forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მე, დენიელ ბლეიკი / I, Daniel Blake (2016), Ken Loach
donlego
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2842
წევრი No.: 104835
რეგისტრ.: 13-November 09

გამოგზავნილია: 2 Nov 2016, 10:47  #49175590      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
IMDB / KINOPOISK / WikipediA / FACEBOOK / kinoafisha
Winner Of Cannes Film Festival - Palme d'Or 2016
მე, დენიელ ბლეიკი / I, Daniel Blake (2016)
რეჟისორი: Ken Loach
ჟანრი: Drama
აღწერა: 59 წლის ინგლისელი დურგალი, დენიელ ბლეიკი, პირველად თავის ცხოვრებაში, გულის დაავადების გამო იძულებულია მიმართოს სოციალურ დახმარებას. მიუხედავად იმისა, რომ მისმა მკურნალმა ექიმა აუკრძალა მას ფიზიკური აქტივობა, მთავარი გმირი მაინც არ ნებდება და სამუშაოს შოვნას ცდილობს. დასაქმების ცენტრში რეგულარული ვიზიტისას დენიელი გაიცნობს რეიჩელს, მარტოხელა ორი შვილის დედა, რომელიც იძულებული იყო, მისი შვილები, რომ არ მოხვედრილიყვნენ ბავშვთა თავშესაფარში, დათანხმებულიყო ქალაქისგან 450 კილომეტრით დაშორებულ საცხოვრებელზე. ბიუროკრატიულ ქსელეში მყოფი, გმირები ცდილობენ დაეხმარონ ერთმანეთს.
donlego
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2842
წევრი No.: 104835
რეგისტრ.: 13-November 09

გამოგზავნილია: 4 Nov 2016, 13:21  #49191404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ziggy Pop
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 93176
რეგისტრ.: 8-June 09

გამოგზავნილია: 4 Nov 2016, 13:36  #49191502      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამირანში ვნახე, კენ ლოუჩი თავის საუკეთესო ფორმაში. ყველამ ნახეთ.
Renovacio
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 265
წევრი No.: 197548
რეგისტრ.: 4-February 15

გამოგზავნილია: 6 Nov 2016, 20:36  #49208028      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მართლა კარგი ფილმი იყო, გუშინ file,ge ზე ვუყურე, ცუდია რომ ესეთი ტიპის ფილმები ცოტაა რომელიც თავიდან ბოლომდე შეგიძლია დიდი სიამოვნებით უყურო,

რაც ახალი ფილმი გამოდის უმეტესობა იმენა რასაც იძახიან безвкусица ანუ ბოლომდე დაჟე ვერ ვუყურებ ისეთი უაზრო ფილმებია

This post has been edited by Renovacio on 6 Nov 2016, 20:36
SCO
re member


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27404
წევრი No.: 89380
რეგისტრ.: 20-April 09

გამოგზავნილია: 6 Dec 2016, 00:15  #49423402      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იუთუბზე ვიდეო ვნახე ახლა, ტელევიზიით ვიღაც იდიოტი ჩინოვნიკი ეკამათება ლოუჩს _ არც მთლად ეგრეა საქმე, წინ მივიწევთ სოციალურ სფეროში და ბევრი გაზვიადებაა ამ ფილმშიო.
ლოუჩი ღიმილით და ზრდილობიანი კატეგორიულობით ეკამათება. აი მე კი მის ადგილას ვეტყოდი: "შე დედამოტYნულო" (დათო ტურაშვილის ხმით), იმდენი მაინც თუ არ იცი, რომ კინო ტყუილით
და გაზვიადების გზით შეუიარაღებელი თვალისთვის ძნელად შესამჩნევი სინამდვილეების დანახების საშუალებაა, საიმისოდ მაინც გეყოს ნამუსი რომ რაც ნაღდია, იმაზე ტყუილიაო არ თქვა!
და გაბრაზების მერე იქვე დამამშვიდა იმ აზრმა, რომ როცა მსგავს ხელოვანს ეხება საქმე, ასეც უნდა იყოს_ ვიღაცები უნდა გეუბნებოდნენ მატყუარა ხარო. და გიხაროდეს რო "ლოუჩი" ხარ და ასე ხდება.
ეგეთების გაწიწმატება ლაკმუსია იმის ნიშნად, რომ ფილმმა ათიანში მოარტყა.

რა ვიცი სხვა რა ვთქვა, ძაან თეატრალი და ციცერონი უნდა იყო რომ ეს ფილმი მთელი დიდებულებით აღწერო; ან დენიელ ბლეიქივით უბრალო, რომ უბრალოებითვე გადმოცე.
ყველაფერი გენიალური მარტივიაო _ შეიძლება თქვა ჩარლი ჩაპლინზე, ლიონელ მესიზე და ახლა უკვე "დენიელ ბლეიქზეც"...
ეს ფილმი კინოზე გაცილებით მეტია და მაგიტომ ჩაუვარდა ამდენ ადამიანს გულში. ტექნიკურადაც კი ვერ აღვიქვი ბოლომდე ფილმად, რაღაც სხვა ვეშია.
რეალისტურობის და დოკუმენტურის სურნელი, მსახიობების და სცენების უშუალობა, ზომიერი, ლამის დილეტანტური აქტინგი, ნამდვილობა, გადაუპრანჭავობა, რითაც ფილმი
თითქოს უახლოვდება კინოს კლასიკურ ხასიათს და გაგებას, და იქვე შორდება, უახლოვდება და იქვე ისევ შორდება. ცდილობს არ გაფილმდეს და ასეთივე რეალური დარჩეს.

არ ვიცი სად უნდა წახვიდე, სუპერმარკეტში, სკვერში, ბარში, ქუჩაში, სადაც გინდათ, რომ არ შეგხვდეს სიტუაცია რაც ამ ფილმს მოგაგონებს. თუ ძალით არ დაივიწყე და ამოიგდე თავიდან...
სამყარო ზვიგენებს ებრძვის და პრობლემებს დაპიარებულ მოვლენებში ხედავს. ამ დროს კი გაჭირვებული ადამიანები უფრო ხიდან ქოქოსის ჩამოგდების ცდისას იხოცებიან, ვიდრე ზვიგენის ყბაში.
ჯავახიშვილს აქვს მგონი ნათქვამი, ერთი ადამიანი იმდენივე ღირს, რაც მთელი კაცობრიობაო. და მაგის ვიზუალიზაციაა ეს ფილმი.
ერთი ადამიანის ღირსება, უბრალოება, სინაღდე და სიყვარულით სავსე გული არყევს უზარმაზარ მახინჯ სისტემას და შედეგად ფილმი გტოვებს ერთგვარ უკმარისობის გრძნობასა და
პროტესტის განცდაში, რომელიც გინდება ესტაფეტასავით გადაიბარო მთავარი გმირისგან და გააგრძელო ის, რაც მან ვერ დაასრულა.
და ეცადო იყო მასავით დენიელ ბლეიქი. - არც მეტი, არც ნაკლები...

თუ კი რამე ევალება კინოს და თუ კი მიხვეულ-მოხვეული გზებით და ფორმებით სადმე უნდა მიყავდე თანამედროვე კინოხელოვნებას,
მიყავხარ იდეაში ზუსტად აქ, სადაც ეს ფილმი უკვე დგას, მონუმენტივით...
ზედმეტი ფორმების და კამუფლაჟის გარეშე; მხოლოდ შინაარსი მთელი თავისი სისავსით.

შედევრია ულაპარაკოდ



This post has been edited by SCO on 6 Dec 2016, 00:42


--------------------
To become immortal and then die

* * * * * * * *
საჯარიმოს გარედან:
მესი - 46 გოლი 472 დარტყმაში
კრ - 41 გოლი 799 დარტყმაში
Henyd0r1
ალბენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16881
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 6 Dec 2016, 09:23  #49424534      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
10/10 <3

ჩვენი ქვეყანა უნდა იდეგს დენიელ ბლეიქებზე და მაგათ უნდა ვუყურებდეთ დღედაღამ ტელევიზორში, მაგრამ ჩემი ### (ყ)



--------------------
http://forum.ge/?f=76&showtopic=34443108&st=0
Ratatat
bash the fash!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2350
წევრი No.: 126955
რეგისტრ.: 4-February 11

გამოგზავნილია: 6 Dec 2016, 09:37  #49424584      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ken Loach - "If you're not angry, what kind of person are you?"

user posted image

</3

This post has been edited by Ratatat on 6 Dec 2016, 09:38


--------------------
anco-comrade.tumblr.com
donlego
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2842
წევრი No.: 104835
რეგისტრ.: 13-November 09

გამოგზავნილია: 6 Dec 2016, 10:00  #49424657      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SCO
QUOTE
ეს ფილმი კინოზე გაცილებით მეტია და მაგიტომ ჩაუვარდა ამდენ ადამიანს გულში.

QUOTE
შედევრია ულაპარაკოდ

yes.gif
Henyd0r1
QUOTE
ჩვენი ქვეყანა უნდა იდეგს დენიელ ბლეიქებზე

მე დენიელ ბლეიკი = ჩვენ დენიელ ბლეიკი sad.gif yes.gif
Euthymia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 573
წევრი No.: 165818
რეგისტრ.: 19-April 13

გამოგზავნილია: 7 Dec 2016, 12:54  #49433289      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (donlego @ 6 Dec 2016, 10:00 )
SCO
QUOTE
ეს ფილმი კინოზე გაცილებით მეტია და მაგიტომ ჩაუვარდა ამდენ ადამიანს გულში.

QUOTE
შედევრია ულაპარაკოდ

yes.gif
Henyd0r1
QUOTE
ჩვენი ქვეყანა უნდა იდეგს დენიელ ბლეიქებზე

მე დენიელ ბლეიკი = ჩვენ დენიელ ბლეიკი sad.gif yes.gif

user posted image

yes.gif yes.gif yes.gif
dddd4444
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1325
წევრი No.: 141659
რეგისტრ.: 16-January 12

გამოგზავნილია: 7 Dec 2016, 13:32  #49433556      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კი ბევრი დანიელ ბლეიკი და ტონი ერდმანი გვჭირდება ნამდვილად


--------------------
I guess the way that I really feel is that Magnolia is, for better or worse, the best movie I'll ever make -PTA
donlego
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2842
წევრი No.: 104835
რეგისტრ.: 13-November 09

გამოგზავნილია: 7 Dec 2016, 18:05  #49435476      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

...
donlego
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2842
წევრი No.: 104835
რეგისტრ.: 13-November 09

გამოგზავნილია: 12 Dec 2016, 16:26  #49471093      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
donlego
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2842
წევრი No.: 104835
რეგისტრ.: 13-November 09

გამოგზავნილია: 13 Jan 2017, 01:39  #49691357      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ratomac aRa
Sigara içilmez


********
ჯგუფი: Members
წერილები: 38461
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 13 Jan 2017, 11:23  #49692717      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეე მეთქი კაი ხარისხია

დაველოდები კიდე ცოტა ხანი



--------------------
დაახლოებით ბენზემას დონე იყო 2000იანების რონალდო © mind_auger
...................................................................................................................................
ქართველები მონობას ისე შეეჩვიენ, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, უკვე თავისუფლება ჰგონიათ
donlego
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2842
წევრი No.: 104835
რეგისტრ.: 13-November 09

გამოგზავნილია: 13 Feb 2017, 22:57  #49925369      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0193 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]