nothing_else_mattersახლახანს დავბრუნდი კარიბის ზღვიდან. საფრანგეთის ტერიტორიებზე ვიყავი მანდ და პირველად დავიქირავე იახტა - დაახლოებით 7 მეტრი 150 ცხენის ძალა, ძალიან კარგი გამოცდილება იყო, თუმცა წინასწარ მოვემზადე ყველაფრისთვის. იმისათვის რომ იქირავო გემი/კატერი ან თუნდაც ზღვის მოტოციკლი(ჯეტსკი) გჭირდება მართვის მოწმობა რომელიც არის 2 ტიპის: ზღვის(11კმდე ნაპირიდან ან ულიმიტო) და მდინარის(20 მეტრი სიგრძის გემი ან ულიმიტო). ეს ორივე მართვის მოწმობა ავიღე საფრანგეთში, ჩავაბარე თეორიული გამოცდა და გავიარე პრაქტიკა. ბიუჯეტი დაახლოებით 600-1000 ევრო და დრო 1-2თვე. საქართველოში ვერც კი ვავიგე სადმე თუ კეთდება საერთოდ, არავინ არაფერი იცოდა
მოწმობის შემდეგ ქირავობა უკვე ფინანსებთანაა დაკავშირებული, რაც კარგია იახტა მით უფრო ძვირი ღირს, იწყება 200-300 ევროდან დღე(9-17სთმდე) და ზევით. საწვავსაც კარგად მოიხმარს(მინიმუმ 1 ლიტრი ბენზინი კილომეტრი). ასევე უნდა გაითვალისწინო რომ საგარანტიო თანხას ითხოვენ რომ დაუტოვო(რამე რომ დააზიანო დაიტოვებენ) 2000 ევრო დაახლოებით.
კრუიზები და გემით კატაობა სულ სხვაა, აი შენ რომ ხარ კაპიტანი და შტორმში ატარებ მაგას აქვს მუღამი. აი ასეთი ზღვა დამხვდა