Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > RPG, STRATEGY & ADVENTURE > Outer Worlds


Posted by: Levson 25 Oct 2019, 19:00
user posted image

დეველოპერი: Obsidian Entertainment
პლათფორმა: PC, PS4, Xbox One (Switch მოგვიანებით)
რელიზი: 25 ოქტომბერი, 2019
ჟანრი: Action role-playing

მოკლე აღწერა:

თამაშის სიუჟეტი ვითარდება ალტერნატიულ მომავალში, რომლის დასაბამიც გახდა 1901 წელს განვითარებული მოვლენები. სადაც ამერიკის პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი არ ხდება მკვლელობის მსხვერპლი, რის შედეგადაც თეოდორ რუზველტს არ ეძლევა მისი ჩანაცვლების შანსი. ამ ყველაფერმა განაპირობა კორპარაციების დომინირება, რომლებმაც დაიწყეს უცხო პლანეტების კოლონიზირება და ტერაფორმაცია. თამაშში წარმოდგენილია რამდენიმე ფრაქცია და სიუჟეტი რომელიც რეაგირებს მოთამაშის არჩევანზე.

ტრეილერი:




Posted by: OHO 25 Oct 2019, 21:25
ინსტალირდება 11 წუთში დავტესტავ wink.gif

Posted by: Levson 26 Oct 2019, 00:06
მოულოდნელად ძალიან მაგარი რამეა, ჯერჯერობით ერთი სიამოვნებაა თამაში up.gif
ნელა და ცოტა უინტერესოდ იწყება მარა რაც უფრო შორს გადიხარ მით უფრო ჩამთრევი ხდება. რაც მთავარია პერსონაჟები და დიალოგები მშვენივრადაა გაკეთებული.

Posted by: OHO 26 Oct 2019, 00:48
Levson
QUOTE
მოულოდნელად ძალიან მაგარი რამეა, ჯერჯერობით ერთი სიამოვნებაა თამაში
ნელა და ცოტა უინტერესოდ იწყება მარა რაც უფრო შორს გადიხარ მით უფრო ჩამთრევი ხდება. რაც მთავარია პერსონაჟები და დიალოგები მშვენივრადაა გაკეთებული.

რთულზე ვთამაშობ, პირველ ქალაქამდე მივედი გეთანხმები რომ ჯერჯერობით მაგარია ოღონდ იმ განსხვავებით რომ მე კარგი მოლოდინი მქონდა ამათგან ... აქვთ გამოცდილება.

Posted by: Gioma771 26 Oct 2019, 14:12
სანამ სტიმზე არ დაიდება ან სანამ ეპიქ სტორი achievement-ებს არ დაამატებს ამას არ ვითამაშებ. Achievement-ები ჩემთვის თამაშის მუღამის ლამის ნახევარია და მაგიტომ smile.gif

თორემ new vegas-ის და pillars of eternity-ს შემქმნელი ობსიდიანი რომ ცუდ თამაშს არ გააკეთება ეგ კი ვიცოდი smile.gif)

Posted by: 4L3X 26 Oct 2019, 14:30








მეტაკრიტიკაზე იუზერები 7.9 აძლევენ მეტასკორი 82

ნოემბერში დავითრევ

Posted by: Levson 26 Oct 2019, 18:42
Gioma771
Xbox Game Pass PC-ზეც არის უკვე ხელმისაწვდომი. 4.99$-ია 1 თვის საფასური, Achievement-ებიც მუშაობს ჩვეულებრივ. 1 თვე კი უნდა გეყოს წესით აუჩქარებლად რომ დახურო.


Posted by: Gioma771 26 Oct 2019, 20:24
Levson


5 ნოემბერს ველოდები სულმოუთქმელად smile.gif) RDR2 გამოდის და ჩემი ვარაუდით ახალ წლამდე მაინც მოვუნდები 100%-იან completion-ს და achievement-ებს smile.gif)

მაგის შემდეგ უკვე Anno 1800 მაქვს გეგმაში (კაკ რაზ ბოლო DLC-ც წესით უნდა გამოვიდეს მაგ დროისთვის, ეგეც კიდევ ერთი თვე) ამ ყველაფრის მერე კი შეიძლება მოვსინჯო ეს სერვისი.

თუმცა სავარაუდოდ მაინც დაველოდები სტიმზე, იმიტომ რომ იმ დროისთვის ალბათ DLC-ებიც დაემატება.

Posted by: oombar 28 Oct 2019, 14:46
ძალიან კარგი თამაშია up.gif იგრძნობა ობსიდიანის ხელწერა. ასე მგონია New Vegas-ის გაგრძელებას ვთამაშობ.

უბრალოდ ცუდია რომ დატორენტება მომიწია sad.gif ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველი პირატული თამაშია, რომელიც ჩემ კომპში აღმოჩნდა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც სტიმზე თამაშების ყიდვა დავიწყე ეს არის სერვისი და პლატფორმა. სწრაფი განახლებები, აჩივმენტები და ერთ სივრცეში თამაშების გაერთიანება. დალშე ეპიკ სთორის ვერსია მექნება თუ პირატული ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ასე რომ ვთქვათ "ცალკე მდგომი" ერთეულია. შესაბამისად, პირატული ავირჩიე. სტიმზე რომ გამოვა მერე შეიძლება ვიყიდო biggrin.gif

Posted by: Gioma771 28 Oct 2019, 15:53
oombar

ჩემთვის as long as ეჩივმენტები მოჰყვება თამაშს, პლატფორმას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

Uplay-ზეც და Origin-ზეც მაქვს თამაშები.

რა თქმა უნდა თავისი მასშტაბებით, რევიუებით, რჩევებით და ქომუნითით სტიმი ყველაზე დიდი და შეუდარებელია, მაგრამ როცა სხვა გზა არაა (ან როცა ზემოთჩამოთვლილ პლატფორმებზე უფრო იაფი გამოდის) მაშინ მაინც ვყიდულობ და ვთამაშობ ხოლმე Uplay და Origin-ზე.

Posted by: oombar 28 Oct 2019, 17:33
ორიჯინზე მეც მაქვს თამაშები. მას ეფექტი და დრაგონ ეიჯი მაგალითად. ასევე ვიყენებ ბლიზარდის ლანჩერსაც. მაგრამ ეგ მათი თამაშებია და თავიანთ პლატფორმაზე დებენ. ეპიკ სთორი კი მეზიზღება. ჩამოუყალიბებელი, უვარგისი პლატფორმაა, რომელიც მხოლოდ დეველოპერების "მოსყიდვის" ხარჯზე არსებობს. არც ფორუმი აქვს, არც ეჩივმენტები, არც ვორკშოფი. უბრალოდ ეს დროებითი ექსკლუზივები. მართლა ჩინური სპაივეარია biggrin.gif

Posted by: Gioma771 28 Oct 2019, 17:45
oombar
ნუ ზიზღით არ მეზიზღება, მაგრამ თუნდაც ეჩივმენთების არ არსებობა ჩემთვის დიდი მინუსია. თუმცა ორ კვურაში ერთხელ უფასო თამაშებს დებენ და ამ თვეების მანძილე მანდაც დამიგროვდა კარგი ბიბლიოთეკა, ხოდა მომავალში როცა დაამატებენ ეჩივმენთებს ქე მექნება ბლომად თამაშები :დ

Posted by: 4L3X 28 Oct 2019, 21:09
მოკლედ შევუკვეთე PS4-ზე jump.gif jump.gif jump.gif


Posted by: vechny 29 Oct 2019, 10:04
რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს ბევრი დიალოგებია.როგორც ეტყობა ეს თამაში გაძეძგილია.ამიტომ ამის მთამაშებელი მე არ ვარ biggrin.gif არადა დანარჩენი ყველაფეირი მომწონს

Posted by: Tabo 1 Nov 2019, 18:42
ბიჭო...
გაასწორა ნორმაა, მაგარი ლამაზი სამყაროა და ა.შ. სთორიც ასე თუ ისე ნორმალური, მაგრამ წტფ? რა დროს მორჩა თამაში? ეს რა ღლეობა იყო, აი დედისწიოკი რომ უნდა დაწყებულიყო რეალურად ეგრევე მორჩა თან უნმარტივესად გავედი ბოლო მისიას ეგეთი არაფერი გამიგია :დ ეს ეს სისტემის პლანეტების რუკა რომ გატენეს ტყუილად პლანეტებით რომელზეც წასვლა არ შეგიძლია მგონი 4 იყო, თამაში დიდათ რომ მოეჩვენებინათ ამიტომ ქნეს? spy.gif კაროჩე ძაან არ მეყოა რა...

Posted by: Gioma771 1 Nov 2019, 19:53
QUOTE
ეს სისტემის პლანეტების რუკა რომ გატენეს ტყუილად პლანეტებით რომელზეც წასვლა არ შეგიძლია მგონი 4 იყო, თამაში დიდათ რომ მოეჩვენებინათ ამიტომ ქნეს?  კაროჩე ძაან არ მეყოა რა...


DLC-ებს დაყრიან ბლომად, სხვა შემთხვევაში მაგ პლანეტებს არ დადებდნენ რუკაზე smile.gif

ამიტომაც პრაქტიკულად აღარ ვთამაშობ ხოლმე ცინცხალ გამოსულ თამაშებს, ვიცი რომ აუცილებლად DLC-ებს დაამატებენ რამდენიმე თვეში და მერე თავიდან გავლის თავი ნაღდად არ მექნება.

Posted by: 4L3X 1 Nov 2019, 20:19
Tabo
DLC-ები და სიკველი. მარტვი აიხსნა შენი "წტფ"

Posted by: Tabo 1 Nov 2019, 21:10
4L3X
Gioma771
ხო მაგრამ აქედან 2 გაზის გიგანტებიაო მგონი და 1 რარაც დაუსახლებელი ყინულის პლანეტა რაღაც ეგრე იყო რომ დავგუგლე, და ერთი ეს მონარქთან რაც იყო, უფრო მონარქი გავს იმის მთვარეს ერთი ეგ იქნება ალბათ დლც ზე...


მოკლედ კაროჩე მთავარი ისტორიის მონაკვეთი თამაშის მაგივრად ბოლოს ვეღაცა ჩუვაკმა 2-3 სიტყვით მოგვიყვა user.gif

Posted by: Gioma771 1 Nov 2019, 21:50
QUOTE
ხო მაგრამ აქედან 2 გაზის გიგანტებიაო მგონი და 1 რარაც დაუსახლებელი ყინულის პლანეტა რაღაც ეგრე იყო რომ დავგუგლე, და ერთი ეს მონარქთან რაც იყო, უფრო მონარქი გავს იმის მთვარეს ერთი ეგ იქნება ალბათ დლც ზე...


თუ მოინდომეს "გაზიან" პლანეტაზე და ყინულოვან გარემოშიც შექმნიან კონტენტს smile.gif)

სადღაც ვიდეო რევიუშიც მიმომხილველი ზუსტად ამას ამბობდა, რომ სავარაუდოდ ეს პლანეტები DLC-ისთვის შემოინახესო.

Posted by: Tabo 1 Nov 2019, 22:11
მოკლედ ანუ მივქარე ეგრევე რომ ვიტამაშე და დლც ებს არ დაველოდე givi.gif

Posted by: Zizou5 2 Nov 2019, 13:43
Gioma771

+1 რამოდენიმე თამაშზე მივქარე დალშე ვზივარ მეც ველოდები
ჰორაიზონზე დღემდე მწყდება გული
მოკლედ ველოდებით :დ

Posted by: Gioma771 2 Nov 2019, 18:02
Zizou5

ნუ Horizon-ზე მე პირადად ნაკლებად, მაგრამ აი Witcher 3-ს, სკაირიმის და fallout 4 DLC-ებზე მწყდება ნაღდად გული. ვერ ვაიძულებ ჩემს თავს თავიდან დაწყებას user.gif

Posted by: Zizou5 2 Nov 2019, 21:54
Gioma771

ხო არადა ვიტჩერზე იმენა დლც ცალკე სამყაროა რა განსაკუთრებით ტუსენტი
კაია როცა მთლიანად თამაშობ
ერთი სადაც მაგრად მახატია დლც არის ასასინები არაფერი არ იცვლება ესე მგონია
მაქსიმუმ ხანჯალი ჩაემატოს

Posted by: Gioma771 2 Nov 2019, 22:06
QUOTE
ხო არადა ვიტჩერზე იმენა დლც ცალკე სამყაროა რა განსაკუთრებით ტუსენტი



yes.gif

QUOTE
ერთი სადაც მაგრად მახატია დლც არის ასასინები არაფერი არ იცვლება ესე მგონია
მაქსიმუმ ხანჯალი ჩაემატოს


ჩემთვის Assassin's Creed III-ის მერე ამ სერიაში საინტერესო მხოლოდ სამყაროა, დანარჩენი არაფერი აღარ უვარგა სამწუხაროდ.

Posted by: Tabo 2 Nov 2019, 22:50
Gioma771
QUOTE
ნუ Horizon-ზე მე პირადად ნაკლებად

Horizon Zero Dawn

ამაზე ამბობ?
გეიმპლეი ვნახე და რაღაც საკაიფო ჩანს,ა რადა პირველად გავიგე spy.gif


მეთქი გადმოვწერთქო და ps ექსკლუზივია მგონი facepalm.gif

Posted by: Gioma771 2 Nov 2019, 23:03
Tabo

ხო მაგაზეა საუბარი smile.gif) PS4-ის ექსკლუზივია smile.gif)

Posted by: Zizou5 3 Nov 2019, 23:54
Gioma771

ასასინს მეც უკვე ცვეტში დაპროგრამებულივით ვთამაშობ იქნებ აი ეს ნაწილი გამოვიდეს კაი მაგრამ ჯერ ტუფტაა )))
მეორე ნაწილი იყო არის ძალიან მაგარი ვეში მანდ არ მიუფუჩეჩებიათ დალშე ხზ

ისე Outer Worlds ძალიან ლამაზია,სურათები ვნახე ზოგი ქალაქის და ფონად დიდი პლანეტა იყო ერთზე თუ არ მეშლება ძაან მაგარი იყო

Posted by: Tabo 4 Nov 2019, 00:58
Zizou5
QUOTE
ისე Outer Worlds ძალიან ლამაზია,სურათები ვნახე ზოგი ქალაქის და ფონად დიდი პლანეტა იყო ერთზე თუ არ მეშლება ძაან მაგარი იყო

დახურული ლოკაციების გარდა ყველა ღია ლოკაცია ძალიან ლამაზია, გარემო და ცა ვაბშე პიზდეცია love.gif

Posted by: <Start> 5 Nov 2019, 05:55
ძალიან ველოდებოდი ამ თამაშს და ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვარ.

1. კომბატი და ზოგადად თამაშის სირთულე, სუპერნოვაზეც კი ძალიან უინტერესო და მარტივია. ამხელა character building სისტემა ჩადეს და გამოდის რომ სკილები და პერკების უმეტესობა უსარგებლოა. (აწიეთ ქარიზმა და lock picking მაქსიმუმზე მეტი არაფერი საჭირო არ არისს :/ )
2. loot sucks, უამრავი უაზრო აითემი , რომელიც არაფერში არ გჭირდება. 15 წამიანი ბაფები? სერიოზულად?? იარაღის და ჯავშანის არჩევანიც საკმაოდ მწირია.
3. გასაგებია რომ თამაში არ არის open world მაგრამ ხომ შეიძლებოდა ისე გაეკეთებინათ რომ ეს პატარა რუკები მეტნაკლებად საინტერესო გამოსაკლევი ყოფილოყო. ლოკაციები არაფრის მთქმელი და მკვდარია.
4. მტრები ლოკაციებზე - ნუ ამაზე საერთოდ რა ვთქა არ ვიცი. მარადიორები, და რამდენიმე სახეობა ლოკალური ფაუნიდან. მორჩა. ეს არის სულ. + თამაშში რეალურან არის ერთი ბოსი - ერთი!!!
5. სთორი - ნუ ეს ალბათ სუბიექტურია. მე არ მომეწონა ეს კლიშე კორპორაციების თემა და კაპიტალიზმთან ბრძოლა. თუმცა უნდა ვაღიარო რომ დიალოგები და პერსონაჟები ძალიან კარგად არის დაწერილი. კომპანიონებსაც არაუშავთ, ნუ სადღაც მას ეფექტსა და ნიუ ვეგასის შორის არიან.
6. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ, მთავარი კვესტი არის ძალიან მოკლე , ბოლოსკენ ხომ საერთოდ დაჩქარებულია. არ ვიცი რა დაემართა ობსიდიანს თავიდან კარგად იწყებენ და ბოლოში აუცილებლად უნდა მიაფუჩეჩონ. poe: deadfire-ის არ იყოს...

Posted by: misha-htc 5 Nov 2019, 14:43
Gioma771
და ვიტჩერში ცალკე ითამაშე მარტო დლც ვინ გიშლის. მემგონი კავშირი არ აქვს ძირითად ისტორიასთან - შეგიძლია ჯერ დლც დახურო და მერე თამაში. არა?

Posted by: Gioma771 5 Nov 2019, 15:21
misha-htc


მაგაში არაა საქმე. Witcher 3-ის სამყაროში 130 საათზე მეტი გავატარე, და ასეა თუ ისეა მობეზრებული მაქვს გეიმფლეიც და ზოგადად ატმოსფეროც, ხოდა უბრალოდ ახალ ლოკაციებში იმავეს კეთება ცოტა არ იყოს მეზარება.

<Start>

შენი რევიუ კიდევ უფრო ზრდის DLC-ების გამოსვლის აკბათობას smile.gif)

Posted by: narmonana 6 Jul 2020, 17:15
QUOTE
შენი რევიუ კიდევ უფრო ზრდის DLC-ების გამოსვლის აკბათობას )

სადარი აბა დლც


არ ვიცი, შეიძლება დავბერდი, მაგრამ იმდენად კაშკაშა და ჭყეტელაა , რომ ვერ აღვიქვამ თამაშს წესიერად..ყველაფერი ერთგვაროვანია...

ჯერ არ წავშლი, სუპერნოვაზე დავიწყე და რავი, არი რა.

Posted by: Gioma771 6 Jul 2020, 18:30
QUOTE
სადარი აბა დლც


რავი აბა, ალბათ კორონამ შეაფერხა :დ

ამ ბოლო წლებში რაც კი როლური თამაში გამოსულა (ELEX-ის გამოკლებით) ყველას DLC-ები მოჰყვა და რაღა ამას არ მოჰყვება? smile.gif))

Posted by: oombar 23 Jul 2020, 16:09
ჩემი აზრით სტიმის რელიზს დაამთხვევენ DLC-ს გამოსვლას. რაც წავიკითხე იქიდან გამომდინარე, როგორც მივხვდი Take-Two დიდად კმაყოფილი არ არის ამ თამაშის გაყიდვებით. 2019 წლის რელიზებიდან ყველაზე ცუდად გაყიდვადი ეს იყო. ცუდი სვლა იყო მათი მხრიდან ეპიკის ექსკლუზივობაზე დათანხმება. უცებ აიღეს რაღაც ფიქსირებული თანხა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში უარესი შედეგი მიიღეს. შესაბამისად, აქ ორი ვარიანტია რაც შეიძლება, რომ მოხდეს.

1) სტიმის რელიზთან ერთად გამოუშვებენ დამატებას და ასევე თავად თამაში წავა ღრმა ფასდაკლებაში გაყიდვების სტიმულირებისთვის.

2) თუ სტიმის რელიზს არ მოჰყვა დამატება ესე იგი ამ თამაშის იმედი აღარ აქვთ, შესაბამისად არც დააფინანსეს დამატებითი კონტენტის
დეველოპინგისთვის. ანუ თამაშის საპორტი დასრულდა და შეგვიძლია დავივიწყოთ.

Posted by: Gioma771 24 Jul 2020, 10:09
oombar

9 სექტემბერს გამოდის პირველი DLC!

იმედია სტიმის ვერსიასაც გვაღირსებენ მალე. მინდა ამისი თამაში მაგრამ ეჩივმენტების გარეშე არ ვაპირებ :დ


Posted by: oombar 24 Jul 2020, 12:25
კარგია ნამდვილად. დარწმუნებული ვიყავი, რომ სტიმის რელიზამდე არ იქნებოდა არაფერი. კარგია რომ შევცდი biggrin.gif იმედია ნიუ ვეგასის მსგავსად ასე 4-5 დამატებიანი კრებული ექნება. მაგრამ სანამ სტიმზე არ გამოვა მაინც არ ვიყიდი ალბათ

Posted by: 4L3X 13 Jun 2021, 23:16
ტრეილერზე ბევრი ვიცინე lol.gif


Posted by: Gioma771 14 Jun 2021, 14:50
QUOTE (4L3X @ 13 Jun 2021, 23:16 )
ტრეილერზე ბევრი ვიცინე lol.gif


ალბათ ყველაზე ორიგინალური ტრეილერია რაც კი მინახავს გეიმინგის სფეროში :დ up.gif

რაც შეეხება თავად თამაშს (ანუ პირველ ნაწილს biggrin.gif), ერთი კვირაა რაც ჩავუჯექი, Emerald Vale-ის რეგიონი უკვე დავტოვე, მაგრამ ჯერ ჯერობით დიდად მოხიბლული ვერ ვარ თამაშით, ფოლაუთის და მას ეფექტის რაღაცნაირი სუსტი ნაზავია, სამყაროც დიდად არ მომწონს, დეტალიზაციის და გრაფიკის დონეც არ არის მთლად დამაკმაყოფილებელი. ვნახოთ სიუჟეტი მაინც თუ ივარგებს.

Posted by: oombar 19 Jun 2021, 16:55
და ყველაზე გულწრფელი biggrin.gif

რაც შეეხება თავად თამაშს, ძალიან გამიხარდა რომ მეორე ნაწილი გამოდის და არ შეწყდება პირველივეზე. fallout new vegas მახსენდებოდა გამუდმებით, რომ ვთამაშობდი, ძალიან მომეწონა. თან რამდენადაც ვიცი საშუალო ბიუჯეტიანი თამაში იყო და მაგის კვალობაზე კარგი გამოვიდა. იმედია microsoft-ის ფული და მიღებული გამოცდილებით ახლა ბევრად უკეთესი თამაში გამოვა. თუმცა მაშინ მაგრა მიქარეს ეს epic store ექსკლუზიურობას რომ მიაწვნენ საკმაო გაყიდვები დაკარგეს სავარაუდოდ. microsoft რომ არა ალბათ სერია დაიმარხებოდა პირველივე ნაწილზე. მე პირადად სანამ სტიმზე არ გამოვიდა ხელი არ დამიდია ამ თამაშისთვის.

Posted by: Gioma771 15 Jul 2021, 00:39
დღეს როგორც იქნა დავხურე.

ასეთი საზიზღარი რამე კაი ხანია არ მითამაშია :დ აბსოლუტურად არაფერი არ მომეწონა: მოძველებული გრაფიკა, საშუალოზე დაბალი დონის ფიზიკა, უგემოვნო და ერთფეროვანი ესთეტიკა/ლეველ დიზაინი, საშუალოზე დაბალი დონის და უინტერესო კლიშე სიუჟეტი, ატმოსფერო ნული, სუსტი დიალოგები და კიდევ უფრო სუსტი მისიები/კვესტები smile.gif

მე არ ვიცი რით დაიმსახურა ამ თამაშმა კრიტიკოსების და გეიმერების მაღალი შეფასებები, რასაც ქვია ძალით და წვალებით დავხურე sad.gif

ყველაზე საწყენი და გასაოცარი ისაა რომ ობსიდიანის ნახელავია, ასეთი სახელოვანი სტუდიისგან ესეთი კრეტინობა მართლა მოულოდნელი იყო.

2/10 ჩემი შეფასება.

Posted by: filth 15 Jul 2021, 12:12
QUOTE (Gioma771 @ 15 Jul 2021, 00:39 )


2/10 ჩემი შეფასება.

როგორ მიხარია,ვერ გავუძელი თამაშს და წავშალე,რატომ გახდა ესეთი ოვერრეითედი ვერ ვხვდები

Posted by: Gioma771 15 Jul 2021, 13:51
QUOTE
როგორ მიხარია,ვერ გავუძელი თამაშს და წავშალე,რატომ გახდა ესეთი ოვერრეითედი ვერ ვხვდები


ყველა ზემოთჩამოთვლილ მიზეზთან ერთად კიდევ ერთი პრობლემა ამ თამაშის ზედმეტად არასერიოზულობაშიცაა, რაღაცნაირად არ უხდება ეს ვითომ იუმორი და სატირა სიუჟეტს რომელიც მთელი კოლონიის გადარჩენას ეხება.

გარდა ამისა, აი ძალიან აბსურდულია 24-ე საუკუნეში, კოსმოსურ სეთინგში 1920-იანი წლების ესთეტიკა და სტილისტიკა :დ

ფოლაუტში ქე მაინც მოქმედება დედამიწაზე ხდება და მაინც რაღაც უფრო დამაჯერებელია 1950-იანი წლების ესთეტიკა ვიდრე სადღაც მილიონობით სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკაში 1920-იანი წლების მოდაში გამოწყობილი ტიპები :დ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)