კიდევ ერთხელ მინდა ვცადო ამ თამაშის პოპულარიზაცია
ვინც იცით რა ხილია აგერაა კლიენტის ისტალაცია:
http://mtgoinstall.wizards.com/installers/mtgodl2.exe ინსტალაციის მერე დააფდეითდება და რომ გაეშვება Check for free trial-s დააჭერთ.
შემოდით დავცხოთ ონლაინზე. თუ მოგეწონებათ მერე ისეც ვითამაშოთ ხოლმე.
ვინც არ იცით მოკლედ აღვწერ რა თამაშია:
MTG ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. რეგულარურად იმართება ტურნირები და შეჯიბრებები (საკმაოდ სოლიდური თანხებიცაა პრიზები). თამაში ხდება კარტებით. ეს სპეციალური კარტებია, "მაგიური" კარტებია, რომელთა რაოდენობა მემგონი 10 000-ზეც მეტია უკვე.
თუ როგორი "კალოდით" ითამაშებ ეს მოთამაშეზეა დამოკიდებული. თვითონ ადგენს მას 2-3 წესის დაცვით (მაგალითად არ შეძლება რომ 1 ტიპის კარტი 4-ჯერ მეტჯერ მეორდებოდეს და ა.შ.). ამდენი სხვადასხვანაერი კარტის არსებობა და მათი "კოლოდების" კონბინაცია ძალიან საინტერესოს ხდის თამაშს. არასოდეს არ იცი ვის ეთამაშები და რა "კალოდას" შეეეჯახები.
თვითონ კარტები თავისთავად ძალიან კაი არტისტების ნამუშევარია. ზოგი მხოლოდ მათი შეგროვებთაცაა დაკავებული.
მოკლედ MTG-ში არის 5 ტიპის (ფერის) მაგია.
ქვემოთ მოკლედ აღვწერ თითოეულის უპირატესობებს ჩემ გამოცდილებაზე დაფუძვნებით:
1. თეთრი (მიწის) მაგია ამ ფერს დამახასიათებელია ძირითადად განკურნება და სიცოცხლის მომატება. არ ყავს ძალიან ძლიერი მეომრები. ამ ფერით მოთამაშე შეიძლება არ კი გადავიდეს თავდასხმაში და ისე მოიგოს. იმდენ სიცოცხლეს მოიმატებს რომ ვერ მოასწრებ დაკლებას. ახასიათებს მოწინააღმდეგის მეომრების გაუვნებელყოფის მაგიებიც : მაგალითად "პაციფიზმი" მოწინააღმდეგის მეომარს "ადაუნებს" და უსარგებლოს ხდის.
2. შავია(ჭაობის) მაგია თეთრისგან განსხვავებით აქ სწორედ რომ სიცოცხლის ნაკლებობაა მთავარი პრობლემა. უმეტესობა მეომრის შემოყვანისას მოთამაშეს სიცოცხლე აკლდება. სამაგიეროდ შემოსვლისას მომენტალურად შეუძლიათ მოწინააღმდეგის მეომარი გაისტუმრონ საიქიოს. დამახასიათებალა მაგალითად "გრევიდიგერი" რომლის შემოსვლის მერე მოთამაშეს აქვს უფლემა სასაფლაოდან დაღუპული მეომარი აღადგინოს.
3. ცისფერი(წყლის) მაგიაამ ფერით მოთამაშე მაგს ძალიან ბევრი ე.წ. "მმფრინავი" მეომრები (მფრინავს ის უპირატესობა აქვს რომ მხოლოდ სხვა მფრინავს შეუძლია მისი გაჩერება) და კაუნტერ-სპლელ კარტები აქვს. თუ კარგად აეწყო ასეთი მაგის თამაში მას შეუძლია უბრალოდ არ შემოგაყვანინოთ თქვენი მეომრები და თავისი მფრინავი დრაკონებით და სხვადასხვა ჯურის ჩიტების ცოცხლად შეგჭამოთ
4. წითელი(ცეცხლის) მაგია.ოო ეს ფერი ძალიან უყვარს გობლინებს და ორკებს. ამ ფერს ძალიან ბევრი იაფი მეომარი ყავს. სამაგიეროდ ეს უზრუნველყოფს მათ სწრაფ შემოყვანას თამაში. ამ ფერის მაგი ძალიან სწრაფად თამაშობს. თითქმის ყველა მეომარს აქვს თვისება "ჰეისტი", ანუ შემოვლისთანავე ბრძოლაში შეუძლიათ ჩაბმა. ამ კარტით მოთამაშეს შეუძლია პირველივე სვლებზე დაგამარცხოთ ისე რომ არ გაცალოთ "მძიმე არტილერიის" გამოყვანა ბრძოლის ველზე
5. მწვანე(ტყის) მაგია:ელფები და მძიმე წონიანი მეომრები. აქ მთავარია გაუძლო პირველი რამოდენიმე რაუნდი. საკმარისი მანის დაგროვების მერე კი მწვანე მაგს წინ ვერავინ დაუდგება, რადგან ისეთ ტიტან მეომრებს გამოიყვანს ბრძოლის ველზე რომ ყველას გადაუვლის.
მოკლედ ეს იყო მინი მიმოხილვა. არავინ არ გიშლით რომ რამოდენიმე ფერის "კოლოდა" ააწყოთ, მაგალითად "წითელ/მწვანე" და ა.შ.
This post has been edited by Abnormalia on 23 Jan 2006, 13:33