ყიფიანი იყო. ძალიან ცუდი რამე უქნა მაშინ გოგრიჭიანს. 33-ე წუთზე შეუშვა მამუკა მაჭავარიანის ნაცვლად (რომელიც ბექემმა ისეთი დაამტვრია, რომ კარიერა დაასრულებინა). 75 წუთზე ერთი-ერთზე გავიდა სიმენთან (ნევილის გადაცემა ჩაჭრა თუ სწორად მახსოვს). მეკარეს გაარტყა და 77 წუთზე გამოცვალა ყიფომ და არჩილ არველაძე შეუშვა. არადა რო გაეტანა 1-1 ხდებოდა და კაცმა არ იცის შეიძლება ფრე წამოგვეღო უემბლიდან.
ვინმეს ეგეთი რამე ფეხბურთელისთვის ექნას არც მანამდე და არც მაგის მერე არ მინახავს.
პ.ს.
ისე მაგ გოგრიჭიანმა თბილისში უელსს ულამაზესი გოლი გაუტანა 5-0 მოგებულ თამაშში.
აგერ არის გოგრიჭიანის ინტერვიუ და მაგ მომენტს იხსენებს
https://worldsport.ge/ge/page/gocha-gogrich...is-rom-gametana"უემბლიზე". 0:1-ს ვაგებდით. ბურთი აუტის ხაზისკენ გამოგორდა და მივყევი. მცველი ატარებს აუტზე, მაგრამ მე ვუტევ, თანაც, ისეთ შთაბეჭდილებას ვახდენ, თითქოს აუტის ხაზიდან ვთამაშობ. მცველი მიყურებს და მას ღია პოზიცია აქვს. თუ სურს, მეკარეს გაუკეთებს პასს. თავი მოვიკატუნე, ვითომ აუტის ხაზისკენ მივდიოდი, არადა, ერთი სული მაქვს, მეკარეს დაუბრუნოს. და აი, მცველი ასეც აკეთებს, მე კი ჩავჭერი. ჩემს წინ მხოლოდ დევიდ სიმენია. ორი ვარიანტია: ან თავზე გადავუგდო, ან შუაში შევიწიო და ცარიელ კარში დავარტყა. თავზე გადაგდება ვარჩიე და... სიმენს მოვარტყი ბურთი. სიმენი ფეხებს არასტანდარტულად აქნევდა, ფართოდ გაშალა და აი, ერთ-ერთ ფეხში მოვარტყი.
- ხუთ წუთში შეგცვალეს...
- წარმოიდგინეთ, "უემბლიზე" ასეთი შანსი გამიჩნდა! ბევრი მომენტი გვექნებოდა ინგლისთან? გუნდმა არ მაპატია. რატომღაც, მცველს უფრო პატიობენ, ვიდრე ფორვარდს. განსაკუთრებით იმ მატჩებში, როცა საინტერესო თამაში მიმდინარეობს და კარგ შანსს ვერ იყენებ. ეს არ აპატიეს ალექსეი ერიომენკოს, როცა მოსკოვის “ტორპედოში" გამოდიოდა. თავით უნდოდა თამაში და ბურთი ხელში მოხვდა. ბევრს არ პატიობენ.
- და გუნდიდან უშვებენ?
- ზოგი თავად მიდის, ზოგს უშვებენ. ჩემი გაცუდებული მომენტით ისე ვიყავი გაბრაზებული, რომ იქვე, გასახდელში ვუთხარი მწვრთნელ დავით ყიფიანს - ნაკრებში აღარ გამომიძახოთ-მეთქი. "
This post has been edited by vanika on 18 Oct 2018, 23:58