თუ გადაწყვიტეთ ლეკვის აყვანა უნდა გადაწყვიტოთ ლეკვი თუ თავშესაფრის ძაღლი. ლეკვზე ზრუნვა შრომატევადი საქმეა. საკმაოდ დიდ დროს, ნებისყოფას და ინტენსიურ მუშაობას მოითხოვს. თუმცა ეს პროცესი სახალისოცაა. საკუთარ თავზე უნდა აიღოთ ლეკვის გაწვრთნა. უნდა ეცადოთ რომ საკმაოდ ხშირად მასთან ახლოს იყოთ რადგან დედისგან მოშორებულს გაშინაურებაში დაეხმაროთ. ისიც უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენი მეგობარი მუდამ ლეკვი არ იქნება, ამიტომ უნდა დავრწმუნდეთ რომ საქმეს თავს მაშინაც გავართვევთ როდესაც ლეკვი ზრდასრული ძაღლი გახდება. როცა ლეკვს ყიდულობთ, უნდა ნახოთ მისი მშობლები დედა მაინც. ამით გაიგებთ ლეკვის სავარაუდო ზომებს და ტემპერამენტს. ლეკვი დედას 7-8 კვირის ასაკამდე არ უნდა მოსცილდეს.
აქვე უნდა გაითვალისწინოთ:
1. ლეკვი გარეთ ხშირად უნდა გაიყვანოთ რადგან ბუნებრივი მოთხოოვნილებები დაიკმაყოფილოს. თუმცა მაინც იქნება გაუთვალისწინებელი შემთხვევები,ამიტომ იზრუნეთ რომ ამ დროს ისეთ ადგილზე იყოს, სადაც ეს ძალიან არ დაგაზარალებთ
2. თქვენი სახლი უსაფრთხო უნდა იყოს ლეკვისთვის. ლეკვი ხრავს და ღეჭავს ყველაფერს, მათ შორის ფეხსაცმელებს, წიგნებს, ხალიჩებს და ელექტროკაბელებსაც კი. ყურადღებით იყავით რომ სახიფათო ან ძვირადღირებული ნივთები ლეკვისთვის მიუწვდომელ ადგილას გქონდეთ
3. ეცადეთ რეჟიმი დაუწესოთ, რათა ლეკვმა უფრო თავდაჯერებულად და მშვიდად იგრძნოს თავი. მაგალითად: ყოველდღე ერთსა და იმავე დროს აჭამეთ, ეთამაშეთ, ავარჯიშეთ. თუ მისი მარტო დატოვება გიწევთ ამას ნელნელა მიაჩვიეთ.
This post has been edited by babi24 on 10 Jul 2017, 22:06