სალამი!
ჯერ მოკლედ მოგიყვებით ჩემს შესახებ. 2011 წლიდან დღემდე ვწერ ელექტრონულ მუსიკას, თავიდან ძალიან ბევრ ექსპერიმენტებს ვატარებდი სხვადასხვა ჟანრში (არც ახლა ვაკლებ
), ჯერ დავიწყე ემბიენტის წერა, შემდეგ სხვა ჟანრების შერევას მივჰყე ხელი, მაგალითად downtempo, trip-hop, dnb, idm/glitch, post-rock და ასე შემდეგ. მაქვს რამდენიმე ქოლაბ ტრეკი ტუნისელ მუსიკოსთან Fusam-თან და რუს Drumnbass ჰედბენგერ Terroreast-თან ერთად და დღემდე ვთანამშრომლობთ და ახალ პროექტებზე ვმუშაობთ, ნუ რა პროექტებზე ვმუშაობთ ჯერ საიდუმლოდ დავტოვებ :V
რაღაც დროის მერე მომბეზრდასავით ეს პროექტი (პროექტს Surreal East ქვია, შეიძლება ზოგიერთს გსმენიათ კიდეც) და დავიწყე ახალი პროექტი "Dystopain" Breakbeat ჟანრში, დიდი ხანია რაც სტილ Cyberpunk ზე ვარ შეყვარებული და ჩემთვის breakbeat ჟანრი cyberpunk-თან ყველაზე ახლოს არის, ჰოდა სწორად ამიტომ დავიწყე ამ ჟანრში წერა. ამ ხნის განმავლობაში რელიზი არ მქონია ჩემი სიზარმაცის გამო ჰოდა ერთხელაც ლეიბლი MKMusic დამეკონტაქტა და შემომთავაზა ჩემი ტრეკების დარელიზება, ავარჩიე 5 ტრეკი და ნუ მოკლედ რამდენიმე თვის წინ შედგა ჩემი პირველი რელიზი.
ჰოდა მინდა გაგიზიაროთ ეს EP რომელსაც Last Resort ქვია.
ეს არის რელიზის თიზერი რომელიც მე დავამონტაჟე, თუ დაგაინტერესებთ ნახეთ ბარემ
https://www.youtube.com/watch?v=0oU2QVwP3fUეს კი თვითონ EP
ასევე აქვე დავლინკავ Теrroreast თან ბოლო კოლაბს
breakbeat ი მეტალის ელემენტებით
და ესეც ჩემი პროფილის ლინკიც სადაც ვდებ ხოლმე ტრეკებს
Dystopain
Surreal East
იმედი მაქვს გამონახავთ დროს და მოისმენთ და გამიზიარებთ თქვენს შთაბეჭდილებებს, ამით უფრო მეტ მოტივაციას მომცემთ.
ახალ ალბომზე ვმუშაობ და კაკრას მჭირდება თქვენი ფიდბექი რო უფრო მუღამით ჩავუჯდე
წინასწარ მადლობა!
This post has been edited by surrealeast on 23 Feb 2017, 03:48