ძალიან ადვილია ათეისტი გახდე, თუ ბიბლიის შესწავლას დაიწყებ. სწორედ რომ შესწავლას და არა მამაოს კურთხევით სავალდებულოდ სხაპასხუპით კითხვას უფლშგვწყლეე ს პონტში.
ადამიანი რელიგიური სტოკჰოლმის სინდრომის გამო ხდება. შიში მთავარი მოტივატორია. გამოჭერილი ყავხარ ღმერთს, როგორც უნდა ისე გაწამებს , ბოლოს მოგკლავს. (კიდევ გაგიმართლებს თუ სწრაფად და წამების გარეშე მოგკლა) და მერე საიქიოში კიდევ უარესად დაგტანჯავს. გინდა არ გინდა, დამორჩილდები, დათვი რომ მოგერევა, ბაბაიას დაუძახებ და ვითომ დაიჯერებ, რომ ღმერთი თავად სიყვარულია, რომ ღმერთს უყვარხარ, მერე დაიწყებ მტკიცებას, რომ ღმერთი გიყვარს და მისი მადლიერი ხარ, თუმცა კაცმა რომ გკითხოს, ხეირიანად ვერც ახსნი, ან ღმერთის სიყვარული რაში გამოიხატება, ან შენ რის გამო ან რანაირად გიყვარს ღმერთი, მაგრამ შიში და სასოწარკვეთა გაიძულებს მიელაქუცო ამ სადისტს, ის და სატანა რომ ერთობიან შენი წვალებით, რომ იქნება გული მოულბო და აღარ დაგტანჯოს.
ეგეც შენი რელიგია, ორ აბზაცში ჩაეტია.
უანგარო, უპირობო სიყვარული კი ფიქციაა. არც ღმერთს ვუყვარვართ უპირობოდ, მას უამრავი პირობა აქვს ჩვენს მიმართ, მინიმუმ ათი.
და არც ჩვენ გვიყვარს ის. არც პირობით, არც უპირობოდ. ან რანაირად უნდა გიყვარდეს ის, ვისიც გეშინია?
ხანდახან რომ გაგვიმართლებს? ალბათობის თეორიით ეს ხანდახან სრულიად ჯდება შემთხვევითობის პრინციპში. უბრალოდ რაც გიხარია, ღმერთს მიაწერ, რაც არა და ეშმაკს ან საკუთარ თავს და სიყვარულიც მზადაა
შეუძლებელია მოაზროვნე ადამიანი იყოს რელიგიური, თუ შიშმა არ დაუბნელა გონება. ასე რომ ათეისტები უდავოდ მამაცი ადამიანები არიან
This post has been edited by ZAZAi on 14 Feb 2024, 20:21