8-41
მოგვიგეს
პირველი ტაიმი 8-15 მორჩა..
ასე თუ ისე წინააღმდეგობა გავუწიეთ და თანაბრად ვეთამაშეთ, თუმცა სამწუხაროდ სკამი გვქონდა პატარა.. 3 კაცი მხოლოდ..
საერთო ჯამში 6 კაცმა, ტრავმა მიიღო..
მუხლი, კოჭი, თავი, წელი და ა.შ.
ტრავმების მიზეზების განხილვას არ ვაპირებ.
შერკინებაში ძალიან მაგრად გვაჯობეს, ხაზში ასე თუ ისე წინააღმდეგობა გავუწიეთ.
თამაში 12 მორაგბით დავამთავრეთ..
ტვინის შერყევა ეგონა მთავარ მსაჯს ჩვენი 9 ნომრის და აღარ შემოუშვა, არადა ექიმმა მისცა უფლება..
ამასობაში კი ლელო დაგვიდეს
მოკლედ საინტერესო თამაში გამოდგა, თსუ-ს გაცილებით მეტი შეეძლო და მოკლედ რომ ვთქვა.. მოსაგები თამაში იქნებოდა რაღაც-რაღაც მომენტები რომ გაგვეთვალისწინებინა, ნაკლები ტრავმა და მეტი სათადარიგო..
საინტერესო გამოცდილება იყო ბიჭებისთვის.
გორის სარაგბო სტადიონი ნამდვილად ძალიან კარგი იყო, ინფრასტრუქტურაც..
ერთადერთხი, ხელოვნურზე წყალი იდგა.. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დრენაჟი საერთოდ არ ჰქონდა