თემა ვერ ვნახე ამ სერიალზე და ამიტომ ვხსნი. ახლა ვუყურე და ძაან მომეწონა.
Borgen არის დანიური პოლიტიკური დრამა, რომლის ავტორიც არის ადამ ფრაისი (Adam Price), ხოლო მისი მთავარი მომწოდებელი კი დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი (DR1). მასში მთავარ როლს ასრულებს სისე ბებეტ ქნუსნ (Sidse Babett Knudsen).
სერიალის პრემიერა შედგა 2010 წლის 26 სექტემბერს.
მეორე სეზონი გამოვიდა 2011 წელს.
ხოლო მესამე და უკანასკნელი სეზონი კი 2013 წელს.
სამივე სეზონი შედგება 10 სერიისაგან.
მოკლე შინაარსი: ბირგიტე ნიუბორგი ზომიერთა პარტიის (მგონი ასე ითარგმნება ქართულად) ლიდერი, ყველასთვის, მათ შორის საკუთარი თავისთვის მოულოდნელად იმარჯვებს არჩევნებში და ხდება დანიის პირველი ქალი პრემიერ მინისტრი. ამ პოსტზე არჩევის შემდეგ კი ხდება მისი თანდათანობითი ცვლილება, რბილი, კეთილშობილი და პატიოსანი, მომღიმარი ქალი, ნელ ნელა ხდება საკმაოდ ხისტი და ძლიერი მმართველი. ნიუბორგს ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა. მას არაერთი პრობლემა და წინააღმდეგობა ექმნება როგორც სამსახურეობრივად ასევე ოჯახშიც.
სერიალში მონაწილეობენ:სისე ბებეტ ქნუსნ (Sidse Babbet Knudsen)
პილუ ასბექ (Pilou Asbæk)
ბირგიტე ჰიორტ სერენსენ (Birgitte Hjort Sørensen)
IMDB რეიტინგი 8.5
ტრეილერი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
I სეზონი
II სეზონი
III სეზონი
ვისაც ნანახი გაქვთ გისმენთ, ვისაც არა გირჩევთ
განსაკუთრებით იმათ, ვისაც პოლიტიკური დრამები მოსწონს, ერთ ერთი საუკეთესოა ამ ჟანრში
This post has been edited by პრობლემა on 22 Feb 2016, 19:48