#58387003 · 21 Sep 2021, 12:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
busines
A1-A4 არის ნაკაწრი. A1 პატარა, A4 საკმაოდ დიდი. U - ნიშნავს შეღუნულს. W ნიშნავს შეღებილს. რაც უფრო დაბალი რიცხვია W-ს მერე, მით უკეთესი შეღებილია. X- ნიშნავს გამოსაცვლელს XX ნიშნავს შეცვლილს
3.5 საშუალო ქულაა. მანქანა ნორმალურია, გარბენი დიდი არ არის, საბოლოოდ მანქანა ნორმალურია. C არის ვიზუალური მდგომარეობა, პირველი გარედან, მეორე სალონის. სალონი C საკმაოდ ბინძურია, შეიძლება ქონდეს სიგარეტის ამომწვარები ან გახეული ადგილები ან ტორპედოს ნაკაწრები. მე არ მიყიდია არასდროს მანქანა B-ზე ცუდი სალონით და საქიმწმენდე მაინც იყო, მაგრამ ქიმწმენდის მერე იდეალური იყო ყოველთვის. ვიზუალი C ნიშნავს რომ თვალით შესამჩნევი რამდენიმე დეფექტი აქვს.
იაპონური არ ვიცი, ასე რომ დანარჩენს ვერ გეტყვით. გუგლ ტრანსლეიტით უნდა ცადოთ.
|