#57458794 · 29 Jan 2021, 12:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისე, რა სტრანნია: კუდი რო ყავარზე გვაქვს გადებული და სწორება - მარტო პარიზზე, ბერლინზე, ლონდონზე და ნიუ ჲორკზე (პრაღები, ვარშავები და ბუდაპეშტები ცოტა ძაან გვეგოიმება), გაცხარებულები ვამტკიცებთ, რომ თბილისის ანძა ჯობია ეიფელს, ავლაბარი - სენ მიშელს, ბასიანი - ბერგჰაინს, ლაღიძის წყალი - კოკა კოლას, ხაჭაპური - პიცას, ფალიაშვილი - მოცარტს და მამარდაშვილი - ნიცშეს, რომ უფლის კვართი მცხეთაშია, ღვთისმშობლის კვართი - ხობში და სამყაროს ცენტრი - ვაკეში, რომ დავით თარხან-მოურავი დავით წინასწარმეტყველის შთამომავალია და მედიცინა კოლხმა მედეამ გამოიგონა...
და უცებ - ბრახ! - აღმოაჩენ, რომ ვაქცინით მოსამარაგებელ ქვეყნებს შორის ჭ ჯგუფში ხარ, სადღაც ზიმბაბვეს და სენეგალის გვერდით.
და ბატონი მიშას შეწუხება გჭირდება იმისთვის, რო მალტამ ერთი-ორი ვაქცინა გადმოგიგდოს, როგორც გაჭირებულ და ბანძ ქვეყანას.
ტეხავს რაღაცნაირად...
|