forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (101) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული ენის სახელოსნო ჟურნალისტებისთვის, გასატეხი არაფერია, სწავლა ხომ სიბერემდეა
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24666
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 24 Sep 2006, 19:07  #3822533      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქართული ენა ჟურნალისტების ხელში არცთუ კარგ მდგომარეობაშია.
მოდით, აქ დავპოსტოთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები, ჟურნალისტებიც ნახავთ და ლაზარეც აღდგინდება! smile.gif
ერთათვის რა იქნება უკვე ცნობილი და სხვათათვის რა, მაგრამ ზოგიერთები ხომ ახალს შეიტყობენ? თემის მიზანიც ეს არის.
ჩემს მოსაზრებებსაც ბარემ ნელ-ნელა განვავრცობ, დავწერ იმ შეცდომებზე, რაც ჩემი პირადი აზრით, ავტორებს ხშირად მოსდით.
მაშ ასე:

§. სავსებით და სრულიად
სავსებით გამოიყენება მხოლოდ დადებითი შედეგის, დათანხმების დროს, ხოლო სრულიად - მხოლოდ უარყოფის დროს. მაგალითად: სავსებით შესაძლებელია, სრულიად შეუძლებელია; სავსებით ვეთანხმები, სრულიად მიუღებელია; სავსებით სამართლიანად, სრულიად უსამართლოდ.

§. წელიწადის აღნიშვნა
არასწორია - გასულ წელს, სწორია - შარშან. არასწორია - მომავალ წელს, სწორია - გაისად. ამ შემთხვევაში არასწორში არ ვგულისხმობ, რომ ეს მაინც და მაინც შეცდომაა, მაგრამ "გასულ წელს" უკეთესია დავწეროთ მხოლოდ მაშინ, როცა "შარშან" ძალიან ხშირად გვხვდება და ტავტოლოგიაა ასაცილებელი.
სამაგიეროდ, სახელდობრ (იმენნა biggrin.gif) არასწორია მიმდინარე წლის აღსანიშნავად - "წელს". სწორია - "წლეულს". "წელს" შეიძლება დავწეროთ თარიღის აღნიშვნისას, მაგ., 2007 წელს, მაგრამ მიმდინარე წელს არის - "წლეულს".
არის გამონაკლისებიც: მიმდინარე წლის ბოლოს, გასული წლის ბოლოს, მომავალი წლის ბოლოს.

§. განმავლობაში და მანძილზე
მწარე შეცდომაა დროის მონაკვეთებთან "მანძილის" გამოყენება. არა "წლის მანძილზე", არამედ "წლის განმავლობაში", არა "მთელი ამ დროის მანძილზე", არამედ "მთელი ამ დროის განმავლობაში", არა "მისი სიცოცხლის მანძილზე", არამედ "მისი სიცოცხლის განმავლობაში".

§. გაგრძელება და განგრძობა
გაგრძელება აღნიშნავს სივრცეში განფენას, ხოლო პროცესის დროში განფენას - განგრძობა შეესაბამება ("გზა განაგრძო" ერთგვარი გამონაკლისია, რადგან ორივე იგულისხმება). კითხვა განაგრძო და არა კითხვა გააგრძელა, მუშაობა განაგრძო და არა მუშაობა გააგრძელა,

§. შეიძლება და შესაძლოა
შეიძლება ნიშნავს, რომ რაღაც ნებადართულია, არსებობს შესაბამისი უფლება, ხოლო შესაძლოა მაშინ უნდა დაიწეროს, როცა ალბათობაზეა ლაპარაკი. ცხოვრებისეული მაგალითი biggrin.gif : "შენ შეგიძლია ხელფასი აიღო, მაგრამ შესაძლოა ფული ჯერ არ იქნეს". არასწორია: შეიძლება ეს მოხდეს, სწორია: შესაძლოა ეს მოხდეს.

§. იყოს და იქნეს
ორივე ფორმას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ რატომღაც "იქნეს" თითქმის სრულიად მივიწყებულია და მეტად ხშირად მომავალ დროში იწერება "იყოს". იხ. წინა პარაგრაფი, ფრაზა ხელფასის შესახებ: ბევრი დაწერდა იქ "იქნეს" ნაცვლად "იყოს"?

§. რამდენი ხანი თუ რამდენ ხანს?
როგორც წესი, ითქმება ან იწერება: ორი დღე გრძელდებოდა, სამი წელიწადი (და არა წელი) გრძელდებოდა. დავსვათ კითხვა. როგორ იკითხავთ: "რამდენი ხანი გრძელდებოდა" თუ "რამდენ ხანს გრძელდებოდა"? ოო. ესე იგი, სწორია: ორ დღეს გრძელდებოდა, სამ წელიწადს გრძელდებოდა.

§. "და" კავშირის წინ - "ა"
"კახელებს, გურულებს და რაჭველებს" კი არა, არამედ "კახელებს, გურულებსა და რაჭველებს"; "კახელებზე, გურულებზე და რაჭველებზე" კი არა, არამედ "კახელებზე, გურულებსა და რაჭველებზე", "კახელებისთვის, გურულებისთვის და რაჭველებისთვის" კი არა, არამედ "კახელებისთვის, გურულებისა და რაჭველებისთვის".

ახლა შევწყვეტ, და მოგვიანებით განვაგრძობ.

თუ ვინმეს კითხვები აქვს, დავპოსტოთ და ერთმანეთს რჩევები გავუზიაროთ. დასაზუსტებელი უამრავი რამეა.

This post has been edited by Geronti on 24 Sep 2006, 19:14


--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
PROLETARIATI
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5587
წევრი No.: 9134
რეგისტრ.: 2-March 05

გამოგზავნილია: 24 Sep 2006, 21:18  #3823209      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Geronti
QUOTE
ქართული ენის სახელოსნო ჟურნალისტებისთვის, გასატეხი არაფერია, სწავლა ხომ სიბერემდეა biggrin.gif

მშვენიერი თემა გაგიხსნია.
yes.gif
გაუსაღებალი ტვირთივით ჩაწოლილ ქართულ ჟურნალისტიკას ნამდვილად სჭირდება პატარ-პატარა ტრეინინგ-შეფუცხუნებები!


--------------------
გიორგი შემოაგინებს დედისა და მამის ყელსა,
- ვა, შე საწყალო არსენა, რათა ხარ ჭკუა თხელია?
მე დღეს ღვინოს როგორ დავლევ, წითელი პარასკევია.
BEKO
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10223
წევრი No.: 6543
რეგისტრ.: 24-September 04

გამოგზავნილია: 24 Sep 2006, 22:23  #3823642      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Geronti
QUOTE
ქართული ენის სახელოსნო ჟურნალისტებისთვის

დანარჩენებსაც არ გვაწყენს biggrin.gif
მართლაც, მშვენიერი თემააsmile.gif
სულ მაღიზიანებს და ჩემს ჯინაზე სულ ასე ამბობენ - იანვრის თვეში, მაისის თვეში...
როგორც ჩანს, რუსულის კალკია.
სწორია - იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერში და ა. შ


--------------------
Кто делает, тот не понимает. Кто понимает, тот не делает. Он занимается пониманием.
А. П.
shota_deida
shdei


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10369
წევრი No.: 2704
რეგისტრ.: 16-September 03

გამოგზავნილია: 25 Sep 2006, 00:49  #3824670      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რაც მე ყველაზე მეტად მაგიჟებს - შეკვეცა...მაგ. ''ანჯელინა ჯოლს გაესაუბრნენ''...........
WOMAN IN LOVE
MHTEPA


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14376
წევრი No.: 17909
რეგისტრ.: 6-March 06

გამოგზავნილია: 25 Sep 2006, 01:06  #3824787      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბრონირებული
ბასეინი
ცეხი
და ათასი სხვა ბარბარიზმი უპრობლემოდ ისმის ეთერიდან...
QUOTE
რაც მე ყველაზე მეტად მაგიჟებს

ესაა კრებით სახელებთან მრავლობითის ხმარება, მაგ: ხალხმა დაინახეს, ყველამ თქვეს და ა. შ. ამაზე მაჟრიალებსსსს


--------------------
რასაცა გასცემ შენია
Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12268
წევრი No.: 15145
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 25 Sep 2006, 01:10  #3824826      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
და კელია, ბერის კელია? რა კარგია არა?
კელია რუსულია, ქართულად სენაკი ჰქვიან!


--------------------
გიზების და ყველა ფანატიკოსის დედაც .......... ბართლომესთან

"სახელმწიფოში, რომელშიც უსამართლოდ აპატიმრებენ, ყველა პატიოსანი ადამიანის ადგილი ციხეშია" - ჰენრი დევიდ ტორო

სამოთხეში კარგი კლიმატია, სამაგიეროდ ჯოჯოხეთში - ბრწყინვალე საზოგადოება!
zen
kuzdra


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7974
წევრი No.: 7443
რეგისტრ.: 22-November 04

გამოგზავნილია: 25 Sep 2006, 01:21  #3824921      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
სწორია - ერთი წლის (სამი დღის) წინ.
შეცდომაა - ერთი წლის (სამი დღის) უკან.
წინ და არა უკან. biggrin.gif


--------------------
http://caucasia-experts.org
Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12268
წევრი No.: 15145
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 25 Sep 2006, 02:22  #3825280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Rocko
QUOTE
მადლობა, კითხვა ვიცი.

მერე გაკადრე არ იცი-თქვა???
QUOTE
ერთი წლის (სამი დღის) უკან.

აი ალბათ ნიშნავს ერთი წლის (სამი დღის) შემდეგ.... biggrin.gif tongue.gif tongue.gif
Z@hir
სულ-ერთი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1674
წევრი No.: 16947
რეგისტრ.: 6-February 06

გამოგზავნილია: 25 Sep 2006, 02:50  #3825379      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Geronti
ძალიან კარგი თემაა.
მე არ ვარ ჟურნალისტი,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მეც ვისწავლე რაღაც ახალი...
შემოვიტან ჟურნალისტებსაც biggrin.gif


--------------------
Tomorrow never happens... It's all the same fuckin' day...

შენ მე შემიწირავ!!!! (c) zicke
:love:
Rocko
de-branding


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25499
წევრი No.: 9222
რეგისტრ.: 6-March 05

გამოგზავნილია: 25 Sep 2006, 02:55  #3825399      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · im · aim · yim · msn
მოკლედ, ყველაფერი გარკვეულია, სულ მეზარება ხოლმე დიდი პოსტების კითხვა biggrin.gif

თემა აპინულია smile.gif
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24666
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 25 Sep 2006, 13:08  #3826692      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაიხარეთ, პატივცემულებო smile.gif

PROLETARIATI
QUOTE
გაუსაღებალი ტვირთივით ჩაწოლილ ქართულ ჟურნალისტიკას

lol.gif
რა ძალიან მკაცრი ხარ smile.gif

BEKO
მართალს ამბობ, ოღონდ ასე კი არა:
QUOTE
ჩემს ჯინაზე

არამედ "ჩემს ჯიბრზე" smile.gif

shota_deida
QUOTE
რაც მე ყველაზე მეტად მაგიჟებს - შეკვეცა...მაგ. ''ანჯელინა ჯოლს გაესაუბრნენ''...........

ეგრეა, დედანში დგას "ი" თუ სახელობითი ბრუნვის ნიშანია, ამას აღარ არკვევენ. თუმცა, ტელევიზიით რომ მაგატეს ნაცვლად მეგატეს იტყვიან (თანაც რუსული აბრევიატურაა), რაღა უნდა გაგვიკვირდეს.

WOMAN IN LOVE
QUOTE
ხალხმა დაინახეს, ყველამ თქვეს

ეგ მგონი უკვე ისეთი კატასტროფული შეცდომებია, რომ განვმარტოთ თუ არა, საკითხავია. მასე მთელი გრამატიკა გვექნება ჩამოსაწერი. vis.gif

Charles IX
QUOTE
და კელია, ბერის კელია? რა კარგია არა?
კელია რუსულია, ქართულად სენაკი ჰქვიან! 

რაც ყველაზე უცნაურია, კელიას ხმარება სულ ახლახან დაიწყეს, ადრე არ ამბობდნენ. გაგიჟდები კაცი!

zen
QUOTE
სწორია - ერთი წლის (სამი დღის) წინ.
შეცდომაა - ერთი წლის (სამი დღის) უკან.
წინ და არა უკან.

დიახ, და ასეთივე შეცდომაა "ამას წინათ". სწორია "ამას წინ", ხოლო "წინათ" ცალკე, სულ სხვა ფორმაა.

Z@hir
QUOTE
შემოვიტან ჟურნალისტებსაც

წამაიღე, წამაიღე biggrin.gif

Rocko
QUOTE
თემა აპინულია

სლავა კაპეესეს! ტოესტ, მოდერს, რაღა biggrin.gif

ახლა ერთი-ორი პუნქტითაც წავიწიოთ.

§. ხშირად გვესმის "მას სცემეს". უბრალოდ სირცხვილია. სწორი ფორმაა "ის ცემეს". კაცს კი არ სცემეს, არამედ კაცი ცემეს. მგონი, აქ პირის ნიშანიც აკლდება (იქნებ რომელიმემ დააზუსტოთ).

§. უმრავლესობა ამბობს: "წასვლა მოუწია". კვლავ კითხვა დავსვათ: "რა მოუწია" თუ "რამ მოუწია". ამდენად, სწორია - წასვლამ მოუწია, დარჩენამ მოუწია.

§. მაცხოვრებელი შეიძლება ვიხმაროთ მხოლოდ მატერიალური წელგამართულობის აღსანიშნავად. "კარგი მაცხოვრებელია" ნიშნავს, რომ შეძლებული ოჯახია. ხოლო თუ რომელიმე დასახლებული პუნქტის მცხოვრებლებზე ვსაუბრობთ, ასეც უნდა ვთქვათ - ქალაქის მცხოვრებია, სოფლის მცხოვრებნი და ა.შ.

§. არავითარი "ერთი მხრივ..." და "...მეორე მხრივ". სწორი ფორმაა "ერთი მხრივ..." და "...მეორე მხრივ".

This post has been edited by Geronti on 25 Sep 2006, 13:14
სპორტი
SPLIYVI კი არა, wossapy ვარ


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37369
წევრი No.: 10549
რეგისტრ.: 1-June 05

გამოგზავნილია: 25 Sep 2006, 13:26  #3826790      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აქტუალური და ნაცნობი თემაა.
ათი წელია, გაზეთებში ვარ და უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ისეთი თანამშრომელი მყოლია, რომელსაც არათუ ზემოთ ნახსენები წესების დაცვა, არამედ წერის დროს აზრის დალაგებაც უჭირს.
თან მათი უმრავლესობა პოპულარულ ჟურნალისტად ითვლება.
user.gif

This post has been edited by სპორტი on 25 Sep 2006, 13:27


--------------------
SPLIYVI კი არა, wossapy ვარ
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24666
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 25 Sep 2006, 13:50  #3826922      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სპორტი
QUOTE
აქტუალური და ნაცნობი თემაა.
ათი წელია, გაზეთებში ვარ და უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ისეთი თანამშრომელი მყოლია, რომელსაც არათუ ზემოთ ნახსენები წესების დაცვა, არამედ წერის დროს აზრის დალაგებაც უჭირს.
თან მათი უმრავლესობა პოპულარულ ჟურნალისტად ითვლება.

სამწუხაროდ, სრულ სიმართლეს ამბობ mad.gif

კიდევ:

§. იღებს და არა ღებულობს. "ვიღებთ წერილებს" და არა "ვღებულობთ წერილებს"; "ვიღებთ გამოხმაურებებს" და არა "ვღებულობთ გამოხმაურებებს".

§. სამაგიეროდ, არა "ვიღებ მონაწილეობას", არამედ "ვმონაწილეობ"; არა "ვიღებთ გადაწყვეტილებებს", არამედ "ვწყვეტთ", თუმცა გააჩნია: მაგალითად, ვერ ვიტყვით "ვიმონაწილევე", არამედ უნდა ვთქვათ "მონაწილეობა მივიღე".

§. რუსულის კალკია საკითხის დაყენება (поставить вопрос). ქართულია - საკითხის დასმა. საკითხი დასვა და არა საკითხი დააყენა ან წამოაყენა.

§. ასევე რუსულის კალკია "ჩათვლა" მოსაზრების შესახებ (считать). ასე მიმაჩნია, ასე მიიჩნევს და არა ასე ვთვლი და ასე თვლის.

This post has been edited by Geronti on 25 Sep 2006, 13:51
სპორტი
SPLIYVI კი არა, wossapy ვარ


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37369
წევრი No.: 10549
რეგისტრ.: 1-June 05

გამოგზავნილია: 25 Sep 2006, 13:58  #3826973      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Geronti
...რუსულის კალკია "საქმე იმაშია". სწორია, "საქმე ისაა".

...ხშირად იყენებენ სიტყვა "ფაქტიურად", სწორია - "ფაქტობრივად".

...განსაკუთრებით ტელეჟურნალისტების სცოდავენ ხოლმე: ხუთი პარლამენტის დეპუტატი (თუკი ხუთი ქვეყნის პარლამენტზეა საუბარი, მაშინ ჰოოო), შვიდი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი...
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24666
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 25 Sep 2006, 14:05  #3827008      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სპორტი
კვლავაც სრულ სიმართლეს ამბობ.

აბა, სხვებმაც ვიაქტიუროთ, ვიაქტიუროთ biggrin.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (101) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0292 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]