გაჩუმდიი
ბნელი მხარეები ყველა ნიშანს გვაქვს.
) ლილიტი არაფერი არ არის, ის ერთ რომელიმე შემოსაზღვრულ არეალს ირჩევს და აქ ამოიწურება მისი შესაძლებლობები. ვინ რა უნდა გამოავლინოს, ჩვენ რომ არ ვიცოდეთ საკუთარი თავის შესახებ? ჩვენ ვიცოდით ოდესღაც მაგრამ მიზეზთა გამო დავივიწყეთ.
ეზოთერული განხილვებიდან „ფანტომები“
„ჰი-ჰი
ზაფხული. საღამოპირი. ხვატში ჩამხრჩვალი ქალაქი. ჩემი სამუშაო ოთახი. სახლში დაბრუნებული შუქს ვანთებ და თვალში ალაგ-ალაგ ჩამოწყვეტილი, ერთმანეთში უცნაურად გახლართული ორი ფარდა მხვდება. სიოც კი არ იძვრის არსაიდან. მიკვირს ეს ვის უნდა გაეკეთებინა, ჩემს გარდა ხომ სახლში არავინაა. არც კატა მყავს. მერე გულს ვიმშვიდებ, _ ეტყობა ქარი ამოვარდა ჩემს არყოფნაში, თუმცა ორპირი არ ყოფილა. მხოლოდ ეს სარკმელი დავტოვე ღიად. მაშ რა სიმძლავრის ქარი უნდა ამოვარდნილიყო, რომ ორი მასიური ფარდა გარეთ გაეტანა სარკმლიდან, ერთმანეთში გამოეხლართა და მერე ისევ უკან შემოესროლა ოთახში? როგორც ჩანს გამომრჩა.
სათავსოდან კიბე გამომაქვს და ვცილობ ჩამოგლეჯილი ფარდების გასწორებას. ამ დროს მხედველობის არეალში ექცევა გარეთა მხრიდან ფანჯრის რაფაზე ჩამოსკუპებული უმახინჯესი ჭინკა - აფთრის ზომებითა და ფიზიონომიით.. ის ზურგშექცევით ზის და იქიდან ჩემთვის გაურკვეველ ენაზე ამაზრზენად მექირქილება. ჰი-ჰი.. მესმის მხოლოდ ორი ბგერა. ის აგრძელებს... საპასუხოდ ერთდოულად ანაცვლებს ჩემში შიშის, გაურკვევლობის, ზიზღისა და გულისრევის განცდები. ვინ არის, რა სურს, საიდან გაჩნდა, რა რეალურ საფრთხეს წარმოდგენს ჩემთვის? გადის დღეები, თვეები... და კვლავ ყოველ საღამოს, მე ვზივარ, ვმუშაობ. ვიცი, რომ ეს სიმახინჯე ისევ მომაკითხავს... ის ჩამოჯდება ფანჯრის რაფაზე და ამოუშვებს ბინძურ ღრუდან სატანის სადიდებელ ლოცვას, რომელშიც ყურს კვლავ მომჭრის ორი ნაცნობი ბგერა: „ჰი-ჰი, ჰი-ჰი...
მას ჩემი ბნელი მხარეები ასაზრდოებს. ეს არსება ჩემგან განდევნილი აზრებითა და განცდებით სულდგმულობს. ამ გზით ცდილობს ჩემით მანიპულირებას. ჩემი სისუსტეები მის ხელში იარაღია. რეალურად კი ის არარაობაა და არარაობად დარჩება. მტვრად და მიწად იქცევა, როგორც კი დარწმუნდება, რომ არ დავუთმობ ჩემს სულს, ჩემს ცნობიერებას, მთელ ჩემს ცხოვრებას სათარეშოდ. უჯობს ნებით ჩამომშორდეს უბადრუკი მის შიკრიკთან ერთად, ადრე თუ გვიან მაინც გავიმარჯვებ მასზე... 1999წ.„
როგორც უფალი ცდილობს ადამიანების პირით ჩვენამდე სათქმელის მოტანას, ასევეა ლუციფერი.
ჩვენი დაფარული და განდევნილი ნაწილები, იგივე ბნელი და სუსტი მხარეები ჩვენს ქვეცნობიერში მიხოხავენ, იქ უფრო მყუდროდ შეუძლიათ მოკალათება და ჩვენთვის ცხოვრების გამწარება. გამოდის ჩვენი თავის ყველაზე დიდი მტრები ისევ ჩვენ ვართ.
თითოეული ასეთი სისუსტე საცდურია ჩვენთვის და ანკესია აზაზალოს ხელში ჩვენი სულის გამოსაჭერად, სამართავად. ბოროტება კი ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ჩასაფრებული. ის ისეთ ადგილებში პოულობს თავშესაფარს, სადაც მას ყველაზე ნაკლებად დავუწყებთ ძებნას, სადაც ყველაზე მცირე ალბათობით ველით. ანტიქრისტე ქრისტეს სახით გვევლინება... უფრო ზუსტად იმ ადამიანების სახით, ვინც ვერ შეძლო მის წილ დემონებთან გამკლავება, ჩაკლა და დაახრჩო უფალი საკუთარ სულში და ბოლომდე მიენდო ეშმას. შეპყრობილმა თავის დროზე გააფორმა კონტრაქტი ლუციფერთან გაწირა რა საკუთარი სული სასიკვდილოდ და ჩვენსას რატომ დაინდობს? ვინ ვართ ჩვენ მისთვის, თუ არა მსხვერპლი? შეპყრობილს შეუძლია შენი, ჩემი, სხვისი, ყველას სულის ბნელი მხარეები დაინახოს და გამოიყენოს სათავისოდ. მასში თვით განსხეულებული სატანა გვექირქილება. საბოლოოდ, როცა მოვთხოვთ, რომ თავი გამოავლინოს - დაირქვას სახელი, ისიც ჭინკის სახეს მიიღებს თუ გველკუასი, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარა აქვს:დ
ბოროტებას ყველაზე მეტად იზიდავს ჩვენი პიროვნების ცნობიერი ნაწილიდან რეპრესირებული აზრები, ჩახშული ემოციები. რაც უფრო ძლიერია შიში საკუთარი სულის ბნელ მხარეებთან პირისპირ დგომისა, მით უფრო მძლავრად მატერიალიზდება სატანა ჩვენს ცხოვრებაში მისი მსახურების, ან მათი წყალობით შექმნილი უარყოფითი სიტუაციების სახით. პირიქით, რაც მეტად გაგვაჩნია მზაობა, რათა შევძლოთ ჩვენი სისუსტეების გაცნობიერება, მით უკეთ ვახერხებთ, რათა შევიმუშაოთ ჩვენეული სტრატეგიები მასთან საბრძოლველად. მთავარია გონებამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს აუცილებელია. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჭადრაკის დაფა, სადაც ფიგურები არიან ადამიანები, რომლებსაც მოაქვთ ჩვენთვის პრობლემები, ხოლო სვლები ის სიტუაციები, რომლებსაც ისინი ქმნიან - ახდენენ რა ამ გზით დამანგრეველ გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი იმ პირთა მოტივებისა თუ სოციალური როლების ზუსტი გაცნობიერება, რისი საშუალებითაც სატანა ჩვენს საკუთარ სულში - ჩვენივე მოედანზე გვეთამაშება და პირობებს გვიყენებს, გვაჯარიმებს, მითითებებს გასცემს, მწვრთნელის როლს კისრულობს, მანიპულირებს, სპეკულირებს, გვევაჭრება, გვემუქრება, გვაშანტაჟებს, ძალადობს, გვატერორებს, გვაიძულებს, ჩვენს ბნელ მხარეებს ჩვენს წინააღმდეგ მომართულ იარაღად იყენებს, ჩვენი სისუსტეებით მართვის ბერკეტებს ქმნის და ნელ-ნელა ეუფლება მთელ ჩვენს ცხოვრებას. ის უძლიერეს ფსიქოლოგიურ შეტევებს ახორციელებს ჩვენი პიროვნების ცნობიერ, არაცნობიერ და ქვეცნობიერ ნაწილებზე.
ეს გრძელდება იქამდე, ვიდრე არ მოვახერხებთ გავიაზროთ, თუ რა არის ბნელი ნაწილი ჩვენში, რომლითაც ბოროტება ახერხებს ჩვენი ცხოვრების მიტაცებას და განკარგვას. ეს ძალიან მტკივნეული, ხანგრძლივი და უსიამოვნო პროცესია. იოლად მიღწევადი ნამდვილად არ არის.
მაგრამ გონებას ხომ წარმოუდგენლად დიდი რესურსები აქვს. ჩვენ პრაქტიკულად არაფერი ვიცით ჩვენი ცნობიერების განუსაზღვრელი შესაძლებლობების შესახებ. რეალურად ჩვენ შეგვწევს ძალა, რათა ჩვენში ბნელი სინათლედ გარდავქმნათ, ჩვენი სისუსტეები ჩვენს ძლიერ მხარეებად ვაქციოთ. ის რაც გუშინ ბარიერი იყო ჩვენთვის, დღეს ტრამპლინად გავიხადოთ სრულყოფილებისკენ სავალ გზაზე. და ამგვარად წავგლიჯოთ ხელიდან ბოროტებას ჩვენი სულის მართვის ბერკეტები. ტრანსფორმაცია ცნობიერბის ყველა ეტაპზე მხოლოდ მისი რესურსების სრული გამოყენების გზით მიიღწევა. როცა შევიმეცნებთ, რომ უზომოდ ბევრი სირთულე გამოვიარეთ, უკვე უამრავი ბრძოლა გადავიტანეთ, ხოლო წინ კვლავ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მოსასწრები და გასაკეთებელი, საკუთარ თავს უფლებას ვეღარ მივცემთ, რათა ჩვენი სული, ცნობიერება და ცხოვრება სათარეშოდ ლუციფერს თუ მის შიკრიკებს დავუთმოთ.
This post has been edited by Катеньки on 9 Aug 2018, 00:42
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.