#52656317 · 5 May 2018, 23:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხმელთაშუა ზღვის დაავადება (Mediterranean fever) (FMF) გენეტიკური დაავადებაა. ის მე-16 ქრომოსომაში განლაგებული რეცესიული მუტანტური გენებით გადაეცემა (რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი, დაავადების გენის მატარებელს დაავადების სიმპტომები გამოუვლინდეს). ამ გენების მრავალფეროვნება სხვადასხვა ერის წარმომადგენლებში დაავადების სხვადასხვაგვარ მიმდინარეობას განაპირობებს.
ხმელთაშუა ზღვის ცხელება განსაკუთრებით გავრცელებულია ებრაელებში,სომხებსა და არაბებში, თუმცა არიან ქართველებიც, რომლებსაც ამ ეროვნების წინაპრები ვერ გაუხსენებიათ. ეს დაავადება გავრცელებულია დასავლეთ ევროპაშიც, განსაკუთრებით – ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ანუ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების გარეთ.
საქართველოში ეს დაავადება აღმოსავლეთში უფრო გვხვდება, ვიდრე დასავლეთში, რაც სომხეთთან მეზობლობით აიხსნება და კიდევ ერთხელ მიუთითებს მის გენეტიკურ წარმოშობაზე.
როგორც დაავადების ზოგიერთი სახელწოდებიდანაც ჩანს, საქმე გვაქვს პოლისეროზიტთან – სეროზული გარსების აბაქტერიულ, ასეპტიკურ ანთებასთან. დაავადების შეტევისას შესაძლოა თავი იჩინოს პერიტონიტის (მუცლის ფარის ანთების) კლასიკურმა სიმპტომებმა, პლევრიტმა (ფილტვის სეროზული გარსის ანთებამ), მონოართრიტმა (რომელიმე ერთი სახსრის ანთებამ), რასაც ზოგჯერ ერთვის ორქიტიც – სათესლე ჯირკვლის გარსების ანთება. გულის გარსების ანთება – პერიკარდიტი, ენდოკარდიტი – იშვიათია, ხოლო ენცეფალიტი, ტვინის გარსების ანთება, ფაქტობრივად არ ვითარდება.
შეტევები ჩვილ ასაკშიც შეიძლება დაიწყოს, თუმცა ძალიან იშვიათად. ხმელთაშუა ზღვის ცხელება პირველი გამოვლენა უმეტესად 5-დან 15-20 წლამდეა მოსალოდნელი. ამის შემდეგ ხშირია რემისია, დაახლოებით 25-დან 40 წლამდე დაავადება კვლავ აქტიურია, მერე კი ისევ წყნარდება. ძალზე იშვიათია პერიოდული დაავადების პირველი გამოვლენა 60 წლის შემდეგ.
როგორც ვიცით ან კიდევ გაიგებთ ამ პრემაპარატს ყველაზე კარგად კოლხიცინი კურნავს რაც შეეხება კოლხიცინს მომწამლავია და ე.წ აფექტები თანს სდევს
1 მგ-ზე მაღალი დოზირებისას პაციენტებს ხშირად აუხსნელი მექანიზმის მქონე ფაღარათი ემართებათ, რომელიც განსაკუთრებით შემაწუხებელია ფაღარათისადმი მიდრეკილი პირებისთვის. მეორე გვერდითი ეფექტი კი ძვლის ტვინში სისხლწარმოქმნის დამთრგუნველი ეფექტია, რის გამოც პერიოდულად ტარდება სისხლის საერთო ანალიზი და, საჭიროებისამებრ.
ყველამ გაშოროთ ამ დაავადებას ღმერთმა და ვისაც გაქვთ გისურვებთ მარტო ცხელებით გამოვლინდეს <3 პ.ს ვისაც ეს დაავადება ან სიმპოტომები აქვთ შეგილიათ დაწეროთ <3 დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით.....
|