posted by: ZEUS 11 Apr 2021, 13:15
ქაფქიანა
რამდენი მეტრი შასთხარეთ? biggrin.gif
მიყვებით გეგმა-გრაფიკს, თუ გამოწვევებია?

Posted by: ქაფქიანა 11 Apr 2021, 14:00
ZEUS

რიკოთში 360 სადღაც.

QUOTE
მიყვებით გეგმა-გრაფიკს

ფანტასტიკა ლიტერატურის განყოფილებაში მოიკითხეთ.

biggrin.gif

Posted by: robin 11 Apr 2021, 14:19
რა დუქან -რესტორანი შეეწირა , ეხლა საცხოვრებელი ბლოკია.... ლიკვიდაცია ექვემდებარება თუ რჩება .

Posted by: otokarcobra 11 Apr 2021, 15:13
ქაფქიანა
1750 მეტრიანია ეგეც?

360 მეტრი დაწყებიდან რამდენ ხანში შასთხარეთ?

Posted by: ქაფქიანა 11 Apr 2021, 15:40
otokarcobra

1810 მეტრია და მერვე თვე შესრულდა გუშინ.

Posted by: kataxxl 11 Apr 2021, 16:09
მოკლედ გუგლის დედამიწას არაადეკატი აქვს 2018 ის სურათებია რიკოთის

Posted by: rommel 11 Apr 2021, 16:14
ქაფქიანა
QUOTE
ახლაც ვერ თუ?

ვიცოდი რეაქცია რომ გექნებოდა smile.gif

კაი სურათებია up.gif

Posted by: ZEUS 11 Apr 2021, 16:52
ქაფქიანა
QUOTE
ფანტასტიკა ლიტერატურის განყოფილებაში მოიკითხეთ.

იმედია ერთ 3 წელიწადში გასთხრით biggrin.gif აქედანაც და იქიდანაც, ქეცბაიასი არ იყოს.

Posted by: kataxxl 11 Apr 2021, 19:10
ZEUS

3.35 წელი გამოსდით მაგ სიჩქარით

ნუ 3 წელი smile.gif

2024 ში გასთხრიან smile.gif))))))))))))))

იქამდე გურია 3 დაწყებულიც არ იქნება და მაგ გამოწვევას გავიტაცებ და ცოცხალდ დავმარხავ მესამე ლოტზე

Posted by: ZEUS 11 Apr 2021, 20:09
იქამდე ხაშურის მეორე ლოტიც არ იქნება დაჟე ვგონებ biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 11 Apr 2021, 20:13
ZEUS

QUOTE
ხაშურის მეორე ლოტიც

?

ეს რომელია?

Posted by: rommel 11 Apr 2021, 20:53
QUOTE

QUOTE
ხაშურის მეორე ლოტიც

?

ეს რომელია?

ამ თემის იუზერებისთვის, რიკოთის ლოტი რომ ვერასოდეს გახდება, აი ეგ არის ხაშურის შემოვლითის მეორე ლოტი biggrin.gif

Posted by: ZEUS 11 Apr 2021, 21:44
QUOTE (rommel @ 11 Apr 2021, 20:53 )
QUOTE

QUOTE
ხაშურის მეორე ლოტიც

?

ეს რომელია?

ამ თემის იუზერებისთვის, რიკოთის ლოტი რომ ვერასოდეს გახდება, აი ეგ არის ხაშურის შემოვლითის მეორე ლოტი biggrin.gif

აჰაჰა. ეგრეა ზუსტად lol.gif

თუ ვინმე ვერ მიხვდა, განვმარტავ, რომ სურამი-ჩუმათელეთს ვგულისხმობ smile.gif

Posted by: vatman 12 Apr 2021, 00:11
ZEUS
QUOTE
სირი მძღოლები არიან ნერვების მომშლელი, საცობი რომ დგას და მარჯვნიდან და მარცხნიდან მიშლიგინებენ.

სამშაბათს დამხვდა ასეთი შემთხვევა, როგორ მოხდა მანდ ჰონდა ფიტი ვერ მივხდი. კიდევ კარგად გადარჩა, მანდ ქვემოდან ბუჩქი თუ ხე იყო და სავარაუდოდ თავისი როლი ოდნავ ითამაშა

Posted by: kataxxl 12 Apr 2021, 09:19
2025 ში როკოთს გახსნიან ვითომ???

მემგონი კი

Posted by: ქაფქიანა 12 Apr 2021, 09:41
kataxxl

გააჩნია, რას ვგულისხმობთ ,,რიკოთის გახსნაში".

თუ ვგულისხმობთ მთელი მონაკვეთის, სურამი-არგვეთას სრულყოფილად გახსნას, არა.

თუ ვგულისხმობთ, რომ ავტომაგისტრალის მომდევნო დაერთება უშუალოდ რიკოთის გვირაბზე იქნება, დიახ.

Posted by: beka331 12 Apr 2021, 11:38
ქაფქიანა
QUOTE
თუ ვგულისხმობთ მთელი მონაკვეთის, სურამი-არგვეთას სრულყოფილად გახსნას, არა.

ეს როდის გგონია რომ იქნება?

და მთელი ავტობანი როდის იქენბა ამ ტემპით?

Posted by: ქაფქიანა 12 Apr 2021, 12:00
beka331

QUOTE
ეს როდის გგონია რომ იქნება?

2030.

QUOTE
და მთელი ავტობანი როდის იქენბა ამ ტემპით?

2035.

Posted by: donrobita 12 Apr 2021, 12:04
QUOTE (ქაფქიანა @ 12 Apr 2021, 12:00 )
beka331

QUOTE
ეს როდის გგონია რომ იქნება?

2030.

QUOTE
და მთელი ავტობანი როდის იქენბა ამ ტემპით?

2035.

cry.gif cry.gif

იმედია ღადაობ

help.gif

Posted by: ქაფქიანა 12 Apr 2021, 12:28
donrobita

ავტობანის მშენებლობა როდის დაიწყო, გაიხსენე.

ახლა მოთვალე, იმ წლიდან საერთო ჯამის რამდენი პროცენტია შესრულებული.

Posted by: kataxxl 12 Apr 2021, 12:40
ქაფქიანა

რავიცი გამოწვევა 2024 ში ხსნიდა დაა

Posted by: rommel 12 Apr 2021, 13:05
ქაფქიანა
ცუდ ხასიათზე ხარ? რაებს წერ sad.gif

Posted by: otokarcobra 12 Apr 2021, 14:01
QUOTE (rommel @ 12 Apr 2021, 13:05 )
ქაფქიანა
ცუდ ხასიათზე ხარ? რაებს წერ sad.gif

რა გინდა რას ერჩით ქაფქიზინიოს? სწორს ამბობს.

15 წელია ზუსტად მიდის მშენებლობა და ერთი 15-იც არ გაგიკვირდეთ smile.gif)))))))))))))

თბილისიდან ბათუმამდე 9 მონაკვეთია დასამთავრებელი yes.gif და წითელი ხიდი რო მიამატო თავისი თბილისის შემოვლითით და ბათუმი-სარფიც, უკვე 13 მონაკვეთი გამოდის. გრიგოლეთი-ფოთი და ეგეც შენი 14

Posted by: rommel 12 Apr 2021, 14:22
otokarcobra
QUOTE

QUOTE (rommel @ 12 Apr 2021, 13:05 )
ქაფქიანა
ცუდ ხასიათზე ხარ? რაებს წერ

რა გინდა რას ერჩით ქაფქიზინიოს? სწორს ამბობს.

15 წელია ზუსტად მიდის მშენებლობა და ერთი 15-იც არ გაგიკვირდეთ )))))))))))))

თბილისიდან ბათუმამდე 9 მონაკვეთია დასამთავრებელი  და წითელი ხიდი რო მიამატო თავისი თბილისის შემოვლითით და ბათუმი-სარფიც, უკვე 13 მონაკვეთი გამოდის. გრიგოლეთი-ფოთი და ეგეც შენი 14

ქაფქიანასგან რა უნდა მინდოდეს? უბრალოდ რიკოთის მონაკვეთის 2030ში დასრულება, არსებული ტემპის გათვალისწინებით, ძაან გაწელილ ვადად მეჩვენება.

ახლა თუ გაჩერდნენ და არაფერი აკეთეს 2030ში კი არა, 2050შიც არ დასრულდება.

Posted by: ქაფქიანა 12 Apr 2021, 14:31
ავტობანის მშენებლობა დაიწყო 2006-ში და დედაქალაქიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის შიდა საზღვრამდე, რიკოთამდეც კი ვერ მივიდა ჯერ.

ფ1, ფ2, ფ3 კარგი, გზიდან ვჩანვართ. ფ0-ზე და ფ4-ზე რა ხდება, ოდენ ოდინმა თუ უწყის.

სამტრედია-ჯაპანა და გურიის მესამე ლოტი ისეთი თემებია, მარნეულელი მკითხავიც რომ ვერ შველის.

გურიის მეოთხე ლოტზე ვაკისამდე მისულია საქმე, ძირითადი ნაწილი შესრულებულია, მაგრამ რად გინდა, იქაც მკვდარია.

გრიგოლეთი-ფოთი პროექტშია მხოლოდ.

გრიგოლეთი-შეკვეთილი მუშაობს, ოკ.

შეკვეთილი-მახინჯაური, აკა ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანია მხოლოდ.

მახინჯაური-ხელვაჩაური, აკა ბათუმის შემოვლითი მუშაობს.

ჯამში, შეკვეთილი-ხელვაჩაურის ავტობანობა არავინ მიხსენოს. ორზოლიანი ავტობანი, კეჰ.

ხელვაჩაური-სარფის პროექტიც არ არსებობს ჯერ.

ახლა თბილისიდან აღმოსავლეთით:

თბილისის შემოვლითი ხეზ. პროექტზე ვცდილობ გარკვევას და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფოები მაქვს.

რუსთავი-წითელი ხიდი/სადახლო ხეზ. პროექტზე ვცდილობ გარკვევას და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფოები მაქვს.

და რაღა გინდათ?

ნატახტარი-ჟინვალის და ლოჭინი-კაკაბეთის ავტობანები საერთოდ სხვა ოპერაა კიდევ.

Posted by: rommel 12 Apr 2021, 14:35
QUOTE
და რაღა გინდათ?

რიკოთი დაიდოს 2025ში, აი ეს გვინდა. დანარჩენს ავიტანთ

Posted by: ქაფქიანა 12 Apr 2021, 14:36
rommel

რიკოთი რა? დავაზუსტოთ ძალიან გთხოვთ.

სურამი-არგვეთა არ იქნება 25-ში. რიკოთზე დაერთება 90 პროცენტით იქნება.

Posted by: rommel 12 Apr 2021, 14:42
ქაფქიანა
QUOTE
რიკოთი რა? დავაზუსტოთ ძალიან გთხოვთ.

სურამი-არგვეთა არ იქნება 25-ში. რიკოთზე დაერთება 90 პროცენტით იქნება.

სურამის ქედიდან დასავლეთით ვიდრე არგვეთამდე.

მომკალით ამ ფ0-ს ვერ აღვიქვამ რიკოთის ლოტად

ერთადერთი კითხვის ნიშანი ფ4-თან დაკავშირებით არის, იმიტომ რომ არ დაუწყიათ ჯერ სამუშაოები. დანარჩენი კი იცი ჩემზე კარგად და რატომ ამბობ რომ 2030მდე ვერ დასრულდება?

Posted by: ქაფქიანა 12 Apr 2021, 14:47
rommel

რა გითხრა. ასე ჩანს აქედან.

შიდა ქართლის, იმერეთის და გურიის სწორ რელიეფზე რამდენი ხანი მოუნდნენ და რიკოთის ქედს და ძირულას კრისტალურ მასივს ეხუმრები?

მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდება, თუ შევცდები.

Posted by: ZEUS 12 Apr 2021, 15:37
QUOTE (kataxxl @ 12 Apr 2021, 12:40 )
ქაფქიანა

რავიცი გამოწვევა 2024 ში ხსნიდა დაა

კვირიკაშვილი ვაფშე 2020- ში სარფიდან წითელ ხიდამდე biggrin.gif
* * *
rommel
QUOTE
მომკალით ამ ფ0-ს ვერ აღვიქვამ რიკოთის ლოტად

არც მე.

ქაფქიანა
QUOTE

ფ1, ფ2, ფ3 კარგი, გზიდან ვჩანვართ. ფ4-ზე რა ხდება, ოდენ ოდინმა თუ უწყის.

ნუ. ეს ცოტა უცნაური დაშვებაა, თუ ფ4-ზეც თქვენ სამისნაირი ნორმალური კომპანია მუშაობს და არა სინოჰიდროსნაირი. მაშინ 4,5 წელიწადში, 2025 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
თუმცა, რათქმაუნდა, არც საპირისპირო ვარიანტია გამორიცხული...

Posted by: kataxxl 12 Apr 2021, 22:50
ქაფქიანა

გეთანხმები სრული უგუნურება იყო ქობულეთის და ბათუმის შემოვლითების პროექტირება და მშენებლობბა როგორც 2 ზოლიანის

ამხელა საქმე კეთდება გააკეთე რა ნორმალურად. ან ისე დააპროექტე რომ მერე გადფართოება ადვილი იყოს

Posted by: ქაფქიანა 14 Apr 2021, 10:43
სიღრმეში ჭრის პარალელურად იწყება დასავლეთ შესასვლელის უკვე მუდმივი გამაგრების სამუშაოები.

user posted image

Posted by: ZEUS 16 Apr 2021, 14:43
ეჰ. დღეს მითხრეს გურიის მეორე ლოტი უნდა დაიკეტოსო, ალაგ-ალაგ დაიწიაო biggrin.gif

Posted by: Kidnapped 16 Apr 2021, 14:59
ZEUS
QUOTE
ეჰ. დღეს მითხრეს გურიის მეორე ლოტი უნდა დაიკეტოსო, ალაგ-ალაგ დაიწიაო

აი პროსტა რა უნდა თქვა რაა.. "გზა ვერ დააგენ" facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
ჭაობზე კი არა წყალქვეშ გაყავთ გვირაბები რა ჭირი ჭირთ რა არი ასეთI გადაულახავი გამოწვევა

Posted by: eleqtro 16 Apr 2021, 16:04
ZEUS
QUOTE
ეჰ. დღეს მითხრეს გურიის მეორე ლოტი უნდა დაიკეტოსო, ალაგ-ალაგ დაიწიაო

ეხლა თქვეს, თორე ზამთარშივე ემჩნეოდა რო დაწეულები იყო. მომავალში საგაზაფხულო ტრადიცია გვექნება ხოლმე გურიის მონაკვეთებზე ბანის საფარის რემონტი .

Posted by: Didgori_3 16 Apr 2021, 23:41
QUOTE
ეჰ. დღეს მითხრეს გურიის მეორე ლოტი უნდა დაიკეტოსო, ალაგ-ალაგ დაიწიაო

აუფ, კიდე კარგად მოვასწარი მაშინ მანდ გავლა, კაი ხანი აღარ მომიწევს ანუ, მარა ისეთი წვიმა იყო რო გავიარე ფაქტობრივად ვცურავდი, გზას კი არა 50 მეტრის იქით ვერ ვხედავდი ვერაფერს, მარტო იმას ვგრძნობდი რომ საოცრად ცუდი დრენაჟი ქონდა გზას და ფაქტობრივად აუზი იყო :დდ

Posted by: donmixo777 16 Apr 2021, 23:50
ZEUS
QUOTE
ეჰ. დღეს მითხრეს გურიის მეორე ლოტი უნდა დაიკეტოსო, ალაგ-ალაგ დაიწიაო

სადღაც 1 თვეა გამოჟონა მაგ ინფომ

ხოდებს დაერხაო
დაიწიაო

რავი აბა, მინდა რომ ჭორი იყოს sad.gif
* * *
ჩინელების გაკეთებული ერთი ხარისხიანი მე კორონა ვიცი

აგე მესამე ტალღად მოდის კიდე

Posted by: the undertaker 17 Apr 2021, 08:36
რაჭა იმერეთის დამაკავშირებელ გზაზე ვინმემ რამე იცის?

Posted by: winrar 17 Apr 2021, 09:30
QUOTE (the undertaker @ 17 Apr 2021, 08:36 )
რაჭა იმერეთის დამაკავშირებელ გზაზე ვინმემ რამე იცის?

ვიცით

წლის ბოლოსთვის იქნება

30 წლის ბოლო

Posted by: ZEUS 17 Apr 2021, 10:30
Didgori_3
ხო. მეც წვიმაში მომიწია მგზავრობა და მართლა აუზის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

სინოჰიდრო მშვიდად გააგრძეკებს ახლა დანარჩენ პროექტებს. მერე რა, რომ აქ თვეები დაკეტავენ ამხელა გზას.

Posted by: ronaldo99 18 Apr 2021, 18:34
მცოდნე ხალხი პოსტავთ აქ და დღევანდელი ტემპებით რიკოთი როდის მორჩება სრულად,რა პროგნოზები გაქვთ?

გუშინ და დღეს მომიწია გავლა-გამოვლა და საგიჟეთია რა,ძაან დამღლელია.საჩხერე-ჭიათურიდან ჯობია ბევრად სიარული რიკოთზე გავლას,კიდე კაი ხშირად არ მიწევს

Posted by: ZEUS 18 Apr 2021, 18:46
ronaldo99
QUOTE
მცოდნე ხალხი პოსტავთ აქ და დღევანდელი ტემპებით რიკოთი როდის მორჩება სრულად,რა პროგნოზები გაქვთ?

ეს ტემპი თუ არ დააგდეს, ალბათ 2025 წელს.

Posted by: ronaldo99 18 Apr 2021, 18:47
ZEUS

მადლობა

Posted by: winrar 18 Apr 2021, 20:51
QUOTE (ronaldo99 @ 18 Apr 2021, 18:34 )
დღევანდელი ტემპებით რიკოთი როდის მორჩება სრულად,რა პროგნოზები გაქვთ?

F2, F3 (ხევი-ქვედა წევა) _ 2023
F0, F1 (სურამი-ხევი) _ 2024
F4 (ქვედა წევა-არგვეთა) _ 2025

Posted by: Didgori_3 18 Apr 2021, 21:18
QUOTE
F4 (ქვედა წევა-არგვეთა) _ 2025

ეს დაიწყო უკვე თუ ბურუსითაა მოცული ისევ?

Posted by: vatman 18 Apr 2021, 21:41
Didgori_3
QUOTE
ეს დაიწყო უკვე თუ ბურუსითაა მოცული ისევ?

დაიწყეს მუშაობა უკვე
eleqtro
QUOTE
ეხლა თქვეს, თორე ზამთარშივე ემჩნეოდა რო დაწეულები იყო.

2 კვირის წინა კი გავიარე,. მარა დასავლეთის ხმარეს ცჩწეული არ შემიმჩნევია

Posted by: winrar 18 Apr 2021, 21:41
QUOTE (Didgori_3 @ 18 Apr 2021, 21:18 )
QUOTE
F4 (ქვედა წევა-არგვეთა) _ 2025

ეს დაიწყო უკვე თუ ბურუსითაა მოცული ისევ?

დეპარტამენტი იძახის დაიწყოო, მე ზამთრის მერე არ გამივლია მაქეთ და არ მინახავს.

Posted by: irakli_f1 18 Apr 2021, 22:11
QUOTE (winrar @ 18 Apr 2021, 20:51 )
QUOTE (ronaldo99 @ 18 Apr 2021, 18:34 )
დღევანდელი ტემპებით რიკოთი როდის მორჩება სრულად,რა პროგნოზები გაქვთ?

F2, F3 (ხევი-ქვედა წევა) _ 2023
F0, F1 (სურამი-ხევი) _ 2024
F4 (ქვედა წევა-არგვეთა) _ 2025

იდეალური ვარიანტია 2025 წელს როკოთის მონაკვეთს დასრულება. ამ პერიოდში გურიის 1 მინიმუმ 1 ლოტი და გრიგოლეთიდან ბათუმამდეც დასრულებული იქნება უკვე და რაღა დარჩება?

მარა ეს ძაან ოპტიმიუსტური ვარიანტია. რეალისტურში ალბათ 2030 წელს ჩავალთ პირველად თბილისიდან ბათუმში ავტობანით (თუ შეიძლება იმას ავტობანი დავარქვათ რაც შენდება)

Posted by: rommel 18 Apr 2021, 22:32
vatman
QUOTE

QUOTE
ეს დაიწყო უკვე თუ ბურუსითაა მოცული ისევ?

დაიწყეს მუშაობა უკვე

გზიდან ჩანს სამუშაოები?

Posted by: vatman 18 Apr 2021, 22:45
rommel
QUOTE
გზიდან ჩანს სამუშაოები?

ქვედა წევასთან ჩანს გზიდან, ტექნიკამ გზა იმ დაუმთავრებელ გვირაბთან გზაც გაწმინდა.

ისე ეს გვირაბი უნდა გამოიყენონ პროექტის მიხედვით?

Posted by: rommel 18 Apr 2021, 23:36
QUOTE
ისე ეს გვირაბი უნდა გამოიყენონ პროექტის მიხედვით?

არ ვიცი

ქაფქიანასავით ვინმე უნდა დავასაქმოთ მაგ ლოტზე, ინფო რომ არ მოგვაკლდეს smile.gif

Posted by: Delvaux 19 Apr 2021, 09:00
ამ ჩვენ "ავტობანს" ჰქვია თბილისი-სენაკი-ლესელიძე.

სამტრედიიდან ლესელიძემდე მონაკვეთი არ უნდა დავგეგმოთ როგორ გაგვყავს? ლოტებად როგორ ვყოფთ?
მოვა დრო ეგეც ასაშენებელი იქნება...

Posted by: პაწა 19 Apr 2021, 09:48
QUOTE
ლესელიძემდე მონაკვეთი არ უნდა დავგეგმოთ როგორ გაგვყავს?

რა ლესელიძემდე მონაკვეთი უნდა დაგეგმო, თუ ხალასტოიზე პოსტვა არ გახალისებს

Posted by: iRRa 19 Apr 2021, 10:00
QUOTE
F4 (ქვედა წევა-არგვეთა) _ 2025

ეს დაიწყო უკვე თუ ბურუსითაა მოცული ისევ?

აქტიურობდნენ ჩინელები ამ ადგილას,ბაზა გამართული აქვთ smile.gif

Posted by: kataxxl 19 Apr 2021, 10:58

აი გვირაბი და ჩვენს პერევალზე ადრე მორჩებიან ლოლ

Posted by: winrar 19 Apr 2021, 21:26
QUOTE (Delvaux @ 19 Apr 2021, 09:00 )
სამტრედიიდან ლესელიძემდე მონაკვეთი არ უნდა დავგეგმოთ როგორ გაგვყავს?

ლესელიძემდე არ ვიცი მაგრამ ენგურამდე კი უნდა მივიყვანოთ, ნაპირთან _ აქეთ რომ გამოიხედავენ არ დაავიწყდებათ, რომ ადრე თუ გვიან მაგათ ბოზ დედებშიც გავიყვანთ ხიდებს და გვირაბებს.

Posted by: ZEUS 19 Apr 2021, 21:36
ტყუილი ფულის ყრა არ იქნება ამ ეტაპზე ავტობანი ენგურამდე, იმ პირობებში, როცა ფოთამდე ისედაც ჩავა? ორზოლიანი შემოვლითი არ ეყოფა სამტრედიიდან ზუგდიდამდე?

ბანი რომ დასრულდება, ფოთის ნაკადსაც 90%-ს წაიღებს გურია მგონია და აქეთ ნაკლები მოძრაობა იქნება. ახლაც სამტრედიიდან სენაკამდე (სადაც ფოთის და ზუგდიდის გზა იყოფა) არაა ხოლმე მაინცდამაინც დიდი მოძრაობა.

Posted by: ქაფქიანა 19 Apr 2021, 22:08
winrar

მე მაქვს კიდეც დაპოსტილია, რომ ბურჯები უნდა ჩაიცვას ენგურში, აქეთა ნაპირზე და კოჭები ასე, ჰაერში გამოეკიდოს. ათას ###ობაში იხარჯება ფული და ეს ძალიან მნიშვნელოვანი, სიმბოლური აქტი იქნებოდა.

Posted by: winrar 19 Apr 2021, 22:21
QUOTE (ქაფქიანა @ 19 Apr 2021, 22:08 )
winrar

მე მაქვს კიდეც დაპოსტილია, რომ ბურჯები უნდა ჩაიცვას ენგურში, აქეთა ნაპირზე და კოჭები ასე, ჰაერში გამოეკიდოს. ათას ###ობაში იხარჯება ფული და ეს ძალიან მნიშვნელოვანი, სიმბოლური აქტი იქნებოდა.

კი, მაგარი იქნებოდა, ფაქტობრივად ძეგლია.
გურიის პირველი ლოტის მშენებლები იდეალურად შეასრულებენ smile.gif)

Posted by: ZEUS 19 Apr 2021, 22:22
winrar
QUOTE
გურიის პირველი ლოტის მშენებლები იდეალურად შეასრულებენ )

აჰაჰა biggrin.gif

Posted by: JSB14BSJ 19 Apr 2021, 22:25
QUOTE
ლესელიძემდე მონაკვეთი არ უნდა დავგეგმოთ როგორ გაგვყავს?

თემური ბიძიას დისშვილის ტექსტი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Delvaux 20 Apr 2021, 08:31
QUOTE (JSB14BSJ @ 19 Apr 2021, 22:25 )
QUOTE
ლესელიძემდე მონაკვეთი არ უნდა დავგეგმოთ როგორ გაგვყავს?

თემური ბიძიას დისშვილის ტექსტი biggrin.gif biggrin.gif

ვაიდა შევედით აფხაზეთში, ხო უნდა ვიყოთ მზად smile.gif)))
თან ეს ჩვენი ავტობანიც ისეთი "ჩქარი" ტემპებით შენდება მგონი მალე დასაპოსტი მასალაც არ გვექნება smile.gif))))

Posted by: ZEUS 21 Apr 2021, 21:46
კარგი ამბავი! ფოთი-ჭალადიდი-საგვიჩიო-ქვალონის გზაზე გარე განათების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 72 ათასი ლარია. განათების სიტემა 23-კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა.

user posted image

Posted by: mtasiqiteli 24 Apr 2021, 01:44
ZEUS

ეს ის გზა არ არის ძაან რო დანგრეული იყო თუ მეშლება?

ასფალტი მისცეს თუ ჯერ განათება კეთდება?

Posted by: spider77 24 Apr 2021, 02:27
QUOTE

ეს ის გზა არ არის ძაან რო დანგრეული იყო თუ მეშლება?

არა, რა დანგრეული, კრუიზს კონტროლს 90-ზე რო დავაყენებ, თითქმის შეუფერხებლად გავდივარ მაგ მონაკვეთს.

Posted by: ZEUS 24 Apr 2021, 12:10
QUOTE (mtasiqiteli @ 24 Apr 2021, 01:44 )
ZEUS

ეს ის გზა არ არის ძაან რო დანგრეული იყო თუ მეშლება?

ასფალტი მისცეს თუ ჯერ განათება კეთდება?

ცენტრალური გზაა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი ზუსტად ეგაა.

საუბარია სენაკი ფოთის მონაკვეთზე. საკმაოდ ბევრი და ცუდი ავარია ხდება ხოლმე.
თან სამტრედია-ფოთის მონაკვეთზე მარტო ეგ მონაკვეთი იყო დარჩენილი განათების გარეშე, სამტრედიის ბოლოდან აბაშამდე პატარა მონაკვეთს თუ არ ჩავთვლით.

Posted by: Mr Angry 24 Apr 2021, 16:30
რა ისმის ქუთაისის შემოვლითზე ის ერთი ხიდი აღარ მორჩა?

Posted by: donmixo777 24 Apr 2021, 18:56
QUOTE
რა ისმის ქუთაისის შემოვლითზე ის ერთი ხიდი აღარ მორჩა?

3 დღის წინ ჩამოვედი
1 ხიდია დარჩენილი რა

600 მეტრია ზუსტად ორმხრივზე გადართული გზა

მაისში აუცილებლად დამთავრდება, რამე თუ არ მოიგონეს კიდე

Posted by: JSB14BSJ 24 Apr 2021, 23:29
ZEUS
სადღაც ფოთის შესასვლელთან ლამაზი ხეივანი როა სუ სწორი, ეგაა?
წნორიდან რო ლაგოდეხისკენ გადაუხვევ და ერთი 10კმ რო სახაზავივით სწორი გზაა, ეგეც ეგეთი სწორია მგონი.

Posted by: ZEUS 25 Apr 2021, 10:27
JSB14BSJ
QUOTE
სადღაც ფოთის შესასვლელთან ლამაზი ხეივანი როა სუ სწორი, ეგაა?

ეგაა ზუსტად. ფოთიდან სენაკამდე 30 კილომეტრია და თითქმის მთელი გზა ხეივანია. თუმცა ფოთის შესასვლელში განსაკუთრებით ეფექტურია ეგ ხეივანი.

user posted image

Posted by: ქაფქიანა 27 Apr 2021, 00:52
417 მ-ია რიკოთი.
.......................

Posted by: ZEUS 27 Apr 2021, 10:06
ნეტა 2022-ში მაინც თუ მორჩებიან ამ ტემპებით ბათუმის შემოვლითს...

Posted by: winrar 27 Apr 2021, 10:25
QUOTE (ZEUS @ 27 Apr 2021, 10:06 )
ნეტა 2022-ში მაინც თუ მორჩებიან ამ ტემპებით ბათუმის შემოვლითს...

გვირაბებში რა ხდება მაგის მთქმელი არავინაა და რას გაიგებ...

ეს არის სრული ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=4LaHk8jCDsg&ab_channel=%C5%9EamilPOLAT

მარტო ხიდებს თუ შევხედავთ სადღაც 60%-ზე თუ იქნებიან, აღმოსავლეთ ნაწილში ბევრი სამუშაოა ჯერ კიდევ.
რიკოთს არაფრით ჩამოუვარდება, უბრალოდ ორზოლიანია და ჰავაა უფრო ნესტიანი smile.gif

Posted by: eleqtro 27 Apr 2021, 12:41
winrar
QUOTE
ეს არის სრული ვიდეო:

იანვრის ვიდეოს გვასაღებს საგზაოდეპი და ოდნავადაც არ წუხდებიან, რომ თვითონაც გადაიღონ რამე. mad.gif

Posted by: winrar 27 Apr 2021, 14:32
QUOTE (eleqtro @ 27 Apr 2021, 12:41 )
winrar
QUOTE
ეს არის სრული ვიდეო:

იანვრის ვიდეოს გვასაღებს საგზაოდეპი და ოდნავადაც არ წუხდებიან, რომ თვითონაც გადაიღონ რამე. mad.gif

ან რიკოთის გადაღებას რა უნდა, რომელიმე ტელევიზია მაინც დაინტერესდეს. უამრავი ნახვა ექნება.

Posted by: ქაფქიანა 27 Apr 2021, 14:37
ჩამოდით. მე რომ მქონდეს დრონი კარგი კამერით, მე თვითონ დავდებდი. ერთ ადამიანს უფასო ღამის თევით მივიღებ.

Posted by: ZEUS 27 Apr 2021, 15:08
QUOTE (eleqtro @ 27 Apr 2021, 12:41 )
winrar
QUOTE
ეს არის სრული ვიდეო:

იანვრის ვიდეოს გვასაღებს საგზაოდეპი და ოდნავადაც არ წუხდებიან, რომ თვითონაც გადაიღონ რამე. mad.gif

lol.gif და ამაყად უწერიათ თარიღში 27 აპრილი? lol.gif
* * *
მიმდინარე წლის ბოლოსო biggrin.gif

user posted image

Posted by: eleqtro 27 Apr 2021, 16:17
ZEUS
QUOTE
ამაყად უწერიათ თარიღში 27 აპრილი?
* * *

სრული ვიდეო გავხსენი და გამიკვირდა, დალაიქება როდის მოვასწარი თქო biggrin.gif

winrar
ქაფქიანა
QUOTE
ჩამოდით. მე რომ მქონდეს დრონი კარგი კამერით, მე თვითონ დავდებდი. ერთ ადამიანს უფასო ღამის თევით მივიღებ.

თუ დავორგანიზდებით, ღამისთევის გარეშე წავიდეთ მოხალისეები. smile.gif.

Posted by: beka331 27 Apr 2021, 17:26
ქაფქიანა
QUOTE
ჩამოდით. მე რომ მქონდეს დრონი კარგი კამერით, მე თვითონ დავდებდი. ერთ ადამიანს უფასო ღამის თევით მივიღებ.

თვითონ კომპანიას არ აქვს ინტერესი მისი მიმდინარე საქმეები რომ გაპიარდეს?

ვისაც უნდა ჰქონდეს და არა აქვს მაგაზე არ ვლაპარაკობ, თქვენზე გეკითხებით..

Posted by: ქაფქიანა 27 Apr 2021, 17:42
beka331

არა.

..............

Posted by: ZEUS 27 Apr 2021, 20:40
QUOTE (ქაფქიანა @ 27 Apr 2021, 00:52 )
417 მ-ია რიკოთი.
.......................

ანუ სადღაც მეოთხედი, ხო ?

Posted by: ქაფქიანა 27 Apr 2021, 21:29
ZEUS

ასე გამოდის.

............

Posted by: Mr Angry 27 Apr 2021, 21:54
user posted image

თვითონ თუ ჯერა რასაც წერს? tan.gif

Posted by: otokarcobra 27 Apr 2021, 22:34
QUOTE (ქაფქიანა @ 27 Apr 2021, 17:42 )
beka331

არა.

..............

მაგადია

lol.gif lol.gif lol.gif

—————————————

Posted by: ქაფქიანა 27 Apr 2021, 23:07
otokarcobra

ეგრეა და რა ვქნა

Posted by: ZEUS 27 Apr 2021, 23:56
ახლა ვუყურე მთლიან ვიდეოს. რაის წლის ბოლოს დასრულება. გამორიცხულია.
შემდეგი ზაფხულისათვის თუ იქნა, ეგეც სათუოა, იმხელა სამუშაოებია კიდევ დარჩენილი.

Posted by: kataxxl 28 Apr 2021, 09:40
ვიღაც დევოჩკა იქნება პიარში და რაც უთხრეს იმას წერს

Posted by: otokarcobra 28 Apr 2021, 12:53
QUOTE (ქაფქიანა @ 27 Apr 2021, 23:07 )
otokarcobra

ეგრეა და რა ვქნა

ჰოდა შეუჩიჩხინე რა, ერთი დრონი გახოდონ ტო

Posted by: Mr_262000 28 Apr 2021, 13:56
ალგეთი-სადახლოს და რუსთავი-წითელი ხიდის დაფინანსება დაუმტკიცებიათ - 106.7 მილიონი ევრო ჯამში.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავრობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის განახლებისთვის 106.7 მილიონ ევროს გამოუყოფს
https://www.interpressnews.ge/ka/article/653733-evropis-sainvesticio-banki-sakartvelos-mtavrobas-agmosavlet-dasavletis-chkarosnuli-magistralis-ganaxlebistvis-1067-milion-evros-gamouqops
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავრობას 106.7 მილიონ ევროს გამოუყოფს ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის (E60) განახლებისთვის”, - ამის შესახებ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების ხელშეწყობის შესახებ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხით მოხდება ორი მონაკვეთის: ალგეთი-სადახლოს 30-კილომეტრიანი და რუსთავი-წითელი ხიდის 32-კილომეტრიანი გზების განახლება.
„დღეის მდგომარეობით, ევროპის საინვესტიციო ბანკის კაპიტალდაბანდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროექტში 250 მილიონ ევროს შეადგენს, რაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის, მეწარმეობისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილია. ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯამური ინვესტიცია ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 1 მილიარდ ევრომდეა, რაც საქართველოში ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კაპიტალდაბანდებების ნახევარია. 388 კილომეტრი სიგრძის E60 დერეფანი აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე არსებული წითელი ხიდიდან იწყება და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტამდეა გადაჭიმული, საიდანაც მარშრუტი თურქეთის საზღვრამდე გრძელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის ორივე მონაკვეთის განახლების შედეგად სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი თანამედროვე და უსაფრთხო გზა იარსებებს. ამავე გზით მოხდება მგზავრებისა და ტვირთების ტრანსპორტირება. ამასთანავე, ორივე მონაკვეთი საცხოვრებელ პირობებსა და სამეწარმეო გარემოს გააუმჯობესებს ქვეყანასა და რეგიონში. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ძირითადი ნაწილის გაგრძელებაა, რომელიც ევროკავშირიდან იღებს სათავეს და აძლიერებს მის სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ ერთობას პარტნიორ ქვეყნებთან. ეს გზა საქართველოზე გადის და მის მსხვილ ქალაქებსაც აკავშირებს ერთმანეთს. ამასთან, რეგიონული ქსელის პრინციპით ხდება თურქეთსა და სომხეთს შორის წრის შეკვრა”, - ნათქვამია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხი იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის ერთობლივ დაფინანსებას გულისხმობს შემდეგი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან: ევროპის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიო ბანკი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და აზიის განვითარების ბანკი.
„პროგრამის მონაწილეა საქართველოს მთავრობა და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ამ ინიციატივის გაცხადებული მიზანია. 2007 წელს, საქართველოში საქმიანობის დაწყების დღიდან, ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის ინფრასტრუქტურული, კერძო სექტორისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით განხორციელებული 23 პროექტის ფარგლებში, თითქმის 2 მილიონი ევრო აქვს დაბანდებული. მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 70 მილიონი ევროს კაპიტალდაბანდება განახორციელა საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობის ფარგლებში, ხოლო 100 მილიონი ევრო გამოყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საჭიროებებისთვის. ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მხარდასაჭერად, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გაზარდა კაპიტალდაბანდების მოცულობა და სულადობრივად უმსხვილეს ბენეფიციარად აქცია ქვეყანა თავისი დაკრედიტების ბენეფიციართა შორის ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში”, - ნათქვამია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Posted by: kataxxl 28 Apr 2021, 14:28
Mr_262000

სიტყვა განახლებაა მანდ ნახსენები და არა მშენებლობა

უბრალოდ ზოლებს დახაზავენ და ორმოებს ამოავსებენ

Posted by: Mr_262000 28 Apr 2021, 16:48
kataxxl
106.7 მილიონი ევრო დაიხარჯება ჯამში 62 კილომეტრზე ანუ სადღაც 7.1 მილიონი ლარი გამოდის ერთ კილომეტრზე დღევანდელი კურსით. ძაან თუ არ მოიპარეს ახალ საფარს და 1-2 ხიდს უნდა ეყოს წესით gigi.gif

Posted by: ქაფქიანა 28 Apr 2021, 17:04
otokarcobra

QUOTE
ჰოდა შეუჩიჩხინე რა, ერთი დრონი გახოდონ ტო

user posted image

Posted by: beka331 29 Apr 2021, 10:33
https://www.facebook.com/georoad.ge/posts/5326358854104839

ითხოვეთ და მოგეცემათო..

ნუ ნაწილობრივ მაინც smile.gif

Posted by: ZEUS 29 Apr 2021, 10:42
ჰოოო. ისმინეს ხმა ერისა. დადეს ხევი-უბისას მონაკვეთის დრონ-მასალა smile.gif

Posted by: rommel 29 Apr 2021, 11:14
QUOTE
დადეს ხევი-უბისას მონაკვეთის დრონ-მასალა

მზეობაა

პოლატიოლი როგორც იღებს ისე უნდა გაეკეთებინათ

ცალკე აღებული ბურჯი და გვირაბის პორტალი როგორ გამოიყურება ისედაც ვიცით

Posted by: ქაფქიანა 29 Apr 2021, 12:03
rommel

QUOTE
გვირაბის პორტალი როგორ გამოიყურება ისედაც ვიცით

მერე რა, დამატებით მაინც არ გაწყენთ.

ბრმაღელეს აღმოსავლეთი:

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: winrar 29 Apr 2021, 12:41
QUOTE (ქაფქიანა @ 29 Apr 2021, 12:03 )
ბრმაღელეს აღმოსავლეთი:

მესამე გვირაბი არ დაგიწყიათ? დასავლეთით

Posted by: ქაფქიანა 29 Apr 2021, 12:53
winrar

ოფიციალურად მესამე გვირაბი ეს არის, რასაც ზემოთ უყურებ. რასაც შენ მესამეს უწოდებ, რიკოთის დასავლეთით, ოფიციალურად ჩვენთვის მეოთხეა და დავიწყეთ კი არა, თითქმის მესამედზე ვართ. ეს დავიწყეთ ახლახანს, სულ ერთი კვირაა.

Posted by: Kublicha 29 Apr 2021, 17:16
სააღდგომო - საცობ-გმირობები დღესაა თუ ხვალ?

Posted by: ZEUS 29 Apr 2021, 18:18
QUOTE (Kublicha @ 29 Apr 2021, 17:16 )
სააღდგომო - საცობ-გმირობები დღესაა თუ ხვალ?

ხვალ მივდივარ დასავლეთში და ორშაბათს მოვდივარ. მორალურად ვემზადები help.gif

Posted by: wrangler7 29 Apr 2021, 20:14
საჩხერე-ჭიათურით წასვლაა ჯობია ასეთ დროს, თორემ პერევალზე ტანჯვა იქნება

Posted by: ZEUS 29 Apr 2021, 20:25
QUOTE (wrangler7 @ 29 Apr 2021, 20:14 )
საჩხერე-ჭიათურით წასვლაა ჯობია ასეთ დროს, თორემ პერევალზე ტანჯვა იქნება

არ მეჩქარება. თან მშენებლობებს ვუყურებ ხოლმე და ვერთობი smile.gif

Posted by: donmixo777 29 Apr 2021, 21:30
QUOTE
საჩხერე-ჭიათურით წასვლაა ჯობია ასეთ დროს, თორემ პერევალზე ტანჯვა იქნება

როგორი გზაა მანდ?

ღირს წასვლა?
ადრე, რამდენიმე წლის წინ ვიყავი და ერთი მონაკვეთი საშინელი გზა იყო, აი მართლა საშინელი
გადართული იყო მაგ მონაკვეთზე მოძრაობა, არ მახსოვს რა მოხდა რიკოთზე

Posted by: ქაფქიანა 29 Apr 2021, 21:59
დიდი ალბათობით, არსებული გვირაბი დაიკეტება ერთი წლით სამომავლოს გახსნის შემდეგ.

მაგრამ აი ასაქცევის დასაწყისთან რომ გვაქვს დასაკეტი იქაც ერთი წელი, იქ რა გვეშველება, ხეზ.

Posted by: ronaldo99 29 Apr 2021, 22:02
QUOTE (donmixo777)
როგორი გზაა მანდ?

ჭიათურა-ზესტაფონი საკმაოდ ცუდი გზაა, ერთი მონაკვეთია მარტი გაკეთებული ბოლოს რო ვიყავი,დანარჩენი ძალიან დატალღული ასფალტია და ორმოები ძაან ბევრი,გომი-საჩხერე და საჩხერე-ჭიათურა კარგი გზაა

მარა მოძრაობა თითქმის არაა და რიკოთზე გავლას ჯობია ჩემი აზრით

Posted by: rommel 30 Apr 2021, 11:13
ZEUS
QUOTE
ხვალ მივდივარ დასავლეთში და ორშაბათს მოვდივარ. მორალურად ვემზადები

არ გიშველის

სადღაც წეროვანთან გატყდები უკვე

მაღვიძარა დააყენე 04:30-ზე, 05:00ზე გადი სახლიდან

ჩახვალ ბედნიერი, მშენებლობასაც მშვიდად დაათვალიერებ

დასავლეთში არ მინდივარ, დარიგებები მაინც გავცე biggrin.gif
* * *
ახლა შევხედე თარიღს, წასულხარ უკვე, დავაგვიანე smile.gif

Posted by: ZEUS 30 Apr 2021, 12:19
QUOTE (rommel @ 30 Apr 2021, 11:13 )
ZEUS
QUOTE
ხვალ მივდივარ დასავლეთში და ორშაბათს მოვდივარ. მორალურად ვემზადები

არ გიშველის

სადღაც წეროვანთან გატყდები უკვე

მაღვიძარა დააყენე 04:30-ზე, 05:00ზე გადი სახლიდან

ჩახვალ ბედნიერი, მშენებლობასაც მშვიდად დაათვალიერებ

დასავლეთში არ მინდივარ, დარიგებები მაინც გავცე biggrin.gif
* * *
ახლა შევხედე თარიღს, წასულხარ უკვე, დავაგვიანე smile.gif

ჯერ არ წავსულვარ. ჯერ მონატრებული ხალხი წავიდა. აწედან არ მგონია პრობლემა სიმართლე გითხრა. ალბათ იქიდან უფრო გაიჭედება. თუმცა, იმ მოცემულობით, რომ არდადეგებია, ნაწილი იქით კვირას წამოვა.

Posted by: rommel 30 Apr 2021, 12:43
ZEUS
QUOTE
ჯერ არ წავსულვარ

მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ

Posted by: wrangler7 30 Apr 2021, 13:38
https://www.ambebi.ge/article/259269-mcxetastan-avtobanze-dasavlet-sakartvelos-mimart/

დაიწყო biggrin.gif

Posted by: ZEUS 30 Apr 2021, 13:54
QUOTE (rommel @ 30 Apr 2021, 12:43 )
ZEUS
QUOTE
ჯერ არ წავსულვარ

მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ

მადლობა war.gif

ჯერ ფეხს ვითრევ, წავიდეს ნაკადი და ეგრე სამისკენ გავალ ალბათ, კომენდატზეც რომ არ ვინევიულო, ისე biggrin.gif
* * *
წიწამურამდე და სურამის კვანძზე აჩვენებს ახლა საცობს.
მთავარი პიზდეცი როგორც ჩანს, ფეროს რელსებზე ხდება.

ლამის შროშადან აჩვენებს საცობს:

user posted image

Posted by: kataxxl 30 Apr 2021, 18:23
დღეს ჯვართან იყო შეფერხება კორონა პერაშკების გამო და სასტავმა მესამე რიგი მოაწყო ეგრევე

Posted by: ZEUS 30 Apr 2021, 19:28
rommel
შევცდი რომ არ დაგიჯერე. მცხეთიდან მოვბრუნდი biggrin.gif

user posted image

Posted by: rommel 30 Apr 2021, 22:31
ZEUS
QUOTE
შევცდი რომ არ დაგიჯერე. მცხეთიდან მოვბრუნდი

ვერ გამოვიცანი ბოლომდე, მეგონა წეროვნამდე მაინც გაქაჩავდი biggrin.gif

პ.ს-კარგი ქენი რომ მობრუნდი

Posted by: donmixo777 1 May 2021, 06:20
სრული დეგრადირება პოლიციის

ხალხზე არაფერს ვამბობ
პოლიცია მაინც გამოდოოდა ესეთ დღეებში ადრე და მეტ-ნაკლებად არეგულირებდა მოძრაობას გარკვეულ პრობლემურ მონაკვეთებზე

დღეს ყველას ყველაფერი ფეხებზე კიდია
საშინელი მოძრაობა იყო დასავლეთის მიმართულებით
და თბილისიდან გასულებს პირველი ეკიპაჟი ნატახტრის გადასახვევთან არ მისული, ე.წ ,,პერაშკების" გაჩერებასთან შემხვდა, და ისიც იდგა და ,,ვითომ" საქმეს აკეთებდა...

და შემდეგი ეკიპაჟი მხოლოდ დასავლეთში, შროშის შემდეგ შემხვდა... ისიც 2 ეკიპაჟი იყო გაჩერებული და ისე გემრიელად საუბრობდნენ ერთმანეთში რომ, გზიდან აყრილი მტვერის გროვაც კი არ აწუხებდათ საერთოდ

მცხეთის სააჭაპურე-საპონჩიკეები

ხაშურის ახალი შემოვლითი გზა

რიკოთის მშენებარე მონაკვეთები

მთელი ზესტაფონის რაიონი ბაღდადის გადასახვევამდე, - იყო სრული ქაოსი და დღევანელი ქვეყნის სახე

ასევე სატრანზიტო გადაზიდვის ტრაილერები
ეს ბოლო მაინც გააჩერონ ბიჭოო, და კომენდატის დაწყების მერე გაუშვან....

ტფუ

Posted by: ZEUS 1 May 2021, 06:57
donmixo777
ხოო. კარგი მიქნია, რომ მოვბრუნებულვარ. ახლა გავდივარ და იმედია ნაკლები პიზდეცდბი იქნება.

Posted by: spider77 1 May 2021, 07:05
QUOTE
ატრანზიტო გადაზიდვის ტრაილერები
ეს ბოლო მაინც გააჩერონ ბიჭოო, და კომენდატის დაწყების მერე გაუშვან....

ტრაილერები და თივით დატვირთული "გრუზავიკები" facepalm.gif

Posted by: matechala 1 May 2021, 07:28
QUOTE (donmixo777 @ 1 May 2021, 06:20 )
სრული დეგრადირება პოლიციის

ხალხზე არაფერს ვამბობ
პოლიცია მაინც გამოდოოდა ესეთ დღეებში ადრე და მეტ-ნაკლებად არეგულირებდა მოძრაობას გარკვეულ პრობლემურ მონაკვეთებზე

დღეს ყველას ყველაფერი ფეხებზე კიდია
საშინელი მოძრაობა იყო დასავლეთის მიმართულებით
და თბილისიდან გასულებს პირველი ეკიპაჟი ნატახტრის გადასახვევთან არ მისული, ე.წ ,,პერაშკების" გაჩერებასთან შემხვდა, და ისიც იდგა და ,,ვითომ" საქმეს აკეთებდა...

და შემდეგი ეკიპაჟი მხოლოდ დასავლეთში, შროშის შემდეგ შემხვდა... ისიც 2 ეკიპაჟი იყო გაჩერებული და ისე გემრიელად საუბრობდნენ ერთმანეთში რომ, გზიდან აყრილი მტვერის გროვაც კი არ აწუხებდათ საერთოდ

მცხეთის სააჭაპურე-საპონჩიკეები

ხაშურის ახალი შემოვლითი გზა

რიკოთის მშენებარე მონაკვეთები

მთელი ზესტაფონის რაიონი ბაღდადის გადასახვევამდე, - იყო სრული ქაოსი და დღევანელი ქვეყნის სახე

ასევე სატრანზიტო გადაზიდვის ტრაილერები
ეს ბოლო მაინც გააჩერონ ბიჭოო, და კომენდატის დაწყების მერე გაუშვან....

ტფუ

საპატრულოს დირექტორი ვაჟა სირაძისგან სხვას რას ველოდებით, კამერებთან პოზიორობის გარდა არაფერი იცის. ჯერ სად ვართ....

Posted by: lame 1 May 2021, 10:34
QUOTE (ZEUS @ 21 Apr 2021, 21:46 )
კარგი ამბავი! ფოთი-ჭალადიდი-საგვიჩიო-ქვალონის გზაზე გარე განათების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 72 ათასი ლარია. განათების სიტემა 23-კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა.

user posted image

ასეთი ამრეკლები იდეალური იქნებოდა, დააწებე და არც დენს ხარჯავს, არც მოვლა ჭირდება, ნისლშიც კარგად ჩანს (ამ სურათზე ყველაფერი რაც ანათებს ბლიჟნების არეკლილია, შუქი არაფერზე არ ანთია). გაყოფილ ავტობანზე საპირისპირო მიმართულებაზე წითლებია (პროწივზე რო შემთხვევით შეაჭრა მიხვდები რო რაღაც მიქარე smile.gif )
user posted image

ერთხელ ღამით ვიარე რიკოთზე, თოვლის მსხვილი ფიფქები ცვიოდა, მაგრამ გზაზე დნებოდა. გზა შავია და აღნიშვნა საერთოდ არ ჩანდა, ფიფქები თეთრი, მაგარი ექსტრემალური გამოცდილება იყო ვარაუდით მოძრაობა მანდ smile.gif

ორმხრივის უკეთესი ხარისხის სურათი
user posted image

Posted by: eleqtro 1 May 2021, 11:04
პარასკევს დავბრუნდი. საცობის წყარო ყველა მონაკვეთზე იყო გზის შევიწროვება. ერთი გროვა ზესტაფონის შესასვლელში ხიდთან იწყებოდა და შროშამდე იყო, მეორე საცობი სურამის ჩამოსასვლელთან ბანზე.

პ.ს. ვინც საჩხერით წახვალთ, არ შეცდეთ და კაცხიდან თერჯოლისკენ არ გადაუხვიოთ.

Posted by: ZEUS 1 May 2021, 15:46
რიკოთის პირველი ლოტი წაწეულა უკეთ წინ.
მეორე ლოტზე ხევის გვირაბებთან, უკვე მალების დაწყობა დაიწყეს.
მესამე ლოტიც უბერავს.
მეოთხე ლოტმაც დაიწყო თხრები.

ესეც ერთი ფოტო:

user posted image

Posted by: Beka_g 1 May 2021, 20:59
ხუთშაბათს ვიყავი ბათუმში. ხოდა ქუთაისის შემოვლითზე დაყენებული ეს ღობეები ვერაფერს აკეთებს.

სამწუხაროდ საჭესთან ვიჯექი და ფოტოს ვერ გადავუღებდი გამყოფზე შემდგარი ნახირს რომელიც წყნარად ძოვდა ბალახს.(ორივე მხარეს ღობე იყო გაკეთებული)

Posted by: fexburti2018 2 May 2021, 01:17
QUOTE
ქუთაისის შემოვლითზე დაყენებული ეს ღობეები ვერაფერს აკეთებს.

თავიდანვე ვთქვი,
მილიონი ასახვევია მაგ გზაზე და რა აზრი აქვს მანდ ღობეებს ?
ძროხები რა, ასახვევებიდან ვერ შემოვლენ უპრობლემოდ ?

პ.ს.
ეგ გააკეთეს მხოლოდ ერთი მიზნით -- ფულის მოტეხვის მიზნით,
მეტი ახსნა ამას არ აქვს

Posted by: ZEUS 2 May 2021, 11:29
QUOTE (Beka_g @ 1 May 2021, 20:59 )
ხუთშაბათს ვიყავი ბათუმში. ხოდა ქუთაისის შემოვლითზე დაყენებული ეს ღობეები ვერაფერს აკეთებს.

სამწუხაროდ საჭესთან ვიჯექი და ფოტოს ვერ გადავუღებდი გამყოფზე შემდგარი ნახირს რომელიც წყნარად ძოვდა ბალახს.(ორივე მხარეს ღობე იყო გაკეთებული)

ქუთაისის შემოვლითზე, თუ ზესტაფონი-ნახშირღელეს მონაკვეთზე?

Posted by: vaknari 2 May 2021, 15:10
ZEUS
ალბათ ეგ მონაკვეთი იგულისხმა ქუთაისის შემოვლითზე ღობე არაა და რამდენი გავიარე სულ საქონელია გამყოფზე ან ღობესთან მომწყვდეული

Posted by: Beka_g 2 May 2021, 15:21
ZEUS
რავი ზუსტი მონაკვეთი არ ვიცი. ხშირად არ მიწევს მაგ გზაზე სიარული და ჩემთვის ზესტაფონიდან სამტრედიამდე სულ ქუთაისის შემოვლითია smile.gif

Posted by: otokarcobra 2 May 2021, 19:01
QUOTE (Beka_g @ 2 May 2021, 15:21 )
ZEUS
რავი ზუსტი მონაკვეთი არ ვიცი. ხშირად არ მიწევს მაგ გზაზე სიარული და ჩემთვის ზესტაფონიდან სამტრედიამდე სულ ქუთაისის შემოვლითია smile.gif

ჰო აქ მაგას ზესტაფონი-არგვეთას ვეძახით smile.gif

Posted by: ZEUS 2 May 2021, 22:33
ქუთაისის შემოვლითზე რკინიგზის ხიდზე ხიდთან მისასვლელი გადაბმებიღაა დარჩენილი, რაც შევატყე.

Posted by: ნიკა 3 May 2021, 00:33
როგორც ჩანს კახელები სხვა განრიგით დადიან biggrin.gif
იდეაში მქონდა პარასკევს 8:00-ზე გასვლა, დავაგვიანე და გავედი 8:40-ზე. საბედნიეროდ, თბილიში არ იყო მოძრაობა თითქმის. და საგარეჯომდე იყო ცოოტა რაღაც მანქანები (სტანდარტულ კვირა დღეზე 2-3-ჯერ ნაკლები). საგარეჯოს მერე ფაქტიურად ცარიელ გზაზე ვიარე ჩალაუბნამდე. ნუ მერე სიღნაღისკენ ისედაც არაა ხოლმე მანქანები. უკან დღეს დავბრუნდი და ჩამავალი მზე უფრო მიშლიდა ვიდრე მანქანები biggrin.gif

Posted by: ZEUS 3 May 2021, 13:53
ესეც რკინიგზის ხიდი ქუთაისის შემოვლითზე. ალბათ ერთ ორ კვირაში უნდა გახსნან.

user posted image

Posted by: kataxxl 3 May 2021, 14:17
ნიკა

ნაკლებია მოსახლეობა უფრო და მაგიტო

დასავლეთში მეტი ხალხი ცხოვრობს

Posted by: ქაფქიანა 3 May 2021, 18:33
ZEUS

26-ში გახსნიან ალბათ. biggrin.gif

Posted by: Beka_g 3 May 2021, 19:43
9 მაისი უფრო ახლოს არის და ვითომ ვერ მოასწრებენ?

Posted by: ნიკა 3 May 2021, 20:12
kataxxl
QUOTE
ნაკლებია მოსახლეობა უფრო და მაგიტო

დასავლეთში მეტი ხალხი ცხოვრობს

სტანდარტულ კახურ კვირა დღის ტრაფიკზე ნაკლები იყო მოძრაობა wink.gif

Posted by: kataxxl 3 May 2021, 20:26
ნიკა

იმიტომ რომ პარასკევს წავიდა ყველა

Posted by: ZEUS 3 May 2021, 21:03
QUOTE (Beka_g @ 3 May 2021, 19:43 )
9 მაისი უფრო ახლოს არის და ვითომ ვერ მოასწრებენ?

ვერაა. ან 9 მაისი რა ავტობანის გასახსნელი თარიღია biggrin.gif

Posted by: ioane.mtacmindeli 3 May 2021, 22:32
QUOTE (ZEUS @ 3 May 2021, 12:53 )
ესეც რკინიგზის ხიდი ქუთაისის შემოვლითზე. ალბათ ერთ ორ კვირაში უნდა გახსნან.

user posted image

რკინიგზის ხიდი რა შუაᲓია ავყობანთან?!

Posted by: ZEUS 3 May 2021, 22:36
QUOTE (ioane.mtacmindeli @ 3 May 2021, 22:32 )
QUOTE (ZEUS @ 3 May 2021, 12:53 )
ესეც რკინიგზის ხიდი ქუთაისის შემოვლითზე. ალბათ ერთ ორ კვირაში უნდა გახსნან.

user posted image

რკინიგზის ხიდი რა შუაᲓია ავყობანთან?!

რკინიგზის ხაზზე გადადის ეგ ხიდი და მაგიტომ ვეძახით ეგრე.

Posted by: JSB14BSJ 4 May 2021, 01:49
QUOTE
ესეც რკინიგზის ხიდი ქუთაისის შემოვლითზე. ალბათ ერთ ორ კვირაში უნდა გახსნან.

დღევანდელი ქართველებით დასახლებულ ამ პიტომნიკში ისიც არ გამიკვირდება, ეგ მონაკვეთი რო გამზადდება, მერე გიჟის გაკეთებულმა და იმ სამში უგრძესმა გამყრელიძემ აკრძალოს გახსნა ვირუსის ბლოკირების მოტივით.

და ბრძენმა ქართველმა ერმა თავი დაუქნიოს.

Posted by: ZEUS 4 May 2021, 10:12
QUOTE (JSB14BSJ @ 4 May 2021, 01:49 )
QUOTE
ესეც რკინიგზის ხიდი ქუთაისის შემოვლითზე. ალბათ ერთ ორ კვირაში უნდა გახსნან.

დღევანდელი ქართველებით დასახლებულ ამ პიტომნიკში ისიც არ გამიკვირდება, ეგ მონაკვეთი რო გამზადდება, მერე გიჟის გაკეთებულმა და იმ სამში უგრძესმა გამყრელიძემ აკრძალოს გახსნა ვირუსის ბლოკირების მოტივით.

და ბრძენმა ქართველმა ერმა თავი დაუქნიოს.

რა შუაში იყო biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 4 May 2021, 10:16
ზაფხულისთვის რამე სიახლები იქნება?

boli.gif

ძააან ჩამოვრჩი თემას

yes.gif yes.gif

Posted by: ქაფქიანა 4 May 2021, 10:29
JSB14BSJ

რა შუაშია საერთოდ?

.......................

Posted by: kataxxl 4 May 2021, 11:01
GEORGEXIII

არაფერი

წელს მემგონი აღარაფერი მოხდება საინტერესო

ნუ გამოწვევების და პროგრესების გარდა

Posted by: ნიკა 4 May 2021, 12:40
GEORGEXIII
QUOTE
ზაფხულისთვის რამე სიახლები იქნება?

სავარაუდოდ ზემოთ ფოტოზე რომ ხიდია ის გაიხსნება და ქუთაისის შემოვლითი სრულად გაცალმხრივდება.

Posted by: ZEUS 4 May 2021, 13:10
QUOTE (GEORGEXIII @ 4 May 2021, 10:16 )
ზაფხულისთვის რამე სიახლები იქნება?

boli.gif

ძააან ჩამოვრჩი თემას

yes.gif yes.gif

ნწ. არანაირი არაფერი. მე ვფიქრობ დაჟე იქით წლამდე არანაიარი არაფერი იქნება.

Posted by: nefro 4 May 2021, 16:30
QUOTE
მე ვფიქრობ დაჟე იქით წლამდე არანაიარი არაფერი იქნება.

22 შიც არაა გურიის პირველი და მე-4 ლოტების იმედი ?

ბათუმის შემოვლითი ?

Posted by: ქაფქიანა 4 May 2021, 16:56
ერთგვარად ნუგეშის საცემი ფოტო:

user posted image

Posted by: GEORGEXIII 4 May 2021, 17:38
ნიკა
ZEUS
ეჰჰ გამოდის თემას ძალიანაც არ ჩამოვრჩენილვარ biggrin.gif

ცუდია,, ეს პანდემიაც ამათ წისქვილზე ასხავს წყალს კაციშვილი არ არის პასუხის მომთხოვნი.

Posted by: ZEUS 4 May 2021, 17:54
QUOTE (ქაფქიანა @ 4 May 2021, 16:56 )
ერთგვარად ნუგეშის საცემი ფოტო:

user posted image

ეს სვეტები ეგრე გამოჭერით, ჩამოასხით, თუ რა თემაა biggrin.gif

Posted by: winrar 4 May 2021, 19:05
QUOTE (ქაფქიანა @ 4 May 2021, 16:56 )
ერთგვარად ნუგეშის საცემი ფოტო:

user posted image

ჩრდილში შეასწრეს რაც მთავარია და მიყვებიან ნელნელა smile.gif

დიდი ლიბჰერი რომ დგას თქვენს ლოტზე რისთვისაა? ხიმინჯების ორმოებს იღებს?

Posted by: ქაფქიანა 4 May 2021, 19:20
ZEUS

ხიმინჯებია ეგ. რასაც ხედავ, ორნახევარი მაგდენი მიწის ქვეშაა. მათ სიმაღლეზე იყო რელიეფის ზედაპირი და მერე ჩამოიჭრა.
* * *
winrar

აუ არ ვიცი, სად დგას აბა?

Posted by: ZEUS 4 May 2021, 22:36
QUOTE (ქაფქიანა @ 4 May 2021, 19:20 )
ZEUS

ხიმინჯებია ეგ. რასაც ხედავ, ორნახევარი მაგდენი მიწის ქვეშაა. მათ სიმაღლეზე იყო რელიეფის ზედაპირი და მერე ჩამოიჭრა.
* * *
winrar

აუ არ ვიცი, სად დგას აბა?

იცი რას ვერ მივხვდი? ამ გვირაბზე რატომ გახდა ასეთი ტიპის პორტალის ამოშენება საჭირო? სხვა გვირაბებთან შედარებით უფრო გაბარიტულია? სხბა გვირაბებზე პორტალს ოდნავ გამოაყოფინეს თავი და მერე შიგნით შასთხარეს და აქ იმენა ძველეგვიპტური მასობრივი ნაგებობაა გამოსული biggrin.gif
* * *
თან როგორც სურათიდან ვხედავ, ეს თაღია გამოყვანილი, თორემ შიგნით დანარჩენების მსგავსი გვირაბი კეთდება თითქოს.

Posted by: ქაფქიანა 4 May 2021, 22:47
ZEUS

სამი გვირაბი გვაქვს ხუთი პორტალით. ყველა პორტალი ამ ზომისაა.

Posted by: ZEUS 4 May 2021, 23:30
QUOTE (ქაფქიანა @ 4 May 2021, 22:47 )
ZEUS

სამი გვირაბი გვაქვს ხუთი პორტალით. ყველა პორტალი ამ ზომისაა.

ანუ თქვენი სტანდარტია ასეთი, თუ სწორად მივხვდი...

Posted by: Mr Angry 5 May 2021, 00:49
დღეს ქუთაისში ბათუმი-ზუგდიდისკენ მიმავალ გზაზე კოლონები იდგა. რა ხდებოდა ეგეთი? მეგონა აღდგომის მერე პირიქით თბილისისკენ მიმავალი მიმართულება გადაიტენებოდა და პირიქით იყო.

Posted by: ქაფქიანა 5 May 2021, 07:08
ZEUS

ჩვენი სტანდარტი რა, ხიმინჯებზე დაყრდნობილი პორტალი? როგორც ასეთი, ,,ჩვენი" ნაკლებად, პროექტით არის განსაზღვრული.

Posted by: ნიკა 5 May 2021, 10:20
Mr Angry
QUOTE
დღეს ქუთაისში ბათუმი-ზუგდიდისკენ მიმავალ გზაზე კოლონები იდგა. რა ხდებოდა ეგეთი? მეგონა აღდგომის მერე პირიქით თბილისისკენ მიმავალი მიმართულება გადაიტენებოდა და პირიქით იყო.

სასაფლაოები 5 მაისიდან გაიხსნა და ალბათ მაგაზე წავიდა ხალხი.

Posted by: ZEUS 5 May 2021, 11:22
QUOTE (ქაფქიანა @ 5 May 2021, 07:08 )
ZEUS

ჩვენი სტანდარტი რა, ხიმინჯებზე დაყრდნობილი პორტალი? როგორც ასეთი, ,,ჩვენი" ნაკლებად, პროექტით არის განსაზღვრული.

მაშინ ლოგიკაში ვერ ვსვამ, რატომაა მხოლოდ პირველ ლოტზე "ეგეთი" პროექტი და დანარჩენ ლოტებზე განსხვავებული პორტალები.

Posted by: ქაფქიანა 5 May 2021, 11:50
ZEUS

გეოლოგიის გამო. დანარჩენ ეფ-ებთან შედარებით კი არა მხოლოდ, მთელ ,,ავტობანზე" (ჰო, ვიცი, რომ ავტობანი არ არის, სიმარტივისთვის ვამბობ) ჩვენი მონაკვეთი რელიეფურადაც და გეოლოგიურადაც ყველაზე რთულია. შესაბამისად, უსაფრთხოების სტანდარტები ყველაზე მკაცრია.
* * *
winrar

QUOTE
დიდი ლიბჰერი რომ დგას თქვენს ლოტზე რისთვისაა? ხიმინჯების ორმოებს იღებს?

აჰა, ახლა ვნახე:

user posted image

user posted image

კი ბატონო, ხიმინჯებისთვისაა.

ეს ფოტოც ისე, განწყობისთვის:

user posted image

Posted by: ZEUS 5 May 2021, 13:03
ქაფქიანა
ხო. ახლა გასაგებია ლოგიკა smile.gif

Posted by: spider77 5 May 2021, 13:32

ქაფქიანა
QUOTE
ეს ფოტოც ისე, განწყობისთვის:

user posted image

ეს ბორითია?

Posted by: ქაფქიანა 5 May 2021, 13:56
spider77

ნწ, ხევია. ბორითი ფ2-ფ3-ის საზღვარზეა ფაქტობრივად, მე ფ1 ვარ.

Posted by: winrar 5 May 2021, 15:36
ფ4-ელები ამოძრავდნენ _ ძირულას კალაპოტშიც მუშაობდნენ და არგვეთას კვანძთანაც მოუჩიჩქნიათ.

ბაღდათის გადასახვევთან გრუნტზე მოშლიგინეებს კიდევ 3-4 წელი არ მოაკლდებათ დედის ავად ხსენება როგორც ჩანს.

Posted by: JSB14BSJ 5 May 2021, 21:59
ქაფქიანა
ZEUS

თავისებური იუმორია.

ხალხს იმ სიდებილის რო სჯერა, რო კომენდანტის საათი აუცილებელია, თორე ამოვწყდებით, რაღა უდგას წინ იმის დაჯერებას, გიჟის გაკეთებულმა სამში გრძელმა გამყრელიძემ რო თქვას, რო ესა და ეს ტრასა არ გაიხსნას, თორე ვირუსის გავრცელება დაჩქარდებაო.

რას ვერ ხვდებით.

Posted by: Mr Angry 5 May 2021, 23:59
ნიკა
QUOTE
სასაფლაოები 5 მაისიდან გაიხსნა და ალბათ მაგაზე წავიდა ხალხი.

ნამდვილად გაიხსნა? საინფორმაციეობში არ მომისმენია. ჯარიმა არ მინდა ამარტყან user.gif

Posted by: wrangler7 6 May 2021, 01:48
Mr Angry
კი კი აღარაა ჩაკეტილი, 2-3-4 რიცხვი მორიგეობდნენ მარტო

Posted by: donrobita 6 May 2021, 08:53
2.5 კმ გაიხსნება რიკოთზე შემოდგომითო გამოწვევამ ხევი უბისას მონაკვეთიდან.

ებეე
იქნება 2022 ის ბოლოს მეორე და მესამე ლოტები გახსნან რიკოთზე

Posted by: ქაფქიანა 6 May 2021, 10:25
donrobita

წყარო?

..........

Posted by: donrobita 6 May 2021, 10:29
QUOTE (ქაფქიანა @ 6 May 2021, 10:25 )
donrobita

წყარო?

..........

https://www.facebook.com/111645282212899/posts/4468703439840373/

Posted by: winrar 6 May 2021, 10:30
QUOTE (donrobita @ 6 May 2021, 08:53 )
2.5 კმ გაიხსნება რიკოთზე შემოდგომითო გამოწვევამ ხევი უბისას მონაკვეთიდან.

ებეე
იქნება 2022 ის ბოლოს მეორე და მესამე ლოტები გახსნან რიკოთზე

ეხლა ეგენი ისე იზამენ მუღამს დაუკარგავენ რა. 2,5 კმ რა გასახსნელია, კვანძიდან კვანძამდე მაინც ხომ უნდა გახსნან მინიმუმ.
2022-ის ბოლოს მეორე და მესამე ლოტებზე გვირაბების და ხიდების კონსტრუქციები დამთავრებული უნდა იყოს ჩემი აზრით.
2023 წელს მოანდომებენ უშუალოდ საფარის დაგებას და სხვა სამუშაოებს.

Posted by: Delvaux 6 May 2021, 11:36
QUOTE (winrar @ 6 May 2021, 10:30 )

2.5 კილომეტრიო ორზოლიანიო. ანუ 2.5 კილომეტრის მარტო ცალ მხარეს გახსნიან.

Posted by: ნიკა 6 May 2021, 12:01
სამინისტროს უდევს ფბ-ზე
https://www.facebook.com/mrdi.gov.ge/posts/4352144781485277

ხევი უბისას ალბომშია ახალი ფოტოები ანუ ეგ F2-ა ხო?

Posted by: aragvi16 6 May 2021, 12:20
QUOTE (winrar @ 6 May 2021, 10:30 )
2,5 კმ რა გასახსნელია, კვანძიდან კვანძამდე მაინც ხომ უნდა გახსნან მინიმუმ.

კიდევ ბევრ ეგეთ რამეს გახსნიან შემოდგომაზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები love.gif

Posted by: ZEUS 6 May 2021, 12:29
QUOTE (aragvi16 @ 6 May 2021, 12:20 )
QUOTE (winrar @ 6 May 2021, 10:30 )
2,5 კმ რა გასახსნელია, კვანძიდან კვანძამდე მაინც ხომ უნდა გახსნან მინიმუმ.

კიდევ ბევრ ეგეთ რამეს გახსნიან შემოდგომაზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები love.gif

yes. დამასწარი smile.gif მაგიტომ ხსნიან. ხევის გვირაბები რომაა არსებული. ეგ გაიხსნება უეჭველი. იმ დღეს დასავლეთიდან რომ მოვდიოდი, ხევის არსებულ გვირაბიფან რომ გამოვდიოდი, ოპტიკური ილუზია შემექმნა, რომ ახლად არსებულ გვირაბში შევიდოდა გზა. გახსნილი ქონდათ სმაშენებლო მოედანი. აი იმ გვირაბის თავზე, ბეტონი რომ ჩამოეშალათ.

მართლა რა გასახსნელია 2 კმ. smile.gif

Posted by: kataxxl 6 May 2021, 12:48
რაიყო რა თუა საწშუალება გახსნან რაა smile.gif

Posted by: ZEUS 6 May 2021, 12:54
QUOTE (kataxxl @ 6 May 2021, 12:48 )
რაიყო რა თუა საწშუალება გახსნან რაა smile.gif

ხო. გახსნან. პროსტა ისე გახსნან, მაგ კვანძებმა მეტი საცობები და გაუგებრობები არ გამოიწვიოს smile.gif
* * *
QUOTE (winrar @ 6 May 2021, 10:30 )
QUOTE (donrobita @ 6 May 2021, 08:53 )
2.5 კმ გაიხსნება რიკოთზე შემოდგომითო გამოწვევამ ხევი უბისას მონაკვეთიდან.

ებეე
იქნება 2022 ის ბოლოს მეორე და მესამე ლოტები გახსნან რიკოთზე

ეხლა ეგენი ისე იზამენ მუღამს დაუკარგავენ რა. 2,5 კმ რა გასახსნელია, კვანძიდან კვანძამდე მაინც ხომ უნდა გახსნან მინიმუმ.
2022-ის ბოლოს მეორე და მესამე ლოტებზე გვირაბების და ხიდების კონსტრუქციები დამთავრებული უნდა იყოს ჩემი აზრით.
2023 წელს მოანდომებენ უშუალოდ საფარის დაგებას და სხვა სამუშაოებს.

მეტსაც გეტყვი. თავდაპირველი ვადების მიხედვით, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო biggrin.gif

თუ იყოჩაღებენ, შუა ლოტები მგონია 2022 წლის ბოლოს უნდა მორჩეს.
გამოწვევებს გააჩნია რათქმაუნდა smile.gif
* * *
გულს და თვალს რომ უხარია, ისეთი ფოტოები smile.gif

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ესეც გამოწვევა გამომწვევი მზერით givi.gif
user posted image

Posted by: rommel 6 May 2021, 19:58
2.5 კმ-ის გახსნა კი არა გაფიცვა როგორ დასრულდა?

Posted by: PREDATOR 7 May 2021, 09:55
კიდე დაიდო ახალი ფოტკები
რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ბურჯების რიგელების და განაპირა ბურჯის მშენებლობა მიმდინარეობს
ფბ ზე უდევს გზის დეპს

Posted by: winrar 7 May 2021, 10:30
user posted image

user posted image

ამ მონაკვეთზე ყველაზე კარგი პროგრესი აქვთ. აქედან იწყება უბისას გვირაბი, რიკოთის მერე სიგრძით მეორე მთელ მონაკვეთზე. თხრა დაწყებული აქვთ მეორე მხრიდან.

Posted by: rommel 7 May 2021, 10:38
QUOTE
აქედან იწყება უბისას გვირაბი, რიკოთის მერე სიგრძით მეორე მთელ მონაკვეთზე.

ეს ხიდი კიდევ ყველაზე გრძელი იქნება საქართველოში

Posted by: ZEUS 7 May 2021, 11:47
winrar

QUOTE

ამ მონაკვეთზე ყველაზე კარგი პროგრესი აქვთ. აქედან იწყება უბისას გვირაბი, რიკოთის მერე სიგრძით მეორე მთელ მონაკვეთზე. თხრა დაწყებული აქვთ მეორე მხრიდან.

აქეთწ მხრიდანაც გაამზადეს საპორტალედ. სავარაუდოდ მალე შასთხრიან აქედანაც პორტალს.

Posted by: ქაფქიანა 7 May 2021, 12:07
ზუსტად 12:00-ზე რიკოთის მეოთხედის გაჭრა შესრულდა.

Posted by: rommel 7 May 2021, 12:16
ქაფქიანა
QUOTE
ზუსტად 12:00-ზე რიკოთის მეოთხედის გაჭრა შესრულდა.

შემახსენე როდის დაიწყეთ

Posted by: ქაფქიანა 7 May 2021, 12:17
rommel

10.08.20

.....................

Posted by: Kidnapped 7 May 2021, 12:24
QUOTE
10.08.20

ერთი წლის თავზე იქნებ გახვიდეთ ნახევრამდე

2.5 კმ-იან მონაკვეთს რაც შეეხება თუ დაერთებებზე საცობები არ იქნება, გახსნან. მაინც ნაწილ-ნაწილ მოგვიწევს ახალი მონაკვეთების დატესტვა..

Posted by: zura770077 7 May 2021, 12:27
QUOTE
მართლა რა გასახსნელია 2 კმ.

ასე მოკლე მონაკვეთების გახსნა ალბათ იქნება 2 ადგილას კიდევ:
1. მეორე პატარა ძველ გვირაბთან
2. რიკოთის დიდ ძველ გვირაბთან
ასე მოკლე მონაკვეთების გახსნა, არავითარი მოსაჩვენებლად - საარჩევნოდ, ან სხვა, არ იქნება სავარაუდოდ.
უბრალოდ იმ ძველ სამივე გვირაბს დაუწყებენ რემონტს, რომ თუ ლოტის გახსნაა, ერთად გაიხსნას, ანუ 2 -ვე გვირაბი
გვერდი-გვერდ, როგორც ძველი, ისე ახალი.

Posted by: ქაფქიანა 7 May 2021, 12:38
zura770077

რიკოთის ძველ გვირაბთან არაფრის გახსნა არ იქნება. როგორც კი ახალი გაიჭრება, ძველი მინიმუმ ერთი წლით დაიკეტება.

Posted by: beka331 7 May 2021, 12:42
ქაფქიანა
შემოვლითის ერთი წლით დაკეტვაზე მიზეზს ვერ მივხვდი smile.gif

საერთოდ ამ ავტობანის ნაწილის ალტერნატივა სურამი-ხარაგაული ითვლება?

Posted by: Mr Angry 7 May 2021, 13:13
რა მაინტერესებს, გვირაბები სიგანით როგორც არსებული რიკოთის გვირაბი და გორის გვირაბი ისე იქნება? ანუ 2 ზოლი თუ ავტობანი როგორც გვაქვს 3 ზოლიანი? ანალოგიური კითხვა მაქვს ''რიკოთის'' ხიდებზეც

ბევრი ხიდი და გვირაბი იქნება მონაცვლეობით და მესამე ზოლი თუ არ იარსებებს მანქანის ავარიული გაჩერება რომ გახდეს საჭირო რა მოხდება idea.gif

Posted by: rommel 7 May 2021, 13:21
ქაფქიანა
ესეც გვითხარი ფ2-ზე მართლა შეჩერდა სამუშაოები?

Posted by: ქაფქიანა 7 May 2021, 13:30
beka331

შემოვლითის დაკეტვა ვინ ახსენა?

QUOTE
საერთოდ ამ ავტობანის ნაწილის ალტერნატივა სურამი-ხარაგაული ითვლება?

ესე ფორმალურად არავის განუსაზღვრავს, მაგრამ ბუნებრივია, იქნება ალტერნატივა, როგორც გომი-საჩხერე ხდება ალტერნატივა, როცა საჭიროა ხოლმე.

Posted by: otokarcobra 7 May 2021, 13:32
QUOTE (rommel @ 7 May 2021, 13:21 )
ქაფქიანა
ესეც გვითხარი ფ2-ზე მართლა შეჩერდა სამუშაოები?

საიდან მოიტანე? რატომ უნდა გაჩერებულიყო?

---------------------------------------------------------

Posted by: ქაფქიანა 7 May 2021, 13:33
rommel

არ ვიცი.

otokarcobra

გაფიცვა აქვთ.

Mr Angry

ორი ზოლი იქნება თითო მიმართულებით.

Posted by: winrar 7 May 2021, 14:48
QUOTE (Kidnapped @ 7 May 2021, 12:24 )
QUOTE
10.08.20

ერთი წლის თავზე იქნებ გახვიდეთ ნახევრამდე

გასათვალისწინებელია რომ თავიდანვე ორივე მხრიდან არ იბურღებოდა, ანუ ტემპი აჩქარდება.

Posted by: beka331 7 May 2021, 15:17
ქაფქიანა
QUOTE
შემოვლითის დაკეტვა ვინ ახსენა?

აქ წავიკითე რამდენიმე ხნის წინ..

არ ვიცი, შეიძლება მე ვცდები

Posted by: ZEUS 7 May 2021, 15:20
აბა გუშინ გამოწვევა ფ2 ლოტიდან არ ჩაერთო? ნაწილი გაიფიცა?

Posted by: წიწილა 7 May 2021, 15:29
გამარჯობა,

გავიგე გურიის ავტობანი იძირებაო და მართალია?

Posted by: ქაფქიანა 7 May 2021, 16:43
winrar

ისიც გასათვალისწინებელია, რომ შიგნით შესვლისდა პარალელურად ქანების სიმტკიცე მატულობს, ანუ ტემპი შენელდება. biggrin.gif

Posted by: zura770077 7 May 2021, 17:51
ქაფქიანა
ანუ ახალი, რომ გაიჭრება, გზაც რომ დაიგება მასში, მერე გაკეთდება შეერთება ისევ ძველ გზასთან ამ ახლის შესასვლელ გასასვლელთან. სწორედ გავიგე?
თუ მთლიანად რომ მორჩებით ახალი გვირაბების კეთებას, პლიუს ხიდებს და ბოლომდე რომ მორჩება ლოტი, მერე დაკეტავენ ამ ძველებს, მოაწესრიგებენ და მერე ჩართავენ სქემაში?

Posted by: ZEUS 7 May 2021, 18:21
QUOTE (წიწილა @ 7 May 2021, 15:29 )
გამარჯობა,

გავიგე გურიის ავტობანი იძირებაო და მართალია?

რამოდენიმე ადგილას დაიწიაო, რაღაც გაზის მილების გამოვო თუ რაღაც, მაგრამ დაკეტვის გარეშე შეაკეთებენო,ე როგორც მაქვს ინფო.

Posted by: ქაფქიანა 7 May 2021, 19:08
zura770077

ეგ შენი კითხვა ნამდვილი გამოწვევაა. biggrin.gif

Posted by: winrar 7 May 2021, 20:48
QUOTE (ZEUS @ 7 May 2021, 18:21 )
QUOTE (წიწილა @ 7 May 2021, 15:29 )
გამარჯობა,

გავიგე გურიის ავტობანი იძირებაო და მართალია?

რამოდენიმე ადგილას დაიწიაო, რაღაც გაზის მილების გამოვო თუ რაღაც, მაგრამ დაკეტვის გარეშე შეაკეთებენო,ე როგორც მაქვს ინფო.

მე ფოთზე ვიცი ეგ gigi.gif

ერთ ადგილას არის პატარა ტრამპლინი, სხვაგან არ შემინიშნავს.

Posted by: spider77 8 May 2021, 00:10
წიწილა
QUOTE
გავიგე გურიის ავტობანი იძირებაო და მართალია?

ხვალ (ანუ უკვე დღეს) გავივლი და დავწერ შთაბეჭდილებას.

Posted by: ZEUS 8 May 2021, 09:19
საინტერესოა ისე. ავტობანზე განათება თუ ითიშება კომენდანტის დროს. იმედია თიშავენ და ნარუშილოვკიანი სასტავისათვის და ტეაილერებისთვის არ ვიხდით ათოათასობით ლარს.

აქვე დავამატებ, რომ არ მაქვს იმედი biggrin.gif

Posted by: kataxxl 8 May 2021, 10:13
ZEUS

ისე მზის ენერგიაზე გადაეყვანათ ეგ ავტობანის და საერთოდ ყველანაირი განათება მაგარი იქნებოდა

რამოდენიმე ფერმა და დაგროვების სისტემა

Posted by: spider77 8 May 2021, 10:38
ქაფქიანა
ეხლა გავიარე შენი მონაკვეთი და გავიფიქრე აქაა სადღაცასთქო.
შენ რობზემოთ ფოტო დადე ურჩხული რობდგას გზის პირას,ბიქ მოგისიგნალე smile.gif

Posted by: zura770077 8 May 2021, 10:44
kataxxl
აი ზუსტად მაგას ვიძახდი ავტობანის მშენებლობის დასაწყისიდან.
იმდენი ახალი ტექნოლოგიებია და ერთერთი მაინც რომ გამოეყენებინათ.
განათება თავისუფლად შეიძლებოდა მზის ენერგიაზე ყოფილიყო.
ასევე ბეტონის საფარის გათბობაც. ჩაეხვიათ კაბელი ბეტონის ჩასხმის წინ და ტემპერატურა მინუსზე რომ დაეშვება, თავისით ჩაირთვებოდა. აღარ დასჭირდებოდა მარილის და ვითომ ქვიშა რომ ჰქვია და კენჭების დაყრა.
ან გეოთერმალ ენერჯი- მიწის სითბო გამოეყენებინათ. აკეთებენ მიწის ქვეშ 3 მეტრის სიღრმეზე მილების ზიგზაგს და მარხავენ. აქ მუდმივად 13-14 გრადუსი სითბოა. მერე სითხე, ან ჰაერი ცირკულირებს და თბება ამ გრადუსამდე. იმ ჰაერს იგივე მილებით ატრიალებენ შენობში და ზამთარში სახლი თბება ამ 14 გრადუსიანი ჰაერით, ოდნავ უნდა გათბობის დამატება, ხოლო ზაფხულში გრილდება, კონდენციონერი თითქმის აღარაა საჭირო.
იატაკის და კედლების გათბობა- გაგრილებასაც აკეთებენ ამ პრინციპით.
ბანის ბეტონის ქვეშაც ივარგებდა სავარაუდოდ.
მაგრამ ესენი რომ ეკეთებინათ, ახლა გორამდე არც იქნებოდნენ მისულები.
გორამდე რაც გაკეთდა, ის უკვე სარემონტო გახდა. იმ სისტემებსაც იგივე დაემართებოდათ.

Posted by: ქაფქიანა 8 May 2021, 11:14
spider77

QUOTE
ეხლა გავიარე შენი მონაკვეთი და გავიფიქრე აქაა სადღაცასთქო.

ხაშურიდან ხევამდე ყველგან მე ვარ. bis.gif bis.gif bis.gif

QUOTE
შენ რობზემოთ ფოტო დადე ურჩხული რობდგას გზის პირას,ბიქ მოგისიგნალე

alk.gif alk.gif alk.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: ნიკა 8 May 2021, 12:15
მზის ენერგია რამდენი ჯდება იცით? ძლივს ყოფნის ციმციმები რომ ამუშაოს. ავტობანის განათებას რამხელა აკუმულატორები და პანელები დასჭირდებოდა, მაგის ფასად ხუდონს, ნენსკრას და ნამოხვანს ავაშენებდით ალბათ biggrin.gif

Posted by: ZEUS 8 May 2021, 12:27
რა მზის ენერგია მეგობრებო. კარგით რა. იცით რა დაჯდებოდა ავტობანი?
ამ განათებაზეც იძახის ზოგიერთი დაჟე, რად გვინდაო biggrin.gif

Posted by: zura770077 8 May 2021, 13:43
ZEUS
აი ხომ ყოფილხართ საზღვარგარეთ და განათებული ავტობანი გინახიათ?
გერმანიაში მე არ მინახია, არც ჰოლანდიაში.
რა, უფრო უჭირთ ჩვენზე?
ღამე მესმის რომ კომფორტია, მაგრამ დამეთანხმებით ზამთარ - ზაფხულ რომ ანთია, ღამის 12 საათიდან თითოროლა გამვლელი ავტომობილისათვის, გათენებამდე, რაც მანდ ელ. ენერგია იხარჯება ვისი ჯიბიდან მიდის?
როგორ გგონიათ ელ. ენერგიის ტარიფში, რასაც ვიხდით ჩვენ- მომხმარებლები, ეგ არ დევს?
თუ მომწოდებელი კომპანია, რომელიც ელ. ენერგიას, ვიღაცის მიერ გენერირებულს რომ ყიდულობს, მაგას უფასოდ აწვდის ავტობანის განათების ქსელში?

Posted by: ქაფქიანა 8 May 2021, 13:57
zura770077

კომფორტზე გაცილებით მეტია. მე პირადად მომხრე ვარ განათების და თანახმა ვარ, ამისთვის ჩემი ჯიბიდან იღებდნენ ფულს. ამის პრობლემა არ მაქვს. ათას ###ობაში რომ ხარჯავენ ფულს, ისაა პრობლემა, თორემ ეს საჭიროა.

Posted by: kataxxl 8 May 2021, 14:14
zura770077

შეადარე რაა - ჩვენ ერთი კუანა 80 კილომეტრიანი მონაკვეთი გვაქვს

გერმანიის ყველა გზა რომ გაანათო არ უღირთ გერმანელებს აშკარად

ისე ბელგიაში ყველა გზა განათებულია!!!!!!!! აბსოლუტურად ყველა

ასე რომ ვერ გაიგებ რააა

ჩვენთან რავიცი რა აზრი და მიზეზით აკეთებენ ან როგორ ან რატო ან საერთოდ რას აკეთებენ ეგეც გაუგებარია

უბრალო უსაფთხოების ნორმები არაა არსად დაცული ესენი კი გამწარებით ავტობანს ანათებენ

კახეთში რამოდენიმე მართლა საშიში მონაკვეთია და მის მოდერნიზებას არაფერი დიდი უბედურება არ სჭირდება

კიდიათ

სამაგიეროთ ავტობანს ანათებენ yes.gif

Posted by: ZEUS 8 May 2021, 15:47
QUOTE (ქაფქიანა @ 8 May 2021, 13:57 )
zura770077

კომფორტზე გაცილებით მეტია. მე პირადად მომხრე ვარ განათების და თანახმა ვარ, ამისთვის ჩემი ჯიბიდან იღებდნენ ფულს. ამის პრობლემა არ მაქვს. ათას ###ობაში რომ ხარჯავენ ფულს, ისაა პრობლემა, თორემ ეს საჭიროა.

+1. თან ჩვენ ავტობანზე გაცილებით მეტია ხიფათი და აუცილებელია განათება და მეც არ მაქვს პრობლემა, ჩემი ჯიბიდან იხდებოდეს ეგ თანხა.

უფროსო. თუ იცი, რიკოთის პროექტი თავიდანვე განათებებით კეთდება?
ანჯ გვირაბებში ალბათ იქნება, მაგრამ ხიდებზე და გარე გზაზე თავიდანვე გათვალისწინებულია განათების მონტაჟი, თუ დანარჩენებივით, მერე უნდა ატარონ ცალკე ტენდერები?

Posted by: ქაფქიანა 8 May 2021, 19:48
ZEUS

ჯერჯერობით მაქამდე ძალიან შორია.

-----------

როსტვერკი ჩასხმულია, იქსოვება ბურჯების კარკასი:

user posted image

საყრდენი კედლის მშენებლობა:

user posted image

რიკოთის მეორე გვირაბის აღმოსავლეთი პორტალი (გამოსასვლელი):

user posted image

რიკოთის მეორე გვირაბის აღმოსავლეთი პორტალის (გამოსასვლელის) გვირაბის ტანი:

user posted image

ერთ სურათზე ოთხი ობიექტი, - ორი ხიდი, ერთი საყრდენი გვირაბი და რიკოთის მეორე გვირაბის დასავლეთი პორტალი (შესასვლელი):

user posted image

ე. წ. ,,მეოთხე" გვირაბის აღმოსავლეთი პორტალი (შესასვლელი):

user posted image

ბურჯები ჩასხმულია, იწყება რიგელების ყალიბების მოქსოვა:

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: rommel 8 May 2021, 21:45
ქაფქიანა
არ უნდა დაიკარგოს ეს სურათები love.gif

გამოცემას აპირებ როგორც მახსოვს

''როგორ შენდებოდა რიკოთი,''

''რიკოთი - საუკუნის პროექტი''

''რიკოთი - საუკუნის გამოწვევა'' biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 8 May 2021, 21:55
rommel

,,ვაპირებ" ხმამაღალი ნათქვამია.
უბრალოდ ფოტოები მაქვს ოხრად და შევთავაზებ გამომცემლობებს. აქ დადებული ზღვაში წვეთია. დიახაც, არ უნდა დაიკარგოს, აბა რა.

Posted by: ZEUS 8 May 2021, 21:55
QUOTE (ქაფქიანა @ 8 May 2021, 19:48 )
ZEUS

ჯერჯერობით მაქამდე ძალიან შორია.

-----------

როსტვერკი ჩასხმულია, იქსოვება ბურჯების კარკასი:

user posted image

აი ამაზზე მინდოდა მეკითხა. ზზოგან ისე მაღლა გადადის ხოლმე არსებული გზიდან, ცოტა ვერ ვხვდები ხოლმე ვიზუალურად, მაგ სიმაღლეზე როგორ მოხვდნენ smile.gif თუმცა ალბათ იმის ბრალია, გვირაბიდან რომ გამოდიხარ ქვემოთ ეშვები ეგრევე და ახალი ავტიბანი ალბათ გაცილებით ნაკლები დახრით იქნება.

Posted by: ქაფქიანა 8 May 2021, 22:07
ZEUS

პროექტის მიხედვით გარკვეულ ადგილებში მიმართულებათა დონეებს შორის სხვაობა 40 მეტრი და მეტია.

Posted by: ZEUS 8 May 2021, 22:13
ქაფქიანა
რას ფიქრობ - მორჩება პირველი ლოტი 2023 წლის ბოლომდე?

Posted by: ქაფქიანა 8 May 2021, 22:25
ZEUS

ძალიან რთული სათქმელია.

Posted by: ZEUS 8 May 2021, 22:29
ბათუმის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულების ფაზაში გადავიდა

„დასრულების ფაზაშია ბათუმის მაგისტრალური გზის პროექტი. მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, რომელიც სუსტ გრუნტებს და სხვა საკითხებს უკავშირდებოდა, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროგრესი 2020 წლის შემდეგ თვალსაჩინოა - 5 გვირაბიდან 3 გვირაბი უკვე გაჭრილია და 2 მათგანში დასრულებულია მოსახვაც კი. რაც შეეხება ხიდებს, 18 ხიდიდან დასრულებულია 11 ხიდი, 7-ზე კი მიმდინარეობს სამუშაოები. გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი იქნება პროექტის დამამთავრებელი წელი. გეოლოგიური გამოწვევები გრუნტებთან მიმართებაში არსებობს, თუმცა, პარალელურ რეჟიმში მუშავდება შესაბამისი გადაწყვეტებიც. ბათუმის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთი იქნება უმნიშვნელოვანესი მიღწევა აღმოსავლეთ-დასავლეთ საგზაო დერეფანის განვითარებისათვის, რეომელსაც ასევე, დიდი როლი ექნება არა მხოლოდ მაგისტრალური და სატრანზიტო თვალსაზრისით, არამედ ბათუმის განტვირთვის კუთხითაც,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების მონახულებისას განაცხადა
პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი
ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას, პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, უკვე აშენებულ ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას
ახალი გზის მშენებლობით, საკურორორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა
პროექტი, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) 329.6 მილიონი ლარით ფინანსდება
აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60-E70) ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომლის მშენებლობაც რამდენიმე მონაკვეთზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის, მაგისტრალის ფიზიკური მდებარეობა უზრუნველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: donrobita 8 May 2021, 22:47
ამ ბათუმს 2023 ში ვვარაუდობდით და თურმე მუშაობენ

gigi.gif

Posted by: PREDATOR 8 May 2021, 23:09
QUOTE (ZEUS @ 8 May 2021, 09:19 )
საინტერესოა ისე. ავტობანზე განათება თუ ითიშება კომენდანტის დროს. იმედია თიშავენ და ნარუშილოვკიანი სასტავისათვის და ტეაილერებისთვის არ ვიხდით ათოათასობით ლარს.

აქვე დავამატებ, რომ არ მაქვს იმედი biggrin.gif

არ ითიშება
smile.gif
საშვიანები არ დადიან მხოლოდ ღამე ავტობანზე, კომერციული გადაზიდვები ჩვეულებრივად მიმდინარეობს.
* * *
ბათუმის შემოვლითი დასრულების ეტაპზე კი გადავიდა მარა დასრულება როდის იგეგმება?

Posted by: kataxxl 9 May 2021, 00:24
გურიაში რომ ჩავიდეს ეგ გამოწვევა რა იქნება??

დაგინებული აქვთ რომ არ დაამთავრონ???

Posted by: ZEUS 9 May 2021, 09:59
QUOTE (PREDATOR @ 8 May 2021, 23:09 )
QUOTE (ZEUS @ 8 May 2021, 09:19 )
საინტერესოა ისე. ავტობანზე განათება თუ ითიშება კომენდანტის დროს. იმედია თიშავენ და ნარუშილოვკიანი სასტავისათვის და ტეაილერებისთვის არ ვიხდით ათოათასობით ლარს.

აქვე დავამატებ, რომ არ მაქვს იმედი biggrin.gif

არ ითიშება
smile.gif
საშვიანები არ დადიან მხოლოდ ღამე ავტობანზე, კომერციული გადაზიდვები ჩვეულებრივად მიმდინარეობს.

ხო. აი ეგ ნაღდად უაზრობა მგონია კომერციული გადაზიდვების და რამოდენიმე საშვიანის გამო განათებული იყოს ავტობანი მთელი ღამე და უაზროდ იხარჯოს ფული.

Posted by: kataxxl 9 May 2021, 10:15
ZEUS

საქართველოში აზრიანად როდის იხარჯებოდა ფული რო????????????????????????

ამ ორმხრივი გზების მშენებლობა არის სრული რეგვენობა თან ასეთი სტანდარტებით

ჯერ ქუთაისის შემოვლითის ამბავი რათ ღირს

ჩინელებისგან იაფად გზების მშენებლობა მაინც ისწავლონ

ისიც ვერ გაუგიათ რომ ქვეყნის განვითარებისთვის გზები არის ძალიან მნიშვნელოვანი

ყველა ქალაქი ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული ოთხზოლიანი შემოვლითი მაგისტრალებით

Posted by: პაწა 9 May 2021, 10:32
QUOTE
აი ეგ ნაღდად უაზრობა მგონია კომერციული გადაზიდვების და რამოდენიმე საშვიანის გამო განათებული იყოს ავტობანი

საინტერესოა, რამდენი დაჯდა განათების გაკეთება და წლიური ხარჯი

Posted by: ZEUS 9 May 2021, 11:22
QUOTE (პაწა @ 9 May 2021, 10:32 )
QUOTE
აი ეგ ნაღდად უაზრობა მგონია კომერციული გადაზიდვების და რამოდენიმე საშვიანის გამო განათებული იყოს ავტობანი

საინტერესოა, რამდენი დაჯდა განათების გაკეთება და წლიური ხარჯი

სხვადასხვა წლებში კეთდებოდა სხვადასხვა დოლარის კურსზე biggrin.gif
ისე არ ჯდებოდა იაფი. ქუთაისის შემოვლითის განათება მემგონი 10 მილიონზე მეტი დაჯდა მაგალითად.
განათების მონტაჟს ვგულისხმობ.

ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის km 0+000 - km 17+300 მონაკვეთის გარე განათების სამუშაოების განხორციელება
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`946`890.00 GEL
კონტრაქტის დასახელება: ზესტაფონი – ქუთაისი–სამტრედიის მაგისტრალური გზის (E-60) სამტრედიის ახალი შემოვლითი გზის km 15+400 – km 24+045 მონაკვეთის გარე განათების სამუშაოების განხორციელება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1`855`693.00 GEL

Posted by: rommel 9 May 2021, 11:39
რას გადაეკიდეთ ამ განათებას?
ძაანაც კარგი რომ ანათებენ, გინდ დღე გივლია, გინდ ღამე.

მართლა ათას მზეობაში ხარჯავენ ფულს და ამაზე როგორ გენანებათ

Posted by: ქაფქიანა 9 May 2021, 12:22
აუ, მართლა რა. ბოლო რამდენიმე გვერდი განათება-განათება. რა გინდათ ბოლოს და ბოლოს. რას ერჩით ამ განათებას.

Posted by: ZEUS 9 May 2021, 12:41
QUOTE (rommel @ 9 May 2021, 11:39 )
რას გადაეკიდეთ ამ განათებას?
ძაანაც კარგი რომ ანათებენ, გინდ დღე გივლია, გინდ ღამე.

მართლა ათას მზეობაში ხარჯავენ ფულს და ამაზე როგორ გენანებათ

კიკი. ცალსახად კარგია.
ჩემი კითხვა უბრალოდ კომენდანტის დროს განათების მიზანშეწონილობას ეხებოდა.
თორემ განათება რომ აუცილებელია და საჭიროა ზოგადად, ჩემთვის ეგ საკითხი დახურულია.

Posted by: zazamos 9 May 2021, 13:07
PREDATOR
QUOTE
ბათუმის შემოვლითი დასრულების ეტაპზე კი გადავიდა მარა დასრულება როდის იგეგმება?

როგორც სტატიის ტექსტში წერია, "გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი იქნება პროექტის დამამთავრებელი წელი.".
მაგრამ ვინაიდან "გეოლოგიური გამოწვევები გრუნტებთან მიმართებაში არსებობს, თუმცა, პარალელურ რეჟიმში მუშავდება შესაბამისი გადაწყვეტებიც.", როგორც ყოველთვის, გამოწვევები გადაწყვეტებს გადაწონის და სადღაც 2022-ის სექტემბერში დასრულდება gigi.gif

Posted by: ZEUS 9 May 2021, 14:11
QUOTE (zazamos @ 9 May 2021, 13:07 )
PREDATOR
QUOTE
ბათუმის შემოვლითი დასრულების ეტაპზე კი გადავიდა მარა დასრულება როდის იგეგმება?

როგორც სტატიის ტექსტში წერია, "გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი იქნება პროექტის დამამთავრებელი წელი.".
მაგრამ ვინაიდან "გეოლოგიური გამოწვევები გრუნტებთან მიმართებაში არსებობს, თუმცა, პარალელურ რეჟიმში მუშავდება შესაბამისი გადაწყვეტებიც.", როგორც ყოველთვის, გამოწვევები გადაწყვეტებს გადაწონის და სადღაც 2022-ის სექტემბერში დასრულდება gigi.gif

კიკი. ეგრე მგონია მეც. უკეთეს შემთხვევაში 2022 წლის ტურისტულ სეზონამდე გახსნან.
* * *
ზესტაფონთან არგვეთას გადასახვევი მაინც ვერ აცდა დღეს საცობებს, როგორც სჩანს.

user posted image

Posted by: ნიკა 9 May 2021, 18:49
ზაჰესთან მტკვრის ხიდზე მგონი რაღაც მოხდა. დაახლოებით 17:00-ზე მე მცხეთის მხრიდან მოვდიოდი და უკვე წინასწარ ვნერვიულობდი, ამ წვიმაში რა დაინახავდა ფარებჩამქრალ მარჯვენა რიგში ავტობანზე მომავალ მანქანებს. და ჰოი საოცრება, არც ერთი მანქანა არ მოდიოდა არც ერთ რიგში. გავედი მაგისტრალზე და სანამ მკვეთრ მოსახვევამდე მივედი, მთელს ამ მონაკვეთში არც ერთი მანქანა არ შემოსულა ხიდიან.

Posted by: spider77 9 May 2021, 19:03
წიწილა
ZEUS
QUOTE
გამარჯობა,

გავიგე გურიის ავტობანი იძირებაო და მართალია?

რამოდენიმე ადგილას დაიწიაო, რაღაც გაზის მილების გამოვო თუ რაღაც, მაგრამ დაკეტვის გარეშე შეაკეთებენო,ე როგორც მაქვს ინფო

გუშინ გავიარე და ვიზუალურად არაფერი არ შემიმჩნევია.

Posted by: kataxxl 9 May 2021, 20:16
ნიკა

მტკვრის ხიდზე ძლიერმა ქარმა მაცივარი მანქანა მოასრიალა და მაცივარი მოძვრა უკუღმა იდგა მაცივარ მომძვრალი.....

Posted by: ZEUS 9 May 2021, 20:20
ნიკა
QUOTE
წინასწარ ვნერვიულობდი, ამ წვიმაში რა დაინახავდა ფარებჩამქრალ მარჯვენა რიგში ავტობანზე მომავალ მანქანებს

მაგაზე ხომ წერია წესებში, რომ ფარები ჩართული ქონდეთ? მეც ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ხიფათია არასაკმარისი ხილვადობის დროს ჩამქრალი ფარებით მოძრაობა.

Posted by: spider77 9 May 2021, 22:31
ZEUS
QUOTE
მაგაზე ხომ წერია წესებში

ეგრე ბევრი რამე წერია წესებში, მაგრამ რა fingal.gif

Posted by: ნიკა 9 May 2021, 22:54
ZEUS
QUOTE
მაგაზე ხომ წერია წესებში, რომ ფარები ჩართული ქონდეთ? მეც ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ხიფათია არასაკმარისი ხილვადობის დროს ჩამქრალი ფარებით მოძრაობა.

ნაცნობს ტრასაზე პატრული მოყვებოდა უკან და დალნებით აბრმავებდა, და ნუ შემხვედრებსაც ყველას აბრმავებდა ცხადია. ამან დარეკა 112-ში მიხედეთო თქვენი ეკიპაჟი საავარიო სიტუაციას ქმნისო. ცოტა ხანში უცხო ნომრიდან ურეკავენ. მე ის პატრული ვარო და "რა ფრითენზია გაქვსო?"
ხორა რაის ფარებანთებულმა უნდა იარონ, ღადაობ? sad.gif
მე კი დავდივარ ეგრე. იმ მანქანას მაინც დავენახები და თვითონ ამაცილოს მე თუ ვერ შევნიშნე.

Posted by: GEORGIA007 10 May 2021, 00:13
QUOTE
ჩინელებისგან იაფად გზების მშენებლობა მაინც ისწავლონ

ისიც ვერ გაუგიათ რომ ქვეყნის განვითარებისთვის გზები არის ძალიან მნიშვნელოვანი

ყველა ქალაქი ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული ოთხზოლიანი შემოვლითი მაგისტრალებით

ჩინელები მაგრები არიან მაგ საქმეში

Posted by: ქაფქიანა 10 May 2021, 09:28
ჰო, ამ პოსტს მინდოდა გამოვხმაურებოდი. ყველა ქალაქი ოთხზოლიანი გზით დაუკავშირდეს ერთმანეთს არა მგონია, მაგრამ აი ეს არის ჩემი ხედვა:

1. წითელი ხიდი/სადახლო-სარფი,

2. სამტრედია-ლესელიძე (განშტოებით ზუგდიდი).

3. ნატახტარი-დარიალი.

4. ლოჭინი-ბაკურციხე-მაწიმი (დუბლირებით მუხრანის მეცხოველეობა-გომბორი-თელავი-ბაკურციხე)

5. ოსიაური-ბორჯომი-ახალციხე-ვალე-საზღვარი.

მე-2 და მე-3 პუნქტები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს ცხადია.

Posted by: kataxxl 10 May 2021, 11:26
ქაფქიანა

იდეაში არაა რთული

დასავლეთი მეტნაკლებად მზადაა

ზუგდიდის მიმართულება და ფოთი უნდა დაემატოს ცხადია

კახეთი + გომბორის გვირაბი

აი ახალციხე ახალქალაქი რთული რელიეფის გამო ძააან რთული ამბავი იქნება

Posted by: ქაფქიანა 10 May 2021, 11:31
kataxxl

ახალქალაქი საერთოდ არ მიხსენებია. ხაშური-ბორჯომი-ახალციხე-ვალე-საზღვარი.

ფოთი არ ვახსენე იმიტომ, რომ გურიის ლოტებზე გრიგოლეთიდან ხდება ისედაც ფოთზე დაერთება.

გომბორიც ვახსენე.

Posted by: kataxxl 10 May 2021, 11:32
ქაფქიანა

გასაგებია smile.gif

მე ჩემი ხედვა დავწერე smile.gif

Posted by: ნიკა 10 May 2021, 12:04
QUOTE
3. ნატახტარი-დარიალი.

ეს რატომ მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას?

QUOTE
4. ლოჭინი-ბაკურციხე-მაწიმი (დუბლირებით მუხრანის მეცხოველეობა-გომბორი-თელავი-ბაკურციხე)

აქ ვფიქრობ გომბორზე 4 ზოლიანის საჭიროება ნაკლებად იქნება. თუ ბაკურციხე თელავი იქნება ავტობანი და მასე ივლის ხალხი. აი თელავი-ახმეტას დავამატებდი, საკმაოდ დიდი ტრაფიკია მანდ.

ანუ იდეაში კაია ყველგან 4 ზოლიანი, მაგრამ გომბორის რელიეფიდან გამომდინარე ძალიან ძვირი დაჯდება. გვირაბი (საკმაოდ გრძელი იქნება საჭირო) და 2 ზოლიანი საკმარისი იქნება ჩემი მოკრძალებული აზრით.

QUOTE
5. ოსიაური-ბორჯომი-ახალციხე-ვალე-საზღვარი.

ეს იქნება გამოწვევათა შორის გამოწვევა. რელიეფის და იმის გამო, რომ თვითონ ხეობა მეცოდება.

Posted by: ქაფქიანა 10 May 2021, 12:55
ნიკა

რუსეთთან სრულფასოვანი ტრანზიტი მოითხოვს და იმიტომ.

ბაკურციხე-თელავის ჩიხის ვარიანტი მეც მაქვს ნაფიქრი. ეგეც ვარიანტია, მაგრამ მაინც გომბორით დუბლირება მირჩევნია.

Posted by: ნიკა 10 May 2021, 18:02
ქაფქიანა
გომბორი იმიტომ გამოვრიცხე რომ, იმედია ოდესმე თიანეთი-ახმეტაც დასრულდება და ორი გზა იქნება რეალურად დამატებითი ახმეტა-თელავამდე. მაგ პირობებში ჩემი აზრით გომბორის ქვეშ გვირაბიც საკმარისი იქნება. ბანმა კიდე შედარებით მარტივი რელიეფით გაიაროს ახმეტამდე.

Posted by: zura770077 10 May 2021, 18:41
გურჯაანსა და თელავს შორის?
მანდ ტრაფიკია, თან სულ მოკითხვებს უგზავნიან ერთმანეთს

Posted by: kataxxl 10 May 2021, 21:16
ჩალაუბნიდან ორჯერ მეტი მანძილია თელავამდე

რეგიონის განვითარებისთვის უბრალოდ აუცილებელია გვირაბი გინდაც 2 ზოლიანი

Posted by: ნიკა 11 May 2021, 10:59
kataxxl
QUOTE
ჩალაუბნიდან ორჯერ მეტი მანძილია თელავამდე

95 კილომეტრია გომბორით
https://classic-maps.openrouteservice.org/directions?n1=41.854777&n2=45.289136&n3=10&a=41.703478,44.79161,41.924663,45.472241&b=0&c=0&k1=en-US&k2=km

152 კილომეტრი ბაკურციხით
https://classic-maps.openrouteservice.org/directions?n1=41.805586&n2=45.416842&n3=10&a=41.703478,44.79161,41.690476,45.858307,41.924663,45.472241&b=0&c=0&k1=en-US&k2=km

QUOTE
რეგიონის განვითარებისთვის უბრალოდ აუცილებელია გვირაბი

ამაში 100% გეთანხმები. გვქონდა აქ განხილვა გომბორის გზის თემაში და სავარაუდო მიმართულებაც დავწერეთ როგორ უნდა გავიდეს რომ, შედარებით მოკლე იყოს.
https://forum.ge/?showtopic=34124765&view=findpost&p=39730556

Posted by: ქაფქიანა 11 May 2021, 11:37
საჭიროა ნამდვილად, მაგრამ დონორი გომბორის გვირაბს, თუნდაც ორზოლიანს არ დაგიფინანსებს. თუმცა დააფინანსებს ბაკურციხე-ლაგოდეხს, ასე რომ მგონი ისევ სჯობს ბაკურციხე-თელავს მივაწვეთ.

Posted by: kataxxl 11 May 2021, 12:24
ქაფქიანა

დონორი რათ გვინდა ჩვენთვითონ გავთხაროთ

გზები კი უნდა იყოს ფასიანი.. თუნდაც მინიმალური თანხა იყოს მაგრამ უნდა იყოს ფასიანი

Posted by: ქაფქიანა 11 May 2021, 13:03
kataxxl

QUOTE
დონორი რათ გვინდა ჩვენთვითონ გავთხაროთ

QUOTE
ჩვენთვითონ

biggrin.gif

Posted by: wrangler7 11 May 2021, 13:39
მაგარი ავარიაა ქუთაისის შემოვლითზე, ერთი ზოლი მთლიანად დაკეტილია, 5-6 კმ საცობია

Posted by: kataxxl 11 May 2021, 17:04
wrangler7

მანდ გინდა 100 ზოლი დაუგე მაინც დაიბრიდიებიან ჭიჭიკიები

Posted by: ZEUS 11 May 2021, 20:14
QUOTE (wrangler7 @ 11 May 2021, 13:39 )
მაგარი ავარიაა ქუთაისის შემოვლითზე, ერთი ზოლი მთლიანად დაკეტილია, 5-6 კმ საცობია

იმ ორმხრივ ხიდთანაა ავარია, თუ რანაირად მაოხერხეს ამსიგანე გზაზე? facepalm.gif

Posted by: kataxxl 11 May 2021, 20:53
ZEUS

ადრე მოხდა მანდ თანამშრომელი შეესწრო

ცალმხრივზე ტიპი გადმოდიოდა და ერთმა ააცილა და დაზანოსდა და ისე დაასკდა სხვა მანქანას რომ აფეთქდა

ხალხი გარეთ გადმოცვივდა....

მოკლედ უჟასი იყო

Posted by: Mr Angry 12 May 2021, 14:54
user posted image

სავარაუდოდ, გარდაცვლილია ორი ადამიანი.

Posted by: David-22 12 May 2021, 14:56
სამტრედიის პირველ ლოტზე რა ხდება ბოლო ბოლო როდისთვის უნდა გახსნან იცით?

არადა რა კაი იქნებოდა ლანჩხუთამდე ავტობანი რა ვერ დაადგეს საშველი ამდენ ხანს

Posted by: Mr Angry 12 May 2021, 14:58
QUOTE
სამტრედიის პირველ ლოტზე რა ხდება ბოლო ბოლო როდისთვის უნდა გახსნან იცით?

არადა რა კაი იქნებოდა ლანჩხუთამდე ავტობანი რა ვერ დაადგეს საშველი ამდენ ხანს

წლის ბოლოსთვის არის დასრულება დაგეგმილიო ასე დაწერა მაგათმა გვერდმა ფეისბუქზე და რავიცი რა ეშველება მაგათ, ფაქტია ამ ზაფხულსაც ზღვაზე წასასვლელად ლანჩხუთამდე ავტობანის ბედნიერება არ იქნება. sad.gif

Posted by: ZEUS 12 May 2021, 16:38
QUOTE (Mr Angry @ 12 May 2021, 14:58 )
QUOTE
სამტრედიის პირველ ლოტზე რა ხდება ბოლო ბოლო როდისთვის უნდა გახსნან იცით?

არადა რა კაი იქნებოდა ლანჩხუთამდე ავტობანი რა ვერ დაადგეს საშველი ამდენ ხანს

წლის ბოლოსთვის არის დასრულება დაგეგმილიო ასე დაწერა მაგათმა გვერდმა ფეისბუქზე და რავიცი რა ეშველება მაგათ, ფაქტია ამ ზაფხულსაც ზღვაზე წასასვლელად ლანჩხუთამდე ავტობანის ბედნიერება არ იქნება. sad.gif

მეორე ლოტიც არ დაიძიროს ემანდ. პირველს ვინ ჩივის biggrin.gif

Posted by: fexburti2018 14 May 2021, 00:51
QUOTE
გზები კი უნდა იყოს ფასიანი.. თუნდაც მინიმალური თანხა იყოს მაგრამ უნდა იყოს ფასიანი

მოგენატრა ხომ, რიკოთის გვირაბთან ძაღლები მანეთ-მანეთს რომ ახევდნენ ხალხს

Posted by: kataxxl 14 May 2021, 09:22
fexburti2018

მაგალითად გომბორის გვირაბი რომ გააკეთოდ და 5 ლარი ღირდეს არ გიღირს???

ყველა დიდი სიამოვნებით გადაიხდიდა

Posted by: winrar 14 May 2021, 10:48
QUOTE (kataxxl @ 14 May 2021, 09:22 )
მაგალითად გომბორის გვირაბი რომ გააკეთოდ და 5 ლარი ღირდეს არ გიღირს???

ყველა დიდი სიამოვნებით გადაიხდიდა

ეგ რომ გაკეთდება მაგ დროისთვის 5 ლარს რა ძალაც ექნება კი ღირს. უღელტეხილზე ასასვლელი საწვავი დაჯდება მარტო 5 ლარი + დრო.
მთელი თელავი-ახმეტის ტრაფიკი სატვირთოების ჩათვლით გადმოვა ამ მარშრუტზე და დიდი შვება იქნება საგარეჯოს მხარეს.

Posted by: ZEUS 14 May 2021, 11:25
QUOTE (fexburti2018 @ 14 May 2021, 00:51 )
QUOTE
გზები კი უნდა იყოს ფასიანი.. თუნდაც მინიმალური თანხა იყოს მაგრამ უნდა იყოს ფასიანი

მოგენატრა ხომ, რიკოთის გვირაბთან ძაღლები მანეთ-მანეთს რომ ახევდნენ ხალხს

ეგრე არა. როგორც ცივილიზებულ ევროპაშია. ბანზე თუ გადაადგილდები, მიარტყავ სტიკერ და ეგაა. ან საერთოდ არ მიარტყამ.

ჭკვიანი კამერების პირობებში შესაძლებელია. ასევე ვფიწრობ, სადაც საწვავში 50 ლარს იხდი პირობითად, იქ ერთი ან ორი ლარიც რომ გადაიხადო გზის სარგებლობისათვის, ეგეც ცივილურია.

Posted by: rachveli1 14 May 2021, 12:21
ავტობანს ჩვენთან ფასიან ვერ გახდიან, ძაანაც რო უნდოდეთ, რადგან ზოგან ძველი გზის ადგილასაა გაყვანილი და ალტერნნატიული გზა არ არსებობს.

Posted by: ნიკა 14 May 2021, 12:26
რავი მე თბილისიდან ლამის ტიმოთესიბანში ისე ჩავედი რომ, სოფელში არ გამივლია, თქვენ კიდე იძახით ალტერნატივა არ არისო.
მანქანას გააჩნია biggrin.gif

Posted by: rachveli1 14 May 2021, 12:55
გორამდე კი ბატონო ჩახვალ, უფლისციხეს მხრიდან, ეგეც მხოლოდ გორში ან იგოეთში თუ მიდიხარ. სოფლებში მოსახვედრად ისევ ავტობანზე უნდა გახვიდე.. აი გორიდან ხაშურამდე სადაა ალტერნატტიული გზა? სოფლიზ ორღობეები არ ითვლება. ადრე რაც იყო, და ეხლა რიკოთზე რაც არი, ორმხრივი ასფალტის გზა, ეგ უნდა იყოს.

QUOTE
ისე ჩავედი რომ, სოფელში არ გამივლია

ავტობანზე გივლია და რა შუაშია აქ ალტერნატივა.

Posted by: TiredMan 14 May 2021, 18:31
ZEUS
QUOTE
ასევე ვფიწრობ, სადაც საწვავში 50 ლარს იხდი პირობითად, იქ ერთი ან ორი ლარიც რომ გადაიხადო გზის სარგებლობისათვის, ეგეც ცივილურია.

საწვავში ისედაც გათვალისწინებულია საგზაო გადასახადი და ყველა საწვავის შემძენი იხდის მას, თუნდაც ბენზოხერხისთვის ყიდულობდეს საწვავს

Posted by: ZEUS 14 May 2021, 19:00
QUOTE (TiredMan @ 14 May 2021, 18:31 )
ZEUS
QUOTE
ასევე ვფიწრობ, სადაც საწვავში 50 ლარს იხდი პირობითად, იქ ერთი ან ორი ლარიც რომ გადაიხადო გზის სარგებლობისათვის, ეგეც ცივილურია.

საწვავში ისედაც გათვალისწინებულია საგზაო გადასახადი და ყველა საწვავის შემძენი იხდის მას, თუნდაც ბენზოხერხისთვის ყიდულობდეს საწვავს

პირველად მესმის. არამგონია ვისოლი და ლუკოილი მერე მანდედან გზების დეოს ურიცხავდნენ. არაპირდაპირი გზით კი მივა დეპარტამენტთან სახელმწიფო ბიუჯეტით, თუმცა ეგრე ჩემი საშემოსავლოც მივა...

რაც შეეხება "ვერ გახდიანს", ისეთი კანონები შეცვალეს, ამის ვერშესრულებაც არ მგონია გამოწვევა.

თუმცა, რამდენადაა ხალხი, მათ შორის აქაური ფორუმელები მენტალურად მზად, რომ 2 ლარით ზედმეტი გადაიხადონ მგზავრობაში, იმ პირობით, რომ ეგ ფულინისევ გზას და მათ უსაფრთხოებას მოხმარდება, მაგაშინარ ვარ დარწმუნებული smile.gif

Posted by: TiredMan 14 May 2021, 22:25
ZEUS
QUOTE
პირველად მესმის

2000-იანების დასაწყისში შეიტანეს.
მეზარება მოძებნა

Posted by: ZEUS 14 May 2021, 23:19
https://www.euronews.com/2021/05/07/the-billion-dollar-motorway-leading-montenegro-to-nowhere

მონტენეგროში დიდი სკანდალი აგორდა.
მოკლე შინაარსი ასეთია - 2014 წელს მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა და ახლანდელმა პრეზიდენტმა ახალი მაგისტრალის მშენებლობის იდეა წამოაყენა. ეს უნდა ყოფილიყო მსოფლიოში ყველაზე ძვირი მაგისტრალი. თუმცა ევროპის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო ფონდებმა პროექტი არამომგებიანად ცნეს და არ დააფინანსეს. ეს ჯიგარი კიდევ წავიდა და ჩინელებს გამოართვა 1 მილიარდი ევროს სესხი. მაგისტრალზე უნდა აშენებულიყო 40 ხიდი და 90 გვირაბი. სულ 170 კმ-დან დღეს აშენებულია მხოლოდ 40 კმ და დანარჩენისათვის ფული აღარ აქვთ.
ამ მილიარდიდან 400 მილიონი ევრო ქვეკონტრაქტორებში წავიდა ძაან ბუნდოვანი პირობებითო, საიდანაც ბევრი ბატონ პრეზიდენტთანაა დაკავშირებულიო.
სხვა საინტერესო მომენტები: მიმდინარე მონაკვეთ აშენებს China Road and Bridge Corporation, სწორედ ის კომპანია, რომელიც რიკოთზე აშენებს მესამე ლოტს. ამ კომპანიას ადანაშაულებენ გარემოს დაბინძურებაში (იუნესკოს მიერ დაცულ მდინარეში თევზები გადაშენდნენო). კორუფციულ გარიგებებში პრეზიდენტის ხალხთან. კონტრაქტების გარეშე უცხოელი მუშების დაქირავებაში.
ასევე საინტერესოა, რომ ჩინელებთან ვალის კონტრაქტშიც თურმე უცნაური დეტალებია. მაგალითად ვალის არგადახდის შემთხვევაში ჩინელებს უფლება აქვთ თურმე მონტენეგროს გარკვეული ტერიტორიები გადაეცეთ, ხოლოდ დავები ჩინურ სასამართლოში გადაწყდეს ჩინური კანონებით. ეჭვი აქვთ, რომ ჩინელებს თვალი მონტენეგროელების ერთ-ერთ მიმზიდველ ღრმაწყოლვან პორტზე უჭირავთ. ვაფშე სესხის გირაოში უდევთ მგონი.

მოკლედ მაგარ შარში არიან...
https://fb.watch/5uz8ogvIk6/

Posted by: donrobita 14 May 2021, 23:27
QUOTE (ZEUS @ 14 May 2021, 23:19 )

მონტენეგროსი რა გითხრა მაგრამ რიკოთის მესამე ლოტის ტემპს აქ არაფერი დაეწუნება და რავი ყველა ვხედავთ gigi.gif არც თევზების გადაშენების ინფორმაცია გაჟღერებულა
იქ თუ 170კმ ჯდებოდა მილიარდი აქ მარტო რიკოთი ჯდება მილიარდზე მეტი

პ.ს. კიდე კაი სინოჰიდრომ არ მოიგო მთელი რიკოთი, ან გურიის აუშენებელი ლოტების რომელიმე კამანდამ help.gif

Posted by: MONTY 14 May 2021, 23:31
ZEUS
QUOTE

თუმცა, რამდენადაა ხალხი, მათ შორის აქაური ფორუმელები მენტალურად მზად, რომ 2 ლარით ზედმეტი გადაიხადონ მგზავრობაში, იმ პირობით, რომ ეგ ფულინისევ გზას და მათ უსაფრთხოებას მოხმარდება, მაგაშინარ ვარ დარწმუნებული

თუ სწრაფად დასრულებას მოხმარდება და 1-2 წლით იქნება , არ მგონია დიდი პროტესტი მოყვეს 1-2 ლარს
ზოგადად კი კონკრეტულ პროექტებისთვის , დროებითი გადასახადების დაწესება არ უნდა იყოს პრობლემა
მაგალითად 5 წლის უკან რო დაწესებულიყო 2 ლარი და ავტობანის დასრულების დაჩქარებას მოხმარებოდა

Posted by: fexburti2018 15 May 2021, 01:39

QUOTE
მაგალითად გომბორის გვირაბი რომ გააკეთოდ და 5 ლარი ღირდეს არ გიღირს???

ყველა დიდი სიამოვნებით გადაიხდიდა

წესით და რიგით აქ გზებზე ფულს არ უნდა იხდიდეს მოსახლეობა,
კეთილი ინებონ ღორ-ჩინოვნიკებმა და მოიკლონ პრემია-დანამატები და იმათმა იხადონ ყველაფრის ფული,
მარა ვიცი უკვე, მორცება ეგ ავტობანი ( რიკოთს ვგულისხმობ ) და ეგრევე დაადებენ ხარკს მოსახლეობას,
ალტერნატიული გზებით მოიკლავენ თავს მთავრობა, კი აბა biggrin.gif

QUOTE
რავი მე თბილისიდან ლამის ტიმოთესიბანში ისე ჩავედი რომ, სოფელში არ გამივლია, თქვენ კიდე იძახით ალტერნატივა არ არისო.
მანქანას გააჩნია

კი, თრიალეთის ქედს თუ გაყვები,
მილიონი გზაა,
რაზდატკიანი ჯიპი თავის მ/ტ საბურავებით და ჯალოთი და ეგაა

QUOTE
გორიდან ხაშურამდე სადაა ალტერნატტიული გზა?

ოსმ-ზე ნახე,
მილიონი გზაა მანდაც,
მანქანას გააჩნია smile.gif

Posted by: rachveli1 15 May 2021, 14:02
QUOTE

ოსმ-ზე ნახე,
მილიონი გზაა მანდაც,
მანქანას გააჩნია

მემგონი გასაგებად დაწერე. წესიერი მოასფალტებული ორმხრივი გზა უნდა იყოს, აი ეხლა რიკოტზე რაც არის, და ხაშურამდე რაც იყო სანამ ავტობანს გაიყვანდნენ. სოფლის ორღობეები და გრუნტის დანგრეული გზები ალტერნატივად ვერ ჩაითლება. ნებისმიერ მანქანას უნდა შეეძლოს გავლა გზაზე.

Posted by: Mr Angry 15 May 2021, 15:12
QUOTE
მემგონი გასაგებად დაწერე. წესიერი მოასფალტებული ორმხრივი გზა უნდა იყოს, აი ეხლა რიკოტზე რაც არის, და ხაშურამდე რაც იყო სანამ ავტობანს გაიყვანდნენ. სოფლის ორღობეები და გრუნტის დანგრეული გზები ალტერნატივად ვერ ჩაითლება. ნებისმიერ მანქანას უნდა შეეძლოს გავლა გზაზე.

გასაგებად გიწერთ ეს ადამიანი რა ვერ გაიგეთ smile.gif

მიხვეულ-მოხვეული და ჩიხებით ძრომიალი, სოფელ-სოფელ გადახვევები და აბდაუბდა არ არის ალტერნატივა გზა. მაშინ არსებულ გზას უნდა მიუყვებოდეს ავტობანი. მაშინ აქვს აზრი გადასახადს.

ისე კი თუ ასე გვინდა ავტობანს მივხედოთ ამ საცოდავი 2 ლარის გადახდას არ ჯობია სახელმწიფომ დააწესოს სატვირთოებზე ( განსაკუთრებით სატრანზიტოზე ) წონის კონტროლი? ნორმაზე მძიმე ტვირთი როცა გადააქვს ტრაილერს არ აფუჭებს გზის საფარს? ის ტალღები რისი დამსახურებაააა აბა? ან ეს ხიდები რომ კეთდება რა დატვირთვაზეა გათვლილი? გურიაში კიდევ ხომ უდნა გაუძლოს გზამ და არ ჩაიძიროს? უსასრულოდ მძიმე წონაზე თუ არ გათვალეს და მეტი ფული არ დახარჯეს მაშინ ავდგეთ და წონის შეზღუდვა მაინც იყოს დაწესებული. ნორმა რაცაა იმაზე მეტი მძიმედ დატვირთული არ უნდა დაუშვა ავტობანზე კი არ ა საერთოდ გზებზე. ეს ხომ ზარალია სახელმწიფოსთვის და დისკომფორტი ჩვენთვის

საბაჟო პუნქტებზე ტრაილერები არ გადიან წონის კონტროლს? ასეთი წონის კონტროლი ავტობანზე შუა საქართველოშიც უნდა მოეწყოს მაგალითად ხაშურში. გაკონტროლდეს. ამით დავიცავთ გზებს დაზიანებისაგან და მალე ცვეთისგან. და ის 2 ლარის გადახდაც სატრანზიტო ნაკადს დაევალოს. საზღვარზე გადაიხადოს გზების მომსახურების გადასახადი.

Posted by: ქაფქიანა 15 May 2021, 15:34
user posted image

......

Posted by: winrar 15 May 2021, 17:44
QUOTE (ქაფქიანა @ 15 May 2021, 15:34 )
user posted image

......

დასავლეთ-აღმოსავლეთის შეხვედრის ვიდეო იქნება მაგარი, ლამანშის პონტში smile.gif

Posted by: ნიკა 15 May 2021, 19:36
rachveli1
QUOTE
ავტობანზე გივლია და რა შუაშია აქ ალტერნატივა.

ავტობანზე კი არა მთა-მთა გადავიარე biggrin.gif
https://www.google.com/maps/@41.8650466,43.7117401,9z/data=!3m1!4b1!4m2!6m1!1s1BocIdTOaW-gj3BOuiysE1RvotTg

Posted by: rachveli1 15 May 2021, 19:53
ნიკა
QUOTE
ავტობანზე კი არა მთა-მთა გადავიარე biggrin.gif
https://www.google.com/maps/@41.8650466,43....3BOuiysE1RvotTg

ხო და არ არი ეგ ალტერნატიული გზა. საერთოდ გზაც კი არაა ზოგან. და რა შუაშია საერთოდ.

Posted by: vaxushtiii 15 May 2021, 22:22
ნიკა
QUOTE
ავტობანზე კი არა მთა-მთა გადავიარე

ვიდეოს არ დადებ? საინტერესო იქნება smile.gif
ერთ-ერთი პუნქტი: NO ROAD biggrin.gif

Posted by: ნიკა 15 May 2021, 23:56
vaxushtiii
იუთუბზე ძებნაში ჩაწერე Trialeti expedition და ამოაგდებს 2017 და 2020 წლების ვიდეოებს.

rachveli1
QUOTE
და რა შუაშია საერთოდ.

სიცილაკი მქონდა მიწერილი იმ პოსტზე wink.gif

Posted by: mtasiqiteli 16 May 2021, 20:58
QUOTE
რავი მე თბილისიდან ლამის ტიმოთესიბანში ისე ჩავედი რომ, სოფელში არ გამივლია,

ეგ რანაირად, მდინარეს მიჰყვებოდი?
smile.gif)

მაგარი ექპედიაცია გქონიათ

ზოგიერთ ადგილზე მეც ვარ ნამყოფი
მაგალითად დიდგორის ქედზე ასასვლელად სატყეოს გზა ვიცი, სოფელი დიდგორიდან ადიხარ
მეორე გზა კლდეკარს რო გაჰყოლოდით პირდაპირ ქედს, კორომების ზემოდან, ალბათ უპრობლემოდ გაივლიდით.
გინდაც კორომების ძირში, მარა რახან ბარეთში ჩამოხვედით ალბათ რამე მიზეზი გქონდათ
სურსათი თუ დაგჭირდათ ან მანქანა გაგიფუჭდათ
დიდგორზეც ნანახი მაქვს ბევრი ადგილი, გოსტიბეს სილამაზეც ვიცი, ცხრაწყაროზეც, ტიკმატაშზეც, ტიმოთესუნამშიც, გუჯარეთის წყლის სათავეებთანაც, მაგრამ ის რაც თრიალეთზე კლდეკარის სამფლობელოს საზღვრიდან ჩანს (წალკის მიმართულებით) ყველაზე ლამაზი თვალსაწიერია (არჯევანის ზემოდან). ქედზე, თაკარა მზეში რო დგახარ და ზემოდან გადაჰყურებ როგორ გიახლოვდება წვიმის ღრუბელი.
ქედის აქედან სხვა რელიეფი და ქედის იქიდან სხვა.
სასწაული ადგილია <3
დიდი სიამოვნებით გავივლიდი მაგ მარშრუტს

Posted by: ნიკა 16 May 2021, 22:11
mtasiqiteli
QUOTE
მეორე გზა კლდეკარს რო გაჰყოლოდით პირდაპირ ქედს, კორომების ზემოდან, ალბათ უპრობლემოდ გაივლიდით.
გინდაც კორომების ძირში, მარა რახან ბარეთში ჩამოხვედით ალბათ რამე მიზეზი გქონდათ

უშველებელი ბალახი იყო და გზა არ ეტყობოდა. გადავწყვიტეთ შემოგვევლო, თორემ მივლია მანდ რამდენჯერმე ქედის გაყოლებაზე.

Posted by: mtasiqiteli 16 May 2021, 23:50
ნიკა

ძაან სამხრეთით ხარ წამოსული მაინც.
ალბათ ნახევარი საათით დაიგრძელებდით გზას
ხო მანდ სათიბები აქვთ სულ, მეც ზაფხულის პერიოდში ვიყავი მანდ

რა მანქანით იარეთ ?

ვნახე

4:26-4:54
love.gif

Posted by: ნიკა 17 May 2021, 23:03
mtasiqiteli
QUOTE
ძაან სამხრეთით ხარ წამოსული მაინც.
ალბათ ნახევარი საათით დაიგრძელებდით გზას

ბევრად მეტით. ნახევარ მეტრზე მაღალი ბალახი იყო. და მანდ 3-4 მდინარუკაა გადასალახი, პლიუს ჩასაფრებული ჭაობებია. წინ კი საკმაოდ შორი გზა გვქონდა ბანაკამდე.

აი ამ ვიდეოებშია მაგ ადგილების გავლა
https://www.youtube.com/watch?v=_2D8VT4Amw0
https://www.youtube.com/watch?v=3T-jlKA8TaI

შეიძლება ახლა მშრალი წლები რო იყო უფრო ადვილადაა გავლადი

Posted by: mtasiqiteli 18 May 2021, 00:29
ნიკა

მე 2013 წელს ვიყავი ლენდ კრუიზერით
ყველაფერი მწვანე იყო, არანორმალურად მწვანე
ხო ღელეები ბევრია უბრალოდ თხემზე ვიარე საკმაოდ დიდი მანძილი და იმდენად აღარ მახსოვდა
ბარეთში დავრჩით მესტნი სვანები იყვნენ, გადასარევი სულგუნით გაგვიმასპინძლდნენ
მანდედან ხრამზე ჩავედით მერე
მეორე ვიდეოს დასასრულს ჩანს ის ადგილი.
ოღონდ მე არჯევანის თავზე ვიყავი ზუსტად რო დავეშვი დაბლა

Posted by: ქაფქიანა 18 May 2021, 11:54
რიკოთის დასავლეთი:

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: zazamos 18 May 2021, 19:05
გასულ ხუთშაბათს გავიარე ქუთაისის შემოვლითზე. სარკინიგზო ხიდის ორივე მხარეს ბეტონი დასხმულია და გზასთან შეერთებულია. რაღაც წვრილმანებს აკეთებენ ამ ხიდთან ახლოს, ძირითადად გამყოფებზე და რკინის მოაჯირებზე.

Posted by: mrpitkina 18 May 2021, 23:22
მადლობა ფოტოებისთვის

მშვენიერია, გულს უხარია წინ იწევს მშენებლობა აშკარად

Posted by: fexburti2018 19 May 2021, 01:24
mtasiqiteli

QUOTE
ლენდ კრუიზერით

როგორც წესი, სოტკა და დვესტი მანდ ვერ დადიან,
80 კი, ბაზარი არაა, ასევე 70 და ა.შ. ნუ, ოთხკუთხედი ტოიოტები

ძროხა მანქანით მანდ არც უნდა წახვიდე, სიმძიმე და გაბარიტები = გაჭედვას და ტრაქტორის საპოვნელად ფეხით წასვლას

Posted by: ქაფქიანა 19 May 2021, 08:44
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი ეს ფოტოა. როდესაც შენ აფასებ გარკვეულ პარამეტრებს, რის შედეგადაც იგება კონსტრუქცია, რომლის ქვეშ მუშები შედიან. არასწორი შეფასება და... მკვლელი ხარ.

user posted image

Posted by: ZEUS 19 May 2021, 10:23
QUOTE (zazamos @ 18 May 2021, 19:05 )
გასულ ხუთშაბათს გავიარე ქუთაისის შემოვლითზე. სარკინიგზო ხიდის ორივე მხარეს ბეტონი დასხმულია და გზასთან შეერთებულია. რაღაც წვრილმანებს აკეთებენ ამ ხიდთან ახლოს, ძირითადად გამყოფებზე და რკინის მოაჯირებზე.

26 მაისი მოდის. შეიძლება დაამთხვიონ smile.gif

Posted by: mtasiqiteli 19 May 2021, 12:04
სულ რამდენი გვირაბია გაჭრილი და რამდენი დარჩენილი?
პროცენტულად რო ვიცოდეთ
smile.gif

fexburti2018

Land Cruiser 75
ამას ადამიანს ვეძახი

პ/ს/
105 მომწონს, რესორები არა აქვს და როგორც არ უნდა დაჯდეს მაინც ამოდის ისეთი ოხერია
75 თუ დაჯდა ფეზდეც

Posted by: beka331 19 May 2021, 12:12
აუ რა კაი ფოტოებია, მიხარია რომ ადამიანების, დასაქმებულების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ
ეგ უმნიშვნელოვანესია

Posted by: kataxxl 19 May 2021, 14:37
mtasiqiteli
რა მნიშვნელობა აქვს???

პროგრესი წრფივი მაინც ვერ იქნებᲐ და დროშიც დიდი ალბათობით გაიწელება

ერთი ორი წლის მერე კიდე იქნება რაღაც სურათი..

იქამდე დიდი აზრი არ აქვს პროგრესის ანალიზს

Posted by: ქაფქიანა 19 May 2021, 14:49
mtasiqiteli

QUOTE
სულ რამდენი გვირაბია გაჭრილი და რამდენი დარჩენილი?
პროცენტულად რო ვიცოდეთ

არაფრისმომცემია მაგის ცოდნა. საერთოდ ვერ გადიხარ პროგრესის ტემპის შეფასებაზე მასე.

Posted by: mtasiqiteli 19 May 2021, 20:44
kataxxl
ქაფქიანა

ვახ, ჩაინიკური ვერაფერი ვეღარ გიკითხია კაცს რა...
biggrin.gif

ქაფქიანა
დაგეგმილთან შედარებით როგორ მიდის მშენებლობა? (Time plan)
გამოწვევები არ გვიშლის ხელს?

Posted by: ZEUS 19 May 2021, 21:02
QUOTE
გამოწვევები არ გვიშლის ხელს?

აბა ეს რა ჩაინიკური კითხვა იყო ისევ biggrin.gif
რათქმაუნდა, გამოწვევები სულაა. რომ არ იყოს, გამოიგონებენ ასე მგონია biggrin.gif

Posted by: donmixo777 19 May 2021, 23:29
დღეს გამოვიარე ქუთაისის შემოვლითზე

გზა სრულიად გახსნილია თბილისის მიმართულებით
დაამთავრეს როგორც იქნა ხიდის მშენებლობა...

გილოცავთ bis.gif bis.gif

Posted by: ქაფქიანა 19 May 2021, 23:43
mtasiqiteli
ZEUS

გამოწვევების მეტი რაა. ვედრო ლარად.

Posted by: Delvaux 20 May 2021, 09:52
QUOTE (donmixo777 @ 19 May 2021, 23:29 )
დღეს გამოვიარე ქუთაისის შემოვლითზე

გზა სრულიად გახსნილია თბილისის მიმართულებით
დაამთავრეს როგორც იქნა ხიდის მშენებლობა...

გილოცავთ bis.gif bis.gif

გვეშველა ! smile.gif

მოკლედ თბილისიდან სურამში და არგვეთადან სამტრედიამდე ვგულაობთ smile.gif))

Posted by: ქაფქიანა 20 May 2021, 10:03
Delvaux

QUOTE
მოკლედ თბილისიდან სურამში და არგვეთადან სამტრედიამდე ვგულაობთ

ჯაპანა-ლანჩხუთიც მიამატე.

მოკლედ, ეს სამი მონაკვეთია საქართველოში ჯერჯერობით საქართველოში ერთადერთი რეალური ავტომაგისტრალი.

რუსთავის პირველი და მესამე ლოტები რამდენად შედის ამ სიაში, არ ვიცი.

Posted by: ნიკა 20 May 2021, 10:22
QUOTE (donmixo777 @ 19 May 2021, 23:29 )
დღეს გამოვიარე ქუთაისის შემოვლითზე

გზა სრულიად გახსნილია თბილისის მიმართულებით
დაამთავრეს როგორც იქნა ხიდის მშენებლობა...

გილოცავთ bis.gif bis.gif

დავაკორექტირე OSM-ზე. bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: otokarcobra 20 May 2021, 12:00
ესე იგი ამ დროისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დარჩა გურიის პირველი ლოტი. მაგას რო მოაბან თავი როგორმე, მართლა მაგარი შვება იქნება. უკვე იგრძნობ რო მაგისტრალი გაქვს ქვეყანაში

Posted by: PREDATOR 20 May 2021, 13:22
QUOTE (donmixo777 @ 19 May 2021, 23:29 )
დღეს გამოვიარე ქუთაისის შემოვლითზე

გზა სრულიად გახსნილია თბილისის მიმართულებით
დაამთავრეს როგორც იქნა ხიდის მშენებლობა...

გილოცავთ bis.gif  bis.gif

დაგიწერია უკვე ეს უნდა დამეწერა მეც smile.gif
გუშინ გამოვიარე და გზა უკვე გახსნილია yes.gif
რიკოთზე რაც გზიდან ჩანს იქ მაგარი სამუშაოებია ვერაფერს ვიტყვი, სერიოზული ჯიჯგვნა მიდის smile.gif
ქაფქიანა
მიგისიგნალ მოგისაგნალე გზაზე სადაც მშენებლობები შემხვდა gigi.gif

საერთო ჯამში ბოლო ერთი წელია მგონი არ ვყოფილვარ დასავლეთში, ბათუმშI ხო ალნბათ 3 წელია, ისე ჩავედი და ჩამოვედი რომ რაც გახსნილია ისიც ძალიან დიდი შედეგს იძლევა, რიკოთი დარჩა ყველაზე მძიმე მონაკვეთად, დანარჩენი ნუ გურია ისეთი რთული აღარაა ის 7კმ იანი ბანიც თავისას შვრება, ქობულეთს კი აქ უკვე შემოვლითი, მოკლედ რაც არის ისიც კარგია უკვე smile.gif

Posted by: ქაფქიანა 20 May 2021, 15:19
PREDATOR

QUOTE
მიგისიგნალ მოგისაგნალე გზაზე სადაც მშენებლობები შემხვდა

lol.gif lol.gif lol.gif

არადა, თბილისში ვარ ახლა, დეპარტამენტში შეხვედრაზე. საღამოს ისევ უკან.

ვისაც გსურთ, რიკოთამდე ორი ადგილი მაქვს. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ნიკა 20 May 2021, 15:24
PREDATOR
ზესტაფონია ახლა მთავარი გამოწვევა. მანამდე ხაშური იყო ვარესი. მახსენდება 28 აგვისტოს 1 საათი საცობში რო ვიდექი არგვეთაში და მერე ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-კაცხი-საჩხერე-გომით წავედი

Posted by: zura770077 20 May 2021, 17:24
PREDATOR
QUOTE
გურია ისეთი რთული აღარაა ის 7კმ იანი ბანიც თავისას შვრება,

მითუმეტეს, ყველაზე დიდი დრო სადაც მეკარგებოდა ხოლმე, ჯაპანიდან ლანჩხუთამდე, ის მონაკვეთი ამოაგდო ბანმა.
ეგ მონაკვეთი იყო ყველაზე ,,ნელმავალი" ჩემთვის, თავისი უწყვეტი ღერძულათი, სოფლებზე გამავალი მიხვეულ-მოხვეული გზით.
ახლა ყველაზე კრიტიკული დარჩა 2 მონაკვეთი: ლანჩხუთიდან რკინიგზის გადასასვლელამდე და სოფელ სუფსის ის მონაკვეთ, სანამ ბათუმი-ფოთის გზაგასაყარამდე სწორი გზა იწყება.

Posted by: donmixo777 20 May 2021, 19:05
QUOTE
ეგ მონაკვეთი იყო ყველაზე ,,ნელმავალი" ჩემთვის, თავისი უწყვეტი ღერძულათი, სოფლებზე გამავალი მიხვეულ-მოხვეული გზით.

დადის ჭორები რომ ლანჩხუთის შემოვლითიც უნდა დაიკეტოს გარკვეული დროითო
რავი აბა, ნეტა მარტო ჭორები იყოს

პირველი ლოტი გაყინულია, არაფერი კეთდება... აი პირველი და მეორე ლოტი რომ დაერთებოდა ერთმანეთს მართლაც კაი შეღავათი იქნებოდა

Posted by: kataxxl 20 May 2021, 22:30
donmixo777

პირველ ლოტს მემგონი სუფსა ქობულეთი მოასწრებს smile.gif)))))))))))))))))))))

და მემგონი პირველი ლოტი ყველაზე ბოლო დასრულდება smile.gif)))))))))))

Posted by: Delvaux 21 May 2021, 20:22
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავრობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის განახლებისთვის 106.7 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავრობას 106.7 მილიონ ევროს გამოუყოფს ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის (E60) განახლებისთვის”, - ამის შესახებ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების ხელშეწყობის შესახებ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხით მოხდება ორი მონაკვეთის: ალგეთი-სადახლოს 30-კილომეტრიანი და რუსთავი-წითელი ხიდის 32-კილომეტრიანი გზების განახლება.

„დღეის მდგომარეობით, ევროპის საინვესტიციო ბანკის კაპიტალდაბანდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროექტში 250 მილიონ ევროს შეადგენს, რაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის, მეწარმეობისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილია. ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯამური ინვესტიცია ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 1 მილიარდ ევრომდეა, რაც საქართველოში ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კაპიტალდაბანდებების ნახევარია. 388 კილომეტრი სიგრძის E60 დერეფანი აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე არსებული წითელი ხიდიდან იწყება და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტამდეა გადაჭიმული, საიდანაც მარშრუტი თურქეთის საზღვრამდე გრძელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის ორივე მონაკვეთის განახლების შედეგად სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი თანამედროვე და უსაფრთხო გზა იარსებებს. ამავე გზით მოხდება მგზავრებისა და ტვირთების ტრანსპორტირება. ამასთანავე, ორივე მონაკვეთი საცხოვრებელ პირობებსა და სამეწარმეო გარემოს გააუმჯობესებს ქვეყანასა და რეგიონში. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ძირითადი ნაწილის გაგრძელებაა, რომელიც ევროკავშირიდან იღებს სათავეს და აძლიერებს მის სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ ერთობას პარტნიორ ქვეყნებთან. ეს გზა საქართველოზე გადის და მის მსხვილ ქალაქებსაც აკავშირებს ერთმანეთს. ამასთან, რეგიონული ქსელის პრინციპით ხდება თურქეთსა და სომხეთს შორის წრის შეკვრა”, - ნათქვამია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციის თანახმად, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხი იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის ერთობლივ დაფინანსებას გულისხმობს შემდეგი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან: ევროპის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიო ბანკი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და აზიის განვითარების ბანკი.

„პროგრამის მონაწილეა საქართველოს მთავრობა და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ამ ინიციატივის გაცხადებული მიზანია. 2007 წელს, საქართველოში საქმიანობის დაწყების დღიდან, ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის ინფრასტრუქტურული, კერძო სექტორისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით განხორციელებული 23 პროექტის ფარგლებში, თითქმის 2 მილიონი ევრო აქვს დაბანდებული. მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 70 მილიონი ევროს კაპიტალდაბანდება განახორციელა საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობის ფარგლებში, ხოლო 100 მილიონი ევრო გამოყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საჭიროებებისთვის. ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მხარდასაჭერად, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გაზარდა კაპიტალდაბანდების მოცულობა და სულადობრივად უმსხვილეს ბენეფიციარად აქცია ქვეყანა თავისი დაკრედიტების ბენეფიციართა შორის ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში”, - ნათქვამია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Posted by: ქაფქიანა 22 May 2021, 08:39
გვერდით თემაში ბაკურციხემდეო ავტობანი, როცა აქამდე მხოლოდ კაკაბეთამდე ვიცოდით. ახლა ეს, სადახლო/წითელი ხიდი. ღმერთმა ქნას. მაგას რა აჯობებს.

Posted by: Fabian 22 May 2021, 10:11
QUOTE
სადახლო/წითელი ხიდი.

იდეაში საკმაოდ ადვილი რელიეფია გზის ასაშენებლად, ერთი დიდი გვირაბი დასჭირდებათ იალღუჯას მთაში და ეგაა.
კარგი იქნება თუ ალგეთიდან მარნეულამდეც მოახდენენ გზის რეაბილიტაციას და ილმაზლოდან გარდაბანში ხიდს თუ ააშენებენ(მემარაზმება, რომ რუსთავის მერე, აზერბაიჯანამდე მტკვარზე ხიდი არ გვაქვს)

Posted by: ქაფქიანა 22 May 2021, 10:20
Fabian

კი, კი. ნამდვილად საჭიროა.

Posted by: rommel 22 May 2021, 16:09
QUOTE
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავრობას 106.7 მილიონ ევროს გამოუყოფს ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის (E60) განახლებისთვის”

განახლებაში რა იგულისხმება? არ აპირებენ სრულფასოვანი მაგისტრალის მშენებლობას?

Posted by: ქაფქიანა 22 May 2021, 16:13
rommel

QUOTE
სრულფასოვანი მაგისტრალი

მაგას ნიშნავს. ნუ გეშინია.

Posted by: rommel 22 May 2021, 16:24
QUOTE

QUOTE
სრულფასოვანი მაგისტრალი

მაგას ნიშნავს. ნუ გეშინია.

მშვენიერია.

თბილისის შემოვლითიც დაიძრას და კაცი გამოწვევას სურათს დავკიდებ ფარეხში biggrin.gif

Posted by: kataxxl 22 May 2021, 17:33
rommel

რამოდენიმეჯერ ვიმგზავრე შემოვლითით

რავიცი რკინიგზაზე უნდა გავაკეთოთო და მასეთი რეგვენობ რავი რატო უნდა ქნან ვერ გამიგია

იმ საცოდავ მიგდებულ რკინიგზაზე როგორ გამოვა ვერ წარმომიდგენია.. ვერც გვირაბები და ვერც ხიდები ვერ დაიტევს 4 ზოლს...

ისევ მოდერნიზაცია მოახდინონ მაგ პროექტის და გაიყვანონ რკინიგზა ზედ ამჯობებს, ხოლო შემოვლითი ცალკე აშენდეს უკეთესი იქნება იმჰო

Posted by: ilo44 23 May 2021, 00:44
გურიის პირველ ლოტზე რა ისმის, არავინ სვამს კითხვას, არც ოპო ტელევიზიები, რომ მიატოვეს, მდინარე რიონს მიაქვს ხიდის ასაშენებლად შეტანილი ბალასტი,

Posted by: rommel 23 May 2021, 10:20
kataxxl
ძაან დიდი იმედი მაქვს, რომ შემოვლით რკინიგზას გაუყვება მაგისტრალი.

რატომ არ უნდა აშენდეს მანდ რკინიგზა ათასჯერ განიხილეს ამ განყოფილებაში.

QUOTE
იმ საცოდავ მიგდებულ რკინიგზაზე როგორ გამოვა ვერ წარმომიდგენია

რა არის წარმოუდგენელი? მაქსიმალურად უნდა გამოიყენო აშენებული გვირაბები და მოსწორებული მიწის ვაკისი

QUOTE
ვერც გვირაბები და ვერც ხიდები ვერ დაიტევს 4 ზოლს...

რა თქმა უნდა, 2 ზოლზეა გათვლილი. დანარჩენი ასაშენებელია

ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ გონივრულად დააპროექტებენ, თბილისის პერსპექტიული წრიული მოძრაობის ნაწილად შეგვიძლია განვიხილოთ ეს შემოვლითი. პლიუს ქალაქის დასავლეთ შემოსასვლელს განმუხტავს ნაწილობრივ.

Posted by: kataxxl 23 May 2021, 12:07
ilo44

ყველაზე საეჭვო ზუსტად პირველი ლოტია

რაღაც დიდი მამაძაღობაა მანდ ჩადენილი

Posted by: winrar 23 May 2021, 17:19
თბილისის შემოვლითის ოპტიმალური მარშრუტი, რკინიგზის ადგილას გაიყვანენ თუ რკინიგზის პარალელელურად ეგაა _ გლდანის ციხეებიდან ლილომდე.

საფიქრალი უფრო ისაა ავჭალას როგორ გაატარებენ. კარგი იქნებოდა გვირაბი წიწამურიდან სოფელ გლდანამდე.

Posted by: kataxxl 23 May 2021, 20:55
winrar

რავიცი ამ დამპალი რეგვენების ხელში რა იქნება ხ.ზ.

ასეთი უთავბოლო იდიოტები სად შეიკრიბნენ.....

არანაირი ინფო არანაირი გეგმა

აქ ფორუმზე თუ გაიგებ რამეს

Posted by: spider77 23 May 2021, 23:40
დღეს გამოვიარე ქუთაისის შემოვლითი (ზუგდიდი-თბილისი).
რკინიგზაზე რო ხიდს აშენებდნენ, მორჩა და მოძრაობა აღსდგა სრულად. ორივე მხარეს იზოლირებულადაა, სამტრედიიდან ზესტაფონამდე და პირიქით.

Posted by: Fabian 24 May 2021, 00:05
winrar
QUOTE
საფიქრალი უფრო ისაა ავჭალას როგორ გაატარებენ. კარგი იქნებოდა გვირაბი წიწამურიდან სოფელ გლდანამდე.

გვირაბი იქნება.

Posted by: idallgo 24 May 2021, 00:24
winrar
QUOTE
კარგი იქნებოდა გვირაბი წიწამურიდან სოფელ გლდანამდე.

ბევრჯერ ვარ გადანასვლელ-გადმონასვლელი მაგ მარშრუტზე ფეხით და მაგ ქედის ორივე მხარეს (წიწამურისკენაც და გლდანისკენაც) იმდენი ხევები და ფერდობებია, მანდ ერთი გვირაბი კი არა, რიკოთივით უნდა დაიხუნძლოს ხიდებით და გვირაბებით....

Posted by: ნიკა 24 May 2021, 01:59
თბილისის შემოვლითზე ცალკე თემა ხომ გვაქვს wink.gif

Posted by: mtasiqiteli 24 May 2021, 02:41
https://www.facebook.com/georoad.ge/photos/pcb.5432013826872674/5432002456873811/

Posted by: rommel 24 May 2021, 13:51
QUOTE
თბილისის შემოვლითზე ცალკე თემა ხომ გვაქვს

რატომ მერე? არ არის ე60-ის შემადგენელი ნაწილი თუ ამ მონაკვეთის გაავტობანებას არ აპირებენ?

Posted by: kataxxl 24 May 2021, 22:17
rommel

+ 1

E60 ია აბა რა არის....

მემგონი დროა თემები შეერთდეს

უბრალოდ ისეთი გზაა რომ ძნელია ცენტრალური მაგისტრალი დაარქვა

აქამდე არც მიფიქრია ამაზე ჩვენი უთავბოლო მთავრობის გამო

Posted by: ZEUS 25 May 2021, 08:27
ისე სწორი შენიშვნაა, E60 შემოვლითზე გადის smile.gif

Posted by: rommel 25 May 2021, 10:08
ZEUS
მგონი ზოგადად თემას უნდა შეეცვალოს სახელი

Posted by: ქაფქიანა 25 May 2021, 14:17
ჩემი აზრით, სჯობს ამ თემას ეწოდოს რეალური სახელწოდება - წითელი ხიდი/სადახლო-სარფის ავტომაგისტრალი.

Posted by: rommel 25 May 2021, 14:42

QUOTE
ამ თემას ეწოდოს რეალური სახელწოდება - წითელი ხიდი/სადახლო-სარფის ავტომაგისტრალი.

და დაემატოს - E60/E70/E001/E692

Posted by: eleqtro 25 May 2021, 14:45
ქაფქიანა
QUOTE
ჩემი აზრით, სჯობს ამ თემას ეწოდოს რეალური სახელწოდება - წითელი ხიდი/სადახლო-სარფის ავტომაგისტრალი.

+1

ასე თუ არ ვქენით, შემოვლითიც, რუსთავის "ავტობანიც" (ნაწილობრივ) და რუსთავი-წითელი ხიდიც აქ უნდა განვიხილოთ.

Posted by: ZEUS 25 May 2021, 17:38
ეგრე ვუწოდე ერთხელ (უბრალოდ ავტობანი დავარქვი რა. რაის ლესელიძე აბა sad.gif , ან ლესელიძემდე უკვე რაის სენაკი) და აქაურების კრიტიკა დავიმსახურე და მეტი აღარ მიცდია biggrin.gif

Posted by: kataxxl 25 May 2021, 19:45
ZEUS

ავტობანი არაა ქართული სიყვა ლოლ

რატო აიჩემეთ???

გერმანულია smile.gif))))))

Posted by: ZEUS 25 May 2021, 21:56
QUOTE (kataxxl @ 25 May 2021, 19:45 )
ZEUS

ავტობანი არაა ქართული სიყვა ლოლ

რატო აიჩემეთ???

გერმანულია smile.gif))))))

ნაკლებად მაინტერესებს სიმართლე რომ გითხრა. ასფალტიც არაა ქართული და ა.შ. ავტობანს ეძახის ყველა და მეც ავტობანს დავუძახებ.

Posted by: kataxxl 26 May 2021, 00:07
არაა ავტობანი ლოლ

ეს გურჯები პირველად გერმანიაში რომ ჩავიდნენ მანქანების წამოსაყვანად 90 იანებში მაშინ ნახეს ავტობანები და მის მერე აჩემებული აქვთ smile.gif

მეც ავტობას ვეძახი მაგრამ არაა ავტობანი

ავტომაგისტრალია ლოლ

Posted by: Didgori_3 26 May 2021, 00:10
QUOTE
არაა ავტობანი ლოლ

ეს გურჯები პირველად გერმანიაში რომ ჩავიდნენ მანქანების წამოსაყვანად 90 იანებში მაშინ ნახეს ავტობანები და მის მერე აჩემებული აქვთ

მეც ავტობას ვეძახი მაგრამ არაა ავტობანი

ავტომაგისტრალია ლოლ

ლოლ სადაურია biggrin.gif

Posted by: TiredMan 26 May 2021, 07:55
kataxxl
QUOTE
ავტომაგისტრალია

ნეტავ ეგ სადაური სიტყვაა?
ჭემარიტად ქართულია?
biggrin.gif

Posted by: ZEUS 26 May 2021, 12:14
QUOTE (TiredMan @ 26 May 2021, 07:55 )
kataxxl
QUOTE
ავტომაგისტრალია

ნეტავ ეგ სადაური სიტყვაა?
ჭემარიტად ქართულია?
biggrin.gif

ქართული არა ის კიდევ. არამგონია smile.gif

ამასობაში რიკოთი წინ მიიწევს:

Posted by: ქაფქიანა 26 May 2021, 12:35
ZEUS

ფ2-ის სასტავი იყო.

Posted by: kataxxl 26 May 2021, 12:42
ZEUS
TiredMan

ავტომაგისტრალი (ავტო... და მაგისტრალი) — ავტომობილების სწრაფი, მასობრივი მოძრაობისათვის განკუთვნილი მაგისტრალური საავტომობილო გზა. ავტომაგისტრალი გაჰყავთ ერთმანეთისაგან დაშორებულ დიდ დასახლებულ ცენტრებს ან ეკონომიკურ რაიონებს შორის. ის გვერდს უვლის დასახლებულ პუნქტებს (მათ უკავშირდება სპეციალური მისასვლელი გზებით), ხოლო სხვა გზებთან გადაიკვეთება სხვადასხვა დონეზე.

Posted by: rachveli1 26 May 2021, 15:56
kataxxl
ერთიდაიგივეა ავტობანი და ავტომაგისტრალი.

გერმანია ავტობანს ეძახიაბ, იტალიაში ავტოსტრდას, ამერიკაში ჰაივეის, ბრიტანეტში მოტორვეის, ავსტრალიაში ფრივეის.

Posted by: rommel 26 May 2021, 16:13
ნუ დასდევთ ერთმანეთს სიტყვებზე. ქართულად იქნება გზატკეცილი, მაგრამ არ მომწონს, ისევ ავტობანი მირჩევნია smile.gif

მთავარია თემის სათაური, მასში განხილულ საკითხებს ემთხვეოდეს, ამიტომ ქაფქიანას თქმის არ იყოს, თემას უნდა ერქვას წითელი ხიდი/სადახლო-სარფის ავტობანი(E60,E70,E001,E692)

Posted by: ქაფქიანა 26 May 2021, 16:21
rommel

აუ, მაგარია. გზატკეცილი იყოს. კარგია, მომწონს.

ეგ არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ როდესაც ფ0 დასრულდება და რიკოთამდე მოვა გზატკეცილი, შემდეგი თემები სულ მე უნდა ვხსნა, ხევის ჩათვლით. სულ რომ აქ არ ვმუშაობდე, მაინც. მგონი არავინ შემედავებით, რომ ვიმსახურებ. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: rachveli1 26 May 2021, 16:29
rommel
გზატკეცილი არ არის ავტობანი, გზატკეცილი არის Chaussee (რუსული шоссе).

Posted by: kataxxl 26 May 2021, 17:28
გზატკეცილი
ხრეშით მოფენილი და დატკეპნილი ან ასფალტიანი გზა.
See also: შარა
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი :

ავტომაგისტრალი ქვია ყველა სამთავრობო ოფიციალურ საიტებზე ასე რომ დასტოვა კამათი

Posted by: rommel 26 May 2021, 17:29
rachveli1
სამაგიეროდ სუფთა ქართული სიტყვაა, განსხვავებით ავტობანისა და ავტომაგისტრალისგან.

მოვრჩეთ რა ბატონებო, ფლზ smile.gif
* * *
kataxxl
ავტომაგისტრალი არის უცხო სიტყვებისგან ნაწარმოები. ჰოდა არ გამოდის სუფთა ქართული სიტყვა, რის გამოც შენიშვნა მოგვეცი.

არის დავსტოვო ეს უაზრო კამათი

Posted by: eleqtro 26 May 2021, 18:52
წელს რომელ 2 კილომეტრს ხსნიან რიკოთზე?

Posted by: ქაფქიანა 26 May 2021, 20:04
eleqtro

ფ2-ზე, ხევის ძველ გვირაბებთან.

Posted by: eleqtro 26 May 2021, 20:26
ქაფქიანა

მადლობა.

Posted by: ZEUS 27 May 2021, 11:03
QUOTE (ქაფქიანა @ 26 May 2021, 16:21 )
rommel

აუ, მაგარია. გზატკეცილი იყოს. კარგია, მომწონს.

ეგ არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ როდესაც ფ0 დასრულდება და რიკოთამდე მოვა გზატკეცილი, შემდეგი თემები სულ მე უნდა ვხსნა, ხევის ჩათვლით. სულ რომ აქ არ ვმუშაობდე, მაინც. მგონი არავინ შემედავებით, რომ ვიმსახურებ.  lol.gif  lol.gif  lol.gif

თუ გინდა შემდეგიც შენ გახსენი კაცო. ფულს კი არ მაძლევენ ახალი თემის გახსნაში biggrin.gif

ფ0 კი დამთავრდება ალბათ ერთ სამ-ოთხ წელიწადში smile.gif

Posted by: ქაფქიანა 27 May 2021, 14:11
ZEUS

შემდეგი არა, ფ1-ს რაც შეეხება, ის კი დაბევებული მაქვს. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: kataxxl 27 May 2021, 14:47
თქვენი არ ვიცი მაგრამ ნერვები მეშლება ამ ინფორმაციული ვაკუუმის გამო

ადრე წერდნენ მაინც დამთავრდება ამდენ ხანშიო - ტყუილი იყო მაგრამ რაღაცა მაინც იყო ვადები. ეხლა საერთოდ ნი ბუმ ბუმ - არაფერი არ ისმის ყრუ ლოსების დიდი ჯგუფი დაეპატრონა საინფორმაციო წყაროებს
* * *
ფოთის ახალი ხიდის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
25 მაი, 2021 15:58:53
ქალაქ ფოთში მდინარე რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადდა.

მდინარე რიონზე აშენდება ახალი, 8 მალიანი, 436 მეტრის სიგრძის საავტომობილო ხიდი. ხიდთან ერთად აშენდება მისასვლელი გზებიც და ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში 2 კმ-მდე იქნება.

ამჟამად არსებული გზა ჰიდროკვანძზე გადის, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ხიდის მშენებლობით მოგვარდება არსებული პრობლემები და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, შესაძლებელი გახდება უსაფრთხო მგზავრობა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლა.

ახალი ხიდის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში დასრულდება.

ფოთის ხიდი E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის, რომელიც მისი მდებარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლია შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.

ფოთის ხიდის მშენებლობით დაინტერესებული კომპანიებისთვის სატენდერო წინანდადებების წარდგენის ვადა 2021 წლის 6 ივლისის 16:00 სთ-მდე აქვთ განსაზღვრული.

Posted by: ქაფქიანა 27 May 2021, 15:01
kataxxl

QUOTE
ადრე წერდნენ მაინც დამთავრდება ამდენ ხანშიო - ტყუილი იყო მაგრამ რაღაცა მაინც იყო ვადები.

VS

QUOTE
ახალი ხიდის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში დასრულდება.

Posted by: kataxxl 27 May 2021, 17:40
ქაფქიანა

ეგ მეც დავაფიქსირე - სასიამოვნო ტყუილია smile.gif))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: ZEUS 27 May 2021, 22:01
ფოთის ხიდზე კი გამოაცხადეს ტენდერი, მაგრამ გრიგოლეთი-ფოთი 25 კილომეტრიანი ტრასა რომ უნდა ააშენონ ჭაობში, მაგას რას უპირებენ ნეტა. ან იქნებ ჯობდეს რომ არც ააშენონ - მაინც უნდა ჩაიძიროს უეჭველი ამათი აშენებული.

Posted by: otokarcobra 27 May 2021, 22:16
QUOTE (ZEUS @ 27 May 2021, 22:01 )
ფოთის ხიდზე კი გამოაცხადეს ტენდერი, მაგრამ გრიგოლეთი-ფოთი 25 კილომეტრიანი ტრასა რომ უნდა ააშენონ ჭაობში, მაგას რას უპირებენ ნეტა. ან იქნებ ჯობდეს რომ არც ააშენონ - მაინც უნდა ჩაიძიროს უეჭველი ამათი აშენებული.

გრიგოლეთი-ფოთი 25 კილომეტრი რანაირად გამოდის?

Posted by: kataxxl 27 May 2021, 22:38
otokarcobra

ყველა ზოლს ცალკე ზომავენ გამოწვევის ნაირი გამოტვინებული ქოცები

ცალკე გაზომავენ კვადრატში აიყვანენ მეტი რომ გამოჩდეს მაგრამ მერე მაინც ვერ აშენებენ

smile.gif))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: ZEUS 27 May 2021, 22:58
QUOTE (otokarcobra @ 27 May 2021, 22:16 )
QUOTE (ZEUS @ 27 May 2021, 22:01 )
ფოთის ხიდზე კი გამოაცხადეს ტენდერი, მაგრამ გრიგოლეთი-ფოთი 25 კილომეტრიანი ტრასა რომ უნდა ააშენონ ჭაობში, მაგას რას უპირებენ ნეტა. ან იქნებ ჯობდეს რომ არც ააშენონ - მაინც უნდა ჩაიძიროს უეჭველი ამათი აშენებული.

გრიგოლეთი-ფოთი 25 კილომეტრი რანაირად გამოდის?

გამოდის. მეც ვამიკვირდა, მაგრამ რომ ვნახე, გრიგოლეთიდან ფოთის ახლანდელ ხიდამდე, სადაც სენაკიდან შედის გზა, თან ისე რომ ეროვნულ პარკს აუქციონ, მაგდენი გამოდის.
როგორც ვხვდები, რაღაც ეგეთს აპირებენ:
user posted image
* * *
ეგე რა ღადაობა ვადები ვნახე biggrin.gif
user posted image

Posted by: toyota12345 28 May 2021, 04:14
თბილისიდან მივდივარ აჭარაში, რიკოთის მონაკვეთის გავლა არის ჩემთვის ტანჯვა და სულ მგონია რომ მანდ რაღაცა ცუდი ამბავი მომივა მაგრამ რა გინდა რო ქნა მაგ საშინელი გზის გავლა გვირაბიდან ზესტაფონამდე გავლა გიწევს კაცს. მაგრამ გავიგე რომ ჩერეზ ჭიათურა ყოფილა რაღაცა გზა ზესტაფონამდე გაგიყვანსო.. პრიუსით რამდენათ ღირს წასვლა და როგორი გზაა? მთავარია გზა იყოს კარგი და მანქანა არ გავაფუჭო და იყოს უფრო შორიც და მომიწიოს მეტი საწვავის დაწვა მაგრამ რიკოთის დაძაბულ მოძრაობას რომ ავცდე მირჩევნია.

Posted by: eleqtro 28 May 2021, 06:53
toyota12345
ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთია გვარიანად გაფუჭებული. გაივლი პრიუსითაც, მაგრამ იწვალებ. დანარჩენი კარგი გზაა.

Posted by: ქაფქიანა 28 May 2021, 07:02
eleqtro

რაღა დანარჩენი. ჭიათურა-ზესტაფონი 40 კმ-ია, სურამი-ზესტაფონი 60. პლუს ამას გომი-ჭიათურა 70 კმ.

toyota12345

გარდა იმისა, რომ გზას იორმაგებ, აღმოჩნდა, რომ ეს გზა გაფუჭებულიცაა. ისე რომ ჩემი რჩევა, წადი ისევ რიკოთით.

Posted by: ronaldo99 28 May 2021, 07:17
QUOTE (toyota12345)
პრიუსით რამდენათ ღირს წასვლა და როგორი გზაა? მთავარია გზა იყოს კარგი და მანქანა არ გავაფუჭო და იყოს უფრო შორიც და მომიწიოს მეტი საწვავის დაწვა მაგრამ რიკოთის დაძაბულ მოძრაობას რომ ავცდე მირჩევნია.

გომი-ჭიათურა მშვენიერი გზაა ,ჭიათურა-ზესტაფონი გაფუჭებულია ძაან,მანქანას არ გააფუჭებ ფრთხილად თუ ივლი,ძაან დატალღულია ასფალტი და ალაგალაგ უზარმაზარი ორმოებია,ერთი მონაკვეთია მარტო გაკეთებული

მაგრამ მოძრაობა თითქმის არააა და ნერვებს დაზოგავ სერიოზულად,მე პირადად რიკოთზე გავლას მანდედან წასვლა მირჩევნია

Posted by: kataxxl 28 May 2021, 09:18
toyota12345

გაყევი რამე დიდ ტრაილერს უკან

გახვალ ღიღინ ღიღინით მთელ უღელტეხილს

Posted by: ZEUS 28 May 2021, 13:40
toyota12345
ამ ბოლო დროს, მშნებლობების გათვალისწინებით, ისეთი შენელებულია მოძრაობა, მემგონი პირიქით, უფრო უსაფრთხო გახდა smile.gif

Posted by: ნიკა 28 May 2021, 17:17
ისეთი ძაან შენელებულიც არაა. კვირას გამოვიარე ძირულადან სურამამდე და "სამანთა დეიდამ" 2 წუთი დანაკარგი აჩვენა მხოლოდ.

Posted by: ქაფქიანა 29 May 2021, 14:03
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: ZEUS 29 May 2021, 15:55
ქაფქიანა
ბარაქა ბარაქა. ბოლოსწინა აღმოსავლეთის პორტალია?

Posted by: ქაფქიანა 29 May 2021, 16:11
ZEUS

ბოლოსწინაც და პირველიც აღმოსავლეთია, ოღონდ არა რიკოთის, არამედ ბრმაღელის.

Posted by: ZEUS 29 May 2021, 16:24
სვენებ-სვენებით მოაქვთ. კომენდანტების დროს როგორც ჩანს:
#რახდებაგზებზე
ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის ტრანსპორტირების მიზნით, 2021 წლის 29 მაისის 23:00 სთ-დან 30 მაისის 05:00 სთ-მდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ57 მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის და სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზებზე

Posted by: winrar 29 May 2021, 16:40
უზარმაზარი რაღაცაა. იმედია რიკოთში გაეტევა და გზის გაჭრა თვითონ არ მოუწევს smile.gif

Posted by: ქაფქიანა 29 May 2021, 16:46
winrar

რიკოთში არ გაეტევა. შემოვლითზე ამოდის. ახლა ასუფთავებს და წმენდს საგზაო რიკოთის შემოვლითს. პირდაპირ ფანჯრებიდან ვუყურებ. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

საგზაომ ყველა ეფ-ს გვთხოვა დახმარება. ხევში რომ შემოვა, ესკორტს ჩვენ გადავიბარებთ ჩუმათელეთამდე. მძღოლები გამოიძახეს დასვენებიდან და ჯაჯღანებენ. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: JSB14BSJ 30 May 2021, 19:35
rommel
ქაფქიანა
eleqtro
ZEUS
kataxxl
Didgori_3
TiredMan
rachveli1

სამართლებრივი განსხვავებაა მთავარი და არა ტერმინოლოგიური. არც "ფორუმია" ქართული სიტყვა მაგრამ დამკვიდრებულია.

ამ საცოდაობა ტრასას რაც შეეხება, ავტობანი იმის გამო კი არაა არასწორი, რო ქართული არაა, არამედ იმიტომ, რომ ავტობანი თითოეული მიმართულებით შედგება მინიმუმ 3 ზოლისგან. საქართველოს გარეთ ცხოვრებას არეგულირებს კანონი (ქართველისთვის პათოლოგიურად უცნაურად და წარმოუდგენლად კი ჟღერს მაგრამ ასეა და რას ვიზამთ) და იმ კანონში შავით თეთრზე წერია ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოყენებადი ტერმინ "ავტობანის" განმარტება და მახასიათებლები.

და თუ გინდათ, დაუძახეთ ისევ ავტობანი, არავის არაფერი არ დააკლდება.

Posted by: spider77 30 May 2021, 21:54
QUOTE
ავტობანი თითოეული მიმართულებით შედგება მინიმუმ 3 ზოლისგან.

ისე ტერმინებს რო თავი გავანებოთ, უკვე დღესვე საციცოცხლოდ საჭიროა მინიმუმ 3 ზოლიანი ტრასა ნატახტარიდან თბილისამდე.
ხვალ უკვე ოთხის საჭიროება დადგება.

Posted by: ZEUS 30 May 2021, 22:13
QUOTE (spider77 @ 30 May 2021, 21:54 )
QUOTE
ავტობანი თითოეული მიმართულებით შედგება მინიმუმ 3 ზოლისგან.

ისე ტერმინებს რო თავი გავანებოთ, უკვე დღესვე საციცოცხლოდ საჭიროა მინიმუმ 3 ზოლიანი ტრასა ნატახტარიდან თბილისამდე.
ხვალ უკვე ოთხის საჭიროება დადგება.

ხო. ნატახტრიდან თბილისამდე მართლა ძალიან საჭიროა უკვე, მაგრამ ჯერ არაფერი ისმის სამაგისო.

ქაფქიანამ კი დაწერა ადრე ხაშურამდე სამზოლიანიო, პროსტა ეგ როდის იქნება. მანამდე მასკი მფრინავ თესლებს გამოუშვებს gigi.gif

Posted by: rommel 30 May 2021, 22:50
QUOTE

QUOTE
ავტობანი თითოეული მიმართულებით შედგება მინიმუმ 3 ზოლისგან.

ისე ტერმინებს რო თავი გავანებოთ, უკვე დღესვე საციცოცხლოდ საჭიროა მინიმუმ 3 ზოლიანი ტრასა ნატახტარიდან თბილისამდე.
ხვალ უკვე ოთხის საჭიროება დადგება.

ძლივს შემოვედი ქალაქში 1 საათის წინ, მართლა საჭიროა, მაგრამ მანდ იმდენი ობიექტია პიზდეც თანხა დაჭირდება.

Posted by: fexburti2018 30 May 2021, 23:21
ყველაზე დიდი ღლეობა

თბილისი--ფონიჭალა ავტობანი არის 3 და ზოგ ადგილებში 4 ზოლიანი.
ცალ მიმართულებას ვგულისხმობ

და თბილისი--იგოეთი კი 2 ზოლიანი )))))

ყველაფერი უკუღმა აქ როგორ ხდება ტოო

Posted by: ნიკა 31 May 2021, 19:29
ქაფქიანა
QUOTE
რიკოთში არ გაეტევა. შემოვლითზე ამოდის. ახლა ასუფთავებს და წმენდს საგზაო რიკოთის შემოვლითს. პირდაპირ ფანჯრებიდან ვუყურებ. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

საგზაომ ყველა ეფ-ს გვთხოვა დახმარება. ხევში რომ შემოვა, ესკორტს ჩვენ გადავიბარებთ ჩუმათელეთამდე. მძღოლები გამოიძახეს დასვენებიდან და ჯაჯღანებენ

ნეტა შორაპანში და ხაშურში ხიდების ქვეშ როგორ გაეტევა ეგაა საინტერესო.

Posted by: zura770077 31 May 2021, 21:47
ნიკა
ხაშურის ხიდის გავლა აღარ უწევს უკვე, შემოვლითის გახსნის გამო.
აი შორაპანის ხიდი მართლა საინტერესოა.
მანდ და ბათუმის პერევალზე, ციხისძირთან მაქვს ნანახი გაჭედილი ტრაილერები 2010 წლის მიდამოებში.
ბათუმთან ევაკუატორი იუო გაჭედილი, 2 სართულიანი რომაა, დიდი. შორაპანში დიდი ამწე.

Posted by: ilo44 1 Jun 2021, 00:30
აჭარა გაანახლეს გუგლში 8 მაიის ჩანს შედეგები ნელი ტემპით

Posted by: ქაფქიანა 1 Jun 2021, 09:57
ilo44

QUOTE
აჭარა გაანახლეს

ერთი რიკოთს არ ეშველა არაფერი.

Posted by: პაწა 1 Jun 2021, 10:09
QUOTE
შორაპანში

საჩხერე-გომის გზით ვერ გაატარებენ?

Posted by: ZEUS 1 Jun 2021, 11:06
QUOTE (ქაფქიანა @ 1 Jun 2021, 09:57 )
ilo44

QUOTE
აჭარა გაანახლეს

ერთი რიკოთს არ ეშველა არაფერი.

ქუთაისის შემოვლითიც არაა განახლებული და გუგლ მეფი ბათუმიდან მომავალ ტურისტებს სამტრედიიდან და კოპიტნარიდან ატარებს.

Posted by: kataxxl 1 Jun 2021, 13:53
სუფსის ტერიტორიაც განახლებბულია....

ასევე ხიდი პირველ ლოტზე...

გაჩერებულია სამუშაოები პირველ ლოტზე ან ძააააააააან ნელა მიმდინარეობს

მეოთხე ლოტი პრაქტიკულად მზადაა 90% დამთავრებულია მიწის სამუშაოების, ეტყობა გამოწვევებს ებძვიან smile.gif უფრო მიგდებულია არსებული სტატუსით

მესამე ლოტი ციხეში ჩასვეს ასე 20 წლით smile.gif))))))))))))))

ბათუმის შემოვლითი პროგრესია მაგრამ ასე 2 წელი მოუდებიან რომ მორჩნენ. იმჰო

Posted by: ZEUS 1 Jun 2021, 16:57
მოკლედ, ყველგან გამოწვევებია და როდის რა იქნება, არ ვიცი მე პირადად.
მარტო რიკოთის პროგრესებით შეუძლიათ მოიწონონ თავი, ისიც მეორე-მესამე ლოტებზე. ნუ. ქაფქიანას რომ არ ეწყინოს, პირველი მუშაობს, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ სასწაული ტემპი აქვთ smile.gif

Posted by: kataxxl 1 Jun 2021, 17:14
ZEUS

რიკოთიც ერთი სამი წელი არ იქნება უფრო ოთხი

მაგ დროში მემგონი არც გურია არ იქნება

და საერთოდ რა იქნება ეგეც გაუგებარია

Posted by: ქაფქიანა 1 Jun 2021, 17:30
ZEUS

QUOTE
ნუ. ქაფქიანას რომ არ ეწყინოს, პირველი მუშაობს, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ სასწაული ტემპი აქვთ

არ მეწყინება, არც ვამბობ, რომ სასწაული ტემპი გვაქვს. უკეთესი ყოველთვის შეიძლება რა თქმა უნდა.

Posted by: ZEUS 1 Jun 2021, 19:40
QUOTE (ქაფქიანა @ 1 Jun 2021, 17:30 )
ZEUS

QUOTE
ნუ. ქაფქიანას რომ არ ეწყინოს, პირველი მუშაობს, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ სასწაული ტემპი აქვთ

არ მეწყინება, არც ვამბობ, რომ სასწაული ტემპი გვაქვს. უკეთესი ყოველთვის შეიძლება რა თქმა უნდა.

რიკოთის დიდი გვირაბის გათხრის პარალელურად თუ შეძლო პირველმა ლოტმა დასრულება, ეგ კარგი იქნება ალბათ.

Posted by: levan_ts 1 Jun 2021, 23:34
QUOTE (ZEUS @ 1 Jun 2021, 19:40 )
QUOTE (ქაფქიანა @ 1 Jun 2021, 17:30 )
ZEUS

QUOTE
ნუ. ქაფქიანას რომ არ ეწყინოს, პირველი მუშაობს, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ სასწაული ტემპი აქვთ

არ მეწყინება, არც ვამბობ, რომ სასწაული ტემპი გვაქვს. უკეთესი ყოველთვის შეიძლება რა თქმა უნდა.

რიკოთის დიდი გვირაბის გათხრის პარალელურად თუ შეძლო პირველმა ლოტმა დასრულება, ეგ კარგი იქნება ალბათ.

ნულოვანი ლოტის დასრულება, სურამიდან გვირაბამდე, როდის შეიძლება ვივარაუდოთ, ხომ არ იცით

Posted by: ZEUS 2 Jun 2021, 09:25
levan_ts
QUOTE

ნულოვანი ლოტის დასრულება, სურამიდან გვირაბამდე, როდის შეიძლება ვივარაუდოთ, ხომ არ იცით

ალბათ ერთ 3-4 წელიწადში. იმის გათვალისწინებით, რომ სინოჰიდრონაშენებს და გამოწვევები ექნება.

Posted by: winrar 2 Jun 2021, 11:43
QUOTE (levan_ts @ 1 Jun 2021, 23:34 )
ნულოვანი ლოტის დასრულება, სურამიდან გვირაბამდე, როდის შეიძლება ვივარაუდოთ, ხომ არ იცით

F0 _ 2023 (თუ წელს დაიწყეს)
F1 _ 2023
F2 _ 2023
F3 _ 2023
F4 _ 2024
გურია 1 _ 2022
გურია 3 _ 2023 (თუ წელს დაიწყეს)
გურია 4 _ 2021
გრიგოლეთი-ქობულეთი _ 2022
ბათუმის შემოვლითი _ 2022

Posted by: otokarcobra 2 Jun 2021, 12:14
QUOTE (winrar @ 2 Jun 2021, 11:43 )
QUOTE (levan_ts @ 1 Jun 2021, 23:34 )
ნულოვანი ლოტის დასრულება, სურამიდან გვირაბამდე, როდის შეიძლება ვივარაუდოთ, ხომ არ იცით

F0 _ 2023 (თუ წელს დაიწყეს)
F1 _ 2023
F2 _ 2023
F3 _ 2023
F4 _ 2024
გურია 1 _ 2022
გურია 3 _ 2023 (თუ წელს დაიწყეს)
გურია 4 _ 2021
გრიგოლეთი-ქობულეთი _ 2022
ბათუმის შემოვლითი _ 2022

კაროჩე 2023 წელს ვშენდებით.

ერთი სერიოზული მარში უნდა მოვარტყათ ამ განყის ხალხმა ავოტბანზე.

მე და ზეუსა ვჯდებით ჩემთან და უკან გვაქვს კიდევ ორი ადგილი ვისაც გინდათ

Posted by: ქაფქიანა 2 Jun 2021, 12:49
ZEUS

QUOTE
რიკოთის დიდი გვირაბის გათხრის პარალელურად თუ შეძლო პირველმა ლოტმა დასრულება, ეგ კარგი იქნება ალბათ.

ეგ გამორიცხე.

Posted by: ZEUS 2 Jun 2021, 13:12
otokarcobra
QUOTE

მე და ზეუსა ვჯდებით ჩემთან და უკან გვაქვს კიდევ ორი ადგილი ვისაც გინდათ

lol.gif lol.gif 2kiss.gif

Posted by: rommel 2 Jun 2021, 15:19
QUOTE
მე და ზეუსა ვჯდებით ჩემთან და უკან გვაქვს კიდევ ორი ადგილი ვისაც გინდათ

მე ტოქადეროსთან ვჯდები, დაგასწარით! მაინტერესებს მოძრავი მანქანიდან თუ გადმოვხტები biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ZEUS 2 Jun 2021, 21:23
QUOTE (rommel @ 2 Jun 2021, 15:19 )
QUOTE
მე და ზეუსა ვჯდებით ჩემთან და უკან გვაქვს კიდევ ორი ადგილი ვისაც გინდათ

მე ტოქადეროსთან ვჯდები, დაგასწარით! მაინტერესებს მოძრავი მანქანიდან თუ გადმოვხტები biggrin.gif biggrin.gif

აჰაჰაჰ lol.gif lol.gif კატაც ჩაიჯინეთ lol.gif

Posted by: internazionale 3 Jun 2021, 07:10
winrar
QUOTE
F0 _ 2023 (თუ წელს დაიწყეს)
F1 _ 2023
F2 _ 2023
F3 _ 2023
F4 _ 2024
გურია 1 _ 2022
გურია 3 _ 2023 (თუ წელს დაიწყეს)
გურია 4 _ 2021
გრიგოლეთი-ქობულეთი _ 2022
ბათუმის შემოვლითი _ 2022

რეალურია ეს ციფრები მეგობრებო?

Posted by: Guro_ 3 Jun 2021, 07:51
QUOTE (rommel @ 2 Jun 2021, 15:19 )
QUOTE
მე და ზეუსა ვჯდებით ჩემთან და უკან გვაქვს კიდევ ორი ადგილი ვისაც გინდათ

მე ტოქადეროსთან ვჯდები, დაგასწარით! მაინტერესებს მოძრავი მანქანიდან თუ გადმოვხტები biggrin.gif biggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif ლოლ სმაილები დავწერე თუ არ ჩანს :დდ

Posted by: kataxxl 3 Jun 2021, 09:37
internazionale

ეგ ყავაშიც არ ჩანს

ალბათ ნაკებად რეალური

ამიმდის პროგნოზივითააა რᲐა

Posted by: ZEUS 3 Jun 2021, 10:46
QUOTE (kataxxl @ 3 Jun 2021, 09:37 )
internazionale

ეგ ყავაშიც არ ჩანს

ალბათ ნაკებად რეალური

ამიმდის პროგნოზივითააა რᲐა

ბაზარი არაა biggrin.gif შეიძლება ახლა რეალური ჩანდეს, მერე რამე "გამოწვევა" გაიჩითოს და გახდეს არარეალური და ა.შ

Posted by: kataxxl 3 Jun 2021, 13:11
ZEUS

არადა რომ დასრულდება პერევალი იმენა არარეალური რამ იქნება

აი მაგის გავლა გვირაბებით რავიცი სურეალური რამ იქნება

ძაააან მაგარი რამ გამოვა

Posted by: rommel 3 Jun 2021, 14:07
QUOTE
არადა რომ დასრულდება პერევალი იმენა არარეალური რამ იქნება

აი მაგის გავლა გვირაბებით რავიცი სურეალური რამ იქნება

ძაააან მაგარი რამ გამოვა

ნუ იტყვი, უმაგრესი

ვთვლი რომ ერთ-ერთი ულამაზესიც, და არამარტო საქართველოში

Posted by: ქაფქიანა 3 Jun 2021, 14:32
ძაან ველურულურობა იქნება, მოკლედ.

Posted by: kataxxl 3 Jun 2021, 14:36
მოკლედ თბილისის გასასვლელიდან სამტრედიამდე არის 240 კმ

240 კარლ

გამოდის რომ დასრულდება 2 საათში იქნები მანდ

მაგრამ გურია თუ არ გააკეთეს ქობულეთამდე 1 საათი და 40 წუთი იქნება საჭირო smile.gif))))))

მაგრამ თუ გააკეთეს კიდე 40 წუთი

ამუ გამოდის რომ ჰიპოთეტიურად აყროლებულ ქობულეტში 2 საათსა და 40 წუთში იქნები ტიფლისის გასასვლელიდან

Posted by: ნიკა 3 Jun 2021, 17:15
kataxxl
ხო აბა. 3.5 საათი მინდოდა ხოლმე ხარაგაულში სოფლამდე. რაც ხაშურის შემოვლითი გაკეთდა 2:50-ში ჩავდივარ. თან ნუ ჯიპია და 100 მიჭირავს ბანზე, მეტზე უსაშველოდ წვავს უკვე. იქაც თუ დაადგა გზას საშველი წესით 2 საათში ჩავალ ხოლმე. 160 კილომეტრი რა არის ამისთანა 2 საათში რომ ვერ გავიარო biggrin.gif

Posted by: ZEUS 3 Jun 2021, 19:22
kataxxl
QUOTE
აყროლებულ ქობულეტში

აქ ქობულეთელი რომ შემოვიდეს ახლა ვინმე, წესიერი საქციელია ეს? ან რომც არ შემოვიდეს რა პონტია ასე მოხსენიება?

Posted by: kataxxl 3 Jun 2021, 21:32
ZEUS

ხო კანალიზაციას და ნაგავს ზღვაში სულ მე ვუშვებ აბა

Posted by: ქაფქიანა 3 Jun 2021, 21:47
kataxxl

მასე საქართველოს დასახლებული პუნქტების უმრავლესობა აქოთებულია.

სწორად გითხრა ზევსმა, ულამაზო პოსტი დადე.

Posted by: kataxxl 3 Jun 2021, 22:12
ქაფქიანა

კი და მერე ვინ შვრება მაგას???

აბა ისაა ლამაზი იმდღეს კახეთში ერთი 200 გამოყენებული პამპერსი იყო დაყრილი გზისპირას

ორჯერ თუ სამჯერ ვნახე

არაფერს ვიძახი სოფლების გარე მარე პერიმეტრზე რას შვრებიან

ისაა ლამაზი რასაც შვრებიან და ჩემი პოსტია არა ულამაზო ????

Posted by: ქაფქიანა 3 Jun 2021, 22:26
kataxxl

არა, ძალიან ცუდია რა თქმა უნდა.

მაგრამ შენი პოსტი ,,აყროლებული ქობულეთი", გამოდის ქობულეთზე ხაზგასმა, რაც დიახაც რომ ულამაზოა. იმიტომ, რომ მთელი საქართველო ეგრეა.

მე სურამში ვცხოვრობ და რიკოთზე ვმუშაობ. სურამში ჰო ვითომ კურორტი და რამე, სურამულაზე ხალხს ტუალეტები აქვთ და ყველაფერი მდინარეში ჩადის. მთელ საქართველოში ეგრეა.

კი, სიმახინჯეა, მაგრამ რომელიმე ადგილის ცალკე გამოყოფა და ხაზგასმა ამაზე უარესი სიმახინჯეა.

ამაშია საქმე.

Posted by: JSB14BSJ 3 Jun 2021, 22:40
აყროლებული საქართველო და საჩხუბარიც არაფერია, იმიტომ, რომ მართლა ასეა.

Posted by: kataxxl 4 Jun 2021, 00:18
ქაფქიანა

იმიტომ დავწერე რომ ბავშვები უნდა წავიყვანო "ზღვაზე" 1 თვეში......

ახალი სქემა გვაქვს აწარულ ძღრენთან საბძოლველად.... დილის 7 ზე უნდა ჩავიდეთ ხოლმე ზღვაში სანამ გამოტივტივებულა....

Posted by: zura770077 4 Jun 2021, 11:44
ქაფქიანა

მერე პირდაპირ თქმა არ სჯობია რომ რომელიმე კუთხე რაიმეს აშავებს?
ეწყინოთ, თუ ეწყინებათ ვიღაცეებს. შეიძლება ამის მერე მაინც დაფიქრდეს 100 წამკითხველ-გამგონედან 10 მაინც,
თუ რატომ თქვეს ასე.

Posted by: ქაფქიანა 4 Jun 2021, 12:28
zura770077

ყველა კუთხე აშავებს, რომელიმე ერთი არა.

Posted by: Dato-Tolordava 4 Jun 2021, 17:03
QUOTE
kataxxl

კანალიზაციის გასაფილტრი ნაგებობა ქობულეთში

ქალაქ ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების , ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის დამატებითი საამქროს მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ლამის გაუწყლოვნების სისტემა, რომელიც გადაამუშავებს ფეკალური მასების ნარჩენებს.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და „ქობულეთის წყლის“ ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერეს.
ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა.
პროექტი 2016 წლის მარტში დაიწყო . პირველი ეტაპი 2017, მეორე ეტაპი 2018 წელს დასრულდა.
https://www.facebook.com/137158116467715/posts/1457101597806687/

Posted by: kataxxl 4 Jun 2021, 19:28
Dato-Tolordava

რამოდენიმე მდინარე ჩამოდის და ყოველ მათგანს ხომ ხვდებბი ჩუსტების და პარკების გარდა რა ჩამოაქვს ზღვაში

Posted by: eleqtro 4 Jun 2021, 20:07
ის, ის იყო ჩავიდა ავტობანი ქობულეთში და ... ჰოპ, გადავუხვიეთ ისევ გზიდან ფეკალიების განხილვით. sad.gif
კი ბატონო, არის ეგ რაღაც ზღვაში, რიონშიც, მტკვარშიც და იორშიც. ვიხრჩობით ფაქტიურად, მაგრამ მე პირადად არ მინდა რომ ჩემ სამშობლოს ეპითეტად ეგ ერთვოდეს. სხვაც რო ეძახის - მწყინს და თან ვცდილობ მთქმელს გავუგო. არ გამომდის ეს გაგება ოღონდ.

Posted by: ZEUS 4 Jun 2021, 20:18
QUOTE (kataxxl @ 4 Jun 2021, 00:18 )
ქაფქიანა

იმიტომ დავწერე რომ ბავშვები უნდა წავიყვანო "ზღვაზე" 1 თვეში......

ახალი სქემა გვაქვს აწარულ ძღრენთან საბძოლველად.... დილის 7 ზე უნდა ჩავიდეთ ხოლმე ზღვაში სანამ გამოტივტივებულა....

lol.gif აი ამას ვერ წარმოვიდგენდი. 10 წელია ბათუმზე და ქობილეთზე სუნიანის გარდა არაფერი უთქვამს ადამიანს და მაინც იმ სუნიან საძაგლობაში ისვენებს lol.gif

საღოლ რა.

Posted by: Dato-Tolordava 4 Jun 2021, 21:07
როგორ ფიქრობთ, გამოვა ამაზე უკეთესი?? smile.gif

https://www.youtube.com/watch?v=Qt-T9TAwrLw

Posted by: ZEUS 4 Jun 2021, 21:27
QUOTE (Dato-Tolordava @ 4 Jun 2021, 21:07 )
როგორ ფიქრობთ, გამოვა ამაზე უკეთესი?? smile.gif

https://www.youtube.com/watch?v=Qt-T9TAwrLw

აუ. რა მაგარი რაღაცაა. თან მარცხნივ რომ არავინ მიბოდიალობს, თუ გასწრება არ უნდა smile.gif
* * *
აქ ხიდებზე და გზებზე ჯებირებს და მაჩვენებლებს დააკვირდით უბრალოდ. რა უსაფრთხოების სტანდარტებია smile.gif

Posted by: Dato-Tolordava 4 Jun 2021, 22:00
ZEUS

ჩვენი რიკოთის ავტობანი არ იქნება უკეთესი?? smile.gif

Posted by: ZEUS 4 Jun 2021, 23:11
QUOTE (Dato-Tolordava @ 4 Jun 2021, 22:00 )
ZEUS

ჩვენი რიკოთის ავტობანი არ იქნება უკეთესი?? smile.gif

აბა რანაირად. ჩვენია smile.gif

Posted by: winrar 4 Jun 2021, 23:23
იქნება უკეთესი, ამხელა კუთხეები არ არის რიკოთზე.

Posted by: ZEUS 4 Jun 2021, 23:25
QUOTE (winrar @ 4 Jun 2021, 23:23 )
იქნება უკეთესი, ამხელა კუთხეები არ არის რიკოთზე.

მე სხვა რამე ვიგულისხმე. როგორცაა გზა მოწყობილი უსაფრთხოების კუთხით. ხაშურის შემოვლითზე ზოგან ორმაგი კი არა, ერთმაგი ჯებირიც არაა დაჟე smile.gif

Posted by: Dato-Tolordava 5 Jun 2021, 01:18
QUOTE
ZEUS
მე სხვა რამე ვიგულისხმე. როგორცაა გზა მოწყობილი უსაფრთხოების კუთხით. ხაშურის შემოვლითზე ზოგან ორმაგი კი არა, ერთმაგი ჯებირიც არაა დაჟე

ნუ ეს ჯებირები დეტალებია, რაც ადვილად მოგვარებადია როცა ხელისუფლება შეიცვლება.

1 კვირის წინ ვიყავი დასავლეთში. 1,5 წლია რაც იქ არ ვყოფილვარ და აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც რიკოთზე ხდება. საოცრება იქნება როვა დასრულდება რიკოთის ავტობანი.

QUOTE
winrar
იქნება უკეთესი, ამხელა კუთხეები არ არის რიკოთზე.

მეც ეგრე მგონია. smile.gif

თან არ ვიცი მე მეჩვენება თუ არა, მაგრამ ევროპის ავტობანების ზოლები უფრო ვიწრო არ არის ჩვენს ავტობანთან შედარებით?? აგერ მაგალითისთვის იტალიის ავტობანი:

https://www.youtube.com/watch?v=9ZElkF965Fo

Posted by: ZEUS 5 Jun 2021, 02:02
E60 ავტობანი რომელიცაა ბეტონის, ავსტრიაში, მაგაზე ვიარე მე და ჩემი დაკვირვებით ჩვენი ავტობანი და მაგათი ერთი სიგანისაა.

Posted by: kataxxl 5 Jun 2021, 11:19
Dato-Tolordava

კი ვიწროა იტალიაში გზები, რადგან იციან ფულის ყადრი

ჩვენებმა დააწუწეს იმისგანე რომ

არაუშავს შემოვლენ გურუები და ეხლა შეგვაჩვენებენ და ანათემას გადაგვცემენ

Posted by: ქაფქიანა 5 Jun 2021, 11:31
kataxxl

ჩვენები არაფერ შუაშია. დონორების მოთხოვნაა, რომ ზოლის სიგანე იყოს 3.75. ასე რომ როგორც არ უნდა გვინდოდეს დავიწროვება სიტყვაზე, ამას ხელისუფლებას ნუ დაბრალებთ და ნუ გამომიყვანთ მათ ადვოკატს.

Posted by: Dato-Tolordava 5 Jun 2021, 12:28

QUOTE
kataxxl
კი ვიწროა იტალიაში გზები, რადგან იციან ფულის ყადრი

უფრო განიერი ზოლები არ ჯობია მერე, როგორც ჩვენთან არის??

იტალიას რაც შეეხება, ზეკორუმპირებული ქვეყანაა. დაჟე ქოცი ჩინოვნიკებიც კი ვერ მივლენ ახლოს კორუფციის მხვრივ იტალიელ ჩინოვნიკებთან.

პ.ს. რავი, მე აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ავტობანებით. smile.gif იმედია სამტრედიის შემდეგ ზუგდიდამდეც გააკეთებენ ავტობანს.
* * *

QUOTE
ქაფქიანა
ჩვენები არაფერ შუაშია. დონორების მოთხოვნაა, რომ ზოლის სიგანე იყოს 3.75. ასე რომ როგორც არ უნდა გვინდოდეს დავიწროვება სიტყვაზე, ამას ხელისუფლებას ნუ დაბრალებთ და ნუ გამომიყვანთ მათ ადვოკატს.

პირიქით მშვენიერია, რაც უფრო განიერი იქნება, მით უკეთესი. smile.gif

Posted by: ქაფქიანა 5 Jun 2021, 12:47
Dato-Tolordava

რა თქმა უნდა, რაც განიერი იქნება, მით უკეთესი. ამ თემაში ორი ახირება წამოიწევს დრო და დრო. რა საჭიროა ავტობანის განათება და რა საჭიროა ამ სიგანე ზოლები. ამ ხალხის თუ მესმოდეს, მე ვიყო ქრცვინი.

QUOTE
იმედია სამტრედიის შემდეგ ზუგდიდამდეც გააკეთებენ ავტობანს.

ზოგადად არსებობს სამტრედია-სენაკის მონახაზი, მაგრამ არა პროექტის დონეზე. ვნახოთ, რა იქნება.

Posted by: ZEUS 5 Jun 2021, 14:02
QUOTE
ამ თემაში ორი ახირება წამოიწევს დრო და დრო. რა საჭიროა ავტობანის განათება და რა საჭიროა ამ სიგანე ზოლები.

ხოო biggrin.gif

Posted by: Dato-Tolordava 5 Jun 2021, 15:14

QUOTE
ქაფქიანა
ზოგადად არსებობს სამტრედია-სენაკის მონახაზი, მაგრამ არა პროექტის დონეზე. ვნახოთ, რა იქნება.

კარგია. smile.gif

Posted by: DRAKONI 5 Jun 2021, 22:01
ქაფქიანა
QUOTE
ჩვენები არაფერ შუაშია. დონორების მოთხოვნაა, რომ ზოლის სიგანე იყოს 3.75. ასე რომ როგორც არ უნდა გვინდოდეს დავიწროვება სიტყვაზე, ამას ხელისუფლებას ნუ დაბრალებთ და ნუ გამომიყვანთ მათ ადვოკატს.

ჩვენი ავტობანი უფრო "თანამედროვე" მოთხოვნებით შენდება.
რიკოთის მოხვევის რადიუსები გაცილებით დიდი იქნება ვიდრე ამ ვიდეოზე იტალიის ავტობანისა.
ცხადია ჩვენი ავტობანი გაცილებით უკეთესი იქნება.
რიკოთის მონაკვეთი კი ერთერთი ულამაზესი იქნება აღმოსავლეთ ევროპაში.
(ხარისხს შენ მიხედე)

QUOTE
ამ თემაში ორი ახირება წამოიწევს დრო და დრო. რა საჭიროა ავტობანის განათება და რა საჭიროა ამ სიგანე ზოლები. ამ ხალხის თუ მესმოდეს, მე ვიყო ქრცვინი.

დიახ, განათებაზე მეც ვამბობ ხოლმე.
არ ვამბობ რომ ცუდია.
ჩვენი ქვეყნისთვის ძვირია და ადრეა. აუცილებელი არ არის, უფრო საჭირო რამეების გაკეთება შეიძლებოდა მაგ თანხით.

Posted by: ქაფქიანა 5 Jun 2021, 23:08
DRAKONI

QUOTE
ჩვენი ქვეყნისთვის ძვირია და ადრეა. აუცილებელი არ არის, უფრო საჭირო რამეების გაკეთება შეიძლებოდა მაგ თანხით.

ჰოო?

მე მკითხე აბა, წინ და უკან რომ ვკეცავ მაგ ავტობანს, რამდენჯერ უკვე, სათვალავი ამერია. წვიმასა და ბნელში. როგორი აუცილებელი არ არის, მე მკითხე.

,,უფრო საჭირო რამეები" არასდროს დაილევა. კარგს აკეთებენ, განათებით რომ აკეთებენ.

Posted by: kataxxl 5 Jun 2021, 23:19
DRAKONI

ჩვენი 'ავტობანი' იტალიურს ვერაფრით ვერასდროს აჯობეს ზღაპარია ეგ

სად ერეკლე და სად ჩემი პინგვინიო

Posted by: Dato-Tolordava 5 Jun 2021, 23:20
QUOTE
DRAKONI
დიახ, განათებაზე მეც ვამბობ ხოლმე.
არ ვამბობ რომ ცუდია.
ჩვენი ქვეყნისთვის ძვირია და ადრეა. აუცილებელი არ არის, უფრო საჭირო რამეების გაკეთება შეიძლებოდა მაგ თანხით.

ჰესების მშენებლობა შენ არ გინდა; გზებზე განათება შენ არ გინდა; ფობია გაქვს რაღაც შუქის მიმართ. biggrin.gif

განათებაზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს გზებზე, განსაკუთრებით ავოტაბანებზე?? პირიქით, უმნიშვნელოვანესია განათება. ავტობანის განათების გარეშე გაკეთებას ჯობია საერთდ არ გააკეთო არაფერი.

QUOTE
kataxxl
ჩვენი 'ავტობანი' იტალიურს ვერაფრით ვერასდროს აჯობეს ზღაპარია ეგ

მაგასაც ვნახავთ, რო გაიხსნება რიკოთის ავტობანი. smile.gif

ისე ვუყურებ აგერ იუთუბზე ამ ევროპის ავტობანებს(დიდ ევროპულ ქვეყნებს არ ვგულისხმობ) და რაღაც შებოჭილობის შთაბეჭდილება მრჩება რა. ნაკლები სივრცე აქვთ. ჩვენი ავტობანები უფრო ამერიკულს გავს. მეტი სივრცე; მეტი თავისუფლება; ბეტონის საფარი და ა.შ.

მოკლედ მე მაგარი კმაყოფილი ვარ ჩვენი ავტობანებით.

Posted by: kataxxl 5 Jun 2021, 23:43
Dato-Tolordava

შენ იუთუბზე უყურებ და მე გავხედნე ყველა ავტობანი

ძააან მაგარია იტალიის ავტომაგისტრალები

ბუნება ჩვენსას გავს მაგრამ იტალიელებთან გურჯები ვერცერთ დარგში ვერ მოვალთ ახლოს შემდეგი 200 წელი

Posted by: Dato-Tolordava 5 Jun 2021, 23:48
kataxxl

კი ბატონო, იტალიაში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ ბრიტანეთი შემოვლილი მაქვს. smile.gif

რასაც ვუყურებ მაგარი მაგისტრალები აქვთ იტალიელებს, მაგრამ ვიწროა რა, ჩანს აგერ რასაც ვუყურებ.

ზოგადად იტალიელები ჩვენზე წინ რო არიან ყველაფერში, მაგაზე არც ვდაობ. smile.gif

Posted by: ქაფქიანა 6 Jun 2021, 09:17
kataxxl

იტალიასთან ვერასდროს მივალთ ახლოს. ტიპები ევროპული ცივილიზაციის და ზოგადად, დასავლეთის მეორე ბურჯები არიან (პირველები ბერძნები). მაგრამ რა შუაშია ახლა ეს?

ფაქტია, რომ მათი მაგისტრალი უფრო ვიწროა, ვიდრე ჩვენი. ესაა და ეს.

Posted by: kataxxl 6 Jun 2021, 09:40
ქაფქიანა

რახან ვიწროა ე.ი. რაღაცის გამოა ვიწრო

აშკარად ტყუილა არ გააკეთებდნენ

და თუ ვიწროს გააკეთებდნენ ეკონომისს ამბავია აშკარად

იციან ფულის ყადრი

Posted by: ქაფქიანა 6 Jun 2021, 09:53
kataxxl

შეიძლება ფული იყოს მიზეზი, შეიძლება სხვა რამ, მაგრამ მე პირადად და დარწმუნებული ვარ, სხვებსაც ცენტრალური მაგისტრალი მაქსიმალურად განიერი გვირჩევნია.

ესეც რომ არა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ზოლი სიგანით 3.75 მ. არის დონორების მოთხოვნა. მთავრობის დაკვეთა არა.

თითქმის ყველა საინჟინრო პარამეტრი დონორების მოთხოვნითაა დამუშავებული. როგორც წმინდა საინჟინრო-ტექნიკური, ასევე ისეთიც, აქ რომ არ ითქმის.

თვითონ უსვამენ ამას ხაზს ყოველთვის.

Posted by: mtasiqiteli 6 Jun 2021, 10:54
Dato-Tolordava
QUOTE
ნუ ეს ჯებირები დეტალებია, რაც ადვილად მოგვარებადია როცა ხელისუფლება შეიცვლება.

კაცი იმედით ცოცხლობსო ნათქვამია

Posted by: kataxxl 6 Jun 2021, 11:00
ქაფქიანა

ნუ ეგრეა ადრე რუსები გვეუბნებოდნენ რა უნდა გაგვეკეთებინა ეხლა დონორები

ჩვენთვითონ რომ გადავწყვიტოთ არ შეიძლება

Posted by: ქაფქიანა 6 Jun 2021, 11:02
kataxxl

QUOTE
ჩვენთვითონ რომ გადავწყვიტოთ არ შეიძლება

ეჰ.

ჩვენით არ გვაქვს მაგის ტრაკი სამწუხაროდ.

თან ჩვენითაც რომ გავაკეთოთ, მაინც იმას უნდა მივესადაგოთ. ჩვენ გავაკეთეთ ქუთაისის მეორე მიმართულება. მაგრამ იქაც იგივე პარამეტრები დავტოვეთ. აბა ერთი მიმართულებით ერთი და მეორე მიმართულებით მეორე პარამეტრები ხომ არ იქნებოდა.

აწი ყველა ავტობანი, რაც აშენდება - კახეთის გადაწყვეტილი გინდა, ჟინვალის დაპროექტებული და პერსპექტივაში დარიალი თუ სამეგრელოს დაგეგმილი კახეთის დასრულების შემდეგ, ამ, უკვე არსებული ავტობანის სტანდარტების მიხედვით გაკეთდება. აბა ქვეყანაში ცენტრალური ტრასების აჯაფსანდალი ხომ არ გვექნება.

Posted by: Dato-Tolordava 6 Jun 2021, 13:35
QUOTE
ქაფქიანა
აწი ყველა ავტობანი, რაც აშენდება - კახეთის გადაწყვეტილი გინდა, ჟინვალის დაპროექტებული და პერსპექტივაში დარიალი თუ სამეგრელოს დაგეგმილი კახეთის დასრულების შემდეგ, ამ, უკვე არსებული ავტობანის სტანდარტების მიხედვით გაკეთდება. აბა ქვეყანაში ცენტრალური ტრასების აჯაფსანდალი ხომ არ გვექნება.

მშვენიერია. smile.gif

Posted by: ZEUS 6 Jun 2021, 13:55
QUOTE (mtasiqiteli @ 6 Jun 2021, 10:54 )
Dato-Tolordava
QUOTE
ნუ ეს ჯებირები დეტალებია, რაც ადვილად მოგვარებადია როცა ხელისუფლება შეიცვლება.

კაცი იმედით ცოცხლობსო ნათქვამია

ეს მე გავატარე სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ ვაფშე ვერ მივხვდი ლოგიკურ კავშირს ჯებირების დაყენებასა და ხელისუფლების შეცვლას შეორის.
შიგადაშიგ ოლიტგანყის ხალხი ამ თემაშიც პოლიტიკურად აჟიტირებული პოსტავს და მივუტევოთ ხოლმე. უცბად ვერ ხვდებიან გარემოს შეცვლას.

Posted by: JSB14BSJ 7 Jun 2021, 11:22
QUOTE
ტიპები ევროპული ცივილიზაციის და ზოგადად, დასავლეთის მეორე ბურჯები არიან (პირველები ბერძნები)

პირველიც გერმანიაა, მეორეც და მესამეც.
მერე მოდის დანარჩენი წვრილფეხობა.

ბურჯები არა, გზაგამტარები კიდე.

Posted by: ნიკა 7 Jun 2021, 11:50
ვიწრო გზა ვისაც გინდათ მსხალდიდი-წყლულეთზე შგიძლია თიკატაოთ და ისიამოვნოთ biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 7 Jun 2021, 11:56
JSB14BSJ

ოო, არ გინდა ახლა რა.

გერმანელები არა ბულგარელები კიდევ.

Posted by: Guro_ 7 Jun 2021, 15:35
ქაფქიანა
რა გინდა გერმანიის ავტობანთან? biggrin.gif მინიმუმ 25 ქვეყანაში მაინც მივლია მანქანით არაერთხელ და გერმანიის ავტობანის მსგავსი, აი ახლო მდგომიც კი არსად შემხვედრია. აშკარად ძალიამ კარგია რა. ახლა მე ტექნიკურ დეტალებში ვერ შევალ, ძალიან სუსტი ვარ მაგ პროფესიაში. მომხმარებლის მხრიდან გეუბნები.

რაც შეეხება ზოლების სიგანეს, ყველაზე ვიწრო ავტობანი მე რაც მინახავს არის ნიდერლანდებში. თვალშისაცემად ვიწროა, შესაბამისად სიჩქარეც ბევრგან 90ია ლიმიტი.

ასევე იტალიაზეც სწორი დაიწერა, ვიწროა, მაგრამ არა ყველგან. იქაც შემხვედრია უფრო ფართე გზები.

პოლონეთს აქვს სერიოზულად აკრეფილი გზების მშენებლობაში. ძალიან მომწონს მაგათი ავტობანი. ძაან ხარისხიანია.

რაც შეეხება ესპანეთს, აქ ისეთი კლიმატი და ჰავაა არც მიკვირს მამემტ მსგავსი გზები.

საბოლოოდ გერმანიის გზები პირველია რა თქმა უნდა. ამ ტემპით თუ პოლონეთმა გააგრძელა, სერიოზულ სისტემას შექმნიან ესენიც. დანარჩენი ევროპაში გზის პრობლემა იყოს მე არ მინახავს ზოგან ვიწროა ზოგამ უფრო ფართე, მაგრამ საკმარისი.

საქართველოსაც საკმაოდ კარგი გზები გვექნება რო მორჩება ეს ყველაფერი და შეიკვრება ერთ წრედ.

Posted by: ქაფქიანა 7 Jun 2021, 17:02
Guro_

რა შუაშია გერმანიის ავტობანები? იმ იუზერმა სრულიად სხვა რამეზე დამიწერა გერმანია. აბა კარგად ნახე.

Posted by: Guro_ 8 Jun 2021, 03:51
ქაფქიანა
აა ახლა ვნახე biggrin.gif მაშინ
QUOTE
გერმანელები არა ბულგარელები კიდევ

Posted by: Dato-Tolordava 9 Jun 2021, 02:30
ბრავო მონტენეგრო. საქართველოზე 50ჯერ უფრო პატარა ქვეყანა, მაგრამ შეხედეთ რა ხოშიანი ავტობანი გაუკეთებიათ მთებში:

https://www.youtube.com/watch?v=Z3EnTKSl6i0

ჰგავს ხო რაღაცით ჩვენს რიკოთის ავტობანს. smile.gif

Posted by: ქაფქიანა 9 Jun 2021, 08:32
Dato-Tolordava

ჯერ ეს ერთი, მონტენეგრო საქართველოზე 50-ჯერ პატარა ნამდვილად არ არის. მეორეც, მონტენეგროს მაგალითი ძალიან ცუდად მოგყავს და არ გინდა.

Posted by: vaxushtiii 9 Jun 2021, 08:33
Dato-Tolordava
QUOTE
ბრავო მონტენეგრო. საქართველოზე 50ჯერ უფრო პატარა ქვეყანა, მაგრამ შეხედეთ რა ხოშიანი ავტობანი გაუკეთებიათ მთებში:

biggrin.gif facepalm.gif
იცი რამე საერთოდ მაგ ავტობანის ისტორიის? (რომელიც ჯერ კიდევ დაუსრულებელია)
იცი მონტენეგრომ რა შარში გაიხვია თავი?

Posted by: zazamos 9 Jun 2021, 08:50
Dato-Tolordava
QUOTE
ბრავო მონტენეგრო

lol.gif lol.gif
ვიდეორეპორტაჟსაც უყურე აუცილებლად.
ინგლისურად:
https://www.euronews.com/2021/05/07/the-billion-dollar-motorway-leading-montenegro-to-nowhere
რუსულად:
https://ru.euronews.com/2021/05/07/montenegro-in-chinese-trap
ისიამოვნე.

vaxushtiii

Posted by: Dato-Tolordava 9 Jun 2021, 11:19
QUOTE
ქაფქიანა
ჯერ ეს ერთი, მონტენეგრო საქართველოზე 50-ჯერ

ნულის ნაცვლად ტირე უნდა იყოს, შეცდომაა იქ, 5-ჯერ პატარაა. smile.gif

QUOTE
მონტენეგროს მაგალითი ძალიან ცუდად მოგყავს და არ გინდა.

vaxushtiii
zazamos

ხო ვიცი ეგ თემა, მაგის გამო კი არ დამიდია ის ვიდეო.

და მონტენეგროზე რო ამბობთ ვალები აქვთო, გგონიათ საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა ამ მხვრივ?? biggrin.gif

Posted by: kataxxl 9 Jun 2021, 11:19
zazamos

ჩვენ კიდე ჩვენი მთავრობა გვეგონა კორუმპირებული smile.gif

ეგენი კიდე უარეს დღეში ყოფილან smile.gif

Posted by: Beka_g 9 Jun 2021, 11:38
Dato-Tolordava

საერთო მოცულობითი რომ აიღო მონტენეგროს უფრო პატარა ვალი აქვს. მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე ჩვენზე ბერვრად დიდი ვალი აქვთ.

Posted by: ქაფქიანა 9 Jun 2021, 12:40
Dato-Tolordava

QUOTE
და მონტენეგროზე რო ამბობთ ვალები აქვთო, გგონიათ საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა ამ მხვრივ??

კი, უკეთესია.

იცი რისი უფლება აქვს ჩინეთს, თუ მონტენეგრომ ვალი არ დაუბრუნა?

მთლიანად იკავებს ქვეყნის უმსხვილეს ნავსადგურს. პლუს ამას, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, უფლება ენიჭება რაც უნდა, სადაც უნდა და როგორც უნდა, ისე ააშენოს თავის საკუთრებაში ისე რომ ამისთვის მონტენეგროს მთავრობის ფორმალური ნებართვაც კი არ სჭირდება.

არ არის ეს ოკუპაცია? აბა სხვა რა ჯანდაბაა?

პლუს ამას, ამ ყველაფრის გამო, ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შესახებ გაიყინა.

kataxxl

QUOTE
ჩვენ კიდე ჩვენი მთავრობა გვეგონა კორუმპირებული

არ გვეგონა. და არც გვგონია.

ზუსტად ვიცით, რომ კორუმპირებულია.

Posted by: ნიკა 9 Jun 2021, 12:43
არიქა მეოთხე ლოტზე ასფალტო ბეტონის დაგება მიმდინარეობსო.

https://www.facebook.com/georoad.ge/posts/5529718283768894

Posted by: ქაფქიანა 9 Jun 2021, 12:44
ნიკა

ალილუია, ალილუია, ალილუია.

იხარეთ ყოველთაააააა!!!

pop.gif pop.gif pop.gif

თუ როგორცაა.

bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: ნიკა 9 Jun 2021, 12:52
******************************************************

Posted by: ქაფქიანა 9 Jun 2021, 12:53
ნიკა

კი ბატონო.

მაგრამ ასე საჯაროდ აფიშირება მაინც არ მსურს. წაშალე, თუ შეიძლება.

Posted by: irakli_f1 9 Jun 2021, 13:11
QUOTE (ნიკა @ 9 Jun 2021, 12:43 )
არიქა მეოთხე ლოტზე ასფალტო ბეტონის დაგება მიმდინარეობსო.

https://www.facebook.com/georoad.ge/posts/5529718283768894

უკვე გზის საფარის დაგება თუ დაიწყო ესე იგი მალე გაიხსნება? ძაან მაგარი ამბავია თუ ასეა. პირველი ლოტიც მიაგდონ მალე და ზესტაფონი-გრიგოლეთი ფაქტობრივად ავტობანით ჩავალთ eek.gif

Posted by: ZEUS 9 Jun 2021, 13:15
QUOTE (irakli_f1 @ 9 Jun 2021, 13:11 )
QUOTE (ნიკა @ 9 Jun 2021, 12:43 )
არიქა მეოთხე ლოტზე ასფალტო ბეტონის დაგება მიმდინარეობსო.

https://www.facebook.com/georoad.ge/posts/5529718283768894

უკვე გზის საფარის დაგება თუ დაიწყო ესე იგი მალე გაიხსნება? ძაან მაგარი ამბავია თუ ასეა. პირველი ლოტიც მიაგდონ მალე და ზესტაფონი-გრიგოლეთი ფაქტობრივად ავტობანით ჩავალთ eek.gif

დაიწყო არ ნიშნავს რომ მზადაა სამწუხაროდ. შეიძლე ა 2 კილომეტრზე აგებენ, პირობითად. და მესამე ლოტის გარეშე სად უნდა დაერთდეს ნეტა...

Posted by: ქაფქიანა 9 Jun 2021, 13:17
ZEUS

QUOTE
მესამე ლოტის გარეშე სად უნდა დაერთდეს ნეტა...

დასავლეთი დაერთება ადვილია. პირდაპირ არსებულ გზას დააერთებენ. ცოტა აღმოსავლეთითაა რთული. ორი ვიწრო გზა ჩამოდის ნაფოშტუში. ერთს ერთ მიმართულებად გამოიყენებენ, მეორეს მეორედ და ეგ იქნება.

Posted by: irakli_f1 9 Jun 2021, 13:18
QUOTE (ZEUS @ 9 Jun 2021, 13:15 )
QUOTE (irakli_f1 @ 9 Jun 2021, 13:11 )
QUOTE (ნიკა @ 9 Jun 2021, 12:43 )
არიქა მეოთხე ლოტზე ასფალტო ბეტონის დაგება მიმდინარეობსო.

https://www.facebook.com/georoad.ge/posts/5529718283768894

უკვე გზის საფარის დაგება თუ დაიწყო ესე იგი მალე გაიხსნება? ძაან მაგარი ამბავია თუ ასეა. პირველი ლოტიც მიაგდონ მალე და ზესტაფონი-გრიგოლეთი ფაქტობრივად ავტობანით ჩავალთ eek.gif

დაიწყო არ ნიშნავს რომ მზადაა სამწუხაროდ. შეიძლე ა 2 კილომეტრზე აგებენ, პირობითად. და მესამე ლოტის გარეშე სად უნდა დაერთდეს ნეტა...

აი დაერთებაზე საერთოდ არ მიფიქრია gigi.gif gigi.gif დააერთებენ ნეტა საერთოდ თუ დაელოდებიან მესამეს?

Posted by: ქაფქიანა 9 Jun 2021, 13:31
irakli_f1

რას დაელოდებიან. გაქანებული საარჩევნო წელია. დასავლეთით არსებულ გზასთან პროექტში ისედაც იქნება გათვალისწინებული კვანძის მოწყობა. შეუძლებელია, რომ არ იყოს. აღმოსავლეთით კი ნაფოშტუში დააერთებენ. ეგ არ იქნებოდა პროექტში, მაგრამ მერე რა. არც სურამის დაერთება იყო პროექტში. chups.gif chups.gif chups.gif

Posted by: ZEUS 9 Jun 2021, 13:33
QUOTE (ქაფქიანა @ 9 Jun 2021, 13:17 )
ZEUS

QUOTE
მესამე ლოტის გარეშე სად უნდა დაერთდეს ნეტა...

დასავლეთი დაერთება ადვილია. პირდაპირ არსებულ გზას დააერთებენ. ცოტა აღმოსავლეთითაა რთული. ორი ვიწრო გზა ჩამოდის ნაფოშტუში. ერთს ერთ მიმართულებად გამოიყენებენ, მეორეს მეორედ და ეგ იქნება.

ოოენმეპსის მიხედვით ხაჯალიასთან იწყება მეოთხე ლოტი და ნაფოშტუ მესამე ლოტში გადის.
არც დაერთებაა გათვალისწინებული, თუმცა ამამთსას რას გაიგებ. არც სურამში იყო ახლა არსებული დაერთება გათვალისწინებული smile.gif

Posted by: Giorgi Gabrichidze 9 Jun 2021, 13:34
რიონის ხიდზე კიდევ გამოწვევებია? წელს ამთავრებენ? vis.gif

Posted by: ქაფქიანა 9 Jun 2021, 13:35
ZEUS

ნუ, იყოს ხაჯალია, რა პრობლემა.

QUOTE
არც დაერთებაა გათვალისწინებული, თუმცა ამამთსას რას გაიგებ. არც სურამში იყო ახლა არსებული დაერთება გათვალისწინებული

აბა რა მიწერია მაღლა:

QUOTE
აღმოსავლეთით კი ნაფოშტუში დააერთებენ. ეგ არ იქნებოდა პროექტში, მაგრამ მერე რა. არც სურამის დაერთება იყო პროექტში.

chups.gif chups.gif chups.gif

-------------------------------------

მოკლედ, მეოთხეს წლის ბოლომდე მოვრჩებითო (არჩევნებო, ძალსა შენსა bis.gif) , ხოლო მესამეს ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე გავწელავთო.

როცა ხელისუფლება შეიცვლება, გურიის მესამე ლოტი ბევრს შეიწირავს და გადაიყოლებს. ბევრის თავი დაგორდება, მითქვამს მე.

მოგესლამებით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეოთხე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლოს, ხოლო მესამე მონაკვეთზე წინასაკვალიფიკაციო შერჩევა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს.

Posted by: irakli_f1 9 Jun 2021, 14:00
QUOTE (ქაფქიანა @ 9 Jun 2021, 13:31 )
irakli_f1

რას დაელოდებიან. გაქანებული საარჩევნო წელია. დასავლეთით არსებულ გზასთან პროექტში ისედაც იქნება გათვალისწინებული კვანძის მოწყობა. შეუძლებელია, რომ არ იყოს. აღმოსავლეთით კი ნაფოშტუში დააერთებენ. ეგ არ იქნებოდა პროექტში, მაგრამ მერე რა. არც სურამის დაერთება იყო პროექტში. chups.gif chups.gif chups.gif

ნეტა ყოველწელს არჩევნები იყოს ხო დასრულდებოდა ავტობანი 3 წელში gigi.gif

Posted by: ZEUS 9 Jun 2021, 14:35
ქაფქიანა
QUOTE
აბა რა მიწერია მაღლა

შენ კიდევ რაღა მოგივიდა, სანამ ჩემ მობზე ავკრიფე, შენც დაგიწერია და ერთდროულად გამოვიდა დაპოსტვა, ფაქტიურად biggrin.gif
* * *
ქაფქიანა
QUOTE

ნუ, იყოს ხაჯალია, რა პრობლემა.

რავიცი. 3-4 კმ თუ იქნება ხაჯალიადან დაერთებამდე. ეგ რაღა გამოვა, ახვევა და გზის გამრუდებაც არ ღირს დაჟე smile.gif

Posted by: ქაფქიანა 9 Jun 2021, 14:41
ZEUS

არაფერი.

მოკლედ, ახლა ნახეთ რა მოხდება.

გურიის მესამე ლოტი არის ჩამკვდარი. მაგაზე უფრო დაჭაობებული (ამჯერად, გადატანითი მნიშვნელობით) მშენებარე ლოტი მთელ ავტობანზე არ არის.

გახსოვთ, რას ვწერდი ერთი-ორი თვის წინ, მესამე ლოტის სამ-სამ კილომეტრიან მონაკვეთებად დაყოფას აპირებენ-მეთქი?

მიზეზი მარტივია, მისცემენ ყველა მონაკვეთს ბლექსის და სამ-სამ კილომეტრებზე უკვე ქართული ბანკებიც გასცემენ საგარანტიოს.

იმიტომ, რომ აი ეს:

QUOTE
ხოლო მესამე მონაკვეთზე წინასაკვალიფიკაციო შერჩევა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს.

QUOTE
წინასაკვალიფიკაციო შერჩევა-შეფასების პროცედურები

სხვა არაფერია, თუ არა ჩემი ამ ვარაუდის დადასტურება.

ZEUS

QUOTE
რავიცი. 3-4 კმ თუ იქნება ხაჯალიადან დაერთებამდე. ეგ რაღა გამოვა, ახვევა და გზის გამრუდებაც არ ღირს დაჟე

სხვათაშორის, მეც ეგრე ვფიქრობ.

განსხვავებით ჯაპანა-ლანჩხუთისგან, ამ მეოთხე ლოტით სარგებლობა დროის კარგვა უფრო გამოვა, ვიდრე რაიმეს მოგება.

სასწრაფოდ უნდა დააჩქარონ მესამეს ამბავი. მესამეს გარეშე მეოთხე მკვდრადშობილია.

* * *
ახლა დაპოსტა ვიღაც ტიპმა დეპარტამენტის გვერდზე:

Zaza Edili
Erekle Kenkadze მესამე არც დაუწყიათ. გდია ასე წლებია... ვიღაც კეთილმა ადამიანებმა დიდი ფული მოიპარეს მანდ.. აი იმდენი რომ პროკურატურასაც და მთავროასაც რომ ეყო
მომწონს · პასუხი · 1 წთ.

ვნახოთ, რამდენ ხანში წაშლიან. biggrin.gif

Posted by: Delvaux 9 Jun 2021, 16:42
გურიის მეოთხე ლოტი სოფელ ნიგვზიანთან მთავრდება აღმოსავლეთით.
ნიგვზიანთან დაერთების მოწყობა გათვალისწინებულია, მაგრამ უშუალოდ დაერთება მესამე ლოტის ნაწილია სამწუხაროდ...

Posted by: ქაფქიანა 9 Jun 2021, 16:48
Delvaux

დაერთება ყველაზე ნაკლები პრობლემაა. მთავარი ისაა, რომ მესამე ლოტის მაყუთი შეჭმულია და ამოუქექავენ ბევრს ამ ამბავს თავის დროზე.

Posted by: winrar 9 Jun 2021, 16:55
სუფსიდან აღმოსავლეთით ლანჩხუთამდე ორი კვანძი მოეწყობა დიდი ალბათობით _ ერთი ნიგვზიანში, რომელსაც რატომღაც ნაფოშტუ აწერია გუგლზე და მეორე ლესაში, რომელიც მნიშვნელოვანი სოფელია რადგან ოზურგეთში ადის მაქედან გზა და აუცილებლად უნდა ქონდეს დაერთება ავტობანზე.
ორივე კვანძი უწევს მესამე ლოტზე.

Posted by: toyota12345 9 Jun 2021, 20:39
ბიჭებო ამ თემაში დიდათ არ ვარ გათვითცნობიერებული რასაც განვიხილავთ მაგრამ ერთი მაინტერესებს ზესტაფონში რომ არ შევიდე თბილისიდან როცა მივდივარ ბათუმისკენ ეგ ოდესღაც იგეგმება? მაგ ქალაქში მაგრად ვიჭედები ხოლმე საცობში და ვნერვოზდები.

Posted by: ქაფქიანა 9 Jun 2021, 20:50
toyota12345

QUOTE
ეგ ოდესღაც იგეგმება?

უკვე მუშაობენ. ერთი ხუთი წელიც მოითმინე და იქნება.

Posted by: donrobita 9 Jun 2021, 22:53
ისე შეიძლება დროის კარგვა იყოს მეოთხე ლოტის გამოყენება სანამ მესამე არ იქნება მაგრამ მე პირადად მაინც გამოვიყენებდი. გინდ 5 კმ მეტი მომიწიოს გავლა მაინც გამისწორდებოდა

Posted by: winrar 9 Jun 2021, 23:03
არ იქნება დროის კარგვა, როგორც თვითონ აცხადებენ წლის ბოლომდე მოუნდებიან დაგებას. მომავალი წლის ბოლოს გრიგოლეთი-ქობულეთიც იქნება _ ჩაუხვევ სუფსაში და ივლი მახინჯაურამდე.
მესამე ლოტი იქნება როცა იქნება.

Posted by: ilo44 10 Jun 2021, 00:08
მესამე ლოტი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მაყუთი მოტეხილია, კრედიტი აღებული და და შესრულება არ არის. შესაბამისად ვერ აშენებენ ვერც იძიებენ რადგან ელიტარული კორუფციის ნიშნებია.

Posted by: ქაფქიანა 10 Jun 2021, 06:39
winrar

QUOTE
მესამე ლოტი იქნება როცა იქნება.

ისეთი განაცხადია, ლამის ვიფიქრო, რომ მათ შორის, ვინც მესამე ლოტის მაყუთი ძოვა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ციხე ეჭყანება, ერთ-ერთი შენ ხარ. biggrin.gif

Posted by: winrar 10 Jun 2021, 11:24
QUOTE (ქაფქიანა @ 10 Jun 2021, 06:39 )
winrar

QUOTE
მესამე ლოტი იქნება როცა იქნება.

ისეთი განაცხადია, ლამის ვიფიქრო, რომ მათ შორის, ვინც მესამე ლოტის მაყუთი ძოვა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ციხე ეჭყანება, ერთ-ერთი შენ ხარ. biggrin.gif

gigi.gif ჰეჰ

არადა მაგ ლოტს ყველაზე მეტად ვგულშემატკივრობ, ჩემი დედულეთია და ბავშვები ღობეზე აკრული დადიან სკოლაში ისეთი მოძრაობაა.

Posted by: donmixo777 10 Jun 2021, 18:29
QUOTE
არადა მაგ ლოტს ყველაზე მეტად ვგულშემატკივრობ, ჩემი დედულეთია და ბავშვები ღობეზე აკრული დადიან სკოლაში ისეთი მოძრაობაა.

კი
ეგრეა

ძალიან ბევრჯერ მოხდა მანდ უბედური შემთხვევა, რამდენიმე სკოლის მოსწავლე ბავშვია გარდაცვლილი

არადა დაიწყეს ეს მესამე ლოტი 2-3 წლის წინ, თითქოს მოიქოქა, ლესის სარკინიგზო გადასასვლელიდან მოჩანდა როგორ დადგეს რამდენიმე საცხოვრებელი ვაგონი
მერე სულ ცოტა ხნით ოღონდ სატვირთოებმაც დაიწყეს სიარული

მაგრამ სამწუხაროდ ,,ცოტა ხნით" ......

Posted by: ქაფქიანა 11 Jun 2021, 08:25
ნეტა რა იყო მიზეზი, მესამე ლოტის ასეთი უბედურების?

კაი, ძოვეს, ძოვეს. ასე სხვაგან არ უძოვიათ. მეტ-ნაკლებად ყველგან რაღაც ხდება. გურიის მესამე ლოტი ასე რატომ ჩაიძირა, ნეტავ? კიდევ სხვა რაღაც მიზეზი უნდა იყოს.

Posted by: kataxxl 11 Jun 2021, 14:02
ქაფქიანა

ეგ ის ლოტი არაა უკრებს მთელი ფული წინასწარ რომ მისცეს და ისინი რომ აითესნენ ??????

Posted by: ნიკა 11 Jun 2021, 14:15
kataxxl
QUOTE
ეგ ის ლოტი არაა უკრებს მთელი ფული წინასწარ რომ მისცეს და ისინი რომ აითესნენ ??????

არა ეგ პირველია.

Posted by: kataxxl 11 Jun 2021, 19:19
ნიკა

აბა მაგ ლოტს რაღა დაემართა

მანდ ჩინელები დაითესნენ????????????

Posted by: fexburti2018 11 Jun 2021, 22:29
QUOTE
ეგ ის ლოტი არაა უკრებს მთელი ფული წინასწარ რომ მისცეს და ისინი რომ აითესნენ ??????

და ამის გჯერავთ ხომ ?

თუ თვითონ ჭამეს 98 % და იმათ გადაუგდეს ორი კაპიკი ?

პროპაგანდა !!!!!

პ.ს.
სტალინი იყო ას პროცენტიანი ამ ამბავში

Posted by: ZEUS 12 Jun 2021, 10:49
QUOTE (ქაფქიანა @ 11 Jun 2021, 08:25 )
ნეტა რა იყო მიზეზი, მესამე ლოტის ასეთი უბედურების?

კაი, ძოვეს, ძოვეს. ასე სხვაგან არ უძოვიათ. მეტ-ნაკლებად ყველგან რაღაც ხდება. გურიის მესამე ლოტი ასე რატომ ჩაიძირა, ნეტავ? კიდევ სხვა რაღაც მიზეზი უნდა იყოს.

მე რამდენადაც მახსოვს იტალიელებმა, მოგვატყუეთო რაღაცაშიო, ეგრე უთხრეს და გავიდნენ. აქაც და ხაშურის შემოვლითზეც.

Posted by: ქაფქიანა 12 Jun 2021, 11:01
ZEUS

ანუ, ასტალდი იყო გურიის მესამეზეც? ეგ არ ვიცოდი. ფ0-ის დასავლეთზე, ჩვენს მოსაზღვრემდე იყო ასტალდი, ახლა სინოჰიდროს რომ მისცეს.

Posted by: rommel 12 Jun 2021, 11:27
ქაფქიანა
ტოდინი იყო გურიის მესამეზე და მას შემდეგ მოაგებინეს, რაც ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი მიაგდო.

იგებ ლოტს, გირიცხავენ ავანსს,ბუღალტერიაში რაღცებს ჩამოჩოტკავ, არ ასრულებ სამუშაოებს. საბოლოოდ გიწყვეტენ კონტრაქტს.

მშვენიერი კორუფციული სქემაა, მუშაობს საათივით

დამკვეთიც და შემსრულებელიც ბედნიერია

Posted by: ქაფქიანა 12 Jun 2021, 11:29
rommel

ვახ, მართლა უნდა წამოაყენო რა სტალინი.

Posted by: the undertaker 12 Jun 2021, 12:45
სექტემბერში ხსნიან 2.5 კილომეტრიან მონაკვეთს.რა ადგილია ზუსტად იცის ვინმემ?

Posted by: ქაფქიანა 12 Jun 2021, 13:04
the undertaker

ხევის გვირაბებთან.

და მონაკვეთს არა, მხოლოდ ერთ მიმართულებას ხსნიან. მონაკვეთია, როდესაც ორივე მიმართულება შედის.

Posted by: ZEUS 12 Jun 2021, 18:21
QUOTE (ქაფქიანა @ 12 Jun 2021, 13:04 )
the undertaker

ხევის გვირაბებთან.

და მონაკვეთს არა, მხოლოდ ერთ მიმართულებას ხსნიან. მონაკვეთია, როდესაც ორივე მიმართულება შედის.

ააა. დაჟე ერთ მიმართულებას ხსნიან? biggrin.gif ნეტა არ ფართხალებდნენ რა წინასაარჩევნოდ.

Posted by: DRAKONI 12 Jun 2021, 18:35
rommel
QUOTE
იგებ ლოტს, გირიცხავენ ავანსს,ბუღალტერიაში რაღცებს ჩამოჩოტკავ, არ ასრულებ სამუშაოებს. საბოლოოდ გიწყვეტენ კონტრაქტს.

ეგრე მარტივად არ არის, კონტრაქტიც და ავანსიც დაზღვეულია საბანკო გარანტიით.

უბრალოდ ამ ბრიყვებმა არასანდო უკრაინული ბანკის გარანტია მიიღეს, რომელიც მერე გაკოტრდა.

აქაც ჯადოსავით მოქმედებს ქართველზე "უცხოური ინვესტიცია" და "უცხოელი" ზოგადად.

ვიდრე ეს სიტყვები არ აიკრძალება არ ეშველება ამ ქვეყანას.

Posted by: ქაფქიანა 12 Jun 2021, 18:56
ZEUS

QUOTE
ააა. დაჟე ერთ მიმართულებას ხსნიან?  ნეტა არ ფართხალებდნენ რა წინასაარჩევნოდ.

ცხადია, არჩევნების მაგიაც მოქმედებს, მაგრამ რაციონალური მიზეზებიც აქვს მაგას, რომლებიც მეც არ ვიცოდი, სანამ ამ სფეროში არ მოვხვდებოდი.

ეს 2.5 კმ. არის ოპტიმალური სიგრძის. რისთვის? რისთვის და დასატესტად. იტესტება სატრანსპორტო ნაკადის გადინება და მისი პარამეტრები. ზუსტდება, კორექტირდება და აღმოიფხვრება ხარვეზები. უფრო მეტი სიგრძის მართვა რთულდება ძალიან, უფრო ნაკლების კი სურათს არ იძლევა.

სხვა საქმეა, რომ ეს დატესტვა არჩევნებს დაამთხვიეს. biggrin.gif

Posted by: kataxxl 12 Jun 2021, 19:19
ქაფქიანა

კაი რა უნდა დატესტონ ღადაობაა რაა

მაგაშიც რაღაც ფულს რუნავენ სულ არ კიდიათ ყველაფერი ამ ქვეყანაში

Posted by: ZEUS 12 Jun 2021, 19:36
ქაფქიანა
QUOTE

ეს 2.5 კმ. არის ოპტიმალური სიგრძის. რისთვის? რისთვის და დასატესტად. იტესტება სატრანსპორტო ნაკადის გადინება და მისი პარამეტრები. ზუსტდება, კორექტირდება და აღმოიფხვრება ხარვეზები. უფრო მეტი სიგრძის მართვა რთულდება ძალიან, უფრო ნაკლების კი სურათს არ იძლევა.

ხარვეზები კი, მაგრამ პარამეტრები და ნაკადის გატარება ვერ მივხვდი. გზის პარამეტრები ხომ წიმასწარაა დადგენილი და არ შეიცვლება? ანუ სიგანე და რამე.

პ.ს. განათების გაკეთებაზე ადრე გკითხე და არ მახასოვს, არაგვირაბებში განათება თავიდანვე დევს პროექტებში თუ იცი, თუ დანარჩენი მონაკვეთებივით ცალკე ტენდერები უნდა აცხადონ?

Posted by: rommel 12 Jun 2021, 19:41
DRAKONI
QUOTE
rommel
QUOTE
იგებ ლოტს, გირიცხავენ ავანსს,ბუღალტერიაში რაღცებს ჩამოჩოტკავ, არ ასრულებ სამუშაოებს. საბოლოოდ გიწყვეტენ კონტრაქტს.

ეგრე მარტივად არ არის, კონტრაქტიც და ავანსიც დაზღვეულია საბანკო გარანტიით.

უბრალოდ ამ ბრიყვებმა არასანდო უკრაინული ბანკის გარანტია მიიღეს, რომელიც მერე გაკოტრდა.

აქაც ჯადოსავით მოქმედებს ქართველზე "უცხოური ინვესტიცია" და "უცხოელი" ზოგადად.

ვიდრე ეს სიტყვები არ აიკრძალება არ ეშველება ამ ქვეყანას.

გურიის პირველ ლოტზე საუბრობ და ზუსტად ის მოხდა რასაც ვამბობ. სამუშაოებს არ ასრულებდა ჯეროვნად კომპანია და ავანსს ავანსზე ურიცხავდნენ, კი მოაგროვა 47 ლიმონი და დაგვიქნია ხელი, რა თქმა უნდა ''ჩვენებსაც'' გაუყო.

ახლა იგივე ლოტზე მუშაობს აზერბაიჯანული აკორდი (მუშაობს რა რიონზე ხიდს აშენებენ წლებია, ვეღარც წინ მიდიან ვეღარც უკან), უკვე ჩამორჩენა ექნება ვადებში, პირგასამტეხლოს გადახდაც მოუწევს ალბათ. ეჭვი მაქვს (ნეტა ვცდებოდე) ვერ დაასრულებს მაგ ლოტს. სხვათაშორის ამ კომპანიამ ჩუმათელეთი-მოლითის გზის ტენდერიც მოიგო 2 წლის წინ. თავიდანვე ემჩნეოდა რომ არ აპირებდა აშენებას, ახლა საერთოდ გაქრა. ახალი ტენდერია გამოსაცხადებელი. ჰოდა შეკითხვა დაისმის აკორდის ჰობია ბიუჯეტში საქ-ს სასარგებლოდ თანხის შეტანა?

იტალიური ტოდინის (სახელი აქვს მარტო იტალიური, ყაზახებისაა) მაგალითი ავიღოთ. მიაგდო ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითის ლოტი, რომელიღაც უსახელო კომპანიამ დაასრულა, შესაბამისად ჯარიმა დაეკისრებოდა. ამის შემდეგ მოიგო გურიის მესამე ლოტი და არაფერს აკეთებს. აქაც ანალოგიური შეკითხვა ჩნდება, მოსწონს ჯარიმების გადახდა?

ამ ყველაფერს ერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება ქონდეს. იმაზე მეტს ურიცხავენ ვიდრე სამუშაოებს ასრულებენ, იმდენად მეტს, რომ ჯარიმების და პირგასამტეხლოს გადახდაც უღირთ. როგორც სჩანს, საბანკო გარანტია ვერ შველის ამ საქმეს.

შეუწყვეტენ კონტრაქტს, გამოაცხადებენ ახალ ტენდერს და წავა თავიდან მაყუთის ჭრა, თან აქეთ დაგვაყვედრიან როგორ მოიშორეს უპასუხისმგებლო კომპანია.

ერთი სიტყვით ყველაფერი ისეა როგორც ქართულ-ჯიგრულ პონტში უნდა იყოს.

Posted by: ქაფქიანა 12 Jun 2021, 19:51
ZEUS

მარტო გვირაბებშია განათება პროექტში.

........................................................

Posted by: ZEUS 12 Jun 2021, 20:02
QUOTE (ქაფქიანა @ 12 Jun 2021, 19:51 )
ZEUS

მარტო გვირაბებშია განათება პროექტში.

........................................................

მდაა. ექნათ რა ბარემ ხიდებზეც. მერე უნდა ჩიჩქნონ და ამაგრონ. რა უცნაურობაა. არადა განათებაზეც დონორები გვეხმარებიან ხოლმე.

Posted by: kataxxl 13 Jun 2021, 11:41
ZEUS

ზედმეტია ეგ განათება იმჰო

რაც დააყენეს ისიც ზედმეტია

არაა საჭირო საერტოდ..

კაი ამრეკლებიც სრულიად ეყოფა საქმეს

Posted by: rommel 13 Jun 2021, 12:45
დაიწყეს ისევ mad.gif mad.gif
.........................

Posted by: kataxxl 13 Jun 2021, 12:55
rommel

საქართველოს საგარეო ვალი არის შიდა პროდუქტის 63%... როცა კანონით 60% -ზე ზევით არ უნდა იყოს... მალე 67% გახდება...

მომინდომეს ლამპოჩკები

Posted by: Mr Angry 13 Jun 2021, 14:20
kataxxl
QUOTE
მომინდომეს ლამპოჩკები

მოგწონს შემხვედრის შემაწუხებელი შუქი ავტობანზე? თან ზოგიერთი დალნებით რომ მოდის... ოდნავ საპირისპირო ზოლი თუ აწეულია ან დაღმართი იქედან მომავალი უსიამოვნოდ განათებს...

განათება თუ არ იქნება გზის ზოგიერთი წამოვა დალნებით და დააბრმავებს ადამიანს

მაშინ თუ განათება არ კეთდება გამყოფი შუა ჯებირი რაცაა უნდა იყოს არსებულზე გაცილებით მაღალი, რომ შემხვედრის ფარებმა არ შეგაწუხოს, ეს არ გაკეთებულა, ასე რომ განათება უნდა დაყენდეს
ჩქაროსნულ გზაზე რომ მიდიხარ 110 ით რამდენი ადგილი მთიანია, შეიძლება ქვები იყოს ჩამოცვენილი, არ ეყოს იმ ადგილზე ჯებირი ან ცხოველი იყოს გადმოსული, როცა ქალაქში 70-80 ით მიდიხარ მეტი შანსია ამ დროს რეაგირება მოასწრო და აი 110 ან 120 ით რომ მიდიხარ შენი ფარების იმედად ჩაბნელებულ ავტობანზე მოდი და მოასწარი რეაგირება რამე რომ დაგხვდეს smile.gif

განათება კი არა რაც არ მომწონს ესაა ორი ზოლი რიკოთზე ხიდები და გვირაბები რაცააა... სადმე მანქანა თუ გაუჩერდა ვინმეს გაჭედავს მოძრაობას, შეიძლება ავარიაც მოხდეს

Posted by: kataxxl 13 Jun 2021, 15:14
Mr Angry

ე.წ. დალნი ანათებს სხვა მხარეს... მისი სწორი ნათება იდეაში მოწმდება ტექ დათვᲚიერების დროს

ეგ ე.წ. ლამპოჩკები მანდ ფულია მოსაჭრელად არის გაკეთებული

ანთია მთელი ღამე და წვავს უაზროდ ფულს

მოკლედ ზედმეტია იმჰო

და ვინც ეგ გააკეთა ყველა ნახრენ დასაჭერია

არანაირი გამართლება არ აქვს საერტოდ არანაირი

Posted by: winrar 13 Jun 2021, 17:41
დაზღნარდით ფოტოელემენტზე იქნება და თუ არაფერი მოძრაობს ჩაქრება ხოლმე gigi.gif

Posted by: ZEUS 13 Jun 2021, 20:29
QUOTE (rommel @ 13 Jun 2021, 12:45 )
დაიწყეს ისევ mad.gif mad.gif
.........................

როგორ ამოხეთქავს ხოლმე დროდადრო lol.gif
მე დავიღალე მტკიცებით და არგუმენტებით gigi.gif
* * *
დღეს პირველად ვიყავი თბილისის შემოვლითზე, მცხეთიდან ჩავუხვიე და რუსთავში ეგრე ჩავედი და ვაფშე არ დავრჩი აღფრთოვანებული biggrin.gif
რომ მეგონა, თბილისის შუქნიშნებში სიარულს, ასე ჩავალ ღიღინითთქო, ნურა უკაცრავად - მოღოღიალე ტრაილერები, ბევრი მოსახვევი, სადაც ვერ გაუსწრებ, სიჩქარის შეზღუდვები და ა.შ. smile.gif
მოკლედ ისევ თბილისიდან სიარული სჯობს smile.gif

Posted by: kataxxl 14 Jun 2021, 09:42
ZEUS

ჩვეულებრივად დავდივარ შემოვლითით 30 წუთი უნდა ჯამში სწორედ თუ მახსოვს.

თბილისს მაგ დროში ვერ გაივლი. 14 კმ თი მოკლეა თბილისი მაგრამ 9 წუთით მეტი

ორონდ ეს მცხეთიდან რუსთავამდე

კახეთში თუ მიდიხარ 20 წუთს იგებ შემოვლითით

Posted by: ZEUS 14 Jun 2021, 10:01
QUOTE (kataxxl @ 14 Jun 2021, 09:42 )
ZEUS

ჩვეულებრივად დავდივარ შემოვლითით 30 წუთი უნდა ჯამში სწორედ თუ მახსოვს.

თბილისს მაგ დროში ვერ გაივლი. 14 კმ თი მოკლეა თბილისი მაგრამ 9 წუთით მეტი

ორონდ ეს მცხეთიდან რუსთავამდე

კახეთში თუ მიდიხარ 20 წუთს იგებ შემოვლითით

რა 30 წუთი. 53 წუთს მიწერდა გუგლი და 1 საათიც დამჭირდა მგონი.

Posted by: ქაფქიანა 14 Jun 2021, 10:07
ZEUS

QUOTE
როგორ ამოხეთქავს ხოლმე დროდადრო
მე დავიღალე მტკიცებით და არგუმენტებით

მე აღარც ვაქცევ ყურადღებას. ილაპარაკოს, რამდენიც უნდა. მთავარია, რომ განათება იქნება.

Posted by: winrar 14 Jun 2021, 10:27
QUOTE (ZEUS @ 14 Jun 2021, 10:01 )
QUOTE (kataxxl @ 14 Jun 2021, 09:42 )
ZEUS

ჩვეულებრივად დავდივარ შემოვლითით 30 წუთი უნდა ჯამში სწორედ თუ მახსოვს.

თბილისს მაგ დროში ვერ გაივლი. 14 კმ თი მოკლეა თბილისი მაგრამ 9 წუთით მეტი

ორონდ ეს მცხეთიდან რუსთავამდე

კახეთში თუ მიდიხარ 20 წუთს იგებ შემოვლითით

რა 30 წუთი. 53 წუთს მიწერდა გუგლი და 1 საათიც დამჭირდა მგონი.

25 წუთში ვარ გლდანიდან ლილოში. პიკის საათებში მაგ დროში შეიძლება ახმეტელის მეტროს ვერ გაცდე.

Posted by: rommel 14 Jun 2021, 10:47
ZEUS
QUOTE
დღეს პირველად ვიყავი თბილისის შემოვლითზე, მცხეთიდან ჩავუხვიე და რუსთავში ეგრე ჩავედი და ვაფშე არ დავრჩი აღფრთოვანებული
რომ მეგონა, თბილისის შუქნიშნებში სიარულს, ასე ჩავალ ღიღინითთქო, ნურა უკაცრავად - მოღოღიალე ტრაილერები, ბევრი მოსახვევი, სადაც ვერ გაუსწრებ, სიჩქარის შეზღუდვები და ა.შ.
მოკლედ ისევ თბილისიდან სიარული სჯობს

შემოვლითთან შედარებით თბილისის გავლა არის ტანჯვა.

გადატვირთულია მაგრამ მაინც იგებ დროშიც და საწვავშიც.

ისე ეს ავტობანი მარტო თბილისიდან ბათუმში ჩასასვლელად რომ არ უნდოდეს მთელ ქვეყანას, თბილისის შემოვლითი რიკოთის შემდეგ ყველაზე პრიორიტეტული იქნებოდა.

Posted by: toyota12345 14 Jun 2021, 11:16
შემოვლითზე სიარული არის იმენა ტანჯვა.. მანდ რაც ნებადართულია ეგ სიჩქარე ძალიან ცოტაა და თან იმდენი ტრაილერია კაროჩე მე პირადათ თუ ძაან დედის წიოკი საცობი არ არის ისევ ქალაქით მირჩევნია სიარული.

Posted by: ქაფქიანა 14 Jun 2021, 11:42
toyota12345

გლდანის ჩასახვევიდან ავჭალამდე საათზე მეტი მივდიოდი ერთხელ. სასწრაფოდ არის მისახედი თბილისის შემოვლითი.

Posted by: toyota12345 14 Jun 2021, 12:11
ქაფქიანა

სიჩქარე ძალიან ცოტაა მანდ დასაშვები, ვნერვოზდები მასე ნელა სიარულით. მანდ მაინც არის ტრასა და იყოს მინიმუმ 80 ან 90 /კმ სთ მაინც. ტრაილერები ცალკე თემაა კაროჩე გლდანში თუ ვარ და მინდა ლილოში გადასვლა ისევ მუხიანი ზღვა და ვარკეთილით მირჩევნია გადასვლა.

Posted by: kataxxl 14 Jun 2021, 17:22
toyota12345

ჩვეულწბრივად დავდივარ სადღაც 80 90 ით ხან ნელა ხან ჩქარა

მეტით ვერც ივლი ისეთი გზაა

ბევრჯერ გამივლია არაა ტანჯვა ჩვეულებრივად მიდიხარ

არც გადატვირთულია ხოლმე

30 წუთი ღიღინ ღიღინით ლილო ავტობანზე გასასვლელამდე რააა

რავი თბილისით რატო უნდა იარო ან მაგ გზაზე იჩქარო ეგეც გაუგებარია

120 ით მანდ ვერ ივლი სულ ხსნილი რომ იყოს

ისე აქამდე რატო არ გააკეთეს ეგ შემოვლითი 4 ზოლიანი გაუგებარია რააა

განათებას რაც შეეხება ნერვები რატო გეშლებათ???

ჩემი მოსაზრებაა და როგორიც არ უნდა იყოს მოსაზრება ალბათ გააკეთებენ მაინც

მაგრამ კიდე ვაფიქსირებ რომ უაზრობაა და ფულის ტყუილი ყრააა ავტობანების განათება

ეგ ფული ჯობია მოძრაობის უსაფთხოების გაზდას მოხმარდეს

Posted by: ქაფქიანა 14 Jun 2021, 17:28
kataxxl

გადატვირთულიც მინახავს და თავისუფალიც ეგ გზა. ასოცით არა და ასათით ცხადია ვერანაირად ვერ ივლი მანდ. მე სიჩქარეზე არ მაქვს პრობლემა, უბრალოდ, ერთხლ ისეთ საცობში მოვყევი, რომ იმის მერე მანდ მოძრაობის ყოველგვარი სურვილი დამეკარგა.

QUOTE
განათებას რაც შეეხება ნერვები რატო გეშლებათ???

ჩემი მოსაზრებაა და როგორიც არ უნდა იყოს მოსაზრება ალბათ გააკეთებენ მაინც

მე პირადად არ მეშლება. სიმართლე გითხრა, ვაიგნორებ შენს ამ ნაწერს. ცხადია, უფლება გაქვს რომ მოსაზრება გქონდეს, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ყოველ შემთხვევაში დეკლარირებულად დემოკრატიულში და დეკლარირებულად სახელმწიფოში. უბრალოდ, როგორც უკვე თავად აღნიშნე, მაინც გააკეთებენ, იმიტომ, რომ შენი მოსაზრება შეცდომაა.

Posted by: ronaldo99 14 Jun 2021, 17:58
QUOTE (kataxxl)
ეგ ფული ჯობია მოძრაობის უსაფთხოების გაზდას მოხმარდეს

biggrin.gif

და განათება არ არის ეგ?

Posted by: ნიკა 14 Jun 2021, 18:33
ZEUS
QUOTE
დღეს პირველად ვიყავი თბილისის შემოვლითზე, მცხეთიდან ჩავუხვიე და რუსთავში ეგრე ჩავედი და ვაფშე არ დავრჩი აღფრთოვანებული biggrin.gif
რომ მეგონა, თბილისის შუქნიშნებში სიარულს, ასე ჩავალ ღიღინითთქო, ნურა უკაცრავად - მოღოღიალე ტრაილერები, ბევრი მოსახვევი, სადაც ვერ გაუსწრებ, სიჩქარის შეზღუდვები და ა.შ. smile.gif
მოკლედ ისევ თბილისიდან სიარული სჯობს

გლდანი-კახეთი თუ მიწევს შემოვლითით დავდივარ მაინც biggrin.gif შაბათს გავიარე და ბევრი დრო არ დამიკარგავს "სამანთას" თუ დავუჯერებთ biggrin.gif
5 კილომეტრით მოკლე და 17 წუთითი ნაკლებში გაივლიო biggrin.gif

ხო სამანთა თუ არ იცით ესაა biggrin.gif
https://www8.garmin.com/support/download_details.jsp?id=6482

Posted by: Zuka911 14 Jun 2021, 21:43
QUOTE
რომ მეგონა, თბილისის შუქნიშნებში სიარულს, ასე ჩავალ ღიღინითთქო, ნურა უკაცრავად - მოღოღიალე ტრაილერები, ბევრი მოსახვევი, სადაც ვერ გაუსწრებ, სიჩქარის შეზღუდვები და ა.შ.

კი რაღაცნაირად დამღლელი გზაა

მაგრამ ჩემთვის პირადად თბილისი ბევრად დამღლელია და შემოვლითი მირჩევნია.

Posted by: kataxxl 14 Jun 2021, 22:25
ronaldo99

ავტობანზე არ მიგულისხმია

ძალიან ბევრი სხვა გზა არის სადაც მართლა სერიოზული პრობლემებია უსაფხოებასთან დაკავშირებით

მაგ ავტობანს კი ამრეკლებიც სრულად ეყოფა

რატო ვერ ხვდებით ან არ გინდათ მიხვდეთ რომ ეგ ვალებით კეთდება და გასკდა ნაკერზე სახელმწიფო იმდენი ვალი გასტენეს ამ პიდარასტებმა

vik.gif

Posted by: პაწა 15 Jun 2021, 02:03
ვალი უკვე იმ სტადიაშია, ჩვენ ვერანაირად ვერ გადავიხდით.

Posted by: ZEUS 15 Jun 2021, 08:56
QUOTE (kataxxl @ 14 Jun 2021, 22:25 )
ronaldo99

ავტობანზე არ მიგულისხმია

ძალიან ბევრი სხვა გზა არის სადაც მართლა სერიოზული პრობლემებია უსაფხოებასთან დაკავშირებით

მაგ ავტობანს კი ამრეკლებიც სრულად ეყოფა

რატო ვერ ხვდებით ან არ გინდათ მიხვდეთ რომ ეგ ვალებით კეთდება და გასკდა ნაკერზე სახელმწიფო იმდენი ვალი გასტენეს ამ პიდარასტებმა

vik.gif

ძაან კარგად ვხვდებით. უბრალოდ თანახმა ვართ ვალი ავიღოთ და მაგ საშვილიშვილო კარგ საქმეს მოხმარდეს.

Posted by: winrar 15 Jun 2021, 10:43
თბილისის შემოვლითი ძალიან მნიშვნელოვანია, რუსთავი-სადახლოს და წითელი ხიდის მიმართულებაზეც კი. ამდენი ხანი პროექტიც ვერ მოხაზეს.

Posted by: ZEUS 15 Jun 2021, 10:54
ხო. იმ ფონზე რომ კალაძემ დედა უტირა თბილისს, ძალიან მნიშვმელოვანია, შემოვლითი გვქონდეს ნორმალური.

Posted by: rommel 15 Jun 2021, 18:33
QUOTE
ამდენი ხანი პროექტიც ვერ მოხაზეს.

მესამე წელი დაიწყო რაც თბილისის შემოვლითს აპროექტებენ

რაღაც პიზდეცი უნდა დადონ ალბათ biggrin.gif

Posted by: winrar 15 Jun 2021, 21:52
რკინიგზის შემოვლითს უნდა გააყოლონ, მაგაზე უკეთესს მაინც ვერ მიფიქრებენ. ალბათ უფრო ნატახტარი-ზაჰესის მონაკვეთზე იმტვრევენ თავს.

Posted by: ZEUS 15 Jun 2021, 22:10
QUOTE (winrar @ 15 Jun 2021, 21:52 )
რკინიგზის შემოვლითს უნდა გააყოლონ, მაგაზე უკეთესს მაინც ვერ მიფიქრებენ. ალბათ უფრო ნატახტარი-ზაჰესის მონაკვეთზე იმტვრევენ თავს.

ეგ გზა ჩემი აზრით დაპროექტებულ უნდა იქნას ნატახტარი-ლარსის ასაშენებელი გზის და თბილისი ნატახტარის გასამზოლიანების პერსპექტივის გათვალისწინებით.

Posted by: kataxxl 16 Jun 2021, 00:10
rommel

რისი დამდებები არიან ეგ დებილები

ეხლა ახალი ქსივაა რკინიგზას ვითვისებთო მაგრამ მაგაზე 4 ზოლი არ ეტევა ხოდა უნდა მიამატონ კიდე ერთი იმდენი გვირაბები და ხიდები

ნუ რავიცი

ZEUS

გასცდა კონსტიტუციას ეგ ვალები ვსიო

ნარუშილოვკაში იღებენ

კონსტიტუციას არღვევენ

აღარ შაიძლება მეტი ფაფუ

Posted by: ქაფქიანა 16 Jun 2021, 08:06
kataxxl

QUOTE
გასცდა კონსტიტუციას ეგ ვალები ვსიო

ნარუშილოვკაში იღებენ

კონსტიტუციას არღვევენ

აღარ შაიძლება მეტი ფაფუ

რა პრობლემაა. ათას ###ობას მოაკლონ ეგ ფული, ხელფასები შეიმცირონ და ეგ გააკეთონ.

რას ამბობ, ავტობანის განათება იქცა საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევად, არა?

Posted by: kataxxl 16 Jun 2021, 09:33
ქაფქიანა

უფრო ფულის სახრამუნოთ არის ქცეული ეგ ავტობანი

Posted by: winrar 16 Jun 2021, 10:22
QUOTE (ZEUS @ 15 Jun 2021, 22:10 )
QUOTE (winrar @ 15 Jun 2021, 21:52 )
რკინიგზის შემოვლითს უნდა გააყოლონ, მაგაზე უკეთესს მაინც ვერ მიფიქრებენ. ალბათ უფრო ნატახტარი-ზაჰესის მონაკვეთზე იმტვრევენ თავს.

ეგ გზა ჩემი აზრით დაპროექტებულ უნდა იქნას ნატახტარი-ლარსის ასაშენებელი გზის და თბილისი ნატახტარის გასამზოლიანების პერსპექტივის გათვალისწინებით.

ნატახტარი-ჟინვალის გაოთხზოლიანება ავტომატურად მოითხოვს ნატახტარი-თბილისის მინიმუმ გაექვსზოლიანებას. დღეს უკვე ძაბრია გარკვეულ დღეებში ნატახტრის კვანძზე და მერე რა იქნება.
ყველაზე გონივრული იქნება თუ სატრანზიტო მოძრაობის გადართვა ნატახტრიდან მოხდება და ცალკე შემოვლითი გზით აუვლის გვერდს თბილისს.

Posted by: Fabian 16 Jun 2021, 10:35
ნატახტარი-ჟინვალის ავტობანის პროექტი
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/24494

Posted by: ქაფქიანა 16 Jun 2021, 11:31
kataxxl

QUOTE
უფრო ფულის სახრამუნოთ არის ქცეული ეგ ავტობანი

კაი, დავანგრიოთ, დედა მოვუხნათ და გაბრწყინდება იბერიაც.

Posted by: kataxxl 16 Jun 2021, 11:51
winrar

უფრო 4 ზოლიანი შემოვითი და თბილისთან უფრო ახლოს რომ იყოს და რამოდენიმე დაერთების ადგილი რომ ქონდეს

ქაფქიანა

ეგ რა შუაშია???

გასაგებია გზის თემაა მაგრამ ეს გზა ვალებით კეთდება

შესაბამისად ქვეყანამ ვალების ზღვარი გადალახა

რა ვქნა ეხლა??

დავიკიდოთ და გავაგძელოთ ვალების აღება??

გზები გავაჩეროთ???

რას გამოიწვევს ვალების ზრდა????

Posted by: winrar 16 Jun 2021, 12:13
QUOTE (kataxxl @ 16 Jun 2021, 11:51 )
winrar

უფრო 4 ზოლიანი შემოვითი და თბილისთან უფრო ახლოს რომ იყოს და რამოდენიმე დაერთების ადგილი რომ ქონდეს

დაერთებები გლდანთან, ვარკეთილთან. შუაში ზღვა არის თორემ ერთიც შეიძლებოდა სადმე.

Posted by: WillyWonka 16 Jun 2021, 12:26
kataxxl
QUOTE
ჩვეულწბრივად დავდივარ სადღაც 80 90 ით ხან ნელა ხან ჩქარა

მეტით ვერც ივლი ისეთი გზაა

ბევრჯერ გამივლია არაა ტანჯვა ჩვეულებრივად მიდიხარ

არც გადატვირთულია ხოლმე

30 წუთი ღიღინ ღიღინით ლილო ავტობანზე გასასვლელამდე რააა

რავი თბილისით რატო უნდა იარო ან მაგ გზაზე იჩქარო ეგეც გაუგებარია

100 %
70 კმ/სთ დაშვებულია მაგ გზაზე
თავისუფლად შეგიძლია 80-ით იარო
რიგ მონაკვეთებში ხანდახან 100-თაც დავდივარ

20-25 წუთი მინდა ციხეებიდან რუსთავის გეზ-ამდე.
smile.gif

Posted by: Beka_g 16 Jun 2021, 12:40
QUOTE (winrar @ 16 Jun 2021, 11:13 )
QUOTE (kataxxl @ 16 Jun 2021, 11:51 )
winrar

უფრო 4 ზოლიანი შემოვითი და თბილისთან უფრო ახლოს რომ იყოს და რამოდენიმე დაერთების ადგილი რომ ქონდეს

დაერთებები გლდანთან, ვარკეთილთან. შუაში ზღვა არის თორემ ერთიც შეიძლებოდა სადმე.

მუხიანთან შეიძლება კიდე ზემოთ დასახლებაში და თბილისი ზღვის გზაზე.

ჯამში სამი ან ოთხი დაერთება შეიძლება, რომ გაკეთდეს

Posted by: ქაფქიანა 16 Jun 2021, 13:01
kataxxl

შუაში კი არა თავშია. რა ვალების ზღვრი გადალახა. არიქა, განათებას ამოვიღებთ და მოგვარდება ხომ ყველაფერი? ვალების თემა რა შუაშია საერთოდ? შენ შემოიტანე თვითონ. ავტობანის განათების თემას აწვები და ვალების ზღვარის გადალახვა მოგყავს ,,არგუმენტად" და კიდევ აქეთ კითხულობ, რა შუაშიაო?

Posted by: kataxxl 16 Jun 2021, 14:45
ქაფქიანა

არაფერს არ ვაწვები

ჩემი აზრი გამოვთქვი

ისე ძაან ცუდია ქართველებს სახელმწიფოებრიობის შეგძნება -200% რომ გვაქვს

დედა აფეთქებული ეგ ვალი რუსეთს ამერიკის მიმართ ხომ არ აქვს

ჩვენი შენი ჩემი და ყველას ვალია - საგარეო ვალი

გზები კეთდება ვალით

კონსტიტუციაში წერია რომ საგარეო ვალი არ შეიძლება შიდა პროდუქტის 60% ზე მეტი იყოს!!!

უკვე 63% ია

რთული რამ დავწერე ???

ის განათება კიდე სრული უპასუხისმგებლობაა და ფულების გაწერა მოპარვის თემა

ვის რა ჯანდაბათ უნდა თან ასეთ ღარინ ქვეყანაში გზების განათება???

თან დენი რუსეთიდან შემოგვაქვს

ხო ჰესი არ აააშენოთო როგორ იყო??????

Posted by: ZEUS 16 Jun 2021, 15:38
კაროჩე რა biggrin.gif

Posted by: neosat 16 Jun 2021, 16:10
მაგ ავტობანის განათებამ მთელი თავისი არსებობის მანძილზე თუნდა 1 ადამიანის სიცოცხლე რომ გადაარჩინოს (არადა დარწმუნებული ვარ მაგის გარეშე მნიშვნელოვანი მსხვერპლი იქნება წლის განმავლობაში), პირადად ჩემი აზრია, რომ მაგ ხარჯების გაწევა უკვე ღირს

Posted by: kataxxl 16 Jun 2021, 16:58
neosat

ოღონდაცა რააა

ვის რაში აინტერესებს ვინმეს სიცოცხლე

რამდენს კლავს ალკოჰოლი და სიგარეტი და ჩამოჩოტკე

მერე რამდენი შემოსავალი მოაქვს მაგ ორ დარგს wink.gif

და მერე აკძალე smile.gif)))))))))))))))))))))

Posted by: ქაფქიანა 16 Jun 2021, 17:14
kataxxl

ძალიან დემაგოგობ უკვე. პოლიტგანყისეული ,,ბრძოლის მეთოდები" აქ გადმოგაქვს. აღარ გაგეპასუხები, უფრო ძალას იკრებ დემაგოგიით.

Posted by: kataxxl 16 Jun 2021, 17:33
ქაფქიანა

ხო სიმართლეს დაწერ და ან დემაგოგი ხარ და ან შეთქმულების თეორიის მონაწილე

ასე რასიზავ smile.gif)))))))))

რომ გამოვივლი პერევალზე არ მოგისიგნალებ მაშინ smile.gif))))))))))))))

Posted by: webdesigner93 16 Jun 2021, 19:03
მართალს იძახის ეს კაცი , სად აქვს საქართველოს ავტობანის განათების ფუფუნება smile.gif თუნდაც ევროკავშირში განათებული მაგისტრალები რა იშვიათია გეცოდინებათ და ჩვენ რა მდიდრები ვართ განა ასეთი smile.gif ჯობს რაც გვაქვს და რასაც ვსესხულობთ ეფექტიანად გავანაწილოთ და დავხარჯოთ smile.gif არ დამიწეროთ ოღონდ ახლა მარტო ეს ნახე პრობლემაო ? არა ბატონებო , მილიონი პრობლემაა კიდე , მაგრამ ამაზე საუბრობდით ახლა და ესეც ერთ ერთი პრობლემათაგანია.

neosat
QUOTE
მაგ ავტობანის განათებამ მთელი თავისი არსებობის მანძილზე თუნდა 1 ადამიანის სიცოცხლე რომ გადაარჩინოს (არადა დარწმუნებული ვარ მაგის გარეშე მნიშვნელოვანი მსხვერპლი იქნება წლის განმავლობაში), პირადად ჩემი აზრია, რომ მაგ ხარჯების გაწევა უკვე ღირს

რა ფულიც მაგ განათებაში იხარჯება , ეგ ფული რო პირდაპირ სიცოცხლეების გადარჩენაში წავიდეს , 1 სიცოცხლესაც გადაარჩენ , 100საც და კიდე მეტსაც smile.gif რამდენი პოსტი იდება , როცა ადამიანი სასწრაფოდ საოპერაციოა და ფული არ აქვთ smile.gif უბრალოდ მაქ ფული არ ტყდება , განათებაში კიდე ბევრი ტყდება.

Posted by: neosat 16 Jun 2021, 19:08
webdesigner93
QUOTE
რა ფულიც მაგ განათებაში იხარჯება , ეგ ფული რო პირდაპირ სიცოცხლეების გადარჩენაში წავიდეს , 1 სიცოცხლესაც გადაარჩენ , 100საც და კიდე მეტსაც  რამდენი პოსტი იდება , როცა ადამიანი სასწრაფოდ საოპერაციოა და ფული არ აქვთ  უბრალოდ მაქ ფული არ ტყდება , განათებაში კიდე ბევრი ტყდება.

მაგარი ალოგიკური შედარება მოგყავს, რა შუაშია საერთოდ მკურნალობა

ანუ ავტობანის ჩაბნელებით, რომ რაღაც X მსხვერპლი გექნება წლის განმავლობაში, ამის პრევენციას როგორ მოახდენ განათების გამორთვაში დაზოგილი ფულით??

kataxxl

აკრძალვებსა და სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას შორის სხვაობის დანახვას რომ ისწავლის ადამიანი, მერე გასცემს შენ კითხვაზე პასუხს და იმასაც მიხვდები, რომ ეგ შედარებები ალოგიკურია :დ

Posted by: ნიკა 17 Jun 2021, 12:42
QUOTE (Fabian @ 16 Jun 2021, 10:35 )
ნატახტარი-ჟინვალის ავტობანის პროექტი
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/24494

არიქა უნიკალური ჯიშის ჭოპორტის პომიდორს გადაშენება ემუქრება!

არა ჟინვალბანს!!! biggrin.gif

Posted by: toyota12345 17 Jun 2021, 12:46
ბიჭებო მცხეთიდან ძეგვიდან შესაძლებელია რომ მანგლისისკენ მოვხვდე? რაღაცა გზა ყოფილაო წყნეთიდან რო მანგლისში ავდივართ იმ ტრასაზე ახვალო.

Posted by: Beka_g 17 Jun 2021, 12:47
კი შესაძლებელია დიდგორის გავლით გადის ახალი გზა.

Posted by: ნიკა 17 Jun 2021, 12:55
toyota12345
QUOTE
ბიჭებო მცხეთიდან ძეგვიდან შესაძლებელია რომ მანგლისისკენ მოვხვდე? რაღაცა გზა ყოფილაო წყნეთიდან რო მანგლისში ავდივართ იმ ტრასაზე ახვალო.

https://classic-maps.openrouteservice.org/directions?n1=41.674963&n2=44.534157&n3=11&a=41.844629,44.72019,41.695988,44.385105&b=0&c=0&k1=en-US&k2=km

Posted by: ქაფქიანა 17 Jun 2021, 13:05
ნიკა

QUOTE
არიქა უნიკალური ჯიშის ჭოპორტის პომიდორს გადაშენება ემუქრება!

არა ჟინვალბანს!!!

შენ ღადაობ და ეგრე იქნება.

Posted by: zura770077 17 Jun 2021, 13:18
თბილისის შემოვლითი სასწრაფოდაა ასაშენებელი.
მე მაგალითად დასავლეთისაკენ თუ მიწევს მგზავრობა, ავდივარ გლდანთან -ციხეებისაკენ, შემოვლითზე და ზაგესის გავლით ვუერთდები მთავარ გზას ჯვრის მონასტერთან.
დროის და ნერვების კარგვაა თამარის ხიდის გავლა, აღმაშენებლის ხეივანი თბილისი მოლამდე და ა.შ..
ეს რა თქმა უნდა იმათ გვეხება ვინც გლდანი-მუხიანი -თემქა ამ უბნების მაცხოვრებლები ვართ.
ტრანზიტის შემთხვევაში კი აპრიორი შემოვლითი გზით მგზავრობაა.
იმაზე მეტ დროს ვერაფრით დაკარგავს ადამიანი, როგორც საცობებში დგომით ან შუქნიშნებით, თუ მთლიანად თბილისზე გავივლით.
ახალი გზის მშენებლობისას უნდა ამოვრდეს ზაჰესის მონაკვეთი. ერთადერთი ეგ მონაკვეთია რაც აფერხებს ნაკადს. აქ ან გვირაბი უნდა გააკეთდეს, ან ხიდი.
მთლიანად გზაც ცალმხრივი უნდა გახდეს თითოეული მიმართულებით 3 ზოლიანი.

გზის განათება რომ კარგია, ამაზე არავინ დავობს. წლებია (2006 -დან) სამსახურის გამო 2 კვირაში ერთხელ მიწევს დასავლეთში ჩასვლა და უკან ჩამოსვლა.
ხანდახან 1 დღეში ორივე მხარეს მგზავრობა. ავტობანის მშენებლობის დაწყება დაემთხვა ჩემს მგზავრობების სერიის დაწყებას.
ღამის 12 ან 01 საათზე იმ ძველი გზიდან ახლად აშენებულზე რომ შევდიოდი, შვება იყო ისეთი, ვერაფერს შევადარებ.
მერე განათებაც რომ დაამატეს და ნაწილი მაგისტრალის განათებული იყო, ხოლო ნაწილი გაუნათებელი, იქ იყო ხოლმე კიდევ კომფორტის განცდა, ბნელიდან განათებულზე გადასვლისას.
ახლაც იგოეთიდან კასპის დაღმართამდე ასფალტიანი მონაკვეთი რომაა, იმას არ აქვს განათება და ღამე მეზარება მაგის გავლა.

გერმანიიდან ნიდერლანდებში ვიმგზავრეთ, მივლინებით ვიყავი. საერთოდ ბანი განათებული არ იყო, მაგრამ საგზაო ნიშნები და ამრეკლები ყველგან.
არც უკნიდან შორი ნათებით მოგვდევდა ვინმე, არც წინიდან გვაშუქებდა შემხვედრი.
საჭესთან ვიჯექით რიგრიგობით და არანაირი დისკომფორტი ჩაბნელებულ ბანზე არ მიგვრძნია.
ე.ი. დისკომფორტს გაუნათებელ მაგისტრალზე ისინი გვიქმნიან, ვინც ელემენტარულ წესებს არ იცავენ, ან მონიშვნებს ნორმალურად არ აკეთებენ.
განათების მოწყობით ვებრძვით შედეგს და არა გამომწვევ მიზეზს.

Posted by: Beka_g 17 Jun 2021, 13:30
QUOTE (ქაფქიანა @ 17 Jun 2021, 12:05 )
ნიკა

QUOTE
არიქა უნიკალური ჯიშის ჭოპორტის პომიდორს გადაშენება ემუქრება!

არა ჟინვალბანს!!!

შენ ღადაობ და ეგრე იქნება.

არ იქნება ეგრე.

დარწმუნებული ვარ ადგილობრივ მოსახლეობას მოწოსნ ახალი გზა მაგ მხარეს რომ გადის. თან არაგვის მარცხენა მხარეს წესიერი გზა არ არის და უკეთ მოწესრიგდება ტრანსპორტი სოფლებისთვის.

Posted by: ქაფქიანა 17 Jun 2021, 14:17
zura770077

QUOTE
ამაზე არავინ დავობს.

რა არავინ დავობს? ლოგიკას და ჯანსაღ აზრს დედა მოუხნეს აქ.

Posted by: ZEUS 17 Jun 2021, 14:40
QUOTE (Fabian @ 16 Jun 2021, 10:35 )
ნატახტარი-ჟინვალის ავტობანის პროექტი
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/24494

გამოდის ოთხზოლიანს აპირებენ. ცალმხრივებს.

Posted by: zura770077 17 Jun 2021, 17:54
QUOTE
გამოდის ოთხზოლიანს აპირებენ. ცალმხრივებს.

QUOTE
დარწმუნებული ვარ ადგილობრივ მოსახლეობას მოწოსნ ახალი გზა მაგ მხარეს რომ გადის. თან არაგვის მარცხენა მხარეს წესიერი გზა არ არის და უკეთ მოწესრიგდება ტრანსპორტი სოფლებისთვის.

ჭოპორტში ცხოვრობენ ნათესავები და ვისაც არაგვთან ახლოს აქვს ნაკვეთები, გამოსასყიდ თანხებს სთავაზობენ უკვე.

Posted by: Beka_g 17 Jun 2021, 23:40
ერთი ეს ვერ გავიგე ნატახტარი ჟინვალი რანაირად არის E60?

Posted by: ZEUS 17 Jun 2021, 23:43
QUOTE (Beka_g @ 17 Jun 2021, 23:40 )
ერთი ეს ვერ გავიგე ნატახტარი ჟინვალი რანაირად არის E60?

არ არის. სადმე წერია რომ არის ?

Posted by: Beka_g 18 Jun 2021, 10:33
აქ წერია https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/24494

"E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნატახტარი-რუსთავის (თბილისის შემოვლითი გზა), ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი"

Posted by: spider77 18 Jun 2021, 12:24
QUOTE
ე.ი. დისკომფორტს გაუნათებელ მაგისტრალზე ისინი გვიქმნიან, ვინც ელემენტარულ წესებს არ იცავენ, ან მონიშვნებს ნორმალურად არ აკეთებენ.
განათების მოწყობით ვებრძვით შედეგს და არა გამომწვევ მიზეზს.

+1000000000000000000

Posted by: ნიკა 18 Jun 2021, 14:57
Beka_g
QUOTE
დარწმუნებული ვარ ადგილობრივ მოსახლეობას მოწოსნ ახალი გზა მაგ მხარეს რომ გადის. თან არაგვის მარცხენა მხარეს წესიერი გზა არ არის და უკეთ მოწესრიგდება ტრანსპორტი სოფლებისთვის.

ადგილობრივები არც ნამოხვანჰესს აპროტესტებენ. განსახლებაში კაი ფულს აძლევდნენ და უხაროდათ.

Posted by: Beka_g 18 Jun 2021, 19:04
აბა აქ რა ეკოლოგიური კატასტროფა შეიძლება მოყვეს მაგ გზის მშენებლობას? ან თურქებს ხომ არ მიყიდიან გზას?

Posted by: idallgo 18 Jun 2021, 21:11
სალიბაურელები ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას აპროტესტებენ

https://report.ge/society/salibaurelebi-batumis-shemovliti-gzis-msheneblobas-aprotesteben/

Posted by: ქაფქიანა 19 Jun 2021, 10:58
https://v.qq.com/x/page/s3253i5jc1n.html

...................................................................................

Posted by: ZEUS 19 Jun 2021, 11:34
QUOTE (ქაფქიანა @ 19 Jun 2021, 10:58 )
https://v.qq.com/x/page/s3253i5jc1n.html

...................................................................................

საინტერესოა. ანუ, როგორც მივხვდი, თბილისის მიმართულება ძირითადად არსებულ გზაზე გაივლის. თავია მხრივ, ეგ ნიშნავს, მეორე მხარე უ და გაკეთდეს და ჯმაზე გადაერთოს მოძრაობა, რომ ეს დაიწყონ? ეგრე 10 წელი ვერ იქნებ რიკოთის პირველი ლოტი მგონი smile.gif

Posted by: rommel 19 Jun 2021, 11:58
ქაფქიანა
უფრო დიდი მრუდები მეგონა შენს ლოტზე

საპროექტო სიჩქარე რამდენია?

Posted by: ქაფქიანა 19 Jun 2021, 12:58
ZEUS

არსებულ გზაზე ხან ერთი მიმართულება გაივლის, ხან მეორე.

QUOTE
ჯმაზე გადაერთოს მოძრაობა,

რაზე უკაცრავად? biggrin.gif

rommel

არ იძლევა რელიეფი მრუდების რადიუსების გაზრდის საშუალებას. უფრო სწორად შეიძლებოდა, განა არა, მაგრამ უფრო მეტი ფული დასჭირდებოდა.

QUOTE
საპროექტო სიჩქარე რამდენია?

კარგი კითხვაა. მრუდთა რადიუსი იმხელაა, რომ დანარჩენი მონაკვეთების სტანდარტს მოერგოს, ანუ 110-ს. მეტი არაა საჭირო.

Posted by: kataxxl 19 Jun 2021, 16:24
მოკლედ ახალი პროექტი იწყება

.
მსოფლიოში ყველაზე დიდი გვირაბი ვაკე კვარიათი!!!!!!

სოფლელებს აღნიშნული გვირაბით სარგებლობა არ შეეძლებათ

Posted by: rommel 19 Jun 2021, 16:27
QUOTE
მრუდთა რადიუსი იმხელაა, რომ დანარჩენი მონაკვეთების სტანდარტს მოერგოს, ანუ 110-ს. მეტი არაა საჭირო.

მშვენიერია, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ 80-90ზე ოყო დაპროექტებული

Posted by: ქაფქიანა 19 Jun 2021, 17:40
rommel

არა კაცო, რას ამბობ.

ეგ ვიდეო ძალიან ზოგადია რაც ნახეთ, მთლად მაგას ნუ დაეყრდნობით. აცდენილიცაა გარკვეულ ადგილებში.

Posted by: toyota12345 19 Jun 2021, 17:44
მადლობა ყველას ვინც მცხეთიდან მანგლისის გზა მასწავლეთ.

Posted by: ZEUS 19 Jun 2021, 23:22
QUOTE (toyota12345 @ 19 Jun 2021, 17:44 )
მადლობა ყველას ვინც მცხეთიდან მანგლისის გზა მასწავლეთ.

ეგ გზა სულ ერთი წელია თან რაც გაიხსნა. ნიჩბისიდან თეთრიწყარომდე.

Posted by: ნიკა 20 Jun 2021, 00:07
ZEUS
QUOTE
ეგ გზა სულ ერთი წელია თან რაც გაიხსნა. ნიჩბისიდან თეთრიწყარომდე.

2 წელია უკვე. ამ პანდემიამ ერთი წელი გამოთიშა ჩვენი ცხოვრებიდან ფაქტიურად

Posted by: ქაფქიანა 20 Jun 2021, 00:20
როგორი გზაა. პრიუსით გავლადია?

ოცდაათი პრიუსი.

Posted by: eleqtro 20 Jun 2021, 08:12
სულ სიმღერ სიმღერით გავლადია. დასაწყისში თვითონ სოფელში იყო ძველი ცუდი გზა 1 კმ ალბათ.

Posted by: webdesigner93 20 Jun 2021, 09:14
toyota12345
QUOTE
მადლობა ყველას ვინც მცხეთიდან მანგლისის გზა მასწავლეთ.

მეც მასწავლე რა , არ ვიცი რომელ გზაზე საუბრობ , არადა აშკარად ძალიან გამოსადეგია smile.gif

Posted by: phenom animal 20 Jun 2021, 09:18
QUOTE (ZEUS @ 19 Jun 2021, 23:22 )
QUOTE (toyota12345 @ 19 Jun 2021, 17:44 )
მადლობა ყველას ვინც მცხეთიდან მანგლისის გზა მასწავლეთ.

ეგ გზა სულ ერთი წელია თან რაც გაიხსნა. ნიჩბისიდან თეთრიწყარომდე.

აუ როგორი გზაა?

და
საიდანაა გადასასველი

მალე ჩადიხარ მანგლისში?

Posted by: toyota12345 20 Jun 2021, 11:47
webdesigner93

ჯერ არ გამივლია მაგრამ მცხეთის რაიონის სოფელი ნიჩბისი რომ არის მაქედან არის გადასახვევი როგორც გავარკვიე და ადიხარ სოფელ დიდგორშიო.. ანუ გინდა მანგლისისკენ ახვალ იქიდან და გინდა წყნეთი/კიკეთისკენ დაეშვებიო ასე მითხრეს.

Posted by: kataxxl 20 Jun 2021, 20:50
toyota12345

დიდგორზე აუხვევ საკაიფო გზაა სასეირნოდ

ლამაზია

2800 მეტრზე ადიხარ თუ სწორედ მახსოვს

Posted by: რობი 20 Jun 2021, 21:10

ნიკას უდევს თავის ჩენელზე მაგ გზის dashcam ვიდეოები მემგონი ყველა სეზონის user.gif

Posted by: fexburti2018 20 Jun 2021, 23:23
ცნობილი გზაა კაცო ეგ

ოფფროუდზე დავდიოდით მანდ

ეხლა ფერარი და ლამბორჯინი გაივლის.
იდეალური ასფალტია.

ნიჩბისი-დიდგორი-ორბეთის მერე გამოდიხარ. მანგლისისკენ.

და პირიქით

Posted by: webdesigner93 20 Jun 2021, 23:51
toyota12345
QUOTE
ჯერ არ გამივლია მაგრამ მცხეთის რაიონის სოფელი ნიჩბისი რომ არის მაქედან არის გადასახვევი როგორც გავარკვიე და ადიხარ სოფელ დიდგორშიო.. ანუ გინდა მანგლისისკენ ახვალ იქიდან და გინდა წყნეთი/კიკეთისკენ დაეშვებიო ასე მითხრეს.

მთლად საჩემო ყოფილა და არ ვიცოდი smile.gif დიდი მადლობა , გაიხარე !

Posted by: fexburti2018 21 Jun 2021, 01:23
რუქას დახედეთ კაცო

გუგლი
ოსმ

რავი

რა რუქაც გინდათ

Posted by: kataxxl 21 Jun 2021, 10:46
fexburti2018

ლამბორგინი და არა ლამბორჯინი კარლ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: ZEUS 21 Jun 2021, 13:21
აბა გურიის პირველი ლოტიდან დადონ ვიდეო, თუ მაგრები არიან biggrin.gif

Posted by: rommel 21 Jun 2021, 15:43
QUOTE
აბა გურიის პირველი ლოტიდან დადონ ვიდეო, თუ მაგრები არიან

გურიის პირველიდან კი არა ნეტა რიკოთის მეოთხედან დადონ

Posted by: eleqtro 23 Jun 2021, 11:13
rommel
QUOTE
გურიის პირველიდან კი არა ნეტა რიკოთის მეოთხედან დადონ

გუშინ ვიყავი დასავლეთში. არგვეთაში ბანიდან ასასვლელ/ჩამოსასვლელთან მიწის სამუშაოებია დაწყებული. დიდი ვერაფერი საჩვენებელი, მაგრამ ფაქტი კარგია. შორაპანშიც მოწყობილი აქვთ ბაზა.

Posted by: ქაფქიანა 23 Jun 2021, 11:27
rommel

QUOTE
გურიის პირველიდან კი არა ნეტა რიკოთის მეოთხედან დადონ

ჩვენგან დაწყებიდან წელიწადზე მეტ ხანში დადეს. რიკოთის მეოთხე ლოტს ნურაფერს ერჩით. ნეტა მათნაირი ტემპები გურიის პირველ და მესამე ლოტებს ჰქონდეთ.

Posted by: ZEUS 23 Jun 2021, 12:59
QUOTE (ქაფქიანა @ 23 Jun 2021, 11:27 )
rommel

QUOTE
გურიის პირველიდან კი არა ნეტა რიკოთის მეოთხედან დადონ

ჩვენგან დაწყებიდან წელიწადზე მეტ ხანში დადეს. რიკოთის მეოთხე ლოტს ნურაფერს ერჩით. ნეტა მათნაირი ტემპები გურიის პირველ და მესამე ლოტებს ჰქონდეთ.

სამწუხაროა, რომ ასე დააგვიანდა დაწყება მეოთხე ლოტს. რეალურად ყველაზე დიდი პრობლემა ახლა ზესტაფონი არვვეთას მონაკვეთია მაგისტრალზე გასავლელად.

Posted by: ნიკა 23 Jun 2021, 14:33
პირველ ვიდეოშია ოსიაური-სურამი
მეხუთე, და მეექვსეში რიკოთია
https://www.youtube.com/watch?v=3N7nzJCs324&list=PLMhw5vejhxgNEvbklgP5SZyobliSTZA1e

Posted by: რობი 23 Jun 2021, 16:39
ქუთაისის შემოვლითიდან მუხიანი/ფარცხანაყანევის გზა კარგ მდგომარეობაშია თუ იცით? user.gif
https://www.google.com/maps/dir/42.1876362,42.6432625/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98/@42.2001185,42.5834158,8133m/data=!3m1!1e3!4m9!4m8!1m0!1m5!1m1!1s0x405cf14febfb51fb:0x63dc10127088c373!2m2!1d42.5637315!2d42.1993587!3e0

Posted by: winrar 23 Jun 2021, 16:40
QUOTE (ნიკა @ 23 Jun 2021, 14:33 )
პირველ ვიდეოშია ოსიაური-სურამი
მეხუთე, და მეექვსეში რიკოთია
https://www.youtube.com/watch?v=3N7nzJCs324&list=PLMhw5vejhxgNEvbklgP5SZyobliSTZA1e

რიკოთი მოასწრებს ხარაგაულის გზას, თან საკაიფოდ.

Posted by: David-22 23 Jun 2021, 17:13
სამტრედია-გრიგოლეთის პირველ ლოტზე არაფერი არ ხდება ვაფშე გაჩერებულია

არადა რო კითხო წლის ბოლომდე გაიხსნებაო facepalm.gif

Posted by: ZEUS 23 Jun 2021, 18:13
QUOTE (David-22 @ 23 Jun 2021, 17:13 )
სამტრედია-გრიგოლეთის პირველ ლოტზე არაფერი არ ხდება ვაფშე გაჩერებულია

არადა რო კითხო წლის ბოლომდე გაიხსნებაო facepalm.gif

აქ ეგ არავის სჯერა და ფბ-ზე თუ მასას აჯერებენ, მაგათაც იმედგაცრუება ელით.
საერთოდ ამ აკორდმა იმდენი პროექტი ჩააგდო, ფაქტია დიდი კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე...

Posted by: ქაფქიანა 24 Jun 2021, 08:32
უშუალოდ ამ თემას არ ეხება, მაგრამ ცუდი ამბებით ვარ მოსული.

ჩუმათელეთი-ფონა-ხარაგაული კიდევ გაიწელება გაურკვეველი დროით. აკორდი გააგდეს. ძალიან ბევრი დარღვევა ჰქონდათ.

Posted by: ნიკა 24 Jun 2021, 10:38
ქაფქიანა
QUOTE
ჩუმათელეთი-ფონა-ხარაგაული კიდევ გაიწელება გაურკვეველი დროით. აკორდი გააგდეს. ძალიან ბევრი დარღვევა ჰქონდათ.

26 მაისს რომ ვიყავი მაშინვე დავწერე ეგ. sad.gif

https://forum.ge/?showtopic=34779382&view=findpost&p=57946180

Posted by: rommel 24 Jun 2021, 10:51
QUOTE
ჩუმათელეთი-ფონა-ხარაგაული კიდევ გაიწელება გაურკვეველი დროით. აკორდი გააგდეს. ძალიან ბევრი დარღვევა ჰქონდათ

ნეტა რატომ არ მიკვირს smile.gif
იმედია ბლექსი გადაიბარებს

Posted by: ქაფქიანა 24 Jun 2021, 11:12
rommel

QUOTE
იმედია ბლექსი გადაიბარებს

აუ, ნეტავ.

............................................................................

Posted by: ZEUS 24 Jun 2021, 11:22
QUOTE (rommel @ 24 Jun 2021, 10:51 )
QUOTE
ჩუმათელეთი-ფონა-ხარაგაული კიდევ გაიწელება გაურკვეველი დროით. აკორდი გააგდეს. ძალიან ბევრი დარღვევა ჰქონდათ

ნეტა რატომ არ მიკვირს smile.gif
იმედია ბლექსი გადაიბარებს

იმედია გურიის პირველ ლოტსაც ეგენი გადაიბარებენ.
ოდესმე ვინმეს არ უნდა მოეთხოვოს პასუხი აკორდების, სინოჰიდროების და სახელმწიფო ბიუჯეტების ფლანგვის გამო?

Posted by: donmixo777 25 Jun 2021, 00:07
რობი
QUOTE
ქუთაისის შემოვლითიდან მუხიანი/ფარცხანაყანევის გზა კარგ მდგომარეობაშია თუ იცით?

კარგი გზაა up.gif

* * *
ZEUS
QUOTE
ოდესმე ვინმეს არ უნდა მოეთხოვოს პასუხი აკორდების, სინოჰიდროების და სახელმწიფო ბიუჯეტების ფლანგვის გამო?

საკუთარ თავს ხომ არ გამოუტანენ განაჩენს?

მაგრამ იმედია მაგათი დროც ოდესმე მოვა

Posted by: JSB14BSJ 25 Jun 2021, 09:08
ქაფქიანა
QUOTE
ოო, არ გინდა ახლა რა.
გერმანელები არა ბულგარელები კიდევ.

აშკარად თავიდან სასწავლი და გადასაბარებელი გაქვს ევროპის ისტორია.

Posted by: ქაფქიანა 25 Jun 2021, 09:15
JSB14BSJ

გადი იქით.

................................................

Posted by: რობი 26 Jun 2021, 14:00
QUOTE (donmixo777 @ 25 Jun 2021, 00:07 )
რობი
QUOTE
ქუთაისის შემოვლითიდან მუხიანი/ფარცხანაყანევის გზა კარგ მდგომარეობაშია თუ იცით?

კარგი გზაა up.gif

ჰო გამიკვირდა ბეტონი იყო თავიდან ბოლომდე, ცოტა ვიწრო მარა კარგად დაგებული yes.gif

Posted by: donmixo777 26 Jun 2021, 14:47
QUOTE
ო გამიკვირდა ბეტონი იყო თავიდან ბოლომდე, ცოტა ვიწრო მარა კარგად დაგებული

კი
ცოტა ვიწროა, მაგრამ კარგი გზაა

Posted by: ZEUS 27 Jun 2021, 00:07
თუ მოხდა სასწაული და გურიის მეოთხე ლოტი დასრულდა, მაგასთან ერთად გრიგოლეთი-ჩოლოქის ამ მონაკვეთსაც თუ გახსნიან, ფრიად ეფექტური იქნებოდა. გრიგოლეთის კვანძის გადაკვეთაც ჩაბარდებოდა წარსულს.
user posted image

Posted by: winrar 27 Jun 2021, 09:47
ეგ მონაკვეთი ყველაზე დიდი გამოწვევაა მაგ ლოტზე, ხიდი სუფსაზე და მთელი ამბები. მგონია ბოლოს შეუტევენ უფრო.

Posted by: ZEUS 27 Jun 2021, 10:34
QUOTE (winrar @ 27 Jun 2021, 09:47 )
ეგ მონაკვეთი ყველაზე დიდი გამოწვევაა მაგ ლოტზე, ხიდი სუფსაზე და მთელი ამბები. მგონია ბოლოს შეუტევენ უფრო.

რაღა ბოლოს. გრიგოლეთი-ჩოლოქი 2020-ში უნდა დასრულებულიყო მგონი biggrin.gif ნეტა მაგ პროექტს მაინც სად ექნება ბოლო - 2023?

რა კუს ტემპებით კეთდება ყველაფერი facepalm.gif მამენტ კუს რას ვერჩი, ზოგი არ კეთდება ვაფშე...

Posted by: zazamos 27 Jun 2021, 19:18
ZEUS
QUOTE
ნეტა მაგ პროექტს მაინც სად ექნება ბოლო - 2023?

2022-ს ბოლოს იქნება ალბათ. დღედაღამ მუშაობენ, მაგრამ დაბალი წარმადობით. სუფსის ახალ ხიდთან ინტენსიური მუშაობა შეიმჩნევა - დიდ ფართზე გაიშალენ და რაღაც თეთრი ფერის საფარს აგებენ. სუფსის ძველ ხიდთან კვანძი დატკეპნეს და ყვავილნარის დროებითი შემოვლითი გზა დააგეს. მანდ სამი წყვილი ხიმინჯიდან ჯერ ერთი დადგეს. მაგნეტიტის გზაზე და შეკვეთილის მოსახვევში ხიდების ხიმინჯები ჯერ ცალ მხარეს გააკეთეს.

უკრაინიდან ასფალტის დამგები მანქანა მოაქვთ გემით.

ახალსოფელი-გრიგოლეთის მონაკვეთზე ასფალტს აგებენ.

Posted by: Captain Cassius Calhoun 29 Jun 2021, 19:24
ლოტი რას ნიშნავს? აი პირველი ლოტი და მეორე ლოტი რომ ამბობენ ხოლმე.

Posted by: ZEUS 29 Jun 2021, 20:16
QUOTE (Captain Cassius Calhoun @ 29 Jun 2021, 19:24 )
ლოტი რას ნიშნავს? აი პირველი ლოტი და მეორე ლოტი რომ ამბობენ ხოლმე.

სამშენებლო მონაკვეთი, თუ ძალიან გრძელია, იყოფა ხოლმე რამოდენიმე ნაწილად, ანუ ლოტად.

Posted by: Captain Cassius Calhoun 29 Jun 2021, 22:35
ZEUS
მადლობა.
ანუ ერთი ლოტი შეიძლება 10-20 კილომეტრს უდრიდეს ხო?

Posted by: ZEUS 29 Jun 2021, 22:52
QUOTE (Captain Cassius Calhoun @ 29 Jun 2021, 22:35 )
ZEUS
მადლობა.
ანუ ერთი ლოტი შეიძლება 10-20 კილომეტრს უდრიდეს ხო?

ზოგან 10 კილომეტრია, ზოგან 25, ზოგან 5. გააჩნია მონაკვეთის სირთულეს და რამდენად სწრაფად უნდათ დასრულება.

Posted by: kataxxl 30 Jun 2021, 23:15
ბიძონ ღლე პარკთან კიდეა საცობები???

დეედინება სოფელი ხეების სანახავად??????

Posted by: ZEUS 30 Jun 2021, 23:28
QUOTE (kataxxl @ 30 Jun 2021, 23:15 )
ბიძონ ღლე პარკთან კიდეა საცობები???

დეედინება სოფელი ხეების სანახავად??????

ეს ღვარძლიანი პოსტები პილიტიკაში რომ წერო, არა?

Posted by: rommel 30 Jun 2021, 23:37
QUOTE
ბიძონ ღლე პარკთან კიდეა საცობები???

დეედინება სოფელი ხეების სანახავად??????

წახვედი კაკაშკებში საბანაოდ? smile.gif

Posted by: GEORGEXIII 30 Jun 2021, 23:50
დღეს გამოვიარე აქტიური მუშაობა მიდიოდა რიკოთზე რავი ასე თუ იმუშავეს კი დაასრულებენ მალე.

Posted by: ZEUS 1 Jul 2021, 00:37
QUOTE (rommel @ 30 Jun 2021, 23:37 )
QUOTE
ბიძონ ღლე პარკთან კიდეა საცობები???

დეედინება სოფელი ხეების სანახავად??????

წახვედი კაკაშკებში საბანაოდ? smile.gif

აპირებს ეტყობა და აზუსტებს smile.gif

Posted by: GEORGIA007 1 Jul 2021, 14:22
QUOTE
ბიძონ ღლე პარკთან კიდეა საცობები???

რატოა ღლე პარკი? თქვენი მოსაწონი ხო ვერ გაკეთდა საქართველოში ვერაფერი)) ავტოგრაფიც ეგ კატეგორიაა?

Posted by: robin 1 Jul 2021, 17:57
აი ვინ უნდა აგეგმარებდეს - აშენებდეს საართველოში გზებს
ნიკოლოზის დროინდელი დინამიტ დაკიდული მუშების მაგიერ ვადებიც არ დაირღვევა.

Posted by: Beso-093 2 Jul 2021, 15:10
პოლიტქაქის განყის იუზერებმა ყველგან რომ არ მო#ვან, ისე როგორ იქნება

Posted by: Delvaux 2 Jul 2021, 19:51
ესეც საქმეა:

- რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის N12 ხიდზე დასრულდა რკინა-ბეტონის კოჭების მონტაჟის სამუშაოები
- რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის N6 ხიდზე მიმდინარეობს მალის ნაშენის რკინაბეტონის გამაერთიანებელი ფილის არმირების სამუშაოები

Posted by: JSB14BSJ 2 Jul 2021, 20:20
ერთ რამეზე შემომექცია ამ ბოლო 3 კვირაში ყურადღება, უბრალოდ ხან აქ დაწერა მეზარებოდა, ხან არ მეცალა, ხან რა და ხან რა. ამ ეგრეთწოდებულ ვითომ ავტობანზე განათებას აღარ რთავენხოლმე? რამდენჯერაც გავიარე საღამოს - 19:00 - 20:00 საათებში - არასდროს ჩართული არ იყო.

რამე გამოწვევაა?

Posted by: ნიკა 2 Jul 2021, 21:08
JSB14BSJ
ზაფხულია და მზე 20:40-ზე ჩადის და რატომ უნდა აინთოს 19:00-20:00 შუალედში?

Posted by: Tocadero 3 Jul 2021, 00:59
კაი წინსვლაა ე.წ. პერევალზე. მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა. რამოდენიმე წელი კიდე იქნება სამუშაოები.

სურამისკენ მიმავალი ავტობანის საფარი ვინ დააგო??? აშკარად მთვრალები იყვნენ ან რაღაც ქონდათ მოწეული.

ჩინელები მუშაობენ როგორც სჩანს ყველა ლოტზე.

გურიის მეოთხე ლოტზე მემგონი მიმდინარეობს სამუშაოები. მანქანები დადიოდნენ.

სუფსის მიმართულებით დიდი მოძრაობა არ შეინიშნებოდა.

გურია ღიაა. ერთგან ხიდის ქვეშ ჩავარდნილია მიწა და ბარიერებით არის შემოფარგლული

გურიის პირველი ლოტი სავარაუდოდ სრულიად გაჩერებულია.

საკმაოდ დაბალი ხარისხით არის შეხრულებული არსებულ ავტობანზე

ყველაზე კაი ხარისხი აქვს ქუთაისის შემოვლითს და გურიას რადგან ასვალტია დაგებული

ისე დამატებითი რამე ინფორმაცია არ არსებობს როდის რა სრულდება???

Posted by: zazamos 3 Jul 2021, 12:44
გუშინ გავიარე ქობულეთის შემოვლითზე. ჩოლოქიდან ქობულეთის პირველ ჩასახვევამდე ახალი ასფალტი დააგეს და ძალიან კარგი ხარისხის ჩანს - სიამოვნებაა მაგ გზაზე მოძრაობა. მონიშვნას ამთავრებენ ახლა. იმედია, ქობულეთის შემოვლითის ბოლომდე (ქობულეთი-ჩაქვის მონაკვეთის დასაწყისამდე) ჩავლენ - მადაც საკმაოდაა ასფალტი დაზიანებული.

ბათუმის მხრიდან რომ მოდიხარ, ნატანების მიმართულების ტრაფარეტი გასახვევიდან 800 მეტრში !!! facepalm.gif დგას, და ჩოლოქის მხრიდან საერთოდ არ დგას - ანუ დამატებითი ზოლი არის, ჩასახვევი არის, და სად მიდის გზა უნდა გამოიცნო, ასე რომ თუ მაგ გზიდან ნატანებში გასახვევა გინდათ, წინასწარ დაიზეპირეთ.

Posted by: ნიკა 3 Jul 2021, 16:31
ზუსტად რა ადგილასაა ეს ხიდი არ ვიცი, მაგრამ ბათუმში ხულოთი წადით biggrin.gif
https://www.facebook.com/ivane.goliadze/videos/2010658575750707/

Posted by: ZEUS 3 Jul 2021, 17:01
QUOTE (ნიკა @ 3 Jul 2021, 16:31 )
ზუსტად რა ადგილასაა ეს ხიდი არ ვიცი, მაგრამ ბათუმში ხულოთი წადით biggrin.gif
https://www.facebook.com/ivane.goliadze/videos/2010658575750707/

უდონო იდიოტები არიან რა. ეს ქობულეთის შემოვლითიც დაკეტილი ქონდა იმ დღეს საერთოდ ასფალტის დაგების გამო. შე დედა#####ულო. არ შეიძლება ორი თვით ადრე გააკეთო და სეზონს არ დაამთხვიო? უდონო სირები არიან რა.

Posted by: Tocadero 3 Jul 2021, 17:23
ნიკა

2 წუთი ვიდექი მანდ მეტი არა

არ ვიცი ალბათ გამიმართლა. ხან ერთ მხარეს უშვებდნენ ხან მეორეს

ქოც ტენდერებს არ ვამართლებ მაგრამ ტრაგიკული არაფერი იყო

Posted by: ZEUS 3 Jul 2021, 18:52
ანუ, სექტემბერში ხევი-უბისას მონაკვეთზე ხევის გვირაბებთან გაიხსნება 2,5 კმ-იანი მონაკვეთი და ისიც ცალი მხარე, ხო?

Posted by: rommel 3 Jul 2021, 21:47
QUOTE
ანუ, სექტემბერში ხევი-უბისას მონაკვეთზე ხევის გვირაბებთან გაიხსნება 2,5 კმ-იანი მონაკვეთი და ისიც ცალი მხარე, ხო?

გამოწვევას და არსებულ სურათს თუ დავუჯერებთ კი.

გახსნან რამე, ''ლომკა'' მაქვს. ვკვდები ინტერესით სადეფორმაციო ნაკერებს როგორ გააკეთებენ.

Posted by: donmixo777 4 Jul 2021, 23:06
https://guriatoday.ge/slide/233-lanchxutis-shemosasvlelshi-xid-1625420360.html?fbclid=IwAR1tu4fyXUgi7T5-O1Ig7_PjDL4O-jJYfg0W-X6_4CWtgc-bcyEYxhKFh8U

* * *
ვახ ჩემი, რა სულელების ხელშია ქვეყანა

მაგრამ რა გინდა
კიდე ამათ აირჩევს ბრძენი ამომრჩეველი

Posted by: ilo44 4 Jul 2021, 23:11
QUOTE (ნიკა @ 3 Jul 2021, 16:31 )
ზუსტად რა ადგილასაა ეს ხიდი არ ვიცი, მაგრამ ბათუმში ხულოთი წადით biggrin.gif
https://www.facebook.com/ivane.goliadze/videos/2010658575750707/

ჩოხატაურით ჯობია! კარგი გზაა ძალიან!

Posted by: zazamos 5 Jul 2021, 10:07
ლანჩხუთის / გვიმბალაურის ხიდთან საფეხბურთო აკადემია მდებარეობს. ადრე მაგ ტერიტორიაზე მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი იყო, რომელსაც აუზები ქონდა, რომლებიც მთიდან ჩამოსული გრუნტის წყლებით ივსებოდა. ეს აუზები ამოავსეს, წყალმა კი ახალი გასასვლელი იპოვა და თანდათანობით ხიდის საძირკველი გამოთხარა. შეიძლება, გადაუდებლად გასაკეთებელი იყო, ან ტენდერი მხოლოდ ახლა დასრულდა. ფაქტია, რომ მოძრაობა შეზღუდულია და ლანჩხუთის გამოსასვლელში / შესასვლელში პერმანენტული საცობია.

Posted by: winrar 5 Jul 2021, 11:39
არადა ბედის ირონიით მაგ ადგილის პარალელურად მოსულია ავტობანი

Posted by: iviko18 7 Jul 2021, 13:22
რა მეწყერი ჩამოწვა რიკოთზე იცით ვინმემ?

Posted by: soier212503 7 Jul 2021, 14:10
დაუკეტიათ რიკოთი, გომისაჩხერე-ჭიათურით შეგიძლიათ წახვიდეთო და როგორი გზაა მანდ ხო არ იცით?

Posted by: ქაფქიანა 7 Jul 2021, 14:46
ფ2-ზე მოხდა, ხუნევში. ერთი ამბავია.

გაწმენდენ საღამომდე.

Posted by: ilo44 7 Jul 2021, 15:27
ბეტონი ძალიან ეკონომიურია ქვეყნისთვის. ქობულეთის შემოვლითზე ჩერეზგოდ ასფალტს ცვლიან!

Posted by: ნიკა 7 Jul 2021, 20:14
ქაფქიანა
QUOTE
გაწმენდენ საღამომდე.

საიტზე არ უწერიათ გახსნაზე. ეტყობა ვერ გახსნეს საღამომდე

Posted by: zazamos 7 Jul 2021, 20:20
QUOTE
ეტყობა ვერ გახსნეს საღამომდე

განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. შეიძლება ერთი კვირაც არ გაიხსნას, რადგან კვლავ რჩება მიწის ჩამოწოლის საშიშროებაო.

ამასობაში საჩხერე-ჭიათურის გზაზე დღეს ძალიან მძიმე მოძრაობა იყო.

ნიკა
ძირულა ან ღორეშა - ჩუმათელეთით წასვლა არანაირად ღირს, ხომ?

Posted by: wrangler7 7 Jul 2021, 21:28
ახლობელი იყო მაგ დროს გზაში, სასწაული საცობი იყოვოო, რას გაატარებს ამხელა ტრაფიკს

Posted by: iviko18 7 Jul 2021, 21:47
პიზდეცია ჭიათურაში

https://reginfo.ge/people/item/22814-gomi-sachxere-chiaturis-gzaze-ramdenime-kilometriani-sazobia?fbclid=IwAR0U-9Gdrn64WpBdmevInw8lsEAeS0f-qwgC7cdsh7mqKo2j6YdkAqiAOb8

facepalm.gif

user posted image

Posted by: GEORGEXIII 7 Jul 2021, 21:50
შაბათს მიწევს წასვლა მარტვილში და იმედია გაწმენდენ მაგდენხანში

Posted by: ZEUS 7 Jul 2021, 22:19
გახსნეს მგონი. ახლა დაიდო ვიდეო გამოწვევების საიტზე.
* * *
ახლაც პიზდეცი საცობი ჩანს მაგ მონაკვეთზე.
user posted image

Posted by: eleqtro 8 Jul 2021, 06:28
ZEUS
ყველა ქალაქს აქვს შესასვლელი, ჭიათურას - ჩასასვლელი biggrin.gif. მანდ ტრაილერის გავლა ადვილი საქმე არაა. თან მძღოლების უმრავლესობამ არ იცის ეგ გზა და დადიან ალბათ გზააბნეული ბატებივით.

Posted by: ქაფქიანა 8 Jul 2021, 08:06
მორჩა, გაიხსნა.

............................................

Posted by: ნიკა 8 Jul 2021, 09:14
zazamos
QUOTE
ძირულა ან ღორეშა - ჩუმათელეთით წასვლა არანაირად ღირს, ხომ?

ჯიპით შეიძლება, სედნით არც იფიქრო. ჯობია მატარებლით მაშინ.

Posted by: zazamos 8 Jul 2021, 10:07
ნიკა
მადლობა. მაშინ არც ერიქსით ღირს.
გაიხსნა, თორემ საირმე-აბასთუმნით ვგეგმავდი ბათუმიდან თბილისში ჩამოსვლას smile.gif .

Posted by: Tocadero 8 Jul 2021, 11:10
არაუშავს ეხლა ქობულეთის შემოვლითი დაკეტეს.

მიზეზი ალბათ რამე უჟასი ავარია

Posted by: eleqtro 8 Jul 2021, 11:43
zazamos
QUOTE
გაიხსნა, თორემ საირმე-აბასთუმნით ვგეგმავდი ბათუმიდან თბილისში ჩამოსვლას

მაგას ისევ გოდერძი- ახალციხე-ბორჯომი-თბილისი ჯობია.

Posted by: ZEUS 8 Jul 2021, 12:25
QUOTE (Tocadero @ 8 Jul 2021, 11:10 )
არაუშავს ეხლა ქობულეთის შემოვლითი დაკეტეს.

მიზეზი ალბათ რამე უჟასი ავარია

ასფალტს აგებენ მანდ პერიოდულად და შეიძლება რგ იყოს მიზეზი. პროსტა ამ სეზონზე რატომ მოიგონეს ახლა რგ, ვერ გავიგე.

Posted by: ნიკა 8 Jul 2021, 13:50
zazamos
QUOTE
მადლობა. მაშინ არც ერიქსით ღირს.
გაიხსნა, თორემ საირმე-აბასთუმნით ვგეგმავდი ბათუმიდან თბილისში ჩამოსვლას

აი აქ არის ვიდეო მაგ გზის და შეგიძლია შეაფასო
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgNEvbklgP5SZyobliSTZA1e

Posted by: fexburti2018 8 Jul 2021, 17:03
QUOTE
საირმე-აბასთუმნით ვგეგმავდი ბათუმიდან თბილისში ჩამოსვლას

ბათუმიდან საირმე-აბასთუმნით როგორ ?
მერე ისევ რიკოთზე არ ხვდები მასე ?

ბათუმი-გოდერძი-ახალციხე-ხაშური-თბილისი

Posted by: ნიკა 8 Jul 2021, 18:15
fexburti2018
აბასთუმანი-ადიგენი-ახალციხე და ა.შ.

Posted by: zazamos 9 Jul 2021, 17:38
ცუდად დავწერე. პირდაპირ ბათუმიდან გოდერძით ჯობს ახალციხეში გადასვლა, მაგრამ მე იმ დღეს გრიგოლეთის გავლით უნდა წამოვსულიყავი. ამ შემთხვევაში კი გრიგოლეთიდან ვანი-ბაღდათი-საირმე-ახალციხე-ბორჯომი... ყველაზე ლოგიკურია დროით და კილომეტრაჟით.

Posted by: LuKzza 9 Jul 2021, 18:46
ბათუმი გოდერძი ახალციხე როგორი გზაა ?
ბოლოს საბაგიროს ვაყენებდით და მაშინ ვიყავი საშინელი გზა იყო
შეიცვალა რამე ?

Posted by: spider77 9 Jul 2021, 21:01
LuKzza
QUOTE
ბათუმი გოდერძი ახალციხე როგორი გზაა ?

მხოლოდ ჯიპით.

QUOTE
ბოლოს საბაგიროს ვაყენებდით და მაშინ ვიყავი საშინელი გზა იყო
შეიცვალა რამე ?

როგორც აიქუარებმა მითხრეს, არაფერი არ შეცვლილაო.

Posted by: LuKzza 9 Jul 2021, 21:51
spider77
რუკას დავხედე ერთხელ 100~ კმ იყო ბათუმამდე მეთქი ჩავალ ჩავისეირნებ
7 საათი მომიწია წინ და უკან
სუზუკი ჯიმნით ვიყავი
გზა რო ვარგოდეს ძაან კარგი ალტერნატივაა

Posted by: spider77 9 Jul 2021, 22:14
LuKzza
QUOTE
გზა რო ვარგოდეს ძაან კარგი ალტერნატივაა

კი, ძალიან კარგი იქნებოდა და საჭიროცაა, მაგრამ არ დაადგა საშველი.

Posted by: Dato-Tolordava 9 Jul 2021, 22:49
QUOTE
ბათუმი გოდერძი ახალციხე როგორი გზაა?

გოდერძის ქვეშ გვირაბი არ შეიძლება გაკეთდეს?? biggrin.gif

Posted by: fexburti2018 10 Jul 2021, 02:19
ქუთაისი-ზესტაფონზე უკვე უვაჟკაციათ ჯიგიტებს,
დღეს გამოვიარე,
3 ადგილას არის გადანგრეული ძროხებისგან ვითომ დამცავი ბადეები თავისი სტოლბებით

ნიკა

კი, ეგ დავწერე მეც, უბრალოდ გამიკვირდა,
აბასთუმანი-საირმით ისევ რიკოთზე არ ხვდებოდა მერე ?

QUOTE
ბათუმი გოდერძი ახალციხე როგორი გზაა ?

ხულომდე ასფალტია,
ხულო-გოდერძი-ზარზმა ჩვეულებრივი სოფლის გზაა,
დადის ყველაფერი, მარა მსუბუქით რა თქმა უნდა, არ გირჩევ

Posted by: mrpitkina 10 Jul 2021, 08:12
QUOTE
ბათუმი გოდერძი ახალციხე როგორი გზაა ?

აღარც მახსოვს, 2010 იყო თუ 2011 განსახლებაზე რო დავდიოდი, ერთი პაპა იყო დანისპარაულში ბირჟაზე ყავარჯენზე დაყრდნობილი

როდის იწყებთო, მეთქი აი ეხლა მიწებს გამოვისყიდით და მომავალ წელს დაიწყებათქო

ეხლაც თვალწინ მიდგას მისი ირონიული ღიმილი, ყველაფერს გაფიცებ 5 წელიწადში ჩამოდი და აქ თუ დაგებული გზა ნახე ხარს დავკლავ 8 შვილიშვილს გეფიცებიო

ვეღარ მოვხვდი ერთი იქეთ რო შევუარო რესანა პაპას, თუ ცოცხალი იქნა იმ ყავარჯენს გადამარტყავს ალბათ ბეჭებზეbiggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 10 Jul 2021, 08:20
ხულო-გოდერძი-ზარზმას აკეთებს სინოჰიდრო ახლა, როგორც ფ0-ის დასავლეთ ლოტს და როგორც დიდი ალბათობით რუსთავი წითელი ხიდი/სადახლოს.

აგვისტოს ომმა ნათლად აჩვენა, რომ არ შეიძლება, ქვეყანა ერთადერთ ცენტრალურ მაგისტრალზე იყოს ჩამოკიდებული. უფულობას რა ვუთხარი, თორემ თბილისი-წალკა-ნინოწმინდა-ახალციხე-ბათუმიც ოთხზოლიანი უნდა იყოს.

Posted by: wrangler7 10 Jul 2021, 09:47
წინა გვერდზე რომ იყო ლინკი, ლანჩხუთთან კიდევ უსაშველო საცობია იმ ხიდის გამო?

Posted by: GEORGEXIII 10 Jul 2021, 10:01
გამარჯობათ მეგობრებო დღეს მივიდივარ მარტვილის მიმართულებით და რა ხდება პერევალი სუფთაა?

Posted by: ქაფქიანა 10 Jul 2021, 10:32
ვაიმე ხალხო, გაიხსნა რიკოთი, გაიხსნა! აგერ ვზივარ და ზემოდან გადავყურებ. ### ძალად გონშიკ მძღოლებს თუ არ ჩავთვლით, არაფერია საშიში.

Posted by: LuKzza 10 Jul 2021, 12:50
QUOTE
### ძალად გონშიკ მძღოლებს თუ არ ჩავთვლით

მაგ საშინელ გზას ეგენი აუარესებენ
სრული განუკითხაობაა სულ
და პატრულს ყოველთვის კიდია მანდ რახდება
QUOTE
თბილისი-წალკა-ნინოწმინდა-ახალციხე-ბათუმიც ოთხზოლიანი უნდა იყოს.

ეჰჰჰ
QUOTE
ხულო-გოდერძი-ზარზმას აკეთებს სინოჰიდრო ახლა,

ეს გზა თუ/რო გაკეთდება სულ მაგით ვივლი
იმდენად ამოვიდა ყელში ის ერთი და იგივე

Posted by: idallgo 10 Jul 2021, 16:30
4 წლის წინ ვიყავი ჩვეულებრივი სედანით ადიგენიდან გოდერძის გავლით ბათუმში. ვიარე უპრობლემოდ. უბრალოდ ცუდი გზის გამო ნელა მომიწია სიარული და სადღაც 6 საათზე მეტი დამჭირდა ბათუმამდე. იგივენაირად საირმედან აბასთუმანში გადავედი ზეკარით. 40 კილომეტრია სულ და 3 საათი მომიწია სიარულმა. smile.gif გააჩნია რამდენად გაიმეტებ მანქანას biggrin.gif

Posted by: ZEUS 10 Jul 2021, 20:13
მემგონი არსებობს საქართბელოს გზების თემა ხულოს გზის განსახილველად.

Posted by: spider77 10 Jul 2021, 21:50
QUOTE
პატრულს ყოველთვის კიდია მანდ რახდება

არა მარტო მანდ. ამ ბოლო დროს ყველაფერი დაიკიდეს facepalm.gif

Posted by: GEORGEXIII 12 Jul 2021, 10:55
შაბათ-კვირას ვიყავი და რავი არ მქონია რიკოთზე შეფერზება არსად.

Posted by: Tocadero 15 Jul 2021, 19:25
შესაშური პროგრესია უღელტეხილზე

სამაგიეროდ გურიაშია შენელებული ყველაფერი ერთი 1000 ჯერ

Posted by: ZEUS 15 Jul 2021, 21:42
Tocadero
QUOTE
სამაგიეროდ გურიაშია შენელებული ყველაფერი ერთი 1000 ჯერ

ანუ გაჩერებული, გამოდის... smile.gif

Posted by: donrobita 16 Jul 2021, 13:16
QUOTE
შესაშური პროგრესია უღელტეხილზე

რო გაივლ-გამოივლით დაყარეთ სურათები ხოლმე

გულს უხარია cry.gif

მეც დავყრი რო წავალ

პ.ს. გურიის ლოტებზე პასუხისმგებლობას ოდესმე ვინმე აიღებს? facepalm.gif

Posted by: ქაფქიანა 16 Jul 2021, 13:52
ZEUS

QUOTE
რო გაივლ-გამოივლით დაყარეთ სურათები ხოლმე

გავლა-გამოვლა არ მინდოდა, ისე ვყრიდი და რომელიღაც დედა#####ულმა ნაბიჭვარმა ვირთხამ გაიტანა აქედან.

...............

ჩვენი სამი გვირაბიდან ერთ-ერთი, 350 მეტრიანი, ნახევარზე გაიჭრა.

რიგელები გვაქვენ.

წლის ბოლომდე პირველი კოჭები გაიდება.

Posted by: donrobita 16 Jul 2021, 14:55
QUOTE (ქაფქიანა @ 16 Jul 2021, 13:52 )
ZEUS

QUOTE
რო გაივლ-გამოივლით დაყარეთ სურათები ხოლმე

გავლა-გამოვლა არ მინდოდა, ისე ვყრიდი და რომელიღაც დედა#####ულმა ნაბიჭვარმა ვირთხამ გაიტანა აქედან.

ვერ მივხვდი, არ შეიძლებოდა გადაღება? რამე არასანქცირებული დადე ამ თემაში თუ? gigi.gif

მშვენიერ ფოტოებს დებდი user.gif

QUOTE

ჩვენი სამი გვირაბიდან ერთ-ერთი, 350 მეტრიანი, ნახევარზე გაიჭრა.

რიგელები გვაქვენ.

წლის ბოლომდე პირველი კოჭები გაიდება.

მთავარი გვირაბი რამდენზეა გაჭრილი?

Posted by: Delvaux 16 Jul 2021, 15:57
ქაფქიანა

ვიღაც იმის გამო ჩვენ რატო გვსჯი smile.gif)

Posted by: ქაფქიანა 16 Jul 2021, 16:19
donrobita

რაღაცები იპოვეს საკრიტიკო და ათრიეს წინ და უკან. აღარ მინდა.

Delvaux

ძალიან დიდი ბოდიში, თუ სამსახურის დაკარგვა არ მინდა.

-----

QUOTE
მთავარი გვირაბი რამდენზეა გაჭრილი?

537.75/1810

Posted by: Tocadero 17 Jul 2021, 10:51
donrobita

1-2 ძააან მაგარი ადგილია და ეპიკური ფოტოც გამოვიდოდა მაგრამ რომ დაინახავ მერე სანამ დატვინავ სანამ ფოტოაპარატს დაქორავ კი გაცდები იმ ადგილს

Posted by: rommel 17 Jul 2021, 12:52
QUOTE

რო გაივლ-გამოივლით დაყარეთ სურათები ხოლმე

user posted image
user posted image
user posted image
user posted image

უკეთესი ხარისხის ფოტოები თქვენ დადეთ smile.gif

Posted by: eleqtro 17 Jul 2021, 13:06
rommel
QUOTE
უკეთესი ხარისხის ფოტოები თქვენ დადეთ

up.gif

Posted by: ZEUS 17 Jul 2021, 18:33
QUOTE (rommel @ 17 Jul 2021, 12:52 )
QUOTE

რო გაივლ-გამოივლით დაყარეთ სურათები ხოლმე

user posted image
user posted image
user posted image
user posted image

უკეთესი ხარისხის ფოტოები თქვენ დადეთ smile.gif

აუ რა ამაგარია ხიდები smile.gif იკვრება, იკვრება ლოტები smile.gif

Posted by: winrar 17 Jul 2021, 19:22
წავიდა ხიდები ლიწინით, გვირაბებში რა ხდება ისაა საინტერესო.

გურიის პირველზე რომ მიუშვა ესენი ორ კვირაში დედას უტირებენ gigi.gif

Posted by: donrobita 17 Jul 2021, 21:04
QUOTE (rommel @ 17 Jul 2021, 12:52 )
QUOTE

რო გაივლ-გამოივლით დაყარეთ სურათები ხოლმე

user posted image
user posted image
user posted image
user posted image

უკეთესი ხარისხის ფოტოები თქვენ დადეთ smile.gif

love.gif love.gif love.gif

მართლა შესამჩნევი პროგრესია, კაია ტემპს რო არ აგდებენ

სხვა ლოტებიც ამათ მოაგებინონ ან პირდაპირი შესყიდვით მიცენ გურია 1 და 3 gigi.gif

Posted by: Hif 17 Jul 2021, 22:07
QUOTE (donrobita @ 17 Jul 2021, 21:04 )
QUOTE (rommel @ 17 Jul 2021, 12:52 )
QUOTE

რო გაივლ-გამოივლით დაყარეთ სურათები ხოლმე

user posted image
user posted image
user posted image
user posted image

უკეთესი ხარისხის ფოტოები თქვენ დადეთ smile.gif

love.gif love.gif love.gif

მართლა შესამჩნევი პროგრესია, კაია ტემპს რო არ აგდებენ

სხვა ლოტებიც ამათ მოაგებინონ ან პირდაპირი შესყიდვით მიცენ გურია 1 და 3 gigi.gif

ეს რა მონაკვეთის ფოტოებია?

რომელი კომპანია მუშაობს?

Posted by: rommel 17 Jul 2021, 23:18
Hif
QUOTE
ეს რა მონაკვეთის ფოტოებია?

f2 და f3
* * *
QUOTE
რომელი კომპანია მუშაობს?

პირველ გვერდზე წერია

Posted by: ilo44 17 Jul 2021, 23:45
ძალინა დატვირთულია ქობულეთის შემოვლითი, 60-70 ვმოძრაობ მაისიდან დღის საათებში ძირითადად, მეორე ზოლია საჭირო, ბათუმი- ქობულეთის მონაკვეთზე. ჩოლოქი -ქობულეთის მონაკვეთი, პირველი ლოტი სადაც იყო, არ არის პრობლემა თავისუფალია მოძრაობა.

Posted by: donmixo777 18 Jul 2021, 00:08
ბიჯო

ეს დედააფეთქებული, - ყველამ ეს სურატები რომ არ დააკოპიროთ და ისე გასცეთ პასუხი - ვერაა???

ჩამოიწელა გვერდი

ამ სურათების ერთხელ შეხედვაა კარგი და გულს უხარია, თორე მთალს გვერდზე რომ 4 სურათია ჩამოწელილი, - არაა ლამაზი

Posted by: internazionale 18 Jul 2021, 03:01
ვაა, კარგი სურათებია, ყოჩაღ.
გულს უხარია.

Posted by: ZEUS 18 Jul 2021, 10:52
QUOTE (ilo44 @ 17 Jul 2021, 23:45 )
ძალინა დატვირთულია ქობულეთის შემოვლითი, 60-70 ვმოძრაობ მაისიდან დღის საათებში ძირითადად, მეორე ზოლია საჭირო, ბათუმი- ქობულეთის მონაკვეთზე. ჩოლოქი -ქობულეთის მონაკვეთი, პირველი ლოტი სადაც იყო, არ არის პრობლემა თავისუფალია მოძრაობა.

აუ. გამოდის, ბათუმსა და ქობულეთს შორის არის დიდი მიდი-მოდი.

Posted by: Didgori_3 18 Jul 2021, 11:54
ლანჩხუთის ავტობანზე უშუქობა არი საშინელება, არაფერი ჩანს საერთოდ და მანქანები არიან საზიზღრად გაჩერებული პირველ ზოლისა და ავარიულის გამყოფზე, სოფლებშიც ძაან ცუდია უშუქოდ სიარული, იქიდან მომავალი რო განათებს ზოლები და გზა თითქმის აღარ ჩანს მარა მანდ ნელა მაინც მიდიხარ

Posted by: ZEUS 18 Jul 2021, 12:08
ხაშურის შემოვლითი და გურიის მეორე ლოტი ჯერჯერობით განათების გარეშეა და ტენდერიც არ მინახავს ჯერ გამოცხადებული. შესაბამისად კაი ხანი იქნება ჩაბნელებული ეგ მონაკვეთები სავარაუდოდ.

Posted by: Tocadero 18 Jul 2021, 13:43
ZEUS

გააჩნია მომენტს

ისე კია ბევრი მანქანა ქობულეთის შემოვლითზე

+ 1-2 შიზოიდი მკვლელიც იჩითება ხოლმე ხანდახან

ნუ 80 ით მიდიან ხოლმე smile.gif

ხან ცარიელია

ბათუმის შესასვლელშია სერიოზული საცობი მუდმივად

Posted by: ilo44 18 Jul 2021, 14:34
QUOTE (ZEUS @ 18 Jul 2021, 10:52 )

აუ. გამოდის, ბათუმსა და ქობულეთს შორის არის დიდი მიდი-მოდი.

კი ძალიან დატვირთულია, ქობულეთის და მიმდებარე სოფლების, ოზურგეთის და მიმდებარე სოფლების ნაკადი, მიბმულია ბათუმზე პლიუს სხვა შემომსვლელი მანქანები.

Posted by: ZEUS 18 Jul 2021, 22:30
მოკლედ ქსნის ხიდს რომ გაცდები ერთი პაწაწინა. გუშინ დღისით გავიარე, იყო გადათხრილი და მიტოვებული. ახლა გამოვიარე თბილიაიდან და რამოდენიმეკილომეტრიანი საცობია. უკან კავთისხევი-ძეგვით უნდა დავბრუნდე.

როგორი ღლეზემკიდია გზების დეპარტამენტი და ზოგადად მთავეობა გვყავს, გაოცებას ვარ პირდაპირ რა. აი 24 საათში მორჩებოდნენ მაგ პატარა საქმეს.

user posted image

Posted by: ივანიჩ 19 Jul 2021, 12:59
QUOTE
აი 24 საათში მორჩებოდნენ მაგ პატარა საქმეს.

არც კი
იმენა ფუნჯით ჩიჩქნიან რა
თავიდან ავარია მეგონა და ბოლოს რომ ვნახე რის გამო იყო ამხელა საცობი, ვიგინე და ვიფურთხე მარა ჰა

Posted by: ZEUS 19 Jul 2021, 17:45
QUOTE (ივანიჩ @ 19 Jul 2021, 12:59 )
QUOTE
აი 24 საათში მორჩებოდნენ მაგ პატარა საქმეს.

არც კი
იმენა ფუნჯით ჩიჩქნიან რა
თავიდან ავარია მეგონა და ბოლოს რომ ვნახე რის გამო იყო ამხელა საცობი, ვიგინე და ვიფურთხე მარა ჰა

საათნახევარი ვიდექიო ჩემმა თანამშრომელმა. პიზდეცია რა smile.gif მე კავთისხევი-ძეგვით წამოვედი კიდევ კარგი და კი ჩამოვღიღინდი გემრიელად, მაგრამ რას დაიტანჯებოდა დიდ გზაზე მომავალი ხალხი ამ უაზრო საცობში, წარმომიდგენია.

Posted by: ივანიჩ 19 Jul 2021, 21:19
მე სადღაც 1 საათი მომიწია რა, კიდე კაი რომ გვიან წამოვედი
მარა უბრალოდ მოფიქრება ხომ უნდა
ადრე იყო და იმ ქსნის ხიდს გადაგვაყოლეს, მგონი 6 თვე აკეთებდნენ გაგანია სეზონის დროს :ფაცეპალმ:

Posted by: mGeLo777 19 Jul 2021, 21:54
QUOTE
ლანჩხუთის ავტობანზე უშუქობა არი საშინელება, არაფერი ჩანს საერთოდ და მანქანები არიან საზიზღრად გაჩერებული პირველ ზოლისა და ავარიულის გამყოფზე, სოფლებშიც ძაან ცუდია უშუქოდ სიარული, იქიდან მომავალი რო განათებს ზოლები და გზა თითქმის აღარ ჩანს მარა მანდ ნელა მაინც მიდიხარ

ეგ ყოველთვის ეგრე იყო და მგონი რომ არ ეშველება არაფერი

Posted by: ნიკა 20 Jul 2021, 11:22
აბა ფსონები, ჩამოინგრევა რამე ხუთშაბათს თუ არა?
https://retro.yr.no/place/Georgia/Imereti/Khunevi/long.html

Posted by: ქაფქიანა 20 Jul 2021, 12:38
ნიკა

QUOTE
ჩამოინგრევა რამე ხუთშაბათს თუ არა?

გადი აქედან.

Posted by: Kublicha 20 Jul 2021, 12:50
QUOTE
აბა ფსონები, ჩამოინგრევა რამე ხუთშაბათს თუ არა?

ოცი მილიმეტრიო? eek.gif

Posted by: da_to 20 Jul 2021, 13:16
რამოდნიმე თვეა დასავლეთში არ ვყოფილვარ , მოკლედ ძაან მოვიხიბლე სხვაობით, ყოჩაღ !

საპატრულო პოლიცია აღარ პატრულილებს ? მთელს მონაკვეთზე ერთი ეკიპაჟიც არ შემხვედრია. სრული განუკითხაობაა ვინ სად როგორ ასწრებს , არავინ ღერძულა ხაზს არ უყურებს. მოკლედ ძაან დიდი დომხალიზაციაა ...

Posted by: vatman 20 Jul 2021, 16:51
გუშინ ჩამოვედი გონიოში.
აპრილთან შედარებით რაც ვნახე ჩინელები ძაან წაიწიეს. პროგრესი დღითიდღე ამატულობს მგონი.
ლანჩხუთის შემოვლითზე, ეხლა დავაკვირდი და უკვე იწევა გზა ზოგ მონაკვეთზე.

დებილი მძღოლების რაოდენობა არის კატასტროფული, თბილისიდან ბათუმამდე 3 ავარია დამხვდა. ერთი გორის გვირაბში, ვერ მიხვდი რა მოხდა, მეორე გურიაში- მერსედესი ე კლასი და მინივენი დაეჯახნენ, მინივენს დედა არ ჰყავდა და შეკვეთილში. ბათუმში მანქანით არც უნდა იარო
user posted image

da_to
QUOTE
საპატრულო პოლიცია აღარ პატრულილებს ? მთელს მონაკვეთზე ერთი ეკიპაჟიც არ შემხვედრია.

მე ბლომად შემხვდა, ძირითადად ვიღაცა გადაყენებული იყო.

Posted by: da_to 20 Jul 2021, 16:57
vatman
QUOTE
მე ბლომად შემხვდა, ძირითადად ვიღაცა გადაყენებული იყო.

ალბათ ეძინათ biggrin.gif მე ადრე გამოვიარე სადღაც დილის 7-8 ის შუალედში ...

QUOTE
ერთი გორის გვირაბში, ვერ მიხვდი რა მოხდა

რას დაეჯახა ? რამე ხო არ გაძვრა

Posted by: ნიკა 20 Jul 2021, 17:54
Kublicha
QUOTE
ოცი მილიმეტრიო?

ქუთაისში ვარესია.

ქაფქიანა
QUOTE
გადი აქედან.

biggrin.gif

Posted by: ZEUS 20 Jul 2021, 22:06
da_to
QUOTE
საპატრულო პოლიცია აღარ პატრულილებს ? მთელს მონაკვეთზე ერთი ეკიპაჟიც არ შემხვედრია. სრული განუკითხაობაა ვინ სად როგორ ასწრებს , არავინ ღერძულა ხაზს არ უყურებს. მოკლედ ძაან დიდი დომხალიზაციაა ..

ჩემი დაკვირვებით საპატრულო პოლიციას ძალიან დიდი ხანია ფართოდ აქვს დახუჭული თვალები smile.gif

Posted by: ნიკა 21 Jul 2021, 15:58
ავტობანზე კაი ხანია არ მინახავს ვინმე გაეჩერებინოთ, კახეთისკენ რამდენიმე ლოქეიშენი აქვთ ამოჩემებული სადაც გასწრება არის აკრძალული. ნუ გომბორისკენ გადასახვევამდე როა აღმართი მანდ ხო კლონდაიკი აქვთ biggrin.gif

Posted by: margali21 21 Jul 2021, 16:11
QUOTE
 ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე (

ლესელიძემდე როიიის ჩავალთ?

Posted by: da_to 21 Jul 2021, 17:54
ნიკა
QUOTE
ქუთაისში ვარესია.

ბათუმში 183 მმ , წერია

ZEUS
QUOTE
ჩემი დაკვირვებით საპატრულო პოლიციას ძალიან დიდი ხანია ფართოდ აქვს დახუჭული თვალები

ეჰ, ძალიან ცუდია. პირიქით ამ ზაფხულს დამატებითი ეკიპაჟები უნდა იყვნენ ტრაფიკი გაზრდილი რომ არის ... დღეში 200 მანქანას რომ დააჯარიმებ და თან ამას გააშუქებ , , ერთ კვირაში ყველა ივლის თავის გზაზე.

Posted by: ნიკა 21 Jul 2021, 18:43
da_to
QUOTE
ბათუმში 183 მმ , წერია

აქ ჩანს სად გვერხევა
https://retro.yr.no/kart/#lat=42.08333&lon=42.83333&zoom=7&laga=nedb%C3%B8r&baseid=PunktUtlandet%3A7667553&proj=900913

Posted by: ZEUS 21 Jul 2021, 20:53
QUOTE (da_to @ 21 Jul 2021, 17:54 )

ZEUS
QUOTE
ჩემი დაკვირვებით საპატრულო პოლიციას ძალიან დიდი ხანია ფართოდ აქვს დახუჭული თვალები

ეჰ, ძალიან ცუდია. პირიქით ამ ზაფხულს დამატებითი ეკიპაჟები უნდა იყვნენ ტრაფიკი გაზრდილი რომ არის ... დღეში 200 მანქანას რომ დააჯარიმებ და თან ამას გააშუქებ , , ერთ კვირაში ყველა ივლის თავის გზაზე.

მერე არჩვენებს შენ მოიგებ?! vik.gif gigi.gif

Posted by: NVIDIA MAN 22 Jul 2021, 11:16
ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის ორივე მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
გზის პირველ ლოტზე (წკერე-კობის მონაკვეთი) მიმდინარეობს გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM-ის აწყობა, ხოლო მეორე ლოტზე (ქვეშეთი-წკერეს 12.7 კილომეტრიანი მონაკვეთი) ხორციელდება #1 გვირაბის ჩრდილოეთ პორტალის მოწყობა

--
user posted image
--
user posted image
--
user posted image
--
user posted image
--
user posted image
--
user posted image
--
user posted image

Posted by: ქაფქიანა 22 Jul 2021, 14:33
NVIDIA MAN

შესანისნავი ფოტოებია, ოღონდ ამ თემასთან რა შუაშია?

Posted by: GEORGEXIII 23 Jul 2021, 13:29
user posted image

.......

Posted by: Beka_g 23 Jul 2021, 13:34
ანუ გამოვა, რომ 20 წელი მოვუნდებით 325 კილომეტრის აშენებას. ფაქტიურად გამოვა, რომ იმ მომენტისთვის ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი თბილისიდან ბათუმამდე ავტობანი შენდებოდა.

Posted by: GEORGEXIII 23 Jul 2021, 13:38
Beka_g
მასეაა... ნათლად ჩანს ამ მოცემულობით ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები

Posted by: Delvaux 23 Jul 2021, 14:11
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეოთხე ლოტზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის პირველი და მეორე ფენების მოწყობა

Posted by: donrobita 23 Jul 2021, 14:31
QUOTE (Delvaux @ 23 Jul 2021, 14:11 )
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეოთხე ლოტზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის პირველი და მეორე ფენების მოწყობა

მიცვალებული ადგააა gigi.gif

რა დღეში ვართ ჩემი კაი

აქ ადრე წერდნენ მეოთხე ლოტი რომც მორჩეს ვერსად დაერთდებაო ხო?

ისაც ვერ გიხარია კაცს რაღაცის მშენებლობა რო მალე უნდა დასრულდეს facepalm.gif

Posted by: black_mamba24 23 Jul 2021, 18:28
Beka_g
მანდ მგონი მარტო თბილისი ბათუმის მონაკვეთი არ იგულისხმება, ალბათ ის მონაკვეთებიც შედის, რომელთა მშენებლობა ჯერ არც დაწყებულა.
მთავარია რიკოთი მორჩეს 3 წელიწადში და ხარიასხიანად გაკეთდეს, დანარჩენს არ ვჩივით.

Posted by: ZEUS 24 Jul 2021, 15:30
QUOTE (Delvaux @ 23 Jul 2021, 14:11 )
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეოთხე ლოტზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის პირველი და მეორე ფენების მოწყობა

მე რა სურათებიც ვნახე, მემგონი ტიპები იმენა მიწაზე აგებენ ასფალტს. არანაიი ყრილი არაა გაკეთებული. სავარაუდოდ ძალიან მალე დაყვინთავს ეგ გზა გახსნიდან.
user posted image

Posted by: Kidnapped 24 Jul 2021, 18:42
QUOTE (ZEUS @ 24 Jul 2021, 15:30 )
QUOTE (Delvaux @ 23 Jul 2021, 14:11 )
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეოთხე ლოტზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის პირველი და მეორე ფენების მოწყობა

მე რა სურათებიც ვნახე, მემგონი ტიპები იმენა მიწაზე აგებენ ასფალტს. არანაიი ყრილი არაა გაკეთებული. სავარაუდოდ ძალიან მალე დაყვინთავს ეგ გზა გახსნიდან.
user posted image

ვაიმე ეს რა არის facepalm.gif

აღარც ფითილი აღარც ხიმინჯი არაფერი! ხრეში და ასფალტი... facepalm.gif

Posted by: ZEUS 24 Jul 2021, 20:36
ტიპებმა ასფალტიო მოასხეს მგონი უბრალოდ და ეგაა smile.gif

Posted by: ნიკა 24 Jul 2021, 20:42
მგონი ყრილია, უბრალოდ იმდენი წელია გასული დაყრიდან, რომ ზედ ბალახია ამოსული biggrin.gif

user posted image

Posted by: Mr Angry 24 Jul 2021, 22:22
კი მაგრამ ბეტონის საფარი არ უნდა იყოს? რა ასფალტი

Posted by: ilo44 24 Jul 2021, 23:19
QUOTE (Mr Angry @ 24 Jul 2021, 22:22 )
კი მაგრამ ბეტონის საფარი არ უნდა იყოს? რა ასფალტი

გურია-აჭარა ასფალტია ჭაობიანი ტერიტორიების გამო

Posted by: iviko18 25 Jul 2021, 00:40
QUOTE (ZEUS @ 24 Jul 2021, 15:30 )
QUOTE (Delvaux @ 23 Jul 2021, 14:11 )
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეოთხე ლოტზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის პირველი და მეორე ფენების მოწყობა

მე რა სურათებიც ვნახე, მემგონი ტიპები იმენა მიწაზე აგებენ ასფალტს. არანაიი ყრილი არაა გაკეთებული. სავარაუდოდ ძალიან მალე დაყვინთავს ეგ გზა გახსნიდან.
user posted image

საკმაოდ მაღალი მიწაყრილია გაკეთებული. Google maps-ზე ჩანს კარგად. აყვავებულია და ამ ფოტოებზე ცუდად განირჩევა.

user posted image

Posted by: ZEUS 25 Jul 2021, 09:20
QUOTE (iviko18 @ 25 Jul 2021, 00:40 )
QUOTE (ZEUS @ 24 Jul 2021, 15:30 )
QUOTE (Delvaux @ 23 Jul 2021, 14:11 )
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეოთხე ლოტზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის პირველი და მეორე ფენების მოწყობა

მე რა სურათებიც ვნახე, მემგონი ტიპები იმენა მიწაზე აგებენ ასფალტს. არანაიი ყრილი არაა გაკეთებული. სავარაუდოდ ძალიან მალე დაყვინთავს ეგ გზა გახსნიდან.
user posted image

საკმაოდ მაღალი მიწაყრილია გაკეთებული. Google maps-ზე ჩანს კარგად. აყვავებულია და ამ ფოტოებზე ცუდად განირჩევა.

user posted image

ღმერთმა ქნას ეგრე იყოს
ამ ფოტოებზე მე ეგ ვერ შევატყე.

Posted by: ქაფქიანა 25 Jul 2021, 17:38
Kidnapped

რა რა და ხიმინჯი ეგრე არ გამოჩნდება.

Posted by: Tocadero 26 Jul 2021, 13:22
დროებით შემაერთებელ გზას გავს ეგ.....

Posted by: black_mamba24 27 Jul 2021, 11:11
რაღაცა 2 კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა გახსნან მალეო და რა ადგილზეა ზუსტად საუბარი, ხომ არ იცით?

Posted by: Beka_g 27 Jul 2021, 11:54
Tocadero

არ არის ეგ დროებითი შემაერთებელი, შუაში გამყოფია და მერე მეორე მიმართულებაზე ასვალტი უკვე დაგებულია

user posted image

Posted by: ZEUS 27 Jul 2021, 12:05
QUOTE (black_mamba24 @ 27 Jul 2021, 11:11 )
რაღაცა 2 კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა გახსნან მალეო და რა ადგილზეა ზუსტად საუბარი, ხომ არ იცით?

სოფელ ხევთან ორი პატარა გვირაბი რომაა, მანდ.

Posted by: Mr Angry 27 Jul 2021, 19:49
user posted image

ოდესმე ამ ხიდს დაადგება საშველი? სულ არაფერი არ მიემატა? sad.gif

გურია

Posted by: ZEUS 27 Jul 2021, 21:00
QUOTE (Mr Angry @ 27 Jul 2021, 19:49 )
user posted image

ოდესმე ამ ხიდს დაადგება საშველი? სულ არაფერი არ მიემატა? sad.gif

გურია

რიკოთის შუა ლოტები უეჭველი მოასწრებს მაგ ხიდს.
სამარცხვინო მდგომარეობაა რა. მაგრად ტეხავს.

Posted by: ilo44 27 Jul 2021, 21:15
QUOTE (Mr Angry @ 27 Jul 2021, 19:49 )
user posted image

ოდესმე ამ ხიდს დაადგება საშველი? სულ არაფერი არ მიემატა? sad.gif

გურია

რაც იყო შეტანილი ბალასტი ხიდის ბურჯების ასაშენებლად ნახევარი რიონმა წაიღო ზღვაში, მიგდებული მდგომარეობის დამო. ზარალი ვალით აღებული კრედიტის ასე უთავმოყვარე გაფლანგვა დანაშაულია, იმედია მოეკითხებათ დამნაშავეებს!!!

Posted by: Tocadero 27 Jul 2021, 21:48
ilo44

კი მარა რომელი კომპანია აშენებს????????

უნდა იცოდეს ხმალხმა თავისი გმირების სახელები

Posted by: Delvaux 28 Jul 2021, 16:20
QUOTE (Mr Angry @ 27 Jul 2021, 19:49 )
user posted image

ოდესმე ამ ხიდს დაადგება საშველი? სულ არაფერი არ მიემატა? sad.gif

გურია

ეს გუგლის ფოტო არის 10 იანვრის. დავიჯერო წინ არ იქნებიან წაწეულები?

facepalm.gif

Posted by: Tocadero 28 Jul 2021, 19:02
Delvaux

არა smile.gif))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: ნიკა 29 Jul 2021, 14:04
Tocadero
QUOTE
კი მარა რომელი კომპანია აშენებს????????

უნდა იცოდეს ხმალხმა თავისი გმირების სახელები

კაი ხანია გაიქცა ალტკომი მანდედან.

Posted by: zazamos 29 Jul 2021, 18:02
ორი დღის წინ ვიყავი გურიის მეოთხე ლოტზე (ახალსოფელი-ხიდმაღლა/გრიგოლეთი).
პირველ რიგში ვისაც აინტერესებდა, ასფალტს პირდაპირ ჭაობზე ხომ არ აგებენ smile.gif. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გზა მიწიდან 8 მეტრის სიმაღლეზეა აწეული smile.gif.
user posted image
user posted image

ეს არის ლოტის დასაწყისი გრიგოლეთის მხრიდან. აქაც მოჩანს, რა სიმაღლეზეა გზა აწეული. ეს მიწისქვეშა გასასვლელიც სავარაუდოდ ამ ლოტს ეკუთვნის, მაგრამ ბეტონი გამსკდარი და დეფორმირებულია, ამიტომ ალბათ თავიდან ჩამოასხამენ და ამ მონაკვეთს შემდეგ ამოავსებენ.
user posted image
user posted image
user posted image
აქედან სუფსაში ჩამოსასვლელ ხიდამდე ვაკისი ძირითადად მოსწორებულია, ხრეშის ბოლო, დასასხმელი ფენა არაა დაგებული, ზოგან მოსწორებულიც არაა. როგორც მითხრეს, კერძო პირთან სადავო ტერიტორია იყო და სასამართლო დავა ახლახანს დასრულდა.
user posted image
სუფსაში ჩასასვლელი ხიდიდან / კვანძიდან ახალსოფელ/ხაჯალიამდე, ანუ ლოტის ბოლომდე ასფალტს აგებენ - ორივე მიმართულებით.
user posted image
user posted image
ხრეშის ზედა ფენა ძირითადად მოსწორებულია, ზოგან ერთი პირი ასფალტია დაგებული, ზოგან - ორი. ჯამში ექვს კილომეტრამდე იქნება ორივე მიმართულებით.
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

* * *
ეს ბონუსად. მიაგნეს უკვე biggrin.gif
user posted image

Posted by: mtasiqiteli 30 Jul 2021, 00:59
თბილისი - სენაკი - სარფი

არანაირი ლესელიძე

Posted by: ქაფქიანა 30 Jul 2021, 07:56
mtasiqiteli

QUOTE
თბილისი - სენაკი - სარფი

არანაირი ლესელიძე

რუკას მაინც დახედე, სანამ რაიმე სისულელეს დადებ.

Posted by: mtasiqiteli 30 Jul 2021, 08:46
ქაფქიანა

დილის 8 საათზე შემოხვედი რო ეს დაგეწერა?

შენ თვითონ თუ იცი ლესელიძე სად მდებარეობს შე მართლა სულელო

lol.gif

Posted by: ZEUS 30 Jul 2021, 09:09
zazamos
მადლობა. გზების დეპარტამენტზე საინტერესო სურათები იყო აშკარად მაგ გასაიდუმლოებული ლოტიდან.

mtasiqiteli
მემგონი კოლეგამ იმაზე მიგითითათ, რომ თუ სარფისკენ მიგიევთ გული, თბილისი-სამტრედია-სარფი გამოდის და არა სენაკი smile.gif

Posted by: ქაფქიანა 30 Jul 2021, 09:34
mtasiqiteli

QUOTE
შენ თვითონ თუ იცი ლესელიძე სად მდებარეობს შე მართლა სულელო

სულელი თავი გაბია. მე შენზე არ მითქვამს, რომ სულელი ხარ, არამედ პოსტია სულელური. ამის გარჩევა თუ არ შეგიძლია, მართლა სულელი ყოფილხარ, მარტო პოსტი კი არ გქონია სულელური.

მე არ ვიცი ლესელიძე სად არის და შენ იცი კარგად, გეტყობა. ვის ეუბნები მაინც, რომ იცოდე.

ZEUS

გაეშვი. სადაც თბილისი-სენაკი-სარფი გამოაცხო, იქ უარესს იტყვის.

Posted by: donrobita 30 Jul 2021, 10:06
QUOTE
მემგონი კოლეგამ იმაზე მიგითითათ, რომ თუ სარფისკენ მიგიევთ გული, თბილისი-სამტრედია-სარფი გამოდის და არა სენაკი

დაჟე არც სამტრედია გამოდის gigi.gif

თბილისი-სამტრედიის შემოვლითი-სარფი gigi.gif

Posted by: ZEUS 30 Jul 2021, 11:59
ხალხნო მიშველეთ. გზების დეპმა დამსპამა biggrin.gif

რაღაცა რუკა დადეს ამ შობელძაღლებმა კომენტარებში. გადავედი მაგაზე და იმის მერე ჩემ მობილურში ამ სიფერადეებს ვერ ვაცილებ ბლიად biggrin.gif სად საცობია და სად არა, ეგეც ვეღარ გამიგია smile.gif

user posted image

Posted by: rommel 30 Jul 2021, 12:47
zazamos
მადლობა, ძლივს რაღაც გავიგეთ მაგ ლოტიდან

Posted by: zura770077 30 Jul 2021, 16:37
QUOTE
მემგონი კოლეგამ იმაზე მიგითითათ, რომ თუ სარფისკენ მიგიევთ გული, თბილისი-სამტრედია-სარფი გამოდის და არა სენაკი

თუ თბილისი - სუფსა(გრიგოლეთი)- სარფი?

Posted by: mtasiqiteli 31 Jul 2021, 14:47
ქაფქიანა
QUOTE
სულელი თავი გაბია.

ეს უკვე მეორედ მეუზრდელები
QUOTE
მე შენზე არ მითქვამს, რომ სულელი ხარ, არამედ პოსტია სულელური.

drug.gif

ანუ მე რო გითხრა ეხლა ###ობებს წერ მეთქი არ არის ხო შეურაცხყოფა?
drug.gif
ტაქტი თუ არ გესმის და როგორ უნდა მიმართო ადამიანს, უზრდელობაა ეგ.

QUOTE
გაეშვი. სადაც თბილისი-სენაკი-სარფი გამოაცხო, იქ უარესს იტყვის.

გაეშვიო...

facepalm.gif

ჩემზე აქცენტების გადმოტანას თავი დაანებე და თემაზე წერე
რა "გამოვაცხე" აბა ნიჭიერო?
თემას ჰქვია
QUOTE
ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე

ხოდა თუ ამ განყოფილების პელე გგონია თავი განმარტე აბა - ლესელიძე რა კრიტერიუმებით ჰქვია იმ გზას როცა იქ მიმავალი გზის არც რეაბილიტაცია მიმდინარეობს და არც ახალი გზა შენდება.

პრინციპში არც მინდა რაიმე სახის განმარტება

არ დამიპოსტო ეხლა რამე პროვოკაციული თორე ამჯერად აღარ გავატარებ!

Posted by: ZEUS 31 Jul 2021, 17:18
mtasiqiteli
ქვია ამ მაგისტრალს ასე დს რას იზამ. ანუ ოფიციალური სახელწოდება ასეთი აქვს.

Posted by: ilo44 1 Aug 2021, 00:02
რა ხდება ახალ გზებზე, როგორ მიდის მუშაობა კორუმპირებული ქოცების ხელში? უზიან წილში? აკატებს ღებულობს ქოცთა რეჟიმის გაიძვერა ნაძირლები- საერთაშორისო კრედიტით მშენებარე ავტომაგისტრალზე? ახალი ინფოები დაყარეთ თუ გაქვთ რათქმაუნდა!

Posted by: otokarcobra 1 Aug 2021, 01:50
mtasiqiteli
თუ სარფს აწვები, სენაკი რაღა შუაშია

მაგრად აიკენწლე smile.gif))))))))))))))))

Posted by: winrar 1 Aug 2021, 09:31
QUOTE (ilo44 @ 1 Aug 2021, 00:02 )
როგორ მიდის მუშაობა კორუმპირებული ქოცების ხელში? უზიან წილში? აკატებს ღებულობს ქოცთა რეჟიმის გაიძვერა ნაძირლები- საერთაშორისო კრედიტით მშენებარე ავტომაგისტრალზე?

შარლ მიშელის დოკუმენტის ხსენება დაგავიწყდა lol.gif
ერთი ეს თემაა სადაც კორუმპირებული ქოცების და დედა######ლი ნაცების ხსენების გარეშე შეიძლება საუბარი და იმასაც არ ვახარებთ...

Posted by: donmixo777 1 Aug 2021, 10:10
ZEUS
QUOTE
ხალხნო მიშველეთ. გზების დეპმა დამსპამა

ქეში გაუწმინდე აპს
თუ მაინც არ უშველა მაშინ მონაცემებიც მიასუფთავე და გამოსწორდება

Posted by: ZEUS 1 Aug 2021, 12:12
QUOTE (donmixo777 @ 1 Aug 2021, 10:10 )
ZEUS
QUOTE
ხალხნო მიშველეთ. გზების დეპმა დამსპამა

ქეში გაუწმინდე აპს
თუ მაინც არ უშველა მაშინ მონაცემებიც მიასუფთავე და გამოსწორდება

მადლობა. გუშინ მომაფიქრდა ეგ და ქეშის და დატის გასუფთავებამ უშველა.
* * *
ilo44
QUOTE
ახალი ინფოები დაყარეთ თუ გაქვთ რათქმაუნდა!

ინფო არ ვიცი და აჰა თქვენ რიკოთის სურათები:
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
* * *
მეორე პარტია:
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
* * *
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
* * *
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

* * *
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: donmixo777 1 Aug 2021, 12:58
მშვენიერი სურათებია

აშკარაა რიკოთზე წინსვლა
რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით გურიის შემოვლითის პირველ ლოტზე

და სურათების ავტორს ვთხოვ რომ სურათები სპოილერში ჩასვას
შემოვლენ ეხლა და მთლიან პოსტს დააკოპირებენ და ისე გამოხატავენ სიხარულს, ხოლო ფორუმის ეს გვერდი ჩამოიწელება 80 წლის ჟანა ბებოს ძუძუებივით biggrin.gif

Posted by: ZEUS 1 Aug 2021, 13:04
donmixo777
საჩალიჩია ეგ დასპოილერება? ისედაც ვიშრომე ამეების ატვირთვაზე. შემარგეთ კვირადღე biggrin.gif

Posted by: spider77 1 Aug 2021, 22:26
ე.ი. ამათ იდიოტობას საზღვარი არა აქვს რა.

ზესტაფონის ცეტრალური ქუჩა აქამდე გადათხრილი იყო და ავტომობილების უმთავრესი ნაკადი გადიოდა "ყავახანების" ალეადან.
თუმცა მცირე ნაწილს ის რემონტში მყოფი ცენტრიც ატარებდა.
ეხლა მთლიანად აუთხრიათ და გადაუკეტიათ, ლუკოილთან დიდი წრე როა.
დასავლეთიდან თბლისისკენ მოვდიოდი და ყავების ასახვევში დიდი საცობი გაიჩითა და ვიფიქრე, ცენტრით გავალ ნელ-ნელა და ბარემ ბენზინსაც ჩავასხამთქო.
იქითაც კი ჩანდა საცობი, მაგრამ ხიდქვეშ გასაძრომი როა იქ შევაყოფინე მანქანას ცხვირი და .... ხაფანგში რო მოხვდე ისე, მოვხვდი გაუგებრობაში facepalm.gif
რის ბენზინი, რა ბენზინი. ისე იყო იქაურობა გადათხრილი, მევთქვი ბასეინს ხო არ აშენებენთქო.
ლუკოილთან ახლოსაც ვერ მიხვალ. მიყვები პირდაპირ ნაკადს და მორჩა.
ზუსტად 45 წუთი ვიღოღიალე სანამ გავაღწიე, ბაზრის გავლით.
არ შეცდეთ ჩემსავით და ცენტრით არ წახვიდეთ.
რა ჯანდაბაა ეს, ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყიში რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა აზრად ეგეთი რამე ?!

ისედაც, ხაშურის შემოვლითის გახსნის მერე ეს ზესტაფონი დარჩა ყველაზე ცხელ წერტილად და ეხლა ეს უნდოდა?

Posted by: ZEUS 1 Aug 2021, 23:49
უბისას მონაკვეთი

user posted image

Posted by: rommel 2 Aug 2021, 00:20
QUOTE
უბისას მონაკვეთი

მთელს რიკოთზე უსაზიზღრესი მოსახვევის დასასრულია ასახული ამ ფოტოზე.
ყველაზე გრძელი ხიდი ქვეყანაში, რომელსაც ორივე მხრიდან გვირაბი ეკვრის.

Posted by: Mr Angry 2 Aug 2021, 09:55
ზესტაფონში არის ჯოჯოხეთური საცობი, ყველა გზაზე და ჩიხში მანქანის რიგებია

შუა სეზონზე რომ აუტყდებათ გზის გადათხრა და გადაკეტვა იმის ბრალია. გავხედე გადათხრილ მოედანს და კაციშვილი არ მუშაობდა, ეს რა იციან, გადაკეტავენ, ასფალტის საფარს აიღებენ, ამოჩიჩქნიან აქაიქ და მიატოვებენ 1-2 თვე ან მეტი. ქუთაისში 2-3 წელია ასე მიგდებულია, ამოთხრილი-გადაკეტილი გზები, იმედია აქაც ესე არ იქნება.

კარგი იქნებოდა ჯერ შემოვლითები გაეკეთებინათ, ზესტაფონის, სურამის, ხაშურის, გორის და მერე დაეწყოთ მათი დაკავშირების პროექტირება, ფიქრი. საცობებს მაინც ავცდებოდით.

Posted by: donrobita 2 Aug 2021, 10:25
QUOTE (Mr Angry @ 2 Aug 2021, 09:55 )
ზესტაფონში არის ჯოჯოხეთური საცობი, ყველა გზაზე და ჩიხში მანქანის რიგებია

შუა სეზონზე რომ აუტყდებათ გზის გადათხრა და გადაკეტვა იმის ბრალია. გავხედე გადათხრილ მოედანს და კაციშვილი არ მუშაობდა, ეს რა იციან, გადაკეტავენ, ასფალტის საფარს აიღებენ, ამოჩიჩქნიან აქაიქ და მიატოვებენ 1-2 თვე ან მეტი. ქუთაისში 2-3 წელია ასე მიგდებულია, ამოთხრილი-გადაკეტილი გზები, იმედია აქაც ესე არ იქნება.

კარგი იქნებოდა ჯერ შემოვლითები გაეკეთებინათ, ზესტაფონის, სურამის, ხაშურის, გორის და მერე დაეწყოთ მათი დაკავშირების პროექტირება, ფიქრი. საცობებს მაინც ავცდებოდით.

დაწყებულია რიკოთის მეოთხე ლოტის (შორაპანი-არგვეთა) მშენებლობა და 2025-ისთვის ზესტაფონში არ დაგვჭირდება შესვლა

ოპტიმისტური სცენარით 2024-ში

Posted by: rommel 2 Aug 2021, 11:40
QUOTE
ზესტაფონში არის ჯოჯოხეთური საცობი, ყველა გზაზე და ჩიხში მანქანის რიგებია

შუა სეზონზე რომ აუტყდებათ გზის გადათხრა და გადაკეტვა იმის ბრალია.

სიუჟეტი ვნახე. 2-3 თვის დასრულებული უნდა იყოს სამუშაოები. ცნობილი ენ სი სი საქმიანობს მგონი

Posted by: irakli1 2 Aug 2021, 22:52
F0 ზე რამე სამუშაოები მიდის? ასე არ ქვია ჩუმათელეთ -ხევის მონაკვეთს

Posted by: JSB14BSJ 2 Aug 2021, 23:35
irakli1
QUOTE
F0 ზე რამე სამუშაოები მიდის?

კი.

ლიჩნად ბატონი ბიძინი მუშაობს.

მეუფე პეტრეს კურთხევით.

Posted by: PREDATOR 3 Aug 2021, 12:23
რიკოთზე ტემპი არის კარგი, ნუ თვალით რაც ჩAნს ის ვერაფერს დაუწუნებ, არ ვიცი ზამთარში როგორ იქნება მარა ზაფხულში ასეა
გურიაშია სავალალო მდგოამრეობაა კაი ხანი მანდ არაფერი მოხდება sad.gif
ქუთაისის შემოვლითი რო მთავრდება საერთოდ მიგდებულ მიყრილია ყველაფერი მაგის გაგრძელების მონაკვეთზე, ხიდებზე ზოგგან ალაგია ფილები ზოგგან არა, ბალახია უკვე ზედ ამოსული sad.gif

Posted by: Tocadero 3 Aug 2021, 17:02
PREDATOR

რაგინდა მეოთხეს აგენებ......

სუფსა ქობულეთსაც ძალიან ნელა აკეთებენ

სუფსის ხიდი არც დაუწყიათ.

Posted by: ქაფქიანა 3 Aug 2021, 17:34
mtasiqiteli

როგორც პიემში მოგწერე, პასუხს საჯაროდ მოგწერდი, ყველას დასანახად.

QUOTE
არ დამიპოსტო ეხლა რამე პროვოკაციული თორე ამჯერად აღარ გავატარებ!

პროვოკაციული რომ დამიწერეს და რომ არ გავატარე, იმიტომაც ვერ გპასუხობდი ამდენ ხანს.

QUOTE
ხოდა თუ ამ განყოფილების პელე გგონია თავი განმარტე აბა - ლესელიძე რა კრიტერიუმებით ჰქვია იმ გზას როცა იქ მიმავალი გზის არც რეაბილიტაცია მიმდინარეობს და არც ახალი გზა შენდება.

QUOTE
გაეშვიო...

ჩემზე აქცენტების გადმოტანას თავი დაანებე და თემაზე წერე
რა "გამოვაცხე" აბა ნიჭიერო?

რა გიყო, რით დაგეხმარო.

სამომავლოდ გაითვალისწინე, რომ როდესაც რაღაც საგნის გარშემო იდავებ, სადავო საგანზე მინიმალური ცოდნა და კომპეტენცია მაინც უნდა გაგაჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დიახ, სულელური იქნება შენი პოზიცია და შენ თავად, რბილად რომ ითქვას, სასაცილოდ გამოჩნდები.

რა პელე, რა მარადონა. თბილისი-სენაკი-ლესელიძე, იგივე ს-1, არის გზის ოფიციალური სახელწოდება. ახლა შენ მოგწონს არ მოგწონს, ეგ როგორი მეასეხარისხოვანია, ხომ თავადვე ხვდები? რომ არ იცოდი, მით უფრო. ეს შენ გაგდებს სასაცილო მდგომარეობაში. ბოდიში, რომ კრიტერიუმები შენ არ შეგითანხმეს.

რაც შეეხება იმას, თუ რა გამოაცხვე, გამოაცხვე გზის მარშრუტი თბილისი-სენაკი-სარფი, რომელიც თავისი არაადეკვატურობით ნაწილობრივ აჩვენებს, რომ გეოგრაფიული რუკის კითხვა შენი ძლიერი მხარე არ არის და ნაწილობრივ, სენაკიდან სულ სხვა, ამჯერად ს-2 გზას წარმოადგენს.

Posted by: Tocadero 3 Aug 2021, 18:06
ქაფქიანა

რაზბორკები თემაში არა რა ფლიზზზ

არაა საინტერესო და იფლუდება აქაურობა

Posted by: zet2000 4 Aug 2021, 18:59
გამარჯობათ, ხომ არ იცით ჩუმათელეთი-წიფა-ხარაგაულის მონაკვეთის მშენებლობაზე რა ხდება? ამბობდნენ შემოვლითი გზა უნდა გაკეთდესო...

Posted by: ქაფქიანა 5 Aug 2021, 08:54
zet2000

ჩუმათელეთი-ფონა-ხარაგაულის მშენებელი კომპანია, აზერბაიჯანული ,,აკორდი" გააგდეს უამრავი დარღვევის გამო. რამდენი წლი გაიწელება კიდევ მაქაურობა, ვინ იცის.

Posted by: zet2000 5 Aug 2021, 11:05
QUOTE (ქაფქიანა @ 5 Aug 2021, 08:54 )
zet2000

ჩუმათელეთი-ფონა-ხარაგაულის მშენებელი კომპანია, აზერბაიჯანული ,,აკორდი" გააგდეს უამრავი დარღვევის გამო. რამდენი წლი გაიწელება კიდევ მაქაურობა, ვინ იცის.

ესეიგი დიდი ხანი არ ეღირსება მაგ მხარეს გზის გაკეთება....

Posted by: ZEUS 5 Aug 2021, 11:36
QUOTE (ქაფქიანა @ 5 Aug 2021, 08:54 )
zet2000

ჩუმათელეთი-ფონა-ხარაგაულის მშენებელი კომპანია, აზერბაიჯანული ,,აკორდი" გააგდეს უამრავი დარღვევის გამო. რამდენი წლი გაიწელება კიდევ მაქაურობა, ვინ იცის.

მე ვიტყოდი შეთანხმებულად გავიდა აკორდი, თორემ რაც მაგას ტენდერები და დარღვევები ქონდა აქამდეც, რა უნდა მოეგო. დიდი კორუფცია ტრიალებს მანდ.
რა სამწუხაროა რომ გურიის ტანჯული პირველი ლოტიც მაგათ მოიგეს. ახლა მანდაც გაჩერდნენ და როდის რა იქნება არავინ იცის.

სამარცხვინოა. ტეხავს.

Posted by: Tocadero 5 Aug 2021, 13:26
ZEUS

აბა გამოწვევის დაჩა რითი აშენდა ლოლ

Posted by: rommel 5 Aug 2021, 15:24
დაასრულებს ბლექ სი ძირულა-მოლითის მონაკვეთს და გადაიბარებს აკორდისას. აგერ ნახავთ ასე თუ არ იქნება.
სიამის ტყუპებვით არიან ეგენი.
ატკატი ტყდება,ყველა ბედნიერია, ჩემი მანქანის პერედოკის გარდა.

Posted by: ZEUS 5 Aug 2021, 15:43
QUOTE (rommel @ 5 Aug 2021, 15:24 )
დაასრულებს ბლექ სი ძირულა-მოლითის მონაკვეთს და გადაიბარებს აკორდისას. აგერ ნახავთ ასე თუ არ იქნება.
სიამის ტყუპებვით არიან ეგენი.
ატკატი ტყდება,ყველა ბედნიერია, ჩემი მანქანის პერედოკის გარდა.

კი. ქუთაისის შემოვლითის მეორე ლოტიც მგონი ბელქ სიმ გააკეთა და არა აკორდმა.

Posted by: ნიკა 5 Aug 2021, 19:13
rommel
QUOTE
ჩემი მანქანის პერედოკის გარდა.

ზადოკი არ აქვს მანქანას? biggrin.gif
* * *
6 აგვისტოს ღამის საათებში რიკოთზე შეზღუდვა დაწესდება
05 აგვ, 2021 16:45:59

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე (სოფელი ხუნევი) საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ საქართველოს ფილიალის მიერ, შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებების გატარების მიზნით, 2021 წლის 6 აგვისტოს 02:00სთ-დან 05:00სთ-მდე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კილომეტრზე არსებული ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან საავტომობილო გზის 194-ე კილომეტრამდე (ქ. ზესტაფონი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალება.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1628167585&pid=1388404621

Posted by: rommel 6 Aug 2021, 00:32
ნიკა
QUOTE
rommel
QUOTE
ჩემი მანქანის პერედოკის გარდა.

ზადოკი არ აქვს მანქანას

ზადოკი ჩუმადაა, პერედოკმა გამიშრო სისხლი smile.gif

Posted by: donmixo777 7 Aug 2021, 10:03
QUOTE
მე ვიტყოდი შეთანხმებულად გავიდა აკორდი, თორემ რაც მაგას ტენდერები და დარღვევები ქონდა აქამდეც

მასეა
აკორდი რამე ტენდერს იგებდეს კი არა, სახელიც აკრძალული უნდა იყოს აქამდე...

მარა გზების დეპში რომ კორუციის ბუდეა, ამას ორი აზრი არ უნდა

Posted by: ilo44 7 Aug 2021, 23:38
ტენდერი დაიდო გურიის პირველ ლოტის, https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge
წავა ახალი ატკატის სეზონი, აკორდმა ამოწურა შესაძლებლობა!

Posted by: ნიკა 8 Aug 2021, 11:12
გავიარერიჟოთი ფილას. 6-7 წუთი დავკარგე. ლავაცათაუნში მეტს დავკარგავ.

Posted by: ZEUS 8 Aug 2021, 14:42
ქუთაისის შემოვლითზე სამტრედიის გადასახვევთან ძროხები იწვნენ ჩრდილში, ხიდის ქვეშ. ასევე ჩიშურას ხიდთან და კიდევ სადღაც შუაში გზაგამტოფზე ბალახობდნენ და ისე გადაირბინეს, ლამის ჩემ წინ მიმავალი მანქანა ალეწეს. ზესტაფონი-ნახშირღელეს მონაკვეთზეც სიმონეთთან სამი ძროხა ბიბინებდა გზაგამყოფზე, მიუხედავად ღობეებისა.

უნდა ამოწყდეს ალბათ ვინმე და მერე მიიღებენ ზომებს.

user posted image

Posted by: irakli1 8 Aug 2021, 17:44
ძინავს საგზაოს ? როგორ შეიძლება ძროხა ასე დადიოდეს ჩქარ მაგისტრალზე.ბანგლადეში ვართ რასაც ქვია.

Posted by: Tocadero 8 Aug 2021, 22:20
ZEUS

ეგენი მერიის სამხედრო აეროდრომზეც იპარებოდნენ, უფრო მესტნები უშვებდნენ და რუსების 2 ცალი მიგ-23 აილეწა მაგათ გამო

ასე რომ საკვირველი არაფერია

ბოლოს სროლის ბძანება გასცეს და კლავდნენ ძროხებს smile.gif)))

იყო ისტორია მაგაზე

Posted by: winrar 8 Aug 2021, 22:26
აკორდზე უარესი თეორიაშიც ვეღარ მოვა. კაია ეშველება ესე იგი რამდენიმე თვეში.

Posted by: zura770077 8 Aug 2021, 22:35
ბანგლადეში ჯერ არ ვართ. ერთხელ ვუყურე ბანგლადეშზე გადაცემას და რაც იქ სიბინძურეა, მტრისას!
ქუთაისამდე- ზესტაფონიდან ბანზე, გზა გამყოფი რომაა ნიუჯერსებით ამაღლებული, იქ მობალახე ძროხებმა 2019 ში კინაღამ ამლეწეს. ძოვდა თავისთვის და უცბათ ისკუპა ხუსტად მარცხენა ზოლში. თან გასწრების მანევრს ვაკეთებდი და მძლივს მოვახერხე დამუხრუჭება. ვერც მარჯვენა ზოლში დავბრუნდი - ტრაილერს ვუსწრებდი და ზუსტად მის კაბინასთან ვიყავი უკვე მისული, რომ გადმოხტა.
რაღაც სამსახური უნდა იყოს, რომელიც მაგ ძროხებს სადმე დაამწვდევს და პატრონი რომ მოიკითხავს, ჯარიმა აჰკიდონ 500 ლარამდე მინიმუმ.
ვერანაირი ღობე მაგათ ვერ დაიჭერს. აბა წარმოიდგინეთ ღობე გაკეთებულ ბანს რამდენი ჩასასვლელ ამოსასვლელი აქვს დასახლებულ პუნქტებში. მაშინ იმათაც უნდა გააყოლო ეგ ღობეები. მერე რომელიმე სოფელში რომ შევა ეგ გზა, იქაც ღობე უნდა და ა.შ. კარები დაუყენონ სოფლებს გზაზე შესასვლელად?
პატრონის დაჯარიმების გარდა სხვა გამოსავალი არაა! მე იქ რომ გადავრჩი( 1 მეტრში გავუჩერე 110 ით მიმავალი მანქანა) და შიში ვჭამე, მე რომ იქ მისი პატრონი მენახა, ალბათ მერე დამაპატიმრებდნენ, ისეთ რამეს დავმართებდი.
ეს იგივეა, მაგალითად ვიღაცამ საგზაო მოძრაობის წესი დაარღვიოს უყურადღებობით-, ფეხებზე დაიკიდოს თავისი და სხვისი სიცოცხლა და მსხვერპლით დასრულდეს ეს დარღვევა. პატიმრობა ხომ ელის დამრღვევს?
აქაც იგივეა: ძროხის პატრონიც ხომ უყურადღებთბით აგდებს სხვის სიცოცხლეს საფრთხეში?

Posted by: Tocadero 8 Aug 2021, 22:39
zura770077

პატულს უნდა ქონდეს ბძანება ავტობანზე გამოსული ძროხები დახოცონ

ხორცი კი გაჭირვებულებს დაურიგონ

Posted by: ilo44 8 Aug 2021, 23:23
ძროხები ამოდის ძირითადად
ღობის გავლების შემდეგ პატარა კვანძებზე. ამ შემთხვევაში საჭიროა ავტობანის შემოსვლამდე პატარა კვანძის გზებზე გაკეთდეს, რკინის მსხვილი ალმატურის მიკრო ხიდი, 2 მეტრა. მასზე ძროხა ვერ გადადის.

Posted by: fexburti2018 9 Aug 2021, 00:41
თავიდანვე ვიცინოდი იმ ვითომ დამცავ ბადეებზე.
ფულის შოვნის კაი ვარიანტი მონახეს-თქო

ეგ რომ ძროხას ვერ დაიჭერდა,
ამას დებილიც მიხვდებოდა

ელემენტარულად მოგვარდება ეგ.
ძროხების კონფისკაცია.
ვსიო.
მოიკითხავს ვინმე ?
პლიუს იმას 5000 ლარიანი ჯარიმა.
აქაც ვსიო

მარა, არ იზამენ ამას იქამდე,
სანამ ტრაგედია ( ები ) არ დატრიალდება

Posted by: eleqtro 9 Aug 2021, 07:47
ორიოდ თვის წინ შეგვხვდა ძროხები ბანზე. დავრეკეთ 112ში, იმათ პატრულს გადასცეს. ცოტა ხანში პატრული დაგვიკავშირდა და დაზუსტება გვთხოვა. ვუთხარით ადგილი, დაგვპირდა მივხედავთო. რას იზამდნენ არ ვიცი, მაგრამ მინიმუმ შეწუხდა. ასე რომ, თქვენც რეკეთ ხშირად, იქნებ რამე გამოვიდეს.

Posted by: √‼‼VσÜ¥ 9 Aug 2021, 09:11
ზოგადად სახლის ეზოებში ბოსლების მშენებლობა საერთოდ უნდა აიკრძალოს ვისაც საქონელი და ცხოველის შენახვა უნდა შემოღობოს ნაკვეთი და იქ ყავდეს. მხოლოდ ასე მოგვარდება ეს პრობლემა სხვა ნებისმიერ მცედლობას აზრი არ აქვს

Posted by: ნიკა 9 Aug 2021, 09:27
ჯარიმების წერა რომ დაიწყონ უცებ მოგვარდება, მაგრამ მაგას წინასაარჩევნოდ აბა ვინ იზამს.

Posted by: ZEUS 9 Aug 2021, 11:06
QUOTE (eleqtro @ 9 Aug 2021, 07:47 )
ორიოდ თვის წინ შეგვხვდა ძროხები ბანზე. დავრეკეთ 112ში, იმათ პატრულს გადასცეს. ცოტა ხანში პატრული დაგვიკავშირდა და დაზუსტება გვთხოვა. ვუთხარით ადგილი,  დაგვპირდა მივხედავთო. რას იზამდნენ არ ვიცი, მაგრამ მინიმუმ შეწუხდა. ასე რომ, თქვენც რეკეთ ხშირად, იქნებ რამე გამოვიდეს.

მართლა გულით გჯერა მაგით, რომ მოგვარდება? აი ჭიშურას ხიდთან ქუთაისის შემოვლითზე რომ წვანან, მაგ ძროხებს უკვე სახეზე და მოკითხვით ვცნობ ლამის gigi.gif და შენი აზრით პატრულმა არ იცის? smile.gif

უბრალოდ, აქ ცოტა რთულადაა საქმე - აღმოსავლეთისგან განსხვავებით დასავლეთში, რამდენადაც მე ვიცი და შემხვედრია, არ არსებობს ორგანიზებული ნახირის და მწყემსის ცნება წვრილი საოჯახო მეურნეობებისათვის (ვისაც 2-3 ძროხა ყავს). დილით ძროხები თავისით მიდიან და შემდეგ თავისით ბრუნდებიან საღამოს.
ჰოდა ამ წინასაარჩევნოდ ქართველობას ხომ არ წავართმევთ ხალხს და მენახირეების ქირაობას ხომ არ ვთხოვთ? ისევ ჯობია ხალხი ამოწყდეს.

Posted by: iRRa 9 Aug 2021, 11:32

QUOTE
აღმოსავლეთისგან განსხვავებით დასავლეთში, რამდენადაც მე ვიცი და შემხვედრია, არ არსებობს ორგანიზებული ნახირის და მწყემსის ცნება

ძირითადად ეგრეა მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ აღმოსავლეთის "პოხუისტი" მენახირეები. biggrin.gif
ქსანთან სასწაულით გადავურჩი ავარიას,ტრასაზე ნახირიდან შემოვარდნილი ძროხების გამო.

Posted by: rommel 9 Aug 2021, 13:48
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის 11.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის 72 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, “პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 3 (სამი) შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა.”

დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი 10 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2 სექტემბერს იწყება და 9 სექტემბერს სრულდება.

გურიის პირველ ლოტზეა საუბარი

72+ ალტკომის წაღებული 47 ლიმონი=119 ლიმონი
აკორდს ქონდა მოგებული 89 ლიმონად. რამდენი წაიღო ამ ორ წელში არ ვიცი. 20 ლიმონი ვთქვათ მინიმუმ

119+20(?)=139
მგონი მაგრად ტეხავს

Posted by: Mr Angry 9 Aug 2021, 14:50
ეგ აკორდი ისევ რჩება ქართულ ბაზარზე თუ ააცმევინეს აქედან საბოლოოდ?

Posted by: ZEUS 9 Aug 2021, 19:35
rommel
QUOTE
გურიის პირველ ლოტზეა საუბარი

72+ ალტკომის წაღებული 47 ლიმონი=119 ლიმონი
აკორდს ქონდა მოგებული 89 ლიმონად. რამდენი წაიღო ამ ორ წელში არ ვიცი. 20 ლიმონი ვთქვათ მინიმუმ

119+20(?)=139
მგონი მაგრად ტეხავს

კი. აი მართლა მაგრად ტეხავს. უკვე მესამედ აცხქდებენ ტენდერს. როგორ ბნელა და პასუხის მომკითხავიც არავინაა.

Posted by: internazionale 9 Aug 2021, 19:44
rommel
QUOTE
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის 11.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის 72 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, “პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 3 (სამი) შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა.”

დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი 10 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2 სექტემბერს იწყება და 9 სექტემბერს სრულდება.

გურიის პირველ ლოტზეა საუბარი

72+ ალტკომის წაღებული 47 ლიმონი=119 ლიმონი
აკორდს ქონდა მოგებული 89 ლიმონად. რამდენი წაიღო ამ ორ წელში არ ვიცი. 20 ლიმონი ვთქვათ მინიმუმ

119+20(?)=139
მგონი მაგრად ტეხავს

ვაააახხხხ, ძლივს რა. არადა მართლა არ არის 10 თვეზე მეტის სამუშაოები დარჩენილი მანდ. 2022-ის ბოლომდე თუ დასრულდება რაღას დავეძებ.

Posted by: Delvaux 10 Aug 2021, 10:09
საგზაომ დადო ვიდეო გურიის მეოთხე ლოტზე აქტიურად მიდისო ასფალტის დასხმაო.
როგორც ჩანს წლის ბოლომდე გეგმავენ გახსნას, ან საარჩევნოდ რაღაც მონაკვეთის.
ვიდეო კი კარგია მაგრამ ისე გადაღებული ვერ გაიგებ ზუსტად რა მდებარეობაა, რამდენი კილომეტრია დასხმული...
თურქებს მაგრა ჰქონდათ გადაღებული ბათუმის შემოვლითზე, ყველაფერს დალაგებულად ხედავდი მონაკვეთის რა ნაწილზე რა სამუშაო იყო შესრულებული.

ერთი ეგეთი ოპერატორი რიკოთზე რო ყავდეთ და ორთვეში ერთხელ გააკეთოს ვიდეო მაგარი იქნებოდა... სერიოზული რეკლამაც იქნებოდა მთავრობისთვის, მაგრამ ვერ მოაბეს თავი....
ისე მთავარი გზა დააგონ smile.gif)))

Posted by: PREDATOR 10 Aug 2021, 13:35
ბლექ სი აიღებს ნეტა?
თუ ჩინელები შევარდებიან ისევ?

Posted by: ZEUS 10 Aug 2021, 13:47
QUOTE (PREDATOR @ 10 Aug 2021, 13:35 )
ბლექ სი აიღებს ნეტა?
თუ ჩინელები შევარდებიან ისევ?

სინოჰიდრო ან ბლექსი smile.gif ალბათ უფრო სინოჰიდრო. როგორც ხდება ხოლმე biggrin.gif

Posted by: winrar 10 Aug 2021, 15:24
QUOTE (Delvaux @ 10 Aug 2021, 10:09 )
ვიდეო კი კარგია მაგრამ ისე გადაღებული ვერ გაიგებ ზუსტად რა მდებარეობაა, რამდენი კილომეტრია დასხმული...

ალ-ქაიდას გადაღებულია რომ ვერ გაიგო სადაა gigi.gif

საბედნიეროდ გუგლი განახლდა 3 ივლისით და ჩანს რომ აღმოსავლეთიდან მიყვებიან და სუფსის კვანძამდე ჯერ არ მისულან, იქნებოდა ვიდეოში რომ მისულიყვნენ. მაქედან დაწყებას რა აზრი ქონდა, არ ვიცი ვისთვის აგებენ, მაგრამ რაც არის ეგ არის.

გრიგოლეთი-ქობულეთზეც კარგად უბერავენ, სუფსაშიც მოუწყვიათ პლაცდარმი ხიდის ბურჯებისთვის.

Posted by: rommel 10 Aug 2021, 16:30
QUOTE
ბლექ სი აიღებს ნეტა?
თუ ჩინელები შევარდებიან ისევ?

სადაც აკორდი იქაც ბლექ სი.
ჩემი ხმა ბლექ სის smile.gif

Posted by: ZEUS 10 Aug 2021, 16:36
winrar
QUOTE
გრიგოლეთი-ქობულეთზეც კარგად უბერავენ,

რიავიცი. კარგად შებერვის ვერაფერი შევსტყე მაინცდამაინც. სამ წელიწადში სუფსის ბურჯებს თუ კარგ პროგრესში ჩავთვლით, კი.

Posted by: winrar 10 Aug 2021, 16:37
გურიის პირველი და მესამე ბლექსის მისცენ, თბილისის შემოვლითი რიკოთის ჩინელებს გაუნაწილონ და ეგაა, გავედით დამკაში.

Posted by: eleqtro 10 Aug 2021, 21:24
ZEUS
QUOTE
მართლა გულით გჯერა მაგით, რომ მოგვარდება?

სიმართლე გითხრა, არ მჯერა. არ მჯერა იმიტომ, რომ პირადად მე 100ჯერ გავლილზე ერთხელ.დავრეკე მხოლოდ.

Posted by: zura770077 11 Aug 2021, 00:05
ilo44
QUOTE
საჭიროა ავტობანის შემოსვლამდე პატარა კვანძის გზებზე გაკეთდეს, რკინის მსხვილი ალმატურის მიკრო ხიდი, 2 მეტრა. მასზე ძროხა ვერ გადადის

არმატურებზე ძროხა ვერ გადმოდის და ბანზე ამოსასვლელებთან, ამოსასვლელების მთელ სიგანეზე, პლიუს დამცავებამდე რომ გააკეთონ ძროხები მართლა ვერ გადმოვკენ. პლიუს წვიმის წყლის გაყვანის ფუნქციაც ექნება ამ არმატურიანი ბადის ქვეშა ორმოს, თუ მილსაც შეუერთებენ.
მაგრამ წვრილფეხა ცხოველებს რა ეშველება?
დღეს შემემთხვა ასეთი რაღაც:
სამსახურის საქმეზე ვიყავი დასავლეთში.
უკან რომ ვბრუნდებოდი 6 საათის მიდამოში, იგოეთის პოლიციის პუნქტის მერე აღმართზე, სანამ უწყვეტი დაიწყება, გადავასწარი ავტობუსს. მერე ჩავრთე მარჯვენა ციმციმა, თან ავტობუსს გავცდი იმდენზე, რომ არ შემეფერხებინა და დავბრუნდი ისევ მარჯვენა ზოლში. თან კუდზე მაჯდა მერსედესი, რომელიც 100 მეტრის დაშორებით ჩემს უკან, უკვე ფარებს მიციმციმებდა.
დავდექი თუ არა მარჯვენა ზოლში, ჩემს წინ 70 იოდე მეტრის მოშორებით, საავარიო ზოლი რომაა, ფოლადის დამცავებამდე, იმ ზოლში მოდის კომბლიანი ჯიგარი და ალბათ მისი ძაღლი, ყურებ დაცქვეტილი პატარა ტანის ცუგა. კარგად ვერ დავაკვირდი რა მოხდა, რადგან უკან იმ მერსედესსაც ვაკვირდებოდი, რომ არ შემეფერხებინა, ამ ავტობუსსაც- გზა არ მომეჭრა(საერთოდ გასწრების შემდეგ ზოლში არ ვბრუნდები თუ სალონის უკანა ხედვის სარკეში ის მანქანა არ ჩნდება, რომელსაც გადავასწარი. ჩემი დაკვირვებით ეს დაახლოებით 50-60 მეტრია) დს ჩემს წინ რა ხდებოდა იმასაც ვაკვირდებოდი, მაგრამ ეს ძაღლი ხტუნვა-ხტუნვით როგორ აღმოჩნდა ზუსტად ჩემს წინ სავალ გზაზე, ეს გამომეპარა. იმ კაცს, მხრიდან ჯოხი ჩამოღებული ჰქონდა უკვე, ალბათ მოუქნია, თუ სხვა, არ ვიცი.
შევაჯექი ტორმუზს. მარჯვნივ, საავარიო ზოლში ვერ გადავალ- კომბლეა! მარცხნივ ვერა- მერსედესი შემაჯდება. წინ ეს ძაღლია. გადავრჩი იმით რომ ავტობუსთან დისტანცია მქონდა და იმანაც დროულად დაამუხრუჭა. სიგნალზე ძაღლიც საავარიო ზოლზე დაბრუნდა და გაზზე ფეხის ბოლომდე დაჭერით იმ ავტობუსს წინ დისტანცია გავუზარდე.
ქუთაისთან რომ ღობეები გააკეთეს, ის იმითაა კარგი, რომ ძაღლი მგელი, ტურა თუ მელია, დიდი ალბათობით ვერ შემოვა.
ეს დამცავები კი 1 ზოლად რომაა ალბათ მაგით იქნება შესაცვლელი.

Posted by: ilo44 11 Aug 2021, 09:10
QUOTE (winrar @ 10 Aug 2021, 16:37 )
გურიის პირველი და მესამე ბლექსის მისცენ, თბილისის შემოვლითი რიკოთის ჩინელებს გაუნაწილონ და ეგაა, გავედით დამკაში.

ეგრე სად არის მისცენ, ჯერ ატკატის წილები უნდა დაზუსტდეს, ვინ რამდენი გადაუხდის, შემდეგ ტენდერი და ა.შ.

Posted by: ZEUS 11 Aug 2021, 12:03
მესამეს გარეშე მეოთხე ლოტის დიდ სარგებელს ვერ ვხვდები. ანდა გრიგოლეთი-ქობულეთის რაღაც ნაწილი მაინც უნდა დასრულდეს.

Posted by: Mr Angry 11 Aug 2021, 13:34
QUOTE
მესამეს გარეშე მეოთხე ლოტის დიდ სარგებელს ვერ ვხვდები. ანდა გრიგოლეთი-ქობულეთის რაღაც ნაწილი მაინც უნდა დასრულდეს.

ლანჩხუთიდან მომავალი ალბათ ახალსოფელში ავა მეოთხე ლოტზე

იმედია დააერთებენ, მაინც სარგებელია, მეტი საშუალება გაქვს ნელა მღოღავ სატვირთოებს მოცილდე

Posted by: winrar 11 Aug 2021, 14:15
QUOTE (Mr Angry @ 11 Aug 2021, 13:34 )
QUOTE
მესამეს გარეშე მეოთხე ლოტის დიდ სარგებელს ვერ ვხვდები. ანდა გრიგოლეთი-ქობულეთის რაღაც ნაწილი მაინც უნდა დასრულდეს.

ლანჩხუთიდან მომავალი ალბათ ახალსოფელში ავა მეოთხე ლოტზე

იმედია დააერთებენ, მაინც სარგებელია, მეტი საშუალება გაქვს ნელა მღოღავ სატვირთოებს მოცილდე

კვანძი სუფსის შესასვლელშია და სულ რაღაც 6 კილომეტრს თუ გაივლი ახალი გზით გრიგოლეთამდე, მაშინ როცა ძველით 5-ია.

* * *

2022 დიდი გახსნების წელი უნდა იყოს _ ბათუმის შემოვლითი, გრიგოლეთი-ქობულეთი, გურიის პირველი და გურიის მეოთხე war.gif
2023 _ F2 და F3
2024 _ F0, F1, F4, გურიის მესამე.

Posted by: Delvaux 11 Aug 2021, 14:21
QUOTE (winrar @ 11 Aug 2021, 14:15 )

სავარაუდოდ 2022-ში რიკოთზეც იქნება მცირე მონაკვეთების გახსნები.

Posted by: nefro 11 Aug 2021, 14:52
QUOTE
2022 დიდი გახსნების წელი უნდა იყოს _ ბათუმის შემოვლითი, გრიგოლეთი-ქობულეთი, გურიის პირველი და გურიის მეოთხე

ნეტავს ასე იყოს. ნახევარი საათით შემცირდება. ახლა ისევ 5 საათია როგორც იმ დორს იყო რომცა დაიწყო მშენებლობა.

Posted by: irakli_f1 11 Aug 2021, 16:09
QUOTE (winrar @ 11 Aug 2021, 14:15 )
QUOTE (Mr Angry @ 11 Aug 2021, 13:34 )
QUOTE
მესამეს გარეშე მეოთხე ლოტის დიდ სარგებელს ვერ ვხვდები. ანდა გრიგოლეთი-ქობულეთის რაღაც ნაწილი მაინც უნდა დასრულდეს.

ლანჩხუთიდან მომავალი ალბათ ახალსოფელში ავა მეოთხე ლოტზე

იმედია დააერთებენ, მაინც სარგებელია, მეტი საშუალება გაქვს ნელა მღოღავ სატვირთოებს მოცილდე

კვანძი სუფსის შესასვლელშია და სულ რაღაც 6 კილომეტრს თუ გაივლი ახალი გზით გრიგოლეთამდე, მაშინ როცა ძველით 5-ია.

* * *

2022 დიდი გახსნების წელი უნდა იყოს _ ბათუმის შემოვლითი, გრიგოლეთი-ქობულეთი, გურიის პირველი და გურიის მეოთხე war.gif
2023 _ F2 და F3
2024 _ F0, F1, F4, გურიის მესამე.

ძალიან ოპტიმისტური პროგნოზია user.gif 2024 წელს თბილისი - ბათუმის გზის დასრულება წარმოუდგენელი მგონია. ალბათ 2-3 მონაკვეთი ვერ/არ მოესწრება

Posted by: ნიკა 11 Aug 2021, 17:59
კვირას შევესწარი ამას. სურამის ხიდის მალებია მგონი F0-ის.

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: winrar 11 Aug 2021, 18:19
QUOTE (ნიკა @ 11 Aug 2021, 17:59 )
კვირას შევესწარი ამას. სურამის ხიდის მალებია მგონი F0-ის.

სიცოცხლის ნიშნები აღმოგიჩენია პლანეტა F0-ზე.

მაგათი იქნება აბა სხვაგან მაგ გზით ვერ წაიღებენ. ანუ ბურჯები ჩაასხეს უკვე? ან ძველების გაკეთებული დახვდათ.

Posted by: ნიკა 11 Aug 2021, 20:16
winrar
QUOTE
სიცოცხლის ნიშნები აღმოგიჩენია პლანეტა F0-ზე.

კი მაგ ხიდზე სერიოზული მოძრაობები იყო. გზებიცაა გაჭრილი მაგისტრალიდან F0-ზე ასასვლელი.

Posted by: ZEUS 11 Aug 2021, 20:55
QUOTE (irakli_f1 @ 11 Aug 2021, 16:09 )

ძალიან ოპტიმისტური პროგნოზია user.gif 2024 წელს თბილისი - ბათუმის გზის დასრულება წარმოუდგენელი მგონია. ალბათ 2-3 მონაკვეთი ვერ/არ მოესწრება

2024-ში f1 თუ დასრულდა, ფეიერვერკები გავუშავთ. f4 გამორიცხულია.

Posted by: wrangler7 11 Aug 2021, 21:17
სამი დღის უკან შემხვდა ეგეთი სურამში, აი ავტობანი სადაც მთავრდება, სამგზავრო სპრინტერი იყო ცხვირით დატაკებული biggrin.gif როგორ მოახერხა საინტერესოა

Posted by: otokarcobra 11 Aug 2021, 22:17
QUOTE (ZEUS @ 11 Aug 2021, 20:55 )
QUOTE (irakli_f1 @ 11 Aug 2021, 16:09 )

ძალიან ოპტიმისტური პროგნოზია  user.gif 2024 წელს თბილისი - ბათუმის გზის დასრულება წარმოუდგენელი მგონია. ალბათ 2-3 მონაკვეთი ვერ/არ მოესწრება

2024-ში f1 თუ დასრულდა, ფეიერვერკები გავუშავთ. f4 გამორიცხულია.

2024 წელს ვერ მოესწრება გურიის მესამე ლოტი რაც უეჭველია. აი სულ რო დღეს დაიწყონ.

დანარჩენი რეალურია ყველაფრის მოსწრება, მათ შორის რიკოთის მეოთხესი.

Posted by: black_mamba24 12 Aug 2021, 09:50
QUOTE (otokarcobra @ 11 Aug 2021, 22:17 )

2024 წელს ვერ მოესწრება გურიის მესამე ლოტი რაც უეჭველია. აი სულ რო დღეს დაიწყონ.

რატომ? წესით უმარტივესი მონაკვეთია. ისე რატომ ჩაფლავდა ასე? უპასუხისმგებლობის და კორუფციის გარდა რამემ კიდე შეუშალა ხელი?

Posted by: winrar 12 Aug 2021, 10:29
QUOTE (ZEUS @ 11 Aug 2021, 20:55 )
QUOTE (irakli_f1 @ 11 Aug 2021, 16:09 )

ძალიან ოპტიმისტური პროგნოზია  user.gif 2024 წელს თბილისი - ბათუმის გზის დასრულება წარმოუდგენელი მგონია. ალბათ 2-3 მონაკვეთი ვერ/არ მოესწრება

2024-ში f1 თუ დასრულდა, ფეიერვერკები გავუშავთ. f4 გამორიცხულია.

F4-ს და F3-ს შორის განსხვავება:
F4 _ 5 კმ ხიდი, 8.5 კმ გვირაბი
F3 _ 6 კმ ხიდი, 14 კმ გვირაბი.

F4 დაიწყო ორი წლით გვიან F3-ზე, თუმცა პროექტის შედარებით სიმარტივის გამო ამ ჩამორჩენის 1 წლამდე დაყვანა შესაძლებელია ჩემი აზრით.
ანუ თუ F3 2023-ში დამთავრდება, F4 2024-ში მოსწრებადია.

გურიის მესამე რეალურად ყველაზე ადვილი ლოტია მთელს მარშრუტზე, არც რიონის კალაპოტია მანდ და არც სუფსის ჭაობები. თუ იმუშავებენ ძაან მალე გაკეთდება.

Posted by: ნიკა 12 Aug 2021, 11:08
wrangler7
QUOTE
სამი დღის უკან შემხვდა ეგეთი სურამში, აი ავტობანი სადაც მთავრდება

ზუსტად მანდაა გადაღებული ეს ფოტოებიც. და საკმაოდ ციდად მიდიოდა. მაგას წესით პოლიცია უნდა აცილებდეს ციმციმებით რადგან ძალიან ნელა გადაადგილდება და დიდია უკნიდან დაჯახების შანსი.

Posted by: ZEUS 12 Aug 2021, 11:34
ისე. ამ გახსენებაზე, f1- ზე რა უცნაური ნაგებობებია აღმართული. მემგონი ეგენი მაგარ ხარჯების დაზოგვის რეჟიმზე არიან და იმედია რამე იდიოტიზმი არ გამოვა facepalm.gif

Posted by: winrar 12 Aug 2021, 11:48
QUOTE (ZEUS @ 12 Aug 2021, 11:34 )
ისე. ამ გახსენებაზე, f1- ზე რა უცნაური ნაგებობებია აღმართული. მემგონი ეგენი მაგარ ხარჯების დაზოგვის რეჟიმზე არიან და იმედია რამე იდიოტიზმი არ გამოვა facepalm.gif

კი ძაან განსხვავებული ლოტია ეგ, ვერ გაიგებ რამდენია გაკეთებული და რა დარჩა gigi.gif
დაზოგვასთან კავშირში არა მგონია იყოს, დონეებს შორის სერიოზული სხვაობაა და მაგის გამო წვალობენ, ავტობანის სტანდარტით რომ გამოიყვანონ და გააგლუვონ.

Posted by: ZEUS 12 Aug 2021, 12:10
QUOTE (winrar @ 12 Aug 2021, 11:48 )
QUOTE (ZEUS @ 12 Aug 2021, 11:34 )
ისე. ამ გახსენებაზე, f1- ზე რა უცნაური ნაგებობებია აღმართული. მემგონი ეგენი მაგარ ხარჯების დაზოგვის რეჟიმზე არიან და იმედია რამე იდიოტიზმი არ გამოვა  facepalm.gif

კი ძაან განსხვავებული ლოტია ეგ, ვერ გაიგებ რამდენია გაკეთებული და რა დარჩა gigi.gif
დაზოგვასთან კავშირში არა მგონია იყოს, დონეებს შორის სერიოზული სხვაობაა და მაგის გამო წვალობენ, ავტობანის სტანდარტით რომ გამოიყვანონ და გააგლუვონ.

ხო ბიჭო, სადღაც რომ ვუყურებ ხოლმე, იმენა ცაშია გამოკიდებული ავტობანის ახალი მონაკვეთი ძველ გზასთან შედარებით. სადღაც მემგონი უფრო დაბლა გადის biggrin.gif. მართალი ხარ შენ. ალბათ რიკოთის გვირაბის მერე რეზკი დაღმართი რომაა, მაგის გამო.
* * *
დღეს გამოვიარე რიკოთზე (ამ დღეებში რამოდენიმეჯერ მომიწია გავლა) და მოკლედ ყოვედღიურად იგრძნობა პროგრესი მეორე და მესამე ლოტებზე. ხიდებზე კოჭები იდება და ბურჯები ამოდის და ამოდის. მგონი მაგ ორ ლოტზე 50%-ზე მეტი იქნება პროგრესი.

Posted by: spider77 12 Aug 2021, 22:05
QUOTE
მოკლედ ყოვედღიურად იგრძნობა პროგრესი მეორე და მესამე ლოტებზე.

ეს ლოტები რომელი-რომელია ვერ ავითვისე, მაგრამ ვფიქრობ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია არგვეთა-შორაპანის მონაკვეთი და ნეტა როდის ეშველება ამ პრობლემას? მგონი ყველაზე ბოლოს mo.gif

Posted by: ZEUS 12 Aug 2021, 23:29
spider77
QUOTE

ეს ლოტები რომელი-რომელია ვერ ავითვისე,

f1 ჩუმათელეთი - ხვეი
f2 ხევი - უბისა
f3 უბისა - შორაპანი
f4 შორაპანი - არგვეთა
* * *
უფრო ვრცლად პირველ პოსტშია რიკოთის ლოტები.

Posted by: winrar 13 Aug 2021, 10:15
QUOTE (spider77 @ 12 Aug 2021, 22:05 )
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია არგვეთა-შორაპანის მონაკვეთი და ნეტა როდის ეშველება ამ პრობლემას?

აი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი და გამოწვევა ამ მომენტისთვის _ ბაღდათის გადასახვევის კვანძი.

Posted by: eleqtro 13 Aug 2021, 11:43
ZEUS
QUOTE
სადღაც რომ ვუყურებ ხოლმე, იმენა ცაშია გამოკიდებული ავტობანის ახალი მონაკვეთი ძველ გზასთან შედარებით. სადღაც მემგონი უფრო დაბლა გადის

რაც ცაშია გამოკიდებული, ის იქნება ავტობანი, რაც ქვემოთაა ის არსებული გზის გასაფართოვებლადაა როგორც მე მივხვდი.

Posted by: ZEUS 13 Aug 2021, 12:16
მე როგორც ვხვდები, მაგ მონაკვეთზე დონეები აცდება პარალელური გზების.

Posted by: winrar 13 Aug 2021, 13:43
QUOTE (ZEUS @ 13 Aug 2021, 12:16 )
მე როგორც ვხვდები, მაგ მონაკვეთზე დონეები აცდება პარალელური გზების.

კარგია მერე, ძროხები აღარ გადავლენ ზოლიდან ზოლში, არც ორფეხა ძროხები yes.gif

Posted by: ZEUS 13 Aug 2021, 14:44
QUOTE (winrar @ 13 Aug 2021, 13:43 )
QUOTE (ZEUS @ 13 Aug 2021, 12:16 )
მე როგორც ვხვდები, მაგ მონაკვეთზე დონეები აცდება პარალელური გზების.

კარგია მერე, ძროხები აღარ გადავლენ ზოლიდან ზოლში, არც ორფეხა ძროხები yes.gif

facepalm.gif ქუთაისის შემოვლითზე ბალახობდნენ იმ დღეს შუაში და ავტობანზე ნეხვები ყრია, როგორც სოფლის შარაგზაზე help.gif

Posted by: ნიკა 14 Aug 2021, 12:05
ZEUS
ალბათ მალე დაეჩვევიან ხიდების ჩრდილებში ნებივრობას
* * *
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1628929890&pid=1388404621

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, სამხედრო ტექნიკის გადაზიდვისას დაზიანდა ვენტილატორი, რის გამოც გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Posted by: maverick16 14 Aug 2021, 15:48
user posted image

ეს გრიგოლეთის ავტობანის მონაკვეთი თვალით არ მაქ ნანახი არადა მოძრაობენ ზედ უკვეო და როგორ უნდა გაიარო რო მანდ მოხვდე, გუგლ მაპმა წამიყვანა ნაჩვენები მარშუტით და ეს წითლათ რაც მოვნიშნე ეგაა ავტობანი?

Posted by: ZEUS 14 Aug 2021, 16:15
QUOTE (maverick16 @ 14 Aug 2021, 15:48 )
user posted image

ეს გრიგოლეთის ავტობანის მონაკვეთი თვალით არ მაქ ნანახი არადა მოძრაობენ ზედ უკვეო და როგორ უნდა გაიარო რო მანდ მოხვდე, გუგლ მაპმა წამიყვანა ნაჩვენები მარშუტით და ეს წითლათ რაც მოვნიშნე ეგაა ავტობანი?

კი. ეგაა. ჯაპანასთან რკინიგზაზე გადასვლის ნაცვლად პირდაპირ უნდა წახვიდე და ახვალ ავტობანზე. მერე იქიდან ჩახვალ ლანჩხუთში.

Posted by: ქაფქიანა 14 Aug 2021, 22:02
ZEUS

QUOTE
ისე. ამ გახსენებაზე, f1- ზე რა უცნაური ნაგებობებია აღმართული. მემგონი ეგენი მაგარ ხარჯების დაზოგვის რეჟიმზე არიან და იმედია რამე იდიოტიზმი არ გამოვა

winrar

QUOTE
კი ძაან განსხვავებული ლოტია ეგ, ვერ გაიგებ რამდენია გაკეთებული და რა დარჩა
დაზოგვასთან კავშირში არა მგონია იყოს, დონეებს შორის სერიოზული სხვაობაა და მაგის გამო წვალობენ, ავტობანის სტანდარტით რომ გამოიყვანონ და გააგლუვონ.

გისმენთ. მეტი კონკრეტიკა, თუ შეიძლება. უცნაური ნაგებობები რა არის? განსხვავებულობა ან არაგანსხვავებულობა რაში გამოიხატება?

ZEUS

QUOTE
ხო ბიჭო, სადღაც რომ ვუყურებ ხოლმე, იმენა ცაშია გამოკიდებული ავტობანის ახალი მონაკვეთი ძველ გზასთან შედარებით. სადღაც მემგონი უფრო დაბლა გადის . მართალი ხარ შენ. ალბათ რიკოთის გვირაბის მერე რეზკი დაღმართი რომაა, მაგის გამო.

spy.gif spy.gif spy.gif

QUOTE
მგონი მაგ ორ ლოტზე 50%-ზე მეტი იქნება პროგრესი.

პროგრესი:

ფ0-4%
ფ1-17%,
ფ2-44%
ფ3-39%
ფ4-8%.

eleqtro

QUOTE
რაც ცაშია გამოკიდებული, ის იქნება ავტობანი, რაც ქვემოთაა ის არსებული გზის გასაფართოვებლადაა როგორც მე მივხვდი.

რაც ცაშია გამოკიდებული, ის იქნება დასავლეთის, რაც ქვემოთაა აღმოსავლეთის მიმართულება.

Posted by: ZEUS 15 Aug 2021, 00:32
ქაფქიანა
QUOTE

გისმენთ. მეტი კონკრეტიკა, თუ შეიძლება. უცნაური ნაგებობები რა არის? განსხვავებულობა ან არაგანსხვავებულობა რაში გამოიხატება?

სხვა ლოტებზე ან ხიდებია, ან გვირაბები. აქ გაცილებით ბევრი ბეტონის კედლებია ჩასხმული გზის გაყოლებაზე.
QUOTE
პროგრესი:

ფ0-4%
ფ1-17%,
ფ2-44%
ფ3-39%
ფ4-8%.

მადლობა. ფ4 რომ ფ0-ს უსწრებს, ეგ უკვე მაგარი ღადაობაა biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 15 Aug 2021, 06:53
ZEUS

სხვა ლოტებზე რელიეფი იძლევა საშუალებას, ჩვენთან არა. ყველაზე ვიწრო რელიეფი ჩვენ შეგხვდა. ეს ბეტონის კედლები საყრდენი კედლებია, რომლებზეც გადადის გზა. ცხადია შეიძლებოდა მათი ამოღება და ხიდებით და გვირაბებით მრუდების კიდევ უფრო გასწორება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დაჯდებოდა სამმაგი.

QUOTE
მადლობა. ფ4 რომ ფ0-ს უსწრებს, ეგ უკვე მაგარი ღადაობაა

რაღაც მომენტებში ფ4-მა უფრო ადრე დაიწყო.

Posted by: otokarcobra 15 Aug 2021, 11:28
ZEUS
ფ-0-ზე გაჩერებული არაა, თუ მე მეშლება რამე?

Posted by: ZEUS 15 Aug 2021, 13:26
QUOTE (otokarcobra @ 15 Aug 2021, 11:28 )
ZEUS
ფ-0-ზე გაჩერებული არაა, თუ მე მეშლება რამე?

აღარაა. ეგ ხომ სინოჰიდროს გადაულოცეს, როგორც ხდება ხოლმე.

Posted by: otokarcobra 15 Aug 2021, 13:46
QUOTE (ZEUS @ 15 Aug 2021, 13:26 )
QUOTE (otokarcobra @ 15 Aug 2021, 11:28 )
ZEUS
ფ-0-ზე გაჩერებული არაა, თუ მე მეშლება რამე?

აღარაა. ეგ ხომ სინოჰიდროს გადაულოცეს, როგორც ხდება ხოლმე.

სუ არაფერს ჯობია სინოჰიდრომ გააკეთოს, გვირაბამდე მაინც მივაღწევთ ისე რო ძველ გზაზე ჩამოსვლა აღარ მოგვიწევს

Posted by: ქაფქიანა 15 Aug 2021, 13:58
otokarcobra

სუუულ ცოტათი მოგვიწევს. biggrin.gif

Posted by: ZEUS 15 Aug 2021, 15:39
ქაფქიანა
QUOTE
ZEUS

სხვა ლოტებზე რელიეფი იძლევა საშუალებას, ჩვენთან არა. ყველაზე ვიწრო რელიეფი ჩვენ შეგხვდა. ეს ბეტონის კედლები საყრდენი კედლებია, რომლებზეც გადადის გზა. ცხადია შეიძლებოდა მათი ამოღება და ხიდებით და გვირაბებით მრუდების კიდევ უფრო გასწორება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დაჯდებოდა სამმაგი

აბა რაღას გიკვირს, რომ ვიძახი, განსხვავებული ლოტიათქო biggrin.gif იმასაც ვიძახი, იმედია ეგ ხარჯების დაზოგვა, გზის ხარისხზე არ იმოქმედებსთქო biggrin.gif
ქაფქიანა
QUOTE

სუუულ ცოტათი მოგვიწევს.

ნუ. ალბათ არსებულ გვირაბთან რომ გამოვა, მაგას გულისხმობ smile.gif

Posted by: ქაფქიანა 15 Aug 2021, 16:26
ZEUS

QUOTE
იმედია ეგ ხარჯების დაზოგვა, გზის ხარისხზე არ იმოქმედებსთქო

ნუ გეშინია, როგორც ყველგან, ასევე ფ1-ზე მრუდები 110 კმ/სთ-ზეა დაპროექტებული.

Posted by: ZEUS 15 Aug 2021, 16:56
QUOTE (ქაფქიანა @ 15 Aug 2021, 16:26 )
ZEUS

QUOTE
იმედია ეგ ხარჯების დაზოგვა, გზის ხარისხზე არ იმოქმედებსთქო

ნუ გეშინია, როგორც ყველგან, ასევე ფ1-ზე მრუდები 110 კმ/სთ-ზეა დაპროექტებული.

bis.gif ძალიან კარგი smile.gif

Posted by: winrar 15 Aug 2021, 22:30
ქაფქიანას საამებლად არ ვამბობ, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე ინტენსიურად F1-ზე მუშაობენ. შედეგად ერთი დამატებითი საათიც გამატარებინეს ზლაზვნაში მაგრამ რას ვიზამთ. gigi.gif

Posted by: ქაფქიანა 15 Aug 2021, 22:31
winrar

QUOTE
ქაფქიანას საამებლად არ ვამბობ, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე ინტენსიურად F1-ზე მუშაობენ.

ნამდვილად ვერ იტყვი, რადგან ქაფქიანა ერთი კვირა შვებულებაშია და წინ კიდევ ერთი კვირა ელის და აზრზე არაა, რა ხდება ადგილზე. bis.gif bis.gif bis.gif

უფრო სწორად, ძალიან ცდილობენ, რომ აზრზე ვიყო, მაგრამ მე ასევე ძალიან ვცდილობ, რომ არ ვიყო. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ZEUS 15 Aug 2021, 23:20
QUOTE (ქაფქიანა @ 15 Aug 2021, 22:31 )
winrar

QUOTE
ქაფქიანას საამებლად არ ვამბობ, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე ინტენსიურად F1-ზე მუშაობენ.

ნამდვილად ვერ იტყვი, რადგან ქაფქიანა ერთი კვირა შვებულებაშია და წინ კიდევ ერთი კვირა ელის და აზრზე არაა, რა ხდება ადგილზე. bis.gif bis.gif bis.gif

უფრო სწორად, ძალიან ცდილობენ, რომ აზრზე ვიყო, მაგრამ მე ასევე ძალიან ვცდილობ, რომ არ ვიყო. lol.gif lol.gif lol.gif

აჰაჰა. ნაცნობი სიტუაციაა. მეც ეგრე ვარ ახლა შვებულებაში. ამ ნომერზე აღარ დარეკოთთქო gigi.gif

Posted by: petoturman@gmail.com 16 Aug 2021, 21:13
user posted image
აქ გზის გამრუდება ახსენეს და ეს მოსახვევი თუ ზიგზაგი რესტორან ჯარგვალთან რთული მეჩვენება და 110 ით გამიჭირდება მაგ მონაკვეთის გავლა.
თუ მაგ მონაკვეთს შევადარებთ იგოეთის 4ზოლიან რთულ მონაკვეთს უარესი იქნება .

Posted by: spider77 17 Aug 2021, 11:18
ZEUS
QUOTE
აჰაჰა. ნაცნობი სიტუაციაა. მეც ეგრე ვარ ახლა შვებულებაში. ამ ნომერზე აღარ დარეკოთთქო

მე "თვითმფრინავის" რეჟიმზე გადამყავს ძირითადი მობილური biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 18 Aug 2021, 09:39
petoturman@gmail.com

QUOTE
თუ ზიგზაგი რესტორან ჯარგვალთან რთული მეჩვენება და 110 ით გამიჭირდება მაგ მონაკვეთის გავლა.
თუ მაგ მონაკვეთს შევადარებთ იგოეთის 4ზოლიან რთულ მონაკვეთს უარესი იქნება .

მანდ კი ბატონო. საგზაო კვანძი იქნება და მოგიწევს სიჩქარის დაგდება.

Posted by: rommel 18 Aug 2021, 14:21
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, მიმდინარეობს ქვის სვეტების, წინასწარდამზადებული ვერტიკალური დრენაჟების, მილების, ხიდის ხიმინჯების და ბურჯების, რკინაბეტონის კოჭების და ყრილის მოწყობის სამუშაოები
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: ZEUS 18 Aug 2021, 18:05
ნეტა ქობულეთი-გრიგოლეთს როდის უწერია დასრულება გამოწვევების ფონზე... smile.gif

Posted by: eleqtro 18 Aug 2021, 22:08
QUOTE
ქვის სვეტების

ეს რას ნიშნავს?

Posted by: rommel 19 Aug 2021, 11:00
eleqtro
QUOTE
ქვის სვეტების

ეს რას ნიშნავს?

როგორც მახსოვს, ჭაობიანი ნიადაგის გამო აკეთებენ, დრენაჟის მსგავს ფუნქციას ასრულებს. ქაფქიანას ეცოდინება ზუსტად.

Posted by: ZEUS 19 Aug 2021, 11:41
QUOTE (rommel @ 19 Aug 2021, 11:00 )
eleqtro
QUOTE
ქვის სვეტების

ეს რას ნიშნავს?

როგორც მახსოვს, ჭაობიანი ნიადაგის გამო აკეთებენ, დრენაჟის მსგავს ფუნქციას ასრულებს. ქაფქიანას ეცოდინება ზუსტად.

ქვის სვეტი მართლა ვერ ვხდები რაა gigi.gif არ გამოვრიცხოთ, უბრალოდ ბურჯებს გულისხმობდნენ.
აი იმ დრენაჟებს ფითილები ერქვა ეგრე მახსოვს.

Posted by: eleqtro 19 Aug 2021, 13:11
rommel
ZEUS
დრენაჟი ნამდვილად ფითილებია. ქვის სვეტები კი ვერ ვხვდები რა არის. იმედი მაქვს ქვას და ბეტონს არჩევს ერთმანეთისგან საგზაო დეპარტამენტის ჟამთაღმწერი.

Posted by: ZEUS 19 Aug 2021, 13:36
QUOTE (eleqtro @ 19 Aug 2021, 13:11 )
rommel
ZEUS
დრენაჟი ნამდვილად ფითილებია. ქვის სვეტები კი ვერ ვხვდები რა არის. იმედი მაქვს ქვას და ბეტონს არჩევს ერთმანეთისგან საგზაო დეპარტამენტის ჟამთაღმწერი.

ჰოდა საქმეც მაგაშია, რომ მგონია ვერ არჩევს და უბრალოდ ბურჯები იგულისხმება. აბა ქვის სვეტი რა უბედურებაა, ჩვენ წელთაღრიცხვამდე ტექნოლოგიებით აშენებენ? gigi.gif
სადმე გამოთალეს ქვის სვეტი და მიიტანეს lol.gif

Posted by: rommel 19 Aug 2021, 14:01
eleqtro
ZEUS
გაანებეთ თავი დეპარტამენტს, თავისი ცოდვები ეყოფა smile.gif

რაღაცას ნიშნავს ეგ ქვის სვეტები. ტერმინი არ ეშლებათ.
ინფორმაცია რომ გავრცელდა გურიაში მთელს ავტობანს სვეტებზე უნდა გაევლოო, ამ ქვის სვეტებს გულისხმობდნენ მგონი და არა ტრადიციულს.

რაღაც ტექნოლოგიაა, ჭაობიან ტერიტორიაზე გამოიყენება.

მგონი ნიადაგი იბურღება, შიგნით ქვები იყრება და გრუნტიდან წყლის გამოდევნას უწყობს ხელს.

ქაფქიანა ვსტუდიუ

Posted by: levan_ts 19 Aug 2021, 14:14
QUOTE (ZEUS @ 19 Aug 2021, 13:36 )
QUOTE (eleqtro @ 19 Aug 2021, 13:11 )
rommel
ZEUS
დრენაჟი ნამდვილად ფითილებია. ქვის სვეტები კი ვერ ვხვდები რა არის. იმედი მაქვს ქვას და ბეტონს არჩევს ერთმანეთისგან საგზაო დეპარტამენტის ჟამთაღმწერი.

ჰოდა საქმეც მაგაშია, რომ მგონია ვერ არჩევს და უბრალოდ ბურჯები იგულისხმება. აბა ქვის სვეტი რა უბედურებაა, ჩვენ წელთაღრიცხვამდე ტექნოლოგიებით აშენებენ? gigi.gif
სადმე გამოთალეს ქვის სვეტი და მიიტანეს lol.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: eleqtro 19 Aug 2021, 16:08
rommel
QUOTE
მგონი ნიადაგი იბურღება, შიგნით ქვები იყრება და გრუნტიდან წყლის გამოდევნას უწყობს ხელს.

ასეთი რაღაც ვნახე ინტერნეტში:
მიმდინარეობს სუსტი გრუნტის სტაბილიზაციის სამუშაოები (მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების ქვეშ) ქვის სვეტების მოწყობის მეთოდით;

სავარაუდოდ დიდ სიღმეზე შედარებით მცირე ფართობზე იღებენ გრუნტს და ქვის ჩაყრით ასტაბილურებენ . ჭრილში კი ემსგავსება სვეტს და ქვისაც გამოდის. ვერ შეედავები.. biggrin.gif

Posted by: zura770077 19 Aug 2021, 21:56
QUOTE
მგონი ნიადაგი იბურღება, შიგნით ქვები იყრება და გრუნტიდან წყლის გამოდევნას უწყობს ხელს.

ერთერთ ობიექტზე გავკეთეთ ასეთი რაღაც: ძლიერწნევიანი წყლის ტუმბოთი, 10 ატმოსფერომდე, ვწნეხავდით წყალს 20 მეტრის სიღრმემდე მოწყობილ ჭაბურღილებში. ეს ჭაბურღილები ერთმანეთისაგან დაშორებული იყო როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში 0.5 მეტრით. რამდენიმე ათეულ ჰექტარზე შესრულდა ეს სამუშაო. 3 ცვლიანი გრაფიკით.
ამ, ძლიერი წნევით მიწოდებულ წყალს ამოჰქონდა ჭაობის შლამი და ამ შლამის ნაცვლად ჭაბურღილში წყლის ნაკადს შრჰქონდა 40 მმ. დან 90 მმ. დე გრანულაციის ღორღი. შლამი მანქანებით გაგვქონდა. ე.ი. 20 მეტრის სიღრმეზე შეიცვალა გრუნტი მთლიანად ამ დიდ ტერიტორიაზე.
მერე სპეციალურ ფილებს ვაწყობდით ამ ტერიტორიაზე და გეოდეზისტები აკვირდებოდნენ ჯდომას ხომ არ განიცდიდა გამოცვლილი გრუნტი. 3 წელი მოვუნდით ამ მეთოდით გრუნტის მომზადებას. კელლერი ჰქვია, გერმანული კომპანიაა და მათი მეთოდიკით იყო ეს სამუშაოები შედგენილი.
ამას ხომ არ გულისხმობენ ამ ქვის სვეტებში?

Posted by: ქაფქიანა 20 Aug 2021, 09:24
rommel

QUOTE
ქაფქიანა ვსტუდიუ

არ ვიცი, აზრზე არ ვარ.

Posted by: rommel 20 Aug 2021, 14:05
QUOTE
ქვის სვეტი

ხომ ვთქვი დრენაჟია მეთქი
user posted image

Posted by: zura770077 20 Aug 2021, 16:51
rommel

ეგ ყოფილა რასაც ვვარაუდობდი და წინა გვერდზე პოსტშიც მიწერია სამუშაოების აღწერილობა.

Posted by: rommel 20 Aug 2021, 17:00
zura770077
თქვენგან განსხვავებით მგონი წყალს არ ჭირხნავენ,უბრალოდ ქვებით ავსებენ.
თქვენი უფრო ნავაროჩენი ვარიანტია.

Posted by: Tocadero 21 Aug 2021, 11:48
rommel

მიმდინარეობს გადაჭარბებული ნათქვამია

ჭაობში პროცესები უფრო სწრაფად მიმდინარეობს ვიდრე სარფი ქობულეთზე smile.gif)))))))))))))))))))

Posted by: rommel 22 Aug 2021, 22:56
ქაფქიანა
თუ იცი მთელ რიკოთზე ასფალტი იქნება თუ სადაც შესაძლებელია ბეტონს დააგებენ? ფ2-ზე დავინახე ბეტონის დასაგები მანქანა და მაგიტომ გამიჩნდა ეს კითხვა.

Posted by: ქაფქიანა 22 Aug 2021, 23:06
rommel

როგორც ვიცი, ბეტონი, ხიდების გარდა.

Posted by: rommel 22 Aug 2021, 23:08
ქაფქიანა
გვირაბში ბეტონი მოსულა?

Posted by: Metal_Head 22 Aug 2021, 23:09
გრიგოლეთი-ქობულეთი და სამტრედია-გრიგოლეთი, გუგლის რუკიდან რო ვუყურებ, მარტო მიწაყრილია ხო? რა გახდა მაგ მონაკვეთის დასრულება?
რამდენ ზოლიანი იქნება ეგ გზა? სიგანე ხომ არ იცით?

Posted by: ქაფქიანა 23 Aug 2021, 12:55
rommel

დღეს გავედი სამსახურში და გადავამოწმე ინფო.

მოკლედ: პროექტის დასავლეთ ნაწილში ბეტონი, აღმოსავლეთში ასფალტი, რადგან ზამთარში ასფალტს უფრო მეტი თბოტევადობა აქვსო. ხიდებზე ასფალტი. საყრდენ კედლებზე შერეულად. გვირაბებში ბეტონი.

Posted by: rommel 23 Aug 2021, 13:00
ქაფქიანა
up.gif up.gif მადლობა

გადაბმები კარგად გააკეთეთ თორემ დაღუპულები ვართ smile.gif

Posted by: eleqtro 23 Aug 2021, 17:02
Metal_Head
QUOTE
სამტრედია-გრიგოლეთი, გუგლის რუკიდან რო ვუყურებ, მარტო მიწაყრილია ხო?

4 ლოტია: მეორე დასრულებულია, ბოლო წლის ბოლოს დასრულდებაო, პირველი ივნისში და მესამე ღმერთმა უწყის.

Posted by: zura770077 24 Aug 2021, 18:24
წელს მომიწია ქობულეთისაკენ მგზავრობა მარტის თვეში ორჯერ.
ჯაპანასთან არ მისული ბანზე რომ შევდგი ფეხი(საბურავი), ვიარე ლანჩხუთამდე.
ზუსტად ეგ ლანჩხუთი ჯაპანას მონაკვეთი იყო ჩემთვის ყველაზე დამღლელი თავისი სოფლებზე გამავალი მიხვეულ-მოხვეული გზებით.
მითუმეტეს ტრაილერების ნაკადი თუ შემხვდებოდა წინ!
დარჩა სამტრედია - ჯაპანა, ლანჩხუთი - გრიგოლეთი.
ახლა გასავლელად ყველაზე ძნელი არის ლანჩხუთი - გრიგოლეთის მონაკვეთი. აქაცაა მონაკვეთები სოფლებს რომ კვეთს გზა.
ჯანდაბას სამტრედია - ჯაპანას მონაკვეთს რომ ძველი გზით დავდივართ, სოფლებზე მაინც არ გადის და ასე თუ ისე სწრაფად ვმოძრაობთ.
ეს მონაკვეთები რომელ ლოტებადაა დაშლილი და რა იმედია მომავლისათვის?
P.S. სამტრედიის გარშემოვლითი რომ მთავრდება, ხიდები რომ დგას ამდენი წლებია დაუმთავრებელი, კი ვხვდები, რომ
პროგრესის იმედი მაგ მონაკვეთზე ნულია.

Posted by: Tocadero 25 Aug 2021, 00:09
მეოთხე ლოტზე ასვალტის დაგება კოსმოსიდან ჩანს smile.gif

მაგრამ გზა ყანაში იწყება და არანაირი დაერთება არაა გათვალისწინებული smile.gif

გზების დეპი კი არა ყანააა ლოლ

სუფსამდე არმისული 5 კმ მონაკვეთს თუ დააერთებენ არსებული სქემით

ბათუმის შემოვლითზეც არის მოძრაობები მაგრამ ჯერ შორსაა

Posted by: Kidnapped 25 Aug 2021, 10:06

Posted by: winrar 25 Aug 2021, 15:08
QUOTE (zura770077 @ 24 Aug 2021, 18:24 )
ეს მონაკვეთები რომელ ლოტებადაა დაშლილი და რა იმედია მომავლისათვის?

3 ლოტია დარჩენილი:
სამტრედია-ჯაპანა ერთ წელში სრულდება.
ლანჩხუთი-ხაჯალია 2023-24-ში
ხაჯალია-გრიგოლეთი დეკემბერში.

Posted by: Tocadero 27 Aug 2021, 20:44
სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
10 აგვ, 2021 12:28:40
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის 11.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის 72 მილიონი ლარის ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

სამტრედია-გრიგოლეთის 11.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება ორ კონტრაქტორთან სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო შეწყდა, ახალი ტენდერი კი დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად უკვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით გამოცხადდა.

მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ნახევარი უკვე შესრულებულია, დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად კი გამარჯვებულ კომპანიას ათი თვის ვადა განესაზღვრება.

სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში აშენდება 11,5 კმ-იანი ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზა, მოეწყობა 27 მიწისქვეშა გასასვლელი და წყალგამტარი მილი, 12 სახიდე გადასასვლელი, მათ შორის 3 მდინარეების გადამკვეთი პარალელური ხიდი და 1 რკინიგზაზე გადასასვლელი პარალელური ხიდი-ესტაკადა.

სამტრედია–გრიგოლეთის ჩაქროსნული გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც გაზრდის მონაკვეთზე გზის გამტარუნარიანობას, მოძრაობის უსაფრთხოების დონეს, სატრანზიტო ტვირთბრუნვას და შეამცირებს მგზავრობის დროს.

Posted by: Kublicha 27 Aug 2021, 21:07
ხვალ და ზეგ მოსალოდნელია არმაგედონი ზესტაფონის მისადგომებთან და რიკოთზე?
წესით აჭარის დაცლა და თბილისის გავსება ამ ვიკენდზე უნდა მოხდეს ნაწილობრივ.
არამარტო აჭარის

Posted by: ნიკა 27 Aug 2021, 23:03
Kublicha
QUOTE
ხვალ და ზეგ მოსალოდნელია არმაგედონი ზესტაფონის მისადგომებთან და რიკოთზე?
წესით აჭარის დაცლა და თბილისის გავსება ამ ვიკენდზე უნდა მოხდეს ნაწილობრივ.
არამარტო აჭარის

კეე. სვანეთში ვეღარ წავედი და ვერ მოგიყვებით რა მოხდება მანდ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

გეგმა ბ კი მქონდა როგორ ჩამოვსულიყავი.

აი თბილისის შემოსასვლელს რას ვუზამთ წინა კვირასაც საცობი იყო.

Posted by: Kublicha 27 Aug 2021, 23:49
ნიკა
QUOTE
გეგმა ბ კი მქონდა როგორ ჩამოვსულიყავი.

რაჭა-საჩხერეზე აპირებდი ალბათ გადასვლას

QUOTE
აი თბილისის შემოსასვლელს რას ვუზამთ წინა კვირასაც საცობი იყო.

ეგ კაკ რაზ რა პრობლემაა, ზაჰესით შემოდი

Posted by: ilo44 28 Aug 2021, 01:43
ნიგვზიანთან გურიის 4 ლოტის დაერთების კვანძის ტენდერი დაიდო
https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge

Posted by: rommel 28 Aug 2021, 12:28
QUOTE
ნიგვზიანთან გურიის 4 ლოტის დაერთების კვანძის ტენდერი დაიდო

საიდან იწყება ეს ლოტი? ამ დაერთების წყალობით, სრულად შევძლებთ მაგ მონაკვეთით სარგებლობას თუ ეგეც მეორესავით იქნება?

Posted by: ქაფქიანა 28 Aug 2021, 12:37
rommel

QUOTE
საიდან იწყება ეს ლოტი?

ხაჯალიადან.

QUOTE
ამ დაერთების წყალობით, სრულად შევძლებთ მაგ მონაკვეთით სარგებლობას თუ ეგეც მეორესავით იქნება?

მეტაფიზიკურ კითხვებს იძლევით, მილორდ. pop.gif pop.gif pop.gif

Posted by: ZEUS 28 Aug 2021, 14:49
QUOTE (rommel @ 28 Aug 2021, 12:28 )
QUOTE
ნიგვზიანთან გურიის 4 ლოტის დაერთების კვანძის ტენდერი დაიდო

საიდან იწყება ეს ლოტი? ამ დაერთების წყალობით, სრულად შევძლებთ მაგ მონაკვეთით სარგებლობას თუ ეგეც მეორესავით იქნება?

კი. გამოდის, რომ სრულად შევძლებთ, თუ ნიგვზიანთან გაკეთდება კვანძი. გამოდის, რომ არ იყო მანდ კვანძი გათვალისწინებული, სურამის არ იყოს.

Posted by: rommel 28 Aug 2021, 15:38
ZEUS
QUOTE

QUOTE (rommel @ 28 Aug 2021, 12:28 )
QUOTE
ნიგვზიანთან გურიის 4 ლოტის დაერთების კვანძის ტენდერი დაიდო

საიდან იწყება ეს ლოტი? ამ დაერთების წყალობით, სრულად შევძლებთ მაგ მონაკვეთით სარგებლობას თუ ეგეც მეორესავით იქნება?

კი. გამოდის, რომ სრულად შევძლებთ, თუ ნიგვზიანთან გაკეთდება კვანძი. გამოდის, რომ არ იყო მანდ კვანძი გათვალისწინებული, სურამის არ იყოს.

კი მაგრამ ხაჯალიადან თუ იწყება მე-4, ნიგვზიანი მე-3 ლოტი გამოდის. რანაირად აერთებენ მეოთხეს. ცოტა ავირიე.

Posted by: ZEUS 28 Aug 2021, 15:56
QUOTE (rommel @ 28 Aug 2021, 15:38 )
ZEUS
QUOTE

QUOTE (rommel @ 28 Aug 2021, 12:28 )
QUOTE
ნიგვზიანთან გურიის 4 ლოტის დაერთების კვანძის ტენდერი დაიდო

საიდან იწყება ეს ლოტი? ამ დაერთების წყალობით, სრულად შევძლებთ მაგ მონაკვეთით სარგებლობას თუ ეგეც მეორესავით იქნება?

კი. გამოდის, რომ სრულად შევძლებთ, თუ ნიგვზიანთან გაკეთდება კვანძი. გამოდის, რომ არ იყო მანდ კვანძი გათვალისწინებული, სურამის არ იყოს.

კი მაგრამ ხაჯალიადან თუ იწყება მე-4, ნიგვზიანი მე-3 ლოტი გამოდის. რანაირად აერთებენ მეოთხეს. ცოტა ავირიე.

ხო. ეგ მეც ვნახე, მაგრამ ისევ სურამის კვანძის მაგალითზე, ბოლოსკენ სულ არ იყო რამდენადაც მახსოვს სინოჰიდროს ლოტი, არამედ გაქცეული იტალიელების და მიამატეს მერე.

ამ ცოტაოდენსაც მესამე ლოტიდან მიიმატებენ ალბათ

Posted by: ქაფქიანა 28 Aug 2021, 15:58
ZEUS

QUOTE
ბოლოსკენ სულ არ იყო რამდენადაც მახსოვს სინოჰიდროს ლოტი, არამედ გაქცეული იტალიელების და მიამატეს მერე.

სწორად გახსოვს. ასტალდის და სინოჰიდროს საზღვარი უფრო აღმოსავლეთით გადიოდა. სინოჰიდროს ასტალდის უკიდურესი აღმოსავლეთი მისცეს. ისე სურამის დაერთება ვერ ეწყობოდა.

ეს იყო ასტალდი-სინოჰიდროს გამყოფი: 42.024392, 43.584780

Posted by: ZEUS 28 Aug 2021, 16:04
QUOTE (ქაფქიანა @ 28 Aug 2021, 15:58 )
ZEUS

QUOTE
ბოლოსკენ სულ არ იყო რამდენადაც მახსოვს სინოჰიდროს ლოტი, არამედ გაქცეული იტალიელების და მიამატეს მერე.

სწორად გახსოვს. ასტალდის და სინოჰიდროს საზღვარი უფრო აღმოსავლეთით გადიოდა. სინოჰიდროს ასტალდის უკიდურესი აღმოსავლეთი მისცეს. ისე სურამის დაერთება ვერ ეწყობოდა.

ეს იყო ასტალდი-სინოჰიდროს გამყოფი: 42.024392, 43.584780

გმადლობთ კოლეგავ. ჰოდა ახლაც მგონია, რომ ეგრე აპირებენ. ნიგვზიანთან, როგორც რუკა აჩვენებს, რაღაც შიდა გზაც ადის მშენებარე ავტობანისკე და მაგას გამოიყენებენ სავარაუდოდ კვანძამდე მისასვლელ გზად.

ისე, ძაან კაია. მთელი მეოთხე ლოტი უკვე შესამჩნევ ეფექტს მისცემს გზას. თუ გრიგოლეთი-ქობულეთიც დასრულდა, ხო საერთოდ კანფეტი იქნება.

Posted by: rommel 28 Aug 2021, 16:04
ZEUS
ჰო ალბათ ეგრე გააკეთებენ.

ისე გურიის მეოთხეს გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითის დასაწყისიც რომ მიემატოს და პირდაპირ ე70-ზე გავიდეთ მშვენიერი იქნება. შენ დადე მგონი რუკა ცოტა ხნის წინ.

Posted by: ZEUS 28 Aug 2021, 16:10
QUOTE (rommel @ 28 Aug 2021, 16:04 )
ZEUS
ჰო ალბათ ეგრე გააკეთებენ.

ისე გურიის მეოთხეს გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითის დასაწყისიც რომ მიემატოს და პირდაპირ ე70-ზე გავიდეთ მშვენიერი იქნება. შენ დადე მგონი რუკა ცოტა ხნის წინ.

ხო. მაგარი იქნებოდა ნამდვილად. თუმცა ძაან ზოზინობენ იქით თურქები და ალბათ ვერ მოესწრება ეგ ამბავი.

Posted by: zazamos 28 Aug 2021, 19:04
ვინმეს ზესტაფონში ამ გზით გისარგებლიათ?
ბაღდათის გადასახვევიდან საავადმყოფოები / ბაზრის უბნამდე?
გზა თუ ნორმალურია, საცობისგან თავის დაღწევის კარგი ალტერნატივა იქნებოდა ორივე მიმართულებითuser posted image.

Posted by: ნიკა 28 Aug 2021, 22:05
Kublicha
QUOTE
რაჭა-საჩხერეზე აპირებდი ალბათ გადასვლას

ეგ დაკეტილიაო მანქანებისთვის. მარტო ღამე უშვებენ.
არა ახალი მარშუტი მქონდა მოფიქრებული და უნდა დამეტესტა biggrin.gif მაგრამ არ გამოვიდა

QUOTE
ეგ კაკ რაზ რა პრობლემაა, ზაჰესით შემოდი

ნატახტარშია ხოლმე უკვე საცობი, ზაჰესამდე კიდევ მიღწევა უნდა biggrin.gif

Posted by: Kidnapped 29 Aug 2021, 06:04
კორეაში ვარ, აქაური ავტობანის შესახებ ორი სიტყვით გეტყვით მაშტაბურია, ზოგან 5 ზოლია ზოგან სამი, ქალაქის შესასვლელებთან პეპელას ფრთებივით იშლება გზები, რო მიდიხარ ყველა მხრიდან გზა გაქვს, ზემოთ ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ biggrin.gif ასფალტია და ბევრგან დალატკული biggrin.gif ხიდებზე ბეტონია. (ცოტა გამიკვირდა ჩვენთან ხო პირიქითაა) შუაში მაღალი ნიუჯერსებია და განათება არ არის საერთოდ, სამაგიეროდ გვირაბები ისეა განათებული საერთოდ არ გჭირდება შუქების ანთება. რაც მომეწონა არი ის რო ავტობანის გაყოლებაზე ხეებს რგავენ. საგზაო მონიშვნები, კამერები და ნიშნები იცოცხლე, იმდენია ტვინი აგერევა biggrin.gif ყველა ნავიგაციით დადის სხვანაირად ვერ. მერე სურათებსაც ჩავყრი ეხლა ვერ მოვახერხე გადაღება.
2023 წლამდე არ ჩამოვალ და დამახვედრეთ აშენებული რიკოთი და გურია biggrin.gif

Posted by: rommel 29 Aug 2021, 13:39
Kidnapped
QUOTE
2023 წლამდე არ ჩამოვალ და დამახვედრეთ აშენებული რიკოთი და გურია

2-3 წელი კიდევ დარჩი და შეიძლება დავახვედროთ კიდეც smile.gif

Posted by: ქაფქიანა 29 Aug 2021, 13:44
Kidnapped

QUOTE
2023 წლამდე არ ჩამოვალ და დამახვედრეთ აშენებული რიკოთი და გურია

QUOTE
2023 წლამდე

QUOTE
რიკოთი და გურია

სიდან ამხელა ამბიციაჲ, სიდან?

Posted by: irakli1 29 Aug 2021, 13:59
რიკოთი ჩემი აზრით დამთავრდება 2025-2026 წელს მანამდე შეიძლება ცალკეული მონაკვეთები გაიხსნას.

Posted by: ქაფქიანა 29 Aug 2021, 14:17
irakli1

QUOTE
რიკოთი ჩემი აზრით დამთავრდება 2025-2026 წელს მანამდე შეიძლება ცალკეული მონაკვეთები გაიხსნას.

აი ეს გაცილებით რეალურია.

ზოგადად, აღმოსავლეთის და დასავლეთის ავტობანები გაერთიანდება არაუადრეს 2025 და არაუგვიანეს 2027 წლისა.

Posted by: rommel 29 Aug 2021, 14:38
ქაფქიანა
თბილისის შემოვლითზე ხომ არაფერი გსმენია?
ძაან გასუსულები არიან.

Posted by: ნიკა 29 Aug 2021, 15:01
15:00 გუგული დეიდას ინფორმაციით საცობია ლესას რკინიგზის გადასასვლელზე და არგვეთაში ავტობანის ბოლოს, ზესტაფონის რელსებზე სტანდარტული შეფერხებაა.
user posted image

user posted image

Posted by: ქაფქიანა 29 Aug 2021, 18:06
rommel

ურთიერთგამომრიცხავი ინფოების გარდა ნორმალური არაფერი.

Posted by: spider77 29 Aug 2021, 18:32
ისე, რა გახდა ეს "ბაღდათის გადასახვევი" ? facepalm.gif

ახალი ხაშურია რაა.

ბოლო-ბოლო ზესტაფონის ცენტრშიც კი გაიხსნა მოძრაობა smile.gif

19:30

user posted image

Posted by: otokarcobra 29 Aug 2021, 19:22
მცხეთიდან ვეფხი და მოყმემდეა საცობი იმის დედა ვატირე

Posted by: mrpitkina 29 Aug 2021, 19:55
სურამის შემოვლითი

ზესტაფონის შემოვლითი

და გურიის მეოთხე ლოტი გააკეთონ დროზე და რიკოთი თუ გინდა 2028-ში იყოს ჯანდაბას ამათი თავი

Posted by: vatman 29 Aug 2021, 21:57
ნიკა
QUOTE
ნატახტარშია ხოლმე უკვე საცობი, ზაჰესამდე კიდევ მიღწევა უნდა

კასპი-კავთისხევი-დიდგორი-წყნეთი-თბილისი
მანდ ჰაჰ ჰა საცობი ბაგებში იყოს givi.gif
წინა კვირას, ავტობანზე არ ვიცი საიდან იწყებოდა საცობი , მარა დუშეთის მხრიდან იწყებოდა თითქმის წილკნის გადასახვევიდან, აი მანდ ვინანე თიანეთით რო არ წამოვედი. მერე მცხეთაში გავჩერდი და მოგვიანებით ზაჰესით წამოვედი უკვე , შესაბამისად ნატახტარი-თბილისის შემოსასვლელამდე რა ხდებოდა აღარ ვიცი

ზესტაფონში ცენტრი ისევ გადათხრილია?

Posted by: ნიკა 29 Aug 2021, 22:04
vatman
QUOTE
წინა კვირას, ავტობანზე არ ვიცი საიდან იწყებოდა საცობი , მარა დუშეთის მხრიდან იწყებოდა თითქმის წილკნის გადასახვევიდან, აი მანდ ვინანე თიანეთით რო არ წამოვედი. მერე მცხეთაში გავჩერდი და მოგვიანებით ზაჰესით წამოვედი უკვე , შესაბამისად ნატახტარი-თბილისის შემოსასვლელამდე რა ხდებოდა აღარ ვიცი

მე ცოტა ადრე მოვუსწარი და ბოლო რესტორანთან იწყებოდა საცობი. მერე მცხეთაში შევუხვიე ცხადია და იქიდან ნორმალურად ვიარე 30-40 იყო ხიდის მერე სიჩქარე. ზაჰესიც არ დამჭირვებია biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 29 Aug 2021, 22:14
vatman

QUOTE
კასპი-კავთისხევი-დიდგორი-წყნეთი-თბილისი

ისე მაგაზე ვიფიქრე და ტაბარუკიდან დიდგორზე რომ გაიჭრას გზა, კიდევ ერთი შემოსასვლელი გაუჩნდება თბილისს. არაა ცუდი იდეა.

Posted by: ნიკა 29 Aug 2021, 23:19
ქაფქიანა
QUOTE
ისე მაგაზე ვიფიქრე და ტაბარუკიდან დიდგორზე რომ გაიჭრას გზა, კიდევ ერთი შემოსასვლელი გაუჩნდება თბილისს. არაა ცუდი იდეა.

არის მანდ გზა. არც ისე ოფროუდია, ფაქტიურად ნებისმიერი ჯიპი გაივლის. ამ ვიდეოშია თრიალეთზე გამავალი ჭილი-დიდგორის გზიდან მაგ გზით ჩასვლა თბილისამდე
https://www.youtube.com/watch?v=_zGoHN5uH0o&list=PLMhw5vejhxgMPTVkki_-6adEiffi3zh0o&index=4

Posted by: GEORGEXIII 29 Aug 2021, 23:28
პარასკევს მიწევს წასვლა დასავლეთისკენ და ვნახოთ...

მარტვილისკენ რა კაი გადასახვევი გაუკეთებიათ...

მევასაა.

Posted by: Kublicha 30 Aug 2021, 00:16
ქაფქიანა
vatman
ეხლა წყნეთში გამიხადეთ კიდე საცობი biggrin.gif biggrin.gif

წიწამურის მიდამოები
user posted image

Posted by: პაწა 30 Aug 2021, 02:33
გუშინ ძალიან დამჭირდა მანქანა და ახალი ნომრების და ტექ-დათვალიერების არქონის გამო გადავწყვიტე გამერისკა და ძველი გერმანული ნომრებით ვიმგზავრე თბილისიდან ქუთაისამდე.
მეგონა კამერა დამაფიქსირებდა და პატრულს გადასცემდნენ. არა, მზგავსი არაფერი. ისე გავიარე - არავის ზედ არ შემოუხედავს.

ეს ისე, ინფორმაციისთვის, იქნებ ვინმეს გამოადგეს

პს. ძველი ნომრებით რომ გავსულიყავი, უეჭველი ვიდეო-ჯარიმა მოვიდოდა, 500 ლარიანი

Posted by: ქაფქიანა 30 Aug 2021, 07:59
ნიკა

QUOTE
არის მანდ გზა. არც ისე ოფროუდია, ფაქტიურად ნებისმიერი ჯიპი გაივლის. ამ ვიდეოშია თრიალეთზე გამავალი ჭილი-დიდგორის გზიდან მაგ გზით ჩასვლა თბილისამდე

მე ჩვეულებრივ, ფუნქციურ გზაზე ვამბობ, სადაც ყველა სახის ტრანსპორტი გამართულად ივლის ყველა სეზონზე. ჩვეულებრივი მოასფალტებული გზა.

Kublicha

QUOTE
ეხლა წყნეთში გამიხადეთ კიდე საცობი

წყნეთი რა შუაშია. ტაბარუკი-წოდორეთი-ლისი.

Posted by: Kidnapped 30 Aug 2021, 08:43
QUOTE (irakli1 @ 29 Aug 2021, 13:59 )
რიკოთი ჩემი აზრით დამთავრდება 2025-2026 წელს მანამდე შეიძლება ცალკეული მონაკვეთები გაიხსნას.

კი მაგ ცალკეულ მონაკვეთებზე ვთქვი თორე რო ვერ ეტევიან ვერანაირ ვადაში მაგას ყველა ვხედავთ

Posted by: JSB14BSJ 30 Aug 2021, 11:31
QUOTE
ტაბარუკი

და აქ როგორ/საიდან უნდა მოხვდეს ადამიანი?
რუკაზე გზა ვერ ვნახე, რო ტაბარუკამდე მიდიოდეს.

Posted by: ქაფქიანა 30 Aug 2021, 11:54
JSB14BSJ

წოდორეთიდან ადის გზა. დაახლოებით მიდის ტაბარუკამდე.

Posted by: JSB14BSJ 30 Aug 2021, 12:20
ქაფქიანა
სხვა რამე ვიკითხე.
არათბილისიდან როგორ მოხვდება ადამიანი ტაბარუკში?
ბორჯომიდან, ახალქალაქიდან და მესტიიდან როგორ მივა ტაბარუკამდე?

Posted by: ქაფქიანა 30 Aug 2021, 12:40
JSB14BSJ

საქმეც იმაშია, რომ ახლა ვერც ვერანაირად, თუ არა თბილისით (ნუ იდეაში შეიძლება თონეთი-დრე-წყლულეთი-მსხალდიდი-ლისი-წოდორეთით წრის დარტყმა, მაგრამ ეგეც თბილისის გავლით გამოდის რა).

სწორედ იმას ვამბობ, რომ ტაბარუკი და დიდგორის ბრძოლის მემორიალი რომ ერთმანეთს გზით დაუკავშირდეს, თბილისს კიდევ ერთი შემოსასვლელი გაუჩნდება-მეთქი.

არადა, თავისუფლად შეიძლება. არაფერი სასწაულად რთული რელიეფი მანდ არ არის.

Posted by: ნიკა 30 Aug 2021, 13:43
ქაფქიანა
QUOTE
მე ჩვეულებრივ, ფუნქციურ გზაზე ვამბობ, სადაც ყველა სახის ტრანსპორტი გამართულად ივლის ყველა სეზონზე. ჩვეულებრივი მოასფალტებული გზა.

ძალიან ძვირი დაჯდება მაგ გზის გაყვანა და აზრი დიდი არ აქვს მგონი. ლისიდან წოდორეღამდე მერე ტაბარუკამდე სულ გრუნტის ვიწრო გზაა და მთლიანად გასაკეთებელია ეგ მონაკვეთიც. პლიუს დიღმისწყლის ხეობაში ჩადის გზა წოდორეთიდან და საკმაო ვარდნაა ვერტიკალში, მერე ორმაგად გიწევს აღმართზე ასვლა. მიზანი თუ დიდგორზე ასვლაა თბილისიდან მოკლეზე, მაშინ უფრო წყრ(ლ)ულეთიდან ჯობია.

Posted by: ქაფქიანა 30 Aug 2021, 13:46
ნიკა

მიზანი უბრალოდ ისაა, რომ თბილისს კიდევ ერთი შემოსასვლელი ჰქონდეს.

თუმცა ამ საუკუნეში ამის გამკეთებელი არავინ არ არის და მომდევნო საუკუნეში საერთოდ მფრინავი ავტომობილები იქნება, ისე რომ დაიკიდე.

Posted by: spider77 30 Aug 2021, 15:49
საერთოდაც, გორი-კასპიდან მომავალი ეხლანდელი გზა (არმაზის გავლით) კარგად რო გაკეთდეს და უკვე მცხეთაში, თბილისის მიმართულებით, სალობიეს მერე მთაში გვირაბი რო გაიჭრას, რომელიც დიდ დიღომთან გამოვა, არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი.

Posted by: ნიკა 30 Aug 2021, 16:59
ქაფქიანა
QUOTE
მიზანი უბრალოდ ისაა, რომ თბილისს კიდევ ერთი შემოსასვლელი ჰქონდეს.

თუმცა ამ საუკუნეში ამის გამკეთებელი არავინ არ არის და მომდევნო საუკუნეში საერთოდ მფრინავი ავტომობილები იქნება, ისე რომ დაიკიდე.

დიდგორზე თუ ახვედი აწი ჩახვალ ახლა არსებული გზით. მანდ მთავარი ნიჩისიდან ასვლაა ვერტიკალში 1 კილომეტრზე მეტის აკრეფით sad.gif

ხოლო შემოსასვლელ ალტერნატივად მეეჭვება ეს ახალი გზაც გამოდგეს sad.gif

Posted by: TopGear 30 Aug 2021, 17:19
ნიკა
QUOTE
მანდ მთავარი ნიჩისიდან ასვლაა ვერტიკალში 1 კილომეტრზე მეტის აკრეფით

დიდი აღმართ-დაღმართი როა მაგას გულისხმობ? ანუ ვერ შეიძლება გამოდგეს მაგისტრალად?

დიდგორის გზით, ახალქალაქის (მგონი) გავლით ისევ ცუდი გზაა ბათუმისკენ?

Posted by: spider77 30 Aug 2021, 19:02
TopGear
QUOTE
ახალქალაქის (მგონი) გავლით ისევ ცუდი გზაა ბათუმისკენ?

გოდერძის უღელტეხილზეა ცუდი გზა.
მხოლოდ ჯიპით !!!

Posted by: ზურა2011 30 Aug 2021, 20:16
სურამის გზა გამყოფამდე რო ხაშურის ტრაფარეტი დაკიდეთ რა უბედურებაა ღამის 3 საათზე ამომაყოფინა თავი სადღაც სოფლის გზაზე. ძროხებით და ნაკელით იყო სავსე იქაორობა იძულებული გავხდი უკან ამოვსულიყავი პროწივზე სხვა გზა არ მქონდა დაბალი მანქანით ვიყავი.ყველაფერი კარგია მარა სწორად რო ვაკეთოთ საქმე არა?

Posted by: ZEUS 30 Aug 2021, 21:04
QUOTE (spider77 @ 30 Aug 2021, 15:49 )
საერთოდაც, გორი-კასპიდან მომავალი ეხლანდელი გზა (არმაზის გავლით) კარგად რო გაკეთდეს და უკვე მცხეთაში, თბილისის მიმართულებით, სალობიეს მერე მთაში გვირაბი რო გაიჭრას, რომელიც დიდ დიღომთან გამოვა, არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი.

გორიდნ გზა ახლაც მშვენიერია (95%), თუმცა ეგ გზა გორის მერე გადის სოფლებზე: ხიდისთავი, დოესი, გრაკალი, სასირეთი, ჩოჩეთი, კავთისხევი, ნიჩბისი, სასხორი, ძეგვი, არმაზი, მცხეთა. ანუ მაშინ საერთოდ შემოვლითები უნდა გააკეთო, თუმცა თუ ეს ყველაფერი თბილისში შესასვლელად კეთდება, მაგას ჯობია, ნარახტრიდან რამენაირად მესამე ზოლი დაემატოს, ან სხვა განშტოება გაჩნდეს და ეგაა.

Posted by: spider77 30 Aug 2021, 21:42
QUOTE
თუ ეს ყველაფერი თბილისში შესასვლელად კეთდება, მაგას ჯობია, ნარახტრიდან რამენაირად მესამე ზოლი დაემატოს, ან სხვა განშტოება გაჩნდეს და ეგაა.

ნატახტარიდან თბილისამდე ორი თუ არა მინიმუმ ერთი ზოლის დამატება რო სასიცოცხლოდ საჭიროა ეს უკვე ფაქტია.

* * *

და საერთოდ, თბილისს, ისევე როგორც ბევრ ნორმალურ დიდ ქალაქს, უნდა ჰქონდეს გამჭოლი მოძრაობის ტრასები, ყოველგვარი ველობილიკებისა და შუქნიშნების გარეშე.

კატეგორიულად წინააღმდეგი მტკვრის სანაპიროებზე მოძრაობის ხელოვნურად შეფერხების ნებისმიერი მცდელობისა, განსხვავებით ცენტრალური ქუჩებისაგან.

ის კი არა მე თუ მკითხავ სანაპიროები უნდა გააცალმხრივონ ორთაჭალჰესიდან, დიღმამდე და უნდა იყოს შეუფერხებელი მოძრაობა ყოველგვარი შუქნიშნების, გადამკვეთი მოძრაობებისა და ველობილიკების გარეშე.

Posted by: ქაფქიანა 30 Aug 2021, 22:20
spider77

QUOTE
ის კი არა მე თუ მკითხავ სანაპიროები უნდა გააცალმხრივონ ორთაჭალჰესიდან, დიღმამდე და უნდა იყოს შეუფერხებელი მოძრაობა ყოველგვარი შუქნიშნების, გადამკვეთი მოძრაობებისა და ველობილიკების გარეშე.

ანალოგურად, ერთი ჩასწორებით. სანაპიროები უნდა იყოს ცალმხრივი - მარჯვენა სანაპირო აღმოსავლეთის, მარცხენა დასავლეთის მიმართულებით. ამასთან, ორივე სანაპიროზე უნდა გამოიყოს საპირისპირო მიმართულების ცალი ზოლი, ავარიული დანიშნულების, რომელზეც იმოძრავებს 112 უწყებების ავტომობილები, მაგრამ არა მუნიციპალური ტრანსპორტი.

Posted by: ZEUS 30 Aug 2021, 23:46
spider77
QUOTE

და საერთოდ, თბილისს, ისევე როგორც ბევრ ნორმალურ დიდ ქალაქს, უნდა ჰქონდეს გამჭოლი მოძრაობის ტრასები, ყოველგვარი ველობილიკებისა და შუქნიშნების გარეშე.

კატეგორიულად წინააღმდეგი მტკვრის სანაპიროებზე მოძრაობის ხელოვნურად შეფერხების ნებისმიერი მცდელობისა, განსხვავებით ცენტრალური ქუჩებისაგან.

სამწუხაროდ კალაძე და მისი იდიოტები სხვანაირად ფიქრობენ. მარჯვენა სანაპიროზე რომ მიქარეს და მერე მიხვდნენ, მაგრად გადაამლაშეს და მოაშთეს ის იდიოტური ველობილიკი.

Posted by: spider77 31 Aug 2021, 00:55
ქაფქიანა
QUOTE
ანალოგურად, ერთი ჩასწორებით. სანაპიროები უნდა იყოს ცალმხრივი - მარჯვენა სანაპირო აღმოსავლეთის, მარცხენა დასავლეთის მიმართულებით. ამასთან, ორივე სანაპიროზე უნდა გამოიყოს საპირისპირო მიმართულების ცალი ზოლი, ავარიული დანიშნულების, რომელზეც იმოძრავებს 112 უწყებების ავტომობილები, მაგრამ არა მუნიციპალური ტრანსპორტი.

+10000000

Posted by: Kublicha 31 Aug 2021, 00:58
QUOTE
ანალოგურად, ერთი ჩასწორებით. სანაპიროები უნდა იყოს ცალმხრივი - მარჯვენა სანაპირო აღმოსავლეთის, მარცხენა დასავლეთის მიმართულებით. ამასთან, ორივე სანაპიროზე უნდა გამოიყოს საპირისპირო მიმართულების ცალი ზოლი, ავარიული დანიშნულების, რომელზეც იმოძრავებს 112 უწყებების ავტომობილები, მაგრამ არა მუნიციპალური ტრანსპორტი.

yes.gif yes.gif
გაცალმხრივება საჭიროა ნამდვილად და ვეთანხმები ზემოთთქმულს. ოღონდ გარკვეული მშენებლობა იქნება საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში საბურთალოს "გეითების" პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დადგება (ლაგუნა და ვეფხვი და მოყმე)

QUOTE
კატეგორიულად წინააღმდეგი მტკვრის სანაპიროებზე მოძრაობის ხელოვნურად შეფერხების ნებისმიერი მცდელობისა, განსხვავებით ცენტრალური ქუჩებისაგან.

მიხარია ამ წინადადების წაკითხვა, განსაკუთრებით მისი ბოლო ნაწილის.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქვეითზე ორიენტირებული ურბანული ხედვის მიუხედავად, სანაპიროების სტატუსკვოს შენარჩუნება აუცილებელი პირობაა

Posted by: donmixo777 31 Aug 2021, 02:42
QUOTE

ის კი არა მე თუ მკითხავ სანაპიროები უნდა გააცალმხრივონ ორთაჭალჰესიდან, დიღმამდე და უნდა იყოს შეუფერხებელი მოძრაობა ყოველგვარი შუქნიშნების, გადამკვეთი მოძრაობებისა და ველობილიკების გარეშე.

This post has been edited by spider77 on 30 Aug 2021, 21:58

ეგ ქონდა მიშას გეგმაში

მარა მოვიდა ოცნება და რა სისულელეებიც აკეთა კი ხედავთ თქვენც

Posted by: ქაფქიანა 31 Aug 2021, 08:19
Kublicha

QUOTE
ოღონდ გარკვეული მშენებლობა იქნება საჭირო,

ეს თავისთავად. სანაპიროების გაცალმხრივება თავისთავად გულისხმობს ქირურგიულ ჩარევებს.

QUOTE
ქვეითზე ორიენტირებული ურბანული ხედვის მიუხედავად, სანაპიროების სტატუსკვოს შენარჩუნება აუცილებელი პირობაა

ესეც.

აუცილებელია ქალაქში არსებობდეს უწყვეტი, მაღალი სიჩქარის ტრანზიტული მაგისტრალები. ამ როლს კი სანაპიროზე უკეთ ვერაფერი შეასრულებს.

Posted by: TiredMan 31 Aug 2021, 08:41
spider77
QUOTE
კატეგორიულად წინააღმდეგი მტკვრის სანაპიროებზე მოძრაობის ხელოვნურად შეფერხების ნებისმიერი მცდელობისა, განსხვავებით ცენტრალური ქუჩებისაგან.

ის კი არა მე თუ მკითხავ სანაპიროები უნდა გააცალმხრივონ ორთაჭალჰესიდან, დიღმამდე და უნდა იყოს შეუფერხებელი მოძრაობა ყოველგვარი შუქნიშნების, გადამკვეთი მოძრაობებისა და ველობილიკების გარეშე.

ხიდებია ასაშენებელი მტკვარზე. მინიმუმ 4 ხიდია დასამატებელი თუ სწორად მახსოვს..
ძალიან მაგარი იქნება ნონ-სტოპ სანაპიროები.

Posted by: zazamos 31 Aug 2021, 09:05
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითზე დაიწყო მდ. სუფსაზე ხიდის მშენებლობა - ჯერ მარჯვენა სანაპიროდან აკეთებენ, მდინარის ნახევარი ჩაკეტილია და სოიმლეკით თხრიან. ზოგადად, ძაააალიან ნელა მუშაობენ - ფაქტიურად ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ამ მონაკვეთზე დღეს რამეს აკეთებენ. user posted image

Posted by: Pioneer 31 Aug 2021, 10:55
QUOTE
აუცილებელია ქალაქში არსებობდეს უწყვეტი, მაღალი სიჩქარის ტრანზიტული მაგისტრალები. ამ როლს კი სანაპიროზე უკეთ ვერაფერი შეასრულებს.

შუა ქალაქში, ისტორიულ ცენტრში და ქალაქის გულში უწყვეტი ხუთზოლიანი ტრასები, ზევიდან რკინის გადასასვლელებით facepalm.gif facepalm.gif ტეხავს რომ ამაზე იქით ვერ მიდის ფორუმელი ურბანისტების ოცნებები smile.gif

მიწაში მაინც ჩადეთ, როგორც წესიერ ქალაქებში აკეთებენ, შუა ცენტრში გამავალი მაგისტრალი არც ერთ თავმოყვარე ქალაქში არააა, მითუმეტეს აწი არ ააშენებენ.

Posted by: winrar 31 Aug 2021, 11:13
QUOTE (zazamos @ 28 Aug 2021, 19:04 )
ვინმეს ზესტაფონში ამ გზით გისარგებლიათ?
ბაღდათის გადასახვევიდან საავადმყოფოები / ბაზრის უბნამდე?
გზა თუ ნორმალურია, საცობისგან თავის დაღწევის კარგი ალტერნატივა იქნებოდა ორივე მიმართულებითuser posted image.

ეს გზა დასატესტია, მაგრამ ძაანაც ნუ გააბაზრებთ gigi.gif

Posted by: zazamos 31 Aug 2021, 14:10
winrar
QUOTE
მაგრამ ძაანაც ნუ გააბაზრებთ

lol.gif lol.gif lol.gif
ხუთშაბათს დავტესტავ, თუ მშრალი ამინდი იქნა smile.gif

Posted by: Delvaux 31 Aug 2021, 15:27
QUOTE (zazamos @ 31 Aug 2021, 09:05 )
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითზე დაიწყო მდ. სუფსაზე ხიდის მშენებლობა - ჯერ მარჯვენა სანაპიროდან აკეთებენ, მდინარის ნახევარი ჩაკეტილია და სოიმლეკით თხრიან. ზოგადად, ძაააალიან ნელა მუშაობენ - ფაქტიურად ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ამ მონაკვეთზე დღეს რამეს აკეთებენ. user posted image

მაინც კარგია.

ამ ფოტოზე სამი ხიმინჯების საბურღი მანქანა ჩანს.
ტექნიკა ქონიათ და რას ბუქსაობენ...

Posted by: ნიკა 31 Aug 2021, 15:29
zazamos
QUOTE
ხუთშაბათს დავტესტავ, თუ მშრალი ამინდი იქნა

მშრალი კი აბა biggrin.gif

user posted image

Posted by: JSB14BSJ 31 Aug 2021, 17:52
QUOTE
ტაბარუკი და დიდგორის ბრძოლის მემორიალი რომ ერთმანეთს გზით დაუკავშირდეს

ანუ ეგაა თბილისი-კოჯორი-ნინოწმინდა-წალკის ტრასიდან კასპის რაიონში, ნიჩბისთან გარდმომავალი გზიდან თბილისში მოხვედრა, ხო?

ძაან მაგარი იქნებოდა.

Posted by: TopGear 31 Aug 2021, 18:38
JSB14BSJ
QUOTE
კასპის რაიონში, ნიჩბისთან

ნიჩბისი მცხეთაა

QUOTE (JSB14BSJ)
ძაან მაგარი იქნებოდა.

ზამთარში ნამყოფი ვინცაა დამეთანხმება უსაფრთხო ეგ გზა არ არის, ხშირად ჩაკეტილია და საშიში მონაკვეთებია

Posted by: donmixo777 31 Aug 2021, 20:20
ზესტაფონში რა ხდება?

გახსნეს ის 2 წლის წინ დაკეტილი ქუჩა? დააგეს ასფალტი ბოლო-ბოლო?

Posted by: ZEUS 31 Aug 2021, 20:45
QUOTE (Delvaux @ 31 Aug 2021, 15:27 )
QUOTE (zazamos @ 31 Aug 2021, 09:05 )
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითზე დაიწყო მდ. სუფსაზე ხიდის მშენებლობა - ჯერ მარჯვენა სანაპიროდან აკეთებენ, მდინარის ნახევარი ჩაკეტილია და სოიმლეკით თხრიან. ზოგადად, ძაააალიან ნელა მუშაობენ - ფაქტიურად ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ამ მონაკვეთზე დღეს რამეს აკეთებენ. user posted image

მაინც კარგია.

ამ ფოტოზე სამი ხიმინჯების საბურღი მანქანა ჩანს.
ტექნიკა ქონიათ და რას ბუქსაობენ...

კაი რაა. რა კარგი. სამი წელი მუშაობენ მგონი უკვე ტიპები და კიდევ სამი წელი მოუნდებიან facepalm.gif

ეგე:
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1508313371

პროექტის განხორციელების ვადები 2018-2020 წლებია.

2020-ში უნდა დასრულებულიყო facepalm.gif
* * *
და ეს კომპანია აშენებს ბათუმის შემოვლით გზასაც, რომელიც ასევე 2020-ში უნდა დასრულებულიყო და ხ.ე.ზ. როდის დასრულდება.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1500467370

Posted by: Fabian 31 Aug 2021, 21:57
donmixo777
QUOTE
2009 წელს მიშას შეგინებისთვის, - 2013 წელს დავორნილი.

OFFTOPIC:
ამაზე გადავბჟირდი lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: zazamos 1 Sep 2021, 10:52
donmixo777
QUOTE
ზესტაფონში რა ხდება?
გახსნეს ის 2 წლის წინ დაკეტილი ქუჩა? დააგეს ასფალტი ბოლო-ბოლო?

აღმაშენებლის ქუჩა. კი, გახსნეს, ბოლო პირია დასაგები.

Posted by: otokarcobra 1 Sep 2021, 11:12
QUOTE (ZEUS @ 31 Aug 2021, 20:45 )
QUOTE (Delvaux @ 31 Aug 2021, 15:27 )
QUOTE (zazamos @ 31 Aug 2021, 09:05 )
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითზე დაიწყო მდ. სუფსაზე ხიდის მშენებლობა - ჯერ მარჯვენა სანაპიროდან აკეთებენ, მდინარის ნახევარი ჩაკეტილია და სოიმლეკით თხრიან. ზოგადად, ძაააალიან ნელა მუშაობენ - ფაქტიურად ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ამ მონაკვეთზე დღეს რამეს აკეთებენ. user posted image

მაინც კარგია.

ამ ფოტოზე სამი ხიმინჯების საბურღი მანქანა ჩანს.
ტექნიკა ქონიათ და რას ბუქსაობენ...

კაი რაა. რა კარგი. სამი წელი მუშაობენ მგონი უკვე ტიპები და კიდევ სამი წელი მოუნდებიან facepalm.gif

ეგე:
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1508313371

პროექტის განხორციელების ვადები 2018-2020 წლებია.

2020-ში უნდა დასრულებულიყო facepalm.gif
* * *
და ეს კომპანია აშენებს ბათუმის შემოვლით გზასაც, რომელიც ასევე 2020-ში უნდა დასრულებულიყო და ხ.ე.ზ. როდის დასრულდება.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1500467370

2023-მდე გადაუწიეს ეგ ვადა მე როგორც ვიცი

Posted by: ZEUS 1 Sep 2021, 16:41
otokarcobra
ხო ნუ. როცა ვერ ამთავრებენ, გადაწევდნენ, აბა რა იქნებოდა smile.gif

Posted by: MONTY 1 Sep 2021, 17:19
ქაფქიანა
QUOTE
აუცილებელია ქალაქში არსებობდეს უწყვეტი, მაღალი სიჩქარის ტრანზიტული მაგისტრალები. ამ როლს კი სანაპიროზე უკეთ ვერაფერი შეასრულებს.

ეს მაქსიმუმ გვირაბი თუ გაკეთდება
მტკვარი არ უნდა მოწყდეს ქალაქს

Posted by: zura770077 1 Sep 2021, 18:16
MONTY

ახლა რა მდგომარეობაშიც არის ჩვენთან მტკვარი, რომ ვუყურებ საცოდაობაა.

ორივე სანაპიროზე, ქალაქის მთელ სიგრძეზე პარკი უნდა იყოს მოწყობილი.

საავტომობილო გზა და პარკინგის ადგილები კი პარკის მერე უნდა იყოს.
მაგრამ რელიეფი ისეთი აქვს ჩვენს ქალაქს, ეს ვერ მოხერხდება. თუ მოხერხდება, მაშინ საავტომობილო გზებს უმეტეს ადგილებში მოუწევდა გვირაბებში მოწყობა.
მაგას რაც თანხა და დრო უნდა, მაგის ფუფუნება ჩვენს ქვეყანას არ აქვს.
გერმანიის რომელიღაც ქალაქში, მგონი დიუსელდორფში ვიყავი რამდენიმე წლის წინ და რაინის პირას სანაპიროზე რამდენი ხალხი იყო ლუდხანებსა თუ პლაჟებზე, მაგას რა დამავიწყებს.
სად რაინი, სანაოსნო მდინარე და სად მტკვარი, მაგრამ მაინც.
ჩვენთან მტკვარი ცალკეა, ქალაქი კი თავისთვის.

Posted by: MONTY 1 Sep 2021, 18:48
zura770077
QUOTE
ახლა რა მდგომარეობაშიც არის ჩვენთან მტკვარი, რომ ვუყურებ საცოდაობაა.

yes.gif
მტკვარში კანალიზაცია მოგვარებადი პრობლემაა , შლამისგან გაწმენდაც ( თბილისის მონაკვეთი ) არ წარმოადგენს დიდ ტექნიკურ სირთულეს .
გაწმენდილი მტკვარი კი არ უნდა იყოს მოწყვეტილი ქალაქს

ტექნიკურად გვირაბი არ იქნება დიდი პრობლემა და მინიმუმ 5 კმ იანი გვირაბი ორივე მხარეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი ქალაქისთვის და ზედა ნაწილი პარკი + ( მარტო ტრამვაის ხაზი)

Posted by: rommel 1 Sep 2021, 20:09
კარგი ფოტოები დადო ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.
ძლივს smile.gif

Posted by: ZEUS 1 Sep 2021, 20:49
გაოფდააააააა. არის ცალკე თბილისის გზების თემაააა.
* * *
ესეც ფოტოები. ფოტოების ატვირთვაზე შრომისათვის მადლობა ჩემ 8 წლის ბავშვს biggrin.gif

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: ქაფქიანა 1 Sep 2021, 22:51
ჩვენი ობიექტებიც, კერძოდ TA-3, RW RB-14, RW RB-15 და Batch-plant #2.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ZEUS 1 Sep 2021, 22:56
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: ქაფქიანა 1 Sep 2021, 23:04
აჰა, TA-1, RW RB-09 და მეოთხე გვირაბიც.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: polaris 1 Sep 2021, 23:45
ქვემოდან მეხუთე ფოტოზე რა კონსტრუქციაა? ღია წესით ააწყეს გვირაბი და მერე მიწას აყრიან, თუ რა ხდება?

Posted by: ქაფქიანა 1 Sep 2021, 23:48
polaris

ოპტიკური ილუზიაა. სინამდვილეში, გაჭრილია ეგ გვირაბი მაგ სერში. პორტალი არის გამოწეული წინ და ეგ ჰქმნის ილუზიას.

Posted by: polaris 1 Sep 2021, 23:51
ქაფქიანა

ვაა, არადა, რომ უყურებ, სრული შეგრძნებაა, რომ ცალკე დგას biggrin.gif
* * *
ZEUS

შეიძლება ფბ-ზე წავიღო ეგ ფოტო?

Posted by: ქაფქიანა 1 Sep 2021, 23:53
polaris

რომ არ ვიცოდე რეალში როგორაა, მეც დაგეთანხმებოდი. ძალიან ძლიერი ილუზიაა.

Posted by: winrar 2 Sep 2021, 00:41
QUOTE (ZEUS @ 1 Sep 2021, 22:56 )

user posted image

მთელ მონაკვეთზე მხოლოდ აქ არის გამოყენებული ეს მეტალის ჩანართი. ვერაფრით გავიგე რითია გამოწვეული.

Posted by: emre 2 Sep 2021, 01:21
ეს მთა რაღა დასატოვარი იყო...
ბარემ სულ მოეჭრათ

user posted image

Posted by: rommel 2 Sep 2021, 09:22
ქაფქიანა
რა დიამეტრის გვირაბები იჭრება რიკოთზე?

polaris
შემთხვევით ხომ არ იცით თბილისის შემოვლითი რკინიგზის გვირაბების დიამეტრი რამდენია?

Posted by: ZEUS 2 Sep 2021, 09:38
polaris
QUOTE
ZEUS

შეიძლება ფბ-ზე წავიღო ეგ ფოტო?

მეც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფბ-დან წამოვიღე.
* * *
QUOTE (winrar @ 2 Sep 2021, 00:41 )
QUOTE (ZEUS @ 1 Sep 2021, 22:56 )

user posted image

მთელ მონაკვეთზე მხოლოდ აქ არის გამოყენებული ეს მეტალის ჩანართი. ვერაფრით გავიგე რითია გამოწვეული.

ზუსტად. ვერც მე მივხვდი მუღამს ვერაფრით. თითქოს გვერდით ჩვეულებრივი ბურჯები უდგას თან მეორე ზოლში.
* * *
QUOTE (emre @ 2 Sep 2021, 01:21 )
ეს მთა რაღა დასატოვარი იყო...
ბარემ სულ მოეჭრათ

user posted image

ხო. ეგ მეც შევნიშნე. ეტყობა გვერდითა პატარა გვირაბს არ აწყენინეს gigi.gif

Posted by: winrar 2 Sep 2021, 12:02
QUOTE (ZEUS @ 2 Sep 2021, 09:38 )
QUOTE (winrar @ 2 Sep 2021, 00:41 )
QUOTE (ZEUS @ 1 Sep 2021, 22:56 )

user posted image

მთელ მონაკვეთზე მხოლოდ აქ არის გამოყენებული ეს მეტალის ჩანართი. ვერაფრით გავიგე რითია გამოწვეული.

ზუსტად. ვერც მე მივხვდი მუღამს ვერაფრით. თითქოს გვერდით ჩვეულებრივი ბურჯები უდგას თან მეორე ზოლში.

არადა ჩვეულებრივ მალებზე გაცილებით ძვირი ჯდება ეგ და ტყუილად არ გააკეთებდნენ rolleyes.gif

Posted by: ქაფქიანა 2 Sep 2021, 14:28
rommel

QUOTE
რა დიამეტრის გვირაბები იჭრება რიკოთზე?

დიამეტრი ცვალებადია. მაგრამ საშუალოდ 11 საპროექტო, 10 საექსპლუატაციო.

Posted by: rommel 2 Sep 2021, 19:02
ქაფქიანა
მადლობა

ნეტა შემოვლითი რკინიგზის გვირაბები თუ გამოდგება საავტომობილო მოძრაობისთვის

Posted by: polaris 2 Sep 2021, 21:07
rommel

დოკუმენტაცია არ მაქვს, მაგრამ გადავზომე და გვირაბის დიამეტრი 10 მეტრია, სავალი ნაწილის სიგანე 8 მ. ასევე 8 მეტრია ხიდების სიგანე.
ორზოლიანი გზა შეიძლება მოეწყოს, პრინციპში ფაქტობრვად იგივე დატვირთვა აქვს კიდევ ადგილობრივი მოსახლეობისთვის და საკმაოდ აქტიური საავტომობილო მოძრაობაა გარკვეულ მონაკვეთებზე, პატრულიც კი მოძრაობს.
მაგრამ გადასწრების მონაკვეთების მოწყობის შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე ადგილზეა. უმეტესწილად, გვერდზე ავარიული გასაჩერებელის ადგილიც კი არ აქვს. შემოვლითი მაგისტრალისთვის ამ ფორმით საკმაოდ უსარგებლოა. რა თქმა უნდა, თუ პარალელური ვაკისი არ აშენდა მის ცალკეულ მონაკვეთებზე მაინც.

Posted by: rommel 2 Sep 2021, 23:12
polaris
მადლობა ინფორმაციისთვის

QUOTE
გვირაბის დიამეტრი 10 მეტრია, სავალი ნაწილის სიგანე 8 მ. ასევე 8 მეტრია ხიდების სიგანე.

მშვენიერია, დაახლოებით იგივე პარამეტრები გვაქვს რიკოთზე ანუ გადაკეთების გარეშე გამოდგება ავტომობილებისთვის. თუ მანდ გადაწყდა მაგისტრალის გაკეთება მაქსიმალურად შეეცდებიან არსებული ხიდების და გვირაბების გამოყენებას.

QUOTE
ორზოლიანი გზა შეიძლება მოეწყოს

მეორე ზოლი გვერდით აუშენდება.

QUOTE
გადასწრების მონაკვეთების მოწყობის შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე ადგილზეა.

ეგ ახლა, მომავალში გაცალმხრივდება.

QUOTE
გვერდზე ავარიული გასაჩერებელის ადგილიც კი არ აქვს

არაუშავს, არც რიკოთზე გვაქვს.

Posted by: Mr Angry 3 Sep 2021, 10:40
ქაფქიანა

თუ იცით თქვენ ან სხვამ მაინტერესებს რამდენი კილომეტრი იქნება დაახლოებით თბილისიდან ქუთაისამდე რიკოთის დასრულების შემდეგ? ( თუ ზესტაფონის შემოვლითის პროექტიც არსებობს ან თუ არ არსებობს არსებული მივათვალოთ ჯანდაბას )

Posted by: Tocadero 3 Sep 2021, 11:05
Mr Angry

ქუთაისში 2 საათში ჩახვალ დასულების მერე

220-240 კმ გამოდის იმჰო

Posted by: ივანიჩ 3 Sep 2021, 11:45
QUOTE
220-240 კმ გამოდის იმჰო

ისედაც ეგრეა და

Posted by: eleqtro 3 Sep 2021, 11:53
ზესტაფონის საცობისგან თავის დაღწევის საშუალება:

თერჯოლის მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ჩოლაბურის ხიდის მე-8 კმ-დან რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კაცხის დამაკავშირებელი საავტმობილო გზის 17 კმ-იან მონაკვეთზე; აღნიშნული გზა უმოკლესი მანძილით აკავშირებს სოფლებს ერთმანეთთან

Posted by: zazamos 3 Sep 2021, 13:00
QUOTE

ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დღეის მდგომარეობით ამ გზით წასვლა არ ღირს.
ახალთერჯოლა-რუფოთი-ალისუბანი-სკანდე შესანიშნავი ახალდაგებული მონაკვეთია, მაგრამ სკანდე-თუზი-კაცხი აყრილი ასფალტია, დასაგებად ამზადებენ. ნერვები მოგეშლებათ, თან ისედაც რიკოთზე 30 კილომეტრით მეტია.
ამ გზის დასრულებამდე ისევ რიკოთით წასვლა სჯობს.

Posted by: ნიკა 3 Sep 2021, 14:09
zazamos
ბოლო მონაკვეთზე ასფალტი იყო კაცხამდე არ მისული ასე 10 კილომეტრი და ეგეც აყარეს?

Posted by: zazamos 3 Sep 2021, 17:55
ნიკა
QUOTE
ეგეც აყარეს?

კი, აყრილია. სერიოზული გზა კეთდება, სტანდარტული სიგანის, როგორც მაგ. ხაშური-ბორჯომი და ა.შ.
* * *
QUOTE
ვინმეს ზესტაფონში ამ გზით გისარგებლიათ?
ბაღდათის გადასახვევიდან საავადმყოფოები / ბაზრის უბნამდე?
გზა თუ ნორმალურია, საცობისგან თავის დაღწევის კარგი ალტერნატივა იქნებოდა ორივე მიმართულებით.

გუშინ დავტესტე smile.gif
ზესტაფონის შესასვლელში ტრადიციული საცობი დამხვდა. ბაღდათისკენ გადავუხვიე და სარკინიგზო გადასასვლელის შემდეგ იქვე მარცხნივ შევუხვიე.
გრუნტის მოხრეშილი გზაა. დილის სერიოზული წვიმის მიუხედავად მშრალი იყო. როგორც ჩანს, ადგილობრივები ინტენსიურად სარგებლობენ. შემხვდა პოლიცია, ტაქსი, მსუბუქი მანქანები, ერთი სატვირთო. ერთგან გზა იყოფა და მარცხნივ უნდა წახვიდეთ. გავედი ყვირილას წყლის დამბასთან. დამბის ხიდზე გადავედი თუ არა, იქვე მარცხნივ ფეროს კლინიკასთან აღმოვჩნდი. ჩემს გარშემო საცობში რა მანქანებიც იყო, აშკარად ყველას გამოვასწარი smile.gif.
თუ თბილისის მხრიდან მიდიხართ, ბაზრის ხიდზე როგორც გადახვალთ, სოფ. კვალითის დიდ აბრასთან მარჯვნივ, ფეროს კლინიკისკენ გადაუხვევთ და კლინიკიდან 100 მეტრში მარჯვნივ დამბაზე გადახვალთ.
მე კი მოგიყევით, მაგრამ იმედია არავის ეტყვით.
* * *
ეს რუკაზე user posted image
ასეთია გზაuser posted image
და ეს ესეც დამბა ყვირილზე
user posted image

Posted by: rommel 3 Sep 2021, 18:44
ბათუმის შემოვლითი

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: OliverMess 3 Sep 2021, 20:31
zazamos
QUOTE
გუშინ დავტესტე
ზესტაფონის შესასვლელში ტრადიციული საცობი დამხვდა. ბაღდათისკენ გადავუხვიე და სარკინიგზო გადასასვლელის შემდეგ იქვე მარცხნივ შევუხვიე.
გრუნტის მოხრეშილი გზაა. დილის სერიოზული წვიმის მიუხედავად მშრალი იყო. როგორც ჩანს, ადგილობრივები ინტენსიურად სარგებლობენ. შემხვდა პოლიცია, ტაქსი, მსუბუქი მანქანები, ერთი სატვირთო. ერთგან გზა იყოფა და მარცხნივ უნდა წახვიდეთ. გავედი ყვირილას წყლის დამბასთან. დამბის ხიდზე გადავედი თუ არა, იქვე მარცხნივ ფეროს კლინიკასთან აღმოვჩნდი. ჩემს გარშემო საცობში რა მანქანებიც იყო, აშკარად ყველას გამოვასწარი .
თუ თბილისის მხრიდან მიდიხართ, ბაზრის ხიდზე როგორც გადახვალთ, სოფ. კვალითის დიდ აბრასთან მარცხნივ, ფეროს კლინიკისკენ გადაუხვევთ და კლინიკიდან 100 მეტრში მარჯვნივ დამბაზე გადახვალთ.

დევიბენი. დასავლეთიდან მოდიოდი თბილისისკენ? თუ თბილისისდან დასავლეთისკენ?

Posted by: zazamos 3 Sep 2021, 20:51
OliverMess

QUOTE
დევიბენი. დასავლეთიდან მოდიოდი თბილისისკენ? თუ თბილისისდან დასავლეთისკენ?

დასავლეთიდან. თბილისიდან რომ წავსულიყავი, ბაღდათის გადასახვევში ვერ ჩავუხვევდი. უფრო ზუსტად, კი ჩავუხვევდი, მაგრამ უკან დავბუნდებოდი smile.gif

Posted by: OliverMess 3 Sep 2021, 21:47
zazamos
QUOTE
დასავლეთიდან

ჯერ დავპოსტე და მერე მივხვდი biggrin.gif

Posted by: ნიკა 4 Sep 2021, 11:19
ცოტა დავაგვიანე ამ ვიდეოების დადება

Posted by: ZEUS 4 Sep 2021, 13:12
rommel
QUOTE
ბათუმის შემოვლითი

ქონიათ პროგრესი. ნეტა როდის მორჩებიან. 2023 წლის ზაფხულისთვის?

Posted by: zazamos 4 Sep 2021, 14:32
ZEUS
თუ ცდომილებას გავითვალისწინებთ,
QUOTE
მორჩებიან. 2023 წლის ზაფხულისთვის

Posted by: donrobita 4 Sep 2021, 14:47
QUOTE (zazamos @ 4 Sep 2021, 14:32 )
ZEUS
თუ ცდომილებას გავითვალისწინებთ,
QUOTE
მორჩებიან. 2023 წლის ზაფხულისთვის

ძაან ომპტიმისტურად შეიძლება 2022 წლის ზაფხულის სეზონამდე გახსნან

Posted by: ქაფქიანა 4 Sep 2021, 18:52
donrobita

QUOTE
ძაან ომპტიმისტურად შეიძლება 2022 წლის ზაფხულის სეზონამდე გახსნან

givi.gif

Posted by: donrobita 4 Sep 2021, 22:07
QUOTE (ქაფქიანა @ 4 Sep 2021, 18:52 )
donrobita

QUOTE
ძაან ომპტიმისტურად შეიძლება 2022 წლის ზაფხულის სეზონამდე გახსნან

givi.gif

რა ვთქვი ესეთი
2022 გაზაფხულზეო ხო დაგვიწერეს
2022 ზაფხული არაა ძაან ოპტიმისტური?

cry.gif

Posted by: ქაფქიანა 4 Sep 2021, 22:17
donrobita

QUOTE
cry.gif

+1.

Posted by: ilo44 4 Sep 2021, 23:40
ბათუმს ვერ მორჩებიან 2023 წლის ბოლომდე. ბლომად გვირაბია დაუმთავრებელი. ჩემი ახლობელი მუშაობს ურეკის სუფსის მონაკვეთზე თურქულ კომპანიაში. ძალინ ნელა ვმუშაობთ, პატარა ბრიგდებით გადაგიან ობიექტებზე ნელი ტემპებით.

Posted by: ZEUS 5 Sep 2021, 10:46
QUOTE (ilo44 @ 4 Sep 2021, 23:40 )
ბათუმს ვერ მორჩებიან 2023 წლის ბოლომდე. ბლომად გვირაბია დაუმთავრებელი.  ჩემი ახლობელი მუშაობს ურეკის სუფსის მონაკვეთზე თურქულ კომპანიაში. ძალინ ნელა ვმუშაობთ, პატარა ბრიგდებით გადაგიან ობიექტებზე ნელი ტემპებით.

ჰო. მეც ეგრე მგონია - 2023 წლის ზაფხულისთვის თუ მორჩნენ, მიღწევა იქნება, ამ ტემპებით.
გრიგოლეთი-ქობულეთზეც ეგრე მიიწევენ კუს ნაბიჯებით
ნეტა რამდენი გადაიხადეს ატკატებში თურქებმა smile.gif

Posted by: irakli1 5 Sep 2021, 14:50
QUOTE (ZEUS @ 5 Sep 2021, 06:46 )
QUOTE (ilo44 @ 4 Sep 2021, 23:40 )
ბათუმს ვერ მორჩებიან 2023 წლის ბოლომდე. ბლომად გვირაბია დაუმთავრებელი.   ჩემი ახლობელი მუშაობს ურეკის სუფსის მონაკვეთზე თურქულ კომპანიაში. ძალინ ნელა ვმუშაობთ, პატარა ბრიგდებით გადაგიან ობიექტებზე ნელი ტემპებით.

ჰო. მეც ეგრე მგონია - 2023 წლის ზაფხულისთვის თუ მორჩნენ, მიღწევა იქნება, ამ ტემპებით.
გრიგოლეთი-ქობულეთზეც ეგრე მიიწევენ კუს ნაბიჯებით
ნეტა რამდენი გადაიხადეს ატკატებში თურქებმა smile.gif

მასეთ კითხვებზე პასუხი უხერხულია ერთგვარი გამოწვევაა.შოთაძე პროკურორს აქვს პასუხი თაროზე შემოდებული

Posted by: vaxushtiii 5 Sep 2021, 18:05
ამ თემაში რა უმადური ხალხი პოსტავთ მოკლედ.
მთავრობა გზებს ხელებდაკაპიწებული აშენებს და აშენებს, უბრალოდ ჩუმად აშენებენ რომ ზედმეტად არ შეგვაწუხონ და აქ დეზებს ავრცელებთ 2022-მდე არ მორჩებაო, 2023 წლამდე არ მორჩებაო, შვილიშვილი ვერ მოესწრებაო....

Posted by: Tocadero 5 Sep 2021, 22:29
vaxushtiii

პერევალზეც სულ მთნარებ მთქნარებით აშენებენ რომ არ შევწუხდეთ

გურია საერთოდ გააჩერეს შეგვატყეს რომ შევწუხდით

Posted by: Wildwesthero 5 Sep 2021, 22:35
vaxushtiii
მშენებლობა მტვერს აყენებს ძალიან და ჩვენ ფილტვებს უფრთხილდებიან ისევ თორე ისე რა გააჩერებდათ.

უმადური ხალხი რა.

Posted by: ZEUS 6 Sep 2021, 00:18
პერევალზე ერთი თვ3ც არ რჩებათ. არჩევნებამდე ხომ უნდა მოასწრონ ხევთან იმ ორი კილომეტრის გახსნა smile.gif

Posted by: Tocadero 6 Sep 2021, 11:37
ZEUS

ვერ მოასწრებენ გუშინწინ ვნახე შანსი არაა

და არც აპირებენ

წლის ბოლოს შეიძლება გახსნან

Posted by: robin 6 Sep 2021, 16:49
QUOTE (vaxushtiii @ 5 Sep 2021, 18:05 )
ამ თემაში რა უმადური ხალხი პოსტავთ მოკლედ.
მთავრობა გზებს ხელებდაკაპიწებული აშენებს და აშენებს, უბრალოდ ჩუმად აშენებენ რომ ზედმეტად არ შეგვაწუხონ და აქ დეზებს ავრცელებთ 2022-მდე არ მორჩებაო, 2023 წლამდე არ მორჩებაო, შვილიშვილი ვერ მოესწრებაო....

უმადურობას გრძნობა რა მოსატანია
საკმარისია ფონა- ხარაგულის მონაკვეთი იხილო განსაკუთრებული შეგრძნებების მოსაზღვავებლად.

Posted by: vasili77o 6 Sep 2021, 19:08
QUOTE (vaxushtiii @ 5 Sep 2021, 18:05 )
ამ თემაში რა უმადური ხალხი პოსტავთ მოკლედ.
მთავრობა გზებს ხელებდაკაპიწებული აშენებს და აშენებს, უბრალოდ ჩუმად აშენებენ რომ ზედმეტად არ შეგვაწუხონ და აქ დეზებს ავრცელებთ 2022-მდე არ მორჩებაო, 2023 წლამდე არ მორჩებაო, შვილიშვილი ვერ მოესწრებაო....

user posted image
user posted image
მაგალითისთვის, თავიდან ესეთი პროგნოზებია ხოლმე.
მერე იწყება თარიღების შეცვლა პერიოდულად და სისტემატურად... სხვადასხვა მიზეზების გამო, ესეც გასაგებია. მაგრამ ხშირად ეს გადაწეული/გაგრძელებული ვადებიც არარის ადეკვატური, რეალური და სანდო. მოკლედ ხშირ შემთხვევაში ახლოსაც არაა იმ ვადებთან, რომელსაც აანონსებენ თავიდან პროექტის მიხედვით.
რასაც ამ თემაში მპოსტავი უზერები წერენ(წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილებით), სამწუხაროდ ის ვადები უფრო ახლოსაა ხოლმე რეალობასთან.

Posted by: ZEUS 6 Sep 2021, 21:11
QUOTE (Tocadero @ 6 Sep 2021, 11:37 )
ZEUS

ვერ მოასწრებენ გუშინწინ ვნახე შანსი არაა

და არც აპირებენ

წლის ბოლოს შეიძლება გახსნან

ჰო. ვერ მოასწრებენ და არც აქვს დიდი მნიშვნელობა, ორი კილომეტრი გახსნან ცალმხრივად. აზრი?

Posted by: ilo44 6 Sep 2021, 22:00
ვერ მოასწრებენ აბა, მაგალითად ახლობელი მუშაობს ჩოლოქი გრიგოლეთზე თურქებთან, მეუბნება სატვირტო ავტოს და ტექნიკის ნაკლებობა არის, კომპანია არ ყიდულობს ტექნიკას, ურჩევნია ქირაობა, საქირავებელი კი ნორმალური ტექნიკა არ იშოვება, მიდიან კუს ნაბიჯით, ცოტა მუშებით და ტექნიკით.

Posted by: ZEUS 6 Sep 2021, 22:24
QUOTE (ilo44 @ 6 Sep 2021, 22:00 )
ვერ მოასწრებენ აბა, მაგალითად ახლობელი მუშაობს ჩოლოქი გრიგოლეთზე თურქებთან, მეუბნება სატვირტო ავტოს და ტექნიკის ნაკლებობა არის, კომპანია არ ყიდულობს ტექნიკას, ურჩევნია ქირაობა, საქირავებელი კი ნორმალური ტექნიკა არ იშოვება, მიდიან კუს ნაბიჯით, ცოტა მუშებით და ტექნიკით.

რა ეჩქარებათ კაცო. გადაიხდიან ცოტა ატკატს, გადაუწევენ ვადას და ეგაა.

Posted by: otokarcobra 7 Sep 2021, 14:11
QUOTE (ZEUS @ 6 Sep 2021, 22:24 )
QUOTE (ilo44 @ 6 Sep 2021, 22:00 )
ვერ მოასწრებენ აბა, მაგალითად ახლობელი მუშაობს ჩოლოქი გრიგოლეთზე თურქებთან, მეუბნება სატვირტო ავტოს და ტექნიკის ნაკლებობა არის, კომპანია არ ყიდულობს ტექნიკას, ურჩევნია ქირაობა, საქირავებელი კი ნორმალური ტექნიკა არ იშოვება, მიდიან კუს ნაბიჯით, ცოტა მუშებით და ტექნიკით.

რა ეჩქარებათ კაცო. გადაიხდიან ცოტა ატკატს, გადაუწევენ ვადას და ეგაა.

20 ცალი ჰოვო დაემატებათ ეხლა ცოტა ხანში….

Posted by: Tocadero 8 Sep 2021, 12:44
ilo44

ტყუილია ეგ ამბავი ყოვედღე მანდ დავდივარ და ტექნიკა რაც არის სულ გაჩერებულია

რაც აქვთ იმასაც არ ამუშავებენ

დაქირავება არა ისა კიდე

მაქსიმუმ რაც ვნახე მბბურღავი ბურღავდა მიწას ხიდის ბურჯისთვის

ერთად თავმოყრილი 4 კაციც არ მინახია მაგ მშენებლობაზე

Posted by: zazamos 8 Sep 2021, 16:51
ასფალტის დამგები მანქანა ჩამოიტანეს უკრაინიდან. დაშლილი უდევთ. მეორე თვეა, არ აუწყვიათ, რაღაც ტექნიკურ საკითხს ვერ აგვარებენ.

Posted by: ZEUS 8 Sep 2021, 17:04
ნუ. მორჩება ასე სამ წელიწადში მაშინ. იმედია.

Posted by: nefro 9 Sep 2021, 11:43
QUOTE
სე სამ წელიწადში მაშინ

მგონი მართლა 25 ში თუ გვეღირსება თითქმის (!) დამთავრებული ავტობანი.

როგროც ვატყობ 22-23 ში დიდი არაფერი დაემატება. გურიის პირველი და მე-4 და ბათუმის შემოვლითი რომ იყოს მხოლოდ ეგეც საქმეა.

Posted by: Tocadero 9 Sep 2021, 12:25
nefro

პირველზე ხელახალი ტენდერი გამოაცხადეს....

უახლოესი გურია 4 უნდა იყოს მაგრამ ეგეც შორსაა... გზაგამყარია მოსაწყობი სუფსასთან და დაერთება დასაწყისში...

სუფსა ქობულეთი მკვდარია. რამდენიმე დღეა ერთ ადგილას ბურღავენ გადასასვლელ ესტაკადისთვის ბურჯებს ორმოებს აწვალებენ....

თვითომ პერევალზეც საკმაოდ შენელებულია მუშაობა..

Posted by: ZEUS 9 Sep 2021, 17:16
ბათუმის შემოვლითი ალბათ 2 წელიწადში თუ დასრულდება. გურიაშიც რა მოხდება ხ.ე.ზ.

მოკლედ, უფრო რეალური რიკოთის 2,3 ლოტები ჩანს რა. ისეთი ტემპი აქვთ, მემგონი უნდა გაიყვანონ ბოლოში 2023 წლის ზაფხულისთვის.

Posted by: ქაფქიანა 9 Sep 2021, 18:06
Tocadero

QUOTE
თვითომ პერევალზეც საკმაოდ შენელებულია მუშაობა..

კორონა დაგვერია ძალიან, ძალიან, ძალიან.

Posted by: ნიკა 9 Sep 2021, 19:02
ქაფქიანა
QUOTE
კორონა დაგვერია ძალიან, ძალიან, ძალიან.

დელტა? ჩვენთანაც აუცრელებიდან ნახევარი დაინფიცირდა აგვისტოში sad.gif

Posted by: Tocadero 11 Sep 2021, 00:15
დღეს გრიგოლეთი თბილისი 5 საათი

პერევალი 1.5 საათი

ძააან ცუდია ეს პერევალი. საშინელებაა

ავარიაც იყო და იდიოტი ნახირი მძღოლები

Posted by: Delvaux 16 Sep 2021, 08:57
სექტემბრის ნახევარი გავიდა, იხსნება რიოთზე თვის ბოლოს პირველი 2.5 კილომეტრი ცალი მხარე თუ ბოლი იყო? smile.gif))

ხო არ ვიცით რიკოთის პარალელურ გვირაბზე რამდენი მეტრი აქვთ გათხრილი?

Posted by: ქაფქიანა 16 Sep 2021, 09:29
Delvaux

QUOTE
ხო არ ვიცით რიკოთის პარალელურ გვირაბზე რამდენი მეტრი აქვთ გათხრილი?

700.

Posted by: donrobita 16 Sep 2021, 09:42
QUOTE (ქაფქიანა @ 16 Sep 2021, 09:29 )
Delvaux

QUOTE
ხო არ ვიცით რიკოთის პარალელურ გვირაბზე რამდენი მეტრი აქვთ გათხრილი?

700.

რამდენი ხანი დასჭირდა 700 მეტრის გაჭრას?

Posted by: ქაფქიანა 16 Sep 2021, 09:49
donrobita

წელიწადი დაახლოებით.

Posted by: ZEUS 16 Sep 2021, 10:41
QUOTE (ქაფქიანა @ 16 Sep 2021, 09:49 )
donrobita

წელიწადი დაახლოებით.

ანუ ალბათ 2 წელიწადში უნდა მორჩეთ დაახლოებით.

Posted by: Delvaux 16 Sep 2021, 12:43
QUOTE (ქაფქიანა @ 16 Sep 2021, 09:29 )
Delvaux

QUOTE
ხო არ ვიცით რიკოთის პარალელურ გვირაბზე რამდენი მეტრი აქვთ გათხრილი?

700.

კარგი შედეგია, მგონია რომ 2022 წლის ბოლოს გაბურღვის ნაწილს მორჩებიან. თავიდან ხო მარტო ერთი მხრიდან მიდიოდა მუშაობა.

Posted by: ნიკა 16 Sep 2021, 12:44
ZEUS
QUOTE
ანუ ალბათ 2 წელიწადში უნდა მორჩეთ დაახლოებით.

2 წელი რატომ? 2 კილომეტრიანია განა?

ქაფქიანა
QUOTE
წელიწადი დაახლოებით.

ამაში პორტალების აშენებაც შედის? თუ მარტო თხრაზე რა დრო წავიდა?

Posted by: ქაფქიანა 16 Sep 2021, 12:46
ნიკა

QUOTE
2 წელი რატომ? 2 კილომეტრიანია განა?

1810.

QUOTE
ამაში პორტალების აშენებაც შედის?

არა.

პორტალი მხოლოდ დასავლეთის შემთხვევაშია რიკოთზე. აღმოსავლეთს პორტალი არ აქვს.

Posted by: ნიკა 16 Sep 2021, 17:20
მაშინ ოპტიმისტი ვიქნები და ვიტყვი რომ 1 წელი და 3 თვე ეყოფა. ანუ 2022-ის დეკემბრამდე გაიბურღება. bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: ZEUS 16 Sep 2021, 21:24
QUOTE (ნიკა @ 16 Sep 2021, 12:44 )
ZEUS
QUOTE
ანუ ალბათ 2 წელიწადში უნდა მორჩეთ დაახლოებით.

2 წელი რატომ? 2 კილომეტრიანია განა?

არა, მაგრამ გამოწვევებიც ხომ გასათვალისწინებელია? gigi.gif

Posted by: Wildwesthero 16 Sep 2021, 22:54
QUOTE
პორტალი

ეს რა არის?

პარალელურ სამყაროში გატელეპორტებს?

Posted by: winrar 16 Sep 2021, 23:52
QUOTE (ნიკა @ 16 Sep 2021, 12:44 )
ZEUS
QUOTE
ანუ ალბათ 2 წელიწადში უნდა მორჩეთ დაახლოებით.

2 წელი რატომ? 2 კილომეტრიანია განა?

აფეთქებენ მცირე მუხტებით, მაგარი ქანები გაიარეს და 22-ში თუ არა 23-ში შეწყვეტენ აფეთქებებს gigi.gif

Posted by: ZEUS 17 Sep 2021, 19:28
QUOTE (winrar @ 16 Sep 2021, 23:52 )
QUOTE (ნიკა @ 16 Sep 2021, 12:44 )
ZEUS
QUOTE
ანუ ალბათ 2 წელიწადში უნდა მორჩეთ დაახლოებით.

2 წელი რატომ? 2 კილომეტრიანია განა?

აფეთქებენ მცირე მუხტებით, მაგარი ქანები გაიარეს და 22-ში თუ არა 23-ში შეწყვეტენ აფეთქებებს gigi.gif

lol.gif lol.gif საღოლ ვაჟა ზაზაევიჩ gigi.gif

Posted by: ქაფქიანა 21 Sep 2021, 10:38
სავარაუდოდ ხუთშაბათს გაიხსნება ფ2-ის ის ორკილომეტრიანი ცალმხრივი.

Posted by: ნიკა 21 Sep 2021, 10:55
ქაფქიანა
სადაა ნეტა ოსმ-ზე რომ დავიტანო?

Posted by: Delvaux 21 Sep 2021, 10:59
QUOTE (ქაფქიანა @ 21 Sep 2021, 10:38 )
სავარაუდოდ ხუთშაბათს გაიხსნება ფ2-ის ის ორკილომეტრიანი ცალმხრივი.

რანაირად მოახერხეს?! კარგია, იმედია გაზაფხულზე კიდე გახსნიან რამეს!

Posted by: ქაფქიანა 21 Sep 2021, 11:18
ნიკა

ხევის გვირაბების მიდამოებში.

რომ გაიხსნება, მაშინ ვნახავ უფრო ზუსტად.

Posted by: ZEUS 21 Sep 2021, 12:03
QUOTE (ქაფქიანა @ 21 Sep 2021, 10:38 )
სავარაუდოდ ხუთშაბათს გაიხსნება ფ2-ის ის ორკილომეტრიანი ცალმხრივი.

ვააა. step to the future, part 1 gigi.gif

მაგარი ინფოა. გამოწვევა გამოიჭიმება აბა პრემიერის წინ.

Posted by: Tocadero 21 Sep 2021, 22:40
Delvaux

ასვალტი მოაწუწეს, ნახევარი სასტავი ძველ გზაზე ივლის.

Posted by: zura770077 21 Sep 2021, 23:15
მაგ 2 კმ.- იან მონაკვეთს ალბათ ძველი გვირაბების გამო ხსნიან.
მაგ მონაკვეთზე, ძველ გვირაბებსაც ხომ იყენებენ მომავალში და მათ რემონტს და გამაგრებას დაიწყებენ ალბათ, ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ, რომ მთლიანად რიკოთის მონაკვეთის, ან მხოლოდ მაგ ლოტის საბოლოო გახსნისას
ეგ ძველი გვირაბებიც მზად იყოს.

Posted by: winrar 22 Sep 2021, 08:10
QUOTE (zura770077 @ 21 Sep 2021, 23:15 )
მაგ 2 კმ.- იან მონაკვეთს ალბათ ძველი გვირაბების გამო ხსნიან.
მაგ მონაკვეთზე, ძველ გვირაბებსაც ხომ იყენებენ მომავალში და მათ რემონტს და გამაგრებას დაიწყებენ ალბათ, ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ, რომ მთლიანად რიკოთის მონაკვეთის, ან მხოლოდ მაგ ლოტის საბოლოო გახსნისას
ეგ ძველი გვირაბებიც მზად იყოს.

ლოგიკურია

_____________________

Posted by: ნიკა 22 Sep 2021, 12:10
მარტო მანდ არაა ეგრე, ბევრგან გამოიყენებენ ძველ გზას.

ისე მაგ გვირაბების აზრზე მოყვანას 1 წელი დასჭირდება ალბათ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Mr Angry 23 Sep 2021, 12:45
ჰააა როდის გახსნიან როდიისს

უნდა გავტესტო რამოდენიმე კვირაში წამოსვლა მიწევს jump.gif

მაგარი შვებაა ისე...ნერვებზე ათხრილი ტრაილერის უკან კოლონაში 40 წუთიანი ღოღიალის შემდეგ საშუალება გეძლევა ერთ კოლონას მაინც მოშორდე

Posted by: Delvaux 23 Sep 2021, 13:11
ალბათ პრემიერის ამერიკიდან ჩამოსვლას დაელოდებიან და მერე გახსნიან (26-27 -ში ჩამოდის).

Posted by: ZEUS 23 Sep 2021, 15:10
QUOTE (Mr Angry @ 23 Sep 2021, 12:45 )
ჰააა როდის გახსნიან როდიისს

უნდა გავტესტო რამოდენიმე კვირაში წამოსვლა მიწევს jump.gif

მაგარი შვებაა ისე...ნერვებზე ათხრილი ტრაილერის უკან კოლონაში 40 წუთიანი ღოღიალის შემდეგ საშუალება გეძლევა ერთ კოლონას მაინც მოშორდე

ნუ... არ მინდა გაგაწბილო, მაგრამ...
მანდედან 2 კილომეტრში ისედაც იწყებოდა დასავლეთიდან მომავლებისთვის ორი ზოლი. დაჟე პატარა წყვეტილი ორმხრივზე. და პლოუს, შეიძლება ძველი გზა და გვირაბები მიაკეტონ ეგრევე biggrin.gif
* * *
გაიხსნაო. გაიხსნაოოოოოო.
user posted image

Posted by: surprizi 23 Sep 2021, 21:01
მე როგორც ვიცი ეფ4ზე გზა ნაწილობრივ გაიხსნა. მე როგორც ვიცი, ახალი გზა ისევ ორმხრივი იქნება, რადგან ძველს ჩაკეტავენ გასარემონტებლადო.

Posted by: rommel 23 Sep 2021, 21:30
ჩინელი ბაზრობს ვან ფოინთ ფაიფ კილომეტრი გავხსენითო და ტიტრები ეწერება 2 კილომეტრი გაიხსნაო biggrin.gif

Posted by: ნიკა 23 Sep 2021, 21:41
rommel
QUOTE
ჩინელი ბაზრობს ვან ფოინთ ფაიფ კილომეტრი გავხსენითო და ტიტრები ეწერება 2 კილომეტრი გაიხსნაო

და დაანონსებული 2.5 იყო biggrin.gif

Posted by: ZEUS 23 Sep 2021, 22:14
QUOTE (ნიკა @ 23 Sep 2021, 21:41 )
rommel
QUOTE
ჩინელი ბაზრობს ვან ფოინთ ფაიფ კილომეტრი გავხსენითო და ტიტრები ეწერება 2 კილომეტრი გაიხსნაო

და დაანონსებული 2.5 იყო biggrin.gif

აჰაჰა. კარგი იყო biggrin.gif სავარაუდოდ მეტი უნდოდათ, მაგრამ ვერ მოასწრეს წინასაარჩევნოდ biggrin.gif

მე რაც მომეწონა, ეს ხიდებზეც არსებული განათებაა. მახსოვს ქაფქიანამ თქვა, მხოლოდ გვირაბებშია გათვალისწინებული განათებაო smile.gif

Posted by: rommel 23 Sep 2021, 22:21
QUOTE
მხოლოდ გვირაბებშია გათვალისწინებული განათებაო

საინტერესო განათებაა გვირაბებში. საქ-ში ასეთი არ შემხვედრია, ან არ მახსენდება უბრალოდ. მომწონს!

Posted by: polaris 23 Sep 2021, 23:32
პორტალზე რა საინტერესო ბარელიეფებია. რას აღნიშნავს, ვინმემ ხომ არ იცით?

Posted by: emre 23 Sep 2021, 23:38
QUOTE (polaris @ 23 Sep 2021, 23:32 )
პორტალზე რა საინტერესო ბარელიეფებია. რას აღნიშნავს, ვინმემ ხომ არ იცით?

მარცხენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ლოგოა
მარჯვნივ გზების დეპარტამენტის...

https://www.facebook.com/mrdi.gov.ge/?ref=page_internal
https://www.facebook.com/georoad.ge

Posted by: polaris 23 Sep 2021, 23:47
emre
QUOTE
მარცხენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ლოგოა
მარჯვნივ გზების დეპარტამენტის...

მადლობა. საინტერესო ტრადიციაა ხიდებსა და გვირაბებზე მათი შემქმნელების სახელების/სიმბოლოების უკვდავყოფა.

Posted by: MONTY 24 Sep 2021, 00:22
QUOTE (ZEUS @ 23 Sep 2021, 15:10 )

user posted image

სანიაღვრე ღარები დაავიწყდათ ?

საქართველოში კიდე დიდხანს ვერ მიხვდებიან, სანიაღვრე ღარების აუცილებლობას გზების დაგებისას mad.gif

Posted by: ZEUS 24 Sep 2021, 01:24
QUOTE (MONTY @ 24 Sep 2021, 00:22 )
QUOTE (ZEUS @ 23 Sep 2021, 15:10 )

user posted image

სანიაღვრე ღარები დაავიწყდათ ?

საქართველოში კიდე დიდხანს ვერ მიხვდებიან, სანიაღვრე ღარების აუცილებლობას გზების დაგებისას mad.gif

ღარი არა. მაგრამ მე რამდენადაც ვხედავ ყოველ რამოდენიმე მეტრში დრენაჟის ღიობებია დატოვებული.

user posted image

Posted by: otokarcobra 24 Sep 2021, 12:00
2 კილომეტრის დედა #####ან, მარა ისტორიული დღეა რო დაუფიქრდე.

Posted by: Mr Angry 24 Sep 2021, 13:10
ვიდეოში ჩანდა ახალ გზაზე ორივე მიმართულება მოძრაობდა, რატომღაც მეგონა ერთი მიმართულება გადავიდოდა ახალ გზაზე, ცოტა შეღავათი იქნებოდა, ძველ გზაზე ვსდევ კუდში 2 კმ ტრაილერს თუ ახალზე რა მნიშვნელობა აქვს sad.gif

Posted by: რობი 24 Sep 2021, 15:22
QUOTE (Mr Angry @ 24 Sep 2021, 13:10 )
ვიდეოში ჩანდა ახალ გზაზე ორივე მიმართულება მოძრაობდა, რატომღაც მეგონა ერთი მიმართულება გადავიდოდა ახალ გზაზე, ცოტა შეღავათი იქნებოდა, ძველ გზაზე ვსდევ კუდში 2 კმ ტრაილერს თუ ახალზე რა მნიშვნელობა აქვს sad.gif

https://www.facebook.com/mrdi.gov.ge/posts/4778134502219634?__tn__=-R

კომენტარებში ვიღაცამ ვიდეო დადო user.gif

Posted by: Tocadero 24 Sep 2021, 15:59
Mr Angry

მეორე მხარეც უნდა შეკეთდეს... შეაკეთებენ და გადართავენ...

აი ბოლოში მოსახვევი რომაა მაგას ჯერ ალბათ ახალი გვირაბი რომ გავა იქ გადავა მოძრაობა და მერე კიდე იმას ცალკე გააკეთებბენ

საერთოდ ადრეა ჯერ რამეზე ლაპარაკი

ჯერ ძააააან ძააან შორსააა მშენებლობა საერთოდ რამემდე

Posted by: ბახსო 24 Sep 2021, 16:16
და ისე სურამის შემოვლითი როდის გაიხსნება?

ბარემ აღმოსავლეთ საქართველო მთლიანად რო გავამაგისტრალოთ

Posted by: ნიკა 24 Sep 2021, 16:18
რობი
ეტყობა ეგრევე ძველ გზას მიადგნენ რომელსაც ცხადია ასევე სჭირდება გაავტობანება.

Posted by: ZEUS 24 Sep 2021, 16:22
QUOTE (ბახსო @ 24 Sep 2021, 16:16 )
და ისე სურამის შემოვლითი როდის გაიხსნება?

ბარემ აღმოსავლეთ საქართველო მთლიანად რო გავამაგისტრალოთ

შემდეგი კითხვა. givi.gif

Posted by: rommel 24 Sep 2021, 16:27
ბახსო
QUOTE
და ისე სურამის შემოვლითი როდის გაიხსნება?

ბარემ აღმოსავლეთ საქართველო მთლიანად რო გავამაგისტრალოთ

თბილისიდან იწყება აღმოსავლეთ საქართველო?

Posted by: otokarcobra 24 Sep 2021, 16:27
QUOTE (რობი @ 24 Sep 2021, 15:22 )
QUOTE (Mr Angry @ 24 Sep 2021, 13:10 )
ვიდეოში ჩანდა ახალ გზაზე ორივე მიმართულება მოძრაობდა, რატომღაც მეგონა ერთი მიმართულება გადავიდოდა ახალ გზაზე, ცოტა შეღავათი იქნებოდა, ძველ გზაზე ვსდევ კუდში 2 კმ ტრაილერს თუ ახალზე რა მნიშვნელობა აქვს sad.gif

https://www.facebook.com/mrdi.gov.ge/posts/4778134502219634?__tn__=-R

კომენტარებში ვიღაცამ ვიდეო დადო user.gif

რა ვიდეო ვერ ვნახე. დაკეტეს ისევ?

Posted by: ბერტყვი 24 Sep 2021, 17:05
otokarcobra
QUOTE
2 კილომეტრის დედა #####ან, მარა ისტორიული დღეა რო დაუფიქრდე.

მაგ 2 კმში , 3 გვირაბი და 6 ხიდია!

Posted by: Tocadero 24 Sep 2021, 17:13
ბერტყვი

კი გამოწვევის თვალში მანდ სულ გვირაბები და ხიდებია

ქოცური ართმეტიკაა

მიათვალეს ის რაც უკვე არსებობდა ან არც გაუხსნიათ

* * *
ბახსო

ეგ ძაააან შორი საქმეა....
გვირაბებს თხრიან

1-2 წელი ვერ იქნება სურამის შემოვლითი

არადა რა კატასტროფა ადგილია

Posted by: ბახსო 24 Sep 2021, 18:56
rommel
QUOTE
თბილისიდან იწყება აღმოსავლეთ საქართველო?

დარუბანდიდან.

არა ცხადია.

Tocadero
ეგ და ზესტაფონის შემოვლითი იქნებოდა კამფეტი.
იქნებ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და უფრო დაუჩქარებენ biggrin.gif

ZEUS
შემდეგი რა მონაკვეთი უნდა გაიხსნას და როის იგეგმება biggrin.gif

ვერსად ვერ ვიპოვე ნორმალური ინტერაქტიული რუკა სადაც ვნახავ საქართველოში მიმდინარე საგზაო მშენებლობებს, თავისი დედლაინებით და მიმდინარე მდგომარეობებით.
რაღაცა მიფუჩეჩებული კი დევს გზების დეპარტამენტის საიტზე მარა დაგეთხრება თვალები კაცს.

მომწერონ დავეხმარები და გავაკეთებინებ უსასყიდლოდ, არ მინდა არაფერი. მთელ დეპარტამენტში როგორ ვერ იპოვეს ვერავინ

Posted by: Tocadero 24 Sep 2021, 23:31
ბახსო

ეეე ძაან მოგინდომებია

დედლაინებით და თანაც რუკა

მაგას ქოცები კი არა ნაცებიც ვერ აკეთებდნენ ლოლ

დაივიწყე

ეგეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და დამთავრების თარიღებიც ვირტუალურია ვირაცეების დაპირებებია და მეტი არაფერი

რაც ვიცით, 1. გურია 1 ტენდერი გამოცხადდა ხელახლა 1-2 წელში მორჩებიან ალბათ, 2. გურია 4 მიმდინარეობს და აგებენ, როდის იქნება ხ.ზ. 3. გურია 3 დაწყევლილია. 4. სუფსა ქობულეთი ეგეც მიდის მაგრამ ეგეც დაწყევლილია ისე ნელა მიდის. 5. პერევალი ალბათ 2025 ში იქნება კაი ვარიანტში. 6. იწყებენ თბილისი საგარეჯოს 1-2 წელიც ეგეც თუ გაგვიმართლა....

Posted by: ქაფქიანა 25 Sep 2021, 08:28
ბახსო

QUOTE
და ისე სურამის შემოვლითი როდის გაიხსნება?

არა უადრეს 2024 წლისა.

QUOTE
ბარემ აღმოსავლეთ საქართველო მთლიანად რო გავამაგისტრალოთ

შიდა ქართლი გინდოდა გეთქვა.

Posted by: Tocadero 25 Sep 2021, 10:38
ქაფქიანა

არაუშავს 80% ს საქართველო ევროპაში ჰგონია smile.gif))))))))))

Posted by: ქაფქიანა 25 Sep 2021, 11:42
Tocadero

QUOTE
გონია

biggrin.gif

Posted by: Tocadero 25 Sep 2021, 12:03
ქაფქიანა

ჰ - ჩავასწორე smile.gif))))))))))))))))))))))

Posted by: rommel 25 Sep 2021, 12:20
ბათუმის შემოვლითი წლის ბოლოს დასრულდებაო გვაბოლებენ smile.gif

არჩევნებო ძალსა შენსა....

Posted by: ქაფქიანა 25 Sep 2021, 12:30
Tocadero

QUOTE
ჰ - ჩავასწორე ))))))))))))))))))))))

bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: Tocadero 25 Sep 2021, 12:37
rommel

შანსი არაა

ძააან ბევრია დარჩენილი

ალბათ რომელი წლოს ბოლოს ეგ არ დაუკონკრეტებიათ

Posted by: ნიკა 25 Sep 2021, 12:48
Tocadero
QUOTE
ალბათ რომელი წლოს ბოლოს ეგ არ დაუკონკრეტებიათ

ამჯერად დაკონკრეტებულია და 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდებაო biggrin.gif

https://www.facebook.com/georoad.ge/posts/6066574616749922

Posted by: irakli1 25 Sep 2021, 16:25
QUOTE (ნიკა @ 25 Sep 2021, 08:48 )
Tocadero
QUOTE
ალბათ რომელი წლოს ბოლოს ეგ არ დაუკონკრეტებიათ

ამჯერად დაკონკრეტებულია და 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდებაო biggrin.gif

https://www.facebook.com/georoad.ge/posts/6066574616749922

ტყუილზე ამათ არავინ სჯის და გულაობენ

Posted by: Giorgi Gabrichidze 25 Sep 2021, 19:02
"მინისტრის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს უკვე გაჭრილი გვირაბების მოსახვითი და საინჟინრო ქსელების მოწყობის სამუშაოები, 2 გვირაბზე კი დაწყებულია ექსკავაციის სამუშაოები."-რრრანაირად წლის ბოლოს??? ალბათ 2022 წლის ბოლო იგულისხმეს.

Posted by: Tocadero 25 Sep 2021, 19:45
Giorgi Gabrichidze

სტახანოველებბს დაუძახებენ და ეგაა რა

იქნება დაკა დაკა 2 დღეში მორჩებიან ყველაფერს

Posted by: valodia2017 25 Sep 2021, 20:03
2030 მდე შანსი არაა , ცალკე ჩინელები ტეხავენ ცალკე ჩვენები

კაი მაყუთი იჭრება ამ მაგისტრალზე ტოდინის მადლსა შინა

Posted by: ZEUS 25 Sep 2021, 22:38
აუფ. ბათუმის შემოვლითი ამ წლის ბოლოს არა ისა კიდევ biggrin.gif.
შემდეგი წლის ბოლოს თუ დამთავრდება.

ეგ კომპანი აშენებს ასევე გრიგოლეთი-ქობულეთს და მაგას მორჩებიან ალბათ 2025 წელს ასეთი ტემპებით. თუ მაგას ტემპი ქვია. მემგონი ერთ მონაკვეთზე მუშაობენ მარტო. არადა მორჩენილი უნდა იყოს უკვე მგონი smile.gif

Posted by: Mr Angry 25 Sep 2021, 22:56
Tocadero
QUOTE
ეგ ძაააან შორი საქმეა....
გვირაბებს თხრიან

1-2 წელი ვერ იქნება სურამის შემოვლითი

არადა რა კატასტროფა ადგილია

კი კატასტროფაა, მაგრამ ზესტაფონზე კატასტროფა არამგონია ყოფილიყო, ეგ და ხაშური იყო ჯოჯოხეთი. ერთი მოგვარდა. მეორე დარჩა sad.gif დარჩა რა... იდეაში ავტობანი ბოლომდე რომ გაკეთდება მაგის მშენებლობა მაშინ დაიწყება lol.gif

Posted by: ZEUS 26 Sep 2021, 00:07
კი. ცალსახად ყველაზე კატასტროფა იყო ხაშური და ეგ მოგვარდა. ახლა ზესტაფინმა გადაიბარა, თუმცა ეგ ალბათ ერთი ხუთი წელი ვერ მოგვარდება კიდევ.
* * *
ახლა ვნახე ვიდეო და გამოწვევამ გეოგიური გამოწვევები იყოვო. წელი არ გამიგია თითქოს ეთქვას დასრულების smile.gif

Posted by: otokarcobra 26 Sep 2021, 14:09
QUOTE
ეგ ალბათ ერთი ხუთი წელი ვერ მოგვარდება კიდევ

ZEUS
აბა სინოჰდიროს მისცესო?

Posted by: rommel 26 Sep 2021, 14:30
ZEUS
QUOTE
ახლა ვნახე ვიდეო და გამოწვევამ გეოგიური გამოწვევები იყოვო. წელი არ გამიგია თითქოს ეთქვას დასრულების

სამაგიეროდ დაწერეს, 2021-ის ბოლოსო smile.gif

ამათ ტყუილებზე რეაქცია აღარ მაქვს. სხვა რამე იყო მნიშვნელოვანი მაგ ვიდეოში. კომპანიის წარმომადგენელმა სამუშაოების 65%-ია შესრულებულიო. ამის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ 2022-ის ბოლოსაც არ იქნება დასრულებული.

Posted by: ZEUS 26 Sep 2021, 14:37
QUOTE (otokarcobra @ 26 Sep 2021, 14:09 )
QUOTE
ეგ ალბათ ერთი ხუთი წელი ვერ მოგვარდება კიდევ

ZEUS
აბა სინოჰდიროს მისცესო?

ეგ სურამი-რიკოთი მისცეს სინოჰიდროს.
ზესტაფონის შემოვლითს სხვა ჩინელები აშენებენ. თუმცა ახლა დაიწყეს შეიძლება ითქვას და აბა როგორ უნდა მორჩნენ უფრო ადრე.

Posted by: otokarcobra 26 Sep 2021, 17:33
QUOTE (ZEUS @ 26 Sep 2021, 14:37 )
QUOTE (otokarcobra @ 26 Sep 2021, 14:09 )
QUOTE
ეგ ალბათ ერთი ხუთი წელი ვერ მოგვარდება კიდევ

ZEUS
აბა სინოჰდიროს მისცესო?

ეგ სურამი-რიკოთი მისცეს სინოჰიდროს.
ზესტაფონის შემოვლითს სხვა ჩინელები აშენებენ. თუმცა ახლა დაიწყეს შეიძლება ითქვას და აბა როგორ უნდა მორჩნენ უფრო ადრე.

ვიცი კაცო.

სურამი-რიკოთზე ლაპარაკობდით მეგონა

Posted by: da_to 28 Sep 2021, 09:55
გავიარე გუშინ ძალიან მომეწონა ახალი 2 კმ -იანი მონაკვეთი. გვირაბების განათება საერთოდ , სუპერ ...

გზის საფარი ალბათ დროებითია ხომ ? ასფალტია გვირაბების გარდა ყველგან , თუ ეგრე უნდა იყოს ხიდების გამო ?

Posted by: winrar 28 Sep 2021, 11:14
QUOTE (da_to @ 28 Sep 2021, 09:55 )
გზის საფარი ალბათ დროებითია ხომ ? ასფალტია გვირაბების გარდა ყველგან , თუ ეგრე უნდა იყოს ხიდების გამო ?

ხიდებზე ყველგან ასფალტი იქნება. გადაბმები როგორი იყო?

Posted by: da_to 28 Sep 2021, 11:30
winrar
QUOTE
ხიდებზე ყველგან ასფალტი იქნება.

დავიჯერო ეგ მონაკვეთი სულ ხიდებია ? ჩემი აზრით არის ისე ადგილებიც, ნუ არ ვიცი ..

QUOTE
გადაბმები როგორი იყო?

მშვენიერი smile.gif მხოლოდ სასიამოვნო ხმა ... მე გართულება მაქვს მაგის ხმაზე და ყვითელი ზოლების ხმაზე, მომწონს biggrin.gif

Posted by: ZEUS 29 Sep 2021, 10:57
QUOTE (da_to @ 28 Sep 2021, 11:30 )
winrar
QUOTE
ხიდებზე ყველგან ასფალტი იქნება.

დავიჯერო ეგ მონაკვეთი სულ ხიდებია ? ჩემი აზრით არის ისე ადგილებიც, ნუ არ ვიცი .

მაგ მონაკვეთზე სულ ხიდები და გვირაბებია, რაც გაიხსნა. ზოგადად მთელი მეორე და მესამე ლოტი ეგრე იქნება მგონი.
უფრო პირველ და მეოთხე ლოტებზე იქნება "მიწაზე" ავტობანი მემგონი.
* * *
ესეც ისტორიული მონაკვეთის ფოტოები :

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: don gajetino 30 Sep 2021, 09:41
თესლი განათებაა გვირაბებში :დ მაგრად მომეწონა, დხვაგანაც თუ იგივეს დააყენებენ კარგი იქნება. ბეტონიც კარგი ჩანს yes.gif

Posted by: da_to 30 Sep 2021, 12:05
ZEUS
QUOTE
მეოთხე ლოტებზე იქნება "მიწაზე" ავტობანი მემგონი.

ფოტოებზე გამოჩდა რომ ''მიწა'' არის smile.gif რაღაც სხვა მიზეზია მანდ ასფალტის ...

ისე ლოგოებიც კარგი ჩანაფიქრია გვირაბებზე smile.gif

Posted by: ZEUS 30 Sep 2021, 12:59
QUOTE (da_to @ 30 Sep 2021, 12:05 )
ZEUS
QUOTE
მეოთხე ლოტებზე იქნება "მიწაზე" ავტობანი მემგონი.

ფოტოებზე გამოჩდა რომ ''მიწა'' არის smile.gif რაღაც სხვა მიზეზია მანდ ასფალტის ...

შეიძლება მაგის ქვემოთ რეალურად კონსტრუქციაა. არ ვიცი მეც ზუსტად. ხიდებზე რომ ასფალტი უნდა იყოს და გვირაბებში ბეტონი, ეგ ვიცი.

მიწაზეც იდეურად ბეტონი ეკუთვნის.

Posted by: ნიკა 1 Oct 2021, 13:15
საგზაო საიტზე აღარ დევს შეფერხებების ახალ ამბებს. ფბ-ზე უდევთ ეს ინფო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის 25-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის მარცხენა ხიდზე, ნატახტრიდან-თბილისის მიმართულებით, დაზიანებულია ფილის კონსტრუქცია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობა შევიწროვებულია ცალ ზოლზე

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის აღდგენით სამუშაოებს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის სრულად აღდგენა

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით

https://www.facebook.com/georoad.ge/posts/6095030483904335

Posted by: da_to 1 Oct 2021, 17:46
QUOTE
საგზაო საიტზე აღარ დევს შეფერხებების ახალ ამბებს. ფბ-ზე უდევთ ეს ინფო

ბორძიკობენ რაღცას ... გუშინ წინ ამოჭრეს და დღეს დილით თავსახმა წვიმაში იქვე არეულ ბეტონს ასხამდნენ .... დილით არაუშავს საღამოს უფრო გაჭედილია

user posted image

Posted by: Mr Angry 2 Oct 2021, 11:25
საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში ტანკების კოლონას თუ გაუძლებს რიკოთზე ეგ ხიდები? სულელურად გავიფიქრე რო რამე მოხდეს ეს სიმწრით აშენებული ავტობანი არ გაგვიფუჭონ მეთქი gigi.gif

Posted by: winrar 2 Oct 2021, 12:10
QUOTE (Mr Angry @ 2 Oct 2021, 11:25 )
საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში ტანკების კოლონას თუ გაუძლებს რიკოთზე ეგ ხიდები? სულელურად გავიფიქრე რო რამე მოხდეს ეს სიმწრით აშენებული ავტობანი არ გაგვიფუჭონ მეთქი gigi.gif

არა მგონია ჭკვიანური იყოს სამხედრო ტექნიკის ხიდებით და გვირაბებით გადაადგილება როცა იქვე ალტერნატიული, ძველი გზა არსებობს, + რკინიგზა.

Posted by: Tocadero 2 Oct 2021, 13:17
Mr Angry

გააჩნია ვის ებძვი

ნუ რუსებს ამერიკელებს ჩინელებს და თურქებს ტანკების გარეშეც მოვუგებთ

ასე რომ გადარჩება ავტობანი

Posted by: ZEUS 2 Oct 2021, 13:57
აფხაზეთი დავიბრუნოთ და ამ ავტობანის დედაც. მაგ დროისთვის მაინც ნახევარი თავიდან იქნება ასაშენებელი biggrin.gif

Posted by: winrar 2 Oct 2021, 14:19
ამაზე დღეგრძელი თემა ალბათ ფორუმზე არც არსებობს. ლესელიძეში ავტობანის შესვლამდე ნეტავ რამდენი ვოლუმი იქნება საჭირო ...

Posted by: იაგანა_Godfather 2 Oct 2021, 18:04
რიკოთზე რა ხდება იცით ვინმემ ?

გზა ჩაიკეტაო

Posted by: winrar 2 Oct 2021, 19:54
QUOTE (იაგანა_Godfather @ 2 Oct 2021, 18:04 )
რიკოთზე რა ხდება იცით ვინმემ ?

გზა ჩაიკეტაო

მიწა ჩამოიშალა და ერთ ზოლშია მოძრაობა, სრულად არ ჩაკეტილა.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1633189482

Posted by: ნიკა 2 Oct 2021, 22:11
ჭიათურაში ვიყავი და უკანა გზაზე გამიკვირდა ამდენი ტრაილერი და ნაკადი რომ მოდიოდა. თურმე დასავლეთისკენ გომი-საჩხერეთი უშვებენ მანქანებს.

Posted by: Mr Angry 2 Oct 2021, 22:29
QUOTE
გააჩნია ვის ებძვი

ნუ რუსებს ამერიკელებს ჩინელებს და თურქებს ტანკების გარეშეც მოვუგებთ

ასე რომ გადარჩება ავტობანი

მე კიდე არ ვხუმრობ. სულ ღადაობა როგორ შეიძლება biggrin.gif

არავის არ ეგონა მაგრამ 2008 ში კი გვქონდა სცენარი. არაა აუცილებელი მესამე მსოფლიო ომი მოხდეს ან გადაგვიარონ აგვწეიონ ჰაერში მთლიანად. მცირე რამოდენიმე კვირიანი კონფლიქტის შემთხვევის ალბათობასაც ხომ აქვს არსებობის უფლება და გამორიცხული არაფერია. მაგალითად სომხეთის დასახმარებლად რუსეთმა დერეფანი რომ მოგვთხოვოს და კოლონით გაიაროს ასეთ შემთხვევაში გამოიყენებს ჩვენ გზას. ახლა პოლიტიკურად შეუძებელია მაგრამ შეუძლებელი არაფერია, არც ვიცით მომავალში რა იქნება. ან თუ კი 2008 ს სცენარივით განმეორდა ( ღმერთმა დაგვიფაროს ) მაშინ კი დაშლიგინებდნენ კოლონებით ჩვენ გზებზე და თუ იგივე განმეორდა რამდენად გაუძლებდა ჩვენი რიკოთის მონაკვეთი ჯავშანტექნიკის სიმძიმეს ეგაა საკითხავი. ლოთმა ვანიებმა არამგონია ძველი გზა აირჩიონ და ახალზე არ გაიარონ აქაოდა გავუფრთხილდეთო.

პს. ხვალ განკითხვის დღე იქნება ზესტაფონში და საღამოს თბილისის შესასვლელში. არჩევნებისთვის დასავლეთში ჩასული ნაკადი თბილისისკენ გამოემართება bis.gif

Posted by: ქაფქიანა 3 Oct 2021, 09:59
ჯერ ლამის ჩამოვწერე ტვირთმედეგობა რიცხვებში, რომ ტყუილად ნერვიულობთ, მაგრამ აქაურობას უამრავი ხალხი კითხულობს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მტრებიც. ბაზარი არაა, თუ რამე დასჭირდათ, უჩემოდაც მშვენივრად გაიგებენ, მაგრამ მე რატომ მივართვა ლანგრით?

თქვენ კი მხოლოდ ერთს გეტყვით: დაზღნარდით!

Posted by: ZEUS 3 Oct 2021, 12:59
ქაფქიანა
შემდეგ წელს რამე არ გაიხსნება თქვენკენ? biggrin.gif

Posted by: donrobita 3 Oct 2021, 23:07
ქაფქიანას ლოტი და ფ2 საკაიფოდ მიდის წინ

სგ

ნუ ფ3 საც არ დაუგდია ტემპი

ფ4 ძაან უკანაა რაც ჩანს გზიდან

ზესტაფონის შემოვლითის დასრულება მინიმუმ 20 წუთით შეამცირებს მგზავრობის დროს. საშუალოდ 30 წუთით. აქედანაც და იქიდანაც ზესტაფონის გასავლელად 40 წუთი დამჭირდა.

ZEUS

ჩემი აზრით იმ ახლად გახსნილ 1.5 კმს მიემატება მალე კიდე 1 კმ და მერე უკვე 4 ზოლიანი 4-5 კმ. 2022 ში ლოგიკურად ხევი-უბისას ლოტზე ნახევარი მონაკვეთი გახსნილი იქნება და 2023 ში დაამთავრებენ ოპტიმისტური სცენარით ფ2-ს. ფ3 ნაწილი 23-ში და 24 -ში დასრულება. ფ1 ქაფქიანამ უკეთ იცის, მაგრამ რასაც დილეტანტური თვალით ვხედავთ 23 ში აქაც უნდა გაიხსნას რამე. 22 ში საეჭვოა. ფ0 და ფ4 ხუევოზნაეტ

Posted by: ქაფქიანა 3 Oct 2021, 23:18
ZEUS

ვნახოთ. არის გარკვეული შანსი

Posted by: ilo44 3 Oct 2021, 23:53
ქოცებს არჩევნები არ აქვთ 2024 წლამდე, წავა ბიუჯეტის შეჭმა!

Posted by: ZEUS 3 Oct 2021, 23:54
QUOTE (donrobita @ 3 Oct 2021, 23:07 )

ZEUS

ჩემი აზრით იმ ახლად გახსნილ 1.5 კმს მიემატება მალე კიდე 1 კმ და მერე უკვე 4 ზოლიანი 4-5 კმ. 2022 ში ლოგიკურად ხევი-უბისას ლოტზე ნახევარი მონაკვეთი გახსნილი იქნება და 2023 ში დაამთავრებენ ოპტიმისტური სცენარით ფ2-ს. ფ3 ნაწილი 23-ში და 24 -ში დასრულება. ფ1 ქაფქიანამ უკეთ იცის, მაგრამ რასაც დილეტანტური თვალით ვხედავთ 23 ში აქაც უნდა გაიხსნას რამე. 22 ში საეჭვოა. ფ0 და ფ4 ხუევოზნაეტ

ჰო. ამ მოცემულობით მემგონი ეგაა, რასაც იძახი. თუმცა ვფიარობ, ფ3-ს ნაწილის დასრულება, მომავალ წელს უნდა მოხერხდეს. მაგალითად უბისას მოსახვევთან მონაკვეთის. თუმცა სადმე ხომ უნდა დაერთდეს და გახსნების ამბები როგორ იქნება, ეგ არ ვიცი.

Posted by: ქაფქიანა 4 Oct 2021, 09:24
ZEUS

QUOTE
ფ3-ს ნაწილის დასრულება, მომავალ წელს უნდა მოხერხდეს.

ნეტარ არიან გულუბრყვილონი, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა.

Posted by: ZEUS 4 Oct 2021, 10:48
QUOTE (ქაფქიანა @ 4 Oct 2021, 09:24 )
ZEUS

QUOTE
ფ3-ს ნაწილის დასრულება, მომავალ წელს უნდა მოხერხდეს.

ნეტარ არიან გულუბრყვილონი, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა.

ხო რავი. ვნახოთ. ეგ არის იმედი. თორემ ჩვენ რომ არაფერი გაგვაკვირვებს, ეგეც ნათელია.

პლიუს 2024 წელს არჩევნები უწევს და ამ მთავრობას კიდევ რამე თუ უ და, სწორედ რიკოთის დროზე დასრულება იქნება კარგი პიარი.

Posted by: otokarcobra 4 Oct 2021, 22:28
QUOTE (ZEUS @ 4 Oct 2021, 10:48 )
QUOTE (ქაფქიანა @ 4 Oct 2021, 09:24 )
ZEUS

QUOTE
ფ3-ს ნაწილის დასრულება, მომავალ წელს უნდა მოხერხდეს.

ნეტარ არიან გულუბრყვილონი, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა.

ხო რავი. ვნახოთ. ეგ არის იმედი. თორემ ჩვენ რომ არაფერი გაგვაკვირვებს, ეგეც ნათელია.

პლიუს 2024 წელს არჩევნები უწევს და ამ მთავრობას კიდევ რამე თუ უ და, სწორედ რიკოთის დროზე დასრულება იქნება კარგი პიარი.

კარგი იქნება ეგ მარა შველით ამათ რიკოთი კი არა, ავტობანი ლესელიძემდე რო ჩაიყვანონ და იმის იქით ადლერამდე მოიერთონ კიდე, 2024_დი მაინც არაფერი უშველით.

Posted by: ilo44 5 Oct 2021, 16:47
ავტობანზე თუ გქონიათ სექსი, საინტერესოა სტატისტიკა!

Posted by: winrar 5 Oct 2021, 21:59
QUOTE (ilo44 @ 5 Oct 2021, 16:47 )
ავტობანზე თუ გქონიათ სექსი, საინტერესოა სტატისტიკა!

https://forum.ge/?f=6&showtopic=34367084

აქ უნდა იყოს. ამ თემას ნუ წავბილწავთ sa.gif

Posted by: ZEUS 6 Oct 2021, 01:39
QUOTE (winrar @ 5 Oct 2021, 21:59 )
QUOTE (ilo44 @ 5 Oct 2021, 16:47 )
ავტობანზე თუ გქონიათ სექსი, საინტერესოა სტატისტიკა!

https://forum.ge/?f=6&showtopic=34367084

აქ უნდა იყოს. ამ თემას ნუ წავბილწავთ sa.gif

აჰაჰაჰ. საღოლ. lol.gif

Posted by: ქაფქიანა 7 Oct 2021, 11:26
გამოწვევას აპრემიერებენ ნოემბრიდან.

.................................................

Posted by: ნიკა 7 Oct 2021, 11:56
ქაფქიანა
QUOTE
გამოწვევას აპრემიერებენ ნოემბრიდან.

ტვ-პირველს უყურე შენც? wink.gif

Posted by: Foreign-Affairs 7 Oct 2021, 12:22
QUOTE (ქაფქიანა @ 7 Oct 2021, 11:26 )
გამოწვევას აპრემიერებენ ნოემბრიდან.

.................................................

ვინაა გამოწვევა?
----------------

Posted by: donrobita 7 Oct 2021, 12:27
QUOTE (Foreign-Affairs @ 7 Oct 2021, 12:22 )
QUOTE (ქაფქიანა @ 7 Oct 2021, 11:26 )
გამოწვევას აპრემიერებენ ნოემბრიდან.

.................................................

ვინაა გამოწვევა?
----------------

ამ თემის ყველა აქტიურმა მკითხველ/მპოსტველმა ვიცით ვინაა გამოწვევა

საკმარისია ერთი ნებისმიერი მაგისი კომენტარი ნახო gigi.gif

ქარსელაძე

Posted by: ქაფქიანა 7 Oct 2021, 12:33
ნიკა

QUOTE
ტვ-პირველს უყურე შენც?

? ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ.

ანუ დღესვე გაჟონა უკვე ამ ინფომ? მე ხვალ-ზეგ ველოდი აფეთქებას.

ოპერატიულობა ნახე. biggrin.gif

Posted by: JSB14BSJ 7 Oct 2021, 12:33
Foreign-Affairs
QUOTE
ვინაა გამოწვევა?

ენანანანანანაბლბლბლბლუ

Posted by: ნიკა 7 Oct 2021, 16:09
ქაფქიანა
QUOTE
? ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ.

ანუ დღესვე გაჟონა უკვე ამ ინფომ? მე ხვალ-ზეგ ველოდი აფეთქებას.

ოპერატიულობა ნახე.

არც მე ვუყურებ, მაგრამ ფბ-ზე დადეს ნიუსად მაგათ პირველებმა biggrin.gif

https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/10587-didi-gadaadgileba-otsnebashi-garibashvils-tanamdebobidan-isev-ushveben

Posted by: ქაფქიანა 7 Oct 2021, 16:44
ნიკა

ნუ... მე ცოტა სხვა წყაროებიდან გავიგე. biggrin.gif

Posted by: Tocadero 7 Oct 2021, 21:06
აუფ - ნუ პრინციპში პრემერებად რა ხალხსაც ნიშნავენ ქარსელაძე ზუსტად გამოჭრილია

Posted by: ZEUS 7 Oct 2021, 21:48
რამდენ გამოწვევას იხმარს, პროსტა წარმოიდგინე. უფართოვდება კაცს გამოწვევების არეალი.

Posted by: donrobita 7 Oct 2021, 23:17
QUOTE (ZEUS @ 7 Oct 2021, 21:48 )
რამდენ გამოწვევას იხმარს, პროსტა წარმოიდგინე. უფართოვდება კაცს გამოწვევების არეალი.

აბაა

ყველა კომენტარში რო კოვიდ გამოწვევებს ჩააკვეხებს
საერთაშორისო შოკურ გამოწვევებს
პოლიტიკურ გამოწვევებს
ინფლაციურ გამოწვევებს
და ა.შ.

არ დაილევა

facepalm.gif

Posted by: eleqtro 8 Oct 2021, 10:30
donrobita

QUOTE
ყველა კომენტარში რო კოვიდ გამოწვევებს ჩააკვეხებს
საერთაშორისო შოკურ გამოწვევებს
პოლიტიკურ გამოწვევებს
ინფლაციურ გამოწვევებს
და ა.შ.

გამოწვევით გამოწვეულ გამოწვევებს. biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 8 Oct 2021, 10:34
მორჩა ეს წელი ამ 2კმ მონაკვეთის გახსნით?

boli.gif

Posted by: ნიკა 8 Oct 2021, 11:14
GEORGEXIII
QUOTE
მორჩა ეს წელი ამ 2კმ მონაკვეთის გახსნით?

მეორე ტურამდე ვეღარაფერი მოეწსრება და მერე რაღა აზრი აქვს 2024-ისთვის შემოინახავენ ბევრს ერთბაშად biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 8 Oct 2021, 11:15
GEORGEXIII

მეტწილად კი.

არა მგონია, რამე მოხდეს ამ წელში.

გნებავთ, იმ წელშიც. biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 8 Oct 2021, 16:00
ნიკა
ქაფქიანა
ხოო ამასწინად ვფიქრობდი მეთქი რა უნდა გაიხსნას ახლო მომავალში დრო რომ შეამციროს საგრძნობლად მარაა ვერაფერი biggrin.gif ... ეჰ ტიპებმა რამდენიხანი გაჭიმეს

კიდევ რამდენიხანი უნდა ველოდოთ პერევალს...

Posted by: JSB14BSJ 9 Oct 2021, 22:45
ისე, მე რო მკითხოთ, რიკოთის გვირაბი-ზესტაფონის მონაკვეთი რაღაც პონტში უსაფრთხო გახდა ამ მშენებლობების გამო ზოლების შეცვლის და შეფერხებების და სიჩქარეების დაგდების გადამკიდე. ზაფხულში რო გავიარე, აშკარად ქუჩის მოძრაობასავით იყო.
თუ ასეთი ადგილების უმრავლესობა უკვე გახსნილი მონაკვეთის ქვეშ მოექცა?

Posted by: ZEUS 9 Oct 2021, 23:33
QUOTE (eleqtro @ 8 Oct 2021, 10:30 )
donrobita

QUOTE
ყველა კომენტარში რო კოვიდ გამოწვევებს ჩააკვეხებს
საერთაშორისო შოკურ გამოწვევებს
პოლიტიკურ გამოწვევებს
ინფლაციურ გამოწვევებს
და ა.შ.

გამოწვევით გამოწვეულ გამოწვევებს. biggrin.gif

lol.gif lol.gif

Posted by: kosta-k 10 Oct 2021, 10:05
QUOTE (JSB14BSJ @ 9 Oct 2021, 22:45 )
ისე, მე რო მკითხოთ, რიკოთის გვირაბი-ზესტაფონის მონაკვეთი რაღაც პონტში უსაფრთხო გახდა ამ მშენებლობების გამო ზოლების შეცვლის და შეფერხებების და სიჩქარეების დაგდების გადამკიდე. ზაფხულში რო გავიარე, აშკარად ქუჩის მოძრაობასავით იყო.
თუ ასეთი ადგილების უმრავლესობა უკვე გახსნილი მონაკვეთის ქვეშ მოექცა?

პარასკევს საღამოს გავიარე დასავლეთისკენ...ამდენი ქაჯი აქამდე არ მინახავს, ისეთ გასწრებებს აკეთებდნენ facepalm.gif
2 რიგად გადიოდნენ..დახურულ მოსახვევებში..თან 1-2 მანქანის გასწრება არ ყოფნიდა, რამოდენიმე..რადგან თითქმის უწყვეტი მოძრაობა იყო...

Posted by: ilo44 10 Oct 2021, 23:37
https://commersant.ge/ge/post/gaisad-sagzao-infrastruqturaze-2-mlrd-mde-daixardjeba
2022 წლის ბიუჯეტით გაწერილი ხარჯი

Posted by: Tocadero 11 Oct 2021, 08:45
ilo44

ეჰ ხარჯების გაწერა იციან

აი მშენებობის დროზე დასრულება არა

Posted by: eleqtro 11 Oct 2021, 09:06
საჩხერე-ონზე კიდევ 10 მილიონი რა ამბავია? მანდაც განათება ხო არ კეთდება? biggrin.gif

Posted by: ZEUS 11 Oct 2021, 14:07
QUOTE (eleqtro @ 11 Oct 2021, 09:06 )
საჩხერე-ონზე კიდევ 10 მილიონი რა ამბავია? მანდაც განათება ხო არ კეთდება? biggrin.gif

ეტყობა საარჩევნოდ გახსნეს და კიდევ რაღაცეებია მისამთავრებელი.

Posted by: ZEUS 12 Oct 2021, 20:51
სინოჰიდროს დაუწყია რიკოთის გვირაბამდე გამავალი გვირაბების თხრა.

user posted image

Posted by: rommel 12 Oct 2021, 21:49
ZEUS
საბურღი მანქანები ჩანს ფოტოზე?
* * *
''აკორდის მიერ ადრე დაგებული ავტობანი, უკვე დანგრეულია და სარემონტოა. ისრაელის აშტრომზე ხარისხიანად, არავის არ გაუკეთებია ავტობანი. აშტრომის დაგებული, ახლაც კლესავით მაგარია. თავის დროზე იმიტომ გააგდეს, რომ "ატკატების" მიცემაზე თქვა უარი. მის შემდეგ შემოიყვანეს აზერბაიჯანული აკორდი''

კომენტარია ფბ-დან lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

რა ყოფილა ეს აშტრომი biggrin.gif

Posted by: ZEUS 13 Oct 2021, 01:16
QUOTE (rommel @ 12 Oct 2021, 21:49 )

ხოო. აშტრომბანზე რომ ვინმე საუკეთესოობას იტყვის, რსვიცი აბა... help.gif

Posted by: პაწა 13 Oct 2021, 03:09
QUOTE (rommel @ 12 Oct 2021, 21:49 )
ZEUS
საბურღი მანქანები ჩანს ფოტოზე?
* * *
''აკორდის მიერ ადრე დაგებული ავტობანი, უკვე დანგრეულია და სარემონტოა. ისრაელის აშტრომზე ხარისხიანად, არავის არ გაუკეთებია ავტობანი. აშტრომის დაგებული, ახლაც კლესავით მაგარია. თავის დროზე იმიტომ გააგდეს, რომ "ატკატების" მიცემაზე თქვა უარი. მის შემდეგ შემოიყვანეს აზერბაიჯანული აკორდი''

კომენტარია ფბ-დან lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

რა ყოფილა ეს აშტრომი biggrin.gif

იმედია, იქვე გაეცი პასუხი
მაგარ წვიმაში, ან თოვლში, თუ ქარი ერთვის თან სერიოზულად სიცოცხლისთვის საშიშია მანდ ავლა

Posted by: ქაფქიანა 13 Oct 2021, 08:03
ZEUS

QUOTE
სინოჰიდროს დაუწყია რიკოთის გვირაბამდე გამავალი გვირაბების თხრა.

არა სინოჰიდროს - არამედ ასტალდს, არა დაუწყია - არამედ დაიწყო 2018-ში და სადღაც 20% გავიდა უკვე, არა რიკოთის გვირაბამდე - არამედ გვირაბამდე, რომელიც იმ გვირაბამდეა, რომელიც რიკოთის გვირაბამდეა.

Posted by: ZEUS 13 Oct 2021, 09:41
QUOTE (ქაფქიანა @ 13 Oct 2021, 08:03 )
ZEUS

QUOTE
სინოჰიდროს დაუწყია რიკოთის გვირაბამდე გამავალი გვირაბების თხრა.

არა სინოჰიდროს - არამედ ასტალდს, არა დაუწყია - არამედ დაიწყო 2018-ში და სადღაც 20% გავიდა უკვე, არა რიკოთის გვირაბამდე - არამედ გვირაბამდე, რომელიც იმ გვირაბამდეა, რომელიც რიკოთის გვირაბამდეა.

მქონდა შენი დაზუსტებების იმედი lol.gif

ისე, ასტალდი რატომ წავიდა? ღლე ლოტი შემოგვტენეა ღლე ფასშიო?

Posted by: ქაფქიანა 13 Oct 2021, 11:11
ZEUS

QUOTE
ისე, ასტალდი რატომ წავიდა? ღლე ლოტი შემოგვტენეა ღლე ფასშიო?

ატკატებზე ვერ შეთანხმდნენ.

Posted by: PREDATOR 13 Oct 2021, 11:57
QUOTE (ZEUS @ 11 Oct 2021, 14:07 )
QUOTE (eleqtro @ 11 Oct 2021, 09:06 )
საჩხერე-ონზე კიდევ 10 მილიონი რა ამბავია? მანდაც განათება ხო არ კეთდება? biggrin.gif

ეტყობა საარჩევნოდ გახსნეს და კიდევ რაღაცეებია მისამთავრებელი.

საარჩევნოდ გაიხსნა თუ არა არ ვიცი მარა ჯერ ბევრი რამე როა დარჩენილი ვიცი,
ყოველდღიურად მუშობენ ისევ
პარასკევს ავიარე კვირას ჩამოვიარე და მუშაობდნენ ორივე დღეს

Posted by: ნიკა 13 Oct 2021, 12:46
PREDATOR
QUOTE
საარჩევნოდ გაიხსნა თუ არა არ ვიცი მარა ჯერ ბევრი რამე როა დარჩენილი ვიცი,
ყოველდღიურად მუშობენ ისევ
პარასკევს ავიარე კვირას ჩამოვიარე და მუშაობდნენ ორივე დღეს

საჩხერეში რიკოთით წახვედი?

Posted by: ZEUS 14 Oct 2021, 13:45
QUOTE (ქაფქიანა @ 13 Oct 2021, 11:11 )
ZEUS

QUOTE
ისე, ასტალდი რატომ წავიდა? ღლე ლოტი შემოგვტენეა ღლე ფასშიო?

ატკატებზე ვერ შეთანხმდნენ.

სევდიანი ისტორიაა. ვერ აღმოჩნდნენ ეტყობა სინოჰიდროსნაირი ყოჩაღები.

Posted by: ნიკა 14 Oct 2021, 23:04
საკაიფო გამოცანა ყოფილა სურამის მხრიდან თუ გინდა გომში მოხვდე ავტობანიდან biggrin.gif

ორი აბრაა გადასახვევამდე. ორივეზე წერია რომ მარჯვნივ არის გადასახვევი ბორჯომი და ახალციხესკენ.

თვითონ გადასახვევზე კი ხვდები ადამიანი რომ ჯერ ხიდის ქვეშ უნდა გაძვრე და მერე 270 გრადუსით უნდა მოუხვიო მარჯვნივ. თუმცა თურმე ძირითადი გზიდან უნდა გადაუხვიო ხაშური, ახალციხე, ბორჯომის გზაზე და მერე უკვე ის იყოფა ორად biggrin.gif

ღადაობა კი ისაა რომ უკვე ამის მერე აყენია უშველებელი ბანერი რომ გომი და საჩხერესკენ მარჯვნივ უნდა წახვიდეთო. მაგრამ მაგისტრალიდან რომ ეს გააკეთოთ რკინის ჯებირის გადავლა მოგიწევთ biggrin.gif

რეგისტრატორში მაქვს ვიდეო და დავდებ ხვალ წესით biggrin.gif

მანამდე კი ამონარიდი ოსმ-დან
1 წერტილში აყენია მეორე აბრა ახალციხეზე
2 წერტილში აყენია გომი საჩხერეს აბრა.
user posted image

Posted by: rommel 15 Oct 2021, 00:30
QUOTE
საკაიფო გამოცანა ყოფილა სურამის მხრიდან თუ გინდა გომში მოხვდე ავტობანიდან

პირველად ვერ მოვახერხე მანდ გარკვევა. შინაგანი მე მეძახდა გადაუხვიე მარჯვნივო, აბრა კიდევ გადაუხვევ და ხაშურში ამოყოფ თავსო.

წავედი და გაღუნული ხიდიდან მოვუარე. დიდხანს ვარწმუნებდი მანქანაში მსხდომთ, რომ ასე უფრო მოკლე იყო biggrin.gif facepalm.gif

Posted by: PREDATOR 15 Oct 2021, 11:04
QUOTE (ნიკა @ 13 Oct 2021, 12:46 )
PREDATOR
QUOTE
საარჩევნოდ გაიხსნა თუ არა არ ვიცი მარა ჯერ ბევრი რამე როა დარჩენილი ვიცი,
ყოველდღიურად მუშობენ ისევ
პარასკევს ავიარე კვირას ჩამოვიარე და მუშაობდნენ ორივე დღეს

საჩხერეში რიკოთით წახვედი?

არა საჩხერე შქმერი და ისევ იგივე გზით დავბრუნდი უკან
ანუ ახალ გზაზე გახსნის გზაზე ისევ მუშაობენ ყოველდღიურ რეჟიმში თქო მაგას ვიძახი

Posted by: ნიკა 15 Oct 2021, 12:20
rommel
QUOTE
წავედი და გაღუნული ხიდიდან მოვუარე. დიდხანს ვარწმუნებდი მანქანაში მსხდომთ, რომ ასე უფრო მოკლე იყო

მე თავიდანვე გული მიგრძნობდა რომ რაღაც ხრიკი იყო მანდ. ჩუმათელეთიდან "სამანთა დეიდა" ხაშურით მიშვებდა გომისკენ. ამის გამო ნელა ვმოძრაობდი და მაგის ხარჯზე მოვახერხე და ბოძკინტებს შორის გავძვერი biggrin.gif

ვიდეოში გამოჩნდება ეგ.
* * *
PREDATOR
QUOTE
არა საჩხერე შქმერი და ისევ იგივე გზით დავბრუნდი უკან
ანუ ახალ გზაზე გახსნის გზაზე ისევ მუშაობენ ყოველდღიურ რეჟიმში თქო მაგას ვიძახი

ამხელა მოდერატორ კაცს თემა შეგეშალა? wink.gif

Posted by: PREDATOR 15 Oct 2021, 12:40
ნიკა
ამ თემაში წერდნენ მომავალ წელს კიდევ 10 ლიმონი რეიზაა გამოყოფილი მაგ გზაზე ხო გახსენსო, მაგის საპასუხოდ დავწერე wink.gif

Posted by: Tocadero 15 Oct 2021, 20:27
ეეე ქუთაისთან რაღაც სოფლეში მარტო შემავალი გზა რომაა ეგ არ გინახიათ თქვენ

უკან გამოსვლა თუ გინდა პროწივზე უნდა იარო ასე 1 კილომეტრი smile.gif)))

Posted by: ქაფქიანა 16 Oct 2021, 10:18
ფ0 აქტიურად მუშაობს ბიჯნისის გვირაბების ორივე და ბიჯნისის მომდევნო (ჩვენამდე) გვირაბების აღმოსავლეთ პორტალებზე. ასევე დაიწყეს ჩვენი ბრმაღელის (რიკოთამდელი) გვირაბის მეწყვილის აღმოსავლეთ პორტალის ფერდობის საექსკავაციოდ მომზადება.

Posted by: winrar 16 Oct 2021, 11:40
ბურჯების საქმე როგორაა? მანდ მაღლები ჭირდებათ და უნდა დაეწყოთ უკვე.

Posted by: ქაფქიანა 16 Oct 2021, 11:46
მანდ სად?

....................................

Posted by: winrar 16 Oct 2021, 15:07
QUOTE (ქაფქიანა @ 16 Oct 2021, 11:46 )
მანდ სად?

....................................

F0-ზე, რაც გზიდან არ ჩანს, სურამის კვანძის შემდეგ.

Posted by: ქაფქიანა 16 Oct 2021, 15:09
winrar

ბიჯნისის გზაგამტარია ეგ ოფიციალურად. როგორც ვიცი, მანდაც მიდის სამუშაოები. მაგრამ ჩემი თვალით არ მინახავს.

Posted by: ZEUS 16 Oct 2021, 15:45
QUOTE (ქაფქიანა @ 16 Oct 2021, 10:18 )
ფ0 აქტიურად მუშაობს ბიჯნისის გვირაბების ორივე და ბიჯნისის მომდევნო (ჩვენამდე) გვირაბების აღმოსავლეთ პორტალებზე. ასევე დაიწყეს ჩვენი ბრმაღელის (რიკოთამდელი) გვირაბის მეწყვილის აღმოსავლეთ პორტალის ფერდობის საექსკავაციოდ მომზადება.

ხიდებზე აქვთ პროგრესი? რამდენადახ ვხვდები, ეგეც რიკოსთის სირთულის მონაკვეთია.
როგორ საშიშია სინოჰიდორს რომ მისცეს...

თუმცა დანარჩენი რიკოთის მაშენებელ ჩინელებსაც რას გაგიგებთ კაცი gigi.gif

Posted by: ქაფქიანა 16 Oct 2021, 15:56
ZEUS

QUOTE
თუმცა დანარჩენი რიკოთის მაშენებელ ჩინელებსაც რას გაგიგებთ კაცი

user posted image

Posted by: ZEUS 16 Oct 2021, 16:47
QUOTE (ქაფქიანა @ 16 Oct 2021, 15:56 )
ZEUS

QUOTE
თუმცა დანარჩენი რიკოთის მაშენებელ ჩინელებსაც რას გაგიგებთ კაცი

user posted image

აჰა biggrin.gif.
2022-ში გახსნები იქნება რიკოთზე, თუ გასხმები? როგორი პირი უჩანს?

Posted by: ქაფქიანა 16 Oct 2021, 16:51
ZEUS

2022-ის გვიან შემოდგომაზე შეიძლება ჩვენ გავიხსნათ ცალმხრივზე ასე სამი კილომეტრზე და ორივე მიმართულება ერთ ზოლზე გადამისამართდეს, როგორც ფ2-ზე.

მაგრამ ვნახოთ რა, წინასწარმეტყველება ძალიან უმადური საქმეა.

გასხმები სულ გვაქვს, შე კაცო. bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: ZEUS 16 Oct 2021, 17:54
ქაფქიანა
QUOTE

2022-ის გვიან შემოდგომაზე შეიძლება ჩვენ გავიხსნათ ცალმხრივზე ასე სამი კილომეტრზე და ორივე მიმართულება ერთ ზოლზე გადამისამართდეს, როგორც ფ2-ზე.

ხო. თუ ყოჩაღები იქნებით, უნდა შვრათ.
QUOTE

გასხმები სულ გვაქვს, შე კაცო. 

არ გაგვაკირვოთ რა biggrin.gif

Posted by: ნიკა 16 Oct 2021, 21:25
"სამანთა დეიდას" ხმა ვისაც არ გქონდათ აქამდე, მოსმენილი აი ისიც biggrin.gif

* * *
ეს კი დასავლეთის მხირდან გომი-საჩხერესკენ გადასახვევი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: da_to 16 Oct 2021, 23:36
QUOTE
ეს კი დასავლეთის მხირდან გომი-საჩხერესკენ გადასახვევი

აი მალადეც, ამას მოფიქრება ხომ უნდა facepalm.gif

Posted by: ZEUS 16 Oct 2021, 23:39
ნიკა
მაგარი სათაურები გიდევს ვიდეოებზე biggrin.gif

Posted by: ZEUS 21 Oct 2021, 12:26
ქაფქიანა
QUOTE
2022-ის გვიან შემოდგომაზე შეიძლება ჩვენ გავიხსნათ ცალმხრივზე ასე სამი კილომეტრზე და ორივე მიმართულება ერთ ზოლზე გადამისამართდეს, როგორც ფ2-ზე.

მაგრამ ვნახოთ რა, წინასწარმეტყველება ძალიან უმადური საქმეა.

user posted image

ეგე. გზების დეპმა მთლიანად დაგასრულებინათ. შენ კიდევ 3 კილომეტრიო, იქნებაო, ცალმხრივადო lol.gif

ჰაიმეეე. რა მაგრად აყლევებენ ამ ხალხს facepalm.gif
* * *
პრინციპში ახლა რომ შევხედე, არც ეგენი ტყუიან - "დაგეგმილიო", ხომ არ უთქვამთ დასრულდებაო biggrin.gif

Posted by: ნიკა 21 Oct 2021, 13:19
ახალი ვიძიეობი დაგვიდეს ფ1-დან
https://www.facebook.com/georoad.ge/videos/918754875707025
* * *
ZEUS
QUOTE
ეგე. გზების დეპმა მთლიანად დაგასრულებინათ. შენ კიდევ 3 კილომეტრიო, იქნებაო, ცალმხრივადო

გამოგრჩა. კიდევ სხვა კომენტშ F0-ის დასრულება 2023 წელსო biggrin.gif

Posted by: ZEUS 21 Oct 2021, 14:03
QUOTE (ნიკა @ 21 Oct 2021, 13:19 )

ZEUS
QUOTE
ეგე. გზების დეპმა მთლიანად დაგასრულებინათ. შენ კიდევ 3 კილომეტრიო, იქნებაო, ცალმხრივადო

გამოგრჩა. კიდევ სხვა კომენტშ F0-ის დასრულება 2023 წელსო biggrin.gif

არ გამომრჩა. პროსტა ეგ ისეთი წარმოუდგენლობა გააძრეს, გადავწყვიტე, რომ მომეჩვენა და დავივიწყე lol.gif gigi.gif

Posted by: ქაფქიანა 21 Oct 2021, 14:15
ZEUS

QUOTE
ეგე. გზების დეპმა მთლიანად დაგასრულებინათ. შენ კიდევ 3 კილომეტრიო, იქნებაო, ცალმხრივადო

ჰაიმეეე. რა მაგრად აყლევებენ ამ ხალხს
* * *
პრინციპში ახლა რომ შევხედე, არც ეგენი ტყუიან - "დაგეგმილიო", ხომ არ უთქვამთ დასრულდებაო

ფანტასტიკის თემა ლიტერატურის განყოფილებაში მოიკითხეთ, გეთაყვა. biggrin.gif

Posted by: ZEUS 22 Oct 2021, 10:23
QUOTE (ქაფქიანა @ 21 Oct 2021, 14:15 )
ZEUS

QUOTE
ეგე. გზების დეპმა მთლიანად დაგასრულებინათ. შენ კიდევ 3 კილომეტრიო, იქნებაო, ცალმხრივადო

ჰაიმეეე. რა მაგრად აყლევებენ ამ ხალხს
* * *
პრინციპში ახლა რომ შევხედე, არც ეგენი ტყუიან - "დაგეგმილიო", ხომ არ უთქვამთ დასრულდებაო

ფანტასტიკის თემა ლიტერატურის განყოფილებაში მოიკითხეთ, გეთაყვა. biggrin.gif

უფრო ზღაპრების განყოფილებაში ალბათ lol.gif

Posted by: Beka_g 24 Oct 2021, 19:30
დარწმუნებული ვარ ეგ ის ვადებია რაც ხელშეკრულებით არის გაწერილი. თუმცა რეალურად საქართველოში ვადებს არავინ იცავს.

Posted by: Delvaux 1 Nov 2021, 16:14
ნამეტანი სიწყნარეა თემაში. დამთავრდა მშებელობა და გამოგვაპარეს? თუ 2024 წლამდე სიახლე აღარ იქნება?

Posted by: ქაფქიანა 1 Nov 2021, 16:21
თბილისის მიმართულებაზე, ძალიან მცირე სიგრძის, რამდენიმე მონაკვეთი, გადამისამართებული ორივე ზოლით გაზაფხულის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში.

Posted by: Delvaux 1 Nov 2021, 16:24
QUOTE (ქაფქიანა @ 1 Nov 2021, 16:21 )
თბილისის მიმართულებაზე, ძალიან მცირე სიგრძის, რამდენიმე მონაკვეთი, გადამისამართებული ორივე ზოლით გაზაფხულის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში.

შენ გაიხარე. ეგ თქვენ ლოტზე თუ მეორე-მესამეზე?

Posted by: ქაფქიანა 1 Nov 2021, 16:44
ჩვენზე.

ის მოხდება, რაც ფ2-ზე მოხდა. ერთი მიმართულებით გადამისამართდება ორივე მიმართულება, რომ მეორე მიმართულებაზე დაიწყოს სამუშაოები.

ასევე, თუ მოულოდნელმა გამოწვევებმა არ შეგვაფერხა, გაის-მერმისის მიჯნაზე სადღაც 2.5 კმ-ს გავხსნით ქუთაისის მიმართულებას გადამისამართებული ორივე მიმართულებით - ერთ გვირაბს, სამ ხიდს და ათი საყრდენი კედელი დავთვალე გონებით ახლა, თუ არ მეშლება.

Posted by: winrar 2 Nov 2021, 10:13
QUOTE (ქაფქიანა @ 1 Nov 2021, 16:44 )
ასევე, თუ მოულოდნელმა გამოწვევებმა არ შეგვაფერხა, გაის-მერმისის მიჯნაზე სადღაც 2.5 კმ-ს გავხსნით ქუთაისის მიმართულებას გადამისამართებული ორივე მიმართულებით - ერთ გვირაბს, სამ ხიდს და ათი საყრდენი კედელი დავთვალე გონებით ახლა, თუ არ მეშლება.

ქვედა ნაწილში, პოლიციასთან?

მოკლე გვირაბებს როდის მორჩებით? თუ გაიჭრა ყველა?

Posted by: Delvaux 2 Nov 2021, 10:26
გურიის პირველ ლოტზე რიონზე ხიდის ბედი არ ვიცით? ეგ მონაკვეთი არის ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი რომ 2022-ში დაამთავრონ. ფაქტიურად არგვეთადან ლანჩხუთში ჩახვალ ბანით... რასაც ალბათ 1 საათზე ნაკლები დასჭირდება.

გუგლზე არაფერი წინსვლა არ ჩანს, არც განახლებებია სატელიტის sad.gif

Posted by: ZEUS 2 Nov 2021, 12:51
ქაფქიანა
QUOTE
ასევე, თუ მოულოდნელმა გამოწვევებმა არ შეგვაფერხა

biggrin.gif

მესამე ლოტი კარგად მუშაობდა და არ აპირებენ ნეტა სადმე რამეს?

Posted by: ქაფქიანა 2 Nov 2021, 17:21
winrar

QUOTE
ქვედა ნაწილში, პოლიციასთან?

მდე.

QUOTE
მოკლე გვირაბებს როდის მორჩებით? თუ გაიჭრა ყველა?

გაისად. იმედია გაისადვე რიკოთსაც.

ZEUS

biggrin.gif

Posted by: ZEUS 2 Nov 2021, 21:37
QUOTE (Delvaux @ 2 Nov 2021, 10:26 )
გურიის პირველ ლოტზე რიონზე ხიდის ბედი არ ვიცით? ეგ მონაკვეთი არის ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი რომ 2022-ში დაამთავრონ. ფაქტიურად არგვეთადან ლანჩხუთში ჩახვალ ბანით... რასაც ალბათ 1 საათზე ნაკლები დასჭირდება.

გუგლზე არაფერი წინსვლა არ ჩანს, არც განახლებებია სატელიტის sad.gif

რანაირად დაამთავრებენ. აკორდიც ხომ გაუშვეს. ახლა ალბათ სინოჰიდროს გადააბარებენ და რამე იქნება ოდესმე.

ტფუი... help.gif

Posted by: ilo44 3 Nov 2021, 23:44
ჯეუ გრუპის არის გურიის პირველი ლოტი, ბლექსის შვილობილი კომპანია.

Posted by: Delvaux 4 Nov 2021, 08:51
QUOTE (ilo44 @ 3 Nov 2021, 23:44 )
ჯეუ გრუპის არის გურიის პირველი ლოტი, ბლექსის შვილობილი კომპანია.

როდის გადაიბარეს? მუშაობენ უკვე?

Posted by: otokarcobra 4 Nov 2021, 09:17
QUOTE (ilo44 @ 3 Nov 2021, 23:44 )
ჯეუ გრუპის არის გურიის პირველი ლოტი, ბლექსის შვილობილი კომპანია.

ვა ჯეუმ თუ გადაიბარა, გაქცევის საშიშროება აღარ არის ესე იგი და დაამთავრებენ

Posted by: donrobita 4 Nov 2021, 12:09
ვინც გურიის პირველი ლოტი ახლოდან ნანახი გაქვთ, ვთქვათ და დეკემბერში მაინც განალხდა მუშაობა იმ ტემპით, როგორც ბლექსი მუშაობს (არ ვამბობ გადასარევად, მაგრამ ნორმალურად იმუშავა თუნდაც ქუთაისის შემოვლითზე), არის შანსი რო მომავალი წლის ზაფხულის სეზონისთვის დამთავრდეს?

თუ ამ ტემპითაც ისე ცუდადაა საქმე რო 2023 მდე არაფერი ეშველება

იმედია მართლა განახლდება ამ წელშივე

Posted by: winrar 4 Nov 2021, 14:13
უნდა მოასწრონ, ხიდი შუა მდინარეშია გაჩერებული. ეგაა ყველაზე დიდი გამოწვევა. რიკოთის ჩინელები უეჭველი დადებდნენ და ბლექსი არ ვიცი...

Posted by: Delvaux 4 Nov 2021, 16:28
ბათუმის შემოვლითიდან დადეს ფოტოები საგზაოზე, ვმუშაობთო.

Posted by: ZEUS 4 Nov 2021, 20:23
2024 წელსო ბიჭოოო, 2024-ო biggrin.gif

user posted image

Posted by: winrar 4 Nov 2021, 21:41
QUOTE (ZEUS @ 4 Nov 2021, 20:23 )
2024 წელსო ბიჭოოო, 2024-ო biggrin.gif

https://m.youtube.com/watch?v=UWnSq9H2i2c

შესაბამისად მგონია რომ მექანიკური შეცდომაა gigi.gif

Posted by: rommel 4 Nov 2021, 22:25
ZEUS
კარგი ახლა! ხომ იცი რომ შეეშალა smile.gif

Posted by: ZEUS 4 Nov 2021, 22:58
ხო რავი აბა. შეეშალათ რო?. 2 წელი იქნება კონტრაქტის ვადა და ეგაა რა smile.gif

Posted by: Delvaux 5 Nov 2021, 09:01
მგონი პირველად დაწერეს ვადებზე სიმართლე smile.gif)))

Posted by: ZEUS 5 Nov 2021, 10:12
QUOTE (Delvaux @ 5 Nov 2021, 09:01 )
მგონი პირველად დაწერეს ვადებზე სიმართლე smile.gif)))

ეგრეა lol.gif

Posted by: TUZI_MAQCIA 5 Nov 2021, 11:17
იმიტომ უნდა ტარდებოდეს არჩევნები 2 წელიწადშI ერთთხელ

Posted by: donrobita 5 Nov 2021, 11:32
QUOTE (ZEUS @ 4 Nov 2021, 20:23 )
2024 წელსო ბიჭოოო, 2024-ო biggrin.gif

user posted image

3 წლის სამუშაოებია მანდ კიდე დარჩენილი? facepalm.gif facepalm.gif

ერთი ხიდის დამთავრებაა რთული, დალშე რაარი მიწის ქვეშ გაყავთ გვირაბი და იქ აკეთებენ გზას თუ რად უნდა 3 წელი, მით უმეტეს შარშან გამოწვევა იძახდა 1 წლის სამუშაოებიც არ დარჩაო. წელს უნდა გაეხსნათ ზაფხულში.

facepalm.gif

Posted by: N_E_M_O 5 Nov 2021, 14:34
ბოდიში off-ისათვის მაგრამ ძალიან მჭირდება დახმარება. ვეძებ ისეთ ცემენტს, რომელიც რამდენიმე საათში შრება. ან რამე მინარევი თუ არსებობს რაც შრობის პროცესს ისე დააჩქარებს, რომ შედეგი იყოსმაქსიმუმ 5-6 საათში. გამიგია, რომ წყალში ხმარობენ ხოლმე სპეციალურ ცემენტს. მოკლედ იქნება დამეხმაროთ სად და როგორ ვიშოვო ასეთი მასალა

Posted by: Tocadero 5 Nov 2021, 14:46
donrobita

დაივიწყეტ ეგ გურიის პორველი ლოტი

დაწყევლილია რომ ვიძახი არ გჯერათ დაა

მემგონი ყველაზე ბოლოს ეგ გაიხსნება რომ მუდმივად გვახსოვდეს თუ სად ვცხოვრობთ

Posted by: ქაფქიანა 5 Nov 2021, 14:50
N_E_M_O

ჰაიდელბერგს დაუკავშირდი.

ოღონდ იაფი არ დაგიჯდება, იცოდე.

Posted by: Mr Angry 5 Nov 2021, 22:13
ეგ რიონის ნახევარხიდი ქუთაისის რამოდენიმე ქუჩის გაგრძელებაა, 2-3 წელი დაჭირდა სანიაღვრე არხების გაკეთებას და ასფალტის დაგებას smile.gif

Posted by: N_E_M_O 5 Nov 2021, 22:22
QUOTE
ჰაიდელბერგს დაუკავშირდი.

ოღონდ იაფი არ დაგიჯდება, იცოდე.

მადლობა, მთავარია არსებობს

Posted by: PULSE 6 Nov 2021, 17:41
Google Earth-მა ოქტომბრის მდგომარეობით განაახლა რიკოთის ნაწილი სურამიდან ხევამდე ყველაფერი ჩანს.

Posted by: ნიკა 6 Nov 2021, 19:53
PULSE
QUOTE
Google Earth-მა ოქტომბრის მდგომარეობით განაახლა რიკოთის ნაწილი სურამიდან ხევამდე ყველაფერი ჩანს.

საინტერესოა ძალიან. რკინიგზაც დაიდო, დრონით კი გადავიღე ზვარის მონაკვეტი და ახლა ნებოძირის მონაკვეთიც ჩანს

Posted by: rachveli1 6 Nov 2021, 20:53
-----------------------------------------------

Posted by: ნიკა 6 Nov 2021, 21:45
ვისარგებლე შემთხვევით და OSM-ზე დავიტანე ახალი მონაკვეთი და ძველს მშენებარე სტატუსი მივანიჭე

Posted by: ilo44 8 Nov 2021, 09:09
ჯეუ გრუპი
ნომერი/თანხა: Nე.ტ.93-2106.10.2021 / 67095740.9 ლარი
ხელშეკრულება ძალაშია: 06.10.2021 - 10.10.2024
ხელშეკრულების თარიღი: 06.10.2021
07.10.2021 11:58
ეს არის ხელშეკრულების ვადა, სულ აითვისონ უნდა 67 მილიონი ლარი, ერთ წელზე მეტი არ სჭირდება დასრულებას მაგრამ 2024 წლის საარჩევნოთ გაწელეს!!!!

Posted by: winrar 8 Nov 2021, 10:22
QUOTE (PULSE @ 6 Nov 2021, 17:41 )
Google Earth-მა ოქტომბრის მდგომარეობით განაახლა რიკოთის ნაწილი სურამიდან ხევამდე ყველაფერი ჩანს.

სურამის შემოვლითი განახლებულია? რაღაც არა მგონია, ჩემთან 2018 წლის ვერსიას აჩვენებს.

Posted by: Tocadero 8 Nov 2021, 13:08
winrar

არაა განახლებული

............

Posted by: ნიკა 8 Nov 2021, 13:13
სურამიც განახლებულია. გადახვევას რო აჭერ ახლებს განახებს 13 ოქტომბრით.

user posted image

Posted by: Tocadero 8 Nov 2021, 22:01
2 ხიდს აშენებენ და 3 გვირაბს თხიან როგორც მივხვდი

Posted by: winrar 9 Nov 2021, 10:37
QUOTE (Tocadero @ 8 Nov 2021, 22:01 )
2 ხიდს აშენებენ და 3 გვირაბს თხიან როგორც მივხვდი

2 წყვილი და 1 ცალი გვირაბი + სხვადასხვა სიგრძის და სიმაღლის 5 ხიდია მანდ.

Posted by: ნიკა 9 Nov 2021, 12:48
მე-14-ე გირაბიო და რომელია არ ვიცი
https://www.facebook.com/georoad.ge/photos/6305600012847380

Posted by: ZEUS 9 Nov 2021, 13:22
უფრო საინტერესო ის ზღაპარია, 2023 წელს დასრულდებაო. უფრო სწორედ უინტერესო smile.gif

Posted by: Delvaux 9 Nov 2021, 15:00
QUOTE (ZEUS @ 9 Nov 2021, 13:22 )
უფრო საინტერესო ის ზღაპარია, 2023 წელს დასრულდებაო. უფრო სწორედ უინტერესო smile.gif

უფრო რეალურს გავს რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რიკოთზე მნიშვნელოვანი ნაწილები გაიხნას, რაც მნისვნელოვანი საარჩევნო პიარი იქნება.
სრულად დასრულება 2023-ში ფანტასტიკის სფეროდან მგონია.

Posted by: winrar 9 Nov 2021, 18:27
თუ არ იზოზინებენ 2023-ში შეიძლება F0-ის დასავლეთის მიმართულება მორჩნენ და რიკოთის გვირაბს დაუერთონ. იმედია მაგ დროისთვის რიკოთის ახალი გვირაბი დასრულდება და ორივე გვირაბში ცალმხრივი მოძრაობა იქნება.

2022-ში ლოგიკურად F2 და F3-ის ყველა ხიდის და გვირაბის კონსტრუქცია უნდა დასრულდეს; უფრო მეტიც, სურათებში ჩანს რომ სადაც მალები გადეს იქ არმატურასაც ქსოვენ ხიდებზე უკვე. +1 წელი საფარის მოწყობა და გვირაბების შიდა სამუშაოები. ანუ 2023 ძაან ზღაპარიც არაა.

Posted by: otokarcobra 9 Nov 2021, 20:16
QUOTE
იმედია მაგ დროისთვის რიკოთის ახალი გვირაბი დასრულდება და ორივე გვირაბში ცალმხრივი მოძრაობა იქნება.

ახალი კი დასრულდება მარა მერე ძველს კეტავენ.

ორივე გვირაბში ცალმხრივი მოძრაობა 2025-მდე არ იქნება

Posted by: Wildwesthero 9 Nov 2021, 21:54
otokarcobra
QUOTE
2025-მდე არ იქნება

24-ის არჩევნებამდე გახსნიან.

Posted by: ZEUS 9 Nov 2021, 22:18
QUOTE (winrar @ 9 Nov 2021, 18:27 )
თუ არ იზოზინებენ 2023-ში შეიძლება F0-ის დასავლეთის მიმართულება მორჩნენ და რიკოთის გვირაბს დაუერთონ. იმედია მაგ დროისთვის რიკოთის ახალი გვირაბი დასრულდება და ორივე გვირაბში ცალმხრივი მოძრაობა იქნება.

2022-ში ლოგიკურად F2 და F3-ის ყველა ხიდის და გვირაბის კონსტრუქცია უნდა დასრულდეს; უფრო მეტიც, სურათებში ჩანს რომ სადაც მალები გადეს იქ არმატურასაც ქსოვენ ხიდებზე უკვე. +1 წელი საფარის მოწყობა და გვირაბების შიდა სამუშაოები. ანუ 2023 ძაან ზღაპარიც არაა.

ხო. მე მთლიანად ვთქვი, თორემ შენ რაც ჩამოთვალე იქიდან, 2023-ში ყველა ლოგიკით უნდა დასრულდეს მეორე და მესამე ლოტები.

სინოჰიდროს ნაწილზე პროგნოზების გაკეთება უმადურ საქმედ მიმაჩნია biggrin.gif თუმცა ეგეც სულ 6 კილომეტრია მემგონი შობელძაღლი რა.
* * *
მე ერთი ის ვერ გავიგე. ამ ასობით გვირაბს რომ იძახიან, 14 გვირაბზე მეტი როგორ ვერ გაიჭრა სამი წელია?

Posted by: Didgori_3 10 Nov 2021, 03:58
გამოწვევებიდან სამუშაოებზე გადავედით როგორც ვატყობთ, წინსვლა არი

Posted by: rommel 10 Nov 2021, 11:19
ZEUS
QUOTE
მე ერთი ის ვერ გავიგე. ამ ასობით გვირაბს რომ იძახიან, 14 გვირაბზე მეტი როგორ ვერ გაიჭრა სამი წელია?

ისე მაგარი უაზრობაა გვირაბების რაოდენობით თვლა. მთავარია მთელს რიკოთზე გასაჭრელი გრძივი მეტრიდან რამდენია გაჭრილი.

Posted by: otokarcobra 10 Nov 2021, 11:32
ZEUS
QUOTE
მე ერთი ის ვერ გავიგე. ამ ასობით გვირაბს რომ იძახიან, 14 გვირაბზე მეტი როგორ ვერ გაიჭრა სამი წელია?

მემგონი გვირაბის ნომერი და არა დასრულებული გვირაბების რაოდენობა

Posted by: winrar 10 Nov 2021, 11:55
2022-ში წამოვა პანტაპუნტით გაჭრილი გვირაბები : )))
სწორია, მეტრაჟით დათვლა უფრო ზუსტ სურათს იძლევა, თუმცა მანდ გასათვალისწინებელია რომ მოსამზადებელი სამუშაოები, პორტალების მოწყობა გრძელსაც და მოკლესაც ერთნაირად სჭირდებათ. ანუ თუ მაგალითად ამ დროისთვის გასაჭრელი 36 კილომეტრიდან 18 გაჭრილია _ საქმე ნახევარზე მეტია გაკეთებული.

Posted by: ქაფქიანა 10 Nov 2021, 12:21
ფ0-ს ფოტოები დადო დეპარტამენტმა. შეესიეთ.

QUOTE
სწორია, მეტრაჟით დათვლა უფრო ზუსტ სურათს იძლევა

ნწ.

Posted by: rommel 10 Nov 2021, 13:31
ქაფქიანა
QUOTE

QUOTE
სწორია, მეტრაჟით დათვლა უფრო ზუსტ სურათს იძლევა

ნწ.

მოაყოლე ბარემ რა არის სწორი smile.gif

Posted by: ქაფქიანა 10 Nov 2021, 13:50
rommel

გვირაბის გათხრა მიდის ოთხ ეტაპად. ტერმინებს რომ თავი გავანებოთ - ჭერი, კედლები, იატაკი და ბოლოს მაინც ვერ ავცდით ტერმინს - მუდმივი სამაგრი. აი როდესაც მუდმივი სამაგრის კეთება დაიწყება, მერე ვითვალოთ მეტრები, თორემ ჭერს და მუდმივ სამაგრს ასეულობით მეტრი შეიძლება აშორებდეს ერთმანეთისგან.

Posted by: rommel 10 Nov 2021, 13:55
ქაფქიანა
მაგას ისევ შესრულებული სამუშაოს პროცენტი ვითვალოთ აჯობებს smile.gif

QUOTE
ჭერი, კედლები, იატაკი და ბოლოს მაინც ვერ ავცდით ტერმინს - მუდმივი სამაგრი.

გრძელ გვირაბებში ეს სამუშაო პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს?

Posted by: ZEUS 10 Nov 2021, 15:14
QUOTE (ქაფქიანა @ 10 Nov 2021, 12:21 )
ფ0-ს ფოტოები დადო დეპარტამენტმა. შეესიეთ.

QUOTE
სწორია, მეტრაჟით დათვლა უფრო ზუსტ სურათს იძლევა

ნწ.

დიდი არაფერია გაკეთებული, მაგ სურათებიდან თუ ვიმსჯელებთ.

Posted by: ნიკა 10 Nov 2021, 15:22
otokarcobra
QUOTE
ახალი კი დასრულდება მარა მერე ძველს კეტავენ.

ეგ რატომ?

Posted by: ქაფქიანა 10 Nov 2021, 15:35
rommel

ჩვეულებრივ, ჯერ იწყება ჭერი, ჭერს მიჰყვება კედლები, კედლებს მიჰყვება იატაკი, იატაკს მუდმივი სამაგრი.

ოთხივე რომ პარალელურად წავიდეს - ერთდროულად, ეს უბრალოდ გამორიცხულია.

ნიკა

QUOTE
ეგ რატომ?

იმიტომ, რომ ძველ და ახალ გვირაბებს შორის სამი ავარიული დაერთება უნდა მოეწყოს. ძველი გვირაბის ორივე შესასვლელში ძველი კალვერტებია ამოსაღები და ახალი ჩასადები. პლუს ამისა, აღმოსავლეთიდან რომ მოდიხარ და შემოვლითის დასაწყისს გასცდები, სურამულას კალაპოტი მთლიანად უნდა შეიცვალოს. ეს ალბათ ამ გაზაფხულზე მოხდება და რიკოთი მთლიანად დაიკეტება.

Posted by: zazamos 10 Nov 2021, 19:44
ქაფქიანა
QUOTE
რიკოთი მთლიანად დაიკეტება.

რიკოთი თუ რიკოთის გვირაბი?

Posted by: spider77 10 Nov 2021, 20:25
QUOTE (zazamos @ 10 Nov 2021, 19:44 )
ქაფქიანა
QUOTE
რიკოთი მთლიანად დაიკეტება.

რიკოთი თუ რიკოთის გვირაბი?

და დაახლოებით რამდენი ხნით?

მომიწევს მატარებლით გასეირნება რამოდენიმეჯერ.

Posted by: ZEUS 10 Nov 2021, 21:45
ქაფქიანა
QUOTE
. ეს ალბათ ამ გაზაფხულზე მოხდება და რიკოთი მთლიანად დაიკეტება.

რა მოყევი ახლა ეს. რატომ ზაფრავ საზოგადოებას? biggrin.gif თუ შემოვლითს რომ გაცდებჯ მერეა ეგ ადგილი, შეიძლება შემოვლითზე გადაერთოს ხო, მოძრაობა? გვირაბი რომ დაიკეტოს მხოლოდ და არა მთლიანსდ რიკოთი.
* * *
ამ ადგილს გულისხმობ ხო, ალბათ?

user posted image

Posted by: TUZI_MAQCIA 10 Nov 2021, 22:58
ისე მციდნე ხალხო აი თბილისიდან სარფამდე რას ფიქრობთ როდის იქნება ბანი დასრულებული 2026 წლამდე მთლიანად ინფრასტრუქტურულად გამაღთული იქნებაბანი?

Posted by: ქაფქიანა 11 Nov 2021, 08:14
ანუ შემოვლითი ღია იქნება. დაკეტვით გვირაბი დაიკეტება.

Posted by: ZEUS 11 Nov 2021, 08:28
QUOTE (TUZI_MAQCIA @ 10 Nov 2021, 22:58 )
ისე მციდნე ხალხო აი თბილისიდან სარფამდე რას ფიქრობთ როდის იქნება ბანი დასრულებული 2026 წლამდე მთლიანად ინფრასტრუქტურულად გამაღთული იქნებაბანი?

ვერა. ბათუმი-სარფი ჯერ არ დაუწყიათ და ეგეც საკმაოდ რთული მონაკვეთია.

ამათსას რას გაიგებ საერთოდ. სამტრედია-ლანჩხუთი 3 წლის მორჩენილი უმდა იყოს მგონი და კიდევ სამი წელი ვერ დაასრულებენ.

Posted by: NVIDIA MAN 11 Nov 2021, 11:30
მეგობრებო სალამი, ადრე არ ვაკვირდებოდი რადგან შეიძლება ბევრს არ ვმოძრაობდი ბანზე, რამოდენიმე დღის წინ წავედი დასავლეთში, მოკლედ გორის მიდაომებში ავტობანი ესე ცუდ მდგომარეობაშია თუ ჩემ მანქანას აქვს პრობლემა... სულ ძაგძაგებდა ეგ მონაკვეთები, რულიც ამითამაშა რაღაც მომენტებში... გავცდი თუ არა ამ რამოდენიმე კილომეტრიან მონაკვეთს უკვე ხაშურისკენ შემოვლითზე იდეალურად ვიარე....

Posted by: ნიკა 11 Nov 2021, 11:39
ქაფქიანა
QUOTE
იმიტომ, რომ ძველ და ახალ გვირაბებს შორის სამი ავარიული დაერთება უნდა მოეწყოს. ძველი გვირაბის ორივე შესასვლელში ძველი კალვერტებია ამოსაღები და ახალი ჩასადები

ამ დაერთებების გაკეთების პროცესში მარტო ერთი გვირაბი იკეტება? თუ სურამულას კალაპოტის შეცვლის პროცესს დაამთხვევთ და მაგ დროს მოხდება?

უკან რომ მოდიოდი და იგოეთის გზაგამტარს მიუახლოვდი მანდ დააკვირდი რა მოუვა მანქანას სადღაც აქ
https://www.openstreetmap.org/?mlat=41.9980&mlon=44.3980#map=16/41.9980/44.3980

Posted by: NVIDIA MAN 11 Nov 2021, 13:07
QUOTE (ნიკა @ 11 Nov 2021, 11:39 )

უკან გზაზე არ მახსენდება, საერთო ჯამში ისეთი ცუდი მონაკვეთია ეგ რო რავიცი, დაჟე ისიც ვიფიქრე ბალანსი ხო არ მაქვს არეულითქო, სხვა მონაკვეთებში უკვე 110-ით სიარულისას არანაირი ძორგანიები და რულის თამაში არ მქონია,
help.gif

Posted by: ZEUS 11 Nov 2021, 17:00
კი. იგოეთი გორის მონაკვეთი აშკარად შეკეთებას საჭიროებს. ბეტონიც ამოცვენილია ალაგ-ალაგ.

ნუ. ვაფშე თავიდან რომ უნდა აშენდეს ეგ მონაკვეთი იდეალურ საქართველოში, მაგაზე აღარ ვსაუბრობ smile.gif

Posted by: Tocadero 11 Nov 2021, 18:33
ZEUS

გომის შემოვლითი აი რომელმა დაბოლილმა დააპროექტა????

პარანოია ავტობანი კი არააა

Posted by: ქაფქიანა 12 Nov 2021, 09:06
ნიკა

QUOTE
ამ დაერთებების გაკეთების პროცესში მარტო ერთი გვირაბი იკეტება? თუ სურამულას კალაპოტის შეცვლის პროცესს დაამთხვევთ და მაგ დროს მოხდება?

საკმაოდ ჩახლართული სიტუაციაა.

სურამულას კალაპოტს ჩვენ ვცვლით, ისევე როგორც არსებული გვირაბის დასავლეთ ბოლოში არსებულ კალვერტს და ჩვენ გაგვყავს ჩვენს მიერ გაჭრილ და არსებულ გვირაბს შორის ზემოხსენებული სამი ავარიული დაერთება.

მაგრამ არსებული გვირაბის აღმოსავლეთ ბოლოში არსებულ კალვეტს და ამ სამი ავარიული დაერთების ბოლო მეტრების დაერთებას არსებულ გვირაბზე ახდენს ფ0.

ხომ კარგად წაიკითხე და გაიაზრე, რა ,,ვისი ვისაშია" სიტუაციაა? აქ დაწერილი რომ ასეა, რეალში რა იქნება, ხომ წარმოგიდგენია?

ჰოდა ეგაა.
* * *
ბრმაღელის გვირაბის ჭერი ნახევარზე გაიჭრა.

Posted by: ZEUS 12 Nov 2021, 12:05
QUOTE

მაგრამ არსებული გვირაბის აღმოსავლეთ ბოლოში არსებულ კალვეტს და ამ სამი ავარიული დაერთების ბოლო მეტრების დაერთებას არსებულ გვირაბზე ახდენს ფ0.

ანუ არსებული გვირაბის რეაბილიტაციასაც სინოჰიდრო აკეთებს ხო, ლოგიკურად?

Posted by: ქაფქიანა 12 Nov 2021, 12:31
ZEUS

არსებულ გვირაბს რეაბილიტაცია დიდად არ სჭირდება, მაგრამ რადგან დაიკეტება, ბარემ ჩაუტარდება.

უფრო სავენტილაციო სისტემა შეცვალონ და ერთი-ორგან წყალარინება. მეტი ისეთი არაფერი.

კი, უშუალოდ არსებული ჩვენი არ არის, სინოჰიდროსია.

Posted by: ნიკა 12 Nov 2021, 12:41
ქაფქიანა
QUOTE
ხომ კარგად წაიკითხე და გაიაზრე, რა ,,ვისი ვისაშია" სიტუაციაა? აქ დაწერილი რომ ასეა, რეალში რა იქნება, ხომ წარმოგიდგენია?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ZEUS 13 Nov 2021, 13:28
QUOTE
არსებულ გვირაბს რეაბილიტაცია დიდად არ სჭირდება, მაგრამ რადგან დაიკეტება, ბარემ ჩაუტარდება.

უფრო სავენტილაციო სისტემა შეცვალონ და ერთი-ორგან წყალარინება. მეტი ისეთი არაფერი.

განათებასაც თუ შეცვლიან, არ იქნება ურიგო.

Posted by: eleqtro 14 Nov 2021, 17:24
ZEUS
QUOTE
ვერა. ბათუმი-სარფი ჯერ არ დაუწყიათ და ეგეც საკმაოდ რთული მონაკვეთია.

თავს ვერ დავდებ, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ სარფისკენ შეიძლება არც წავიდეს და უფრო ზევით კობალეთთან დაუკავშირდეს თურქეთს.

Posted by: ZEUS 14 Nov 2021, 20:39
QUOTE (eleqtro @ 14 Nov 2021, 17:24 )
ZEUS
QUOTE
ვერა. ბათუმი-სარფი ჯერ არ დაუწყიათ და ეგეც საკმაოდ რთული მონაკვეთია.

თავს ვერ დავდებ, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ სარფისკენ შეიძლება არც წავიდეს და უფრო ზევით კობალეთთან დაუკავშირდეს თურქეთს.

საბოლოო წერტილი ხო მაინც სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი უნდა იყოს? spy.gif

Posted by: Giorgi Gabrichidze 15 Nov 2021, 03:49
კობალეთს ვენაირად ვერ დაუკავშირდება smile.gif კობალეთის შემდეგ ბორჩხაში ნამყოფი ვარ, ვიწრო ხეობაა, მიხვეულ-მოხვეული გზებით და მანდ ოკულ დეფტერები ავტობანს არ გააკეთებენ smile.gif კვარიათში და სარფში გაჭრიან დაახლოებით 8 კმ გვირაბს, ითქვა ადრე და წინასწარი მაკეტიც დაიდო.

Posted by: eleqtro 15 Nov 2021, 06:05
ZEUS
Giorgi Gabrichidze
ხოფადან ბორჩხაში აქვთ უკვე გაჭრილი მამალი გვირაბი თურქებს.
https://en.m.wikipedia.org/wiki/Cankurtaran_Tunnel

სანამ ჩვენ რამეს მოვიფიქრებთ, საზღვრამდეც გამოჭრიან .. smile.gif

პ.ს. მხოლოდ ვარაუდია ჩემი

Posted by: Delvaux 15 Nov 2021, 14:20
2022-ში ბოლო-ბოლო რას ველოდოთ?

მასქიმუმი ალბათ ეს იქნება:

1. რიკოთზე მცირე ერთი-ორი მონაკვეთი
2. სამტრედია-გრიგოლეთის მეოთხე მონაკვეთი
3. გრიგოლეთი ქობულეთის შემოვლითი
4. ბათუმის შემოვლითი

Posted by: rommel 15 Nov 2021, 14:31
Delvaux
ძაან ოპტიმისტი ხარ

Posted by: winrar 15 Nov 2021, 14:39
QUOTE (eleqtro @ 14 Nov 2021, 17:24 )
ZEUS
QUOTE
ვერა. ბათუმი-სარფი ჯერ არ დაუწყიათ და ეგეც საკმაოდ რთული მონაკვეთია.

თავს ვერ დავდებ, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ სარფისკენ შეიძლება არც წავიდეს და უფრო ზევით კობალეთთან დაუკავშირდეს თურქეთს.

ნაკლები შანსია მაგის _ მანძილი გრძელდება სადღაც 5 კმ-ით საქართველოს ტერიტორიაზე; თურქეთის მხრიდან კიდევ უფრო არამიმზიდველი მარშრუტია ხოფადან გადახვევა და ეგრე წამოსვლა.
ტექნიკურადაც რთულდება, ჭოროხის კალაპოტში ხიდებით ხტუნაობა ძვირი დაჯდება.

Posted by: ZEUS 15 Nov 2021, 22:05
Delvaux

QUOTE
2022-ში ბოლო-ბოლო რას ველოდოთ?

QUOTE
1. რიკოთზე მცირე ერთი-ორი მონაკვეთი

მაქსიმუმ ამას ჩემი აზრით.

ეს პირველი ლოტის ახალი ვიდეო:

Posted by: eleqtro 16 Nov 2021, 10:37
winrar
QUOTE
ნაკლები შანსია მაგის _ მანძილი გრძელდება სადღაც 5 კმ-ით საქართველოს ტერიტორიაზე; თურქეთის მხრიდან კიდევ უფრო არამიმზიდველი მარშრუტია ხოფადან გადახვევა და ეგრე წამოსვლა.
ტექნიკურადაც რთულდება, ჭოროხის კალაპოტში ხიდებით ხტუნაობა ძვირი დაჯდება.

ცალსახად ძვირი იქნება, თუმცა ლოჯისტიკური კუთხით არსებული ამოცანების გადაჭრამ და საკურორტო ზონიდან სატვირთო ტრაფიკის გაყვანამ შესაძლოა გადაწონოს. გასათვალისწინებელია, რომ გონიოს პოლიგონის ათვისების მერე ბათუმისხელა მეორე ქალაქს მივიღებთ ფაქტიურად

Posted by: Delvaux 16 Nov 2021, 11:53
QUOTE (ZEUS @ 15 Nov 2021, 22:05 )
Delvaux

QUOTE
2022-ში ბოლო-ბოლო რას ველოდოთ?

QUOTE
1. რიკოთზე მცირე ერთი-ორი მონაკვეთი

მაქსიმუმ ამას ჩემი აზრით.

ეს პირველი ლოტის ახალი ვიდეო:

სამტრედია - გრიგოლეთის მეოთხე მონაკვეთის თითქმის მეოთხედზე 2021 წლის ილისის დასაწყისში ასფალტი დაგებული იყო უკვე ორივე მიმართულებაზე და რატო გგონიათ შეუძლებელი რომ 2022-ში დაასრულონ?

Posted by: ZEUS 16 Nov 2021, 12:03
QUOTE (Delvaux @ 16 Nov 2021, 11:53 )
[QUOTE=ZEUS,15 Nov 2021, 22:05 ] Delvaux

[QUOTE]2022-ში ბოლო-ბოლო რას ველოდოთ?[/QUOTE]
[QUOTE]1. რიკოთზე მცირე ერთი-ორი მონაკვეთი[/QUOTE]
მაქსიმუმ ამას ჩემი აზრით.

სამტრედია - გრიგოლეთის მეოთხე მონაკვეთის თითქმის მეოთხედზე 2021 წლის ილისის დასაწყისში ასფალტი დაგებული იყო უკვე ორივე მიმართულებაზე და რატო გგონიათ შეუძლებელი რომ 2022-ში დაასრულონ?

რავიცი აბა. ეგრე იწყება ხოლმე, მერე "გამოწვევები" იჩითება და ჩერდება user.gif

Posted by: Delvaux 16 Nov 2021, 12:18
QUOTE (ZEUS @ 16 Nov 2021, 12:03 )
[QUOTE=Delvaux,16 Nov 2021, 11:53 ] [QUOTE=ZEUS,15 Nov 2021, 22:05 ] Delvaux

[QUOTE]2022-ში ბოლო-ბოლო რას ველოდოთ?[/QUOTE]
[QUOTE]1. რიკოთზე მცირე ერთი-ორი მონაკვეთი[/QUOTE]
მაქსიმუმ ამას ჩემი აზრით.

სამტრედია - გრიგოლეთის მეოთხე მონაკვეთის თითქმის მეოთხედზე 2021 წლის ილისის დასაწყისში ასფალტი დაგებული იყო უკვე ორივე მიმართულებაზე და რატო გგონიათ შეუძლებელი რომ 2022-ში დაასრულონ? [/QUOTE]
რავიცი აბა. ეგრე იწყება ხოლმე, მერე "გამოწვევები" იჩითება და ჩერდება user.gif

ნუ თუ გამოწვევების ამბავია მაშინ ჰო smile.gif)))

Posted by: ZEUS 16 Nov 2021, 15:50
QUOTE (Delvaux @ 16 Nov 2021, 12:18 )
[QUOTE=ZEUS,16 Nov 2021, 12:03 ] [QUOTE=Delvaux,16 Nov 2021, 11:53 ] [QUOTE=ZEUS,15 Nov 2021, 22:05 ] Delvaux

[QUOTE]2022-ში ბოლო-ბოლო რას ველოდოთ?[/QUOTE]
[QUOTE]1. რიკოთზე მცირე ერთი-ორი მონაკვეთი[/QUOTE]
მაქსიმუმ ამას ჩემი აზრით.

სამტრედია - გრიგოლეთის მეოთხე მონაკვეთის თითქმის მეოთხედზე 2021 წლის ილისის დასაწყისში ასფალტი დაგებული იყო უკვე ორივე მიმართულებაზე და რატო გგონიათ შეუძლებელი რომ 2022-ში დაასრულონ? [/QUOTE]
რავიცი აბა. ეგრე იწყება ხოლმე, მერე "გამოწვევები" იჩითება და ჩერდება user.gif [/QUOTE]
ნუ თუ გამოწვევების ამბავია მაშინ ჰო smile.gif)))

ეჰ, "გამოწვევებია" თემა, თორემ რიკოთის და ხელვაჩაური-სარფის გარდა ყველაფერი დასრულებული უნდა იყოს ახლა smile.gif

Posted by: Delvaux 17 Nov 2021, 14:46
ისე მგონია რომ გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითიც შეიძლება დროზე დასრულდეს, ბიძნას პირად ინტერესში შედის რომ შეკვეთილს და ციცინათელას მოშორდეს გზა და მგონია რომ მანდ "გამოწვევების" ეფექტი ნაკლები იქნება smile.gif

Posted by: rommel 17 Nov 2021, 17:01
QUOTE
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითიც შეიძლება დროზე დასრულდეს

ვერ დასრულდება დროულად, დააგვიანდა უკვე. 2020ში უნდა ჩაბარებულიყო ეგ მონაკვეთი.

Posted by: Delvaux 17 Nov 2021, 17:33
QUOTE (rommel @ 17 Nov 2021, 17:01 )
QUOTE
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითიც შეიძლება დროზე დასრულდეს

ვერ დასრულდება დროულად, დააგვიანდა უკვე. 2020ში უნდა ჩაბარებულიყო ეგ მონაკვეთი.

ხოდა ორწლიანი გამოწვევები იკმარონ და 2022-ში რო გახსნან ლოგიკური იქნება.
მანდ რაიმე მნიშვნელოვანი კონსტრუქციები ასაშენებელი არც არის. არც გვირაბია გასათხრელი და ხიდებიც ორი-სამია სულ ასაშენებელი.
მიწის ვაკისის ძირითადი ნაწილი მოსწორებულია და რავი აბა...

Posted by: eleqtro 17 Nov 2021, 18:15
Delvaux
QUOTE

ხოდა ორწლიანი გამოწვევები იკმარონ და 2022-ში რო გახსნან ლოგიკური იქნება.
მანდ რაიმე მნიშვნელოვანი კონსტრუქციები ასაშენებელი არც არის. არც გვირაბია გასათხრელი და ხიდებიც ორი-სამია სულ ასაშენებელი.
მიწის ვაკისის ძირითადი ნაწილი მოსწორებულია და რავი აბა.

ამ მონაკვეთის დასრულებას წლის ბოლოს არ გვპირდებოდნენ ორიოდ თვის წინ?

Posted by: Fabian 17 Nov 2021, 18:38
ქენით მადლი და ახალი ნაწილი გახსენით

Posted by: rommel 19 Nov 2021, 17:12
...................................................................

Posted by: Tocadero 19 Nov 2021, 18:10
rommel

აუ ესეც ქოც აფერისტი ###ა... რა დავაშავეთ სად პოულობენ???

Posted by: ZEUS 19 Nov 2021, 20:09
ამან 2022-ში გაიხსნება გურიის პირველი ლიტიო. რიავიცი აბა... იმედია smile.gif

Posted by: zazamos 19 Nov 2021, 20:27
QUOTE
2022-ში გაიხსნება გურიის პირველი ლიტიო

გუშინ ჩავუარე პირველი ლოტის დასაწყისს - ხიდის აღმოსავლეთ მხარეს, სადაც ახლა ავტობანი მთავრდება. ხიდის დასაწყისში ბლომად ხალხი იდგა, მათ შორის ბევრი - სამუშაო ფორმებში ეკიპირებული. რას აკეთებდნენ, არ ვიცი. ალბათ გამოწვევებს აფასებდნენ.

Posted by: rommel 19 Nov 2021, 21:06
QUOTE
აუ ესეც ქოც აფერისტი ###ა... რა დავაშავეთ სად პოულობენ???

მე ის მაფიქრებს აფერისტებიც რომ არაფერს ამბობენ თბილისის შემოვლითზე, საერთოდ არ ახსნებენ.
მიწერაც მიტყდება უკვე.
მგონი დეპარტამენტში ჰგონიათ, რომ გზის პირას მიწის ნაკვეთი მაქვს და ფულის დათრევას ვჩალიჩობ biggrin.gif

Posted by: winrar 19 Nov 2021, 21:40
QUOTE (rommel @ 19 Nov 2021, 21:06 )
მე ის მაფიქრებს აფერისტებიც რომ არაფერს ამბობენ თბილისის შემოვლითზე, საერთოდ არ ახსნებენ.
მიწერაც მიტყდება უკვე.

კიდევ პროექტირების ეტაპზე არიან ეგენი? მე ასე მიშორებდნენ, მგონი ბოლოს მარტში მივწერე.

Posted by: Tocadero 19 Nov 2021, 22:22
გურიის მესამე ლოტზე თითქოს არ არსებობსო ისე არიან გატრუნულები ......

Posted by: rommel 19 Nov 2021, 23:09
QUOTE

QUOTE (rommel @ 19 Nov 2021, 21:06 )
მე ის მაფიქრებს აფერისტებიც რომ არაფერს ამბობენ თბილისის შემოვლითზე, საერთოდ არ ახსნებენ.
მიწერაც მიტყდება უკვე.

კიდევ პროექტირების ეტაპზე არიან ეგენი? მე ასე მიშორებდნენ, მგონი ბოლოს მარტში მივწერე.

მეც მაგ პერიოდში მივწერე, რა ხდება არ ვიცი. ალბათ ისევ აპროექტებენ smile.gif

Posted by: ZEUS 20 Nov 2021, 10:08
QUOTE (Tocadero @ 19 Nov 2021, 22:22 )
გურიის მესამე ლოტზე თითქოს არ არსებობსო ისე არიან გატრუნულები ......

აბა ჩემი. ტიპები აღარც იძახიან. დიდი ძღრენია მანდ ნაჭამი უეჭველი.

Posted by: Tocadero 20 Nov 2021, 11:21
ZEUS

უფრო სწორად იმ ძღრენის ნაწილი დიდ კაცებსაც ერგოთ როგორც სჩანს wink.gif

არადა ლაფათკით და ურიკით რომ მისუკიყო სასტავი აქამდე ააშენებდნენ

Posted by: ქაფქიანა 20 Nov 2021, 12:04
არის პირველი მუდმივი სამაგრი!

მართალია ჯერ მხოლოდ ათი მეტრი, მაგრამ მაინც.

რიკოთის დასავლეთზე.

Posted by: ZEUS 20 Nov 2021, 13:43
QUOTE (ქაფქიანა @ 20 Nov 2021, 12:04 )
არის პირველი მუდმივი სამაგრი!

მართალია ჯერ მხოლოდ ათი მეტრი, მაგრამ მაინც.

რიკოთის დასავლეთზე.

გილოცავთ. ეგ რა პონტია? ანუ დასრულებისკენ მიდის ეგ ნაწილი, გამოდის?

Posted by: ქაფქიანა 20 Nov 2021, 14:32
ZEUS

QUOTE
გილოცავთ. ეგ რა პონტია? ანუ დასრულებისკენ მიდის ეგ ნაწილი, გამოდის?

მუდმივი სამაგრით გვირაბის გაყვანა/მშენებლობა სრულდება.

მერე რაც მოდის - კომუნიკაციების გამართვა, ვენტილაცია, განათება და საგზაო ნიშნები, ეგ უკვე მწვადზე ბროწეულის მარცვლებია.

bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: ZEUS 20 Nov 2021, 15:02
ქაფქიანა
QUOTE
ეგ უკვე მწვადზე ბროწეულის მარცვლებია.

biggrin.gif მშვენიერი. წარმატებები smile.gif

საგზაო ნიშნებზე გამახსენდა და გვირაბში ასფალტი იქნება, თუ ბეტონი?

Posted by: ქაფქიანა 20 Nov 2021, 15:54
ZEUS

ბეტონი, ცხადია.

...............................................

Posted by: ZEUS 20 Nov 2021, 17:02
QUOTE (ქაფქიანა @ 20 Nov 2021, 15:54 )
ZEUS

ბეტონი, ცხადია.

...............................................

გორის გვირაბში ასფალტი აგია მაგალითად და მაგიტომ ჩემთვის ეგრე ცხადი არაა.

Posted by: Fabian 20 Nov 2021, 20:22
ZEUS
ელინთა ღმერთო, ქენი სასწაული yes.gif yes.gif

Posted by: ZEUS 20 Nov 2021, 20:31
QUOTE (Fabian @ 20 Nov 2021, 20:22 )
ZEUS
ელინთა ღმერთო, ქენი სასწაული yes.gif  yes.gif

აი. ბავშვი ადგება კომპიუტერიდან და გავხსნი ახალს. biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)