თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დუდუ დადიანის სახელი მიენიჭა
თბილისის საკრებულოს №377 განკარგულების მიხედვით, ვაკის რაიონში, მამია გურიელის ქუჩის მონაკვეთს კალათბურთელ დუდუ დადიანის სახელი მიენიჭება.
ეს გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს მიიღო. განკარგულებას ხელს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი აწერს.
დავით (დუდუ) დადიანი (1969-2002) ცნობილი ქართველი კალათბურთელი იყო. ის 1992 წლიდან გუნდ “ვითაში” თამაშობდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონი 7-ჯერ გახდა. 1995 წელს დუდუ დადიანი საქართველოს ეროვნულ ნაკრების წევრი და “ვითას” კაპიტანიც გახდა.
1999 წელს 30 წლის ასაკში მან კალათბურთის თამაშს თავი დაანება და კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი გახდა; მას ეს თანამდებობა გარდაცვალებამდე, 2002 წლამდე ეკავა.
დუდუ დადიანი 2002 წლის იანვარში, თბილისში სპორტის დეპარტამენტის შენობაში მოკლეს.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/31264/tb...akheli-mienicha