#56262206 · 7 May 2020, 14:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა. მაქვს მიშენება და ზამთარში ისე ცივა მიშენებაში მისაღებიდან რომ გადახვალ გრძნობ სიცივეს. არის კუთხის ბინა და და არაფერი ესაზღვრება წინ და გვერდით. მიშენება არის გაკეთებული 2 სართულზე და ამოშენებულია ბლოკით 2 ვეზე, როგორც ვიცი 20 თუ 21 (არ ვიცი სტანდარტულად რა ზომის ბლოკებია/აგური, შეილება 17იანიც იყოს), ის ვიცი რომ არის თხელი. მაქვს ცენტრალური გათბობა და მიშენებაში ვერ ყოფნის როცა დანარჩენ სახლში "შორტ-მაისურით" ივლი შუა ზამთარში. რემონტი გაკეთებულია ამიტომ შიგნიდან ვერაფერს ვიზავ და სავარაუდოდ გარედან გაკეთდება. როგორც თემებს გადავხედე არის საჭირო XPS პენოპლასტი. როგორ ფიქრობთ 3სმ-იანი ეყოფა გარედან რომ გავაკეთო? და კიდევ მაინტერესებს მთლიან მიშენებაზე რომ არ ვქნა ( 2-ე სართულზეა საცხოვრებელი და ქვედა სართულს არ ვიყენებ ჯერ-ჯერობით, "რემონტია" გასაკეთებელი) და მარტო 2 სართულის გარე ფასადს რაც ყოფნის შედეგს მივიღებ ?
--------------------
თუ ცაში ვარსკვლავი ვერ გახდები, სახლში ნათურა მაინც იყავი. ყოველ ქალს აქვს სამი ეტაპი ცხოვრებაში: ის ჯერ ნერვებს უშლის მამას, შემდეგ ქმარს და ბოლოს სიძეს.
|