დღეისათვის 14-მდე სიმღერა აქვთ დაწერილი დებს...
სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩავიწერო ყველა სიმღერა, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან ცუდი იქნება ყველა სიმღერა ჩვენ ჩავუწეროთ იმიტომ რომ ჩვენი ჩანაწერები სტუდიური ხარისხის არ იქნება, თანაც ჩვენ პროფესიონალები არ ვართ... დები უფრო სერიოზულ ყურადღებას და ხელშეწყობას იმსახურებენ.
დღეს მთის სიმღერების თათრულ მოტივებზე და ინსტრუმენტებზე გადაწყობა მიდის - უმეტესობამ დუდუკი და მელიზმები შეურია მთის სიმღერებში...
"დები ნაყეურები" ფშავის ცოცხალი საგანძურია, უწყვეტი ჯაჭვია ფშაური სიმღერის წარსულსა და მომავალს შორის და შესაბამისი მოფრთხილება და ხელშეწყობა უნდა...
მაპატიეთ, ეხლა რასაც დავწერ იმისი წაკითხვა ყველას რომ მოგიწევთ... :
1999-2000 წლებში ქართველ მომღერლებს და მუსიკოსებს ნამდვილი ოქროს ხანა ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მოსახლეობას შემოსავლები უფრო ნაკლები და უფრო ცოტას ჰქონდა, ყველაზე სუსტი მომღერალი და ჯგუფიც კი სპორტის სასახლეს უპრობლემოდ ავსებდა. შესაბამისად - გამდიდრნენ და აშენდნენო ვერ ვიტყვი, მაგრამ შემოსავალი და საარსებო წყარო ჰქონდათ. სტუდიებში რიგები იდგა ალბომების ჩაწერაზე, კლიპების გადაღება ინტენსიურად მიმდინარეობდა...
კასეტები და დისკებიც კი საკმაოდ ნორმალური ტირაჟით იყიდებოდა.
ინტერნეტის ფართო გავრცელებამ საქართველოში ჩაკლა ეს დარგი...
ზოგადად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შემცირდა ალბომების გაყიდვა და პირატული ჩანაწერების გამოჩენა ინტერნეტში დიდ ზარალს აყენებს მუსკიოსებს, მაგრამ საკანონმდებლო სისტემა მეტ-ნაკლებად აწყობილია და მუშაობს.
ჩვენთან...
მაგრამ ჩვენთან ამაზე უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ ხალხი მხოლოდ უფასო კონცერტებზე/ღონისძიებებზე დადის და პროტესტის გრძნობაც კი უჩნდებათ, როცა ბილეთებია შესაძენი. საუბარი არ მაქვს გაჭირვებულ და მშიერ ადამიანებზე - მათ არც ეკონცერტებათ...
დღევანდელი კონცერტების უმეტესობაზე ბილეთის ფასი 5-10 ლარის ფარგლებში მერყეობს. ხოდა ამ ფასად ნაყიდ შაურმას მაპატიეთ, მაგრამ კუჭნაწლავი იმავე დღეს მოინელებს და გარეთ გამოუშვებს და თქვენი საყვარელი შემსრულებლის კონცერტიდან გამოყოლილი სიამოვნება გაცილებით დიდ ხანს გაგყვებათ და ამას გარდა დატოვებს ძალიან სასარგებლო კვალს...
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენი ასეთი დამოკიდებულებით, ჩვენთვისვე ძვირფას და საყვარელ ხელოვნებს ვწირავთ შიმშილისთვის ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
ხშირად ხელს კულტურის სამინისტროსკენ და გამგეობებისკენ ვიშვერთ და პრეტენზიებს ვუყენებთ - რატომ არ აფინანსებენ ამა თუ იმ ხელოვანსო.
მოდით დავფიქრდეთ: ჯერ ერთი, ყველა ხელოვანს და მოღვაწეს ვერც ერთი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ შეინახავს და მეორეც: - რა გვირჩევნია, ჩვენივე ჯიბიდან ბიუჯეტში გადახდილი ფულით მოგვწონს თუ არ მოგვწონს აფინანსონ სხვადასხვა კონცერტები თუ არჩევანის უფლება ჩვენვე დავიტოვოთ და რაც გვესიამოვნება და გვჭირდება, იმაში თავად გადავიხადოთ ფული?
დამერწმუნეთ, ყველა ჟანრს და მიმართულებას თავისი მომწონებლები და მიმდევრები ყავს და მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ასპარეზიც პატარაა, მშიერი არავინ არ უნდა კვდებოდეს, 1 შაურმის ან 1 ბოთლი არაყის ფასი რომ გვემეტებოდეს ჩვენთვის ძვირფასი ადამიანის კონცერტზე დასასწრებად.
მეცინება: ფანდურას კლიპი გადავუღეთ და ეს არის ჩვენი საჩუქარი მისთვის. გულახდილად რომ გითხრათ, პროფესიონალური თვალსაზრისით არაფრად არ ვარგა, მაგრამ ეს კლიპი იმუშავებს და ძალიან დიდ მოწონებასაც დაიმსახურებს რატომ იცით? იმიტომ რომ ფანდურას მსმენელები არ არიან განებივრებულები კლიპებით. განა რომელიმეს ცუდი გემოვნება აქვს, უბრალოდ უკეთესი არაფერი გამოჩენილა ჯერ... ამ დროს ქვეყანაში გვყავს ძალიან ძლიერი პროდიუსერები, სცენარისტები, რეჟისორები, ოპერატორები და ეს ხალხი მშიერი კვდება იმიტომ რომ შემსრულებელს არა აქვს ფული ალბომის ჩასაწერად (თუნდაც იმისთვის, რომ თავადვე გაავრცელოს თავისი ხარისხიანი ჩანაწერი ინტერნეტში(!) ), კლიპის გადასაღებად.... რატომ არა აქვს? იმიტომ, რომ ფულის გადახდა ბილეთში არავის არ უნდა...
დებს რაც შეეხებათ, საკუთარი ფანდურებიც კი არა აქვთ. ხან ვისგან და ხან ვისგან თხოულობენ და ისე წერენ სიმღერებსაც და ისე გამოდიან კონცერტებზეც...
სამწუხაროდ, თუ ასე გაგრძელდა, სტუდიურ ალბომს სწრაფად ვერ ვიხილავთ.
This post has been edited by AraGviani on 11 Dec 2012, 11:13