#60118809 · 20 Feb 2023, 21:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა მეგობრებო.
დიდი ხნის წინათ, როდესაც ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი კომპების თემაში ვერკვეოდი. სულ პერსონალური მქონდა რაც თავი მახსოვს, პენტიუმით დაწყებული i7 დამთავრებული. შემდეგ მივაგდე გეიმინგიც და ეგ თემაც და ვიყენებდი ლეპტოს.
გასულ წელს,. ჩემმა ლეპტოპმა ამოწურა თავი და გაფუჭდა, იმის შემდეგ ბევრჯერ ვცადე ახალის ყიდვა, მაგრამ იმდენი საქმე მაქვს არც ფული დამრჩა და არც დრო, ხოდა ახლა რა ხდება, საბოლოოდ გადავწყვიტე უარი ვთქვა ლეპტოპზე და გადავიდე პლანშეტზე და პერსონალურ კომპიუტერზე.
ამჟამად, ფინანსურად ვერ ვარ ფორმაში. ამიტომ ორივეს რომ გავწვდე ბიუჯეტური კომპიუტერი მინდა ავაწყო, ხოდა აწყობა კი მახსოვს, მაგრამ ახლა რა ხდება ბაზარზე, ჩამოვრჩი მოვლენებს, ამიტომ თუ დამეხმარებით და მირჩევთ რა ვიყიდო, დიდად დამეხმარებით
ახლავე აგიხსნით თუ რისთვის მჭირდება. მოკლედ, სხვადასხვა აპებს ვწერ ზოგჯერ პატარა ვიდეოების გაკეთება მიწევს, დანარჩენი საქმე ეთმობა ძირითადად საოფისე პროგრამებს.
მოკლედ, მინდა i3 პორცესორზე ავაწყო, რომელიც არ იქნება ძველი. დედაპლატა ისეთი მინდა, მერე რომ შევძლო ცოტა განახლება კომპის.
ოპერატიული მეხსიერება 16გბ სსდ მეყოფა ასე 500 გბ ან 256 გბ
ვიდეო კარტა ისეთი იყოს ქაუნთერი go რომ ვითამაშო მაღალ სეტინგებზე და ცოტა სხვა თამაშები, გეიმინგი რომ არ მაინტერესებს ხვდებით. უბრალოდ დროის გასაყვანად.
მონიტორი 24 HD ,ან 27 HD .
კეისი, რამე იაფი, მაგრამ ლამაზი.
მეორადები არ მინდა. დანარჩენი თქვენ მირჩიეთ კვების ბლოკი და გაგრილება.
მოკლედ, დამიწერეთ ბიუჯეტური pc ნაწილები .
ბიუჯეტი ნამეტარი სასაცილო კი არის, მაგრამ მაქვს
1400 ლარიდან მაქიმუმ - 1700ლარამდე.
აწყობილი კომპები არ მინდა ჩემით მინდა ავაწყო.
მონიტორი შეიძლება იყოს მეორადი.
|