მდაას რამდენი გიწერიათ, წასული ვიყავი და ეხლახანს ჩამოვედი, გადავავლე თვალი.
ბევრი დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახი იმაზე თუ ვინ შექმნა სამყარო და ადამიანი, ყველაზე მისაღებ თეორიად მიმაჩნია მეცნიერების მოსაზრება, რომ დიდი აფეთქების შედეგად წარმოიშვა სამყარო, თუმცა მეცნიერება აღიარებს უმაღლესი გონის არსებობას, რადგან ამ აფეთქების შედეგად იმდენად ზუსტად განისაზღვრა ყველაფერი სად რა როგორ იქნებოდა, რომ ეს თავისთავად ვერ მოხდებოდაო ასე თქვეს, ამიტომაც მეცნიერება აღიარებს რომ ღმერთმა შექმნა სამყარო ანუ დიდი აფეთქების შედეგად, ცოტა გაუგებარად დავწერე შეიძლება მაგრამ არის ამის თAობაზე ფილმები იუთუბზე და ნახეთ, საკმაოდ საინტერესო თეორიაა.
მეორე მომენტია, სამოთხე-ჯოჯოხეთი ცხოველებისთვის და ფრინველებისთვისაც არსებობს? ისინიც ხომ არსებები არიან, მაგათაც აქვთ სული, რა მოსდით მათ სიკვდილის შემდეგ? ისინიც ხო ღმერთმა შექმნა? რაღაც არალოგიკურად მეჩვენება ის რომ მათთვისაც იყოს სამოთხე-ჯოჯოხეთი შექმნილი