#32682399 · 24 Aug 2012, 11:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ყველას, გისურვებთ ჯანმრთელობას ვინც იცის ვთხოვ ამიხსნას შემდეგი: თორმეტგოჯა ნაწლავის სისხლმდენ წყლულზე მოწვის ოპერაციის შემდეგ ლანსოლთან(ვიღებ მის ბულგარულ ვარიანტს ლანზოპტოლს) ერთად დანიშნულებაში, გარდა სხვა წამლებისა მიწერია ორციპოლი(Ципрофлоксацин 500мг/Орнидазол 500мг ) 1 აბი დღეში 2 -ჯერ ჭამის შემდეგ. წამლის ინსტრუქციაში ვკითხულობ, რომ საჭიროა მისი მიღება მხოლოდ ჭამიდან 2 საათის გასვლის შემდეგ, არადა ცნობილია რომ ანტიბიოტიკის მიღება საჭიროა ჭამის შემდეგ დროის ახლო მონაკვეთში. როგორ მოვიქცე , როდის მივიღო? წინასწარ მადლობა. P.S. ყოველი ჭამის წინ 20 წუთით ადრე ვსვამ ალმაგელ ა-ს * * * * დამატებით წინა პოსტთან მაქვს ასეთი კითხვა; საერთოდ რა საჭიროა ანტიბიოტიკის მიღება,თუ 1. სიცხე არ მაქვს 2.კუჭის წვენის ანალიზი არ გაუკეთებიათ,რომ იქ აღმოჩენილიყო Helicobacter pylori-ს ბაქტერიები, -- ლანზოპტოლს ინსტრუქციაში უწერია, რომ ანტიბიოტიკის ამ წამალთან ერთად ხმარება საჭიროა მხოლდ ასეთ შემთხვევაში.
პირიქით, ასეთმა ძლიერმა ანტბიოტიკმა ხომ შეიძლება გაართულოს მომწვარ წყლულზე ნაწიბურის შეხორცება ან გამოიწვოს სხვა უარყოფითი მოვლენები?
|