ცბიერი ედის სვლა’გეზი იაპონიის "ალუბლების" ოზი გურუ ედი ჯოუნზი
ქეიპ’თაუნის გავლით ინგლისის "ვარდების" მოძღვრად მოგვევლინაhttp://Ovaluri.comxa.com/2015ტასმანიელი ედი 55 წლისაა; დედაცა და ცოლიც იაპონელები ჰყავს; სიდნის ცნობილ კლუბ "რენდვიქში" კვაჭად თამაშობდა; სამწვრთნელო ასპარეზზე კი - 2001 წელს კანბერის "ბრამბიზს" ზე 12 მოაგებინა; 2003 წელს ავსტრალიის "ვოლაბები" მსოფლიო თასის ფინალში გაიყვანა; ხოლო 2007 წელს, მსოფლიო’ზევე, ჯეიქ ვაითს მრჩევლად დაუდგა და აფრიკის "ბოკე" აპირველებინა.
ჯოუნზს უღვაწია ბრიტანეთშიც, ლონდონის "სარასენსში", ფურორი კი წლეულს, 19 სექტემბერს, ბრაითონში მოახდინა: მისმა დამოძღვრილმა იაპონიამ რაგბის ისტორიაში უდიდესი სენსაცია გამოაცხო - 34:32 გააბითურა თვით აფრიკა. აზიელებმა ძლიეს სამოა და შტატებიც, მაგრამ ბონუსები რომ ვერ აიღეს, შეიქნენ პირველი გუნდი, ვინც სამი მოგების მიუხედავად, მსოფლიოზე მაინც პულში ჩარჩა.
ლიგაში მიბრუნდაგურუს ადრევე ეთქვა, იაპონიაში ჩემი რესურსი ამოვწურე და მივდივარო. ტოკიოს "სან’ვულვზ" (მზის მგლები) 2016 წლიდან ზე 18-ში უნდა ჩაებან. ფრანჩაიზს ეიმედებოდა, რომ ახალ კოლექტივს ედი ჩაიბარებდა, მაგრამ გურუს არ მოეწონა პატრონთა სიზანტე და მგლებს დროზე განუდგა - ბოკეს მძლეველი ხალისით აიყვანა ქეიპ’თაუნის "სთორმერზმა", ვისაც გადია ალისთერ კუცია იაპონიაში’ვე წაუვიდა.
ამასობაში მსოფლიო თასიც დასრულდა. ჩემპიონი ისევ ზელანდია გახდა. ვოლაბებს ვერცხლი ერგოთ, ბოკეს - ბრინჯაო, ინგლისი კი შეიქნა პირველი მასპინძელი, ვინაც პლეი’ოფს მიღმა დარჩა. 5 ნოემბერს "ბასიდან" ნრლ-ის "რებითოზში" მიბრუნდა 26 წლის სემ ბერჯესი, ედიმ კი მედიას აუხსნა, ვარდების წარუმატებლობა იმისი ბრალია, რომ გამოუცდელი სთიუართ ლანქასთერი წვრთნიდათო.
4-ჯერვე მეორენიხელ’მოცარულმა გურუმ და კავშირმა ვერ გაუძლეს მასობრივ კრიტიკას - ლანქასთერი 11 ნოემბერს ნებით გადადგა იმის მიუხედავად, რომ კონტრაქტი 2019 წლის ჩათვლით ჰქონდა. სთიუართის ხელ’ქვეით (46: 28-17*1) ინგლისმა 4-ჯერვე (!) მეორე ადგილი დაიკავა "ექვს ერზე" (2012-15), 2013 და 2014 წლებში შინ ძლია ავსტრალია, 2012 წელს -ზელანდიაც 38:21, და კვართის დიზაინში სამხედრო მოტივები ჩართო.
კავშირის მთავარმა მოხელემ, იენ რიჩიმ ბრძანა, არ ვიჩქარებთ და მსოფლიო დონის, სახელიან მწვრთნელს ვიქირავებთო. ჯოუნზმა თავიდან შორს დაიჭირა მედიის ვარაუდი, ქეიპ’თაუნში თავს ჩინებულად ვგრძნობ და დიდი გეგმებიც მაქვსო, მაგრამ ერთ კვირაში ყოვლის’მცოდნე ტოტალიზატორებმა ისე შეცვალეს კოე’ები, რომ ცხადი შეიქნა, საქმე უკვე სერიოზულად იყო.
ფრიადი საცდურიდა მართლაც, 20 ნოემბერს ედი ოთხი წლით (2016-19) დაინიშნა ინგლისის პირველ უცხოელ მწვრთნელად. გურუს ჯამაგირად წელიწადში 500 ათასი გირვანქა აღუთქეს, სთორმერზს კი კავშირმა 100 ათასი მიუთვალა კომპენსაციად. ჯოუნზმა აღიარა, ამოტოლა პოსტის შემოთავაზება ფრიადი საცდური იყოო, რაგბეთმა კი ერთხმად თქვა, ედი ხელს მალე დაატყობს გუნდს და შემოქმედებითად აარაგბებსო.
"ექვსი ერი" თებერვლის პირველ ვიქენდზე იწყება. ინგლისი სქოთებს უნდა ეწვიოს. ახალმა შეფმა მოიწონა კავშირის პოლიტიკა, რომ ნაკრებში მარტო შინაურები იხმოს, მაგრამ ეგეც მალე გაარკვია, რომ კლუბებისა და კავშირის გარიგებით’ვე, 33-კაცა სანაკრებო რაზმში მხოლოდ 11 მოთამაშის გამოცვლა შეეძლება. და კიდევ, გურუს ვიზა რომ დაუგვიანეს, 1 დეკემბერს ახალ სამსახურში ვერ გამოცხადდა.
ჰართლი მოსწონთჯოუნზი ბრიტებს ჰპირდება, რომ როცა წასვლის დრო დაუდგება, დახელოვნებულ ადგილობრივებს გადააბარებს საქმეს. აღზევებიდან ორი კვირაში შეფმა დაითხოვა ლანქასთერის თანა’შემწენი: გრემ რაუნთრი, ენდი ფარელ’ი და მაიქ ქეთ’ი. დაცვა ჩაიბარა პოლ გოსთარდმა (სარასენს), შერკინება კი სთივ ბორსვიქმა, ვის მიერ გაყოჩაღებულ იაპონიასაც მსოფლიოზე თავისი შერკინება არ წაუგია!
ბორსვიქ’ი ძალის’ძალად გაათარხნა ჩემპიონ’შიპის (I ლიგა) ბრისთოლმა, პრემიერ’შიპის ნორსჰემპთონი კი თითქმის თანახმაა, შეტევისა და უნარების მასწავლებელი, ალექს ქინგ’ი ნაკრებს დაუთმოს. ფრიადი მითქმა’მოთქმაა გაჩაღებული კაპიტნის გამოც. ცხადია, რომ ქრის რობშოუ (ჰარლიქვინზ) ყოჩად ვერ ვარგა, ლიანგს კი მოსწონს ვინ, ვინ და სწორედ რომ ურჯუკი კვაჭი დილან ჰართლი (ნორსჰემპთონ)
@