NAOKI[quote].
[quote]თბილისი, 28 მაისი — Sputnik. თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს დახმარებისთვის მიმართავენ, ისინი მას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე.
თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჩვენ დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რაიმე დახმარება, ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იგივე ტესტირებასთან ან კიდევ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მზად საქართველო კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მისაღებად.
„რაც შეეხება სამკურნალო პროცესს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო უარს კი არა პირიქით, ყველა ღონეს იხმარს თუ სომხეთს ეს დახმარება სჭირდება. პირველ რიგში, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დააყენოს ეს საკითხი და მაშინ დარწმუნებული ვარ, საქართველო სიამოვნებით მიიღებს. მოგეხსენებათ, ქართველები იყვნენ პირველები, რომლებიც სპიტაკის მიწისძვრის დროს ჩავიდნენ სპიტაკში სხვა ერებს შორის. ჩვენ მზად ვართ ყოველთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
სულ ცოტა ღიმილისმომგვრელია (თუ სასაცილო არა) ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია. გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოში COVID 19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს", - ნათქვამია ცერცვაძის განცხადებაში,
ნიკოლ ფაშინიანმა ადგილობრივი მედიის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, დასაშვებად მიიჩნევს თუ არა სომხეთის მთავრობა, კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებისთვის საქართველოს მიმართოს.
„ვიმედოვნებთ, რომ ამის საჭიროება არ დადგება. რადგან ჩვენ ყველაფრის ისე გაკეთებას შევძლებთ, რომ რეანიმაციული განყოფილებების აუცილებლობა არ იყოს. ამრიგად, შევძლებთ, გავაკეთოთ ისე, რომ დახმარება არ გახდეს საჭირო.
[/quote]
ამეებს არ კითხულობთ?....შევთავაზეთ შევთავაააზეეეეთთთ...და არ გვინდაო არააოო...რატო იმეორებთ კიდევ და კიდევ დავეხმაროთო-დავალება გაქვთ ჩვენი დახმარების შეთავაზება გააბაიბუროთ დრაკში ამოისვათ?