Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ტრაბანტი - მერსედესი


Posted by: axalirevolucia 7 Jun 2010, 19:41
ვინმემ იცით რამდენი ქართველია თურქეთში?
მილიონიო მსმენია.

რატომ ვერ ატყობენ კვალს დედამიწას?


რატომ არ შველიან ქართულ ტაძრებს (მერე რა რომ მათი რწმენა მაჰმადიანობაა, მათმა წინაპრებმა ხომ ააგეს მათსავე მისაწვდენ მიწაზე ოშკი, ბანა, იშხანი, ოპიზა?

ოდესმე იქართველებენ?

P.ს.
ტაო-კლარჯეთის საქართველოსთვის შემოერთება არ მაქვს მხედველობაში, არც ვოცნებობ.

ეკლესიებს მაინც მიგვიხედონ უჯიგროებმა (ჯერუჯიგროებმა).

Posted by: KAMPO 7 Jun 2010, 19:46
გადავარჩინოთ ოშკის ტაძარი ,

Posted by: kamala 7 Jun 2010, 19:51
QUOTE
რატომ ვერ ატყობენ კვალს დედამიწას?

ტრადიციულად ისე ატყობენ ქართველები რომ კვალი არ რჩება რადგან განადგურებაში გვაქვს შნო.
შენება, ხვალინდელზე აზროვნება და მსგავსი რამ არც იჭმება, არც ისმება და მით უმეტეს ირც იხმარება sad.gif

Posted by: sandroia 7 Jun 2010, 19:52
აქ რომ ბევრი ეკლესია ინგრევა იმას მივხედოთ აჯობებს

Posted by: d_tsabo 7 Jun 2010, 20:23
sandroia
QUOTE
აქ რომ ბევრი ეკლესია ინგრევა იმას მივხედოთ აჯობებს

კაი რა არ გცხვენია მაინც იცი რამდენ ეკლესიას ჩაუტარდა რესტავრაცია
axalirevolucia
მე წავალ ამ თვის ბოლოს ტაოში თავად მაინტერესებს რა სიტუაცია იქ

Posted by: axalirevolucia 7 Jun 2010, 20:25
sandroia
QUOTE
აქ რომ ბევრი ეკლესია ინგრევა იმას მივხედოთ აჯობებს

ზაფხულია მოინდომე და მოინახულე ტაო-კლარჯეთი.
1. არ ინანებ
2. მაგრა ინანებ
3. შენც ჩათვლი, რომ პირველ რიგში ისინია მისახედი, თანაც საჩქაროდ.
http://cartveli.blogspot.com/2008/07/blog-post_8654.html
http://cartveli.blogspot.com/2008/07/blog-post_08.html

ეს პოსტები მოგეხმარება.

kamala
QUOTE
ტრადიციულად ისე ატყობენ ქართველები რომ კვალი არ რჩება რადგან განადგურებაში გვაქვს შნო.
შენება, ხვალინდელზე აზროვნება და მსგავსი რამ არც იჭმება, არც ისმება და მით უმეტეს ირც იხმარება 

არადა რა მეგრები აქვთ აშენებული ზუსტად მათ წინაპრებს.

Posted by: Sattelite 7 Jun 2010, 20:27
რა ავალდებულებთ საკუთარი სახსრები დახარჯონ იმაში რაზეც სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს?

drug.gif.

Posted by: Junge19 7 Jun 2010, 20:29
და როგორ უნდა იქართველონ?
ქართული ბაგა-ბაღი აქვთ? ან სკოლა? ან ტელევიზია? თუ?
თუ საქ. მთავრობა ქართული წიგნებით ამარაგებს მათ?

Posted by: [LoD]-Bagra 7 Jun 2010, 20:34
Junge19
ნუ ხარ შენ ანტი-მიშა smile.gif

გაძლევენ უფლებას რო გახსნა ან სკოლა ან ბაგა-ბაღი? არათუ ტელევიზია... გაძლევენ უფლებას რომ შეიტანო ქართული წიგნები და დაარიგო?

მიდი აბა სცადე შე და გადადიო თურქეთში 100 ცალი დედა ენით და დაარიგე... არ გაინტერესებს რას გეტყვიან?

Posted by: axalirevolucia 7 Jun 2010, 20:36
Sattelite
QUOTE
რა ავალდებულებთ საკუთარი სახსრები დახარჯონ იმაში რაზეც სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს?

რომელი სახელმწიფო გაქვს მხედველობაში?

Junge19
QUOTE
და როგორ უნდა იქართველონ?

აი ეგრე, ეკლესიები უნდა გაამაგრონ.

Posted by: Junge19 7 Jun 2010, 20:43
[LoD]-Bagra

ანტი-მიშა რა შუაშია? რა ყველგან მიშა გელანდება(თ). მე ვთქვი საქართველოს მთავრობა-მეთქი,დღეს ნაციონალური მოძრაობაა,ადრე მოქალაქეთა კავშირი იყო,მერე შეიძლება იკაკო გახდეს... პიროვნებაზე არ ყოფილა აქცენტი გაკეთებული,არამედ საქართველოს მთავრობის ნებაზე,მის მუშაობაზე ისტორიულ ქართულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

axalirevolucia

რას ჰქვია ეკლესიების გამაგრება? გალესონ,სახურავი გადააფარონ და ეკლესია დაამახინჯონ? ეკლესიების რესტავრაცია ასე არ ხდება.

Posted by: ბურზო 7 Jun 2010, 20:48
axalirevolucia

შესაბამის განყოფილება მოძებნე
არ არის ამ თემის ადგილი აქ no.gif


http://www.radikal.ru


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)