ამაზე შემიძლია მცირე რჩევის მოცემა რა აქვს პლიუსი და რა მინუსი რაც მე ვიცი, 7-8 თვეა მყავს, ჯერ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ რაც ვიცი წაგეხმარება ცოტას არჩევანის გაკეთებაში
დავიწყოთ მინუსებით რაც მეორადზე შეგხვდება:
1- ახალგაზრდული მანქანაა და 90% როგორც წესი 18-20 წლის ბიჭების ხელშია გამოვლილი, შესაბამისად კარგად ნაკლაჯუნებია + "ჰონდა არ ფუჭდება" ლოგიკაა და არც ნორმალურად მოვლილია
2- ჟესტი აქვს სასტიკად თხელი + საღებავი და ლაკი აქვს ძალიან სუსტი, მცირე კენჭებსაც შეუძლია დააზიანოს (იშვიათი ქარხნულ საღებავზე ნორმალურ მდგომარეობაში ნახო)
3- არ აქვს ხმის იზოლაცია და არც სვლაშია დიდად კომფორტული, სალონის პლასტმასებიც როგორც უმეტესი იაპონკა ვერ დაიკვეხნის ხარისხით
4- გვერდით ასე 45 გრადუსიანი ხედვის კუთხე აქვს საშინელი(სტოიკა ეფარება და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე ყურადრებით უნდა გავლა(4 კარიან სედანზეა საუბარი)
5- საჭის ღერძი(რულავოი რეიკა) აქვს სუსტი, უფრო სწორად ტულკები აქვს პლასტმასის რომელიც ჩვენ გზებზე მალე ცვდება და იწყებს კაკუნს თითქოს იშლება პერედოკი(გამოცვლი ან დააყენებ ალუმინის ტულკას და დაივიწყებ შემდეგ 100K-ზე)
6- წინა ამორტიზატორები და ეწ. ჩაშკებზეც წერენ არაა დიდად გამძლეო, თუმცა 100K-ს გადიან საშუალოდ როგორც წესი და სუსტიაო მთლად ვერც იტყვი, იგივე ზეთოვან პადუშკაზე
7- უკანა ზამბარები ჯდება დროთა განმავლობაში და თვალი ცოტა იფაფხება(იაპონურ ვერსიაბზეა ეს პრობლემა, დააყენებ ამერიკულის ზამბარებს და პრობლემაც ქრება, ძვირიც არ ღირს)
8- ეწ. პასატკა აქვს 14.5, უგზოობაზე თუ არ გაფრთხილდი ცხვირს ხშირად მოსდებ (დაბალიაო ვერ იტყვი, თუმცა ცოტა მაღალი სასურველია)
9- გარე ვიზუალი აქვს საკმაოდ ძვირი, ფარი,სარკე და აშ.
კიდევ რამე თუ მომაფიქრდა დავწერ
ეხლა პლიუსები:
1- 10-15 წლის მანქანაა და ვიდზე ნორმალურია, გადაბერებული არაა და არც ჰიბრიდივით ერთ ყალიბში ჩამოსხმულს არ გავს, ფასი ყოველ მეორე წელს არ უვარდება
2- სალონს კარგად ირგებ, წინ ხედიც კარგი აქვს (სტანდარტული აუდიო სისტემა ნორმალური აქვს)
3- კარგი სამართავია, საჭეც ადეკვატურად რეაგირებს, არ ქანაობს და მოსახვევში არ ყირავდება
4- სავალი ნაწილები საკმაოდ გამძლე აქვს, მარტივად იშოვება და არც ძვირი ღირს
5- უკან დამოუკიდებელი დაკიდების სისტემა აქვს რომელიც თუ ტვირთზე არ მუშაობს ან 200+ არ აქვს გარბენი როგორც წესი არ სჭირდება ხელის ხლება
6- R სერია ძრავები საკმაოდ გამომდგარი და უპრობლემოა, ავტომატიც კარგი აქვს, გაწევაში დიდი ვერაფერი, თუმცა მკვდარიც არაა და მცირე დინამიკა გააჩნია (K სერიის ძრავები ცაკლე თემაა)
7- ძრავი და კოლოფი იაფი ღირს, 1000 ლარში იყიდი ორივეს
8- ეკონომიურია, ტრასაზე 7 ლიტრი ყოფნის, ავტობანზე თუ აგორავე 100-თ 6-ზეც ჩამოდის, ქალაქში გააჩნია საცობს
(შერეული 7.5-8 გამომდის მე პირადად, თან არ დავგორავ 1.8 ძრავით, ავტომატი, მექანიკაზე კიდევ ცოტა შეიძლება მოაკლო)
მოკლედ რომ ვთქვა თუ ეკონომიური გადაადგილების საშუალება გინდა + ცოტა მოქნილი, მაშინ კარგი ვარიანტია
თუ კომფორტი და ხარისხიანი სალონი გინდა კარგი ხმის იზოლაციით, მაშინ დაივიწყე
ჯიბის თემაა რა, საბანი სადამდეც გწვდება იქამდე რომ უნდა გადაქაჩო, თორემ იგივე ან უფრო დიდი წლოვანების რამე E კლასი კი კარგია
თანამშრომელს აქვს E320 W211, სვლაშიც ბევრად ჯობია, კომფორტშიც და უსაფრთხოებაშიც, სამაგიეროდ თითქმის ორჯერ მეტ ბენზინს უწვავს და ორჯერ მეტი ზეთიც უნდა
გამიცვდა თითები, იმედია ტყუილად არ ვწერე
This post has been edited by Gogla1990 on 22 Mar 2020, 21:20
”მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.”