Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > ბოტანიკური ბაღი


Posted by: Michealngelo 28 Dec 2006, 23:45
ბოტანიკურ ბაღში თბილისელები რატომ არ დადიან? თუ დადიან
ძალიან იშვიათად... ალაბათ პირობები არ არის საამისოდ?
ვის ეხება ამ ბაღის დახმარება? გავიგე, ივანიშვლი ეხმარება თურმე...იქნებ იცით რამე?

Posted by: ტემპერა 28 Dec 2006, 23:54
Michealngelo
QUOTE
ბოტანიკური ბაღი, როგორია ბოტამიკური ბაღი და როგორი უნდა იყოს

მშვენიერია, წელს მთელი ზაფხული მანდ გავატარე და ძალიან მაღალ დონეზეა მოვლის კულტურა..
ერთ ქაღალდს ვერ ნახავთ დაგდებულს, დაცვა მოძტრაობს ყოველ 2 მეტრში..
მოკლედ მშვენიერი ადგლია დასვენებისთვის, თან როდესაც თბილისში ძალიან ცხეელა..

Posted by: ტემპერა 29 Dec 2006, 00:02
ესეც ძველი ფოტო..
-------------------------

Posted by: MiXaKo 29 Dec 2006, 00:14
ტემპერა

შენ გეცოდინება მაშინ, რა ღირდა ზაფხულში მანდ შესვლა? იმის მერე არარ ვყოფილვარ, რაც 30 თეთრი ღირდაsmile.gif გაძვირდა თუ ისევ ისეა?

Posted by: ტემპერა 29 Dec 2006, 00:20
MiXaKo
QUOTE
შენ გეცოდინება მაშინ, რა ღირდა ზაფხულში მანდ შესვლა? იმის მერე არარ ვყოფილვარ, რაც 30 თეთრი ღირდა გაძვირდა თუ ისევ ისეა?

1 ლარი..

Posted by: eloiza 29 Dec 2006, 00:29
QUOTE
ბოტანიკური ბაღი

რამდენი ხანია არ ვყოფილვარsad.gif

Posted by: LeGo 29 Dec 2006, 13:58
და გველები??? ბოლოს რომ ვიყავი (რამოდენიმე წლის წინ, გაზაფხული-ზაფხული იყო smile.gif ) მივსეირნობდი (მოასფალტებულ) ბილიკებზე და ჩემს წინ (ალბათ უკანაც) გარდი-გარდმო დასრიალებდნენ წყვილ-წყვილად...

Posted by: Michealngelo 29 Dec 2006, 15:02
კაფე აკლია ბაღს რომ ადამიანმა დაისვენოს. ბავშვებისთვისაც არაფერი არ არის, რომ გაერთონ

Posted by: MiXaKo 29 Dec 2006, 23:44
QUOTE
კაფე აკლია ბაღს რომ ადამიანმა დაისვენოს

კაი რა, რაღაც ხო უნდა დარჩეს, სადაც კაფე, რესტორანი, კაზინო და საუნა არ იქნებაsmile.gif კაფეების მეტი რა არის, ბოტანიკურშიც რო არ წამოჭიმონsmile.gif

Posted by: SPC 30 Dec 2006, 00:21
QUOTE
კაფე აკლია ბაღს რომ ადამიანმა დაისვენოს. ბავშვებისთვისაც არაფერი არ არის, რომ გაერთონ

აუ კაააი რა მართლა, უფ! მთელი ხიბლი ეგ არის ბოტანიკურის, აუ რა საშIნელება იქნება ბოტანიკურშI სახაშე, სახინკლე და რავიცი ეშმაკის ბორბალი რომ გაიჩითოს

Posted by: ტემპერა 30 Dec 2006, 11:28
Michealngelo
QUOTE
კაფე აკლია ბაღს რომ ადამიანმა დაისვენოს. ბავშვებისთვისაც არაფერი არ არის, რომ გაერთონ

მაგ პარკის მთელი მუღამიც ეგ არის რომ, შუა თბილისში ხარ და უღრანი ტყეა, მოწყდები მანქანების ხმაურს და გამონაბოლქვს ახვალ და დაისვენებ რომელი ჯიშის ხეც გესიამოვენბა იმასთან..
თან განსაკუთრებით შუა ზაფხულში ასწორებს, + 45 როცაა
იფფფ.. იფფფ,,,
ერთადერთი მაგ ბაღს რაც აკლდა ეს იყო მოუვლელობა და დაცვა..
ამასაც ეშველა..
დაცვა ყოველ 2 მეტრში გხვდება,
დისწიპლინა დამყარადა, სისუფთავეა (ბიჩოკის დაგდება გაგიტყდება),
მოკლედ ყველას გირჩევთ ახვიდეთ და განიმუხტოთ ქალაქის ერთფეროვანი ცხოვრებისგან..


Posted by: kudracha 30 Dec 2006, 12:19
ტემპერა
ვეთანხმები ამ კაცს bis.gif
ერთი რამ მაინტერესებს, თუ იცი, კრწანისის რეზიდენციის ტერიოტრია უერთდება ბოტანიკურ ბაღს? კრწანისის მხრიდან დაიწყეს მრავალსართულიანების აშენება და ბაღისკენაც თუ გადაინაცვლეს, მაგრა დააუშნოვებენ იქაურობას. yes.gif

Posted by: offspringer 30 Dec 2006, 12:57
ბოლოს ვიყავი დეკემბერში

სისუფთავე მაგარია, მარა პივასაც ვაპარებ და პიკნკისთვიოსაც მაგარია, ეს ზაფხულში

Posted by: Michealngelo 2 Jan 2007, 15:45
სახინკლეს და კაფეს შორის დიდი განსხვავებაა... ამას წინათ მეგობარს ბავშვი ყავდა წაყვანილი, ისე მოშივდა პატარას, გინდა თუ არა წამიყვანეო... ისე შედით ლონდონის, ნიუ-იორკის, მისსურის ბოტანილური ბაღების საიტებზე - არა მარტო კაფეებია, საბავშვო გასართობი სივრცეები აქვთ გაკეთებული, ბევრი სხვა რამაც... ცუდი ისაა, რომ ქართველებმა არ ვიცით რა არის კულტურა - თუ კაფე, აუცილებლად "აფრები" უნდა ისმოდეს?!

Posted by: Kutso 6 Apr 2009, 22:16
ეს თემა რატომღაც დაძირული და მივიწყებულია...

ვინმემ იცის ახლა რა სიტუაციაა ბოტანიკურში? საუკუნეა არ ვყოფილვარ...

Posted by: marki 6 Apr 2009, 22:22
QUOTE
ეს თემა რატომღაც დაძირული და მივიწყებულია...

ვინმემ იცის ახლა რა სიტუაციაა ბოტანიკურში? საუკუნეა არ ვყოფილვარ...

ივანიშვილი იპყრობს, მოედებაო მალე - მეტასტაზასავით და რე ვიცი....

Posted by: Kutso 6 Apr 2009, 22:27
marki

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif...

და სანამ დაიპყრობს...

ვინმე დადის ვაბშე მანდ? რა სიტუაციაა? თუ კიდია იმენა ხალხს?

Posted by: SwaT-2011 6 Apr 2009, 23:28
1 წლის უკან ვიყავი ბოლო ჯერ დევიკარგე იქ და ქართლის დედასთან გავიჩითე ბოლოს biggrin.gif

Posted by: kanonika 6 Apr 2009, 23:33
Kutso
QUOTE
ვინმე დადის ვაბშე მანდ? რა სიტუაციაა? თუ კიდია იმენა ხალხს?

მე ხშირად ავდივარ, მაგაზე კარგი ადგილი არც არსებობს თბილისში, თან თბილისია და თან არ არის, ულამაზესი ლანდშაფტი, მწვანე, კლდე, ეხები, მდინარუკა, ხიდები.. რა ვიცი..ამინდში ჩანჩქერშიც შევდივარ ხოლმე smile.gif


ყოველ დილით ჩიგუნის ჯგუფი ადის, და გარშემო ხალხი სულ დაბოდიალობს.

თუკი ივანიშვილი რაიმეს დააპირებს, აი მანდ უკვე მივებმები რომელიმე კლდეს ჯაჭვით და ესე ჩამოვუტან ხალხს ბოტანიკურ ბაღს biggrin.gif

Posted by: abelo 7 Apr 2009, 00:15
მეც დავდივარ აქტიურად და ბავშვებიც დამყავს.
ჩამოჯდები შენთვის სკამზე, გაირინდები და ყურები გეტკინება სიჩუმისგან. smile.gif

წინა გვედზე პოსტებს უნდა გამოვეხმაურო biggrin.gif, მერე რა რომ შარშანწინდელია...

კარგია რომ ბაღის ტერიტორიაზე არ არის კაფე, ძირს კაფე, რადგან სადაც კაფეა იქ ქართველები ნაგავსაც დაყრიან.
ან მომხმარებელი დაყრის ან კაფის მეპატრონე, რა მნიშვნელობა აქვს.
ბაღი მოვლილი და გაწკრიალებულია. ახალი ნარგავებიც აქვთ და ყვავილნარებსაც მუდმივად ანახლებენ.

თუ ბავშვს მოშივდება წაუღოს დედამ სახლიდან პეჩენია, ბუტერბროდი, წყალი, ოღონდ პიკნიკს რომ მორჩებიან სანაგვეში ჩაყარონ უკანასკნელი ქარალდის ნაგლეჯიც კი.
ურნები ბევრია.

მიყვარს ბოტანიკურ ბაღიlove.gif , ტფილისის გულშია და ქალაქის გუგუნი და ორომტრიალი მაინც ვერ აღწევს მის კედლებში .

Posted by: Pioneer 7 Apr 2009, 01:07
ლუდის დალევა მოსულა ბოტანიკურში?
კულთურულად რა თქმა უნდა..

Posted by: ტემპერა 7 Apr 2009, 01:22
Pioneer
QUOTE
ლუდის დალევა მოსულა ბოტანიკურში? კულთურულად რა თქმა უნდა..

არა..
შეიძლება წომნად შეიტანო, მარა დაცვა მოძრაობს ყველგან და დაგინახავენ,,

Posted by: Pioneer 7 Apr 2009, 02:02
ტემპერა
QUOTE
არა.. შეიძლება წომნად შეიტანო, მარა დაცვა მოძრაობს ყველგან და დაგინახავენ,,

ეგრე ტეხავს.. მაგრამ მამენტ სწორიცაა, აოხრებისგან იცავენ..

Posted by: CityZen 7 Apr 2009, 02:07
რა მაინტერესებს... აი, სოლოლაკის (ყოფ.კომკავშირის) ხეივნიდან რომ გადაგეხედა, სწორედ ამ გადასახედი ტერასების ქვემოთ, შიგ ბაღში უამრავი ნაგავი ეყარა - ამას თუ ეშველა რამე? (ორი წლის წინ ჯერ ასე იყო)

Posted by: LIKA-KHATIA 7 Apr 2009, 02:12
CityZen
QUOTE
შიგ ბაღში უამრავი ნაგავი ეყარა - ამას თუ ეშველა რამე

შიგ ბაღში არა , მაგრამ ფერდობებზე სადაც კაცის ხელი ვერ სწვდება ყრია გაუხრწნელი მასალის ნივტები.
ხვდები ხომ რაც?
ბოთლები, პარკები,

Posted by: CityZen 7 Apr 2009, 02:19
LIKA-KHATIA
yes.gif მაგ ფერდობებს ვფულისხმობდი სწორედ. ახლა ჩვეულებრივი გამვლელის ხელი თუ ვერ სწვდება, კეთილმოწყობის სამსახურის გრძელი ხელიც biggrin.gif ვერ სწვდება?! სამწუხაროა...

Posted by: LIKA-KHATIA 7 Apr 2009, 02:38
CityZen
QUOTE
კეთილმოწყობის სამსახურის გრძელი ხელიც  ვერ სწვდება?!

მაგას სკალალაზი თუ Uშველის, biggrin.gif


Posted by: tikoroma 7 Apr 2009, 04:29
QUOTE
კარგია რომ ბაღის ტერიტორიაზე არ არის კაფე, ძირს კაფე, რადგან სადაც კაფეა იქ ქართველები ნაგავსაც დაყრიან.

მართალია.. ტყეში საეირნო, დასასვენებელი ადგილია..
ზაფხულობით დავდივართ ხშირად smile.gif
ეგ და მზიური ძალიან მიყვარს..

Posted by: Boker 11 Apr 2009, 21:27
კარგია ბოტანიკური ბაღი, სხვაგან ქარი რომ ანგრევს ყველაფერს, მანდ ნიავიც არ არის. ზამთარში ყოველთვის სითბოა და ზაფხულში სიგილე. ისე ბავშვებისთვის პატარა კაფე რომ იყოს უკეთესი იქნებოდა. სამაგიეროდ მაქედან უკან მგლებივით მოშიებულები მომყავს პატარები. biggrin.gif
ერთი არ მომეწონა, ივანიშვილის დაცვა ზემო მხრიდან მანქანებს აღარ ატარებს და პატარა ბავშვებს ქართლის დედასთან ვეღარ მიიყვან. sad.gif
ტროტუარი მანდ არ არის და სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანი შუა გზაზე (რომელიც ფუნიკულიორისკენ და წავკისისკენ მიდის) პატარებს არ ჩაატარებს.

Posted by: bja 22 Apr 2009, 02:29
გუშინ ვიყავი ბოტანიკურში და მეამა დიდად. დასუფთავებულია იქაურობა, მოვლა ეტყობა.
რომ შევედი ისეთი ფერადი ტულპანებია დარგული, ჰოლანდიელსაც კი შეშრუდა biggrin.gif
შესვლა ლარი ღირს. საკმაოდ იყო ხალხიც.

http://ipicture.ru/

http://ipicture.ru/

Posted by: Gnida 22 Apr 2009, 02:30
bja
QUOTE
უშინ ვიყავი ბოტანიკურში და მეამა დიდად. დასუფთავებულია იქაურობა, მოვლა ეტყობა. რომ შევედი ისეთი ფერადი ტულპანებია დარგული, ჰოლანდიელსაც კი შეშრუდაშესვლა ლარი ღირს. საკმაოდ იყო ხალხიც.

ნინ,ბავშვობა გამახსენდა bis.gif

Posted by: bja 22 Apr 2009, 02:32
Gnida

2kiss.gif
მე ჯერ კიდევ ბავშვობაში ვარ biggrin.gif

Posted by: Gnida 22 Apr 2009, 02:34
bja
QUOTE
Gnida

მე ჯერ კიდევ ბავშვობაში ვარ

+69
ლამაზი ფოტოებია და მომენატრე 2kiss.gif bis.gif

Posted by: kanonika 22 Apr 2009, 21:19
bja
სადღაც მაისის ბოლოს და ივნისში მაგ ჩანჩქერის ქვეშ დგომას არაფერი ჯობია.

ჩემთვის ეს ზეკაიფია biggrin.gif

მერე ბევრი ხალხი ადის და აბინძურებს ნაპირებს, და აგვისტოში წყალი კლებულობს და არ ღირს შესვლა.


ერთხელ დილაუთანია ვიყავი ასული და ჩანჩქერის ქვეში "ვცურავდი" და უცებს კანატკა ჩამოეშვა და ორი სკალაზი ჩამოხტა biggrin.gif
მანამდე კი მიყვიროდნენ "გაიწიე!", "გაიწიე!".. დილა იყო და ძალიან ფხიზელი ვიყავი, ტორემ ვიფიქრებდი ნაადრევად მოვიდა ბელაიაა, ბელაია...

თურმე შევარდნაძის დაცვას ავარჯიშებდნენ biggrin.gif


Posted by: bja 22 Apr 2009, 23:16
kanonika

ჰაჰაჰა

ისე ჩემხელა ასოებით არის დაწერილი, რომ ბანაობა აკრძალულია tongue.gif

Posted by: TT+ 23 Apr 2009, 12:07
abelo
QUOTE
მეც დავდივარ აქტიურად და ბავშვებიც დამყავს.

bja
QUOTE
გუშინ ვიყავი ბოტანიკურში და მეამა დიდად. დასუფთავებულია იქაურობა, მოვლა ეტყობა.
რომ შევედი ისეთი ფერადი ტულპანებია დარგული, ჰოლანდიელსაც კი შეშრუდა
შესვლა ლარი ღირს. საკმაოდ იყო ხალხიც.



ვა რა კარგი რამე მითხარით
აუცილებლად ავალ როგორც კი დათბება, საიდან შედიხართ ხოლმე?
ბოლოს როდის ვიყავი არც მახსოვს, გზაც კი აღარ მახსოვს sad.gif


ტემპერა
QUOTE
შეიძლება წომნად შეიტანო, მარა დაცვა მოძრაობს ყველგან და დაგინახავენ


და რამეს გეტყვიან ლუდის დალევაზე? თუ არაფერს აშავებ და ბოთლს ნაგვის ყუთში ჩააგდებ?

Posted by: Swayzak 23 Apr 2009, 12:11
მშვენიერი ადგილია დასასვენებლად. ერთი ზრდილობიანი კაფე ნამდვილად არ აწყენდა.

Posted by: abelo 23 Apr 2009, 13:09
TT+
აბანოთუბნიდან ადის ბოტაიკურის ქუჩა, იმ ქუჩის ბოლოში არის ბაღის შესასვლელი.
სასიამოვნო გასეირნებას გისურვებ. smile.gif

Posted by: Anie 23 Apr 2009, 13:21
რა ღირს შესვლა rolleyes.gif


QUOTE
და რამეს გეტყვიან ლუდის დალევაზე?




Posted by: lexa 23 Apr 2009, 15:04
QUOTE (LeGo @ 29 Dec 2006, 13:58 )
და გველები??? ბოლოს რომ ვიყავი (რამოდენიმე წლის წინ, გაზაფხული-ზაფხული იყო smile.gif ) მივსეირნობდი (მოასფალტებულ) ბილიკებზე და ჩემს წინ (ალბათ უკანაც) გარდი-გარდმო დასრიალებდნენ წყვილ-წყვილად...

მერე არ იკბინებიან ეგ გეველბი? spy.gif

Posted by: World maps 23 Apr 2009, 15:15
ეთი თვის წინ მზიან ამინდში ჩემი პატარა, გავასეირნე ,ბოტანიკურში...მოვლილიც არი და ხალხიც იმდენი იყო lol.gif (მოზასავე წყვილები) lol.gif სად დავმჯდარიყავი არ ვიცოდი

Posted by: LeGo 23 Apr 2009, 22:30
lexa
QUOTE
მერე არ იკბინებიან ეგ გეველბი?

ზოგადად კი... მაგრამ კონკრეტულად ეგენი არ ვიცი smile.gif

Posted by: cicila 24 Apr 2009, 00:03
LIKA-KHATIA
QUOTE
მაგას სკალალაზი თუ Uშველის, 

biggrin.gif

კ წემე

ჩვენს ტერიტორიას ყოველთვის ვასუფთავებთ


ჩემთვის ბოტანიკური ბაღი შემოიფარგლება ლეღვთახევის ზემო ნაწილით, კლდე სადაცაა, ბოტანიკის ინსტიტუტთან, ეგაა მთამსვლელების სამოთხე biggrin.gif

http://www.radikal.ru

Posted by: LIKA-KHATIA 24 Apr 2009, 00:32
Anie
QUOTE
რა ღირს შესვლა

1 ლარი.
cicila
QUOTE
ჩემთვის ბოტანიკური ბაღი შემოიფარგლება ლეღვთახევის ზემო ნაწილით, კლდე სადაცაა, ბოტანიკის ინსტიტუტთან, ეგაა მთამსვლელების სამოთხე

ჰა ბურთი რა იყო და თოკი და კლდე. jump.gif

Posted by: Anie 24 Apr 2009, 01:02
ბოლოს როდის ვიყავი ბოტანიკურში არც მახსოვს
ძალიან მიყვარს ეგ ადგილი
მაგრამ რატომღაც "არაპოპულარული" ადგილია user.gif

Posted by: cicila 24 Apr 2009, 03:39
LIKA-KHATIA
QUOTE
ჰა ბურთი რა იყო და თოკი და კლდე. 

მადლობას მოგახსენებთ მემ chest.gif

Posted by: SwaT-2011 25 Apr 2009, 15:20
ყველაზე მაგრა ბოტანიკურის ბუნკერი ასწორებს გამე biggrin.gif

Posted by: INA-INA 25 Apr 2009, 15:29
შემოდგომა

http://img211.imageshack.us/my.php?image=photoina0110o.jpg

* * *
http://img211.imageshack.us/my.php?image=photoina0111.jpg

Posted by: Anie 29 Apr 2009, 20:34
user posted image

Posted by: ევროპა 9 May 2009, 13:27
ბოტანიკურ ბაღში იმიტომ არ დადიან, რომ გვირაბში საშინელი შარდის სუნია, ისეთი,, რუსთაველზე როა

Posted by: INA-INA 9 May 2009, 13:44
ევროპა

და გვირაბის გარდა აღარაფერია ბოტანიკურში ? biggrin.gif

http://img10.imageshack.us/my.php?image=75941049.png

Posted by: komsi_komsa 13 May 2009, 15:21
რამდენი ხანია აღარ ვყოფილვარვ ნეტა რა ხდება გაალამაზეს თუ არა

Posted by: TT+ 13 May 2009, 15:29
abelo
QUOTE
აბანოთუბნიდან ადის ბოტაიკურის ქუჩა, იმ ქუჩის ბოლოში არის ბაღის შესასვლელი.
სასიამოვნო გასეირნებას გისურვებ. 


დიდი მადლობა smile.gif ამ კვირას მინდა ასვლა
და უფრო ზუსტად ვერ მეტყვი გზას? ან რომელი ქუჩით ავიდე?

Posted by: bja 13 May 2009, 15:44
TT+

ჭრელი აბანოს გვერდზე ადის პატარა ქუჩა. ახლა საერთოდ დანგრეულია, მილებს ცვლიან, აი მაგ ქუჩას აუყევი და მიხვალ შესასვლელთან. ან ადი ნარიყალაზე და გვერდით კიბე რომ ჩადის მაგას ჩაუყევი და ეგეც მანდ მიგიყვანს smile.gif

Posted by: Fe_male 14 May 2009, 17:34
ბოტანიკური ბაღი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია თბილისში.. სამწუხაროდ ჯერ ვერ ვახერხებ ასვლას, მაგრამ იმედი მაქვს მალე დამთავრდება თბილისში ეს აქციები.. წელიწადის ნებისმიერ დროს ძალიან ლამაზია... თან ყველაზე მეტად ის მომწონს რომ ძალიან ცოტა ხალხია ხოლმე.....))))

Posted by: abelo 23 Jun 2009, 22:47
ვიპოვე როგორც იქნა ეს თემა,
და რომ არ დავწერო არ იქნება.

რა უბედურებაა, რამოდენიმე სკამით მეტი რომ დადგან ბაღში არ შეიძლება?

2 დღის წინ ვიყავი, არც ერთი სკამი არ იყო თავისუფალი.
მარათონული გარბენა მოვაწყვე რომ ხის კუნძზე მოვკალათებულიყავი.

მოსეირნე ხალხიც ჩემს დღეში იყო.

და ვინ იჯდა/იწვა ამ დროს სკამებზე?
ბოტანიკური ბაღის დაცვა და გადაქანცულ სახიანი ბაღის თანამშრომლები. (ნუ ეს უკანასკნელები იწვნენ biggrin.gif )

კარგით რა... ყველაფერში გურჯობა შეიძლბა?


Posted by: INA-INA 25 Jun 2009, 20:17
abelo

რავი მე დღეს ვიყავი, ქვეყანა თავისუფალი ადგილი იყო smile.gif

ძალიან გამიხარდა ეს ყვავილები რომ დავინახე
http://img171.imageshack.us/i/dsc02810.jpg/



Posted by: khoshkakali 28 Jun 2009, 05:51
კიდევ მეტი სურათები დადეთ რა. 2kiss.gif ისე გვირაბში შარდის სუნი რატომ არის?

Posted by: SwaT-2011 28 Jun 2009, 07:38
გვირაბის ფოტორბი სიგნიდან დადეთ რა თუ შეძლებთ smile.gif

Posted by: INA-INA 28 Jun 2009, 23:45
swati-2009

ბოტანიკურიდან გვირაბში შესასვლელები დაკეტილია. მინდოდა შესვლა მაგრამ ვერაო smile.gif



ეს კაკტუსები

http://img142.imageshack.us/i/dsc02762s.jpg/


http://img32.imageshack.us/i/dsc02792v.jpg/

ამ ლოტოსებზე ხო ჭკუა დამეკეტა
http://img37.imageshack.us/i/dsc02802a.jpg/

http://img229.imageshack.us/i/dsc02803s.jpg/

ჩანჩქერი
http://img72.imageshack.us/i/dsc02898.jpg/



Posted by: pipa 29 Jun 2009, 10:23
არ ვიცი სად დავწერო, ვაკის პარკის შესასვლელში, კაფე"ბაბაკო" რომ იყო იქ უზარმაზარ ჭადრებს ჭრიან.ასე 5-6 მოჭრეს ელექტრო-ხერხით sad.gif

ძირში მოჭრეს. მერიის გამწვანების სამსახურმა, ასევე ძედამხედველობის სამსახურმაც, ეგ ჩვენ არ გვეხებაო.ვაკის პარკის ადმ. ეხებაო

Posted by: annak 29 Jun 2009, 11:20
QUOTE
ასე 5-6 მოჭრეს ელექტრო-ხერხით 

sad.gif sad.gif sad.gif
ზედა ნაწილი გადაჭრეს თუ მთლიანად ძირშივე მოჭრეს?

პ.ს. ხის მოჭრა "მკვლელობა" მგონია, მართლა :უსერ:

Posted by: abelo 29 Jun 2009, 14:17
QUOTE
მერიის გამწვანების სამსახურმა, ასევე ძედამხედველობის სამსახურმაც, ეგ ჩვენ არ გვეხებაო.ვაკის პარკის ადმ. ეხებაო


იმედია მორიგ პიზის კოშკს არ ჩადგავენ.
თუმცა ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი sad.gif

Posted by: Ania 30 Jun 2009, 23:59
ტემპერა
შენც დაცუცუნცულობ მაანდ? გენაცვალე 2kiss.gif
QUOTE
აგ პარკის მთელი მუღამიც ეგ არის რომ, შუა თბილისში ხარ და უღრანი ტყეა

yes.gif smile.gif
QUOTE
რომელი ჯიშის ხეც გესიამოვენბა

თან ყველას რომ თავისი სურნელი აქვს ეგ მიყვარს.
კარგია, მაგრამ არაა კარგად მოვლილი, ნაგავი ყრიათქო ვერ ვიტყვი მაგრამ უკეთესიც შეიძლება, ერთი ისაა რო მოგშივდეს ან მოგწყურდეს არ იყიდება არაფერი..


Posted by: ტემპერა 1 Jul 2009, 00:31
Ania
QUOTE
შენც დაცუცუნცულობ მაანდ? გენაცვალე

biggrin.gif ჯერ არ ვყოფილვარ.. ისე კი მინდა, მეც გენაცვალე.. 2kiss.gif

Posted by: Ania 1 Jul 2009, 14:52
ტემპერა
როდის უნდა დამხატო რო დავბერდები და დავჩაჩანაკდები? biggrin.gif

Posted by: buendio 1 Jul 2009, 15:16
QUOTE (pipa @ 29 Jun 2009, 10:23 )
არ ვიცი სად დავწერო, ვაკის პარკის შესასვლელში, კაფე"ბაბაკო" რომ იყო იქ უზარმაზარ ჭადრებს ჭრიან.ასე 5-6 მოჭრეს ელექტრო-ხერხით sad.gif

ძირში მოჭრეს. მერიის გამწვანების სამსახურმა, ასევე ძედამხედველობის სამსახურმაც, ეგ ჩვენ არ გვეხებაო.ვაკის პარკის ადმ. ეხებაო

აუუუ, ბაბაკოს ჭადრების ჩრდილში მიყვარდა ჯდომა. cry.gif
არ მოჭრააააათ თქვენი vik.gif

Posted by: dimaopena 1 Jul 2009, 18:54
აი ბოტანიკური ბაღის სურათებია შარშან გადაღებული მართლა კაი წყნარი მშვიდი და საყვარელი ადგილია
ცოტაა უხერხულ სიტუაციებს რო არ ვაწყდებოდეტ biggrin.gif

http://www.radikal.ru

http://img174.imageshack.us/i/dsc001121024x768.jpg/

http://img15.imageshack.us/i/dsc001101024x768.jpg/

Posted by: Ania 1 Jul 2009, 21:56
dimaopena
QUOTE
ცოტაა უხერხულ სიტუაციებს რო არ ვაწყდებოდეტ

შენ თუ გგონია ბოტანიკურში ხდება ცდები biggrin.gif ვერის ბაღში, რომელიც არის ერთი ციცქნა, სულ ყაყანია და ცარიელ სკამს ვერ ნახავ + ბავშვებით გაძეძგილს იქ ვერ იკაევებენ თავს და.. biggrin.gif
გადაღება მქონდა და მეთქი ეხლა შემომელანძღება ვიღაცაა, ბავშვებს ვიღებდი თორე ეგენი სულ არ მადარდებენ.

განა რამე, 21 წლის გოგო ვარ, biggrin.gif მარა ეს პარკში კოცნა ხვევნა რა უბედურებაა?! მარტო რო იყო კიდე ხო ბავშვებითაა გაძეძგილი. აი მზიურში ეგეთს რო წავაწყდე და იქვე ბავშვი დარბოდეს თუ არ ავყარო რა biggrin.gif

Posted by: HEPHAESTUS 2 Jul 2009, 00:11
Ania

პარკში ზასაობა ტეხავს? biggrin.gif

QUOTE
განა რამე, 21 წლის გოგო ვარ,მარა ეს პარკში კოცნა ხვევნა რა უბედურებაა?! მარტო რო იყო კიდე ხო ბავშვებითაა გაძეძგილი. აი მზიურში ეგეთს რო წავაწყდე და იქვე ბავშვი დარბოდეს თუ არ ავყარო რა


პენსია რამდენი გაქ ბებო? biggrin.gif

Posted by: Ania 2 Jul 2009, 00:30
HEPHAESTUS
QUOTE
პარკში ზასაობა ტეხავს?

არ ტეხავს, მაგრამ 7 წრეს რო გირტყავენ ბებიები და ბავშვები მოგწონს? თუ მარტო ვარ სადაც მინდა მაგრამ რა მუღამი აქ პარკში სადაც გვერდით ვიღაცა გიზის და ხალხი დადის არ ვიცი.

Posted by: პერწკლი 2 Jul 2009, 00:32
baby.gif შარშან ლეიშმანიოზის საშიშროება რომ იყო, წელს აღარ არის?

მინდა გავბოდიალდე და მეშინია.....

Posted by: HEPHAESTUS 2 Jul 2009, 00:34
Ania

და რას მიშვაბენ ის ბებოები ან ჩემი კოცნა რას უშლიტ ხელს?
კაი რაა... მტავარია მე რას ვგრძნობ იმ წუთას თორე სხვა რას იფიქრებს არ მკიდია...

Posted by: Ania 2 Jul 2009, 00:37
პერწკლი
QUOTE
მინდა გავბოდიალდე და მეშინია.....

უფ მასე შეიძლება რუსთაველზე დაგეცეს აგური biggrin.gif ორსულად თუ არ ხარ. წადი მე არ დამმართნია ჯერ არაფერი.

HEPHAESTUS
QUOTE
მტავარია

კაი ეხლა გეყო biggrin.gif
QUOTE
თორე სხვა რას იფიქრებს არ მკიდია...

ეგ მეც მკიდია, მამენტ მე არ დავდივარ სტადიონზე კაცთან ერთად და სადაც ვართ მარტო ვართ.

Posted by: HEPHAESTUS 2 Jul 2009, 00:41
Ania

QUOTE
სადაც ვართ მარტო ვართ.


ააა... ეგ სხვა საქმეა. ეს ოცნებებში თუ "ლაივში" ? biggrin.gif

Posted by: Ania 2 Jul 2009, 00:45
HEPHAESTUS
არ ვარ ეხლა შენთან კამათის ხასიათზე.

Posted by: Ania 7 Jul 2009, 21:11
რატო კეტავენ 8-ზე?! mad.gif mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: HEPHAESTUS 8 Jul 2009, 17:06
ეე უკვე ბოტანიკურშიც ცხელა... sad.gif
ყველგან ცხელა...

ჯავახეთში მინდა... აბულის ციხეზე. sad.gif

Posted by: ივანიჩ 8 Jul 2009, 17:26
ზასაობას ვინ ჩივის
გოგოსთან ერთად დაჯდები ვერის ბაღში, თავს კალთაში ჩაუდებ რაღაცა, ცხოვრება გიხარია რამე, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ტუდი სუდი და ამ დროს მოდის დაცვის ვიღაც სუნიანი ოღრაში და გეუბნება აქ ეგრე არ შეიძლებაო

ბლინ

კარგია მაგი?

Posted by: HEPHAESTUS 8 Jul 2009, 17:28
IVANICHA

ერტხელ ისე დაგვწყევლა მე და ჩემი შეყვარებული ერთმა ბებომ რო იმის მერე ვეღარ გავიხარე... ვერ ცხოვრებაში და ვერც იმ სკვერში. sad.gif

Posted by: Ania 8 Jul 2009, 20:42
IVANICHA
QUOTE
ტუდი სუდი

რა მაგარი სიტყვაა. biggrin.gif
QUOTE
ვერის ბაღში

რა მოგწონს იქ, მიტუმეტეს გოგოსთან ერთად ნუ თუ მეგობარი არაა და მეტია biggrin.gif
QUOTE
ჩიტები ჭიკჭიკებენ

მანდ სა მოისმინე ეგ? biggrin.gif ისეთი ყაყანია...

QUOTE
კარგია მაგი?

წადი სხვაგან. tongue.gif

8 -ზე არ კეტავდნენ რა.. დღესსაც საათს რო დავხედე წამოვედი mo.gif დღესაც კარგი იყო chups.gif

Posted by: ZSU-23-4 8 Jul 2009, 20:45
ბოტანიკურ ბაღში დიდი (Big) ბუნკერია, და შიგ რომ შეხვალ ჯაგა...ჯაგა... დისკოტეკაა givi.gif

Posted by: allgemein 8 Jul 2009, 21:36
თბილისელები არ ვიცი მარა სოლოლაკის მოსახლეობას, რომ
თანდათან ეზღუდება ბოტანიკურ ბახში ასვლა ეს დიდიხანია
ცნობილა.
ბატონი ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს რამოდენიმე წლის წინ
დაწყებულ, საზოგადოებრივი სივრცის უკანონოდ მითვისებას.

1. გადაიკეტა ბოტანიკურ ბაღში ჩასასვლელი , რომელიც
მდებარეობდა დღევანდელი (ივანიშვილის მიერ აშენებული)
გვირაბის ტერიტორიაზე, კოჯრის გზატკეცილზე.

2. მეორე ჩასასვლელიდან, რომელიც "სოლოლაკის ხეივნის" ტერიტორიაზე მდებარეობს, გაურკვეველი მიზეზების გამო
ჩასვლა აკრძალულია და მხოლოდ დაცვასთან კამათის შემდეგ
თუ მოახერხებთ ჩასვლას, რაც სრულიად გიკარგავს
დასვენების სურვილს.

3. ცოტახნის წინ გადაიკეტა ასასვლელი კიბე, რომლითაც
უკავშირდებოდით "სოლოლაკის ხეივანს" მაყაშვილის
ქუჩის ავლით.

4. ამჟამად მიმდინარეობს "სოლოლაკის ხეივნის" ალტერნატიული "ბილიკის" მშენებლობა (რომლის სიგანეც
დაახლოებით 120 სმ-ია)
ბილიკის მშენებლობა დაიწყო მოსახლეობასთან შეთანხმების
და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე.

ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ დაწყებული, უკანონო პრივატიზაციის შედეგია, რომელიც ასევე გრძელდება
დღესდღეობით და უაღრესად მძიმე შედეგამდე მიგვიყვანს,
თუ არ მოხდა საზოგადოების გააქტიურება ამ პრობლემის მიმართ.

Posted by: Ania 8 Jul 2009, 22:44
allgemein
მეც ვნახე დღეს, რეებს აშენებენ რა უბედურებაა. მეგობარი ხუმრობდა მიშამ აქ სახლი რო ჩადგას არ გაგიკვირდესო. biggrin.gif

დღეს დაცვამ მიცნო უკვე და გამოგვიარე კიდეო. biggrin.gif ამ დღეებში რო მივალ ერთი დაველაპარაკები, ეს 8-ზე დაკეტვები რა უბედურებაა?

Posted by: ივანიჩ 9 Jul 2009, 11:39
HEPHAESTUS
საწყალო შენ biggrin.gif
მთაწმინდაზე ადი იქ გაიხარე smile.gif

Ania
ნუ ეხლა ქალაქში სეირნობ და მოგინდება ბაღში შესვლა, რა არა?

Posted by: ZSU-23-4 9 Jul 2009, 11:49
ჯაგა... ჯაგა... დისკოტეკის შესასვლელი საიდანაა ხომ არ იცით?

Posted by: Ania 9 Jul 2009, 14:25
IVANICHA
QUOTE
ნუ ეხლა ქალაქში სეირნობ და მოგინდება ბაღში შესვლა, რა არა?

ხო, მაგრამ ბაღს გააჩნია და ქალაქში ადგილებსაც. tongue.gif მე რუსთაველის მეტროსთანაც მინახავს, თან ეხლა სკამები რო გააკეთეს იქ "აბირჟავებენ" tongue.gif რავიცი კაცია და ბუნება.




Posted by: ივანიჩ 9 Jul 2009, 15:32
ისე თემის შინაარსიდან გამომდინარე როგორი უნდა იყოს ბაღი იდეები შევიმუშაოთ
ჩემი აზრითL

პირველ რიგში აილაგმოს ივანიშვილის ქმედებები(თუ ბაღი მისია გავანებოთ თავი, მაგრამ როგორც ჩემთვისაა ცნობილი ბაღი არ ეკუთვნის მას) ანუ უკანონოდ აქვს გადაკეტილი.......

მეორე რიგში მეტი ინფორმაცია უნდა იყოს ბაღის და მასში არსებული ნარგავების შესახებ
რაც არი ჩემი აზრით მწირია ნამეტანი

და მესამე: კიდევ უფრო მეტად კეთილმოეწყოს, ბოტანიკური ბაღი უფრო მიმზიდველი უნდა იყოს გინდა ტურისტების გინდა უბრალო თბილისელებისათვის........

იევიცი

Posted by: allgemein 9 Jul 2009, 18:37
ჩემი აზრით პირველ რიგში ბაღი სახელმწიფოს, ანუ ხალხის საკუთრებაში უნდა იყოს.
როგორც ვიცი ივანიშვილს იჯარით აქვს აღებული მთელი ბოტანიკური ბაღი ( ოღონდ ეს ინფორმაცია არ ვიცი ზუსტია თუ არა)
ხოლო "სოლოლაკის ხეივანი" და ბოტანიკური ბაღის ნაწილი (სადაც ხელოვნური ბასეინი გააკეთა და ალბათ მალე პინგვინებსაც გაუშვებსsmile.gif
პრივატიზირებული (რათქმაუნდა უკანონოდ)
ეს ყველაფერი შეგიძლიათ აქ ნახოთ http://urban.tbilisi.gov.ge/map/map.phtml . ფენებში, თბილისის არქიტექტურული ობიექტები, ჩართეთ
"რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები"
ხოლო გენ. გეგმის ფუნქციურ ზონებში ჩართეთ "ლანდშაფტურ-სარეკრეაციო (ლსზ) " და "სარეკრეაციო (რსზ) " და ნახავთ, რომ ახლად შექმნილ გენ.გეგმაშიც
ეს ადგილი სარეკრეაციო ზონას მიეკუთვნება.

Posted by: Ania 9 Jul 2009, 21:21
ბათუმში არის ულამაზესი ბოტანიკურიო, რავიცი... თუ წავედი იქაც მოვილხენ tongue.gif

Posted by: ZAZAi 8 Jun 2010, 21:39
თბილისის ბოტანიკურს არაფერი ჯობია

Posted by: GEORGIA007 8 Jun 2010, 21:50
ZAZAi
QUOTE
თბილისის ბოტანიკურს არაფერი ჯობია

გეთანხმები! up.gif up.gif ძალიან მაგარია!

Posted by: pupp 8 Jun 2010, 21:59
QUOTE
ბოტანიკური ბაღი, როგორია ბოტამიკური ბაღი და როგორი უნდა იყოს


ბაღს არ აქვს კონცეფცია.
ბილიკები მოუვლელია, არ არის გამართული საკანალიზაციო სისტემა, მცენარეთა სახეობები მწირია, ბაღი არ არის დაყოფილი სეგმენტებად, რაც ვთვლი მნიშვნელოვანია. ვერასდროს მიხვდები რომელ მცენარესთან გაქვს საქმე და/ან რომელი ქვეყნის ენდემია. წარწერები მოძველებული ან გაუმართავია.

თან ვიზიტორთა ძირითადი ნაწილის სიბინძურეს საზღვარი არ აქვს. ჩანჩქერთან რას არ ნახავ, ჰიგიენური პაკეტებიდან დაწყებული, მამა-პაპური ფერადი პარკებით დამთავრებული.

თუმცა ფაქტია გრილა.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jun 2010, 22:03
QUOTE (ZAZAi @ 8 Jun 2010, 21:39 )
თბილისის ბოტანიკურს არაფერი ჯობია

ბათუმის ჯობია
biggrin.gif
http://www.radikal.ru

Posted by: GEORGIA007 8 Jun 2010, 22:05
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ბათუმის ჯობია

ეს მწვანე კონცხზეა

Posted by: Fabian 8 Jun 2010, 22:39
თბილისის ბოტანიკურ ბაღში
http://pix.ge/

Posted by: ZAZAi 8 Jun 2010, 22:50
ეს დღეს გადავიღეთ. მაღლა ნამდვილი ედემის ბაღია.მე ბოტანიკოსი არ ვარ და ჩემთვის მხოლოდ სილამაზეს აქვს მნიშვნელობა

Posted by: ZAZAi 8 Jun 2010, 23:43
ხეებზე წარწერები უკვე კიდია სამ ენაზე. ნაგვის ურნები და განათებაც არის.სისუფთავე და წესრიგიც. აი ახალი შენობა. შთამბეჭდავია.

Posted by: Fabian 8 Jun 2010, 23:48
ZAZAi
ისადა ჭორები დადის რომ ბოტანიკურ ბაღს ბიძინა პატრონობს,იმიტომაა ასე მოვლილი.ეს ის შენობაა აბანოთუბნიდან რომ ჩანს?

Posted by: ZAZAi 9 Jun 2010, 00:32
QUOTE
ჭორები დადის რომ ბოტანიკურ ბაღს ბიძინა პატრონობს,იმიტომაა ასე მოვლილი
ეს ჭორები არაა საფუძველს მოკლებული.გარდა ამისა, ბაღის დირექციაც მონდომებას არ აკლებს.
QUOTE
ეს ის შენობაა აბანოთუბნიდან რომ ჩანს?
ეს ახლად აშენებული შენობაა. საიდან ჩანს არ ვიცი.

Posted by: hermann1986 9 Jun 2010, 02:37
მადლობა ბატონ ჯიმშერ კერესელიძეს . მაგ კაცი რომ არა ბაღი არ იარსებებდა..
* * *
IVANICHA
allgemein

სახელმწიფო ეხლა რომ ბევრს წერთ და ,,წყვიტავთ ბაღის ბედს რომელმა ქართველმა გამოუყო ბაღს 50 ლარი მაინც .. რამოდენიმე მილიონია ჩადებული თU ათეული არა.. ნაყიდია 40 000 უნიკალური ნერგი ჩატარებულია გასამაგრებელი სამუშაოები 128 ჰექტარის ფართობზე დასაქმებულია უნჭერესი პერსონალი და ქმნიან სილამაზეს წესრიგი და მშვიდობა დამყარდა .. აღარ ქურდობენ დღნაურობენ ... გამაგრებულია ხიდები დაგებულია გზები ... მარტო დაცვის სამსახური ჯდება 800 000 მდე წელიწადში ყველასათვის სასიამოვნო და საყვარელი უნიკალური ადგილია და ეს ყველაფერი მოგვცა ბიძინამ თქვენ რასაც წერთ არ გვიშვებენ და არ გვაბლატავებენ აბა დაუფიქრდით რატომ?? სუყველა ვინც კი ბიძინას აივნის ქვეშ შეუშვეს გააძრეს ფოტოაპარატები და ლამის ცოლის ნიფხავი გამოამზეურეს გაზეთებში ... რა გახდა ასეთი მოუთმენელი არ გადაუღო სურათI ერთ რამეს იტხოვს ეს კაცი .. ნუ შეუვარდები ეზოში დანარჩენს უანგაროდ აკეთებს ...
ბოტანიკურის ბოლოს ,, მითვისებული,, მიწა მოტანიკურს არ ეკუთვნის შევარდნაძის დროს გაყიდულია და რარაც სოფელი თბილისია მანდ არანაირი შეხება არ აქვს ბიძინასთან და ბოტანიკურთან,,,
კიდევ ვიმეორებ ინვესტიციის საერთო მოცულობა უტოლდება 20 მილიონს და მოგება არის მიზერული მარტო ბილეთების ფულით მოლარეს ვერ გადაუხდიან ხელფასს biggrin.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jun 2010, 02:57
QUOTE (ZAZAi @ 8 Jun 2010, 23:43 )
ხეებზე წარწერები უკვე კიდია სამ ენაზე. ნაგვის ურნები და განათებაც არის.სისუფთავე და წესრიგიც. აი ახალი შენობა. შთამბეჭდავია.

პროექტი კარგია მაგრამ აშკარად ელიავას მუშების აშენებული და შელესილია user.gif

Posted by: ლლევ 9 Jun 2010, 04:24
hermann1986
QUOTE
და ეს ყველაფერი მოგვცა ბიძინამ თქვენ რასაც წერთ არ გვიშვებენ და არ გვაბლატავებენ აბა დაუფიქრდით რატომ?? სუყველა ვინც კი ბიძინას აივნის ქვეშ შეუშვეს გააძრეს ფოტოაპარატები და ლამის ცოლის ნიფხავი გამოამზეურეს გაზეთებში ... რა გახდა ასეთი მოუთმენელი არ გადაუღო სურათI ერთ რამეს იტხოვს ეს კაცი .. ნუ შეუვარდები ეზოში დანარჩენს უანგაროდ აკეთებს ...


ბიძინას თუ არ სურდა რომ მისი ცოლის ტრუსები გამოემზეურებინათ, ამდგარიყო და დარჩენილიყო ჭორვილის გალავანში და ნუ მოინდომებდა საზოგადოებრივ პარკში ცხოვრებას. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რა უქნა იმ თავისი მფრინავი თეფშის წამოჭიმვით ადგილობრივ გარემოს, რელიეფს, ლანდშაფტს და ხედს. ეზოში ბიძინას არავინ უვარდება - ბიძინა შემოვარდა "ეზოში" და გაიდო თბილისი ნაბადივით ტრაკქვეშ.

რაც შეეხება ანგარებას, რას ნიშნავს უანგაროდ გააკეთა ბოტანიკური ბაღი? - სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილს სიმბოლურ ფასად მიჰყიდა ბოტანიკური ბაღის ზედა ნაწილი - მისი მფრინავი თეფშის მიმდებარე ტერიტორია (რომელიც არასდროს საქართველოს ისტორიაში კერძო საკუთრება არ ყოფილა, ღორმუცელა და კორუმპირებული კომუნისტების დროსაც კი. არც ბერიას, არც შევარდნაძეს და არც კიდევ ბევრ სხვას არ მოსვლიათ თავში ბოტანიკური ბაღის დანაწევრება მარტო იმიტომ, რომ იქ საკუთარი ბუდე მოეწყოთ). ამის სანაცვლოდ კი ბიძინამ იკისრა ბოტანიკურის გაკეთება.

აი ასეთია ბოტანიკურის უანგაროდ გაკეთების ამბავი. ნუ გააღმერთებთ მაგ კაცს, იმიტომ რომ წარმოჩინებული კარგი საქმეების უკან ბევრი დამალული ცუდი ყარს. და სულაც შთაბეჭდილება მრჩება რომ ამ კაცს კარგი საქმის კეთება სწორედ ინდულგენციად სჭირდება, რომ თითზე ატრიალოს ხალხიც და ხელისუფლებაც ისე რომ მომდურავი არავინ ჰყავდეთ. ასე წარმატებით ბოლდება ქართველი საზოგადოება ბიძინას სურნელოვანი "პლანით".

ახლა იმაზე ვილაპარაკოთ, თუ რამდენი დაახარჯა ბოტანიკურს - მოდი დავთვალოთ მიწის ის ფართობი, რაც მან ბოტანიკურს მოაჭრა და მიითვისა, შემდეგ კვადრატულად დავიანგარიშოთ საბაზრო ფასი და შევადაროთ მერე მის მიერ დახარჯულ 20 მილიონს. ეჭვი მაქვს, რომ 20 მილიონზე არ გავჩერდებით. საერთოდაც ამ მიწის გაყიდვა დაუშვებელი იყო და ნორმალურ სახელმწიფოში მყიდველიც ციხეში იჯდებოდა დღეს და გამყიდველიც. .

მარტო ბიძინას არ აქვს ამაზე პასუხისმგებლობა - თბილისის მერია და ჩათლახი უგულავაა პირველ რიგში დამნაშავე ამ გაუგონარი იდიოტიზმისთვის. იმის ნაცვლად, რომ შევარდნაძის დროს უკანონოდ გადაცემული უკან დაებრუნებინა, დამატებით აჩუქა კიდევ დიდი მსუყე ლუკმა.

ბიძინას კიდევ ცალ წიხლზე ჰკიდია ყველა. ედოს დროსაც ანათებდა მისი ფული ჯოჯოხეთს და უგულავას და მისნაირებს კიდევ რა გააძღობს მერიაში, ბლომად არიან.

რათა რათა
გაახილეთ თვალები
ძალით ხომ არავინ გიხუჭავთ?
რაოტმ ეგებით ფეხქვეშ ფულიანებს?
მარტო იმიტომ რომ უნამუსობით ანდაც ნამუსიანად ბევრი დოლარები იშოვეს?
მიუხედავად იმისა რას აკეთებენ ან აფუჭებენ დღეს?

Posted by: hermann1986 9 Jun 2010, 09:53
ლლევ

აჰა მაშინ ჯიგარო კირკა აჰა ურო ანგრიე და იკაიფე ქართულ სტილში ... დაანგრიე მოსპე გაანადგურე.. ხვალ რომ მანდ დაცვა აღარ დადგება პროფესორი ხალხი რომ აღარ მოუვლის ბაღს ავა ან შენი მეუღლე ან დედა შვილი ... გაატანე ავტომატი აუცილებლად რომ ყაჩაღებს გაუმკლავდნენ ... მაგალითისთვის ... გეტყვი 2006 წლის მთელი ზაფხული იმ პალმების ძირში მეძინა რომ ბარბაროსი მოსახლეობისგან დამეცვა... მეძინა პირდაპირ მიწაზე სიცხეში წვიმაში გველებში მაგ პალმებს არცერთი ,,ფოთოლი,, აქ ქონდათ სულ დააჭრეს ვენოკებით მოვაჭრეებმა და გაზიდეს ...
თუ შენ გადაარჩინე -19 ყინვაში ორანჟერეა? როცა რუსებმა გაზი გაგვითიშეს ბოტანიკურსაც გაეთიშა რომ არა ბიძინა და მომსახურე პერსონალი და ბიძინას ფული ეხლა ორანჯერეა არ იარსებებდა...
აღარ მოვყვები და აღარ ჩამოვთვლი... ბოტანიკურში ბოდიალს და სეირნს არავინ არავის უშლის სადაც გინდათ და როგორც გინდათ ... აიტანეთ ძველი ნახაზები და შეადარეთ მართლა ბიძინა აშენებს რამეს თU უბრალოდ ჭორებია...
რაც შეეხება ქართლის დედას მხრიდან ჩამოსასვლელს ... მანდ თუ მოლარე არ ზის პირი ვალდებულია ჩავიდეს სალარომდე გადაიხადოს და მერე ისეირნოს ... დაცვას ნუ გააკრიტიკებთ ბევრჯერ უჯიგრიათ შემოუშვიათ უბილეთოდ და მერე ზედ შუა ხიდზე დღნაური აუტეხიათ ხოლმე მადლობის მაგიერ...
იპოვე სახსრები 200 წლიანი უნიკალური ბოტანიკური ბაღის შესანახად და მერე აკრიტიკე ...
მოიცა იქნებ სამებაც დავანგრიოთ? მარჯანიშვილის თეატრი რუსთაველის ოპერის სტადიონები იქნებ ლუნა პარკიც? ოხ ეს დამპალიი ბიძინა რას გვიშვება biggrin.gif გვიშენებს biggrin.gif 2 კარადა ფაილებია ჩემი თვალით მაქვს ნანახი ... ვის უხდის ბიძინა ხელფასებს დაწყებული მსახიობებიდან დამთავრებული ექიმებით .. ხელისუფლებას ცხვენია ეგეთების გამოაშკარავება ...

Posted by: Noe Ramishvili 9 Jun 2010, 10:44
ZAZAi
QUOTE
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე) მიმაგრებული სურათი

ეგ რა უბედურებაა? მეტეხიდან საშინლად მოჩანს სანატორიუმივით, ძალიან მახინჯია მაგ ადგილისთვის

Posted by: INA-INA 9 Jun 2010, 11:27
მაგ თეთრს შენობაში აპირებენ ჰერბარიუმისა და მუზეუმის განთავსებას, ასე რომ შევკუნწურიკდებით სადღაც სექტემბრის მერე და შევძლებთ დათვალიერებას.

http://img88.imageshack.us/i/dsc07365n.jpg/


* * *


http://img375.imageshack.us/i/dsc07348.jpg/

Posted by: Fabian 9 Jun 2010, 11:37
არ მესმის რას ერჩიან ბიძინას სასახლეს.თანამედროვე არქიტექტურის ბრწინვალე ნიმუშია.

Posted by: ZAZAi 9 Jun 2010, 12:10
თბილისის ბოტანიკური ბაღი დღეს ყველაზე მოვლილი და კეთილმოწყობილი ბაღია საქართველოში. ეს ფაქტია ბოროტი ენების მიუხედავად
* * *
კიდევ ერთი არც თუ ისე უმნიშვნელო ფაქტორი: კუს ტბაზე ტყეში რწყილები და ტკიპებია. თბილისის ზღვასთან დენდროლოგიურ ბაღში კოღოებმა დაგვჭამეს. ბოტანიკურ ბაღში არც ერთია და არც მეორე.

Posted by: LOVA 9 Jun 2010, 12:29
მე რომ ბოლოს ვიყავი ეს თქვენი ხოტბაშესხმული ბაღი ნაგვითი იყო სავსე. მოვლის არაფერი ეტყობოდა, ინერციით მიედინებდა.
შარშან იყო ეს და მაგის შემდეგ სურვილიც კი არ მქონია იქ მისვლის. გავივლი ამ დგეებში საინტერესოა რა გაკეთდა.

Posted by: cor 9 Jun 2010, 13:19
ლლევ
QUOTE
რაც შეეხება ანგარებას, რას ნიშნავს უანგაროდ გააკეთა ბოტანიკური ბაღი? - სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილს სიმბოლურ ფასად მიჰყიდა ბოტანიკური ბაღის ზედა ნაწილი - მისი მფრინავი თეფშის მიმდებარე ტერიტორია (რომელიც არასდროს საქართველოს ისტორიაში კერძო საკუთრება არ ყოფილა, ღორმუცელა და კორუმპირებული კომუნისტების დროსაც კი. არც ბერიას, არც შევარდნაძეს და არც კიდევ ბევრ სხვას არ მოსვლიათ თავში ბოტანიკური ბაღის დანაწევრება მარტო იმიტომ, რომ იქ საკუთარი ბუდე მოეწყოთ). ამის სანაცვლოდ კი ბიძინამ იკისრა ბოტანიკურის გაკეთება

ანუ, შენ გულისხმობ, რომ რაც ის "სიმბოლურ" ფასად შეძენილი ტერიტორია ღირს, იმის ფასს რომ ამოიღებს, დახმარებას შეწყვეტს, არა?
და სხვა უანგაროდ გაკეთებული საქმეებისაც არაფერი გსმენია?
ახლა ქართულ შესატყვისს ვერ ვიპოვი და სიტყვა ხამი რას ნიშნავს, თუ იცი?

Posted by: ZAZAi 9 Jun 2010, 13:55
მოგეხსენებათ, პოსტსაბჭოთა სივრცეში გავრცელებული მენტალიტეტი ასეთია : სახელმწიფოა-ესე იგი უპატრონოა. თუ ვინმე მოუვლის და უპატრონებს, სულაც უსასყიდლოდ უნდა გადასცენ. რამდენი სახელმწიფო ობიექტი გაიყიდა, ჯართად რომ გაყიდეს და გააპარტახეს მერე. ეს კაცი აშკარად უვლის და თან პროფილიც კი არ შეუცვლია.

Posted by: KAMPO 9 Jun 2010, 13:56
მშვენიერი ადგლია დასვენებისთვის ,

Posted by: ლლევ 9 Jun 2010, 19:09
cor
QUOTE
ანუ, შენ გულისხმობ, რომ რაც ის "სიმბოლურ" ფასად შეძენილი ტერიტორია ღირს, იმის ფასს რომ ამოიღებს, დახმარებას შეწყვეტს, არა?
და სხვა უანგაროდ გაკეთებული საქმეებისაც არაფერი გსმენია?
ახლა ქართულ შესატყვისს ვერ ვიპოვი და სიტყვა ხამი რას ნიშნავს, თუ იცი?


ხამი ნიშნავს სხვის ნივთზე თუ საქმეზე უნახავობით დახარბებულ ადამიანს. კონკრეტულ შემთხვევაში კი ხამია ყველა ის ადამიანი, ვინც ივანიშვილის ფულებსაა დახარბებული და ამის გამო ბოროტებაზე ხუჭავს თვალს. ეგ კაცი არის კრიმინალი - მოისყიდა ედო თავის დროზე რომ ეგ ტერიტორია კაპიკებად ეყიდა, მერე კი უგულავა რომ ბოტანიკური ბაღის დიდი ნაწილი მიეთვისებინა. თუმცა ჭკვიანია და ჯიბეში ჩაისვა მთელი დახამებული საქართველო რომ კაცი მომდურავი არ ჰყავდეს და ჩემნაირმა ვინმემ რამე თუ თქვა - დაესიონ და ხამობა დასწამონ. არა და ჩემი შენ გითხარიო biggrin.gif

ZAZAi

გეშლება ჯიგარო. მთელი ბოტანიკური ბაღი არ უყიდია. პარკი გაყვეს 2 ნაწილად. ზედა ნაწილი გადაეცა პირად საკუთრებაში. ამ მიწის საფასურად კი დაევალა პარკის გადარჩენილი ნაწილში იმ ახალი შენობის აგება - და ალბათ პარკის მოვლაც, ეს უკვე აღარ ვიცი. ასე რომ ბიძინას ჯერჯერობით არანაირი ხელი არა აქვს პარკის მეორე ნაწილზე და შესაბამისად ვერც "პროფილს ვერ შეუცვლის" თუ გამოსირებული მერია მთლიანად არ აჩუქებს მთელ ბოტანიკურს. აი რაც შეეხება ბოტანიკურის ზედა ნაწილს, იქ რასაც უნდა იმას იზამს - შემოღობა უკვე და კაცი შვილს არ აჭაჭანებს. ასე რომ დიდება ბიძინას. შევეტენოთ მარდად.


hermann1986

არაადეკვატური პასუხია და გეტყვი რატომაც. ეს პარკი არის სახელმწიფოსი და სახელმწიფოს არ ჰქონდა ამ პარკის გასხვისების უფლება. თუმცა ჰქონდა ამ პარკის მოვლის ვალდებულება - შესაბამისად იმის ნაცვლად რომ 800 000 ევრო ევროვიზიაში ანუ წყალში გადაეყარა - შეეძლო პარკის მოვლა და კიდევ ბევრი კარგი საქმის გაკეთება. ასეთი წყალში გადაყრილი ფული კიდევ ბევრია - გადასაყრელიც კიდევ ბევრია. ამიტომ პარკის ნაწილის გასხვისება აპრიორია ცუდი და უკანონო. ამას სანაცვლოდ რა მოჰყვება, რა მნიშვნელობა აქვს? ორი სუბიექტი მიჰქარავს - სახელმწიფო და ბიძინა. როცა სახელმწიფო მისცემს ფულიან ტიპებს გრიმიტის საშალებას, რატომაც არ იგრიმიტებენ? გასდის ბიძინას და აკეთებს. ოღონდ ეს არ ნიშნავს რომ მაინცდამაინც კარგს აკეთებს. დიდი მადლობა ვუთხრათ ყველა გაკეთებული კარგი საქმისთვის და ამასთან უფლება მივცეთ რომ ცუდიც აკეთოს? თუ ვერ ვხვდები რას გულისხმობ. კაცი პატივს არ სცემს საკუთარ ქვეყანას - საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის თავზე დადგა უდიდესი სიმახინჯე, უკანონოდ მიითვისა პარკი, რომელიც აღარასდროს იქნება ხალხისთვის გამოსაყენებელი, მოიწყო პირადი აპარტამენტები და თან აქეთ გვაყვედრის თქვენისთანების პირით რომ არსებობს და კარგ საქმეებს აკეთებს. დაყვედრებული კარგი საქმე არ გაიშვა და კარგის სანაცვლოდ გაკეთებული ცუდი საქმეც მიყვა კიდევ ზედ.

არაადეკვატურია ხალხი და სახელმწიფო. იმის ნაცვლად რომ სახელმწიფოსგან მოითხოვონ პარკის შენახვა, პარკს ორად ჰყოფენ, გაურკვეველი წარმომავლობის ოლიგარქს სჩუქნიან მის ერთ ნაწილს და თან დიდად ჰმადლობენ რომ არსებობს, თორემ რა ეშველებოდა საწყალ საქართველოს უმისდოლარებოდ.

ვავა

ზეგ ბიძინაც შეწყვეტს პარკის შენახვას. მერე გამოჩნდება კიდევ ვინმე "მადლიანი", კიდევ გავყოფთ დარჩენილ პარკს შუაზე, მერე ისიც დაიკიდებს, კიდევ გავყოფთ და ბოლოს დარჩება აბანოთუბნის ბოლოზე აბრა: აქ ოდესღაც იყო ბოტანიკური ბაღი, რომელიც ფულიანმა ბიძიებმა გადაარჩინეს - შემოღობეს და სახლები ჩაიდგეს - აბა მევენოკეებს ხომ არ მისცემდნენ პალმების გაჩეხვის საშუალებას? user.gif

პარკის შენახვა კი კარგია, მაგრამ არა ამ მეთოდებით. უკანონოა ეგ და აუცილებლად წარუმატებლად დამთავრდება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სამუდამო ვალდებულება არ არსებობს. გარდა მაგისა, ბიძინა საკუთარი კეთილი გულით კი არ ინახავს პარკს, არამედ სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით ევალება სავარაუდოდ მისი შენახვა. ეს ვალდებულება კი სამუდამო არ იქნება. გავა ვალდებულების შესრულების ვადა და ბიძინაც გადაკეტავს დოლარების წყაროს. მერე რა გეშვლებეათ? ის დროა დაიწყოთ ბიძინას შემცვლელის ძებნა და შემოხაზოთ დარჩენილი პარკის გასასხვისებელი ნაწილიც რომ დრო არ დაკარგოთ.

მივედით ისევ ხამობაზე - ქართველი ხალხი დახამდა დროებით და წარმავალ "სიკეთეს" ნამდვილი და ღირებული სიკეთის - პარკის გადარჩენის და ნორმალური შენახვის სანაცვლოდ.

Posted by: ZAZAi 9 Jun 2010, 22:34
ლლევბავშვობიდან ბოტანიკურ ბაღში დავდივარ. ყოველი კუთხე- კუნჭული ვიცი. ის ტერიტორია, რაც ივანიშვილმა შემოღობა, იყო მოუვლელი და მიგდებული იმდენად, რომ არც მეგონა, რომ ბოტანიკურ ბაღს ეკუთვნოდა. ამ ადგილზე ერთი დაჭაობებული გუბე იყო.
ივანიშვილის შენობის ძირითადი ტერიტორია კომკავშირის ხეივანზეა და მცირე ნაწილი ბოტანიკურზე.

ეს თემა ბოტანიკურ ბაღზეა და არა ბიძინა ივანიშვილზე. აქ არც მისი ქება და არც ძაგება არ გვჭირდება. თუ გინდათ, გახსენით ივანიშვილზე ცალკე თემა და იქ აკეთეთ დასკვნები და პროგნოზები

Posted by: ლლევ 10 Jun 2010, 01:48
ZAZAi

კაი კაცო
და ბოტანიკური რომ განახევრდა ეგ ბოტანიკურს არ ეხება ხომ? biggrin.gif
დანარჩენი უკვე ლოგიკაა
შენ იმას წერ რომ გიხარია რაც კეთდება
მე იმას ვწერ რომ ბოტანიკურის ორად გახლეჩა კრიმინალია
თუ მაინცდამაინც ჩემი ნაწერი არ მოგწონს, თავად წადი სხვა თემაში wink.gif
ბეზ აბიდ

Posted by: cor 10 Jun 2010, 07:44
ლლევ
QUOTE
ხამი ნიშნავს სხვის ნივთზე თუ საქმეზე უნახავობით დახარბებულ ადამიანს.
რომელიც აზრის გამოთქმაში და/ან ქმედებებით აგრესიულია.
უკვე გიპასუხეს -
QUOTE
ის ტერიტორია, რაც ივანიშვილმა შემოღობა, იყო მოუვლელი და მიგდებული იმდენად, რომ არც მეგონა, რომ ბოტანიკურ ბაღს ეკუთვნოდა. ამ ადგილზე ერთი დაჭაობებული გუბე იყო.
ივანიშვილის შენობის ძირითადი ტერიტორია კომკავშირის ხეივანზეა და მცირე ნაწილი ბოტანიკურზე.

ისიც თქვეს, რომ წელიწადში 20 მილიონამდე იხარჯებაო და თუ სიმბოლურ ფასსა და ბნელ კომერციულ გარიგებაზე საუბრობ, მაშინ ივანიშვილს ძალიან წამგებიანი გარიგება დაუდია.
თუ გაქვს ობიექტური ინფორმაცია, რომ ნახევარი ბოტანიკური ბიძინასია, დადე. ისე, რაც ჩანს - ბიძინასი შემოღობილია.
ისე, ამათგან გასაკვირი არაფერია - გაგანია ომში ენგური რუსებისათვის მიუყიდიათ, მაგრამ შესაძლებლობა არ ნიშნავს რეალობას.
საინტერესოა, თავის დროზე პატარკაციშვილს მთაწმინდის პარკში სახლი რომ ჩაედგა, ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა? ეგ პარკი ხომ ნაღდად მისი იყო!


Posted by: Mr_Zum 10 Jun 2010, 12:06
ბოტანიკურის შესასვლელი სად არის და მანქანით როგორ ავიდე?

Posted by: anatoreli 10 Jun 2010, 12:15
QUOTE
საინტერესოა, თავის დროზე პატარკაციშვილს მთაწმინდის პარკში სახლი რომ ჩაედგა, ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა? ეგ პარკი ხომ ნაღდად მისი იყო!

არა მისი არ იყო...გრძელვადიანი იჯარით ქონდა აღებული...

Posted by: INA-INA 10 Jun 2010, 16:01
Mr_Zum

მანქანით ვერ ახვალ. აბანოებთან გააჩერე მანქანა და მერე ფეხით გოგირდის ქუჩით შეგიძლია ახვიდე.

Posted by: ლლევ 19 Jun 2010, 05:12
http://shokoladi.ge/node/1164

ივრცითი ძალადობა
ოქტომბერი 23, 2009 ავტორი urban reactor

ალბათ მრავალი თქვენგანი დროდადრო თბილისის ქუჩებიდან თვალს შეავლებს ხოლმე სოლოლაკის ქედს, რათა დარწმუნდეს რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალი წლის წინ დაწყებული ”ბიზნეს-ცენტრის” მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა და, ამასთან ერთად, აღარ გაგრძელდება საზოგადოებრივი სივრცის სრულიად უკანონო მითვისება, რამაც გამოიწვია ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის პრივატიზაცია, მასთან მისასვლელი საზოგადოებრივი გზების გადაკეტვა და სოლოლაკის ქედის ლანდშაფტის უხეში შეცვლა.


ამას უკვე შევეგუეთ, მთავარია აღარ გაგრძელდეს!!!
”ბიზნესცენტრის” მოპირკეთებული ფასადი და გამწვანებული გარემო თითქოს ამის იმედს გვაძლევს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ იმედის მომცემ პეიზაჟში, ”ბიზნესცენტრის” გვერდით, ხელოვნური მწვანე საფარით ოსტატურად შენიღბულია რკინა-ბეტონის სრულიად ახალი კასკადური კონსტრუქცია. ქალაქის უმეტესი ნაწილიდან ეს კონსტრუქცია სოლოლაკის ქედის ბუნებრივ მწვანე ნაწილად მოსჩანს. კონსტრუქცია გვერდებიდან პლასტმასის ბალახის კამუფლიაჟით არის დაფარული, ხოლო მის კალთებზე ძვირადღირებული დეკორატიული ხეებია დარგული, რომლებიც შეუსაბამო პირობების გამო თითქმის ყოველთვე ხმება და რეგულარულად ანახლებენ. მთელი ამ დეკორაციის მიზანი ერთია - დაფაროს სივრცითი აგრესიის და ანგარიშსწორების შემზარავი გამოვლინება: კონსტრუქციის უკან რამდენიმე საცხოვრებელი სახლია მოქცეული, რომელთა სიმახინჯის დანახვა, როგორც სჩანს არ ისურვა ბიზნესმენმა და გადაწყვიტა ბუნების პეიზაჟით ჩაენაცვლებინა.
ცოლ-ქმრის - ნათელა და ჟორას სახლი ყველაზე უიმედო მდგომარეობაშია იმ პატარა უბნიდან, რომელიც რკინა-ბეტონის კასკადის უკანა მხარეს მოექცა. აქ მზე უკვე შუა დღის შემდეგ ამოდის, ისიც რამდენიმე საათით. ჰაერი ჩაგუბებულია და კონსტრუქციაზე დარგული მცენარეების სარწყავი წყლის ნესტითაა გაჟღენთილი. ამ სახლის, ისევე როგორც მისი მიმდებარე სახლების საძირკვლები მნიშვნელოვნად ზიანდება გაურკვეველი მიმართულებით ჩამდინარე სარწყავი წყლით თუ კლდის მუდმივი ნგრევის პროცესით. ერთ დროს შეუდარებელი ხედი თბილისზე დიდი ხანია შუშაბანდიდან ორიოდ მეტრში აღმართული ბეტონის კონსტრუქციით შეიცვალა. ამას ემატება მუდმივ ხმაური, თავზე დაყრილ სამშენებლო ნაგავი და მტვერი. უფრო მეტიც - გვირაბის მშენებლობის გამო მთელს უბანს გაუუქმეს ავტობუსის გაჩერება და ახლა ქალაქთან დამაკავშირებელი ერთადერთი საფეხმავლო გზა საავტომობილო მოძრაობით მძიმედ დატვირთულ გვირაბზე გადის.

აქ აღარ მოვყვები ამ კონსტრუქციის კანონიერების და კასკადის უკან დარჩენილების მიერ მის შესაჩერებლად წარმოებული მცდელობების ისტორიას, რადგან ეს აუცილებლად ჩვენი რეალობის დისტოპიურობის მტკიცებამდე მიგვიყვანს, რაც ისედაც ყველამ კარგად ვიცით. ერთ რამეზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება: კასკადის მშენებლობა ქედის გასწვრივ კვლავ გრძელდება (ჩემს მიერ ფოტოზე მონიშნული წითელი კონტური), რაც გამოიწვევს ჟორას და ნათელას სახლთან ერთად კიდევ რამდენიმე სახლის გარემოსგან სრულ იზოლაციას. ეს კი იმას ნიშნავს რომ ამ ადამიანებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება: ან დარჩნენ გაუსაძლის პირობებში, ან გაყიდონ თავიანთი სახლები, უკვე რეალური ფასის მეათედად მაინც და გადაიხვეწონ.

Posted by: cor 20 Jun 2010, 19:27
ლლევ
ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მეწყინა.
სათქმელი არაფერი მაქვს!
სიკეთეს რომ აკეთებს ეს კაცი ფაქტია და დღევანდელ გაჭირვებულ ცხოვრებაში ამის დაუნახაობა არ შეიძლება.
მაგრამ, მადლს რომ მარილი ამშვენებს...

Posted by: ლლევ 21 Jun 2010, 08:24
cor

რა გეწყინა კონკრეტულად
ის რომ სიკეთეს აკეთებს თუ ის რომ ძალადობს სიკეთის კეთების პარალელურად?
მეც ძალიან მიკვირს რატომ უნდა აკეთებდეს კაცი ამას ამდენი სიკეთის კეთების მიუხედავად?
გასაგებია, ყველაფერი შეფარდებითია, მაგრამ სხვის უბედურებაზე რომ კაცი საკუთარ სიკეთეს აწყობ, ეგ კარგია?
იდეაში ბიძინა გააკეთებს ამას თუ სხვა, სულერთია ჩემთვის. ის, რომ პარკი ორად გაჭრეს და ნახევარი გაასხვისეს, ეს არის ცუდი და ამას მაშინაც ვიტყოდი სხვისთვისაც რომ გადაეცათ. ბევრი ადამიანი ვიცი ვინც ბიძინას ხელფასზე ცხოვრობს დღეს და ეს ორი აზრი არ არის რომ კარგია. მაგრამ ის მწყინს რომ სახელმწიფო და კეთილი ბიძინა ასე ბოროტად იყენებს თავის ძალაუფლებას.

შეიძლებოდა უკეთესი რამის მოფიქრება. მაგალითად მთლიანი პარკის შენახვა - არც ეს გაუჭირდებოდა ბიძინას. მან კი არჩია პარკის ნაწილის მისაკუთრება და მხოლოდ მისი ნაწილის შენახვა. სიკეთეს რომ აკეთებ ბარემ მარილიც მოაყარე, ასე არ არის?

Posted by: cor 21 Jun 2010, 17:21
ლლევ
QUOTE
ასე არ არის?

ეგ ვთქვი მეც!

Posted by: ლლევ 21 Jun 2010, 19:14
cor

მაპატიე ვერ მიგიხვდი.

Posted by: anatoreli 6 Aug 2010, 16:00
რამე ინტენეტ რესურსი არ არსებობს ბოტანიკურზე?!ერთი საიტის გაკეთება რა გახდა?

Posted by: CityZen 6 Aug 2010, 17:15
anatoreli
ადრე ჰქონდათ საკუთარი საიტი, ახლა არ იხსნება:
http://www.botbag.viam.hepi.edu.ge

ამიტომ მხოლოდ ეს:
http://burusi.wordpress.com/2009/07/16/botanical-garden/
http://botanikuri-bagis-istoria.blogspot.com/
http://www.tbilisi.iwan.ru/Botsad.html

Posted by: anatoreli 6 Aug 2010, 17:47
CityZen
ხო ეგენი ვიცი,არაფერი საინტერესო მანდ არაა...მცენარეები მაინტერესებს...

Posted by: ტემპერა 6 Aug 2010, 17:49
anatoreli
QUOTE
მცენარეები მაინტერესებს...

შენ რო მცენერეები გაინტერესებს ეგენი მანდ არ ხარობს. biggrin.gif

Posted by: CityZen 6 Aug 2010, 18:05
anatoreli
QUOTE
საინტერესო მანდ არაა...მცენარეები მაინტერესებს...

საინტერესოს და მცენარეებიანს სჭირდება ბოტანიკურის ხუთი ბიუჯეტისხელა გრანტი biggrin.gif

Posted by: anatoreli 6 Aug 2010, 18:28
ტემპერა
QUOTE
შენ რო მცენერეები გაინტერესებს ეგენი მანდ არ ხარობს

რავა არ ხარობს?!...შენ რომელზე გაქვს ეჭვი?! biggrin.gif
CityZen
QUOTE
საინტერესო მანდ არაა...მცენარეები მაინტერესებს...


საინტერესოს და მცენარეებიანს სჭირდება ბოტანიკურის ხუთი ბიუჯეტისხელა გრანტი

მერე რას მიკეთებს გიგი?!... biggrin.gif

Posted by: ტემპერა 6 Aug 2010, 18:32
anatoreli
QUOTE
რავა არ ხარობს?!...შენ რომელზე გაქვს ეჭვი?!

ბაბუაწვერაზე.. biggrin.gif

Posted by: anatoreli 6 Aug 2010, 19:15
ტემპერა
QUOTE
რავა არ ხარობს?!...შენ რომელზე გაქვს ეჭვი?!


ბაბუაწვერაზე

მაგი ბიჯო წითელ წიგნშია biggrin.gif

Posted by: ტემპერა 6 Aug 2010, 20:11
anatoreli
QUOTE
მაგი ბიჯო წითელ წიგნშია

biggrin.gif

Posted by: MAGIC_WOMAN 14 Aug 2010, 12:54
ხვალ ვაპირებ ბოტანიკურ ბაღში წასვლას და ღიირს? რას მირჩევთ.. ან რითი უნდა მივიდე იქამდე კოლმეურნეობის მოედნიდან???

Posted by: HiStorian 17 Aug 2010, 12:47
QUOTE
ხვალ ვაპირებ ბოტანიკურ ბაღში წასვლას და ღიირს? რას მირჩევთ.. ან რითი უნდა მივიდე იქამდე კოლმეურნეობის მოედნიდან???


ყველაზე მაგარი შესასვლელი იყო სოლოლაკიდან, გვირაბით.

იქ კი გაბურდეს ბურდულით ის გვირაბი და ამოაშთეს, იმის მაგივრად რომ პირიქით, გაეკეთებინათ და ყოფილიყო ეგ შესასვლელი.

თუ კიდევ არის "გვირაბი", ხომ არ ავაფეთქოთ ?

Posted by: MAGIC_WOMAN 5 Sep 2010, 22:14
user posted image
user posted image
user posted image
* * *
user posted image

user posted image

user posted image

Posted by: lelos 17 Jan 2011, 17:50
არ ვიცი აღნიშნულ საკითხზე თუ არსებობს აქ თემა, მაგრამ მინდოდა ყურადღების გამახვილება.

როგორც ცნობილია თბილისის ბოტანიკურის ბაღის ცენტრალური შესასვლელი არის ბოტანიკურის ქუჩიდან (აბანოების თავზე), სადაც ამჟამად მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები და მანქანით ბოლომდე ასვლა შეუძლებელია. თუნდაც, რომ იყოს ბოლომდე ასასვლელი იქ მანქანის დასაყენებელი ადგილი მაინც არ არის. თუმცა ეს კიდევ არ არის მთავარი პრობლემა, ბოლო ბოლო ტაქსით მივა კაცი. მთავარი პრობლემა ის არის, რომ შესასვლელი ბილეთების გაყიდვა ხდება მხოლოდ ამ წერტილში. მანქანით, რომ მოგინდეს ზედა შესასვლელიდან შესვლა (სადაც ქართლის დედა დგას) იქ მანქანას კი დააყენებ, სამაგიეროდ ბაღში ვერ შეხვალ, რადგანაც იქ არ წარმოებს ბილეთების გაყიდვა smile.gif

გამოდის, რომ ზემოდან თუ გინდა შეხვიდე, ჯერ ცენტრალურ შესასვლელთან უნდა მიხვიდე, იყიდო ბილეთი, მერე ნახევარ თბილისს წრე დაარტყა და მიხვიდე ზედა შესასვლელთან.

ბოტანიკურ ბაღში ბავშვით ასვლა, რომ მოგინდეს და სეირნობა ცხრა პირი ოფლი უნდა გაგძვრეს smile.gif

ნუთუ არ შეიძლება ბილეთები ზედა შესასვლელთანაც გაიყიდოს?

Posted by: Fabian 17 Jan 2011, 20:02
კარგი იქნება თუ სოლოლაკის მხრიდან გახსნიან შესასვლელს ბოტანიკურში... smile.gif

Posted by: hermann1986 17 Jan 2011, 22:07
Fabian

ვერ გახსნიან .. ჯერ ისედაც უჭირს დაცვის სამსახურის ყველაფრის გაკონტროლება .. რაც უფრო მეტი შემოსასვლელი ექნება მით უარესი... თან მოლარე უნდა დასვან .. მოკლედ ზედმეტი ხარჯებია

Posted by: lelos 17 Jan 2011, 22:37
hermann1986

QUOTE
ჯერ ისედაც უჭირს დაცვის სამსახურის ყველაფრის გაკონტროლება .. რაც უფრო მეტი შემოსასვლელი ექნება მით უარესი... თან მოლარე უნდა დასვან .. მოკლედ ზედმეტი ხარჯებია


ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ ქვემოტ ნაყიდი ბილეთით შესაძლებელია გაიარო მთელი ბაღი და ზემოთ გარეთ გამოხვიდე, მიხვიდე ქართლის დედასთან და მერე ისევ შიგნით შებრუნდე. ზედა შესასვლელში დგას ჯიხური და იქ მაინც ხდება ბილეთების კონტროლი. ხარჯებს რაც შეეხება, იმ ზედა ჯიხურში ზის დაცვის ხალხი, დაცვის მაგივრად ჩასვან ერთი მოლარე და ეგ არის. დაცვას რაც შეეხება, მართლა კარგად მუშაობენ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გხვდებიან და თუ არასწორი მიმართულებით წახვედი გზას გიკვალავენ და და გარიგებენ smile.gif

ახლა მაინცდამაინც არ შეინიშნება მომსვლელთა მოზღვავება. გაზაფხულ-ზაფხულის სეზონისთვის კი მისახედია ეს საკითხი.

Posted by: Sonya 4 May 2011, 13:01
ხალხო, რა ხდება ბოტანიკურში? spy.gif
ივანიშვილმა უკვე მთლიანად ხომ არ შეისყიდა? ხალხი გაოგნებულია - წლობით დადიოდნენ იქ სავარჯიშოდ, ჩანჩქერზე საბანაოდ, სასეირნოდ - ახლა ვერ გაივლიო, მშენებლობაა რაღაც გაჩაღებული, კამაზები, ხრეში, ცემენტი... საშინელება არისო (მე პირადად არ მინახავს, ბაღის შემოგარენში ვასეირნებ ხოლმე ძაღლს). მალე, ალბათ, აღარც შეგვიშვებენ ბაღის ტერიტორიაზე... ვინმემ რამე თუ იცის ამის შესახებ? sad.gif რა ხდება ბოლო-ბოლო? ის კოშმარული გვირაბი არ გვეყოფა? არ ვიცი, რას აკეთებს ივანიშვილი, მარა პროვინციალი-პროვინცილია, რა. ჯერ ეს გიგანტური სიმახინჯე დადგა კლდეზე, ახლა ბაღსაც გვართმევს. თუ ფული გაქვს, წადი, რა, მონახე სხვა ადგილი - ცოტაა საქართველოში ლამაზი ადგილები??? არა, თბილისს უნდა გადაჰყურებდეს, ბლინ. რატომ პატარკაციშვილმა არ აიშენა რამე ბოტანიკურში? დადგა თავის რეზიდენცია ისეთ ადგილას, რომ არავის ხელს არ უშლის, და თვალშისაცემიც არაა. ამ ივანიშვილმა კი მოსპო იქაურობა - ჯერ ხომ ეკოლოგიური მინი-კატასტროფა მოაწყო, კლდეს რომ აფეთქებდნენ - უამარვი ცხოველი და ფრინველი გამოიქცა/გამოფრინდა იმ ადგილებიდან, კლდის ფერდობიდან სცვიოდა გულგახეთქილი ზღარბები, სინდიოფალები (ერთი მეზობელმაც კი შეიკედლა), ციყვები... მოკლედ, რა mad.gif

Posted by: Dastan 5 May 2011, 09:08
Sonya
და რას ერჩი ბიძინას სასახლეს???
მშვენიერი ნაგებობაა smile.gif

Posted by: Sonya 5 May 2011, 10:25
Dastan
იხილე ზედა პოსტი smile.gif

პ.ს. თვალი შეეჩვია უბრალოდ. სასხლეს.

Posted by: ივანიჩ 5 May 2011, 12:06
QUOTE (Dastan @ 5 May 2011, 09:08 )
და რას ერჩი ბიძინას სასახლეს???
მშვენიერი ნაგებობაა smile.gif

ეჰ
ეგ რაც აქედან ჩანს ათი იმდენია უკანა მხარეს....
სწორედ მაგ ,,მშვენიერი" სასახლის გამო იყო რომ ძველი თბილისი ვერ შევიდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მსოფლიო ნუსხაში sad.gif
ისე კი კაი კაცია, მეცენატი და ქველმოქმედი რას ვერჩი.... უბრალოდ ამ ამბავში არ გააკეთა სწორად...

Posted by: Sonya 5 May 2011, 13:36
IVANICHA
QUOTE
ისე კი კაი კაცია, მეცენატი და ქველმოქმედი რას ვერჩი.... უბრალოდ ამ ამბავში არ გააკეთა სწორად...

მართალი ხარ.
მაგრამ... არავინ არაფერს ერჩის, უბრალოდ, ზომიერების გრძნობაც ურიგო არ იქნებოდა.
ვეჭვობ, რომ ის გვირაბიც იმისთვის ააშენა, რომ ოქროყანაში მიმავალ ავტობუსებში მჯდარ გლეხებს და ზოგადად ხალხს მისი "ედემი" არ დაენახა. სანამ გვირაბი აშენდებოდა, მოჩანდა რაღაც გამაოგნებელი სურათი, ჰოლივუდის რომელიღაც პავილიონში გეგონებოდა თავი, "ტარზანის" გადაღებების დროს... ეს ჩანჩქერები... ბაღები-პალმები... მოკლედ, ნამეტანი მოუვიდა ტიპს. ახლა კიდევ უფრო შორს წავიდა და ნელ-ნელა ეუფლება ბოტანიკურის მყუდრო, უნიკალურ და ლამაზ ადგილებს. და ეს ყველაფერი ძალიან ჩუმად ხდება... მხოლოდ იქ მოვარჯიშე და მოსეირნე ხალხი თუ ამჩნევს.

პ.ს. საერთოდ, რას უპირებენ ბოტანიკურს? ბათუმის ბაღისგან განსხვავებით, საკმაოდ მოუწესრიგებელია, თუნდაც აბრების და ნიშნების ამბავში. მთლიანად ხომ არ მოახდინა ბიძინამ მისი "ანექსია", და დროის ამბავია მისი დაკეტვა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის?

Posted by: DORABELLA 6 May 2011, 00:52
QUOTE
პ.ს. საერთოდ, რას უპირებენ ბოტანიკურს? ბათუმის ბაღისგან განსხვავებით, საკმაოდ მოუწესრიგებელია, თუნდაც აბრების და ნიშნების ამბავში. მთლიანად ხომ არ მოახდინა ბიძინამ მისი "ანექსია", და დროის ამბავია მისი დაკეტვა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის?

ადრე, მახსოვს ძალიან მოუვლელი იყო, მერე, თითქოს მოკიდეს ხელი, თუმცა რაღაც ადგილები მაინც მოუვლელი რჩებოდა, არადა, როგორი ლამაზია...
ბოტანიკის ინსტიტუტის ზევით, ისეთი კარგი ადგილებია. აი მაგალითად, ლეღვთახევს რომ ეძახიან...

ესეც ჩვენი ,,ბოტანბაკური'', (როგრც ჩემი საყვარელი დის შვილები ეძახდნენ ბოტანიკურ ბაღს პატარაობისას).

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

მერე კიდევ დავდებ სხვა ფოტოებსაც, უშუალოდ ბოტანიკურში გადაღებულს.

Posted by: Sonya 6 May 2011, 12:05
DORABELLA
QUOTE
ბოტანიკის ინსტიტუტის ზევით,

თუ არ ვცდები, ეს ინსტიტუტიც გასხვისდა (მგონი, ივანიშვილმა იყიდა) აღარ ფუნქციონირებს და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს რაღაც მშენებლობა... ერთხელ უნდა ავიდე და ჩემი თვალით ვნახო. თუ არ დამაპატიმრა ბიძინას დაცვამ - სურათებსაც გადავუღებ gigi.gif

Posted by: DORABELLA 6 May 2011, 12:40
Sonya
QUOTE
ეს ინსტიტუტიც გასხვისდა

ხო, ეგ ამბავი მეც გავიგე, ნუთუ მართალია?

QUOTE
თუ არ დამაპატიმრა ბიძინას დაცვამ

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Sonya 6 May 2011, 14:19
DORABELLA
QUOTE
ეს ინსტიტუტიც გასხვისდა


ხო, ეგ ამბავი მეც გავიგე, ნუთუ მართალია?

ალბათ, ახლოსაა სიმართლესთან. არ მგონია, ამ ინსტიტუტს რამე დაფინანსება ჰქოდეს ისეთი, რომ არსებობა განაგრძოს sad.gif ამიტომ ვამბობ - მეშინია, საერთოდ არ დაიხუროს ბაღის დიდი ნაწილი ჩვენთვის და ბიძინმა იქ საFარი არ მოიწყოს... პერიოდულად... გარეული ლომებით sad.gif რაღაც ვერ გაძღა ეს კაცი...

Posted by: ukrainka 6 May 2011, 14:31
ჩვენ მაინც იმედი გვაქ რომ რამე ნორმალურს გააკეთებენ და არა ბიძინას დაჩა smile.gif

გვქონდეს იმედი სხვა რა გზაა ბიძინა ბიძიას ნაღდად ვერ გავეჭიმებით და biggrin.gif

Posted by: Sonya 6 May 2011, 15:22
ukrainka
QUOTE
ბიძინა ბიძიას ნაღდად ვერ გავეჭიმებით და

სამწუხაროდ - ვერა.
სამწუხარო ისიც არის, რომ ბიძინას არ ესმის (ან არ აინტერესებს) რომ არსებობს უნიკალური ზონები ქალაქში, რომელსაც არ უნდა შეეხო. ანუ, თუ ეხები - მხოლოდ ქველმოქმედების ამბავში. ჩემი აზრით, რაც ხდება - არის ელემენტარული უკულტურობა. საქრთველოში უამრავი ადგილია (გავიმეორებ), სადაც მას შეეძლო საკუთარი რეზიდენციის აშენება. თუგინდ - თბილისის შემოგარენში, ულამაზესი ხედებით.
მან კი, რატომღაც, აირჩია ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ადგილი, რომელიც სახელმწიფოს დაცვის ქვეშ უნდა იყოს, წესით. და რაც ხდება - იმასაც ვხედავთ sad.gif

Posted by: DORABELLA 6 May 2011, 18:16
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: ZSU-23-4 6 May 2011, 20:29
ბოტანიკურის გვირაბის სურათები არავის გაქვთ? tongue.gif

....................................................................

Posted by: Fabian 7 May 2011, 22:51
დაბახანკას ხეობა
http://pix.ge/
http://pix.ge/
ამ ხიდის ისტორია ვინმემ იცით?
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
აი აქ კი რაღაც მაშტაბურს აშენებენ,ჩემი აზრით სასტუმროს...
http://pix.ge/

Posted by: DORABELLA 8 May 2011, 03:18
Fabian
QUOTE
აი აქ კი რაღაც მაშტაბურს აშენებენ,ჩემი აზრით სასტუმროს...

და ეგ რომელი ადგილი გამოდის?
მარჯვნივ რომ ორი კლდოვანი კედელი ჩანს -- რა არის? ალპინისტების სავარჯიშო ადგილი რომ იყო, ნუთუ ის არის?

რა უბედურებაა, ე.ი. თუ ადამიანს ფული აქვს, ყველაფრის უფლება უნდა ჰქონდეს?!
ვერ წარმომიდგენია, მაგალითად, იაპონელმა მილიონერმა, იაპონიის ბოტანიკურ ბაღში, მოინდომოს რამის აშენება, აზრადაც არ მოუვა და თუ კი მოუვა(რაც ვერ წარმომიდგენია), არა მგონია რომ ვინმემ მისცეს ამის უფლება!
მაგრამ ჩვენ ხომ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ. მაქვს ფული, ე.ი. ყველაფრის უფლება მაქვს! აღარ უნდა მოეღოს ასეთ რამეებს ბოლო ამ უბედურ ქვეყანაში?
მართლაც რომ -- ვაი ჩვენს პატრონს!

Posted by: Fabian 8 May 2011, 09:10
DORABELLA
QUOTE
და ეგ რომელი ადგილი გამოდის?
მარჯვნივ რომ ორი კლდოვანი კედელი ჩანს -- რა არის? ალპინისტების სავარჯიშო ადგილი რომ იყო, ნუთუ ის არის?

კი სკალადრომთან ახლოსაა...ეს კიდე არაფერია,მოპირდაპირე მხარეს(კოჯრის გზიდან პრაქტიკულად არ ჩანს) ამაზე დიდი კომპლექსი ააშენეს Tbilisi Horizonth...

ხეობაში პნევმატური ჩაქუჩების ხმა ისმის,აშკარაა რომ კლდეს ანგრევენ... შინდისისკენ ხეობა სავსეა ნაშალი მასალით... მოკლედ პიზდეცია რა...

Posted by: Sonya 8 May 2011, 10:24
Fabian
QUOTE
კი სკალადრომთან ახლოსაა...ეს კიდე არაფერია,მოპირდაპირე მხარეს(კოჯრის გზიდან პრაქტიკულად არ ჩანს) ამაზე დიდი კომპლექსი ააშენეს Tbilisi Horizonth...

ხეობაში პნევმატური ჩაქუჩების ხმა ისმის,აშკარაა რომ კლდეს ანგრევენ... შინდისისკენ ხეობა სავსეა ნაშალი მასალით... მოკლედ პიზდეცია რა...

wow.gif
ვაიმეეეე... ალბათ, ამ მშენებლობაზე ლაპარაკობს ხალხი... ღმერთო ჩემო. ამაზე არაფერი არავის სმენია - ანუ, არ არის გახმაურებული ამბავი, როგორ ჩანს. ესეც ბიძინასია??? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ვისია. ტფუი, პროვინიცალიზმის დედა ვატირე, რა... და რას შვრება "ჰამქარი"? თუმცა, რა უნდა ქნას. ამ მონსტრს ვერავინ მოერევა IMHO. გული მომიკვდა... მართლა cry.gif

პ.ს. მანდ ერთ-ერთ სურათზე ჩანჩქერთან ნაგავი ყრია sad.gif
DORABELLA
QUOTE
რა უბედურებაა, ე.ი. თუ ადამიანს ფული აქვს, ყველაფრის უფლება უნდა ჰქონდეს?!
ვერ წარმომიდგენია, მაგალითად, იაპონელმა მილიონერმა, იაპონიის ბოტანიკურ ბაღში, მოინდომოს რამის აშენება, აზრადაც არ მოუვა და თუ კი მოუვა(რაც ვერ წარმომიდგენია), არა მგონია რომ ვინმემ მისცეს ამის უფლება!
მაგრამ ჩვენ ხომ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ. მაქვს ფული, ე.ი. ყველაფრის უფლება მაქვს! აღარ უნდა მოეღოს ასეთ რამეებს ბოლო ამ უბედურ ქვეყანაში?
მართლაც რომ -- ვაი ჩვენს პატრონს!

მართლაც წარმოუდგენელია მსგავსი რამ ნორმალურ ქვეყანაში. ეს კრეტინები ქალაქის ეკოსისტემას ანადგურებენ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მაგარი გაცოფებული ვარ. რა გვეშველება, არ ვიცი. მართალც პიზდეცია.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 May 2011, 12:05
QUOTE
ღმერთო ჩემო. ამაზე არაფერი არავის სმენია - ანუ, არ არის გახმაურებული ამბავი, როგორ ჩანს. ესეც ბიძინასია??? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ვისია. ტფუი, პროვინიცალიზმის დედა ვატირე, რა...

drug.gif
QUOTE
პ.ს. მანდ ერთ-ერთ სურათზე ჩანჩქერთან ნაგავი ყრია

ალბათ ეგეც პროვინციალებმა დაყარეს
QUOTE
მართლაც წარმოუდგენელია მსგავსი რამ ნორმალურ ქვეყანაში. ეს კრეტინები ქალაქის ეკოსისტემას ანადგურებენ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მაგარი გაცოფებული ვარ. რა გვეშველება, არ ვიცი. მართალც პიზდეცია.

მომიწევს ჩემი ვორნის გაპროტესტება fingal.gif

Posted by: GEORGIA007 8 May 2011, 12:51
QUOTE
კი სკალადრომთან ახლოსაა...ეს კიდე არაფერია,მოპირდაპირე მხარეს(კოჯრის გზიდან პრაქტიკულად არ ჩანს) ამაზე დიდი კომპლექსი ააშენეს Tbilisi Horizonth...

ხეობაში პნევმატური ჩაქუჩების ხმა ისმის,აშკარაა რომ კლდეს ანგრევენ... შინდისისკენ ხეობა სავსეა ნაშალი მასალით... მოკლედ პიზდეცია რა...

ადგილები დაილია ბოტანიკურის შუაგულში რომ არ ააშენონ ეს Yლეობა??? აუუ მაგას თუ ბიძინა შვება მაგარი გამიტყდება, მაგარი კაი წარმოდგენის ვიყავი მაგ კაცზე sad.gif

Posted by: DORABELLA 8 May 2011, 13:26
QUOTE
ადგილები დაილია ბოტანიკურის შუაგულში რომ არ ააშენონ

აბა, მაინცდამინც ბოტანიკურს რომ მიადგა.

არა, მე რა მაინტერესებს იცით? აი ვთქვათ, ვიღაცა, ასეთივე ტიპი თუ გამოჩნდა, და იმასაც მოუნდა, მერე გამოჩნდა კიდევ ვიღაცა და ა.შ., გამოდის რომ, ყველას ,,აქვს უფლება'' ბოტანიკურის თავის საკეთილდღეოთ და თავისი ინტერესებისათვის გამოყენება, არა? ლოგიკა ასეთია.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ, დონალდ ტრამპსაც მოუნდეს რამის აშენება ჩვენს ბოტანიკურში. ალბათ არც კი დაფიქრდებიან, ისე მისცემენ უფლებას! ეს მათთვის ხომ პრესტიჟის ამბავი იქნება (მაინც დონალდ ტრამპია), მე თქვენ გეტყვით და გამართლებას ვერ მოუძებნიან თუ? -- ეხლა ტრამპს მოეწონა და რატომ არ უნდა ააშენოსო, ინვესტიციებს ჩადებსო, სამუშაო ადგილებიც შეიქმნებაო, ჩვენი ხალხიც დასაქმდებაო, ისაო, ესაო...
ვაიმეეეეე, რომ წარმოვიდგინე, გულზე შემომაწვა...
რატომ არსად, არავინ, ვისაც ეთქმის, არ ამბობს არაფერს? რატომ დუმს საზოგადოება? help.gif help.gif help.gif


Posted by: GEORGIA007 8 May 2011, 13:34
QUOTE
რატომ არსად, არავინ, ვისაც ეთქმის, არ ამბობს არაფერს? რატომ დუმს საზოგადოება?

"იკივლოს სხვამ და ვიკივლებ მეც"@დათათუთაშხია
სადაა ჰამქარი?? იმ მირზა შაფს რომ გადაეკიდა? ამაზე რატომ არ იღებს ხმას?

Posted by: DORABELLA 8 May 2011, 13:47
QUOTE
"იკივლოს სხვამ და ვიკივლებ მეც"

სამწუხაროდ, ჩემი და ჩემისთანების ,,კივილი'', არც მეტი არც ნაკლები -- ,,ბატის კუილის'' ტოლფასია (ამ გამოთქმისთვის ბოდიშს ვიხდი), და არავითარ შედეგს არ გამოიღებს... მაგრამ, მე რომ საზოგადოებისთვის ავტორიტეტული და მისაბაძი (ამ სიტყვების საუკეთესო გაგებით) ადამიანი ვყოფილიყავი, ნამდვილად ,,ვიკივლებდი'', თანაც მანამ, სანამ მიზანს არ მივაღწევდი... yes.gif

Posted by: laci 8 May 2011, 18:23
ესეიგი რახან ფული აქვს ყველაფრის ყიდვა შეუძლია????ფუუუ რა ვერ გამოვიდა პროვინციალობიდან...
რატო მისცეს უფლება საერთოდ რამე მშენებლობის, არ უნდა დაისაჯოს ის ვინც მაგას მშენებლობის უფლება მისცა???

ხმას რატო არავინ არ იღებს, მწვანეები რატო სდუმან? დავიჯერო ყველა ფულზე იყიდება??
ის სახლი , უზარმაზარი თავზე რომ დაჰყურებს თბილისს არ ყოფნის?? რა გაუმაძღრობა სჭირთ რა არის..

მილიონი ადგილია , წადი და ააშენე რაც გინდა , რა მაინც და მაინც ბოტანიკურში აშენებ
არა რა გოიმია და ვერც ის მილიარდები ვერ უშველის მაგას რო აზრზე მოვიდეს...
ფუუუ ქაჯი, ეგეც და ისიც ვინც უფლება მისცა........................
იქნებ საეთოდ დახუროს და მიისაკუთროს კიდეც !!!

Posted by: Fabian 8 May 2011, 19:53
მეგობრებო გთხოვთ მაქსიმალურად კორექტულად გამოხატოთ თქვენი აღშფოთება ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით :|

Posted by: Sonya 9 May 2011, 10:04
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ღმერთო ჩემო. ამაზე არაფერი არავის სმენია - ანუ, არ არის გახმაურებული ამბავი, როგორ ჩანს. ესეც ბიძინასია??? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ვისია. ტფუი, პროვინიცალიზმის დედა ვატირე, რა...


QUOTE
პ.ს. მანდ ერთ-ერთ სურათზე ჩანჩქერთან ნაგავი ყრია


ალბათ ეგეც პროვინციალებმა დაყარეს QUOTE
მართლაც წარმოუდგენელია მსგავსი რამ ნორმალურ ქვეყანაში. ეს კრეტინები ქალაქის ეკოსისტემას ანადგურებენ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მაგარი გაცოფებული ვარ. რა გვეშველება, არ ვიცი. მართალც პიზდეცია.


მომიწევს ჩემი ვორნის გაპროტესტება

ვერ მივხვდი, რა გინდა.

Posted by: Sonya 10 May 2011, 12:18
UUUUUP
.................................................................

Posted by: laci 10 May 2011, 17:18
Fabian
QUOTE
მეგობრებო გთხოვთ მაქსიმალურად კორექტულად გამოხატოთ თქვენი აღშფოთება ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით


გვითხარი როგორ??

Posted by: Fabian 10 May 2011, 17:52
laci
QUOTE
გვითხარი როგორ??

ნუ სანამ დაპოსტავ რამეს არაკორექტულად წარმოდგინე რომ შემდეგ პოსტს უკვე 300 წამის მერე დაპოსტავ,უმალვე დამშვიდდები yes.gif

Posted by: laci 10 May 2011, 21:54
Fabian

ჰმ... არაფერი არაკორექტული არ მითქვამს, უბრალოდ თავისი სახელი დავარქვი..biggrin.gif
არ მეშინია 300წამის , ვორნწაუბილწავს biggrin.gif 700 მქონდა ფლუდი და მერე თვითონ გასწორდა..
ასე რომ არ არის პრობლემა...

Posted by: Fabian 18 May 2011, 10:40
უსახელო ხიდი
http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: CYB-ORG 18 May 2011, 17:49
Fabian
QUOTE
უსახელო ხიდი

მე არ მახსოვს და მაგაზე ხალხი დადიოდა, თუ აკვედუკის პონტში იყო წყალის ან რაიმეს სადენად?..

Posted by: ZSU-23-4 18 May 2011, 18:18
Fabian
QUOTE
მეგობრებო გთხოვთ მაქსიმალურად კორექტულად გამოხატოთ თქვენი აღშფოთება ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით


რა ტარდება? გვირაბს სხნიან? bis.gif bis.gif

Posted by: Fabian 18 May 2011, 19:47
CYB-ORG
QUOTE
მე არ მახსოვს და მაგაზე ხალხი დადიოდა, თუ აკვედუკის პონტში იყო წყალის ან რაიმეს სადენად?

მოაჯირის ნარჩენი იმაზე მიუთითებს რომ ეს ხიდი საფეხმავლო დანიშნულების იქნებოდა,თუმცა დღესდღეობით ის ავარიულ მდგომარეობაშია...

ვინმემ ხომ არ იცით,რომელ წელს აშენდა ეს ხიდი?

ZSU-23-4
QUOTE
რა ტარდება? გვირაბს სხნიან?

ნწუ... რაღაც კომპლექსს აშენებენ :|

Posted by: Sonya 19 May 2011, 13:54
Fabian
სხვა თემაში ვიკითხე, და აქაც ვიკითხავ (იქ, შეიძლება, 100 წელი არავინ შევიდეს)
ხომ არ იცი, ივანიშვილის რეზიდენციის მშენებლობა როდის დაიწყო?
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით,რომელ წელს აშენდა ეს ხიდი?

ესთეტიკიდან გამომდინარე - მე-20 საუკუნის 60-70-ან წლებში. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული - ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია.

Posted by: ივანიჩ 19 May 2011, 19:36
Sonya
ჩემი თვალთახედვის არეში რაც მოხვდა 12 წელი სულ ცოტა

ისე ეგ ტერიტორია რაღაც შპს-ს საკუთრებაა

Posted by: Sonya 20 May 2011, 10:34
IVANICHA
QUOTE
ჩემი თვალთახედვის არეში რაც მოხვდა 12 წელი სულ ცოტა

აჰა... გასაგებია, გმადლობთ smile.gif
QUOTE
ისე ეგ ტერიტორია რაღაც შპს-ს საკუთრებაა

ნუ, ეგ თავისთავად... ეგრე ხდება, როგორც წესი wink.gif



Posted by: Tatra 20 May 2011, 17:19
ბოტანიკურ ბაღში შესვლა ისევ ფასიანია? რა ღირს ხო არ იცით?

Posted by: ბელადი 20 May 2011, 19:22
QUOTE
ბიძინა ბიძიას ნაღდად ვერ გავეჭიმებით და

რატომ, ხელშეუვალი კერპია თუ?

Posted by: Fabian 20 May 2011, 19:46
Sonya
QUOTE
ესთეტიკიდან გამომდინარე - მე-20 საუკუნის 60-70-ან წლებში. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული - ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია.

ჩემი აზრით უფრო ძველია smile.gif
პანორამიოზე მას მთვარის ხიდი დავარქვი smile.gif

Tatra
1 ლარი ღირს თუ არ მეშლება

ბელადი
QUOTE
რატომ, ხელშეუვალი კერპია თუ?

თითქმის :|

Posted by: ივანიჩ 21 May 2011, 15:10
კერპია აბა რა
დაჟე ღმერთია საჩხერე ჭიათურა და მიმდებარე ტერიტორიისათვის

Posted by: SwaT-2011 21 May 2011, 15:51
Fabian
ვა ეგ ხიდი სადაა ტერიტორიულად უფრო დაწვრილებით არ შეგიძლია მითხრა ?

Posted by: Fabian 21 May 2011, 19:05
SwaT-2011
QUOTE
ვა ეგ ხიდი სადაა ტერიტორიულად უფრო დაწვრილებით არ შეგიძლია მითხრა ?

რომელ ხიდს გულისხმობ? იქ 2 ხიდია smile.gif

Posted by: ALLIGATOR1 22 May 2011, 06:35
ამაზე უარესი ადგილი არ არსებობს ამ უშნო ქალაქში

=======================

Posted by: Sonya 22 May 2011, 11:53
IVANICHA
QUOTE
კერპია აბა რა
დაჟე ღმერთია საჩხერე ჭიათურა და მიმდებარე ტერიტორიისათვის

no.gif
მესიაა yes.gif
პოლიტგანყში გადამიარეს, მე რომ ბიძინა "გავაკრიტიკე" gigi.gif
იმენნა ბოლო სიტყვებით გამომლანძღეს და ხიხო და რავი კიდე რა მიძახეს (იმიტომ, რომ მე ვუწოდე მას "ხიხო" givi.gif)

Posted by: Tatra 22 May 2011, 18:44
Sonya
QUOTE
პოლიტგანყში გადამიარეს, მე რომ ბიძინა "გავაკრიტიკე"

უყვართ ჩვენთან ბურჟუები... sad.gif აბა მე მკითხონ როგორია ტროტუარზე რო მოვდივარ და შავ ჯიპზე ამხედრებული ბობორია მატლი მიპიპინებს... მაგათ გაკულაკებას ვნატრობ ხოლმე... biggrin.gif
.................................
ბოტანიკური ბაღის გვირაბებზე რა ინფორმაცია გაქვთ??
უკანასკნელად რომ ვიყავი, 3-დან მხოლოდ 1 იყო ღია (ანუ გადასასვლელის ფუნქცია ჰქონდა). მერე მგონი კლუბი ჩაჩხირეს იქ და ჩაიკეტა ის გვირაბი.
ახლა რა მდგომარეობაშია გვირაბები?


Posted by: ივანიჩ 23 May 2011, 14:28
Sonya
ნუ ხიხო ვფიქრობ ცოტა ზედმეტია, ბოლო ბოლო ეგ კაცი მართლა ქველმოქმედია და რამდენს დაეხმარა (უბრალო ხალხს ვგულისხმობ)...

ბოტანიკურის ამბავში ცოტა მიქარა რა...


Posted by: Sonya 24 May 2011, 18:06
Tatra
QUOTE
უყვართ ჩვენთან ბურჟუები...

მა რა... ბავშვობიდან მახსოვს სენტენციები "აუუუ, რა ჩაქცეულია!". ანუ, ფული და მისი ჯანი. ეგ იყო მთავარი უმრავლესობისთვის.
QUOTE
ბოტანიკური ბაღის გვირაბებზე რა ინფორმაცია გაქვთ??
უკანასკნელად რომ ვიყავი, 3-დან მხოლოდ 1 იყო ღია (ანუ გადასასვლელის ფუნქცია ჰქონდა). მერე მგონი კლუბი ჩაჩხირეს იქ და ჩაიკეტა ის გვირაბი.
ახლა რა მდგომარეობაშია გვირაბები?

პირადად მე არაფერი ვიცი - ასი წელი არ გამივლია მანდ. უფრო აქეთ ვცხოვრობ და ხალხი "ჩორნი ხოდით" შედის ხოლმე ბოტანიკურში.
IVANICHA
QUOTE
ნუ ხიხო ვფიქრობ ცოტა ზედმეტია, ბოლო ბოლო ეგ კაცი მართლა ქველმოქმედია და რამდენს დაეხმარა (უბრალო ხალხს ვგულისხმობ)...

ბოტანიკურის ამბავში ცოტა მიქარა რა...

არა, მანდ სხვა კონტექსტში იყო ამაზე ლაპარაკი - მეზარება ახლა თავიდან. ის ბატალიაც მეყოფა, მე და რამოდენიმე იუზერმა რომ გადავიტანეთ. არავინ ართემვს ქველმოქმედებას და დამსაუხრებებს ამ სფეროში, სხვა რაღაცაზე გავამახვილეთ ყურადღება და აქ ნამდვილად ვერ გავიმეორებ.

Posted by: Tatra 24 May 2011, 18:23
Sonya
QUOTE
ხალხი "ჩორნი ხოდით" შედის ხოლმე ბოტანიკურში.

სადაა ეგ ჩორნიხოდი??? უბილეთოდ მინდა შესვლა biggrin.gif

Posted by: Tatia_K 24 May 2011, 22:56
ბოტანიკურ ბაღში ბილეთი რა ღირს? ხომ ფუნქციონირებს ამ პერიოდში?წასვლა მინდა ძალიან და იქნებ მომწეროთ ბოტანიკურ ბაღზე ყველაფერი.. smile.gif :*

Posted by: ივანიჩ 25 May 2011, 10:21
Tatia_K
შარშან 1 ლარი ღირდა smile.gif
ესე მახსოვს

Posted by: Sonya 25 May 2011, 12:00
Tatra
QUOTE
სადაა ეგ ჩორნიხოდი??? უბილეთოდ მინდა შესვლა

მე პირადად არასოდეს შევსულვარ, მაგრამ ხალხი დილაობით სავარჯიშოდ დადის - სადღაც ქართლის დედასთან ჩადის ბილიკი IMHO. კოჯრის ქუჩით უნდა ამოხვიდე (სოლოლაკში), რეზკად მარცხნივ აუხვიო პატარა ალეაზე, მერე ტურისტული ბილიკით იარო ცოტა ხანს და ქართლის დედასთან კიბეებით ახვიდე ამ ტურისტული ბილიკიდან. მანდ უკვე გაერკვევი, წესით. იმედია, არ დამიჭერენ gigi.gif

Posted by: hermann1986 25 May 2011, 13:09
ჩანჩქერის თავზე რომ ვიშკაა იქედან ჩანს ჩამოსასვლელი givi.gif სანამ კიბეს ჩაივლით დაცვა უკვე ასწრეს გზის გადაჭრას givi.gif მანდ დგანან დილის 7 საათიდან სადღაც 10 საათამდე .... ჩაპარვა თU გინდათ 10:10-10:30 უნდა შეხვიდეთ მაგ ჩასასვლელით. მაგ ნახევარი საათის განმავლობაში არ ცალიათ givi.gif

Posted by: Fabian 19 Jun 2011, 10:39
პატარა ჩანჩქერი სასახლესთან
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

შახტახთა
http://pix.ge/

Posted by: komisia 21 Jun 2011, 13:10
ფუ, ორი დღის წინ ვიყავი და ჩაჯმულია მთელ გარემოში vis.gif

პატრონი არ ჰყავს მაგ ბაღს? ნაგვითაა სვსე ყველაფერი yes.gif რა გახდა ერთი დამლაგებლის დაქირავება, რა უბედურებაა vis.gif

დაცვაც მაგარი დაცენტრილი ჰყავს:
ერთი ჩემი მეგობარი (გოგო) მივიდა და ვარდები დაყნოსა, ხოდა დაცვის ბიჭი იდგა იქვე და ჯენტლმენობა გამოავლინა - "მოწყვიტე თუ გინდა" drug.gif ыыыыыыы
ალბათ მაგიტომაც იყო მიფარჩაკებული და მიმჭკნარი ყველა ვარდი იქ.

Posted by: INA-INA 24 Jun 2011, 12:36
გვირაბები სამხედროებს აქვთ დაკავებული, რა ჯანდაბა უნდათ იქ და რას აკეთებენ მართალ არ ვიცი. ერთხელ რო გავიარე, საჭმელი მიუტანეს და არა მაგდენი კარაქი არ გვინდა, კიდევ ბევრი დარჩაო. biggrin.gif

Posted by: devnili02 25 Jun 2011, 11:08
აუ ბოტანიკურ ბაღში ვინღა დადი ერთი
აღარ აინტერესებს ალბად ხალხს
რავიცი :დ

Posted by: INA-INA 25 Jun 2011, 22:34
devnili02

ძალიან კარგადაც დადიან , თან იქ ზევით გამოქვაბულში მონაზონი ცხოვრობს. smile.gif

Posted by: Ochamchirskaia 28 Jun 2011, 00:30
INA-INA
გამოქვაბულია ბოტანიკურში? მონაზონი? აუ რა საინტერესოა, უნდა გავარკვიო ეგ ამბავი smile.gif

Posted by: S_H_I_N_Y 28 Jun 2011, 01:24
devnili02
QUOTE
აუ ბოტანიკურ ბაღში ვინღა დადი ერთი აღარ აინტერესებს ალბად ხალხს რავიცი :დ


ანუ შენ ფიქრობ რომ ადრე ხალხს აინტერესებდა ბოტანიკურში სიარული და ახლა უფრო საინტერესო ადგილებით გაივსო თბილისი და აღარ დადიან? biggrin.gif
საკმაოდ ხშირად დავდივარ და ხალხის ნაკლებობა არასოდეს შემინიშნავს. თუ გავითვალისწინებთ პარკების ნაკლებობას ამ ქალაქში მშვენიერი ადგილია. ჩემი ძმისშვილი ბოტანიკურს ვერ ამბობს და ასე გვეუბნება - ლამაზ ყვავილებიან ბაღში წამიყვანეთო და ძალიან უყვარს იქაურობა smile.gif

Posted by: Ochamchirskaia 28 Jun 2011, 10:32
პირველად და უკანასკნელად მანდ ვიყავი 2 წლის წინ, კი არაუშავდა, ყ7ვავილებს რგავდნენ, მაგრამ რატომ წავალ ფასიანში, როცა ეგეთი ადგილები მთაწმინდაწე, ბოტანიკურის ზევით ქვეყნისაა?

Posted by: d_tsabo 28 Jun 2011, 10:47
INA-INA
ყველაფერი არ უნდა დაწერო smile.gif რა უნდათ და უნდათ

Posted by: green zone 28 Jun 2011, 10:54
ბოტანიკური ბაღი არ არი საზასაო ან სქესთა შორის განაყოფიერების ადგილი არც დასასვენებელი პარკია ატრაქციონებით ესაა მცენარეთა ეგზოტიკური ენდემური და იშვიათი სახეობების დასათვალიერებელი სპეციალური ადგილი დარწმუნებული ვარ ქართველი ვიზიტორებიდან მხოლოდ 1% თუ ესმის ეს გამოთქვამენ აღშფოთებას რატომ უნდა ღირდეს თანხა.. შეგახსენებთ რომ ბათუმის ბოტანიკურში უცხოელები 6 ლ ქართველები კი 2 ლარს იხდიან.

Posted by: rachveli1 28 Jun 2011, 20:59
QUOTE
ბოტანიკურში უცხოელები 6 ლ ქართველები კი 2 ლარს იხდიან.

user posted image

აქაც ეგრე იყო ედიკას დროს, რა უბედურებაა თო, რათომ უნდა იყოს უცხოელბისთვის უფრო ძვირი

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Jun 2011, 21:25
rachveli1
უცხოელებს მეტი აქვთ და იმიტომ biggrin.gif ყველაზე მაგარი კი ის არის რომ დისკრიმინაცია არაა აშკარა, ანუ ფასი მხოლოდ 6 ლ წერია და მოლარესთან ქართულად გასუბრების შემდეგ ქართველი იხდის ნაკლებს, ოღონდ ისე ჩუმად არვინ გაგვიგოს biggrin.gif

Posted by: Ochamchirskaia 28 Jun 2011, 23:55
QUOTE
ბოტანიკური ბაღი არ არი საზასაო ან სქესთა შორის განაყოფიერების ადგილი

biggrin.gif 100 %-ით გეთანხმები...

QUOTE
მცენარეთა ეგზოტიკური ენდემური და იშვიათი სახეობების დასათვალიერებელი სპეციალური ადგილი

სახლსი უფრო მეტი ეკზოტიკუტი მცენარე მაქვს , ვიდრე ბოტანიკურში არის... wink.gif

Posted by: COMPAS 30 Jun 2011, 22:12
რამდენიმე დღის წინ ვიყავი და ძალიან ვისიამოვნე.. მიუხედავად იმისა რომ უკეთესს ვისურვებდი, მაინც მაგარი ადგილია დასასვენებლად..
შესვლა ისევ 1 ლარი ღირდა, რაც შეეხება სისუფთავეს ბუჩქებში აქა-იქ ჩაყრილ ბოთლებს და დანაგვიანებულ მდინარის კალაპოტს თუ არ ჩავთვლით, სისუფთავე იყო smile.gif

Posted by: INA-INA 1 Jul 2011, 01:09
d_tsabo

მე ბოდიში. სახელმწიფო საიდუმლოება გავეცი. ვინმე არ დაეცეთ თავს. biggrin.gif

Posted by: d_tsabo 1 Jul 2011, 01:40
INA-INA
QUOTE
მე ბოდიში. სახელმწიფო საიდუმლოება გავეცი. ვინმე არ დაეცეთ თავს.

აი სადამდე მიგვიყვანა იმან რო სკოლებშI სამხედრო საქმე არ ისწავლება smile.gif რასაც ვხედავთ ყველაფერი არ ითქმის ჩემ განყოფილებაშI რო ყოფილიყავით მაგის გულისთვის ვორნს მიიღებდით smile.gif

Posted by: Sonya 14 Jul 2011, 17:09
ხმები დადის სოლოლაკში - ადგილობრივები, ვინც ბაღში ყოველ დღე სეირნობს/ვარჯიშობს, ამბობენ, რომ ბაღის გაყიდვა იგეგემება. ესაა და ეს... ვინმეს რამე ხომ არ გაგიგიათ ამის შესახებ?
* * *
d_tsabo
QUOTE
აი სადამდე მიგვიყვანა იმან რო სკოლებშI სამხედრო საქმე არ ისწავლებარასაც ვხედავთ ყველაფერი არ ითქმის ჩემ განყოფილებაშI რო ყოფილიყავით მაგის გულისთვის ვორნს მიიღებდით

არ ვართ შენს განყოფილებაში, და ეგებ მოგვიყვე, რა ხდება? gigi.gif
თუ არ გვაქვს უფლება. ჩვეულებრივმა მოკვდავებმა ვიცოდეთ, ყურის ძირში რა ხდება? რა უნდათ ჯარისკაცებს გვირაბში - სტრატეგიულ ობიექტს იცავენ?

Posted by: mcnamara 14 Jul 2011, 23:16
რომელ საათამდეა ხოლმე ღია?


Posted by: TAJMAHAL 14 Jul 2011, 23:24
QUOTE
სახლსი უფრო მეტი ეკზოტიკუტი მცენარე მაქვს , ვიდრე ბოტანიკურში არის...


+1 ნამდვილად, თან უფრო გაყვავებული, ასე რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის მერე no.gif .....

Posted by: melodyman/ 14 Jul 2011, 23:36
QUOTE
ბოტანიკური ბაღი არ არი საზასაო ან სქესთა შორის განაყოფიერების ადგილი


user.gif


შესვლა რა ღირს? :/

Posted by: Fabian 14 Jul 2011, 23:37
melodyman/
QUOTE
შესვლა რა ღირს? :/

1 ლარი

Posted by: melodyman/ 14 Jul 2011, 23:50
QUOTE
1 ლარი


ვა
არ გაუძვირებიათ givi.gif

Posted by: NAHABEI 21 Jul 2011, 21:26
Michealngelo
QUOTE
კაფე აკლია ბაღს რომ ადამიანმა დაისვენოს. ბავშვებისთვისაც არაფერი არ არის, რომ გაერთონ


ბოტანიკური ბაღი მარტო სასეირნო პარკი არაა, სამეცნიერო დაწესებულებაცაა, სადაც მებაღეების გარდა პროფესიონალი ბოტანიკოსები მუშაობენ. მათი მითითებით ხდება მებაღეების დასაქმება. კაფეების გაკეთება, კარგი მენეჯერი თუ ეყოლება ბაღს შესაძლებელია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის, რასაც ბაღს დამსვენებლები ეძახიან, არის ძალიან მცირე ნაწილი. 128 ჰექტარია ბაღი და მისი მოვლა-პატრონობა, ხომ ხვდებით, რომ არც ისე იაფი დაჯდება, თუ გვინდა რომ მაღალი დონის დასასვენებელი ბაღი გვინდა იყოს.

ასეთ პირობებში, როცა თანამშრომელებს მაქსიმალური ხელფასი 230-250 ლარი აქვთ და ასეთი ხელფასებით მაინც ახერხებენ ბაღის სისუფთავის დაცვას, ისიც კი მოუხსნეს და დატოვეს მხოლოდ ქართუ ჯგუფის შემოწირულობაზე, რომელიც მიზერულია და მხოლოდ ტრანსპორტისათვის იქნება საკმარისი, თანამშრომელებმა რომ სამსახურში იარონ.

ამ დროში ენთუზიაზმზე მუშაობს ვინმე???
* * *
marki
QUOTE
ივანიშვილი იპყრობს, მოედებაო მალე - მეტასტაზასავით და რე ვიცი....


ივანიშვილი არ იპყრობს, ივანიშვილი აფინანსებს ბაღს იმიტომ, რომ ბაღში სისუფთავე იყოს და მცენარეები მოვლილი
* * *
http://www.interpressnews.ge/ge/audio.html?view=audio&audio=1049


http://www.ambebi.ge/sazogadoeba/39057-botanikur-baghs-gauqmeba-emuqreba.html

Posted by: markes 23 Jul 2011, 20:50
ადამიანებო!
აღარაფერი არ უნდა დავუტოვოთ მომავალ თაობებს?
1845 წლიდან არსებობს ბოტანიკური ბაღი!
სხვა თუ არაფერი ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია, ამის განადგურება დაუშვებელია!
sad.gif

Posted by: NAHABEI 23 Jul 2011, 22:53
markes
QUOTE
1845 წლიდან არსებობს ბოტანიკური ბაღი! სხვა თუ არაფერი ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია, ამის განადგურება დაუშვებელია!


აქ ინახება ისეთი მნიშვნელობის მცენარეები, რომლებიც საქართველოს და მსოფლიოს წითელ წიგნშია შეტანილი და გადაშენების პირასაა მისული. ეს მცენარეები დამსვენებლებისთვის თვალით შეუმჩნეველია და უმეტეს შემთხვევაშიო საგანგებო ნაკვეთებზეა დარგული. მათ სათანადო პროფესიული მოვლა და მოფრთხილება ჭირდება. ბოტანიკური ბაღი თუ დაკარგავს თავის სამეცნიერო მიმართულებას და მარტო სასეირნო პარკი გახდება, ეს სამარცხვინო იქნება მთელი ქვეყნისათვის და რამდენიმე წელიწადში პროფესიონალ;ი ბოტანიკოსი აღარ იქნება, მე\ცენარეების გარკვევა და ცნობა რომ შეძლოს და მარტო მცენარეების და ცხოველების მოყვარული ადამიანები ვერ დაიცავენ და გადაარჩენენ ცოცხალ ბუნებას sad.gif

Posted by: markes 23 Jul 2011, 23:10
NAHABEI
ფლორა და ფაუნაში უფრო მეტი დაინტერესებული ადამიანი პოსტავს, იქ გავხსენი ტემა, იქნებ რამე მოვიმოქმედოთ
sad.gif

Posted by: NAHABEI 24 Jul 2011, 00:30
markes
QUOTE
ფლორა და ფაუნაში უფრო მეტი დაინტერესებული ადამიანი პოსტავს, იქ გავხსენი ტემა, იქნებ რამე მოვიმოქმედოთ


დახურულია იქ ამ სათაურით რომაა "რა ხდება ბოტანიკური ბაღის ირგვლივ?, მერიას რატომ გადასცეს?"
სხვა ვერ ვნახე ჯერ

Posted by: Sonya 24 Jul 2011, 19:51
მოკლედ, ცუდადაა ბაღის საქმე, როგორც ვატყობ. ძალიან ბევრი ჭორი დადის, და, როგორც წესი, ჭორები მართლდება ხოლმე sad.gif

Posted by: NAHABEI 25 Jul 2011, 12:30
Sonya
QUOTE
მოკლედ, ცუდადაა ბაღის საქმე, როგორც ვატყობ. ძალიან ბევრი ჭორი დადის, და, როგორც წესი, ჭორები მართლდება ხოლმე sad.gif


უკვე საჭორაოდ აღარაა sad.gif ბოტანიკური ბაღი გადაეცა მერიას და სავარაუდოდ უკვე მომავალი წლიდან იქ სასეირნო პარკი გაკეთდება, უცხოელებს გადაცემენ იჯარით. ბოტანიკის ინსტიტუტს კიდევ გიგი თევზაძე "მოუვლის", ჯერ ბიუჯეტი მოუხსნა და დეკემბრის მერე თანამშრომელებისაგანაც გაათავისუფლებს sad.gif

Posted by: ninuwki 1 Aug 2011, 23:13
Sonya
არ გამიგია ზუსტად იყიდება თუ არა ..... მე პირადად ხშირად ავდივარ ხოლმეე მაგრამ გველებია ბევრი და ეს ბოლო დროა მაგის გამო ვეღარ შევდივარ sad.gif
რა შეჭამა ამ მერიამ კიდე ტვინი რაა.....

Posted by: Fabian 3 Aug 2011, 15:47
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: Sonya 7 Aug 2011, 10:15
NAHABEI
QUOTE
უკვე საჭორაოდ აღარააბოტანიკური ბაღი გადაეცა მერიას და სავარაუდოდ უკვე მომავალი წლიდან იქ სასეირნო პარკი გაკეთდება, უცხოელებს გადაცემენ იჯარით. ბოტანიკის ინსტიტუტს კიდევ გიგი თევზაძე "მოუვლის", ჯერ ბიუჯეტი მოუხსნა და დეკემბრის მერე თანამშრომელებისაგანაც გაათავისუფლებს

vis.gif
მდაააააააააა.... ანუ, ატრაქციონები და ამბები? ეჰ... არც კი ვიცი, რა ვთქვა sad.gif
ninuwki
QUOTE
რა შეჭამა ამ მერიამ კიდე ტვინი რაა.....

ხო. აღარ იციან, ფულის მოსაწველი ტერიტორია კიდევ სად გამონახონ. გაგონილა, დედაქალაქი ბოტანუკური ბაღის გარეშე? თან - საკმაოდ ძველი და საინტერესო?
Fabian
ეს რისი სურათებია?
მოკლედ, დედა უტირეს მთელ ქალაქს, რა...

Posted by: Fabian 7 Aug 2011, 10:17
Sonya
QUOTE
ეს რისი სურათებია?

ზუსტად არვიცი,მარა ბოტანიკურის ტერიტორიაზეა აშენებული yes.gif

Posted by: Sonya 7 Aug 2011, 12:15
Fabian
QUOTE
ზუსტად არვიცი,მარა ბოტანიკურის ტერიტორიაზეა აშენებული

რამე ივანიშვილის დაცვის დასასვენებელი კოტეჯები იქნება მაი sad.gif აღარ დატოვეს ველური ბუნება არსად. მალე ის კოშმარი რიყეზე ბულონის ტყედ მოგვეჩვენება...

Posted by: Fabian 7 Aug 2011, 13:37
Sonya
QUOTE
რამე ივანიშვილის დაცვის დასასვენებელი კოტეჯები იქნება მაი

სადღაც წავიკითხე რომ ბოტანიკურის ადმნისტრაციის შენობა არისო და იავიცი :|

Posted by: Sonya 8 Aug 2011, 13:43
Fabian
QUOTE
სადღაც წავიკითხე რომ ბოტანიკურის ადმნისტრაციის შენობა არისო და იავიცი :|

სადღა ყავს ადმინისტრაცია... თუმცა, მეც არ ვიცი.

Posted by: Giusha 8 Aug 2011, 22:13
დიდი ხანია ძალიან არ ვყოფილვარ, ხოდა რაღაც გვირაბი რომ გააკეთეს,
გზა იყოფა მანდ და მარცხნივ შესასვლელი ბოტანიკურში შედის ხომ?

boli.gif

Posted by: mujaria 8 Aug 2011, 23:33
გვირაბს არ გახსნიან ნეტა?

ამ ზაფხულს, ბოლოს რომ ვიყავი, ბაღის მხრიდან ორი გამოსასვლელი გაარემონტეს და ახალი რკინის კარებები დაკიდეს. ორივე დაკეტილი იყო.
ცენტრალური კი ამოშენებულია.

ბავშვობაში ბოტანიკურში აუცილებლად გვირაბიდან შევდიოდით, მთელი თავგადასავალი იყო ჩემთვის იქ გავლა smile.gif
ყველა პარკისა თუ სკვერის განახლებას მივესალმები, მაგრამ ბოტანიკური მემგონი მაინც ძველებური სახით და ფუნქციით უნდა შენარჩუნდეს.
მწვანეში ჩაფლული პატარა "ბესედკებით".

ისე წინა წლებთან განსხვავებით უფრო მიგდებული მომეჩვენა, ნაგავი, ალაგ-ალაგ გათელილი ბალახი, დაცვაც არსად ჩანდა.
როგორც აქ წავიკიხე დაფინანსება შეუჩერეს. ძალიან სამწუხაროა. არადა ერთი პერიოდი კარგად იყო მიხედილი.

Posted by: Sonya 9 Aug 2011, 11:42
mujaria
QUOTE
როგორც აქ წავიკიხე დაფინანსება შეუჩერეს. ძალიან სამწუხაროა. ა

ეჰ... სამწუხარო კი არა, კრიმინალია IMHO sad.gif
ანუ, რა გამოდის - არცერთი შესასვლელი (ოფიციალური) აღარ არსებობს?

Posted by: ninuwki 9 Aug 2011, 11:51
არსებობს როგორ არა მე დავდიოდი წელს ხშირად.. ეხლა თუ დაკეტეს ამ თვეში არ ვიცი...ისე დაცვაზე რაც დაიწერა ეგეც მართალია წელს აღარ დამინახავს დაცვები და შარშან ყველა ფეხის ნაბიჯზე იქ იყვნენ

Posted by: NAHABEI 9 Aug 2011, 14:49
Fabian
QUOTE
ზუსტად არვიცი,მარა ბოტანიკურის ტერიტორიაზეა აშენებული yes.gif


ბოტანიკის ინსტიტუტის ახალი შენობაა ეგ, ყოველ შემთხვევაში მასე იყო თავიდან ნათქვამი. თუმცა როგორც ახლა ირკვევა, ბოტანიკის ინსტიტუტი საერთოდ გაუქმდება (სამწუხარო რეალობაა), ეს შენობა კი ჩორგოლეიშვილს და "ელიტ დამებს" დარჩებათ "სვეტსკი ივენთების" მოსაწყობად sad.gif
ბოტანიკის ინსტიტუტი 4 წლის წინ ჯერ კიდევ ოქროყანის გზაზე იყო, ბოტანიკურ ბაღს გადმოცქეროდა, მერე ივანიშვილმა ააშენა ბაღის ტერიტორიაზე ეს ახალი შენობა ბოტანიკის ინსტიტუტის თანამსრომელებისათვის. ინსტიტუტის ძველი შენობები და ის ტერიტორია კი მთლიანად თითონ დაისაკუთრა. ახლა იმ შენობაში ბერას აქვს ულტრათანამედროვე მუსიკალური სტუდია. sad.gif
რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღს, ბაღი მერიას გადაეცა უკვე. იქ დაგეგმილია რიყედან საბაგიროს გაკეთება, ჩაიდგმება კაფე-ბარები და გადაკეთდება ტურისტულ გასართობ პარკად sad.gif სავარაუდოდ უცხოელებიც არიან ამ საქმით დაინტერესებული ადგილობრივ "პატრიოტ ბოტანიკოსებთან" ერთად. გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ. საკმაოდ მაღალი "რეიტინგის" პირები არიან. ბაღში მომუშავე ხალხს კი იანვრიდან გაათავისუფლებენ და მხოლოდ მუშები დარჩებიან, ბილიკები რომ დაგავონ, ნაგავი გაიტანონ და მცენარეები მორწყან sad.gif

არადა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ბოტანიკური ბაღები ქვეყნის სიამაყეს და მშვენებას წარმოადგენს თავისი ყველა დატვირთვით. ჩვენ კი, რადგან განვითარებადი ქვეყანა ვართ, რაც გვაქვს წლებით და საუკუნეებით ნალოლიავები და შექმნილი, უნდა მოვსპოთ და გავანადგუროთ. ამას სამწუხაროდ ჩვენი მამების თაობა აკეთებს, რომლებსაც უფრო მეტად უნდა ქონდეთ შეგნებული სადამდე მიგვიყვანს ამდენი უმსგავსობა და ნაძირალობა sad.gif

Posted by: mujaria 10 Aug 2011, 14:38
გვირაბია დაკეტილი, თორე ნარიყალას მხრიდან ოფიციალური შესასვლელი ჩვეულებრივად მუშაობს.
მგონი ქართლის დედა რომ დგას იმ მხიდანაც შეიძლება ჩასვლა.

Posted by: Sonya 12 Aug 2011, 09:59
NAHABEI
გადამრია შენმა პოსტმა mad.gif
მე კიდევ რაღაცის იმედი მქონდა, მაგრამ გუშინდელის მერე....ეჰ, მოკლედ, გუშინ ბავშვი ავიყვანეთ ჩანჩქერზე... მე პირველად ვიყავი იქ საერთოდ. არის გაჩაღებული დიდი მშენებლობა, მტვერი, მანქანები, მუშები... ზუსტად ჩანჩქერის თავზე შენდება რაღაც დიდი შენობა, არ ვიცი, შეიძლება სასტუმრო. პირდაპირ გადაჰყურებს ჩანჩქერს. სადაცაა ამ ტერიტორიას უბრალოდ მიხურავენ - შესასვლელში უკვე დგას დარაჯის ჯიხური. ალბათ, მშენებლობის დამთავრებას ელოდებიან.

ჩანჩქერზე შეგვხვდა ერთი კაცი, რომლსაც ხშირად ვხედავ ხოლმე ჩვენს უბანში. ექიმია. ზამთარ-ზაფხულ ბანაობს ჩანჩქერში უკვე 40 წელია. კაცი სამოცს უკაკუნებს, და ფანტასტიუარდ გამოიყურება, ეს ამ პროცედურების დამსახურებაა. მთელი ცხოვრება აქ დავდივარო... ეს რომ მოსპონ, მეც გავნადგურდებიო. ჯერ ხომ იმაზე იყო გაგიჟებული, ეს მშენებლობა რომ გააჩაღეს - ვერ გამიხდიაო, მუშები გადმომყურებენ ზემოდანო... იმ მუშებსაც გამოელაპარაკა, მაგრამ ისინი არაფერ წყვეტენ, რა თქმა უნდა. ამ კაცს, და ბევრ სხვას, ვისი ცხოვრებაც მჭიდროდაა დაკავშირებული ბოტანიკურთან (თუნდაც მთასველელები) და ჩანჩქერთან, რეალური დეპრესია ექმუქრება... აქ რომ ვერ ამოვდივარ რაღაც მიზეზის გამო, საშინლად ვგრძნობ თავსო sad.gif ასეთი ადამიანი თბილისში ბევრია. თუნდაც ჩვენ - არ გვაქვს საშუალება, ბავშვი გავიყვანოთ ქალაქიდან, და ეს ჩანჩქერი და ზოგადად ბოტანიკური ფანტასტიური გამოსავალი იყო.

ხალხო, ამიხსენით - ნუთუ მართლა არ არსებობს რამე მექანიზმი, რომ ეს ვანდალიზმი შეჩერდეს? mad.gif ნებისმიერი მსოფლიოს დედაქალაქი ტრაბახობს საკუთარი ბოტანიკური ბაღით. კი ბატონო, იყოს კაფეები, მაგრამ ფლორა მაინც შეინარჩუნონ, ანუ, არ დააკარგვინონ ბოტანიკურს საკუთარი ფუნქცია! ავსტრალიაში, სიდნეიში ვარ ნამყოფი ბოტანიკურში - შემშურდა sad.gif რა გვეშველება??? ნეტა რა უნდა დამჯდარიყო ინსტიტუტის შენარჩუნება???

ნახეთ, რა სილამაზეა, და რა მოვლილია იქაურობა (სიდნეი).
ჩვენთან კი sad.gif

http://www.flickr.com/photos/nepturamus/3111741665/



http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: ninuwki 12 Aug 2011, 10:39
ბოტანიკურის ზემოთ რომ არის კიდევ ჩანჩქერები თუ იცით?? მანდ მაქვს მთელი ბავშვობა გატარებული და ეხლა ივანიშვილი რაღაცას აშენებს დაა კისრისტეხვით თუ ჩახვალ sad.gif ხალხი კი არის სულ მაგრამ ნუთუ არ შეიძლება რამე ისე გააკეთონ რომ სხვა არ გააფუჭონ sad.gif არ ვიცი ზუსტად ეგ ბოტანიკურს ეკუთვნის თუ არა,დაცული არ არის მაგრამ მაგედან ჩამავალი ჩანჩქერებია ბოტანიკურში..

Posted by: Sonya 12 Aug 2011, 10:53
ninuwki
QUOTE
ბოტანიკურის ზემოთ რომ არის კიდევ ჩანჩქერები თუ იცით?? მანდ მაქვს მთელი ბავშვობა გატარებული და ეხლა ივანიშვილი რაღაცას აშენებს დაა კისრისტეხვით თუ ჩახვალხალხი კი არის სულ მაგრამ ნუთუ არ შეიძლება რამე ისე გააკეთონ რომ სხვა არ გააფუჭონარ ვიცი ზუსტად ეგ ბოტანიკურს ეკუთვნის თუ არა,დაცული არ არის მაგრამ მაგედან ჩამავალი ჩანჩქერებია ბოტანიკურში..

ამაზე დავწერე ზუსტად ბოლო პოსტში smile.gif

Posted by: ninuwki 12 Aug 2011, 10:59
Sonya
აა მე შიგნით ბოტანიკურში მეგონა smile.gif მანდ ჩასასვლელიც ათასჯერ გადაწიეს და იმედია რაღაც შესასვლელს მაინც დატოვებენ

Posted by: Sonya 12 Aug 2011, 12:22
ninuwki
QUOTE
მანდ ჩასასვლელიც ათასჯერ გადაწიეს და იმედია რაღაც შესასვლელს მაინც დატოვებენ

რაღაც მეეჭვება. ის დარაჯის ჯიხური პირდაპირ ტრასაზე დგას, იქვე გააკეთებენ შესასვლელ ჭიშკარს და დაკეტავენ. that's it sad.gif

Posted by: NAHABEI 12 Aug 2011, 12:56
Sonya
[quote]ხალხო, ამიხსენით - ნუთუ მართლა არ არსებობს რამე მექანიზმი, რომ ეს ვანდალიზმი შეჩერდეს? mad.gif ნებისმიერი მსოფლიოს დედაქალაქი ტრაბახობს საკუთარი ბოტანიკური ბაღით. კი ბატონო, იყოს კაფეები, მაგრამ ფლორა მაინც შეინარჩუნონ, ანუ, არ დააკარგვინონ ბოტანიკურს საკუთარი ფუნქცია! ავსტრალიაში, სიდნეიში ვარ ნამყოფი ბოტანიკურში - შემშურდა sad.gif რა გვეშველება???

ჩვენდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროთ, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უყვართ საკუთარი ყველაფერი და უფრთხილდებიან ბუნებასაც და ადამიანებსაც. ჩვენ კი "მაგრები" ვართ და ისედაც იოლად გავალთ და "გადავრჩებით" mad.gif რა საჭიროა თბილისის ბოტანიკური ბაღი, როცა ბათუმის ბულვარია, ანაკლია, ყვარელის ტბა და კიდევ უამრავი დასასვენებელ-გასართობი "შენდება და მშვენდება" mad.gif

ნეტა რა უნდა დამჯდარიყო ინსტიტუტის შენარჩუნება???

სულ რაღაც 500 000 ლარი წელიწადში არის ბოტანიკური ბაღის და ბოტანიკის ინსტიტუტის ბიუჯეტი ერთად. მაშინ, როდესაც ერთი ნებისმიერი კონცერტი ბათუმში 10-ჯერ მეტი ჯდება მინიმუმ sad.gif დღევანდელ დღეს რომ ადამიანი 200 - 300 ლარზე იმუშავებს (ესაა თვიური ხელფასი იქ მომუშავე მეცნიერებისა) და ამ თანხის სანაცვლოდ მზადაა მოუფრთხილდეს, შეინარჩუნოს და გადაარჩინოს ფლორა და თუნდაც ბოტანიკური ბაღი, ასეთ ადამიანებს არ უნდა მოუფრთხილდეს ხელისუფლება? sad.gif
* * *
Sonya

უკეთესს გეტყვით, როცა ეს უმსგავსობა დაიწყო და თანამშრომელები ვერ გაერკვენ რა ხდებოდა, მათ შორის სამი ადამიანი სასტიკად შეეწინააღმდეგა ამ პროცესებს, დღეს სამივე ეს ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან, სხვები კი ისევე განაგრძობენ მუშაობას და არც არავინ ფიქრობს, რაიმე როგორმე შეცვალონ, იმასაც არ ფიქრობენ, რა ბედი შეიძლება ელოდეს ბაღს. ბოტანიკის ინსტიტუტი რომ ლიკვიდაციის პირასაა, მაგას უკვე ლაპარაკიც აღარ უნდა, იანვრიდან აღარც იარსებებს ალბათ sad.gif ვინც ჭირდებოდა თევზაძეს, რამდენიმე ადამიანი, 6 თუ 7 გადაიყვანა თავისთან ეკოლოგიის ინსტიტუტში და მაღალ ანაზღაურებადი "დაფასებული პროფესორები" არიან, ისეთი დაფასებულები, რომ ერთი ადამიანი რამდენიმე საგანს კითხულობს და თან ისე, არც ეკითხებიან არავის, იმ საგნის უკეთ მცოდნე არსებობს თუ არა ინსტიტუტში sad.gif სხვა დანარჩენი 5 თუ 6 განყოფილება იანვრის მერე აღარ იარსებებს და ამ განყოფილებების თანამშრომელებსაც ვიღა გაუგრძელებს ხელშეკრულებებს (ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკის ინსტიტუტი ერთად იყო ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის დაქვემდებარებაში, სანამ ახალ უხელფასოდ მუშაობის შრომით ხელშეკრულებებს მოიტანდნენ ილიას უნივერსიტეტიდან და სანამ ამ სამ ადამიანს სამსახურიდან დაითხოვდნენ).

რაც შეეხება ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობებს, დაზუსტებით ვიცი, კომპეტენტური პირისგან მიღებული ინფორმაცია მაქვს

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/6884-ra-bedi-elis-thbilisis-botanikur-baghs.html

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/39821-qkrebaze-pirdapir-gvithkhres-shenoba-gvainteresebs-thqven-ki-iskhedith-rac-gindath-akethethoq.html

Posted by: Sonya 12 Aug 2011, 13:17
NAHABEI
QUOTE
რა საჭიროა თბილისის ბოტანიკური ბაღი, როცა ბათუმის ბულვარია, ანაკლია, ყვარელის ტბა და კიდევ უამრავი დასასვენებელ-გასართობი "შენდება და მშვენდება"

აი ამ ყველაფერზე გული მერევა უკვე... პრინციპულად არ მინდა ბათუმში ჩასვლა mad.gif
QUOTE
როდესაც ერთი ნებისმიერი კონცერტი ბათუმში 10-ჯერ მეტი ჯდება მინიმუმ

ამის დაწერას ვაპირებდი მეც... არ ვიცი, ხალხო... ღრმა ტრაკში ვართ (ბოდიში ყველასთან, ნერვები მაქვს აშლილი).

დაუნების ხელისუფლება... ესენი ,მგონი, არსად წასვლას არ აპირებენ და უკვდავები ჰგონიათ თავი, ისე საგულდაგულოდ იმყარებენ პოზიციებს. და ვინ ჩემი შუშუა ეს ჩერგოლეიშვილი (ვიცი, რომ ბოკერიას ცოლია) და რა დამსახურება აქვს ამისთანა ქვეყნის წინაშე, რომ მისი ღრეობებისთვის ბოტანიკურში შენობა გადაეცა? ვაბშე რა ხვრელიდან გამოძვრა ეს ხალხი? mad.gif
* * *
NAHABEI
QUOTE
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...ikur-baghs.html

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/39821-qkr...akethethoq.html

მდააააა vis.gif
QUOTE
რაც შეეხება ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობებს, დაზუსტებით ვიცი, კომპეტენტური პირისგან მიღებული ინფორმაცია მაქვს

ჩვენც გაგვაცანით ეს ინფორმაცია, გთხოვთ smile.gif სახელმწიფო საიდუმლოსთან ხომ არ გვაქვს საქმე, არა? wink.gif

Posted by: lavandula_vulgare 12 Aug 2011, 14:25
wow.gif vis.gif

მე სიტყვები აღარ მყოფნის კომენტარების დასაწერად, მალე აღარც ემოცია მექნება.
აი, რამდენიმე ბოტანიკური ბაღი, სადაც ფეხი მომიხვდა:
http://www.google.de/search?pq=botanischer+garten+jena+tropische+nacht&hl=de&cp=23&gs_id=a&xhr=t&q=botanischer+garten+jena&gs_sm=&gs_upl=&bav=on.2,or.r_gc.r_pw.&biw=1024&bih=608&um=1&ie=UTF-8&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi#um=1&hl=de&tbm=isch&sa=1&q=botanischer+garten+jena&oq=botanischer+garten+jena&aq=f&aqi=g1&aql=&gs_sm=e&gs_upl=366456l366774l16l367044l4l3l0l0l0l0l333l665l3-2l2l0&bav=on.2,or.r_gc.r_pw.&fp=a3120e60db09d222&biw=1024&bih=608
http://www.google.de/search?pq=botanischer+garten+jena+tropische+nacht&hl=de&cp=23&gs_id=a&xhr=t&q=botanischer+garten+jena&gs_sm=&gs_upl=&bav=on.2,or.r_gc.r_pw.&biw=1024&bih=608&um=1&ie=UTF-8&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi#um=1&hl=de&tbm=isch&sa=1&q=botanischer+garten+m%C3%BCnster&oq=botanischer+garten+&aq=4&aqi=g10&aql=&gs_sm=c&gs_upl=61161l62717l18l67314l6l6l2l1l0l0l304l750l0.1.1.1l3l0&bav=on.2,or.r_gc.r_pw.&fp=a3120e60db09d222&biw=1024&bih=608
http://www.google.de/search?pq=botanischer+garten+jena+tropische+nacht&hl=de&cp=23&gs_id=a&xhr=t&q=botanischer+garten+jena&gs_sm=&gs_upl=&bav=on.2,or.r_gc.r_pw.&biw=1024&bih=608&um=1&ie=UTF-8&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi#um=1&hl=de&tbm=isch&sa=1&q=botanischer+garten+d%C3%BCsseldorf&oq=botanischer+garten+d&aq=4&aqi=g7&aql=&gs_sm=c&gs_upl=28290l31700l20l33515l5l5l1l0l0l0l184l556l1.3l4l0&bav=on.2,or.r_gc.r_pw.&fp=a3120e60db09d222&biw=1024&bih=608
http://www.trivago.de/weimar-thueringen-28617/park-botanischer-garten/park-an-der-ilm-239576/bilder

პს. ემოციები თანდათან მიქრება, მაგრამ ქართული გამოთქმები მაინც მიტრიალებს თავში:

თავს ზევით ძალა არააო
ძალა აღმართს ხნავსო
დათვი თუ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახოო
ყადი რომ დედას გიტირებს, ვისთან უნდა იჩივლოო...


Silent leges inter arma!

დანარჩენები თქვენ გაიხსენეთ ხანდახან :/

Posted by: Sonya 12 Aug 2011, 14:38
lavandula_vulgare
QUOTE
მაგრამ ქართული გამოთქმები მაინც მიტრიალებს თავში:

მე რატომღაც ერთი რუსული მიტრიალებს: против лома нет приёма...

Posted by: lavandula_vulgare 12 Aug 2011, 14:58
Sonya
ჰმ... გამოთქმებით მაინც გავივარჯიშ-გამოვიცოცხლოთ გონება wink.gif

Posted by: NAHABEI 12 Aug 2011, 15:09
Sonya
QUOTE
ჩვენც გაგვაცანით ეს ინფორმაცია, გთხოვთ smile.gif სახელმწიფო საიდუმლოსთან ხომ არ გვაქვს საქმე, არა? wink.gif


არა, არაა ეს სახელმწიფო საიდუმლოება. სრულიად შემთხვევით გავიცანი ბოტანიკურ ბაღში მერიის დავალებით მიმდინარე მშენებლობის მეთაური, არც სახელი მახსოვს და სახეზეც ვერ ვიცნობ, მან მომახსენა ეს სიახლეები და თანაც ძალიან გახარებულ-აღფრთოვანებულ-ბედნიერმა, რომ ასეთ "საშვილიშვილო, საუკუნის" საქმეს აკეთებს, რაც როგორც თავად გამანდო, თბილისობისათვის უნდა დასრულდეს, საბაგიროს გაყვანას ვგულისხმობ და რიყეზე მიწისქვეშა ავტოსადგომებს, ბაღში მიმავალ "დამსვენებლებს" მანქანების გაჩერების პრობლემა რომ მოეხსნათ და კომფორტულად აისეირნონ ბაღში მოწყობილ "პლიაჟზე"

* * *
lavandula_vulgare
QUOTE
აი, რამდენიმე ბოტანიკური ბაღი, სადაც ფეხი მომიხვდა:


გულს ნუღარ მიხეთქავთ, ისედაც ჭკუაზე აღარ ვარ ერთი თვეა mad.gif sad.gif

Posted by: Sonya 12 Aug 2011, 16:29
lavandula_vulgare
QUOTE
ჰმ... გამოთქმებით მაინც გავივარჯიშ-გამოვიცოცხლოთ გონება

ეჰ... სხვა რა დაგვრჩენია user.gif
NAHABEI
QUOTE
არა, არაა ეს სახელმწიფო საიდუმლოება. სრულიად შემთხვევით გავიცანი ბოტანიკურ ბაღში მერიის დავალებით მიმდინარე მშენებლობის მეთაური, არც სახელი მახსოვს და სახეზეც ვერ ვიცნობ, მან მომახსენა ეს სიახლეები და თანაც ძალიან გახარებულ-აღფრთოვანებულ-ბედნიერმა, რომ ასეთ "საშვილიშვილო, საუკუნის" საქმეს აკეთებს, რაც როგორც თავად გამანდო, თბილისობისათვის უნდა დასრულდეს, საბაგიროს გაყვანას ვგულისხმობ და რიყეზე მიწისქვეშა ავტოსადგომებს, ბაღში მიმავალ "დამსვენებლებს" მანქანების გაჩერების პრობლემა რომ მოეხსნათ და კომფორტულად აისეირნონ ბაღში მოწყობილ "პლიაჟზე"

აჰა... გასაგებია sad.gif პლიაჟს სად აწყობენ ჯიგრები?

Posted by: NAHABEI 12 Aug 2011, 17:40
Sonya

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი ჩანჩქერთან ახლოს, კი მითხრა იმ ტიპმა ზუსტი ადგილი, მაგრამ ისე ვიყავი მასსავით "აღფრთოვანებული" ჰმ... mad.gif ვეღარ დავიმახსოვრე

Posted by: bja 15 Aug 2011, 16:52
ერთი თვის წინ ვიყავი დაახლოებით და ნაგავს მიჰქონდა იქაურობა. მოუვლელია საშინელი. რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, ბოტანიკური ბაღი სსიპ ილიუნის ეკუთვნის. ბილეთს აწერია ზედ.
დაცვას ვკითხე ახალ შენობაზე და მითხრეს, რომ ადმინისტრაციის შენობააო. მიდი და გაიგე რეალურად რა არის (ლამაზი შენობა კია). ამხელა ადმინისტრაციას რომ აშენებ, ცოტა ცხვირწინ მიალაგე და დაგავი რა.

Posted by: kataxxl 25 Aug 2011, 09:50
უჯას დოტ ქომ

მიშას ბანჯგვლიანი ძუძუები და გაცოფებული სახე გადაარჩენს საქართველოს

Posted by: macaco-fast65 29 Aug 2011, 10:40
QUOTE (kataxxl @ 25 Aug 2011, 09:50 )
უჯას დოტ ქომ

მიშას ბანჯგვლიანი ძუძუები და გაცოფებული სახე გადაარჩენს საქართველოს

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif ..............................

Posted by: NAHABEI 3 Sep 2011, 16:06
bja

აღარ არის ეგ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა, ასე იძახიან ფორმალურად, რეალურად კი ვისია და რა ფუნქციები ექნება, გამოჩნდება უახლოეს მომავალში. თუმცა ივანიშვილმა ბოტანიკის ინსტიტუტს აუშენა და არა ბაღს,

ქართველი "პატრიოტი, მამულიშვილი ბოტანიკოსები", მთელი ცხოვრება რომ თავიანთი ბავშვობიდან გამოყოლილი კომპლექსების დამალვას და ოცნებების განხორციელებას ახლა ძალიან ბინძური ხერხებით ახერხებენ, სწორედ იმათი დამსახურებაა ასეთ "მზრუნველ ხელში" რომ გადავიდა ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკის ინსტიტუტს კი რა ელის, ღმერთმა უწყის

"წარმოუდგენლად კარგ მდგომარეობაში ვართ, ამაზე ვერც კი ვიოცნებებდითო " - ეს სიტყვები იყო სწორედ ამ მამულიშვილი ბოტანიკოსების ამონათქვამი, ბაღი რომ ჩაიგდეს ხელში და ახლა მის განადგურების გრანდიოზულ გეგმებს აწყობენ sad.gif

მინდა დიდი იმედი ვიქონიო, რომ ბოტანიკური ბაღი არ დაკარგავს თავის ძირითად მნიშვნელობას და სანამ საბოლოოდ მოხდება ეს, გამოჩნდება ვინმე კეთილგონიერი და მარტო "ჭამას" არ მოუნდება, საქმესაც გააკეთებს და უკვე გაკეთებულს არ მოსპობს " mad.gif mad.gif mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: LittleSunshine 6 Sep 2011, 22:49
ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანია?

Posted by: Fabian 6 Sep 2011, 22:51
LittleSunshine
QUOTE
ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანია?

yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: LittleSunshine 6 Sep 2011, 23:48
Fabian

და რა ღირს?


-----------

Posted by: ninuwki 7 Sep 2011, 13:52
1 ლარი ღირს ....... LittleSunshine

Posted by: LittleSunshine 9 Sep 2011, 17:41
ninuwki

მადლობა smile.gif

ვიყავი დღეს და მოსწავლეებისთვის 50 ღირს ^^

Posted by: Fabian 11 Sep 2011, 19:21
რაღაც ჭორები დადის ვითომ ბოტანიკურ ბაღში საბაგიროს გააკეთებენ და რამდენად რეალურია ეს?

Posted by: PHELAMUSHIdaTATARA 17 Sep 2011, 16:11
ბოტანიკური ბაღი მომენატრა, დადეთ რა სურათები, ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ, შეყვარებული მაინც მყავდეს მასთან ერთად ავისეირნებდი smile.gif

Posted by: ZSU-23-4 18 Sep 2011, 09:16
წინა თვეში ვიყავი და 90 % იგივეა რაც იყო smile.gif დიდი არაფერი შეცვლილა.


Posted by: Nightmare_Industries 20 Sep 2011, 16:04
გამარჯობა.
წავსვლა მინდა ბოტანიკურში
მანქანის გასაჩერებელი ადგილი არის?

Posted by: DORABELLA 30 Sep 2011, 21:54
ამას წინათ, ჩემს ახლობელს, რომელიც ყოველ დილით ბოტანიკურ ბაღში ვარჯიშობს, ამცნეს, რომ სავარჯიშოდ მისულ ადამიანებს, გარკვეული დროიდან, შესვლა აეკრძალებათ. შემდეგ მისცეს ქაღალდი, რომელზედაც ეწერა:

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მოვარჯიშეთა საყურადღებოდ!

ქალბატონებო და ბატონებო,
გაცნობებთ სასიამოვნო ამბავს -- თბილისის ბოტანიკურ ბაღს ,,საქართველოს ეროვნული ბოტაბიკური ბაღის'' სტატუსი მიენიჭა.
გვიხარია, რომ ხშირად მოდიხართ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ვარჯიშობთ, სრულყოფთ თქვენს ფიზიკურ და სულიერ უნარებს.
მადლობელი ვიქნებით, თუ შეგვისრულებთ რამდენიმე თხოვნას:

1. ვარჯიში დაასრულეთ 8 საათსა და 30 წუთამდე, ბაღში დამთვალიერებლების შემოსვლამდე;

2. იარეთ და ირბინეთ მხოლოდ ბაღის ბილიკებზე, ნუ გადახვალთ საკოლექციო ნაკვეთებში, ნუ დაეკიდებით ხის ტოტებს, ნუ ახვალთ კლდეებზე;

3. ნუ შეაწუხებთ ბაღის სტუმრებსა და თანამშრომლებს ხმამაღალი მუსიკით;

4. თქვენ განსაკუთრებით გიყვართ ვარჯიში ბაღის იმ ნაწილში, რომელსაც ,,პარტერი'' ეწოდება. ნუ გამართავთ აქ სპორტულ შეჯიბრებს, ნუ იჭიდავებთ, ნუ იბურთავებთ.

უხერხულად მიგვაჩნია იმის შეხსენება, რომ ბაღი არ დაანაგვიანოთ, არ მოწყვიტოთ ყვავილი, ხესა და ბუჩქას არ მოსტეხოთ ტოტი, არ გათელოთ მოლი და ყვავილნარი...
გავუფრთხილდეთ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს -- ჩვენს საერთო სიმდიდრეს, ცოდნის წყაროს, სიხარულსა და სიმხნევის მომნიჭებელს.

პატივისცემით,
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები



მიუხედავად იმისა, რომ წესრიგის მოყვარული ვარ, გამაოცა ამ ჩამონათვალმა, განსაკუთრებით 1-მა და მე-3 პუნქტებმა. გამოდის, რომ, თითქოს სავარჯიშოდ მისული ადამიანები ვნებენ ბოტანიკურს, მათ თანამშრომლებს და სტუმრებს (მე-3 პუნქტი)...
ან კიდე, რატომ უნდა იზღუდებოდეს ვარჯიში?






Posted by: bacho_b 6 Dec 2011, 11:57
ბოტანიკურის შესასვლელი რო იყო ენგელსიდან, გვირაბი, მაგის აღდგენაზე ხო არაფერი იცით? ძალიან მაინტერესებს, რაგაც სამუშაოები მიდის და ვერ გავიგე რას აკეთებენ.

Posted by: Daniel 7 Dec 2011, 03:29
bacho_b
ივანიშვილს ძირს ხომ არ უთხრიან ? user.gif

Posted by: Dface 7 Dec 2011, 10:54
bacho_b
მანდ ღამის კლუბი იყო და შესაძლებელია მსგავს რამეს აკეთებენ ეხლაც

Posted by: bacho_b 8 Dec 2011, 16:10
Daniel
მაგაზე არ მიფიქრია, ისე შორია ცოტა

Dface
ეგ ხო დახურეს, რა აზრი ქონდა დახურვას თუ იგივეს აკეთებენ?

Posted by: Fabian 8 Dec 2011, 19:45
bacho_b
QUOTE
ბოტანიკურის შესასვლელი რო იყო ენგელსიდან, გვირაბი, მაგის აღდგენაზე ხო არაფერი იცით? ძალიან მაინტერესებს, რაგაც სამუშაოები მიდის და ვერ გავიგე რას აკეთებენ.

საკრებულოს ბუნკერი განთავსდება მანდ yes.gif yes.gif

Posted by: fretsaw 21 Dec 2011, 06:18
რამდენი კარგი, გულიანი, საქმიანი და პატრიოტი ადამიანია ამ ფორუმში

Posted by: ივანიჩ 21 Dec 2011, 16:47
Fabian
ხუმრობ?

რა ბუნკერი?




Posted by: >>levani9<< 20 Jan 2012, 11:11
ინტერნეტში ვეძებდი ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელ გზას არასოდეს ვყოფილვარ. შემთხვევით გადავაწყდი ამ თემას. რაც წავიკითხე ძალიან ცუდია თუ მასე კეთდება მანდ.
ნუთუ არ შეიძლება ეს ერთ ერთი ულამაზესი ადგილი ხელ უხლებელი დარჩეს?

Posted by: ივანიჩ 20 Jan 2012, 11:49
QUOTE (>>levani9<< @ 20 Jan 2012, 11:11 )
ინტერნეტში ვეძებდი ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელ გზას არასოდეს ვყოფილვარ.

ცენტრალური შესასვლელით შედი შენ კიდე
მის. აბანოთუბანი, ბოტანიკურის ქუჩა

Posted by: credo 21 Mar 2012, 09:38
რა მაინტერესებს, ცენტრალური შესასვლელიდან რო შევიდე (აბანოთუბანიდან) ზემოთ მეკლდეურები სადაც ვარჯიშობენ, ჩანჩქერები და საქეიფო ადგილები როა, ივანიშვილის სასახლე რო დგას იქამდე მივალ??? ანუ გზა არის?

Posted by: Fabian 21 Mar 2012, 18:49
credo
QUOTE
რა მაინტერესებს, ცენტრალური შესასვლელიდან რო შევიდე (აბანოთუბანიდან) ზემოთ მეკლდეურები სადაც ვარჯიშობენ, ჩანჩქერები და საქეიფო ადგილები როა, ივანიშვილის სასახლე რო დგას იქამდე მივალ??? ანუ გზა არის?

yes.gif yes.gif

Posted by: credo 21 Mar 2012, 19:46
Fabian
გაიხარე მადლობა smile.gif)))
1 ლარი ღირს ხო შესვლა და ახლა ღიირს წასვლა? თუ ერთი თვე კიდე დაველოდო კარგად გაიღვიძოს ბუნებამ

Posted by: Fabian 21 Mar 2012, 19:47
QUOTE
1 ლარი ღირს ხო შესვლა

yes.gif

QUOTE
ახლა ღიირს წასვლა?

no.gif

QUOTE
თუ ერთი თვე კიდე დაველოდო კარგად გაიღვიძოს ბუნებამ

yes.gif yes.gif

Posted by: sunny night 28 Mar 2012, 18:59
credo
QUOTE
ხლა ღიირს წასვლა? თუ ერთი თვე კიდე დაველოდო კარგად გაიღვიძოს ბუნებამ

ახლა მართლა არ ღირს წასვლა, სირცხვილი მეე რომ აქამდე არ ვყოფილვარ ბოტანიკურ ბაღში და 1 კვირის წინ ვიყავი პირველად facepalm.gif
ძალიან უღიმღამო და მოსაწყენი მეჩვენა იქ ყველაფერი მაგრამ იმედია ზაფხულში სულ სხვა გარემო იქნება იქ smile.gif
და რა მაინტერესებს, ორანჟერეა დაკეტილი იყო და ზამთარში არ მუშაობენ? თუ სულ დაკეტილია ხოლმე?
მინები იყო ისეთ საშინელ მდგომარეობაში, მგონი მაგათი არსებობის ისტორიაში არავის გაუწმენდავს facepalm.gif

Posted by: bacho_b 3 Apr 2012, 01:13
QUOTE
ცენტრალური შესასვლელით შედი შენ კიდე
მის. აბანოთუბანი, ბოტანიკურის ქუჩა

მაგ ასასვლელით ვიყავი გუშინ ასული, თითო-ოროლა ტურისტიც არის, ოღონდ სანამ ბოტანიკურში შეხვალ, ბარიკადებია გასავლელი, მთელი ქუჩა ისევ ისეა გადათხრილი როგორც ორი წლის წინ, ისევ ისე ყრია არმატურები და ისევ ცემენტის და ასფალტის მტვერის გავლა გიწევს, ვერავინ გამცა პასუხი როდის ამთავრებენ გზის გაკეთებას, ან რატო დაჭირდა 2 წელზე მეტი, 500 მეტრი იქნება მაქსიმუმ.

P.S. ლ. ასათიანი ქუჩიდან ასასვლელს აღარ ხსნიან?

Posted by: rachveli1 3 Apr 2012, 16:04
QUOTE
ვერავინ გამცა პასუხი როდის ამთავრებენ გზის გაკეთებას, ან რატო დაჭირდა 2 წელზე მეტი, 500 მეტრი იქნება მაქსიმუმ.


ადამიანო მანდ სახლებს რესტავრაციას რო უკეთებენ ვერ შეამჩნიე ხო? ტიპს გონია რო ორი წელია გზას აკეთებენ მანდ facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: bacho_b 4 Apr 2012, 18:27

rachveli1

ტიპს კი არ გონია, იქ იყო და ნახა გადათხრილი გზა, წაიკითხე პოსტი. და სხვა რამეც ვიკითხე, როცა ერთი ასასვლელი ფაქტიურად გაუქმებულია, მეორე მაინც ხო უნდა გახსნან, ასათიანის ქუჩიდან.

Posted by: Fabian 4 Apr 2012, 19:03
bacho_b
QUOTE
მეორე მაინც ხო უნდა გახსნან, ასათიანის ქუჩიდან.

მანდ საკრებულოსთვის ბუნკერი კეთდება user.gif user.gif დაბომბვისას ხომ ჰაერივით დაგვჭირდება საკრებულო user.gif user.gif

Posted by: bacho_b 22 May 2012, 14:19
ტელეფონის ნომერი შეცვალეს?
---------------------

Posted by: ninoko 6 Jun 2012, 17:21
ვინმემ თუ იცით რომელ სათამდე შეიძლება შესვლა ან იკეტება თუ არა, ან შესვლა რა ღირს? დაწერეთ რა

Posted by: ივანიჩ 6 Jun 2012, 19:40
ninoko
ბოტანიკური ბაღი
თბილისი , ბოტანიკურის ქ. 1 , ტელ: 272 21 71, 272 11 85, ფაქსი: 272 34 09

შესვლა მგონი 1 ლარი ღირს, და მე როგორც მახსოვს 8 ზე კეტავენ

Posted by: ninoko 7 Jun 2012, 11:43
QUOTE
შესვლა მგონი 1 ლარი ღირს, და მე როგორც მახსოვს 8 ზე კეტავენ


დიდი მადლობა , გაიხარე

Posted by: credo 18 Jul 2012, 15:09
ბოტანიკურის შესასვლელთან მისასვლელი ნარიყალადან რო გზა ჩადის ეგაა ჰო??

Posted by: ივანიჩ 18 Jul 2012, 15:29
QUOTE (credo @ 18 Jul 2012, 15:09 )
ბოტანიკურის შესასვლელთან მისასვლელი ნარიყალადან რო გზა ჩადის ეგაა ჰო??

და ბოტანიკურის ქუჩიდან რომ მიხვიდე უფრო მარტივად ვერა?

Posted by: Noe Ramishvili 18 Jul 2012, 16:22
ბოტანიკურის ქუჩის ქვაფენილის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს sad.gif

Posted by: Mr Adam 22 Aug 2012, 02:07
IVANICHA

რამე ავტობუსი ადის მაგეთკენ?


Posted by: irmushela 22 Aug 2012, 09:00
QUOTE
ბოლოს როდის ვიყავი ბოტანიკურში არც მახსოვს



+1:user:

Posted by: ივანიჩ 22 Aug 2012, 10:41
QUOTE (Mr Adam @ 22 Aug 2012, 02:07 )
რამე ავტობუსი ადის მაგეთკენ?

რათ გინდა ავტობუსი
ფეხით ახვლა 5 წუთში მეიდნიდან

Posted by: credo 3 May 2013, 00:02
ბოტანიკურში რო პიკნიკის პონტი მოვაწყო ხო მოსულა? ხო არ გამიტრაკებენ? ნუ ცეცხლის ანთება რო არ შეიძლება ვიცი, ცოტა დასალევი და ნუ პიკნიკი რა

Posted by: Kublicha 13 May 2013, 20:38
ერთ-ერთ რუკაზე ვიპოპვნე ასეთი აღნიშვნა: ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი.

wtf? ბაკურიანში ბოტანიკური ბაღი იყო?

Posted by: Chi 14 May 2013, 10:21
Kublicha

QUOTE
wtf? ბაკურიანში ბოტანიკური ბაღი იყო?


კი იყო და ეხლაც იქნება, სად წავიდოდა smile.gif

http://www.bakurianihills.ge/index.php?id=2

Posted by: Fabian 14 May 2013, 12:14
Chi
QUOTE
http://www.bakurianihills.ge/index.php?id=2

პირველად გავიგე up.gif up.gif

Posted by: kiborg 7 Jul 2013, 15:28
ბოტანიკურ ბაღში წაპიკნიკება შეიძლება? +ალკოჰოლი?
=)

Posted by: SAQARTVELO-GEO 25 Jul 2013, 17:04
ულამაზესია ბოტანიკური ბაღი მე ვიყავი დაახლოვებით 2 წლის უკან და წამსოვლა არ მინდოდა, ვისაც ბუნება უყვარს იქ იაროს, ლმაზი მცენარეები, ყვავილებიი, ბუღქები, და ჩანჩქერიი.

Posted by: credo 25 Jul 2013, 22:10
QUOTE
ბოტანიკურ ბაღში წაპიკნიკება შეიძლება? +ალკოჰოლი?

წაპიკნიკება კი და ალკოჰოლი არა, მარა შეაპარებ ჩანთით და ჩუმად დალევ biggrin.gif

Posted by: Fabian 24 Nov 2013, 07:59
ბოტანიკურ ბაღში მრავლდება მინი სამფლობელოები წინ პატარა აუზებით

საზოგადოება “საცხოვრებელი ყველას” შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს “ტექსტზე გამახსენდა, სადაც საზოგადოებრივი სივრცის მიტაცებაა ნახსენები ივანიშვლის მიერ. სამწუხაროდ ეს პროცესი ეხლაც გრძელდება. ბოტანიკურ ბაღში სოლოლაკის მხრიდან რამოდენიმე ჩასასვლელიდან ერთადერთი ყოფილ ბოტანიკის ინსტიტუთან იყო დარჩენილი, სადაც ეხლა ბერას ჩამწერი სტუდია ააშენეს, ხოლო სტუდიის გვერდზე ახალი ტერიტორიის მითვისეებაა დაწყებული, უზარმაზარი კლდეა მოჭრილი და უამრავი ნაძვია განადგურებული, მშენებლობის ხარისხზე და მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურებაზე არაფერს აღარ ვამბობ. ყველაზე აქტიურად ბოტანიკის ინსტიტუტის მხრიდან ჩასასვლელს მთასვლელები და სოლოლაკის მოსახლეობა იყენებს, ძველი ჩასასვლელების გაუქმების შემდეგ ამ გზითაც შემოვლითი მარშრუტის გაკეთება უწევდათ, ხოლო თუ ფეხით ადიხარ გზაზე გაზის კამერა გაქვს გასავლელი ( გვირაბი, რომელიც ივანიშვილმა ააშენა ხედის გასაუმჯობესებლად და ხმაურისგან თავისდასაცავად ) რომლის ტროტუარიც 50 სანტიმეტრი არც იქნება, თუ მანქანის დარტყმას გადაურჩი გამონაბოლქვი აუცილებლად გაგგუდავს. ამ გვირაბის გავლა ასევე რამოდენიმე ოჯახისთვის ერთადერთი საშუალებაა სახლში მისასვლელად. მარტო ჩასასვლელშიც არაა საქმე, ჩამწერი სდუდიის მოპირდაპირე ხეობაში საზოგადოების თავშეყრის ადგილია სადაც ხალხი ზაფხულობით ბანაობს ან უბრალოდ სუფთა ჰაერზე ადის, ხოლო ეს შენობა ამ საზოგადოებრივი სივრცის და ხალხის აზრის ყოველგვარი იგნორირებით აშენდა. ამ პროცესში რათქმაუნდა ასევე დამნაშავეა ქალაქის მერია, რომელიც წლების განმავლობაში გაყიდვების მენეჯერის როლს ასრულებდა და ეხლაც იგივეს განაგრძობს.
ასე, რომ ბოტანიკურ ბაღში მრავლდება მინი სამფლობელოები წინ პატარა ბასეინებით!”


http://www.ireporter.ge/ბოტანი...

Posted by: presbiteri 15 Jul 2014, 11:48
ხალხო, ბოტანიკურ ბაღში თესლის შეგროვება დაშვებულია? ანუ სხვადასხვა ხის, დავუშვათ, აკაციის თესლი რომ შევაგროვო შემოდგომით, გაატრაკებენ?

Posted by: CENTURIONI 17 Aug 2014, 13:15
დღეს ვიყავი ბოტანიკურში 10 წლის შემდეგ პირველად. თან მომეწონა რაღაცეები თან არა.უფრო მეტი არ მომეწონა და რატომ.
არ არსებობს არანაირი რუკა,ან რაიმე ინფო ფურცელი რომ იპოვო ან მიაგნო თუ სად რა იზრდება. სდაური და ასე შემდეგ.
ნაგავი ყრი საკამოდ. განნსაკუთრებით ჩანჩქერის მიდამოებში და მდინარის ხეობაში.
არ შემიშვეს ორანჟერიაში.დღეს დაკეტილიაო.სამუშაო დღეებში მოდიო. სამUშაო დღეებში ვმუშაობ და შაბათ კვირა მცალია რომ დავთვალეირო. ლოგიკა ჩუნეს. baby.gif drug.gif
ზოგ მცენარეს აქვს საინფორმაციო დაფა მარა უმეტესობას არაფერი არ აქვს საერთოდ. გასაგებია რომ ყველაფერს ვერ მიაკრავენ მარა მნიშვნელოვან მცენარეებს მაინც მიაკრან თუ რა არის სადაურია და ასე შემდეგ.

ისე ბაღში პოლიციელი უფრო მეტია ვიდრე დამთავლიერებელი.

Posted by: Unico 17 Aug 2014, 13:26
CENTURIONI
და შესვლის ფასი 3 ლარია ხომ?

რაღაც ხმა მომივიდა რომ გააძვირესო.

არადა მე მახსოვდა რომ 2 ლარი ღირდა... რა ჯანდაბას აძვირებენ, თუ არ უვლიან :@

Posted by: MITIATO 17 Aug 2014, 14:30
presbiteri
QUOTE
ხალხო, ბოტანიკურ ბაღში თესლის შეგროვება დაშვებულია?

მე შევაგროვე და არავის გამოუთქვამს პროტესტი.

Posted by: CENTURIONI 17 Aug 2014, 16:47
Unico
QUOTE
და შესვლის ფასი 3 ლარია ხომ?

არა 1 ღირს შესვლა. იყოს სამი ლარი მარა მოუარონ.

Posted by: ASUS-TEK 28 Aug 2014, 13:47
მაგარია ბოტანიკური, რამდენი გოგო მყავს მანდ ათრეული biggrin.gif

ადრე მჩხრიკავდნენ შესვლისას დანა რამე ხომ არ გაქვსო ეხლა არ ვიცი როგორ არის.......

Posted by: oneman 27 Apr 2017, 10:38
მსხვილი გველები რომ დაშლიგინობდენ ?

Posted by: severuss 27 Apr 2017, 16:17
QUOTE (Michealngelo @ 28 Dec 2006, 23:45 )
ბოტანიკურ ბაღში თბილისელები რატომ არ დადიან? თუ დადიან
ძალიან იშვიათად... ალაბათ პირობები არ არის საამისოდ?
ვის ეხება ამ ბაღის დახმარება? გავიგე, ივანიშვლი ეხმარება თურმე...იქნებ იცით რამე?

lol.gif

ისევ ის სიტუაციაა ნეტა ბოტანიკებში?

Posted by: kataxxl 30 Apr 2017, 00:41
ის ტუნელი ისევ დაკეტილია???? სოლოლაკიდან რომ იყო ადრე შესასვლელი

ბავშვობაში მაგრა მიყვარდა ეგ ადგილი

მერე ვიღაც ახვრებმა დაკეტეს და შიგ რაღაც გაუგებრობები გახსნენს.


Posted by: Fabian 30 Apr 2017, 10:11
kataxxl
QUOTE
ის ტუნელი ისევ დაკეტილია???? სოლოლაკიდან რომ იყო ადრე შესასვლელი

კი

Posted by: kataxxl 30 Apr 2017, 10:33
Fabian

ვის საკუტრებაშია???

გაასხვისეს ამ იდიოტებმა?????

Posted by: Fabian 30 Apr 2017, 10:49
kataxxl
QUOTE
ვის საკუტრებაშია???

გაასხვისეს ამ იდიოტებმა?????

საამირსპასალაროს საკუთრებაშია...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)